პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანტიეპილეფსიური საშუალებები

ლირიკა

Lyrica®

რეცეპტით75მგინსტრუქცია ქართულადგერმანია
მოქმედი ნივთიერება
პრეგაბალინი (pregabalin)
ფორმა და შეფუთვა
75მგ მყარი კაფსულა №56
მწარმოებელი
Pfizer Manufacturing Deutschland GmbH, გერმანია
გაცემის წესი
I ჯგუფი, გაიცემა ფორმა №2 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტიეპილეფსიური საშუალებები, ანტიეპილეფსიური სხვა საშუალებები
ATC კოდი
N03AX16
რეგისტრაციის ნომერი
რ-024553
რეგისტრირებულია
2 მარტი 2018, მოქმედებს 2 მარტი 2028-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
Pfizer H.C.P. Corporation (აშშ)
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებალირიკა და სხვა წამალი ერთად

ლირიკა — ინსტრუქცია ქართულად

მიღების წესი და დოზირება

აღნიშნული პრეპარატი ყოველთვის მიიღებთ თქვენი ექიმის დანიშნულებისამებრ. რაიმე ეჭვის შემთხვევაში, გადაამოწმეთ ინფორმაცია თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.

თქვენი ექიმი განსაზღვრავს თქვენთვის ხელსაყრელ დოზას.

ლირიკა მიიღება მხოლოდ პერორალური გზით.

პერიფერიული და ცენტრალური ნეიროპათიული ტკივილები, ეპილეფსია ან გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა:

მიიღეთ თქვენი ექიმის მიერ დანიშნული კაფსულების რაოდენობა;

თქვენზე და თქვენს მდგომარეობაზე ადაპტირებული ჩვეულებრივი დოზა მერყეობს დღეში 150 მგ და 600 მგ შორის.

თქვენი ექიმი გაცნობებთ, ლირიკა დღეში ორჯერ უნდა მიიღოთ თუ სამჯერ. დღეში ორჯერ მიღების შემთხვევაში, ლირიკა მიიღეთ ერთხელ დილით და ერთხელ საღამოს, ყოველდღე, დაახლოებით ერთსა და იმავე საათებში. პრეპარატის სამჯერ მიღების შემთხვევაში, ლირიკა მიიღეთ დილას, შუადღით და საღამოს, ყოველდღე, დაახლოებით ერთსა და იმავე საათებში.

თუ ფიქრობთ, რომ ლირიკას მოქმედება ძალიან ძლიერია ან ძალიან სუსტია, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ ბრძანდებით ასაკოვანი (65 წელზე ზემოთ) პაციენტი, ჩვეულებრივ შეგიძლიათ მიიღოთ ლირიკა, თუ თირკმელების დაავადება არ გაწუხებთ.

თქვენი ექიმი განსაზღვრავს მიღების გრაფიკს და/ან დაგინიშნავთ განსხვავებულ დოზას თირკმელების დაავადების შემთხვევაში.

კაფსულა გადაყლაპეთ მთლიანად, წყალთან ერთად.

განაგრძეთ ლირიკას მიღება, სანამ ექიმი არ გეტყვით მის შეწყვეტას.

ლირიკას დოზის გადაჭარბება

დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს, ან მიბრძანდით უახლოესი საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებაში. თან იქონიეთ ლირიკას კოლოფი ან ფლაკონი. ლირიკას დოზის გადაჭარბების შემთხვევაში შესაძლებელია აღგენიშნოთ ძილიანობა, დაბნეულობა, აჟიტირება ან ნევროზულობა. აგრეთვე აღინიშნა კრუნჩხვებიც.

ლირიკას დოზის გამოტოვება

მნიშვნელოვანია ლირიკას კაფსულები მიიღოთ რეგულარულად, ყოველდღე, ერთსა და იმავე საათებში. თუ დაგავიწყდათ დოზის მიღება, მიიღეთ გახსენებისთანავე, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ეს იქნება მომდევნო დოზის მიღების დრო. ამ შემთხვევაში, მიიღეთ მომდევნო საჭირო დოზა. არ მიიღოთ გაორმაგებული დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.

თუ შეწყვეტთ ლირიკას მიღებას

ლირიკათი მკურნალობა არ შეწყვიტოთ, გარდა ექიმის მიერ მოთხოვნის შემთხვევისა. მკურნალობის შეწყვეტის შემთხვევაში, ეს უნდა მოხდეს ეტაპობრივად, მინიმუმ 1 კვირის მანძილზე.

ლირიკათი ხანგრძლივი ან ხანმოკლე მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ უნდა იცოდეთ, რომ შესაძლებელია აღგენიშნოთ გარკვეული გვერდითი მოვლენები. აღნიშნული გვერდითი მოვლენები მოიცავს ძილის დარღვევას, თავის ტკივილებს, პირღებინებას, შფოთვის შეგრძნებას, დიარეას, ფსევდოგრიპულ სიმპტომებს, კრუნჩხვებს, ნევროზულობას, დეპრესიას, ტკივილს, ოფლიანობას და თავბრუსხვევას. ეს სიმპტომები შესაძლებელია გამოვლინდეს უფრო ხშირად ან უფრო მწვავე სახით, როდესაც ლირიკა ხანგრძლივი პერიოდით ინიშნება.

აღნიშნული პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით რაიმე დამატებითი შეკითხვის შემთხვევაში, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

  • სავარაუდო გვერდითი მოვლენები

როგორც ყველა პრეპარატს, აღნიშნულ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ეს ყველა პაციენტში არ ვლინდება.

ძალიან ხშირი: შესაძლებელია განვითარდეს 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში:

თავბრუსხვევა, ძილიანობა, თავის ტკივილი;

ხშირი: შესაძლებელია განვითარდეს 10-დან 1 პაციენტში:

მადის მომატება;

ეიფორიის შეგრძნება, დაბნეულობა, დეზორიენტაცია, ლიბიდოს დაქვეითება, გაღიზიანება;

ყურადღების დარღვევა, უგუნებობა, მეხსიერების დარღვევა, მეხსიერების დაკარგვა, კანკალი, მეტყველების გართულება, ჩხვლეტის შეგრძნება, დაბუჟება, სედაცია, ლეთარგია, უძილობა, დაღლილობა, სისუსტის შეგრძნება;

ბუნდოვანი მხედველობა, მხედველობის გაორება;

თავბრუსხვევები, წონასწორობის დაკარგვა, დაცემა;

პირის სიმშრალე, შეკრულობა, გულისრევა, მეტეორიზმი, დიარეა, პირღებინება, მუცლის შებერილობა;

ერექციის დარღვევა;

სხეულის შეშუპება, მათ შორის კიდურების შეშუპება;

სიმთვრალის შეგრძნება, სიარულის არევა;

წონაში მომატება;

კუნთების სპაზმი, სახსრების ტკივილი, ზურგის ტკივილი, ტკივილი კიდურებში;

ყელის ტკივილი.

ნაკლებად ხშირი: შესაძლებელია გამოვლინდეს 100-დან 1 პაციენტში:

მადის დაკარგვა, წონაში დაკლება, სისხლში შაქრის მაჩვენებლის შემცირება, სისხლში შაქრის მაჩვენებლის მომატება;

პიროვნების ცვლილება, ნერვოზულობა, დეპრესია, ფიზიკური მოუსვენრობა, გუნება-განწყობის შეცვლა, მეტყველების პრობლემები, ჰალუცინაციები, ანომალიური სიზმრები, პანიკური შეტევები, აპათია, აგრესია, აღგზნება, ფსიქიკური დარღვევები, კონცენტრაციის გართულება, ლიბიდოს მომატება, სექსუალური ფუნქციის პრობლემები, მათ შორის ორგაზმის მიღწევის უუნარობა, დაგვიანებული ეაკულაცია;

მხედველობის დარღვევა, თვალების ანომალიური მოძრაობა, მხედველობის გართულება, მათ შორის ხედვის არეალის შეზღუდვა, გაელვება, უნებლიე მოძრაობები, რეფლექსების დაქვეითება, ჰიპერაქტიურობა, თავბრუსხვევა მდგომარეობის შეცვლისას, კანის მგრძნობელობის მომატება, გემოს დაკარგვა, წვის შეგრძნება, ტრემორი მოძრაობისას, ცნობიერების დაქვეითება, გონების დაკარგვა, მოულოდნელი გულყრა, მგრძნობელობის მომატება ხმაურზე, დისკომფორტის შეგრძნება;

თვალების სიმშრალე, თვალების შეშუპება, თვალების ტკივილი, თვალების სისუსტე, თვალების სისველე, თვალების გაღიზიანება;

გულის რიტმის დარღვევა, გულის რიტმის აჩქარება, სისხლის წნევის დაქვეითება, სისხლის წნევის მომატება, გულისცემის ცვლილება, გულის კუნთის სისუსტე (გულის უკმარისობა);

სახის გაწითლება, გაწითლება ცხელებასთან ერთად;

სუნთქვის გაძნელება, ცხვირის სიმშრალე, ცხვირის შეშუპება;

ნერწყვდენის მომატება, გულძმარვა, დაქვეიტებული მგრძნობელობა პირის მიდამოებში;

ოფლიანობა, გამონაყარი კანზე, კანკალი, სიცხე;

კუნთების შეკუმშვა, სახსრების შეშუპება, კუნთების დაჭიმულობა, ტკივილები, მათ შორის, კუნთების ტკივილი, კისრის ტკივილი;

ტკივილი გულ-მკერდის არეში;

გაძნელებული ან მტკივნეული შარდვა, შარდის შეუკავებლობა;

დაღლილობა, წყურვილი, მოჭერის შეგრძნება გულ-მკერდის არეში;

სისხლის და ღვიძლის ანალიზების შედეგების ცვლილება (მომატებული შრატის კრეატინინ ფოსფოკინაზა, მომატებული ალანინ ამინოტრანსფერაზა, მომატებული ასპარტატ ამინოტრასფერეზა, შემცირებული თრომბოციტების რაოდენობა, ნეიტროპენია, სისხლში კრეატინინის დონის მომატება, სისხლში კალიუმის დონის მომატება);

ჰიპერმგრძნობელობა, სახის შეშუპება, ქავილი, ურტიკარია, გამონადენი ცხვირიდან, სისხლდენა ცხვირიდან, ხველა, ხვრინვა;

მენსტრუალური ტკივილები;

ფეხებსა და ხელებში სიცივის შეგრძნება.

იშვიათი: შესაძლებელია გამოვლინდეს 1 000-დან 1 პაციენტში:

სუნის დარღვევა, რხევითი მხედველობა, სიღრმის აღქმის დაქვეითება, ოპტიკური სიკაშკაშე, მხედველობის დაკარგვა;

ქუთუთოების დილატაცია, სიელმე;

ცივი ოფლი, ყელის შეკუმშვა, ენის შეშუპება;

პანკრეასის ანთება;

ყლაპვის გაძნელება;

სხეულის შენელებული ან დაქვეითებული მოძრაობა;

სწორად წერის გაძნელება;

მუცელში სითხის დაგროვება;

სითხე ფილტვებში;

კრუნჩხვა;

ელექტრული კარდიო აქტივობის (ეკგ) შეცვლა, ანუ გულის რიტმის დარღვევა;

კუნთების დაზიანება;

გამონადენი მკერდიდან, მკერდის პათოლოგიურად გაზრდა, მამაკაცებში მკერდის ზომის მომატება;

მენსტრუაციის დარღვევა;

თირკმლის უკმარისობა, შარდის მოცულობის შემცირება, შარდის შეკავება;

ლეიკოციტების რაოდენობის შემცირება;

ანომალიური ქცევა;

ალერგიული რეაქციები (შესაძლებელია მოიცავდეს სუნთქვის გაძნელებას, თვალების ანთებას [კერატიტი] და კანის მწვავე რეაქციას, რომელიც ვლინდება გამონაყარით, ბუშტუკებით, კანის აქერცვლით და ტკივილით);

სიყვითლე (კანის და თვალის თეთრი ნაწილის გაყვითლება).

ძალიან იშვიათი: შესაძლებელია გამოვლინდეს 10 000-დან 1 პაციენტში:

ღვიძლის ფუქნციის დარღვევა;

ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი).

სახის ან ენის შეშუპების შემთხვევაში ან თუ კანი გიწითლდებათ და იწყება ბუშტუკების გაჩენა ან აქერცვლა, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს კონსულტაციისთვის.

ზოგიერთი გვერდითი მოვლენა, როგორიცაა ძილიანობა, შესაძლებელია უფრო ხშირად გამოვლინდეს, ზურგის ტვინის დაზიანების მქონე პაციენტებში, ვინაიდან ისინი შესაძლებელია ღებულობდნენ სხვა პრეპარატებსაც, მაგალითად, ტკივილის ან სპაზმის სამკურნალოდ, რომლებსაც პრეგაბალინის მსგავსი გვერდითი მოვლენები აღენიშნებათ, მაგალითად ტკივილი ან კონვულსიები (სპასტიურობა). მითითებული გვერდითი მოვლენების სიმწვავე შესაძლებელია გაიზარდოს აღნიშნული პრეპარატების ერთდროულად მიღებისას.

თუ აღგენიშნათ რომელიმე გვერდითი მოვლენა, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. აღნიშნული ეხება ნებისმიერ გვერდით მოვლენას, რომელიც წინამდებარე ინსტრუქციაში მითითებული არ არის.

სიფრთხილის ზომები

გთხოვთ ლირიკას მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ზოგიერთ პაციენტს, რომლებიც ღებულობდნენ ლირიკას, აღენიშნა ალერგიულ რეაქციაზე მიმანიშნებელი სიმპტომები. მაგალითად, გამოვლინდა სახის, ტუჩების, ენის ან ყელის შეშუპება, აგრეთვე კანის ფართო უბნებზე სიწითლე. დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული რეაქციებიდან რომელიმე აღგენიშნებათ.

ხანდაზმულ პაციენტებში ლირიკას მიღებისას აღინიშნა თავბრუსხვევა და ძილიანობა, რასაც შესაძლებელია მოჰყვეს შემთხვევითი ფიზიკური დაშავება. შესაბამისად, გამოიჩინეთ სათანადო სიფრთხილე, სანამ არ შეეჩვევით სავარაუდო გვერდით მოვლენებს, რომლებიც შესაძლებელია გამოიწვიოს აღნიშნულმა პრეპარატმა.

ლირიკამ შესაძლებელია გამოიწვიოს მხედველობის დარღვევა, მხედველობის დაკარგვა ან მხედველობის სხვა ცვლილებები, რომელთა უმეტესობაც გარდამავალ ხასიათს ატარებს. დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ შენიშნავთ მხედველობის ნებისმიერ ცვლილებას.

ზოგიერთ დიაბეტით დაავადებულ პაციენტში, რომლებმაც პრეგაბალინით მკურნალობის დროს წონაში მოიმატეს, შესაძლებელია აუცილებელი გახდეს დიაბეტის სამკურნალო პრეპარატების შესაბამისად ადაპტირება.

ზურგის ტვინის დაზიანების მქონე პაციენტებში შესაძლებელია მეტი სიხშირით გამოვლინდეს ზოგიერთი ისეთი გვერდითი მოვლენა, როგორიცაა ძილიანობა, რადგან აღნიშნულ პაციენტებს შეუძლიათ მიიღონ სხვა მედიკამენტები, მაგალითად, ტკივილის ან სპაზმების სამკურნალო პრეპარატები, რომლებსაც პრეგაბალინის მსგავსი გვერდითი მოვლენები გააჩნიათ და რომლის სიმწვავეც შესაძლებელია გაიზარდოს ერთდროულად მიღების შემთხვევაში.

ზოგიერთ პაციენტში, რომლებიც ღებულობდნენ ლირიკას, აღინიშნა გულის კუნთის სისუსტე (გულის უკმარისობა); აღნიშნული პაციენტების უმრავლესობა იყო ხანდაზმული და აღენიშნებოდათ გულ-სისხლძარღვთა პრობლემები. ამ პრეპარატის მიღებამდე თქვენს ექიმს უნდა აცნობოთ ამჟამად გაქვთ ან წარსულში გადაიტანეთ გულის დაავადებები.

ზოგიერთ პაციენტში, რომლებიც ღებულობდნენ ლირიკას, დაფიქსირდა თირკმლის უკმარისობის შემთხვევები. თუ ლირიკათი მკურნალობის პერიოდში შენიშნავთ შარდის რაოდენობის შემცირებას, უნდა აცნობოთ თქვენს ექიმს, რადგან მკურნალობის შეწყვეტით შესაძლებელია აღნიშნული დარღვევის აღმოფხვრა.

პაციენტების მცირე რაოდენობას, რომლებიც მკურნალობდნენ ისეთი ანტიეპილეფსიური საშუალებებით, როგორიცაა ლირიკა, აღენიშნებოდათ თვით დაზიანებაზე ან თვითმკვლელეობაზე ფიქრები. თუ თქვენთან დაკავშირებით თავს იჩენს მსგავსი აზრები, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს.

შეკრულობის გამომწვევ (როგორიცაა ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატების გარკვეული ჯგუფი) სხვა პრეპარატებთან ერთად ლირიკას მიღებისას, შესაძლებელია თავი იჩინოს კუჭ-ნაწლავის პრობლემებმა (მაგალითად, შეკრულობა, ნაწლავების გაუვალობა ან საჭმლის მონელების პარალიზება). აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ გაწუხებთ შეკრულობა, განსაკუთრებით თუ გაქვთ მიდრეკილება ამ პრობლემის მიმართ.

აღნიშნული პრეპარატის მიღებამდე აცნობეთ თქვენს ექიმს თუ ამჟამად ან წარსულში ბოროტად იყენებდით პრეპარატებს ან ხართ ან იყავით მათზე დამოკიდებული. არ მიიღოთ პრეპარატები დანიშნულ დოზაზე მეტი რაოდენობით.

ლირიკას მიღების დროს ან მკურნალობის შეწყვეტიდან უახლოეს პერიოდში დაფიქსირდა კრუნჩხვების შემთხვევები. კრუნჩხვების შემთხვევაში დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს.

თავის ტვინის დაქვეიტებული ფუნქციის (ენცეფალოპათია) შემთხვევები დაფიქსირდა ზოგიერთ პაციენტში, რომლებიც ღებულობდნენ ლირიკას და აღენიშნებოდათ ხელშემწყობი ფაქტორები. გააფრთხილეთ თქვენი ექიმი ანამნეზში მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის, მათ შორის ღვიძლის და თირკმელების დაავადებების შემთხვევაში.

ბავშვები და მოზარდები

ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში პრეპარატის უსაფრთხოება და ეფექტურობა შესწავლილი არ არის. აღნიშნულიდან გამომდინარე, პრეგაბალინი არ შეიძლება გამოყენებული იყოს აღნიშნულ ასაკობრივ კატეგორიაში.

ლირიკას მიღება სხვა პრეპარატებთან ერთად

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ღებულობთ ან უახლოეს წარსულში ღებულობდით, ან შესაძლებელია მიიღოთ ნებისმიერი სხვა პრეპარატი.

ლირიკას და ზოგიერთ სხვა პრეპარატს შეუძლია ერთმანეთზე ზემოქმედება მოახდინონ (ურთიერთმოქმედება). ზოგიერთ სხვა პრეპარატებთან ერთად მიღებისას, ლირიკას შეუძლია აღნიშნულ პრეპარატებთან დაკავშირებით განსაზღვრული გვერდითი მოვლენების გაძლიერება, სუნთქვის დარღვევის (სუნთქვის უკმარისობის) და კომის ჩათვლით. თავბრუსხვევების, ძილიანობის და კონცეტრაციის დაქვეითების ინტენსივობა შესაძლებელია გაიზარდოს იმ შემთხვევაში, თუ ლირიკას ღებულობდით ისეთ პრეპარატებთან ერთად, რომლებიც შეიცავს:

ოქსიკოდონს (ტკივილგამაყუჩებელი საშუალება);

ლორაზეპამს (დამამშვიდებელი საშუალება); ან

სპირტს.

ლირიკას მიღება შესაძლებელია პერორალურ გზით მისაღებ კონტრაცეპტულ საშუალებებთან (პერორალურ კონტრაცეპტივებთან) ერთად.

ლირიკას მიღება საკვებთან, სასმელსა და ალკოჰოლთან ერთად

ლირიკას კაფსულების მიღება შესაძლებელია საკვებთან ან საკვების გარეშე.

რეკომენდებული არ არის ლირიკას და ალკოჰოლის ერთდროულად მიღება.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ლირიკას მიღება არ შეიძლება ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში, თუ თქვენი ექიმი კონკრეტულად არ დაგინიშნავთ. რეპროდუქციულ ასაკში მყოფმა ქალებმა უნდა გამოიყენონ ეფექტური კონტრაცეფციის მეთოდი. აღნიშნული პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ხართ ორსულად, ეჭვობთ ორსულობას ან გეგმავთ დაორსულებას.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

ლირიკას შეუძლია გამოიწვიოს თავბრუსხვევა, ძილიანობა და კონცენტრაციის დაქვეითება. არ შეიძლება ავტომობილის მართვა და კომპლექსური მანქანა-დანადგარების გამოყენება, არ შეასრულოთ სხვა შესაძლო სახიფათო საქმიანობა, ვიდრე არ დადგინდება, ახდენს თუ არა გავლენას აღნიშნული პრეპარატი თქვენზე.

ლირიკა შეიცავს ლაქტოზას მონოჰიდრატს.

თუ თქვენი ექიმი გაცნობებთ, რომ აღგენიშნებათ აუტანლობა ზოგიერთი შაქრის მიმართ, მაშინ აღნიშნული პრეპარატის მიღებამდე დაუკავშირდით თქვენს ექიმს.

გვერდითი მოვლენები

თუ აღგენიშნათ რომელიმე გვერდითი მოვლენა, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. აღნიშნული ეხება ნებისმიერ გვერდით მოვლენას, რომელიც წინამდებარე ინსტრუქციაში მითითებული არ არის. თქვენ აგრეთვე შეგიძლიათ გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმაცია წარუდგინოთ უშუალოდ:

ბელგიაში: წამლისა და ჯანდაცვის პროდუქტების ფედერალურ სააგენტოს - უსაფრთხოების განყოფილება, ეუროსტატიო II, ვიქტორ ორტას მოედანი №40/40, B-1060 ბრიუსელი (ვებ-გვერდი: www.fagg-afmps.be; ელ. ფოსტა: [email protected]).

ლუქსემბურგში: ჯანდაცვის დირექცია - ფარმაციის და პრეპარატების განყოფილება, ვილლა ლუვინი - მარკონის ხეივანი, L-2120 ლუქსემბურგი (ვებ-გვერდი: http://www.ms.public.lu/fr/activites/pharmacie-medicament/Index.html).

გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიწოდებით თქვენ ხელს შეუწყობთ აღნიშნული პრეპარატის უსაფრთხოებაზე დამატებითი ინფორმაციის მიწოდებას.

შემადგენლობა

  • რა არის ლირიკა და რა შემთხვევაში გამოიყენება

ლირიკა ეკუთვნის პრეპარატების ჯგუფს, რომელიც გამოიყენება ზრდასრულებში ნეიროპათიული ტკივილების, ეპილეფსიის და გენერალიზებული შფოთვითი აშლილობის სამკურნალოდ.

პერიფერიული და ცენტრალური ნეიროპათიული ტკივილების შემთხვევაში: ლირიკა გამოიყენება ნერვების დაზიანებით გამოწვეული ხანგრძლივი ტკივილების სამკურნალოდ. სხვადასხვა დაავადებებმა, როგორიცაა დიაბეტი ან მწვავე ჰერპესი, შესაძლებელია გამოიწვიოს პერიფერიული ნეიროპათიული ტკივილები. ტკივილები შესაძლებელია გამოხატული იყოს სიცხის, წვის, ჩხვლეტითი ტკივილის, დარტყმის, მგრძნობელობის დაკარგვის, მწვავე, სპაზმური, კრუნჩხვის, ლურსმნების და ნემსების ჩხვლეტის შეგრძნებებით. პერიფერიული და ცენტრალური ნეიროპათიული ტკივილები შესაძლებელია აგრეთვე დაკავშირებული იყოს ხასიათის ცვლილებასთან, ძილის დარღვევასთან ან გადაღლილობასთან და შესაძლებელია გავლენა იქონიოს ფიზიკურ და სოციალურ ფუნქციონირებაზე და ზოგადად, ცხოვრების ხარისხზე.

ეპილეფსიის შემთხვევაში: ლირიკა გამოიყენება ზრდასრულებში ეპილეფსიის განსაზღვრული ფორმების სამკურნალოდ (პარციალური გულყრები მეორადი გენერალიზებით ან მის გარეშე). ექიმი დაგინიშნავთ ლირიკას ეპილეფსიის მკურნალობის დასახმარებლად, როდესაც მიმდინარე მკურნალობა შეტევების სრული კონტროლი შესაძლებლობას ვერ უზრუნველყოფს. ლირიკა უნდა მიიღოთ კომბინირებულად მიმდინარე მკურნალობასთან ერთად. ლირიკა არ მიიღება ცალკე, არამედ ყოველთვის გამოიყენება სხვა ანტიეპილეფსიურ საშუალებებთან ერთად მკურნალობის დროს.

გენერალიზებული შფოთვითი აშლილობის შემთხვევაში: ლირიკა გამოიყენება გენერალიზებული შფოთვითი აშლილობის სამკურნალოდ. გენერალიზებული შფოთვითი აშლილობის სიმპტომები ვლინდება ხანგრძლივი შფოთვის და წუხილის სახით, რაც ძნელად ექვემდებარება მკურნალობას. გენერალიზებულ შფოთვით აშლილობას აგრეთვე შეუძლია გამოიწვიოს მოუსვენრობა, აღგზნება და აჟიტირება, ადვილად დაღლის შეგრძნება (დაღლილობა), კონცენტრაციის ან მეხსიერების დარღვევა, გაღიზიანება, კუნთების დაჭიმულობა ან ძილის დარღვევა. აღნიშნული სიმპტომები განსხვავდება ყოველდღიური სტრესისა და მასთან დაკავშირებული დაძაბულობისგან.

  • ლირიკას მიღებამდე

ლირიკას მირება დაუშვებელია იმ შემთხვევაში, თუ:

ხართ ალერგიული პრეგაბალინის ან აღნიშნულ პრეპარატში შემავალი რომელიმე სხვა კომპონენტის მიმართ, რაც მითითებულია მე-6 პუნქტში.

შენახვის პირობები

პრეპარატი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.

აღნიშნული პრეპარატი არ გამოიყენოთ კოლოფზე ნიშნის „ვარგისია ... მდე“ მითითებული ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ. ვარგისიანობის თარიღად ითვლება მითითებული თვის ბოლო დღე.

აღნიშნული პრეპარატისთვის საჭირო არ არის შენახვის განსაკუთრებული ზომების დაცვა.

დაუშვებელია პრეპარატების გაუვნებელყოფა კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. კონსულტაციისთვის მიმართეთ ფარმაცევტს, თუ როგორ გაანადგუროთ გამოუყენებელი პრეპარატები. აღნიშნული ზომები ხელს უწყობს გარემოს დაცვას.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

სარეკომენდაციო ვერსია

შეფუთვის ჩანართი: მომხმარებლის ინფორმაცია

ფაიზერი

ლირიკა 25 მგ კაფსულები

ლირიკა 50 მგ კაფსულები

ლირიკა 75 მგ კაფსულები

ლირიკა 100 მგ კაფსულები

ლირიკა 150 მგ კაფსულები

ლირიკა 200 მგ კაფსულები

ლირიკა 225 მგ კაფსულები

ლირიკა 300 მგ კაფსულები

პრეგაბალინი

აღნიშნული პრეპარატის გამოყენებამდე ყურადღებით გაეცანით წინამდებარე ანოტაციას, რადგან მასში გათვალისწინებულია თქვენთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია.

შეინახეთ აღნიშნული ანოტაცია. შესაძლებელია დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.

რაიმე დამატებითი შეკითხვის შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

აღნიშნული პრეპარატი დაგენიშნათ პირადად თქვენ. არ გადასცეთ სხვა პირებს. შესაძლებელია მათთვის საზიანო აღმოჩნდეს, მაშინაც კი, თუ მათი დაავადების ნიშნები იდენტურია.

თუ აღგენიშნებათ რომელიმე გვერდით მოვლენა, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება აგრეთვე ნებისმიერ გვერდით მოვლენას, რომელიც წინამდებარე ინსტრუქციაში არ იქნება მითითებული. იხილეთ მე-4 პუნქტი.

წინამდებარე ინსტრუქციის შინაარსი:

  • რა არის ლირიკა და რა შემთხვევაში გამოიყენება
  • ლირიკას მიღებამდე
  • ლირიკას მიღების წესი
  • სავარაუდო გვერდითი მოვლენები
  • ლირიკას შენახვის წესი
  • შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
  • რა არის ლირიკა და რა შემთხვევაში გამოიყენება

ლირიკა ეკუთვნის პრეპარატების ჯგუფს, რომელიც გამოიყენება ზრდასრულებში ნეიროპათიული ტკივილების, ეპილეფსიის და გენერალიზებული შფოთვითი აშლილობის სამკურნალოდ.

პერიფერიული და ცენტრალური ნეიროპათიული ტკივილების შემთხვევაში: ლირიკა გამოიყენება ნერვების დაზიანებით გამოწვეული ხანგრძლივი ტკივილების სამკურნალოდ. სხვადასხვა დაავადებებმა, როგორიცაა დიაბეტი ან მწვავე ჰერპესი, შესაძლებელია გამოიწვიოს პერიფერიული ნეიროპათიული ტკივილები. ტკივილები შესაძლებელია გამოხატული იყოს სიცხის, წვის, ჩხვლეტითი ტკივილის, დარტყმის, მგრძნობელობის დაკარგვის, მწვავე, სპაზმური, კრუნჩხვის, ლურსმნების და ნემსების ჩხვლეტის შეგრძნებებით. პერიფერიული და ცენტრალური ნეიროპათიული ტკივილები შესაძლებელია აგრეთვე დაკავშირებული იყოს ხასიათის ცვლილებასთან, ძილის დარღვევასთან ან გადაღლილობასთან და შესაძლებელია გავლენა იქონიოს ფიზიკურ და სოციალურ ფუნქციონირებაზე და ზოგადად, ცხოვრების ხარისხზე.

ეპილეფსიის შემთხვევაში: ლირიკა გამოიყენება ზრდასრულებში ეპილეფსიის განსაზღვრული ფორმების სამკურნალოდ (პარციალური გულყრები მეორადი გენერალიზებით ან მის გარეშე). ექიმი დაგინიშნავთ ლირიკას ეპილეფსიის მკურნალობის დასახმარებლად, როდესაც მიმდინარე მკურნალობა შეტევების სრული კონტროლი შესაძლებლობას ვერ უზრუნველყოფს. ლირიკა უნდა მიიღოთ კომბინირებულად მიმდინარე მკურნალობასთან ერთად. ლირიკა არ მიიღება ცალკე, არამედ ყოველთვის გამოიყენება სხვა ანტიეპილეფსიურ საშუალებებთან ერთად მკურნალობის დროს.

გენერალიზებული შფოთვითი აშლილობის შემთხვევაში: ლირიკა გამოიყენება გენერალიზებული შფოთვითი აშლილობის სამკურნალოდ. გენერალიზებული შფოთვითი აშლილობის სიმპტომები ვლინდება ხანგრძლივი შფოთვის და წუხილის სახით, რაც ძნელად ექვემდებარება მკურნალობას. გენერალიზებულ შფოთვით აშლილობას აგრეთვე შეუძლია გამოიწვიოს მოუსვენრობა, აღგზნება და აჟიტირება, ადვილად დაღლის შეგრძნება (დაღლილობა), კონცენტრაციის ან მეხსიერების დარღვევა, გაღიზიანება, კუნთების დაჭიმულობა ან ძილის დარღვევა. აღნიშნული სიმპტომები განსხვავდება ყოველდღიური სტრესისა და მასთან დაკავშირებული დაძაბულობისგან.

  • ლირიკას მიღებამდე

ლირიკას მირება დაუშვებელია იმ შემთხვევაში, თუ:

ხართ ალერგიული პრეგაბალინის ან აღნიშნულ პრეპარატში შემავალი რომელიმე სხვა კომპონენტის მიმართ, რაც მითითებულია მე-6 პუნქტში.

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

გთხოვთ ლირიკას მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ზოგიერთ პაციენტს, რომლებიც ღებულობდნენ ლირიკას, აღენიშნა ალერგიულ რეაქციაზე მიმანიშნებელი სიმპტომები. მაგალითად, გამოვლინდა სახის, ტუჩების, ენის ან ყელის შეშუპება, აგრეთვე კანის ფართო უბნებზე სიწითლე. დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული რეაქციებიდან რომელიმე აღგენიშნებათ.

ხანდაზმულ პაციენტებში ლირიკას მიღებისას აღინიშნა თავბრუსხვევა და ძილიანობა, რასაც შესაძლებელია მოჰყვეს შემთხვევითი ფიზიკური დაშავება. შესაბამისად, გამოიჩინეთ სათანადო სიფრთხილე, სანამ არ შეეჩვევით სავარაუდო გვერდით მოვლენებს, რომლებიც შესაძლებელია გამოიწვიოს აღნიშნულმა პრეპარატმა.

ლირიკამ შესაძლებელია გამოიწვიოს მხედველობის დარღვევა, მხედველობის დაკარგვა ან მხედველობის სხვა ცვლილებები, რომელთა უმეტესობაც გარდამავალ ხასიათს ატარებს. დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ შენიშნავთ მხედველობის ნებისმიერ ცვლილებას.

ზოგიერთ დიაბეტით დაავადებულ პაციენტში, რომლებმაც პრეგაბალინით მკურნალობის დროს წონაში მოიმატეს, შესაძლებელია აუცილებელი გახდეს დიაბეტის სამკურნალო პრეპარატების შესაბამისად ადაპტირება.

ზურგის ტვინის დაზიანების მქონე პაციენტებში შესაძლებელია მეტი სიხშირით გამოვლინდეს ზოგიერთი ისეთი გვერდითი მოვლენა, როგორიცაა ძილიანობა, რადგან აღნიშნულ პაციენტებს შეუძლიათ მიიღონ სხვა მედიკამენტები, მაგალითად, ტკივილის ან სპაზმების სამკურნალო პრეპარატები, რომლებსაც პრეგაბალინის მსგავსი გვერდითი მოვლენები გააჩნიათ და რომლის სიმწვავეც შესაძლებელია გაიზარდოს ერთდროულად მიღების შემთხვევაში.

ზოგიერთ პაციენტში, რომლებიც ღებულობდნენ ლირიკას, აღინიშნა გულის კუნთის სისუსტე (გულის უკმარისობა); აღნიშნული პაციენტების უმრავლესობა იყო ხანდაზმული და აღენიშნებოდათ გულ-სისხლძარღვთა პრობლემები. ამ პრეპარატის მიღებამდე თქვენს ექიმს უნდა აცნობოთ ამჟამად გაქვთ ან წარსულში გადაიტანეთ გულის დაავადებები.

ზოგიერთ პაციენტში, რომლებიც ღებულობდნენ ლირიკას, დაფიქსირდა თირკმლის უკმარისობის შემთხვევები. თუ ლირიკათი მკურნალობის პერიოდში შენიშნავთ შარდის რაოდენობის შემცირებას, უნდა აცნობოთ თქვენს ექიმს, რადგან მკურნალობის შეწყვეტით შესაძლებელია აღნიშნული დარღვევის აღმოფხვრა.

პაციენტების მცირე რაოდენობას, რომლებიც მკურნალობდნენ ისეთი ანტიეპილეფსიური საშუალებებით, როგორიცაა ლირიკა, აღენიშნებოდათ თვით დაზიანებაზე ან თვითმკვლელეობაზე ფიქრები. თუ თქვენთან დაკავშირებით თავს იჩენს მსგავსი აზრები, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს.

შეკრულობის გამომწვევ (როგორიცაა ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატების გარკვეული ჯგუფი) სხვა პრეპარატებთან ერთად ლირიკას მიღებისას, შესაძლებელია თავი იჩინოს კუჭ-ნაწლავის პრობლემებმა (მაგალითად, შეკრულობა, ნაწლავების გაუვალობა ან საჭმლის მონელების პარალიზება). აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ გაწუხებთ შეკრულობა, განსაკუთრებით თუ გაქვთ მიდრეკილება ამ პრობლემის მიმართ.

აღნიშნული პრეპარატის მიღებამდე აცნობეთ თქვენს ექიმს თუ ამჟამად ან წარსულში ბოროტად იყენებდით პრეპარატებს ან ხართ ან იყავით მათზე დამოკიდებული. არ მიიღოთ პრეპარატები დანიშნულ დოზაზე მეტი რაოდენობით.

ლირიკას მიღების დროს ან მკურნალობის შეწყვეტიდან უახლოეს პერიოდში დაფიქსირდა კრუნჩხვების შემთხვევები. კრუნჩხვების შემთხვევაში დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს.

თავის ტვინის დაქვეიტებული ფუნქციის (ენცეფალოპათია) შემთხვევები დაფიქსირდა ზოგიერთ პაციენტში, რომლებიც ღებულობდნენ ლირიკას და აღენიშნებოდათ ხელშემწყობი ფაქტორები. გააფრთხილეთ თქვენი ექიმი ანამნეზში მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის, მათ შორის ღვიძლის და თირკმელების დაავადებების შემთხვევაში.

ბავშვები და მოზარდები

ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში პრეპარატის უსაფრთხოება და ეფექტურობა შესწავლილი არ არის. აღნიშნულიდან გამომდინარე, პრეგაბალინი არ შეიძლება გამოყენებული იყოს აღნიშნულ ასაკობრივ კატეგორიაში.

ლირიკას მიღება სხვა პრეპარატებთან ერთად

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ღებულობთ ან უახლოეს წარსულში ღებულობდით, ან შესაძლებელია მიიღოთ ნებისმიერი სხვა პრეპარატი.

ლირიკას და ზოგიერთ სხვა პრეპარატს შეუძლია ერთმანეთზე ზემოქმედება მოახდინონ (ურთიერთმოქმედება). ზოგიერთ სხვა პრეპარატებთან ერთად მიღებისას, ლირიკას შეუძლია აღნიშნულ პრეპარატებთან დაკავშირებით განსაზღვრული გვერდითი მოვლენების გაძლიერება, სუნთქვის დარღვევის (სუნთქვის უკმარისობის) და კომის ჩათვლით. თავბრუსხვევების, ძილიანობის და კონცეტრაციის დაქვეითების ინტენსივობა შესაძლებელია გაიზარდოს იმ შემთხვევაში, თუ ლირიკას ღებულობდით ისეთ პრეპარატებთან ერთად, რომლებიც შეიცავს:

ოქსიკოდონს (ტკივილგამაყუჩებელი საშუალება);

ლორაზეპამს (დამამშვიდებელი საშუალება); ან

სპირტს.

ლირიკას მიღება შესაძლებელია პერორალურ გზით მისაღებ კონტრაცეპტულ საშუალებებთან (პერორალურ კონტრაცეპტივებთან) ერთად.

ლირიკას მიღება საკვებთან, სასმელსა და ალკოჰოლთან ერთად

ლირიკას კაფსულების მიღება შესაძლებელია საკვებთან ან საკვების გარეშე.

რეკომენდებული არ არის ლირიკას და ალკოჰოლის ერთდროულად მიღება.

ორსულობა და ლაქტაცია

ლირიკას მიღება არ შეიძლება ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში, თუ თქვენი ექიმი კონკრეტულად არ დაგინიშნავთ. რეპროდუქციულ ასაკში მყოფმა ქალებმა უნდა გამოიყენონ ეფექტური კონტრაცეფციის მეთოდი. აღნიშნული პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ხართ ორსულად, ეჭვობთ ორსულობას ან გეგმავთ დაორსულებას.

სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მანქანა-დანადგარების გამოყენება

ლირიკას შეუძლია გამოიწვიოს თავბრუსხვევა, ძილიანობა და კონცენტრაციის დაქვეითება. არ შეიძლება ავტომობილის მართვა და კომპლექსური მანქანა-დანადგარების გამოყენება, არ შეასრულოთ სხვა შესაძლო სახიფათო საქმიანობა, ვიდრე არ დადგინდება, ახდენს თუ არა გავლენას აღნიშნული პრეპარატი თქვენზე.

ლირიკა შეიცავს ლაქტოზას მონოჰიდრატს.

თუ თქვენი ექიმი გაცნობებთ, რომ აღგენიშნებათ აუტანლობა ზოგიერთი შაქრის მიმართ, მაშინ აღნიშნული პრეპარატის მიღებამდე დაუკავშირდით თქვენს ექიმს.

  • ლირიკას მიღების წესი

აღნიშნული პრეპარატი ყოველთვის მიიღებთ თქვენი ექიმის დანიშნულებისამებრ. რაიმე ეჭვის შემთხვევაში, გადაამოწმეთ ინფორმაცია თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.

თქვენი ექიმი განსაზღვრავს თქვენთვის ხელსაყრელ დოზას.

ლირიკა მიიღება მხოლოდ პერორალური გზით.

პერიფერიული და ცენტრალური ნეიროპათიული ტკივილები, ეპილეფსია ან გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა:

მიიღეთ თქვენი ექიმის მიერ დანიშნული კაფსულების რაოდენობა;

თქვენზე და თქვენს მდგომარეობაზე ადაპტირებული ჩვეულებრივი დოზა მერყეობს დღეში 150 მგ და 600 მგ შორის.

თქვენი ექიმი გაცნობებთ, ლირიკა დღეში ორჯერ უნდა მიიღოთ თუ სამჯერ. დღეში ორჯერ მიღების შემთხვევაში, ლირიკა მიიღეთ ერთხელ დილით და ერთხელ საღამოს, ყოველდღე, დაახლოებით ერთსა და იმავე საათებში. პრეპარატის სამჯერ მიღების შემთხვევაში, ლირიკა მიიღეთ დილას, შუადღით და საღამოს, ყოველდღე, დაახლოებით ერთსა და იმავე საათებში.

თუ ფიქრობთ, რომ ლირიკას მოქმედება ძალიან ძლიერია ან ძალიან სუსტია, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ ბრძანდებით ასაკოვანი (65 წელზე ზემოთ) პაციენტი, ჩვეულებრივ შეგიძლიათ მიიღოთ ლირიკა, თუ თირკმელების დაავადება არ გაწუხებთ.

თქვენი ექიმი განსაზღვრავს მიღების გრაფიკს და/ან დაგინიშნავთ განსხვავებულ დოზას თირკმელების დაავადების შემთხვევაში.

კაფსულა გადაყლაპეთ მთლიანად, წყალთან ერთად.

განაგრძეთ ლირიკას მიღება, სანამ ექიმი არ გეტყვით მის შეწყვეტას.

ლირიკას დოზის გადაჭარბება

დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს, ან მიბრძანდით უახლოესი საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებაში. თან იქონიეთ ლირიკას კოლოფი ან ფლაკონი. ლირიკას დოზის გადაჭარბების შემთხვევაში შესაძლებელია აღგენიშნოთ ძილიანობა, დაბნეულობა, აჟიტირება ან ნევროზულობა. აგრეთვე აღინიშნა კრუნჩხვებიც.

ლირიკას დოზის გამოტოვება

მნიშვნელოვანია ლირიკას კაფსულები მიიღოთ რეგულარულად, ყოველდღე, ერთსა და იმავე საათებში. თუ დაგავიწყდათ დოზის მიღება, მიიღეთ გახსენებისთანავე, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ეს იქნება მომდევნო დოზის მიღების დრო. ამ შემთხვევაში, მიიღეთ მომდევნო საჭირო დოზა. არ მიიღოთ გაორმაგებული დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.

თუ შეწყვეტთ ლირიკას მიღებას

ლირიკათი მკურნალობა არ შეწყვიტოთ, გარდა ექიმის მიერ მოთხოვნის შემთხვევისა. მკურნალობის შეწყვეტის შემთხვევაში, ეს უნდა მოხდეს ეტაპობრივად, მინიმუმ 1 კვირის მანძილზე.

ლირიკათი ხანგრძლივი ან ხანმოკლე მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ უნდა იცოდეთ, რომ შესაძლებელია აღგენიშნოთ გარკვეული გვერდითი მოვლენები. აღნიშნული გვერდითი მოვლენები მოიცავს ძილის დარღვევას, თავის ტკივილებს, პირღებინებას, შფოთვის შეგრძნებას, დიარეას, ფსევდოგრიპულ სიმპტომებს, კრუნჩხვებს, ნევროზულობას, დეპრესიას, ტკივილს, ოფლიანობას და თავბრუსხვევას. ეს სიმპტომები შესაძლებელია გამოვლინდეს უფრო ხშირად ან უფრო მწვავე სახით, როდესაც ლირიკა ხანგრძლივი პერიოდით ინიშნება.

აღნიშნული პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით რაიმე დამატებითი შეკითხვის შემთხვევაში, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

  • სავარაუდო გვერდითი მოვლენები

როგორც ყველა პრეპარატს, აღნიშნულ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ეს ყველა პაციენტში არ ვლინდება.

ძალიან ხშირი: შესაძლებელია განვითარდეს 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში:

თავბრუსხვევა, ძილიანობა, თავის ტკივილი;

ხშირი: შესაძლებელია განვითარდეს 10-დან 1 პაციენტში:

მადის მომატება;

ეიფორიის შეგრძნება, დაბნეულობა, დეზორიენტაცია, ლიბიდოს დაქვეითება, გაღიზიანება;

ყურადღების დარღვევა, უგუნებობა, მეხსიერების დარღვევა, მეხსიერების დაკარგვა, კანკალი, მეტყველების გართულება, ჩხვლეტის შეგრძნება, დაბუჟება, სედაცია, ლეთარგია, უძილობა, დაღლილობა, სისუსტის შეგრძნება;

ბუნდოვანი მხედველობა, მხედველობის გაორება;

თავბრუსხვევები, წონასწორობის დაკარგვა, დაცემა;

პირის სიმშრალე, შეკრულობა, გულისრევა, მეტეორიზმი, დიარეა, პირღებინება, მუცლის შებერილობა;

ერექციის დარღვევა;

სხეულის შეშუპება, მათ შორის კიდურების შეშუპება;

სიმთვრალის შეგრძნება, სიარულის არევა;

წონაში მომატება;

კუნთების სპაზმი, სახსრების ტკივილი, ზურგის ტკივილი, ტკივილი კიდურებში;

ყელის ტკივილი.

ნაკლებად ხშირი: შესაძლებელია გამოვლინდეს 100-დან 1 პაციენტში:

მადის დაკარგვა, წონაში დაკლება, სისხლში შაქრის მაჩვენებლის შემცირება, სისხლში შაქრის მაჩვენებლის მომატება;

პიროვნების ცვლილება, ნერვოზულობა, დეპრესია, ფიზიკური მოუსვენრობა, გუნება-განწყობის შეცვლა, მეტყველების პრობლემები, ჰალუცინაციები, ანომალიური სიზმრები, პანიკური შეტევები, აპათია, აგრესია, აღგზნება, ფსიქიკური დარღვევები, კონცენტრაციის გართულება, ლიბიდოს მომატება, სექსუალური ფუნქციის პრობლემები, მათ შორის ორგაზმის მიღწევის უუნარობა, დაგვიანებული ეაკულაცია;

მხედველობის დარღვევა, თვალების ანომალიური მოძრაობა, მხედველობის გართულება, მათ შორის ხედვის არეალის შეზღუდვა, გაელვება, უნებლიე მოძრაობები, რეფლექსების დაქვეითება, ჰიპერაქტიურობა, თავბრუსხვევა მდგომარეობის შეცვლისას, კანის მგრძნობელობის მომატება, გემოს დაკარგვა, წვის შეგრძნება, ტრემორი მოძრაობისას, ცნობიერების დაქვეითება, გონების დაკარგვა, მოულოდნელი გულყრა, მგრძნობელობის მომატება ხმაურზე, დისკომფორტის შეგრძნება;

თვალების სიმშრალე, თვალების შეშუპება, თვალების ტკივილი, თვალების სისუსტე, თვალების სისველე, თვალების გაღიზიანება;

გულის რიტმის დარღვევა, გულის რიტმის აჩქარება, სისხლის წნევის დაქვეითება, სისხლის წნევის მომატება, გულისცემის ცვლილება, გულის კუნთის სისუსტე (გულის უკმარისობა);

სახის გაწითლება, გაწითლება ცხელებასთან ერთად;

სუნთქვის გაძნელება, ცხვირის სიმშრალე, ცხვირის შეშუპება;

ნერწყვდენის მომატება, გულძმარვა, დაქვეიტებული მგრძნობელობა პირის მიდამოებში;

ოფლიანობა, გამონაყარი კანზე, კანკალი, სიცხე;

კუნთების შეკუმშვა, სახსრების შეშუპება, კუნთების დაჭიმულობა, ტკივილები, მათ შორის, კუნთების ტკივილი, კისრის ტკივილი;

ტკივილი გულ-მკერდის არეში;

გაძნელებული ან მტკივნეული შარდვა, შარდის შეუკავებლობა;

დაღლილობა, წყურვილი, მოჭერის შეგრძნება გულ-მკერდის არეში;

სისხლის და ღვიძლის ანალიზების შედეგების ცვლილება (მომატებული შრატის კრეატინინ ფოსფოკინაზა, მომატებული ალანინ ამინოტრანსფერაზა, მომატებული ასპარტატ ამინოტრასფერეზა, შემცირებული თრომბოციტების რაოდენობა, ნეიტროპენია, სისხლში კრეატინინის დონის მომატება, სისხლში კალიუმის დონის მომატება);

ჰიპერმგრძნობელობა, სახის შეშუპება, ქავილი, ურტიკარია, გამონადენი ცხვირიდან, სისხლდენა ცხვირიდან, ხველა, ხვრინვა;

მენსტრუალური ტკივილები;

ფეხებსა და ხელებში სიცივის შეგრძნება.

იშვიათი: შესაძლებელია გამოვლინდეს 1 000-დან 1 პაციენტში:

სუნის დარღვევა, რხევითი მხედველობა, სიღრმის აღქმის დაქვეითება, ოპტიკური სიკაშკაშე, მხედველობის დაკარგვა;

ქუთუთოების დილატაცია, სიელმე;

ცივი ოფლი, ყელის შეკუმშვა, ენის შეშუპება;

პანკრეასის ანთება;

ყლაპვის გაძნელება;

სხეულის შენელებული ან დაქვეითებული მოძრაობა;

სწორად წერის გაძნელება;

მუცელში სითხის დაგროვება;

სითხე ფილტვებში;

კრუნჩხვა;

ელექტრული კარდიო აქტივობის (ეკგ) შეცვლა, ანუ გულის რიტმის დარღვევა;

კუნთების დაზიანება;

გამონადენი მკერდიდან, მკერდის პათოლოგიურად გაზრდა, მამაკაცებში მკერდის ზომის მომატება;

მენსტრუაციის დარღვევა;

თირკმლის უკმარისობა, შარდის მოცულობის შემცირება, შარდის შეკავება;

ლეიკოციტების რაოდენობის შემცირება;

ანომალიური ქცევა;

ალერგიული რეაქციები (შესაძლებელია მოიცავდეს სუნთქვის გაძნელებას, თვალების ანთებას [კერატიტი] და კანის მწვავე რეაქციას, რომელიც ვლინდება გამონაყარით, ბუშტუკებით, კანის აქერცვლით და ტკივილით);

სიყვითლე (კანის და თვალის თეთრი ნაწილის გაყვითლება).

ძალიან იშვიათი: შესაძლებელია გამოვლინდეს 10 000-დან 1 პაციენტში:

ღვიძლის ფუქნციის დარღვევა;

ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი).

სახის ან ენის შეშუპების შემთხვევაში ან თუ კანი გიწითლდებათ და იწყება ბუშტუკების გაჩენა ან აქერცვლა, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს კონსულტაციისთვის.

ზოგიერთი გვერდითი მოვლენა, როგორიცაა ძილიანობა, შესაძლებელია უფრო ხშირად გამოვლინდეს, ზურგის ტვინის დაზიანების მქონე პაციენტებში, ვინაიდან ისინი შესაძლებელია ღებულობდნენ სხვა პრეპარატებსაც, მაგალითად, ტკივილის ან სპაზმის სამკურნალოდ, რომლებსაც პრეგაბალინის მსგავსი გვერდითი მოვლენები აღენიშნებათ, მაგალითად ტკივილი ან კონვულსიები (სპასტიურობა). მითითებული გვერდითი მოვლენების სიმწვავე შესაძლებელია გაიზარდოს აღნიშნული პრეპარატების ერთდროულად მიღებისას.

თუ აღგენიშნათ რომელიმე გვერდითი მოვლენა, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. აღნიშნული ეხება ნებისმიერ გვერდით მოვლენას, რომელიც წინამდებარე ინსტრუქციაში მითითებული არ არის.

გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმაციის წარდგენა

თუ აღგენიშნათ რომელიმე გვერდითი მოვლენა, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. აღნიშნული ეხება ნებისმიერ გვერდით მოვლენას, რომელიც წინამდებარე ინსტრუქციაში მითითებული არ არის. თქვენ აგრეთვე შეგიძლიათ გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმაცია წარუდგინოთ უშუალოდ:

ბელგიაში: წამლისა და ჯანდაცვის პროდუქტების ფედერალურ სააგენტოს - უსაფრთხოების განყოფილება, ეუროსტატიო II, ვიქტორ ორტას მოედანი №40/40, B-1060 ბრიუსელი (ვებ-გვერდი: www.fagg-afmps.be; ელ. ფოსტა: [email protected]).

ლუქსემბურგში: ჯანდაცვის დირექცია - ფარმაციის და პრეპარატების განყოფილება, ვილლა ლუვინი - მარკონის ხეივანი, L-2120 ლუქსემბურგი (ვებ-გვერდი: http://www.ms.public.lu/fr/activites/pharmacie-medicament/Index.html).

გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიწოდებით თქვენ ხელს შეუწყობთ აღნიშნული პრეპარატის უსაფრთხოებაზე დამატებითი ინფორმაციის მიწოდებას.

  • ლირიკას შენახვის წესი

პრეპარატი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.

აღნიშნული პრეპარატი არ გამოიყენოთ კოლოფზე ნიშნის „ვარგისია ... მდე“ მითითებული ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ. ვარგისიანობის თარიღად ითვლება მითითებული თვის ბოლო დღე.

აღნიშნული პრეპარატისთვის საჭირო არ არის შენახვის განსაკუთრებული ზომების დაცვა.

დაუშვებელია პრეპარატების გაუვნებელყოფა კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. კონსულტაციისთვის მიმართეთ ფარმაცევტს, თუ როგორ გაანადგუროთ გამოუყენებელი პრეპარატები. აღნიშნული ზომები ხელს უწყობს გარემოს დაცვას.

  • შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს ლირიკა

პრეპარატის აქტიურ ნივთიერებას წარმოადგენს პრეგაბალინი. ყოველი კაფსულა შეიცავს 25 მგ, 50 მგ, 75 მგ, 100 მგ, 150 მგ, 200 მგ, 225 მგ ან 300 მგ პრეგაბალინს.

დამხმარე ნივთიერებებია: ლაქტოზას მონოჰიდრატი, სიმინდის სახამებელი, ტალკი, ჟელატინი, ტიტანის დიოქსიდი (E171), ნატრიუმის დოდეცილსულფატი, უწყლო კოლოიდური სილიციუმი, შავი საღებავი (შეიცავს შელაქს, რკინის(II, III) ოქსიდს (E172), პროპილენგლიკოლს, კალიუმის ჰიდროქსიდს) და წყალს.

75 მგ, 100 მგ, 200 მგ, 225 მგ და 300 მგ კაფსულები აგრეთვე შეიცავს რკინის(III) ოქსიდს (E172).

რა არის ლირიკა და გარე შეფუთვის შემცველობა

25 მგ კაფსულები

თეთრი ფერის კაფსულები, რომლის ზედა მხარეს ამოტვიფრულია “Pfizer” და ქვედა მხარეს - “PGN 25”

50 მგ კაფსულები

თეთრი ფერის კაფსულები, რომლის ზედა მხარეს ამოტვიფრულია “Pfizer” და ქვედა მხარეს - “PGN 50”. კაფსულის ქვედა მხარე აღნიშნულია შავი ზოლით.

75 მგ კაფსულები

თეთრი და ნარინჯისფერი კაფსულები, რომლის ზედა მხარეს ამოტვიფრულია “Pfizer” და ქვედა მხარეს - “PGN 75”

100 მგ კაფსულები

ნარინჯისფერი კაფსულები, რომლის ზედა მხარეს ამოტვიფრულია “Pfizer” და ქვედა მხარეს - “PGN 100”

150 მგ კაფსულები

თეთრი ფერის კაფსულები, რომლის ზედა მხარეს ამოტვიფრულია “Pfizer” და ქვედა მხარეს - “PGN 150”

200 მგ კაფსულები

ღია ნარინჯისფერი კაფსულები, რომლის ზედა მხარეს ამოტვიფრულია “Pfizer” და ქვედა მხარეს - “PGN 200”

225 მგ კაფსულები

თეთრი და ღია ნარინჯისფერი კაფსულები, რომლის ზედა მხარეს ამოტვიფრულია “Pfizer” და ქვედა მხარეს - “PGN 225”

300 მგ კაფსულები

თეთრი და ნარინჯისფერი კაფსულები, რომლის ზედა მხარეს ამოტვიფრულია “Pfizer” და ქვედა მხარეს - “PGN 300”

ლირიკა წარმოდგენილია 8 ზომის შეფუთვაში, რომელიც შეიცავს PVC და ალუმინის ბლისტერებს: 14 კაფსულიან შეფუთვაში წარმოდგენილია 1 ბლისტერი, 21 კაფსულიან შეფუთვაში - 1 ბლისტერი, 56 კაფსულიან შეფუთვაში - 4 ბლისტერი, 70 კაფსულიან შეფუთვაში - 5 ბლისტერი, 84 კაფსულიან შეფუთვაში - 4 ბლისტერი, 100 კაფსულიან შეფუთვაში - 10 ბლისტერი, 112 (2 X 56) კაფსულიანი შეფუთვა და 100 X 1 კაფსულიანი შეფუთვა წინასწარ დაყოფილია ბლისტერებად, საცალოდ გაცემის მიზნით.

გარდა ამისა, ლირიკა წარმოდგენილია HDPE ფლაკონში, რომელიც შეიცავს 200 კაფსულას 25 მგ, 75 მგ, 150 და 300 მგ დოზებისთვის.

ყველა ზომის შეფუთვა შეიძლება არ იყოს წარმოდგენილი გაყიდვაში.

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი

„ფაიზერ ლიმიტედ“

სენდვიჩი, კენტი, CT13 9NJ, დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფო

მწარმოებელი

შპს „ფაიზერ მანუფაქჩერინგ დოიჩლანდი“,

ვეთრიებშთათ ფრაიბურგი, მოოსვალდის ხეივანი 1,

79090 ფრაიბურგი, გერმანია

წინამდებარე პრეპარატთან დაკავშირებით ნებისმიერი დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით ფარმაცევტული კომპანიის ადგილობრივ წარმომადგენელს:

ბელგია ლუქსემბურგი

ფაიზერ ეს.ეი./ენ.ვი. ფაიზერ ეს.ეი.

ტელ: +32 (0)2 554 62 11 ტელ: +32 (0)2 554 62 11

წინამდებარე ანოტაციის ბოლო შემოწმების თარიღი: 07/2017 წ.

აღნიშნულ პრეპარატზე დეტალური ინფორმაცია განთავსებულია ევროპული წამლის სააგენტოს ვებ-გვერდზე: http://www.ema.europa.eu

PAA092231

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი I, გაიცემა ფორმა N2 რეცეპტით.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა