პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
თიროიდული თერაპია

თიროზოლი

Thyrozol®

რეცეპტით10მგინსტრუქცია ქართულადგერმანია
რისთვის გამოიყენება

პრეპარატი თიროზოლი® შეიცავს აქტიურ ნივთიერებას თიამაზოლს, რომელიც მიეკუთვნება „ანტითირეოიდული აგენტის“ ჯგუფს. ის აკონტროლებს ფარისებრი ჯირკვალში ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების გაზრდილ გამომუშავებას, გამომწვევი მიზეზის მიუხედავად. ჩვენებები: • თირეოტოქსიკოზი; • თირეოტოქსიკოზის ქირურგიული მკურნალობისთვის მომზადება; …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
თიამაზოლი (thiamazole)
ფორმა და შეფუთვა
10მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №50 (2X25)
მწარმოებელი
Merck Healthcare KGaA, გერმანია
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
თიროიდული თერაპია, იმიდაზოლის წარმოებულები გოგირდის შემცველობით
ATC კოდი
H03BB02
რეგისტრაციის ნომერი
რ-042264
რეგისტრირებულია
24 ოქტომბერი 2024, მოქმედებს 24 ოქტომბერი 2029-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
Acino Pharma AG (შვეიცარია)
განმცხადებელი
სს ასინო ფარმა ეი ჯი-ს (შვეიცარიის კონფედერაცია) წარმომადგენლობა საქართველოში
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებათიროზოლი და სხვა წამალი ერთად

თიროზოლი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

პრეპარატი თიროზოლი® შეიცავს აქტიურ ნივთიერებას თიამაზოლს, რომელიც მიეკუთვნება „ანტითირეოიდული აგენტის“ ჯგუფს. ის აკონტროლებს ფარისებრი ჯირკვალში ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების გაზრდილ გამომუშავებას, გამომწვევი მიზეზის მიუხედავად.

ჩვენებები:

  • თირეოტოქსიკოზი;
  • თირეოტოქსიკოზის ქირურგიული მკურნალობისთვის მომზადება;
  • თირეოტოქსიკოზის რადიოაქტიური იოდით მკურნალობისთვის მომზადება;
  • თერაპია რადიოაქტიური იოდის მოქმედების ლატენტური პერიოდის განმავლობაში, რომელიც ტარდება რადიოაქტიური იოდის მოქმედების დაწყებამდე (4-6 თვის განმავლობაში);
  • გამონაკლის შემთხვევებში – თირეოტოქსიკოზის ხანგრძლივი შემანარჩუნებელი თერაპია, როდესაც რადიკალური მკურნალობა შეუძლებელია ზოგადი მდგომარეობის გამო ან ინდივიდუალური მიზეზების გამო;
  • თირეოტოქსიკოზის პროფილაქტიკა იოდის პრეპარატების დანიშვნისას (იოდის შემცველი რადიოკონტრასტული საშუალებების გამოყენების შემთხვევების ჩათვლით) ლატენტური თირეოტოქსიკოზის, ავტონომიური ადენომების ან თირეოტოქსიკოზის ანამნეზში არსებობისას.

მიღების წესი და დოზირება

დღიური დოზა ინიშნება ერთ მიღებაზე ან იყოფა ორ ან სამ ერთჯერად დოზად. მკურნალობის დასაწყისში ერთჯერადი დოზები მიიღება დღის განმავლობაში მკაცრად განსაზღვრულ დროს.

შემანარჩუნებელი დოზა უნდა მიიღოთ ერთ მიღებად საუზმის შემდეგ.

თირეოტოქსიკოზი

დაავადების სიმძიმის მიხედვით, პრეპარატი თიროზოლი® 20-40 მგ/დღეში ინიშნება 3-6 კვირის განმავლობაში. ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის ნორმალიზაციის შემდეგ (ჩვეულებრივ 3-8 კვირის შემდეგ), გადადიან 5-20 მგ/დღეში შემანარჩუნებელ დოზაზე. ამ დროიდან მოყოლებული რეკომენდებულია ლევოთიროქსინ ნატრიუმის დამატებითი მიღება.

თირეოტოქსიკოზის ქირურგიული მკურნალობისთვის მოსამზადებლად

ინიშნება პრეპარატ თიროზოლის® 20-40 მგ/დღეში, სანამ არ მიიღწევა ეუთირეოიდული მდგომარეობა. ამ დროიდან რეკომენდებულია ლევოთიროქსინ ნატრიუმის დამატებითი მიღება.

ქირურგიული ოპერაციისთვის მოსამზადებლად საჭირო დროის შესამცირებლად, დამატებით ინიშნება ბეტა-ბლოკატორები და იოდის პრეპარატები.

რადიოაქტიური იოდით მკურნალობისთვის მოსამზადებლად

ინიშნება პრეპარატ თიროზოლის® 20-40 მგ/დღეში, სანამ არ მიიღწევა ეუთირეოიდული მდგომარეობა.

თერაპია რადიოაქტიური იოდის მოქმედების ლატენტური პერიოდის განმავლობაში

დაავადების სიმძიმის მიხედვით, ინიშნება პრეპარატ თიროზოლის® 5-20 მგ/დღეში, სანამ რადიოაქტიური იოდის მოქმედება არ დაიწყება (4-6 თვე).

ხანგრძლივი ანტითირეოიდული შემანარჩუნებელი თერაპია

პრეპარატ თიროზოლის® 1.25-2.5-10 მგ/დღეში, ნატრიუმის ლევოთიროქსინის მცირე დოზების დამატებითი მიღებით. თირეოტოქსიკოზის მკურნალობისას თერაპიის ხანგრძლივობა 1.5-დან 2 წლამდეა.

თირეოტოქსიკოზის პროფილაქტიკა იოდის პრეპარატების დანიშვნისას (მათ შორის იოდის შემცველი რადიოკონტრასტული საშუალებების გამოყენების შემთხვევები)

ლატენტური თირეოტოქსიკოზის, ავტონომიური ადენომების ან თირეოტოქსიკოზის ანამნეზში არსებობისას, იოდის შემცველი საშუალებების მიღებამდე 8-10 დღის განმავლობაში ინიშნება პრეპარატ თიროზოლის® 10-20 მგ/დღეში და კალიუმის პერქლორატის 1 გ დღეში.

ორსული ქალები

ორსულ ქალებს ენიშნებათ ყველაზე დაბალი შესაძლო დოზები: ერთ მიღებაზე - 2.5 მგ, დღიური - 10 მგ.

პაციენტები ღვიძლის ფუნქციის დარღვევით

პრეპარატის მინიმალური ეფექტური დოზა ინიშნება მკაცრი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ.

თირეოტოქსიკოზის მქონე პაციენტების ქირურგიული ოპერაციისთვის მომზადებისას

პრეპარატით მკურნალობა ტარდება ეუთირეოიდული მდგომარეობის მიღწევამდე, ოპერაციის დაგეგმილ დღემდე 3-4 კვირით ადრე (ზოგიერთ შემთხვევაში - უფრო დიდხანს) და მთავრდება მის წინა დღეს.

გამოყენება ბავშვებში

3-დან 17 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის პრეპარატი თიროზოლი® ინიშნება საწყისი დოზით 0.3-0.5 მგ/კგ სხეულის წონაზე, რომელიც იყოფა ორ ან სამ თანაბარ დოზად დღეში. 80 კგ-ზე მეტი წონის ბავშვებისთვის მაქსიმალური რეკომენდებული დოზაა 40 მგ/დღეში.

შემანარჩუნებელი დოზა: 0.2-0.3 მგ/კგ სხეულის წონაზე დღეში. საჭიროების შემთხვევაში, შეიძლება დაემატოს ნატრიუმის ლევოთიროქსინი.

მიღების გზა და/ან მეთოდი

ტაბლეტები უნდა მიიღოთ პერორალურად ჭამის შემდეგ, დაღეჭვის გარეშე, საკმარისი რაოდენობის სითხესთან ერთად.

თუ მიიღეთ პრეპარატ თიროზოლი®-ის საჭიროზე მეტი დოზა

თუ შემთხვევით მიიღეთ დანიშნულზე მაღალი დოზა, პრობლემა არ შეგექმნებათ. თუ მიიღეთ დანიშნულზე მაღალი დოზა, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, როგორც კი შეამჩნევთ ამას. შეიძლება განიცადოთ ისეთი სიმპტომები, როგორიცაა სიცივის აუტანლობა, სისუსტე, კანის სიმშრალე, ყაბზობა, წონის მატება, გულისცემის შენელება და ჩიყვის ზრდა. ექიმს შეიძლება დასჭირდეს პრეპარატ თიროზოლის® დოზის კორექტირება ან ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების დანიშვნა ჩიყვის ზრდის პრევენციისთვის.

თუ დაგავიწყდათ პრეპარატ თიროზოლის® მიღება

არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული ტაბლეტის ასანაზღაურებლად, არამედ მიიღეთ ჩვეულებრივი დოზა მეორე დღეს.

თუ გაქვთ რაიმე შეკითხვები პრეპარატის გამოყენების შესახებ, მიმართეთ ექიმს.

უკუჩვენებები

  • გაქვთ ჰიპერმგრძნობელობა თიამაზოლის, თიოშარდოვანას წარმოებულების და/ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ, რომლებიც ჩამოთვლილია ფურცელ-ჩანართის მე-6 ნაწილში;
  • თქვენ გქონდათ აგრანულოციტოზი (პათოლოგიური მდგომარეობა, რომელშიც აღინიშნება ლეიკოციტების დონის დაქვეითება გრანულოციტების და მონოციტების გამო, ზრდის ორგანიზმის მგრძნობელობას ბაქტერიული და სოკოვანი ინფექციების მიმართ) წინა თერაპიის დროს კარბიმაზოლით ან თიამაზოლით;
  • გაქვთ გრანულოციტოპენია (იმუნურ პასუხში მონაწილე სისხლის ელემენტების შემცირება) (მათ შორის ანამნეზში);
  • გაქვთ ქოლესტაზი (სინდრომი, რომელიც ხასიათდება ნაღველის ნაწლავში არასაკმარისი სეკრეციით, სანაღვლე სადინარებში მისი დაგროვებით და ნაღვლის ყველა ან ცალკეული კომპონენტების სისხლში შესაძლო მოხვედრით);
  • ხართ ორსულად და იღებთ ნატრიუმის ლევოთიროქსინს;
  • ადრე გქონიათ ძვლის ტვინის დაზიანება თიამაზოლით ან კარბიმაზოლით მკურნალობის შემდეგ;
  • ანამნეზში თიამაზოლის ან კარბიმაზოლის გამოყენების შედეგად გაქვთ მწვავე პანკრეატიტი (პანკრეასის ანთება);
  • ანამნეზში გაქვთ მსუბუქი სიმძიმის ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (მაგ. ალერგიული გამონაყარი, ქავილი).

სიფრთხილის ზომები

პრეპარატ თიროზოლის® გამოყენებამდე მიმართეთ მკურნალ ექიმს.

გაესაუბრეთ თქვენს ექიმს, თუ ადრე გქონიათ მსუბუქი ალერგიული რეაქციები თიამაზოლზე, როგორიცაა ალერგიული გამონაყარი ან ქავილი. ექიმი გადაწყვეტს, შეგიძლიათ თუ არა მიიღოთ პრეპარატი თიროზოლი®.

მიმართეთ თქვენს ექიმს, თუ გაქვთ დიდი ზომის ჩიყვი (კისრის წინა ნაწილის შეშუპება), რომელიც ართულებს სუნთქვას, რადგან პრეპარატ თიროზოლით® მკურნალობის დროს ჩიყვი შეიძლება გაიზარდოს. ექიმმა შეიძლება გადაწყვიტოს პრეპარატ თიროზოლის® დანიშვნა მხოლოდ შეზღუდული დროით და რეგულარულად შეგამოწმებთ მკურნალობის დროს.

დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ექიმს, თუ გაქვთ ისეთი სიმპტომები, როგორიცაა ცხელება, სისუსტე, წონის დაკლება, კუნთებისა და სახსრების ტკივილი. ეს შეიძლება იყოს სისხლძარღვების ანთების (ვასკულიტი) ნიშნები, ამ შემთხვევაში ექიმმა, საჭიროების შემთხვევაში, შეიძლება შეწყვიტოს მკურნალობა. ეს სიმპტომები, როგორც წესი, შექცევადია მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ.

დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ექიმს, თუ გაქვთ ისეთი სიმპტომები, როგორიცაა პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთება, ყელის ტკივილი ან ცხელება. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს სისხლის გარკვეული უჯრედების რაოდენობის მკვეთრი შემცირებით (აგრანულოციტოზი). ეს შეიძლება განვითარდეს, განსაკუთრებით მკურნალობის პირველ კვირებში და შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული შედეგები.

დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს, თუ გაქვთ სიცხე ან მუცლის ტკივილი, რაც შეიძლება იყოს პანკრეასის ანთების (მწვავე პანკრეატიტი) ნიშნები. შეიძლება დაგჭირდეთ პრეპარატ თიროზოლის® მიღების შეწყვეტა.

პრეპარატ თიროზოლმა® შეიძლება ზიანი მიაყენოს ნაყოფს. თუ შესაძლებელია რომ დაორსულდეთ, მკურნალობის დაწყების მომენტიდან და მკურნალობის დროს გამოიყენეთ საიმედო კონტრაცეფცია.

თუ გაქვთ ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების ჭარბი გამომუშავების განსაკუთრებით მძიმე ფორმა, შეიძლება დაგჭირდეთ პრეპარატ თიროზოლის® ძალიან მაღალი დოზების მიღება (დღეში 120 მგ-ზე მეტი). ამ შემთხვევაში, ექიმი დროდადრო ჩაგიტარებთ სისხლის ანალიზებს, რადგან შესაძლებელია თქვენი ძვლის ტვინის დაზიანება. თუ ეს მოხდება, ექიმმა შეიძლება გადაწყვიტოს მკურნალობის შეწყვეტა და, საჭიროების შემთხვევაში, დაგინიშნოთ სხვა პრეპარატი.

თუ პრეპარატ თიროზოლით® მკურნალობის დროს ჩიყვი იზრდება ან თუ თქვენი ფარისებრი ჯირკვალი არასაკმარისად აქტიურია, ექიმს შეიძლება დასჭირდეს პრეპარატ თიროზოლის® დოზის შემოწმება. თუმცა, ასეთი მდგომარეობები შეიძლება ასევე განვითარდეს, თქვენი დაავადების ბუნებრივი მიმდინარეობის გამო. ასევე შეიძლება განვითარდეს ან გაუარესდეს თვალის დაავადების გარკვეული ტიპი (ენდოკრინული ორბიტოპათია), რაც არ არის დაკავშირებული პრეპარატ თიროზოლით® მკურნალობასთან.

პრეპარატ თიროზოლით® მკურნალობის დროს შესაძლებელია წონის მატება. ეს თქვენი ორგანიზმის ნორმალური რეაქციაა. პრეპარატი თიროზოლი® გავლენას ახდენს ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონებზე, რომლებიც აკონტროლებენ ენერგიის მოხმარებას.

ბავშვები და მოზარდები

პრეპარატი უკუნაჩვენებია 3 წლამდე ასაკის ბავშვებში.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

აცნობეთ მკურნალ ექიმს, თუ იღებთ, ბოლო დროს იღებდით ან შეიძლება მიიღოთ სხვა მედიკამენტები.

აცნობეთ ექიმს, თუ იღებთ შემდეგ მედიკამენტებს:

  • იოდის შემცველი რადიოკონტრასტული საშუალებები მაღალი დოზებით (თიამაზოლის ეფექტი შეიძლება შესუსტდეს);
  • საგულე გლიკოზიდები (მაგ. დიგოქსინი და დიგიტოქსინი) - ერთდროული გამოყენებისას შეიძლება საჭირო გახდეს დიგოქსინისა და დიგიტოქსინის დოზის შემცირება;
  • ამინოფილინი (ბრონქოდილატატორი) - ერთდროული გამოყენებისას შეიძლება საჭირო გახდეს ამინოფილინის დოზის შემცირება;
  • ვარფარინი და სხვა ანტიკოაგულანტები - კუმარინისა და ინდანდიონის წარმოებულები - ერთდროული გამოყენებისას შეიძლება საჭირო გახდეს ვარფარინისა და სხვა ანტიკოაგულანტების დოზის გაზრდა;
  • ლითიუმის პრეპარატები, ბეტა-ბლოკატორები, რეზერპინი, ამიოდარონი (ზრდიან თიამაზოლის ეფექტს, საჭიროა დოზის კორექცია);
  • სულფონამიდები, მეტამიზოლ ნატრიუმი და მიელოტოქსიკური პრეპარატები (თიამაზოლთან ერთდროული გამოყენებისას იზრდება ლეიკოპენიის განვითარების რისკი);
  • ლეიკოგენი (ლეიკოპოეზის სტიმულატორი), ფოლიუმის მჟავა (ვიტამინი) - თიამაზოლთან ერთდროული გამოყენებისას ამცირებენ ლეიკოპენიის განვითარების რისკს;
  • გენტამიცინი (ანტიბიოტიკი, აძლიერებს თიამაზოლის ანტითირეოიდულ ეფექტს).

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას, ამ პრეპარატის გამოყენებამდე მიმართეთ მკურნალ ექიმს.

თიროზოლმა® შეიძლება ზიანი მიაყენოს ნაყოფს.

თუ შესაძლებელია რომ დაორსულდეთ, მკურნალობის დაწყების მომენტიდან და მკურნალობის დროს გამოიყენეთ საიმედო კონტრაცეფცია.

თუ პოტენციური სარგებელი აღემატება თქვენთვის და თქვენი ნაყოფისთვის პოტენციურ რისკს, შესაძლოა საჭირო გახდეს თიროზოლით® მკურნალობის გაგრძელება ორსულობის დროს.

საჭიროების შემთხვევაში, ძუძუთი კვების დროს თიამაზოლით თერაპია შეიძლება გაგრძელდეს. ამ შემთხვევაში, ექიმი შეგირჩევთ პრეპარატის საჭირო დოზას.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

პრეპარატი თიროზოლი® არ მოქმედებს სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

პრეპარატი თიროზოლი® შეიცავს ლაქტოზას

პრეპარატი თიროზოლი® შეიცავს ლაქტოზას. პაციენტებმა, რომლებსაც აქვთ იშვიათი მემკვიდრეობითი პრობლემები, როგორიცაა გალაქტოზის აუტანლობა, ლაქტაზას დეფიციტით გამოწვეული ლაქტოზის აუტანლობა ან გლუკოზა-გალაქტოზის მალაბსორბციის სინდრომი, არ უნდა მიიღონ ეს პრეპარატი.

პრეპარატი თიროზოლი® შეიცავს ნატრიუმს

პრეპარატი თიროზოლი® შეიცავს ნატრიუმს: 2 მგ თითო ტაბლეტში. ეს გასათვალისწინებელია, თუ თქვენ იცავთ დიეტას ნატრიუმის შეზღუდვით.

  • პრეპარატ თიროზოლის® მიღება

პრეპარატი ყოველთვის მიიღეთ მკურნალი ექიმის რეკომენდაციების სრული დაცვით. ეჭვის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.

გვერდითი მოვლენები

ყველა მედიკამენტის მსგავსად, ამ მედიკამენტმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, მაგრამ ისინი ყველას არ უვითარდება.

თუ შეამჩნევთ ქვემოთ ჩამოთვლილ რომელიმე გვერდით მოვლენას, შეწყვიტეთ პრეპარატ თიროზოლის® მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, შესაძლოა დაგჭირდეთ სამედიცინო დახმარება.

ძალიან ხშირი (შეიძლება აღენიშნებოდეს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანს)

სხვადასხვა სიმძიმის კანის ალერგიული რეაქციები (ქავილი, გამონაყარი, ჭინჭრის ციება).

შემთხვევათა უმეტესობაში, ისინი მსუბუქია და ხშირად ქრება თერაპიის გაგრძელებისას.

ხშირი (შეიძლება აღენიშნებოდეს 10-დან 1-მდე ადამიანს)

ნელა პროგრესირებადი ართრალგია ართრიტის კლინიკური ნიშნების გარეშე, რომელიც შეიძლება თანდათანობით განვითარდეს და გამოვლინდეს თერაპიის დაწყებიდან რამდენიმე თვის შემდეგაც კი.

არახშირი (შეიძლება აღენიშნებოდეს 100-დან 1-მდე ადამიანს)

აგრანულოციტოზი. მისი სიმპტომები შეიძლება გამოვლინდეს მკურნალობის დაწყებიდან რამდენიმე კვირის ან თვის შემდეგაც კი და შეიძლება საჭირო გახდეს პრეპარატის მიღების შეწყვეტა.

იშვიათი (შეიძლება აღენიშნებოდეს 1000-დან 1-ს)

გემოს შექცევადი ცვლილება, თავბრუსხვევა, წამლისმიერი ცხელება, სისუსტე, წონის მატება.

ძალიან იშვიათი (შეიძლება აღენიშნებოდეს 10000-დან 1-ზე მეტ ადამიანს)

გენერალიზებული ლიმფადენოპათია, თრომბოციტოპენია, პანციტოპენია, ინსულინის აუტოიმუნური სინდრომი ჰიპოგლიკემიით, ნევრიტი, პოლინეიროპათია, სანერწყვე ჯირკვლების მწვავე შეშუპება, ღებინება, ქოლესტაზური სიყვითლე და ტოქსიკური ჰეპატიტი, მძიმე ალერგიული რეაქციები (მათ შორის გენერალიზებული დერმატიტი), ალოპეცია, პრეპარატის მოქმედებით გამოწვეული წითელი მგლურა.

სიხშირე უცნობია (ხელმისაწვდომი მონაცემებით ვერ შეფასდება)

ვასკულიტი, მწვავე პანკრეატიტი.

გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინება

თუ პრეპარატ თიროზოლის® მიღების დროს შენიშნავთ რაიმე გვერდით რეაქციას, მიმართეთ ექიმს. ეს რეკომენდაცია ვრცელდება ნებისმიერ შესაძლო გვერდით რეაქციაზე, მათ შორის ისეთებზე, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ფურცელ-ჩანართში. ასევე შეგიძლიათ გვერდითი მოვლენების შესახებ პირდაპირ ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრი სახელმწიფოების ანგარიშგების სისტემის მეშვეობით გაავრცელოთ.

რუსეთის ფედერაცია

109012, ქ. მოსკოვი, სლავიანსკაიას მოედანი, სახლი 4, კორპუსი 1

ჯანდაცვაში ზედამხედველობის ფედერალური სამსახური (როსზდრავნადზორი) ტელეფონი: +7 (800) 550-99-03

ელ. ფოსტა: [email protected]

ვებ-გვერდი: https://roszdravnadzor.gov.ru

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინებით, თქვენ ხელს უწყობთ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მიღებას.

სომხეთის რესპუბლიკა

0051, ქ. ერევანი, კომიტასის გამზ. 49/5

სს „აკადემიკოს ე. გაბრიელიანის სახელობის მედიკამენტებისა და სამედიცინო ტექნოლოგიების ექსპერტიზის სამეცნიერო ცენტრი“

ტელეფონი: +374 10 20-05-05; +374 96 22-05-05

ელ. ფოსტა: [email protected]

http://www.pharm.am

ყაზახეთის რესპუბლიკა

010000, ქ. ასტანა, ბაიკონურის რაიონი, ა. იმანოვას ქუჩა, 13 (ძვ. „ნურსაულეტი 2“)

ყაზახეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო და ფარმაცევტული კონტროლის კომიტეტის „მედიკამენტებისა და სამედიცინო მოწყობილობების ექსპერტიზის ეროვნული ცენტრი“

ტელეფონი: +7 7172 78-98-28

ელ. ფოსტა: [email protected]

https://www.ndda.kz

ბელარუსიის რესპუბლიკა

მისამართი: 220037, მინსკი, ტოვარიშჩესკის ჩიხი 2ა

ბელარუსის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტრო

რესპუბლიკური უნიტარული საწარმო „ჯანდაცვის ექსპერტიზისა და ტესტირების ცენტრი“

ტელეფონი: +375 17 231-85-14

ფაქსი: +375 17 252-53-58

ელ. ფოსტა: [email protected]

ვებ-გვერდი: https://rceth.by

ყირგიზეთის რესპუბლიკა

ყირგიზეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს მედიკამენტებით უზრუნველყოფისა და სამედიცინო მოწყობილობების დეპარტამენტი

მისამართი: 720044, ქ. ბიშკეკი, მე-3 ხაზის ქ., 25

ტელ.: 0800 800-26-26

[email protected]

www.pharm.kg

  • პრეპარატ თიროზოლის® შენახვა

არ მიიღოთ პრეპარატი ბლისტერსა და მუყაოს კოლოფზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

შეინახეთ არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ჭარბი დოზა

სიმპტომები

პრეპარატის მაღალი დოზების ხანგრძლივი გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს სუბკლინიკური და კლინიკური ჰიპოთირეოზი, ასევე ფარისებრი ჯირკვლის ზომის ზრდა TSH დონის მომატების გამო. ამის თავიდან აცილება შესაძლებელია პრეპარატის დოზის შემცირებით ეუთირეოზის მიღწევამდე ან, საჭიროების შემთხვევაში, ლევოთიროქსინ ნატრიუმის დამატებით დანიშვნით. როგორც წესი, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის სპონტანური აღდგენა აღინიშნება პრეპარატ თიროზოლის მიღების შეწყვეტის შემდეგ.

თიამაზოლის ძალიან მაღალი დოზების მიღებამ (დაახლოებით 120 მგ დღეში) შეიძლება გამოიწვიოს მიელოტოქსიკური ეფექტების განვითარება. პრეპარატის ასეთი დოზები უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ განსაკუთრებული ჩვენებების დროს (დაავადების მძიმე ფორმები, თირეოტოქსიკური კრიზისი).

მკურნალობა

პრეპარატის შეწყვეტა, კუჭის ამორეცხვა, სიმპტომური თერაპია, საჭიროების შემთხვევაში, სხვა ჯგუფის ანტითირეოიდულ პრეპარატზე გადასვლა.

შემადგენლობა

პრეპარატი თიროზოლი® შეიცავს

პრეპარატ თიროზოლის® აქტიური ნივთიერებაა თიამაზოლი.

თიროზოლი®, 5 მგ, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.

თითოეული ტაბლეტი შეიცავს 5 მგ თიამაზოლს.

დამხმარე ნივთიერებებია:

კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, ნატრიუმის კარბოქსიმეთილის სახამებელი, მაგნიუმის სტეარატი, ჰიპრომელოზა 2910/15, ტალკი, ცელულოზის ფხვნილი, სიმინდის სახამებელი, ლაქტოზის მონოჰიდრატი.

აპკიანი გარსი:

რკინის ოქსიდის ყვითელი საღებავი, დიმეთიკონი 100, მაკროგოლი 400, ტიტანის დიოქსიდი, ჰიპრომელოზა 2910/15.

თიროზოლი®, 10 მგ, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.

თითოეული ტაბლეტი შეიცავს 10 მგ თიამაზოლს.

რკინის ოქსიდის ყვითელი საღებავი, რკინის ოქსიდის წითელი საღებავი, დიმეთიკონი 100, მაკროგოლი 400, ტიტანის დიოქსიდი, ჰიპრომელოზა 2910/15.

პრეპარატ თიროზოლის® გარეგნული სახე და შეფუთვის შიგთავსი

შენახვის პირობები

4 წელი.

  • 4. სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები შენახვისას

შეინახეთ არაუმეტეს 25 ºC ტემპერატურაზე.

  • 5. პირველადი შეფუთვის მახასიათებლები და შიგთავსი

10 ან 25 ტაბლეტი PVC/AL ბლისტერში; 2, 4, 5 ან 10 ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

  • 6. გამოყენებული სამკურნალო პროდუქტის ან გამოყენების შემდეგ მიღებული ნარჩენების განადგურების განსაკუთრებული ზომები

სამკურნალო პროდუქტი და სხვა მანიპულაციები პრეპარატთან

სპეციალური მოთხოვნები არ არსებობს.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ანტითირეოიდული საშუალება

ATC კოდი: H03BB02

მოქმედების მექანიზმი და ფარმაკოდინამიკური ეფექტები

ანტითირეოიდული პრეპარატი, რომელიც არღვევს ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების სინთეზს ფერმენტ პეროქსიდაზას ბლოკირებით, რომელიც მონაწილეობს ფარისებრ ჯირკვალში თირონინის იოდირებაში ტრიიოდო- და ტეტრაიოდთირონინის წარმოქმნით. ეს თვისება საშუალებას იძლევა თირეოტოქსიკოზის სიმპტომური თერაპიის ჩასატარებლად, გარდა ფარისებრი ჯირკვლის უჯრედების დაშლის შემდეგ ჰორმონების გამოთავისუფლებით გამოწვეული თირეოტოქსიკოზის შემთხვევებისა (რადიოაქტიური იოდით მკურნალობის ან თირეოიდიტის შემდეგ). თიამაზოლი არ მოქმედებს ფარისებრი ჯირკვლის ფოლიკულებიდან სინთეზირებული თირონინების გამოთავისუფლების პროცესზე. ეს ხსნის სხვადასხვა ხანგრძლივობის ლატენტურ პერიოდს, რომელიც შეიძლება წინ უძღოდეს სისხლის პლაზმაში T3 და T4 დონის ნორმალიზაციას, ანუ კლინიკური სურათის გაუმჯობესებას. ამცირებს ბაზალურ მეტაბოლიზმს, აჩქარებს ფარისებრი ჯირკვლიდან იოდიდების გამოდევნას, ზრდის ჰიპოფიზის მიერ ფარისებრი ჯირკვლის მასტიმულირებელი ჰორმონის სინთეზისა და სეკრეციის ორმხრივ აქტივაციას, რასაც შეიძლება თან ახლდეს ფარისებრი ჯირკვლის ზოგიერთი ჰიპერპლაზია. ერთჯერადი დოზის მოქმედების ხანგრძლივობა თითქმის 24 საათია.

  • 2. ფარმაკოკინეტიკური თვისებები

აბსორბცია

პერორალურად მიღებისას თიამაზოლი სწრაფად და თითქმის მთლიანად შეიწოვება. პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა 0.4-1.2 საათში.

განაწილება

ის პრაქტიკულად არ უკავშირდება სისხლის პლაზმის ცილებს. თიამაზოლის მცირე რაოდენობა გვხვდება დედის რძეში.

ბიოტრანსფორმაცია

თიამაზოლი გროვდება ფარისებრ ჯირკვალში, სადაც ნელა მეტაბოლიზდება. თიამაზოლი მეტაბოლიზდება თირკმელებსა და ღვიძლში.

გამოყოფა

კინეტიკა არ არის დამოკიდებული ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციურ მდგომარეობაზე. ნახევარგამოყოფის პერიოდი დაახლოებით 3-6 საათია.

პრეპარატი გამოიყოფა თირკმელებით და ნაღველით. თიამაზოლის 70% გამოიყოფა თირკმელებით 24 საათის განმავლობაში, ხოლო 7-12% გამოიყოფა უცვლელი სახით.

პაციენტთა სპეციალური ჯგუფები

პაციენტები ღვიძლის ფუნქციის დარღვევით

ღვიძლის უკმარისობის დროს ნახევარგამოყოფის პერიოდი იზრდება.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

გამოყენების ინსტრუქცია

ფურცელ-ჩანართი - ინფორმაცია პაციენტისთვის

თიროზოლი®, 5 მგ, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

თიროზოლი®, 10 მგ, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

აქტიური ნივთიერება: თიამაზოლი

პრეპარატის მიღებამდე სრულად წაიკითხეთ ფურცელ-ჩანართი, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

  • პრეპარატის მიღებამდე სრულად წაიკითხეთ ფურცელ-ჩანართი, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
  • შეინახეთ ფურცელ-ჩანართი. შესაძლოა დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.
  • დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ მკურნალ ექიმს.
  • ეს მედიკამენტი სპეციალურად თქვენთვისაა დანიშნული. არ მისცეთ ის სხვა ადამიანებს. მან შეიძლება ზიანი მიაყენოს მათ, მაშინაც კი, თუ მათი სიმპტომები მსგავსია თქვენი სიმპტომებისა.
  • თუ თქვენ შენიშნეთ რაიმე გვერდითი რეაქცია, მიმართეთ ექიმს. ეს რჩევა ეხება ნებისმიერ შესაძლო გვერდით რეაქციას, მათ შორის იმ რეაქციებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ფურცელ-ჩანართის მე-4 ნაწილში.

ფურცელ-ჩანართის შინაარსი

  • რა არის პრეპარატი თიროზოლი® და რისთვის გამოიყენება ის.
  • რა უნდა იცოდეთ პრეპარატ თიროზოლი®-ის მიღებამდე.
  • პრეპარატ თიროზოლი®-ის მიღება.
  • შესაძლო გვერდითი რეაქციები.
  • პრეპარატ თიროზოლის® შენახვა.
  • შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია.
  • რა არის თიროზოლი® და რისთვის გამოიყენება ის?

პრეპარატი თიროზოლი® შეიცავს აქტიურ ნივთიერებას თიამაზოლს, რომელიც მიეკუთვნება „ანტითირეოიდული აგენტის“ ჯგუფს. ის აკონტროლებს ფარისებრი ჯირკვალში ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების გაზრდილ გამომუშავებას, გამომწვევი მიზეზის მიუხედავად.

ჩვენებები:

  • თირეოტოქსიკოზი;
  • თირეოტოქსიკოზის ქირურგიული მკურნალობისთვის მომზადება;
  • თირეოტოქსიკოზის რადიოაქტიური იოდით მკურნალობისთვის მომზადება;
  • თერაპია რადიოაქტიური იოდის მოქმედების ლატენტური პერიოდის განმავლობაში, რომელიც ტარდება რადიოაქტიური იოდის მოქმედების დაწყებამდე (4-6 თვის განმავლობაში);
  • გამონაკლის შემთხვევებში – თირეოტოქსიკოზის ხანგრძლივი შემანარჩუნებელი თერაპია, როდესაც რადიკალური მკურნალობა შეუძლებელია ზოგადი მდგომარეობის გამო ან ინდივიდუალური მიზეზების გამო;
  • თირეოტოქსიკოზის პროფილაქტიკა იოდის პრეპარატების დანიშვნისას (იოდის შემცველი რადიოკონტრასტული საშუალებების გამოყენების შემთხვევების ჩათვლით) ლატენტური თირეოტოქსიკოზის, ავტონომიური ადენომების ან თირეოტოქსიკოზის ანამნეზში არსებობისას.
  • რა უნდა იცოდეთ პრეპარატ თიროზოლის® მიღებამდე

უკუჩვენებები

არ მიიღოთ პრეპარატი თიროზოლი®, თუ:

  • გაქვთ ჰიპერმგრძნობელობა თიამაზოლის, თიოშარდოვანას წარმოებულების და/ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ, რომლებიც ჩამოთვლილია ფურცელ-ჩანართის მე-6 ნაწილში;
  • თქვენ გქონდათ აგრანულოციტოზი (პათოლოგიური მდგომარეობა, რომელშიც აღინიშნება ლეიკოციტების დონის დაქვეითება გრანულოციტების და მონოციტების გამო, ზრდის ორგანიზმის მგრძნობელობას ბაქტერიული და სოკოვანი ინფექციების მიმართ) წინა თერაპიის დროს კარბიმაზოლით ან თიამაზოლით;
  • გაქვთ გრანულოციტოპენია (იმუნურ პასუხში მონაწილე სისხლის ელემენტების შემცირება) (მათ შორის ანამნეზში);
  • გაქვთ ქოლესტაზი (სინდრომი, რომელიც ხასიათდება ნაღველის ნაწლავში არასაკმარისი სეკრეციით, სანაღვლე სადინარებში მისი დაგროვებით და ნაღვლის ყველა ან ცალკეული კომპონენტების სისხლში შესაძლო მოხვედრით);
  • ხართ ორსულად და იღებთ ნატრიუმის ლევოთიროქსინს;
  • ადრე გქონიათ ძვლის ტვინის დაზიანება თიამაზოლით ან კარბიმაზოლით მკურნალობის შემდეგ;
  • ანამნეზში თიამაზოლის ან კარბიმაზოლის გამოყენების შედეგად გაქვთ მწვავე პანკრეატიტი (პანკრეასის ანთება);
  • ანამნეზში გაქვთ მსუბუქი სიმძიმის ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (მაგ. ალერგიული გამონაყარი, ქავილი).

განსაკუთრებული მითითებები და უსაფრთხოების ზომები

პრეპარატ თიროზოლის® გამოყენებამდე მიმართეთ მკურნალ ექიმს.

გაესაუბრეთ თქვენს ექიმს, თუ ადრე გქონიათ მსუბუქი ალერგიული რეაქციები თიამაზოლზე, როგორიცაა ალერგიული გამონაყარი ან ქავილი. ექიმი გადაწყვეტს, შეგიძლიათ თუ არა მიიღოთ პრეპარატი თიროზოლი®.

მიმართეთ თქვენს ექიმს, თუ გაქვთ დიდი ზომის ჩიყვი (კისრის წინა ნაწილის შეშუპება), რომელიც ართულებს სუნთქვას, რადგან პრეპარატ თიროზოლით® მკურნალობის დროს ჩიყვი შეიძლება გაიზარდოს. ექიმმა შეიძლება გადაწყვიტოს პრეპარატ თიროზოლის® დანიშვნა მხოლოდ შეზღუდული დროით და რეგულარულად შეგამოწმებთ მკურნალობის დროს.

დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ექიმს, თუ გაქვთ ისეთი სიმპტომები, როგორიცაა ცხელება, სისუსტე, წონის დაკლება, კუნთებისა და სახსრების ტკივილი. ეს შეიძლება იყოს სისხლძარღვების ანთების (ვასკულიტი) ნიშნები, ამ შემთხვევაში ექიმმა, საჭიროების შემთხვევაში, შეიძლება შეწყვიტოს მკურნალობა. ეს სიმპტომები, როგორც წესი, შექცევადია მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ.

დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ექიმს, თუ გაქვთ ისეთი სიმპტომები, როგორიცაა პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთება, ყელის ტკივილი ან ცხელება. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს სისხლის გარკვეული უჯრედების რაოდენობის მკვეთრი შემცირებით (აგრანულოციტოზი). ეს შეიძლება განვითარდეს, განსაკუთრებით მკურნალობის პირველ კვირებში და შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული შედეგები.

დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს, თუ გაქვთ სიცხე ან მუცლის ტკივილი, რაც შეიძლება იყოს პანკრეასის ანთების (მწვავე პანკრეატიტი) ნიშნები. შეიძლება დაგჭირდეთ პრეპარატ თიროზოლის® მიღების შეწყვეტა.

პრეპარატ თიროზოლმა® შეიძლება ზიანი მიაყენოს ნაყოფს. თუ შესაძლებელია რომ დაორსულდეთ, მკურნალობის დაწყების მომენტიდან და მკურნალობის დროს გამოიყენეთ საიმედო კონტრაცეფცია.

თუ გაქვთ ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების ჭარბი გამომუშავების განსაკუთრებით მძიმე ფორმა, შეიძლება დაგჭირდეთ პრეპარატ თიროზოლის® ძალიან მაღალი დოზების მიღება (დღეში 120 მგ-ზე მეტი). ამ შემთხვევაში, ექიმი დროდადრო ჩაგიტარებთ სისხლის ანალიზებს, რადგან შესაძლებელია თქვენი ძვლის ტვინის დაზიანება. თუ ეს მოხდება, ექიმმა შეიძლება გადაწყვიტოს მკურნალობის შეწყვეტა და, საჭიროების შემთხვევაში, დაგინიშნოთ სხვა პრეპარატი.

თუ პრეპარატ თიროზოლით® მკურნალობის დროს ჩიყვი იზრდება ან თუ თქვენი ფარისებრი ჯირკვალი არასაკმარისად აქტიურია, ექიმს შეიძლება დასჭირდეს პრეპარატ თიროზოლის® დოზის შემოწმება. თუმცა, ასეთი მდგომარეობები შეიძლება ასევე განვითარდეს, თქვენი დაავადების ბუნებრივი მიმდინარეობის გამო. ასევე შეიძლება განვითარდეს ან გაუარესდეს თვალის დაავადების გარკვეული ტიპი (ენდოკრინული ორბიტოპათია), რაც არ არის დაკავშირებული პრეპარატ თიროზოლით® მკურნალობასთან.

პრეპარატ თიროზოლით® მკურნალობის დროს შესაძლებელია წონის მატება. ეს თქვენი ორგანიზმის ნორმალური რეაქციაა. პრეპარატი თიროზოლი® გავლენას ახდენს ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონებზე, რომლებიც აკონტროლებენ ენერგიის მოხმარებას.

ბავშვები და მოზარდები

პრეპარატი უკუნაჩვენებია 3 წლამდე ასაკის ბავშვებში.

სხვა მედიკამენტები და პრეპარატი თირომაზოლი®

აცნობეთ მკურნალ ექიმს, თუ იღებთ, ბოლო დროს იღებდით ან შეიძლება მიიღოთ სხვა მედიკამენტები.

აცნობეთ ექიმს, თუ იღებთ შემდეგ მედიკამენტებს:

  • იოდის შემცველი რადიოკონტრასტული საშუალებები მაღალი დოზებით (თიამაზოლის ეფექტი შეიძლება შესუსტდეს);
  • საგულე გლიკოზიდები (მაგ. დიგოქსინი და დიგიტოქსინი) - ერთდროული გამოყენებისას შეიძლება საჭირო გახდეს დიგოქსინისა და დიგიტოქსინის დოზის შემცირება;
  • ამინოფილინი (ბრონქოდილატატორი) - ერთდროული გამოყენებისას შეიძლება საჭირო გახდეს ამინოფილინის დოზის შემცირება;
  • ვარფარინი და სხვა ანტიკოაგულანტები - კუმარინისა და ინდანდიონის წარმოებულები - ერთდროული გამოყენებისას შეიძლება საჭირო გახდეს ვარფარინისა და სხვა ანტიკოაგულანტების დოზის გაზრდა;
  • ლითიუმის პრეპარატები, ბეტა-ბლოკატორები, რეზერპინი, ამიოდარონი (ზრდიან თიამაზოლის ეფექტს, საჭიროა დოზის კორექცია);
  • სულფონამიდები, მეტამიზოლ ნატრიუმი და მიელოტოქსიკური პრეპარატები (თიამაზოლთან ერთდროული გამოყენებისას იზრდება ლეიკოპენიის განვითარების რისკი);
  • ლეიკოგენი (ლეიკოპოეზის სტიმულატორი), ფოლიუმის მჟავა (ვიტამინი) - თიამაზოლთან ერთდროული გამოყენებისას ამცირებენ ლეიკოპენიის განვითარების რისკს;
  • გენტამიცინი (ანტიბიოტიკი, აძლიერებს თიამაზოლის ანტითირეოიდულ ეფექტს).

ორსულობა, ძუძუთი კვება

თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას, ამ პრეპარატის გამოყენებამდე მიმართეთ მკურნალ ექიმს.

თიროზოლმა® შეიძლება ზიანი მიაყენოს ნაყოფს.

თუ შესაძლებელია რომ დაორსულდეთ, მკურნალობის დაწყების მომენტიდან და მკურნალობის დროს გამოიყენეთ საიმედო კონტრაცეფცია.

თუ პოტენციური სარგებელი აღემატება თქვენთვის და თქვენი ნაყოფისთვის პოტენციურ რისკს, შესაძლოა საჭირო გახდეს თიროზოლით® მკურნალობის გაგრძელება ორსულობის დროს.

საჭიროების შემთხვევაში, ძუძუთი კვების დროს თიამაზოლით თერაპია შეიძლება გაგრძელდეს. ამ შემთხვევაში, ექიმი შეგირჩევთ პრეპარატის საჭირო დოზას.

სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა

პრეპარატი თიროზოლი® არ მოქმედებს სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

პრეპარატი თიროზოლი® შეიცავს ლაქტოზას

პრეპარატი თიროზოლი® შეიცავს ლაქტოზას. პაციენტებმა, რომლებსაც აქვთ იშვიათი მემკვიდრეობითი პრობლემები, როგორიცაა გალაქტოზის აუტანლობა, ლაქტაზას დეფიციტით გამოწვეული ლაქტოზის აუტანლობა ან გლუკოზა-გალაქტოზის მალაბსორბციის სინდრომი, არ უნდა მიიღონ ეს პრეპარატი.

პრეპარატი თიროზოლი® შეიცავს ნატრიუმს

პრეპარატი თიროზოლი® შეიცავს ნატრიუმს: 2 მგ თითო ტაბლეტში. ეს გასათვალისწინებელია, თუ თქვენ იცავთ დიეტას ნატრიუმის შეზღუდვით.

  • პრეპარატ თიროზოლის® მიღება

პრეპარატი ყოველთვის მიიღეთ მკურნალი ექიმის რეკომენდაციების სრული დაცვით. ეჭვის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.

რეკომენდებული დოზა

დღიური დოზა ინიშნება ერთ მიღებაზე ან იყოფა ორ ან სამ ერთჯერად დოზად. მკურნალობის დასაწყისში ერთჯერადი დოზები მიიღება დღის განმავლობაში მკაცრად განსაზღვრულ დროს.

შემანარჩუნებელი დოზა უნდა მიიღოთ ერთ მიღებად საუზმის შემდეგ.

თირეოტოქსიკოზი

დაავადების სიმძიმის მიხედვით, პრეპარატი თიროზოლი® 20-40 მგ/დღეში ინიშნება 3-6 კვირის განმავლობაში. ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის ნორმალიზაციის შემდეგ (ჩვეულებრივ 3-8 კვირის შემდეგ), გადადიან 5-20 მგ/დღეში შემანარჩუნებელ დოზაზე. ამ დროიდან მოყოლებული რეკომენდებულია ლევოთიროქსინ ნატრიუმის დამატებითი მიღება.

თირეოტოქსიკოზის ქირურგიული მკურნალობისთვის მოსამზადებლად

ინიშნება პრეპარატ თიროზოლის® 20-40 მგ/დღეში, სანამ არ მიიღწევა ეუთირეოიდული მდგომარეობა. ამ დროიდან რეკომენდებულია ლევოთიროქსინ ნატრიუმის დამატებითი მიღება.

ქირურგიული ოპერაციისთვის მოსამზადებლად საჭირო დროის შესამცირებლად, დამატებით ინიშნება ბეტა-ბლოკატორები და იოდის პრეპარატები.

რადიოაქტიური იოდით მკურნალობისთვის მოსამზადებლად

ინიშნება პრეპარატ თიროზოლის® 20-40 მგ/დღეში, სანამ არ მიიღწევა ეუთირეოიდული მდგომარეობა.

თერაპია რადიოაქტიური იოდის მოქმედების ლატენტური პერიოდის განმავლობაში

დაავადების სიმძიმის მიხედვით, ინიშნება პრეპარატ თიროზოლის® 5-20 მგ/დღეში, სანამ რადიოაქტიური იოდის მოქმედება არ დაიწყება (4-6 თვე).

ხანგრძლივი ანტითირეოიდული შემანარჩუნებელი თერაპია

პრეპარატ თიროზოლის® 1.25-2.5-10 მგ/დღეში, ნატრიუმის ლევოთიროქსინის მცირე დოზების დამატებითი მიღებით. თირეოტოქსიკოზის მკურნალობისას თერაპიის ხანგრძლივობა 1.5-დან 2 წლამდეა.

თირეოტოქსიკოზის პროფილაქტიკა იოდის პრეპარატების დანიშვნისას (მათ შორის იოდის შემცველი რადიოკონტრასტული საშუალებების გამოყენების შემთხვევები)

ლატენტური თირეოტოქსიკოზის, ავტონომიური ადენომების ან თირეოტოქსიკოზის ანამნეზში არსებობისას, იოდის შემცველი საშუალებების მიღებამდე 8-10 დღის განმავლობაში ინიშნება პრეპარატ თიროზოლის® 10-20 მგ/დღეში და კალიუმის პერქლორატის 1 გ დღეში.

ორსული ქალები

ორსულ ქალებს ენიშნებათ ყველაზე დაბალი შესაძლო დოზები: ერთ მიღებაზე - 2.5 მგ, დღიური - 10 მგ.

პაციენტები ღვიძლის ფუნქციის დარღვევით

პრეპარატის მინიმალური ეფექტური დოზა ინიშნება მკაცრი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ.

თირეოტოქსიკოზის მქონე პაციენტების ქირურგიული ოპერაციისთვის მომზადებისას

პრეპარატით მკურნალობა ტარდება ეუთირეოიდული მდგომარეობის მიღწევამდე, ოპერაციის დაგეგმილ დღემდე 3-4 კვირით ადრე (ზოგიერთ შემთხვევაში - უფრო დიდხანს) და მთავრდება მის წინა დღეს.

გამოყენება ბავშვებში

3-დან 17 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის პრეპარატი თიროზოლი® ინიშნება საწყისი დოზით 0.3-0.5 მგ/კგ სხეულის წონაზე, რომელიც იყოფა ორ ან სამ თანაბარ დოზად დღეში. 80 კგ-ზე მეტი წონის ბავშვებისთვის მაქსიმალური რეკომენდებული დოზაა 40 მგ/დღეში.

შემანარჩუნებელი დოზა: 0.2-0.3 მგ/კგ სხეულის წონაზე დღეში. საჭიროების შემთხვევაში, შეიძლება დაემატოს ნატრიუმის ლევოთიროქსინი.

მიღების გზა და/ან მეთოდი

ტაბლეტები უნდა მიიღოთ პერორალურად ჭამის შემდეგ, დაღეჭვის გარეშე, საკმარისი რაოდენობის სითხესთან ერთად.

თუ მიიღეთ პრეპარატ თიროზოლი®-ის საჭიროზე მეტი დოზა

თუ შემთხვევით მიიღეთ დანიშნულზე მაღალი დოზა, პრობლემა არ შეგექმნებათ. თუ მიიღეთ დანიშნულზე მაღალი დოზა, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, როგორც კი შეამჩნევთ ამას. შეიძლება განიცადოთ ისეთი სიმპტომები, როგორიცაა სიცივის აუტანლობა, სისუსტე, კანის სიმშრალე, ყაბზობა, წონის მატება, გულისცემის შენელება და ჩიყვის ზრდა. ექიმს შეიძლება დასჭირდეს პრეპარატ თიროზოლის® დოზის კორექტირება ან ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების დანიშვნა ჩიყვის ზრდის პრევენციისთვის.

თუ დაგავიწყდათ პრეპარატ თიროზოლის® მიღება

არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული ტაბლეტის ასანაზღაურებლად, არამედ მიიღეთ ჩვეულებრივი დოზა მეორე დღეს.

თუ გაქვთ რაიმე შეკითხვები პრეპარატის გამოყენების შესახებ, მიმართეთ ექიმს.

  • შესაძლო გვერდითი მოვლენები

ყველა მედიკამენტის მსგავსად, ამ მედიკამენტმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, მაგრამ ისინი ყველას არ უვითარდება.

თუ შეამჩნევთ ქვემოთ ჩამოთვლილ რომელიმე გვერდით მოვლენას, შეწყვიტეთ პრეპარატ თიროზოლის® მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, შესაძლოა დაგჭირდეთ სამედიცინო დახმარება.

ძალიან ხშირი (შეიძლება აღენიშნებოდეს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანს)

სხვადასხვა სიმძიმის კანის ალერგიული რეაქციები (ქავილი, გამონაყარი, ჭინჭრის ციება).

შემთხვევათა უმეტესობაში, ისინი მსუბუქია და ხშირად ქრება თერაპიის გაგრძელებისას.

ხშირი (შეიძლება აღენიშნებოდეს 10-დან 1-მდე ადამიანს)

ნელა პროგრესირებადი ართრალგია ართრიტის კლინიკური ნიშნების გარეშე, რომელიც შეიძლება თანდათანობით განვითარდეს და გამოვლინდეს თერაპიის დაწყებიდან რამდენიმე თვის შემდეგაც კი.

არახშირი (შეიძლება აღენიშნებოდეს 100-დან 1-მდე ადამიანს)

აგრანულოციტოზი. მისი სიმპტომები შეიძლება გამოვლინდეს მკურნალობის დაწყებიდან რამდენიმე კვირის ან თვის შემდეგაც კი და შეიძლება საჭირო გახდეს პრეპარატის მიღების შეწყვეტა.

იშვიათი (შეიძლება აღენიშნებოდეს 1000-დან 1-ს)

გემოს შექცევადი ცვლილება, თავბრუსხვევა, წამლისმიერი ცხელება, სისუსტე, წონის მატება.

ძალიან იშვიათი (შეიძლება აღენიშნებოდეს 10000-დან 1-ზე მეტ ადამიანს)

გენერალიზებული ლიმფადენოპათია, თრომბოციტოპენია, პანციტოპენია, ინსულინის აუტოიმუნური სინდრომი ჰიპოგლიკემიით, ნევრიტი, პოლინეიროპათია, სანერწყვე ჯირკვლების მწვავე შეშუპება, ღებინება, ქოლესტაზური სიყვითლე და ტოქსიკური ჰეპატიტი, მძიმე ალერგიული რეაქციები (მათ შორის გენერალიზებული დერმატიტი), ალოპეცია, პრეპარატის მოქმედებით გამოწვეული წითელი მგლურა.

სიხშირე უცნობია (ხელმისაწვდომი მონაცემებით ვერ შეფასდება)

ვასკულიტი, მწვავე პანკრეატიტი.

გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინება

თუ პრეპარატ თიროზოლის® მიღების დროს შენიშნავთ რაიმე გვერდით რეაქციას, მიმართეთ ექიმს. ეს რეკომენდაცია ვრცელდება ნებისმიერ შესაძლო გვერდით რეაქციაზე, მათ შორის ისეთებზე, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ფურცელ-ჩანართში. ასევე შეგიძლიათ გვერდითი მოვლენების შესახებ პირდაპირ ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრი სახელმწიფოების ანგარიშგების სისტემის მეშვეობით გაავრცელოთ.

რუსეთის ფედერაცია

109012, ქ. მოსკოვი, სლავიანსკაიას მოედანი, სახლი 4, კორპუსი 1

ჯანდაცვაში ზედამხედველობის ფედერალური სამსახური (როსზდრავნადზორი) ტელეფონი: +7 (800) 550-99-03

ელ. ფოსტა: [email protected]

ვებ-გვერდი: https://roszdravnadzor.gov.ru

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინებით, თქვენ ხელს უწყობთ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მიღებას.

სომხეთის რესპუბლიკა

0051, ქ. ერევანი, კომიტასის გამზ. 49/5

სს „აკადემიკოს ე. გაბრიელიანის სახელობის მედიკამენტებისა და სამედიცინო ტექნოლოგიების ექსპერტიზის სამეცნიერო ცენტრი“

ტელეფონი: +374 10 20-05-05; +374 96 22-05-05

ელ. ფოსტა: [email protected]

http://www.pharm.am

ყაზახეთის რესპუბლიკა

010000, ქ. ასტანა, ბაიკონურის რაიონი, ა. იმანოვას ქუჩა, 13 (ძვ. „ნურსაულეტი 2“)

ყაზახეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო და ფარმაცევტული კონტროლის კომიტეტის „მედიკამენტებისა და სამედიცინო მოწყობილობების ექსპერტიზის ეროვნული ცენტრი“

ტელეფონი: +7 7172 78-98-28

ელ. ფოსტა: [email protected]

https://www.ndda.kz

ბელარუსიის რესპუბლიკა

მისამართი: 220037, მინსკი, ტოვარიშჩესკის ჩიხი 2ა

ბელარუსის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტრო

რესპუბლიკური უნიტარული საწარმო „ჯანდაცვის ექსპერტიზისა და ტესტირების ცენტრი“

ტელეფონი: +375 17 231-85-14

ფაქსი: +375 17 252-53-58

ელ. ფოსტა: [email protected]

ვებ-გვერდი: https://rceth.by

ყირგიზეთის რესპუბლიკა

ყირგიზეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს მედიკამენტებით უზრუნველყოფისა და სამედიცინო მოწყობილობების დეპარტამენტი

მისამართი: 720044, ქ. ბიშკეკი, მე-3 ხაზის ქ., 25

ტელ.: 0800 800-26-26

[email protected]

www.pharm.kg

  • პრეპარატ თიროზოლის® შენახვა

არ მიიღოთ პრეპარატი ბლისტერსა და მუყაოს კოლოფზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

შეინახეთ არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

  • შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია

პრეპარატი თიროზოლი® შეიცავს

პრეპარატ თიროზოლის® აქტიური ნივთიერებაა თიამაზოლი.

თიროზოლი®, 5 მგ, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.

თითოეული ტაბლეტი შეიცავს 5 მგ თიამაზოლს.

დამხმარე ნივთიერებებია:

კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, ნატრიუმის კარბოქსიმეთილის სახამებელი, მაგნიუმის სტეარატი, ჰიპრომელოზა 2910/15, ტალკი, ცელულოზის ფხვნილი, სიმინდის სახამებელი, ლაქტოზის მონოჰიდრატი.

აპკიანი გარსი:

რკინის ოქსიდის ყვითელი საღებავი, დიმეთიკონი 100, მაკროგოლი 400, ტიტანის დიოქსიდი, ჰიპრომელოზა 2910/15.

თიროზოლი®, 10 მგ, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.

თითოეული ტაბლეტი შეიცავს 10 მგ თიამაზოლს.

დამხმარე ნივთიერებებია:

კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, ნატრიუმის კარბოქსიმეთილის სახამებელი, მაგნიუმის სტეარატი, ჰიპრომელოზა 2910/15, ტალკი, ცელულოზის ფხვნილი, სიმინდის სახამებელი, ლაქტოზის მონოჰიდრატი.

აპკიანი გარსი:

რკინის ოქსიდის ყვითელი საღებავი, რკინის ოქსიდის წითელი საღებავი, დიმეთიკონი 100, მაკროგოლი 400, ტიტანის დიოქსიდი, ჰიპრომელოზა 2910/15.

პრეპარატ თიროზოლის® გარეგნული სახე და შეფუთვის შიგთავსი

დოზირება 5 მგ

ღია ყვითელი, მრგვალი, ორმხრივამოზნექილი, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, ორივე მხარეს ნაჭდევით. თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის ბირთვი განივ კვეთაზე.

დოზირება 10 მგ

ნაცრისფერ-ნარინჯისფერი, მრგვალი, ორმხრივამოზნექილი, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, ორივე მხარეს ნაჭდევით. თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის ბირთვი განივ კვეთაზე.

10 ან 25 ტაბლეტი PVC/AL ბლისტერში; 2, 4, 5 ან 10 ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი

რუსეთის ფედერაცია

შპს „მერკ“-ი

115054, მოსკოვი, ვალოვაიას ქ., 35.

მწარმოებელი

მწარმოებელი (ხარისხის კონტროლის გამომშვები)

გერმანია

მერკ ჰელსქეა კგაა,

ფრანკფურტერ შტრასე 250, 64293 დარმშტადტი

მომხმარებლის ყველა პრეტენზია უნდა გაეგზავნოს სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელის წარმომადგენელს:

რუსეთის ფედერაცია

შპს „მერკ“-ი

მოსკოვი, 115054, ვალოვაიას ქ., 35.

ტელ.: +7 (495) 937-33-04,

ფაქსი: +7 (495) 937-33-05,

ელ. ფოსტა: [email protected]

ბელარუსის რესპუბლიკა

სააქციო საზოგადოება „Acino Pharma AG“-ის (შვეიცარიის კონფედერაცია) წარმომადგენლობა ბელარუსის რესპუბლიკაში

პობედიტელის გამზ. 106-34, 220062, ქ. მინსკი, ბელარუსის რესპუბლიკა

ტელ. + 375 (17) 319-91-41; + 375 (29) 700-65-90, ფაქსი + 375 (17) 319-91-40

ელ. ფოსტა: [email protected]

ყაზახეთის რესპუბლიკა

შპს „აცინო კაზ“

ყაზახეთი, ქ. ალმათი, ბოსტანდიკის რაიონი, ნურსულთან ნაზარბაევის გამზირი, სახლი 223, ნ.პ. 243, საფოსტო ინდექსი 050047

ტელეფონის ნომერი: +7 727 364 56 61

ელ. ფოსტის მისამართი: [email protected]

სომხეთის რესპუბლიკა

„Acino Pharma AG“-ის (შვეიცარიის კონფედერაცია) წარმომადგენლობა სომხეთის რესპუბლიკაში

ადონცის ქ. 6/1, 54, 0014, ქ. ერევანი, სომხეთის რესპუბლიკა

ტელ. + 374 60 67 01 70

ელ. ფოსტა: [email protected]

ყირგიზეთის რესპუბლიკა:

შპს „აცინო კაზ“

ყაზახეთი, ქალაქი ალმათი, ბოსტანდიკის რაიონი, ნურსულთან ნაზარბაევის გამზირი, სახლი 223, ნ.პ. 243, საფოსტო ინდექსი 050047

ტელეფონის ნომერი: +7 727 364 56 61

ელ. ფოსტის მისამართი: [email protected]

საქართველო:

„Acino Pharma AG“-ის (შვეიცარიის კონფედერაცია) წარმომადგენლობა საქართველოში

საქართველო, თბილისი, მარჯანიშვილის გამზ. № 5, საფოსტო ინდექსი 0102

ტელეფონის ნომერი: + 995 32 2 20 69 42

ელ. ფოსტის მისამართი: [email protected]

ინფორმაციის სხვა წყაროები

ამ პრეპარატის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია კავშირის ვებგვერდზე http://eec.eaeunion.org/.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა