პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
კარდიალური თერაპია

მელდოვინი

MELDOVIN

ურეცეპტოდ500მგინსტრუქცია ქართულადრუმინეთი
რისთვის გამოიყენება

გულის იშემიური დაავადების (სტენოკარდია, მიოკარდიუმის ინფარქტი), გულის ქრონიკული უკმარისობისა და დისჰორმონული კარდიომიოპათიის კომპლექსურ თერაპიაში. თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის ქვემწვავე და ქრონიკული დარღვევების (ინსულტის შემდეგ, ცერებროვასკულარული უკმარისობა) კომპლექსურ თერაპიაში. დაქვეითებული შრომისუნარიანობა; …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
მელდონიუმი (meldonium)
ფორმა და შეფუთვა
500მგ კაფსულა №60 (4X15)
მწარმოებელი
S.C. ROMPHARM COMPANY S.R.L. (შუალედური ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებელი -S.C. ROMPHARM COMPANY S.R.L. (Str. Eroilor, nr. 1A)(რუმინეთი)), რუმინეთი
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
კარდიალური თერაპია, კარდიალური სხვა პრეპარატები
ATC კოდი
C01EB22
რეგისტრაციის ნომერი
რ-039982
რეგისტრირებულია
16 იანვარი 2024, მოქმედებს 16 იანვარი 2029-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
New Pharm Group Ltd (საქართველო)
განმცხადებელი
შპს „ნიუ ფარმ გრუპი“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებამელდოვინი და სხვა წამალი ერთად

მელდოვინი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

გულის იშემიური დაავადების (სტენოკარდია, მიოკარდიუმის ინფარქტი), გულის ქრონიკული უკმარისობისა და დისჰორმონული კარდიომიოპათიის კომპლექსურ თერაპიაში.

თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის ქვემწვავე და ქრონიკული დარღვევების (ინსულტის შემდეგ, ცერებროვასკულარული უკმარისობა) კომპლექსურ თერაპიაში.

დაქვეითებული შრომისუნარიანობა; გონებრივი და ფიზიკური დატვირთვა (მათ შორის სპორტსმენებში).

აბსტინენციის სინდრომი ქრონიკული ალკოჰოლიზმისას (კომბინაციაში სპეციფიკურ თერაპიასთან).

მიღების წესი და დოზირება

ამგზნები ეფექტის შესაძლო განვითარების გამო, პრეპარატი რეკომენდებულია გამოიყენოთ დღის პირველ ნახევარში და არაუგვიანეს 17.00 საათისა (დღე-ღამეში რამდენჯერმე გამოყენებისას).

გულის იშემიური დაავადება (სტენოკარდია, მიოკარდიუმის ინფარქტი), გულის ქრონიკული უკმარისობა და დისჰორმონული კარდიომიოპათია

კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში 500 მგ – 1 გ დღეში, გამოყენების ჯერადობა 1-2 ჯერ დღეში. მკურნალობის კურსი – 4-6 კვირა.

დისჰორმონული კარდიომიოპათიისას – კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში ინიშნება შიგნით 500 მგ დღეში. მკურნალობის კურსი – 12 დღე.

  • თავის ტვინის სისხლის მიწოდების ქვემწვავე და ქრონიკული დარღვევები (ინსულტი და ცერებროვასკულური უკმარისობა).

პრეპარატით საინექციო თერაპიის კურსის დასრულების შემდეგ, მელდოვინის მიღება გრძელდება კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში შიგნით 500 მგ – 1 დღეში, მთელი დოზის ერთჯერადად მიღებით ან დაიყოფა 2 მიღებად. მკურნალობის კურსი – 4-6 კვირა.

ქრონიკული დარღვევებისას – პრეპარატი მიიღება კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში შიგნით 500 მგ დღეში. თერაპიის ზოგადი კურსი – 4-6 კვირა.

განმეორებითი კურსები შესაძლებელია ექიმთან კონსულტაციის შემდეგ (ჩვეულებრივ 2-3-ჯერ წელიწადში).

  • დაქვეითებული შრომისუნარიანობა; გონებრივი და ფიზიკური დატვირთვები (მათ შორის სპორტსმენებში)

მოზრდილებს – შიგნით 500 მგ 2-ჯერ დღეში. მკურნალობის კურსი – 10-14 დღე. საჭიროების შემთხვევაში თერაპია მეორდება 2-3 კვირის შემდეგ.

სპორტსმენებს 500 მგ – 1 გ 2-ჯერ დღეში ვარჯიშის წინ. კურსის ხანგრძლივობა მოსამზადებელ სავარჯიშო პერიოდში – 14-21 დღე, შეჯიბრებების პერიოდში – 10-14 დღე.

  • აბსტინენციის სინდრომი ქრონიკული ალკოჰოლიზმისას (კომბინაციაში სპეციფიკურ თერაპიასთან)

შიგნით 500 მგ 4-ჯერ დღეში. მკურნალობის კურსი – 7-10 დღე.

უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა მოქმედი ნივთიერებისა და პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ.

მომატებული ქალაშიდა წნევა (ვენური სისხლგადინების დარღვევისას, ქალა შიდა სიმსივნეებისას).

18 წლამდე ასაკი (ეფექტურობა და უსაფრთხოება დადგენილი არ არის).

სიფრთხილის ზომები

ღვიძლისა და თირკმელების ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებმა უნდა დაიცვან სიფრთხილე პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენებისას.

არ არსებობს საკმარისი მონაცემები 18 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატ მელდოვინის გამოყენების შესახებ.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

აძლიერებს კორონარულ მადილატირებული საშუალებების, ზოგიერთი ჰიპოტენზიური პრეპარატის, გულის გლიკოზიდების მოქმედებას. მელდოვინი შეიძლება ერთდროულად დაინიშნოს ნიტრატების პროლონგირებულ ფორმებთან, სხვა ანტიანგინალურ პრეპარატებთან, ანტიკოაგულანტებთან, ანტიაგრეგანტებთან, ანტიარითმიულ საშუალებებთან, დიურეზულებთან, ბრონქოლიზურებთან.

ტაქიკარდიისა და არტერიული ჰიპოტენზიის შესაძლო განვითარების გამო, დაცული უნდა იყოს სიფრთხილე ნიტროგლიცერინთან (ენის ქვეშ გამოსაყენებლად) და ჰიპოტენზურ საშუალებებთან (განსაკუთრებით ალფა-ადენობლოკატორები და ნიფედიპინის ხანმოკლე მოქმედების ფორმები) კომბინაციისას.

ორსულობა და ძუძუთი კვება

პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოება ორსულობის დროს დადგენილი არ არის. თავიდან რომ იქნას აცილებული შესაძლო არასასურველი ზემოქმედება ნაყოფზე, ორსულობის დროს პრეპარატ მელდოვინის გამოყენება არ არის რეკომენდებული.

ცნობილი არ არის, გამოიყოფა თუ არა პრეპარატი დედის რძეში. თუ პრეპარატ მელდოვინით მკურნალობა დედისთვის აუცილებელია, მაშინ ბავშვის ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

არ არსებობს მონაცემები პრეპარატ მელდოვინის არასასურველი გავლენის შესახებ სატრანსპორტო საშუალებებისა და მექანიზმების მართვის უნარზე.

გვერდითი მოვლენები

იშვიათად – ალერგიული რეაქციები (კანის ჰიპერემია და ქავილი, კანზე გამონაყარი, ჭინჭრის ციება, ანგიონევროზული შეშუპება), აგრეთვე – დისპეფსიური მოვლენები, ტაქიკარდია, არტერიული წნევის მომატება ან დაცემა, მომატებული აგზნებადობა.

ძალიან იშვიათად – ეოზინოფილია, ზოგადი სისუსტე.

ჭარბი დოზა

სიმპტომები: არტერიული წნევის დაქვეითება, რომელსაც თან ახლავს თავის ტკივილი, ტაქიკარდია, თავბრუსხვევა და ზოგადი სისუსტე.

მკურნალობა: სიმპტომური.

შემადგენლობა

1 კაფსულა შეიცავს

აქტიურ ნივთიერებას: 3-(2,2,2-ტრიმეთილჰიდრაზინიუმი) პროპიონატის დიჰიდრატი 500 მგ,

დამხმარე ნივთიერებები: სიმინდის სახამებელი მოდიფიცირებული, სილიციუმი კოლოიდური უწყლო, კალციუმის სტეარატი.

პრეპარატის ათქ კოდი

C01EB22

შენახვის პირობები

შეინახეთ მშრალ ადგილას ტემპერატურაზე 25ºC, ორიგინალურ შეფუთვაში.

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

შენახვის ვადა: 3 წელი.

აფთიაქიდან გაცემის პირობები

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

შეფუთვა

15 კაფსულა კონტურულ უჯრედოვან შეფუთვაში პოლივინილქლორიდის აპკისგან პოლივინილდენქლორიდის საფარითა და ალუმინის ფოლგისგან.

4 კონტურული უჯრედოვანი შეფუთვა, გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად, თავსდება მუყაოს კოლოფში.

ფარმაკოლოგიური თვისებები

გულ-სისხლძარღვთა სისტემა. გულის თერაპია. სხვა პრეპარატები გულის დაავადების სამკურნალოდ.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა

მელდოვინი – გამა-ბუტირობეტაინის სინთეზური ანალოგი – ნივთიერება, რომელიც ყველა ადამიანის ორგანიზმის თითოეულ უჯრედშია. აინჰიბირებს გამა ბუტირობეტაინჰიდროქსილაზას, აქვეითებს კრეატინინის სინთეზსა და გრძელჯაჭვიანი ცხიმოვანი მჟავების ტრანსპორტს უჯრედების გარსების გავლით,ხელს უშლის უჯრედებში დაუჟანგავი ცხიმოვანი მჟავეების აქტივირებული ფორმების დაგროვებას – აცილკარნიტინისა და აცილკოენზიმების A წარმოებულებს.

კარდიოპროტექტორული საშუალება, რომელიც უზრუნველყოფს მიოკარდიუმის ნორმალურ მეტაბოლიზმს. იშემიის პირობებში მელდოვინი აღადგენს წონასწორობას, ჟანგბადის მიწოდებასა და უჯრედების მიერ მისი გამოყენების პროცესებს შორის, თრგუნავს ადენოზიტრიფოსფატის (ატფ) ტრანსპორტის დარღვევას; ერთდროულად ააქტიურებს გლიკოლიზს, რომელიც მიმდინარეობს ჟანგბადის დამატებითი მოხმარების გარეშე. კარნიტინის კონცენტრაციის დაქვეითების შედეგად, გაძლიერებულად სინთეზირდება გამა-ბუთირობეტაინი, რომელიც ფლობს ვაზოდილატირებულ თვისებებს. მოქმედების მექანიზმი განსაზღვრავს მისი ფარმაკოლოგიური ეფექტების მრავალსახეობას: მუშაობის უნარის ამაღლება, ფსიქიკური და ფიზიკური დაძაბულობის სიმპტომების შემცირება, ქსოვილური და ჰუმორული იმუნიტეტის აქტივირება, კარდიოპროტექტორული მოქმედება.

მიოკარდიუმის მწვავე იშემიური დაზიანების შემთხვევაში, მელდოვინი ანელებს ნეკროზული ზონის წარმოქმნას, ამცირებს რეაბილიტაციის პერიოდს.

გულის უკმარისობისას ზრდის მიოკარდიოუმის კუმშვადობას, ამაღლებს ტოლერანტობას ფიზიკური დატვირთვის მიმართ, აქვეითებს სტენოკარდიის შეტევების სიხშირეს. თავის ტვინის სისხლისმიმოქცევის მწვავე და ქრონიკული იშემიური დარღვევებისას, აუმჯობესებს სისხლის ცირკულირებას იშემიის კერაში, ხელს უწყობს სისხლის გადანაწილებას იშემიზირებული მონაკვეთის სასარგებლოდ.

ეფექტურია თვალის ფსკერის სისხლძარღვების ვასკულარული და დისტროფიული პათოლოგიების შემთხვევაში. დამახასიათებელია, აგრეთვე, მატონიზირებელი მოქმედება ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, სომატური და ვეგეტატიური ნერვული სისტემის ფუნქციური დარღვევების აღმოფხვრა ავადმყოფებში ქრონიკული ალკოჰოლიზმით აბსისტენციის სინდრომისას.

ფარმაკოკინეტიკა

შიგნით მიღების შემდეგ მელდოვინი სწრაფად შეიწოვება, ბიოშეღწევადობა – 78%. სისხლის პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაციის მიღწევის დრო – 1-2 საათში შიგნით მიღების შემდეგ. მეტაბოლიზირებს უმთავრესად ღვიძლში ორი ძირითადი მეტაბოლიტის წარმოქმნით, რომლებიც გამოიყოფა თირკმელების მიერ. ნახევარგამოყოფის პერიოდი (T1/2), შიგნით მიღებისას, დამოკიდებულია დოზაზე, შეადგენს 3-6 საათს.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

გამოყენების ინსტრუქცია

მელდოვინი

MELDOVIN

სავაჭრო დასახელება მელდოვინი

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება 3-(2,2,2-ტრიმეთილჰიდრაზინიუმი) პროპიონატის დიჰიდრატი.

წამლის ფორმა

კაფსულები მყარი ჟელატინისებური, სრულიად დახურული, გლუვი წითელი გაუმჭვირვალე ხუფით და კრემისფერი გაუმჭვირვალე სახურავით.

კაფსულების შემცველობა: თეთრი ან თითქმის თეთრი ერთგვაროვანი ფხვნილი.

შემადგენლობა

1 კაფსულა შეიცავს

აქტიურ ნივთიერებას: 3-(2,2,2-ტრიმეთილჰიდრაზინიუმი) პროპიონატის დიჰიდრატი 500 მგ,

დამხმარე ნივთიერებები: სიმინდის სახამებელი მოდიფიცირებული, სილიციუმი კოლოიდური უწყლო, კალციუმის სტეარატი.

პრეპარატის ათქ კოდი

C01EB22

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

გულ-სისხლძარღვთა სისტემა. გულის თერაპია. სხვა პრეპარატები გულის დაავადების სამკურნალოდ.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა

მელდოვინი – გამა-ბუტირობეტაინის სინთეზური ანალოგი – ნივთიერება, რომელიც ყველა ადამიანის ორგანიზმის თითოეულ უჯრედშია. აინჰიბირებს გამა ბუტირობეტაინჰიდროქსილაზას, აქვეითებს კრეატინინის სინთეზსა და გრძელჯაჭვიანი ცხიმოვანი მჟავების ტრანსპორტს უჯრედების გარსების გავლით,ხელს უშლის უჯრედებში დაუჟანგავი ცხიმოვანი მჟავეების აქტივირებული ფორმების დაგროვებას – აცილკარნიტინისა და აცილკოენზიმების A წარმოებულებს.

კარდიოპროტექტორული საშუალება, რომელიც უზრუნველყოფს მიოკარდიუმის ნორმალურ მეტაბოლიზმს. იშემიის პირობებში მელდოვინი აღადგენს წონასწორობას, ჟანგბადის მიწოდებასა და უჯრედების მიერ მისი გამოყენების პროცესებს შორის, თრგუნავს ადენოზიტრიფოსფატის (ატფ) ტრანსპორტის დარღვევას; ერთდროულად ააქტიურებს გლიკოლიზს, რომელიც მიმდინარეობს ჟანგბადის დამატებითი მოხმარების გარეშე. კარნიტინის კონცენტრაციის დაქვეითების შედეგად, გაძლიერებულად სინთეზირდება გამა-ბუთირობეტაინი, რომელიც ფლობს ვაზოდილატირებულ თვისებებს. მოქმედების მექანიზმი განსაზღვრავს მისი ფარმაკოლოგიური ეფექტების მრავალსახეობას: მუშაობის უნარის ამაღლება, ფსიქიკური და ფიზიკური დაძაბულობის სიმპტომების შემცირება, ქსოვილური და ჰუმორული იმუნიტეტის აქტივირება, კარდიოპროტექტორული მოქმედება.

მიოკარდიუმის მწვავე იშემიური დაზიანების შემთხვევაში, მელდოვინი ანელებს ნეკროზული ზონის წარმოქმნას, ამცირებს რეაბილიტაციის პერიოდს.

გულის უკმარისობისას ზრდის მიოკარდიოუმის კუმშვადობას, ამაღლებს ტოლერანტობას ფიზიკური დატვირთვის მიმართ, აქვეითებს სტენოკარდიის შეტევების სიხშირეს. თავის ტვინის სისხლისმიმოქცევის მწვავე და ქრონიკული იშემიური დარღვევებისას, აუმჯობესებს სისხლის ცირკულირებას იშემიის კერაში, ხელს უწყობს სისხლის გადანაწილებას იშემიზირებული მონაკვეთის სასარგებლოდ.

ეფექტურია თვალის ფსკერის სისხლძარღვების ვასკულარული და დისტროფიული პათოლოგიების შემთხვევაში. დამახასიათებელია, აგრეთვე, მატონიზირებელი მოქმედება ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, სომატური და ვეგეტატიური ნერვული სისტემის ფუნქციური დარღვევების აღმოფხვრა ავადმყოფებში ქრონიკული ალკოჰოლიზმით აბსისტენციის სინდრომისას.

ფარმაკოკინეტიკა

შიგნით მიღების შემდეგ მელდოვინი სწრაფად შეიწოვება, ბიოშეღწევადობა – 78%. სისხლის პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაციის მიღწევის დრო – 1-2 საათში შიგნით მიღების შემდეგ. მეტაბოლიზირებს უმთავრესად ღვიძლში ორი ძირითადი მეტაბოლიტის წარმოქმნით, რომლებიც გამოიყოფა თირკმელების მიერ. ნახევარგამოყოფის პერიოდი (T1/2), შიგნით მიღებისას, დამოკიდებულია დოზაზე, შეადგენს 3-6 საათს.

გამოყენების ჩვენებები

გულის იშემიური დაავადების (სტენოკარდია, მიოკარდიუმის ინფარქტი), გულის ქრონიკული უკმარისობისა და დისჰორმონული კარდიომიოპათიის კომპლექსურ თერაპიაში.

თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის ქვემწვავე და ქრონიკული დარღვევების (ინსულტის შემდეგ, ცერებროვასკულარული უკმარისობა) კომპლექსურ თერაპიაში.

დაქვეითებული შრომისუნარიანობა; გონებრივი და ფიზიკური დატვირთვა (მათ შორის სპორტსმენებში).

აბსტინენციის სინდრომი ქრონიკული ალკოჰოლიზმისას (კომბინაციაში სპეციფიკურ თერაპიასთან).

უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა მოქმედი ნივთიერებისა და პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ.

მომატებული ქალაშიდა წნევა (ვენური სისხლგადინების დარღვევისას, ქალა შიდა სიმსივნეებისას).

18 წლამდე ასაკი (ეფექტურობა და უსაფრთხოება დადგენილი არ არის).

ორსულობა და ძუძუთი კვების პერიოდი.

სიფრთხილით: ღვიძლის და/ან თირკმელების დაავადებებისას.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

აძლიერებს კორონარულ მადილატირებული საშუალებების, ზოგიერთი ჰიპოტენზიური პრეპარატის, გულის გლიკოზიდების მოქმედებას. მელდოვინი შეიძლება ერთდროულად დაინიშნოს ნიტრატების პროლონგირებულ ფორმებთან, სხვა ანტიანგინალურ პრეპარატებთან, ანტიკოაგულანტებთან, ანტიაგრეგანტებთან, ანტიარითმიულ საშუალებებთან, დიურეზულებთან, ბრონქოლიზურებთან.

ტაქიკარდიისა და არტერიული ჰიპოტენზიის შესაძლო განვითარების გამო, დაცული უნდა იყოს სიფრთხილე ნიტროგლიცერინთან (ენის ქვეშ გამოსაყენებლად) და ჰიპოტენზურ საშუალებებთან (განსაკუთრებით ალფა-ადენობლოკატორები და ნიფედიპინის ხანმოკლე მოქმედების ფორმები) კომბინაციისას.

სიფრთხილის ზომები

ღვიძლისა და თირკმელების ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებმა უნდა დაიცვან სიფრთხილე პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენებისას.

არ არსებობს საკმარისი მონაცემები 18 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატ მელდოვინის გამოყენების შესახებ.

ორსულობა და ლაქტაცია

პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოება ორსულობის დროს დადგენილი არ არის. თავიდან რომ იქნას აცილებული შესაძლო არასასურველი ზემოქმედება ნაყოფზე, ორსულობის დროს პრეპარატ მელდოვინის გამოყენება არ არის რეკომენდებული.

ცნობილი არ არის, გამოიყოფა თუ არა პრეპარატი დედის რძეში. თუ პრეპარატ მელდოვინით მკურნალობა დედისთვის აუცილებელია, მაშინ ბავშვის ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.

გავლენა ავტოტრანსპორტის ტარების უნარსა და მექანიზმების მართვაზე

არ არსებობს მონაცემები პრეპარატ მელდოვინის არასასურველი გავლენის შესახებ სატრანსპორტო საშუალებებისა და მექანიზმების მართვის უნარზე.

გამოყენების წესი და დოზები

ამგზნები ეფექტის შესაძლო განვითარების გამო, პრეპარატი რეკომენდებულია გამოიყენოთ დღის პირველ ნახევარში და არაუგვიანეს 17.00 საათისა (დღე-ღამეში რამდენჯერმე გამოყენებისას).

გულის იშემიური დაავადება (სტენოკარდია, მიოკარდიუმის ინფარქტი), გულის ქრონიკული უკმარისობა და დისჰორმონული კარდიომიოპათია

კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში 500 მგ – 1 გ დღეში, გამოყენების ჯერადობა 1-2 ჯერ დღეში. მკურნალობის კურსი – 4-6 კვირა.

დისჰორმონული კარდიომიოპათიისას – კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში ინიშნება შიგნით 500 მგ დღეში. მკურნალობის კურსი – 12 დღე.

  • თავის ტვინის სისხლის მიწოდების ქვემწვავე და ქრონიკული დარღვევები (ინსულტი და ცერებროვასკულური უკმარისობა).

პრეპარატით საინექციო თერაპიის კურსის დასრულების შემდეგ, მელდოვინის მიღება გრძელდება კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში შიგნით 500 მგ – 1 დღეში, მთელი დოზის ერთჯერადად მიღებით ან დაიყოფა 2 მიღებად. მკურნალობის კურსი – 4-6 კვირა.

ქრონიკული დარღვევებისას – პრეპარატი მიიღება კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში შიგნით 500 მგ დღეში. თერაპიის ზოგადი კურსი – 4-6 კვირა.

განმეორებითი კურსები შესაძლებელია ექიმთან კონსულტაციის შემდეგ (ჩვეულებრივ 2-3-ჯერ წელიწადში).

  • დაქვეითებული შრომისუნარიანობა; გონებრივი და ფიზიკური დატვირთვები (მათ შორის სპორტსმენებში)

მოზრდილებს – შიგნით 500 მგ 2-ჯერ დღეში. მკურნალობის კურსი – 10-14 დღე. საჭიროების შემთხვევაში თერაპია მეორდება 2-3 კვირის შემდეგ.

სპორტსმენებს 500 მგ – 1 გ 2-ჯერ დღეში ვარჯიშის წინ. კურსის ხანგრძლივობა მოსამზადებელ სავარჯიშო პერიოდში – 14-21 დღე, შეჯიბრებების პერიოდში – 10-14 დღე.

  • აბსტინენციის სინდრომი ქრონიკული ალკოჰოლიზმისას (კომბინაციაში სპეციფიკურ თერაპიასთან)

შიგნით 500 მგ 4-ჯერ დღეში. მკურნალობის კურსი – 7-10 დღე.

დოზის გადაჭარბება

სიმპტომები: არტერიული წნევის დაქვეითება, რომელსაც თან ახლავს თავის ტკივილი, ტაქიკარდია, თავბრუსხვევა და ზოგადი სისუსტე.

მკურნალობა: სიმპტომური.

გვერდითი მოქმედებები

იშვიათად – ალერგიული რეაქციები (კანის ჰიპერემია და ქავილი, კანზე გამონაყარი, ჭინჭრის ციება, ანგიონევროზული შეშუპება), აგრეთვე – დისპეფსიური მოვლენები, ტაქიკარდია, არტერიული წნევის მომატება ან დაცემა, მომატებული აგზნებადობა.

ძალიან იშვიათად – ეოზინოფილია, ზოგადი სისუსტე.

შენახვის პირობები

შეინახეთ მშრალ ადგილას ტემპერატურაზე 25ºC, ორიგინალურ შეფუთვაში.

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

შენახვის ვადა: 3 წელი.

აფთიაქიდან გაცემის პირობები

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

შეფუთვა

15 კაფსულა კონტურულ უჯრედოვან შეფუთვაში პოლივინილქლორიდის აპკისგან პოლივინილდენქლორიდის საფარითა და ალუმინის ფოლგისგან.

4 კონტურული უჯრედოვანი შეფუთვა, გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად, თავსდება მუყაოს კოლოფში.

მწარმოებელი

S.C. ROMPHARM COMPANY S.R.L.,

რუმინეთი, ილფოვ, 075100 ქ. ოტოპენი, ერიოლორის ქ., # 1ა.

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი

შპს “ნექსტრა გრუპი”

საქართველო, თბილისი, 0154, ი.ევდოშვილის ქ. 18

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა