პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ენდოკრინული თერაპია

ლეტროზოლ დენკი 2,5მგ

Letrozol Denk 2,5mg

რეცეპტითინსტრუქცია ქართულადგერმანია
რისთვის გამოიყენება

რა არის ლეტროზოლ დენკ 2.5 მგ და როგორ მოქმედებს იგი? ლეტროზოლ დენკ 2.5 მგ შეიცავს აქტიურ ნივთიერებას ლეტროზოლს. ის მიეკუთვნება იმ მედიკამენტების ჯგუფს, რომელსაც ეწოდება არომატაზას ინჰიბიტორები. ეს არის ჰორმონალური (ან "ენდოკრინული") მკურნალობა ძუძუს კიბოსთვის. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ლეტროზოლი (letrozole)
ფორმა და შეფუთვა
2,5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30
მწარმოებელი
Haupt Pharma Münster GmbH, გერმანია
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ენდოკრინული თერაპია, არომატაზას ინჰიბიტორები
ATC კოდი
L02BG04
რეგისტრაციის ნომერი
რ-040140
რეგისტრირებულია
1 თებერვალი 2024, მოქმედებს 1 თებერვალი 2029-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
შპს „დენკ ფარმა კავკასია“
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებალეტროზოლ დენკი 2,5მგ და სხვა წამალი ერთად

ლეტროზოლ დენკი 2,5მგ — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

რა არის ლეტროზოლ დენკ 2.5 მგ და როგორ მოქმედებს იგი?

ლეტროზოლ დენკ 2.5 მგ შეიცავს აქტიურ ნივთიერებას ლეტროზოლს. ის მიეკუთვნება იმ მედიკამენტების ჯგუფს, რომელსაც ეწოდება არომატაზას ინჰიბიტორები. ეს არის ჰორმონალური (ან "ენდოკრინული") მკურნალობა ძუძუს კიბოსთვის. სარძევე ჯირკვლის კიბოს ზრდა ხშირად სტიმულირდება ესტროგენებით (ქალის სასქესო ჰორმონებით). ლეტროზოლ დენკ 2.5 მგ ამცირებს ესტროგენის რაოდენობას ესტროგენის წარმოქმნაში ჩართული ფერმენტის ინჰიბირებით ("არომატაზა") და, შესაბამისად, შეუძლია დაბლოკოს მკერდის კიბოს ზრდა, რომელიც საჭიროებს ესტროგენს მისი ზრდისთვის. შედეგად, სიმსივნური უჯრედები წყვეტენ ზრდას ან უფრო ნელა იზრდებიან და/ან სიმსივნური უჯრედების გავრცელება სხეულის სხვა უბნებზე შეზღუდულია ან შენელებულია.

რისთვის გამოიყენება ლეტროზოლ დენკ 2.5 მგ?

ლეტროზოლ დენკ 2.5 გამოიყენება ძუძუს კიბოს სამკურნალოდ ქალებში, მენოპაუზის შემდეგ ( მენსტრუალური ციკლის შეწყვეტის შემდეგ).

ლეტროზოლ დენკ 2.5 მგ გამოიყენება ძუძუს კიბოს რეციდივის თავიდან ასაცილებლად. ის შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც მკურნალობის პირველი ეტაპზე მკერდის ოპერაციამდე, თუ დაუყოვნებელი ოპერაცია არ არის მიზანშეწონილი, ასევე როგორც პირველადი მკურნალობა მკერდის ოპერაციის შემდეგ, ან პრეპარატ ტამოქსიფენით ხუთწლიანი მკურნალობის შემდეგ. ლეტროზოლ დენკ 2.5 მგ ასევე გამოიყენება ძუძუს კიბოს სიმსივნური უჯრედების სხეულის სხვა უბნებზე გავრცელების შესაზღუდად.

თუ თქვენ გაქვთ რაიმე შეკითხვა ამ პრეპარატის მოქმედების პრინციპთან დაკავშირებით ან რატომ დაგენიშნათ ეს წამალი, მიმართეთ თქვენს ექიმს.

რა უნდა გაითვალისწინოთ ლეტროზოლ დენკ 2.5 მგ -ის მიღებამდე?

გთხოვთ, ყურადღებით მიჰყევით თქვენი ექიმის მითითებებს. ეს მითითებები შეიძლება განსხვავდებოდეს წინამდებარე ანოტაციაში მოცემული ზოგადი ინფორმაციისგან.

ლეტროზოლ დენკ 2.5 მგ არ უნდა მიიღოთ:

თუ ალერგიული ხართ ლეტროზოლზე ან მე-6 პუნქტში ჩამოთვლილ ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტზე.

თუ ჯერ კიდევ გაქვთ მენსტრუალური ციკლი, ე.ი. ანუ ჯერ არ დამდგარა მენოპაუზის დრო.

თუ ორსულად ხართ.

თუ ძუძუთი კვებავთ.

თუ რომელიმე ეს პუნქტი გეხებათ, გთხოვთ, არ მიიღოთ ლეტროზოლ დენკ 2.5 მგ და ამის შესახებ აცნობოთ ექიმს.

მიღების წესი და დოზირება

ყოველთვის მიიღეთ ეს პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც თქვენმა ექიმმა ან ფარმაცევტმა გირჩიათ. თუ არ ხართ რაიმეში დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ლეტროზოლ დენკ 2,5 მგ -ის ჩვეულებრივი დოზა არის დღეში ერთი ტაბლეტი. თუ კი ლეტროზოლ დენკ 2,5 მგ -ის ტაბლეტს ერთსა და იმავე დროს მიიღებთ, გაგიადვილდებათ გაიხსენოთ წამლის მიღების შესახებ. ტაბლეტი შეიძლება მიიღოთ საკვებთან ერთად ან მის გარეშე და უნდა მიაყოლოთ მთლიანად ერთ ჭიქა წყალი ან სხვა სითხე.

რამდენი ხნის განმავლობაში უნდა მიიღოთ ლეტროზოლ დენკ 2.5 მგ?

ყოველდღიურად იმდენი ხანი მიიღეთ ლეტროზოლ დენკ 2,5 მგ, რამდენსაც გირჩევთ თქვენი ექიმი. შეიძლება დაგჭირდეთ ლეტროზოლ დენკის 2.5 მგ მიღება თვეების ან წლების განმავლობაშიც კი. თუ გაქვთ რაიმე შეკითხვები პრეპარატის მიღების ხანგრძლივობასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს.

მონიტორინგი ლეტროზოლ დენკ 2,5 მგ-ით მკურნალობისას

ეს პრეპარატი გამოიყენება მხოლოდ სამედიცინო ზედამხედველობის ქვეშ.

შემოწმების მიზმით, აქვს თუ არა მკურნალობა სასურველ ეფექტს, თქვენი ექიმი რეგულარულად უნდა გატარებინებდეთ კვლევებს.

ლეტროზოლ დენკ 2,5 მგ-მა, თქვენს ორგანიზმში ესტროგენების შემცირების ხარჯზე, შეიძლება გამოიწვიოს ძვლის სიმკვრივის დაქვეითება (ოსტეოპოროზი). ამიტომ, შესაძლოა ექიმმა გაზომოს თქვენი ძვლის სიმკვრივე ოსტეოპოროზის შემოწმების გზით მკურნალობის დაწყებამდე, მკურნალობისას და მკურნალობის შემდეგ.

თუ მიიღეთ ლეტროზოლ დენკ 2,5 მგ-ის გადაჭარბებული დოზა, ვიდრე საჭირო იყო

თუ თქვენ მიიღეთ ლეტროზოლ დენკ 2,5 მგ-ის ზედმეტად დიდ რაოდენობა ან თუ სხვამ შემთხვევით მიიღო თქვენი ტაბლეტები, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან საავადმყოფოს და ჰკითხეთ რჩევა. თან იქონიეთ თქვენი ტაბლეტის შეფუთვა. შესაძლოა საჭირო გახდეს სამედიცინო მკურნალობა.

თუ დაგავიწყდათ ლეტროზოლ დენკ 2,5 მგ-ის მიღება

თუ მოვიდა პრეპარატის შემდეგი მიღების დრო (ანუ 2 ან 3 საათში), არ მიიღოთ და გამოტოვეთ ეს კონკრეტული დოზა, და მიიღეთ შემდეგი ტაბლეტი დანიშნულ დროს.

გთხოვთ იხილოთ მეორე გვერდი

სხვა შემთხვევაში, როგორც კი გაგახსენდებათ, მიიღეთ გამოტოვებული ტაბლეტი, და მიიღეთ შემდეგი დოზა ნორმალურ / ჩვეულებრივ დროს.

არ მიიღოთ ორმაგი დოზა, თუ დაგავიწყდათ წინა დოზის მიღება.

თუ შეწყვეტთ ლეტროზოლ დენკ 2.5 მგ-ის მიღებას

არ შეწყვიტოთ ლეტროზოლ დენკ 2,5 მგ-ის მიღება, თუ ექიმი არ გეტყვით ამის შესახებ.

ასევე გაეცანით ზემოთ მოცემულ პუნქტის „რამდენი ხნის განმავლობაში უნდა მიიღოთ ლეტროზოლ დენკ 2.5 მგ?“.

ამ პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებით დამატებითი შეკითხვების არსებობის შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

რა გვერდითი მოვლენები შეიძლება ჰქონდეს

ლეტროზოლ დენკ 2.5 მგ-ს?

ყველა მედიკამენტის მსგავსად, შესაძლოა ამ პრეპარატმაც გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

გვერდითი მოვლენების უმეტესობა მსუბუქი და საშუალო სიმძიმისაა და ჩვეულებრივ გაივლის მკურნალობის დაწყებიდან რამდენიმე დღის ან კვირის შემდეგ.

ზოგიერთი გვერდითი მოვლენა, როგორიცაა ალები, თმის ცვენა ან ვაგინალური სისხლდენა, შეიძლება გამოწვეული იყოს ესტროგენის ნაკლებობით თქვენს ორგანიზმში.

არ შეგაშინოთ შესაძლო გვერდითი მოვლენების ჩამონათვალმა. შესაძლოა თქვენ არ გაგივითარდეთ არცერთი ამ გვერდითი მოვლენებიდან.

! ზოგიერთი გვერდითი მოვლენა შეიძლება იყოს სერიოზულად ყურადსაღები

იშვიათი ან ეპიზოდური გვერდითი მოვლენები, რომელიც შეიძლება გამოუვლინდეს 1-დან 100-მდე პაციენტს 10000 პაციენტიდან:

სისუსტე, დამბლა, მგრძნობელობის დაკარგვა სხეულის ნებისმიერ ნაწილში (განსაკუთრებით მკლავზე ან ფეხზე), კოორდინაციის დაკარგვა, გულისრევა, მეტყველების ან სუნთქვის პრობლემები (ტვინის დარღვევის ნიშნები, როგორიცაა ინსულტი).

გულმკერდის უეცარი დამთრგუნველი ტკივილი (გულის დაავადების ნიშანი)

სუნთქვის გაძნელება, გულმკერდის ტკივილი, სისუსტე, აჩქარებული გულისცემა, კანის მოლურჯო შეფერილობა, ან უეცარი ტკივილი მკლავში ან ფეხში (ან ტერფის არეში) (წინაპირობა იმისა, რომ შეიძლება წარმოიქმნას სისხლის შედედებები).

ვენის გასწვრივ შეშუპება და სიწითლე, რომელიც ძალიან მტკივნეულია და შეიძლება იყოს მგრძნობიარე შეხებისას,

მაღალი სიცხე, შემცივნება ან პირის ღრუში წყლულები ინფექციის გამო (სისხლის თეთრი უჯრედების ნაკლებობა)

ძლიერ დაბინდული მხედველობა

მყესის გაწყვეტა

დაუყონებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ თქვენ გამოვლინდა რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენა.

თქვენ ასევე დაუყოვნებლივ უნდა აცნობოთ ექიმს, თუ შეამჩნევთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ სიმპტომს ლეტროზოლ დენკ 2,5 მგ-ით მკურნალობის დროს:

შეშუპება, ძირითადად სახის და ყელის (ალერგიული რეაქციის ნიშნები)

კანისა და თვალების გაყვითლება, გულისრევა, მადის დაკარგვა, მუქი შეფერილობის შარდი (ღვიძლის ანთების ნიშნები)

გამონაყარი, კანის სიწითლე, ბუშტუკები ტუჩზე, თვალზე ან პირის ღრუში, კანის აქერცვლა, სიცხე (კანის დაავადების ნიშნები).

ძალზე ხშირია ზოგიერთი გვერდითი მოვლენა, რომელიც შეიძლება განუვითარდეს 100-დან 10-ზე მეტ პაციენტს.

ალები

მომატებული ქოლესტერინის დონე (ჰიპერქოლესტერინემია)

დაღლილობა

გაძლიერებული ოფლიანობა

ტკივილი ძვლებსა და სახსრებში (ართრალგია)

აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ თავს იჩენს რომელიმე ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენა.

ხშირი გვერდითი მოვლენა, რომელიც შეიძლება გამოუვლინდეს 1-დან 10-მდე პაციენტს 100 პაციენტიდან:

გამონაყარი კანზე

თავის ტკივილი

თავბრუსხვევა

ზოგადი სისუსტე

კუჭ-ნაწლავის პრობლემები, როგორიცაა გულისრევა, ღებინება, დიარეა ყაბზობა,

მადის მომატება ან დაქვეითება

კუნთების ტკივილი

ძვლის სიმკვრივის დაქვეითება (ოსტეოპოროზი), რამაც ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება გამოიწვიოს ძვლის მოტეხილობა (იხილეთ აგრეთვე „ლეტროზოლ დენკ 2.5 მგ მკურნალობის მონიტორინგი, მე-3 პუნქტი).

მკლავების, ხელების, ფეხების, ტერფების შესიება (შეშუპება/წყლის შეკავება)

უხასიათობა (დეპრესია)

წონის მომატება

თმის ცვენა

არტერიული წნევის მომატება (ჰიპერტენზია)

მუცლის ტკივილი

კანის სიმშრალე

ვაგინალური სისხლდენა

პალპიტაცია, აჩქარებული გულისცემა

გაძნელებული მოზრაობა სახსარში (ართრიტი)

ტკივილი მკერდის არეში

იშვიათი გვერდითი მოვლენა, რომელიც შეიძლება გამოუვლინდეს 1-დან 10-მდე პაციენტს 1000 პაციენტიდან:

ნერვული სისტემის დარღვევები, როგორიცაა შფოთვა, ნევროზი, გაღიზიანებადობა, გონების დაბინდვა, მეხსიერების დაქვეითება, ძილიანობა, უძილობა

ხელების ან მაჯის ტკივილი ან წვა (კარპალური არხის სინდრომი)

მყესის ანთება (ტენდონიტი)

მგრძნობელობის დარღვევა, განსაკუთრებით შეხების შეგრძნება

მხედველობის დარღვევები, როგორიცაა მხედველობის დაბინდვა, თვალის გაღიზიანება

კანის დაავადებები, როგორიცაა ქავილი (ჭინჭრის ციება)

ვაგინალური გამონადენი, საშოს სიმშრალე

მკერდის ტკივილი

ცხელება

წყურვილის შეგრძნება, გემოვნების დარღვევა, პირის სიმშრალე

ლორწოვანი გარსის სიმშრალე

წონის დაკლება

საშარდე გზების ინფექციები, შარდვის გახშირება

ხველა

ღვიძლის ფერმენტების დონის მატება

კანისა და თვალების გაყვითლება

სისხლში ბილირუბინის მაღალი დონე (ბილირუბინი არის სისხლის წითელი უჯრედების დაშლის პროდუქტი)

გვერდითი მოვლენები, რომელთა სიხშირე უცნობია.

(სიხშირის შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემებით)

მოტკაცუნე თითი (ნოტას დაავადება), ესაა დაავადება, რომლის დროსაც თქვენი ნებსმიერი თითი ან ცერა ტკაცუნობს ან რჩება მოხრილ მდგომარეობაში.

აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ გამოვლინდება მითითებული გვერდითი მოვლენა.

შეტყობინება გვერდითი მოვლენების შესახებ

თუ შენიშნავთ რაიმე გვერდით მოვლენას, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ასევე ეხება გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის მითითებული ამ ფურცელში. თქვენ ასევე შეგიძლიათ დააფიქსიროთ გვერდითი მოვლენების ნებისმიერი საეჭვო შემთხვევა გერმანიის სამკურნალო საშუალებებისა და სამედიცინო პროდუქტების ფედერალური ინსტიტუტის ფარმაკოლოგიურ განყოფილებაში, მისამართი: კურტ გეორგ კისინჯერის ხეივანი #3, 53175 ბონი, გერმანია, /Kurt-Georg-Kiesinger-Allee 3, D – 53175 Bonn/, ვებ-გვერდი: http://www.bfarm.de გვერდითი მოვლენების შეტყობინებით, თქვენ ხელს შეუწყობთ მეტი ინფორმაციის შეგროვებას ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ.

სიფრთხილის ზომები

ლეტროზოლ დენკ 2,5 მგ-ის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან:

თუ გაქვთ თირკმლის უკმარისობა,

თუ გაქვთ ღვიძლის უკმარისობა,

თუ გაქვთ ოსტეოპოროზი ან გქონდათ ძვლის მოტეხილობა (იხილეთ აგრეთვე „ლეტროზოლ დენკ 2.5 მგ მკურნალობის მონიტორინგი, მე-3 პუნქტი).

თუ რომელიმე ეს პუნქტი გეხებათ, გთხოვთ ამის შესახებ ინფორმაცია მიაწოდოთ ექიმს, რომელიც ამას მხედველობაში მიიღებს ლეტროზოლ დენკ 2,5 მგ-ით მკურნალობისას.

ლეტროზოლმა შეიძლება გამოიწვიოს მყესების ანთება ან დაზიანება (იხ. ნაწილი 4). მყესების ტკივილის ან შეშუპების ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში, მოახდინეთ მტკივნეული ადგილის იმობილიზაცია და მიმართეთ ექიმს.

ბავშვები და მოზარდები (18 წლამდე)

ლეტროზოლ დენკ 2.5 მგ არ გამოიყენება ბავშვებში და მოზარდებში.

ხანდაზმულები (65 წლის და მეტი)

65 წლის ასაკიდან ლეტროზოლ დენკ 2.5 მგ-ის გამოყენება შესაძლებელია იმავე დოზით, როგორც სხვა ასაკის მოზრდილებში.

ლეტროზოლ დენკ 2.5 მგ -ის მიღება სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ/იყენებთ სხვა მედიკამენტებს, ახლახანს მიიღეთ/გამოიყენეთ სხვა მედიკამენტები ან გეგმავთ სხვა მედიკამენტების მიღებას/გამოყენებას.

დოპინგის მიზნებისთვის ბოროტად გამოყენება

ლეტროზოლ დენკ 2.5 მგ -ის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს დადებითი შედეგები დოპინგ- ტესტებში.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ, ან ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, ამ პრეპარატის მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ ლეტროზოლი დენკ 2,5 მგ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უკვე დაგეწყოთ მენოპაუზა. თუმცა, მიუხედავად ამისა ექიმმა მაინც უნდა გირჩიოთ ეფექტური კონტრაცეფციის გამოყენება, რადგან ჯერ კიდევ არსებობს შესაძლებლობა, რომ ლეტროზოლ დენკ 2.5 მგ -ით მკურნალობის დროს შეიძლება დაორსულდეთ.

არ უნდა მიიღოთ ლეტროზოლ დენკ 2,5 მგ, თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ, რადგან ამან შეიძლება ზიანი მიაყენოს თქვენს პატარას.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

თუ გრძნობთ თავბრუსხვევას, დაღლილობას, ძილიანობას ან ზოგადად ცუდად გრძნობთ თავს, არ დაჯდეთ მანქანის საჭესთან და არ გამოიყენოთ რაიმე ხელსაწყოები ან მექანიზმები, სანამ თავს უკეთ არ იგრძნობთ.

ლეტროზოლ დენკ 2,5 მგ შეიცავს ლაქტოზას

გთხოვთ, მიიღოთ ლეტროზოლ დენკ 2.5 მგ მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ, თუ იცით, რომ გაწუხებთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა.

ლეტროზოლ დენკ 2,5 მგ შეიცავს ნატრიუმს

ლეტროზოლ დენკ 2,5 მგ -ის ერთი ტაბლეტი შეიცავს 1 მმოლზე ნაკლებ (23 მგ) ნატრიუმს. აქედან გამომდინარე ლეტროზოლ დენკ 2,5 მგ თითქმის არ შეიცავს ნატრიუმს.

შემადგენლობა

პრეპარატის აქტიური ნივთიერებაა ლეტროზოლი.

თითოეული ტაბლეტი შეიცავს 2,5 მგ ლეტროზოლს.

სხვა კომპონენტებია:

ტაბლეტის შიგთავსი: ლაქტოზას მონოჰიდრატი, სიმინდის სახამებელი, მიკროკრისტალური ცელულოზა, კარბოქსიმეთილის სახამებელი -ნატრიუმი (ტიპი A) (Ph.Eur.), მაგნიუმის სტეარატი (Ph.Eur.) [მცენარეული], მაღალი დისპერსიული სილიციუმის დიოქსიდი.

ტაბლეტის საფარი: ჰიპრომელოზა, მაკროგოლი 400, ტიტანის დიოქსიდი (E171), რკინის (III) ჰიდროქსიდი x H2O (E172)

ლეტროზოლ დენკ 2.5 მგ-იის აღწერილობა და შეფუთვის შიგთავსი

ლეტროზოლ დენკ 2,5 მგ-ის შეფერილობა მერყეობს ყვითელიდან მუქ ყვითელამდე, მრგვალი, ორმხრივ ამოზნექილი და გარსით დაფარული ტაბლეტები.

10, 30, 60 და 100 ცალი ტაბლეტის შეფუთვები.

შეიძლება ყველა რაოდენობის შეფუთვა არ იყოს გაყიდვაში.

მარკეტინგული აუტორიზაციის მფლობელი

დენკ ფარმა გმბჰ & კო.კგ

პრინცრეგენტენშტრასე # 79

81675 მიუნხენი

გერმანია

შენახვის პირობები

შეინახეთ ეს წამალი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ეს სამკურნალო პროდუქტი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.

არ გამოიყენოთ ეს წამალი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია კოლოფზე და ბლისტერზე შემდეგი სიტყვების შემდეგ: "გამოიყენეთ -------მდე". ვარგისიანობის ვადა გრძელდება მითითებული თვის ბოლო დღემდე.

არასოდეს ჩააგდოთ მედიკამენტები ჩამდინარე წყალში (მაგალითად ტუალეტში ან ნიჟარაში). ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, თუ როგორ გადააგდოთ პრეპარატი, როდესაც შეწყვეტთ მის გამოყენებას. ამით თქვენ წვლილს შეიტანთ გარემოს დაცვაში.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

თარგმანი გერმანული ენიდან

გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია მომხმარებლებისთვის

ლეტროზოლ დენკ 2,5 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

ლეტროზოლი

ამ პრეპარატის გამოყენებამდე, გთხოვთ ყურადღებით წაიკითხოთ წამლის მთლიანი ანოტაცია, რადგან ის შეიცავს მნიშვნელოვან ინფორმაციას.

შეინახეთ გამოყენების ეს ინსტუქცია, შეიძლება მოგვიანებით საჭირო გახდეს მისი ხელახალი გაცნობა.

მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ გჭირდებათ დამატებითი ინფორმაცია ან რჩევა.

ეს მედიკამენტიდანიშნულია პირადად პაციენტისთვის. არ გადასცეთ ის სხვებს. მას შეუძლია ზიანი მიაყენოს სხვა ადამიანებს, მაშინაც კი, თუ კი მათ იგივე სიმპტომები აქვთ, რაც თქვენ.

თუ გამოვლინდა რაიმე გვერდითი მოვლენა, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ასევე ეხება გვერდით მოვლენებს რომლებიც არ არის ჩამოთვლილი გამოყენების ამ ინსტრუქციაში. იხილეთ მე-4 პუნქტი.

რა ინფორმაციას მივიღებთ ამ ანოტაციიდან

რა არის ლეტროზოლ დენკ 2.5 მგ და რისთვის გამოიყენება იგი?

რა უნდა გაითვალისწინოთ ლეტროზოლ დენკ 2.5 მგ -ის მიღებამდე?

როგორ მივიღოთ ლეტროზოლ დენკ 2.5 მგ?

რა გვერდითი მოვლენები შეიძლება ჰქონდეს ლეტროზოლ დენკ2.5 მგ-ს?

როგორ შევინახოთ ლეტროზოლ დენკ 2.5 მგ?

შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია

რა არის ლეტროზოლ დენკ2.5 მგ და რისთვის გამოიყენება იგი?

რა არის ლეტროზოლ დენკ 2.5 მგ და როგორ მოქმედებს იგი?

ლეტროზოლ დენკ 2.5 მგ შეიცავს აქტიურ ნივთიერებას ლეტროზოლს. ის მიეკუთვნება იმ მედიკამენტების ჯგუფს, რომელსაც ეწოდება არომატაზას ინჰიბიტორები. ეს არის ჰორმონალური (ან "ენდოკრინული") მკურნალობა ძუძუს კიბოსთვის. სარძევე ჯირკვლის კიბოს ზრდა ხშირად სტიმულირდება ესტროგენებით (ქალის სასქესო ჰორმონებით). ლეტროზოლ დენკ 2.5 მგ ამცირებს ესტროგენის რაოდენობას ესტროგენის წარმოქმნაში ჩართული ფერმენტის ინჰიბირებით ("არომატაზა") და, შესაბამისად, შეუძლია დაბლოკოს მკერდის კიბოს ზრდა, რომელიც საჭიროებს ესტროგენს მისი ზრდისთვის. შედეგად, სიმსივნური უჯრედები წყვეტენ ზრდას ან უფრო ნელა იზრდებიან და/ან სიმსივნური უჯრედების გავრცელება სხეულის სხვა უბნებზე შეზღუდულია ან შენელებულია.

რისთვის გამოიყენება ლეტროზოლ დენკ 2.5 მგ?

ლეტროზოლ დენკ 2.5 გამოიყენება ძუძუს კიბოს სამკურნალოდ ქალებში, მენოპაუზის შემდეგ ( მენსტრუალური ციკლის შეწყვეტის შემდეგ).

ლეტროზოლ დენკ 2.5 მგ გამოიყენება ძუძუს კიბოს რეციდივის თავიდან ასაცილებლად. ის შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც მკურნალობის პირველი ეტაპზე მკერდის ოპერაციამდე, თუ დაუყოვნებელი ოპერაცია არ არის მიზანშეწონილი, ასევე როგორც პირველადი მკურნალობა მკერდის ოპერაციის შემდეგ, ან პრეპარატ ტამოქსიფენით ხუთწლიანი მკურნალობის შემდეგ. ლეტროზოლ დენკ 2.5 მგ ასევე გამოიყენება ძუძუს კიბოს სიმსივნური უჯრედების სხეულის სხვა უბნებზე გავრცელების შესაზღუდად.

თუ თქვენ გაქვთ რაიმე შეკითხვა ამ პრეპარატის მოქმედების პრინციპთან დაკავშირებით ან რატომ დაგენიშნათ ეს წამალი, მიმართეთ თქვენს ექიმს.

რა უნდა გაითვალისწინოთ ლეტროზოლ დენკ 2.5 მგ -ის მიღებამდე?

გთხოვთ, ყურადღებით მიჰყევით თქვენი ექიმის მითითებებს. ეს მითითებები შეიძლება განსხვავდებოდეს წინამდებარე ანოტაციაში მოცემული ზოგადი ინფორმაციისგან.

ლეტროზოლ დენკ 2.5 მგ არ უნდა მიიღოთ:

თუ ალერგიული ხართ ლეტროზოლზე ან მე-6 პუნქტში ჩამოთვლილ ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტზე.

თუ ჯერ კიდევ გაქვთ მენსტრუალური ციკლი, ე.ი. ანუ ჯერ არ დამდგარა მენოპაუზის დრო.

თუ ორსულად ხართ.

თუ ძუძუთი კვებავთ.

თუ რომელიმე ეს პუნქტი გეხებათ, გთხოვთ, არ მიიღოთ ლეტროზოლ დენკ 2.5 მგ და ამის შესახებ აცნობოთ ექიმს.

გაფრთხილებები და პრევენციის ზომები

ლეტროზოლ დენკ 2,5 მგ-ის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან:

თუ გაქვთ თირკმლის უკმარისობა,

თუ გაქვთ ღვიძლის უკმარისობა,

თუ გაქვთ ოსტეოპოროზი ან გქონდათ ძვლის მოტეხილობა (იხილეთ აგრეთვე „ლეტროზოლ დენკ 2.5 მგ მკურნალობის მონიტორინგი, მე-3 პუნქტი).

თუ რომელიმე ეს პუნქტი გეხებათ, გთხოვთ ამის შესახებ ინფორმაცია მიაწოდოთ ექიმს, რომელიც ამას მხედველობაში მიიღებს ლეტროზოლ დენკ 2,5 მგ-ით მკურნალობისას.

ლეტროზოლმა შეიძლება გამოიწვიოს მყესების ანთება ან დაზიანება (იხ. ნაწილი 4). მყესების ტკივილის ან შეშუპების ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში, მოახდინეთ მტკივნეული ადგილის იმობილიზაცია და მიმართეთ ექიმს.

ბავშვები და მოზარდები (18 წლამდე)

ლეტროზოლ დენკ 2.5 მგ არ გამოიყენება ბავშვებში და მოზარდებში.

ხანდაზმულები (65 წლის და მეტი)

65 წლის ასაკიდან ლეტროზოლ დენკ 2.5 მგ-ის გამოყენება შესაძლებელია იმავე დოზით, როგორც სხვა ასაკის მოზრდილებში.

ლეტროზოლ დენკ 2.5 მგ -ის მიღება სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ/იყენებთ სხვა მედიკამენტებს, ახლახანს მიიღეთ/გამოიყენეთ სხვა მედიკამენტები ან გეგმავთ სხვა მედიკამენტების მიღებას/გამოყენებას.

დოპინგის მიზნებისთვის ბოროტად გამოყენება

ლეტროზოლ დენკ 2.5 მგ -ის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს დადებითი შედეგები დოპინგ- ტესტებში.

ორსულობა, ძუძუთი კვება და ფერტილობა

თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ, ან ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, ამ პრეპარატის მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ ლეტროზოლი დენკ 2,5 მგ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უკვე დაგეწყოთ მენოპაუზა. თუმცა, მიუხედავად ამისა ექიმმა მაინც უნდა გირჩიოთ ეფექტური კონტრაცეფციის გამოყენება, რადგან ჯერ კიდევ არსებობს შესაძლებლობა, რომ ლეტროზოლ დენკ 2.5 მგ -ით მკურნალობის დროს შეიძლება დაორსულდეთ.

არ უნდა მიიღოთ ლეტროზოლ დენკ 2,5 მგ, თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ, რადგან ამან შეიძლება ზიანი მიაყენოს თქვენს პატარას.

ავტომობილის მართვა და მექანიზმებთან მუშაობა

თუ გრძნობთ თავბრუსხვევას, დაღლილობას, ძილიანობას ან ზოგადად ცუდად გრძნობთ თავს, არ დაჯდეთ მანქანის საჭესთან და არ გამოიყენოთ რაიმე ხელსაწყოები ან მექანიზმები, სანამ თავს უკეთ არ იგრძნობთ.

ლეტროზოლ დენკ 2,5 მგ შეიცავს ლაქტოზას

გთხოვთ, მიიღოთ ლეტროზოლ დენკ 2.5 მგ მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ, თუ იცით, რომ გაწუხებთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა.

ლეტროზოლ დენკ 2,5 მგ შეიცავს ნატრიუმს

ლეტროზოლ დენკ 2,5 მგ -ის ერთი ტაბლეტი შეიცავს 1 მმოლზე ნაკლებ (23 მგ) ნატრიუმს. აქედან გამომდინარე ლეტროზოლ დენკ 2,5 მგ თითქმის არ შეიცავს ნატრიუმს.

როგორ მივიღოთ ლეტროზოლ დენკ 2.5 მგ?

ყოველთვის მიიღეთ ეს პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც თქვენმა ექიმმა ან ფარმაცევტმა გირჩიათ. თუ არ ხართ რაიმეში დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ლეტროზოლ დენკ 2,5 მგ -ის ჩვეულებრივი დოზა არის დღეში ერთი ტაბლეტი. თუ კი ლეტროზოლ დენკ 2,5 მგ -ის ტაბლეტს ერთსა და იმავე დროს მიიღებთ, გაგიადვილდებათ გაიხსენოთ წამლის მიღების შესახებ. ტაბლეტი შეიძლება მიიღოთ საკვებთან ერთად ან მის გარეშე და უნდა მიაყოლოთ მთლიანად ერთ ჭიქა წყალი ან სხვა სითხე.

რამდენი ხნის განმავლობაში უნდა მიიღოთ ლეტროზოლ დენკ 2.5 მგ?

ყოველდღიურად იმდენი ხანი მიიღეთ ლეტროზოლ დენკ 2,5 მგ, რამდენსაც გირჩევთ თქვენი ექიმი. შეიძლება დაგჭირდეთ ლეტროზოლ დენკის 2.5 მგ მიღება თვეების ან წლების განმავლობაშიც კი. თუ გაქვთ რაიმე შეკითხვები პრეპარატის მიღების ხანგრძლივობასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს.

მონიტორინგი ლეტროზოლ დენკ 2,5 მგ-ით მკურნალობისას

ეს პრეპარატი გამოიყენება მხოლოდ სამედიცინო ზედამხედველობის ქვეშ.

შემოწმების მიზმით, აქვს თუ არა მკურნალობა სასურველ ეფექტს, თქვენი ექიმი რეგულარულად უნდა გატარებინებდეთ კვლევებს.

ლეტროზოლ დენკ 2,5 მგ-მა, თქვენს ორგანიზმში ესტროგენების შემცირების ხარჯზე, შეიძლება გამოიწვიოს ძვლის სიმკვრივის დაქვეითება (ოსტეოპოროზი). ამიტომ, შესაძლოა ექიმმა გაზომოს თქვენი ძვლის სიმკვრივე ოსტეოპოროზის შემოწმების გზით მკურნალობის დაწყებამდე, მკურნალობისას და მკურნალობის შემდეგ.

თუ მიიღეთ ლეტროზოლ დენკ 2,5 მგ-ის გადაჭარბებული დოზა, ვიდრე საჭირო იყო

თუ თქვენ მიიღეთ ლეტროზოლ დენკ 2,5 მგ-ის ზედმეტად დიდ რაოდენობა ან თუ სხვამ შემთხვევით მიიღო თქვენი ტაბლეტები, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან საავადმყოფოს და ჰკითხეთ რჩევა. თან იქონიეთ თქვენი ტაბლეტის შეფუთვა. შესაძლოა საჭირო გახდეს სამედიცინო მკურნალობა.

თუ დაგავიწყდათ ლეტროზოლ დენკ 2,5 მგ-ის მიღება

თუ მოვიდა პრეპარატის შემდეგი მიღების დრო (ანუ 2 ან 3 საათში), არ მიიღოთ და გამოტოვეთ ეს კონკრეტული დოზა, და მიიღეთ შემდეგი ტაბლეტი დანიშნულ დროს.

გთხოვთ იხილოთ მეორე გვერდი

სხვა შემთხვევაში, როგორც კი გაგახსენდებათ, მიიღეთ გამოტოვებული ტაბლეტი, და მიიღეთ შემდეგი დოზა ნორმალურ / ჩვეულებრივ დროს.

არ მიიღოთ ორმაგი დოზა, თუ დაგავიწყდათ წინა დოზის მიღება.

თუ შეწყვეტთ ლეტროზოლ დენკ 2.5 მგ-ის მიღებას

არ შეწყვიტოთ ლეტროზოლ დენკ 2,5 მგ-ის მიღება, თუ ექიმი არ გეტყვით ამის შესახებ.

ასევე გაეცანით ზემოთ მოცემულ პუნქტის „რამდენი ხნის განმავლობაში უნდა მიიღოთ ლეტროზოლ დენკ 2.5 მგ?“.

ამ პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებით დამატებითი შეკითხვების არსებობის შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

რა გვერდითი მოვლენები შეიძლება ჰქონდეს

ლეტროზოლ დენკ 2.5 მგ-ს?

ყველა მედიკამენტის მსგავსად, შესაძლოა ამ პრეპარატმაც გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

გვერდითი მოვლენების უმეტესობა მსუბუქი და საშუალო სიმძიმისაა და ჩვეულებრივ გაივლის მკურნალობის დაწყებიდან რამდენიმე დღის ან კვირის შემდეგ.

ზოგიერთი გვერდითი მოვლენა, როგორიცაა ალები, თმის ცვენა ან ვაგინალური სისხლდენა, შეიძლება გამოწვეული იყოს ესტროგენის ნაკლებობით თქვენს ორგანიზმში.

არ შეგაშინოთ შესაძლო გვერდითი მოვლენების ჩამონათვალმა. შესაძლოა თქვენ არ გაგივითარდეთ არცერთი ამ გვერდითი მოვლენებიდან.

! ზოგიერთი გვერდითი მოვლენა შეიძლება იყოს სერიოზულად ყურადსაღები

იშვიათი ან ეპიზოდური გვერდითი მოვლენები, რომელიც შეიძლება გამოუვლინდეს 1-დან 100-მდე პაციენტს 10000 პაციენტიდან:

სისუსტე, დამბლა, მგრძნობელობის დაკარგვა სხეულის ნებისმიერ ნაწილში (განსაკუთრებით მკლავზე ან ფეხზე), კოორდინაციის დაკარგვა, გულისრევა, მეტყველების ან სუნთქვის პრობლემები (ტვინის დარღვევის ნიშნები, როგორიცაა ინსულტი).

გულმკერდის უეცარი დამთრგუნველი ტკივილი (გულის დაავადების ნიშანი)

სუნთქვის გაძნელება, გულმკერდის ტკივილი, სისუსტე, აჩქარებული გულისცემა, კანის მოლურჯო შეფერილობა, ან უეცარი ტკივილი მკლავში ან ფეხში (ან ტერფის არეში) (წინაპირობა იმისა, რომ შეიძლება წარმოიქმნას სისხლის შედედებები).

ვენის გასწვრივ შეშუპება და სიწითლე, რომელიც ძალიან მტკივნეულია და შეიძლება იყოს მგრძნობიარე შეხებისას,

მაღალი სიცხე, შემცივნება ან პირის ღრუში წყლულები ინფექციის გამო (სისხლის თეთრი უჯრედების ნაკლებობა)

ძლიერ დაბინდული მხედველობა

მყესის გაწყვეტა

დაუყონებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ თქვენ გამოვლინდა რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენა.

თქვენ ასევე დაუყოვნებლივ უნდა აცნობოთ ექიმს, თუ შეამჩნევთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ სიმპტომს ლეტროზოლ დენკ 2,5 მგ-ით მკურნალობის დროს:

შეშუპება, ძირითადად სახის და ყელის (ალერგიული რეაქციის ნიშნები)

კანისა და თვალების გაყვითლება, გულისრევა, მადის დაკარგვა, მუქი შეფერილობის შარდი (ღვიძლის ანთების ნიშნები)

გამონაყარი, კანის სიწითლე, ბუშტუკები ტუჩზე, თვალზე ან პირის ღრუში, კანის აქერცვლა, სიცხე (კანის დაავადების ნიშნები).

ძალზე ხშირია ზოგიერთი გვერდითი მოვლენა, რომელიც შეიძლება განუვითარდეს 100-დან 10-ზე მეტ პაციენტს.

ალები

მომატებული ქოლესტერინის დონე (ჰიპერქოლესტერინემია)

დაღლილობა

გაძლიერებული ოფლიანობა

ტკივილი ძვლებსა და სახსრებში (ართრალგია)

აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ თავს იჩენს რომელიმე ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენა.

ხშირი გვერდითი მოვლენა, რომელიც შეიძლება გამოუვლინდეს 1-დან 10-მდე პაციენტს 100 პაციენტიდან:

გამონაყარი კანზე

თავის ტკივილი

თავბრუსხვევა

ზოგადი სისუსტე

კუჭ-ნაწლავის პრობლემები, როგორიცაა გულისრევა, ღებინება, დიარეა ყაბზობა,

მადის მომატება ან დაქვეითება

კუნთების ტკივილი

ძვლის სიმკვრივის დაქვეითება (ოსტეოპოროზი), რამაც ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება გამოიწვიოს ძვლის მოტეხილობა (იხილეთ აგრეთვე „ლეტროზოლ დენკ 2.5 მგ მკურნალობის მონიტორინგი, მე-3 პუნქტი).

მკლავების, ხელების, ფეხების, ტერფების შესიება (შეშუპება/წყლის შეკავება)

უხასიათობა (დეპრესია)

წონის მომატება

თმის ცვენა

არტერიული წნევის მომატება (ჰიპერტენზია)

მუცლის ტკივილი

კანის სიმშრალე

ვაგინალური სისხლდენა

პალპიტაცია, აჩქარებული გულისცემა

გაძნელებული მოზრაობა სახსარში (ართრიტი)

ტკივილი მკერდის არეში

აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ თავს იჩენს რომელიმე ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენა.

იშვიათი გვერდითი მოვლენა, რომელიც შეიძლება გამოუვლინდეს 1-დან 10-მდე პაციენტს 1000 პაციენტიდან:

ნერვული სისტემის დარღვევები, როგორიცაა შფოთვა, ნევროზი, გაღიზიანებადობა, გონების დაბინდვა, მეხსიერების დაქვეითება, ძილიანობა, უძილობა

ხელების ან მაჯის ტკივილი ან წვა (კარპალური არხის სინდრომი)

მყესის ანთება (ტენდონიტი)

მგრძნობელობის დარღვევა, განსაკუთრებით შეხების შეგრძნება

მხედველობის დარღვევები, როგორიცაა მხედველობის დაბინდვა, თვალის გაღიზიანება

კანის დაავადებები, როგორიცაა ქავილი (ჭინჭრის ციება)

ვაგინალური გამონადენი, საშოს სიმშრალე

მკერდის ტკივილი

ცხელება

წყურვილის შეგრძნება, გემოვნების დარღვევა, პირის სიმშრალე

ლორწოვანი გარსის სიმშრალე

წონის დაკლება

საშარდე გზების ინფექციები, შარდვის გახშირება

ხველა

ღვიძლის ფერმენტების დონის მატება

კანისა და თვალების გაყვითლება

სისხლში ბილირუბინის მაღალი დონე (ბილირუბინი არის სისხლის წითელი უჯრედების დაშლის პროდუქტი)

გვერდითი მოვლენები, რომელთა სიხშირე უცნობია.

(სიხშირის შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემებით)

მოტკაცუნე თითი (ნოტას დაავადება), ესაა დაავადება, რომლის დროსაც თქვენი ნებსმიერი თითი ან ცერა ტკაცუნობს ან რჩება მოხრილ მდგომარეობაში.

აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ გამოვლინდება მითითებული გვერდითი მოვლენა.

შეტყობინება გვერდითი მოვლენების შესახებ

თუ შენიშნავთ რაიმე გვერდით მოვლენას, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ასევე ეხება გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის მითითებული ამ ფურცელში. თქვენ ასევე შეგიძლიათ დააფიქსიროთ გვერდითი მოვლენების ნებისმიერი საეჭვო შემთხვევა გერმანიის სამკურნალო საშუალებებისა და სამედიცინო პროდუქტების ფედერალური ინსტიტუტის ფარმაკოლოგიურ განყოფილებაში, მისამართი: კურტ გეორგ კისინჯერის ხეივანი #3, 53175 ბონი, გერმანია, /Kurt-Georg-Kiesinger-Allee 3, D – 53175 Bonn/, ვებ-გვერდი: http://www.bfarm.de გვერდითი მოვლენების შეტყობინებით, თქვენ ხელს შეუწყობთ მეტი ინფორმაციის შეგროვებას ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ.

როგორ შევინახოთ ლეტროზოლ დენკ 2.5 მგ?

შეინახეთ ეს წამალი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ეს სამკურნალო პროდუქტი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.

არ გამოიყენოთ ეს წამალი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია კოლოფზე და ბლისტერზე შემდეგი სიტყვების შემდეგ: "გამოიყენეთ -------მდე". ვარგისიანობის ვადა გრძელდება მითითებული თვის ბოლო დღემდე.

არასოდეს ჩააგდოთ მედიკამენტები ჩამდინარე წყალში (მაგალითად ტუალეტში ან ნიჟარაში). ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, თუ როგორ გადააგდოთ პრეპარატი, როდესაც შეწყვეტთ მის გამოყენებას. ამით თქვენ წვლილს შეიტანთ გარემოს დაცვაში.

შეფუთვის შიგთავსი და დამატებითი ინფორმაცია

რას შეიცავს ლეტროზოლ დენკ 2.5 მგ

პრეპარატის აქტიური ნივთიერებაა ლეტროზოლი.

თითოეული ტაბლეტი შეიცავს 2,5 მგ ლეტროზოლს.

სხვა კომპონენტებია:

ტაბლეტის შიგთავსი: ლაქტოზას მონოჰიდრატი, სიმინდის სახამებელი, მიკროკრისტალური ცელულოზა, კარბოქსიმეთილის სახამებელი -ნატრიუმი (ტიპი A) (Ph.Eur.), მაგნიუმის სტეარატი (Ph.Eur.) [მცენარეული], მაღალი დისპერსიული სილიციუმის დიოქსიდი.

ტაბლეტის საფარი: ჰიპრომელოზა, მაკროგოლი 400, ტიტანის დიოქსიდი (E171), რკინის (III) ჰიდროქსიდი x H2O (E172)

ლეტროზოლ დენკ 2.5 მგ-იის აღწერილობა და შეფუთვის შიგთავსი

ლეტროზოლ დენკ 2,5 მგ-ის შეფერილობა მერყეობს ყვითელიდან მუქ ყვითელამდე, მრგვალი, ორმხრივ ამოზნექილი და გარსით დაფარული ტაბლეტები.

10, 30, 60 და 100 ცალი ტაბლეტის შეფუთვები.

შეიძლება ყველა რაოდენობის შეფუთვა არ იყოს გაყიდვაში.

მარკეტინგული აუტორიზაციის მფლობელი

დენკ ფარმა გმბჰ & კო.კგ

პრინცრეგენტენშტრასე # 79

81675 მიუნხენი

გერმანია

მწარმოებელი

შპს ჰაუპტ ფარმა მიუნსტერი

შლეებრიუგენკამპი 15

48159 მიუნსტერი

გერმანია

ეს წამალი დამტკიცებულია ევროპის ეკონომიკური ზონის (EEA) წევრ ქვეყნებში შემდეგი სახელწოდებებით:

გერმანია: ლეტროზოლ დენკ 2,5 მგ, გარსით დაფარული ტაბლეტები

ნიდერლანდები: ლეტროზოლ დენკ 2,5 მგ, გარსით დაფარული ტაბლეტები

ავსტრია: ლეტროზოლ დენკ 2.5 მგ, გარსით დაფარული ტაბლეტები

წინამდებარე ანოტაცია ბოლოს შესწორდა 2019 წლის აგვისტოში.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა