ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანტიჰემორაგიული საშუალებები

მედსამიკი 500მგ

Medsamic 500mg

რეცეპტითინსტრუქცია ქართულადკვიპროსი
მოქმედი ნივთიერება
ტრანექსელი (tranexamic acid)
ფორმა და შეფუთვა
500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №20
მწარმოებელი
Medochemie Ltd, კვიპროსი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტიჰემორაგიული საშუალებები, ამინომჟავები
ATC კოდი
B02AA02
რეგისტრაციის ნომერი
რ-046136
რეგისტრირებულია
11 აგვისტო 2026, მოქმედებს 26 მაისი 2030-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
შპს „ვორლდ ფარმა“
ურთიერთქმედების შემოწმებამედსამიკი 500მგ და სხვა წამალი ერთად

მედსამიკი 500მგ — ინსტრუქცია ქართულად

მიღების წესი და დოზირება

ეს წამალი ყოველთვის მიიღეთ ზუსტად თქვენი ექიმის ან ფარმაცევტის მითითებების შესაბამისად. ეჭვის არსებობის შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

გახსოვდეთ: წამალი ყოველთვის მიიღეთ ერთ ჭიქა წყალთან ერთად. მისი მიღება შეგიძლიათ საკვებთან ერთად ან მის გარეშე. დოზა დამოკიდებულია დაავადებაზე და ადამიანის წონაზე. თქვენი ექიმი გამოთვლის თქვენთვის სწორ დოზას.

გამოყენება მოზრდილებსა და ხანდაზმულებში

რეკომენდებული დოზა შეადგენს 15-25 მგ/კგ სხეულის მასაზე (2-3 ტაბლეტი) 2-3-ჯერ დღეში.

პროსტატექტომია: მკურნალობა უნდა დაიწყოს ტრანექსამის მჟავის ინექციით; შემდგომში 2 ტაბლეტი (1,0 გ) 3-4-ჯერ დღეში.

მენორაგია: 2 ტაბლეტი (1,0 გ) 3-ჯერ დღეში საჭიროებისამებრ, მაქსიმუმ 4 დღის განმავლობაში. დოზა შეიძლება გაიზარდოს, თუ სისხლდენა ძალიან ძლიერია. არ მიიღოთ დღეში 8 ტაბლეტზე მეტი. თქვენმა ექიმმა შესაძლოა განსხვავებული დოზა გამოგიწეროთ. თუ სასურველი შედეგი (სისხლდენის შემცირება) პირველი დღის შემდეგ არ გამოვლინდა, შეწყვიტეთ მკურნალობა და მიმართეთ თქვენს ექიმს.

ეპისტაქსისი (ცხვირიდან სისხლდენა): 2 ტაბლეტი (1,0 გ) 3-ჯერ დღეში, უნდა დაინიშნოს 7 დღის განმავლობაში.

საშვილოსნოს ყელის კონიზაცია: 3 ტაბლეტი (1,5 გ) 3-ჯერ დღეში.

ტრავმული ჰიფემა: 2-3 ტაბლეტი (1,0-1,5 გ) 3-ჯერ დღეში.

მემკვიდრული ანგიონევროზული შეშუპება: 2-3 ტაბლეტი (1,0-1,5 გ) 2-3-ჯერ დღეში, პერიოდულად რამდენიმე დღის განმავლობაში, ან უწყვეტად.

ჰემოფილია: სტომატოლოგიური ექსტრაქციების (კბილის ამოღების) მართვისას, 2-3 ტაბლეტი (1,0-1,5 გ) ყოველ რვა საათში ერთხელ.

სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ზედა ტრაქტიდან: მკურნალობა უნდა დაიწყოს ტრანექსამის მჟავის ინექციით ყოველ 6 საათში ერთხელ პირველი 3 დღის განმავლობაში, შემდგომში - 2-3 ტაბლეტი (1,0-1,5 გ) პერორალურად ყოველ 6 საათში ერთხელ, დამატებით 3-4 დღის განმავლობაში.

გამოყენება თირკმლის პრობლემების მქონე პაციენტებში

თირკმლის დაავადების მქონე პაციენტები საჭიროებენ უფრო დაბალ დოზას, რომელსაც გამოითვლის თქვენი ექიმი. 500 მგ-ზე ნაკლები დოზირებისთვის გამოყენებული უნდა იქნას სხვა შესაბამისი ფარმაცევტული პრეპარატი.

გამოყენება ბავშვებში

თქვენი ექიმი ზუსტად გეტყვით, თუ რა რაოდენობის წამალი უნდა მისცეთ თქვენს ბავშვს. ისინი დოზას გამოითვლიან იმის მიხედვით, თუ რამდენს იწონის თქვენი ბავშვი.

8 წლამდე ასაკის, 25 კგ-ზე ნაკლები სხეულის მასის მქონე ბავშვებისთვის და იმ შემთხვევებში, როდესაც გამოთვლილი დოზა ნაკლებია 500 მგ ტრანექსამის მჟავაზე, გამოყენებული უნდა იქნას ტრანექსამის მჟავის სხვა ფარმაცევტული ფორმები.

თუ მიიღეთ Medsamic-ის ნორმაზე მეტი დოზა

დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან მიმართეთ უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებას. დოზის გადაჭარბების ნიშნები შეიძლება იყოს გულისრევის შეგრძნება, პირღებინება ან თავბრუსხვევა ფეხზე დგომისას.

თუ გაქვთ რაიმე დამატებითი კითხვა ამ წამლის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ დაგავიწყდათ Medsamic-ის მიღება

უკუჩვენებები

ტრანექსამის მჟავის ან ამ მედიკამენტის რომელიმე სხვა კომპონენტის მიმართ ალერგიის შემთხვევაში (ჩამოთვლილია მე-6 პარაგრაფში). ალერგიული რეაქცია შეიძლება მოიცავდეს გამონაყარს, ქავილს, სუნთქვის გაძნელებას ან სახის, ტუჩების, ყელისა თუ ენის შეშუპებას.

თუ გაქვთ ან გქონიათ არტერიებში ან ვენებში სისხლის კოლტების (თრომბების) წარმოქმნის ისტორია (მაგალითად, „ღრმა ვენების თრომბოზი“).

თუ გაქვთ ან გქონიათ სისხლჩაქცევა ტვინში (ქალასშიდა/თავის ტვინის სისხლდენა).

თუ გაქვთ თირკმლის სერიოზული პრობლემები (თირკმლის მძიმე დაავადება).

თუ გაქვთ უნებლიე კუნთოვანი სპაზმების ანამნეზი (ეპილეფსიური გულყრა/კრუნჩხვები ან შეტევები).

თუ იმყოფებით ჭარბი სისხლდენის რისკის ქვეშ ისეთი ჰემორაგიული დარღვევის შედეგად, რომელსაც ეწოდება კოაგულაციის დარღვევა ჰიპერმოხმარების გამო (რაც იწვევს ძლიერ სისხლდენას ან ჰემატომებს).

სიფრთხილის ზომები

Medsamic-ის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ გაქვთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობა:

თირკმლის დაავადება (რეკომენდებულია დოზის შემცირება).

დიდი რაოდენობით სისხლი შარდში (ჰემატურია), განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ გაქვთ ჰემოფილია (მდგომარეობა, რომელიც ხელს უშლის სისხლის შედედებას).

ინტრავასკულარული შედედება — დაავადება, რომლის დროსაც თქვენი სისხლი პათოლოგიურად იწყებს შედედებას.

არარეგულარული მენსტრუალური სისხლდენა გაურკვეველი მიზეზით.

თქვენ ან თქვენს ოჯახს გაქვთ სისხლძარღვებში სისხლის კოლტების (თრომბების) წარმოქმნის ანამნეზი (რასაც „თრომბოზი“ ეწოდება).

გაქვთ უნებლიე კუნთოვანი სპაზმების (კრუნჩხვების) ანამნეზი.

ბავშვები და მოზარდები

მიმართეთ თქვენს ექიმს მენორაგიის (ქალებში ჭარბი და ხანგრძლივი მენსტრუალური პერიოდი) მკურნალობის დაწყებამდე, თუ ხართ 15 წელზე ნაკლები ასაკის.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ახლახან იღებდით ან შესაძლოა მიიღოთ სხვა მედიკამენტები.

კერძოდ, უნდა აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ იღებთ ან მიღებული გაქვთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი წამალი, ვინაიდან მათ შეუძლიათ ურთიერთქმედება მოახდინონ Medsamic-თან:

ფიბრინოლიზური საშუალებები (წამლები, რომლებსაც შეუძლიათ თრომბების/სისხლის კოლტების დაშლა, როგორიცაა სტრეპტოკინაზა ან უროკინაზა).

პერორალური კონტრაცეპტივები (ამან შესაძლოა გამოიწვიოს თრომბოზის განვითარების მომატებული რისკი).

შესაძლოა სრულიად უსაფრთხო იყოს Medsamic-ის მიღება და თქვენი ექიმი შეძლებს გადაწყვიტოს, თუ რა არის თქვენთვის შესაფერისი.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ფიქრობთ, რომ შესაძლოა იყოთ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, ამ წამლის მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, რომელიც გადაწყვეტს, უნდა მიიღოთ თუ არა Medsamic. ტრანექსამის მჟავის მცირე რაოდენობა გამოიყოფა დედის რძეში. თუ გსურთ ძუძუთი კვება, უნდა აცნობოთ ამის შესახებ თქვენს ექიმს.

ავტოტრანსპორტის მართვა და დანადგარებთან მუშაობა

ავტოტრანსპორტის მართვაზე ან დანადგარების გამოყენების უნარზე პრეპარატის რაიმე ცნობილი გავლენა არ არსებობს.

Medsamic შეიცავს ნატრიუმს

ეს წამალი შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ) თითო ტაბლეტზე, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი პრაქტიკულად „ნატრიუმისგან თავისუფალია“.

გვერდითი მოვლენები

როგორ შევინახოთ Medsamic

შემადგენლობა

რა არის Medsamic და რისთვის გამოიყენება იგი

რა უნდა იცოდეთ Medsamic-ის მიღებამდე

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია მომხმარებლისთვის

Medsamic 500 მგ თხელი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

ტრანექსამის მჟავა

ყურადღებით წაიკითხეთ მთლიანი გამოყენების ინსტრუქცია ამ წამლის მიღების დაწყებამდე, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

შეინახეთ მოცემული გამოყენების ინსტრუქცია, რადგან შესაძლოა დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ეს წამალი გამოწერილია ექსკლუზიურად თქვენთვის. არ მისცეთ იგი სხვა პირებს. მან შესაძლოა ზიანი მიაყენოს მათ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათი დაავადების სიმპტომები თქვენი სიმპტომების იდენტურია.

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის გამოვლენის შემთხვევაში, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენასაც, რომელიც არ არის აღწერილი წინამდებარე ინსტრუქციაში. იხილეთ პარაგრაფი 4.

რას შეიცავს წინამდებარე გამოყენების ინსტრუქცია:

რა არის Medsamic და რისთვის გამოიყენება იგი

რა უნდა იცოდეთ Medsamic-ის მიღებამდე

როგორ მივიღოთ Medsamic

შესაძლო გვერდითი მოვლენები

როგორ შევინახოთ Medsamic

შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია

  • რა არის Medsamic და რისთვის გამოიყენება იგი

Medsamic შეიცავს აქტიურ ნივთიერება ტრანექსამის მჟავას, რომელიც მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, რომელთაც ანტიფიბრინოლიზური საშუალებები ეწოდება (ისინი აფერხებენ სისხლის კოლტების/თრომბების დაშლის პროცესს, რითაც ამცირებენ ან აჩერებენ სისხლდენას).

Medsamic გამოიყენება მოკლევადიანი მკურნალობის ან სისხლდენის (მძიმე სისხლდენის) პრევენციისთვის შემდეგ შემთხვევებში:

პროსტატექტომია (პროსტატის ჯირკვლის მთლიანი ან ნაწილობრივი მოკვეთა)

შარდის ბუშტზე ჩატარებული ოპერაცია

მენორაგია (ჭარბი და ხანგრძლივი მენსტრუაცია ქალებში)

ეპისტაქსისი (სისხლდენა ცხვირიდან)

საშვილოსნოს ყელის კონიზაცია (საშვილოსნოს ყელის ნაწილის მოკვეთა დიაგნოსტიკური მიზნით)

ტრავმული ჰიფემა (სისხლის დაგროვება თვალის ფსკერზე/წინა საკანში ფერადი გარსიდან სისხლდენის გამო)

Medsamic ასევე გამოიყენება:

მემკვიდრული ანგიონევროზული შეშუპების სამკურნალოდ (მემკვიდრული მდგომარეობა, რომელიც იწვევს სახისა და ხელების შეშუპებას)

ჰემოფილიით დაავადებულ პაციენტებში კბილის ამოღების შემდგომი მძიმე სისხლდენის პრევენციისთვის (ადამიანები, რომელთაც სისხლდენა ნორმაზე უფრო ადვილად ეწყებათ)

კუჭ-ნაწლავის ზედა ტრაქტიდან მძიმე სისხლდენის სამკურნალოდ.

Medsamic გამოიყენება მოზრდილებში, მოზარდებსა და 8-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვებში.

  • რა უნდა იცოდეთ Medsamic-ის მიღებამდე

არ მიიღოთ Medsamic:

ტრანექსამის მჟავის ან ამ მედიკამენტის რომელიმე სხვა კომპონენტის მიმართ ალერგიის შემთხვევაში (ჩამოთვლილია მე-6 პარაგრაფში). ალერგიული რეაქცია შეიძლება მოიცავდეს გამონაყარს, ქავილს, სუნთქვის გაძნელებას ან სახის, ტუჩების, ყელისა თუ ენის შეშუპებას.

თუ გაქვთ ან გქონიათ არტერიებში ან ვენებში სისხლის კოლტების (თრომბების) წარმოქმნის ისტორია (მაგალითად, „ღრმა ვენების თრომბოზი“).

თუ გაქვთ ან გქონიათ სისხლჩაქცევა ტვინში (ქალასშიდა/თავის ტვინის სისხლდენა).

თუ გაქვთ თირკმლის სერიოზული პრობლემები (თირკმლის მძიმე დაავადება).

თუ გაქვთ უნებლიე კუნთოვანი სპაზმების ანამნეზი (ეპილეფსიური გულყრა/კრუნჩხვები ან შეტევები).

თუ იმყოფებით ჭარბი სისხლდენის რისკის ქვეშ ისეთი ჰემორაგიული დარღვევის შედეგად, რომელსაც ეწოდება კოაგულაციის დარღვევა ჰიპერმოხმარების გამო (რაც იწვევს ძლიერ სისხლდენას ან ჰემატომებს).

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

Medsamic-ის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ გაქვთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობა:

თირკმლის დაავადება (რეკომენდებულია დოზის შემცირება).

დიდი რაოდენობით სისხლი შარდში (ჰემატურია), განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ გაქვთ ჰემოფილია (მდგომარეობა, რომელიც ხელს უშლის სისხლის შედედებას).

ინტრავასკულარული შედედება — დაავადება, რომლის დროსაც თქვენი სისხლი პათოლოგიურად იწყებს შედედებას.

არარეგულარული მენსტრუალური სისხლდენა გაურკვეველი მიზეზით.

თქვენ ან თქვენს ოჯახს გაქვთ სისხლძარღვებში სისხლის კოლტების (თრომბების) წარმოქმნის ანამნეზი (რასაც „თრომბოზი“ ეწოდება).

გაქვთ უნებლიე კუნთოვანი სპაზმების (კრუნჩხვების) ანამნეზი.

ბავშვები და მოზარდები

მიმართეთ თქვენს ექიმს მენორაგიის (ქალებში ჭარბი და ხანგრძლივი მენსტრუალური პერიოდი) მკურნალობის დაწყებამდე, თუ ხართ 15 წელზე ნაკლები ასაკის.

სხვა წამლები და Medsamic

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ახლახან იღებდით ან შესაძლოა მიიღოთ სხვა მედიკამენტები.

კერძოდ, უნდა აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ იღებთ ან მიღებული გაქვთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი წამალი, ვინაიდან მათ შეუძლიათ ურთიერთქმედება მოახდინონ Medsamic-თან:

ფიბრინოლიზური საშუალებები (წამლები, რომლებსაც შეუძლიათ თრომბების/სისხლის კოლტების დაშლა, როგორიცაა სტრეპტოკინაზა ან უროკინაზა).

პერორალური კონტრაცეპტივები (ამან შესაძლოა გამოიწვიოს თრომბოზის განვითარების მომატებული რისკი).

შესაძლოა სრულიად უსაფრთხო იყოს Medsamic-ის მიღება და თქვენი ექიმი შეძლებს გადაწყვიტოს, თუ რა არის თქვენთვის შესაფერისი.

ორსულობა, ლაქტაცია და ფერტილობა

თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ფიქრობთ, რომ შესაძლოა იყოთ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, ამ წამლის მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, რომელიც გადაწყვეტს, უნდა მიიღოთ თუ არა Medsamic. ტრანექსამის მჟავის მცირე რაოდენობა გამოიყოფა დედის რძეში. თუ გსურთ ძუძუთი კვება, უნდა აცნობოთ ამის შესახებ თქვენს ექიმს.

ავტოტრანსპორტის მართვა და დანადგარებთან მუშაობა

ავტოტრანსპორტის მართვაზე ან დანადგარების გამოყენების უნარზე პრეპარატის რაიმე ცნობილი გავლენა არ არსებობს.

Medsamic შეიცავს ნატრიუმს

ეს წამალი შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ) თითო ტაბლეტზე, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი პრაქტიკულად „ნატრიუმისგან თავისუფალია“.

  • როგორ მივიღოთ Medsamic

ეს წამალი ყოველთვის მიიღეთ ზუსტად თქვენი ექიმის ან ფარმაცევტის მითითებების შესაბამისად. ეჭვის არსებობის შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

გახსოვდეთ: წამალი ყოველთვის მიიღეთ ერთ ჭიქა წყალთან ერთად. მისი მიღება შეგიძლიათ საკვებთან ერთად ან მის გარეშე. დოზა დამოკიდებულია დაავადებაზე და ადამიანის წონაზე. თქვენი ექიმი გამოთვლის თქვენთვის სწორ დოზას.

გამოყენება მოზრდილებსა და ხანდაზმულებში

რეკომენდებული დოზა შეადგენს 15-25 მგ/კგ სხეულის მასაზე (2-3 ტაბლეტი) 2-3-ჯერ დღეში.

პროსტატექტომია: მკურნალობა უნდა დაიწყოს ტრანექსამის მჟავის ინექციით; შემდგომში 2 ტაბლეტი (1,0 გ) 3-4-ჯერ დღეში.

მენორაგია: 2 ტაბლეტი (1,0 გ) 3-ჯერ დღეში საჭიროებისამებრ, მაქსიმუმ 4 დღის განმავლობაში. დოზა შეიძლება გაიზარდოს, თუ სისხლდენა ძალიან ძლიერია. არ მიიღოთ დღეში 8 ტაბლეტზე მეტი. თქვენმა ექიმმა შესაძლოა განსხვავებული დოზა გამოგიწეროთ. თუ სასურველი შედეგი (სისხლდენის შემცირება) პირველი დღის შემდეგ არ გამოვლინდა, შეწყვიტეთ მკურნალობა და მიმართეთ თქვენს ექიმს.

ეპისტაქსისი (ცხვირიდან სისხლდენა): 2 ტაბლეტი (1,0 გ) 3-ჯერ დღეში, უნდა დაინიშნოს 7 დღის განმავლობაში.

საშვილოსნოს ყელის კონიზაცია: 3 ტაბლეტი (1,5 გ) 3-ჯერ დღეში.

ტრავმული ჰიფემა: 2-3 ტაბლეტი (1,0-1,5 გ) 3-ჯერ დღეში.

მემკვიდრული ანგიონევროზული შეშუპება: 2-3 ტაბლეტი (1,0-1,5 გ) 2-3-ჯერ დღეში, პერიოდულად რამდენიმე დღის განმავლობაში, ან უწყვეტად.

ჰემოფილია: სტომატოლოგიური ექსტრაქციების (კბილის ამოღების) მართვისას, 2-3 ტაბლეტი (1,0-1,5 გ) ყოველ რვა საათში ერთხელ.

სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ზედა ტრაქტიდან: მკურნალობა უნდა დაიწყოს ტრანექსამის მჟავის ინექციით ყოველ 6 საათში ერთხელ პირველი 3 დღის განმავლობაში, შემდგომში - 2-3 ტაბლეტი (1,0-1,5 გ) პერორალურად ყოველ 6 საათში ერთხელ, დამატებით 3-4 დღის განმავლობაში.

გამოყენება თირკმლის პრობლემების მქონე პაციენტებში

თირკმლის დაავადების მქონე პაციენტები საჭიროებენ უფრო დაბალ დოზას, რომელსაც გამოითვლის თქვენი ექიმი. 500 მგ-ზე ნაკლები დოზირებისთვის გამოყენებული უნდა იქნას სხვა შესაბამისი ფარმაცევტული პრეპარატი.

გამოყენება ბავშვებში

თქვენი ექიმი ზუსტად გეტყვით, თუ რა რაოდენობის წამალი უნდა მისცეთ თქვენს ბავშვს. ისინი დოზას გამოითვლიან იმის მიხედვით, თუ რამდენს იწონის თქვენი ბავშვი.

8 წლამდე ასაკის, 25 კგ-ზე ნაკლები სხეულის მასის მქონე ბავშვებისთვის და იმ შემთხვევებში, როდესაც გამოთვლილი დოზა ნაკლებია 500 მგ ტრანექსამის მჟავაზე, გამოყენებული უნდა იქნას ტრანექსამის მჟავის სხვა ფარმაცევტული ფორმები.

თუ მიიღეთ Medsamic-ის ნორმაზე მეტი დოზა

დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან მიმართეთ უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებას. დოზის გადაჭარბების ნიშნები შეიძლება იყოს გულისრევის შეგრძნება, პირღებინება ან თავბრუსხვევა ფეხზე დგომისას.

თუ გაქვთ რაიმე დამატებითი კითხვა ამ წამლის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ დაგავიწყდათ Medsamic-ის მიღება

არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის კომპენსირების მიზნით. უბრალოდ მიიღეთ შემდეგი დოზა გეგმის მიხედვით.

თუ გაქვთ რაიმე დამატებითი კითხვა ამ წამლის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

  • შესაძლო გვერდითი მოვლენები

როგორც ყველა წამალს, ამ მედიკამენტსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველა ადამიანის შემთხვევაში არ ვლინდება.

ყველა წამალმა შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები, თუმცა სერიოზული ალერგიული რეაქციები ძალიან იშვიათია.

დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ გამოგივლინდათ უეცარი სტვენითი სუნთქვა, სუნთქვის გაძნელება, ქუთუთოების, სახის ან ტუჩების შეშუპება, გამონაყარი ან ქავილი (რომელიც მოიცავს მთელ სხეულს).

დაფიქსირებულია შემდეგი გვერდითი მოვლენები:

იშვიათი (შეიძლება გამოვლინდეს 1 000-დან 1 ადამიანში):

მხედველობის დარღვევა, განსაკუთრებით ფერადი მხედველობის მხრივ.

სისხლის კოლტი (თრომბი) თვალში. ამან შეიძლება გამოიწვიოს თვალშიდა სისხლდენა ან მხედველობის დაკარგვა.

სისხლძარღვის დახშობა სისხლის კოლტის (თრომბის) მიერ (ეწოდება „თრომბოემბოლიური ეპიზოდი“).

კანის ქავილი, გაწითლება და შეშუპება, ან ვენური თრომბოზი ნებისმიერ უბანზე.

ძალიან იშვიათი (შეიძლება გამოვლინდეს 10 000-დან 1 ადამიანში):

ალერგიული რეაქციები, მათ შორის ისეთები, რომლებიც იწვევენ სუნთქვის გაძნელებას ან თავბრუსხვევას.

დაბალი არტერიული წნევა, რაც იწვევს შეუძლოდ ყოფნის შეგრძნებას ან გონების დაკარგვას (სინკოპეს).

სისხლის კოლტი (თრომბი) თქვენს არტერიებში ან ვენებში (რასაც „თრომბოზი“ ეწოდება).

გულისრევის შეგრძნება, შეუძლოდ ყოფნა, დიარეა. ეს სიმპტომები ჩვეულებრივ მსუბუქი ხასიათისაა და ძალიან სწრაფად გადის, თუმცა თუ ისინი გაგრძელდა, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

უნებლიე კუნთოვანი სპაზმები (კრუნჩხვები/გულყრა), განსაკუთრებით პრეპარატის დოზის გადაჭარბების შემთხვევაში.

უცნობი სიხშირის მქონე შემთხვევები (არსებული მონაცემების საფუძველზე შემთხვევათა სიხშირის დადგენა შეუძლებელია)

თირკმლის უეცარი პრობლემები, გამოწვეული თირკმლის გარეთა ნაწილში ქსოვილის ნეკროზით (თირკმლის ქერქოვანი ნივთიერების მწვავე ნეკროზი).

ალერგიული რეაქცია, რომელიც, როგორც წესი, ხელახლა ვლინდება იმავე უბანზე (უბნებზე) პრეპარატთან განმეორებითი კონტაქტისას და შეიძლება მოიცავდეს კანის გაწითლებულ და შეშუპებულ მომრგვალო ან ოვალურ უბნებს, ბუშტუკების გაჩენას და ქავილს (ფიქსირებული წამლისმიერი ერითემა/გამონაყარი). დაზიანებულ უბნებზე კანი ასევე შეიძლება გამუქდეს, რაც შესაძლოა შენარჩუნდეს კანის შეხორცების შემდეგაც.

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება

თუ შეამჩნევთ რაიმე გვერდით მოვლენას, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის აღწერილი წინამდებარე გამოყენების ინსტრუქციაში. თქვენ ასევე შეგიძლიათ შეატყობინოთ გვერდითი მოვლენების შესახებ პირდაპირ

ფარმაცევტულ სამსახურს,

ჯანდაცვის სამინისტრო

CY-1475 ნიქოზია

ტელ: +357 22 608607

ფაქსი: +357 22 608669

ვებგვერდი: www.moh.gov.cy/phs

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინებით თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ მოცემული პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.

  • როგორ შევინახოთ Medsamic

ეს წამალი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ და შეუმჩნეველ ადგილას.

არ გამოიყენოთ ეს წამალი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია ბლისტერსა და კოლოფზე „EXP/ΛΗΞΗ“-ის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა გულისხმობს აღნიშნული თვის ბოლო დღეს.

ინახება არაუმეტეს 30°C ტემპერატურაზე.

არ გადააგდოთ წამლები კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გადაყაროთ წამლები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

  • შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს Medsamic

აქტიური ნივთიერება არის ტრანექსამის მჟავა. ყოველი აპკით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 500 მგ ტრანექსამის მჟავას.

ტაბლეტის ბირთვის სხვა შემადგენელი ნივთიერებებია: მიკროკრისტალური ცელულოზა (PH 101), პრეჟელატინიზებული სიმინდის სახამებელი, პოვიდონი (K30), მიკროკრისტალური ცელულოზა (PH 102), კროსკარმელოზა ნატრიუმი, ტალკი, კრემნიუმის დიოქსიდი, კოლოიდური კრემნიუმის დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი. ტაბლეტის გარსში (Opadry White 03F180011) შედის: ჰიპრომელოზა (2910), ტიტანის დიოქსიდი (E171), პოლიეთილენგლიკოლი 8000.

Medsamic-ის გარეგნული სახე და შეფუთვის შემცველობა

თეთრი, ოვალური, ორმხრივამოზნექილი ტაბლეტები, ღრმა გამყოფი ხაზით ორივე მხარეს, ზომით 18 x 9 მმ. ტაბლეტი შეიძლება გაიყოს ორ ტოლ დოზად.

PVC/PVDC-Alu ბლისტერები კოლოფში.

შეფუთვაშია: 10, 20, 30, 60 ან 100 თხელი აპკით დაფარული ტაბლეტი.

შესაძლოა ბაზარზე ყველა სახის შეფუთვა არ იყოს რეალიზებული.

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი

Medochemie Ltd, კონსტანტინოპოლის ქ. 1-10, 3011 ლიმასოლი, კვიპროსი

მწარმოებელი

Medochemie Ltd (ქარხანა AZ), მიხაილ ირაკლეუსის ქ. 2, აგიოს ათანასიოსის ინდუსტრიული ზონა, 4101 აგიოს ათანასიოსი, ლიმასოლი, კვიპროსი

ამ ფარმაცევტულ პროდუქტთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, მიმართოთ სავაჭრო ლიცენზიის მფლობელის ადგილობრივ წარმომადგენელს.

წინამდებარე გამოყენების ინსტრუქცია უკანასკნელად გადაიხედა: 03/2026

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახეთ ორიგინალი ან ჰკითხეთ ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა