მეთადონი-ზნ
Methadone-ZN
- დეტოქსიკაცია ოპიატური დამოკიდებულებისას (დამოკიდებულება ჰეროინზე და დამოკიდებულება მორფინის მსგავს სხვა ნარკოტიკებზე), აგრეთვე ოპიატური ნარკომანიით დაავადებულთა შემანარჩუნებელი მკურნალობა; - ტკივილის სინდრომი: (ზომიერიდან ძლიერამდე, რომელიც არ იხსნება არანარკოტიკული ანალგეტიკებით).
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- მეთადონი (methadone)
- ფორმა და შეფუთვა
- 5მგ/მლ 1000მლ შიგნით მისაღები ხსნარი მაღალი სიმკვრივის პოლიეთილენის ბოთლი №1 პირველადი შეფუთვით
- მწარმოებელი
- «Kharkov Pharmaceutical Factory «Zdorovie Narodu» LTD, უკრაინა
- გაცემის წესი
- I ჯგუფი, გაიცემა მხოლოდ ნარკომანიით დაავადებულ პირთა ჩანაცვლებითი მკურნალობის მიმწოდებელ დაწესებულებებზე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ნერვული სისტემის სამკურნალო სხვა პრეპარატები, ოპიოიდური დამოკიდებულების დროს გამოსაყენებელი პრეპარატები
- ATC კოდი
- N07BC02
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-046404
- რეგისტრირებულია
- 1 ოქტომბერი 2026, მოქმედებს 1 ოქტომბერი 2031-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- «Kharkov Pharmaceutical Factory «Zdorovie Narodu» LTD (უკრაინა)
- განმცხადებელი
- შპს „საბა“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
მეთადონი-ზნ — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
- დეტოქსიკაცია ოპიატური დამოკიდებულებისას (დამოკიდებულება ჰეროინზე და დამოკიდებულება მორფინის მსგავს სხვა ნარკოტიკებზე), აგრეთვე ოპიატური ნარკომანიით დაავადებულთა შემანარჩუნებელი მკურნალობა;
- ტკივილის სინდრომი: (ზომიერიდან ძლიერამდე, რომელიც არ იხსნება არანარკოტიკული ანალგეტიკებით).
მიღების წესი და დოზირება
მეთადონი-ზნ გამოიყენება მხოლოდ პერორალურად.
მეთადონი-ზნ გამოიყენება მხოლოდ სპეციალიზირებულ დაწესებულებებში, იგი უნდა დაინიშნოს ნარკოდამოკიდებული პაციენტების მკურნალობის გამოცდილების მქონე სპეციალისტის მიერ. პაციენტები, რომლებსაც ეს პრეპარატი ენიშნება, უნდა იმყოფებოდნენ ექიმის მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ.
პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენებისას, პაციენტებს ასევე უნდა გაეწიოს სათანადო ფსიქოლოგიური და სოციალური მხარდაჭერა.
მეთადონი-ზნ უშუალოდ პაციენტისათვის მიცემის წინ უნდა განზავდეს 100 მლ სითხეში, რაც გამორიცხავს მის გამოყენებას ინექეციის სახით.
ნარკოდამოკიდებულების მკურნალობა
რაც შეეხება ოპიატური დამოკიდებულების მკურნალობას, ამ პრეპარატის დანიშნულებაა ყოველდღიური გამოყენება მკურნალობის პროტოკოლში მოცემული სამედიცინო დასკვნის შესაბამისად. დეტოქსიკაციის ერთი სამკურნალო ციკლის ხანგრძლივობა არ აღემატება 21 დღეს, მომდევნო ციკლი კი არ უნდა იქნას დაწყებული წინა ციკლის დასრულებიდან 4-კვირაზე ადრე. ქვემოთ მითითებული სქემები რეკომენდირებულია, მაგრამ მაინც, ისინი შეიძლება შეიცვალოს კლინიკური შეფასების მიხედვით. საწყის ეტაპზე, მეთადონის 20-30 მგ ერთჯერადი დოზა უმეტეს შემთხვევებში საკმარისი იქნება მოხსნის სიმპტომების ზემოქმედების შესამცირებლად. მეთადონის მაღალი დოზა შეიძლება დაინიშნოს იმ შემთხვევებში, როდესაც მოხსნის სინდრომები არ ქრება ან ხელმეორედ წარმოიშვება. თუ პაციენტი ფიზიკურადაა დამოკიდებული მაღალ დოზაზე, შეიძლება წარმოიშვას დოზის მომატების მოთხოვნა. როგორც წესი, ადექვატური დოზა შეადგენს 40 მგ-ს ყოველდღიურად დღეში ერთხელ ან რამდენიმე მიღებით. სტაბილიზაცია შეიძლება გაგრძედეს 2-3 დღით, შემდეგ კი მეთადონის დოზა თანდათანობით უნდა შემცირდეს. მეთადონის მიღების სიხშირე, როდესაც მისი რაოდენობა მცირდება, დგინდება ინდივიდუალურად, თითოეული პაციენტისათვის. დღიური დოზის ყოველდღიურად 10%-ით შემცირება, ზოგადად კარგად აიტანება სტაციონარში მყოფი პაციენტების მიერ. ამბულატორიული პაციენტებისათვის კი შეიძლება უფრო ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში გახდეს აუცილებელი დოზის შემცირებები. თუ მეთადონი ინიშნება სამ კვირაზე მეტი ხნით სამკურნალოდ, მაშინ, ეს პროცედურა უკვე ითვლება არა დეკოქსიკაციად ან მოხსნის მწვავე სინდრომის მკურნალობად, არამედ შემანარჩუნებელ თერაპიად, მაშინაც კი, როდესაც მისი მიზანია სინდრომის სრული და საბოლოო მოხსნა.
რაც შეეხება პაციენტებს, რომლებსაც დადგენილი აქვთ მდგრადი ჩვევა ოპიოიდური ნარკოტიკების მოხმარებისადმი, ისინი შემანარჩუნებელ თერაპიას უნდა დაექვემდებარონ, თუკი ადრინდელმა მრავალგეგმიურმა და მრავალმხრივმა ჩარევებმა დადებითი შედეგი ვერ მოიტანა.
ასეთი მკურნალობა პაციენტებს ენიშნება მაშინ, თუ დამტკიცებულია, რომ მათ აქვთ ოპიოიდური ნარკოტიკების მიღების ჩვევა, ან როდესაც საუბარია აივ-ინფიცირებულ პაციენტებზე საფრთხის შემცველ იმუნურ გარემოებებში, ან შიდსის მქონე პაციენტებზე, და თუ ექიმი გადაწყვეტს, რომ მკურნალობის სხვა პროგრამა ნაკლებად პერსპექტიული იქნება ოპიოიდური ნარკოტიკების თავის დანებებისათვის. სათანადო ჩატარებისას, ჩანაცვლებით თერაპიას ასევე შეუძლია მოხსნას ე.წ. `ლომკა~, რაც გამოიხატება ჰეროინის იძულებით ძიებაში და დომინირებს, რადგან ნარკოდამოკიდებული ავადმყოფი ნებისმიერი გზით შეეცდება, რომ ეს ნარკოტიკი მიიღოს.
არაა აუცილებელი, რომ ნალოქსონის სისტემური ტესტით ჩატარდეს ჰეროინზე ძლიერად დამოკიდებული პაციენტების შემოწმება, რომელთა შესახებაც ცნობილია სამედიცინო ცენტრში, მაგრამ აშკარაა, რომ მთავარია შემოწმება იმ მიზნით, რომ განისაზღვროს მორფინის არსებობა სხეულის სითხეებში. შარდის ანალიზი აუცილებელია მეთადონით მკურნალობისას, რათა განხორციელდეს ნარკოტიკული პრეპარატებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების კონტროლი ექიმის დანიშნულებების შესაბამისად. ასევე აუცილებელია შემოწმდეს ალკოჰოლის ზედმეტად ჭარბი არსებობა. თუ შარდში აღმოჩნდება ოპიოიდური ნივთიერებები, ასეთი შემთხვევა აუცილებლად ხელმეორედ უნდა შეფასდეს.
თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში, დოზირებას განსაზღვრავს ექიმი, რათა თავიდან იქნას აცილებული ჰეროინის მოხმარების მოთხოვნილება, პაციენტის ფსიქოფიზიკური მდგომარეობისა და შესაბამისი პათოლოგიური ცვლილებების გათვალისწინებით.
შემანარჩუნებელი თერაპიის დანიშნულებაა სუნთქვის დათრგუნვის ან მწვავე ინტოქსიკაციის სხვა ეფექტების მოხსნა.
თუ ზრდასრული პაციენტი ღებულობდა ჰეროინის მნიშვნელოვან დოზებს უშუალოდ იმ დრომდე ვიდრე სამკურალო დაწესებულებაში მოხვდებოდა, მეთადონი-ზნ-ის საწყისმა დოზამ შეიძლება შეადგინოს 20 მგ, ხოლო 4 ან 8 საათის შემდეგ – კიდევ 20 მგ ან 40 მგ, ერთჯერადად. იმ შემთვევაში კი, თუ მკურნალობის დაწყებამდე ოპიატების მიმართ ტოლერანტობის ხარისხი მაღალი არ იყო, პრეპარატის საწყისი დოზა შეიძლება განახევრდეს. რაიმე ეჭვების შემთხვევაში უმჯობესია შემცირდეს საწყისი დოზა. აბსტინენციური სინდრომების წარმოშობისას, პაციენტს შეიძლება მიეცეს პრეპარატის კიდევ 10 მგ. შემდგომში, დოზები უნდა შეირჩეს ინდივიდუალურად, დღეღამეში 80 მგ-ის ფარგლებში, პაციენტის მიერ მისი ამტანობის და მოთხოვნილების გათვალისწინებით. უმეტეს შემთხვევებში, ზრდასრული პაციენტებისათვის საკმარისია დღეღამეში 80 მგ-ზე ნაკლები დოზა.
მაქსიმალური სადღეღამისო დოზა ზრდასრული პაციენტებისთვის შეადგენს 120 მგ-ს.
ოპიატური დამოკიდებულების მქონე ორსული ქალებისათვის, მეთადონის შემანარჩუნებელი დოზები შეძლებისდაგვარად მცირე უნდა იყოს, რაც მათ თავიდან ააცილებს მოხსნის სინდრომის განვითარებას (ჩვეულებრივ, 80 მგ-ზე ნაკლები სადღეღამისო დოზა). ორსულობის უფრო გვიანი პერიოდებისას, შეიძლება საჭირო გახდეს დოზების მომატება 10-20 მგ-ით ან დოზის დაყოფა ორ მიღებაზე.
ტკივილის სინდრომი
მეთადონის მიღების დაწყებამდე პაციენტთან უნდა განიხილონ მკურნალობის სტრატეგია, მათ შორის ხანგრძლივობა და მიზნები, ტკივილის მართვის პროტოკოლის შესაბამისად. თერაპიის დროს ექიმმა უნდა შეინარჩუნოს ხშირი კონტაქტი პაციენტთან, რათა შეაფასოს მკურნალობის გაგრძელების საჭიროება, განიხილოს მკურნალობის შეწყვეტის საკითხი და საჭიროების შემთხვევაში შეცვალოს დოზა. როდესაც პაციენტს აღარ სჭირდება მეთადონით თერაპია, შეიძლება რეკომენდებული იყოს დოზის თანდათანობითი შემცირება მოხსნის სიმპტომების განვითარების თავიდან ასაცილებლად (იხ. ნაწილი „სპეციალური რჩევები“). თუ ტკივილი სათანადოდ არ კონტროლდება, უნდა განიხილონ ტოლერანტობის განვითარების და ძირითადი დაავადების პროგრესირების შესაძლებლობა (იხ. ნაწილი „სპეციალური რჩევები“).
აუცილებელია, რომ მეთადონის დოზა გულდასმით შეირჩეს იმის-და მიხედვით, თუ რამდენად სეროზულად აქვს პაციენტს გამოხატული ტკივილის გრძნობა და რეაქციები პრეპარატის მიმართ. მეთადონით მკურნალობისა და დოზის ტიტრაციის დაწყება უფრო უსაფრთხოა პატარა საწყისი დოზიდან, მისი თანდათანობითი კორექციით.
როგორც წესი, ტკივილის სინდრომის მოსახსმელად, მეთადონი არ უნდა მიეცეს პაციენტებს, რომლებიც არ ღებულობდნენ სხვა ოპიატურ პრეპარატებს.
ჩვეულებრივ, ზრდასრული პირებისათვის, პრეპარატი ინიშნება პერორალურად, 2,5-10 მგ დოზით ყოველ 4 საათში ერთხელ, პირველი 3-5 დღის განმავლობაში, დოზა ნელ-ნელა იტიტრება შესაბამისი ეფექტის მიღწევამდე, შემდეგ კი, ფიქსირებული დოზა პაციენტს ეძლევა ყოველ 8-12 საათში ერთხელ, მისი მდგომარეობისა და მკურნალობაზე პასუხის მიხედვით.
ხანდაზმული ასაკის პირებს ეს პრეპარატი ენიშნება დღეში ერთხელ მიცემით.
ბავშვები.
ბავშვებისათვის მეთადონის მიცემის უსაფრთხოება და ეფექტურობა გამოკვლეული არ არის.
უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა მეთადონის ჰიდროქლორიდის ან პრეპარატის რომელიმე სხვა კომპონენტის მიმართ; უკუჩვენებების არსებობა ოპიოიდების მიღების მიმართ, მაგალითად სუნთქვის დათრგუნვა (აუცილებელი სარეანიმაციო აღჭურვილობის არარსებობისას); ბრონქული ასთმის გამწვავების პერიოდი, CO2-ის ჭარბად დაგროვება სისხლში; სასუნთქი გზების ობსტრუქციული დაავადებები; ეჭვი კუჭნაწლავურ გაუვალობაზე; წყლულოვანი კოლიტი; ფსევდომემბრანულ კოლიტთან ასოცირებული დიარეა, რომელსაც იწვევს ცეფალოსპორინები, ლინკომიცინი, კლინდამიცინი, პენიცილინები; დიარეა, რომელიც განვითარდა მოწამვლის შედეგად (სანამ საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან არ იქნება გამოყოფილი ტოქსიკური ნივთიერებები); ქალასშიდა ჰიპერტენზია, ქალა-ტვინის ტრავმა; ღვიძლისა და თირკმელების მძიმე უკმარისობა; სანაღვლე და შარდგამომყოფი გზების სპაზმები; ნარკოდამოკიდებულება სუსტ ოპიატებზე (პეტიდინი, კოდეინი); დამოკიდებულება არაოპიოიდურ წამმლებზე; მწვავე ალკოჰოლიზმი; მიღება მონოამინოქსიდაზას (მაო) ინჰიბიტორებთან ერთად (მოკლობემიდის ჩათვლით) და მათი მოხსნის შემდგომი 2 კვირის განმავლობაში
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
ურთიერთქმედების ფარმაკოკინეტიკური სახეეები
მეთადონი არის P-გლიკოპროტეინული სუბსტრატი, ამიტომ, მეთადონის კონცენტრაცია შეიძლება აამაღლოს მისი მოქმედების შემაკავებელმა ყველა პრეპარატმა (ქინიდინი, ვერაპამილი).
მეთადონი მეტაბოლიზდება CYP3A4 იზოფერმენტით.
ამ იზოფერმენტის სტიმულატორებმა (ბარბიტურატები, კარბამაზეპინი, ფენიტოინი, კრაზანა, ნევირაპინი, რიფამპიცინი) შეიძლება ხელი შეუწყოს მეთადონის მეტაბოლიზმს ღვიძლში. მეთადონი-ზნ-ის გამოყენებამ CYP3A4 იზოფერმენტის ინდუქტორებთან ერთად, შეიძლება მოხსნის სინდრომის განვითარება გამოიწვიოს. იმის გამო, რომ არსებობს ცნობები ასეთი ურთიერთქმედების შემთხვევების შესახებ, მოხნის სიმპტომებისას წარმოიშობა მეტადონოს დოზის გაზრდის აუცილებლობა. CYP3A4 იზოფერმენტის ინდუქტორების გამოყენებით ჩატარებული თერაპიის შეწყვეტის შემთხვევაში, მეთადონის დოზა უნდა შემცირდეს.
CYP3A4 ინჰიბიტორებმა (კანაბინოიდები (მათ შორის კანაბიდიოლი), კლარითრომიცინი, დელავირდინი, ერითრომიცინი, ფლუკონაზოლი, გრეიფრუტის წვენი, სეროტონინის სელექციური ინჰიბიტორები (სერტრალინი, ფლუვოქსამინი), იტრაკონაზოლი, კეტოკონაზოლი, ნეფაზოდონი) შეიძლება გაზარდონ მეთადონის კონცენტრაცია პლაზმაში.
მეთადონის ექსკრეცია მცირდება CYP3A4 ინჰიბიტორების, როგორიცაა გარკვეული ანტიაივ პრეპარატები, მაკროლიდები, ციმეტიდინი და სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატები (რადგან მეთადონი მეტაბოლიზდება CYP3A4 იზოფერმენტით).
მეთადონი ამცირებს `კონცენტრაცია-დროის~ მრუდქვეშა ფართობს (AUC) და დიდანოზინისა და სტავუდინის მაქსიმალურ კონცენტრციებს (Cmax), ამცირებს რა ამ პრეპარატების ბიოშეღწევადობას. ამას გარდა, მეთადონმა შეიძლება შეანელოს შეწოვა და აამაღლოს მეტაბოლიზმი ზემოაღნიშნული წამლების პირველი მიღების შემდეგ.
მეთადონი ამაღლებს ზიდოვუდინის პლაზმაში კონცენტრაცია როგორც პერორალური მიღების, ისე ვენაში შეყვანისას და ასევე, უფრო დიდი დონით ზრდის ზიდოვუდინის AUC-ს მისი პერორალური მიღებისას, ვიდრე ვენაში შეყვანისას. ეს ეფექტები გამოწვეულია გლუკურონმჟავასა და ზიდოვუდინის შეკავშირების პროცესის წარმოქმნის დამუხრუჭებით, რაც თირკმლის კლირენსს ამცირებს. მეთადონის გამოყენებით მკურნალობისას, საჭიროა მონიტორინგი ზიდოვუდინის ტოქსიკურობაზე მისი მიცემისას პაციენტებისათვის, რა შემთხვევაშიც ზიდოვუდინის დოზა უნდა შემცირდეს. პაციენტებს, რომლებსაც ერთდროულად ეძლევა ეს ორი წამალი, შეიძლება განუვითარდეს მოხსნის სინდრომის ტიპიური სიმპტომები (ძლიერი თავის ტკივილი, ტკივილი კუნთებში, დაღლილობა, გაღიზიანება). ანტირეტროვირუსულმა პროტეაზას ინჰიბიტორმა შეიძლება დაამუხრუჭოს მეთადონის მეტაბოლიზმი. შედარებით უფრო მნიშვნელოვანი რეაქციები ხდება რიტონავირის მიღებისას, რიტონავირი/ლოპინავირისა და მეთადონის ერთდროული მიღებისას აღნიშნულია მეთადონის კონცენტრაციის კლება სისხლის პლაზმაში, თუმცა, ამ დროს, მოხსნის სინდრომი არც თუ ყოველთვის აღინიშნება. მაგრამ ამ პრეპარატების გამოყენება მეთადონთან კომბინაციით, სიფრთხილეს საჭიროებს. ამავე დროს, შესაძლებელია მისი ურთიერთქმედება აბაკავირთან, რაც, როგორც წესი, დოზის კორექტირებას არ საჭიროებს.
ნევირაპინმა შეიძლება შეამციროს მეთადონის კონცენტრაცია ღვიძლში ამ უკანასკნელის მეტაბოლიზმის ამაღლების ხარჯზე. მეთადონისა და ნევირაპინის ერთდროულად მიღებისას აღნიშნულია მოხნის სინდრომის განვითარების შემთხვევები. თუ ნევირაპინი ენიშნება პაციენტებს, რომლებიც მეთადონი-ზნ-ს ღებულობდნენ, საჭიროა მათი გულდასმითი დაკვირვება მოხსნის სინდრომის გამოსავლენად, აუცილებლობის შემთხვევაში კი მეთადონის დოზა უნდა დაკორექტირდეს.
ეფავირენცი ციტოქრომ P4503A4-ის მეშვეობით იწვევს მეთადონის მეტაბოლიზმს. ეფავირენცით სამკვირიანი მკურნალობის შემდეგ, მეთადონის საშუალო პიკური კონცენტრაციები და მრუდქვეშა ფართობი (AUC) შემცირდა შესაბამისად 48%-ით და 57%-ით. ვარაუდობენ, რომ ეფავირენცის მეთადონის თერაპიაზე დამატებამ შეიძლება გამოიწვიოს მოხსნის სინდრომის სიმპტომები, რომლებიც, როგორც წესი, ეფავირენცის ჩართვიდან ორკვირიანი პერიოდის შემდეგ იწყება და შეიძლება 28 დღემდე გაგრძელდეს. ამან შეიძლება დოზის კორექციის აუცილებლობა გამოიწვიოს.
მეთადონი არის სუსტი ფუძე. შარდის დამჟანგველებმა (ამონიუმის ქლოროდი) შეიძლება აამაღლონ მეთადონის თირკმლისმიერი კლირენსი. ასეთ შემთხვევებში, საჭირო იქნება მეთადონის დოზის გაზრდა.
ვორიკონაზოლის განმეორებითი პერორალური მიღება იწვევს სისხლის პლაზმაში მეთადონის ფარმაკოლოგიურად აქტიური ენანტიომერის (R მეთადონი) კონცენტრაციის მაქსიმალურ ამაღლებას და AUC-ის გაზრდას პაციენტებში რომლებსაც მეთადონის დამხმარე დოზა ეძლევა (30-100 მგ დღეში ერთხელ). მეთადონის კონცენტრაციის გაზრდამ სისხლის პლაზმაში შეიძლება გამოიწვიოს ტოქსიკური მოვლენების განვითარება, რაც უკავშირდება QT ინტერვალის ხანგრძლივობის გაზრდას და რის გამოც შეიძლება საჭირო გახდეს მეთადონის დოზის შემცირება.
სხვა პრეპარატები. მეპერიდინის თერაპიული დოზებით გამოყენებამ პაციეტებში, რომლებიც მაო-ს ინჰიბიტორებს ღებულობენ, შეიძლება მძიმე გვერდითი ეფექტები გამოიწვიოს. იმის მიუხედავად, რომ მეთადონისათვის ასეთი რეაქციები აღწერილი არ არის, ამ პრეპარატის გამოყენების აუცილებლობისას პაციენტებში, რომლებიც მაო-ს ინჰიბიტორებს ღებულობენ, საჭიროა ჩატარდეს ტესტი მგრძნობელობაზე, როდესაც, პაციენტს რამდენიმე საათის განმავლობაში ეძლევა პრეპარატის მცირე დოზები მათი თანდათანობითი მომატებით, და ამავდროულად დარეგისტირდეს პაციენტის მდგომარეობა.
მეთადონთან ერთად გამოყენებისას, იზრდება დეზიპრამინის შემცველობა სისხლის პლაზმაში.
ურთიერთქმედების ფარმაკოდინამიკური სახეები
ოპიოიდური ანტაგონისტების (ნალოქსონი და ნალტრექსონი) ფარმაკოლოგიური მოქმედება მეთადონის მოქმედების საპირისპიროა. ამ წამლებმა შეიძლება დაბლოკონ მეთადონის მოქმედება და გამოიწვიონ მოხსნის სინდრომი.
აგონისტებმა/ანტაგონისტებმა (ბუტორფანოლი, ნალბუფინი, პენტაზოცინი) შეიძლება ნაწილობრივ დაბლოკონ გაუტკივარება, სუნთქვის დათრგუნვა და ცენტრალური ნერვული სისტემის (ცნს) მხრივ დარღვევები მეთადონის გამოყენებასთან დაკავშირებით. მათი ერთდროული მიღებისას, მეთადონმა შეიძლება გამოიწვიოს და გაზარდოს ნევროლოგიური, რესპირატორული და ჰიპოტენზიური ეფექტები. ადიტიური ან ანტაგონისტური ეფექტები დამოკიდებულია მეთადონის დოზაზე და უფრო ხშირად გვხვდება დაბალი და საშუალო დოზების გამოყენების დროს. ამ წამლებმა შეიძლება გამოიწვიოს მოხსნის სინდრომი იმ პაციენტებში, რომლებიც ხანგრძლივ თერაპიულ კურსს გადიან.
პაციენტებს, რომლებიც პარალელურად მკურნაობენ მეთადონითა და პრეპარატებით, რომლებიც აუარესებენ გულის გამტარობას ან ელექტროლიტურ ბალანსს, შეიძლება განუვითარდეთ გულის მოქმედების დარღვევები. ასეთ შემთხვევაში, აუცილებელია ელექტროკარდიოგრამის კონტროლი.
მეთადონისა და დიარეის საწინააღმდეგო პრეპარატების (დიფენოქსილატი და ლოპერამიდი) პარალელურმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ძლიერი გაუვალობა და გაზარდოს დეპრესიული ზემოქმედება ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე. ოპიოიდური ტკივილგამაყუჩებელი წამლები, ანტიმუსკარინულ წამლებთან ერთად გამოყენებისას, შეიძლება გახდეს ძლიერი გაუვალობის შედეგი, ან, ხანგრძლივი მიღებისას, შეიძლება გამოიწვიოს ილეუსის მოქმედების პარალიზება. ოქტრეოდიტმა, რომელიც სომატოსტატინის სინთეზურ ანალოგს წარმოადგენს, შეიძლება შეამციროს მეთადონისა და მორფინის ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი, ამიტომ, ტკივილის კონტროლის შემცირების ან სრული დაკარგვისას, აუცილებელია გათვალისწინებული იქნას ოქტრეოტიდის მოხსნის ეფექტი.
დომპერიდონმა და მეტოკლოპრამიდმა შეიძლება გაზარდოს მეთადონის ექსკრეციის სიჩქარე და არა მისი შეწოვის ხარისხხი. კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე მეთადონის ზემოქმების მხრივ, ამ პრეპარატს არ შეუძლია ანტაგონისტურად იმოქმედოს დომპერიდონის/მეტოკლოპრამიდის მიმართ.
მეთადონი-ზნ-ის გამოყენება აგენერაზასთან ერთად, იწვევს სისხლის პლაზმაში R მეთადონის მაქსიმალური კონცენტრაციისა და AUC-ის შემცირებას შესაბამისად 25% და 13%-ით, მეთადონი-ზნ-ისა და აგენერაზას ერთდროული გამოყენებისას, აუცილებელია პაციენტების გულდასმითი კონტროლი, რათა არ დავუშვათ მეთადონი-ზნ-ის ფაქტიური დოზის შემცირება, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც ამავდროულად გამოიყენება რიტონავირი. მეთადონი-ზნ-ისა და აგენერაზას ერთდროული გამოყენება იწვევს AUC მაჩვენებლებისა და აგენერაზას მაქსიმალური და მინიმალური კონცენტრაციების შემცირებას შესაბამისად 30%, 27% და 25%-ით.
ვირასეპტისა და მეთადონი-ზნ-ის ერთდროული გამოყენებისას, აღნიშნულია მეთადონის შემცველობის ცვლილებები სისხლის პლაზმაში. ამიტომ, შესაძლოა საჭირო გახდეს მეთადონი-ზნ-ის დოზის გაზრდა.
მეთადონი-ზნ-ისა და უკუტრანსკრიპტაზას არანუკლეოზიდური ინჰიბიტორის – რესკრიპტორის ერთდროული გამოყენებისას, შესაძლოა აუცილებელი გახდეს მეთადონი-ზნ-ის დოზის შემცირება.
განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო იმ აგენტების გამოყენებისას, რომლებსაც შეუძლიათ გაზარდონ QT ინტერვალის ხანგრძლივობა მათი მიცემისას პაციენტისათვის მეთადონთან კომბინაციაში. ასეთ აგენტები შეიძლება იყოს I და III კლასის ანტიარითმიული პრეპარატები, ზოგიერთი ნეიროლეპტიკი და ტრიციკლური ანტიდეპრესანტი, კალციუმის არხების ბლოკატორები. სიფრთხილის დაცვაა საჭირო ასევე მეთადონის გამოყენებისას იმ პრეპარატებთან ერთად, რომლებიც არღვევენ ელექტროლიტურ ბალანსს, რამაც ასევე შეიძლება შეუწყოს ხელი QT ინტერვალის გახანგრძლივებას (ჰიპომაგნიემია, ჰიპოკალიემია). ასეთ აგენტებს მიეკუთვნება შარდმდენები, საფაღარათო საშუალებები და ზოგიერთი მინერალოკორტიკოიდი.
მეთადონი ამცირებს მექსელეტინის შეწოვას.
მეთადონი-ზნ სიფრთხილის დაცვით უნდა მიეცეს პაციენტებს, რომლებსაც ამავდროულად დანიშნული აქვთ სხვა ნარკოტიკული ანალგეტიკები, ზოგადი საანესთეზიო საშუალებები, ფენოთიაზინები, ტრანკვილიზატორები, სედაციური და საძილე საშუალებები, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები და ცენტრალური ნერვული სისტემის დამთრგუნველი სხვა პრეპარატები, მათ შორის, ალკოჰოლის მიღებისას, რადგან, ასეთმა კომბინაციამ შესაძლოა გამოიწვიოს სუნთქვის დათრგუნვა, არტერიული ჰიპოტენზია, ღრმა სედაციური ეფექტი და კომა. ოპიოიდების და გაბაპენტინოიდების (გაბაპენტინი და პრეგაბალინი) ერთდროული გამოყენება ზრდის ოპიოიდების დოზის გადაჭარბების, სუნთქვის დათრგუნვის და სიკვდილის რისკს.
ციპროფლოქსაცინისა და მეთადონის ერთდროულად მიღებისას, შეიძლება განვითარდეს სედაციური მდგომარეობა, ცნობიერების არევა, სუნთქვის დათრგუნვა.
მეთადონმა შეიძლება გავლენა იქონიოს ორსულობის ტესტის შედეგებზე.
ურთიერთქმედება სეროტონინერგიულ პრეპარატებთან. სეროტონიონერგული სინდრომი შეიძლება წარმოიშვას მეთადონის მიღებისას პეტიდინთან, მონოამინოოქსიდაზას (მაო) ინჰიბიტორებთან და სეროტონინერგულ პრეპარატებთან ერთად, როგორებიცაა სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორები და ტრიციკლური ანტიდეპრესანტები. სეროტონინერგული სინდრომის სიმპტომები შეიძლება შეიცავდეს ფსიქიკური მდგომარეობის ცვლილებებს, ვეგეტატიურ არასტაბილურობას, ნერვ-კუნთოვან დარღვევებს და/ან კუჭ-ნაწლავისმიერ სიმპტომებს.
გამოყენების თავისებურებები
თუ პრეპარატის მიღების შეწყვეტის შემდეგ აუცილებელი ხდება მისი კვლავ აღდგენა, საწყისი დოზა უნდა იყოს მცირე და გაიზარდოს თანდათანობით, რათა თავიდან იქნას აცილებული სერიოზული ტოქსიკური მოვლენები და სუნთქვის დათრგუნვა.
ეს პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ პერორალური გამოყენებისთვის. პერორალური ხსნარი არ უნდა იქნას გამოყენებული ინექციის სახით.
სხვა ოპიატებიდან მეთადონზე უეცარი გადასვლის შემთხვევაში, არსებობს სუნთქვის დათრგუნვის სერიოზული რისკი. ამიტომ, მეთადონზე გადასვლა უნდა მოხდეს სიფრთხილის დაცვით.
მეთადონის გამოყენებისას შესაძლოა განვითარდეს მორფინის ტიპის მსგავსი დამოკიდებულება. მეთადონის მრავალჯერადმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ფსიქოლოგიური და ფიზიკური დამოკიდებულება და ასევე ტოლერანტობის განვითარებაც. ამიტომ, მეთადონის დანიშვნისა და გამოყენებისას, ისეთივე სიფრთხილის დაცვაა საჭირო, როგორიც მორფინის დანიშვნისა და გამოყენებისას.
არასრული ჯვარედინი ტოლერანტობა მეთადონსა და სხვა ოპიატებს შორის.
სხვა ოპიატების მიმართ ტოლერანტობის შემთხვევაში, შესაძლოა განვითარდეს ნაწილობრივი ტოლერანტობა მეთადონის მიმართ, განსაკუთრებით იმ პაციენტებში, რომლებიც მგრძნობიარენი არიან µ-ოპიატური რეცეპტორების სხვა აგონისტების მიმართ. ასეთი ტოლერანტობის შემთხვევაში, რთულია განისაზღვროს მეთადონის დოზა. ცნობილია ლეტალური შემთხვევები, რომლებიც განვითარდა სხვა ოპიატური ანტაგონისტების ხანგრძლივი მიღების შემდეგ მეთადონზე უეცარი გადასვლის გამო.
ოპიატური ტოლერანტობის მაღალი ხარისხი არ ხსნის საკითხს ტოქსიკური მოვლენების შესაძლო განვითარების შესახებ, მეთადონის გამოყენებისას.
ურთიერთქმედება ალკოჰოლთან და ნარკოტიკებთან. მეთადონი ადიტიურად მოქმედებს მისი მიღებისას ალკოჰოლთან და სხვა ოპიატურ ნარკოტიკებთან ერთად, რომლებიც დეპრესიულ ზემოქმედებას ახდენენ ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე. მეთადონი ფრთხილად და მცირე დოზებით უნდა მიეცეს პაციენტებს, რომლებიც ამავდროულად ღებულობენ სხვა ნარკოტიკულ ტკივილგამაყუჩებელ წამლებს. ცნობილია ლეტალური შემთხვევები, როდესაც მეთადონს ღებულობდნენ პირები, რომლებიც ბოროტად იყენებდნენ ბენზოდიაზეპინებს.
ურთიერთქმედება ცენტრალური ნერვული სისტემის სხვა დეპრესანტებთან.
ზოგად საანესთეზიო საშუალებებთან, ფენოთიაზინებთან, დამამშვიდებელი მოქმედების სხვა ჰიპნოსედაციურ პრეპარატებთან, ტრიციკლურ ანტიდეპრესანტებთან და იმ სხვა მედიკამენტებთან ერთად მიღებისას, რომლებიც ცენტრალური ნერვული სისტემის მოქმედებას თრგუნავენ, მათ შორის ალკოჰოლთან ერთად მიღებისას შესაძლებელია განვითარდეს დეპრესია, დიდი მღელვარების მდგომარეობა და კომა.
შფოთვითი მდგომარეობა. იმის გამო, რომ მეთადონი, რომელსაც მუდმივად იყენებენ შემანარჩუნებელი დოზებით მის მიმართ ტოლარანტული პირები, არ წარმოადგენს ტანკვილიზატორს, პაციენტებს, რომლებიც დამხმარე თერაპიას გადიან მეთადონით, უვითარდებათ შფოთვითი მდგომარეობები სტრესებისა და ცხოვრებისეული პრობლემების მიმართ. მეთადონი არ მოქმედებს შიშის წინააღმდეგ, ამიტომ, შფოთვისა და მოუსვენრობის სიმპტომები, რომლებიც მკურნალობის კურსის დროს ვლინდება, არ უნდა განიკურნოს მეთადონიდ დოზის გაზრდის ხარჯზე. ექიმმა არ უნდა აურიოს ეს სიმპტომები აბსტინენციურ სიმპტომებთან და არ უნდა შეეცადოს, რომ უმკურნალოს ასეთYმდგომარეობებს მეთადონის დოზის გაზრდით. შემანარჩუნებელი თერაპიისას, მეთადონის მოქმედება შემოიფარგლება ოპიატური სიმპტომების კონტროლით და არ ვრცელდება შფოთვითი მდგომარეობების მოხსნაზე.
თავის ტრავმა და ქალას შიდა წნევის მომატება. თავის ტრავმისას, სუნთქვის დათრგუნვა და ზურგის ტვინის სითხის წნევის მომატება, რომლებიც შეიძლება გამოწვეული იყოს მეთადონის მიერ, ბევრად უფრო ძლიერია. ასეთივე საფრთხე არსებობს ქალას-შიდა სხვა პათოლოგიების ან ქალას-შიდა წნევის მომატების შემთხვევაში, რაც პაციენტებს ადრე პერიოდებში აღენიშნებოდა. ოპიატების გვერდითმა ეფექტებმა შეიძლება შენიღბოს თავის ტრავმის მქონე პაციენტების რეალური კლინიკური მდგომარეობა. მეთადონი უკუნაჩვენებია მომატებული ქალას-შიდა წნევისა და თავის ტრავმის მქონე პაციენტებისათვის.
ბრონქული ასთმა და სუნთქვის სხვა დარღვევები. მეთადონის გამოყენებისას, მთავარ საფრთხეს წარმოადგენს სუნთქვის შესაძლო დათრგუნვა. ეს პრობლემა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხანდაზმული ასაკის პაციენტების, დასუსტებული პირების შემთხვევაში, აგრეთვე ჰიპოქსიის ან ჰიპერკაპნიისას, როდესაც პრეპარატის თუნდაც ზომიერმა თერაპიულმა დოზებმა შეიძლება მნიშვნელოვნად შეამციროს ფილტვების ვენტილაცია. ამიტომ, მეთადონი განსაკუთრებული სიფთხილით უნდა დაინიშნოს ისეთ მდგომარეობებში, რომლებსაც ახლავს ჰიპოქსია ან ჰიპერკაპნია, როდესაც თუნდაც ზომიერმა თერაპიულმა დოზებმა შეიძლება მნიშვნელოვნად შეამციროს ფილტვების ვენტილაცია. ამიტომ, მეთადონი უკუნაჩვენებია ჰიპერკაპნიის, ბრონქიული ასთმის გამწვავებული სტადიის, ფილტვების ობსტრუქციული დაავადებების, სუნთქვის დათრგუნვის (აუცილებელი სარეანიმაციო აღჭურვულობის არარსებობისას) მქონე პაციენტებისათვის. მეთადონი განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა დაინიშნოს ისეთ მდგომარეობებში, რომლებსაც ახლავს ჰიპოქსია ან სასუნთქი რეზერვების შემცირება, ბრონქული ასთმა რემისიის სტადიაში, სხეულის გამოხატული ჭარბი წონა, აპნოეს სინდრომი. ასეთ პაციენტებს, მეთადონის თუნდაც ჩვეულებრივი თერაპიული დოზის შემთხვევაშიც კი შეიძლება განუვითარდეს სუნთქვის ცენტრის დათრგუნვა ამავდროულად სასუნთქი გზების წინაღობის მომატებით, რამაც შეიძლება სუნთქვის შეჩერება გამოიწვოს. ასეთ შემთხვევებში რეკომენდირებულია არაოპიატური ანალგეტიკების გამოყენება, მათი არასაკმარისი ეფექტურობის შემთხვევაში კი, მეთადონის დანიშვნა შეიძლება მხოლოდ პაციენტის სათანადო მეთვალყურეობის უზრუნველყოფით.
ძილის დროს სუნთქვის დარღვევა. ოპიოიდებმა შეიძლება გამოიწვიოს ძილის დროს სუნთქვის დარღვევა, მათ შორის ცენტრალური ძილის აპნოე (CSA) და ჰიპოქსემია ძილის დროს. ოპიოიდები ზრდიან CSA-ს განვითარების რისკს, რომელიც დოზადამოკიდებულია. CSA-ს მქონე პაციენტებისთვის გასათვალისწინებელია ოპიოიდების საერთო დოზის შემცირება.
მუცლის ღრუს მწვავე მდგომარეობები. მეთადონის ან სხვა ნარკოტიკული საშუალებების გამოყენებამ შეიძლება ხელი შეუშალოს სწორო დიაგნოზის დასმას ან მკურნალობის სათანადო კურსის დანიშვნას `მწვავე~ მუცლის სიმპტომების მქონე პაციენტებში.
ჰიპოტენზური ეფექტი. მეთადონის გამოყენებამ შეიძლება გამოკვეთილი არტერიული ჰიპოტენზია გამოიწვიოს იმ პირებში, რომლებსაც დარღვეული აქვთ არტერიული წნევის შენარჩუნების შესაძლებლობა სისხლის მოცულობის შემცირების ან ისეთი პრეპარატების მიღების გამო მეთადონთან ერთად, როგორებიცაა ფენოთიაზინები ან ზოგიერთი საანესთეზიო საშუალება. ეს პრეპარატი განსაკუთრებული სიფრთხილის დაცვით უნდა მიეცეს არტერიული ჰიპოტენზიის მქონე პაციენტებს.
გამოყენება ამბოლატორიულ პირობებში. მეთადონის გამოყენებამ შეიძლება დაარღვიოს მომატებული საფრთხის წყაროებთან (ავტომანქანის მართვა, მუშაობა მოწყობილობებთან) მუშაობისათვის აუცილებელი გონებრივი და ფიზიკური შესაძლებლობები. მეთადონმა, ისევე როგორც სხვა ოპიოიდებმა, შეიძლება გამოიწვიონ ორთოსტატიკური ჰიპოტენზია ამბულატორიულ პაციოენტებში.
გამოყენება მწვავე ტკივილისას. ფიზიკური ტრავმის, ოპერაციის-შემდგომი ტკივილების ან მწვავე ტკივილის სხვა შემთხვევებში, პაციენტებისათვის, რომლებიც შემანარჩუნებელი თერაპიის სახით ღებულობენ მეთადონს, ეს მცირე დოზები არ იქნება ეფექტური ანალგეზიისათვის. ასეთ შემთხვევებში აუცილებელია დაინიშნოს ანალგეტიკები, მათ შორის ოპიატები, რომლებიც დადებითადაა ნაჩვენები ანალოგიური ტკივილის სინდრომის მოსახსნელად სხვა პაციენტებში. იმის გამო, რომ მეთადონი აინდუცირებს ტოლერანტობას ოპიატების მიმართ, შეიძლება საჭირო გახდეს ამ პრეპარატების უფრო მაღალი დოზების გამოყენება.
რეციდივის რისკი ნარკოდამოკიდებულ პირებში, რომლებსაც შემანარჩუნებელი თერაპიის სახით ეძლევა მეთადონი. ოპიატების მიღების უეცარმა შეწყვეტამ შეიძლება გამოიწვიოს მოხსნის სინდრომის განვითარება. ამავე დროს, მატულობს რისკი, რომ პაციენტი კვლავ დაუბრუნდეს ნარკოტიკების არალეგალურ მოხმარებას, რაც მხედველობაში უნდა იყოს მიღებული, როდესაც ფასდება დამხმარე თერაპიის სახით მეთადონის დანიშვნის რისკი/სარგებელის თანაფარდობა.
ოპიოიდების მოხმარების დარღვევა - ომდ (ბოროტად გამოყენება და დამოკიდებულება). მეთადონი ოპიოიდური ტკივილგამაყუჩებელია და იწვევს ძლიერ დამოკიდებულებას. მას აქვს ხანგრძლივი ნახევარგამოყოფის პერიოდი და შეიძლება დაგროვდეს. სიმპტომების შესამსუბუქებლად დღეში რამდენჯერმე მიღებული ერთჯერადი დოზა იწვევს კუმულაციურ ეფექტებს და შეიძლება ფატალური იყოს. სხვა ოპიოიდების მსგავსად, მეტადონის განმეორებითი გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს ტოლერანტობა, ფიზიკური და/ან ფსიქოლოგიური დამოკიდებულება. ტოლერანტობა ვლინდება ოპიატების სულ უფრო მაღალი დოზების საჭიროებით მოცემული ეფექტის შესანარჩუნებლად, როგორიცაა ანალგეზია. ფიზიკური დამოკიდებულება ვლინდება აბსტინენციის სინდრომის სახით პრეპარატის მიღების მკვეთრი შეწყვეტის ან ანტაგონისტის გამოყენების შემდეგ. ოპიოიდური თერაპიის ხანგრძლივი გამოყენებისას შესაძლებელია როგორც ტოლერანტობა, ასევე ფიზიკური დამოკიდებულება.
ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტის განმეორებითმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ოპიოიდების მოხმარების დარღვევა (ომდ). უფრო მაღალმა დოზებმა და ოპიოიდური მკურნალობის უფრო ხანგრძლივმა მიმდინარეობამ შეიძლება გაზარდოს ომდ-ს განვითარების რისკი.
მკურნალობის მიზნები და შეწყვეტის გეგმები უნდა განიხილებოდეს მკურნალობის დაწყებამდე და მკურნალობის დროს (იხილეთ დოზირება და მიღების წესი). პაციენტები ასევე უნდა იყვნენ ინფორმირებულნი ომდ-ს რისკებისა და ნიშნების შესახებ მკურნალობის დაწყებამდე და მკურნალობის დროს. პაციენტებს უნდა ურჩიონ, მიმართონ ექიმს, თუ ეს ნიშნები გამოვლინდება.
მედიკამენტების ბოროტად გამოყენებამ ან განზრახ არასწორად გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს დოზის გადაჭარბება და/ან სიკვდილი.
ომდ-ს განვითარების რისკი იზრდება იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ნივთიერებაზე დამოკიდებულების (მათ შორის ალკოჰოლის მოხმარების დარღვევების) პირადი ან ოჯახური ისტორია (მშობლები ან და-ძმები), თამბაქოს ნაწარმის მომხმარებლებში და სხვა არსებული ფსიქიკური დარღვევების მქონე პაციენტებში (როგორიცაა მძიმე დეპრესია, შფოთვა და პიროვნული აშლილობები).
პაციენტები უნდა იმყოფებოდნენ წამალდამოკიდებული ქცევის ნიშნების მონიტორინგის ქვეშ (მაგ., ადრე დანიშნული რეცეპტების მოთხოვნა), რამაც შეიძლება მოითხოვოს თანმხლები ოპიოიდური და ფსიქოაქტიური მედიკამენტების (განსაკუთრებით ბენზოდიაზეპინების) გადახედვა. პაციენტებს, რომლებსაც აქვთ ომდ-ს ნიშნები და სიმპტომები, სჭირდებათ ნარკოლოგთან კონსულტაცია.
აბსტინენციის სინდრომი შეიძლება განვითარდეს ფიზიკურად დამოკიდებულ პაციენტებში, მეთადონის თერაპიის მკვეთრი შეწყვეტის შემთხვევაში. როგორც აბსტინენციის, ასევე მოხსნის სინდრომს ახასიათებს შემდეგი სიმპტომები: შფოთვა, გაძლიერებული ცრემლდენა, რინორეა, ოფლიანობა, სიცივის შეგრძნება, მთქნარება, მიალგია და მიდრიაზი. ასევე შეიძლება განვითარდეს სხვა სიმპტომები: გაღიზიანება, ზურგის ტკივილი, სახსრების ტკივილი, სისუსტე, კუჭის სპაზმები, უძილობა, გულისრევა, ანორექსია, ღებინება, დიარეა, არტერიული წნევის მომატება, გულისცემის გახშირება და სუნთქვის გახშირება. როგორც წესი, მეტადონის ხანგრძლივი გამოყენებისას, პრეპარატის მიღების მკვეთრი შეწყვეტა რეკომენდებული არ არის.
გამოყენების …
ორსულობა და ძუძუთი კვება
ორსულობის პერიოდში მეთადონის გამოყენება შეიძლება მხოლოდ მაშინ, თუ პოტენციური სარგებელი დედისათვის, ნაყოფის მიმართ წარმოშობილ შესაძლო რისკებს აღემატება.
ორსულ ქალებში, მეთადონის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში მნიშვნელოვნად შემცირებულია, შემოკლებულია ასევე ნახევარგამოყოფის პერიოდი და გაზრდილია მეთადონის კლირენსი მშობიარობის შემდგომ პერიოდთან შედარებით. ამიტომ, მეთადონის გამოყენებამ ორსულობის პერიოდში, შეიძლება მოხსნის სინდრომი წარმოშვას ზოგიერთ პაციენტში. შესაძლოა საჭირო გახდეს დოზის მომატება, დოზებს შორის დროის ინტერვალების შემცირება ან დოზის დაყოფა რამდენიმე მიღებისათვის.
მეთადონის დანიშვნისას ორსული ქალისათვის, იგი აუცილებლად უნდა იყოს ინფორმირებული ამ პრეპარატის გამოყენების შესაძლო შედეგების შესახებ როგორც თვითონ მისთვის, ისე ჩვილისათვის. მეთადონის გამოყენებისას ორსულობის პერიოდში, აუცილებელია პაციენტის მკაცრი სამედიცინო კონტროლი.
იმ ქალების შვილებს, რომლებიც მშობიარობამდე ოთხი კვირით ადრე ღებულობდნენ ოპიატებს, შეიძლება განუვითარდეს დამოკიდებულება ამ პრეპარატების მიმართ. ამიტომ, აუცილებელია ასეთი ბავშვების მკაცრი სამედიცინო დაკვირვებების ქვეშ ყოფნა მინიმუმ ორი კვირის განმავლობაში, რათა გამოვლინდეს მოხსნის სინდრომის შესაძლო სიმპტომები (გაღიზიანება, კრუნჩხვები, მადის დაკარგვა, დიარეა, მწვავე ტირილი).
მშობიარობა და დაბადება
ისევე როგორც სხვა ოპიოიდების შემთხვევაში, მეთადონის გამოყენებამ მშობიარობამდე ცოტა ხნით ადრე, განსაკუთრებით - მაღალი დოზების მიღებისას, შეიძლება გამოიწვიოს ახალშობილის სუნთქვის დათრგუნვა, ამიტომ, მეთადონი არ არის რეკომენდირებული მეანობაში როგორც ანალგეზიური საშუალება. აგონისტებისა და ანტაგონისტების შერეული თვისებების მქონე ნარკოტიკული პრეპარატები არ უნდა მიეცეს როგორც გაუტკივარების საშუალება იმ პაციენტებს, რომლებიც ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ღებულობენ მეთადონს, რადგან ამ ორი პრეპარატის კომბინაციამ შეიძლება მოხსნის მწვავე სინდრომის პროვოცირებას შეუწყოს ხელი.
ძუძუთი კვება
მეთადონი აღწევს დედის რძეში, ამიტომ ამ პრეპარატის დანიშვნა არ არის რეკომენდირებული დედებისათვის, რომლებიც ძუძუთი კვებავენ ჩვილებს. ახალშობილისასთვის სერიოზული არახელსაყრელი რეაქციების რისკისა და დედისათვის მკურნალობის სარგებლის გათვალისწინებით, რეკომენდირებულია, რომ უარი ითქვას ან ძუძუთი კვებაზე, ან მეთადონის მიღებაზე
მეტადონი დედის რძეში დაბალი პლაზმური დონით გამოიყოფა. ძუძუთი კვების რეკომენდაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას აუცილებელია სხვა ექიმებთან კონსულტაცია და იმის გათვალისწინება, იღებს თუ არა ქალი ამჟამად მეტადონის სტაბილურ შემანარჩუნებელ დოზას, ასევე ნებისმიერი უკანონო ნარკოტიკული საშუალების მიმდინარე მოხმარებას.
თუ ძუძუთი კვება რეკომენდირებულია, მაშინ მეთადონის დოზა შეძლებისდაგვარად მცირე უნდა იყოს.
მეძუძური ქალები ინფორმირებულნი უნდა იყვნენ და ყურადღებით უნდა ადევნონ თვალყური ახალშობილს, სედაციის და სუნთქვის გაძნელების ნიშნების წარმოშობის მხრივ, და დაუყოვნებლივ უნდა მიმართონ ექიმს დახმარებისათვის ასეთი ნიშნების გამოვლენისთანავე. თუ მდედის რძეში გამოყოფილი მეთადონის რაოდენობა არაა საკმარისი ძუძთი კვებაზე მყოფ ჩვილებში მოხსნის სინდრომის სრულად გასაქრობად, ამან შეიძლება შეასუსტოს ნეონატალური აბსტინენციური სინდრომის გამოხატვა. დედებისათვის, რომლებიც მეთადონით მკურნალობენ, რეკომენდირებულია, რომ თანდათანობით მოუხსნან ახალშობილებს ძუძუთი კვება, რათა თავიდან ააცილონ მათ აბსტინენციური სინდრომის განვითარება.
ზემოქმედება რეაქციის სისწრაფეზე ავტოტანსპორტის მართვისას ან სხვა მექანიზმებთან მუშაობისას
მეთადონის გამოყენებამ შეიძლება დაარღვიოს მომეტებული საფრთხის წყაროებთან (ავტომანქანის მართვა, მუშაობა მოწყობილობებთან) მუშაობის გონებრივი და ფიზიკური შესაძლებლობები.
ჭარბი დოზა
მეთადონის მნიშვნელოვანი ჭარბი დოზით მიღების შემთხვევაში, ადგილი აქვს სუნთქვის დათრგუნვას (სუნთქვის სიხშირის კლება და/ან სუნთქვის მოცულობის შემცირება, ჩეინ-სტოქსის სუნთქვა, ციანოზი), ვითარდება ზედმეტი მოთენთილობა, რაც პროგრესირდება დათრგუნულ ფსიქიკურ ან კომატოზურ მდგომარობამდე, თვალის გუგები ვიწროვდება, მიდრიაზი შეიძლება შეცვალოს მიოზმა, აღინიშნება კუნთების სისუსტე, კანი ხდება ცივი და წებოვანი, ზოგჯერ ვითარდება ბრადიკარდია და არტერიული ჰიპოტენზია. აღნიშნულია ჰიპოგლიკემიის შემთხვევები. მეტადონის დოზის გადაჭარბებისას დაფიქსირდა ტოქსიკური ლეიკოენცეფალოპათია. ბავშვებში ჭარბი დოზის შემთხვევაში აღინიშნება ძილიანობა, მოდუნება, თვალის გუგების შევიწროვება, ქოშინი. მნიშვნელოვანი ჭარბი დოზის შემთხვევაში, განსაკუთრებით ამ პრეპარატის შიგნით მიღებისას, შეიძლება ადგილი ჰქონდეს სუნთქვის გაჩერებას, ცირკულარულ კოლაფსს ან შოკს, აგრეთვე გულის გაჩერებას ლეტალური შედეგით.
მკურნალობა.
პირველ რიგში, აუცილებელია უზრუნველყოფილი იქნას სუნთქვის სათანადო რითმი, სუფთა ჰაერი, შესაბამისი დამხმარე ვენტილაცია, ეკგ-ს კონტროლი. თუ პაციენტი, განსაკუთრებით – ბავშვი, რომელსაც შემთხვევით მიეცა მეთადონის ჭარბი დოზა, მძიმედ იტანს ჭარბი დოზის სიმპტომებს, მას შეიძლება მიეცეს ნარკოტიკების ეფექტური ანტაგონისტები, რომლებიც უკუქმედებენ ლეტალური შედეგის გამომწვევ სუნთქვის უკმარისობაზე.
ექიმს ყოველთვის უნდა ახსოვდეს, რომ მეთადონი არის ხანგრძლივი მოქმედების (36-დან 48 საათამდე) დეპრესანტი, ხოლო მისი ანტაგონისტები, რომლებიც ჭარბი დოზის შედეგების მკურნალობისას გამოიყენება, მხოლოდ 1 – 3 საათის განმავლობაში მოქმედებენ. ამიტომ, საჭიროა პაციენტის მკაცრი მეთვალყურეობა, რათა თავიდან ავიცილოთ სუნთქვის უკმარისობის განმეორება, აუცილებლობის შემთხვევაში კი პაციენტს უნდა ჩაუტარდეს ხელმეორე მკურნალობის კურსი ნარკოტიკების ანტაგონისტებით. სხვა რესპირატორული სტიმულატორების გამოყენება დადებითად ნაჩვენები არ არის, თუკი დიაგნოზი ზუსტადაა დასმული და სუნთქვის დათრგუნვა გამოწვეულია მხოლოდ და მხოლოდ მეთადონის ჭარბი დოზით.
სუნთქვის ან გულ-სისხლძარღთა მნიშვნელოვანი უკმარისობის კლინიკური გამოხატულობის არარსებობის შემთხვევაში, ანტაგონისტი წამლების დანიშვნა არ შეიძლება. ნარკოტიკების ანტაგონისტები, რომლებიც ინტრავენური ინექციისათვის ინიშნება (ნალოქსონი, ნალორფინი და ლევალორფანი) წარმოადგენს ძირითად სამკურნალო პრეპარატებს ინტოქსიკაციის სიმპტომების მოსახსნელად.
ეს სამკურნალო პრეპარატები განმეორებით უნდა დაინიშნოს მანამ, სანამ პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი არ გახდება. ნალოქსონის გამოყენებისას, იმის რისკი, რომ ნარკოტიკების ანტაგონისტი შემდგომში გამოიწვევს სუნთქვის დათრგუნვას, ნაკლებია.
თუ საჭიროება წარმოიშვება, იყენებენ ჟანგბადს, ინტრავენური საინექციო სითხეებს, საშუალებებს, რომლებიც სისხლძარღვებს ავიწროვებენ, აგრეთვე სხვა შემანარჩუნებელ საშუალებებს.
ოპიატების მიმართ ფიზიკური დამოკიდებულებისას, ოპიატების ანტაგონსტების გამოყენებამ შეიძლება ხელი შეუწყოს მოხსნის მწვავე სინდრომის განვითარებას, რომლის გამოხატულება დამოკიდებულია ფიზიკური დამოკიდებულების ხარისხზე და გამოსაყენებელი ანტაგონისტის დოზაზე. ანტაგონისტების გამოყენება სუნთქვის გამოხატული დათრგუნვისას ფიზიკურად დამოკიდებულ პაციენტებში, განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მოხდეს. ამასთანავე, ტიტრაციისას ანტაგონისტების დოზა უფრო ნაკლები უნდა იყოს ჩვეულებრივ დანიშნულ დოზებთან შედარებით (რეკომენდირებული დოზების 10-20%).
ოპიატების ანტაგონისტების ჩვეულებრივი დოზებით გამოყენებამ ოპიატებზე ფიზიკურად დამოკიდებულ პაციენტებში, შეიძლება მოხნის მწვავე სინდრომის პროვოცირება გამოიწვიოს. ამიტომ, განსაკუთრებული აუცილებლობის გარეშე, ოპიატებზე ფიზიკურად დამოკიდებული პაციენტებისათვის ოპიატების ანტაგონისტების მიცემისაგან თავი უნდა შევიკავოთ.
შარდის დაჟანგვა მეთადონის გამოყოფას ამაღლებს.
მეთადონი არ გამოიყოფა პერიტონეალური დიალიზით ან ჰემოდიალიზით.
გვერდითი რეაქციები
ჰეროინის მოხსნა. მეთადონით შემანარჩუნებელი თერაპიის დასაწყისში, პაციენტებს ჰეროინი აღარ ეძლევა, რის შედეადაც წარმიშვება მოხსნის სინდრომის ტიპიური ნიშნები. ისინი უნდა განვასხვავოთ მეთადონის გამოყენებასთან დაკავშირებული გვერდითი ეფექტებისაგან. მოხსნის სინდრომის (როგორც ჰეროინის, ისე სხვა ოპიატების შემთხვევაში) ყველაზე დამახასიათებელი ასეთი სიმპტომებია: მომეტებული ცრემლდენა, რინიორეა, ცემინება, მთქნარება, ჭარბი ოფლიანობა, სხეულის ტემპერატურის მომატება, `ბატის კანი~, სიცხის ან სიცივის მონაცვლეობის შეგრძნება, მოუსვენრობა, გაღიზიანება, სისუსტე, დეპრესია, თვალის გუგების გაფართოება, ტრემორი, ტაქიკარდია, კუჭნაწლავის კოლიკები, ტკივილის შეგრძნება სხეულზე, უნებლიე ცახცახი, ანორექსია, გულისრევა, დიარეა, ნაწლავების სპაზმი, სხეულის მასის კლება.
საწყისი დოზა
განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს საწყისი დოზის ინდივიდუალურ შერჩევას. მკურნალობის დასაწყისში ზედმეტად მაღალმა საწყისმა დოზებმა შეიძლება გვერდითი მოვლენები გამოიწვიოს.
მეთადონის გამოყენებისას, გვერდით რეაქციებს შორის ყველაზე საშიშია სუნთქვის დათრგუნვა და არტერიული ჰიპოტენზია. მეთადონის გამოყენებისას შეიძლება მოხდეს გულის გაჩერება სუნთქვის გაჩერება, შოკი. რეგისტრირებულია ლეტალური შედეგები.
ყველაზე ხშირად აღინიშნება ისეთი გვერდითი რეაქციები, როგორებიცაა თავბრუსხვევა, მოუსვენრობა, სიცარიელის შეგრძნება თავის არეში, სედაციური ეფექტი, გულისრევა, ღებინება, ოფლის გამოყოფის გაძლიერება, ორთოსტატიკური ჰიპოტენზია. ასეთ შემთხვევებში შეიძლება მეთადონის დოზის შემცირება.
ამ ეფექტებიდან ზოგიერთი, უფრო ხშირად ამბულატორიულ პაციენტებში, შეიძლება შემცირდეს, თუ პაციენტს ჰორიზონტალურ მდგომარეობაში მოვათავსებთ.
მეთადონის გამოყენებისას დარეგისტრირებული სხვა გვერდითი ეფექტები
ზოგადი რეაქციები: ასთენია, სისუსტე, შეტევები, ტოლერანტიბის განვითარება, ჰიპოთერმია.
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: არითმია, ბრადიკარდია, ექასტრასისტოლია, ტაქიკარდია, ძლიერი გულისცემა, პარკუჭების ციმციმი და ფრიალი, პარკუჭების ფიბრილაცია, QT ინტერვალის გახანგრძლივება, torsades de pointes ტიპის არითმია (განსაკუთრებით – მეთადონის მაღალი დოზების მიღებისას), კარდიომიოპათია, გულის უკმარისობა, არტერიული ჰიპოტენზია, ფლებიტი, სინკოპე, T კბილანის ინვერსია.
საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მხრივ: მუცლის ტკივილი, ანორექსია, სანაღვლე გზების, შარდის ბუშტის სპაზმები, სანაღვლე გზების დისკინეზია, შეკრულობა, პირის ღრუს სიმშრალე (ქსეროსტომია), გლოსიტი.
ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, აგზნებადობა, არეული ცნობიერება, კრუნჩხვითი შეტევები, ორიენტაციის დარღვევა, დისფორია, ეიფორია, უძილობა, მხედველობითი დარღვევები, დაბინდული მხედველობა, მიოზი, თვალის სიმშრალე, ვერტიგო, ჰალუცინაციები, შფოთვა, დამოკიდებულება.
სისხლის სისტემის მხრივ: ქრონიკული ჰეპატიტის მქონე ოპიატურ ნარკომანებში აღნიშნულია დროებითი თრომბოციტოპენია.
მეტაბოლიზმის მხრივ: შეშუპება, სითხის შეკავება, ქვედა კიდურების შეშუპება, ჰიპოკალიემია, ჰიპომაგნიემია, ჰიპოგლიკემია, სხეულის მასის მომატება ან კლება.
სუნთქვის სისტემის მხრივ: ფილტვების შეშუპება, ბრონქული ასთმის მიმდინარეობის გაუარესება, ცხვირის ღრუს სიმშრალე, სუნთქვის დათრგუნვა (განსაკუთრებით – მეთადონის მაღალი დოზების მიღებისას). ცენტრალური ძილის აპნოეს სინდრომი.
კანის მხრივ: ჭინჭრის ციება, გამონაყარი კანზე, ჰემორაგიული ჭინჭრის ციება, მუნი, ქავილი, შეშუპება.
შარდსასქესო სისტემის მხრივ: ანტიდიურეზული ეფექტი, დისმენორეა, ამენორეა, შარდის შეკავება შარდის გამოყოფასთან დაკავშირებული მოვლენები, ლიბიდოს და პოტენციის დაქვეითება, იმპოტენცია, პროლაქტინის დონის მომატება ამ პრეპარატის ხანგრძლივი მიღებისას, გალაქტორეა.
გამოყენება ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პირებისათვის: ხანგრძლივი შემანარჩუნებელი მკურნლობისას მეთადონით, აღინიშნება გვერდითი ეფექტების თანდათანობითი შესუსტება რამდენიმე კვირის განმავლობაში, თუმცა რჩება ისეთი გვერდითი ეფექტები, როგორებიცაა მაგალითად ოფლის ჭარბი გამოყოფა და ყაბზობა.
მეთადონი არის ოპიატების რეცეპტორების აგონისტი, ამიტომ, ამ პრეპარატის მიღებისას შეიძლება განვითარდეს ისეთივე ტიპის დამოკიდებულება, როგორიც მორფინის შემთხვევაში.
მეთადონის გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს ჰიპერმგრძნობელობის რეაქციბი, მათ შორის შოკი, ქოშინი.
მოხსნის სინდრომი: მოუსვენრობა, ცრემლის მომატებული გამოყოფა, რინორეა, ცემინება, ოფლიანობა, სიცივის შეგრძნება, ტრემორი/კანკალი, `ბატის კანი~, მთქნარება, მიალგია, მიდრიაზი, გაღიზიანება, ტკივილი მთელ სხეულში, ზურგში, სახსრებში, სისუსტე, კუჭნაწლავის კოლიკები, ძილის დარღვევა, უძილობა, გულისრევა, ანორექსია, პირღებინება, არტერიული წნევის მომატება, გულის შეკუმშვების სიხშირის მომატება, სუნთქვის სიხშირის მომატება, სხეულის ტემპერატურის მომატება.
გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინება
მნიშვნელოვანია გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინება სამკურნალო პროდუქტის რეგისტრაციის შემდეგ. ეს საშუალებას იძლევა, მონიტორინგი გაუწიოს სამკურნალო პროდუქტის სარგებლისა და რისკის ბალანსს. ჯანდაცვის სპეციალისტებმა, ფარმაცევტებმა და პაციენტებმა ან მათმა კანონიერმა წარმომადგენლებმა უნდა შეატყობინონ ყველა საეჭვო გვერდითი რეაქციის და სამკურნალო პროდუქტის არაეფექტურობის შემთხვევების შესახებ.
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.
ფლაკონის გახსნის შემდეგ, შეინახეთ არაუმეტეს 28 დღით
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერება: methadone
1 მლ ხსნარი შეიცავს 1 მგ ან 5 მგ მეთადონის ჰიდროქლორიდს.
დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ბენზოატი (E-211); საქაროზა; გლიცერინი; ლიმონმჟავას მონოჰიდრატი (E-330); არომატიზატორი `ზემლიანიკა~ (შეიცავს ეთილაცეტატს, პროპილენგლიკოლს); გაწმენდილი წყალი.
წამლის ფორმა: პერორალური ხსნარი
ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები: გამჭვირვალე, უფერო ან მოყვითალო ან მოყვითალო-მოყავისფრო სითხე მარწყვის დამახასიათებელი არომარტით
შენახვის პირობები
ინახება თავდაპირველ შეფუთვაში, არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე.
შეინახეთ ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე
შეფუთვა
1000 მლ ფლაკონებში შესაბამისი რაოდენობის დოზირების მოწყობილობებთან ერთად.
გაცემის კატეგორია:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი I, გაიცემა მხოლოდ ნარკომანიით დაავადებულ პირთა ჩანაცვლებითი მკურნალობის მიმწოდებელ დაწესებულებებზე.
მწარმოებელი:
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება `ხარკოვის ფარმაცევტული საწარმო `ზდოროვიე ნაროდუ~
მწარმოებლის ადგილმდებარეობა და საქმიანობის განხორციელების ადგილის მისამართი:
უკრაინა, 61002, ხარკოვის ოლქი, ქ. ხარკოვი, კულიკოვსკაიას ქ. 41
ბოლო გადახედვის თარიღი: 23.10.2023
ფარმაკოლოგიური თვისებები
ოპიატური დამოკიდებულებისას მისაღები საშუალებები. ATC კოდი N07B C02
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა.
მეთადონი არის სინერგიული საშუალება მორფინის მსგავსი სედაციური და ანალგეტიკური მოქმედებით, მეთადონი უკავშირდება რა ოპიატურ რეცეპტორებს, კონკურენტულად ანაცვლებს ხანმოკლე მოქმედების ნარკოტიკულ სა|შუალებებს (მორფინი, ჰეროინი და სხვ.). მეთადონი უმთავრესად მოქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე და გლუვი მუსკულატურის მქონე ორგანოებზე. მეთადონი ახდენს ანალგეზურ და სედაციურ მოქმედებას, ასევე აქვს დეტოქსიკაციური და დამხმარე ეფექტი ოპიატური დამოკიდებულებისას. ანალგეზიის ნიშნები ვლინდება ამ პრეპარატის მიღებიდან 30-60 წუთის შემდეგ.
მეთადონი იწვევს მორფინის მიღებისას წარმოშობილის მსგავს მოხსნის სინდრომს. ამასთან, იგი განსხვავდება უფრო თანდათანობითი შეტევებით, ზომიერად ხანგრძლივი მოქმედებით და ნაკლებად მძიმე სიმპტომებით.
მორფინთან შედარებით, მეთადონის პერორალური მიღება იწვევს შეტევებს, მაქსიმალური დონეების შემცირებას, ხანგრძლივ ანალგეზურ მოქმედებას.
ფარმაკოკინეტიკა.
მეთადონი სწრაფად შეიწოვება საჭმლის მომნელებელ ტრაქტში პერორალური მიღებიდან 30 წუთში, მისი მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლში მიიღწევა 3-4 საათის შემდეგ.
პლაზმაში არსებული მეთადონის დაახლოებით 85% შეკავშირებულია ცილებთან, მათგან 44% უკავშირდება ალბუმინს, 17% კი გლობულინებს.
მეთადონი მეტაბოლიზდება უპირატესად თირკმელებში, CYP3A4-ის მონაწილეობით: თავდაპირველი მეტაბოლიტები გამოიყოფა შარდით და ნაღვლით, საწყისი პრეპარატის მცირე რაოდენობასთან ერთად. პაციენტებში, რომლებიც ადრე არ ღებულობდნენ მეთადონს, მისი ნახევარგამოყოფის მკაფიოდ გამოხატული საშუალო პერიოდი შეადგენს 15 საათს ერთი დოზის მიღების შემდეგ, მაშინ როცა ამ პრეპარატის მუდმივად გამოყენებისას, მისი ნახევარგამოყოფის მკაფიოდ გამოხატული პერიოდია 22 საათი.
ინდივიდუალური მერყეობები მნიშვნელოვანია და შეიძლება შეადგიონოს 10-დან 80 საათამდე, რაც საშუალებას იძლევა, რომ პაციენტმა ეს პრეპარატი მიიღოს დღეში 1-ჯერ. მეთადონის წონასწორობის კონცენტრაცია შეიძლება მიღწეული იქნას 2-9 დღეში.
კლინიკური მახასიათებლები
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
პრეპარატის სამედიცინო გამოყენების
ინსტრუქცია
`მეთადონი-ზნ”
(METHADONE-ZN)
შემადგენლობა:
აქტიური ნივთიერება: methadone
1 მლ ხსნარი შეიცავს 1 მგ ან 5 მგ მეთადონის ჰიდროქლორიდს.
დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ბენზოატი (E-211); საქაროზა; გლიცერინი; ლიმონმჟავას მონოჰიდრატი (E-330); არომატიზატორი `ზემლიანიკა~ (შეიცავს ეთილაცეტატს, პროპილენგლიკოლს); გაწმენდილი წყალი.
წამლის ფორმა: პერორალური ხსნარი
ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები: გამჭვირვალე, უფერო ან მოყვითალო ან მოყვითალო-მოყავისფრო სითხე მარწყვის დამახასიათებელი არომარტით
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ოპიატური დამოკიდებულებისას მისაღები საშუალებები. ATC კოდი N07B C02
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა.
მეთადონი არის სინერგიული საშუალება მორფინის მსგავსი სედაციური და ანალგეტიკური მოქმედებით, მეთადონი უკავშირდება რა ოპიატურ რეცეპტორებს, კონკურენტულად ანაცვლებს ხანმოკლე მოქმედების ნარკოტიკულ სა|შუალებებს (მორფინი, ჰეროინი და სხვ.). მეთადონი უმთავრესად მოქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე და გლუვი მუსკულატურის მქონე ორგანოებზე. მეთადონი ახდენს ანალგეზურ და სედაციურ მოქმედებას, ასევე აქვს დეტოქსიკაციური და დამხმარე ეფექტი ოპიატური დამოკიდებულებისას. ანალგეზიის ნიშნები ვლინდება ამ პრეპარატის მიღებიდან 30-60 წუთის შემდეგ.
მეთადონი იწვევს მორფინის მიღებისას წარმოშობილის მსგავს მოხსნის სინდრომს. ამასთან, იგი განსხვავდება უფრო თანდათანობითი შეტევებით, ზომიერად ხანგრძლივი მოქმედებით და ნაკლებად მძიმე სიმპტომებით.
მორფინთან შედარებით, მეთადონის პერორალური მიღება იწვევს შეტევებს, მაქსიმალური დონეების შემცირებას, ხანგრძლივ ანალგეზურ მოქმედებას.
ფარმაკოკინეტიკა.
მეთადონი სწრაფად შეიწოვება საჭმლის მომნელებელ ტრაქტში პერორალური მიღებიდან 30 წუთში, მისი მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლში მიიღწევა 3-4 საათის შემდეგ.
პლაზმაში არსებული მეთადონის დაახლოებით 85% შეკავშირებულია ცილებთან, მათგან 44% უკავშირდება ალბუმინს, 17% კი გლობულინებს.
მეთადონი მეტაბოლიზდება უპირატესად თირკმელებში, CYP3A4-ის მონაწილეობით: თავდაპირველი მეტაბოლიტები გამოიყოფა შარდით და ნაღვლით, საწყისი პრეპარატის მცირე რაოდენობასთან ერთად. პაციენტებში, რომლებიც ადრე არ ღებულობდნენ მეთადონს, მისი ნახევარგამოყოფის მკაფიოდ გამოხატული საშუალო პერიოდი შეადგენს 15 საათს ერთი დოზის მიღების შემდეგ, მაშინ როცა ამ პრეპარატის მუდმივად გამოყენებისას, მისი ნახევარგამოყოფის მკაფიოდ გამოხატული პერიოდია 22 საათი.
ინდივიდუალური მერყეობები მნიშვნელოვანია და შეიძლება შეადგიონოს 10-დან 80 საათამდე, რაც საშუალებას იძლევა, რომ პაციენტმა ეს პრეპარატი მიიღოს დღეში 1-ჯერ. მეთადონის წონასწორობის კონცენტრაცია შეიძლება მიღწეული იქნას 2-9 დღეში.
კლინიკური მახასიათებლები
ჩვენებები.
- დეტოქსიკაცია ოპიატური დამოკიდებულებისას (დამოკიდებულება ჰეროინზე და დამოკიდებულება მორფინის მსგავს სხვა ნარკოტიკებზე), აგრეთვე ოპიატური ნარკომანიით დაავადებულთა შემანარჩუნებელი მკურნალობა;
- ტკივილის სინდრომი: (ზომიერიდან ძლიერამდე, რომელიც არ იხსნება არანარკოტიკული ანალგეტიკებით).
უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა მეთადონის ჰიდროქლორიდის ან პრეპარატის რომელიმე სხვა კომპონენტის მიმართ; უკუჩვენებების არსებობა ოპიოიდების მიღების მიმართ, მაგალითად სუნთქვის დათრგუნვა (აუცილებელი სარეანიმაციო აღჭურვილობის არარსებობისას); ბრონქული ასთმის გამწვავების პერიოდი, CO2-ის ჭარბად დაგროვება სისხლში; სასუნთქი გზების ობსტრუქციული დაავადებები; ეჭვი კუჭნაწლავურ გაუვალობაზე; წყლულოვანი კოლიტი; ფსევდომემბრანულ კოლიტთან ასოცირებული დიარეა, რომელსაც იწვევს ცეფალოსპორინები, ლინკომიცინი, კლინდამიცინი, პენიცილინები; დიარეა, რომელიც განვითარდა მოწამვლის შედეგად (სანამ საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან არ იქნება გამოყოფილი ტოქსიკური ნივთიერებები); ქალასშიდა ჰიპერტენზია, ქალა-ტვინის ტრავმა; ღვიძლისა და თირკმელების მძიმე უკმარისობა; სანაღვლე და შარდგამომყოფი გზების სპაზმები; ნარკოდამოკიდებულება სუსტ ოპიატებზე (პეტიდინი, კოდეინი); დამოკიდებულება არაოპიოიდურ წამმლებზე; მწვავე ალკოჰოლიზმი; მიღება მონოამინოქსიდაზას (მაო) ინჰიბიტორებთან ერთად (მოკლობემიდის ჩათვლით) და მათი მოხსნის შემდგომი 2 კვირის განმავლობაში
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან და ურთიერთქმედების სხვა სახეები
ურთიერთქმედების ფარმაკოკინეტიკური სახეეები
მეთადონი არის P-გლიკოპროტეინული სუბსტრატი, ამიტომ, მეთადონის კონცენტრაცია შეიძლება აამაღლოს მისი მოქმედების შემაკავებელმა ყველა პრეპარატმა (ქინიდინი, ვერაპამილი).
მეთადონი მეტაბოლიზდება CYP3A4 იზოფერმენტით.
ამ იზოფერმენტის სტიმულატორებმა (ბარბიტურატები, კარბამაზეპინი, ფენიტოინი, კრაზანა, ნევირაპინი, რიფამპიცინი) შეიძლება ხელი შეუწყოს მეთადონის მეტაბოლიზმს ღვიძლში. მეთადონი-ზნ-ის გამოყენებამ CYP3A4 იზოფერმენტის ინდუქტორებთან ერთად, შეიძლება მოხსნის სინდრომის განვითარება გამოიწვიოს. იმის გამო, რომ არსებობს ცნობები ასეთი ურთიერთქმედების შემთხვევების შესახებ, მოხნის სიმპტომებისას წარმოიშობა მეტადონოს დოზის გაზრდის აუცილებლობა. CYP3A4 იზოფერმენტის ინდუქტორების გამოყენებით ჩატარებული თერაპიის შეწყვეტის შემთხვევაში, მეთადონის დოზა უნდა შემცირდეს.
CYP3A4 ინჰიბიტორებმა (კანაბინოიდები (მათ შორის კანაბიდიოლი), კლარითრომიცინი, დელავირდინი, ერითრომიცინი, ფლუკონაზოლი, გრეიფრუტის წვენი, სეროტონინის სელექციური ინჰიბიტორები (სერტრალინი, ფლუვოქსამინი), იტრაკონაზოლი, კეტოკონაზოლი, ნეფაზოდონი) შეიძლება გაზარდონ მეთადონის კონცენტრაცია პლაზმაში.
მეთადონის ექსკრეცია მცირდება CYP3A4 ინჰიბიტორების, როგორიცაა გარკვეული ანტიაივ პრეპარატები, მაკროლიდები, ციმეტიდინი და სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატები (რადგან მეთადონი მეტაბოლიზდება CYP3A4 იზოფერმენტით).
მეთადონი ამცირებს `კონცენტრაცია-დროის~ მრუდქვეშა ფართობს (AUC) და დიდანოზინისა და სტავუდინის მაქსიმალურ კონცენტრციებს (Cmax), ამცირებს რა ამ პრეპარატების ბიოშეღწევადობას. ამას გარდა, მეთადონმა შეიძლება შეანელოს შეწოვა და აამაღლოს მეტაბოლიზმი ზემოაღნიშნული წამლების პირველი მიღების შემდეგ.
მეთადონი ამაღლებს ზიდოვუდინის პლაზმაში კონცენტრაცია როგორც პერორალური მიღების, ისე ვენაში შეყვანისას და ასევე, უფრო დიდი დონით ზრდის ზიდოვუდინის AUC-ს მისი პერორალური მიღებისას, ვიდრე ვენაში შეყვანისას. ეს ეფექტები გამოწვეულია გლუკურონმჟავასა და ზიდოვუდინის შეკავშირების პროცესის წარმოქმნის დამუხრუჭებით, რაც თირკმლის კლირენსს ამცირებს. მეთადონის გამოყენებით მკურნალობისას, საჭიროა მონიტორინგი ზიდოვუდინის ტოქსიკურობაზე მისი მიცემისას პაციენტებისათვის, რა შემთხვევაშიც ზიდოვუდინის დოზა უნდა შემცირდეს. პაციენტებს, რომლებსაც ერთდროულად ეძლევა ეს ორი წამალი, შეიძლება განუვითარდეს მოხსნის სინდრომის ტიპიური სიმპტომები (ძლიერი თავის ტკივილი, ტკივილი კუნთებში, დაღლილობა, გაღიზიანება). ანტირეტროვირუსულმა პროტეაზას ინჰიბიტორმა შეიძლება დაამუხრუჭოს მეთადონის მეტაბოლიზმი. შედარებით უფრო მნიშვნელოვანი რეაქციები ხდება რიტონავირის მიღებისას, რიტონავირი/ლოპინავირისა და მეთადონის ერთდროული მიღებისას აღნიშნულია მეთადონის კონცენტრაციის კლება სისხლის პლაზმაში, თუმცა, ამ დროს, მოხსნის სინდრომი არც თუ ყოველთვის აღინიშნება. მაგრამ ამ პრეპარატების გამოყენება მეთადონთან კომბინაციით, სიფრთხილეს საჭიროებს. ამავე დროს, შესაძლებელია მისი ურთიერთქმედება აბაკავირთან, რაც, როგორც წესი, დოზის კორექტირებას არ საჭიროებს.
ნევირაპინმა შეიძლება შეამციროს მეთადონის კონცენტრაცია ღვიძლში ამ უკანასკნელის მეტაბოლიზმის ამაღლების ხარჯზე. მეთადონისა და ნევირაპინის ერთდროულად მიღებისას აღნიშნულია მოხნის სინდრომის განვითარების შემთხვევები. თუ ნევირაპინი ენიშნება პაციენტებს, რომლებიც მეთადონი-ზნ-ს ღებულობდნენ, საჭიროა მათი გულდასმითი დაკვირვება მოხსნის სინდრომის გამოსავლენად, აუცილებლობის შემთხვევაში კი მეთადონის დოზა უნდა დაკორექტირდეს.
ეფავირენცი ციტოქრომ P4503A4-ის მეშვეობით იწვევს მეთადონის მეტაბოლიზმს. ეფავირენცით სამკვირიანი მკურნალობის შემდეგ, მეთადონის საშუალო პიკური კონცენტრაციები და მრუდქვეშა ფართობი (AUC) შემცირდა შესაბამისად 48%-ით და 57%-ით. ვარაუდობენ, რომ ეფავირენცის მეთადონის თერაპიაზე დამატებამ შეიძლება გამოიწვიოს მოხსნის სინდრომის სიმპტომები, რომლებიც, როგორც წესი, ეფავირენცის ჩართვიდან ორკვირიანი პერიოდის შემდეგ იწყება და შეიძლება 28 დღემდე გაგრძელდეს. ამან შეიძლება დოზის კორექციის აუცილებლობა გამოიწვიოს.
მეთადონი არის სუსტი ფუძე. შარდის დამჟანგველებმა (ამონიუმის ქლოროდი) შეიძლება აამაღლონ მეთადონის თირკმლისმიერი კლირენსი. ასეთ შემთხვევებში, საჭირო იქნება მეთადონის დოზის გაზრდა.
ვორიკონაზოლის განმეორებითი პერორალური მიღება იწვევს სისხლის პლაზმაში მეთადონის ფარმაკოლოგიურად აქტიური ენანტიომერის (R მეთადონი) კონცენტრაციის მაქსიმალურ ამაღლებას და AUC-ის გაზრდას პაციენტებში რომლებსაც მეთადონის დამხმარე დოზა ეძლევა (30-100 მგ დღეში ერთხელ). მეთადონის კონცენტრაციის გაზრდამ სისხლის პლაზმაში შეიძლება გამოიწვიოს ტოქსიკური მოვლენების განვითარება, რაც უკავშირდება QT ინტერვალის ხანგრძლივობის გაზრდას და რის გამოც შეიძლება საჭირო გახდეს მეთადონის დოზის შემცირება.
სხვა პრეპარატები. მეპერიდინის თერაპიული დოზებით გამოყენებამ პაციეტებში, რომლებიც მაო-ს ინჰიბიტორებს ღებულობენ, შეიძლება მძიმე გვერდითი ეფექტები გამოიწვიოს. იმის მიუხედავად, რომ მეთადონისათვის ასეთი რეაქციები აღწერილი არ არის, ამ პრეპარატის გამოყენების აუცილებლობისას პაციენტებში, რომლებიც მაო-ს ინჰიბიტორებს ღებულობენ, საჭიროა ჩატარდეს ტესტი მგრძნობელობაზე, როდესაც, პაციენტს რამდენიმე საათის განმავლობაში ეძლევა პრეპარატის მცირე დოზები მათი თანდათანობითი მომატებით, და ამავდროულად დარეგისტირდეს პაციენტის მდგომარეობა.
მეთადონთან ერთად გამოყენებისას, იზრდება დეზიპრამინის შემცველობა სისხლის პლაზმაში.
ურთიერთქმედების ფარმაკოდინამიკური სახეები
ოპიოიდური ანტაგონისტების (ნალოქსონი და ნალტრექსონი) ფარმაკოლოგიური მოქმედება მეთადონის მოქმედების საპირისპიროა. ამ წამლებმა შეიძლება დაბლოკონ მეთადონის მოქმედება და გამოიწვიონ მოხსნის სინდრომი.
აგონისტებმა/ანტაგონისტებმა (ბუტორფანოლი, ნალბუფინი, პენტაზოცინი) შეიძლება ნაწილობრივ დაბლოკონ გაუტკივარება, სუნთქვის დათრგუნვა და ცენტრალური ნერვული სისტემის (ცნს) მხრივ დარღვევები მეთადონის გამოყენებასთან დაკავშირებით. მათი ერთდროული მიღებისას, მეთადონმა შეიძლება გამოიწვიოს და გაზარდოს ნევროლოგიური, რესპირატორული და ჰიპოტენზიური ეფექტები. ადიტიური ან ანტაგონისტური ეფექტები დამოკიდებულია მეთადონის დოზაზე და უფრო ხშირად გვხვდება დაბალი და საშუალო დოზების გამოყენების დროს. ამ წამლებმა შეიძლება გამოიწვიოს მოხსნის სინდრომი იმ პაციენტებში, რომლებიც ხანგრძლივ თერაპიულ კურსს გადიან.
პაციენტებს, რომლებიც პარალელურად მკურნაობენ მეთადონითა და პრეპარატებით, რომლებიც აუარესებენ გულის გამტარობას ან ელექტროლიტურ ბალანსს, შეიძლება განუვითარდეთ გულის მოქმედების დარღვევები. ასეთ შემთხვევაში, აუცილებელია ელექტროკარდიოგრამის კონტროლი.
მეთადონისა და დიარეის საწინააღმდეგო პრეპარატების (დიფენოქსილატი და ლოპერამიდი) პარალელურმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ძლიერი გაუვალობა და გაზარდოს დეპრესიული ზემოქმედება ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე. ოპიოიდური ტკივილგამაყუჩებელი წამლები, ანტიმუსკარინულ წამლებთან ერთად გამოყენებისას, შეიძლება გახდეს ძლიერი გაუვალობის შედეგი, ან, ხანგრძლივი მიღებისას, შეიძლება გამოიწვიოს ილეუსის მოქმედების პარალიზება. ოქტრეოდიტმა, რომელიც სომატოსტატინის სინთეზურ ანალოგს წარმოადგენს, შეიძლება შეამციროს მეთადონისა და მორფინის ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი, ამიტომ, ტკივილის კონტროლის შემცირების ან სრული დაკარგვისას, აუცილებელია გათვალისწინებული იქნას ოქტრეოტიდის მოხსნის ეფექტი.
დომპერიდონმა და მეტოკლოპრამიდმა შეიძლება გაზარდოს მეთადონის ექსკრეციის სიჩქარე და არა მისი შეწოვის ხარისხხი. კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე მეთადონის ზემოქმების მხრივ, ამ პრეპარატს არ შეუძლია ანტაგონისტურად იმოქმედოს დომპერიდონის/მეტოკლოპრამიდის მიმართ.
მეთადონი-ზნ-ის გამოყენება აგენერაზასთან ერთად, იწვევს სისხლის პლაზმაში R მეთადონის მაქსიმალური კონცენტრაციისა და AUC-ის შემცირებას შესაბამისად 25% და 13%-ით, მეთადონი-ზნ-ისა და აგენერაზას ერთდროული გამოყენებისას, აუცილებელია პაციენტების გულდასმითი კონტროლი, რათა არ დავუშვათ მეთადონი-ზნ-ის ფაქტიური დოზის შემცირება, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც ამავდროულად გამოიყენება რიტონავირი. მეთადონი-ზნ-ისა და აგენერაზას ერთდროული გამოყენება იწვევს AUC მაჩვენებლებისა და აგენერაზას მაქსიმალური და მინიმალური კონცენტრაციების შემცირებას შესაბამისად 30%, 27% და 25%-ით.
ვირასეპტისა და მეთადონი-ზნ-ის ერთდროული გამოყენებისას, აღნიშნულია მეთადონის შემცველობის ცვლილებები სისხლის პლაზმაში. ამიტომ, შესაძლოა საჭირო გახდეს მეთადონი-ზნ-ის დოზის გაზრდა.
მეთადონი-ზნ-ისა და უკუტრანსკრიპტაზას არანუკლეოზიდური ინჰიბიტორის – რესკრიპტორის ერთდროული გამოყენებისას, შესაძლოა აუცილებელი გახდეს მეთადონი-ზნ-ის დოზის შემცირება.
განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო იმ აგენტების გამოყენებისას, რომლებსაც შეუძლიათ გაზარდონ QT ინტერვალის ხანგრძლივობა მათი მიცემისას პაციენტისათვის მეთადონთან კომბინაციაში. ასეთ აგენტები შეიძლება იყოს I და III კლასის ანტიარითმიული პრეპარატები, ზოგიერთი ნეიროლეპტიკი და ტრიციკლური ანტიდეპრესანტი, კალციუმის არხების ბლოკატორები. სიფრთხილის დაცვაა საჭირო ასევე მეთადონის გამოყენებისას იმ პრეპარატებთან ერთად, რომლებიც არღვევენ ელექტროლიტურ ბალანსს, რამაც ასევე შეიძლება შეუწყოს ხელი QT ინტერვალის გახანგრძლივებას (ჰიპომაგნიემია, ჰიპოკალიემია). ასეთ აგენტებს მიეკუთვნება შარდმდენები, საფაღარათო საშუალებები და ზოგიერთი მინერალოკორტიკოიდი.
მეთადონი ამცირებს მექსელეტინის შეწოვას.
მეთადონი-ზნ სიფრთხილის დაცვით უნდა მიეცეს პაციენტებს, რომლებსაც ამავდროულად დანიშნული აქვთ სხვა ნარკოტიკული ანალგეტიკები, ზოგადი საანესთეზიო საშუალებები, ფენოთიაზინები, ტრანკვილიზატორები, სედაციური და საძილე საშუალებები, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები და ცენტრალური ნერვული სისტემის დამთრგუნველი სხვა პრეპარატები, მათ შორის, ალკოჰოლის მიღებისას, რადგან, ასეთმა კომბინაციამ შესაძლოა გამოიწვიოს სუნთქვის დათრგუნვა, არტერიული ჰიპოტენზია, ღრმა სედაციური ეფექტი და კომა. ოპიოიდების და გაბაპენტინოიდების (გაბაპენტინი და პრეგაბალინი) ერთდროული გამოყენება ზრდის ოპიოიდების დოზის გადაჭარბების, სუნთქვის დათრგუნვის და სიკვდილის რისკს.
ციპროფლოქსაცინისა და მეთადონის ერთდროულად მიღებისას, შეიძლება განვითარდეს სედაციური მდგომარეობა, ცნობიერების არევა, სუნთქვის დათრგუნვა.
მეთადონმა შეიძლება გავლენა იქონიოს ორსულობის ტესტის შედეგებზე.
ურთიერთქმედება სეროტონინერგიულ პრეპარატებთან. სეროტონიონერგული სინდრომი შეიძლება წარმოიშვას მეთადონის მიღებისას პეტიდინთან, მონოამინოოქსიდაზას (მაო) ინჰიბიტორებთან და სეროტონინერგულ პრეპარატებთან ერთად, როგორებიცაა სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორები და ტრიციკლური ანტიდეპრესანტები. სეროტონინერგული სინდრომის სიმპტომები შეიძლება შეიცავდეს ფსიქიკური მდგომარეობის ცვლილებებს, ვეგეტატიურ არასტაბილურობას, ნერვ-კუნთოვან დარღვევებს და/ან კუჭ-ნაწლავისმიერ სიმპტომებს.
გამოყენების თავისებურებები
თუ პრეპარატის მიღების შეწყვეტის შემდეგ აუცილებელი ხდება მისი კვლავ აღდგენა, საწყისი დოზა უნდა იყოს მცირე და გაიზარდოს თანდათანობით, რათა თავიდან იქნას აცილებული სერიოზული ტოქსიკური მოვლენები და სუნთქვის დათრგუნვა.
ეს პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ პერორალური გამოყენებისთვის. პერორალური ხსნარი არ უნდა იქნას გამოყენებული ინექციის სახით.
სხვა ოპიატებიდან მეთადონზე უეცარი გადასვლის შემთხვევაში, არსებობს სუნთქვის დათრგუნვის სერიოზული რისკი. ამიტომ, მეთადონზე გადასვლა უნდა მოხდეს სიფრთხილის დაცვით.
მეთადონის გამოყენებისას შესაძლოა განვითარდეს მორფინის ტიპის მსგავსი დამოკიდებულება. მეთადონის მრავალჯერადმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ფსიქოლოგიური და ფიზიკური დამოკიდებულება და ასევე ტოლერანტობის განვითარებაც. ამიტომ, მეთადონის დანიშვნისა და გამოყენებისას, ისეთივე სიფრთხილის დაცვაა საჭირო, როგორიც მორფინის დანიშვნისა და გამოყენებისას.
არასრული ჯვარედინი ტოლერანტობა მეთადონსა და სხვა ოპიატებს შორის.
სხვა ოპიატების მიმართ ტოლერანტობის შემთხვევაში, შესაძლოა განვითარდეს ნაწილობრივი ტოლერანტობა მეთადონის მიმართ, განსაკუთრებით იმ პაციენტებში, რომლებიც მგრძნობიარენი არიან µ-ოპიატური რეცეპტორების სხვა აგონისტების მიმართ. ასეთი ტოლერანტობის შემთხვევაში, რთულია განისაზღვროს მეთადონის დოზა. ცნობილია ლეტალური შემთხვევები, რომლებიც განვითარდა სხვა ოპიატური ანტაგონისტების ხანგრძლივი მიღების შემდეგ მეთადონზე უეცარი გადასვლის გამო.
ოპიატური ტოლერანტობის მაღალი ხარისხი არ ხსნის საკითხს ტოქსიკური მოვლენების შესაძლო განვითარების შესახებ, მეთადონის გამოყენებისას.
ურთიერთქმედება ალკოჰოლთან და ნარკოტიკებთან. მეთადონი ადიტიურად მოქმედებს მისი მიღებისას ალკოჰოლთან და სხვა ოპიატურ ნარკოტიკებთან ერთად, რომლებიც დეპრესიულ ზემოქმედებას ახდენენ ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე. მეთადონი ფრთხილად და მცირე დოზებით უნდა მიეცეს პაციენტებს, რომლებიც ამავდროულად ღებულობენ სხვა ნარკოტიკულ ტკივილგამაყუჩებელ წამლებს. ცნობილია ლეტალური შემთხვევები, როდესაც მეთადონს ღებულობდნენ პირები, რომლებიც ბოროტად იყენებდნენ ბენზოდიაზეპინებს.
ურთიერთქმედება ცენტრალური ნერვული სისტემის სხვა დეპრესანტებთან.
ზოგად საანესთეზიო საშუალებებთან, ფენოთიაზინებთან, დამამშვიდებელი მოქმედების სხვა ჰიპნოსედაციურ პრეპარატებთან, ტრიციკლურ ანტიდეპრესანტებთან და იმ სხვა მედიკამენტებთან ერთად მიღებისას, რომლებიც ცენტრალური ნერვული სისტემის მოქმედებას თრგუნავენ, მათ შორის ალკოჰოლთან ერთად მიღებისას შესაძლებელია განვითარდეს დეპრესია, დიდი მღელვარების მდგომარეობა და კომა.
შფოთვითი მდგომარეობა. იმის გამო, რომ მეთადონი, რომელსაც მუდმივად იყენებენ შემანარჩუნებელი დოზებით მის მიმართ ტოლარანტული პირები, არ წარმოადგენს ტანკვილიზატორს, პაციენტებს, რომლებიც დამხმარე თერაპიას გადიან მეთადონით, უვითარდებათ შფოთვითი მდგომარეობები სტრესებისა და ცხოვრებისეული პრობლემების მიმართ. მეთადონი არ მოქმედებს შიშის წინააღმდეგ, ამიტომ, შფოთვისა და მოუსვენრობის სიმპტომები, რომლებიც მკურნალობის კურსის დროს ვლინდება, არ უნდა განიკურნოს მეთადონიდ დოზის გაზრდის ხარჯზე. ექიმმა არ უნდა აურიოს ეს სიმპტომები აბსტინენციურ სიმპტომებთან და არ უნდა შეეცადოს, რომ უმკურნალოს ასეთYმდგომარეობებს მეთადონის დოზის გაზრდით. შემანარჩუნებელი თერაპიისას, მეთადონის მოქმედება შემოიფარგლება ოპიატური სიმპტომების კონტროლით და არ ვრცელდება შფოთვითი მდგომარეობების მოხსნაზე.
თავის ტრავმა და ქალას შიდა წნევის მომატება. თავის ტრავმისას, სუნთქვის დათრგუნვა და ზურგის ტვინის სითხის წნევის მომატება, რომლებიც შეიძლება გამოწვეული იყოს მეთადონის მიერ, ბევრად უფრო ძლიერია. ასეთივე საფრთხე არსებობს ქალას-შიდა სხვა პათოლოგიების ან ქალას-შიდა წნევის მომატების შემთხვევაში, რაც პაციენტებს ადრე პერიოდებში აღენიშნებოდა. ოპიატების გვერდითმა ეფექტებმა შეიძლება შენიღბოს თავის ტრავმის მქონე პაციენტების რეალური კლინიკური მდგომარეობა. მეთადონი უკუნაჩვენებია მომატებული ქალას-შიდა წნევისა და თავის ტრავმის მქონე პაციენტებისათვის.
ბრონქული ასთმა და სუნთქვის სხვა დარღვევები. მეთადონის გამოყენებისას, მთავარ საფრთხეს წარმოადგენს სუნთქვის შესაძლო დათრგუნვა. ეს პრობლემა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხანდაზმული ასაკის პაციენტების, დასუსტებული პირების შემთხვევაში, აგრეთვე ჰიპოქსიის ან ჰიპერკაპნიისას, როდესაც პრეპარატის თუნდაც ზომიერმა თერაპიულმა დოზებმა შეიძლება მნიშვნელოვნად შეამციროს ფილტვების ვენტილაცია. ამიტომ, მეთადონი განსაკუთრებული სიფთხილით უნდა დაინიშნოს ისეთ მდგომარეობებში, რომლებსაც ახლავს ჰიპოქსია ან ჰიპერკაპნია, როდესაც თუნდაც ზომიერმა თერაპიულმა დოზებმა შეიძლება მნიშვნელოვნად შეამციროს ფილტვების ვენტილაცია. ამიტომ, მეთადონი უკუნაჩვენებია ჰიპერკაპნიის, ბრონქიული ასთმის გამწვავებული სტადიის, ფილტვების ობსტრუქციული დაავადებების, სუნთქვის დათრგუნვის (აუცილებელი სარეანიმაციო აღჭურვულობის არარსებობისას) მქონე პაციენტებისათვის. მეთადონი განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა დაინიშნოს ისეთ მდგომარეობებში, რომლებსაც ახლავს ჰიპოქსია ან სასუნთქი რეზერვების შემცირება, ბრონქული ასთმა რემისიის სტადიაში, სხეულის გამოხატული ჭარბი წონა, აპნოეს სინდრომი. ასეთ პაციენტებს, მეთადონის თუნდაც ჩვეულებრივი თერაპიული დოზის შემთხვევაშიც კი შეიძლება განუვითარდეს სუნთქვის ცენტრის დათრგუნვა ამავდროულად სასუნთქი გზების წინაღობის მომატებით, რამაც შეიძლება სუნთქვის შეჩერება გამოიწვოს. ასეთ შემთხვევებში რეკომენდირებულია არაოპიატური ანალგეტიკების გამოყენება, მათი არასაკმარისი ეფექტურობის შემთხვევაში კი, მეთადონის დანიშვნა შეიძლება მხოლოდ პაციენტის სათანადო მეთვალყურეობის უზრუნველყოფით.
ძილის დროს სუნთქვის დარღვევა. ოპიოიდებმა შეიძლება გამოიწვიოს ძილის დროს სუნთქვის დარღვევა, მათ შორის ცენტრალური ძილის აპნოე (CSA) და ჰიპოქსემია ძილის დროს. ოპიოიდები ზრდიან CSA-ს განვითარების რისკს, რომელიც დოზადამოკიდებულია. CSA-ს მქონე პაციენტებისთვის გასათვალისწინებელია ოპიოიდების საერთო დოზის შემცირება.
მუცლის ღრუს მწვავე მდგომარეობები. მეთადონის ან სხვა ნარკოტიკული საშუალებების გამოყენებამ შეიძლება ხელი შეუშალოს სწორო დიაგნოზის დასმას ან მკურნალობის სათანადო კურსის დანიშვნას `მწვავე~ მუცლის სიმპტომების მქონე პაციენტებში.
ჰიპოტენზური ეფექტი. მეთადონის გამოყენებამ შეიძლება გამოკვეთილი არტერიული ჰიპოტენზია გამოიწვიოს იმ პირებში, რომლებსაც დარღვეული აქვთ არტერიული წნევის შენარჩუნების შესაძლებლობა სისხლის მოცულობის შემცირების ან ისეთი პრეპარატების მიღების გამო მეთადონთან ერთად, როგორებიცაა ფენოთიაზინები ან ზოგიერთი საანესთეზიო საშუალება. ეს პრეპარატი განსაკუთრებული სიფრთხილის დაცვით უნდა მიეცეს არტერიული ჰიპოტენზიის მქონე პაციენტებს.
გამოყენება ამბოლატორიულ პირობებში. მეთადონის გამოყენებამ შეიძლება დაარღვიოს მომატებული საფრთხის წყაროებთან (ავტომანქანის მართვა, მუშაობა მოწყობილობებთან) მუშაობისათვის აუცილებელი გონებრივი და ფიზიკური შესაძლებლობები. მეთადონმა, ისევე როგორც სხვა ოპიოიდებმა, შეიძლება გამოიწვიონ ორთოსტატიკური ჰიპოტენზია ამბულატორიულ პაციოენტებში.
გამოყენება მწვავე ტკივილისას. ფიზიკური ტრავმის, ოპერაციის-შემდგომი ტკივილების ან მწვავე ტკივილის სხვა შემთხვევებში, პაციენტებისათვის, რომლებიც შემანარჩუნებელი თერაპიის სახით ღებულობენ მეთადონს, ეს მცირე დოზები არ იქნება ეფექტური ანალგეზიისათვის. ასეთ შემთხვევებში აუცილებელია დაინიშნოს ანალგეტიკები, მათ შორის ოპიატები, რომლებიც დადებითადაა ნაჩვენები ანალოგიური ტკივილის სინდრომის მოსახსნელად სხვა პაციენტებში. იმის გამო, რომ მეთადონი აინდუცირებს ტოლერანტობას ოპიატების მიმართ, შეიძლება საჭირო გახდეს ამ პრეპარატების უფრო მაღალი დოზების გამოყენება.
რეციდივის რისკი ნარკოდამოკიდებულ პირებში, რომლებსაც შემანარჩუნებელი თერაპიის სახით ეძლევა მეთადონი. ოპიატების მიღების უეცარმა შეწყვეტამ შეიძლება გამოიწვიოს მოხსნის სინდრომის განვითარება. ამავე დროს, მატულობს რისკი, რომ პაციენტი კვლავ დაუბრუნდეს ნარკოტიკების არალეგალურ მოხმარებას, რაც მხედველობაში უნდა იყოს მიღებული, როდესაც ფასდება დამხმარე თერაპიის სახით მეთადონის დანიშვნის რისკი/სარგებელის თანაფარდობა.
ოპიოიდების მოხმარების დარღვევა - ომდ (ბოროტად გამოყენება და დამოკიდებულება). მეთადონი ოპიოიდური ტკივილგამაყუჩებელია და იწვევს ძლიერ დამოკიდებულებას. მას აქვს ხანგრძლივი ნახევარგამოყოფის პერიოდი და შეიძლება დაგროვდეს. სიმპტომების შესამსუბუქებლად დღეში რამდენჯერმე მიღებული ერთჯერადი დოზა იწვევს კუმულაციურ ეფექტებს და შეიძლება ფატალური იყოს. სხვა ოპიოიდების მსგავსად, მეტადონის განმეორებითი გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს ტოლერანტობა, ფიზიკური და/ან ფსიქოლოგიური დამოკიდებულება. ტოლერანტობა ვლინდება ოპიატების სულ უფრო მაღალი დოზების საჭიროებით მოცემული ეფექტის შესანარჩუნებლად, როგორიცაა ანალგეზია. ფიზიკური დამოკიდებულება ვლინდება აბსტინენციის სინდრომის სახით პრეპარატის მიღების მკვეთრი შეწყვეტის ან ანტაგონისტის გამოყენების შემდეგ. ოპიოიდური თერაპიის ხანგრძლივი გამოყენებისას შესაძლებელია როგორც ტოლერანტობა, ასევე ფიზიკური დამოკიდებულება.
ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტის განმეორებითმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ოპიოიდების მოხმარების დარღვევა (ომდ). უფრო მაღალმა დოზებმა და ოპიოიდური მკურნალობის უფრო ხანგრძლივმა მიმდინარეობამ შეიძლება გაზარდოს ომდ-ს განვითარების რისკი.
მკურნალობის მიზნები და შეწყვეტის გეგმები უნდა განიხილებოდეს მკურნალობის დაწყებამდე და მკურნალობის დროს (იხილეთ დოზირება და მიღების წესი). პაციენტები ასევე უნდა იყვნენ ინფორმირებულნი ომდ-ს რისკებისა და ნიშნების შესახებ მკურნალობის დაწყებამდე და მკურნალობის დროს. პაციენტებს უნდა ურჩიონ, მიმართონ ექიმს, თუ ეს ნიშნები გამოვლინდება.
მედიკამენტების ბოროტად გამოყენებამ ან განზრახ არასწორად გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს დოზის გადაჭარბება და/ან სიკვდილი.
ომდ-ს განვითარების რისკი იზრდება იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ნივთიერებაზე დამოკიდებულების (მათ შორის ალკოჰოლის მოხმარების დარღვევების) პირადი ან ოჯახური ისტორია (მშობლები ან და-ძმები), თამბაქოს ნაწარმის მომხმარებლებში და სხვა არსებული ფსიქიკური დარღვევების მქონე პაციენტებში (როგორიცაა მძიმე დეპრესია, შფოთვა და პიროვნული აშლილობები).
პაციენტები უნდა იმყოფებოდნენ წამალდამოკიდებული ქცევის ნიშნების მონიტორინგის ქვეშ (მაგ., ადრე დანიშნული რეცეპტების მოთხოვნა), რამაც შეიძლება მოითხოვოს თანმხლები ოპიოიდური და ფსიქოაქტიური მედიკამენტების (განსაკუთრებით ბენზოდიაზეპინების) გადახედვა. პაციენტებს, რომლებსაც აქვთ ომდ-ს ნიშნები და სიმპტომები, სჭირდებათ ნარკოლოგთან კონსულტაცია.
აბსტინენციის სინდრომი შეიძლება განვითარდეს ფიზიკურად დამოკიდებულ პაციენტებში, მეთადონის თერაპიის მკვეთრი შეწყვეტის შემთხვევაში. როგორც აბსტინენციის, ასევე მოხსნის სინდრომს ახასიათებს შემდეგი სიმპტომები: შფოთვა, გაძლიერებული ცრემლდენა, რინორეა, ოფლიანობა, სიცივის შეგრძნება, მთქნარება, მიალგია და მიდრიაზი. ასევე შეიძლება განვითარდეს სხვა სიმპტომები: გაღიზიანება, ზურგის ტკივილი, სახსრების ტკივილი, სისუსტე, კუჭის სპაზმები, უძილობა, გულისრევა, ანორექსია, ღებინება, დიარეა, არტერიული წნევის მომატება, გულისცემის გახშირება და სუნთქვის გახშირება. როგორც წესი, მეტადონის ხანგრძლივი გამოყენებისას, პრეპარატის მიღების მკვეთრი შეწყვეტა რეკომენდებული არ არის.
გამოყენების თავისებურებები ცალკეული კატეგორიების პაციენტებისთვის. მეთადონი სიფრთხილის დაცვითა და დაბალი დოზებით უნდა დაენიშნოს ხანდაზმული ასაკის, დასუსტებულ, ღვიძლის ან ფილტვის ფუნქციის მძიმე დარღვევების მქონე, ჰიპოთირეოზის, ადისონის დაავადების, პროსტატას ჰიპერტროფიის, ურეთრის სტრიქტურის მქონე პაციენტებს. ჰიპოპიტუიტარიზმის, შოკის დროს, ასევე სიფრთხილეა საჭირო მისი დანიშვნისას კრუნჩხვითი დარღვევების მქონე, ნაწლავების ანთებითი ან ობსტრუქციული დაავადებების, ხანგრძლივი/მძიმე ყაბზობის, მიასთენიის გულის თანდაყოლილი მანკების, არაკომპენსირებული დიაბეტის, ოლიგემიის, ჰემატოპორფირიის, ხშირი ასთმური შეტევების, სასუნთქი ორგანოების მოქმედების დარღვევის, ფილტვისმიერი გულის დროს, სიფრთხილით უნდა იქნას მიღებული გულის იშემიური დაავადებების, ოჯახურ ანამნეზში გულის უეცარი გაჩერების ისტორიის მქონე პაციენტებში. განსაკუთრებული სიფრთხილის დაცვაა საჭირო ფეოქრომოციტომის მქონე პაციენტებისათვის, აღნიშნულია არტერიული ჰიპერტენზიის სიმპტომების გაძლიერების შემთხვევები მეთადონისა და დიამორფინის ერთდრიულად მიღებისას. გასათვალისწინებელია, ასევე, რომ მეთადონის გამოყენებამ შეიძლება სუნთქვის დათრგუნვა გამოიწვიოს.
მეთადონი პირველ რიგში იმ პაციენტებს უნდა დაენიშნოს, ვისთვისაც ოპიატური ანალგეზიის სარგებელი ამ პრეპარატის გამოყენების ცნობილ რისკებს (გულის გამტარობის დარღვევა, სუნთქვის დათრგუნვა, ფსიქიკური სტატუსის შეცვლა, პოსტურალური ჰიპოტენზია) სჭარბობს.
გამოყენება ხანდაზმული ასაკის პირებში. როგორც წესი, აუცილებელია პრეარატის დოზის გულდასმით შერჩევა. მკურნალობა იწყება შედარებით მცირე დოზებით, იმის გათვალისწინებით, რომ ხანდაზმულ ასაკში ბევრ პირს აღენიშნება თირკმლის, ღვიძლის და გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ დარღვევები.
გამოყენება თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში. თირკმლის უკამარისობის მქონე პაციენტების შემთხვევაში, მეთადონის გამოყენების შესახებ მონაცემები არ მოიპოვება.
გამოყენება ღვიძლის ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტებში. ღვიძლის ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტების შემთხვევაში მეთადონის გამოყენების შესახებ მონაცემები არასაკმარისად მოგვეპოვება, მაგრამ, გასათვალიწინებელია, რომ მეთადონი ღვიძლიში მეტაბოლიზდება, ამიტომ, მეთადონის გამოყენება ღვიძლის ფუნქციის დარღვევებისას, ღვიძლში მისი დაგროვების რისკს წარმოშობს.
გავლენა გულის გამტარობაზე. მეთადონი არის გულის კალიუმის არხების ინჰიბიტორი და ზრდის QT ინტერვალს. მეთადონის გამოყენებისას აღნიშნულია მძიმე არითმიის შემთხვევები (პარკუჭოვანი ფიბრილაცია). ყველაზე ხშირად ასეთი შემთხვევები აღინიშნება მეთადონის დიდი დოზებით გამოყენებისას (დღე-ღამეში 200 მგ და მეტი). უმეტეს შემთხვევებში, ასეთი გართულებები ვლინდება ამ პრეპარატის მაღალი დღიური დოზების მრავალჯერადი მიღებისას ტკივილის მოსახსნელად, თუმცა, დაფიქსირებულია შემთხვევები, როდესაც გართულებები განუვითარდა ოპიატებზე დამოკიდებულ პირებს ამ პრეპარატის მიცემისას დამხმარე თერაპიის სახით.
QT ინტერვალის გახანგრძლივების მომატებული რისკის შემთხვევებში (გულის ჰიპერტროფია, მიღება დიურეტიკებთან კომბინაციით, ჰიპოკალიემია, ჰიპომაგნიემია) მეთადონი განსაკუთრებული სიფრთხილის დაცვით უნდა მიეცეს პაციენტებს. მეთადონის გამოყენება პირებისათვის, ვისაც ანამნეზში აღენიშნება გამტარობის დარღვევები ან რითმის დარღვევის რისკი, დასაშვებია მხოლოდ მათი მკაცრი მონიტორიგის უზრუნველყოფით. ზოგიერთ შემთხვვაში, მეთადონის გამოყენებისას, განსაკუთრებით – დიდი დოზებით, QT ინტერვალის გახანგრძლივების გაზრდა დაუფიქსირდა პაციენტებს, რომლებსაც ანამნეზში გულის მხრივ დარღვევები არ აღენიშნებოდა. მეთადონის გამოყენებისას QT ინტერვალის გახანგრძლივების მომატების შემთხვევაში აუცილებლად უნდა შევეცადოთ და თავიდან ავიცილოთ რისკის ცნობილი ფაქტორები, კერძოდ, ყურადღება უნდა მივაქციოთ თანმხლებ პრეპარატებს, რომლებმაც შეიძლება გავლენა იქონიონ გულის მუშაობაზე, პრეპარატებს, რომლებსაც შეუძლიათ შეცვალონ ელექტროლიტური ბალანსი და ასევე პრეპარატებს, რომლებსაც შეუძლიათ მეთადონის მეტაბოლიზმის ინჰიბიცია. მეთადონის დანიშვნისას ტკივილის მოსახსნელად, აუცილებლად უნდა იქნას გათვალისწინებული QT ინტერვალის გახანგრძლივებისა და გულის რითმის დარღვევის რისკი, რომელიც უნდა შედარდეს ტკივილის სინდრომის მოხსნის მკურნალობის შესაძლო უპირატესობებთან. გასათვალისწინებელია ასევე თერაპიის ალტერნატიული გზების არსებობაც. სიფრთხილით გამოიყენეთ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ QT ინტერვალის გახანგრძლივების რისკ-ფაქტორები: ანამნეზში QT ინტერვალის გახანგრძლივება, გულის პროგრესირებადი დაავადება, გულის კორონარული დაავადება, ღვიძლის დაავადება, სხვა პრეპარატების ერთდროული გამოყენება, რომლებიც ახანგრძლივებენ QT ინტერვალს.
მწვავე ან ქრონიკული ტკივილების შემთხვევაში, მეთადონის გამოყენება ანალგეზიის მიზნით, უმჯობესია დავიწყოთ მხოლოდ მაშინ, თუ პოტენციურად ხელსაყრელი ანალგეტიკური ან პალიატალური ეფექტი ამ პრეპარატის მაღალი დოზების მიღების შემთხვევაში წარმოქმნილ სიცოცხლისათვის სახიფათო შესაძლო რისკებს სჭარბობს.
მეთადონის გამოყენებისას აუცილებელია ინდივიდუალური მიდგომა მკურნალობის შესაძლო სარგებლისა და პოტენციური რისკების შეფასებით, როგორც პაციენტის ანამნეზის, ისე მისი კლინიკური გამოკვლევების მონაცემების გათვალისწინებით. რისკის ფაქტორების გამოვლენის შემთხვევაში, აუცილებელია გულ-სისხლძარღვთა სისტემის სტატუსის საფუძვლიანი მონიტორინგი QT ინტერვალის ხანგრძლივობისა და არითმიების წარმოქმნის ანალიზის ჩათვლით.
თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობა. ოპიოიდურმა ანალგეტიკებმა შეიძლება გამოიწვიოს თირკმელზედა ჯირკვლის შექცევადი უკმარისობა, რომელიც საჭიროებს კონტროლსა და შემცვლელ თერაპიას გლუკოკორტიკოიდებით. თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობის სიმპტომები, კერძოდ, შეიძლება იყოს გულისრევა, პირღებინება, მადის დაკარგვა, დაღლილიბა, სისუსტე, თავბრუსხვევა ან დაბალი არტერიული წნევა
სასქესო ჰორმონების დონის შემცირება და პროლაქტინის დონის ამაღლება. ოპიოიდური ანალგეტიკების ხანგრძლივი გამოყენება შეიძლება დაკავშირებული იყოს სასქესო ჰორმონების დონის შემცირებასა და პროლაქტინის დონის ამაღლებასთან. სიმპტომები მოიცავს ლიბიდოს დაქვეითებას, იმპოტენციას ან ამენორეას.
ჰიპოგლიკემია. ჰიპოგლიკემია დაიკვირვება მეთადონის ჭარბი დოზის ან მომატებული დოზებით გამოყენების შემთხვევებში.
მეთადონის დოზის მომატებისას, რეკომენდირებულია სისხლში შაქრის დონის რეგულარული კონტროლი (იხ. ნაწილები ~ჭარბი დოზა~ და `გვერდითი რეაქციები~).
დამხმარე ნივთიერებები. ეს მედიკამენტი შეიცავს 8 გ საქაროზას 20 მლ დოზაზე. სიფრთხილით გამოიყენეთ დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში. შეიძლება საზიანო იყოს კბილებისთვის. თუ პაციენტს დაუდგინდა გარკვეული შაქრის აუტანლობა, ამ მედიკამენტის მიღებამდე მიმართეთ ექიმს.
ეს მედიკამენტი შეიცავს 10 გ გლიცერინს 100 მლ დოზაზე. შეიძლება გამოიწვიოს თავის ტკივილი, კუჭ-ნაწლავის გაღიზიანება და დიარეა.
გამოყენება ორსულობის ან ძუძუთი კვების პერიოდში
მეთადონი აღწევს ნერწყვში, დედის რძეში, ამნიონურ სითხეში და ტვინის სისხლის პლაზმში.
ორსულობა
ორსულობის პერიოდში მეთადონის გამოყენება შეიძლება მხოლოდ მაშინ, თუ პოტენციური სარგებელი დედისათვის, ნაყოფის მიმართ წარმოშობილ შესაძლო რისკებს აღემატება.
ორსულ ქალებში, მეთადონის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში მნიშვნელოვნად შემცირებულია, შემოკლებულია ასევე ნახევარგამოყოფის პერიოდი და გაზრდილია მეთადონის კლირენსი მშობიარობის შემდგომ პერიოდთან შედარებით. ამიტომ, მეთადონის გამოყენებამ ორსულობის პერიოდში, შეიძლება მოხსნის სინდრომი წარმოშვას ზოგიერთ პაციენტში. შესაძლოა საჭირო გახდეს დოზის მომატება, დოზებს შორის დროის ინტერვალების შემცირება ან დოზის დაყოფა რამდენიმე მიღებისათვის.
მეთადონის დანიშვნისას ორსული ქალისათვის, იგი აუცილებლად უნდა იყოს ინფორმირებული ამ პრეპარატის გამოყენების შესაძლო შედეგების შესახებ როგორც თვითონ მისთვის, ისე ჩვილისათვის. მეთადონის გამოყენებისას ორსულობის პერიოდში, აუცილებელია პაციენტის მკაცრი სამედიცინო კონტროლი.
იმ ქალების შვილებს, რომლებიც მშობიარობამდე ოთხი კვირით ადრე ღებულობდნენ ოპიატებს, შეიძლება განუვითარდეს დამოკიდებულება ამ პრეპარატების მიმართ. ამიტომ, აუცილებელია ასეთი ბავშვების მკაცრი სამედიცინო დაკვირვებების ქვეშ ყოფნა მინიმუმ ორი კვირის განმავლობაში, რათა გამოვლინდეს მოხსნის სინდრომის შესაძლო სიმპტომები (გაღიზიანება, კრუნჩხვები, მადის დაკარგვა, დიარეა, მწვავე ტირილი).
მშობიარობა და დაბადება
ისევე როგორც სხვა ოპიოიდების შემთხვევაში, მეთადონის გამოყენებამ მშობიარობამდე ცოტა ხნით ადრე, განსაკუთრებით - მაღალი დოზების მიღებისას, შეიძლება გამოიწვიოს ახალშობილის სუნთქვის დათრგუნვა, ამიტომ, მეთადონი არ არის რეკომენდირებული მეანობაში როგორც ანალგეზიური საშუალება. აგონისტებისა და ანტაგონისტების შერეული თვისებების მქონე ნარკოტიკული პრეპარატები არ უნდა მიეცეს როგორც გაუტკივარების საშუალება იმ პაციენტებს, რომლებიც ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ღებულობენ მეთადონს, რადგან ამ ორი პრეპარატის კომბინაციამ შეიძლება მოხსნის მწვავე სინდრომის პროვოცირებას შეუწყოს ხელი.
ძუძუთი კვება
მეთადონი აღწევს დედის რძეში, ამიტომ ამ პრეპარატის დანიშვნა არ არის რეკომენდირებული დედებისათვის, რომლებიც ძუძუთი კვებავენ ჩვილებს. ახალშობილისასთვის სერიოზული არახელსაყრელი რეაქციების რისკისა და დედისათვის მკურნალობის სარგებლის გათვალისწინებით, რეკომენდირებულია, რომ უარი ითქვას ან ძუძუთი კვებაზე, ან მეთადონის მიღებაზე
მეტადონი დედის რძეში დაბალი პლაზმური დონით გამოიყოფა. ძუძუთი კვების რეკომენდაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას აუცილებელია სხვა ექიმებთან კონსულტაცია და იმის გათვალისწინება, იღებს თუ არა ქალი ამჟამად მეტადონის სტაბილურ შემანარჩუნებელ დოზას, ასევე ნებისმიერი უკანონო ნარკოტიკული საშუალების მიმდინარე მოხმარებას.
თუ ძუძუთი კვება რეკომენდირებულია, მაშინ მეთადონის დოზა შეძლებისდაგვარად მცირე უნდა იყოს.
მეძუძური ქალები ინფორმირებულნი უნდა იყვნენ და ყურადღებით უნდა ადევნონ თვალყური ახალშობილს, სედაციის და სუნთქვის გაძნელების ნიშნების წარმოშობის მხრივ, და დაუყოვნებლივ უნდა მიმართონ ექიმს დახმარებისათვის ასეთი ნიშნების გამოვლენისთანავე. თუ მდედის რძეში გამოყოფილი მეთადონის რაოდენობა არაა საკმარისი ძუძთი კვებაზე მყოფ ჩვილებში მოხსნის სინდრომის სრულად გასაქრობად, ამან შეიძლება შეასუსტოს ნეონატალური აბსტინენციური სინდრომის გამოხატვა. დედებისათვის, რომლებიც მეთადონით მკურნალობენ, რეკომენდირებულია, რომ თანდათანობით მოუხსნან ახალშობილებს ძუძუთი კვება, რათა თავიდან ააცილონ მათ აბსტინენციური სინდრომის განვითარება.
ზემოქმედება რეაქციის სისწრაფეზე ავტოტანსპორტის მართვისას ან სხვა მექანიზმებთან მუშაობისას
მეთადონის გამოყენებამ შეიძლება დაარღვიოს მომეტებული საფრთხის წყაროებთან (ავტომანქანის მართვა, მუშაობა მოწყობილობებთან) მუშაობის გონებრივი და ფიზიკური შესაძლებლობები.
გამოყენების წესი და დოზები
მეთადონი-ზნ გამოიყენება მხოლოდ პერორალურად.
მეთადონი-ზნ გამოიყენება მხოლოდ სპეციალიზირებულ დაწესებულებებში, იგი უნდა დაინიშნოს ნარკოდამოკიდებული პაციენტების მკურნალობის გამოცდილების მქონე სპეციალისტის მიერ. პაციენტები, რომლებსაც ეს პრეპარატი ენიშნება, უნდა იმყოფებოდნენ ექიმის მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ.
პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენებისას, პაციენტებს ასევე უნდა გაეწიოს სათანადო ფსიქოლოგიური და სოციალური მხარდაჭერა.
მეთადონი-ზნ უშუალოდ პაციენტისათვის მიცემის წინ უნდა განზავდეს 100 მლ სითხეში, რაც გამორიცხავს მის გამოყენებას ინექეციის სახით.
ნარკოდამოკიდებულების მკურნალობა
რაც შეეხება ოპიატური დამოკიდებულების მკურნალობას, ამ პრეპარატის დანიშნულებაა ყოველდღიური გამოყენება მკურნალობის პროტოკოლში მოცემული სამედიცინო დასკვნის შესაბამისად. დეტოქსიკაციის ერთი სამკურნალო ციკლის ხანგრძლივობა არ აღემატება 21 დღეს, მომდევნო ციკლი კი არ უნდა იქნას დაწყებული წინა ციკლის დასრულებიდან 4-კვირაზე ადრე. ქვემოთ მითითებული სქემები რეკომენდირებულია, მაგრამ მაინც, ისინი შეიძლება შეიცვალოს კლინიკური შეფასების მიხედვით. საწყის ეტაპზე, მეთადონის 20-30 მგ ერთჯერადი დოზა უმეტეს შემთხვევებში საკმარისი იქნება მოხსნის სიმპტომების ზემოქმედების შესამცირებლად. მეთადონის მაღალი დოზა შეიძლება დაინიშნოს იმ შემთხვევებში, როდესაც მოხსნის სინდრომები არ ქრება ან ხელმეორედ წარმოიშვება. თუ პაციენტი ფიზიკურადაა დამოკიდებული მაღალ დოზაზე, შეიძლება წარმოიშვას დოზის მომატების მოთხოვნა. როგორც წესი, ადექვატური დოზა შეადგენს 40 მგ-ს ყოველდღიურად დღეში ერთხელ ან რამდენიმე მიღებით. სტაბილიზაცია შეიძლება გაგრძედეს 2-3 დღით, შემდეგ კი მეთადონის დოზა თანდათანობით უნდა შემცირდეს. მეთადონის მიღების სიხშირე, როდესაც მისი რაოდენობა მცირდება, დგინდება ინდივიდუალურად, თითოეული პაციენტისათვის. დღიური დოზის ყოველდღიურად 10%-ით შემცირება, ზოგადად კარგად აიტანება სტაციონარში მყოფი პაციენტების მიერ. ამბულატორიული პაციენტებისათვის კი შეიძლება უფრო ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში გახდეს აუცილებელი დოზის შემცირებები. თუ მეთადონი ინიშნება სამ კვირაზე მეტი ხნით სამკურნალოდ, მაშინ, ეს პროცედურა უკვე ითვლება არა დეკოქსიკაციად ან მოხსნის მწვავე სინდრომის მკურნალობად, არამედ შემანარჩუნებელ თერაპიად, მაშინაც კი, როდესაც მისი მიზანია სინდრომის სრული და საბოლოო მოხსნა.
რაც შეეხება პაციენტებს, რომლებსაც დადგენილი აქვთ მდგრადი ჩვევა ოპიოიდური ნარკოტიკების მოხმარებისადმი, ისინი შემანარჩუნებელ თერაპიას უნდა დაექვემდებარონ, თუკი ადრინდელმა მრავალგეგმიურმა და მრავალმხრივმა ჩარევებმა დადებითი შედეგი ვერ მოიტანა.
ასეთი მკურნალობა პაციენტებს ენიშნება მაშინ, თუ დამტკიცებულია, რომ მათ აქვთ ოპიოიდური ნარკოტიკების მიღების ჩვევა, ან როდესაც საუბარია აივ-ინფიცირებულ პაციენტებზე საფრთხის შემცველ იმუნურ გარემოებებში, ან შიდსის მქონე პაციენტებზე, და თუ ექიმი გადაწყვეტს, რომ მკურნალობის სხვა პროგრამა ნაკლებად პერსპექტიული იქნება ოპიოიდური ნარკოტიკების თავის დანებებისათვის. სათანადო ჩატარებისას, ჩანაცვლებით თერაპიას ასევე შეუძლია მოხსნას ე.წ. `ლომკა~, რაც გამოიხატება ჰეროინის იძულებით ძიებაში და დომინირებს, რადგან ნარკოდამოკიდებული ავადმყოფი ნებისმიერი გზით შეეცდება, რომ ეს ნარკოტიკი მიიღოს.
არაა აუცილებელი, რომ ნალოქსონის სისტემური ტესტით ჩატარდეს ჰეროინზე ძლიერად დამოკიდებული პაციენტების შემოწმება, რომელთა შესახებაც ცნობილია სამედიცინო ცენტრში, მაგრამ აშკარაა, რომ მთავარია შემოწმება იმ მიზნით, რომ განისაზღვროს მორფინის არსებობა სხეულის სითხეებში. შარდის ანალიზი აუცილებელია მეთადონით მკურნალობისას, რათა განხორციელდეს ნარკოტიკული პრეპარატებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების კონტროლი ექიმის დანიშნულებების შესაბამისად. ასევე აუცილებელია შემოწმდეს ალკოჰოლის ზედმეტად ჭარბი არსებობა. თუ შარდში აღმოჩნდება ოპიოიდური ნივთიერებები, ასეთი შემთხვევა აუცილებლად ხელმეორედ უნდა შეფასდეს.
თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში, დოზირებას განსაზღვრავს ექიმი, რათა თავიდან იქნას აცილებული ჰეროინის მოხმარების მოთხოვნილება, პაციენტის ფსიქოფიზიკური მდგომარეობისა და შესაბამისი პათოლოგიური ცვლილებების გათვალისწინებით.
შემანარჩუნებელი თერაპიის დანიშნულებაა სუნთქვის დათრგუნვის ან მწვავე ინტოქსიკაციის სხვა ეფექტების მოხსნა.
თუ ზრდასრული პაციენტი ღებულობდა ჰეროინის მნიშვნელოვან დოზებს უშუალოდ იმ დრომდე ვიდრე სამკურალო დაწესებულებაში მოხვდებოდა, მეთადონი-ზნ-ის საწყისმა დოზამ შეიძლება შეადგინოს 20 მგ, ხოლო 4 ან 8 საათის შემდეგ – კიდევ 20 მგ ან 40 მგ, ერთჯერადად. იმ შემთვევაში კი, თუ მკურნალობის დაწყებამდე ოპიატების მიმართ ტოლერანტობის ხარისხი მაღალი არ იყო, პრეპარატის საწყისი დოზა შეიძლება განახევრდეს. რაიმე ეჭვების შემთხვევაში უმჯობესია შემცირდეს საწყისი დოზა. აბსტინენციური სინდრომების წარმოშობისას, პაციენტს შეიძლება მიეცეს პრეპარატის კიდევ 10 მგ. შემდგომში, დოზები უნდა შეირჩეს ინდივიდუალურად, დღეღამეში 80 მგ-ის ფარგლებში, პაციენტის მიერ მისი ამტანობის და მოთხოვნილების გათვალისწინებით. უმეტეს შემთხვევებში, ზრდასრული პაციენტებისათვის საკმარისია დღეღამეში 80 მგ-ზე ნაკლები დოზა.
მაქსიმალური სადღეღამისო დოზა ზრდასრული პაციენტებისთვის შეადგენს 120 მგ-ს.
ოპიატური დამოკიდებულების მქონე ორსული ქალებისათვის, მეთადონის შემანარჩუნებელი დოზები შეძლებისდაგვარად მცირე უნდა იყოს, რაც მათ თავიდან ააცილებს მოხსნის სინდრომის განვითარებას (ჩვეულებრივ, 80 მგ-ზე ნაკლები სადღეღამისო დოზა). ორსულობის უფრო გვიანი პერიოდებისას, შეიძლება საჭირო გახდეს დოზების მომატება 10-20 მგ-ით ან დოზის დაყოფა ორ მიღებაზე.
ტკივილის სინდრომი
მეთადონის მიღების დაწყებამდე პაციენტთან უნდა განიხილონ მკურნალობის სტრატეგია, მათ შორის ხანგრძლივობა და მიზნები, ტკივილის მართვის პროტოკოლის შესაბამისად. თერაპიის დროს ექიმმა უნდა შეინარჩუნოს ხშირი კონტაქტი პაციენტთან, რათა შეაფასოს მკურნალობის გაგრძელების საჭიროება, განიხილოს მკურნალობის შეწყვეტის საკითხი და საჭიროების შემთხვევაში შეცვალოს დოზა. როდესაც პაციენტს აღარ სჭირდება მეთადონით თერაპია, შეიძლება რეკომენდებული იყოს დოზის თანდათანობითი შემცირება მოხსნის სიმპტომების განვითარების თავიდან ასაცილებლად (იხ. ნაწილი „სპეციალური რჩევები“). თუ ტკივილი სათანადოდ არ კონტროლდება, უნდა განიხილონ ტოლერანტობის განვითარების და ძირითადი დაავადების პროგრესირების შესაძლებლობა (იხ. ნაწილი „სპეციალური რჩევები“).
აუცილებელია, რომ მეთადონის დოზა გულდასმით შეირჩეს იმის-და მიხედვით, თუ რამდენად სეროზულად აქვს პაციენტს გამოხატული ტკივილის გრძნობა და რეაქციები პრეპარატის მიმართ. მეთადონით მკურნალობისა და დოზის ტიტრაციის დაწყება უფრო უსაფრთხოა პატარა საწყისი დოზიდან, მისი თანდათანობითი კორექციით.
როგორც წესი, ტკივილის სინდრომის მოსახსმელად, მეთადონი არ უნდა მიეცეს პაციენტებს, რომლებიც არ ღებულობდნენ სხვა ოპიატურ პრეპარატებს.
ჩვეულებრივ, ზრდასრული პირებისათვის, პრეპარატი ინიშნება პერორალურად, 2,5-10 მგ დოზით ყოველ 4 საათში ერთხელ, პირველი 3-5 დღის განმავლობაში, დოზა ნელ-ნელა იტიტრება შესაბამისი ეფექტის მიღწევამდე, შემდეგ კი, ფიქსირებული დოზა პაციენტს ეძლევა ყოველ 8-12 საათში ერთხელ, მისი მდგომარეობისა და მკურნალობაზე პასუხის მიხედვით.
ხანდაზმული ასაკის პირებს ეს პრეპარატი ენიშნება დღეში ერთხელ მიცემით.
ბავშვები.
ბავშვებისათვის მეთადონის მიცემის უსაფრთხოება და ეფექტურობა გამოკვლეული არ არის.
ჭარბი დოზა
მეთადონის მნიშვნელოვანი ჭარბი დოზით მიღების შემთხვევაში, ადგილი აქვს სუნთქვის დათრგუნვას (სუნთქვის სიხშირის კლება და/ან სუნთქვის მოცულობის შემცირება, ჩეინ-სტოქსის სუნთქვა, ციანოზი), ვითარდება ზედმეტი მოთენთილობა, რაც პროგრესირდება დათრგუნულ ფსიქიკურ ან კომატოზურ მდგომარობამდე, თვალის გუგები ვიწროვდება, მიდრიაზი შეიძლება შეცვალოს მიოზმა, აღინიშნება კუნთების სისუსტე, კანი ხდება ცივი და წებოვანი, ზოგჯერ ვითარდება ბრადიკარდია და არტერიული ჰიპოტენზია. აღნიშნულია ჰიპოგლიკემიის შემთხვევები. მეტადონის დოზის გადაჭარბებისას დაფიქსირდა ტოქსიკური ლეიკოენცეფალოპათია. ბავშვებში ჭარბი დოზის შემთხვევაში აღინიშნება ძილიანობა, მოდუნება, თვალის გუგების შევიწროვება, ქოშინი. მნიშვნელოვანი ჭარბი დოზის შემთხვევაში, განსაკუთრებით ამ პრეპარატის შიგნით მიღებისას, შეიძლება ადგილი ჰქონდეს სუნთქვის გაჩერებას, ცირკულარულ კოლაფსს ან შოკს, აგრეთვე გულის გაჩერებას ლეტალური შედეგით.
მკურნალობა.
პირველ რიგში, აუცილებელია უზრუნველყოფილი იქნას სუნთქვის სათანადო რითმი, სუფთა ჰაერი, შესაბამისი დამხმარე ვენტილაცია, ეკგ-ს კონტროლი. თუ პაციენტი, განსაკუთრებით – ბავშვი, რომელსაც შემთხვევით მიეცა მეთადონის ჭარბი დოზა, მძიმედ იტანს ჭარბი დოზის სიმპტომებს, მას შეიძლება მიეცეს ნარკოტიკების ეფექტური ანტაგონისტები, რომლებიც უკუქმედებენ ლეტალური შედეგის გამომწვევ სუნთქვის უკმარისობაზე.
ექიმს ყოველთვის უნდა ახსოვდეს, რომ მეთადონი არის ხანგრძლივი მოქმედების (36-დან 48 საათამდე) დეპრესანტი, ხოლო მისი ანტაგონისტები, რომლებიც ჭარბი დოზის შედეგების მკურნალობისას გამოიყენება, მხოლოდ 1 – 3 საათის განმავლობაში მოქმედებენ. ამიტომ, საჭიროა პაციენტის მკაცრი მეთვალყურეობა, რათა თავიდან ავიცილოთ სუნთქვის უკმარისობის განმეორება, აუცილებლობის შემთხვევაში კი პაციენტს უნდა ჩაუტარდეს ხელმეორე მკურნალობის კურსი ნარკოტიკების ანტაგონისტებით. სხვა რესპირატორული სტიმულატორების გამოყენება დადებითად ნაჩვენები არ არის, თუკი დიაგნოზი ზუსტადაა დასმული და სუნთქვის დათრგუნვა გამოწვეულია მხოლოდ და მხოლოდ მეთადონის ჭარბი დოზით.
სუნთქვის ან გულ-სისხლძარღთა მნიშვნელოვანი უკმარისობის კლინიკური გამოხატულობის არარსებობის შემთხვევაში, ანტაგონისტი წამლების დანიშვნა არ შეიძლება. ნარკოტიკების ანტაგონისტები, რომლებიც ინტრავენური ინექციისათვის ინიშნება (ნალოქსონი, ნალორფინი და ლევალორფანი) წარმოადგენს ძირითად სამკურნალო პრეპარატებს ინტოქსიკაციის სიმპტომების მოსახსნელად.
ეს სამკურნალო პრეპარატები განმეორებით უნდა დაინიშნოს მანამ, სანამ პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი არ გახდება. ნალოქსონის გამოყენებისას, იმის რისკი, რომ ნარკოტიკების ანტაგონისტი შემდგომში გამოიწვევს სუნთქვის დათრგუნვას, ნაკლებია.
თუ საჭიროება წარმოიშვება, იყენებენ ჟანგბადს, ინტრავენური საინექციო სითხეებს, საშუალებებს, რომლებიც სისხლძარღვებს ავიწროვებენ, აგრეთვე სხვა შემანარჩუნებელ საშუალებებს.
ოპიატების მიმართ ფიზიკური დამოკიდებულებისას, ოპიატების ანტაგონსტების გამოყენებამ შეიძლება ხელი შეუწყოს მოხსნის მწვავე სინდრომის განვითარებას, რომლის გამოხატულება დამოკიდებულია ფიზიკური დამოკიდებულების ხარისხზე და გამოსაყენებელი ანტაგონისტის დოზაზე. ანტაგონისტების გამოყენება სუნთქვის გამოხატული დათრგუნვისას ფიზიკურად დამოკიდებულ პაციენტებში, განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მოხდეს. ამასთანავე, ტიტრაციისას ანტაგონისტების დოზა უფრო ნაკლები უნდა იყოს ჩვეულებრივ დანიშნულ დოზებთან შედარებით (რეკომენდირებული დოზების 10-20%).
ოპიატების ანტაგონისტების ჩვეულებრივი დოზებით გამოყენებამ ოპიატებზე ფიზიკურად დამოკიდებულ პაციენტებში, შეიძლება მოხნის მწვავე სინდრომის პროვოცირება გამოიწვიოს. ამიტომ, განსაკუთრებული აუცილებლობის გარეშე, ოპიატებზე ფიზიკურად დამოკიდებული პაციენტებისათვის ოპიატების ანტაგონისტების მიცემისაგან თავი უნდა შევიკავოთ.
შარდის დაჟანგვა მეთადონის გამოყოფას ამაღლებს.
მეთადონი არ გამოიყოფა პერიტონეალური დიალიზით ან ჰემოდიალიზით.
გვერდითი რეაქციები
ჰეროინის მოხსნა. მეთადონით შემანარჩუნებელი თერაპიის დასაწყისში, პაციენტებს ჰეროინი აღარ ეძლევა, რის შედეადაც წარმიშვება მოხსნის სინდრომის ტიპიური ნიშნები. ისინი უნდა განვასხვავოთ მეთადონის გამოყენებასთან დაკავშირებული გვერდითი ეფექტებისაგან. მოხსნის სინდრომის (როგორც ჰეროინის, ისე სხვა ოპიატების შემთხვევაში) ყველაზე დამახასიათებელი ასეთი სიმპტომებია: მომეტებული ცრემლდენა, რინიორეა, ცემინება, მთქნარება, ჭარბი ოფლიანობა, სხეულის ტემპერატურის მომატება, `ბატის კანი~, სიცხის ან სიცივის მონაცვლეობის შეგრძნება, მოუსვენრობა, გაღიზიანება, სისუსტე, დეპრესია, თვალის გუგების გაფართოება, ტრემორი, ტაქიკარდია, კუჭნაწლავის კოლიკები, ტკივილის შეგრძნება სხეულზე, უნებლიე ცახცახი, ანორექსია, გულისრევა, დიარეა, ნაწლავების სპაზმი, სხეულის მასის კლება.
საწყისი დოზა
განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს საწყისი დოზის ინდივიდუალურ შერჩევას. მკურნალობის დასაწყისში ზედმეტად მაღალმა საწყისმა დოზებმა შეიძლება გვერდითი მოვლენები გამოიწვიოს.
მეთადონის გამოყენებისას, გვერდით რეაქციებს შორის ყველაზე საშიშია სუნთქვის დათრგუნვა და არტერიული ჰიპოტენზია. მეთადონის გამოყენებისას შეიძლება მოხდეს გულის გაჩერება სუნთქვის გაჩერება, შოკი. რეგისტრირებულია ლეტალური შედეგები.
ყველაზე ხშირად აღინიშნება ისეთი გვერდითი რეაქციები, როგორებიცაა თავბრუსხვევა, მოუსვენრობა, სიცარიელის შეგრძნება თავის არეში, სედაციური ეფექტი, გულისრევა, ღებინება, ოფლის გამოყოფის გაძლიერება, ორთოსტატიკური ჰიპოტენზია. ასეთ შემთხვევებში შეიძლება მეთადონის დოზის შემცირება.
ამ ეფექტებიდან ზოგიერთი, უფრო ხშირად ამბულატორიულ პაციენტებში, შეიძლება შემცირდეს, თუ პაციენტს ჰორიზონტალურ მდგომარეობაში მოვათავსებთ.
მეთადონის გამოყენებისას დარეგისტრირებული სხვა გვერდითი ეფექტები
ზოგადი რეაქციები: ასთენია, სისუსტე, შეტევები, ტოლერანტიბის განვითარება, ჰიპოთერმია.
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: არითმია, ბრადიკარდია, ექასტრასისტოლია, ტაქიკარდია, ძლიერი გულისცემა, პარკუჭების ციმციმი და ფრიალი, პარკუჭების ფიბრილაცია, QT ინტერვალის გახანგრძლივება, torsades de pointes ტიპის არითმია (განსაკუთრებით – მეთადონის მაღალი დოზების მიღებისას), კარდიომიოპათია, გულის უკმარისობა, არტერიული ჰიპოტენზია, ფლებიტი, სინკოპე, T კბილანის ინვერსია.
საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მხრივ: მუცლის ტკივილი, ანორექსია, სანაღვლე გზების, შარდის ბუშტის სპაზმები, სანაღვლე გზების დისკინეზია, შეკრულობა, პირის ღრუს სიმშრალე (ქსეროსტომია), გლოსიტი.
ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, აგზნებადობა, არეული ცნობიერება, კრუნჩხვითი შეტევები, ორიენტაციის დარღვევა, დისფორია, ეიფორია, უძილობა, მხედველობითი დარღვევები, დაბინდული მხედველობა, მიოზი, თვალის სიმშრალე, ვერტიგო, ჰალუცინაციები, შფოთვა, დამოკიდებულება.
სისხლის სისტემის მხრივ: ქრონიკული ჰეპატიტის მქონე ოპიატურ ნარკომანებში აღნიშნულია დროებითი თრომბოციტოპენია.
მეტაბოლიზმის მხრივ: შეშუპება, სითხის შეკავება, ქვედა კიდურების შეშუპება, ჰიპოკალიემია, ჰიპომაგნიემია, ჰიპოგლიკემია, სხეულის მასის მომატება ან კლება.
სუნთქვის სისტემის მხრივ: ფილტვების შეშუპება, ბრონქული ასთმის მიმდინარეობის გაუარესება, ცხვირის ღრუს სიმშრალე, სუნთქვის დათრგუნვა (განსაკუთრებით – მეთადონის მაღალი დოზების მიღებისას). ცენტრალური ძილის აპნოეს სინდრომი.
კანის მხრივ: ჭინჭრის ციება, გამონაყარი კანზე, ჰემორაგიული ჭინჭრის ციება, მუნი, ქავილი, შეშუპება.
შარდსასქესო სისტემის მხრივ: ანტიდიურეზული ეფექტი, დისმენორეა, ამენორეა, შარდის შეკავება შარდის გამოყოფასთან დაკავშირებული მოვლენები, ლიბიდოს და პოტენციის დაქვეითება, იმპოტენცია, პროლაქტინის დონის მომატება ამ პრეპარატის ხანგრძლივი მიღებისას, გალაქტორეა.
გამოყენება ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პირებისათვის: ხანგრძლივი შემანარჩუნებელი მკურნლობისას მეთადონით, აღინიშნება გვერდითი ეფექტების თანდათანობითი შესუსტება რამდენიმე კვირის განმავლობაში, თუმცა რჩება ისეთი გვერდითი ეფექტები, როგორებიცაა მაგალითად ოფლის ჭარბი გამოყოფა და ყაბზობა.
მეთადონი არის ოპიატების რეცეპტორების აგონისტი, ამიტომ, ამ პრეპარატის მიღებისას შეიძლება განვითარდეს ისეთივე ტიპის დამოკიდებულება, როგორიც მორფინის შემთხვევაში.
მეთადონის გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს ჰიპერმგრძნობელობის რეაქციბი, მათ შორის შოკი, ქოშინი.
მოხსნის სინდრომი: მოუსვენრობა, ცრემლის მომატებული გამოყოფა, რინორეა, ცემინება, ოფლიანობა, სიცივის შეგრძნება, ტრემორი/კანკალი, `ბატის კანი~, მთქნარება, მიალგია, მიდრიაზი, გაღიზიანება, ტკივილი მთელ სხეულში, ზურგში, სახსრებში, სისუსტე, კუჭნაწლავის კოლიკები, ძილის დარღვევა, უძილობა, გულისრევა, ანორექსია, პირღებინება, არტერიული წნევის მომატება, გულის შეკუმშვების სიხშირის მომატება, სუნთქვის სიხშირის მომატება, სხეულის ტემპერატურის მომატება.
გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინება
მნიშვნელოვანია გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინება სამკურნალო პროდუქტის რეგისტრაციის შემდეგ. ეს საშუალებას იძლევა, მონიტორინგი გაუწიოს სამკურნალო პროდუქტის სარგებლისა და რისკის ბალანსს. ჯანდაცვის სპეციალისტებმა, ფარმაცევტებმა და პაციენტებმა ან მათმა კანონიერმა წარმომადგენლებმა უნდა შეატყობინონ ყველა საეჭვო გვერდითი რეაქციის და სამკურნალო პროდუქტის არაეფექტურობის შემთხვევების შესახებ.
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.
ფლაკონის გახსნის შემდეგ, შეინახეთ არაუმეტეს 28 დღით
შენახვის პირობები
ინახება თავდაპირველ შეფუთვაში, არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე.
შეინახეთ ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე
შეფუთვა
1000 მლ ფლაკონებში შესაბამისი რაოდენობის დოზირების მოწყობილობებთან ერთად.
გაცემის კატეგორია:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი I, გაიცემა მხოლოდ ნარკომანიით დაავადებულ პირთა ჩანაცვლებითი მკურნალობის მიმწოდებელ დაწესებულებებზე.
მწარმოებელი:
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება `ხარკოვის ფარმაცევტული საწარმო `ზდოროვიე ნაროდუ~
მწარმოებლის ადგილმდებარეობა და საქმიანობის განხორციელების ადგილის მისამართი:
უკრაინა, 61002, ხარკოვის ოლქი, ქ. ხარკოვი, კულიკოვსკაიას ქ. 41
ბოლო გადახედვის თარიღი: 23.10.2023
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახეთ ორიგინალი ან ჰკითხეთ ფარმაცევტს.
