ჰიპერთირეოზის მკურნალობა, მათ შორის : ჰიპერთირეოზის კონსერვატული თერაპია, განსაკუთრებით მცირე ზომის ჩიყვისას ან მისი არარსებობის დროს; ჰიპერთირეოზის ყველა ფორმის დროს ოპერაციული ჩარევის მზადებისას; …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- თიამაზოლი (thiamazole)
- ფორმა და შეფუთვა
- 10მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №50 (2X25)
- მწარმოებელი
- WORLD MEDICINE ILAC SAN. VE TIC. A.S., თურქეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- თიროიდული თერაპია, იმიდაზოლის წარმოებულები გოგირდის შემცველობით
- ATC კოდი
- H03BB02
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-039019
- რეგისტრირებულია
- 7 სექტემბერი 2023, მოქმედებს 7 სექტემბერი 2028-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- WORLD MEDICINE ILAC SAN. VE TIC. A.S. (თურქეთი)
- განმცხადებელი
- შპს „გლობალფარმი“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
მეთირონი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ჰიპერთირეოზის მკურნალობა, მათ შორის :
ჰიპერთირეოზის კონსერვატული თერაპია, განსაკუთრებით მცირე ზომის ჩიყვისას ან მისი არარსებობის დროს;
ჰიპერთირეოზის ყველა ფორმის დროს ოპერაციული ჩარევის მზადებისას;
რადიოაქტიური იოდის პრეპარატებით გეგმიური თერაპიის მომზადებისას, განსაკუთრებით ჰიპერთირეოზის მძიმე ფორმების მქონე პაციენტებში;
ინტერვალური თერაპია რადიოაქტიური იოდის პრეპარატებით მკურნალობისს შემდეგ;
პროფილაქტიკური თერაპია ანამნეზში სუბკლინიკური ჰიპერთირეოზის, აუტონომიური ადენომების ან ჰიპერთირეოზის მქონე პაციენტებში იმ შემთხვევებში, როცა აუცილებლობა მოითხოვს იოდის შემცველი პრეპარატების მოხმარებას (მაგალითად, რენტგენოკონტრასტული ნივთიერებების სადიაგნოსტიკო გამოკვლევების დროს გამოყენებისას ).
მიღების წესი და დოზირება
თიამაზოლი არის კარბიმაზოლის აქტიური მეტაბოლიტი, მაგრამ თიამაზოლის 1 მგ არ არის კარბიმაზოლის 1 მგ-ის ექვივალენტი. ეს უნდა იქნას გათვალისწინებული თიამაზოლით თერაპიის დაწყებისას ან კარბიმაზოლით თერაპიიდან თიამაზოლით მკურნალობაზე გადასვლის დროს. აუცილებელია ყურადღება მიექცეს სამკურნალო საშუალების დოზირების ქვემოთ მოცემულ რეკომენდაციებს.
დოზირება
მოზრდილები
როგორც წესი, მოზრდილებში სადღეღამისო დოზა მკურნალობის დასაწყისში შეადგენს 10-40 მგ, რაც დამოკიდებულია დაავადების სიმძიმესა და ორგანიზმისთვის მიწოდებული იოდის რაოდენობაზე. უმეტეს შემთხვევაში ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების სინთეზის ინჰიბირება შეიძლება აღინიშნოს სამკურნალო საშუალების გამოყენებისას საწყისი სადღეღამისო დოზით 20-30 მგ. ნაკლებად მძიმე შემთხვევებში არ არის საჭირო სრული მაინჰიბირებელი დოზის მიღება, ამიტომ გამოიყენება უფრო დაბალი საწყისი დოზები. მძიმე შემთხვევებში თიამაზოლის საწყისი სადღეღამისო დოზა შეიძლება აღწევდეს 40 მგ.
სამკურნალო საშუალების დოზა უნდა შერჩეულ იქნას ინდივიდუალურად სისხლში ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების კონცენტრაციის გათვალისწინებით პაციენტის მეტაბოლური სტატუსიდან გამომდინარე.
შემანარჩუნებელი თერაპიის დროს რეკომენდებულია მკურნალობის შემდეგი ვარიანტებიდან ერთ-ერთის გამოყენება:
- თიამაზოლის შემანარჩუნებელი სადღეღამისო დოზა 5-20 მგ ლევოთიროქსინთან კომბინაციაში ჰიპოთირეოზის განვითარების თავიდან აცილების მიზნით;
- მონოთერაპია თიამაზოლით შემანარჩუნებელი სადღეღამისო დოზით 2,5-10 მგ.
ჰიპერთირეოზის დროს, რომელიც იოდის გამოყენებასთან არის დაკავშირებული, შეიძლება გაჩნდეს თიამაზოლის უფრო მაღალი დოზებით მიღების აუცილებლობა.
ბავშვები და მოზარდები
გამოყენება 3-17 წლამდე ასაკის ბავშვებში და მოზარდებში
საწყისი დოზა 3-17 წლამდე ასაკის ბავშვებში და მოზარდებში უნდა შეირჩეს სხეულის მასის გათვალისწინებით. როგორც წესი, მკურნალობის დასაწყისში სადღეღამისო დოზა შეადგენს 0,5 მგ/კგ, რომელიც იყოფა 2 ან 3 მიღებად. სამკურნალო საშუალების შემანარჩუნებელი დოზა შეიძლება შემცირდეს თერაპიაზე პაციენტის რეაქციიდან გამომდინარე და დაინიშნოს დღე-ღამეში ერთხელ. ჰიპოთირეოზის განვითარების თავიდან ასაცილებლად შესაძლოა გაჩნდეს ლევოთიროქსინის ხანგრძლივი დროით გამოყენების აუცილებლობა.
თიამაზოლის საერთო სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 40 მგ .
გამოყენება 2 წლისა და ნაკლები ასაკის ბავშვებში
2 წლისა და ნაკლები ასაკის ბავშვებში თიამაზოლის გამოყენების ეფექტურობა და უსაფრთხოება დადგენილი არ არის, ამიტომ არ არის რეკომენდებული სამკურნალო საშუალების გამოყენება ამ ასაკობრივი ჯგუფის პაციენტებში.
ჰიპერთირეოზის კონსერვატული თერაპია
თერაპიის მიზანია პაციენტის ეუთირეოიდური მეტაბოლური სტატუსისა და ხანგრძლივი რემისიის მიღწევა სამკურნალო საშუალების შეზღუდული პერიოდის განმავლობაში მიღების შემდეგ. თერაპიის არჩეული კურსიდან გამომდინარე ერთი წლის შემდეგ რემისია შეიძლება მიღწეულ იქნას მაქსიმუმ 50% პაციენტებში. რემისიის მაჩვენებლები მნიშვნელოვნად იცვლება, ამისი ზუსტი მიზეზები უცნობია. სავარაუდო განმსაზღვრელი ფაქტორებია: ჰიპერთირეოზის ტიპი (იმუნოგენური ან არაიმუნოგენური ), თერაპიის ხანგრძლივობა, თიამაზოლის დოზა, აგრეთვე ორგანიზმის მიერ მიღებული იოდის წყარო (დიეტა ან ექიმის მიერ დანიშნული იოდის პრეპარატების მიღება ).
ჰიპერთირეოზის კონსერვატული თერაპიის დროს სამკურნალო საშუალების მიღების ხანგრძლივობა, როგორც წესი, შეადგენს 6 თვიდან 2 წლამდე (საშუალოდ 1 წელი). რემისიის მიღწევის შესაძლებლობა თერაპიის ხანგრძლივობასთან ზრდასთან ერთად, სტატისტიკურად დადასტურებულად იზრდება .
იმ შემთხვევებში, როდესაც დაავადების რემისია არ მიიღწევა და არ არის გარკვეული თერაპიული ღონისძიებების ჩატარების საშუალება ან ისინი მიზანშეუწონლად მიიჩნევა, თიამაზოლი შეიძლება იყოს გამოყენებული ჰიპერთირეოზის ხანგრძლივი მკურნალობისათვის შესაძლებელი მინიმალური დოზებით მონოთერაპიის სახით ან ლევოთიროქსინის დაბალ დოზებთან კომბინაციაში.
დიდი ჩიყვისა და ტრაქეის შევიწროების მქონე პაციენტებში თიამაზოლი არ უნდა იქნას გამოყენებული ან სამკურნალო საშუალებით თერაპია უნდა ჩატარდეს მხოლოდ დროის მოკლე პერიოდში, რადგანაც თიამაზოლის ხანგრძლივი გამოყენება შესაძლოა დაკავშირებული იყოს ჩიყვის ზრდასთან. მსგავს შემთხვევებში აუცილებელია ჩატარდეს პაციენტების განსაკუთრებულად ზედმიწევნითი მონიტორინგი (თირეოტროპული ჰორმონის (თტჰ) სისხლში კონცენტრაციისა, ტრაქეის სიგანის კონტროლი ), აგრეთვე მიზანშეწონილია ერთდროულად ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების გამოყენება.
ქირურგიული ჩარევისთვის მზადება
ქირურგიული ჩარევის მზადების პერიოდში თიამაზოლით ხანმოკლე მკურნალობისას (დაახლოებით 3-4 კვირა, ცალკეულ შემთხვევაში უფრო დიდი ხნის განმავლობაში) პაციენტებში შეიძლება იყოს მიღწეული ეუთირეოიდული მეტაბოლური სტატუსი, რის შედეგადაც მცირდება ოპერაციის ჩატარებასთან დაკავშირებული რისკები.
როგორც კი პაციენტთან მიიღწევა ეუთირეოზის მდგომარეობა უნდა ჩატარდეს ქირურგიული ჩარევა, რადგან სხვა შემთხვევაში აუცილებელი ხდება ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების დამატებითი გამოყენება. თიამაზოლით თერაპია შეიძლება შეწყდეს ოპერაციამდე ერთი დღით ადრე.
თიამაზოლის გამოყენების დროს ფარისებრი ჯირკვლის ქსოვილი ხდება უფრო არამკვრივი და აღინიშნება ფარისებრი ჯირკვლის ქსოვილიდან სისხლდენის ტენდენცია, ამიტომ ქირურგიული ჩარევისთვის მზადების პერიოდში შეიძლება იყოს მიზანშეწნილი იოდის პრეპარატების მაღალი დოზებოთ დამატებითი მიღება ოპერაციამდე ბოლო ათი დღის მანძილზე (პლამერის იოდოთერაპია ).
რადიოაქტიური იოდის პრეპარატებით გეგმიური თერაპიისათვის მზადება.
მძიმე ჰიპერთირეოზის დროს რადიოაქტიური იოდის პრეპარატებით თერაპიის დაწყებამდე აუცილებელია პაციენტებში მიღწეული იქნას ეუთირეოიდული მეტაბოლური სტატუსი, რამდენადაც ცალკეულ შემთხვევებში იმ პაციენტებში, რომლებმაც რადიოაქტიური იოდის პრეპარატებით თერაპიის შემდეგ არ გაიარეს წინასწარი მომზადების პროცესი, დარეგისტრირებული იყო თირეოტოქსიკური კრიზის განვითარების შემთხვევები.
შენიშვნა: თიოშარდოვანას წარმოებულებმა შეიძლება დააქვეითონ ფარისებრი ჯირკვლის ქსოვილის მგრძნობელობა რადიოაქტიური გამოსხივების მიმართ, ამიტომ ავტონომიური ადენომების რადიაქტიული იოდის პერეპარატებით გეგმიური თერაპიის დროს აუცილებელია ჩატარდეს წინასწარი მკურნალობა, რომელიც მიზნად ისახავს პარანოდულარული ქსოვილების აქტივობის დაქვეითებას.
ინტერვალური თერაპია რადიოაქტიური იოდის პრეპარატებით მკურნალობის შემდეგ
მკურნალობის ხანგრძლივობა და სამკურნალო საშუალების დოზა დგინდება ინდივიდუალურად პაციენტის კლინიკური სტატუსის სიმძიმისა და იმ სავარაუდო დროის პერიოდის გათვალისწინებით, რომელიც დასჭირდება ეფექტის მისაღწევად რადიოაქტიური იოდის პრეპარატებით მკურნალობის ჩატარების შემდეგ (დაახლოებით 4-6 თვე).
პროფილაქტიკური თერაპია პაციენტებში, რომელთაც გააჩნიათ ჰიპერთირეოზის განვითარების რისკი იოდის შემცველი პრეპარატების გამოყენებით ჩატარებული სადიაგნოსტიკო გამოკვლევების დროს
როგორც წესი, თიამაზოლი სადღეღამისო დოზით 10-20 მგ და /ან პერქლორატი სადღეღამისო დოზით 1,0 გ გამოიყენება დაახლოებით 10 დღის განმავლობაში (მაგალითად, ისეთი რენტგენკონტრასტული საშუალებების გამოყენებისას, რომლებიც გამოიყოფა თირკმელებით ). თერაპიის ხანგრძლივობა დამოკიდებულია იმ დროზე, რომლის განმავლობაშიც იოდის შემცველი პრეპარატები აღინიშნება ორგანიზმში.
პაციენტთა განსაკუთრებული ჯგუფები
ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტები
ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში თიამაზოლის პლაზმური კლირენსი ქვეითდება, ამიტომ სამკურნალო საშუალება, ასეთ პაციენტებში, უნდა იქნას გამოყენებული მინიმალური ეფექტური დოზით, ამასთან ერთად აუცილებელია უზრუნველყოფილი იყოს ასეთი პაციენტების ზედმიწევნით ზედამხედველობა.
პაციენტები თირკმლის უკმარისობით
თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში მონაცემები თიამაზოლის ფარმაკოკინეტიკაზე შეზღედულია, ამიტომ სამკურნალო საშუალება ამ პაციენტებში უნდა იქნას გამოყენებული მინიმალური ეფექტური დოზით ( რეკომენდებულია დოზის კორექცია ინდივიდუალურად და განსაკუთრებული სიფრთხილით). ამასთან აუცილებელია ასეთი პაცეინტების ზედმიწევნითი ზედამხედველობის უზრუნველყოფა.
ხანდაზმული ასაკის პაციენტები
არ არის მოსალოდნელი, რომ ხანდაზმული ასაკის პაციენტებში თიამაზოლი დაგროვდება ორგანიზმში, თუმცა ასეთ პაციენტებში სამკურნალო საშუალების დოზა უნდა დაკორექტირდეს განსაკუთრებული სიფრთხილით და ინდივიდუალური მიდგომით, ამასთანავე აუცილებელია უზრუნველყოფილი იქნას ასეთი პაციენტების ზედმიწევნითი მეთვალყურეობა.
გამოყენების წესი
ტაბლეტები უნდა გადაიყლაპოს მთლიანად, დაუღეჭავად , საკმარისი რაოდენობის სითხის მიყოლებით.
ჰიპერთირეოზის თერაპიის საწყის ეტაპზე თიამაზოლის მაღალი სადღეღამისო დოზა შეიძლება გაიყოს რამოდენიმე მიღებაზე, ამასთან სამკურნალო საშუალება უნდა იქნას მიღებული ერთნაირი ინტერვალით დღის განმავლობაში.
თიამაზოლის შემანარჩუნებელი დოზა შეიძლება მიიღოთ ერთჯერადად დილით ჭამის დროს ან მის შემდეგ.
უკუჩვენებები
- ჰიპრემგრძნობელობა თიამაზოლის და თიოშარდოვანას სხვა წარმოებულებისა და პრეპარატის ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ;
- ზომიერად ან მნიშვნელოვნად გამოხატული დარღვევები სისხლის მაჩვენებლების მხრივ (გრანულოციტოპენია );
- ქოლესტაზი, რომელიც არ არის დაკავშირებული ჰიპერთირეოზთან;
- ანამნეზში ძვლის ტვინის ფუნქციის დათრგუნვა, რომელიც დაკავშირებულია თიამაზოლთან ან კარბიმაზოლთან (თიამაზოლის წინამორბედი );
- მწვავე პანკრეატიტი ანამნეზში, დაკავშირებული თიამაზოლის ან კარბიმაზოლის (თიამაზოლის წინამორბედი) თერაპიასთან
- ორსულობის დროს ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების ერთდროული მიღება.
სიფრთხილის ზომები
თიამაზოლი არ გამოიყენება პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აღენიშნებოდათ უმნიშვნელოდ გამოხატული ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (მაგალითად, ალერგიული გამონაყარი, ქავილი).
იმ პაციენტებს, რომლებსაც მნიშვნელოვნად აქვთ გადიდებული ფარისებრი ჯირკვალი და აღენიშნებათ ტრაქეის შევიწროვება, სამკურნალო პრეპარატით თერაპია შეიძლება ჩატარდეს მხოლოდ დროის მცირე მონაკვეთში ჩიყვის გადიდების რისკთან დაკავშირებით, ამასთან აუცილებელია უზრუნველყოფილი იყოს ზედმიწევნითი მეთვალყურეობა პაციენტებზე.
ვასკულიტი
ვასკულიტის სიმპტომების გამოვლინებისას სამკურნალო პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს ( აუცილებლობის შემთხვევაში ). როგორც წესი, ვასკულიტის სიმპტომები შექცევადია და ქრება თერაპიის შეწყვეტის შემდეგ.
მიელოტოქსიკურობა
არსებობს შეტყობინებები, რომ პაციენტებს, რომლებიც ღებულობდნენ თიამაზოლით თერაპიას, 0,3 – 0,6% შემთხვევებში აღენიშნათ აგრანულოციტოზი, ამიტომ სამკურნალო საშუალების გამოყენების დაწყებამდე პაციენტები უნდა იყვნენ ინფორმირებულები იმ სიმპტომების შესახებ, რომლებიც დაკავშირეულია ზემოთ აღნიშნული არასასურველი რეაქციის განვითარებასთან (სტომატიტი, ფარინგიტი, სხეულის ტემპერატურის აწევა).
როგორც წესი, აგრანულოციტოზი თიამაზოლით თერაპიის პირველ რამოდენიმე კვირაში იჩენს თავს, თუმცა ის შეიძლება განვითარდეს სამკურნალო საშუალების გამოყენების დაწყებიდან რამოდენიმე თვის შემდეგ, აგრეთვე მკურნალობის განმეორებითი კურსის დროს. რეკომენდებულია თიამაზოლით მკურნალობის დაწყებამდე და მის შემდეგ სისხლის მაჩვენებლების ზედმიწევნითი მონიტორინგის ჩატარება, განსაკუთრებით იმ შემთხვევბში, როცა პაციენტს უკვე ჰქონდა დიაგნოსტირებული გრანულოციტოპენიის მსუბუქი ფორმა.
ზემოთაღნიშნული სიმპტომების აღმოცენების დროს, განსაკუთრებით მკურნალობის პირველ რამოდენიმე კვირაში, პაციენტმა მაშინვე უნდა მიმართოს ექიმს სისხლის ანალიზის შემდგომი ჩატარების მიზნით. აგრანულოციტოზის დადასტურების შემთხვევაში თიამაზოლის მიღება უნდა შეწყდეს.
სხვა არასასურველი რეაქციები, რომლებიც დაკავშირებულია მიელოტოქსიურ მოქმედებასთან, თიამაზოლის რეკომენდებული დოზების გამოყენებისას იშვიათად აღინიშნება. მსგავსი რეაქციები ხშირადაა რეგისტრირებული სამკურნალო საშუალების მაღალი დოზების ( დაახლოებით 120 მგ დღე-ღამეში ) გამოყენების დროს. სამკურნალო საშუალების ასეთი დოზებით გამოყენება შეიძლება მხოლოდ განსაკუთრებული ჩვენებების შემთხვევაში (დაავადების მძიმე ფორმა, თირეოტოქსიკური კრიზი ). ძვლის ტვინის ფუნქციის დათრგუნვისას თიამაზოლით თერაპია უნდა შეწყდეს და აუცილებლობის შემთხვევაში ჩატარდეს მკურნალობა ანტითირეოიდული საშუალებით სხვა ფარმაკოლოგიური ჯგუფუდან.
მწვავე პანკრეატიტი
პოსტმარკეტინგულ პერიოდში არის შეტყობინებები მწვავე პანკრეატიტის განვითარებისა იმ პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ თერაპიას თიამაზოლით ან კარბიმაზოლით (თიამაზოლის წინამორბედი). მწვავე პანკრეატიტის განვითარებისას თიამაზოლით მკურნალობა მაშინვე უნდა შეწყდეს. სამკურნალო საშუალების გამოყენება უკუნაჩვენებია პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აღენიშნებათ თიამაზოლით ან კარბიმაზოლით (თიამაზოლის წინამორბედი ) თერაპიასთან დაკავშირებული მწვავე პანკრეატიტი, რადგან სამკურნალო საშუალების განმეორებითი გამოყენების დროს შეიძლება ადგილი ჰქონდეს დაავადების მწვავე რეციდივს (პანკრეატიტის სიმპტომები ვითარდება დროის მოკლე მონაკვეთში).
ფერტილობის ასაკის ქალები, ორსულობის პერიოდი
ფერტილობის ასაკის ქალებმა უნდა გამოიყენონ კონტრაცეპციის საიმედო მეთოდები.
სამკურნალო საშუალების გამოყენება ორსულ ქალებში შესაძლებელია სარგებელი /რისკის შეფარდების ინდივიდუალურად შეფასების შემდეგ. თიამაზოლი ორსულ ქალებში უნდა გამოიყენებოდეს მინიმალური ეფექტური დოზით, ამასთანავე არ შეიძლება ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების ერთდროული მიღება. თიამაზოლით თერაპიის დროს რეკომენდებულია დედის, ნაყოფისა და ახალშობილის ჯანმრთელობის მდგომარეობის ზედმიწევნითი მონიტორინგის ჩატარება.
ჰიპერთირეოზის კონტროლი
თიამაზოლის მაღალ დოზებში გამოყენების დროს შეიძლება აღინიშნოს სუბკლინიკური ან კლინიკური სიმპტომების განვითარების სტადიის ჰიპერთირეოზი და ჩიყვის ზრდა ( სისხლში თტჰ-ს კონცენტრაციის მატების ხარჯზე ). ამიტომ პაციენტებში ეუთირეოიდული მეტაბოლური სტატუსის მიღწევის შემთხვევაში უნდა შემცირდეს სამკურნალო საშუალების დოზა და საჭიროების შემთხვევაში დამატებით იქნას გამოყენებული ლევოთიროქსინი. მსგავს სიტუაციებში არ არის რეკომენდებული თიამაზოლის მთლიანად მოხსნა და მხოლოდ ლევოთიროქსინის გამოყენების გაგრძელება.
ჩიყვის ზრდა თიამაზოლის გამოყენებისას, თტჰ-ს სეკრეციის ინჰიბირების მიუხედავად, უნდა განიხილებოდეს როგორც შედეგი ძირითადი დაავადებისა, რომელიც არ ნიველირდება ლევოთიროქსინით დამატებითი თერაპიისას.
თტჰ-ს ნორმალური დონის მიღწევა ძალზე მნიშვნელოვანია ენდოკრინული ორბიტოპათიის რისკის განვითარებისა ან მისი მიმდინარეობის გაუარესების მინიმიზაციისათვის. ამის და მიუხედავად, ზემოთ აღნიშნული გართულება ხშირად ჩნდება ფარისებრი ჯირკვლის დაავადების მსვლელობისგან დამოუკიდებლად, რაც არ წარმოადგენს მკურნალობის ადექვატური სქემის შეცვლის საფუძველს და აგრეთვე არ უნდა განიხილებოდეს, როგორც არასასურველი რეაქცია მართებულად ჩატარებულ თერაპიაზე.
პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ თერაპიას ანტითირეოიდული საშუალებებით, იშვიათად აღინიშნებოდა გვიანი ჰიპოთირეოზი, რომელიც არ მოითხოვდა დამატებითი აბლაციის ჩატარებას. სავარაუდოდ, ეს მდგომარეობა არ არის არასასურველი რეაქცია, რომელიც დაკავშირებულია ანტითირეოიდული საშუალებების გამოყენებასთან, არამედ განპირობებულია ფარისებრი ჯირკვლის პარენქიმაში მიმდინარე ანთებით და დესტრუქციულ პროცესებით, რომლებიც დაკავშირებულია ძირითად დაავადებასთან.
თიამაზოლით თერაპიის ფონზე ენერგიის მოხმარების პათოლოგიური მატება, რომელიც დაკავშირებულია ჰიპერთირეოზთან, ქვეითდება, რის შედეგადაც პაციენტებს შეიძლება აღენიშნოთ სხეულის მასის მომატება (როგორც წესი, სასურველი). პაციენტებს უნდა მიეწოდოს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ კლინიკური სტატუსის გაუმჯობესებასთან ერთად ენერგეტიკული ბალანსიც მოვა ნორმაში.
დამხმარე ნივთიერებები
მეთირონი შეიცავს ლაქტოზას, ამიტომ პაციენტებმა იშვიათი მემკვიდრეობითი დაავადებებით, რომლებიც ხასიათდებიან გალაქტოზის აუტანლობით, ლაქტოზას უკმარისობით ან გლუკოზა-გალაქტოზის მალაბსორბციით, აღნიშნული პრეპარატი არ უნდა მიიღონ.
მეთირონი შეიცავს 1 მმოლ-ზე(23მგ) ნაკლებ ნატრიუმს ერთ ტაბლეტში, ე.ი. პრაქტიკულად „ არ შეიცავს ნატრიუმს“.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
იოდის დეფიციტი ამაღლებს ფარისებრი ჯირკვლის მგრძნობელობას თიამაზოლის მოქმედების მიმართ, იოდის სიჭარბე, თავის მხრივ, ამცირებს ფარისებრი ჯირკვლის მგრძნობელობას სამკურნალო საშუალების მოქმედების მიმართ. თიამაზოლის სხვა სამკურნალო საშუალებებთან პირდაპირი ურთიერთქმედების შესახებ ცნობები არ არის. ამის მიუხედავად, მხედველობაში უნდა იყოს მიღებული ის, რომ სხვა სამკურნალო საშუალებების მეტაბოლიზმისა და ორგანიზმიდან გამოყოფის სიჩქარე ჰიპერთირეოზის დროს შეიძლება გაიზარდოს; ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის ნორმალიზებისას ზემოთ აღნიშნული პარამეტრების ცვლილებები ნიველირდება. მსგავს შემთხვევებში შეიძლება აუცილებელი გახდეს სამკურნალო საშუალებების დოზების კორექცია.
დადგენილია, რომ ჰიპერთირეოზის კორექციის დროს პაციენტებს აღენიშნებათ ანტიკოაგულანტების მიმართ მომატებული მგრძნობელობის ნორმალიზაცია.
თიამაზოლის მედიკამენტოზური ურთიერთქმედების კვლევები ბავშვებსა და მოზარდებში არ ჩატარებულა.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ორსულობის პერიოდში უნდა ჩატარდეს ჰიპერთირეოზის სათანადო მკურნალობა, რომელიც მიზნად ისახავს ქალში და ნაყოფში მძიმე გართულებების თავიდან აცილებას.
თიამაზოლს შეუძლია ადამიანის პლაცენტარული ბარიერის გადალახვა.
ეპიდემიოლოგიურ გამოკვლევებსა და სპონტანურ შეტყობინებებზე დაყრდნობით ივარაუდება, რომ თიამაზოლის გამოყენებამ ქალებში ორსულობის დროს, განსაკუთრებით ორსულობის პირველ ტრიმესტრში და მაღალ დოზებში, შეიძლება გამოიწვიოს განვითარების თანდაყოლილი მანკები.
დაფიქსირდა შემდეგი ანომალიები: კანის თანდაყოლილი აპლაზია, განვითარების ქალა-სახის მანკები (ქოანების ატრეზია, სახის დისმორფიზმი), ომფალოცელე, საყლაპავის ატრეზია, ომფალომეზენტერიალური სადინარის ანომალია და პარკუჭშორის ტიხრის დეფექტი .
თიამაზოლის გამოყენება ქალებში ორსულობის დროს შეიძლება მხოლოდ შეფარდება სარგებელი/რისკის ინდივიდუალურად და გულდასმით შეფასების შემდეგ და მხოლოდ მინიმალური ეფექტური დოზით, აგრეთვე არ შეიძლება ამავე დროს ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების გამოყენება. თიამაზოლით თერაპიისას რეკომენდებულია დედის, ნაყოფისა და ახალშობილის ჯანმრთელობის მდგომარეობის ზედმიწევნითი მონიტორინგი.
ლაქტაცია
თიამაზოლი გამოიყოფა დედის რძეში. თიამაზოლის კონცენტრაციამ დედის რძეში შეიძლება მიაღწიოს სამკურნალო საშუალების კონცენტრაციის დონეს ქალის სისხლის შრატში, ამიტომ არსებობს ჰიპორთირეოზის განვითარების რისკი ძუძუთ კვებაზე მყოფ ბავშვში.
ქალებში ძუძუთი კვების პერიოდში თიამაზოლის გამოყენება შეიძლება მხოლოდ დაბალი დოზებით (სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 10 მგ ), ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების გამოყენება ამავე დროს არ შეიძლება.
აუცილებელია ძუძუთ კვებაზე მყოფი ბავშვის ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის რეგულარული კონტროლი.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
თიამაზოლი არ ახდენს ზეგავლენას ავტოტრანსპორტისა და მექანზმების მართვის უნარზე.
ფერტილობა, გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის დროს
რეპროდუქციული ასაკის ქალები
რეპროდუქციული ასაკის ქალებმა მკურნალობის პერიოდში უნდა გამოიყენონ კონტრაცეფციის საიმედო მეთოდები.
გვერდითი მოვლენები
არასასურველი რეაქციები ქვემოთ ჩამოთვლილია MedDRA-ს სისტემურ-ორგანული კლასების მიხედვით. არასასურველი რეაქციების სიხშირის პარამეტრები განისაზღვრება შემდეგნაირად: ძალიან ხშირად ( ≥ 1 /10 ); ხშირად ( ≥ 1/100, მაგრამ < 1/10 ); არახშირად ( ≥ 1/1000, მაგრამ < 1/100); იშვიათად ( ≥ 1 / 10000, მაგრამ < 1/ 1000 ); ძალიან იშვიათად ( <1 / 10000 ); სიხშირე უცნობია (ვერ ფასდება არსებული მონაცემებიდან გამომდინარე).
სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ: არახშირად - აგრანულოციტოზი (რეგისტრირდება 0,3-0,6 % შემთხვევაში; შეიძლება აღინიშნოს თერაპიის დაწყებიდან რამოდენიმე კვირაში ან თვეში, უმეტეს შემთხვევაში ქრება თავისით, მაგრამ ზოგ შემთხვევაში შეიძლება აუცილებელი გახდეს პრეპარატის გამოყენების შეწყვეტა); ძალიან იშვიათად - თრომბოციტოპენია, პანციტოპენია, გენერალიზირებული ლიმფოადენოპენია.
ენდოკრინული სისტემის მხრივ: ძალიან იშვიათად - ინსულინური აუტოიმუნური სინდრომი (აღინიშნება სისხლში გლუკოზის დონის მნიშვნელოვანი დაწევა).
ნერვული სისტემის მხრივ : იშვიათად - გემოს დარღვევები (დისგევზია, აგევზია), შეიძლება გაქრეს სამკურნალო საშუალების მოხსნის შემდეგ, თუმცა გარკვეულ შემთხვევებში ქრება მხოლოდ რამოდენიმე კვირის გასვლის შემდეგ; ძალიან იშვიათად - ნევრიტი, პოლინეიროპათია.
სისხლძარღვების მხრივ : სიხშირე უცნობია - ვასკულიტი.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ : ძალიან იშვიათად - სანერწყვე ჯირკვლების მწვავე შეშუპება; სიხშირე უცნობია - მწვავე პანკრეატიტი.
ღვიძლისა და ნაღველმდენი გზების მხრივ : ძალიან იშვიათად - ქოლესტაზური სიყვითლე, ტოქსიკური ჰეპატიტი (როგორც წესი, ზემოთ აღნიშნული არასასურველი რეაქციების სიმპტომები ქრება სამკურნალო საშუალების მოხსნის შემდეგ; თიამაზოლით მკურნალობის დროს ქოლესტაზის კლინიკურად არ გამოვლენილი სიმპტომები აუცილებლად უნდა დიფერენცირდებოდეს ჰიპერთირეოზით განპირობებული დარღვევებისაგან, მაგალითად სისხლში γ - გლუტამილტრანსფერაზისა და ტუტე ფოსფატაზის ან მისი ძვლის იზოფერმენტის დონის აწევა ).
კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ : ძალიან ხშირად - სხვადასხვა ხარისხით გამოხატული ალერგიული კანისმიერი რეაქციები, მაგალითად, ქავილი, გამონაყარი, ჭინჭრის ციება ( უმეტეს შემთხვევებში უმნიშვნელოდაა გამოხატული და, როგორც წესი, ქრებიან თერაპიის გაგრძელებისას ); ძალიან იშვიათად - კანისმიერი ალერგიების მძიმე ფორმები, მათ შორის გენერალიზირებული დერმატიტი, ალოპეცია, მედიკამენტოზურად ინდუცირებული წითელი მგლურა.
ძვალკუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ: ხშირად - ართრალგია (შეიძლება ვითარდებოდეს თანდათან და გამოვლინდეს რამოდენიმე თვიანი თერაპიის შემდეგაც კი).
ზოგადი დარღვევები და დარღვევები შეყვანის ადგილზე : იშვიათად - მედიკამენტოზური ციებ-ცხელება.
ბავშვები და მიზარდები
არასასურველი რეაქციების აღმოცენების სიხშირე, ტიპი და სიმძიმე შეესაბამება ასეთივე მონაცემებს ზრდასრულებში. ძალიან იშვიათ შემთხვევებში როგორც ზრდასრულებში, ასევე ბავშვებში და მოზარდებში აღინიშნებოდა ჰიპერმგრძნობელობის მძიმე კანისმიერი რეაქციების განვითარების შემთხვევები, ისეთების, როგორიცაა გენერალიზირებული დერმატიტი, სტივენ- ჯონსონის სინდრომის ჩათვლით.
შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ სამკურნალო საშუალების რეგისტრაციის შემდგომ მნიშვნელოვანია შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების თაობაზე. თუ პაციენტს გამოუვლინდა სერიოზული არასასურველი რეაქცია სამკურნალო საშუალებაზე ან ახალი არასასურველი რეაქციის აღნიშვნის შემთხვევაში, რომელიც ამ ნაწილში აღწერილი არ არის, გთხოვთ ინფორმირება მოახდინოთ ფარმაკოზედამხედველობის ეროვნული სისტემის შესაბამისად.
ჭარბი დოზა
სამკურნალო საშუალების დოზის გადაჭარბებას თან ახლავს ჰიპოთირეოზის განვითარება შესაბამისი სიმპტომებით, როგორიცაა მეტაბოლიზმის სიჩქარის დაქვეითება და ჰიპოფიზის წინა წილის აქტივაცია უკუკავშირის მექანიზმის მიხედვით, რაც განაპირობებს შემდგომში ფარისებრი ჯირკვლის ზომებში გაზრდას. ზემოთ ხსენებული ცვლილებების განვითარების თავიდან ასაცილებლად იმ პერიოდში, როცა პაციენტის უეთირეოიდული მეტაბოლური სტატუსი მიღწეულია, თიამაზოლის დოზა უნდა შემცირდეს და, აუცილებლობის შემთხვევაში, დამატებით იქნას გამოყენებული ლევოთიროქსინი. ნეგატიური შედეგები, რომლებიც დაკავშირებულია თიამაზოლის მაღალი დოზებით შემთხვევით პერორალურ მიღებასთან, არ არის ცნობილი.
შემადგენლობა
მეთირონი 5 მგ
აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.
აქტიური ნივთიერება: თიამაზოლი 5 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზის მონოჰიდრატი, სიმინდის სახამებელი, ცელულოზა მიკროკრისტალური, ნატრიუმის კროსკარმელოზა, ჰიპრომელოზა , ტალკი, კაჟბადის დიოქსიდი კოლოიდური უწყლო, მაგნიუმის სტეარატი.
გარსის შემადგენლობა: ოპადრი ყვითელი 02F22025 (ჰიპრომელოზა, ტიტანის დიოქსიდი, მაკროგოლი, რკინის ოქსიდი ყვითელი, ტალკი ).
მეთირონი 10 მგ
აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.
აქტიური ნივთიერება: თიამაზოლი 10 მგ.

პრეპარატის ათქ კოდი H03BB02
შენახვის პირობები
ინახება არაუმეტეს 25˚C ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!
ვარგისობის ვადა
4 წელი წარმოების თარიღიდან .
არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
აფთიაქიდან გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
წარმოებულია
„ვორლდ მედიცინ ილაჩ სან. ვე ტიჯ. ა.შ.-ს მეირ „ თურქეთი
( 15 თემმუზ მაჰ. ჯამი იოლუ ჯად. N 50 გიუნეშლი ბაგჯილარ /სტამბოლი)
“WORLD MEDICINE İLAÇ SAN. VE TİC. А.Ş.”, TURKEY
(15 Temmuz Mah. Cami Yolu Cad. No: 50 Güneşli Bağcılar / İstanbul).
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარისებრი ჯირკვლის სამკურნალო პრეპარატი. ანტითირეოიდული საშუალებები. იმიდაზოლის გოგირდშემცველი წარმოებულები.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
თიამაზოლი დოზიდან გამომდინარე არღვევს იოდისა და თიროზინის შეკავშირების პროცესს და ამგვარად ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების სინთეზს აინჰიბირებს. სამკურნალო საშუალების ეს თვისება იძლევა საშუალებას ჩატარდეს ჰიპერთირეოზის სიმპტომური თერაპია ამ დაავადების გამომწვევი მიზეზების მიუხედავად. დღესდღეობით მონაცემები, რომლებიც დაამოწმებენ იმუნოგენური ტიპის ჰიპერთირეოზის (გრეივსის დაავადება) ბუნებრივ მიმდინარეობაზე თიამაზოლის ზეგავლენას, ე.ი. დაავადების გამომწვევი იმუნოპათოგენეტიკური პროცესების სამკურნალო საშუალებებით ინჰიბირებას, არ არსებობს. თიამაზოლი არ მოქმედებს ფარისებრი ჯირკვლის ქსოვილიდან უკვე სინთეზირებული ჰორმონების გამონთავისუფლების პროცესზე. ამით აიხსნება ლატენტური პერიოდის ხანგრძლივობის ინდივიდუალური განსხვავებები, რომლებიც წინ უძღვის სისხლის შრატში თიროქსინისა და ტრიიოდთირონინის დონის ნორმალიზაციას, ე.ი. კლინიკური სტატუსის გაუმჯობესებას. სამკურნალო საშუალება არ ახდენს ზეგავლენას ჰიპერთირეოზის მიმდინარეობაზე, რომელიც ვითარდება ფარისებრი ჯირკვლის უჯრედების დაშლის შემდეგ გამოთავისუფლებული ჰორმონების შედეგად, მაგალითად, რადიოაქტიური იოდის პრეპარატებით მკურნალობისას ან თირეოიდიტის დროს.
ფარმაკოკინეტიკა
თიამაზოლი სწრაფად და მთლიანად იწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მიერ. სამკურნალო საშუალების მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის შრატში მიიღწევა მიღებიდან 0,4 – 1,2 საათის შემდეგ. თიამაზოლი უმნიშვნელოდ უერთდება სისხლის პლაზმის ცილებს. სამკურნალო საშუალება გროვდება ფარისებრ ჯირკვალში, სადაც ხდება მისი მეტაბოლიზირება ნელი ტემპით. სისხლის შრატში თიამაზოლის კონცენტრაციის ცვლილების და მიუხედავად , თიამაზოლის დაგროვებას ფარისებრ ჯირკვალში მივყავართ სამკურნალო საშუალების სტაბილურ კონცენტრაციამდე. ამიტომ ერთჯერადი მიღებისას თიამაზოლის მოქმედების ხანგრძლივობა შეადგენს დაახლოებით 24 საათს. დღესდღეობით არსებული მონაცემების მიხედვით სამკურნალო საშუალების ფარმაკოკინეტიკა არ არის დამოკიდებული ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციონალურ მდგომარებაზე. თიამაზოლის ნახევრადგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 3-6 საათს, ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში ეს მაჩვენებელი მატულობს. სამკურნალო საშუალება გამოიყოფა ორგანიზმიდან თირკმელებით, აგრეთვე ნაღველით, ფეკალიებით ექსკრეცია დაბალია, რაც მიანიშნებს ღვიძლ-ნაწლავურ ცირკულაციაზე.24 საათის განმავლობაში თიამაზოლის შეყვანილი დოზიდან 70% გამოიყოფა თირკმელებით. სამკურნალო საშუალების მხოლოდ მცირედი ნაწილი გამოიყოფა ორგანიზმიდან უცვლელი სახით. დღესდღეობით თიამაზოლის მეტაბოლიტების ფარმაკოლოგიური აქტივობის მონაცემები არ გვაქვს.
თირკმელების და ღვიძლის ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტებში სამკურნალო საშუალების ფარმაკოკინეტიკის მონაცემები შეზღუდულია. მრავალჯერადი დოზების გამოყენების მონაცემები არ არსებობს.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
გამოყენების ინსტრუქცია
მეთირონი
სავაჭრო დასახელება
მეთირონი, Metiron
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება
თიამაზოლი, Thiamazole
სამკურნალო ფორმა
აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.
აღწერა:
მეთირონი 5 მგ : მრგვალი, ორივე მხრიდან ამოზნექილი ტაბლეტები დაფარული ღია ყვითელი ფერსის აპკიანი გარსით, გამყოფი ხაზით ორივე მხრიდან.
მეთირონი 10 მგ : მრგვალი, ორივე მხრიდან ამოზნექილი ტაბლეტები დაფარული ღია ყვითელი ფერის აპკიანი გარსით, გამყოფი ხაზით ორივე მხრიდან.
გამყოფი ხაზი დართული აქვს პრეპარატის დოზის თანაბარ ნაწილებად დასაყოფად.
შემადგენლობა
მეთირონი 5 მგ
აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.
აქტიური ნივთიერება: თიამაზოლი 5 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზის მონოჰიდრატი, სიმინდის სახამებელი, ცელულოზა მიკროკრისტალური, ნატრიუმის კროსკარმელოზა, ჰიპრომელოზა , ტალკი, კაჟბადის დიოქსიდი კოლოიდური უწყლო, მაგნიუმის სტეარატი.
გარსის შემადგენლობა: ოპადრი ყვითელი 02F22025 (ჰიპრომელოზა, ტიტანის დიოქსიდი, მაკროგოლი, რკინის ოქსიდი ყვითელი, ტალკი ).
მეთირონი 10 მგ
აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.
აქტიური ნივთიერება: თიამაზოლი 10 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზის მონოჰიდრატი, სიმინდის სახამებელი, ცელულოზა მიკროკრისტალური, ნატრიუმის კროსკარმელოზა, ჰიპრომელოზა , ტალკი, კაჟბადის დიოქსიდი კოლოიდური უწყლო, მაგნიუმის სტეარატი.
გარსის შემადგენლობა: ოპადრი ყვითელი 02F22025 (ჰიპრომელოზა, ტიტანის დიოქსიდი, მაკროგოლი, რკინის ოქსიდი ყვითელი, ტალკი ).
პრეპარატის ათქ კოდი H03BB02
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ფარისებრი ჯირკვლის სამკურნალო პრეპარატი. ანტითირეოიდული საშუალებები. იმიდაზოლის გოგირდშემცველი წარმოებულები.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
თიამაზოლი დოზიდან გამომდინარე არღვევს იოდისა და თიროზინის შეკავშირების პროცესს და ამგვარად ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების სინთეზს აინჰიბირებს. სამკურნალო საშუალების ეს თვისება იძლევა საშუალებას ჩატარდეს ჰიპერთირეოზის სიმპტომური თერაპია ამ დაავადების გამომწვევი მიზეზების მიუხედავად. დღესდღეობით მონაცემები, რომლებიც დაამოწმებენ იმუნოგენური ტიპის ჰიპერთირეოზის (გრეივსის დაავადება) ბუნებრივ მიმდინარეობაზე თიამაზოლის ზეგავლენას, ე.ი. დაავადების გამომწვევი იმუნოპათოგენეტიკური პროცესების სამკურნალო საშუალებებით ინჰიბირებას, არ არსებობს. თიამაზოლი არ მოქმედებს ფარისებრი ჯირკვლის ქსოვილიდან უკვე სინთეზირებული ჰორმონების გამონთავისუფლების პროცესზე. ამით აიხსნება ლატენტური პერიოდის ხანგრძლივობის ინდივიდუალური განსხვავებები, რომლებიც წინ უძღვის სისხლის შრატში თიროქსინისა და ტრიიოდთირონინის დონის ნორმალიზაციას, ე.ი. კლინიკური სტატუსის გაუმჯობესებას. სამკურნალო საშუალება არ ახდენს ზეგავლენას ჰიპერთირეოზის მიმდინარეობაზე, რომელიც ვითარდება ფარისებრი ჯირკვლის უჯრედების დაშლის შემდეგ გამოთავისუფლებული ჰორმონების შედეგად, მაგალითად, რადიოაქტიური იოდის პრეპარატებით მკურნალობისას ან თირეოიდიტის დროს.
ფარმაკოკინეტიკა
თიამაზოლი სწრაფად და მთლიანად იწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მიერ. სამკურნალო საშუალების მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის შრატში მიიღწევა მიღებიდან 0,4 – 1,2 საათის შემდეგ. თიამაზოლი უმნიშვნელოდ უერთდება სისხლის პლაზმის ცილებს. სამკურნალო საშუალება გროვდება ფარისებრ ჯირკვალში, სადაც ხდება მისი მეტაბოლიზირება ნელი ტემპით. სისხლის შრატში თიამაზოლის კონცენტრაციის ცვლილების და მიუხედავად , თიამაზოლის დაგროვებას ფარისებრ ჯირკვალში მივყავართ სამკურნალო საშუალების სტაბილურ კონცენტრაციამდე. ამიტომ ერთჯერადი მიღებისას თიამაზოლის მოქმედების ხანგრძლივობა შეადგენს დაახლოებით 24 საათს. დღესდღეობით არსებული მონაცემების მიხედვით სამკურნალო საშუალების ფარმაკოკინეტიკა არ არის დამოკიდებული ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციონალურ მდგომარებაზე. თიამაზოლის ნახევრადგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 3-6 საათს, ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში ეს მაჩვენებელი მატულობს. სამკურნალო საშუალება გამოიყოფა ორგანიზმიდან თირკმელებით, აგრეთვე ნაღველით, ფეკალიებით ექსკრეცია დაბალია, რაც მიანიშნებს ღვიძლ-ნაწლავურ ცირკულაციაზე.24 საათის განმავლობაში თიამაზოლის შეყვანილი დოზიდან 70% გამოიყოფა თირკმელებით. სამკურნალო საშუალების მხოლოდ მცირედი ნაწილი გამოიყოფა ორგანიზმიდან უცვლელი სახით. დღესდღეობით თიამაზოლის მეტაბოლიტების ფარმაკოლოგიური აქტივობის მონაცემები არ გვაქვს.
თირკმელების და ღვიძლის ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტებში სამკურნალო საშუალების ფარმაკოკინეტიკის მონაცემები შეზღუდულია. მრავალჯერადი დოზების გამოყენების მონაცემები არ არსებობს.
გამოყენების ჩვენებები
ჰიპერთირეოზის მკურნალობა, მათ შორის :
ჰიპერთირეოზის კონსერვატული თერაპია, განსაკუთრებით მცირე ზომის ჩიყვისას ან მისი არარსებობის დროს;
ჰიპერთირეოზის ყველა ფორმის დროს ოპერაციული ჩარევის მზადებისას;
რადიოაქტიური იოდის პრეპარატებით გეგმიური თერაპიის მომზადებისას, განსაკუთრებით ჰიპერთირეოზის მძიმე ფორმების მქონე პაციენტებში;
ინტერვალური თერაპია რადიოაქტიური იოდის პრეპარატებით მკურნალობისს შემდეგ;
პროფილაქტიკური თერაპია ანამნეზში სუბკლინიკური ჰიპერთირეოზის, აუტონომიური ადენომების ან ჰიპერთირეოზის მქონე პაციენტებში იმ შემთხვევებში, როცა აუცილებლობა მოითხოვს იოდის შემცველი პრეპარატების მოხმარებას (მაგალითად, რენტგენოკონტრასტული ნივთიერებების სადიაგნოსტიკო გამოკვლევების დროს გამოყენებისას ).
გამოყენების წესი და დოზები
თიამაზოლი არის კარბიმაზოლის აქტიური მეტაბოლიტი, მაგრამ თიამაზოლის 1 მგ არ არის კარბიმაზოლის 1 მგ-ის ექვივალენტი. ეს უნდა იქნას გათვალისწინებული თიამაზოლით თერაპიის დაწყებისას ან კარბიმაზოლით თერაპიიდან თიამაზოლით მკურნალობაზე გადასვლის დროს. აუცილებელია ყურადღება მიექცეს სამკურნალო საშუალების დოზირების ქვემოთ მოცემულ რეკომენდაციებს.
დოზირება
მოზრდილები
როგორც წესი, მოზრდილებში სადღეღამისო დოზა მკურნალობის დასაწყისში შეადგენს 10-40 მგ, რაც დამოკიდებულია დაავადების სიმძიმესა და ორგანიზმისთვის მიწოდებული იოდის რაოდენობაზე. უმეტეს შემთხვევაში ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების სინთეზის ინჰიბირება შეიძლება აღინიშნოს სამკურნალო საშუალების გამოყენებისას საწყისი სადღეღამისო დოზით 20-30 მგ. ნაკლებად მძიმე შემთხვევებში არ არის საჭირო სრული მაინჰიბირებელი დოზის მიღება, ამიტომ გამოიყენება უფრო დაბალი საწყისი დოზები. მძიმე შემთხვევებში თიამაზოლის საწყისი სადღეღამისო დოზა შეიძლება აღწევდეს 40 მგ.
სამკურნალო საშუალების დოზა უნდა შერჩეულ იქნას ინდივიდუალურად სისხლში ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების კონცენტრაციის გათვალისწინებით პაციენტის მეტაბოლური სტატუსიდან გამომდინარე.
შემანარჩუნებელი თერაპიის დროს რეკომენდებულია მკურნალობის შემდეგი ვარიანტებიდან ერთ-ერთის გამოყენება:
- თიამაზოლის შემანარჩუნებელი სადღეღამისო დოზა 5-20 მგ ლევოთიროქსინთან კომბინაციაში ჰიპოთირეოზის განვითარების თავიდან აცილების მიზნით;
- მონოთერაპია თიამაზოლით შემანარჩუნებელი სადღეღამისო დოზით 2,5-10 მგ.
ჰიპერთირეოზის დროს, რომელიც იოდის გამოყენებასთან არის დაკავშირებული, შეიძლება გაჩნდეს თიამაზოლის უფრო მაღალი დოზებით მიღების აუცილებლობა.
ბავშვები და მოზარდები
გამოყენება 3-17 წლამდე ასაკის ბავშვებში და მოზარდებში
საწყისი დოზა 3-17 წლამდე ასაკის ბავშვებში და მოზარდებში უნდა შეირჩეს სხეულის მასის გათვალისწინებით. როგორც წესი, მკურნალობის დასაწყისში სადღეღამისო დოზა შეადგენს 0,5 მგ/კგ, რომელიც იყოფა 2 ან 3 მიღებად. სამკურნალო საშუალების შემანარჩუნებელი დოზა შეიძლება შემცირდეს თერაპიაზე პაციენტის რეაქციიდან გამომდინარე და დაინიშნოს დღე-ღამეში ერთხელ. ჰიპოთირეოზის განვითარების თავიდან ასაცილებლად შესაძლოა გაჩნდეს ლევოთიროქსინის ხანგრძლივი დროით გამოყენების აუცილებლობა.
თიამაზოლის საერთო სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 40 მგ .
გამოყენება 2 წლისა და ნაკლები ასაკის ბავშვებში
2 წლისა და ნაკლები ასაკის ბავშვებში თიამაზოლის გამოყენების ეფექტურობა და უსაფრთხოება დადგენილი არ არის, ამიტომ არ არის რეკომენდებული სამკურნალო საშუალების გამოყენება ამ ასაკობრივი ჯგუფის პაციენტებში.
ჰიპერთირეოზის კონსერვატული თერაპია
თერაპიის მიზანია პაციენტის ეუთირეოიდური მეტაბოლური სტატუსისა და ხანგრძლივი რემისიის მიღწევა სამკურნალო საშუალების შეზღუდული პერიოდის განმავლობაში მიღების შემდეგ. თერაპიის არჩეული კურსიდან გამომდინარე ერთი წლის შემდეგ რემისია შეიძლება მიღწეულ იქნას მაქსიმუმ 50% პაციენტებში. რემისიის მაჩვენებლები მნიშვნელოვნად იცვლება, ამისი ზუსტი მიზეზები უცნობია. სავარაუდო განმსაზღვრელი ფაქტორებია: ჰიპერთირეოზის ტიპი (იმუნოგენური ან არაიმუნოგენური ), თერაპიის ხანგრძლივობა, თიამაზოლის დოზა, აგრეთვე ორგანიზმის მიერ მიღებული იოდის წყარო (დიეტა ან ექიმის მიერ დანიშნული იოდის პრეპარატების მიღება ).
ჰიპერთირეოზის კონსერვატული თერაპიის დროს სამკურნალო საშუალების მიღების ხანგრძლივობა, როგორც წესი, შეადგენს 6 თვიდან 2 წლამდე (საშუალოდ 1 წელი). რემისიის მიღწევის შესაძლებლობა თერაპიის ხანგრძლივობასთან ზრდასთან ერთად, სტატისტიკურად დადასტურებულად იზრდება .
იმ შემთხვევებში, როდესაც დაავადების რემისია არ მიიღწევა და არ არის გარკვეული თერაპიული ღონისძიებების ჩატარების საშუალება ან ისინი მიზანშეუწონლად მიიჩნევა, თიამაზოლი შეიძლება იყოს გამოყენებული ჰიპერთირეოზის ხანგრძლივი მკურნალობისათვის შესაძლებელი მინიმალური დოზებით მონოთერაპიის სახით ან ლევოთიროქსინის დაბალ დოზებთან კომბინაციაში.
დიდი ჩიყვისა და ტრაქეის შევიწროების მქონე პაციენტებში თიამაზოლი არ უნდა იქნას გამოყენებული ან სამკურნალო საშუალებით თერაპია უნდა ჩატარდეს მხოლოდ დროის მოკლე პერიოდში, რადგანაც თიამაზოლის ხანგრძლივი გამოყენება შესაძლოა დაკავშირებული იყოს ჩიყვის ზრდასთან. მსგავს შემთხვევებში აუცილებელია ჩატარდეს პაციენტების განსაკუთრებულად ზედმიწევნითი მონიტორინგი (თირეოტროპული ჰორმონის (თტჰ) სისხლში კონცენტრაციისა, ტრაქეის სიგანის კონტროლი ), აგრეთვე მიზანშეწონილია ერთდროულად ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების გამოყენება.
ქირურგიული ჩარევისთვის მზადება
ქირურგიული ჩარევის მზადების პერიოდში თიამაზოლით ხანმოკლე მკურნალობისას (დაახლოებით 3-4 კვირა, ცალკეულ შემთხვევაში უფრო დიდი ხნის განმავლობაში) პაციენტებში შეიძლება იყოს მიღწეული ეუთირეოიდული მეტაბოლური სტატუსი, რის შედეგადაც მცირდება ოპერაციის ჩატარებასთან დაკავშირებული რისკები.
როგორც კი პაციენტთან მიიღწევა ეუთირეოზის მდგომარეობა უნდა ჩატარდეს ქირურგიული ჩარევა, რადგან სხვა შემთხვევაში აუცილებელი ხდება ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების დამატებითი გამოყენება. თიამაზოლით თერაპია შეიძლება შეწყდეს ოპერაციამდე ერთი დღით ადრე.
თიამაზოლის გამოყენების დროს ფარისებრი ჯირკვლის ქსოვილი ხდება უფრო არამკვრივი და აღინიშნება ფარისებრი ჯირკვლის ქსოვილიდან სისხლდენის ტენდენცია, ამიტომ ქირურგიული ჩარევისთვის მზადების პერიოდში შეიძლება იყოს მიზანშეწნილი იოდის პრეპარატების მაღალი დოზებოთ დამატებითი მიღება ოპერაციამდე ბოლო ათი დღის მანძილზე (პლამერის იოდოთერაპია ).
რადიოაქტიური იოდის პრეპარატებით გეგმიური თერაპიისათვის მზადება.
მძიმე ჰიპერთირეოზის დროს რადიოაქტიური იოდის პრეპარატებით თერაპიის დაწყებამდე აუცილებელია პაციენტებში მიღწეული იქნას ეუთირეოიდული მეტაბოლური სტატუსი, რამდენადაც ცალკეულ შემთხვევებში იმ პაციენტებში, რომლებმაც რადიოაქტიური იოდის პრეპარატებით თერაპიის შემდეგ არ გაიარეს წინასწარი მომზადების პროცესი, დარეგისტრირებული იყო თირეოტოქსიკური კრიზის განვითარების შემთხვევები.
შენიშვნა: თიოშარდოვანას წარმოებულებმა შეიძლება დააქვეითონ ფარისებრი ჯირკვლის ქსოვილის მგრძნობელობა რადიოაქტიური გამოსხივების მიმართ, ამიტომ ავტონომიური ადენომების რადიაქტიული იოდის პერეპარატებით გეგმიური თერაპიის დროს აუცილებელია ჩატარდეს წინასწარი მკურნალობა, რომელიც მიზნად ისახავს პარანოდულარული ქსოვილების აქტივობის დაქვეითებას.
ინტერვალური თერაპია რადიოაქტიური იოდის პრეპარატებით მკურნალობის შემდეგ
მკურნალობის ხანგრძლივობა და სამკურნალო საშუალების დოზა დგინდება ინდივიდუალურად პაციენტის კლინიკური სტატუსის სიმძიმისა და იმ სავარაუდო დროის პერიოდის გათვალისწინებით, რომელიც დასჭირდება ეფექტის მისაღწევად რადიოაქტიური იოდის პრეპარატებით მკურნალობის ჩატარების შემდეგ (დაახლოებით 4-6 თვე).
პროფილაქტიკური თერაპია პაციენტებში, რომელთაც გააჩნიათ ჰიპერთირეოზის განვითარების რისკი იოდის შემცველი პრეპარატების გამოყენებით ჩატარებული სადიაგნოსტიკო გამოკვლევების დროს
როგორც წესი, თიამაზოლი სადღეღამისო დოზით 10-20 მგ და /ან პერქლორატი სადღეღამისო დოზით 1,0 გ გამოიყენება დაახლოებით 10 დღის განმავლობაში (მაგალითად, ისეთი რენტგენკონტრასტული საშუალებების გამოყენებისას, რომლებიც გამოიყოფა თირკმელებით ). თერაპიის ხანგრძლივობა დამოკიდებულია იმ დროზე, რომლის განმავლობაშიც იოდის შემცველი პრეპარატები აღინიშნება ორგანიზმში.
პაციენტთა განსაკუთრებული ჯგუფები
ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტები
ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში თიამაზოლის პლაზმური კლირენსი ქვეითდება, ამიტომ სამკურნალო საშუალება, ასეთ პაციენტებში, უნდა იქნას გამოყენებული მინიმალური ეფექტური დოზით, ამასთან ერთად აუცილებელია უზრუნველყოფილი იყოს ასეთი პაციენტების ზედმიწევნით ზედამხედველობა.
პაციენტები თირკმლის უკმარისობით
თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში მონაცემები თიამაზოლის ფარმაკოკინეტიკაზე შეზღედულია, ამიტომ სამკურნალო საშუალება ამ პაციენტებში უნდა იქნას გამოყენებული მინიმალური ეფექტური დოზით ( რეკომენდებულია დოზის კორექცია ინდივიდუალურად და განსაკუთრებული სიფრთხილით). ამასთან აუცილებელია ასეთი პაცეინტების ზედმიწევნითი ზედამხედველობის უზრუნველყოფა.
ხანდაზმული ასაკის პაციენტები
არ არის მოსალოდნელი, რომ ხანდაზმული ასაკის პაციენტებში თიამაზოლი დაგროვდება ორგანიზმში, თუმცა ასეთ პაციენტებში სამკურნალო საშუალების დოზა უნდა დაკორექტირდეს განსაკუთრებული სიფრთხილით და ინდივიდუალური მიდგომით, ამასთანავე აუცილებელია უზრუნველყოფილი იქნას ასეთი პაციენტების ზედმიწევნითი მეთვალყურეობა.
გამოყენების წესი
ტაბლეტები უნდა გადაიყლაპოს მთლიანად, დაუღეჭავად , საკმარისი რაოდენობის სითხის მიყოლებით.
ჰიპერთირეოზის თერაპიის საწყის ეტაპზე თიამაზოლის მაღალი სადღეღამისო დოზა შეიძლება გაიყოს რამოდენიმე მიღებაზე, ამასთან სამკურნალო საშუალება უნდა იქნას მიღებული ერთნაირი ინტერვალით დღის განმავლობაში.
თიამაზოლის შემანარჩუნებელი დოზა შეიძლება მიიღოთ ერთჯერადად დილით ჭამის დროს ან მის შემდეგ.
უკუჩვენებები
- ჰიპრემგრძნობელობა თიამაზოლის და თიოშარდოვანას სხვა წარმოებულებისა და პრეპარატის ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ;
- ზომიერად ან მნიშვნელოვნად გამოხატული დარღვევები სისხლის მაჩვენებლების მხრივ (გრანულოციტოპენია );
- ქოლესტაზი, რომელიც არ არის დაკავშირებული ჰიპერთირეოზთან;
- ანამნეზში ძვლის ტვინის ფუნქციის დათრგუნვა, რომელიც დაკავშირებულია თიამაზოლთან ან კარბიმაზოლთან (თიამაზოლის წინამორბედი );
- მწვავე პანკრეატიტი ანამნეზში, დაკავშირებული თიამაზოლის ან კარბიმაზოლის (თიამაზოლის წინამორბედი) თერაპიასთან
- ორსულობის დროს ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების ერთდროული მიღება.
არასასურველი რეაქციები
არასასურველი რეაქციები ქვემოთ ჩამოთვლილია MedDRA-ს სისტემურ-ორგანული კლასების მიხედვით. არასასურველი რეაქციების სიხშირის პარამეტრები განისაზღვრება შემდეგნაირად: ძალიან ხშირად ( ≥ 1 /10 ); ხშირად ( ≥ 1/100, მაგრამ < 1/10 ); არახშირად ( ≥ 1/1000, მაგრამ < 1/100); იშვიათად ( ≥ 1 / 10000, მაგრამ < 1/ 1000 ); ძალიან იშვიათად ( <1 / 10000 ); სიხშირე უცნობია (ვერ ფასდება არსებული მონაცემებიდან გამომდინარე).
სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ: არახშირად - აგრანულოციტოზი (რეგისტრირდება 0,3-0,6 % შემთხვევაში; შეიძლება აღინიშნოს თერაპიის დაწყებიდან რამოდენიმე კვირაში ან თვეში, უმეტეს შემთხვევაში ქრება თავისით, მაგრამ ზოგ შემთხვევაში შეიძლება აუცილებელი გახდეს პრეპარატის გამოყენების შეწყვეტა); ძალიან იშვიათად - თრომბოციტოპენია, პანციტოპენია, გენერალიზირებული ლიმფოადენოპენია.
ენდოკრინული სისტემის მხრივ: ძალიან იშვიათად - ინსულინური აუტოიმუნური სინდრომი (აღინიშნება სისხლში გლუკოზის დონის მნიშვნელოვანი დაწევა).
ნერვული სისტემის მხრივ : იშვიათად - გემოს დარღვევები (დისგევზია, აგევზია), შეიძლება გაქრეს სამკურნალო საშუალების მოხსნის შემდეგ, თუმცა გარკვეულ შემთხვევებში ქრება მხოლოდ რამოდენიმე კვირის გასვლის შემდეგ; ძალიან იშვიათად - ნევრიტი, პოლინეიროპათია.
სისხლძარღვების მხრივ : სიხშირე უცნობია - ვასკულიტი.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ : ძალიან იშვიათად - სანერწყვე ჯირკვლების მწვავე შეშუპება; სიხშირე უცნობია - მწვავე პანკრეატიტი.
ღვიძლისა და ნაღველმდენი გზების მხრივ : ძალიან იშვიათად - ქოლესტაზური სიყვითლე, ტოქსიკური ჰეპატიტი (როგორც წესი, ზემოთ აღნიშნული არასასურველი რეაქციების სიმპტომები ქრება სამკურნალო საშუალების მოხსნის შემდეგ; თიამაზოლით მკურნალობის დროს ქოლესტაზის კლინიკურად არ გამოვლენილი სიმპტომები აუცილებლად უნდა დიფერენცირდებოდეს ჰიპერთირეოზით განპირობებული დარღვევებისაგან, მაგალითად სისხლში γ - გლუტამილტრანსფერაზისა და ტუტე ფოსფატაზის ან მისი ძვლის იზოფერმენტის დონის აწევა ).
კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ : ძალიან ხშირად - სხვადასხვა ხარისხით გამოხატული ალერგიული კანისმიერი რეაქციები, მაგალითად, ქავილი, გამონაყარი, ჭინჭრის ციება ( უმეტეს შემთხვევებში უმნიშვნელოდაა გამოხატული და, როგორც წესი, ქრებიან თერაპიის გაგრძელებისას ); ძალიან იშვიათად - კანისმიერი ალერგიების მძიმე ფორმები, მათ შორის გენერალიზირებული დერმატიტი, ალოპეცია, მედიკამენტოზურად ინდუცირებული წითელი მგლურა.
ძვალკუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ: ხშირად - ართრალგია (შეიძლება ვითარდებოდეს თანდათან და გამოვლინდეს რამოდენიმე თვიანი თერაპიის შემდეგაც კი).
ზოგადი დარღვევები და დარღვევები შეყვანის ადგილზე : იშვიათად - მედიკამენტოზური ციებ-ცხელება.
ბავშვები და მიზარდები
არასასურველი რეაქციების აღმოცენების სიხშირე, ტიპი და სიმძიმე შეესაბამება ასეთივე მონაცემებს ზრდასრულებში. ძალიან იშვიათ შემთხვევებში როგორც ზრდასრულებში, ასევე ბავშვებში და მოზარდებში აღინიშნებოდა ჰიპერმგრძნობელობის მძიმე კანისმიერი რეაქციების განვითარების შემთხვევები, ისეთების, როგორიცაა გენერალიზირებული დერმატიტი, სტივენ- ჯონსონის სინდრომის ჩათვლით.
შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ სამკურნალო საშუალების რეგისტრაციის შემდგომ მნიშვნელოვანია შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების თაობაზე. თუ პაციენტს გამოუვლინდა სერიოზული არასასურველი რეაქცია სამკურნალო საშუალებაზე ან ახალი არასასურველი რეაქციის აღნიშვნის შემთხვევაში, რომელიც ამ ნაწილში აღწერილი არ არის, გთხოვთ ინფორმირება მოახდინოთ ფარმაკოზედამხედველობის ეროვნული სისტემის შესაბამისად.
განსაკუთრებული მითითებები
თიამაზოლი არ გამოიყენება პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აღენიშნებოდათ უმნიშვნელოდ გამოხატული ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (მაგალითად, ალერგიული გამონაყარი, ქავილი).
იმ პაციენტებს, რომლებსაც მნიშვნელოვნად აქვთ გადიდებული ფარისებრი ჯირკვალი და აღენიშნებათ ტრაქეის შევიწროვება, სამკურნალო პრეპარატით თერაპია შეიძლება ჩატარდეს მხოლოდ დროის მცირე მონაკვეთში ჩიყვის გადიდების რისკთან დაკავშირებით, ამასთან აუცილებელია უზრუნველყოფილი იყოს ზედმიწევნითი მეთვალყურეობა პაციენტებზე.
ვასკულიტი
ვასკულიტის სიმპტომების გამოვლინებისას სამკურნალო პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს ( აუცილებლობის შემთხვევაში ). როგორც წესი, ვასკულიტის სიმპტომები შექცევადია და ქრება თერაპიის შეწყვეტის შემდეგ.
მიელოტოქსიკურობა
არსებობს შეტყობინებები, რომ პაციენტებს, რომლებიც ღებულობდნენ თიამაზოლით თერაპიას, 0,3 – 0,6% შემთხვევებში აღენიშნათ აგრანულოციტოზი, ამიტომ სამკურნალო საშუალების გამოყენების დაწყებამდე პაციენტები უნდა იყვნენ ინფორმირებულები იმ სიმპტომების შესახებ, რომლებიც დაკავშირეულია ზემოთ აღნიშნული არასასურველი რეაქციის განვითარებასთან (სტომატიტი, ფარინგიტი, სხეულის ტემპერატურის აწევა).
როგორც წესი, აგრანულოციტოზი თიამაზოლით თერაპიის პირველ რამოდენიმე კვირაში იჩენს თავს, თუმცა ის შეიძლება განვითარდეს სამკურნალო საშუალების გამოყენების დაწყებიდან რამოდენიმე თვის შემდეგ, აგრეთვე მკურნალობის განმეორებითი კურსის დროს. რეკომენდებულია თიამაზოლით მკურნალობის დაწყებამდე და მის შემდეგ სისხლის მაჩვენებლების ზედმიწევნითი მონიტორინგის ჩატარება, განსაკუთრებით იმ შემთხვევბში, როცა პაციენტს უკვე ჰქონდა დიაგნოსტირებული გრანულოციტოპენიის მსუბუქი ფორმა.
ზემოთაღნიშნული სიმპტომების აღმოცენების დროს, განსაკუთრებით მკურნალობის პირველ რამოდენიმე კვირაში, პაციენტმა მაშინვე უნდა მიმართოს ექიმს სისხლის ანალიზის შემდგომი ჩატარების მიზნით. აგრანულოციტოზის დადასტურების შემთხვევაში თიამაზოლის მიღება უნდა შეწყდეს.
სხვა არასასურველი რეაქციები, რომლებიც დაკავშირებულია მიელოტოქსიურ მოქმედებასთან, თიამაზოლის რეკომენდებული დოზების გამოყენებისას იშვიათად აღინიშნება. მსგავსი რეაქციები ხშირადაა რეგისტრირებული სამკურნალო საშუალების მაღალი დოზების ( დაახლოებით 120 მგ დღე-ღამეში ) გამოყენების დროს. სამკურნალო საშუალების ასეთი დოზებით გამოყენება შეიძლება მხოლოდ განსაკუთრებული ჩვენებების შემთხვევაში (დაავადების მძიმე ფორმა, თირეოტოქსიკური კრიზი ). ძვლის ტვინის ფუნქციის დათრგუნვისას თიამაზოლით თერაპია უნდა შეწყდეს და აუცილებლობის შემთხვევაში ჩატარდეს მკურნალობა ანტითირეოიდული საშუალებით სხვა ფარმაკოლოგიური ჯგუფუდან.
მწვავე პანკრეატიტი
პოსტმარკეტინგულ პერიოდში არის შეტყობინებები მწვავე პანკრეატიტის განვითარებისა იმ პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ თერაპიას თიამაზოლით ან კარბიმაზოლით (თიამაზოლის წინამორბედი). მწვავე პანკრეატიტის განვითარებისას თიამაზოლით მკურნალობა მაშინვე უნდა შეწყდეს. სამკურნალო საშუალების გამოყენება უკუნაჩვენებია პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აღენიშნებათ თიამაზოლით ან კარბიმაზოლით (თიამაზოლის წინამორბედი ) თერაპიასთან დაკავშირებული მწვავე პანკრეატიტი, რადგან სამკურნალო საშუალების განმეორებითი გამოყენების დროს შეიძლება ადგილი ჰქონდეს დაავადების მწვავე რეციდივს (პანკრეატიტის სიმპტომები ვითარდება დროის მოკლე მონაკვეთში).
ფერტილობის ასაკის ქალები, ორსულობის პერიოდი
ფერტილობის ასაკის ქალებმა უნდა გამოიყენონ კონტრაცეპციის საიმედო მეთოდები.
სამკურნალო საშუალების გამოყენება ორსულ ქალებში შესაძლებელია სარგებელი /რისკის შეფარდების ინდივიდუალურად შეფასების შემდეგ. თიამაზოლი ორსულ ქალებში უნდა გამოიყენებოდეს მინიმალური ეფექტური დოზით, ამასთანავე არ შეიძლება ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების ერთდროული მიღება. თიამაზოლით თერაპიის დროს რეკომენდებულია დედის, ნაყოფისა და ახალშობილის ჯანმრთელობის მდგომარეობის ზედმიწევნითი მონიტორინგის ჩატარება.
ჰიპერთირეოზის კონტროლი
თიამაზოლის მაღალ დოზებში გამოყენების დროს შეიძლება აღინიშნოს სუბკლინიკური ან კლინიკური სიმპტომების განვითარების სტადიის ჰიპერთირეოზი და ჩიყვის ზრდა ( სისხლში თტჰ-ს კონცენტრაციის მატების ხარჯზე ). ამიტომ პაციენტებში ეუთირეოიდული მეტაბოლური სტატუსის მიღწევის შემთხვევაში უნდა შემცირდეს სამკურნალო საშუალების დოზა და საჭიროების შემთხვევაში დამატებით იქნას გამოყენებული ლევოთიროქსინი. მსგავს სიტუაციებში არ არის რეკომენდებული თიამაზოლის მთლიანად მოხსნა და მხოლოდ ლევოთიროქსინის გამოყენების გაგრძელება.
ჩიყვის ზრდა თიამაზოლის გამოყენებისას, თტჰ-ს სეკრეციის ინჰიბირების მიუხედავად, უნდა განიხილებოდეს როგორც შედეგი ძირითადი დაავადებისა, რომელიც არ ნიველირდება ლევოთიროქსინით დამატებითი თერაპიისას.
თტჰ-ს ნორმალური დონის მიღწევა ძალზე მნიშვნელოვანია ენდოკრინული ორბიტოპათიის რისკის განვითარებისა ან მისი მიმდინარეობის გაუარესების მინიმიზაციისათვის. ამის და მიუხედავად, ზემოთ აღნიშნული გართულება ხშირად ჩნდება ფარისებრი ჯირკვლის დაავადების მსვლელობისგან დამოუკიდებლად, რაც არ წარმოადგენს მკურნალობის ადექვატური სქემის შეცვლის საფუძველს და აგრეთვე არ უნდა განიხილებოდეს, როგორც არასასურველი რეაქცია მართებულად ჩატარებულ თერაპიაზე.
პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ თერაპიას ანტითირეოიდული საშუალებებით, იშვიათად აღინიშნებოდა გვიანი ჰიპოთირეოზი, რომელიც არ მოითხოვდა დამატებითი აბლაციის ჩატარებას. სავარაუდოდ, ეს მდგომარეობა არ არის არასასურველი რეაქცია, რომელიც დაკავშირებულია ანტითირეოიდული საშუალებების გამოყენებასთან, არამედ განპირობებულია ფარისებრი ჯირკვლის პარენქიმაში მიმდინარე ანთებით და დესტრუქციულ პროცესებით, რომლებიც დაკავშირებულია ძირითად დაავადებასთან.
თიამაზოლით თერაპიის ფონზე ენერგიის მოხმარების პათოლოგიური მატება, რომელიც დაკავშირებულია ჰიპერთირეოზთან, ქვეითდება, რის შედეგადაც პაციენტებს შეიძლება აღენიშნოთ სხეულის მასის მომატება (როგორც წესი, სასურველი). პაციენტებს უნდა მიეწოდოს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ კლინიკური სტატუსის გაუმჯობესებასთან ერთად ენერგეტიკული ბალანსიც მოვა ნორმაში.
დამხმარე ნივთიერებები
მეთირონი შეიცავს ლაქტოზას, ამიტომ პაციენტებმა იშვიათი მემკვიდრეობითი დაავადებებით, რომლებიც ხასიათდებიან გალაქტოზის აუტანლობით, ლაქტოზას უკმარისობით ან გლუკოზა-გალაქტოზის მალაბსორბციით, აღნიშნული პრეპარატი არ უნდა მიიღონ.
მეთირონი შეიცავს 1 მმოლ-ზე(23მგ) ნაკლებ ნატრიუმს ერთ ტაბლეტში, ე.ი. პრაქტიკულად „ არ შეიცავს ნატრიუმს“.
ზემოქმედება ავტოტრანსპორტის ტარების და მექანიზმების მართვის უნარზე
თიამაზოლი არ ახდენს ზეგავლენას ავტოტრანსპორტისა და მექანზმების მართვის უნარზე.
ფერტილობა, გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის დროს
რეპროდუქციული ასაკის ქალები
რეპროდუქციული ასაკის ქალებმა მკურნალობის პერიოდში უნდა გამოიყენონ კონტრაცეფციის საიმედო მეთოდები.
ორსულობა
ორსულობის პერიოდში უნდა ჩატარდეს ჰიპერთირეოზის სათანადო მკურნალობა, რომელიც მიზნად ისახავს ქალში და ნაყოფში მძიმე გართულებების თავიდან აცილებას.
თიამაზოლს შეუძლია ადამიანის პლაცენტარული ბარიერის გადალახვა.
ეპიდემიოლოგიურ გამოკვლევებსა და სპონტანურ შეტყობინებებზე დაყრდნობით ივარაუდება, რომ თიამაზოლის გამოყენებამ ქალებში ორსულობის დროს, განსაკუთრებით ორსულობის პირველ ტრიმესტრში და მაღალ დოზებში, შეიძლება გამოიწვიოს განვითარების თანდაყოლილი მანკები.
დაფიქსირდა შემდეგი ანომალიები: კანის თანდაყოლილი აპლაზია, განვითარების ქალა-სახის მანკები (ქოანების ატრეზია, სახის დისმორფიზმი), ომფალოცელე, საყლაპავის ატრეზია, ომფალომეზენტერიალური სადინარის ანომალია და პარკუჭშორის ტიხრის დეფექტი .
თიამაზოლის გამოყენება ქალებში ორსულობის დროს შეიძლება მხოლოდ შეფარდება სარგებელი/რისკის ინდივიდუალურად და გულდასმით შეფასების შემდეგ და მხოლოდ მინიმალური ეფექტური დოზით, აგრეთვე არ შეიძლება ამავე დროს ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების გამოყენება. თიამაზოლით თერაპიისას რეკომენდებულია დედის, ნაყოფისა და ახალშობილის ჯანმრთელობის მდგომარეობის ზედმიწევნითი მონიტორინგი.
ლაქტაცია
თიამაზოლი გამოიყოფა დედის რძეში. თიამაზოლის კონცენტრაციამ დედის რძეში შეიძლება მიაღწიოს სამკურნალო საშუალების კონცენტრაციის დონეს ქალის სისხლის შრატში, ამიტომ არსებობს ჰიპორთირეოზის განვითარების რისკი ძუძუთ კვებაზე მყოფ ბავშვში.
ქალებში ძუძუთი კვების პერიოდში თიამაზოლის გამოყენება შეიძლება მხოლოდ დაბალი დოზებით (სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 10 მგ ), ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების გამოყენება ამავე დროს არ შეიძლება.
აუცილებელია ძუძუთ კვებაზე მყოფი ბავშვის ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის რეგულარული კონტროლი.
სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება
იოდის დეფიციტი ამაღლებს ფარისებრი ჯირკვლის მგრძნობელობას თიამაზოლის მოქმედების მიმართ, იოდის სიჭარბე, თავის მხრივ, ამცირებს ფარისებრი ჯირკვლის მგრძნობელობას სამკურნალო საშუალების მოქმედების მიმართ. თიამაზოლის სხვა სამკურნალო საშუალებებთან პირდაპირი ურთიერთქმედების შესახებ ცნობები არ არის. ამის მიუხედავად, მხედველობაში უნდა იყოს მიღებული ის, რომ სხვა სამკურნალო საშუალებების მეტაბოლიზმისა და ორგანიზმიდან გამოყოფის სიჩქარე ჰიპერთირეოზის დროს შეიძლება გაიზარდოს; ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის ნორმალიზებისას ზემოთ აღნიშნული პარამეტრების ცვლილებები ნიველირდება. მსგავს შემთხვევებში შეიძლება აუცილებელი გახდეს სამკურნალო საშუალებების დოზების კორექცია.
დადგენილია, რომ ჰიპერთირეოზის კორექციის დროს პაციენტებს აღენიშნებათ ანტიკოაგულანტების მიმართ მომატებული მგრძნობელობის ნორმალიზაცია.
თიამაზოლის მედიკამენტოზური ურთიერთქმედების კვლევები ბავშვებსა და მოზარდებში არ ჩატარებულა.
დოზის გადაჭარბება
სამკურნალო საშუალების დოზის გადაჭარბებას თან ახლავს ჰიპოთირეოზის განვითარება შესაბამისი სიმპტომებით, როგორიცაა მეტაბოლიზმის სიჩქარის დაქვეითება და ჰიპოფიზის წინა წილის აქტივაცია უკუკავშირის მექანიზმის მიხედვით, რაც განაპირობებს შემდგომში ფარისებრი ჯირკვლის ზომებში გაზრდას. ზემოთ ხსენებული ცვლილებების განვითარების თავიდან ასაცილებლად იმ პერიოდში, როცა პაციენტის უეთირეოიდული მეტაბოლური სტატუსი მიღწეულია, თიამაზოლის დოზა უნდა შემცირდეს და, აუცილებლობის შემთხვევაში, დამატებით იქნას გამოყენებული ლევოთიროქსინი. ნეგატიური შედეგები, რომლებიც დაკავშირებულია თიამაზოლის მაღალი დოზებით შემთხვევით პერორალურ მიღებასთან, არ არის ცნობილი.
გამოშვების ფორმა
აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.
25 ტაბლეტი ბლისტერში.
2 ბლისტერი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები
ინახება არაუმეტეს 25˚C ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!
ვარგისობის ვადა
4 წელი წარმოების თარიღიდან .
არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
აფთიაქიდან გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
წარმოებულია
„ვორლდ მედიცინ ილაჩ სან. ვე ტიჯ. ა.შ.-ს მეირ „ თურქეთი
( 15 თემმუზ მაჰ. ჯამი იოლუ ჯად. N 50 გიუნეშლი ბაგჯილარ /სტამბოლი)
“WORLD MEDICINE İLAÇ SAN. VE TİC. А.Ş.”, TURKEY
(15 Temmuz Mah. Cami Yolu Cad. No: 50 Güneşli Bağcılar / İstanbul).
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.