ლუტანი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას ენზალუტამიდს. ეს პრეპარატი გამოიყენება პროსტატის კიბოს მქონე ზრდასრული მამაკაცების სამკურნალოდ, როდესაც: - აღარ ვლინდება პასუხი ჰორმონოთერაპიაზე ან ქირურგიულ მკურნალობაზე ტესტოსტერონის შესამცირებლად ან - გავრცელებულია ორგანიზმის სხვა ნაწილებზე და აღინიშნება პასუხი ჰორმონოთერაპიაზე ან …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ენზალუტამიდი (enzalutamide)
- ფორმა და შეფუთვა
- 40მგ რბილი კაფსულა №112 (28X4)
- მწარმოებელი
- Lotus Pharmaceutical Co, Ltd., ტაივანი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ენდოკრინული თერაპია, ანტიანდროგენები
- ATC კოდი
- L02BB04
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-043322
- რეგისტრირებულია
- 29 მაისი 2025, მოქმედებს 29 მაისი 2030-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- „Aversi-Pharma“ LLC (საქართველო)
- განმცხადებელი
- შპს „ავერსი-ფარმა“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ლუტანი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ლუტანი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას ენზალუტამიდს. ეს პრეპარატი გამოიყენება პროსტატის კიბოს მქონე ზრდასრული მამაკაცების სამკურნალოდ, როდესაც:
- აღარ ვლინდება პასუხი ჰორმონოთერაპიაზე ან ქირურგიულ მკურნალობაზე ტესტოსტერონის შესამცირებლად
ან
- გავრცელებულია ორგანიზმის სხვა ნაწილებზე და აღინიშნება პასუხი ჰორმონოთერაპიაზე ან ქირურგიულ მკურნალობაზე ტესტოსტერონის შესამცირებლად.
როგორ მოქმედებს ლუტანი
ლუტანი არის პრეპარატი, რომელიც მოქმედებს ანდროგენების (მაგალითად, ტესტოსტერონის) ჰორმონების აქტივობის ბლოკირებით. ანდროგენების ბლოკირებით, ენზალუტამიდი აჩერებს პროსტატის კიბოს უჯრედების ზრდას და დაყოფას.
მიღების წესი და დოზირება
ყოველთვის მიიღეთ ეს პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც თქვენმა ექიმმა გითხრათ. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს.
ჩვეულებრივი დოზა არის 160 მგ (ოთხი რბილი კაფსულა), რომელიც მიიღება ერთსა და იმავე დროს დღეში ერთხელ.
ლუტანის მიღება
- რბილი კაფსულები გადაყლაპეთ მთლიანად წყლის მიყოლებით.
- არ დაღეჭოთ, არ განაზავოთ ან არ გახსნათ რბილი კაფსულები გადაყლაპვამდე.
- ამ პრეპარატის მიღება შესაძლებელია საკვებთან ერთად ან მის გარეშე.
- ლუტანთან შეხება შეუძლია მხოლოდ პაციენტს და მის მომვლელს. ქალები, რომლებიც არიან ორსულად ან შეიძლება დაორსულდნენ, არ უნდა შეეხონ დაზიანებულ ან გახსნილ ენზალუტამიდის კაფსულებს ხელთათმანების მსგავსი დაცვის გარეშე.
ლუტანის მიღებისას ექიმმა შესაძლოა დაგინიშნოთ სხვა პრეპარატებიც.
თუ მიიღებთ იმაზე მეტ ლუტანს, ვიდრე საჭიროა
თუ მიიღებთ მითითებულზე მეტ რბილ კაფსულას, შეწყვიტეთ ლუტანის მიღება და მიმართეთ თქვენს ექიმს. შეიძლება გქონდეთ გულყრის ან სხვა გვერდითი ეფექტების გაზრდილი რისკი.
თუ დაგავიწყდათ ლუტანის მიღება
- თუ დაგავიწყდათ ლუტანის მიღება დადგენილ დროს, მიიღეთ ჩვეული დოზა, როგორც კი გაგახსენდებათ.
- თუ დაგავიწყდათ ლუტანის მიღება მთელი დღის განმავლობაში, მიიღეთ ჩვეული დოზა მეორე დღეს.
- თუ დაგავიწყდათ ლუტანის მიღება ერთ დღეზე მეტი ხნის განმავლობაში, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს.
- არ მიიღოთ ორმაგი დოზა დავიწყებული დოზის ასანაზღაურებლად.
თუ შეწყვეტთ ლუტანის მიღებას
არ შეწყვიტოთ ამ პრეპარატის მიღება, თუ ამას თქვენი ექიმი არ გეტყვით.
თუ გაქვთ დამატებითი შეკითხვები ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს.
უკუჩვენებები
- თუ ალერგიული ხართ ენზალუტამიდის ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილია მე-6 ნაწილში).
- თუ ხართ ორსულად ან შესაძლოა დაორსულდეთ (იხ. „ორსულობა, ძუძუთი კვება და ნაყოფიერება“).
სიფრთხილის ზომები
გულყრა
გულყრა დაფიქსირდა ყოველი 1,000 ადამიანიდან 5-ში, რომლებიც იღებდნენ ენზალუტამიდს და ყოველი 1,000 ადამიანიდან ერთზე ნაკლებში, რომლებიც იღებდნენ პლაცებოს (იხილეთ „სხვა მედიკამენტები და ლუტანი“ ქვემოთ და ნაწილი 4 „შესაძლო გვერდითი მოვლენები“).
თუ იღებთ პრეპარატს, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს გულყრა ან გაზარდოს მგრძნობელობა გულყრას მიმართ (იხილეთ ქვემოთ „სხვა მედიკამენტები და ლუტანი“).
თუ განვითარდა გულყრა მკურნალობის დროს:
მიმართეთ თქვენს ექიმს რაც შეიძლება მალე. თქვენმა ექიმმა შეიძლება გადაწყვიტოს, რომ შეწყვიტოთ ამ პრეპარატის მიღება.
შექცევადი უკანა ენცეფალოპათიის სინდრომი (PRES)
იყო იშვიათი შეტყობინებები შექცევადი უკანა ენცეფალოპათიის სინდრომის, იშვიათი, შექცევადი მდგომარეობის შესახებ, რომელიც მოიცავს თავის ტვინს, პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ ენზალუტამიდით. თუ გაქვთ გულყრა, გაუარესებული თავის ტკივილი, დაბნეულობა, სიბრმავე ან მხედველობის სხვა პრობლემები, გთხოვთ დაუკავშირდით თქვენს ექიმს რაც შეიძლება მალე. (იხილეთ აგრეთვე ნაწილი 4 „შესაძლო გვერდითი მოვლენები“).
ახალი კიბოს რისკი (მეორე პირველადი ავთვისებიანი სიმსივნეები)
იყო შეტყობინებები ახალი (მეორე) კიბოს შესახებ, მათ შორის შარდის ბუშტისა და მსხვილი ნაწლავის კიბო პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ ენზალუტამიდით.
მიმართეთ თქვენს ექიმს რაც შეიძლება მალე, თუ შეამჩნევთ კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენის ნიშნებს, შარდში სისხლს ან ხშირად გრძნობთ შარდვის გადაუდებელ საჭიროებას ლუტანის მიღებისას.
ლუტანის მიღებამდე გაესაუბრეთ თქვენს ექიმს
- თუ იღებთ რაიმე მედიკამენტს სისხლის შედედების თავიდან ასაცილებლად (მაგ. ვარფარინი, აცენოკუმაროლი, კლოპიდოგრელი)
- თუ იყენებთ ქიმიოთერაპიას, როგორიცაა დოცეტაქსელი
- თუ გაქვთ ღვიძლის პრობლემები
- თუ გაქვთ თირკმელების პრობლემები
გთხოვთ, აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ გაქვთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი:
გულის ან სისხლძარღვების ნებისმიერი მდგომარეობა, მათ შორის გულის რითმის პრობლემები (არითმია), ან იღებთ ამ მდგომარეობის სამკურნალო მედიკამენტებს. ლუტანის გამოყენებისას შეიძლება გაიზარდოს გულის რითმის პრობლემების რისკი.
თუ ალერგიული ხართ ენზალუტამიდის მიმართ, ამან შეიძლება გამოიწვიოს გამონაყარი ან შეშუპება სახის, ენის, ტუჩის ან ყელის არეში. თუ ალერგიული ხართ ენზალუტამიდის ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ, არ მიიღოთ ეს პრეპარატი.
ენზალუტამიდით მკურნალობასთან დაკავშირებით აღინიშნა კანის ძლიერი გამონაყარი ან კანის აქერცვლა, ბუშტუკების წარმოქმნა და/ან პირის ღრუს წყლულები. დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას, თუ შეამჩნევთ რომელიმე ამ სიმპტომს.
თუ ზემოთ ჩამოთვლილიდან რომელიმე გეხებათ თქვენ ან არ ხართ დარწმუნებული, ამ პრეპარატის მიღებამდე გაესაუბრეთ თქვენს ექიმს.
ბავშვები და მოზარდები
ეს პრეპარატი არ გამოიყენება ბავშვებში და მოზარდებში.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ იღებთ, ცოტა ხნის წინ მიიღეთ ან შესაძლოა მიიღოთ სხვა პრეპარატები. თქვენ უნდა იცოდეთ იმ პრეპარატების სახელწოდებები, რომლებსაც იღებთ. თან იქონიეთ მათი სია, რათა აჩვენოთ თქვენს ექიმს, როდესაც დაგინიშნავთ ახალ პრეპარატს. არ დაიწყოთ ან შეწყვიტოთ რაიმე პრეპარატის მიღება ექიმთან კონსულტაციის გარეშე, რომელმაც გამოგიწერათ ეს პრეპარატი.
აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ იღებთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ პრეპარატს. ლუტანთან ერთად მიღებისას ამ პრეპარატებმა შეიძლება გაზარდონ გულყრის რისკი:
- გარკვეული პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება ასთმის და სხვა რესპირატორული დაავადებების სამკურნალოდ (მაგ. ამინოფილინი, თეოფილინი).
- პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება გარკვეული ფსიქიკური აშლილობის სამკურნალოდ, როგორიცაა დეპრესია და შიზოფრენია (მაგ. კლოზაპინი, ოლანზაპინი, რისპერიდონი, ზიპრასიდონი, ბუპროპიონი, ლითიუმი, ქლორპრომაზინი, მეზორიდაზინი, თიორიდაზინი, ამიტრიპტილინი, დესიპრამინი, ოქსეპინი, იმიპრამინი, მაპროტილინი, მირტაზაპინი).
- გარკვეული პრეპარატები ტკივილის სამკურნალოდ (მაგ. პეთიდინი).
აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ იღებთ შემდეგ პრეპარატებს. ამ პრეპარატებმა შეიძლება გავლენა მოახდინონ ლუტანის ეფექტზე ან ლუტანმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ამ პრეპარატების ეფექტზე.
ეს მოიცავს გარკვეულ პრეპარატებს, რომლებიც გამოიყენება შემდეგი მიზნებისთვის:
- ქოლესტერინის დაქვეითება (მაგ.: გემფიბროზილი, ატორვასტატინი, სიმვასტატინი)
- ტკივილის მკურნალობა (მაგ. ფენტანილი, ტრამადოლი)
- კიბოს მკურნალობა (მაგ. კაბაზიტაქსელი)
- ეპილეფსიის მკურნალობა (მაგ. კარბამაზეპინი, კლონაზეპამი, ფენიტოინი, პრიმიდონი, ვალპროის მჟავა)
- გარკვეული ფსიქიკური აშლილობის მკურნალობა, როგორიცაა ძლიერი შფოთვა ან შიზოფრენია (მაგ. დიაზეპამი, მიდაზოლამი, ჰალოპერიდოლი)
- ძილის დარღვევების მკურნალობა (მაგ. ზოლპიდემი)
- გულის დაავადებების მკურნალობა ან არტერიული წნევის დაქვეითება (მაგ. ბისოპროლოლი, დიგოქსინი, დილთიაზემი, ფელოდიპინი, ნიკარდიპინი, ნიფედიპინი, პროპრანოლოლი, ვერაპამილი)
- ანთებით გამოწვეული სერიოზული დაავადების მკურნალობა (მაგ. დექსამეტაზონი, პრედნიზოლონი)
- აივ ინფექციის მკურნალობა (მაგ. ინდინავირი, რიტონავირი)
- ბაქტერიული ინფექციების მკურნალობა (მაგ. კლარითრომიცინი, დოქსიციკლინი)
- ფარისებრი ჯირკვლის დარღვევების მკურნალობა (მაგ. ლევოთიროქსინი)
- პოდაგრის მკურნალობა (მაგ. კოლხიცინი)
- კუჭ მხრივ დარღვევების მკურნალობა (მაგ. ომეპრაზოლი)
- გულის დაავადებების ან ინსულტის პრევენცია (მაგ. დაბიგატრან ეტექსილატი)
- ორგანოთა მოცილების პროფილაქტიკა (მაგ. ტაკროლიმუსი)
ლუტანმა შეიძლება ხელი შეუშალოს ზოგიერთ პრეპარატს, რომელიც გამოიყენება გულის რითმის პრობლემების სამკურნალოდ (მაგ. ქინიდინი, პროკაინამიდი, ამიოდარონი და სოტალოლი) ან შეიძლება გაზარდოს გულის რითმის პრობლემების რისკი ზოგიერთ სხვა პრეპარატთან ერთად გამოყენებისას (მაგ. მეტადონი, რომელიც გამოიყენება ტკივილის შესამსუბუქებლად და ნარკოდამოკიდებულების დეტოქსიკაციისას), მოქსიფლოქსაცინი (ანტიბიოტიკი), ანტიფსიქოზური საშუალებები, რომლებიც გამოიყენება სერიოზული ფსიქიკური დაავადებების დროს).
აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ იღებთ ზემოთ ჩამოთვლილ რომელიმე პრეპარატს. შესაძლოა საჭირო გახდეს ლუტანის ან ნებისმიერი სხვა პრეპარატის დოზის შეცვლა, რომელსაც იღებთ.
ორსულობა და ძუძუთი კვება
- ლუტანი არ გამოიყენება ქალებში. ამ პრეპარატმა შეიძლება ზიანი მიაყენოს ნაყოფს ან გამოიწვიოს ორსულობის შეწყვეტა თუ მას მიიღებს ორსული. არ უნდა მიიღონ ორსულებმა, ქალებმა, რომლებიც შეიძლება დაორსულდნენ ან მეძუძურმა ქალებმა.
- ამ პრეპარატმა შესაძლოა გავლენა მოახდინოს მამაკაცის ნაყოფიერებაზე.
- თუ გაქვთ სქესობრივი კავშირი ქალთან, რომელიც შეიძლია დაორსულდეს, გამოიყენეთ პრეზერვატივი და ჩასახვის საწინააღმდეგო სხვა ეფექტური მეთოდი მკურნალობის დროს და ამ პრეპარატით მკურნალობიდან 3 თვის განმავლობაში. თუ ორსულ ქალთან გაქვთ სქესობრივი კავშირი, გამოიყენეთ პრეზერვატივი, რათა დაიცვათ ნაყოფი.
- ქალი მომვლელების მიერ პრეპარატთან მოპყრობის და გამოყენების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ნაწილში 3 „როგორ მიიღება ლუტანი“.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
ლუტანმა შეიძლება ზომიერიად იმოქმედოს ავტომობილისა და მექანიზმების მართვის უნარზე. გულყრა აღინიშნა პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ენზალუტამიდს. თუ გაქვთ გულყრის განვითარების უფრო მაღალი რისკი, მიმართეთ თქვენს ექიმს.
ლუტანი შეიცავს სორბიტოლს
ეს პრეპარატი შეიცავს 91,6 მგ სორბიტოლს (შაქრის სახეობას) თითო კაფსულაში. თუ ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ აუტანლობა ზოგიერთი შაქრის მიმართ, ამ პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს.
გვერდითი მოვლენები
ყველა პრეპარატის მსგავსად, ამ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
გულყრა
გულყრა დაფიქსირდა ყოველი 1,000-დან 5 ადამიანში, ვინც იღებდა ენზალუტამიდს და ყოველი 1,000-დან ერთზე ნაკლებ ადამიანში, ვინც იღებდა პლაცებოს.
გულყრის განვითარება უფრო სავარაუდოა, თუ მიიღებთ ამ პრეპარატის რეკომენდებულზე მეტ დოზას, იღებთ ზოგიერთ სხვა მედიკამენტს, ან გაქვთ კრუნჩხვის ჩვეულებრივზე მაღალი რისკი.
თუ გაქვთ გულყრა, მიმართეთ თქვენს ექიმს, რაც შეიძლება მალე. თქვენმა ექიმმა შეიძლება გადაწყვიტოს, რომ თქვენ უნდა შეწყვიტოთ ლუტანის მიღება.
შექცევადი უკანა ენცეფალოპათიის სინდრომი
იყო იშვიათი შეტყობინებები შექცევადი უკანა ენცეფალოპათიის სინდრომის შესახებ (შეიძლება აღინიშნოს 1000-დან 1 ადამიანში), იშვიათი, შექცევადი მდგომარეობა, რომელიც მოიცავს ტვინს, პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ ენზალუტამიდით. თუ გაქვთ გულყრა, გაუარესებული თავის ტკივილი, დაბნეულობა, სიბრმავე ან მხედველობის სხვა პრობლემები, გთხოვთ დაუკავშირდით თქვენს ექიმს რაც შეიძლება მალე.
სხვა შესაძლო გვერდითი მოვლენებია:
ძალიან ხშირი (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანში)
- დაღლილობა,
- დაცემა, ძვლების მოტეხილობა,
- სიცხის მოწოლა (ალები),
- მაღალი არტერიული წნევა
ხშირი (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1 ადამიანში)
- თავის ტკივილი,
- შფოთვის გრძნობა,
- კანის სიმშრალე, ქავილი,
- დამახსოვრების გაძნელება,
- გულის არტერიების ბლოკირება (გულის იშემიური დაავადება),
- მკერდის გადიდება მამაკაცებში (გინეკომასტია),
- მოუსვენარი ფეხების სინდრომი (სხეულის ნაწილის, ჩვეულებრივ ფეხის მოძრაობის უკონტროლო სურვილი),
- კონცენტრაციის დაქვეითება,
- გულმავიწყობა,
- გემოს შეგრძნების ცვლილება
არახშირი (შეიძლება განვითარდეს 100-დან 1 ადამიანში)
- ჰალუცინაციები,
- ნათელი აზროვნების გაძნელება,
- სისხლის თეთრი უჯრედების დაბალი რაოდენობა
უცნობია (სიხშირე შეუძლებელია შეფასდეს არსებული მონაცემების მიხედვით)
- კუნთების ტკივილი, კუნთების სპაზმი, კუნთების სისუსტე, ზურგის ტკივილი,
- ცვლილებები ეკგ-ზე (QT-ს გახანგრძლივება),
- კუჭის გაღიზიანება, მათ შორის შეუძლოდ ყოფნის შეგრძნება (გულისრევა),
- გამონაყარი,
- შეუძლოდ ყოფნა (ღებინებინება),
- სახის, ტუჩების, ენის და/ან ყელის შეშუპება,
- სისხლში თრომბოციტების შემცირება (რაც ზრდის სისხლდენის ან სისხლჩაქცევების რისკს),
- დიარეა.
გვერდითი მოვლენების შეტყობინება
თუ განვითარდა რაიმე გვერდითი მოვლენა, მიმართეთ ექიმს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შეტყობინებით თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოწოდებას.
ჭარბი დოზა
ენზალუტამიდის ანტიდოტი არ არსებობს. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, ენზალუტამიდით მკურნალობა უნდა შეწყდეს და დაიწყოს ზოგადი დამხმარე ზომები 5,8 დღის ნახევარგამოყოფის პერიოდის გათვალისწინებით.
პაციენტებს შეიძლება ჰქონდეთ კრუნჩხვების გაზრდილი რისკი დოზის გადაჭარბების შემდეგ.
შემადგენლობა
- აქტიური ნივთიერება არის ენზალუტამიდი. თითოეული რბილი კაფსულა შეიცავს 40 მგ ენზალუტამიდს.
- რბილი კაფსულის სხვა ინგრედიენტებია: კაპრილოკაპროილ მაკროგოლგლიცერიდები, ბუტილჰიდროქსიანიზოლი (E320) და ბუტილჰიდროქსიტოლუენი (E321).
- რბილი კაფსულის გარსის ინგრედიენტებია: ჟელატინი, სორბიტოლი, ნაწილობრივ დეჰიდრატირებული სითხე (იხ. ნაწილი 2), გლიცერინი (E422), ტიტანის დიოქსიდი (E171), გაწმენდილი წყალი.
ლუტანის გარეგნული აღწერა და შეფუთვის შიგთავსი
- ლუტანის რბილი კაფსულები არის თეთრიდან მოთეთრო გაუმჭვირვალე, მოგრძო ფორმის, 22,0 (± 2,5) მმ სიგრძისა და 9,5 (± 2,5) მმ სიგანის და შეიცავს უფერო ან ოდნავ ყვითელ, გამჭვირვალე სითხეს.
- თითოეული მუყაოს კოლოფი შეიცავს 28 ბლისტერს თითოეულს 4 რბილი კაფსულით. შეფუთვის ზომა არის 112 კაფსულა.
შენახვის პირობები
შეინახეთ ეს პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია ბლისტერზე და გარე კოლოფზე EXP-ის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ეხება ამ თვის ბოლო დღეს.
ეს პრეპარატი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.
არ მიიღოთ რბილი კაფსულა, რომელიც ჟონავს, დაზიანებულია ან აღენიშნება ფალსიფიცირების ნიშნები.
არ გადაყაროთ პრეპარატები კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გადაყაროთ პრეპარატები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ჰორმონის ანტაგონისტები და მასთან დაკავშირებული საშუალებები, ანტიანდროგენები, ათქ კოდი: L02BB04.
მოქმედების მექანიზმი
ცნობილია, რომ პროსტატის კიბო მგრძნობიარეა ანდროგენებზე და პასუხობს ანდროგენის რეცეპტორების სიგნალიზაციის ინჰიბირებას. შრატში ანდროგენის დაბალი ან თუნდაც შეუმჩნეველი დონის მიუხედავად, ანდროგენული რეცეპტორების სიგნალიზაცია ხელს უწყობს დაავადების პროგრესირებას. სიმსივნური უჯრედების ზრდის სტიმულირება ანდროგენული რეცეპტორის საშუალებით საჭიროებს ბირთვულ ლოკალიზაციას და დნმ-ის შეკავშირებას. ენზალუტამიდი არის ანდროგენის რეცეპტორების სიგნალიზაციის ძლიერი ინჰიბიტორი, რომელიც ბლოკავს რამდენიმე საფეხურს ანდროგენის რეცეპტორების სიგნალიზაციის გზაზე. ენზალუტამიდი კონკურენტულად აინჰიბირებს ანდროგენის შეკავშირებას ანდროგენის რეცეპტორებთან და, შესაბამისად, თრგუნავს გააქტიურებული რეცეპტორების ბირთვულ ტრანსლოკაციას და გააქტიურებული ანდროგენული რეცეპტორის დნმ-თან კავშირს ანდროგენული რეცეპტორების გადაჭარბებული ექსპრესიის პირობებშიც კი და ანტიანდროგენების მიმართ რეზისტენტულ პროსტატის კიბოს უჯრედებში. ენზალუტამიდით მკურნალობა ამცირებს პროსტატის კიბოს უჯრედების ზრდას და შეიძლება გამოიწვიოს კიბოს უჯრედების სიკვდილი და სიმსივნის რეგრესი. პრეკლინიკურ კვლევებში ენზალუტამიდს არ გააჩნია ანდროგენული რეცეპტორების აგონისტური აქტივობა.
ფარმაკოდინამიკური ეფექტები
მე-3 ფაზის კლინიკურ კვლევაში (AFFIRM) პაციენტებზე, რომლებშიც წარუმატებელი აღმოჩნდა მანამდე ჩატარებული დოცეტაქსელით ქიმიოთერაპია, ენზალუტამიდით ნამკურნალებ პაციენტთა 54%-ს, იმ პაციენტების 1,5%-ის საპირისპიროდ, რომლებიც იღებდნენ პლაცებოს, აღენიშნებოდან „პსა“-ს საწყისი დონის მინიმუმ 50%-ით დაქვეითება.
სხვა მე-3 ფაზის კლინიკურ კვლევაში (PREVAIL) პაციენტებში წინა ქიმიოთერაპიის გარეშე, პაციენტებმა, რომლებიც იღებდნენ ენზალუტამიდს, აჩვენეს მნიშვნელოვნად მაღალი საერთო „პსა“ პასუხი (განსაზღვრული როგორც ≥50% შემცირება საწყისიდან), იმ პაციენტებთან შედარებით, რომლებიც იღებდნენ პლაცებოს, 78.0% vs 3.5% (განსხვავება=74.5%, p <0.0001).
მე-2 ფაზის კლინიკურ კვლევაში (TERRAIN) პაციენტებში წინა ქიმიოთრეპიის გარეშე, პაციენტებმა, რომლებიც იღებდნენ ენზალუტამიდს, აჩვენეს მნიშვნელოვნად მაღალი საერთო „პსა“ პასუხის მაჩვენებელი (განსაზღვრულია, როგორც ≥50% შემცირება საწყისიდან), იმ პაციენტებთან შედარებით, რომლებიც იღებდნენ ბიკალუტამიდს, 82.1% vs 20.9% (სხვაობა=61,2%, p <0,0001).
ერთჯგუფიან კვლევაში (9785 CL 0410) პაციენტებში, რომლებიც ადრე მკურნალობდნენ აბირატერონით (პლუს პრედნიზონი) მინიმუმ 24 კვირის განმავლობაში, 22.4%-ს აღენიშნებოდათ „პსა“-ს საწყისი დონიდან ≥50%-ით დაქვეითება. ქიმიოთერაპიის წინა ისტორიის მიხედვით, პაციენტების შედეგების პროპორცია „პსა“-ს დონის ≥50%-ით დაქვეითებით იყო 22.1% და 23.2%, წინა ქიმიოთერაპიის გარეშე და წინა ქიმიოთერაპიის პაციენტების ჯგუფებისთვის, შესაბამისად.
არამეტასტაზური და მეტასტაზური კასტრაცია-რეზისტენტული პროსტატის კიბოს MDV3100 09 კლინიკურ კვლევაში (STRIVE), პაციენტებმა, რომლებიც იღებდნენ ენზალუტამიდს, აჩვენეს მნიშვნელოვნად მაღალი საერთო დადასტურებული „პსა“ პასუხის მაჩვენებელი (განისაზღვრა როგორც ≥50% შემცირება საწყისიდან) იმ პაციენტებთან შედარებით, რომლებიც იღებდნენ ბიკალუტამიდს, 81.3% vs 31% (სხვაობა=50.0%, p <0.0001).
არამეტასტაზური კასტრაცია-რეზისტენტული პროსტატის კიბოს MDV3100 14 კლინიკურ კვლევაში (PROSPER), პაციენტებმა, რომლებიც იღებდნენ ენზალუტამიდს, აჩვენეს მნიშვნელოვნად მაღალი დადასტურებული „პსა“ პასუხის მაჩვენებელი (განისაზღვრა როგორც ≥50% შემცირება საწყისიდან), იმ პაციენტებთან შედარებით, რომლებიც იღებდნენ პლაცებოს, 76.3% vs 2.4%( სხვაობა=73,9%, p <0,0001).
კლინიკური ეფექტურობა და უსაფრთხოება
ენზალუტამიდის ეფექტურობა დადგინდა სამ რანდომიზებულ პლაცებო- კონტროლირებად მულტიცენტრულ მე-3 ფაზის კლინიკურ კვლევაში [MDV3100 14 (PROSPER), CRPC2 (AFFIRM), MDV3100 03 (PREVAIL)] პროსტატის პროგრესირებადი კიბოს მქონე პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებოდათ დაავადების პროგრესირება ანდროგენის დეპრივაციის თერაპიაზე ყოფნისას [მალუთეინიზებელი ჰორმონის გამომყოფი ჰორმონის ანალოგი ან ორმხრივი ორქიექტომიის შემდეგ]. PREVAIL კვლევაში ჩაერთო მეტასტაზური კასტრაცია-რეზისტენტული პროსტატის კიბოს მქონე პაციენტებში წინა ქიმიოთერაპიის გარეშე; AFFIRM კვლევაში ჩაერთო მეტასტაზური კასტრაცია-რეზისტენტული პროსტატის კიბოს მქონე პაციენტები, რომლებიც ადრე იღებდნენ დოცეტაქსელს; და PROSPER კვლევაში ჩაერთო არამეტასტაზური კასტრაცია-რეზისტენტული პროსტატის კიბოს მქონე პაციენტები. გარდა ამისა, მეტასტაზური ჰორმონ-სენსიტიური პროსტატის კიბოს მქონე პაციენტებში ეფექტურობა ასევე დადგინდა ერთ რანდომიზებულ, პლაცებო-კონტროლირებად მულტიცენტრულ მე-3 ფაზის კლინიკურ კვლევაში [9785 CL 0335 (ARCHES)]. ყველა პაციენტი მკურნალობდა მალუთეინიზებელი ჰორმონის გამომყოფი ჰორმონის ანალოგით ან ჩატარებული ჰქონდათ ორმხრივი ორქიექტომია.
აქტიური მკურნალობის ჯგუფში, ენზალუტამიდი მიიღებოდა პერორალურად დოზით 160 მგ დღეში. ოთხ კლინიკურ კვლევაში (ARCHES, PROSPER, AFFIRM და PREVAIL), პაციენტებმა მიიღეს პლაცებო საკონტროლო ჯგუფში და პაციენტებს მიეცათ პრედნიზონის მიღების უფლება, მაგრამ არ მოეთხოვებოდათ (მაქსიმალური დღიური დოზა იყო 10 მგ პრედნიზონი ან ექვივალენტი).
შრატში „პსა“-ს კონცენტრაციის დამოუკიდებლად ცვლილებები ყოველთვის არ პროგნოზირებს კლინიკურ სარგებელს. ამიტომ, ოთხ კვლევაში რეკომენდირებული იყო, რომ პაციენტებს გაეგრძელებინათ კვლევით განსაზღვრული მკურნალობა, სანამ შეწყვეტის კრიტერიუმები არ დაკმაყოფილდებოდა, როგორც ეს მითითებულია ქვემოთ თითოეული კვლევისთვის.
9785 CL 0335 (ARCHES) კვლევა (მეტასტაზური ჰორმონ-სენსიტიური პროსტატის კიბოს მქონე პაციენტები)
ARCHES კვლევაში ჩაერთო მეტასტაზური ჰორმონ-სენსიტიური პროსტატის კიბოს მქონე 1150 პაციენტი, რომლებიც რანდომიზებული იყვნენ 1:1 და იღებდნენ ენზალუტამიდი პლუს ადროგენის დეპრივაციის თერაპიას ან პლაცებო პლუს ადროგენის დეპრივაციის თერაპიას (ადროგენის დეპრივაციის თერაპია განსაზღვრულია როგორც მალუთეინიზებელი ჰორმონის გამომყოფი ჰორმონის ანალოგი ან ორმხრივი ორქიექტომია). პაციენტები იღებდნენ ენზალუტამიდს 160 მგ დღეში ერთხელ (N=574) ან პლაცებოს (N=576).
დაშვებულნი იყვნენ პაციენტები, რომლებსაც ჰქონდათ პროსტატის მეტასტაზური კიბო, დადასტურებული ძვლის დადებითი სკანირებით (ძვლის დაავადებისთვის) ან მეტასტაზური დაზიანებებით „კტ“ ან „მრტ“ სკანირებით (რბილი ქსოვილებისთვის). პაციენტები, რომელთა დაავადების გავრცელება შემოიფარგლებოდა მენჯის რეგიონალური ლიმფური კვანძებით, არ იყვნენ დაშვებული. პაციენტებს მიეცათ საშუალება მიეღოთ დოცეტაქსელით თერაპიის 6-მდე ციკლი, საბოლოო მკურნალობით 1 დღიდან 2 თვის განმავლობაში და არ ჰქონდათ დაავადების პროგრესირების ნიშნები დოცეტაქსელით თერაპიის დროს ან დასრულების შემდეგ. გამორიცხული იყო პაციენტები დადასტურებული ან საეჭვო ტვინის მეტასტაზებით ან აქტიური ლეპტომენინგეალური დაავადებით ან ანამნეზში კრუნჩხვებით ან ნებისმიერი მდგომარეობით, რაც განაპირობებს კრუნჩხვების განვითარებას.
დემოგრაფიული და საწყისი მახასიათებლები კარგად იყო დაბალანსებული მკურნალობის ორ ჯგუფს შორის. მედიანური ასაკი რანდომიზაციისას იყო 70 წელი ორივე მკურნალობის ჯგუფში. პაციენტთა უმეტესობა მთლიან პოპულაციაში იყო კავკასიელი (80.5%); 13,5% იყო აზიელი და 1,4% შავკანიანი. აღმოსავლეთ კოოპერატივის ონკოლოგიური ჯგუფის შესრულების სტატუსის (ECOG PS) ქულა იყო 0 პაციენტების 78%-ისთვის და 1 პაციენტთა 22%-ისთვის კვლევაში შესვლისას. პაციენტები სტრატიფიცირებულნი იყვნენ დაავადების დაბალი და მაღალი მოცულობის და პროსტატის კიბოს წინა დოცეტაქსელით თერაპიის მიხედვით. პაციენტთა 37 პროცენტს აღენიშნებოდა დაბალი მოცულობის დაავადება, ხოლო პაციენტების 63%-ს ჰქონდა მაღალი მოცულობის დაავადება. პაციენტთა 82 პროცენტს არ მიუღია ადრე დოცეტაქსელით თერაპია, 2%-მა მიიღო 1-5 ციკლი და 16%-მა მიიღო 6 წინა ციკლი. დაუშვებელი იყო ერთდროულად დოცეტაქსელით მკურნალობა.
რადიოგრაფიული პროგრესირების გარეშე გადარჩენა, დამოუკიდებელ ცენტრალურ მიმოხილვაზე დაფუძნებული, იყო პირველადი საბოლოო წერტილი, რომელიც განისაზღვრა, როგორც დრო რანდომიზირებიდან დაავადების რენტგენოგრაფიული პროგრესირების ან სიკვდილის პირველ ობიექტურ მტკიცებულებამდე (ნებისმიერი მიზეზის გამო რანდომიზაციის დროიდან 24 კვირამდე საკვლევი პრეპარატის შეწყვეტის შემდეგ), რომელიც მოხდებოდა პირველი.
ენზალუტამიდმა აჩვენა რადიოგრაფიული პროგრესირების გარეშე გადარჩენის მოვლენის რისკის სტატისტიკურად მნიშვნელოვანი 61% -ით შემცირება პლაცებოსთან შედარებით [HR=0.39 (95% CI: 0.30, 0.50); p <0.0001]. თანმიმდევრული რადიოგრაფიული პროგრესირების გარეშე გადარჩენის შედეგები დაფიქსირდა დაავადების მაღალი ან დაბალი მოცულობის მქონე პაციენტებში და პაციენტებში ადრე დოცეტაქსელით თერაპიით და მის გარეშე. მედიანური დრო რადიოგრაფიული პროგრესირების გარეშე გადარჩენის მოვლენამდე არ იყო მიღწეული ენზალუტამიდის ჯგუფში და იყო 19.0 თვე (95% CI: 16.6, 22.2) პლაცებოს ჯგუფში.
ცხრილი 2: ეფექტურობის შეჯამება პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ ენზალუტამიდით ან პლაცებოთი ARCHES კვლევაში (მკურნალობის განზრახვის ანალიზი)
ენზალუტამიდი პლუს „ადთ“
(N=574)
პლაცებო პლუს
„ადთ“
(N=576)
რადიოგრაფიული პროგრესირების გარეშე გადარჩენა
მოვლენების რაოდენობა (%)
91 (15.9)
201 (34.9)
მედიანა, თვეები, (95% CI)1
NR
- 0 (16.6, 22.2)
საფრთხის კოეფიციენტი (95% CI)2
- 39 (0.30, 0.50)
pმნიშვნელობა2
p <0.0001
NR= არ არის მიღწეული
- გამოითვლება ბრუკმაიერისა და კროულის მეთოდით
- სტრატიფიცირებული დაავადების მოცულობის (დაბალი vs მაღალი) და დოცეტაქსელის წინა გამოყენების მიხედვით (დიახ ან არა)
რადიოგრაფიული პროგრესიის გარეშე გადარჩენა (%)
ენზალუტამიდი (574) მედიანა - არ არის მიღწეული საფრთხის კოეფიციენტი =0.39
პლაცებო (576) მედიანა 19.0 95% СI (0.30, 0.50), p<.0001
რისკის ქვეშ მყოფი პაციენტები თვეები
ენზალუტამიდი 574 516 493 370 256 144 62 23 4 1 0 0
პლაცებო 576 511 445 314 191 106 39 10 0 0 0 0
ნახაზი 1: რადიოგრაფიული პროგრესირების გარეშე გადარჩენის კაპლან-მეიერის მრუდი ARCHES კვლევაში (მკურნალობის განზრახვის ანალიზი)
კვლევაში შეფასებული ეფექტურობის ძირითადი მეორადი საბოლოო წერტილები იყო დრო „პსა“-ს პროგრესირებამდე, დრო ახალი ანტინეოპლასტიკური თერაპიის დასაწყებად, „პსა“-ს გამოუცნობი სიხშირე (კლება <0.2 მკგ/ლ) და ობიექტური პასუხის სიჩქარე (RECIST 1.1 დამოუკიდებელ მიმოხილვაზე დაყრდნობით). სტატისტიკურად მნიშვნელოვანი გაუმჯობესება პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ ენზალუტამიდით, პლაცებოსთან შედარებით, ნაჩვენები იყო ყველა ამ მეორადი საბოლოო წერტილისთვის. პირველი წინასწარ განსაზღვრული შუალედური ანალიზი საერთო გადარჩენისთვის ჩატარდა რადიოგრაფიული პროგრესირების გარეშე გადარჩენის ანალიზის დროს. პირველი შუალედური ანალიზის დროს, საერთო გადარჩენის მონაცემები არ იყო მომწიფებული და არ აჩვენებდა სტატისტიკურად მნიშვნელოვან განსხვავებას პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ ენზალუტამიდით პლაცებოსთან შედარებით [HR=0.81 (95% CI: 0.53, 1.25), p=0.3361].
MDV3100 14 (PROSPER) კვლევა (არამეტასტაზური კასტრაცია-რეზისტენტული პროსტატის კიბოს მქონე პაციენტები)
PROSPER კვლევაში ჩაერთო 1401 პაციენტი ასიმპტომური, მაღალი რისკის არამეტასტაზური კასტრაცია-რეზისტენტული პროსტატის კიბოთი, რომლებიც აგრძელებდნენ ანდროგენის დეპრივაციულ თერაპიას („ადთ“; განსაზღვრული, როგორც მალუთეინიზებელი ჰორმონის გამომყოფი ჰორმონის ანალოგი ან წინა ორმხრივი ორქიექტომია). პაციენტებს უნდა ჰქონოდათ „პსა“ გაორმაგების დრო ≤10 თვე, „პსა“ ≥2 ნგ/მლ და არამეტასტაზური დაავადების დადასტურება ბრმა დამოუკიდებელი ცენტრალური მიმოხილვით (BICR).
დაიშვებოდნენ პაციენტები, რომლებსაც ანამნეზში ჰქონდათ მსუბუქი და ზომიერი გულის უკმარისობა (NYHA კლასი I ან II), და პაციენტები, რომლებიც იღებდნენ მედიკამენტებს, რომლებიც დაკავშირებულია კრუნჩხვის ზღურბლის დაქვეითებასთან. გამოირიცხნენ პაციენტები ანამნეზში კრუნჩხვით, მდგომარეობით, რამაც შეიძლება გამოიწვიოს კრუნჩხვისადმი მიდრეკილება, ან პროსტატის კიბოს გარკვეული წინა მკურნალობით (მაგ., ქიმიოთერაპია, კეტოკონაზოლი, აბირატერონის აცეტატი, ამინოგლუტეთიმიდი და/ან ენზალუტამიდი).
პაციენტები რანდომიზირებულნი იყვნენ 2:1, და იღებდნენ ენზალუტამიდს 160 მგ დოზით დღეში ერთხელ (N=933) ან პლაცებოს (N=468). პაციენტები სტრატიფიცირებულნი იყვნენ პროსტატის სპეციფიკური ანტიგენის (PSA) გაორმაგების დროის (PSADT) (<6 თვე ან ≥6 თვე) და ძვლის სამიზნე აგენტების გამოყენების (დიახ ან არა) მიხედვით.
დემოგრაფიული და საწყისი მახასიათებლები კარგად იყო დაბალანსებული მკურნალობის ორ ჯგუფს შორის. მედიანური ასაკი რანდომიზაციისას იყო 74 წელი ენზალუტამიდის ჯგუფში და 73 წელი პლაცებოს ჯგუფში. კვლევაში მონაწილე პაციენტების უმეტესობა (დაახლოებით 71%) იყო კავკასიელი; 16% იყო აზიელი და 2% შავკანიანი. პაციენტთა 81 პროცენტს (81%) ჰქონდა ECOG შესრულების სტატუსის ქულა 0, ხოლო პაციენტების 19%-ს ჰქონდა ECOG შესრულების სტატუსი 1.
მეტასტაზების გარეშე გადარჩენა (MFS) იყო პირველადი საბოლოო წერტილი, რომელიც განისაზღვრა, როგორც დრო რანდომიზირებიდან რენტგენოგრაფიულ პროგრესირებამდე ან სიკვდილამდე მკურნალობის შეწყვეტიდან 112 დღის განმავლობაში რენტგენოგრაფიული პროგრესირების მტკიცებულების გარეშე, რაც პირველი მოხდებოდა. კვლევაში შეფასებული ძირითადი მეორადი საბოლოო წერტილები იყო დრო „პსა“-ს პროგრესირებამდე, დრო ახალი ანტინეოპლასტური თერაპიის (TTA) პირველად გამოყენებამდე, საერთო გადარჩენამდე (OS). დამატებითი მეორადი საბოლოო წერტილები მოიცავდა დროს ციტოტოქსიური ქიმიოთერაპიის პირველ გამოყენებამდე და ქიმიოთერაპიის გარეშე გადარჩენას. იხილეთ შედეგები ქვემოთ (ცხრილი 3).
ენზალუტამიდმა აჩვენა რადიოგრაფიული პროგრესირების ან სიკვდილის შედარებითი რისკის სტატისტიკურად მნიშვნელოვანი 71%-იანი შემცირება პლაცებოსთან შედარებით [HR=0.29 (95% CI: 0.24, 0.35), p <0.0001]. მედიანური მეტასტაზების გარეშე გადარჩენა იყო 36.6 თვე (95% CI: 33.1, NR) ენზალუტამიდის ჯგუფში და 14.7 თვე (95% CI: 14.2, 15.0) პლაცებოს ჯგუფში. თანმიმდევრული მეტასტაზების გარეშე გადარჩენის შედეგები ასევე დაფიქსირდა პაციენტების ყველა წინასწარ განსაზღვრულ ქვეჯგუფში, მათ შორის იყო PSADT (<6 თვე ან ≥6 თვე), დემოგრაფიული რეგიონი (ჩრდილოეთი ამერიკა, ევროპა, დანარჩენი მსოფლიო), ასაკი (<75 ან ≥75), ძვლის სამიზნე აგენტის წინა გამოყენება (დიახ ან არა) (იხ. ნახაზი 2).
ცხრილი 3: ეფექტურობის შედეგების შეჯამება PROSPER კვლევაში (მკურნალობის განზრახვის ანალიზი)
ენზალუტამიდი
პლაცებო
N=933
N=468
პირველადი საბოლოო წერტილი
მეტასტაზების გარეშე გადარჩენა
მოვლენების რაოდენობა (%)
219 (23.5)
228 (48.7)
მედიანა, თვეები (95% CI)1
- 6 (33.1, NR)
- 7 (14.2, 15.0)
საფრთხის კოეფიციენტი (95% CI)2
- 29 (0.24, 0.35)
Pმნიშვნელობა3
p <0.0001
ძირითადი მეორადი ეფექტურობის საბოლოო წერტილები
ზოგადი გადარჩენა4
მოვლენების რაოდენობა (%)
288 (30.9)
178 (38.0)
მედიანა, თვეები (95% CI)1
- 0 (64.0, NR)
- 3 (54.4, 63.0)
საფრთხის კოეფიციენტი (95% CI)2
- 734 (0.608, 0.885)
Pმნიშვნელობა3
p=0.0011
დრო „პსა“-ს პროგრესირებამდე
მოვლენების რაოდენობა (%)
208 (22.3)
324 (69.2)
მედიანა, თვეები (95% CI)1
- 2 (33.1, NR)
- 9 (3.8, 4.0)
საფრთხის კოეფიციენტი (95% CI)2
- 07 (0.05, 0.08)
Pმნიშვნელობა3
p <0.0001
დრო ახალი ანტინეოპლასტური თერაპიის პირველ გამოყენებამდე
მოვლენების რაოდენობა (%)
142 (15.2)
226 (48.3)
მედიანა, თვეები (95% CI)1
- 6 (37.7, NR)
- 7 (16.2, 19.7)
საფრთხის კოეფიციენტი (95% CI)2
- 21 (0.17, 0.26)
Pმნიშვნელობა3
p <0.0001
NR=არ არის მიღწეული.
- კაპლან მაიერის შეფასებებზე დაყრდნობით.
- საფრთხის კოეფიციენტი დაფუძნებულია კოქსის რეგრესიის მოდელზე (მკურნალობა, როგორც ერთადერთი კოვარიატი) სტრატიფიცირებული „პსა“-ს გაორმაგების დროით და ძვლის მიზნობრივი აგენტის წინასწარი ან ერთდროული გამოყენებით. საფრთხის კოეფიციენტი შედარებითია პლაცებოსთან <1 ენზალუტამიდის სასარგებლოდ.
- P მნიშვნელობა ემყარება სტრატიფიცირებულ ლოგ-რანგის ტესტს „პსა“-ს გაორმაგების დროით (<6 თვე, ≥6 თვე) და ძვლის სამიზნე აგენტის წინა ან ერთდროულ გამოყენებაზე (დიახ, არა).
- წინასწარ განსაზღვრულ შუალედურ ანალიზზე დაყრდნობით, მონაცემთა შეწყვეტის თარიღით 2019 წლის 15 ოქტომბერი.
მეტასტაზების გარეშე გადარჩენა (%)
ენზალუტამიდი (N-933) მედიანა 36.6 თვე საფრთხის კოეფიციენტი = 0.29
პლაცებო (N=468) მედიანა 14.7 თვე 95% CI(0.24,0.35), p <0.0001
რისკის ქვეშ მყოფი პაციენტები თვეები
ენზალუტამიდი 933 865 759 637 528 431 418 328 237 158 87 77 31 4 0
პლაცებო 468 420 296 212 157 105 98 64 49 31 16 11 5 1 0
ნახაზი 2: მეტასტაზებისგან თავისუფალი გადარჩენის კაპლან მეიერის მრუდები PROSPER კვლევაში (მკურნალობის განზრახვის ანალიზი)
საერთო გადარჩენის საბოლოო ანალიზისას, რომელიც ჩატარდა, როდესაც დაფიქსირდა 466 სიკვდილი, საერთო გადარჩენის სტატისტიკურად მნიშვნელოვანი გაუმჯობესება დაფიქსირდა იმ პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ენზალუტამიდს, იმ პაციენტებთან შედარებით, რომლებიც იღებდნენ პლაცებოს, სიკვდილის რისკის 26.6%-ით შემცირებით [საფრთხის თანაფარდობა ( HR)=0.734, (95% CI: 0.608; 0.885), p=0.0011] (იხ. ნახაზი 3). მედიანური დაკვირვების დრო იყო 48.6 და 47.2 თვე ენზალუტამიდის და პლაცებოს ჯგუფებისთვის, შესაბამისად. ენზალუტამიდით ნამკურნალები პაციენტების 33%-მა და პლაცებოთი ნამკურნალევი პაციენტების 65%-მა მიიღო სულ მცირე ერთი შემდგომი ანტინეოპლასტიური თერაპია, რამაც შეიძლება გაახანგრძლივოს საერთო გადარჩენა.
გადარჩენა (%)
სუბიექტთა რაოდენობა მედიანა (95% CI) საფრთხის კოეფიციენტი (95% CI
ენზალუტამიდი 933 67.0 (64.0 NR) 0.733 (0.608, 0.883)
პლაცებო 468 56.3 (54.4, 63.0) REF
საერთო გადარჩენის ხანგრძლივობა (თვეები)
ენზალუტამიდი 933 (0) 920 (10) 897 (23) 865 (51) 822 (85) 745 (133) 608 (177) 475(213) 327 (257) 203 (272) 89 (282) 15 (287) 0 (288)
პლაცებო 468 (0) 465 (0) 444 (12) 421 (28) 381 (59) 348 (78) 274 (114) 196 (140) 140 (152) 87 (162) 30 (177) 9 (178) 0 (178)
ნახაზი 3: საერთო გადარჩენის კაპლან-მეიერის მრუდები PROSPER კვლევაში (მკურნალობის განზრახვის ანალიზი)
ენზალუტამიდმა აჩვენა „პსა“-ს პროგრესირების შედარებითი რისკის სტატისტიკურად მნიშვნელოვანი 93%-იანი შემცირება პლაცებოსთან შედარებით [HR=0.07 (95% CI: 0.05, 0.08), p <0.0001]. „პსა“-ს პროგრესირების საშუალო დრო იყო 37.2 თვე (95% CI: 33.1, NR) ენზალუტამიდის ჯგუფში და 3.9 თვე (95% CI: 3.8, 4.0) პლაცებოს ჯგუფში.
ენზალუტამიდმა აჩვენა ახალი ანტინეოპლასტიკური თერაპიის პირველ გამოყენებამდე დროის სტატისტიკურად მნიშვნელოვანი დაყოვნება პლაცებოსთან შედარებით [HR=0.21 (95% CI: 0.17, 0.26), p <0.0001]. ახალი ანტინეოპლასტიკური თერაპიის პირველი გამოყენებამდე დრო იყო 39.6 თვე (95% CI: 37.7, NR) ენზალუტამიდის ჯგუფში და 17.7 თვე (95% CI: 16.2, 19.7) პლაცებოს ჯგუფში (იხ. ნახაზი 4).
ანტინეოპლასტური თერაპია (%)
ენზალუტამიდი (N-933) მედიანა 96.6 თვე საფრთხის კოეფიციენტი = 0.21
პლაცებო (N=468) მედიანა 17.7 თვე 95% CI(0.17,0.26), p <0.0001
რისკის ქვეშ მყოფი პაციენტები თვეები
ენზალუტამიდი 933 829 729 625 526 418 313 213 121 49 7 0
პლაცებო 468 406 299 221 166 107 72 46 21 9 1 0
ნახაზი 4: ახალი ანტინეოპლასტიკური თერაპიის პირველად გამოყენებამდე დროის კაპლან-მეიერის მრუდები PROSPER-ის კვლევაში (მკურნალობის განზრახვის ანალიზი)
MDV3100-09 (STRIVE) კვლევა (არამეტასტაზური/მეტასტაზური კასტრაცია-რეზისტენტული პროსტატის კიბოს მქონე პაციენტები, რომლებსაც არ მიუღიათ ქიმიოთერაპია)
STRIVE კვლევაში ჩაერთო არამეტასტაზური ან მეტასტაზური კასტრაცია-რეზისტენტული პროსტატის კიბოს მქონე 396 პაციენტი, რომლებსაც ჰქონდათ სეროლოგიური ან რენტგენოგრაფიული დაავადების პროგრესირება, მიუხედავად პირველადი ანდროგენის დეპრივაციული თერაპიისა, რომლებიც რანდომიზირებულნი იყვნენ ენზალუტამიდის მიღებაზე 160 მგ დღეში ერთხელ (N=198) ან ბიკალუტამიდის მიღებაზე დოზით 50 მგ დღეში ერთხელ (N=198). „პსა“ იყო პირველადი საბოლოო წერტილი, რომელიც განისაზღვრა, როგორც დრო რანდომიზაციიდან რენტგენოგრაფიული პროგრესირების, „პსა“ პროგრესირების ან კვლევისას სიკვდილის ადრეულ ობიექტურ მტკიცებულებამდე. საშუალო „პსა“ იყო 19.4 თვე (95% CI: 16.5, მიუღწეველი) ენზალუტამიდის ჯგუფში და 5.7 თვე (95% CI: 5.6, 8.1) ბიკალუტამიდის ჯგუფში [HR=0.24 (95% CI: 0.18, 0.32), p<0.0001]. „პსა“-ზე ენზალუტამიდის თანმიმდევრული სარგებელი ბიკალუტამიდთან შედარებით დაფიქსირდა ყველა წინასწარ განსაზღვრულ პაციენტთა ქვეჯგუფში. არამეტასტაზური ქვეჯგუფისთვის (N=139) 70 პაციენტიდან სულ 19 პაციენტში (27.1%), რომლებიც მკურნალობდნენ ენზალუტამიდით და 69 პაციენტიდან 49 პაციენტში (71.0%), რომლებიც მკურნალობდნენ ბიკალუტამიდით, აღინიშნებოდა პროგრესირების გარეშე გადარჩენის მოვლენები (სულ 68 მოვლენა). საფრთხის კოეფიციენტი იყო 0.24 (95% CI: 0.14, 0.42) და პროგრესირების გარეშე გადარჩენის მოვლენამდე მედიანური დრო არ იყო მიღწეული ენზალუტამიდის ჯგუფში, ხოლო ბიკალუტამიდის ჯგუფში ეს დრო იყო 8.6 თვე (იხ. ნახაზი 5).
პროგრესირების გარეშე გადარჩენა (%)
ენზალუტამიდი (N=198) მედიანა 19.4 თვე საფრთხის კოეფიციენტი = 0.24
პლაცებო (N=198) მედიანა 5.7 თვე 95% CI(0.18,0.32), p <0.0001
რისკის ქვეშ მყოფი პაციენტები თვეები
ენზალუტამიდი 198 171 150 131 101 66 43 24 16 5 0
პლაცებო 198 138 80 51 29 17 9 5 3 1 0
ნახაზი 5: პროგრესირების გარეშე გადარჩენის კაპლან მეიერის მრუდები STRIVE კვლევაში (მკურნალობის განზრახვის ანალიზი)
9785-CL-0222 (TERRAIN) კვლევა (ქიმიოთერაპიის გარეშე მეტასტაზური კასტრაცია-რეზისტენტული პროსტატის კიბოს მქონე პაციენტები)
TERRAIN კვლევაში ჩაერთო ქიმიო და ანტიანდროგენული თერაპიის გარეშე მეტასტაზური კასტრაცია-რეზისტენტული პროსტატის კიბოს მქონე 375 პაციენტი, რომლებიც რანდომიზირებულნი იყვნენ ენზალუტამიდის 160 მგ დოზით დღეში ერთხელ (N=184) ან ბიკალუტამიდის 50 მგ დოზით დღეში ერთხელ (N=191) მიღებაზე. მედიანური პროგრესირების გარეშე გადარჩენა იყო 15.7 თვე ენზალუტამიდის მიმღები პაციენტებისთვის, 5.8 თვე ბიკალუტამიდის მიმღები პაციენტებისთვის [HR=0.44 (95% CI: 0.34, …
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
გამოყენების ინსტრუქცია
შეფუთვის ფურცელი: ინფორმაცია პაციენტისთვის
ლუტანი 40 მგ რბილი კაფსულები
ენზალუტამიდი
ყურადღებით წაიკითხეთ ეს ინსტრუქცია სრულად, სანამ დაიწყებთ ამ პრეპარატის მიღებას, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
- შეინახეთ ეს ფურცელი. შეიძლება დაგჭირდეთ ხელახლა წაკითხვა.
- თუ გაქვთ დამატებითი შეკითხვები, მიმართეთ თქვენს ექიმს.
- ეს პრეპარატი გამოწერილია მხოლოდ თქვენთვის. არ გადასცეთ ის სხვებს. ამან შეიძლება ზიანი მიაყენოს მათ, მაშინაც კი, თუ მათი დაავადების ნიშნები იგივეა, რაც თქვენი.
- თუ განვითარდა რაიმე გვერდითი მოვლენა, მიმართეთ თქვენს ექიმს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში. იხილეთ ნაწილი 4.
რა წერია ამ ფურცელში
- რა არის ლუტანი და რისთვის გამოიყენება
- რა უნდა იცოდეთ ლუტანის მიღებამდე
- როგორ მიიღება ლუტანი
- შესაძლო გვერდითი მოვლენები
- როგორ ინახება ლუტანი
- შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
- რა არის ლუტანი და რისთვის გამოიყენება
ლუტანი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას ენზალუტამიდს. ეს პრეპარატი გამოიყენება პროსტატის კიბოს მქონე ზრდასრული მამაკაცების სამკურნალოდ, როდესაც:
- აღარ ვლინდება პასუხი ჰორმონოთერაპიაზე ან ქირურგიულ მკურნალობაზე ტესტოსტერონის შესამცირებლად
ან
- გავრცელებულია ორგანიზმის სხვა ნაწილებზე და აღინიშნება პასუხი ჰორმონოთერაპიაზე ან ქირურგიულ მკურნალობაზე ტესტოსტერონის შესამცირებლად.
როგორ მოქმედებს ლუტანი
ლუტანი არის პრეპარატი, რომელიც მოქმედებს ანდროგენების (მაგალითად, ტესტოსტერონის) ჰორმონების აქტივობის ბლოკირებით. ანდროგენების ბლოკირებით, ენზალუტამიდი აჩერებს პროსტატის კიბოს უჯრედების ზრდას და დაყოფას.
- რა უნდა იცოდეთ ლუტანის მიღებამდე
არ მიიღოთ ლუტანი
- თუ ალერგიული ხართ ენზალუტამიდის ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილია მე-6 ნაწილში).
- თუ ხართ ორსულად ან შესაძლოა დაორსულდეთ (იხ. „ორსულობა, ძუძუთი კვება და ნაყოფიერება“).
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
გულყრა
გულყრა დაფიქსირდა ყოველი 1,000 ადამიანიდან 5-ში, რომლებიც იღებდნენ ენზალუტამიდს და ყოველი 1,000 ადამიანიდან ერთზე ნაკლებში, რომლებიც იღებდნენ პლაცებოს (იხილეთ „სხვა მედიკამენტები და ლუტანი“ ქვემოთ და ნაწილი 4 „შესაძლო გვერდითი მოვლენები“).
თუ იღებთ პრეპარატს, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს გულყრა ან გაზარდოს მგრძნობელობა გულყრას მიმართ (იხილეთ ქვემოთ „სხვა მედიკამენტები და ლუტანი“).
თუ განვითარდა გულყრა მკურნალობის დროს:
მიმართეთ თქვენს ექიმს რაც შეიძლება მალე. თქვენმა ექიმმა შეიძლება გადაწყვიტოს, რომ შეწყვიტოთ ამ პრეპარატის მიღება.
შექცევადი უკანა ენცეფალოპათიის სინდრომი (PRES)
იყო იშვიათი შეტყობინებები შექცევადი უკანა ენცეფალოპათიის სინდრომის, იშვიათი, შექცევადი მდგომარეობის შესახებ, რომელიც მოიცავს თავის ტვინს, პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ ენზალუტამიდით. თუ გაქვთ გულყრა, გაუარესებული თავის ტკივილი, დაბნეულობა, სიბრმავე ან მხედველობის სხვა პრობლემები, გთხოვთ დაუკავშირდით თქვენს ექიმს რაც შეიძლება მალე. (იხილეთ აგრეთვე ნაწილი 4 „შესაძლო გვერდითი მოვლენები“).
ახალი კიბოს რისკი (მეორე პირველადი ავთვისებიანი სიმსივნეები)
იყო შეტყობინებები ახალი (მეორე) კიბოს შესახებ, მათ შორის შარდის ბუშტისა და მსხვილი ნაწლავის კიბო პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ ენზალუტამიდით.
მიმართეთ თქვენს ექიმს რაც შეიძლება მალე, თუ შეამჩნევთ კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენის ნიშნებს, შარდში სისხლს ან ხშირად გრძნობთ შარდვის გადაუდებელ საჭიროებას ლუტანის მიღებისას.
ლუტანის მიღებამდე გაესაუბრეთ თქვენს ექიმს
- თუ იღებთ რაიმე მედიკამენტს სისხლის შედედების თავიდან ასაცილებლად (მაგ. ვარფარინი, აცენოკუმაროლი, კლოპიდოგრელი)
- თუ იყენებთ ქიმიოთერაპიას, როგორიცაა დოცეტაქსელი
- თუ გაქვთ ღვიძლის პრობლემები
- თუ გაქვთ თირკმელების პრობლემები
გთხოვთ, აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ გაქვთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი:
გულის ან სისხლძარღვების ნებისმიერი მდგომარეობა, მათ შორის გულის რითმის პრობლემები (არითმია), ან იღებთ ამ მდგომარეობის სამკურნალო მედიკამენტებს. ლუტანის გამოყენებისას შეიძლება გაიზარდოს გულის რითმის პრობლემების რისკი.
თუ ალერგიული ხართ ენზალუტამიდის მიმართ, ამან შეიძლება გამოიწვიოს გამონაყარი ან შეშუპება სახის, ენის, ტუჩის ან ყელის არეში. თუ ალერგიული ხართ ენზალუტამიდის ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ, არ მიიღოთ ეს პრეპარატი.
ენზალუტამიდით მკურნალობასთან დაკავშირებით აღინიშნა კანის ძლიერი გამონაყარი ან კანის აქერცვლა, ბუშტუკების წარმოქმნა და/ან პირის ღრუს წყლულები. დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას, თუ შეამჩნევთ რომელიმე ამ სიმპტომს.
თუ ზემოთ ჩამოთვლილიდან რომელიმე გეხებათ თქვენ ან არ ხართ დარწმუნებული, ამ პრეპარატის მიღებამდე გაესაუბრეთ თქვენს ექიმს.
ბავშვები და მოზარდები
ეს პრეპარატი არ გამოიყენება ბავშვებში და მოზარდებში.
სხვა პრეპარატები და ლუტანი
აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ იღებთ, ცოტა ხნის წინ მიიღეთ ან შესაძლოა მიიღოთ სხვა პრეპარატები. თქვენ უნდა იცოდეთ იმ პრეპარატების სახელწოდებები, რომლებსაც იღებთ. თან იქონიეთ მათი სია, რათა აჩვენოთ თქვენს ექიმს, როდესაც დაგინიშნავთ ახალ პრეპარატს. არ დაიწყოთ ან შეწყვიტოთ რაიმე პრეპარატის მიღება ექიმთან კონსულტაციის გარეშე, რომელმაც გამოგიწერათ ეს პრეპარატი.
აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ იღებთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ პრეპარატს. ლუტანთან ერთად მიღებისას ამ პრეპარატებმა შეიძლება გაზარდონ გულყრის რისკი:
- გარკვეული პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება ასთმის და სხვა რესპირატორული დაავადებების სამკურნალოდ (მაგ. ამინოფილინი, თეოფილინი).
- პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება გარკვეული ფსიქიკური აშლილობის სამკურნალოდ, როგორიცაა დეპრესია და შიზოფრენია (მაგ. კლოზაპინი, ოლანზაპინი, რისპერიდონი, ზიპრასიდონი, ბუპროპიონი, ლითიუმი, ქლორპრომაზინი, მეზორიდაზინი, თიორიდაზინი, ამიტრიპტილინი, დესიპრამინი, ოქსეპინი, იმიპრამინი, მაპროტილინი, მირტაზაპინი).
- გარკვეული პრეპარატები ტკივილის სამკურნალოდ (მაგ. პეთიდინი).
აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ იღებთ შემდეგ პრეპარატებს. ამ პრეპარატებმა შეიძლება გავლენა მოახდინონ ლუტანის ეფექტზე ან ლუტანმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ამ პრეპარატების ეფექტზე.
ეს მოიცავს გარკვეულ პრეპარატებს, რომლებიც გამოიყენება შემდეგი მიზნებისთვის:
- ქოლესტერინის დაქვეითება (მაგ.: გემფიბროზილი, ატორვასტატინი, სიმვასტატინი)
- ტკივილის მკურნალობა (მაგ. ფენტანილი, ტრამადოლი)
- კიბოს მკურნალობა (მაგ. კაბაზიტაქსელი)
- ეპილეფსიის მკურნალობა (მაგ. კარბამაზეპინი, კლონაზეპამი, ფენიტოინი, პრიმიდონი, ვალპროის მჟავა)
- გარკვეული ფსიქიკური აშლილობის მკურნალობა, როგორიცაა ძლიერი შფოთვა ან შიზოფრენია (მაგ. დიაზეპამი, მიდაზოლამი, ჰალოპერიდოლი)
- ძილის დარღვევების მკურნალობა (მაგ. ზოლპიდემი)
- გულის დაავადებების მკურნალობა ან არტერიული წნევის დაქვეითება (მაგ. ბისოპროლოლი, დიგოქსინი, დილთიაზემი, ფელოდიპინი, ნიკარდიპინი, ნიფედიპინი, პროპრანოლოლი, ვერაპამილი)
- ანთებით გამოწვეული სერიოზული დაავადების მკურნალობა (მაგ. დექსამეტაზონი, პრედნიზოლონი)
- აივ ინფექციის მკურნალობა (მაგ. ინდინავირი, რიტონავირი)
- ბაქტერიული ინფექციების მკურნალობა (მაგ. კლარითრომიცინი, დოქსიციკლინი)
- ფარისებრი ჯირკვლის დარღვევების მკურნალობა (მაგ. ლევოთიროქსინი)
- პოდაგრის მკურნალობა (მაგ. კოლხიცინი)
- კუჭ მხრივ დარღვევების მკურნალობა (მაგ. ომეპრაზოლი)
- გულის დაავადებების ან ინსულტის პრევენცია (მაგ. დაბიგატრან ეტექსილატი)
- ორგანოთა მოცილების პროფილაქტიკა (მაგ. ტაკროლიმუსი)
ლუტანმა შეიძლება ხელი შეუშალოს ზოგიერთ პრეპარატს, რომელიც გამოიყენება გულის რითმის პრობლემების სამკურნალოდ (მაგ. ქინიდინი, პროკაინამიდი, ამიოდარონი და სოტალოლი) ან შეიძლება გაზარდოს გულის რითმის პრობლემების რისკი ზოგიერთ სხვა პრეპარატთან ერთად გამოყენებისას (მაგ. მეტადონი, რომელიც გამოიყენება ტკივილის შესამსუბუქებლად და ნარკოდამოკიდებულების დეტოქსიკაციისას), მოქსიფლოქსაცინი (ანტიბიოტიკი), ანტიფსიქოზური საშუალებები, რომლებიც გამოიყენება სერიოზული ფსიქიკური დაავადებების დროს).
აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ იღებთ ზემოთ ჩამოთვლილ რომელიმე პრეპარატს. შესაძლოა საჭირო გახდეს ლუტანის ან ნებისმიერი სხვა პრეპარატის დოზის შეცვლა, რომელსაც იღებთ.
ორსულობა, ძუძუთი კვება და ნაყოფიერება
- ლუტანი არ გამოიყენება ქალებში. ამ პრეპარატმა შეიძლება ზიანი მიაყენოს ნაყოფს ან გამოიწვიოს ორსულობის შეწყვეტა თუ მას მიიღებს ორსული. არ უნდა მიიღონ ორსულებმა, ქალებმა, რომლებიც შეიძლება დაორსულდნენ ან მეძუძურმა ქალებმა.
- ამ პრეპარატმა შესაძლოა გავლენა მოახდინოს მამაკაცის ნაყოფიერებაზე.
- თუ გაქვთ სქესობრივი კავშირი ქალთან, რომელიც შეიძლია დაორსულდეს, გამოიყენეთ პრეზერვატივი და ჩასახვის საწინააღმდეგო სხვა ეფექტური მეთოდი მკურნალობის დროს და ამ პრეპარატით მკურნალობიდან 3 თვის განმავლობაში. თუ ორსულ ქალთან გაქვთ სქესობრივი კავშირი, გამოიყენეთ პრეზერვატივი, რათა დაიცვათ ნაყოფი.
- ქალი მომვლელების მიერ პრეპარატთან მოპყრობის და გამოყენების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ნაწილში 3 „როგორ მიიღება ლუტანი“.
ავტომობილის და მექანიზმების მართვა
ლუტანმა შეიძლება ზომიერიად იმოქმედოს ავტომობილისა და მექანიზმების მართვის უნარზე. გულყრა აღინიშნა პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ენზალუტამიდს. თუ გაქვთ გულყრის განვითარების უფრო მაღალი რისკი, მიმართეთ თქვენს ექიმს.
ლუტანი შეიცავს სორბიტოლს
ეს პრეპარატი შეიცავს 91,6 მგ სორბიტოლს (შაქრის სახეობას) თითო კაფსულაში. თუ ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ აუტანლობა ზოგიერთი შაქრის მიმართ, ამ პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს.
- როგორ მიიღება ლუტანი
ყოველთვის მიიღეთ ეს პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც თქვენმა ექიმმა გითხრათ. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს.
ჩვეულებრივი დოზა არის 160 მგ (ოთხი რბილი კაფსულა), რომელიც მიიღება ერთსა და იმავე დროს დღეში ერთხელ.
ლუტანის მიღება
- რბილი კაფსულები გადაყლაპეთ მთლიანად წყლის მიყოლებით.
- არ დაღეჭოთ, არ განაზავოთ ან არ გახსნათ რბილი კაფსულები გადაყლაპვამდე.
- ამ პრეპარატის მიღება შესაძლებელია საკვებთან ერთად ან მის გარეშე.
- ლუტანთან შეხება შეუძლია მხოლოდ პაციენტს და მის მომვლელს. ქალები, რომლებიც არიან ორსულად ან შეიძლება დაორსულდნენ, არ უნდა შეეხონ დაზიანებულ ან გახსნილ ენზალუტამიდის კაფსულებს ხელთათმანების მსგავსი დაცვის გარეშე.
ლუტანის მიღებისას ექიმმა შესაძლოა დაგინიშნოთ სხვა პრეპარატებიც.
თუ მიიღებთ იმაზე მეტ ლუტანს, ვიდრე საჭიროა
თუ მიიღებთ მითითებულზე მეტ რბილ კაფსულას, შეწყვიტეთ ლუტანის მიღება და მიმართეთ თქვენს ექიმს. შეიძლება გქონდეთ გულყრის ან სხვა გვერდითი ეფექტების გაზრდილი რისკი.
თუ დაგავიწყდათ ლუტანის მიღება
- თუ დაგავიწყდათ ლუტანის მიღება დადგენილ დროს, მიიღეთ ჩვეული დოზა, როგორც კი გაგახსენდებათ.
- თუ დაგავიწყდათ ლუტანის მიღება მთელი დღის განმავლობაში, მიიღეთ ჩვეული დოზა მეორე დღეს.
- თუ დაგავიწყდათ ლუტანის მიღება ერთ დღეზე მეტი ხნის განმავლობაში, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს.
- არ მიიღოთ ორმაგი დოზა დავიწყებული დოზის ასანაზღაურებლად.
თუ შეწყვეტთ ლუტანის მიღებას
არ შეწყვიტოთ ამ პრეპარატის მიღება, თუ ამას თქვენი ექიმი არ გეტყვით.
თუ გაქვთ დამატებითი შეკითხვები ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს.
- შესაძლო გვერდითი მოვლენები
ყველა პრეპარატის მსგავსად, ამ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
გულყრა
გულყრა დაფიქსირდა ყოველი 1,000-დან 5 ადამიანში, ვინც იღებდა ენზალუტამიდს და ყოველი 1,000-დან ერთზე ნაკლებ ადამიანში, ვინც იღებდა პლაცებოს.
გულყრის განვითარება უფრო სავარაუდოა, თუ მიიღებთ ამ პრეპარატის რეკომენდებულზე მეტ დოზას, იღებთ ზოგიერთ სხვა მედიკამენტს, ან გაქვთ კრუნჩხვის ჩვეულებრივზე მაღალი რისკი.
თუ გაქვთ გულყრა, მიმართეთ თქვენს ექიმს, რაც შეიძლება მალე. თქვენმა ექიმმა შეიძლება გადაწყვიტოს, რომ თქვენ უნდა შეწყვიტოთ ლუტანის მიღება.
შექცევადი უკანა ენცეფალოპათიის სინდრომი
იყო იშვიათი შეტყობინებები შექცევადი უკანა ენცეფალოპათიის სინდრომის შესახებ (შეიძლება აღინიშნოს 1000-დან 1 ადამიანში), იშვიათი, შექცევადი მდგომარეობა, რომელიც მოიცავს ტვინს, პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ ენზალუტამიდით. თუ გაქვთ გულყრა, გაუარესებული თავის ტკივილი, დაბნეულობა, სიბრმავე ან მხედველობის სხვა პრობლემები, გთხოვთ დაუკავშირდით თქვენს ექიმს რაც შეიძლება მალე.
სხვა შესაძლო გვერდითი მოვლენებია:
ძალიან ხშირი (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანში)
- დაღლილობა,
- დაცემა, ძვლების მოტეხილობა,
- სიცხის მოწოლა (ალები),
- მაღალი არტერიული წნევა
ხშირი (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1 ადამიანში)
- თავის ტკივილი,
- შფოთვის გრძნობა,
- კანის სიმშრალე, ქავილი,
- დამახსოვრების გაძნელება,
- გულის არტერიების ბლოკირება (გულის იშემიური დაავადება),
- მკერდის გადიდება მამაკაცებში (გინეკომასტია),
- მოუსვენარი ფეხების სინდრომი (სხეულის ნაწილის, ჩვეულებრივ ფეხის მოძრაობის უკონტროლო სურვილი),
- კონცენტრაციის დაქვეითება,
- გულმავიწყობა,
- გემოს შეგრძნების ცვლილება
არახშირი (შეიძლება განვითარდეს 100-დან 1 ადამიანში)
- ჰალუცინაციები,
- ნათელი აზროვნების გაძნელება,
- სისხლის თეთრი უჯრედების დაბალი რაოდენობა
უცნობია (სიხშირე შეუძლებელია შეფასდეს არსებული მონაცემების მიხედვით)
- კუნთების ტკივილი, კუნთების სპაზმი, კუნთების სისუსტე, ზურგის ტკივილი,
- ცვლილებები ეკგ-ზე (QT-ს გახანგრძლივება),
- კუჭის გაღიზიანება, მათ შორის შეუძლოდ ყოფნის შეგრძნება (გულისრევა),
- გამონაყარი,
- შეუძლოდ ყოფნა (ღებინებინება),
- სახის, ტუჩების, ენის და/ან ყელის შეშუპება,
- სისხლში თრომბოციტების შემცირება (რაც ზრდის სისხლდენის ან სისხლჩაქცევების რისკს),
- დიარეა.
გვერდითი მოვლენების შეტყობინება
თუ განვითარდა რაიმე გვერდითი მოვლენა, მიმართეთ ექიმს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შეტყობინებით თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოწოდებას.
- როგორ ინახება ლუტანი
შეინახეთ ეს პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია ბლისტერზე და გარე კოლოფზე EXP-ის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ეხება ამ თვის ბოლო დღეს.
ეს პრეპარატი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.
არ მიიღოთ რბილი კაფსულა, რომელიც ჟონავს, დაზიანებულია ან აღენიშნება ფალსიფიცირების ნიშნები.
არ გადაყაროთ პრეპარატები კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გადაყაროთ პრეპარატები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
- შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს ლუტანი
- აქტიური ნივთიერება არის ენზალუტამიდი. თითოეული რბილი კაფსულა შეიცავს 40 მგ ენზალუტამიდს.
- რბილი კაფსულის სხვა ინგრედიენტებია: კაპრილოკაპროილ მაკროგოლგლიცერიდები, ბუტილჰიდროქსიანიზოლი (E320) და ბუტილჰიდროქსიტოლუენი (E321).
- რბილი კაფსულის გარსის ინგრედიენტებია: ჟელატინი, სორბიტოლი, ნაწილობრივ დეჰიდრატირებული სითხე (იხ. ნაწილი 2), გლიცერინი (E422), ტიტანის დიოქსიდი (E171), გაწმენდილი წყალი.
ლუტანის გარეგნული აღწერა და შეფუთვის შიგთავსი
- ლუტანის რბილი კაფსულები არის თეთრიდან მოთეთრო გაუმჭვირვალე, მოგრძო ფორმის, 22,0 (± 2,5) მმ სიგრძისა და 9,5 (± 2,5) მმ სიგანის და შეიცავს უფერო ან ოდნავ ყვითელ, გამჭვირვალე სითხეს.
- თითოეული მუყაოს კოლოფი შეიცავს 28 ბლისტერს თითოეულს 4 რბილი კაფსულით. შეფუთვის ზომა არის 112 კაფსულა.
სავაჭრო ნებართვის მფლობელი საქართველოში
შპს "ავერსი-ფარმა"
აღმაშენებლის გამზ. 148
0112 თბილისი, საქართველო
მწარმოებელი:
Lotus Pharmaceutical Co., Ltd.
Nantou Plant
No. 30, Chenggong 1st Road,
Sinsing Village,
Nantou City, 54066,
Nantou County,
Taiwan
ლიცენზიის მფლობელი:
Adalvo Limited
Malta Life Science Park
Building 1, Level 4
Sir Temi Zammit Buildings
San Ġwann Industrial Estate
San Ġwann
Malta SGN3000
ტექსტის გადახედვის თარიღი
- 10.2024 წ.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


