ლოპილოქსი
LOPILOX
ყაბზობა: ნაწლავის ფიზიოლოგიური რიტმის რეგულირება. დეფეკაციის შემსუბუქება: მდგომარეობები, რომლებიც მოითხოვს დეფეკაციის პროცესის გაიოლებას (მაგ., ბუასილი, მსხვილ ნაწლავსა და ანორექტალურ მიდამოში ჩატარებული ქირურგიული ჩარევის შემდგომი პერიოდი). …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ლაქტულოზა (lactulose)
- ფორმა და შეფუთვა
- 3,335გ/5მლ 200მლ სიროფი პეტ-ის ფლაკონი №1
- მწარმოებელი
- «Yuria-Pharm» LLC, უკრაინა
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ყაბზობის სამკურნალო პრეპარატები, ოსმოსური მოქმედების საფაღარათო საშუალებები
- ATC კოდი
- A06AD11
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-046084
- რეგისტრირებულია
- 5 აგვისტო 2026, მოქმედებს 12 იანვარი 2029-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- «Yuria-Pharm» LLC (უკრაინა)
- განმცხადებელი
- შპს „ავერსი-ფარმა“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ლოპილოქსი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ყაბზობა: ნაწლავის ფიზიოლოგიური რიტმის რეგულირება.
დეფეკაციის შემსუბუქება: მდგომარეობები, რომლებიც მოითხოვს დეფეკაციის პროცესის გაიოლებას (მაგ., ბუასილი, მსხვილ ნაწლავსა და ანორექტალურ მიდამოში ჩატარებული ქირურგიული ჩარევის შემდგომი პერიოდი).
ღვიძლისმიერი ენცეფალოპათია: ღვიძლისმიერი კომისა და პრეკომის მკურნალობა და პრევენცია.
მიღების წესი და დოზირება
ლოპილოქსის მიღება შესაძლებელია როგორც განზავებული, ასევე განუზავებელი სახით. დოზა უნდა დარეგულირდეს კლინიკური ეფექტის მიხედვით.
ლაქტულოზის ერთჯერადი დოზა დაუყოვნებლივ უნდა გადაიყლაპოს; არ დატოვოთ პრეპარატი პირის ღრუში ხანგრძლივად.
დოზირების რეჟიმი უნდა შეირჩეს პაციენტის ინდივიდუალური საჭიროებების შესაბამისად.
თუ პრეპარატი ინიშნება დღეში ერთხელ, დოზა ყოველთვის უნდა მიიღოთ დღის ერთსა და იმავე დროს, მაგალითად, საუზმისას. საფაღარათო თერაპიის დროს რეკომენდებულია დღის განმავლობაში საკმარისი რაოდენობის სითხის (1.5-2 ლიტრი, რაც 6-8 ჭიქის ექვივალენტურია) მიღება.
დოზირება ყაბზობის ან დეფეკაციის შემსუბუქების საჭიროების მქონე მდგომარეობების დროს:
ლაქტულოზა შეიძლება მიღებულ იქნას ერთჯერადი დღიური დოზის სახით ან გაიყოს ორ დოზად.
რამდენიმე დღის შემდეგ, მკურნალობაზე რეაგირების მიხედვით, შესაძლებელია საწყისი დოზის კორექტირება შემანარჩუნებელ დოზამდე. თერაპიული ეფექტის მისაღწევად შესაძლოა საჭირო გახდეს პრეპარატის რამდენიმედღიანი (2-3 დღე) მიღება.
ასაკი
საწყისი დოზა, დღეში
შემანარჩუნებელი დოზა, დღეში
მოზდრილები და ბავშვები 14 წლის ზემოთ
15-45 მლ
15-30 მლ
7-14 წლის ბავშვები
15 მლ
10-15 მლ
1-6 წლის ბავშვები
5-10 მლ
5-10 მლ
1 წლამდე ასაკის ბავშვები
5 მლ-მდე
5 მლ-მდე
დოზირება ღვიძლისმიერი კომისა და პრეკომის დროს (მხოლოდ მოზრდილებისთვის):
საწყისი დოზა შეადგენს 30-45 მლ-ს, დღეში 3-4-ჯერ. აღნიშნული დოზა შესაძლოა შეიცვალოს შემანარჩუნებელი დოზის მიღწევამდე, რომელიც უზრუნველყოფს განავლის მსუბუქ კონსისტენციას (დღეში 2-3-ჯერ).
პორტოსისტემური ენცეფალოპათიის მქონე ბავშვებში (0-18 წელი) პრეპარატის უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ არის. შესაბამისი მონაცემები არ არსებობს.
ხანდაზმული პაციენტები და თირკმლის ან ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტები:
რადგან ლაქტულოზის სისტემური ეფექტები უმნიშვნელოა, პაციენტთა ამ ჯგუფებისთვის სპეციფიკური დოზირების რეკომენდაციები არ არსებობს.
ბავშბები.
ბავშვებში საფაღარათო საშუალებების გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში და საჭიროებს ექიმის მეთვალყურეობას. მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ მკურნალობის პერიოდში შესაძლოა დაირღვეს ნაწლავის დაცლის ფიზიოლოგიური რეფლექსი.
უკუჩვენებები
გალაქტოზემია; კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გაუვალობა, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პერფორაცია ან მისი განვითარების რისკი; მომატებული მგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ.
სიფრთხილის ზომები
ექიმთან კონსულტაცია რეკომენდებულია შემდეგ შემთხვევებში:
- მკურნალობის დაწყებამდე მუცლის არეში გაურკვეველი წარმოშობის ტკივილის არსებობისას;
- თუ მკურნალობის დაწყებიდან რამდენიმე დღის განმავლობაში სასურველი თერაპიული ეფექტი არ დადგა.
ლაქტოზის აუტანლობის მქონე პაციენტებმა ლოპილოქსი სიფრთხილით უნდა გამოიყენონ.
მედიკამენტში შემავალი შაქრის რაოდენობის გათვალისწინებით, ყაბზობის სამკურნალოდ გამოყენებული დოზა დიაბეტით დაავადებულთათვის პრობლემას არ წარმოადგენს. თუმცა, ღვიძლისმიერი (პრე)კომის მკურნალობისას გამოყენებული დოზები, როგორც წესი, მნიშვნელოვნად მაღალია, ამიტომ აღნიშნულ პაციენტებში პრეპარატის შემადგენლობაში არსებული შაქრის შემცველობა გასათვალისწინებელია.
პრეპარატის ხანგრძლივმა, დოზის კორექციის გარეშე გამოყენებამ ან არასათანადო მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს დიარეა და ელექტროლიტური დისბალანსი.
პრეპარატი შეიცავს ლაქტოზას, გალაქტოზას და მცირე რაოდენობით ფრუქტოზას. ამიტომ, პაციენტებმა, რომლებსაც აქვთ გალაქტოზის ან ფრუქტოზის აუტანლობის იშვიათი მემკვიდრეობითი ფორმები, ლაპ-ლაქტაზას დეფიციტი ან გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბცია, აღნიშნული პრეპარატი არ უნდა მიიღონ. გასტროკარდიული სინდრომის (რომჰელდის სინდრომი) მქონე პაციენტებმა ლაქტულოზა უნდა მიიღონ მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ. მეტეორიზმის თავიდან ასაცილებლად რეკომენდებულია დოზის თანდათანობითი გაზრდა. მეტეორიზმის განვითარების შემთხვევაში, დოზა უნდა შემცირდეს ან მკურნალობა უნდა შეწყდეს.
გამოყენება ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში:
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
პრეპარატის ურთიერთქმედების კვლევები ჩატარებული არ არის. ლაქტულოზამ შესაძლოა გააძლიეროს სხვა პრეპარატებით (მაგ., თიაზიდური შარდმდენებით, კორტიკოსტეროიდებით და ამფოტერიცინ B-თი) გამოწვეული კალიუმის კარგვა. კალიუმის დეფიციტმა შესაძლოა გააძლიეროს გულის გლიკოზიდების ეფექტი.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ნაყოფზე ზემოქმედება მოსალოდნელი არ არის, რადგან ლაქტულოზის სისტემური ეფექტი ორსულ ქალზე უმნიშვნელოა. ლოპილოქსის გამოყენება შესაძლებელია ორსულობის დროს.
ძუძუთი კვება: ძუძუთი კვების დროს ახალშობილზე/ჩვილზე ზემოქმედება მოსალოდნელი არ არის, რადგან ლაქტულოზის სისტემური ეფექტი მეძუძურ ქალზე უმნიშვნელოა.
ფერტილობა: ლაქტულოზის სისტემური ზემოქმედება უმნიშვნელოა, შესაბამისად, რეპროდუქციულ ფუნქციაზე გავლენა მოსალოდნელი არ არის.
ზემოქმედება ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე: ლოპილოქსს არ გააჩნია ან აქვს უმნიშვნელო გავლენა ავტომობილის მართვისა და რთული მექანიზმების მართვის უნარზე.
გვერდითი მოვლენები
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ძალიან ხშირი – დიარეა; ხშირი – მეტეორიზმი, მუცლის ტკივილი, გულისრევა და ღებინება.
ლაბორატორიული მაჩვენებლების ცვლილება: იშვიათი – ელექტროლიტური დისბალანსი დიარეის შედეგად.
იმუნური სისტემის მხრივ: სიხშირე უცნობია – ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები.
კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ: სიხშირე უცნობია – გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრის ციება.
ბავშვები: ბავშვებში უსაფრთხოების პროფილი მოსალოდნელია, რომ მსგავსი იყოს მოზრდილებში არსებული უსაფრთხოების პროფილისა.
ვარგისობის ვადა: 2 წელი.
ჭარბი დოზა
ჭარბი დოზირების შემთხვევაში შესაძლოა განვითარდეს მუცლის ტკივილი და დიარეა. რეკომენდებული მკურნალობა მოიცავს პრეპარატის მიღების შეწყვეტას ან დოზის შემცირებას. დიარეის ან ღებინების შედეგად სითხის ჭარბი დაკარგვის შემთხვევაში საჭიროა ელექტროლიტური დისბალანსის კორექცია.
გვერდითი რეაქციები
უსაფრთხოების ზოგადი პროფილი: მკურნალობის პირველ დღეებში შესაძლოა განვითარდეს მეტეორიზმი, რომელიც, როგორც წესი, რამდენიმე დღეში ქრება.
პრეპარატის რეკომენდებულზე მაღალი დოზით გამოყენებისას შესაძლოა განვითარდეს მუცლის ტკივილი და დიარეა. აღნიშნულ შემთხვევაში დოზა უნდა შემცირდეს. მაღალი თერაპიული დოზების ხანგრძლივი გამოყენებისას (როგორც წესი, პორტოსისტემური ენცეფალოპათიის მქონე პაციენტებში) დიარეის შედეგად შესაძლებელია ელექტროლიტური დისბალანსის განვითარება.
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერება: ლაქტულოზა.
5 მლ სიროფი შეიცავს 3.335 გ ლაქტულოზას.
დამხმარე ნივთიერება: გასუფთავებული წყალი.
დოზირების ფორმა: სიროფი.
ძირითადი ფიზიკო-ქიმიური თვისებები: გამჭვირვალე ან ოდნავ გაუმჭვირი, ბლანტი სითხე; უფერო ან ღია მოყავისფრო-მოყვითალო ფერის.
შენახვის პირობები
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში, არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე. არ გაყინოთ.
შეფუთვა
200 მლ პოლიმერული ბოთლი. 1 ბოთლი მუყაოს კოლოფში.
გაცემის რეჟიმი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III, გაიცემა რეცეპტის გარეშე
მწარმოებელი
შპს „იურია-ფარმი“.
მწარმოებლის მისამართი
უკრაინა, 18030, ჩერკასის ოლქი, ქ. ჩერკასი, კობზარსკაიას ქუჩა, №108. ტელ.: +38 (044) 281-01-01.
ბოლო გადასინჯვის თარიღი
ფარმაკოლოგიური თვისებები
ოსმოსური საფაღარათო საშუალება.
ათქ კოდი: A06A D11.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა.
პრეპარატი წარმოადგენს საფაღარათო საშუალებას. მსხვილ ნაწლავში ლაქტულოზა ნაწლავის მიკროფლორის მიერ იშლება დაბალმოლეკულურ ორგანულ მჟავებად. ეს მჟავები ამცირებს pH-ს მსხვილი ნაწლავის სანათურში და ოსმოსური ეფექტის მეშვეობით ზრდის ნაწლავის შიგთავსის მოცულობას. აღნიშნული პროცესი ასტიმულირებს მსხვილი ნაწლავის პერისტალტიკას, ახდენს განავლის კონსისტენციის ნორმალიზებას, აღმოფხვრის შეკრულობას და ხელს უწყობს ნაწლავის ნორმალური ფუნქციონირების აღდგენას. პორტოსისტემური ენცეფალოპათიის ან ღვიძლის (პრე)კომის დროს პრეპარატის მოქმედება განპირობებულია აციდოფილური ბაქტერიების (მაგ., ლაქტობაცილების) რაოდენობის გაზრდით და პროტეოლიზური ბაქტერიების ზრდის დათრგუნვით. ნაწლავის მჟავიანობის მომატება ხელს უწყობს ამიაკის იონიზებულ ფორმად გარდაქმნას და ნაწლავების გაწმენდას. პრეპარატი ასევე ხელს უწყობს ბაქტერიული აზოტის მეტაბოლიზმს, ამიაკის ბაქტერიული ცილების სინთეზისთვის გამოყენების სტიმულირების გზით.
პრებიოტიკის სახით, ლაქტულოზა აძლიერებს სასარგებლო მიკროფლორის (ბიფიდობაქტერიები, ლაქტობაცილები) ზრდას და აფერხებს პოტენციურად პათოგენური მიკროორგანიზმების (მაგ., კლოსტრიდიები, E. coli) გამრავლებას, რაც უზრუნველყოფს ნაწლავის ფლორის ბალანსის ნორმალიზებას.
ფარმაკოკინეტიკა
ლაქტულოზა პერორალური მიღების შემდეგ პრაქტიკულად არ შეიწოვება და ნაწლავებში უცვლელი სახით ხვდება. 40–75 მლ დოზით მიღებისას ლაქტულოზა მთლიანად მეტაბოლიზდება ნაწლავის ბაქტერიული ფლორის მიერ. უფრო მაღალი დოზების მიღებისას ლაქტულოზას გარკვეული ნაწილი შეიძლება გამოიყოს უცვლელი სახით.
კლინიკური მახასიათებლები
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
პრეპარატის გამოყენების ინსტრუქცია
ლოპილოქსი
LOPILOX
შემადგენლობა:
აქტიური ნივთიერება: ლაქტულოზა.
5 მლ სიროფი შეიცავს 3.335 გ ლაქტულოზას.
დამხმარე ნივთიერება: გასუფთავებული წყალი.
დოზირების ფორმა: სიროფი.
ძირითადი ფიზიკო-ქიმიური თვისებები: გამჭვირვალე ან ოდნავ გაუმჭვირი, ბლანტი სითხე; უფერო ან ღია მოყავისფრო-მოყვითალო ფერის.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ოსმოსური საფაღარათო საშუალება.
ათქ კოდი: A06A D11.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა.
პრეპარატი წარმოადგენს საფაღარათო საშუალებას. მსხვილ ნაწლავში ლაქტულოზა ნაწლავის მიკროფლორის მიერ იშლება დაბალმოლეკულურ ორგანულ მჟავებად. ეს მჟავები ამცირებს pH-ს მსხვილი ნაწლავის სანათურში და ოსმოსური ეფექტის მეშვეობით ზრდის ნაწლავის შიგთავსის მოცულობას. აღნიშნული პროცესი ასტიმულირებს მსხვილი ნაწლავის პერისტალტიკას, ახდენს განავლის კონსისტენციის ნორმალიზებას, აღმოფხვრის შეკრულობას და ხელს უწყობს ნაწლავის ნორმალური ფუნქციონირების აღდგენას. პორტოსისტემური ენცეფალოპათიის ან ღვიძლის (პრე)კომის დროს პრეპარატის მოქმედება განპირობებულია აციდოფილური ბაქტერიების (მაგ., ლაქტობაცილების) რაოდენობის გაზრდით და პროტეოლიზური ბაქტერიების ზრდის დათრგუნვით. ნაწლავის მჟავიანობის მომატება ხელს უწყობს ამიაკის იონიზებულ ფორმად გარდაქმნას და ნაწლავების გაწმენდას. პრეპარატი ასევე ხელს უწყობს ბაქტერიული აზოტის მეტაბოლიზმს, ამიაკის ბაქტერიული ცილების სინთეზისთვის გამოყენების სტიმულირების გზით.
პრებიოტიკის სახით, ლაქტულოზა აძლიერებს სასარგებლო მიკროფლორის (ბიფიდობაქტერიები, ლაქტობაცილები) ზრდას და აფერხებს პოტენციურად პათოგენური მიკროორგანიზმების (მაგ., კლოსტრიდიები, E. coli) გამრავლებას, რაც უზრუნველყოფს ნაწლავის ფლორის ბალანსის ნორმალიზებას.
ფარმაკოკინეტიკა
ლაქტულოზა პერორალური მიღების შემდეგ პრაქტიკულად არ შეიწოვება და ნაწლავებში უცვლელი სახით ხვდება. 40–75 მლ დოზით მიღებისას ლაქტულოზა მთლიანად მეტაბოლიზდება ნაწლავის ბაქტერიული ფლორის მიერ. უფრო მაღალი დოზების მიღებისას ლაქტულოზას გარკვეული ნაწილი შეიძლება გამოიყოს უცვლელი სახით.
კლინიკური მახასიათებლები
გამოყენების ჩვენებები.
ყაბზობა: ნაწლავის ფიზიოლოგიური რიტმის რეგულირება.
დეფეკაციის შემსუბუქება: მდგომარეობები, რომლებიც მოითხოვს დეფეკაციის პროცესის გაიოლებას (მაგ., ბუასილი, მსხვილ ნაწლავსა და ანორექტალურ მიდამოში ჩატარებული ქირურგიული ჩარევის შემდგომი პერიოდი).
ღვიძლისმიერი ენცეფალოპათია: ღვიძლისმიერი კომისა და პრეკომის მკურნალობა და პრევენცია.
უკუჩვენებები:
გალაქტოზემია; კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გაუვალობა, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პერფორაცია ან მისი განვითარების რისკი; მომატებული მგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და სხვა სახის ურთიერთქმედებები: პრეპარატის ურთიერთქმედების კვლევები ჩატარებული არ არის. ლაქტულოზამ შესაძლოა გააძლიეროს სხვა პრეპარატებით (მაგ., თიაზიდური შარდმდენებით, კორტიკოსტეროიდებით და ამფოტერიცინ B-თი) გამოწვეული კალიუმის კარგვა. კალიუმის დეფიციტმა შესაძლოა გააძლიეროს გულის გლიკოზიდების ეფექტი.
განსაკუთრებული მითითებები
ექიმთან კონსულტაცია რეკომენდებულია შემდეგ შემთხვევებში:
- მკურნალობის დაწყებამდე მუცლის არეში გაურკვეველი წარმოშობის ტკივილის არსებობისას;
- თუ მკურნალობის დაწყებიდან რამდენიმე დღის განმავლობაში სასურველი თერაპიული ეფექტი არ დადგა.
ლაქტოზის აუტანლობის მქონე პაციენტებმა ლოპილოქსი სიფრთხილით უნდა გამოიყენონ.
მედიკამენტში შემავალი შაქრის რაოდენობის გათვალისწინებით, ყაბზობის სამკურნალოდ გამოყენებული დოზა დიაბეტით დაავადებულთათვის პრობლემას არ წარმოადგენს. თუმცა, ღვიძლისმიერი (პრე)კომის მკურნალობისას გამოყენებული დოზები, როგორც წესი, მნიშვნელოვნად მაღალია, ამიტომ აღნიშნულ პაციენტებში პრეპარატის შემადგენლობაში არსებული შაქრის შემცველობა გასათვალისწინებელია.
პრეპარატის ხანგრძლივმა, დოზის კორექციის გარეშე გამოყენებამ ან არასათანადო მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს დიარეა და ელექტროლიტური დისბალანსი.
პრეპარატი შეიცავს ლაქტოზას, გალაქტოზას და მცირე რაოდენობით ფრუქტოზას. ამიტომ, პაციენტებმა, რომლებსაც აქვთ გალაქტოზის ან ფრუქტოზის აუტანლობის იშვიათი მემკვიდრეობითი ფორმები, ლაპ-ლაქტაზას დეფიციტი ან გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბცია, აღნიშნული პრეპარატი არ უნდა მიიღონ. გასტროკარდიული სინდრომის (რომჰელდის სინდრომი) მქონე პაციენტებმა ლაქტულოზა უნდა მიიღონ მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ. მეტეორიზმის თავიდან ასაცილებლად რეკომენდებულია დოზის თანდათანობითი გაზრდა. მეტეორიზმის განვითარების შემთხვევაში, დოზა უნდა შემცირდეს ან მკურნალობა უნდა შეწყდეს.
გამოყენება ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში:
ორსულობა: ნაყოფზე ზემოქმედება მოსალოდნელი არ არის, რადგან ლაქტულოზის სისტემური ეფექტი ორსულ ქალზე უმნიშვნელოა. ლოპილოქსის გამოყენება შესაძლებელია ორსულობის დროს.
ძუძუთი კვება: ძუძუთი კვების დროს ახალშობილზე/ჩვილზე ზემოქმედება მოსალოდნელი არ არის, რადგან ლაქტულოზის სისტემური ეფექტი მეძუძურ ქალზე უმნიშვნელოა.
ფერტილობა: ლაქტულოზის სისტემური ზემოქმედება უმნიშვნელოა, შესაბამისად, რეპროდუქციულ ფუნქციაზე გავლენა მოსალოდნელი არ არის.
ზემოქმედება ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე: ლოპილოქსს არ გააჩნია ან აქვს უმნიშვნელო გავლენა ავტომობილის მართვისა და რთული მექანიზმების მართვის უნარზე.
მიღების წესი და დოზირება
ლოპილოქსის მიღება შესაძლებელია როგორც განზავებული, ასევე განუზავებელი სახით. დოზა უნდა დარეგულირდეს კლინიკური ეფექტის მიხედვით.
ლაქტულოზის ერთჯერადი დოზა დაუყოვნებლივ უნდა გადაიყლაპოს; არ დატოვოთ პრეპარატი პირის ღრუში ხანგრძლივად.
დოზირების რეჟიმი უნდა შეირჩეს პაციენტის ინდივიდუალური საჭიროებების შესაბამისად.
თუ პრეპარატი ინიშნება დღეში ერთხელ, დოზა ყოველთვის უნდა მიიღოთ დღის ერთსა და იმავე დროს, მაგალითად, საუზმისას. საფაღარათო თერაპიის დროს რეკომენდებულია დღის განმავლობაში საკმარისი რაოდენობის სითხის (1.5-2 ლიტრი, რაც 6-8 ჭიქის ექვივალენტურია) მიღება.
დოზირება ყაბზობის ან დეფეკაციის შემსუბუქების საჭიროების მქონე მდგომარეობების დროს:
ლაქტულოზა შეიძლება მიღებულ იქნას ერთჯერადი დღიური დოზის სახით ან გაიყოს ორ დოზად.
რამდენიმე დღის შემდეგ, მკურნალობაზე რეაგირების მიხედვით, შესაძლებელია საწყისი დოზის კორექტირება შემანარჩუნებელ დოზამდე. თერაპიული ეფექტის მისაღწევად შესაძლოა საჭირო გახდეს პრეპარატის რამდენიმედღიანი (2-3 დღე) მიღება.
ასაკი
საწყისი დოზა, დღეში
შემანარჩუნებელი დოზა, დღეში
მოზდრილები და ბავშვები 14 წლის ზემოთ
15-45 მლ
15-30 მლ
7-14 წლის ბავშვები
15 მლ
10-15 მლ
1-6 წლის ბავშვები
5-10 მლ
5-10 მლ
1 წლამდე ასაკის ბავშვები
5 მლ-მდე
5 მლ-მდე
დოზირება ღვიძლისმიერი კომისა და პრეკომის დროს (მხოლოდ მოზრდილებისთვის):
საწყისი დოზა შეადგენს 30-45 მლ-ს, დღეში 3-4-ჯერ. აღნიშნული დოზა შესაძლოა შეიცვალოს შემანარჩუნებელი დოზის მიღწევამდე, რომელიც უზრუნველყოფს განავლის მსუბუქ კონსისტენციას (დღეში 2-3-ჯერ).
პორტოსისტემური ენცეფალოპათიის მქონე ბავშვებში (0-18 წელი) პრეპარატის უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ არის. შესაბამისი მონაცემები არ არსებობს.
ხანდაზმული პაციენტები და თირკმლის ან ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტები:
რადგან ლაქტულოზის სისტემური ეფექტები უმნიშვნელოა, პაციენტთა ამ ჯგუფებისთვის სპეციფიკური დოზირების რეკომენდაციები არ არსებობს.
ბავშბები.
ბავშვებში საფაღარათო საშუალებების გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში და საჭიროებს ექიმის მეთვალყურეობას. მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ მკურნალობის პერიოდში შესაძლოა დაირღვეს ნაწლავის დაცლის ფიზიოლოგიური რეფლექსი.
დოზის გადაჭარბება:
ჭარბი დოზირების შემთხვევაში შესაძლოა განვითარდეს მუცლის ტკივილი და დიარეა. რეკომენდებული მკურნალობა მოიცავს პრეპარატის მიღების შეწყვეტას ან დოზის შემცირებას. დიარეის ან ღებინების შედეგად სითხის ჭარბი დაკარგვის შემთხვევაში საჭიროა ელექტროლიტური დისბალანსის კორექცია.
გვერდითი რეაქციები
უსაფრთხოების ზოგადი პროფილი: მკურნალობის პირველ დღეებში შესაძლოა განვითარდეს მეტეორიზმი, რომელიც, როგორც წესი, რამდენიმე დღეში ქრება.
პრეპარატის რეკომენდებულზე მაღალი დოზით გამოყენებისას შესაძლოა განვითარდეს მუცლის ტკივილი და დიარეა. აღნიშნულ შემთხვევაში დოზა უნდა შემცირდეს. მაღალი თერაპიული დოზების ხანგრძლივი გამოყენებისას (როგორც წესი, პორტოსისტემური ენცეფალოპათიის მქონე პაციენტებში) დიარეის შედეგად შესაძლებელია ელექტროლიტური დისბალანსის განვითარება.
გვერდითი ეფექტების ჩამონათვალი:
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ძალიან ხშირი – დიარეა; ხშირი – მეტეორიზმი, მუცლის ტკივილი, გულისრევა და ღებინება.
ლაბორატორიული მაჩვენებლების ცვლილება: იშვიათი – ელექტროლიტური დისბალანსი დიარეის შედეგად.
იმუნური სისტემის მხრივ: სიხშირე უცნობია – ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები.
კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ: სიხშირე უცნობია – გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრის ციება.
ბავშვები: ბავშვებში უსაფრთხოების პროფილი მოსალოდნელია, რომ მსგავსი იყოს მოზრდილებში არსებული უსაფრთხოების პროფილისა.
ვარგისობის ვადა: 2 წელი.
შენახვის პირობები
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში, არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე. არ გაყინოთ.
შეფუთვა
200 მლ პოლიმერული ბოთლი. 1 ბოთლი მუყაოს კოლოფში.
გაცემის რეჟიმი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III, გაიცემა რეცეპტის გარეშე
მწარმოებელი
შპს „იურია-ფარმი“.
მწარმოებლის მისამართი
უკრაინა, 18030, ჩერკასის ოლქი, ქ. ჩერკასი, კობზარსკაიას ქუჩა, №108. ტელ.: +38 (044) 281-01-01.
ბოლო გადასინჯვის თარიღი
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახეთ ორიგინალი ან ჰკითხეთ ფარმაცევტს.


