ლაქტულოზა პოლფარმექსი
LACTULOSUM Polfarmex
Lactulosum Polfarmex შეიცავს ლაქტულოზას - სინთეზურ დისაქარიდს, რომელიც არ შეიწოვება საჭმლის მომნელებელ ტრაქტში. ის აფერხებს საკვების გადამუშავებისას ლპობით პროცესს და ამიაკის გამომუშავებას, ხოლო მსხვილი ნაწლავის pH-ის შემცირებით ამცირებს ამონიუმის მარილების შეწოვას, რომლებიც გამოიყოფა ფეკალური მასებთან ერთად. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ლაქტულოზა (lactulose)
- ფორმა და შეფუთვა
- 7.5გ/15მლ (0.5მგ/მლ) 150მლ შიგნით მისაღები სიროფი ბოთლი №1
- მწარმოებელი
- Polfarmex S.A., პოლონეთი
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ყაბზობის სამკურნალო პრეპარატები, ოსმოსური მოქმედების საფაღარათო საშუალებები
- ATC კოდი
- A06AD11
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-042113
- რეგისტრირებულია
- 27 სექტემბერი 2024, მოქმედებს 27 სექტემბერი 2029-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- განმცხადებელი
- სს „გეფა“
- GMP
- -
ლაქტულოზა პოლფარმექსი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
Lactulosum Polfarmex შეიცავს ლაქტულოზას - სინთეზურ დისაქარიდს, რომელიც არ შეიწოვება საჭმლის მომნელებელ ტრაქტში. ის აფერხებს საკვების გადამუშავებისას ლპობით პროცესს და ამიაკის გამომუშავებას, ხოლო მსხვილი ნაწლავის pH-ის შემცირებით ამცირებს ამონიუმის მარილების შეწოვას, რომლებიც გამოიყოფა ფეკალური მასებთან ერთად. ოსმოსის შედეგად ის ზრდის ნაწლავის შიგთავსის მოცულობას, ასტიმულირებს ნაწლავის პერისტალტიკას და აქვს დამამშვიდებელი ეფექტი.
Lactulosum Polfarmex გამოყენება:
- ქრონიკული ყაბზობის დროს;
- ღვიძლის მწვავე უკმარისობის დროს პრეკომა და კომა;
- ღვიძლის ქრონიკული უკმარისობის დროს, რომელსაც თან ახლავს სისხლში ამიაკის დონის მომატება.
თუ თავს არ გრძნობთ უკეთესად ან თუ თქვენი მდგომარეობა გაუარესდა რამდენიმე დღის შემდეგ, მიმართეთ ექიმს.
- მნიშვნელოვანი ინფორმაცია Lactulosum Polfarmex-ის გამოყენებამდე
მიღების წესი და დოზირება
ყოველთვის მიიღეთ ეს მედიკამენტი ზუსტად ისე, როგორც თქვენმა ექიმმა ან ფარმაცევტმა გირჩიათ. თუ ეჭვი გეპარებათ, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
საფაღარათო საშუალება:
პერორალურად, ჩვეულებრივ 30-45 მლ (2-3 სუფრის კოვზი) საუზმემდე ან 15 მლ (1 სუფრის კოვზი) 3-ჯერ დღეში ჭამის წინ. ეფექტის მიღების შემდეგ - 15 მლ სიროფი უზმოზე.
ღვიძლის უკმარისობის დროს:
პერორალურად, 100-180 მლ დღეში მიღებული 4-6 დოზად.
გამოყენება ბავშვებში
საფაღარათო საშუალება:
თავდაპირველად, ჩვილები – 2,5 მლ; 3 წლამდე ბავშვები – 5 მლ; 3 წელზე მეტი - 15 მლ დღეში. შემდეგ დოზა შეიძლება თანდათან გაიზარდოს ყოველ 3 დღეში ერთხელ, სანამ ნორმალური ნაწლავის პერისტალტიკა არ მიიღწევა. თუ მუცლის შებერილობა განვითარდა დოზა უნდა შემცირდეს ბავშვის ამტანობამდე. რეკომენდებულია ლაქტულოზას სიროფის გამოყენება წყლით ან ხილის წვენით განზავების შემდეგ.
Lactulosum Polfarmex-ის რეკომენდებულზე მაღალი დოზის მიღება
არ არსებობს მონაცემები წამლის დოზის გადაჭარბების შესახებ.
თუ დაგავიწყდათ ლაქტულოზა პოლფარმექსის მიღება
არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.
უკუჩვენებები
- თუ ალერგიული ხართ აქტიურ ნივთიერებაზე (ლაქტულოზა) ან ამ მედიკამენტის რომელიმე სხვა ინგრედიენტზე (ჩამოთვლილი მე-6 ნაწილში);
- თუ გაქვთ ნაწლავის გაუვალობა;
- თუ გაქვთ გალაქტოზემია.
სიფრთხილის ზომები
ვიდრე დაიწყებთ Lactulosum Polfarmex-ის გამოყენებას, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ხანგრძლივი გამოყენების შემთხვევაში რეკომენდებულია, განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში, პლაზმაში ელექტროლიტების კონცენტრაციის (კალიუმი, ქლორიდები) პერიოდული მონიტორინგი.
თქვენ უნდა გაესაუბროთ თქვენს ექიმს მაშინაც კი, თუ ზემოაღნიშნული გაფრთხილებები ეხება მდგომარეობას, რომლებიც წარსულში განიცადეთ.
Lactulosum Polfarmex და სხვა პრეპარატები
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ცოტა ხნის წინ მიიღეთ ან შესაძლოა მიიღოთ სხვა მედიკამენტები.
იმის გამო, რომ ლაქტულოზა აქვეითებს pH-ს მსხვილ ნაწლავში, შესაძლოა მოახდინოს იმ მედიკამენტების ინაქტივირება, რომელთა გამოყოფა დამოკიდებულია pH-ზე.
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, პრეპარატის მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
პრეპარატი არ ახდენს გავლენას ავტომობილის მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.
Lactulosum Polfarmex სიროფი შეიცავს დამხმარე ნივთიერებებს - ეთანოლს (არომატული ინგრედიენტი), ფრუქტოზას, ლაქტოზას, გალაქტოზას, სულფიტებს და ბუტილირებულ ჰიდროქსიანიზოლს.
ეთანოლი
Lactulosum Polfarmex შეიცავს მანგორის არომატს, სითხეს, რომლის ინგრედიენტია ეთანოლი (ალკოჰოლი). მედიკამენტის ყოველ 15 მლ სიროფი შეიცავს 0,00963 გ ალკოჰოლს (ეთანოლს).
მოზრდილები
საფაღარათო საშუალება
- მოზრდილები - სიროფის 45 მლ დოზა შეიცავს 29,07 მგ ეთანოლს. ალკოჰოლის (ეთანოლის) რაოდენობა 45 მლ-ში ექვივალენტურია 1 მლ-ზე ნაკლები ლუდის ან 1 მლ ღვინის.
- მოზრდილები - 15 მლ სიროფი შეიცავს 9,63 მგ ეთანოლს. ალკოჰოლის (ეთანოლის) რაოდენობა 15 მლ-ში ექვივალენტურია 1 მლ-ზე ნაკლები ლუდის ან 1 მლ ღვინის.
ღვიძლის უკმარისობის დროს
- მოზრდილები – 180 მლ დოზა შეიცავს 116,28 მგ ეთანოლს. ალკოჰოლის (ეთანოლის) რაოდენობა 180 მლ-ში ექვივალენტურია 3 მლ-ზე ნაკლები ლუდსია და 2 მლ ღვინის.
ბავშვები
- ჩვილები – სიროფის 2,5 მლ დოზა შეიცავს 1,615 მგ ეთანოლს. 2,5 მლ სიროფში ალკოჰოლის (ეთანოლის) რაოდენობა ექვივალენტურია 1 მლ-ზე ნაკლებ ლუდის ან 1 მლ ღვინის.
- 3 წლამდე ბავშვები - სიროფის 5 მლ დოზა შეიცავს 3,23 მგ ეთანოლს. ალკოჰოლის (ეთანოლის) რაოდენობა 5 მლ სიროფში ექვივალენტურია 1 მლ-ზე ნაკლებ ლუდის ან 1 მლ ღვინის.
- 3 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები - 15 მლ სიროფი შეიცავს 9,69 მგ ეთანოლს. ეთანოლის (ალკოჰოლის) რაოდენობა 15 მლ სიროფში ექვივალენტურია 1 მლ-ზე ნაკლებ ლუდის ან 1 მლ ღვინის.
ფრუქტოზა
Lactulosum Polfarmex შეიცავს 0,075 გ ფრუქტოზას ყოველ 15 მლ სიროფში.
Lactulosum Polfarmex შეიცავს 0,9 გ ფრუქტოზას მაქსიმალურ დღიურ დოზაში.
მედიკამანტში შემავალ ფრუქტოზას შესაძლოა მავნე გავლენა ჰქონდეს კბილებზე.
ლაქტოზა
თუ ექიმმა გირჩიათ, რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, ამ სამკურნალო პროდუქტის მიღებამდე მიმართეთ ექიმს. პრეპარატი შეიცავს 0,75 გ ლაქტოზას 15 მლ.
Lactulosum Polfarmex შეიცავს 9 გ ლაქტოზას მაქსიმალურ დღიურ დოზაში. ეს გასათვალისწინებელია დიაბეტის მქონე პაციენტებში.
გალაქტოზა
თუ ექიმმა გაცნობათ, რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, ამ სამკურნალო პროდუქტის მიღებამდე მიმართეთ ექიმს.
პრეპარატი შეიცავს 1,125 გ გალაქტოზას ყოველ 15 მლ სიროფში.
Lactulosum Polfarmex შეიცავს 13,5 გ გალაქტოზას მაქსიმალურ დღიურ დოზაში.
სულფიტები
პრეპარატმა შეიძლება იშვიათად გამოიწვიოს მძიმე ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები და ბრონქოსპაზმი.
გვერდითი მოვლენები
ყველა მედიკამენტის მსგავსად, ამ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება. მუცლის ტკივილი შეიძლება განვითარდეს გამოყენების საწყის პერიოდში. ზოგჯერ დიდი დოზების გამოყენების შემდეგ აღინიშნება გულისრევა, დიარეა და მეტეორიზმი.
სიხშირე უცნობია (სიხშირე არ შეიძლება შეფასდეს არსებული მონაცემებით): ალერგიული რეაქციები, გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრის ციება.
გვერდითი ეფექტების შეტყობინება
თუ თქვენ შეამჩნევთ რაიმე სიმპტომს, მათ შორის შესაძლო გვერდით ეფექტებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
გვერდითი რეაქციების შესახებ შეიძლება შეტყობინებული იქნას უშუალოდ სამკურნალო საშუალებების, სამედიცინო ხელსაწყოებისა და ბიოლოგიური პროდუქტების რეგისტრაციის ოფისის სამკურნალო პროდუქტებზე გვერდითი რეაქციების მონიტორინგის დეპარტამენტში
Al. Jerozolimskie 181C
02-222 ვარშავა
ტელ.: + 48 22 49 21 301
ფაქსი: + 48 22 49 21 309
ვებ გვერდი: https://smz.ezdrowie.gov.pl
გვერდითი ეფექტების შესახებ ასევე შეიძლება ეცნობოს პასუხისმგებელ პირს.
გვერდითი ეფექტების შეტყობინებით, შესაძლებელია მეტი ინფორმაციის შეგროვება პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ.
- როგორ შეინახოთ Lactulosum Polfarmex
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
არ გაიყინოთ.
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერებას წარმოადგენს ლაქტულოზა. 15 მლ სიროფი შეიცავს 7,5 გ ლაქტულოზას.
სხვა ინგრედიენტებია: ლიმონმჟავას მონოჰიდრატი, თხევადი მანგორის არომატი (შეიცავს, მათ შორის, ეთანოლს და ბუტილირებულ ჰიდროქსიანიზოლს), გასუფთავებულ წყალს.
როგორ გამოიყურება Lactulosum Polfarmex და რას შეიცავს შეფუთვა
ფლაკონი შეიცავს 150 მლ სიროფს.
პასუხისმგებელი პირი და მწარმოებელი
პოლფარმექს ს.ა. (Polfarmex S.A.)
იოსეფოვი ქუჩა 9
99-300 კუტნო
პოლონეთი (პოლონეთი)
ტელ.: 24 357 44 44
ფაქსი: 24 357 45 45
ელფოსტა: [email protected]
ბროშურა განახლდა: ივლისი 2022 წ.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
შენახვის პირობები
3 თვე.
არ გამოიყენოთ მედიკამენტი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია მუყაოს კოლოფზე და ბოთლზე EXP-ის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ნიშნავს მოცემული თვის ბოლო დღეს.
გამოუყენებელი მედიკამენტები არ უნდა გადაღვაროთ კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გაანადგუროთ მედიკამენტი, რომლებსაც აღარ იყენებთ. ამის გაკეთება ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
- შეფუთვა და სხვა ინფორმაცია
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
სარეკომენდაციო ვერსია
გამოყენების ინსტრუქცია
შეფუთვის ფურცელი: ინფორმაცია პაციენტისთვის
LACTULOSUM POLFARMEX, 7,5 გ/15 მლ, სიროფი
ლაქტულოზა
პრეპარატის მიღებამდე გთხოვთ, ყურადღებით წაიკითხოთ მოცემული შეფუთვის ფურცელი, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
ყოველთვის გამოიყენეთ ეს მედიკამენტი ზუსტად ისე, როგორც ეს აღწერილია ინსტრუქციაში ან როგორც გირჩევთ თქვენი ექიმი ან ფარმაცევტი.
- შეინახეთ ეს ფურცელი, რათა საჭიროების შემთხვევაში ხელახლა წაიკითხოთ.
- თუ გჭირდებათ რჩევა ან დამატებითი ინფორმაცია, გთხოვთ, მიმართოთ თქვენს ფარმაცევტს.
- თუ შენიშნეთ რაიმე გვერდითი მოვლენა, მათ შორის შესაძლო სიმპტომები გვერდითი მოვლენები, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ამ ფურცელ-ჩანართში, გთხოვთ, აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
- თუ თავს არ გრძნობთ უკეთესად ან თუ თქვნი მდგომარეობა გაუარესდა რამდენიმე დღის შემდეგ, მიმართეთ ექიმს.
ბროშურის სარჩევი:
- რა არის Lactulosum Polfarmex და რისთვის გამოიყენება?
- მნიშვნელოვანი ინფორმაცია Lactulosum Polfarmex-ის გამოყენებამდე
- როგორ გამოვიყენოთ Lactulosum Polfarmex
- შესაძლო გვერდითი მოვლენები
- როგორ შეინახოთ Lactulosum Polfarmex
- შეფუთვა და სხვა ინფორმაცია
- რა არის Lactulosum Polfarmex და რისთვის გამოიყენება
Lactulosum Polfarmex შეიცავს ლაქტულოზას - სინთეზურ დისაქარიდს, რომელიც არ შეიწოვება საჭმლის მომნელებელ ტრაქტში. ის აფერხებს საკვების გადამუშავებისას ლპობით პროცესს და ამიაკის გამომუშავებას, ხოლო მსხვილი ნაწლავის pH-ის შემცირებით ამცირებს ამონიუმის მარილების შეწოვას, რომლებიც გამოიყოფა ფეკალური მასებთან ერთად. ოსმოსის შედეგად ის ზრდის ნაწლავის შიგთავსის მოცულობას, ასტიმულირებს ნაწლავის პერისტალტიკას და აქვს დამამშვიდებელი ეფექტი.
Lactulosum Polfarmex გამოყენება:
- ქრონიკული ყაბზობის დროს;
- ღვიძლის მწვავე უკმარისობის დროს პრეკომა და კომა;
- ღვიძლის ქრონიკული უკმარისობის დროს, რომელსაც თან ახლავს სისხლში ამიაკის დონის მომატება.
თუ თავს არ გრძნობთ უკეთესად ან თუ თქვენი მდგომარეობა გაუარესდა რამდენიმე დღის შემდეგ, მიმართეთ ექიმს.
- მნიშვნელოვანი ინფორმაცია Lactulosum Polfarmex-ის გამოყენებამდე
როდის არ გამოიყენოთ Lactulosum Polfarmex:
- თუ ალერგიული ხართ აქტიურ ნივთიერებაზე (ლაქტულოზა) ან ამ მედიკამენტის რომელიმე სხვა ინგრედიენტზე (ჩამოთვლილი მე-6 ნაწილში);
- თუ გაქვთ ნაწლავის გაუვალობა;
- თუ გაქვთ გალაქტოზემია.
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
ვიდრე დაიწყებთ Lactulosum Polfarmex-ის გამოყენებას, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ხანგრძლივი გამოყენების შემთხვევაში რეკომენდებულია, განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში, პლაზმაში ელექტროლიტების კონცენტრაციის (კალიუმი, ქლორიდები) პერიოდული მონიტორინგი.
თქვენ უნდა გაესაუბროთ თქვენს ექიმს მაშინაც კი, თუ ზემოაღნიშნული გაფრთხილებები ეხება მდგომარეობას, რომლებიც წარსულში განიცადეთ.
Lactulosum Polfarmex და სხვა პრეპარატები
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ცოტა ხნის წინ მიიღეთ ან შესაძლოა მიიღოთ სხვა მედიკამენტები.
იმის გამო, რომ ლაქტულოზა აქვეითებს pH-ს მსხვილ ნაწლავში, შესაძლოა მოახდინოს იმ მედიკამენტების ინაქტივირება, რომელთა გამოყოფა დამოკიდებულია pH-ზე.
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, პრეპარატის მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში.
ავტომობილის და მექანიზმების მართვა
პრეპარატი არ ახდენს გავლენას ავტომობილის მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.
Lactulosum Polfarmex სიროფი შეიცავს დამხმარე ნივთიერებებს - ეთანოლს (არომატული ინგრედიენტი), ფრუქტოზას, ლაქტოზას, გალაქტოზას, სულფიტებს და ბუტილირებულ ჰიდროქსიანიზოლს.
ეთანოლი
Lactulosum Polfarmex შეიცავს მანგორის არომატს, სითხეს, რომლის ინგრედიენტია ეთანოლი (ალკოჰოლი). მედიკამენტის ყოველ 15 მლ სიროფი შეიცავს 0,00963 გ ალკოჰოლს (ეთანოლს).
მოზრდილები
საფაღარათო საშუალება
- მოზრდილები - სიროფის 45 მლ დოზა შეიცავს 29,07 მგ ეთანოლს. ალკოჰოლის (ეთანოლის) რაოდენობა 45 მლ-ში ექვივალენტურია 1 მლ-ზე ნაკლები ლუდის ან 1 მლ ღვინის.
- მოზრდილები - 15 მლ სიროფი შეიცავს 9,63 მგ ეთანოლს. ალკოჰოლის (ეთანოლის) რაოდენობა 15 მლ-ში ექვივალენტურია 1 მლ-ზე ნაკლები ლუდის ან 1 მლ ღვინის.
ღვიძლის უკმარისობის დროს
- მოზრდილები – 180 მლ დოზა შეიცავს 116,28 მგ ეთანოლს. ალკოჰოლის (ეთანოლის) რაოდენობა 180 მლ-ში ექვივალენტურია 3 მლ-ზე ნაკლები ლუდსია და 2 მლ ღვინის.
ბავშვები
- ჩვილები – სიროფის 2,5 მლ დოზა შეიცავს 1,615 მგ ეთანოლს. 2,5 მლ სიროფში ალკოჰოლის (ეთანოლის) რაოდენობა ექვივალენტურია 1 მლ-ზე ნაკლებ ლუდის ან 1 მლ ღვინის.
- 3 წლამდე ბავშვები - სიროფის 5 მლ დოზა შეიცავს 3,23 მგ ეთანოლს. ალკოჰოლის (ეთანოლის) რაოდენობა 5 მლ სიროფში ექვივალენტურია 1 მლ-ზე ნაკლებ ლუდის ან 1 მლ ღვინის.
- 3 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები - 15 მლ სიროფი შეიცავს 9,69 მგ ეთანოლს. ეთანოლის (ალკოჰოლის) რაოდენობა 15 მლ სიროფში ექვივალენტურია 1 მლ-ზე ნაკლებ ლუდის ან 1 მლ ღვინის.
ფრუქტოზა
Lactulosum Polfarmex შეიცავს 0,075 გ ფრუქტოზას ყოველ 15 მლ სიროფში.
Lactulosum Polfarmex შეიცავს 0,9 გ ფრუქტოზას მაქსიმალურ დღიურ დოზაში.
მედიკამანტში შემავალ ფრუქტოზას შესაძლოა მავნე გავლენა ჰქონდეს კბილებზე.
ლაქტოზა
თუ ექიმმა გირჩიათ, რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, ამ სამკურნალო პროდუქტის მიღებამდე მიმართეთ ექიმს. პრეპარატი შეიცავს 0,75 გ ლაქტოზას 15 მლ.
Lactulosum Polfarmex შეიცავს 9 გ ლაქტოზას მაქსიმალურ დღიურ დოზაში. ეს გასათვალისწინებელია დიაბეტის მქონე პაციენტებში.
გალაქტოზა
თუ ექიმმა გაცნობათ, რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, ამ სამკურნალო პროდუქტის მიღებამდე მიმართეთ ექიმს.
პრეპარატი შეიცავს 1,125 გ გალაქტოზას ყოველ 15 მლ სიროფში.
Lactulosum Polfarmex შეიცავს 13,5 გ გალაქტოზას მაქსიმალურ დღიურ დოზაში.
სულფიტები
პრეპარატმა შეიძლება იშვიათად გამოიწვიოს მძიმე ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები და ბრონქოსპაზმი.
- როგორ გამოვიყენოთ Lactulosum Polfarmex
ყოველთვის მიიღეთ ეს მედიკამენტი ზუსტად ისე, როგორც თქვენმა ექიმმა ან ფარმაცევტმა გირჩიათ. თუ ეჭვი გეპარებათ, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
საფაღარათო საშუალება:
პერორალურად, ჩვეულებრივ 30-45 მლ (2-3 სუფრის კოვზი) საუზმემდე ან 15 მლ (1 სუფრის კოვზი) 3-ჯერ დღეში ჭამის წინ. ეფექტის მიღების შემდეგ - 15 მლ სიროფი უზმოზე.
ღვიძლის უკმარისობის დროს:
პერორალურად, 100-180 მლ დღეში მიღებული 4-6 დოზად.
გამოყენება ბავშვებში
საფაღარათო საშუალება:
თავდაპირველად, ჩვილები – 2,5 მლ; 3 წლამდე ბავშვები – 5 მლ; 3 წელზე მეტი - 15 მლ დღეში. შემდეგ დოზა შეიძლება თანდათან გაიზარდოს ყოველ 3 დღეში ერთხელ, სანამ ნორმალური ნაწლავის პერისტალტიკა არ მიიღწევა. თუ მუცლის შებერილობა განვითარდა დოზა უნდა შემცირდეს ბავშვის ამტანობამდე. რეკომენდებულია ლაქტულოზას სიროფის გამოყენება წყლით ან ხილის წვენით განზავების შემდეგ.
Lactulosum Polfarmex-ის რეკომენდებულზე მაღალი დოზის მიღება
არ არსებობს მონაცემები წამლის დოზის გადაჭარბების შესახებ.
თუ დაგავიწყდათ ლაქტულოზა პოლფარმექსის მიღება
არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.
- შესაძლო გვერდითი მოვლენები
ყველა მედიკამენტის მსგავსად, ამ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება. მუცლის ტკივილი შეიძლება განვითარდეს გამოყენების საწყის პერიოდში. ზოგჯერ დიდი დოზების გამოყენების შემდეგ აღინიშნება გულისრევა, დიარეა და მეტეორიზმი.
სიხშირე უცნობია (სიხშირე არ შეიძლება შეფასდეს არსებული მონაცემებით): ალერგიული რეაქციები, გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრის ციება.
გვერდითი ეფექტების შეტყობინება
თუ თქვენ შეამჩნევთ რაიმე სიმპტომს, მათ შორის შესაძლო გვერდით ეფექტებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
გვერდითი რეაქციების შესახებ შეიძლება შეტყობინებული იქნას უშუალოდ სამკურნალო საშუალებების, სამედიცინო ხელსაწყოებისა და ბიოლოგიური პროდუქტების რეგისტრაციის ოფისის სამკურნალო პროდუქტებზე გვერდითი რეაქციების მონიტორინგის დეპარტამენტში
Al. Jerozolimskie 181C
02-222 ვარშავა
ტელ.: + 48 22 49 21 301
ფაქსი: + 48 22 49 21 309
ვებ გვერდი: https://smz.ezdrowie.gov.pl
გვერდითი ეფექტების შესახებ ასევე შეიძლება ეცნობოს პასუხისმგებელ პირს.
გვერდითი ეფექტების შეტყობინებით, შესაძლებელია მეტი ინფორმაციის შეგროვება პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ.
- როგორ შეინახოთ Lactulosum Polfarmex
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
არ გაიყინოთ.
შენახვის ვადა ბოთლის პირველი გახსნის შემდეგ: 3 თვე.
არ გამოიყენოთ მედიკამენტი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია მუყაოს კოლოფზე და ბოთლზე EXP-ის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ნიშნავს მოცემული თვის ბოლო დღეს.
გამოუყენებელი მედიკამენტები არ უნდა გადაღვაროთ კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გაანადგუროთ მედიკამენტი, რომლებსაც აღარ იყენებთ. ამის გაკეთება ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
- შეფუთვა და სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს Lactulosum Polfarmex
აქტიური ნივთიერებას წარმოადგენს ლაქტულოზა. 15 მლ სიროფი შეიცავს 7,5 გ ლაქტულოზას.
სხვა ინგრედიენტებია: ლიმონმჟავას მონოჰიდრატი, თხევადი მანგორის არომატი (შეიცავს, მათ შორის, ეთანოლს და ბუტილირებულ ჰიდროქსიანიზოლს), გასუფთავებულ წყალს.
როგორ გამოიყურება Lactulosum Polfarmex და რას შეიცავს შეფუთვა
ფლაკონი შეიცავს 150 მლ სიროფს.
პასუხისმგებელი პირი და მწარმოებელი
პოლფარმექს ს.ა. (Polfarmex S.A.)
იოსეფოვი ქუჩა 9
99-300 კუტნო
პოლონეთი (პოლონეთი)
ტელ.: 24 357 44 44
ფაქსი: 24 357 45 45
ელფოსტა: [email protected]
ბროშურა განახლდა: ივლისი 2022 წ.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


