პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ყაბზობის სამკურნალო პრეპარატები

მედულაკი-WM

Medulac-WM

ურეცეპტოდ667მგ/მლინსტრუქცია ქართულადთურქეთი
რისთვის გამოიყენება

კონსტიპაციური სინდრომის მკურნალობა; ღვიძლისმიერი ენცეფალოპათიის, ღვიძლისმიერი კომის მკურნალობა.

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ლაქტულოზა (lactulose)
ფორმა და შეფუთვა
667მგ/მლ 250მლ სიროფი ქარვისფერი მინის ფლაკონი №1
მწარმოებელი
World Medicine Ilac San. ve Tic. A.S., თურქეთი
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
საფაღარათო საშუალებები, ოსმოსური მოქმედების მქონე საფაღარათო საშუალებები
ATC კოდი
A06AD11
რეგისტრაციის ნომერი
რ-033658
რეგისტრირებულია
27 ოქტომბერი 2021, მოქმედებს 1 ოქტომბერი 2027-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
World Medicine Ilac San. ve Tic. A.S. (თურქეთი)
განმცხადებელი
შპს „გლობალფარმი“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებამედულაკი-WM და სხვა წამალი ერთად

მედულაკი-WM — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

კონსტიპაციური სინდრომის მკურნალობა;

ღვიძლისმიერი ენცეფალოპათიის, ღვიძლისმიერი კომის მკურნალობა.

მიღების წესი და დოზირება

პრეპარატი განკუთვნილია შიგნით მიღებისთვის.

სიროფის მიღება შეიძლება როგორც განზავებული, ასევე განუზავებელი სახით. საჭიროებისას თითოეული დოზის მიღება შეიძლება წყალთან, ხილის წვენთან ან სხვა სითხეებთან ერთად. მიღებული ერთჯერადი დოზა მაშინვე უნდა გადაიყლაპოს, პირში დაყოვნების გარეშე.

დოზა კორექტირებული უნდა იყოს პაციენტის ინდივიდუალური მოთხოვნების შესაბამისად.

ერთჯერადი სადღეღამისო დოზის დანიშვნის შემთხვევაში მისი მიღება უნდა მოხდეს ერთსა და იმავე დროს, მაგალითად, საუზმისას.

პრეპარატის დოზირებისთვის გამოიყენება კოლოფში მოთავსებული საზომი ჭიქა.

საფაღარათო საშუალებებით თერაპიის დროს რეკომენდებულია დღის განმავლობაში საკმარისი რაოდენობით სითხის (1,5-2 ლიტრი _ 6-8 ჭიქა) მიღება.

დოზირების რეჟიმი

კონსტიპაციური სინდრომი

საზომი ჭიქის გამოყენებით პრეპარატის სადღეღამისო დოზის მიღება შეიძლება ერთჯერადად ან ორ მიღებაზე გაყოფით.

მკურნალობაზე პაციენტის რეაქციის მიხედვით, საწყისი დოზა შეიძლება დაკორექტირებული იქნას შემანარჩუნებელ დოზამდე. თერაპიული ეფექტის მისაღწევად შესაძლოა რამდენიმე დღე (2-3 დღე) გახდეს საჭირო.

საწყისი

სადღეღამისო დოზა

შემანარჩუნებელი სადღეღამისო დოზა

მოზრდილები და მოზარდები

15-45 მლ

15-30 მლ

ბავშვები (7-14 წლის)

15 მლ

10-15 მლ

ბავშვები (1-6 წლის)

5-10 მლ

5-10 მლ

1 წლამდე ასაკის ბავშვები

5 მლ-მდე

5 მლ-მდე

ღვიძლისმიერი ენცეფალოპათია

მოზრდილები

პრეპარატის საწყისი დოზა შეადგენს 30-45 მლ 3-4-ჯერ დღე-ღამეში. ეს დოზა შეიძლება დაკორექტირებული იქნას შემანარჩუნებელ დოზამდე ისე, რომ უზრუნველყოფილი იყოს რბილი განავალი დღეში 2-3-ჯერ.

პაციენტთა სპეციალური ჯგუფები

ბავშვები

ლაქტულოზის გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა ღვიძლის ენცეფალოპათიის მქონე ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში დადგენილი არ არის. მონაცემები არ არსებობს.

ხანდაზმული პაციენტები და პაციენტები თირკმლის ან ღვიძლის უკმარისობით

დოზირების შესახებ სპეციალური რეკომენდაციები არ არსებობს, ვინაიდან ლაქტულოზის სისტემური ზემოქმედება უმნიშვნელოა.

უკუჩვენებები

ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის აქტიური ნივთიერების ან ნებისმიერი დამხმარე კომპონენტის მიმართ;

გალაქტოზემია;

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გაუვალობა, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პერფორაცია ან პერფორაციის რისკი.

სიფრთხილის ზომები

ტკივილით მიმდინარე გაურკვეველი წარმოშობის აბდომინალური სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის არადიაგნოზირებული პერფორაციის ან გაუვალობის ან ნებისმიერი ამ მდგომარეობისადმი განმწყობი არადიაგნოზირებული დაავადებების გამოსარიცხად, პრეპარატით მკურნალობის დაწყებამდე საჭიროა ექიმთან მიმართვა.

თერაპიის დაწყებიდან რამდენიმე დღეში, არასაკმარისი თერაპიული ეფექტის შემთხვევაში, დოზა უნდა დაკორექტირდეს და/ან მკურნალობა გადაიხედოს.

დაუკორექტირებული დოზების ხანგრძლივად გამოყენებამ და პრეპარატის არასწორად გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს დიარეა და ელექტროლიტური ბალანსის დარღვევა.

გასათვალისწინებელია, რომ მკურნალობის დროს შეიძლება წარმოიშვას დეფეკაციის რეფლექსის დარღვევები.

შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში კონსტიპაციური სინდრომის მკურნალობისას ჩვეულებრივი დოზის კორექცია საჭირო არ არის.

ღვიძლისმიერი ენცეფალოპათიის მკურნალობისას ჩვეულებრივ ინიშნება პრეპარატის უფრო მაღალი დოზები, რაც გასათვალისწინებელია პაციენტებში შაქრიანი დიაბეტით.

ინფორმაცია საწარმოო პროცესის შედეგად წარმოქმნილი ნარჩენი ნივთიერებების შესახებ, რომლებსაც ცნობილი მოქმედება გააჩნია

პრეპარატი შეიცავს საწარმოო პროცესის შედეგად წარმოქმნილ ლაქტოზას, გალაქტოზას და ფრუქტოზას, ამიტომ პაციენტებისთვის იშვიათი მემკვიდრული დარღვევებით, როგორებიცაა გალაქტოზის ან ფრუქტოზის აუტანლობა, ლაპას ლაქტაზას დეფიციტი ან გლუკოზა-გალაქტოზის მალაბსორბცია, პრეპარატის მიღება არ შეიძლება.

ლაქტოზის აუტანლობის მქონე პაციენტებში პრეპარატი უნდა დაინიშნოს სიფრთხილით.

ბავშვები

ბავშვებში პრეპარატის გამოყენება უნდა მოხდეს აუცილებლობის შემთხვევაში და ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

ურთიერთქმედების კვლევები არ ჩატარებულა.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ორსულობის დროს პრეპარატის გამოყენებისას ლაქტულოზის ზეგავლენა ნაყოფზე მოსალოდნელი არ არის მისი დაბალი სისტემური ზემოქმედების გამო.

ორსულობის დროს პრეპარატის გამოყენება შეიძლება.

ლაქტაცია

პრეპარატის ზეგავლენა ახალშობილზე/ბუნებრივ კვებაზე მყოფ ბავშვზე მოსალოდნელი არ არის, ვინაიდან ლაქტულოზის სისტემური ზეგავლენა მეძუძურ დედაზე უმნიშვნელოა.

ფერტილობა

პრეპარატის ზეგავლენა ფერტილობაზე მოსალოდნელი არ არის, ვინაიდან ლაქტულოზის სისტემური ზეგავლენა უმნიშვნელოა.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

პრეპარატი არ ახდენს ზეგავლენას ან უმნიშვნელო ზეგავლენას ახდენს ავტოტრანსპორტის ტარების და მექანიზმების მართვის უნარზე.

ფერტილობა, გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის დროს

გვერდითი მოვლენები

ლაქტულოზის გამოყენების პირველ დღეებში შეიძლება გამოვლინდეს მეტეორიზმი. როგორც წესი, იგი გაივლის ორი დღის შემდეგ. რეკომენდებული დოზების გადაჭარბებისას შეიძლება აღინიშნოს ტკივილი მუცლის არეში და დიარეა, რაც დოზის შემცირებას საჭიროებს. მაღალი დოზების ხანგრძლივი დროის განმავლობაში გამოყენებისას, ჩვეულებრივ ღვიძლისმიერი ენცეფალოპათიის მკურნალობის შემთხვევაში, პაციენტს შეიძლება აღენიშნოს ელექტროლიტური ბალანსის დარღვევები დიარეის შედეგად. საჭიროა დოზის დაკორექტირება, რათა უზრუნველყოფილი იყოს რბილი განავალი დღეში 2-3-ჯერ.

არასასურველი რეაქციების ჩამონათვალი

ლაქტულოზის გამოყენებით მიმდინარე პლაცებო-კონტროლირებადი კლინიკური კვლევებისას გამოვლენილი არასასურველი რეაქციები მოცემულია ქვემოთ.

არასასურველი რეაქციების სიხშირის პარამეტრები განისაზღვრება შემდეგნაირად: ძალიან ხშირად (≥ 1/10); ხშირად (≥ 1/100, მაგრამ < 1/10); არახშირად (≥ 1/1000, მაგრამ < 1/100); იშვიათად (≥ 1/10000, მაგრამ < 1/1000); ძალიან იშვიათად (< 1/10000); სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემებით შეფასება შეუძლებელია).

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ძალიან ხშირად - დიარეა; ხშირად - მეტეორიზმი, ტკივილი მუცლის არეში, ღებინება, გულისრევა.

ზეგავლენა ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევების შედეგებზე: არახშირად - ელექტროლიტური ბალანსის დარღვევა დიარეის შედეგად.

ბავშვები

მოსალოდნელია, რომ უსაფრთხოების ბალანსი ბავშვებში იქნება ისეთივე, როგორც მოზრდილებში.

შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ

სამკურნალო საშუალების რეგისტრაციის შემდეგ შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ მნიშვნელოვანია. თუ პაციენტს გამოუვლინდა სერიოზული არასასურველი რეაქცია სამკურნალო საშუალებაზე ან ახალი არასასურველი რეაქციის აღნიშვნის შემთხვევაში, რომელიც ამ ნაწილში აღწერილი არ არის, გთხოვთ, მოახდინოთ ინფორმირება ფარმაკოზედამხედველობის ეროვნული სისტემის შესაბამისად.

ჭარბი დოზა

სიმპტომები: ძალიან მაღალი დოზების შიგნით მიღებისას შესაძლებელია დიარეა, ელექტროლიტური ბალანსის დარღვევები და ტკივილი მუცლის არეში.

მკურნალობა: პრეპარატის მოხსნა ან დოზის შემცირება, ელექტროლიტური დისბალანსის კორექცია დიარეის ან ღებინების შედეგად დიდი რაოდენობით სითხის დაკარგვის შემთხვევაში, სიმპტომური თერაპია.

სპეციფიკური ანტიდოტი უცნობია.

შემადგენლობა

1 მლ სიროფი შეიცავს

აქტიური ნივთიერება: ლაქტულოზა 667 მგ.

პრეპარატის კოდი ათქ მიხედვით A06AD11

შენახვის პირობები

ინახება არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე.

ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!

არ გაყინოთ.

ფლაკონის გახსნის შემდეგ პრეპარატი გამოიყენეთ 28 დღის განმავლობაში.

ვარგისობის ვადა

4 წელი წარმოების თარიღიდან.

ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ გამოყენება არ შეიძლება.

აფთიაქიდან გაცემის პირობები

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

წარმოებულია

„ვორლდ მედიცინ ილაჩ სან. ვე ტიჯ. ა.შ.“-ს მიერ, თურქეთი

(15 თემუზ მაჰ. ჯამი იოლუ ჯად. #50 გიუნეშლი ბაღჯილარ / სტამბული)

"WORLD MEDICINE İLAÇ SAN. VE TİC. А.Ş.", TURKEY

(15 Temmuz Mah. Cami Yolu Cad. No: 50 Güneşli Bağcılar / İstanbul).

ფარმაკოლოგიური თვისებები

ოსმოსური მოქმედების საფაღარათო საშუალებები.

LINK Word.Document.12 "C:\\Users\\User\\Desktop\\medulaki 2021.docx" "OLE_LINK1" \a \r \* MERGEFORMAT ფარმაკოთერაპიული თვისებები

ფარმაკოდინამიკა

მსხვილი ნაწლავის სანათურში ნაწლავის ფლორის მეშვეობით ლაქტულოზა იშლება დაბალმოლეკულურ ორგანულ მჟავებად. მჟავები ხელს უწყობს рН-ის შემცირებას მსხვილი ნაწლავის სანათურში და ოსმოსური ეფექტის წყალობით ზრდის მსხვილი ნაწლავის შიგთავსის მოცულობას. ეს ეფექტები ასტიმულირებს ნაწლავის პერისტალტიკას და ახდენს განავლის მასების კონსისტენციის ნორმალიზაციას, რაც ხელს უწყობს კონსტიპაციური სინდრომის ალაგებას და მსხვილი ნაწლავის ფიზიოლოგიური რიტმის აღდგენას.

ღვიძლისმიერი ენცეფალოპათიის დროს ლაქტულოზის თერაპიული ეფექტი განპირობებულია პროტეოლიზური ბაქტერიების ზრდის დათრგუნვით აციდოფილური ბაქტერიების (მაგალითად, ლაქტობაქტერიების) რაოდენობის გაზრდის მეშვეობით, მსხვილი ნაწლავის შიგთავსის მჟავიანობის მატების ხარჯზე ამიაკის იონურ ფორმაში გადასვლით, ნაწლავების დაცლით მსხვილ ნაწლავში рН-ის შემცირების გამო და ოსმოსური ეფექტის შედეგად, აზოტის ბაქტერიული მეტაბოლიზმის ცვლილებით ბაქტერიების მიერ ცილის სინთეზისათვის ამიაკის უტილიზაციის სტიმულირების გზით.

ფარმაკოკინეტიკა

შიგნით მიღების შემდეგ ლაქტულოზა ცუდად აბსორბირდება და მსხვილ ნაწლავამდე აღწევს უცვლელი სახით, სადაც მეტაბოლიზდება ნაწლავის ფლორის მეშვეობით. სრულად მეტაბოლიზდება არაუმეტეს 40-75 მლ (25-50 გ) დოზებისას; უფრო მაღალი დოზების შემთხვევაში შეიძლება გამოიყოს უცვლელი სახით.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

გამოყენების ინსტრუქცია

მედულაკ-WM

სავაჭრო დასახელება

მედულაკ-WM, Medulac-WM

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება

ლაქტულოზა, Lactulose

წამლის ფორმა

სიროფი.

აღწერილობა: გამჭვირვალე უფერო ან მოყავისფრო-ყვითელი ფერის ბლანტი ხსნარი.

შემადგენლობა

1 მლ სიროფი შეიცავს

აქტიური ნივთიერება: ლაქტულოზა 667 მგ.

პრეპარატის კოდი ათქ მიხედვით A06AD11

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

ოსმოსური მოქმედების საფაღარათო საშუალებები.

LINK Word.Document.12 "C:\\Users\\User\\Desktop\\medulaki 2021.docx" "OLE_LINK1" \a \r \* MERGEFORMAT ფარმაკოთერაპიული თვისებები

ფარმაკოდინამიკა

მსხვილი ნაწლავის სანათურში ნაწლავის ფლორის მეშვეობით ლაქტულოზა იშლება დაბალმოლეკულურ ორგანულ მჟავებად. მჟავები ხელს უწყობს рН-ის შემცირებას მსხვილი ნაწლავის სანათურში და ოსმოსური ეფექტის წყალობით ზრდის მსხვილი ნაწლავის შიგთავსის მოცულობას. ეს ეფექტები ასტიმულირებს ნაწლავის პერისტალტიკას და ახდენს განავლის მასების კონსისტენციის ნორმალიზაციას, რაც ხელს უწყობს კონსტიპაციური სინდრომის ალაგებას და მსხვილი ნაწლავის ფიზიოლოგიური რიტმის აღდგენას.

ღვიძლისმიერი ენცეფალოპათიის დროს ლაქტულოზის თერაპიული ეფექტი განპირობებულია პროტეოლიზური ბაქტერიების ზრდის დათრგუნვით აციდოფილური ბაქტერიების (მაგალითად, ლაქტობაქტერიების) რაოდენობის გაზრდის მეშვეობით, მსხვილი ნაწლავის შიგთავსის მჟავიანობის მატების ხარჯზე ამიაკის იონურ ფორმაში გადასვლით, ნაწლავების დაცლით მსხვილ ნაწლავში рН-ის შემცირების გამო და ოსმოსური ეფექტის შედეგად, აზოტის ბაქტერიული მეტაბოლიზმის ცვლილებით ბაქტერიების მიერ ცილის სინთეზისათვის ამიაკის უტილიზაციის სტიმულირების გზით.

ფარმაკოკინეტიკა

შიგნით მიღების შემდეგ ლაქტულოზა ცუდად აბსორბირდება და მსხვილ ნაწლავამდე აღწევს უცვლელი სახით, სადაც მეტაბოლიზდება ნაწლავის ფლორის მეშვეობით. სრულად მეტაბოლიზდება არაუმეტეს 40-75 მლ (25-50 გ) დოზებისას; უფრო მაღალი დოზების შემთხვევაში შეიძლება გამოიყოს უცვლელი სახით.

გამოყენების ჩვენებები

კონსტიპაციური სინდრომის მკურნალობა;

ღვიძლისმიერი ენცეფალოპათიის, ღვიძლისმიერი კომის მკურნალობა.

გამოყენების წესი და დოზები

გამოყენების წესი

პრეპარატი განკუთვნილია შიგნით მიღებისთვის.

სიროფის მიღება შეიძლება როგორც განზავებული, ასევე განუზავებელი სახით. საჭიროებისას თითოეული დოზის მიღება შეიძლება წყალთან, ხილის წვენთან ან სხვა სითხეებთან ერთად. მიღებული ერთჯერადი დოზა მაშინვე უნდა გადაიყლაპოს, პირში დაყოვნების გარეშე.

დოზა კორექტირებული უნდა იყოს პაციენტის ინდივიდუალური მოთხოვნების შესაბამისად.

ერთჯერადი სადღეღამისო დოზის დანიშვნის შემთხვევაში მისი მიღება უნდა მოხდეს ერთსა და იმავე დროს, მაგალითად, საუზმისას.

პრეპარატის დოზირებისთვის გამოიყენება კოლოფში მოთავსებული საზომი ჭიქა.

საფაღარათო საშუალებებით თერაპიის დროს რეკომენდებულია დღის განმავლობაში საკმარისი რაოდენობით სითხის (1,5-2 ლიტრი _ 6-8 ჭიქა) მიღება.

დოზირების რეჟიმი

კონსტიპაციური სინდრომი

საზომი ჭიქის გამოყენებით პრეპარატის სადღეღამისო დოზის მიღება შეიძლება ერთჯერადად ან ორ მიღებაზე გაყოფით.

მკურნალობაზე პაციენტის რეაქციის მიხედვით, საწყისი დოზა შეიძლება დაკორექტირებული იქნას შემანარჩუნებელ დოზამდე. თერაპიული ეფექტის მისაღწევად შესაძლოა რამდენიმე დღე (2-3 დღე) გახდეს საჭირო.

საწყისი

სადღეღამისო დოზა

შემანარჩუნებელი სადღეღამისო დოზა

მოზრდილები და მოზარდები

15-45 მლ

15-30 მლ

ბავშვები (7-14 წლის)

15 მლ

10-15 მლ

ბავშვები (1-6 წლის)

5-10 მლ

5-10 მლ

1 წლამდე ასაკის ბავშვები

5 მლ-მდე

5 მლ-მდე

ღვიძლისმიერი ენცეფალოპათია

მოზრდილები

პრეპარატის საწყისი დოზა შეადგენს 30-45 მლ 3-4-ჯერ დღე-ღამეში. ეს დოზა შეიძლება დაკორექტირებული იქნას შემანარჩუნებელ დოზამდე ისე, რომ უზრუნველყოფილი იყოს რბილი განავალი დღეში 2-3-ჯერ.

პაციენტთა სპეციალური ჯგუფები

ბავშვები

ლაქტულოზის გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა ღვიძლის ენცეფალოპათიის მქონე ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში დადგენილი არ არის. მონაცემები არ არსებობს.

ხანდაზმული პაციენტები და პაციენტები თირკმლის ან ღვიძლის უკმარისობით

დოზირების შესახებ სპეციალური რეკომენდაციები არ არსებობს, ვინაიდან ლაქტულოზის სისტემური ზემოქმედება უმნიშვნელოა.

უკუჩვენებები

ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის აქტიური ნივთიერების ან ნებისმიერი დამხმარე კომპონენტის მიმართ;

გალაქტოზემია;

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გაუვალობა, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პერფორაცია ან პერფორაციის რისკი.

არასასურველი რეაქციები

ლაქტულოზის გამოყენების პირველ დღეებში შეიძლება გამოვლინდეს მეტეორიზმი. როგორც წესი, იგი გაივლის ორი დღის შემდეგ. რეკომენდებული დოზების გადაჭარბებისას შეიძლება აღინიშნოს ტკივილი მუცლის არეში და დიარეა, რაც დოზის შემცირებას საჭიროებს. მაღალი დოზების ხანგრძლივი დროის განმავლობაში გამოყენებისას, ჩვეულებრივ ღვიძლისმიერი ენცეფალოპათიის მკურნალობის შემთხვევაში, პაციენტს შეიძლება აღენიშნოს ელექტროლიტური ბალანსის დარღვევები დიარეის შედეგად. საჭიროა დოზის დაკორექტირება, რათა უზრუნველყოფილი იყოს რბილი განავალი დღეში 2-3-ჯერ.

არასასურველი რეაქციების ჩამონათვალი

ლაქტულოზის გამოყენებით მიმდინარე პლაცებო-კონტროლირებადი კლინიკური კვლევებისას გამოვლენილი არასასურველი რეაქციები მოცემულია ქვემოთ.

არასასურველი რეაქციების სიხშირის პარამეტრები განისაზღვრება შემდეგნაირად: ძალიან ხშირად (≥ 1/10); ხშირად (≥ 1/100, მაგრამ < 1/10); არახშირად (≥ 1/1000, მაგრამ < 1/100); იშვიათად (≥ 1/10000, მაგრამ < 1/1000); ძალიან იშვიათად (< 1/10000); სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემებით შეფასება შეუძლებელია).

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ძალიან ხშირად - დიარეა; ხშირად - მეტეორიზმი, ტკივილი მუცლის არეში, ღებინება, გულისრევა.

ზეგავლენა ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევების შედეგებზე: არახშირად - ელექტროლიტური ბალანსის დარღვევა დიარეის შედეგად.

ბავშვები

მოსალოდნელია, რომ უსაფრთხოების ბალანსი ბავშვებში იქნება ისეთივე, როგორც მოზრდილებში.

შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ

სამკურნალო საშუალების რეგისტრაციის შემდეგ შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ მნიშვნელოვანია. თუ პაციენტს გამოუვლინდა სერიოზული არასასურველი რეაქცია სამკურნალო საშუალებაზე ან ახალი არასასურველი რეაქციის აღნიშვნის შემთხვევაში, რომელიც ამ ნაწილში აღწერილი არ არის, გთხოვთ, მოახდინოთ ინფორმირება ფარმაკოზედამხედველობის ეროვნული სისტემის შესაბამისად.

განსაკუთრებული მითითებები

ტკივილით მიმდინარე გაურკვეველი წარმოშობის აბდომინალური სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის არადიაგნოზირებული პერფორაციის ან გაუვალობის ან ნებისმიერი ამ მდგომარეობისადმი განმწყობი არადიაგნოზირებული დაავადებების გამოსარიცხად, პრეპარატით მკურნალობის დაწყებამდე საჭიროა ექიმთან მიმართვა.

თერაპიის დაწყებიდან რამდენიმე დღეში, არასაკმარისი თერაპიული ეფექტის შემთხვევაში, დოზა უნდა დაკორექტირდეს და/ან მკურნალობა გადაიხედოს.

დაუკორექტირებული დოზების ხანგრძლივად გამოყენებამ და პრეპარატის არასწორად გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს დიარეა და ელექტროლიტური ბალანსის დარღვევა.

გასათვალისწინებელია, რომ მკურნალობის დროს შეიძლება წარმოიშვას დეფეკაციის რეფლექსის დარღვევები.

შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში კონსტიპაციური სინდრომის მკურნალობისას ჩვეულებრივი დოზის კორექცია საჭირო არ არის.

ღვიძლისმიერი ენცეფალოპათიის მკურნალობისას ჩვეულებრივ ინიშნება პრეპარატის უფრო მაღალი დოზები, რაც გასათვალისწინებელია პაციენტებში შაქრიანი დიაბეტით.

ინფორმაცია საწარმოო პროცესის შედეგად წარმოქმნილი ნარჩენი ნივთიერებების შესახებ, რომლებსაც ცნობილი მოქმედება გააჩნია

პრეპარატი შეიცავს საწარმოო პროცესის შედეგად წარმოქმნილ ლაქტოზას, გალაქტოზას და ფრუქტოზას, ამიტომ პაციენტებისთვის იშვიათი მემკვიდრული დარღვევებით, როგორებიცაა გალაქტოზის ან ფრუქტოზის აუტანლობა, ლაპას ლაქტაზას დეფიციტი ან გლუკოზა-გალაქტოზის მალაბსორბცია, პრეპარატის მიღება არ შეიძლება.

ლაქტოზის აუტანლობის მქონე პაციენტებში პრეპარატი უნდა დაინიშნოს სიფრთხილით.

ბავშვები

ბავშვებში პრეპარატის გამოყენება უნდა მოხდეს აუცილებლობის შემთხვევაში და ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.

ზეგავლენა ავტოტრანსპორტის ტარებისა და მექანიზმების მართვის უნარზე

პრეპარატი არ ახდენს ზეგავლენას ან უმნიშვნელო ზეგავლენას ახდენს ავტოტრანსპორტის ტარების და მექანიზმების მართვის უნარზე.

ფერტილობა, გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის დროს

ორსულობა

ორსულობის დროს პრეპარატის გამოყენებისას ლაქტულოზის ზეგავლენა ნაყოფზე მოსალოდნელი არ არის მისი დაბალი სისტემური ზემოქმედების გამო.

ორსულობის დროს პრეპარატის გამოყენება შეიძლება.

ლაქტაცია

პრეპარატის ზეგავლენა ახალშობილზე/ბუნებრივ კვებაზე მყოფ ბავშვზე მოსალოდნელი არ არის, ვინაიდან ლაქტულოზის სისტემური ზეგავლენა მეძუძურ დედაზე უმნიშვნელოა.

ფერტილობა

პრეპარატის ზეგავლენა ფერტილობაზე მოსალოდნელი არ არის, ვინაიდან ლაქტულოზის სისტემური ზეგავლენა უმნიშვნელოა.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

ურთიერთქმედების კვლევები არ ჩატარებულა.

ჭარბი დოზირება

სიმპტომები: ძალიან მაღალი დოზების შიგნით მიღებისას შესაძლებელია დიარეა, ელექტროლიტური ბალანსის დარღვევები და ტკივილი მუცლის არეში.

მკურნალობა: პრეპარატის მოხსნა ან დოზის შემცირება, ელექტროლიტური დისბალანსის კორექცია დიარეის ან ღებინების შედეგად დიდი რაოდენობით სითხის დაკარგვის შემთხვევაში, სიმპტომური თერაპია.

სპეციფიკური ანტიდოტი უცნობია.

გამოშვების ფორმა

სიროფის 250 მლ ყვითელი ფერის შუშის ფლაკონში პლასტმასის თავსახურით.

1 ფლაკონი საზომ ჭიქასთან და სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები

ინახება არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე.

ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!

არ გაყინოთ.

ფლაკონის გახსნის შემდეგ პრეპარატი გამოიყენეთ 28 დღის განმავლობაში.

ვარგისობის ვადა

4 წელი წარმოების თარიღიდან.

ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ გამოყენება არ შეიძლება.

აფთიაქიდან გაცემის პირობები

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

წარმოებულია

„ვორლდ მედიცინ ილაჩ სან. ვე ტიჯ. ა.შ.“-ს მიერ, თურქეთი

(15 თემუზ მაჰ. ჯამი იოლუ ჯად. #50 გიუნეშლი ბაღჯილარ / სტამბული)

"WORLD MEDICINE İLAÇ SAN. VE TİC. А.Ş.", TURKEY

(15 Temmuz Mah. Cami Yolu Cad. No: 50 Güneşli Bağcılar / İstanbul).

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა