ტრანაზიტილის ყუთი შეიცავს 3 მლ 10 ამპულას, თითოეული 2,5 მლ ტრანექსამის მჟავას საინექციო ხსნარის შემცველობით. ტრანაზიტილი მიეკუთვნება პრეპარატების ჯგუფს სახელწოდებით ანტიფიბრინოლიზური საშუალებები რომლებიც ხელს უწყობენ თრომბის წარმოქმნას. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ტრანექსელი (tranexamic acid)
- ფორმა და შეფუთვა
- 250მგ/2,5მლ 2,5მლ ნელი ი.ვ. საინექციო ხსნარი ამპულა №10
- მწარმოებელი
- TURKTIPSAN Sağlik Turizm Eğitim ve Tic. A.Ş., თურქეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანტიჰემორაგიული საშუალებები, ამინომჟავები
- ATC კოდი
- B02AA02
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-038904
- რეგისტრირებულია
- 22 აგვისტო 2023, მოქმედებს 17 მაისი 2027-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- განმცხადებელი
- შპს „ემ ელ სი მედიკალი“
- GMP
- -
ტრანაზიტილი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ტრანაზიტილის ყუთი შეიცავს 3 მლ 10 ამპულას, თითოეული 2,5 მლ ტრანექსამის მჟავას საინექციო ხსნარის შემცველობით.
ტრანაზიტილი მიეკუთვნება პრეპარატების ჯგუფს სახელწოდებით ანტიფიბრინოლიზური საშუალებები რომლებიც ხელს უწყობენ თრომბის წარმოქმნას.
მისი გამოყენება შესაძლებელია ოპერაციის შემდეგ ჭარბი სისხლდენის შესაჩერებლად ან შედედების გასაადვილებლად. როდესაც სისხლდენა ვითარდება სხეულის რომელიმე ნაწილში, ცდილობენ სისხლის დაკარგვის თავიდან აცილებას სისხლის კოაგულაციის გზით. ზოგიერთ ადამიანში სისხლის შენადედები ვერ ვითარდება საკმარისად და შეიძლება აღინიშნოს გადაჭარბებული სისხლდენა.
ტრანაზიტილი გამოიყენება შემდეგი მდგომარეობების დროს:
- გამოიყენება მძიმე სისხლდენის სამკურნალოდ სხვადასხვა ოპერაციებისას (გინეკოლოგიური, უროლოგიური, ზოგადი ქირურგია).
- მისი გამოყენება შესაძლებელია პირველადი მენორაგიის, საშვილოსნოსშიდა მოწყობილობის ჩადგმის ან ორსულობის დროს სისხლდენის სამკურნალოდ.
- მისი დანიშვნა შესაძლებელია დამატების სახით კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის სისხლდენის მკურნალობისას.
- მისი გამოყენება შესაძლებელია ღვიძლის ციროზისა და კიბოს დროს გამოვლენილი სისხლჩაქცევებისა და ფილტვების დაზიანების გამო მძიმე სისხლდენის დროს.
- შეიძლება გამოყენებულ იქნას ხანგრძლივი პროფილაქტიკური თერაპიისთვის პაციენტებში მემკვიდრეობითი ანგიონევროზული შეშუპებით.
- მისი გამოყენება შესაძლებელია სისხლდენის სამკურნალოდ, რომელიც ვითარდება ჰემოფილიით დაავადებულ პაციენტებში კოაგულაციის მემკვიდრეობითი დარღვევით.
- მისი გამოყენება შესაძლებელია თვალის წინა კამერაში სისხლდენის შესაჩერებლად (ჰიფემია).
- შეიძლება დაინიშნოს ფიბრინის გამხსნელი პრეპარატების მოქმედების აღმოსაფხვრელად და ამ პრეპარატებით გამოწვეული სისხლდენის შესაჩერებლად.
- ასევე, მისი გამოყენება შესაძლებელია დიფუზური ინტრავასკულარული კოაგულაციის (ლეთალური დაავადება, რომელსაც ახასიათებს დიფუზური სისხლჩაქცევები) შემთხვევებში, როდესაც დომინანტურია ფიბრინის დაშლის სისტემის აქტივობა.
მიღების წესი და დოზირება
ინსტრუქციები სათანადო გამოყენების და დოზირების/შეყვანის სიხშირის შესახებ:
თქვენთვის საჭირო ტრანაზიტილის დოზა გამოითვლება თქვენი ექიმის მიერ თქვენი საჭიროებების მიხედვით. ჩვეულებრივ, 5-10 მლ ინიშნება 3-ჯერ დღეში. იმ შემთხვევებში, როდესაც მკურნალობის პერიოდი აღემატება 3 დღეს, ექიმმა შეიძლება გირჩიოთ ამ პრეპარატის პერორალური ფორმის დაწყება.
მიღების მეთოდი:
ტრანზიტილის შეყვანა შეიძლება ნელა ვენიდან (1 მლ 1 წუთში) ან წვეთ-წვეთად შეყვანა გაზავებით.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები
პედიატრიული გამოყენება:
ბავშვებში შესაყვანი დოზა გამოითვლება ბავშვის წონის მიხედვით.
გამოყენება ხანდაზმულებში:
თუ არ არის თირკმლის უკმარისობა, დოზის შეცვლა საჭირო არ არის.
გამოყენების განსაკუთრებული შემთხვევები:
თირკმლის უკმარისობა:
თუ გაქვთ თირკმლის უკმარისობა, თქვენი ექიმი დააკორექტირებს დოზა.
ღვიძლის უკმარისობა:
ღვიძლის უკმარისობისას დოზის კორექცია საჭირო არ არის.
გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ გაქვთ შთაბეჭდილება, რომ ტრანაზიტილის ეფექტი ძალიან ძლიერი ან სუსტია.
თუ გამოიყენეთ ტრანაზიტილის საჭიროზე მეტი დოზა
დღემდე არ დაფიქსირებულა ტრანაზიტილის ჭარბ დოზირებასთან დაკავშირებული პრობლემები.
შეიძლება განვითარდეს თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, გულისრევა, ღებინება, დიარეა და დაბალი წნევა.
თუ გამოიყენეთ საჭიროზე მეტი ტრანაზილიტი, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ დაგავიწყდათ ტრანაზიტილის გამოყენება
თქვენი ექიმი გადაწყვეტს როდის დანიშნოს გამოტოვებული დოზა.
მნიშვნელოვანია ექიმის ინსტრუქციების დაცვა შემდეგი დოზის მიღების დროსთან დაკავშირებით.
არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზების კომპენსირების მიზნით.
ეფექტები, რომლებიც შეიძლება განვითარდეს ტრანაზიტილით მკურნალობის დასრულებისას
ტრანაზიტილით მკურნალობის შეწყვეტისას არასასურველი ეფექტები მოსალოდნელი არ არის.
სიფრთხილის ზომები
არ გამოიყენოთ ტრანაზიტილი შემდეგ შემთხვევებში;
- არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი, თუ გაქვთ ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) ტრანაზიტილის (ტრანექსამინის მჟავა) შემადგენლობაში შემავალი აქტიური ნივთიერების (ტრანექსამინის მჟავა) ან მისი სხვა კომპონენტების რომელიმე ნივთიერების მიმართ.
ფერების მხედველობის შეძენილი დარღვევის მქონე პაციენტებში,
თირკმელების მძიმე უკმარისობის დროს ორგანიზმში დაგროვების რისკის გამო,
ქალასშიდა სისხლდენისას,
თუ ოდესმე გქონიათ თრომბის წარმოქმნასთან დაკავშირებული პრობლემა ფეხებში ან ფილტვებში,
თუ გაქვთ დიფუზური ინტრავასკულარული კოაგულაციის დარღვევა, რომელშიც დომინირებს კოაგულაციის სისტემა.
თუ გაქვთ ანამნეზში კრუნჩხვები (შეტევები).
ტრანაზიტილის გამოყენება თქვენთვის არ შეიძლება.
ტრანექსამის მჟავას აქვს ინტრავენური და პერორალური ფორმები და შეყვანილი უნდა იყოს მხოლოდ რეკომენდებული გზით (ინტრათეკალური და ინტრავენტრიკულური ინექცია, ინტრაცერებრალური) ტვინის შეშუპებისა და კრუნჩხვების რისკის გამო.
გამოიყენეთ ტრანაზიტილი სიფრთხილით შემდეგ შემთხვევებში;
ტრანაზიტილით მკურნალობის დროს მხედველობის დარღვევებისას
თუ გაქვთ თირკმელების დაავადება, შეიძლება დაგჭირდეთ უფრო დაბალი დოზების გამოყენება, რადგან პრეპარატი შეიძლება დაგროვდეს ორგანიზმში.
თუ შარდში აღინიშნება სისხლი (განსაკუთრებით ჰემოფილიით დაავადებულებში, შეიძლება განვითარდეს საშარდე გზების ობსტრუქცია, როდესაც ტრანაზიტილი გამოიყენება საშარდე გზების ზედა ნაწილში სისხლდენისთვის).
საჭიროა სიფრთხილე, თუ გაქვთ უკონტროლო სისხლდენა.
თუ გაქვთ ფართო სისხლძარღვშიდა კოაგულაცია, თქვენი ექიმი ჩაატარებს სისხლის ანალიზებს, რათა დადგინდეს, არის თუ არა ტრანაზიტილით მკურნალობა თქვენთვის შესაფერისი.
თუ იღებთ ჩასახვის საწინააღმდეგო მედიკამენტებს; ფრთხილად იყავით ტრანაზიტილის გამოყენებისას, რადგან შეიძლება გაიზარდოს სისხლის შედედების რისკი,
თუ აპირებთ ტრანაზიტილის გამოყენებას დიდი ხნის განმავლობაში, თქვენი ექიმი მოგთხოვთ თვალის გამოკვლევების და ღვიძლის ფუნქციის ანალიზების რეგულარულად ჩატარებას.
სიფრთხილით უნდა იყოს გამოყენებული სიმსუქნის მქონე პირებში, მწეველებში და 35 წელზე უფროსი ასაკის ქალებში, რომლებიც იყენებენ ჩასახვის საწინააღმდეგო მეთოდებს (ჰორმონების შემცველობით), რადგან არსებობს თრომბის განვითარების რისკი.
თუ ეს გაფრთხილებები ვრცელდება თქვენზე, თუნდაც წარსულში ნებისმიერ დროს, გთხოვთ მიმართოთ თქვენს ექიმს.
ტრანაზიტილის გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად
ტრანაზიტილის მიღება შეიძლება უზმოზე ან სავსე კუჭზე.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
ტრანაზიტილის გამოყენებისას პრეპარატებთან ერთად, რომლებიც ხელს უშლიან თრომბების წარმოქმნას (პერორალური ანტიკოაგულანტები, ჰეპარინი), თრომბის დამშლელ საშუალებებთან (ფიბრინოლიზური საშუალებები) და ასპირინთან ერთად, მისი ეფექტი შეიძლება შემცირდეს.
სისხლის ან პენიცილინის შემცველი სითხის შეყვანისას, არ შეიძლება ტრანაზიტილის მათზე დამატება.
ვინაიდან ტრანაზიტილის მიღება ზრდის თრომბის რისკს ქალებში, რომლებიც იყენებენ ჩასახვის საწინააღმდეგო ჰორმონულ მეთოდებს, არ შეიძლება მისი გამოყენება ამ საშუალებებთან ერთად.
თუ იყენებთ ან ცოტა ხნის წინ იყენებდით რაიმე სახის რეცეპტით ან ურეცეპტოდ გასაცემ პრეპარატებს, გთხოვთ, აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ამ პრეპარატის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თქვენი ექიმი მოგაწვდით ინფორმაციას ორსულობის დროს ტრანზიტილის გამოყენების შესახებ.
თუ მკურნალობის დროს შენიშნეთ, რომ ორსულად ხართ, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ძუძუთი კვება

ტრანაზიტილი გადადის დედის რძეში ძალიან მცირე რაოდენობით. ექიმი მოგაწვდით ინფორმაციას ძუძუთი კვების დროს მისი გამოყენების შესახებ.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
ამ თემაზე ინფორმაცია არ არის. გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან, თუ ფიქრობთ, რომ პრეპარატი უარყოფითად მოქმედებს ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია ტრანაზიტილის შემადგენლობაში არსებული ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ
თუ არ გაქვთ ჰიპერმგრძნობელობა ტრანაზიტილის ინგრედიენტების მიმართ, ამ დამხმარე ნივთიერებების გამო გვერდითი ეფექტები მოსალოდნელი არ არის.
გვერდითი მოვლენები
ყველა პრეპარატის მსგავსად, შეიძლება აღინიშნოს გვერდითი მოვლენები ადამიანებში, რომლებიც მგრძნობიარე არიან ტრანაზიტილში შემავალი ნივთიერებების მიმართ.
თუ განვითარდა რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი მოვლენა, შეწყვიტეთ ტრანზიტილის გამოყენება და დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს ან მიმართეთ უახლოეს სასწრაფო დახმარების განყოფილებას:
ჰიპერმგრძნობელობის სიმპტომები, როგორიცაა სუნთქვის გაძნელება, ყელში მოჭერა, სახეზე უეცარი გამონაყარი, უნდა ჩაითვალოს ალერგიულ რეაქციად.
თუ გავქთ ტკივილი, შეშუპება და სიწითლე ფეხებში ან გულმკერდის ტკივილი, სუნთქვის გაძნელება, ეს შეიძლება გამოწვეული იყოს თრომბის წარმოქმნით ფეხების ან ფილტვებში ვენებში.
შეიძლება განვითარდეს დამბლის სიმპტომები, როგორიცაა სიარულის, მეტყველების დარღვევა და მგრძნობელობის დაკარგვა. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს ტვინის სისხლძარღვების ბლოკირებით.
თუ განვითარდა ისეთი სიმპტომები, როგორიცაა მხედველობის დაკარგვა და ფერების მხედველობის გაუარესება, შეიძლება განვითარდა თვალის სისხლძარღვების ბლოკირება.
ყველა ეს მოვლენა ძალიან სერიოზული გვერდითი მოვლენებია.
თუ განვითარდა ერთ-ერთი ასეთი მოვლენა, ეს ნიშნავს, რომ თქვენ გაქვთ სერიოზული ალერგია ტრანაზიტილის მიმართ, შეიძლება დაგჭირდეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება ან ჰოსპიტალიზაცია.
ყველა ეს ძალიან სერიოზული გვერდითი მოვლენა ძალიან იშვიათია.
თუ შეამჩნევთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ მოვლენას, დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს ან მიმართეთ უახლოესი საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებას:
არტერიული წნევის დაქვეითება და მასთან დაკავშირებული თავბრუსხვევა (ჩვეულებრივ შეიძლება განვითარდეს სწრაფი ინტრავენური შეყვანისას).
შარდვის გაძნელება (ჩვეულებრივ, უფრო ხშირია ჰემოფილიით დაავადებულ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ შარდში ძლიერი სისხლდენა და შეიძლება განვითარდეს საშარდე გზების ობსტრუქციის გამო).
თავბრუსხვევა.
კრუნჩხვების განვითარება, განსაკუთრებით ბოროტად გამოყენების შედეგად.
ყველა ეს მოვლენა სერიოზული გვერდითი მოვლენებია. შეიძლება საჭირო გახდეს სასწრაფო სამედიცინო დახმარება.
სერიოზული გვერდითი მოვლენები ძალიან იშვიათია.
აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ შენიშნავთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ მოვლენას:
საჭმლის მომნელებელი სისტემის ჩივილები, როგორიცაა გულისრევა, ღებინება, დიარეა (ჩვეულებრივ გადის დოზის შემცირებისას).
ეს ტრანაზიტილის მსუბუქი გვერდითი მოვლენებია.
თუ განვითარდა რაიმე გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის მითითებული პაციენტის ამ საინფორმაციო ფურცელში, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
საეჭვო გვერდითი რეაქციების შეტყობინება
თუ განვითარდა რაიმე გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. თქვენ ასევე შეგიძლიათ შეატყობინოთ გვერდითი მოვლენები პირდაპირ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. თქვენ ასევე შეგიძლიათ შეატყობინოთ გვერდითი მოვლენები პირდაპირ თქვენი ქვეყნის ჯანდაცვის ორგანოს.
გვერდითი ეფექტების შეტყობინებით, თქვენ ხელს შეუწყობთ მეტი ინფორმაციის მიღებას იმ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ, რომელსაც იყენებთ.
შენახვის პირობები
შეინახეთ ტრანაზიტილი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას და საკუთარ შეფუთვაში.
ინახება ოთახის ტემპერატურაზე 25°C-ზე ქვემოთ.
ტრანაზიტილი 250 მგ/2,5 მლ ი.ვ. საინექციო ხსნარი შეიძლება ინახებოდეს 24 საათის განმავლობაში ოთახის ტემპერატურაზე იზოტონური ნატრიუმის ქლორიდით, იზოტონური გლუკოზით, დექსტრანი 40-ით, რინგერის ხსნარით და ჰეპარინით გაზავების შემდეგ.
გამოიყენეთ ვარგისიანობის ვადის დაცვით.
არ გამოიყენოთ ტრანაზიტილი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
არ გამოიყენოთ ტრანაზიტილი, თუ შეამჩნევთ რაიმე დეფექტს პროდუქტში და/ან მის შეფუთვაში.
არ გადაყაროთ ვადაგასული ან გამოუყენებელი მედიკამენტები! მიიტანეთ ისინი გარემოს დაცვის, ურბანიზმისა და კლიმატის ცვლილების სამინისტროს მიერ განსაზღვრულ საკოლექციო სისტემაში.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
სარეკომენდაციო ვერსია
პაციენტის საინფორმაციო ფურცელი
ტრანაზიტილი 250 მგ/2,5 მლ ი.ვ. საინექციო ხსნარი
ინტრავენურად შესაყვანად.
სტერილური
- აქტიური ნივთიერება: თითოეული ამპულა შეიცავს 250 მგ/2,5 მლ ტრანექსამინის მჟავას.
- დამხმარე ნივთიერებები: საინექციო წყალი
ამ პრეპარატის გამოყენების დაწყებამდე ყურადღებით წაიკითხეთ ეს ფურცელი სრულად, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
შეინახეთ ეს ფურცელი. შეიძლება დაგჭირდეთ ხელახლა წაკითხვა.
თუ გაქვთ დამატებითი შეკითხვები, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ეს პრეპარატი გამოწერილია მხოლოდ თქვენთვის. არ მისცეთ ის სხვებს.
ამ პრეპარატის გამოყენების პერიოდში ექიმთან ან საავადმყოფოში ვიზიტისას, უთხარით თქვენს ექიმს, რომ იღებთ ამ პრეპარატს.
ზუსტად დაიცავით ამ ინსტრუქციაში მოცემული მითითებები. არ გამოიყენოთ რეკომენდებულზე უფრო მაღალი ან დაბალი დოზები.
რა წერია ამ ფურცელში:
- რა არის ტრანაზიტილი და რისთვის გამოიყენება?
- რა უნდა იცოდეთ ტრანაზიტილის გამოყენებამდე?
- როგორ გამოიყენება ტრანაზიტილი?
- შესაძლო გვერდითი მოვლენები
- როგორ ინახება ტრანაზიტილი>
სათაურები მოცემულია.
- რა არის ტრანაზიტილი და რისთვის გამოიყენება?
ტრანაზიტილის ყუთი შეიცავს 3 მლ 10 ამპულას, თითოეული 2,5 მლ ტრანექსამის მჟავას საინექციო ხსნარის შემცველობით.
ტრანაზიტილი მიეკუთვნება პრეპარატების ჯგუფს სახელწოდებით ანტიფიბრინოლიზური საშუალებები რომლებიც ხელს უწყობენ თრომბის წარმოქმნას.
მისი გამოყენება შესაძლებელია ოპერაციის შემდეგ ჭარბი სისხლდენის შესაჩერებლად ან შედედების გასაადვილებლად. როდესაც სისხლდენა ვითარდება სხეულის რომელიმე ნაწილში, ცდილობენ სისხლის დაკარგვის თავიდან აცილებას სისხლის კოაგულაციის გზით. ზოგიერთ ადამიანში სისხლის შენადედები ვერ ვითარდება საკმარისად და შეიძლება აღინიშნოს გადაჭარბებული სისხლდენა.
ტრანაზიტილი გამოიყენება შემდეგი მდგომარეობების დროს:
- გამოიყენება მძიმე სისხლდენის სამკურნალოდ სხვადასხვა ოპერაციებისას (გინეკოლოგიური, უროლოგიური, ზოგადი ქირურგია).
- მისი გამოყენება შესაძლებელია პირველადი მენორაგიის, საშვილოსნოსშიდა მოწყობილობის ჩადგმის ან ორსულობის დროს სისხლდენის სამკურნალოდ.
- მისი დანიშვნა შესაძლებელია დამატების სახით კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის სისხლდენის მკურნალობისას.
- მისი გამოყენება შესაძლებელია ღვიძლის ციროზისა და კიბოს დროს გამოვლენილი სისხლჩაქცევებისა და ფილტვების დაზიანების გამო მძიმე სისხლდენის დროს.
- შეიძლება გამოყენებულ იქნას ხანგრძლივი პროფილაქტიკური თერაპიისთვის პაციენტებში მემკვიდრეობითი ანგიონევროზული შეშუპებით.
- მისი გამოყენება შესაძლებელია სისხლდენის სამკურნალოდ, რომელიც ვითარდება ჰემოფილიით დაავადებულ პაციენტებში კოაგულაციის მემკვიდრეობითი დარღვევით.
- მისი გამოყენება შესაძლებელია თვალის წინა კამერაში სისხლდენის შესაჩერებლად (ჰიფემია).
- შეიძლება დაინიშნოს ფიბრინის გამხსნელი პრეპარატების მოქმედების აღმოსაფხვრელად და ამ პრეპარატებით გამოწვეული სისხლდენის შესაჩერებლად.
- ასევე, მისი გამოყენება შესაძლებელია დიფუზური ინტრავასკულარული კოაგულაციის (ლეთალური დაავადება, რომელსაც ახასიათებს დიფუზური სისხლჩაქცევები) შემთხვევებში, როდესაც დომინანტურია ფიბრინის დაშლის სისტემის აქტივობა.
- რა უნდა იცოდეთ ტრანაზიტილის გამოყენებამდე
არ გამოიყენოთ ტრანაზიტილი შემდეგ შემთხვევებში;
- არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი, თუ გაქვთ ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) ტრანაზიტილის (ტრანექსამინის მჟავა) შემადგენლობაში შემავალი აქტიური ნივთიერების (ტრანექსამინის მჟავა) ან მისი სხვა კომპონენტების რომელიმე ნივთიერების მიმართ.
ფერების მხედველობის შეძენილი დარღვევის მქონე პაციენტებში,
თირკმელების მძიმე უკმარისობის დროს ორგანიზმში დაგროვების რისკის გამო,
ქალასშიდა სისხლდენისას,
თუ ოდესმე გქონიათ თრომბის წარმოქმნასთან დაკავშირებული პრობლემა ფეხებში ან ფილტვებში,
თუ გაქვთ დიფუზური ინტრავასკულარული კოაგულაციის დარღვევა, რომელშიც დომინირებს კოაგულაციის სისტემა.
თუ გაქვთ ანამნეზში კრუნჩხვები (შეტევები).
ტრანაზიტილის გამოყენება თქვენთვის არ შეიძლება.
ტრანექსამის მჟავას აქვს ინტრავენური და პერორალური ფორმები და შეყვანილი უნდა იყოს მხოლოდ რეკომენდებული გზით (ინტრათეკალური და ინტრავენტრიკულური ინექცია, ინტრაცერებრალური) ტვინის შეშუპებისა და კრუნჩხვების რისკის გამო.
გამოიყენეთ ტრანაზიტილი სიფრთხილით შემდეგ შემთხვევებში;
ტრანაზიტილით მკურნალობის დროს მხედველობის დარღვევებისას
თუ გაქვთ თირკმელების დაავადება, შეიძლება დაგჭირდეთ უფრო დაბალი დოზების გამოყენება, რადგან პრეპარატი შეიძლება დაგროვდეს ორგანიზმში.
თუ შარდში აღინიშნება სისხლი (განსაკუთრებით ჰემოფილიით დაავადებულებში, შეიძლება განვითარდეს საშარდე გზების ობსტრუქცია, როდესაც ტრანაზიტილი გამოიყენება საშარდე გზების ზედა ნაწილში სისხლდენისთვის).
საჭიროა სიფრთხილე, თუ გაქვთ უკონტროლო სისხლდენა.
თუ გაქვთ ფართო სისხლძარღვშიდა კოაგულაცია, თქვენი ექიმი ჩაატარებს სისხლის ანალიზებს, რათა დადგინდეს, არის თუ არა ტრანაზიტილით მკურნალობა თქვენთვის შესაფერისი.
თუ იღებთ ჩასახვის საწინააღმდეგო მედიკამენტებს; ფრთხილად იყავით ტრანაზიტილის გამოყენებისას, რადგან შეიძლება გაიზარდოს სისხლის შედედების რისკი,
თუ აპირებთ ტრანაზიტილის გამოყენებას დიდი ხნის განმავლობაში, თქვენი ექიმი მოგთხოვთ თვალის გამოკვლევების და ღვიძლის ფუნქციის ანალიზების რეგულარულად ჩატარებას.
სიფრთხილით უნდა იყოს გამოყენებული სიმსუქნის მქონე პირებში, მწეველებში და 35 წელზე უფროსი ასაკის ქალებში, რომლებიც იყენებენ ჩასახვის საწინააღმდეგო მეთოდებს (ჰორმონების შემცველობით), რადგან არსებობს თრომბის განვითარების რისკი.
თუ ეს გაფრთხილებები ვრცელდება თქვენზე, თუნდაც წარსულში ნებისმიერ დროს, გთხოვთ მიმართოთ თქვენს ექიმს.
ტრანაზიტილის გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად
ტრანაზიტილის მიღება შეიძლება უზმოზე ან სავსე კუჭზე.
ორსულობა
ამ პრეპარატის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თქვენი ექიმი მოგაწვდით ინფორმაციას ორსულობის დროს ტრანზიტილის გამოყენების შესახებ.
თუ მკურნალობის დროს შენიშნეთ, რომ ორსულად ხართ, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ძუძუთი კვება
ამ პრეპარატის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ტრანაზიტილი გადადის დედის რძეში ძალიან მცირე რაოდენობით. ექიმი მოგაწვდით ინფორმაციას ძუძუთი კვების დროს მისი გამოყენების შესახებ.
ავტომობილის და მექანიზმების მართვა
ამ თემაზე ინფორმაცია არ არის. გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან, თუ ფიქრობთ, რომ პრეპარატი უარყოფითად მოქმედებს ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია ტრანაზიტილის შემადგენლობაში არსებული ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ
თუ არ გაქვთ ჰიპერმგრძნობელობა ტრანაზიტილის ინგრედიენტების მიმართ, ამ დამხმარე ნივთიერებების გამო გვერდითი ეფექტები მოსალოდნელი არ არის.
გამოყენება სხვა პრეპარატებთან ერთად
ტრანაზიტილის გამოყენებისას პრეპარატებთან ერთად, რომლებიც ხელს უშლიან თრომბების წარმოქმნას (პერორალური ანტიკოაგულანტები, ჰეპარინი), თრომბის დამშლელ საშუალებებთან (ფიბრინოლიზური საშუალებები) და ასპირინთან ერთად, მისი ეფექტი შეიძლება შემცირდეს.
სისხლის ან პენიცილინის შემცველი სითხის შეყვანისას, არ შეიძლება ტრანაზიტილის მათზე დამატება.
ვინაიდან ტრანაზიტილის მიღება ზრდის თრომბის რისკს ქალებში, რომლებიც იყენებენ ჩასახვის საწინააღმდეგო ჰორმონულ მეთოდებს, არ შეიძლება მისი გამოყენება ამ საშუალებებთან ერთად.
თუ იყენებთ ან ცოტა ხნის წინ იყენებდით რაიმე სახის რეცეპტით ან ურეცეპტოდ გასაცემ პრეპარატებს, გთხოვთ, აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
- როგორ გამოიყენება ტრანაზიტილი?
ინსტრუქციები სათანადო გამოყენების და დოზირების/შეყვანის სიხშირის შესახებ:
თქვენთვის საჭირო ტრანაზიტილის დოზა გამოითვლება თქვენი ექიმის მიერ თქვენი საჭიროებების მიხედვით. ჩვეულებრივ, 5-10 მლ ინიშნება 3-ჯერ დღეში. იმ შემთხვევებში, როდესაც მკურნალობის პერიოდი აღემატება 3 დღეს, ექიმმა შეიძლება გირჩიოთ ამ პრეპარატის პერორალური ფორმის დაწყება.
მიღების მეთოდი:
ტრანზიტილის შეყვანა შეიძლება ნელა ვენიდან (1 მლ 1 წუთში) ან წვეთ-წვეთად შეყვანა გაზავებით.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები
პედიატრიული გამოყენება:
ბავშვებში შესაყვანი დოზა გამოითვლება ბავშვის წონის მიხედვით.
გამოყენება ხანდაზმულებში:
თუ არ არის თირკმლის უკმარისობა, დოზის შეცვლა საჭირო არ არის.
გამოყენების განსაკუთრებული შემთხვევები:
თირკმლის უკმარისობა:
თუ გაქვთ თირკმლის უკმარისობა, თქვენი ექიმი დააკორექტირებს დოზა.
ღვიძლის უკმარისობა:
ღვიძლის უკმარისობისას დოზის კორექცია საჭირო არ არის.
გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ გაქვთ შთაბეჭდილება, რომ ტრანაზიტილის ეფექტი ძალიან ძლიერი ან სუსტია.
თუ გამოიყენეთ ტრანაზიტილის საჭიროზე მეტი დოზა
დღემდე არ დაფიქსირებულა ტრანაზიტილის ჭარბ დოზირებასთან დაკავშირებული პრობლემები.
შეიძლება განვითარდეს თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, გულისრევა, ღებინება, დიარეა და დაბალი წნევა.
თუ გამოიყენეთ საჭიროზე მეტი ტრანაზილიტი, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ დაგავიწყდათ ტრანაზიტილის გამოყენება
თქვენი ექიმი გადაწყვეტს როდის დანიშნოს გამოტოვებული დოზა.
მნიშვნელოვანია ექიმის ინსტრუქციების დაცვა შემდეგი დოზის მიღების დროსთან დაკავშირებით.
არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზების კომპენსირების მიზნით.
ეფექტები, რომლებიც შეიძლება განვითარდეს ტრანაზიტილით მკურნალობის დასრულებისას
ტრანაზიტილით მკურნალობის შეწყვეტისას არასასურველი ეფექტები მოსალოდნელი არ არის.
- შესაძლო გვერდითი მოვლენები?
ყველა პრეპარატის მსგავსად, შეიძლება აღინიშნოს გვერდითი მოვლენები ადამიანებში, რომლებიც მგრძნობიარე არიან ტრანაზიტილში შემავალი ნივთიერებების მიმართ.
თუ განვითარდა რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი მოვლენა, შეწყვიტეთ ტრანზიტილის გამოყენება და დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს ან მიმართეთ უახლოეს სასწრაფო დახმარების განყოფილებას:
ჰიპერმგრძნობელობის სიმპტომები, როგორიცაა სუნთქვის გაძნელება, ყელში მოჭერა, სახეზე უეცარი გამონაყარი, უნდა ჩაითვალოს ალერგიულ რეაქციად.
თუ გავქთ ტკივილი, შეშუპება და სიწითლე ფეხებში ან გულმკერდის ტკივილი, სუნთქვის გაძნელება, ეს შეიძლება გამოწვეული იყოს თრომბის წარმოქმნით ფეხების ან ფილტვებში ვენებში.
შეიძლება განვითარდეს დამბლის სიმპტომები, როგორიცაა სიარულის, მეტყველების დარღვევა და მგრძნობელობის დაკარგვა. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს ტვინის სისხლძარღვების ბლოკირებით.
თუ განვითარდა ისეთი სიმპტომები, როგორიცაა მხედველობის დაკარგვა და ფერების მხედველობის გაუარესება, შეიძლება განვითარდა თვალის სისხლძარღვების ბლოკირება.
ყველა ეს მოვლენა ძალიან სერიოზული გვერდითი მოვლენებია.
თუ განვითარდა ერთ-ერთი ასეთი მოვლენა, ეს ნიშნავს, რომ თქვენ გაქვთ სერიოზული ალერგია ტრანაზიტილის მიმართ, შეიძლება დაგჭირდეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება ან ჰოსპიტალიზაცია.
ყველა ეს ძალიან სერიოზული გვერდითი მოვლენა ძალიან იშვიათია.
თუ შეამჩნევთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ მოვლენას, დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს ან მიმართეთ უახლოესი საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებას:
არტერიული წნევის დაქვეითება და მასთან დაკავშირებული თავბრუსხვევა (ჩვეულებრივ შეიძლება განვითარდეს სწრაფი ინტრავენური შეყვანისას).
შარდვის გაძნელება (ჩვეულებრივ, უფრო ხშირია ჰემოფილიით დაავადებულ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ შარდში ძლიერი სისხლდენა და შეიძლება განვითარდეს საშარდე გზების ობსტრუქციის გამო).
თავბრუსხვევა.
კრუნჩხვების განვითარება, განსაკუთრებით ბოროტად გამოყენების შედეგად.
ყველა ეს მოვლენა სერიოზული გვერდითი მოვლენებია. შეიძლება საჭირო გახდეს სასწრაფო სამედიცინო დახმარება.
სერიოზული გვერდითი მოვლენები ძალიან იშვიათია.
აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ შენიშნავთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ მოვლენას:
საჭმლის მომნელებელი სისტემის ჩივილები, როგორიცაა გულისრევა, ღებინება, დიარეა (ჩვეულებრივ გადის დოზის შემცირებისას).
ეს ტრანაზიტილის მსუბუქი გვერდითი მოვლენებია.
თუ განვითარდა რაიმე გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის მითითებული პაციენტის ამ საინფორმაციო ფურცელში, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
საეჭვო გვერდითი რეაქციების შეტყობინება
თუ განვითარდა რაიმე გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. თქვენ ასევე შეგიძლიათ შეატყობინოთ გვერდითი მოვლენები პირდაპირ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. თქვენ ასევე შეგიძლიათ შეატყობინოთ გვერდითი მოვლენები პირდაპირ თქვენი ქვეყნის ჯანდაცვის ორგანოს.
გვერდითი ეფექტების შეტყობინებით, თქვენ ხელს შეუწყობთ მეტი ინფორმაციის მიღებას იმ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ, რომელსაც იყენებთ.
- როგორ ინახება ტრანაზიტილი
შეინახეთ ტრანაზიტილი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას და საკუთარ შეფუთვაში.
ინახება ოთახის ტემპერატურაზე 25°C-ზე ქვემოთ.
ტრანაზიტილი 250 მგ/2,5 მლ ი.ვ. საინექციო ხსნარი შეიძლება ინახებოდეს 24 საათის განმავლობაში ოთახის ტემპერატურაზე იზოტონური ნატრიუმის ქლორიდით, იზოტონური გლუკოზით, დექსტრანი 40-ით, რინგერის ხსნარით და ჰეპარინით გაზავების შემდეგ.
გამოიყენეთ ვარგისიანობის ვადის დაცვით.
არ გამოიყენოთ ტრანაზიტილი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
არ გამოიყენოთ ტრანაზიტილი, თუ შეამჩნევთ რაიმე დეფექტს პროდუქტში და/ან მის შეფუთვაში.
არ გადაყაროთ ვადაგასული ან გამოუყენებელი მედიკამენტები! მიიტანეთ ისინი გარემოს დაცვის, ურბანიზმისა და კლიმატის ცვლილების სამინისტროს მიერ განსაზღვრულ საკოლექციო სისტემაში.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
სავაჭრო ნებართვის მფლობელი:
TURKTIPSAN SAĞLIK TURİZM EĞİTİM VE TİCARET A.Ş.
აკიურტი/ანკარა
ტელეფონი: 0 312 844 15 08
ელ-ფოსტა: [email protected]
მწარმოებელი: TURKTIPSAN SAĞLIK TURİZM EĞİTİM VE TİCARET A.Ş.
აკიურტი/ანკარა
ტელეფონი: 0 312 844 15 08
ელ-ფოსტა: [email protected]
პაციენტის ინსტრუქციის ფურცელი დამტკიცდა 13.01.2023
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.