პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
კარდიალური თერაპია

მელდოვინი

MELDOVIN

რეცეპტით10%ინსტრუქცია ქართულადთურქეთი
რისთვის გამოიყენება

კომბინირებული თერაპიის ნაწილად შემდეგ შემთხვევებში: - გულსისხლძარღვთა დაავადებები (სტაბილური სტენოკარდია, გულის ქრონიკული უკმარისობა (I-III კლასი NYHA-ს კლასიფიკაციის მიხედვით); - თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის მწვავე და ქრონიკული იშემიური დარღვევები; -შრომისუნარიანობის დაქვეითება, ფიზიკური გადატვირთვა; …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
მელდონიუმი (meldonium)
ფორმა და შეფუთვა
10% (100მგ/მლ) 5მლ ი.ვ. და ი.მ. საინექციო ხსნარი მინის ამპულა №10 (2X5)
მწარმოებელი
Rompharm Ilac Sanayi ve Ticaret Limited Sirketi, თურქეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
კარდიალური თერაპია, კარდიალური სხვა პრეპარატები
ATC კოდი
C01EB22
რეგისტრაციის ნომერი
რ-044349
რეგისტრირებულია
18 ნოემბერი 2025, მოქმედებს 18 ნოემბერი 2030-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
New Pharm Group Ltd (საქართველო)
განმცხადებელი
შპს „ნიუ ფარმ გრუპი“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებამელდოვინი და სხვა წამალი ერთად

მელდოვინი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

კომბინირებული თერაპიის ნაწილად შემდეგ შემთხვევებში:

  • გულსისხლძარღვთა დაავადებები (სტაბილური სტენოკარდია, გულის ქრონიკული უკმარისობა (I-III კლასი NYHA-ს კლასიფიკაციის მიხედვით);
  • თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის მწვავე და ქრონიკული იშემიური დარღვევები;
  • შრომისუნარიანობის დაქვეითება, ფიზიკური გადატვირთვა;
  • გამოჯანმრთელების პერიოდი ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღვევების და თავის ტრავმების შემდეგ.

მიღების წესი და დოზირება

მოზრდილები

გულსისხლძარღვთა დაავადებები, თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღვევები.

ინიშნება ინტრავენურად 500-1000 მგ დღე-ღამეში (5-10 მლ). სადღეღამისო დოზა შეიძლება შეყვანილ იქნას მთლიანად ან ორ მიღებად დაიყოს. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა - 100მგ.

დაქვეითებული შრომისუნარიანობა, ფიზიკური გადატვირთვა, გამოჯანმრთელების პერიოდი ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღვევების და თავის ტრავმების შემდეგ.

დოზა შეადგენს 500 მგ დღეში (5 მლ). მაქსიმალური სადღეღამისო დოზა - 500 მგ. მკურნალობის ხანგრძლივობა, როგორც წესი შეადგენს 10-14 დღეს, რასაც მოჰყვება გადასვლა სამკურნალო საშუალების პერორალურ ფორმაზე.

მკურნალობის ზოგადი კურსი: 4-6 კვირა. განმეორებითი კურსები ინიშნება ინდივიდუალურად წელიწადში 2-3-ჯერ.

ხანდაზმული პაციენტები

ღვიძლის და/ან თირკმლის უკმარისობის მქონე ხანდაზმულ პაციენტებში შეიძლება საჭირო გახდეს მელდონიუმის დოზის შემცირება.

თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტები

რადგან პრეპარატი გამოიყოფა თირკმელებით, პაციენტებმა თირკმლის მსუბუქი და საშუალო სიმძიმის უკმარისობით უნდა მიიღონ მელდონიუმის უფრო დაბალი დოზა.

ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტები

პაციენტებმა ღვიძლის მსუბუქი და საშუალო სიმძიმის უკმარისობით უნდა მიიღონ მელდონიუმის უფრო დაბალი დოზა.

ბავშვები და მოზარდები

არ არსებობს მონაცემები მელდონიუმის უსაფრთხოებისა და ეფექტურობის შესახებ 18 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში, შესაბამისად ამ პრეპარატის გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში უკუნაჩვენებია.

გამოყენების წესი

ინტრავენური შეყვანისთვის განკუთვნილი ხსნარი. პრეპარატის გამოყენება არ საჭიროებს სპეციალურ მომზადებას მის შეყვანამდე.

აღზნებითი ეფექტის შესაძლო განვითარების გამო, პრეპარატის მიღება რეკომენდებულია დღის პირველ ნახევარში.

უკუჩვენებები

  • მომატებული მგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან რომელიმე დამხმარე კომპონენტის მიმართ;
  • ღვიძლის და/ან თირკმლის მძიმე უკმარისობა (უსაფრთხოების შესახებ არასაკმარისი მონაცემების გამო);
  • ორსულობა და ლაქტაცია;
  • 18 წლამდე ასაკის ბავშვები და მოზარდები (ამ ასაკობრივ ჯგუფში მელდონიუმის გამოყენების უსაფრთხოების შესახებ მონაცემების ნაკლებობის გამო).

სიფრთხილის ზომები

ღვიძლისა და თირკმლის დაავადების მქონე პაციენტებმა პრეპარატის გამოყენებისას სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ (აუცილებელია ღვიძლის და/ან თირკმლის ფუნქციის მონიტორინგი).

მელდოვინის გამოყენება სხვა მელდონიუმის შემცველ პრეპარატებთან ერთად არ არის რეკომენდებული, რადგან შეიძლება გაიზარდოს არასასურველი რეაქციების რისკი.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

სტაბილური სტენოკარდიის სამკურნალოდ მელდონიუმის შეთავსება შესაძლებელია გახანგრძლივებული მოქმედების ნიტრატებთან და სხვა ანტიანგინალურ პრეპარატებთან, გულის უკმარისობის სამკურნალოდ გულის გლიკოზიდებთან და შარდმდენებთან.

მელდონიუმის კომბინირება შესაძლებელია ანტიკოაგულანტებთან, ანტიაგრეგანტულ და ანტიარითმიულ საშუალებებთან, რომლებიც აუმჯობესებენ მიკროცირკულაციას.

მელდონიუმმა შეიძლება გააძლიეროს გლიცერილ-ტრინიტრატის, ნიფედიპინის, ბეტა-ბლოკატორების, სხვა ანტიჰიპერტენზიული საშუალებების და პერიფერიული ვაზოდილატატორების შემცველი პრეპარატების ეფექტი.

გულის ქრონიკული უკმარისობის მქონე პაციენტებში, აღინიშნა დამატებითი ფარმაკოლოგიური ეფექტები, სიმპტომების შესამსუბუქებლად მელდონიუმის ლიზინოპრილთან ერთად მიღებისას.

როდესაც მელდონიუმი გამოიყენებოდა ოროტის მჟავასთან კომბინაციაში იშემიით/რეპერფუზიით გამოწვეული დაზიანებების აღმოფხვრის მიზნით, დაფიქსირდა დამატებითი ფარმაკოლოგიური ეფექტი.

რკინის სულფატისა და მელდონიუმის ერთად გამოყენება რკინადეფიციტური ანემიის მქონე პაციენტებში აუმჯობესებს ერითროციტებში ცხიმოვანი მჟავების შემცველობას.

მელდონიუმის დოზის გადაჭარბებამ შეიძლება გააძლიეროს ციკლოფოსფამიდით გამოწვეული კარდიოტოქსიკურობა.

D-კარნიტინის (ფარმაკოლოგიურად არააქტიური იზომერი)-მელდონიუმის გამოყენებისას გამოწვეულმა კარნიტინის დეფიციტმა შეიძლება გააძლიეროს იფოსფამიდით გამოწვეული კარდიოტოქსიკურობა.

მელდონიუმს აქვს დამცავი ეფექტი ინდინავირით გამოწვეული კარდიოტოქსიკურობის და ეფავირენზით გამოწვეული ნეიროტოქსიკურობის წინააღმდეგ.

ორსულობა და ძუძუთი კვება

არ არსებობს კლინიკური მონაცემები მელდონიუმის ორსულობის დროს გამოყენების შესახებ. ცხოველებზე ჩატარებული კვლევებით არ დაფიქსირებულა პირდაპირი ან ირიბი ტერატოგენული და ემბრიოტოქსიკური აქტივობა.

დედის და ნაყოფის ორგანიზმზე შესაძლო უარყოფითი ზემოქმედების თავიდან ასაცილებლად, ეს პრეპარატი არ უნდა იქნას გამოყენებული ორსულობის დროს.

ლაქტაცია

მელდონიუმი გადადის ცხოველების დედის რძეში. უცნობია, გადადის თუ არა მელდონიუმი ადამიანის დედის რძეში. ახალშობილებისთვის/ჩვილებისთვის რისკის გამორიცხვა შეუძლებელია, ამიტომ მელდოვინი არ უნდა იქნას გამოყენებული ძუძუთი კვების დროს.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

არ არსებობს მონაცემები მელდოვინის რეაქციის სიჩქარეზე უარყოფითი ზემოქმედების შესახებ.

გვერდითი მოვლენები

ქვემოთ წარმოდგენილია არასასურველი რეაქციები, რომლებიც დაფიქსირდა ადრე ჩატარებულ უკონტროლო კლინიკურ კვლევებში და პოსტმარკეტინგულ პერიოდში.

არასასურველი რეაქციების სიხშირის პარამეტრები განისაზღვრება შემდეგნაირად: ძალიან ხშირად (≥ 1/10); ხშირად (≥ 1/100, მაგრამ < 1/10); არახშირად (≥ 1/1000, მაგრამ < 1/100); იშვიათად (≥ 1/10000, მაგრამ < 1/1000); ძალიან იშვიათად (< 1/10000); სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემებით შეფასება შეუძლებელია).

იმუნური სისტემის მხრივ: ხშირად - ალერგიული რეაქციები*; იშვიათად - ჰიპერმგრძნობელობა, ალერგიული დერმატიტი, ჭინჭრის ციება, ანგიონევროზული შეშუპება, ანაფილაქსიური რეაქცია.

ფსიქიკური დარღვევები: იშვიათად - აგზნება, შიშის გრძნობა, ობსესიური აზრები, ძილის დარღვევა.

ნერვული სისტემის მხრივ: ხშირად - თავის ტკივილი*; იშვიათად - პარესთეზია, ტრემორი, ჰიპოესთეზია, ტინიტუსი, ვერტიგო, თავბრუსხვევა, სიარულის დარღვევა, პრესინკოპე, გონების დაკარგვა.

გულის მხრივ: იშვიათად - გულის რიტმის ცვლილება, პალპიტაციის შეგრძნება, ტაქიკარდია/სინუსური ტაქიკარდია, წინაგულების ფიბრილაცია, არითმია, დისკომფორტის შეგრძნება გულმკერდის არეში/ტკივილი გულმკერდის არეში.

სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: იშვიათად - არტერიული წნევის რყევები, ჰიპერტენზიული კრიზი, ჰიპერემია, კანის სიფერმკრთალე.

სასუნთქი სისტემის, გულმკერდის ორგანოებისა და შუასაყარის მხრივ: იშვიათად - ყელის ტკივილი, ხველა, ქოშინი, აპნოე.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ხშირად - დისპეფსია*; იშვიათად - დისგევზია (პირში მეტალის გემო), მადის დაკარგვა, ბოყინი, გულისრევა, ღებინება, მეტეორიზმი, დიარეა, მუცლის ტკივილი.

კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: იშვიათად- გამონაყარი, ზოგადი/მაკულური/პაპულური გამონაყარი, ქავილი.

ჩონჩხ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილების მხრივ: იშვიათად - ზურგის ტკივილი, კუნთების სისუსტე, კუნთების სპაზმი.

თირკმელებისა და საშარდე გზების მხრივ: იშვიათად - პოლაკიურია.

ზოგადი დარღვევები და დარღვევები შეყვანის ადგილებში: იშვიათი - ზოგადი სისუსტე, ტრემორი, ასთენია, შეშუპება, სახის შეშუპება, ფეხების შეშუპება, სიცხის შეგრძნება, სიცივის შეგრძნება, ცივი ოფლი.

ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევების შედეგებზე ზემოქმედება: იშვიათად - ელექტროკარდიოგრამის (ეკგ) ანომალიები, გულის შეკუმშვის სიხშირის ცვლილებები, ეოზინოფილია*.

  • არასასურველი რეაქციები, რომლებიც დაფიქსირდა ადრე ჩატარებულ უკონტროლო კლინიკურ კვლევებში.

მელდონიუმის გამოყენებისას აღინიშნა შაკიკი და მუცლის ზედა ნაწილის ტკივილი.

საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ შეტყობინება

სამკურნალო საშუალების რეგისტრაციის შემდეგ საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ შეტყობინება მნიშვნელოვანია. თუ პაციენტს აღენიშნება სერიოზული არასასურველი რეაქცია სამკურნალო საშუალებაზე ან თუ გამოვლინდა ახალი არასასურველი გვერდითი რეაქცია, რომელიც არ არის აღწერილი ამ ნაწილში, გთხოვთ, ინფორმაცია მოგვაწოდოთ ეროვნული ფარმაკოზედამხედველობის სისტემის შესაბამისად.

ჭარბი დოზა

დოზის გადაჭარბების შემთხვევები არ დაფიქსირებულა. მელდონიუმი დაბალი ტოქსიკურობისაა და არ იწვევს არასასურველ გვერდით რეაქციებს, რამაც შეიძლება ზიანი მიაყენოს პაციენტის ჯანმრთელობას.

დაბალი არტერიული წნევის მქონე პაციენტებს შეიძლება განუვითარდეთ თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ტაქიკარდია და ზოგადი სისუსტე.

მკურნალობა: სიმპტომური. დოზის გადაჭარბების მძიმე შემთხვევაში, აუცილებელია ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციების მონიტორინგი.

პრეპარატის ცილებთან გამოხატული შეკავშირების გამო, ჰემოდიალიზი არაეფექტურია.

შემადგენლობა

საინექციო ხსნარის 1 მლ შეიცავს

აქტიური ნივთიერება: მელდონიუმის დიჰიდრატი 100 მგ.

დამხმარე ნივთიერება: საინექციო წყალი.

წამლის ფორმა

საინექციო ხსნარი.

აღწერა: გამჭვირვალე, უფერული ხსნარი.

შენახვის პირობები

დამზადების დღიდან 3 წელი.

ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ არ გამოიყენოთ.

შენახვის განსაკუთრებული მითითებები

შეინახეთ არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!

არ გაყინოთ.

შეფუთვის ტიპი და შემადგენლობა

5 მლ საინექციო ხსნარი უფერული მინის ამპულებში.

5 ამპულა უჯრდოვან შეფუთვაში.

2 უჯრდოვანი შეფუთვა სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.

უტილიზაციისა და სხვა სახის გამოყენების განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები

ნებისმიერი გამოუყენებელი პროდუქტის ან ნარჩენების უტილიზაცია უნდა მოხდეს ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II , გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

ფარმაკოლოგიური თვისებები

გულის დაავადებების მკურნალობის სხვა პრეპარატები. ATX კოდი: C01EB22.

მელდონიუმი კარნიტინის წინამორბედია, γ-ბუტირობეტაინის სტრუქტურული ანალოგი, რომელშიც ერთი ნახშირბადის ატომი ჩანაცვლებულია აზოტის ატომით.

კარნიტინის ბიოსინთეზზე გავლენა

მელდონიუმი, γ-ბუტირობეტაინ ჰიდროქსილაზას შექცევადი ინჰიბირებით, ამცირებს კარნიტინის ბიოსინთეზს γ-ბუტირობეტაინიდან (გამა-ბუტირობეტაინი) და ხელს უშლის გრძელჯაჭვიანი ცხიმოვანი მჟავების ტრანსპორტირებას უჯრედის მემბრანაში, რითაც ხელს უშლის უჯრედებში მძლავრი დეტერგენტების - ცხიმოვანი მჟავების არაჟანგული გააქტიურებული ფორმების - დაგროვებას.

ამგვარად, გამორიცხულია უჯრედის მემბრანის დაზიანება.

როდესაც იშემიის პირობებში კარნიტინის კონცენტრაცია მცირდება, ცხიმოვანი მჟავების β-დაჟანგვა შეფერხებულია და უჯრედებში ჟანგბადის მოხმარება ოპტიმიზირებულია, გლუკოზის დაჟანგვა სტიმულირდება და ატფ-ს ტრანსპორტი ბიოსინთეზის ადგილებიდან (მიტოქონდრიაში) მოხმარების ადგილებში (ციტოზოლში) აღდგება.

არსებითად, უჯრედები მომარაგებულია საკვები ნივთიერებებითა და ჟანგბადით და ამ ნივთიერებების გამოყენება ოპტიმიზირებულია.

თავის მხრივ, კარნიტინის წინამორბედის, გამა-ბუტირობეტაინის ბიოსინთეზის ზრდასთან ერთად, აქტიურდება NO-სინთეტაზა, რაც იწვევს სისხლის რეოლოგიური თვისებების გაუმჯობესებას და პერიფერიული სისხლძარღვთა წინააღმდეგობის შემცირებას.

როდესაც მელდონიუმის კონცენტრაცია მცირდება, კარნიტინის ბიოსინთეზი კვლავ იზრდება და უჯრედებში ცხიმოვანი მჟავების რაოდენობა თანდათან აღდგება.

ითვლება, რომ მელდონიუმის ეფექტური მოქმედების ფონზე, უჯრედების დატვირთვისადმი ტოლერანტობა იზრდება (უჯრედებში ცხიმოვანი მჟავების რაოდენობის შემცირების შედეგად).

გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე ზეგავლენა

ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ მელდონიუმს დადებითი გავლენა აქვს მიოკარდიუმის შეკუმშვის აქტივობაზე, მას აქვს დამცავი ეფექტი მიოკარდიუმზე (მათ შორის ალკოჰოლთან და კატექოლამინებთან მიმართებაში), მას შეუძლია გულის რიტმის დარღვევების პრევენცია და მიოკარდიუმის ინფარქტის არეალის შემცირება.

გულის კორონარული დაავადება (სტაბილური დატვირთვის სტენოკარდია) მელდონიუმის სხვა ანტიანგინალურ პრეპარატებთან ერთად სტაბილური დატვირთვის სტენოკარდიის მკურნალობისას კურსის გამოყენების კლინიკური მონაცემების ანალიზმა აჩვენა, რომ პრეპარატი ამცირებს სტენოკარდიის შეტევების სიხშირეს და ინტენსივობას, ასევე გამოყენებადი გლიცერილ-ტრინიტრატის რაოდენობას.

მელდონიუმი ავლენს გამოხატულ ანტიარითმულ ეფექტს გულის კორონარული დაავადების და გულის ექსტრასისტოლიის მქონე პაციენტებში, ნაკლებად გამოხატული ეფექტი აღინიშნება სუპრავენტრიკულური ექსტრასისტოლიის მქონე პაციენტებში. პრეპარატს აქვს ჟანგბადის მოხმარების შემცირების უნარი მოსვენებით მდგომარეობაში, რაც გულის კორონარული დაავადების ანტიანგინალური თერაპიის ეფექტურ კრიტერიუმად ითვლება.

მელდონიუმს აქვს სასარგებლო გავლენა კორონარულ და პერიფერიულ სისხლძარღვებში ათეროსკლეროზულ პროცესებზე, ამცირებს შრატში ქოლესტერინის საერთო დონეს და ათეროგენულ ინდექსს.

გულის ქრონიკული უკმარისობა

შედარებით მრავალრიცხოვან კლინიკურ კვლევებში გაანალიზებულია მელდონიუმის როლი გულის კორონარული დაავადებით გამოწვეული ქრონიკული გულის უკმარისობის მკურნალობაში და აღინიშნა მისი უნარი, გაზარდოს ფიზიკური დატვირთვისადმი ტოლერანტობა და გულის უკმარისობის მქონე პაციენტების მიერ შესრულებული სამუშაოს მოცულობა.

ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე ზემოქმედება

დადგენილია მელდონიუმის ანტიჰიპოქსიური ეფექტი და ზემოქმედება თავის ტვინის სისხლის მიმოქცევაზე. პრეპარატი ოპტიმიზაციას უწევს თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის მოცულობის გადანაწილებას იშემიური კერების სასარგებლოდ, ზრდის ნეირონების მდგრადობას ჰიპოქსიის მიმართ.

პრეპარატს აქვს მასტიმულირებელი ეფექტი ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე: ის ზრდის მოტორულ აქტივობას და ფიზიკურ გამძლეობას, ასტიმულირებს ქცევით რეაქციებს და ასევე ახდენს ანტისტრესულ მოქმედებას.

ეფექტურობა თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღევების და ნევროლოგიური დაავადებების დროს

დადასტურებულია, რომ მელდონიუმი წარმოადგენს თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის მწვავე და ქრონიკული დარღევების (იშემიური ინსულტი, ქრონიკული თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის უკმარისობა) კომპლექსური მკურნალობის ეფექტურ საშუალებას. მელდონიუმი ანორმალიზებს თავის ტვინის კაპილარებისა და არტერიოლების ტონუსს და წინააღმდეგობას.

შესწავლილი იქნა მელდონიუმის გავლენა ნევროლოგიური ხასიათის დარღვევების მქონე პაციენტების რეაბილიტაციის პროცესზე (თავის ტვინის სისხლძარღვების გადატანილი დაავადებების, თავის ტვინის ოპერაციების, ტრავმების შემდეგ).

მელდონიუმის თერაპიული აქტივობის შეფასების შედეგები მიუთითებს მის დოზადამოკიდებულ დადებით ეფექტზე ფიზიკურ გამძლეობასა და ფუნქციური აქტივობის აღდგენაზე გამოჯანმრთელების პერიოდში.

სამკურნალო საშუალების გამოყენების შემდეგ ინტელექტუალური ფუნქციების ინდივიდუალური და საერთო ცვლილებების ანალიზის პროცესში გამოვლინდა დადებითი ეფექტი გამოჯანმრთელების პერიოდში ინტელექტუალური ფუნქციების ნორმალიზაციის პროცესთან მიმართებაში.

დადგენილია, რომ მელდონიუმი აუმჯობესებს გამოჯანმრთელებული პაციენტების ცხოვრების ხარისხს და ხელს უწყობს ფსიქიკური აშლილობების აღმოფხვრას.

მელდონიუმი ხელს უწყობს ნერვული სისტემის ფუნქციების აღდგენას ნევროლოგიური დეფიციტის მქონე პაციენტებში გამოჯანმრთელების პერიოდში.

პაციენტების ზოგადი ნევროლოგიური მდგომარეობა უმჯობესდება (ქალა-ტვინის ნერვების დაზიანებისა და რეფლექსური პათოლოგიის შემცირება, პარეზის რეგრესია, მოძრაობების კოორდინაციისა და ვეგეტატიური ფუნქციების გაუმჯობესება).

ფარმაკოკინეტიკური თვისებები

ფარმაკოკინეტიკა შესწავლილ იქნა ჯანმრთელ სუბიექტებში, რომლებიც იყენებდნენ მელდონიუმს ინტრავენურად და პერორალურად.

შეწოვა

მრავალჯერადი დოზების ინტრავენური შეყვანის შემდეგ, სისხლის პლაზმაში მელდონიუმის მაქსიმალურმა კონცენტრაციამ (Cmax) მიაღწია 25.50 ± 3.63 მკგ/მლ-ს.

ბიოშეღწევადობა გაიზარდა სუბიექტებში Cmax-ის მატებასთან ერთად, „დრო-კონცენტრაცია“ მრუდის ქვეშ არსებული ფართობი (AUC) და ნახევარგამოყოფის პერიოდი (T1/2) ღვიძლის ციროზით და თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში.

ინტრავენურად შეყვანისას (ერთჯერადი და განმეორებითი შეყვანის შემდეგ), მელდონიუმის AUC განსხვავდება. ეს შედეგები მიუთითებს მელდონიუმის შესაძლო დაგროვებაზე სისხლის პლაზმაში.

განაწილება

სისტემურ სადინარში მოხვედრის შემდეგ, მელდონიუმი სწრაფად ნაწილდება პერიფერიულ ქსოვილებში, პრეპარატს განსაკუთრებით მაღალი გავლენა აქვს გულის კუნთის/მიოკარდიუმის/გულის ქსოვილის მიმართ. პლაზმის ცილებთან შეკავშირება იზრდება დოზის მიღებიდან დროის მიხედვით.

მელდონიუმი და მისი მეტაბოლიტები ნაწილობრივ გადალახავენ პლაცენტარულ ბარიერს. ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ მელდონიუმი გამოიყოფა დედის რძეში.

მეტაბოლიზმი

მელდონიუმი ძირითადად ღვიძლში მეტაბოლიზდება.

გამოყოფა

თირკმლის ექსკრეცია მნიშვნელოვან როლს ასრულებს მელდონიუმის და მისი მეტაბოლიტების გამოყოფაში.

მელდონიუმის 250 მგ, 500 მგ და 1000 მგ დოზების ერთჯერადი ინტრავენური გამოყენების შემდეგ, მელდონიუმის ადრეული ნახევარგამოყოფის პერიოდია 5.56-6.55 საათი, ხოლო საბოლოო ნახევარგამოყოფის პერიოდია - 15.34 საათი.

პაციენტთა განსაკუთრებული ჯგუფები

ხანდაზმული პაციენტები

მელდონიუმის დოზა უნდა შემცირდეს ღვიძლის ან თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე ხანდაზმულ პაციენტებში ბიოშეღწევადობის გაზრდის გამო.

თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტები

თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში, რომლებშიც ბიოშეღწევადობა მომატებულია, მელდონიუმის დოზა უნდა შემცირდეს. (იხილეთ 4.2 პუნქტი). მელდონიუმს ან მის მეტაბოლიტებს (მაგ., 3-ჰიდროქსიმელდონიუმს) და კარნიტინს შორის ურთიერთქმედება არსებობს, რაც იწვევს კარნიტინის თირკმლის კლირენსის ზრდას.

მელდონიუმის გამა-ბუტირობეტაინის და მელდონიუმის/გამა-ბუტირობეტაინის კომბინაციის პირდაპირი გავლენა რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემაზე არ არსებობს.

ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტები

ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებს, რომლებშიც სამკურნალო საშუალების ბიოშეღწევადობა იზრდება, მელდონიუმის დოზა უნდა შეუმცირდეთ.(იხილეთ 4.2 პუნქტი). ვირთხებზე ჩატარებულ ტოქსიკურობის კვლევაში, 100 მგ/კგ-ზე მეტი დოზების გამოყენებისას დაფიქსირდა ღვიძლის ყვითელი ფერის შეფერილობა და ცხიმების დენატურაცია.

ჰისტოპათოლოგიურმა კვლევებმა აჩვენა ლიპიდების დაგროვება ღვიძლის უჯრედებში მელდონიუმის მაღალი დოზების (400 მგ/კგ და 1600 მგ/კგ) მიღების შემდეგ. ადამიანებში 400-800 მგ დოზების მიღების შემდეგ ღვიძლის ფუნქციის პარამეტრების ცვლილებები არ დაფიქსირებულა. თუმცა, ღვიძლის უჯრედების შესაძლო ცხიმოვანი ინფილტრაცია არ არის გამორიცხული.

ბავშვები

არ არსებობს მონაცემები მელდონიუმის უსაფრთხოებისა და ეფექტურობის შესახებ 18 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში, ამიტომ ამ პრეპარატის გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში უკუნაჩვენებია.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

სამკურნალო საშუალების სამედიცინო გამოყენების ინსტრუქცია

მელდოვინი

სამკურნალო საშუალების დასახელება

მელდოვინი

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება

მელდონიუმი, Meldonium

შემადგენლობა

საინექციო ხსნარის 1 მლ შეიცავს

აქტიური ნივთიერება: მელდონიუმის დიჰიდრატი 100 მგ.

დამხმარე ნივთიერება: საინექციო წყალი.

წამლის ფორმა

საინექციო ხსნარი.

აღწერა: გამჭვირვალე, უფერული ხსნარი.

გამოყენების ჩვენებები

კომბინირებული თერაპიის ნაწილად შემდეგ შემთხვევებში:

  • გულსისხლძარღვთა დაავადებები (სტაბილური სტენოკარდია, გულის ქრონიკული უკმარისობა (I-III კლასი NYHA-ს კლასიფიკაციის მიხედვით);
  • თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის მწვავე და ქრონიკული იშემიური დარღვევები;
  • შრომისუნარიანობის დაქვეითება, ფიზიკური გადატვირთვა;
  • გამოჯანმრთელების პერიოდი ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღვევების და თავის ტრავმების შემდეგ.

გამოყენების წესი და დოზირება

დოზირება

მოზრდილები

გულსისხლძარღვთა დაავადებები, თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღვევები.

ინიშნება ინტრავენურად 500-1000 მგ დღე-ღამეში (5-10 მლ). სადღეღამისო დოზა შეიძლება შეყვანილ იქნას მთლიანად ან ორ მიღებად დაიყოს. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა - 100მგ.

დაქვეითებული შრომისუნარიანობა, ფიზიკური გადატვირთვა, გამოჯანმრთელების პერიოდი ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღვევების და თავის ტრავმების შემდეგ.

დოზა შეადგენს 500 მგ დღეში (5 მლ). მაქსიმალური სადღეღამისო დოზა - 500 მგ. მკურნალობის ხანგრძლივობა, როგორც წესი შეადგენს 10-14 დღეს, რასაც მოჰყვება გადასვლა სამკურნალო საშუალების პერორალურ ფორმაზე.

მკურნალობის ზოგადი კურსი: 4-6 კვირა. განმეორებითი კურსები ინიშნება ინდივიდუალურად წელიწადში 2-3-ჯერ.

ხანდაზმული პაციენტები

ღვიძლის და/ან თირკმლის უკმარისობის მქონე ხანდაზმულ პაციენტებში შეიძლება საჭირო გახდეს მელდონიუმის დოზის შემცირება.

თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტები

რადგან პრეპარატი გამოიყოფა თირკმელებით, პაციენტებმა თირკმლის მსუბუქი და საშუალო სიმძიმის უკმარისობით უნდა მიიღონ მელდონიუმის უფრო დაბალი დოზა.

ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტები

პაციენტებმა ღვიძლის მსუბუქი და საშუალო სიმძიმის უკმარისობით უნდა მიიღონ მელდონიუმის უფრო დაბალი დოზა.

ბავშვები და მოზარდები

არ არსებობს მონაცემები მელდონიუმის უსაფრთხოებისა და ეფექტურობის შესახებ 18 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში, შესაბამისად ამ პრეპარატის გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში უკუნაჩვენებია.

გამოყენების წესი

ინტრავენური შეყვანისთვის განკუთვნილი ხსნარი. პრეპარატის გამოყენება არ საჭიროებს სპეციალურ მომზადებას მის შეყვანამდე.

აღზნებითი ეფექტის შესაძლო განვითარების გამო, პრეპარატის მიღება რეკომენდებულია დღის პირველ ნახევარში.

უკუჩვენებები

  • მომატებული მგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან რომელიმე დამხმარე კომპონენტის მიმართ;
  • ღვიძლის და/ან თირკმლის მძიმე უკმარისობა (უსაფრთხოების შესახებ არასაკმარისი მონაცემების გამო);
  • ორსულობა და ლაქტაცია;
  • 18 წლამდე ასაკის ბავშვები და მოზარდები (ამ ასაკობრივ ჯგუფში მელდონიუმის გამოყენების უსაფრთხოების შესახებ მონაცემების ნაკლებობის გამო).

განსაკუთრებული გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები გამოყენებისას

ღვიძლისა და თირკმლის დაავადების მქონე პაციენტებმა პრეპარატის გამოყენებისას სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ (აუცილებელია ღვიძლის და/ან თირკმლის ფუნქციის მონიტორინგი).

მელდოვინის გამოყენება სხვა მელდონიუმის შემცველ პრეპარატებთან ერთად არ არის რეკომენდებული, რადგან შეიძლება გაიზარდოს არასასურველი რეაქციების რისკი.

შეუთავსებლობა

თავსებადობის კვლევების არარსებობის გამო, ეს სამკურნალო საშუალება არ უნდა შეერიოს სხვა სამკურნალო საშუალებებს.

სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება და ურთიერთქმედების სხვა ფორმები

სტაბილური სტენოკარდიის სამკურნალოდ მელდონიუმის შეთავსება შესაძლებელია გახანგრძლივებული მოქმედების ნიტრატებთან და სხვა ანტიანგინალურ პრეპარატებთან, გულის უკმარისობის სამკურნალოდ გულის გლიკოზიდებთან და შარდმდენებთან.

მელდონიუმის კომბინირება შესაძლებელია ანტიკოაგულანტებთან, ანტიაგრეგანტულ და ანტიარითმიულ საშუალებებთან, რომლებიც აუმჯობესებენ მიკროცირკულაციას.

მელდონიუმმა შეიძლება გააძლიეროს გლიცერილ-ტრინიტრატის, ნიფედიპინის, ბეტა-ბლოკატორების, სხვა ანტიჰიპერტენზიული საშუალებების და პერიფერიული ვაზოდილატატორების შემცველი პრეპარატების ეფექტი.

გულის ქრონიკული უკმარისობის მქონე პაციენტებში, აღინიშნა დამატებითი ფარმაკოლოგიური ეფექტები, სიმპტომების შესამსუბუქებლად მელდონიუმის ლიზინოპრილთან ერთად მიღებისას.

როდესაც მელდონიუმი გამოიყენებოდა ოროტის მჟავასთან კომბინაციაში იშემიით/რეპერფუზიით გამოწვეული დაზიანებების აღმოფხვრის მიზნით, დაფიქსირდა დამატებითი ფარმაკოლოგიური ეფექტი.

რკინის სულფატისა და მელდონიუმის ერთად გამოყენება რკინადეფიციტური ანემიის მქონე პაციენტებში აუმჯობესებს ერითროციტებში ცხიმოვანი მჟავების შემცველობას.

მელდონიუმის დოზის გადაჭარბებამ შეიძლება გააძლიეროს ციკლოფოსფამიდით გამოწვეული კარდიოტოქსიკურობა.

D-კარნიტინის (ფარმაკოლოგიურად არააქტიური იზომერი)-მელდონიუმის გამოყენებისას გამოწვეულმა კარნიტინის დეფიციტმა შეიძლება გააძლიეროს იფოსფამიდით გამოწვეული კარდიოტოქსიკურობა.

მელდონიუმს აქვს დამცავი ეფექტი ინდინავირით გამოწვეული კარდიოტოქსიკურობის და ეფავირენზით გამოწვეული ნეიროტოქსიკურობის წინააღმდეგ.

ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობა

არ არსებობს კლინიკური მონაცემები მელდონიუმის ორსულობის დროს გამოყენების შესახებ. ცხოველებზე ჩატარებული კვლევებით არ დაფიქსირებულა პირდაპირი ან ირიბი ტერატოგენული და ემბრიოტოქსიკური აქტივობა.

დედის და ნაყოფის ორგანიზმზე შესაძლო უარყოფითი ზემოქმედების თავიდან ასაცილებლად, ეს პრეპარატი არ უნდა იქნას გამოყენებული ორსულობის დროს.

ლაქტაცია

მელდონიუმი გადადის ცხოველების დედის რძეში. უცნობია, გადადის თუ არა მელდონიუმი ადამიანის დედის რძეში. ახალშობილებისთვის/ჩვილებისთვის რისკის გამორიცხვა შეუძლებელია, ამიტომ მელდოვინი არ უნდა იქნას გამოყენებული ძუძუთი კვების დროს.

გავლენა სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმების გამოყენების უნარზე

არ არსებობს მონაცემები მელდოვინის რეაქციის სიჩქარეზე უარყოფითი ზემოქმედების შესახებ.

არასასურველი რეაქციები

ქვემოთ წარმოდგენილია არასასურველი რეაქციები, რომლებიც დაფიქსირდა ადრე ჩატარებულ უკონტროლო კლინიკურ კვლევებში და პოსტმარკეტინგულ პერიოდში.

არასასურველი რეაქციების სიხშირის პარამეტრები განისაზღვრება შემდეგნაირად: ძალიან ხშირად (≥ 1/10); ხშირად (≥ 1/100, მაგრამ < 1/10); არახშირად (≥ 1/1000, მაგრამ < 1/100); იშვიათად (≥ 1/10000, მაგრამ < 1/1000); ძალიან იშვიათად (< 1/10000); სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემებით შეფასება შეუძლებელია).

იმუნური სისტემის მხრივ: ხშირად - ალერგიული რეაქციები*; იშვიათად - ჰიპერმგრძნობელობა, ალერგიული დერმატიტი, ჭინჭრის ციება, ანგიონევროზული შეშუპება, ანაფილაქსიური რეაქცია.

ფსიქიკური დარღვევები: იშვიათად - აგზნება, შიშის გრძნობა, ობსესიური აზრები, ძილის დარღვევა.

ნერვული სისტემის მხრივ: ხშირად - თავის ტკივილი*; იშვიათად - პარესთეზია, ტრემორი, ჰიპოესთეზია, ტინიტუსი, ვერტიგო, თავბრუსხვევა, სიარულის დარღვევა, პრესინკოპე, გონების დაკარგვა.

გულის მხრივ: იშვიათად - გულის რიტმის ცვლილება, პალპიტაციის შეგრძნება, ტაქიკარდია/სინუსური ტაქიკარდია, წინაგულების ფიბრილაცია, არითმია, დისკომფორტის შეგრძნება გულმკერდის არეში/ტკივილი გულმკერდის არეში.

სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: იშვიათად - არტერიული წნევის რყევები, ჰიპერტენზიული კრიზი, ჰიპერემია, კანის სიფერმკრთალე.

სასუნთქი სისტემის, გულმკერდის ორგანოებისა და შუასაყარის მხრივ: იშვიათად - ყელის ტკივილი, ხველა, ქოშინი, აპნოე.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ხშირად - დისპეფსია*; იშვიათად - დისგევზია (პირში მეტალის გემო), მადის დაკარგვა, ბოყინი, გულისრევა, ღებინება, მეტეორიზმი, დიარეა, მუცლის ტკივილი.

კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: იშვიათად- გამონაყარი, ზოგადი/მაკულური/პაპულური გამონაყარი, ქავილი.

ჩონჩხ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილების მხრივ: იშვიათად - ზურგის ტკივილი, კუნთების სისუსტე, კუნთების სპაზმი.

თირკმელებისა და საშარდე გზების მხრივ: იშვიათად - პოლაკიურია.

ზოგადი დარღვევები და დარღვევები შეყვანის ადგილებში: იშვიათი - ზოგადი სისუსტე, ტრემორი, ასთენია, შეშუპება, სახის შეშუპება, ფეხების შეშუპება, სიცხის შეგრძნება, სიცივის შეგრძნება, ცივი ოფლი.

ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევების შედეგებზე ზემოქმედება: იშვიათად - ელექტროკარდიოგრამის (ეკგ) ანომალიები, გულის შეკუმშვის სიხშირის ცვლილებები, ეოზინოფილია*.

  • არასასურველი რეაქციები, რომლებიც დაფიქსირდა ადრე ჩატარებულ უკონტროლო კლინიკურ კვლევებში.

მელდონიუმის გამოყენებისას აღინიშნა შაკიკი და მუცლის ზედა ნაწილის ტკივილი.

საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ შეტყობინება

სამკურნალო საშუალების რეგისტრაციის შემდეგ საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ შეტყობინება მნიშვნელოვანია. თუ პაციენტს აღენიშნება სერიოზული არასასურველი რეაქცია სამკურნალო საშუალებაზე ან თუ გამოვლინდა ახალი არასასურველი გვერდითი რეაქცია, რომელიც არ არის აღწერილი ამ ნაწილში, გთხოვთ, ინფორმაცია მოგვაწოდოთ ეროვნული ფარმაკოზედამხედველობის სისტემის შესაბამისად.

დოზის გადაჭარბება

დოზის გადაჭარბების შემთხვევები არ დაფიქსირებულა. მელდონიუმი დაბალი ტოქსიკურობისაა და არ იწვევს არასასურველ გვერდით რეაქციებს, რამაც შეიძლება ზიანი მიაყენოს პაციენტის ჯანმრთელობას.

დაბალი არტერიული წნევის მქონე პაციენტებს შეიძლება განუვითარდეთ თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ტაქიკარდია და ზოგადი სისუსტე.

მკურნალობა: სიმპტომური. დოზის გადაჭარბების მძიმე შემთხვევაში, აუცილებელია ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციების მონიტორინგი.

პრეპარატის ცილებთან გამოხატული შეკავშირების გამო, ჰემოდიალიზი არაეფექტურია.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკური თვისებები

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: გულის დაავადებების მკურნალობის სხვა პრეპარატები. ATX კოდი: C01EB22.

მელდონიუმი კარნიტინის წინამორბედია, γ-ბუტირობეტაინის სტრუქტურული ანალოგი, რომელშიც ერთი ნახშირბადის ატომი ჩანაცვლებულია აზოტის ატომით.

კარნიტინის ბიოსინთეზზე გავლენა

მელდონიუმი, γ-ბუტირობეტაინ ჰიდროქსილაზას შექცევადი ინჰიბირებით, ამცირებს კარნიტინის ბიოსინთეზს γ-ბუტირობეტაინიდან (გამა-ბუტირობეტაინი) და ხელს უშლის გრძელჯაჭვიანი ცხიმოვანი მჟავების ტრანსპორტირებას უჯრედის მემბრანაში, რითაც ხელს უშლის უჯრედებში მძლავრი დეტერგენტების - ცხიმოვანი მჟავების არაჟანგული გააქტიურებული ფორმების - დაგროვებას.

ამგვარად, გამორიცხულია უჯრედის მემბრანის დაზიანება.

როდესაც იშემიის პირობებში კარნიტინის კონცენტრაცია მცირდება, ცხიმოვანი მჟავების β-დაჟანგვა შეფერხებულია და უჯრედებში ჟანგბადის მოხმარება ოპტიმიზირებულია, გლუკოზის დაჟანგვა სტიმულირდება და ატფ-ს ტრანსპორტი ბიოსინთეზის ადგილებიდან (მიტოქონდრიაში) მოხმარების ადგილებში (ციტოზოლში) აღდგება.

არსებითად, უჯრედები მომარაგებულია საკვები ნივთიერებებითა და ჟანგბადით და ამ ნივთიერებების გამოყენება ოპტიმიზირებულია.

თავის მხრივ, კარნიტინის წინამორბედის, გამა-ბუტირობეტაინის ბიოსინთეზის ზრდასთან ერთად, აქტიურდება NO-სინთეტაზა, რაც იწვევს სისხლის რეოლოგიური თვისებების გაუმჯობესებას და პერიფერიული სისხლძარღვთა წინააღმდეგობის შემცირებას.

როდესაც მელდონიუმის კონცენტრაცია მცირდება, კარნიტინის ბიოსინთეზი კვლავ იზრდება და უჯრედებში ცხიმოვანი მჟავების რაოდენობა თანდათან აღდგება.

ითვლება, რომ მელდონიუმის ეფექტური მოქმედების ფონზე, უჯრედების დატვირთვისადმი ტოლერანტობა იზრდება (უჯრედებში ცხიმოვანი მჟავების რაოდენობის შემცირების შედეგად).

გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე ზეგავლენა

ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ მელდონიუმს დადებითი გავლენა აქვს მიოკარდიუმის შეკუმშვის აქტივობაზე, მას აქვს დამცავი ეფექტი მიოკარდიუმზე (მათ შორის ალკოჰოლთან და კატექოლამინებთან მიმართებაში), მას შეუძლია გულის რიტმის დარღვევების პრევენცია და მიოკარდიუმის ინფარქტის არეალის შემცირება.

გულის კორონარული დაავადება (სტაბილური დატვირთვის სტენოკარდია) მელდონიუმის სხვა ანტიანგინალურ პრეპარატებთან ერთად სტაბილური დატვირთვის სტენოკარდიის მკურნალობისას კურსის გამოყენების კლინიკური მონაცემების ანალიზმა აჩვენა, რომ პრეპარატი ამცირებს სტენოკარდიის შეტევების სიხშირეს და ინტენსივობას, ასევე გამოყენებადი გლიცერილ-ტრინიტრატის რაოდენობას.

მელდონიუმი ავლენს გამოხატულ ანტიარითმულ ეფექტს გულის კორონარული დაავადების და გულის ექსტრასისტოლიის მქონე პაციენტებში, ნაკლებად გამოხატული ეფექტი აღინიშნება სუპრავენტრიკულური ექსტრასისტოლიის მქონე პაციენტებში. პრეპარატს აქვს ჟანგბადის მოხმარების შემცირების უნარი მოსვენებით მდგომარეობაში, რაც გულის კორონარული დაავადების ანტიანგინალური თერაპიის ეფექტურ კრიტერიუმად ითვლება.

მელდონიუმს აქვს სასარგებლო გავლენა კორონარულ და პერიფერიულ სისხლძარღვებში ათეროსკლეროზულ პროცესებზე, ამცირებს შრატში ქოლესტერინის საერთო დონეს და ათეროგენულ ინდექსს.

გულის ქრონიკული უკმარისობა

შედარებით მრავალრიცხოვან კლინიკურ კვლევებში გაანალიზებულია მელდონიუმის როლი გულის კორონარული დაავადებით გამოწვეული ქრონიკული გულის უკმარისობის მკურნალობაში და აღინიშნა მისი უნარი, გაზარდოს ფიზიკური დატვირთვისადმი ტოლერანტობა და გულის უკმარისობის მქონე პაციენტების მიერ შესრულებული სამუშაოს მოცულობა.

ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე ზემოქმედება

დადგენილია მელდონიუმის ანტიჰიპოქსიური ეფექტი და ზემოქმედება თავის ტვინის სისხლის მიმოქცევაზე. პრეპარატი ოპტიმიზაციას უწევს თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის მოცულობის გადანაწილებას იშემიური კერების სასარგებლოდ, ზრდის ნეირონების მდგრადობას ჰიპოქსიის მიმართ.

პრეპარატს აქვს მასტიმულირებელი ეფექტი ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე: ის ზრდის მოტორულ აქტივობას და ფიზიკურ გამძლეობას, ასტიმულირებს ქცევით რეაქციებს და ასევე ახდენს ანტისტრესულ მოქმედებას.

ეფექტურობა თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღევების და ნევროლოგიური დაავადებების დროს

დადასტურებულია, რომ მელდონიუმი წარმოადგენს თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის მწვავე და ქრონიკული დარღევების (იშემიური ინსულტი, ქრონიკული თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის უკმარისობა) კომპლექსური მკურნალობის ეფექტურ საშუალებას. მელდონიუმი ანორმალიზებს თავის ტვინის კაპილარებისა და არტერიოლების ტონუსს და წინააღმდეგობას.

შესწავლილი იქნა მელდონიუმის გავლენა ნევროლოგიური ხასიათის დარღვევების მქონე პაციენტების რეაბილიტაციის პროცესზე (თავის ტვინის სისხლძარღვების გადატანილი დაავადებების, თავის ტვინის ოპერაციების, ტრავმების შემდეგ).

მელდონიუმის თერაპიული აქტივობის შეფასების შედეგები მიუთითებს მის დოზადამოკიდებულ დადებით ეფექტზე ფიზიკურ გამძლეობასა და ფუნქციური აქტივობის აღდგენაზე გამოჯანმრთელების პერიოდში.

სამკურნალო საშუალების გამოყენების შემდეგ ინტელექტუალური ფუნქციების ინდივიდუალური და საერთო ცვლილებების ანალიზის პროცესში გამოვლინდა დადებითი ეფექტი გამოჯანმრთელების პერიოდში ინტელექტუალური ფუნქციების ნორმალიზაციის პროცესთან მიმართებაში.

დადგენილია, რომ მელდონიუმი აუმჯობესებს გამოჯანმრთელებული პაციენტების ცხოვრების ხარისხს და ხელს უწყობს ფსიქიკური აშლილობების აღმოფხვრას.

მელდონიუმი ხელს უწყობს ნერვული სისტემის ფუნქციების აღდგენას ნევროლოგიური დეფიციტის მქონე პაციენტებში გამოჯანმრთელების პერიოდში.

პაციენტების ზოგადი ნევროლოგიური მდგომარეობა უმჯობესდება (ქალა-ტვინის ნერვების დაზიანებისა და რეფლექსური პათოლოგიის შემცირება, პარეზის რეგრესია, მოძრაობების კოორდინაციისა და ვეგეტატიური ფუნქციების გაუმჯობესება).

ფარმაკოკინეტიკური თვისებები

ფარმაკოკინეტიკა შესწავლილ იქნა ჯანმრთელ სუბიექტებში, რომლებიც იყენებდნენ მელდონიუმს ინტრავენურად და პერორალურად.

შეწოვა

მრავალჯერადი დოზების ინტრავენური შეყვანის შემდეგ, სისხლის პლაზმაში მელდონიუმის მაქსიმალურმა კონცენტრაციამ (Cmax) მიაღწია 25.50 ± 3.63 მკგ/მლ-ს.

ბიოშეღწევადობა გაიზარდა სუბიექტებში Cmax-ის მატებასთან ერთად, „დრო-კონცენტრაცია“ მრუდის ქვეშ არსებული ფართობი (AUC) და ნახევარგამოყოფის პერიოდი (T1/2) ღვიძლის ციროზით და თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში.

ინტრავენურად შეყვანისას (ერთჯერადი და განმეორებითი შეყვანის შემდეგ), მელდონიუმის AUC განსხვავდება. ეს შედეგები მიუთითებს მელდონიუმის შესაძლო დაგროვებაზე სისხლის პლაზმაში.

განაწილება

სისტემურ სადინარში მოხვედრის შემდეგ, მელდონიუმი სწრაფად ნაწილდება პერიფერიულ ქსოვილებში, პრეპარატს განსაკუთრებით მაღალი გავლენა აქვს გულის კუნთის/მიოკარდიუმის/გულის ქსოვილის მიმართ. პლაზმის ცილებთან შეკავშირება იზრდება დოზის მიღებიდან დროის მიხედვით.

მელდონიუმი და მისი მეტაბოლიტები ნაწილობრივ გადალახავენ პლაცენტარულ ბარიერს. ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ მელდონიუმი გამოიყოფა დედის რძეში.

მეტაბოლიზმი

მელდონიუმი ძირითადად ღვიძლში მეტაბოლიზდება.

გამოყოფა

თირკმლის ექსკრეცია მნიშვნელოვან როლს ასრულებს მელდონიუმის და მისი მეტაბოლიტების გამოყოფაში.

მელდონიუმის 250 მგ, 500 მგ და 1000 მგ დოზების ერთჯერადი ინტრავენური გამოყენების შემდეგ, მელდონიუმის ადრეული ნახევარგამოყოფის პერიოდია 5.56-6.55 საათი, ხოლო საბოლოო ნახევარგამოყოფის პერიოდია - 15.34 საათი.

პაციენტთა განსაკუთრებული ჯგუფები

ხანდაზმული პაციენტები

მელდონიუმის დოზა უნდა შემცირდეს ღვიძლის ან თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე ხანდაზმულ პაციენტებში ბიოშეღწევადობის გაზრდის გამო.

თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტები

თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში, რომლებშიც ბიოშეღწევადობა მომატებულია, მელდონიუმის დოზა უნდა შემცირდეს. (იხილეთ 4.2 პუნქტი). მელდონიუმს ან მის მეტაბოლიტებს (მაგ., 3-ჰიდროქსიმელდონიუმს) და კარნიტინს შორის ურთიერთქმედება არსებობს, რაც იწვევს კარნიტინის თირკმლის კლირენსის ზრდას.

მელდონიუმის გამა-ბუტირობეტაინის და მელდონიუმის/გამა-ბუტირობეტაინის კომბინაციის პირდაპირი გავლენა რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემაზე არ არსებობს.

ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტები

ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებს, რომლებშიც სამკურნალო საშუალების ბიოშეღწევადობა იზრდება, მელდონიუმის დოზა უნდა შეუმცირდეთ.(იხილეთ 4.2 პუნქტი). ვირთხებზე ჩატარებულ ტოქსიკურობის კვლევაში, 100 მგ/კგ-ზე მეტი დოზების გამოყენებისას დაფიქსირდა ღვიძლის ყვითელი ფერის შეფერილობა და ცხიმების დენატურაცია.

ჰისტოპათოლოგიურმა კვლევებმა აჩვენა ლიპიდების დაგროვება ღვიძლის უჯრედებში მელდონიუმის მაღალი დოზების (400 მგ/კგ და 1600 მგ/კგ) მიღების შემდეგ. ადამიანებში 400-800 მგ დოზების მიღების შემდეგ ღვიძლის ფუნქციის პარამეტრების ცვლილებები არ დაფიქსირებულა. თუმცა, ღვიძლის უჯრედების შესაძლო ცხიმოვანი ინფილტრაცია არ არის გამორიცხული.

ბავშვები

არ არსებობს მონაცემები მელდონიუმის უსაფრთხოებისა და ეფექტურობის შესახებ 18 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში, ამიტომ ამ პრეპარატის გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში უკუნაჩვენებია.

ვარგისიანობის ვადა

დამზადების დღიდან 3 წელი.

ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ არ გამოიყენოთ.

შენახვის განსაკუთრებული მითითებები

შეინახეთ არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!

არ გაყინოთ.

შეფუთვის ტიპი და შემადგენლობა

5 მლ საინექციო ხსნარი უფერული მინის ამპულებში.

5 ამპულა უჯრდოვან შეფუთვაში.

2 უჯრდოვანი შეფუთვა სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.

უტილიზაციისა და სხვა სახის გამოყენების განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები

ნებისმიერი გამოუყენებელი პროდუქტის ან ნარჩენების უტილიზაცია უნდა მოხდეს ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II , გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

მწარმოებელი:

რომფარმ ილაჩ სან. ვე თიჯ. ლტდ. შტი.., თურქეთი.

(Rompharm Ilac Sanayi ve Ticaret Limited Sirketi, Turkey)

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი:

შპს ნექსტრა გრუპი, თბილისი, საქართველო.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა