ლირიკა გამოიყენება ზრდასრულებში ეპილეფსიის, ნეიროპათიული ტკივილის და ზოგადი შფოთვითი დარღვევების (GAD) სამკურნალოდ. პერიფერიული და ცენტრალური ნეიროპათიული ტკივილი: ლირიკა გამოიყენება ხანგრძლივი ტკივილის სამკურნალოდ, რომელიც გამოწვეულია ნერვის დაზიანებით. სხვადასხვა დაავადებებმა, მაგ. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- პრეგაბალინი (pregabalin)
- ფორმა და შეფუთვა
- 300მგ მყარი კაფსულა №56
- მწარმოებელი
- Pfizer Manufacturing Deutschland GmbH, გერმანია
- გაცემის წესი
- I ჯგუფი, გაიცემა ფორმა №2 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანტიეპილეფსიური საშუალებები, ანტიეპილეფსიური სხვა საშუალებები
- ATC კოდი
- N03AX16
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-023503
- რეგისტრირებულია
- 9 ოქტომბერი 2017, მოქმედებს 9 ოქტომბერი 2027-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- განმცხადებელი
- შპს „ნიუ ჯორჯია- 555“
- GMP
- -
ლირიკა 300მგ — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ლირიკა გამოიყენება ზრდასრულებში ეპილეფსიის, ნეიროპათიული ტკივილის და ზოგადი შფოთვითი დარღვევების (GAD) სამკურნალოდ.
პერიფერიული და ცენტრალური ნეიროპათიული ტკივილი: ლირიკა გამოიყენება ხანგრძლივი ტკივილის სამკურნალოდ, რომელიც გამოწვეულია ნერვის დაზიანებით. სხვადასხვა დაავადებებმა, მაგ. დიაბეტმა, ან შემომსარტყვლელმა ლიქენმა, შეიძლება გამოიწვიოს პერიფერიული ნეიროპათიული ტკივილი. ტკივილი შეიძლება ქონდეს სიმხურვალის, წვის, პულსაციის, ფეთქვის, ჩხვლეტის, მჭრელი, კრუნჩხვითი, მსუსხავი, შეგრძნების დაკარგვის და ნემსების შერჭობის ხასიათი. პერიფერიულმა და ცენტრალურმა ნეიროპათიულმა ტკივილმა ასევე შეიძლება გამოიწვიოს ხასიათის ცვლილება, ძილის დარღვევა, დაღლილობა და გავლენა მოახდინოს ფიზიკურ და სოციალურ ქცევაზე და მთლიანა ცხოვრების ხარისხზე.
ეპილეფსია: ლირიკა გამოიყენება ზრდასრულებში კონკრეტული ტიპი ეპილეფსიის (პერციალური გულყრები მეორადი გენერალიზაციით, ან მის გარეშე). ექიმი დაგინიშნავთ ლირიკას, თუ ეპილეფსიის მიმდინარე მკურნალობა არაადექვატურია. ლირიკა უნდა მიიღოთ პრეპარატებთან ერთად, რომლითაც ამჟამად მკურნალობთ. ლირიკა არ გამოიყენება მონოთერაპიის სახით, არამედ გამოიყენება სხვა ანტიეპილეფსიურ საშუალებებთან ერთად.
ზოგადი შფოთვითი დარღვევები: ლირიკა გამოიყენება გენერალიზებული შფოთვითი დარღვევის - (გენერალიზებული შფოთვითი დარღვევია GAD) სამკურნალოდ. GAD -ის სიმპტომებია მუდმივი გადაჭარბებული შფოთვა და ნერვიულობა, რომლის კონტროლიც რთულია. GAD-მა ასევე შეიძლება გამოიწვიოს შფოთვა, ნევროზულობა, ან დაძაბულობა, დაღლილობა, ყურადღების და აზროვნების კონცენტრაციის გაძნელება, გაღიზიანებადობა, კუნთების დაძაბულობა, ძილის დარღვევა. ეს განსხვავდება ყოველდღიური ცხოვრებისეული სტრესისა და დაძაბულობისაგან.
ლირიკას გამოყენებამდე
მიღების წესი და დოზირება
ყოველთვის მიიღეთ ეს პრეპარატი მკაცრად ექიმის დანიშნულების შესაბამისად. თუ რაიმეში არ ხართ დარწმუნებული მიმართეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.
თქვენთვის საჭირო დოზას განსაზღვრავს ექიმი.
ლირიკა გამოიყენება პერორალურად.
პერიფერიული და ცენტრალური ნეიროპათიული ტკივილი, ეპილეფსია, ან ზოგადი შფოთვითი დარღვევა:
მიიღეთ იმდენი კაფსულა, რამდენიც დაგინიშნთ ექიმმა.
დოზა ჩვეულებრივ შეადგენს 150-600 მგ-ს დღეში.
ექიმი გირჩევთ ლირიკას მიღებას დღეში ორჯერ, ან სამჯერ. ორჯერ მიღების შემთხვევაში მიიღეთ ლირიკა დილას და საღამოს ერთიდაიმავე დროს. სამჯერ დანიშვნის შემთხვევაში მიიღეთ ლირიკა დილას, შუადღეზე და საღამოს ერთი და იმავე დროს.
თუ ფიქრობთ, რომ პრეპარატის ეფექტი ძალიან ძლიერია, ან სუსტია, მიმართეთ თქვენს
ექიმს, ან ფარმაცევტს.
ხანდაზმულ პაციენტებს (65 წელს ზემოთ) ჩვეულებრივ შეუძლიათ ლირიკას მიღება, თუ არ გაქვთ თირკმლის ფუნქციის დარღვევა.
ექიმი დაგინიშნავთ განსხვავებულ დოზირების რეჟიმს და /ან დოზას თირკმლის ფუნქციის დარღვევის შემთხვევაში.
გადაყლაპეთ ტაბლეტი მთლიანად წყლის დაყოლებით.
მიიღეთ ლირიკა უწყვეტად, სანამ თქვენი ექიმი არ მოგცემთ რეკომენდაციას მკურნალობის შეწყვეტის შესახებ..
თუ მიიღეთ ლირიკას ჭარბი დოზა
დაუყოვნებლივ მიმართეთ უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელ დახმარებას, ან თქვენს ექიმს. თან იქონიეთ ლირიკას კაფსულები, კოლოფი, ან ბოთლი. ლირიკას დოზის გადაჭარბებისას შეიძლება გამოვლინდეს ძილიანობა, დაბნეულობა, აგზნებადობა, ან მოუსვენრობა. ასევე იყო ცნობები გულყრების შესახებ.
თუ დაგავიწყდათ ლირიკას მიღება
მნიშვნელოვანია ლირიკას კაფსულების რეგულარულად მიღება ყოველდღე, ერთი და იმავე დროს. თუ დაგავიწყდათ დოზის მიღება, შემდეგი დოზა მიიღეთ გახსენებისთანავე, თუ არ არის მოახლოვებული შემდეგი დოზის მიღების დრო. არ მიიღოთ ორმაგი დოზა დავიწყებული დოზის საკომპენსაციოდ.
თუ შეწყვიტეთ ლირიკას მიღება
არ შეწყვიტოთ პრეპარატის მიღება თუ ეს არ გირჩიათ ექიმმა. მკურნალობის შეწყვეტისას საჭიროა პრეპარატის თანდათანობით მოხსნა სულ მცირე ერთი კვირის განმავლობაში.
უნდა იცოდეთ, რომ ლირიკას ხანგრძლივი, ან ხანმოკლე მკურნალობის შეწყვეტისას შეიძლება გამოგივლინდეთ ზოგიერთი გვერდითი მოვლენა, როგორებიცაა ძილის დარღვევა, თავის ტკივილი, გულისრევა, დიარეა, ვირუსის მსგავსი სიმპტომები, გულყრები, ნევროზულობა, დეპრესია, ტკივილი, ოფლიანობა და თავბრუსხვევა. ეს სიმპტომები შეიძლება გამოვლინდეს უფრო ხშირად, ან უფრო სერიოზული სახით ლირიკას ხანგრძლივი მიღებისას.
ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს, ან ფარმაცევტს
უკუჩვენებები
თუ ხართ ალერგიული პრეგაბალინის, ან პრეპარატის სხვა რომელიმე შემადგენელი ნივთიერების მიმართ (ჩამოთვლილი ნაწილში 6).
სიფრთხილის ზომები
ლირიკას მიღებამდე კონსულტაციისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.
ზოგიერთ პაციენტში ლირიკას მიღებისას იყო ცნობები ალერგიული რეაქციების სიმპტომების შემსახებ. ეს სიმპტომები მოიცავს სახის, ტუჩების, ენის და ყელის შეშუპებას, ასევე გამონაყარს კანზე. ამ სიმპტომების გამოვლენისას დაუყივნებლივ მიმართეთ ექიმს.
ლირიკას მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსზვევა და ძილიანობა, რაც ზრდის ტრავმების (დაცემა) რისკს ხანდაზმულ პაციენტებში. ამიტომ გამოიჩინეთ სიფრთხილე პრეპარატის ეფექტისადმი მიჩვევამდე.
ლირიკამ შეიძლება გამოიწვიოს მხედველობის დაკარგვა, ან მხედველობის დაბინდვა, ან სხვა ცვლილებები მხედველობის მხრივ, რაც ხშირ შემთხვევაში გარდამავალია. დაუყივნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს მხედველობის მხრივ ნებისმიერი ცვლილების შესახებ.
დიაბეტის მქონე ზოგიერთ პაციენტში, რომლებიც იმატებენ წონაში პრეგაბალინით თერაპიის დროს, შეიძლება საჭირო გახდეს ანტიდიაბეტური პრეპარატის დოზის კორექცია.
ზოგიერთი გვერდითი მოვლენა, მაგ. ძილიანობა, შეიძლება უფრო ხშირად გამოვლინდეს ზურგის ტვინის დაზიანების მქონე პაციენტებში, რადგანაც ისინი შეიძლება ტკივილს და კუნთების სპასტიურობას (სპასტიურობა) მკურნალობდნენ სხვა პრეპარატებით, რომელთაც აქვთ პრეგანალინის მსგავსი გვერდითი მოვლენები და შესაბამისად, მათი ერთდროული გამოყენებისას იზრდება ამ გვერდითი მოვლენების სიმწვავე.
ლირიკას გამოყენებისას ზოგიერთ პაციენტში იყო ცნობები გულის უკმარისობის შესახებ. უმრავლეს შემთხვევაში ეს პაციენტები იყვნენ ხანდაზმულები და ქონდათ გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ დარღვევები. პრეპარატის მიღებამდე აცნობეთ
თქვენს ექიმს, თუ გაქვთ გულის დაავადების ანამნეზი.
ლირიკათი მკურნალობის დროს ზოგიერთ პაციენტში იყო ცნობები თირკმლის უკმარისობის შესაბებ. აცნობეთ ექიმს, თუ შენიშნეთ შარდის გამოყოფის შემცირება ლირიკათი მკურნალობისას, რადგაც პრეპარატის შეწყვეტა გააუმჯობესებს მდგომარეობას.
ზოგიერთ პაციენტში ლირიკას მსგავსი ანტიეპილეფსიური საშუალებით მკრუნალობისას აღინიშნა საკუთარი თავისათვის ზიანის მიყენების და თვითმკვლელობის შესახებ ფიქრები. ასეთი აზრების არსებობისას დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს.
ლირიკას გამოყენებისას სხვა პრეპარატებთან ერთად, რომლებიც იწვევენ ყაბზობას (ზოგიერთი ტკივილდამაყუჩებელი) შეიძლება გამოვლინდეს დარღვევები კუჭ-ნაწლავის სისტემის მხრივ (მაგ. ყაბზობა, ნაწლავთა ობსტრუქცია, ან ნაწლავთა დამბლა). აცნობეთ ექიმს, თუ აღგენიშნებათ ყაბზობა, განსაკუთრებით თუ ხართ მიდრეკილი ამ დარღვევისადმი.
პრეპარატის მიღების დაწყებამდე აცნობეთ ექიმს, თუ გაქვთ ალკოჰოლიზმის, ნარკოტიკული საშუალებების ბოროტად გამოყენების, ან წამალდამოკიდებულების ისტორია. არ მიიღო ექიმის მიერ დანიშნულზე მეტი პრეპარატი.
იყო ცნობები ლირიკას მიღებისას, ან მისი შეწყვეტიდან მოკლე ხანში გულყრების გამოვლენის შესახებ. გულყრების გამოვლენისას დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს.
ლირიკას მიღებისას ზოგიერთ პაციენტში გამოვლინდა თავის ტვინის ფუნქციის დაქვეითება (ენცეფალოპათია), როდესაც მათ აღენიშნებოდათ სხვა მდგომარეობებიც. აცნობეთ ექიმს, თუ გაქვთ სერიოზული დაავადების ისტორია, თირკმლის, ან ღვიძლის დაავადების ჩათვლით.
ბავშვები და მოზარდები
პრეგაბალინის უსაფრთხოება და ეფექტურობა არ არის დადგენილი ბავშვებსა და მოზარდებში (18 წლამდე) და ამიტომ არ გამოიყენება ამ ასაკობრივ ჯგუფში.
ლირიკას გამოყენება სხვა პრეპარატებთან
აცნობეთ თქვენ ექიმს, ან ფარმაცევტს თუ იღებთ, ახლო წარსულში იღებდით, ან გეგმავთ მიიღოთ სხვა პრეპარატები.
ლირიკა და ზოგიერთი სხვა პრეპარატი ურთიერთქმედებს (ურთიერთქმედება). ზოგიერთ პრეპარატთან კომბინაციაში ლირიკას გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს ამ პრეპარატების გვერდითი მოვლენები, სასუნთქი სისტემის უკმარისობის და კომის ჩათვლით. თავბრუსხვევა, ძილიანობა და კონცენტრაციის დარღვევა შეიძლება გაიზარდოს, თუ ლირიკას იღებთ:
ოქსიკოდინთან ერთად (ტკივილდამაყუჩებელი საშუალება).
ლორაზეპამთან ერთად (ანქსიოლიტური საშუალება),
ალკოჰოლურ სასმელებთან ერთად.
ლირიკას გამოყენება შეიძლება პერორალურ კონტრაცეპტულ საშუალებებთან ერთად.
ლირიკას გამოყენება საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან ერთად
ლირიკას მიღება შეიძლება როგორც საკვებთან ერთად, ისე მისგან დამოუკიდებლად.
არ არის რეკომენდებული ალკოჰოლური სასმელების მიღება ლირკათი მკურნალობის დროს.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ლირიკა არ გამოიყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში, თუ სხვაგვარად არ დაგინიშნათ ექიმმა. რეპროდუქციული ასაკის ქალებმა უნდა გამოიყენონ ეფექტური კონტრაცეპტული საშუალება. თუ ხართ ორსულად, ან ლაქტაციის პერიოდში, ან თუ ფიქრობთ რომ შეიძლება იყოთ ორსულად, ან გეგმავთ დაორსულებას, ამ პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
ლირიკამ შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა, ძილიანობა და დაბნეულობა. არ მართოთ სატრანსპორტო საშუალებები, ან იმუშაოთ მექანიზმებთან, ან შეასრულოთ პოტენციურად სახიფათო მოქმედებები სანამ არ გეცოდინებათ რა გავლენას ახდენს პრეპარატი თქვენზე.
ლირიკა შეიცავს ლაქტოზას მონოჰიდრატს (შაქრის კონკრეტული სახე)
თუ ექიმმა გაგაფრთხილათ, რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, ამ პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს.
გვერდითი მოვლენები
ყველა პრეპარატის მსგავსად, ამ პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ყველა ადამიანში.
ძალიან ხშირი: ვლინდება 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში
თავბრუსხვევა, ძილიანობა, თავის ტკივილი
ხშირი: ვლინდება 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში
მადის მომატება
ეიფორია, დაბნეულობა, ორიენტაციის დარღვევა (დეზორიენტაცია), ლიბიდოს დაქვეითება, გაღიზიანებადობა
ყურადღების დარღვევა, მოუხერხებლობა, მეხსიერების დარღვევა, მეხსიერების დაკარგვა, ტრემორი, მეტყველების დარღვევა, ჩხვლეტის შეგრძნება, შეგრძნების დაკარგვა, ძილიანობა, ლეთარგია, უძილობა, დაღლილობა, უჩვეულო შეგრძნება
მხედველობის დაბინდგვა, მხედველობის გაორება
თავბრუსხვევა, ბალანსის დარღვევა, წაქცევა
პირის სიმშრალე, ყაბზობა, ღებინება, მეტეორიზმი, დიარეა, გულისრევა, მუცლის შებერვა,
ერექციული დისფუნქცია
მთელი სხეულის შეშუპება კიდურების ჩათვლით
ნასვამობის შეგრძნება, უცნაური სიარულის მანერა
წონის მომატება
კუნთების სპაზმი, სახსრების ტკივილი, ზურგის ტკივილი, კიდურების ტკივილი
ყელის ტკივილი
არახშირი: ვლინდება 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში
მადის დაკარგვა, წონის კლება, სისხლში შაქრის დონის შემცირება, სისხლში შაქრის დონის მომატება,
თვითშფასების ცვლილება, მოუსვენრობა, დეპრესია, აგზნებადობა, ხასიათის ცვლილება, მეტყველების გართულება, ჰალუცინაციები, ანომალიური სიზმრები, პანიკის შეტევა, გულგრილობა, აგრესია, განწყობის ამაღლება, ფსიქიკური აშლილობა, აზროვნების გაძნელება, სქესობრივი ინტერესის მომატება, სქესობრივი ფუნქციის დარღვევა, სქესობრივი კმაყოფილების მიღწევის უუნარობის ჩათვლით, გადვიანებული ეაკულაცია
მხედველობის დარღვევა, თვალის უჩვეულო მოძრაობები, გვირაბისებური მხედველობა, უეცარი განათება თვალის წინ, სპაზმური მოზრაობები, რეფლექსების დაქვეითება, ჰიპერაქტივობა, თავბრუსხვევა წამოდგომისას, მგრძნობიარე კანი, გემოს დაკარგვა, წვის შეგრძნება, ტრემორი მოძრაობისას, ცნობიერების დაქვეითება, ცნობიერების დაკარგვა, გონების დაკარგვა, მომატებული მგრძნობელობა ხმაურისადმი, დისკომფორტი
თვალის სიმშრალე, თვალების შეშუპება და ტკივილი, თვალის სისუსტე, ცრემლდენა, თვალის გაღიზიანება
გულის რითმის დარღვევა, გულისცემის გახშირება, დაბალი არტერიული წნევა, ჰიპერტენზია, გულის უკმარისობა
წამოხურება,
სუნთქვის გაძნელება, ცხვირის სიმშრალე, ცხვირის გაჭედვა
ნერწყვის გამოყოფის მომატება, გულძმარვა, შეგრძნების დაკარგვა პირის ღრუს გარშემო
ოფლიანობა, გამონაყარი, ციება, ცხელება
კუნთების თრთოლვა, სახსრების შეშუპება, კუნთების რიგიდობა, ტკივილი, კუნთების ტკივილის ჩათვლით, კისრის ტკივილი
მასტოდინია
შარდვის გაძნელება, ან მტკივნეული შარდვა, შარდის შეუკავებლობა
სისუსტე, წყურვილის შეგრძნება, მოჭერის შეგრძნება გულ-მკერდის არეში
სისხლის ანალიზის და ღვიძლის ფუნქციის პათოლოგიური მაჩვენებლები (სისხლში კრეატინინ-ფოსფოკინაზას მომატება, ალანინ ამინო ტრანსფერაზას მომატება, ასპარტატ ამინოტრანსფერაზას მომატება, თრომბოციტების რაოდენობის შემცირება, ნეიტროფილების რაოდენობის პათოლოგიური შემცირება (ნეოტროპენია), სისხლში კრეატინინის დონის მომატება და კალიუმის დონის შემცირება
მომატებული მგრძნობელობის რეაქციები, სახის შეშუპება, ქავილი, ჭინჭრის ციება,
სურდო, სისხლდენა ცხვირიდან, ხველა, ხვრინვა
მტკივნეული მენსტრუალური ციკლი
ცივი კიდურები
იშვიათი: ვლინდება 1000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში
ყნოსვის შეცვლა, ოსცილოფსია, სიღრმის აღქმის ცვლილება, მკვეთრი სინათლე თვალის წინ, მხედველობის დაკარგვა
გუგების გაფართოვება, სიელმე
ცივი ოფლი, მოჭერის შეგრძება ყელის არეში, ენის შეშუპება
პანკრეასის ანთება
ყლაპვის გაძნელება
სხეულის შენელებული, ან დუნე მოძრაობები
წერის დარღვევა
მუცლის ღრუში სითხის დაგროვება
ფილტვებში სითხის დაგროვება
გულყრები
გულის რითმის დარღვევა, რომელიც აისახება ელექტრო კარდიოგრამაზე (ეკგ)
კუნთების დაზიანება
გამონადენი სარძევე ჯირკვლიდან, სარძევე ჯირკვლის პათოლოგიური ზრდა, სარძევე ჯირკვლის გადიდება მამაკაცებში
მენსტრუაციის შეწყვეტა
თირკმლის უკმარისობა, შარდის მოცულობის შემცირება, შარდის ბუშტის დაცლის შეუძლებლობა (შარდის შეკავება)
სისხლის თეთრი უკრედების რაოდენობის შემცირება
ქცევითი დარღვევები
ალერგიული რეაქციები (მათ შორის სუნთქვის გაძნელება, ქავილი, თვალის ანთება (რქოვანას ანთება) და კანის მხრივ მძიმე რეაქციები, რომლებიც ხასიათდება გამონაყარით, დაბუშტუკებით, აქერცვლით და ტკივილით)
სიყვითლე (კანის და თვალების გაყვითლება
ძალიან იშვიათი: ვლინდება 10,000-დან არაუმეტეს 1 პაციენტში
ღვიძლის უკმარისობა
ჰეპატიტი (ჰეპატიტი)
მიმართეთ გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას სახის, ან ენის შეშუპებისას, ან კანის გაწითლების, დაბუშტუკების, ან აქერცვლისას.
ზოგიერთი გვერდითი მოვლენა, როგორიცაა ძილიანობა, შეიძლება ხშირად გამოვლინდეს ზურგის ტვინის დაზიანების მქონე პაციენტებში, რადგან ისინი შეიძლება იღებდნენ ტკივილის ან სპასტიურიბის სამკურნალოდ სხვა პრეპარატებს, რომელთაც აქვთ პრეგაბალინის მსგავსი გვერდითი მოვლენები და შესაბამისად, მათი ერთდროული გამოყენებისას იზრდება ამ გვერდითი მოვლენების ეფექტი.
შეტყობინება გვერდითი მოვლენების შესახებ
თუ რომელიმე გვერდითი მოვლენა გახდა სერიოზული, მიმართეთ თქვენს ექიმს,
ფარმაცევტს, ან ექთანს. ეს ეხება ისეთ გვერდით მოველენებსაც, რომლებიც არ არის აღწერილი ამ დანართ ფურცელში.
გვერდითი მოვლენების შეტყობინება ასევე შესაძლებელია შესაბამისი ორგანოსათვის პირდაპირ, შემდეგ მისამართზე:
წამლის კონტროლის სახელმწიფო ინსტიტუტი
სრობაროვას 48
100 41 პრაღა 10
ვებ.გვერდი: www.sukl.cz/nahlasit-nezadouci-ucinek
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინებით თქვენ შეგიძლიათ დახმარების გაწევა ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოგროვებაში.
შემადგენლობა
მოქმედი ნივთიერება არის პრეგაბალინი. მყარი კაფსულა შეიცავს 25მგ, 50მგ, 75მგ, 100მგ, 150მგ, 200მგ, 225მგ, ან 300მგ პრეგაბალინს.
სხვა ნივთიერებებია: ლაქტოზას მონოჰიდრატი, სიმინდის სახამებელი, ტალკი, ჟელატინი, ტიტანის დიოქსიდი (E171), ნატრიუმის ლაურილ სალფატი, კაჟბადის უწყლო, კოლოიდური დიოქსიდი, შავი საღებავი (შილაკი, რკინის შავი ოქსიდი (E172), პროპილენ გლიკოლი, კალიუმის ჰიდროქსიდინი) და წყალი.
75მგ, 100მგ, 200მგ, 225მგ და 300მგ კაფულა ასევე შეიცავს წითელი რკინის ოქსიდს (E172).
ლირიკას გარეგანი სახე და შეფუთვის შემადგენლობა
25მგ მყარი კაფსულა
თეთრი ფერის მყარი კაფსულა, მარკირებით “Pfizer” თავსახურზე და “PGN 25” კორპუსზე.
50მგ მყარი კაფსულა
თეთრი ფერის მყარი კაფსულა, მარკირებით “Pfizer” თავსახურზე და “PGN 50” კორპუსზე. კაფსულის კორპუსს აქვს შავი ზოლი.
75მგ მყარი კაფსულა
თეთრი და ნარინჯისფერი მყარი კაფსულა, მარკირებით “Pfizer” თავსახურზე და “PGN 75” კორპუსზე.
100მგ მყარი კაფსულა
ნარინჯისფერი მყარი კაფსულა, მარკირებით “Pfizer” თავსახურზე და “PGN 100” კორპუსზე.
150მგ მყარი კაფსულა
თეთრი ფერის მყარი კაფსულა, მარკირებით “Pfizer” თავსახურზე და “PGN 150” კორპუსზე.
200მგ მყარი კაფსულა
ღია ნარინჯისფერი მყარი კაფსულა, მარკირებით “Pfizer” თავსახურზე და “PGN 200” კორპუსზე.
225მგ მყარი კაფსულა
თეთრი და ნარინჯისფერი მყარი კაფსულა, მარკირებით “Pfizer” თავსახურზე და “PGN 225” კორპუსზე.
300მგ მყარი კაფსულა
თეთრი და ნარინჯისფერი მყარი კაფსულა, მარკირებით “Pfizer” თავსახურზე და “PGN 300” კორპუსზე.
ლირიკა ხელმისაწვდომია რვა სხვადასხვა შეფუთვაში, თითოეული შეფუთვა დამზადებულია პვქ-გან, უკანა მხარეს აქვს ალუმინის ფოლგა: 14 კაფსულიან შეფუთვაში მოთავსებულია ერთი ბლისტერი, 21 კაფსულიან შეფუთვაში მოთავსებულია 1 ბლისტერი, 56 კაფსულიან შეფუთვაში მოთავსებულია 4 ბლისტერი, 70 კაფსულიან შეფუთვაში მოთავსებულია 5 ბლისტერი, 84 კაფსულიან შეფუთვაში მოთავსებულია 4 ბლისტერი, 100 კაფსულიან შეფუთვაში მოთავსებულია 10 ბლისტერი, 112 (2 x 56) კაფსულიან და 100 x 1 კაფსულიანი შეფუთვაში მოთავსებულია პერფორირებული ბლისტერები.
ამასთანავე ლირიკა 25მგ, 75მგ, 150მგ და 300მგ ხელმისაწვდომია HDPE ბოთლში, რომელიც შეიცავს 200 კაფსულას.
ყველა ზომის შეფუთვა არ არის ხელმისაწვდომი.
შენახვის პირობები
შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ კოლოფზე და ბოთლზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ეხება თვის ბოლო დღეს.
პრეპარატი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.
არ გადააგდოთ მედიკამენტები საკანალიზაციო წყლებში, ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. კითხეთ რჩევა ფარმაცვტს პრეპარატის უტილიზაციასთან დაკავშირებით, რომელსაც აღარ იღენებთ. ეს ზომები დაიცავს გარემოს დაბინძურებისაგან.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
დანართი ფურცელი: ინფორმაცია მომხმარებლისათვის
ლირიკა 25მგ მყარი კაფსულები
ლირიკა 50მგ მყარი კაფსულები
ლირიკა 75მგ მყარი კაფსულები
ლირიკა 100მგ მყარი კაფსულები
ლირიკა 150მგ მყარი კაფსულები
ლირიკა 200მგ მყარი კაფსულები
ლირიკა 225მგ მყარი კაფსულები
ლირიკა 300მგ მყარი კაფსულები
პრეგაბალინი
პრეპარატის გამოყენებამდე გულდასმით წაიკითხეთ დანართი ფურცელი, რადგან შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
შეინახეთ ეს დანართი ფურცელი. შესაძლოა ისევ დაგჭირდეთ მისი წაკითხვა.
თუ გაქვთ დამატებითი კითხვები, მიმართეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.
ეს პრეპარატი დაგენიშნათ პირადად თქვენ. არ გადასცეთ ის სხვა პირებს, რადგან შეიძლება ზიანი მიაყენოს მათ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათი სიმპტომები გავს თქვენსას.
თუ გამოგივლინდათ რაიმე გვერდითი მოვლენა მიმართეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს. ეს ეხება ისეთ გვერდით მოვლენებსაც, რომლებიც არ არის აღწერილი ამ დანართ ფურცელში. იხ. ნაწილი 4.
ამ დანართ ფურცელში მოცემულია:
რას წარმოადგენს ლირიკა და რისთვის გამოიყენება
ლირიკას გამოყენებამდე
როგორ მივიღოთ ლირიკა
შესაძლო გვერდითი მოვლენები
როგორ შევინახოთ ლირიკა
შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია
რას წარმოადგენს ლირიკა და რისთვის გამოიყენება
ლირიკა გამოიყენება ზრდასრულებში ეპილეფსიის, ნეიროპათიული ტკივილის და ზოგადი შფოთვითი დარღვევების (GAD) სამკურნალოდ.
პერიფერიული და ცენტრალური ნეიროპათიული ტკივილი: ლირიკა გამოიყენება ხანგრძლივი ტკივილის სამკურნალოდ, რომელიც გამოწვეულია ნერვის დაზიანებით. სხვადასხვა დაავადებებმა, მაგ. დიაბეტმა, ან შემომსარტყვლელმა ლიქენმა, შეიძლება გამოიწვიოს პერიფერიული ნეიროპათიული ტკივილი. ტკივილი შეიძლება ქონდეს სიმხურვალის, წვის, პულსაციის, ფეთქვის, ჩხვლეტის, მჭრელი, კრუნჩხვითი, მსუსხავი, შეგრძნების დაკარგვის და ნემსების შერჭობის ხასიათი. პერიფერიულმა და ცენტრალურმა ნეიროპათიულმა ტკივილმა ასევე შეიძლება გამოიწვიოს ხასიათის ცვლილება, ძილის დარღვევა, დაღლილობა და გავლენა მოახდინოს ფიზიკურ და სოციალურ ქცევაზე და მთლიანა ცხოვრების ხარისხზე.
ეპილეფსია: ლირიკა გამოიყენება ზრდასრულებში კონკრეტული ტიპი ეპილეფსიის (პერციალური გულყრები მეორადი გენერალიზაციით, ან მის გარეშე). ექიმი დაგინიშნავთ ლირიკას, თუ ეპილეფსიის მიმდინარე მკურნალობა არაადექვატურია. ლირიკა უნდა მიიღოთ პრეპარატებთან ერთად, რომლითაც ამჟამად მკურნალობთ. ლირიკა არ გამოიყენება მონოთერაპიის სახით, არამედ გამოიყენება სხვა ანტიეპილეფსიურ საშუალებებთან ერთად.
ზოგადი შფოთვითი დარღვევები: ლირიკა გამოიყენება გენერალიზებული შფოთვითი დარღვევის - (გენერალიზებული შფოთვითი დარღვევია GAD) სამკურნალოდ. GAD -ის სიმპტომებია მუდმივი გადაჭარბებული შფოთვა და ნერვიულობა, რომლის კონტროლიც რთულია. GAD-მა ასევე შეიძლება გამოიწვიოს შფოთვა, ნევროზულობა, ან დაძაბულობა, დაღლილობა, ყურადღების და აზროვნების კონცენტრაციის გაძნელება, გაღიზიანებადობა, კუნთების დაძაბულობა, ძილის დარღვევა. ეს განსხვავდება ყოველდღიური ცხოვრებისეული სტრესისა და დაძაბულობისაგან.
ლირიკას გამოყენებამდე
არ მიიღოთ ლირიკა
თუ ხართ ალერგიული პრეგაბალინის, ან პრეპარატის სხვა რომელიმე შემადგენელი ნივთიერების მიმართ (ჩამოთვლილი ნაწილში 6).
სიფრთხილის ზომები
ლირიკას მიღებამდე კონსულტაციისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.
ზოგიერთ პაციენტში ლირიკას მიღებისას იყო ცნობები ალერგიული რეაქციების სიმპტომების შემსახებ. ეს სიმპტომები მოიცავს სახის, ტუჩების, ენის და ყელის შეშუპებას, ასევე გამონაყარს კანზე. ამ სიმპტომების გამოვლენისას დაუყივნებლივ მიმართეთ ექიმს.
ლირიკას მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსზვევა და ძილიანობა, რაც ზრდის ტრავმების (დაცემა) რისკს ხანდაზმულ პაციენტებში. ამიტომ გამოიჩინეთ სიფრთხილე პრეპარატის ეფექტისადმი მიჩვევამდე.
ლირიკამ შეიძლება გამოიწვიოს მხედველობის დაკარგვა, ან მხედველობის დაბინდვა, ან სხვა ცვლილებები მხედველობის მხრივ, რაც ხშირ შემთხვევაში გარდამავალია. დაუყივნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს მხედველობის მხრივ ნებისმიერი ცვლილების შესახებ.
დიაბეტის მქონე ზოგიერთ პაციენტში, რომლებიც იმატებენ წონაში პრეგაბალინით თერაპიის დროს, შეიძლება საჭირო გახდეს ანტიდიაბეტური პრეპარატის დოზის კორექცია.
ზოგიერთი გვერდითი მოვლენა, მაგ. ძილიანობა, შეიძლება უფრო ხშირად გამოვლინდეს ზურგის ტვინის დაზიანების მქონე პაციენტებში, რადგანაც ისინი შეიძლება ტკივილს და კუნთების სპასტიურობას (სპასტიურობა) მკურნალობდნენ სხვა პრეპარატებით, რომელთაც აქვთ პრეგანალინის მსგავსი გვერდითი მოვლენები და შესაბამისად, მათი ერთდროული გამოყენებისას იზრდება ამ გვერდითი მოვლენების სიმწვავე.
ლირიკას გამოყენებისას ზოგიერთ პაციენტში იყო ცნობები გულის უკმარისობის შესახებ. უმრავლეს შემთხვევაში ეს პაციენტები იყვნენ ხანდაზმულები და ქონდათ გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ დარღვევები. პრეპარატის მიღებამდე აცნობეთ
თქვენს ექიმს, თუ გაქვთ გულის დაავადების ანამნეზი.
ლირიკათი მკურნალობის დროს ზოგიერთ პაციენტში იყო ცნობები თირკმლის უკმარისობის შესაბებ. აცნობეთ ექიმს, თუ შენიშნეთ შარდის გამოყოფის შემცირება ლირიკათი მკურნალობისას, რადგაც პრეპარატის შეწყვეტა გააუმჯობესებს მდგომარეობას.
ზოგიერთ პაციენტში ლირიკას მსგავსი ანტიეპილეფსიური საშუალებით მკრუნალობისას აღინიშნა საკუთარი თავისათვის ზიანის მიყენების და თვითმკვლელობის შესახებ ფიქრები. ასეთი აზრების არსებობისას დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს.
ლირიკას გამოყენებისას სხვა პრეპარატებთან ერთად, რომლებიც იწვევენ ყაბზობას (ზოგიერთი ტკივილდამაყუჩებელი) შეიძლება გამოვლინდეს დარღვევები კუჭ-ნაწლავის სისტემის მხრივ (მაგ. ყაბზობა, ნაწლავთა ობსტრუქცია, ან ნაწლავთა დამბლა). აცნობეთ ექიმს, თუ აღგენიშნებათ ყაბზობა, განსაკუთრებით თუ ხართ მიდრეკილი ამ დარღვევისადმი.
პრეპარატის მიღების დაწყებამდე აცნობეთ ექიმს, თუ გაქვთ ალკოჰოლიზმის, ნარკოტიკული საშუალებების ბოროტად გამოყენების, ან წამალდამოკიდებულების ისტორია. არ მიიღო ექიმის მიერ დანიშნულზე მეტი პრეპარატი.
იყო ცნობები ლირიკას მიღებისას, ან მისი შეწყვეტიდან მოკლე ხანში გულყრების გამოვლენის შესახებ. გულყრების გამოვლენისას დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს.
ლირიკას მიღებისას ზოგიერთ პაციენტში გამოვლინდა თავის ტვინის ფუნქციის დაქვეითება (ენცეფალოპათია), როდესაც მათ აღენიშნებოდათ სხვა მდგომარეობებიც. აცნობეთ ექიმს, თუ გაქვთ სერიოზული დაავადების ისტორია, თირკმლის, ან ღვიძლის დაავადების ჩათვლით.
ბავშვები და მოზარდები
პრეგაბალინის უსაფრთხოება და ეფექტურობა არ არის დადგენილი ბავშვებსა და მოზარდებში (18 წლამდე) და ამიტომ არ გამოიყენება ამ ასაკობრივ ჯგუფში.
ლირიკას გამოყენება სხვა პრეპარატებთან
აცნობეთ თქვენ ექიმს, ან ფარმაცევტს თუ იღებთ, ახლო წარსულში იღებდით, ან გეგმავთ მიიღოთ სხვა პრეპარატები.
ლირიკა და ზოგიერთი სხვა პრეპარატი ურთიერთქმედებს (ურთიერთქმედება). ზოგიერთ პრეპარატთან კომბინაციაში ლირიკას გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს ამ პრეპარატების გვერდითი მოვლენები, სასუნთქი სისტემის უკმარისობის და კომის ჩათვლით. თავბრუსხვევა, ძილიანობა და კონცენტრაციის დარღვევა შეიძლება გაიზარდოს, თუ ლირიკას იღებთ:
ოქსიკოდინთან ერთად (ტკივილდამაყუჩებელი საშუალება).
ლორაზეპამთან ერთად (ანქსიოლიტური საშუალება),
ალკოჰოლურ სასმელებთან ერთად.
ლირიკას გამოყენება შეიძლება პერორალურ კონტრაცეპტულ საშუალებებთან ერთად.
ლირიკას გამოყენება საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან ერთად
ლირიკას მიღება შეიძლება როგორც საკვებთან ერთად, ისე მისგან დამოუკიდებლად.
არ არის რეკომენდებული ალკოჰოლური სასმელების მიღება ლირკათი მკურნალობის დროს.
ორსულობა და ლაქტაცია
ლირიკა არ გამოიყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში, თუ სხვაგვარად არ დაგინიშნათ ექიმმა. რეპროდუქციული ასაკის ქალებმა უნდა გამოიყენონ ეფექტური კონტრაცეპტული საშუალება. თუ ხართ ორსულად, ან ლაქტაციის პერიოდში, ან თუ ფიქრობთ რომ შეიძლება იყოთ ორსულად, ან გეგმავთ დაორსულებას, ამ პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.
სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა
ლირიკამ შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა, ძილიანობა და დაბნეულობა. არ მართოთ სატრანსპორტო საშუალებები, ან იმუშაოთ მექანიზმებთან, ან შეასრულოთ პოტენციურად სახიფათო მოქმედებები სანამ არ გეცოდინებათ რა გავლენას ახდენს პრეპარატი თქვენზე.
ლირიკა შეიცავს ლაქტოზას მონოჰიდრატს (შაქრის კონკრეტული სახე)
თუ ექიმმა გაგაფრთხილათ, რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, ამ პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს.
როგორ მივიღოთ ლირიკა
ყოველთვის მიიღეთ ეს პრეპარატი მკაცრად ექიმის დანიშნულების შესაბამისად. თუ რაიმეში არ ხართ დარწმუნებული მიმართეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.
თქვენთვის საჭირო დოზას განსაზღვრავს ექიმი.
ლირიკა გამოიყენება პერორალურად.
პერიფერიული და ცენტრალური ნეიროპათიული ტკივილი, ეპილეფსია, ან ზოგადი შფოთვითი დარღვევა:
მიიღეთ იმდენი კაფსულა, რამდენიც დაგინიშნთ ექიმმა.
დოზა ჩვეულებრივ შეადგენს 150-600 მგ-ს დღეში.
ექიმი გირჩევთ ლირიკას მიღებას დღეში ორჯერ, ან სამჯერ. ორჯერ მიღების შემთხვევაში მიიღეთ ლირიკა დილას და საღამოს ერთიდაიმავე დროს. სამჯერ დანიშვნის შემთხვევაში მიიღეთ ლირიკა დილას, შუადღეზე და საღამოს ერთი და იმავე დროს.
თუ ფიქრობთ, რომ პრეპარატის ეფექტი ძალიან ძლიერია, ან სუსტია, მიმართეთ თქვენს
ექიმს, ან ფარმაცევტს.
ხანდაზმულ პაციენტებს (65 წელს ზემოთ) ჩვეულებრივ შეუძლიათ ლირიკას მიღება, თუ არ გაქვთ თირკმლის ფუნქციის დარღვევა.
ექიმი დაგინიშნავთ განსხვავებულ დოზირების რეჟიმს და /ან დოზას თირკმლის ფუნქციის დარღვევის შემთხვევაში.
გადაყლაპეთ ტაბლეტი მთლიანად წყლის დაყოლებით.
მიიღეთ ლირიკა უწყვეტად, სანამ თქვენი ექიმი არ მოგცემთ რეკომენდაციას მკურნალობის შეწყვეტის შესახებ..
თუ მიიღეთ ლირიკას ჭარბი დოზა
დაუყოვნებლივ მიმართეთ უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელ დახმარებას, ან თქვენს ექიმს. თან იქონიეთ ლირიკას კაფსულები, კოლოფი, ან ბოთლი. ლირიკას დოზის გადაჭარბებისას შეიძლება გამოვლინდეს ძილიანობა, დაბნეულობა, აგზნებადობა, ან მოუსვენრობა. ასევე იყო ცნობები გულყრების შესახებ.
თუ დაგავიწყდათ ლირიკას მიღება
მნიშვნელოვანია ლირიკას კაფსულების რეგულარულად მიღება ყოველდღე, ერთი და იმავე დროს. თუ დაგავიწყდათ დოზის მიღება, შემდეგი დოზა მიიღეთ გახსენებისთანავე, თუ არ არის მოახლოვებული შემდეგი დოზის მიღების დრო. არ მიიღოთ ორმაგი დოზა დავიწყებული დოზის საკომპენსაციოდ.
თუ შეწყვიტეთ ლირიკას მიღება
არ შეწყვიტოთ პრეპარატის მიღება თუ ეს არ გირჩიათ ექიმმა. მკურნალობის შეწყვეტისას საჭიროა პრეპარატის თანდათანობით მოხსნა სულ მცირე ერთი კვირის განმავლობაში.
უნდა იცოდეთ, რომ ლირიკას ხანგრძლივი, ან ხანმოკლე მკურნალობის შეწყვეტისას შეიძლება გამოგივლინდეთ ზოგიერთი გვერდითი მოვლენა, როგორებიცაა ძილის დარღვევა, თავის ტკივილი, გულისრევა, დიარეა, ვირუსის მსგავსი სიმპტომები, გულყრები, ნევროზულობა, დეპრესია, ტკივილი, ოფლიანობა და თავბრუსხვევა. ეს სიმპტომები შეიძლება გამოვლინდეს უფრო ხშირად, ან უფრო სერიოზული სახით ლირიკას ხანგრძლივი მიღებისას.
ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს, ან ფარმაცევტს
შესაძლო გვერდითი მოვლენები
ყველა პრეპარატის მსგავსად, ამ პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ყველა ადამიანში.
ძალიან ხშირი: ვლინდება 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში
თავბრუსხვევა, ძილიანობა, თავის ტკივილი
ხშირი: ვლინდება 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში
მადის მომატება
ეიფორია, დაბნეულობა, ორიენტაციის დარღვევა (დეზორიენტაცია), ლიბიდოს დაქვეითება, გაღიზიანებადობა
ყურადღების დარღვევა, მოუხერხებლობა, მეხსიერების დარღვევა, მეხსიერების დაკარგვა, ტრემორი, მეტყველების დარღვევა, ჩხვლეტის შეგრძნება, შეგრძნების დაკარგვა, ძილიანობა, ლეთარგია, უძილობა, დაღლილობა, უჩვეულო შეგრძნება
მხედველობის დაბინდგვა, მხედველობის გაორება
თავბრუსხვევა, ბალანსის დარღვევა, წაქცევა
პირის სიმშრალე, ყაბზობა, ღებინება, მეტეორიზმი, დიარეა, გულისრევა, მუცლის შებერვა,
ერექციული დისფუნქცია
მთელი სხეულის შეშუპება კიდურების ჩათვლით
ნასვამობის შეგრძნება, უცნაური სიარულის მანერა
წონის მომატება
კუნთების სპაზმი, სახსრების ტკივილი, ზურგის ტკივილი, კიდურების ტკივილი
ყელის ტკივილი
არახშირი: ვლინდება 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში
მადის დაკარგვა, წონის კლება, სისხლში შაქრის დონის შემცირება, სისხლში შაქრის დონის მომატება,
თვითშფასების ცვლილება, მოუსვენრობა, დეპრესია, აგზნებადობა, ხასიათის ცვლილება, მეტყველების გართულება, ჰალუცინაციები, ანომალიური სიზმრები, პანიკის შეტევა, გულგრილობა, აგრესია, განწყობის ამაღლება, ფსიქიკური აშლილობა, აზროვნების გაძნელება, სქესობრივი ინტერესის მომატება, სქესობრივი ფუნქციის დარღვევა, სქესობრივი კმაყოფილების მიღწევის უუნარობის ჩათვლით, გადვიანებული ეაკულაცია
მხედველობის დარღვევა, თვალის უჩვეულო მოძრაობები, გვირაბისებური მხედველობა, უეცარი განათება თვალის წინ, სპაზმური მოზრაობები, რეფლექსების დაქვეითება, ჰიპერაქტივობა, თავბრუსხვევა წამოდგომისას, მგრძნობიარე კანი, გემოს დაკარგვა, წვის შეგრძნება, ტრემორი მოძრაობისას, ცნობიერების დაქვეითება, ცნობიერების დაკარგვა, გონების დაკარგვა, მომატებული მგრძნობელობა ხმაურისადმი, დისკომფორტი
თვალის სიმშრალე, თვალების შეშუპება და ტკივილი, თვალის სისუსტე, ცრემლდენა, თვალის გაღიზიანება
გულის რითმის დარღვევა, გულისცემის გახშირება, დაბალი არტერიული წნევა, ჰიპერტენზია, გულის უკმარისობა
წამოხურება,
სუნთქვის გაძნელება, ცხვირის სიმშრალე, ცხვირის გაჭედვა
ნერწყვის გამოყოფის მომატება, გულძმარვა, შეგრძნების დაკარგვა პირის ღრუს გარშემო
ოფლიანობა, გამონაყარი, ციება, ცხელება
კუნთების თრთოლვა, სახსრების შეშუპება, კუნთების რიგიდობა, ტკივილი, კუნთების ტკივილის ჩათვლით, კისრის ტკივილი
მასტოდინია
შარდვის გაძნელება, ან მტკივნეული შარდვა, შარდის შეუკავებლობა
სისუსტე, წყურვილის შეგრძნება, მოჭერის შეგრძნება გულ-მკერდის არეში
სისხლის ანალიზის და ღვიძლის ფუნქციის პათოლოგიური მაჩვენებლები (სისხლში კრეატინინ-ფოსფოკინაზას მომატება, ალანინ ამინო ტრანსფერაზას მომატება, ასპარტატ ამინოტრანსფერაზას მომატება, თრომბოციტების რაოდენობის შემცირება, ნეიტროფილების რაოდენობის პათოლოგიური შემცირება (ნეოტროპენია), სისხლში კრეატინინის დონის მომატება და კალიუმის დონის შემცირება
მომატებული მგრძნობელობის რეაქციები, სახის შეშუპება, ქავილი, ჭინჭრის ციება,
სურდო, სისხლდენა ცხვირიდან, ხველა, ხვრინვა
მტკივნეული მენსტრუალური ციკლი
ცივი კიდურები
იშვიათი: ვლინდება 1000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში
ყნოსვის შეცვლა, ოსცილოფსია, სიღრმის აღქმის ცვლილება, მკვეთრი სინათლე თვალის წინ, მხედველობის დაკარგვა
გუგების გაფართოვება, სიელმე
ცივი ოფლი, მოჭერის შეგრძება ყელის არეში, ენის შეშუპება
პანკრეასის ანთება
ყლაპვის გაძნელება
სხეულის შენელებული, ან დუნე მოძრაობები
წერის დარღვევა
მუცლის ღრუში სითხის დაგროვება
ფილტვებში სითხის დაგროვება
გულყრები
გულის რითმის დარღვევა, რომელიც აისახება ელექტრო კარდიოგრამაზე (ეკგ)
კუნთების დაზიანება
გამონადენი სარძევე ჯირკვლიდან, სარძევე ჯირკვლის პათოლოგიური ზრდა, სარძევე ჯირკვლის გადიდება მამაკაცებში
მენსტრუაციის შეწყვეტა
თირკმლის უკმარისობა, შარდის მოცულობის შემცირება, შარდის ბუშტის დაცლის შეუძლებლობა (შარდის შეკავება)
სისხლის თეთრი უკრედების რაოდენობის შემცირება
ქცევითი დარღვევები
ალერგიული რეაქციები (მათ შორის სუნთქვის გაძნელება, ქავილი, თვალის ანთება (რქოვანას ანთება) და კანის მხრივ მძიმე რეაქციები, რომლებიც ხასიათდება გამონაყარით, დაბუშტუკებით, აქერცვლით და ტკივილით)
სიყვითლე (კანის და თვალების გაყვითლება
ძალიან იშვიათი: ვლინდება 10,000-დან არაუმეტეს 1 პაციენტში
ღვიძლის უკმარისობა
ჰეპატიტი (ჰეპატიტი)
მიმართეთ გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას სახის, ან ენის შეშუპებისას, ან კანის გაწითლების, დაბუშტუკების, ან აქერცვლისას.
ზოგიერთი გვერდითი მოვლენა, როგორიცაა ძილიანობა, შეიძლება ხშირად გამოვლინდეს ზურგის ტვინის დაზიანების მქონე პაციენტებში, რადგან ისინი შეიძლება იღებდნენ ტკივილის ან სპასტიურიბის სამკურნალოდ სხვა პრეპარატებს, რომელთაც აქვთ პრეგაბალინის მსგავსი გვერდითი მოვლენები და შესაბამისად, მათი ერთდროული გამოყენებისას იზრდება ამ გვერდითი მოვლენების ეფექტი.
შეტყობინება გვერდითი მოვლენების შესახებ
თუ რომელიმე გვერდითი მოვლენა გახდა სერიოზული, მიმართეთ თქვენს ექიმს,
ფარმაცევტს, ან ექთანს. ეს ეხება ისეთ გვერდით მოველენებსაც, რომლებიც არ არის აღწერილი ამ დანართ ფურცელში.
გვერდითი მოვლენების შეტყობინება ასევე შესაძლებელია შესაბამისი ორგანოსათვის პირდაპირ, შემდეგ მისამართზე:
წამლის კონტროლის სახელმწიფო ინსტიტუტი
სრობაროვას 48
100 41 პრაღა 10
ვებ.გვერდი: www.sukl.cz/nahlasit-nezadouci-ucinek
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინებით თქვენ შეგიძლიათ დახმარების გაწევა ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოგროვებაში.
როგორ შევინახოთ ლირიკა
შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ კოლოფზე და ბოთლზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ეხება თვის ბოლო დღეს.
პრეპარატი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.
არ გადააგდოთ მედიკამენტები საკანალიზაციო წყლებში, ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. კითხეთ რჩევა ფარმაცვტს პრეპარატის უტილიზაციასთან დაკავშირებით, რომელსაც აღარ იღენებთ. ეს ზომები დაიცავს გარემოს დაბინძურებისაგან.
შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია
რას შეიცავს ლირიკა
მოქმედი ნივთიერება არის პრეგაბალინი. მყარი კაფსულა შეიცავს 25მგ, 50მგ, 75მგ, 100მგ, 150მგ, 200მგ, 225მგ, ან 300მგ პრეგაბალინს.
სხვა ნივთიერებებია: ლაქტოზას მონოჰიდრატი, სიმინდის სახამებელი, ტალკი, ჟელატინი, ტიტანის დიოქსიდი (E171), ნატრიუმის ლაურილ სალფატი, კაჟბადის უწყლო, კოლოიდური დიოქსიდი, შავი საღებავი (შილაკი, რკინის შავი ოქსიდი (E172), პროპილენ გლიკოლი, კალიუმის ჰიდროქსიდინი) და წყალი.
75მგ, 100მგ, 200მგ, 225მგ და 300მგ კაფულა ასევე შეიცავს წითელი რკინის ოქსიდს (E172).
ლირიკას გარეგანი სახე და შეფუთვის შემადგენლობა
25მგ მყარი კაფსულა
თეთრი ფერის მყარი კაფსულა, მარკირებით “Pfizer” თავსახურზე და “PGN 25” კორპუსზე.
50მგ მყარი კაფსულა
თეთრი ფერის მყარი კაფსულა, მარკირებით “Pfizer” თავსახურზე და “PGN 50” კორპუსზე. კაფსულის კორპუსს აქვს შავი ზოლი.
75მგ მყარი კაფსულა
თეთრი და ნარინჯისფერი მყარი კაფსულა, მარკირებით “Pfizer” თავსახურზე და “PGN 75” კორპუსზე.
100მგ მყარი კაფსულა
ნარინჯისფერი მყარი კაფსულა, მარკირებით “Pfizer” თავსახურზე და “PGN 100” კორპუსზე.
150მგ მყარი კაფსულა
თეთრი ფერის მყარი კაფსულა, მარკირებით “Pfizer” თავსახურზე და “PGN 150” კორპუსზე.
200მგ მყარი კაფსულა
ღია ნარინჯისფერი მყარი კაფსულა, მარკირებით “Pfizer” თავსახურზე და “PGN 200” კორპუსზე.
225მგ მყარი კაფსულა
თეთრი და ნარინჯისფერი მყარი კაფსულა, მარკირებით “Pfizer” თავსახურზე და “PGN 225” კორპუსზე.
300მგ მყარი კაფსულა
თეთრი და ნარინჯისფერი მყარი კაფსულა, მარკირებით “Pfizer” თავსახურზე და “PGN 300” კორპუსზე.
ლირიკა ხელმისაწვდომია რვა სხვადასხვა შეფუთვაში, თითოეული შეფუთვა დამზადებულია პვქ-გან, უკანა მხარეს აქვს ალუმინის ფოლგა: 14 კაფსულიან შეფუთვაში მოთავსებულია ერთი ბლისტერი, 21 კაფსულიან შეფუთვაში მოთავსებულია 1 ბლისტერი, 56 კაფსულიან შეფუთვაში მოთავსებულია 4 ბლისტერი, 70 კაფსულიან შეფუთვაში მოთავსებულია 5 ბლისტერი, 84 კაფსულიან შეფუთვაში მოთავსებულია 4 ბლისტერი, 100 კაფსულიან შეფუთვაში მოთავსებულია 10 ბლისტერი, 112 (2 x 56) კაფსულიან და 100 x 1 კაფსულიანი შეფუთვაში მოთავსებულია პერფორირებული ბლისტერები.
ამასთანავე ლირიკა 25მგ, 75მგ, 150მგ და 300მგ ხელმისაწვდომია HDPE ბოთლში, რომელიც შეიცავს 200 კაფსულას.
ყველა ზომის შეფუთვა არ არის ხელმისაწვდომი.
სავაჭრო ნებართვის მფლობელი და მწარმოებელი
სავაჭრო ნებართვის მფლობელი
Pgizer Limited, Sandwich, Kent, CT13 9NJ, გაერთიანებული სამეფო
მწარმოებელი
Pfizer Manufacturing Deutschland GmbH, Betriebsstatte ფრაიბურგი, Mooswaldallee 1, D-79090 ფრაიბურგი, გერმანია
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ სავაჭრო ნებართვის მფლობელის ადგილობრივ წარმომადგენლობას:
ჩეხეთის რესპუბლიკა
Pfizer spol. s.r.o.
ტელ. + 420-283-004-111
ბოლო გადახედვის თარიღი: 11/2016
ამ პრეპარატის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია წამლისა და სამედიცინო მოწყობილობების ეროვნული სააგენტოს ვებ. გვერდზე http://www.ema.europa.eu
თარგმანი სწორია:
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.




