პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
რენინ-ანგიოტენზინ სისტემაზე მოქმედი საშუალებები

ლიზინოკორი

LISINOCOR

რეცეპტით10მგინსტრუქცია ქართულადსაქართველო
რისთვის გამოიყენება

- არტერიული ჰიპერტენზია (მათ შორის რენოვასკულარული); - გულის ქრონიკული უკმარისობა (კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში).

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ლიზინოპრილი (lisinopril)
ფორმა და შეფუთვა
10მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №20 (2X10)
მწარმოებელი
GM Pharmaceuticals Ltd, საქართველო
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
რენინ - ანგიოტენზინ სისტემაზე მოქმედი საშუალებები, აგფ ინჰიბიტორები
ATC კოდი
C09AA03
რეგისტრაციის ნომერი
რ-044719
რეგისტრირებულია
3 თებერვალი 2026, მოქმედებს 3 თებერვალი 2031-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
GM Pharmaceuticals Ltd (საქართველო)
განმცხადებელი
შპს „ჯი ემ ფარმასიუთიქალს“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებალიზინოკორი და სხვა წამალი ერთად

ლიზინოკორი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

  • არტერიული ჰიპერტენზია (მათ შორის რენოვასკულარული);
  • გულის ქრონიკული უკმარისობა (კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში).

მიღების წესი და დოზირება

დოზის შერჩევა ხდება ინდივიდუალურად.

არტერიული ჰიპერტენზიის დროს საწყისი დოზა შეადგენს 10 მგ-ს დღეში ერთხელ, შემანარჩუნებელი დოზა - 20 მგ დღეში ერთხელ, მაქსიმალური დღიური დოზა - 40 მგ.

ლიზინოკორით მკურნალობის დაწყებამდე 2-3 დღით ადრე, საჭიროა დიურეზული საშუალებების მოხსნა და წყალ-მარილოვანი წონასწორობის აღდგენა. პრეპარატის სრული თერაპიული ეფექტი ვლინდება მკურნალობის დაწყებიდან 2-4 კვირის შემდეგ.

გულის ქრონიკული უკმარისობის მქონე პაციენტებში ლიზინოკორით თერაპია იწყება მცირე დოზით და შემანარჩუნებელი დოზა შეადგენს 5-20 მგ/დღეში. გულის უკმარისობის დროს, შესაძლებელია ლიზინოკორისა და დიურეტიკის ან/და საგულე გლიკოზიდების კომბინაცია.

თირკმლის უკმარისობის დროს პრეპარატის საწყისი დოზა განისაზღვრება კრეატინინის კლირენსის გათვალისწინებით, ხოლო შემანარჩუნებელი დოზა დგინდება არტერიული წნევის მაჩვენებლებით (თირკმლის ფუნქციის, სისხლის პლაზმაში კალიუმის და ნატრიუმის კონტროლით).

ლიზინოკორი ინიშნება დღეში ერთხელ, დილით ჭამამდე ან ჭამის შემდეგ, სასურველია ერთსა და იმავე დროს.

უკუჩვენებები

  • ანამნეზში ანგიონევროზული შეშუპება ამფ-ის ინჰიბიტორებისადმი;
  • თირკმლის არტერიების ან აორტის რკალის სტენოზი;
  • თირკმლის ფუნქციების მძიმე დარღვევები;
  • ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდი;
  • ბავშვთა ასაკი;
  • მომატებული მგრძნობელობა პრეპარატისადმი.

სიფრთხილის ზომები

ლიზინოკორით მკურნალობის დაწყებამდე, მოსალოდნელი არტერიული ჰიპოტენზიის თავიდან ასაცილებლად, საჭიროა სითხისა და მარილების დანაკარგის კომპენსირება.

პრეპარატი განსაკუთრებული სიფრთხილით ინიშნება თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე, ასაკოვან და სალურეტიკებითა და ანტიდეპრესანტული საშუალებებით მკურნალობის ქვეშ მყოფ პაციენტებში.

ლიზინოკორით მკურნალობის პერიოდში საჭიროა პერიფერიული სისხლის სურათის ლაბორატორიული კონტროლი.

ავტომობილისა და სხვა მექანიკური საშუალებების მართვაზე გავლენა

ლიზინოპრილის ავტომობილისა და მექანიკური საშუალებების მართვაზე გავლენა დადგენილი არ არის. თუმცა, გვერდითი ეფექტის სახით თავბრუსხვევის გამოვლენისას, სიფრთხილის დაცვა აუცილებელია.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

ლიზინოკორისა და კალიუმის შემნახველი დიურეზული საშუალებების (სპირონოლაქტონი, ტრიამტერენი, ამილორიდი), კალიუმის პრეპარატების ერთდროული გამოყენებისას იზრდება ჰიპერკალიემიის განვითარების რისკი (განსაკუთრებით თირკმლის დარღვეული ფუნქციის მქონე პაციენტებში). ამიტომ, აღნიშნული კომბინაციები ინიშნება სიფრთხილით, სისხლის პლაზმაში კალიუმის დონისა და თირკმლის ფუნქციის კონტროლის ქვეშ.

ლიზინოკორის და დიურეზული ან ანტიჰიპერტენზიული საშუალებების ერთდროული გამოყენებისას აღინიშნება ადიტიური (ერთმანეთის გამაძლიერებელი) ჰიპოტენზიური ეფექტი.

ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები (განსაკუთრებით ინდომეტაცინი) ამცირებენ ლიზინოკორის ჰიპოტენზიურ ეფექტს.

ლიზინოკორმა შესაძლოა გააძლიეროს ეთანოლის მოქმედება, ხოლო ლითიუმის პრეპარატებთან კობინაციაში - შეაფერხოს ორგანიზმიდან ლითიუმის ელიმინაცია.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენება უკუნაჩვენებია.

გვერდითი მოვლენები

ცნს-ის მხრივ: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი;

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: დიარეა, გულისრევა, ღებინება;

სასუნთქი სისტემის მხრივ: მშრალი ხველა;

გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: არტერიული ჰიპოტენზია, ტკივილი მკერდის ძვლის უკან, ტაქიკარდია;

სისხლმბადი სისტემის მხრივ: აგრანულოციტოზი, ჰემატოკრიტისა და ჰემოგლობინის შემცირება, ერთეულ შემთხვევაში ედს-ის მატება;

ლაბორატორიული მაჩვენებლების მხრივ: ჰიპერკალიემია, კრეატინინის და შარდოვანას აზოტის მატება (განსაკუთრებით თირკმლების დაავადებების, შაქრიანი დიაბეტის, რენოვასკულარული ჰიპერტენზიის ფონზე);

ალერგიული რეაქციები: გამონაყარი კანზე, ანგიონევროზული შეშუპება.

ჭარბი დოზა

არტერიული ჰიპოტენზია.

მკურნალობა - წყალ-ელექტროლიტური ბალანსის აღდგენა, საჭიროებისას სიმპტომური თერაპია.

შემადგენლობა

ლიზინოკორის გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს აქტიური ნივთიერების - ლიზინოპრილის 5 მგ, 10 მგ ან 20 მგ-ს.

დამხმარე ნივთიერებები: მანიტოლი, კალციუმის ჰიდროფოსფატი, ჟელატინიზირებული სახამებელი, მაგნიუმის სტეარატი, სილიციუმის დიოქსიდი, შემოსაგარსი ფხვნილი.

მოქმედების მექანიზმი

ანგიოტენზინ-მაკონვერტირებელი ფერმენტის ინჰიბიტორი - ჰიპოტენზიური საშუალება. თრგუნავს ანგიოტენზინ I-დან ანგიოტენზინ II-ის წარმოქმნას, ამცირებს ანგიოტენზინ II-ის ვაზოკონსტრიქციულ ეფექტსა და თირკმელზედა ჯირკვალში ალდოსტერონის გამომუშავებას. ლიზინოპრილის მოქმედების ფონზე მცირდება საერთო პერიფერიული სისხლძარღვოვანი წინააღმდეგობა, პრე- და პოსტდატვირთვა, იზრდება გულის წუთმოცულობა შეკუმშვათა სიხშირის შეუცვლელად, მცირდება არტერიული წნევა.

ლიზინოპრილის მოქმედების ხანგრძლივობას განსაზღვრავს მისი დოზა და საშუალოდ 24 სთ-ზე მეტს შეადგენს.

ფარმაკოკინეტიკა

პერორალურად მიღებული ლიზინოპრილი აბსორბირდება საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან, საკვების მიღება გავლენას არ ახდენს მის შეწოვაზე, არ უკავშირდება პლაზმის ცილებს, არ განიცდის ბიოტრანსფორმაციას, ელიმინაცია ხდება თირკმლების საშუალებით.

შენახვის პირობები

პრეპარატის ვარგისობის ვადა - 3 წელი.

ინახება 10-250C ტემპერატურაზე.

ინახება ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

პრეპარატის გამოყენების ინსტრუქცია

ლიზინოკორი

(LISINOPRIL)

შემადგენლობა

ლიზინოკორის გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს აქტიური ნივთიერების - ლიზინოპრილის 5 მგ, 10 მგ ან 20 მგ-ს.

დამხმარე ნივთიერებები: მანიტოლი, კალციუმის ჰიდროფოსფატი, ჟელატინიზირებული სახამებელი, მაგნიუმის სტეარატი, სილიციუმის დიოქსიდი, შემოსაგარსი ფხვნილი.

მოქმედების მექანიზმი

ანგიოტენზინ-მაკონვერტირებელი ფერმენტის ინჰიბიტორი - ჰიპოტენზიური საშუალება. თრგუნავს ანგიოტენზინ I-დან ანგიოტენზინ II-ის წარმოქმნას, ამცირებს ანგიოტენზინ II-ის ვაზოკონსტრიქციულ ეფექტსა და თირკმელზედა ჯირკვალში ალდოსტერონის გამომუშავებას. ლიზინოპრილის მოქმედების ფონზე მცირდება საერთო პერიფერიული სისხლძარღვოვანი წინააღმდეგობა, პრე- და პოსტდატვირთვა, იზრდება გულის წუთმოცულობა შეკუმშვათა სიხშირის შეუცვლელად, მცირდება არტერიული წნევა.

ლიზინოპრილის მოქმედების ხანგრძლივობას განსაზღვრავს მისი დოზა და საშუალოდ 24 სთ-ზე მეტს შეადგენს.

ფარმაკოკინეტიკა

პერორალურად მიღებული ლიზინოპრილი აბსორბირდება საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან, საკვების მიღება გავლენას არ ახდენს მის შეწოვაზე, არ უკავშირდება პლაზმის ცილებს, არ განიცდის ბიოტრანსფორმაციას, ელიმინაცია ხდება თირკმლების საშუალებით.

ჩვენება

  • არტერიული ჰიპერტენზია (მათ შორის რენოვასკულარული);
  • გულის ქრონიკული უკმარისობა (კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში).

უკუჩვენება

  • ანამნეზში ანგიონევროზული შეშუპება ამფ-ის ინჰიბიტორებისადმი;
  • თირკმლის არტერიების ან აორტის რკალის სტენოზი;
  • თირკმლის ფუნქციების მძიმე დარღვევები;
  • ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდი;
  • ბავშვთა ასაკი;
  • მომატებული მგრძნობელობა პრეპარატისადმი.

უსაფრთხოების ზომები

ლიზინოკორით მკურნალობის დაწყებამდე, მოსალოდნელი არტერიული ჰიპოტენზიის თავიდან ასაცილებლად, საჭიროა სითხისა და მარილების დანაკარგის კომპენსირება.

პრეპარატი განსაკუთრებული სიფრთხილით ინიშნება თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე, ასაკოვან და სალურეტიკებითა და ანტიდეპრესანტული საშუალებებით მკურნალობის ქვეშ მყოფ პაციენტებში.

ლიზინოკორით მკურნალობის პერიოდში საჭიროა პერიფერიული სისხლის სურათის ლაბორატორიული კონტროლი.

ავტომობილისა და სხვა მექანიკური საშუალებების მართვაზე გავლენა

ლიზინოპრილის ავტომობილისა და მექანიკური საშუალებების მართვაზე გავლენა დადგენილი არ არის. თუმცა, გვერდითი ეფექტის სახით თავბრუსხვევის გამოვლენისას, სიფრთხილის დაცვა აუცილებელია.

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი

ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენება უკუნაჩვენებია.

დოზის გადაჭარბება

დოზის გადაჭარბება: არტერიული ჰიპოტენზია.

მკურნალობა - წყალ-ელექტროლიტური ბალანსის აღდგენა, საჭიროებისას სიმპტომური თერაპია.

სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება

ლიზინოკორისა და კალიუმის შემნახველი დიურეზული საშუალებების (სპირონოლაქტონი, ტრიამტერენი, ამილორიდი), კალიუმის პრეპარატების ერთდროული გამოყენებისას იზრდება ჰიპერკალიემიის განვითარების რისკი (განსაკუთრებით თირკმლის დარღვეული ფუნქციის მქონე პაციენტებში). ამიტომ, აღნიშნული კომბინაციები ინიშნება სიფრთხილით, სისხლის პლაზმაში კალიუმის დონისა და თირკმლის ფუნქციის კონტროლის ქვეშ.

ლიზინოკორის და დიურეზული ან ანტიჰიპერტენზიული საშუალებების ერთდროული გამოყენებისას აღინიშნება ადიტიური (ერთმანეთის გამაძლიერებელი) ჰიპოტენზიური ეფექტი.

ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები (განსაკუთრებით ინდომეტაცინი) ამცირებენ ლიზინოკორის ჰიპოტენზიურ ეფექტს.

ლიზინოკორმა შესაძლოა გააძლიეროს ეთანოლის მოქმედება, ხოლო ლითიუმის პრეპარატებთან კობინაციაში - შეაფერხოს ორგანიზმიდან ლითიუმის ელიმინაცია.

დოზირება და მიღების წესი

დოზის შერჩევა ხდება ინდივიდუალურად.

არტერიული ჰიპერტენზიის დროს საწყისი დოზა შეადგენს 10 მგ-ს დღეში ერთხელ, შემანარჩუნებელი დოზა - 20 მგ დღეში ერთხელ, მაქსიმალური დღიური დოზა - 40 მგ.

ლიზინოკორით მკურნალობის დაწყებამდე 2-3 დღით ადრე, საჭიროა დიურეზული საშუალებების მოხსნა და წყალ-მარილოვანი წონასწორობის აღდგენა. პრეპარატის სრული თერაპიული ეფექტი ვლინდება მკურნალობის დაწყებიდან 2-4 კვირის შემდეგ.

გულის ქრონიკული უკმარისობის მქონე პაციენტებში ლიზინოკორით თერაპია იწყება მცირე დოზით და შემანარჩუნებელი დოზა შეადგენს 5-20 მგ/დღეში. გულის უკმარისობის დროს, შესაძლებელია ლიზინოკორისა და დიურეტიკის ან/და საგულე გლიკოზიდების კომბინაცია.

თირკმლის უკმარისობის დროს პრეპარატის საწყისი დოზა განისაზღვრება კრეატინინის კლირენსის გათვალისწინებით, ხოლო შემანარჩუნებელი დოზა დგინდება არტერიული წნევის მაჩვენებლებით (თირკმლის ფუნქციის, სისხლის პლაზმაში კალიუმის და ნატრიუმის კონტროლით).

ლიზინოკორი ინიშნება დღეში ერთხელ, დილით ჭამამდე ან ჭამის შემდეგ, სასურველია ერთსა და იმავე დროს.

გვერდითი მოვლენები

ცნს-ის მხრივ: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი;

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: დიარეა, გულისრევა, ღებინება;

სასუნთქი სისტემის მხრივ: მშრალი ხველა;

გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: არტერიული ჰიპოტენზია, ტკივილი მკერდის ძვლის უკან, ტაქიკარდია;

სისხლმბადი სისტემის მხრივ: აგრანულოციტოზი, ჰემატოკრიტისა და ჰემოგლობინის შემცირება, ერთეულ შემთხვევაში ედს-ის მატება;

ლაბორატორიული მაჩვენებლების მხრივ: ჰიპერკალიემია, კრეატინინის და შარდოვანას აზოტის მატება (განსაკუთრებით თირკმლების დაავადებების, შაქრიანი დიაბეტის, რენოვასკულარული ჰიპერტენზიის ფონზე);

ალერგიული რეაქციები: გამონაყარი კანზე, ანგიონევროზული შეშუპება.

ვარგისობა და შენახვის პირობები

პრეპარატის ვარგისობის ვადა - 3 წელი.

ინახება 10-250C ტემპერატურაზე.

ინახება ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!

გამოშვების ფორმა

გარსით დაფარული ტაბლეტი 5 მგ, 10 მგ ან 20 მგ; 20 ტაბლეტი ბლისტერებში, მეორადი შეფუთვა - მუყაოს კოლოფში.

აფთიაქიდან გაცემის წესი

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა #3 რეცეპტით.

მწარმოებელი:

შპს ჯი ემ ფარმასიუთიქალს

მისამართი:

რუსთავის გზატკეცილი 52, თბილისი, საქართველო

ტელ.: 2404383

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა