პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
დერმატოლოგიური სხვა პრეპარატები

მენს როგაინი

MEN’S Rogaine®

ურეცეპტოდ5%ინსტრუქცია ქართულადაშშ
მოქმედი ნივთიერება
მინოქსიდილი (minoxidil)
ფორმა და შეფუთვა
5% 60გ ადგილობრივი გამოყენების აეროზოლი, ქაფი (მამაკაცებისთვის) ბოთლი №3
მწარმოებელი
Kenvue Brands LLC, აშშ
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
დერმატოლოგიური სხვა პრეპარატები, დერმატოლოგიური სხვა საშუალებები
ATC კოდი
D11AX01
რეგისტრაციის ნომერი
რ-046645
რეგისტრირებულია
10 ნოემბერი 2026, მოქმედებს 10 ნოემბერი 2031-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
შპს „მინოქსფარმი“
ურთიერთქმედების შემოწმებამენს როგაინი და სხვა წამალი ერთად

მენს როგაინი — ინსტრუქცია ქართულად

მიღების წესი და დოზირება

წაისვით ნახევარი თავსახურის ოდენობა დღეში ორჯერ სკალპზე, თმის ცვენის არეში

შეიზილეთ სკალპზე თითებით, შემდეგ კარგად დაიბანეთ ხელები.

იხილეთ თანდართული ბროშურა გამოყენების სრული ინსტრუქციისათვის

მეტი რაოდენობით ან უფრო ხშირად გამოყენება შედეგებს არ გააუმჯობესებს

უწყვეტი გამოყენება აუცილებელია თმის ზრდის შენარჩუნებისთვის, წინააღმდეგ შემთხვევაშ თმის ცვენა კვლავ დაიწყება.

სხვა ინფორმაცია

თმის ზრდა დადასტურდა 18-49 წლის მამაკაცებში (მეტწილად თეთრკანიანებში) ჩატარებულ კლინიკურ კვლევაში პროდუქტის 4 თვის განმავლობაში გამოყენებისას

იხილეთ თმის ცვენის სურათები აღნიშნული კოლოფის გვერდზე

გამოყენებამდე გაეცანით სრულ ინფორმაციას შეფუთვაზე და თანდართულ ბროშურაში

შეინახეთ შეფუთვა. იგი შეიცავს მნიშვნელოვან ინფორმაციას

შეინახეთ კონტროლირებად ოთახის ტემპერატურაზე 20O C - 25O C (68O F - 77O F)

შიგთავსი წნევის ქვეშაა. არ გახვრიტოთ და არ დაწვათ კონტეინერი. მოარიდეთ სიცხეს და არ შეინახოთ 120OF (49OC)-ზე მაღალ ტემპერატურაზე.

დამხმარე ნივთიერებები

ბუტანი, ბუტილირებული ჰიდროქსიტოლუოლი, ცეტილის სპირტი, ლიმონმჟავა, გლიცერინი, იზობუტანი, რძემჟავა, პოლისორბატი 60, პროპანი, გაწმენდილი წყალი, SD სპირტი 40-B, სტეარილის სპირტი.

შეკითხვების შემთხვევაში

დარეკეთ უფასო ნომერზე 800-ROGAINE ან 215-273-8755 (მიმღების ხარჯზე)

ეწვიეთ ვებგვერდს www.rogaine.com

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

უკუჩვენებები

ხართ ქალბატონი

თმის ცვენის ხარისხი განსხვავდება აღნიშნული კოლოფის გვერდზე ნაჩვენებისგან ან თმის ცვენა გაქვთ სკალპის წინა ნაწილში. 5% მინოქსიდილის ადგილობრივი გამოყენების ქაფი არ არის განკუთვნილი შუბლის არეში თმის ცვენისთვის ან თმის ხაზის უკან გადაწევისთვის.

არ გაქვთ თმის ცვენა ოჯახურ ანამნეზში

თმის ცვენა არის უეცარი და/ან შეინიშნება ალაგ-ალაგ

თმის ცვენის მიზეზი უცნობია

ხართ 18 წელზე ნაკლები ასაკის. არ გამოიყენოთ ჩვილებსა და ბავშვებში

სკალპზე აღინიშნება სიწითლე, ანთებითი, ინფიცირებული, გაღიზიანებული ან მტკივნეული უბნები

იყენებთ სხვა პრეპარატებს სკალპზე

თუ გაქვთ გულის დაავადება, გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს.

პროდუქტის გამოყენებისას

არ წაისვათ სხეულის სხვა ნაწილებზე

მოარიდეთ თვალებს. კონტაქტის შემთხვევაში დაიბანეთ თვალები დიდი რაოდენობით ონკანის ცივი წყლით.

ზოგიერთ ადამიანს აღენიშნა თმის ფერის და/ან ტექსტურის ცვლილება

თმის განმეორებით ზრდას დრო სჭირდება. დღეში ორჯერ გამოყენებისას შედეგი შეიძლება დადგეს 2 თვეში. ზოგიერთ მამაკაცს შედეგის მისაღებად აღნიშნული პროდუქტის გამოყენება შესაძლოა დასჭირდეს მინიმუმ 4 თვის განმავლობაში.

თმის ხელახალი ზრდის ხარისხი ინდივიდუალურია თითოეული ადამიანისთვის. აღნიშნული პროდუქტი არ მოქმედებს ყველა მამაკაცზე.

შეწყვიტეთ გამოყენება და მიმართეთ ექიმს, თუ აღინიშნა:

ტკივილი გულმკერდის არეში, სწრაფი გულისცემა, გულისწასვლის შეგრძნება ან თავბრუსხვევა

წონის უეცარი, აუხსნელი მატება

ხელების ან ფეხების შეშუპება

სკალპის გაღიზიანება ან სიწითლე

სახეზე არასასურველი თმის ზრდა

თმის ზრდა არ შეინიშნება 4 თვეში

შეიძლება საზიანო იყოს ორსულობის ან ძუძუთი კვების დროს გამოყენებისას

შეინახეთ ბავშვებისგან მიუწვდომელ ადგილას. გადაყლაპვის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას ან დაუკავშირდით ინტოქსიკაციის კონტროლის ცენტრს.

სიფრთხილის ზომები

მხოლოდ გარეგანი გამოყენებისთვის. მხოლოდ მამაკაცებისთვის.

უკიდურესად აალებადია: მოერიდეთ ცეცხლს, ალს ან მოწევას გამოყენებისას და გამოყენებისთანავე.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

სარეკომენდაციო

გამოყენების ინსტრუქცია

პრეპარატის მონაცემები

აქტიური ნივთიერება

მინოქსიდილი 5% w/w (პროპელენტის გარეშე)

დანიშნულება

თმის ზრდის აღმდგენი საშუალება მამაკაცებისთვის

გამოყენება

თმის აღდგენა სკალპის ზედა ნაწილში (მხოლოდ თხემზე, იხილეთ სურათები აღნიშნული კოლოფის გვერდზე).

გაფრთხილებები

მხოლოდ გარეგანი გამოყენებისთვის. მხოლოდ მამაკაცებისთვის.

უკიდურესად აალებადია: მოერიდეთ ცეცხლს, ალს ან მოწევას გამოყენებისას და გამოყენებისთანავე.

არ გამოიყენოთ თუ:

ხართ ქალბატონი

თმის ცვენის ხარისხი განსხვავდება აღნიშნული კოლოფის გვერდზე ნაჩვენებისგან ან თმის ცვენა გაქვთ სკალპის წინა ნაწილში. 5% მინოქსიდილის ადგილობრივი გამოყენების ქაფი არ არის განკუთვნილი შუბლის არეში თმის ცვენისთვის ან თმის ხაზის უკან გადაწევისთვის.

არ გაქვთ თმის ცვენა ოჯახურ ანამნეზში

თმის ცვენა არის უეცარი და/ან შეინიშნება ალაგ-ალაგ

თმის ცვენის მიზეზი უცნობია

ხართ 18 წელზე ნაკლები ასაკის. არ გამოიყენოთ ჩვილებსა და ბავშვებში

სკალპზე აღინიშნება სიწითლე, ანთებითი, ინფიცირებული, გაღიზიანებული ან მტკივნეული უბნები

იყენებთ სხვა პრეპარატებს სკალპზე

თუ გაქვთ გულის დაავადება, გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს.

პროდუქტის გამოყენებისას

არ წაისვათ სხეულის სხვა ნაწილებზე

მოარიდეთ თვალებს. კონტაქტის შემთხვევაში დაიბანეთ თვალები დიდი რაოდენობით ონკანის ცივი წყლით.

ზოგიერთ ადამიანს აღენიშნა თმის ფერის და/ან ტექსტურის ცვლილება

თმის განმეორებით ზრდას დრო სჭირდება. დღეში ორჯერ გამოყენებისას შედეგი შეიძლება დადგეს 2 თვეში. ზოგიერთ მამაკაცს შედეგის მისაღებად აღნიშნული პროდუქტის გამოყენება შესაძლოა დასჭირდეს მინიმუმ 4 თვის განმავლობაში.

თმის ხელახალი ზრდის ხარისხი ინდივიდუალურია თითოეული ადამიანისთვის. აღნიშნული პროდუქტი არ მოქმედებს ყველა მამაკაცზე.

შეწყვიტეთ გამოყენება და მიმართეთ ექიმს, თუ აღინიშნა:

ტკივილი გულმკერდის არეში, სწრაფი გულისცემა, გულისწასვლის შეგრძნება ან თავბრუსხვევა

წონის უეცარი, აუხსნელი მატება

ხელების ან ფეხების შეშუპება

სკალპის გაღიზიანება ან სიწითლე

სახეზე არასასურველი თმის ზრდა

თმის ზრდა არ შეინიშნება 4 თვეში

შეიძლება საზიანო იყოს ორსულობის ან ძუძუთი კვების დროს გამოყენებისას

შეინახეთ ბავშვებისგან მიუწვდომელ ადგილას. გადაყლაპვის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას ან დაუკავშირდით ინტოქსიკაციის კონტროლის ცენტრს.

გამოყენების წესი

წაისვით ნახევარი თავსახურის ოდენობა დღეში ორჯერ სკალპზე, თმის ცვენის არეში

შეიზილეთ სკალპზე თითებით, შემდეგ კარგად დაიბანეთ ხელები.

იხილეთ თანდართული ბროშურა გამოყენების სრული ინსტრუქციისათვის

მეტი რაოდენობით ან უფრო ხშირად გამოყენება შედეგებს არ გააუმჯობესებს

უწყვეტი გამოყენება აუცილებელია თმის ზრდის შენარჩუნებისთვის, წინააღმდეგ შემთხვევაშ თმის ცვენა კვლავ დაიწყება.

სხვა ინფორმაცია

თმის ზრდა დადასტურდა 18-49 წლის მამაკაცებში (მეტწილად თეთრკანიანებში) ჩატარებულ კლინიკურ კვლევაში პროდუქტის 4 თვის განმავლობაში გამოყენებისას

იხილეთ თმის ცვენის სურათები აღნიშნული კოლოფის გვერდზე

გამოყენებამდე გაეცანით სრულ ინფორმაციას შეფუთვაზე და თანდართულ ბროშურაში

შეინახეთ შეფუთვა. იგი შეიცავს მნიშვნელოვან ინფორმაციას

შეინახეთ კონტროლირებად ოთახის ტემპერატურაზე 20O C - 25O C (68O F - 77O F)

შიგთავსი წნევის ქვეშაა. არ გახვრიტოთ და არ დაწვათ კონტეინერი. მოარიდეთ სიცხეს და არ შეინახოთ 120OF (49OC)-ზე მაღალ ტემპერატურაზე.

დამხმარე ნივთიერებები

ბუტანი, ბუტილირებული ჰიდროქსიტოლუოლი, ცეტილის სპირტი, ლიმონმჟავა, გლიცერინი, იზობუტანი, რძემჟავა, პოლისორბატი 60, პროპანი, გაწმენდილი წყალი, SD სპირტი 40-B, სტეარილის სპირტი.

შეკითხვების შემთხვევაში

დარეკეთ უფასო ნომერზე 800-ROGAINE ან 215-273-8755 (მიმღების ხარჯზე)

ეწვიეთ ვებგვერდს www.rogaine.com

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა