პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ენდოკრინული თერაპია

ლეტროზოლ დენკი 2,5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

Letrozol Denk 2,5mg Filmtabletten

რეცეპტითინსტრუქცია ქართულადგერმანია
რისთვის გამოიყენება

ლეტროზოლ დენკი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას – ლეტროზოლს. იგი მიეკუთვნება პრეპარატების ჯგუფს, რომლის სახელია არომატაზას ინჰიბიტორები. იგი განკუთვნილია ძუძუს კიბოს ჰორმონალური (ან ენდოკრინული) მკურნალობისათვის. ძუძუს კიბოს პროგრესირება ხშირად სტიმულირდება ესტროგენების (ქალის სასქესო ჰორმონების) საშუალებით. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ლეტროზოლი (letrozole)
ფორმა და შეფუთვა
2,5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №100
მწარმოებელი
Haupt Pharma Münster GmbH, გერმანია
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ენდოკრინული თერაპია, არომატაზას ინჰიბიტორები
ATC კოდი
L02BG04
რეგისტრაციის ნომერი
რ-025358
რეგისტრირებულია
29 მაისი 2018, მოქმედებს 29 მაისი 2028-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
შპს „დენკ ფარმა საქართველო“
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებალეტროზოლ დენკი 2,5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები და სხვა წამალი ერთად

ლეტროზოლ დენკი 2,5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ლეტროზოლ დენკი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას – ლეტროზოლს. იგი მიეკუთვნება პრეპარატების ჯგუფს, რომლის სახელია არომატაზას ინჰიბიტორები. იგი განკუთვნილია ძუძუს კიბოს ჰორმონალური (ან ენდოკრინული) მკურნალობისათვის. ძუძუს კიბოს პროგრესირება ხშირად სტიმულირდება ესტროგენების (ქალის სასქესო ჰორმონების) საშუალებით. ლეტროზოლ დენკი ამცირებს ესტროგენის რაოდენობას იმ ფერმენტის (“არომატაზას”) დაბლოკვის გზით, რომელიც მონაწილეობს ესტროგენის წარმოქმნაში და შესაბამისად შეიძლება დაბლოკოს ძუძუს კიბოს პროგრესირება, რომლის ზრდისთვისაც საჭიროა ესტროგენები. შედეგად სიმსივნური უჯრედები ანელებენ ან აჩერებენ ზრდას და/ან გავრცელებას სხეულის სხვა ნაწილებში.

რისთვის გამოიყენება ლეტროზოლ დენკი

ლეტროზოლ დენკი გამოიყენება პოსტმენოპაუზურ პერიოდში (მენსტრუალური ციკლის შეწყვეტის შემდგომ) მყოფ ქალებში ძუძუს კიბოს სამკურნალოდ.

იგი გამოიყენება ძუძუს კიბოს რეციდივის პრევენციისთვის. იგი შესაძლებელია გამოყენებულ იქნას, როგორც პირველი რიგის მკურნალობა შემდეგ შემთხვევებში: თუ ძუძუს კიბოს ოპერაცია სასწრაფოდ ვერ გაკეთება ან ოპერაციის შემდომ ან ტამოქსიფენით 5 წლიანი მკურნალობის შემდეგ. ლეტროზოლ დენკი ასევე გამოიყენება პროგრესირებული ძუძუს კიბოს მქონე პაციენტებში მეტასტაზების გავრცელების პრევენზიის მიზნით.

ლეტროზოლ დენკის მოქმედების ან დანიშნულების შესახებ რაიმე კითხვის გაჩენის შემთხვევაში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს.

  • რისი ცოდნაა საჭირო ლეტროზოლ დენკის მიღებამდე;

საჭიროა მკურნალი ექიმის ყველა მითითების ზუსტად დაცვა. ეს მითითებები შეიძლება განსხვავდებოდნენ ინსტრუქციაში მითითებული ზოგადი ინფორმაციისგან.

მიღების წესი და დოზირება

აღნიშნული პრეპარატი ყოველთვის მიიღება მკურნალი ექიმის ან ფარმაცევტის მითითებების შესაბამისად. რაიმე ეჭვის შემთხვევაში უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

ჩვეული დოზა შეადგენს ლეტროზოლ დენკის ერთ შემოგარსულ ტაბლეტს, დღეში ერთჯერ. ლეტროზოლ დენკის მიღება ერთი და იგივე დროს პაციენტს დაეხმარება, რომ არ დაავიწყდეს ტაბლეტის მიღება.

ტაბლეტი მიიღება საკვებთან ერთად ან მის გარეშე და უნდა გადაიყლაპოს მთლიანად, ჭიქა წყლის ან სხვა სითხის მიყოლებით.

ლეტროზოლ დენკით მკურნალობის ხანგრძლივობა

ლეტროზოლ დენკი მიიღება იმ ხანგრძლივობით, რა ვადითაც დანიშნა ექიმმა მკურნლობა. შესაძლებელია მისი მიღება გაგრძელდეს თვეების ან წლების განმავლობაშიც კი. თუ პაციენტს აქვს რაიმე შეკითხვა ლეტროზოლ დენკის მკურნალობის ხანგრძლივობასთან დაკავშირებით, ასეთ შემთხვევაში უნდა მიემართოს ექიმს.

ლეტროზოლ დენკის მკურნალობის მონიტორინგი

აღნიშნული პრეპარატი მიიღება მხოლოდ ექიმის მკაცრი დაკვირვების ქვეშ. მკურნალობის ეფექტურობის დასადასტურებლად ექიმი ხშირად გადაამოწმებს პაციენტის მდგომარეობას.

ესტროგენის რაოდენობის დაქვეითების შედეგად ლეტროზოლ დენკმა შესაძლებელია გამოიწვიოს ძვლის სიმკვრივის შემცირება (ოსტეოპოროზი). შესაბამისად, მკურნალმა ექიმმა შესაძლებელია გაზომოს ძვლების სიმკვრივე მკურნალობამდე, მკურნალობის დროს ან მისი დამთავრების შემდეგ (ოსტეოპოროზის მონიტორინგი).

ლეტროზოლ დენკის დოზის გადაჭარბება

ლეტროზოლ დენკის დოზის გადაჭარბებისას ან თუ სხვამ შემთხვევით მიიღო პაციენტის ტაბლეტები, დაუყოვნებლივ უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან საავადმყოფოს. პაციენტმა თან უნდა იქონიოს ტაბლეტების შეფუთვა, შესაძლებელია საჭირო გახდეს სამედიცინო ჩარევა.

ლეტროზოლ დენკის დოზის გამოტოვება

თუ მოახლოებულია შემდეგი დოზის მიღების დრო (მაგ. 2-3 საათში), ასეთ შემთხვევაში პაციენტმა უნდა გამოტოვოს დოზა და შემდეგი დოზა მიიღება დოზირების რეჟიმის შესაბამისად;

სხვა შემთხვევაში დოზა მიიღება გახსენებისთანავე, ხოლო შემდეგი ტაბლეტი - დოზირების რეჟიმის შესაბამისად;

არ შეიძლება გაორმაგებული დოზის მიღება გამოტოვებულის სანაცვლოდ.

ლეტროზოლ დენკის მკურნალობის შეწყვეტა

არ შეიძლება ლეტროზოლ დენკის მკურნალობის შეწყვეტა ექიმთან კონსულტაციის გარეშე. ასევე, იხილეთ ზემოთ მოცემული პუნქტი “ლეტროზოლ დენკის მკურნალობის ხანგრძლივობა”.

აღნიშნული პროდუქტის მიღების შესახებ დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

უკუჩვენებები

პაციენტი ალერგიულია ლეტროზოლის ან აღნიშნულ პრეპარატში შემავალი რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილია პუნქტში 6.);

პაციენტს ჯერ კიდევ აქვს მენსტრუალური ციკლი ანუ თუ ჯერ კიდევ არ დამდგარა მენოპაუზა;

პაციენტი არის ორსულად;

ლაქტაციის პერიოდში.

თუ რომელიმე ზემოთ ხსენებული მდგომარეობა ეხება პაციენტს, ასეთ შემთხვევაში დაუშვებელია ლეტროზოლ დენკის მიღება და უნდა მიემართოს ექიმს.

სიფრთხილის ზომები

ლეტროზოლ დენკის მიღებამდე უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ პაციენტს აქვს თირკმლის მძიმე დაავადება;

თუ პაციენტს აქვს ღვიძლის მძიმე დაავადება;

თუ ანამნეზში აღინიშნება ოსტეოპოროზი ან ძვლების მოტეხილობა (იხ. ასევე პუნქტი 3 “ლეტროზოლ დენკის მკურნალობის მონიტორინგი”).

თუ რომელიმე ზემოთ ხსენებული ეხება პაციენტს, უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს. მკურნალი ექიმი გაითვალისწინებს აღნიშნულს ლეტროზოლ დენკით მკურნალობის დროს.

ბავშვები და მოზარდები (18 წელზე უმცროსი ასაკი)

არ შეიძლება აღნიშნული პრეპარატის გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში.

ხანდაზმულები (პაციენტები 65 წლის ასაკიდან)

65 წლის და უფრო მეტი ასაკის პაციენტებში დასაშვებია იგივე დოზების გამოყენება, რაც მოზრდილებში.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

თუ პაციენტი მკურნალობს, უახლოეს პერიოდში მკურნალობდა ან შესაძლებელია მიიღოს ნებისმიერი სხვა პრეპარატი, მან უნდა აცნობოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

ზეგავლენა დოპინგის ტესტირებაზე

ლეტროზოლ დენკის მიღებამ შესაძლოა დადებითი შედეგი გამოავლინოს დოპინგის ანალიზის ჩატარებისას.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ პაციენტი არის ორსულად ან ლაქტაციის პერიოდში, ან ეჭვობს ორსულობის შესახებ ან გეგმავს დაფეხმძიმებას, მაშინ აღნიშნული პრეპარატის მიღებამდე უნდა მიემრათოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

ლეტროზოლ დენკი მიიღება მხოლოდ მენოპაუზის შემდეგ. თუმცა, მკურნალმა ექიმმა უნდა განიხილოს პაციენტთან ერთად ეფექტური კონრაცეპტივის გამოყენება, რადგან ლეტროზოლ დენკით მკურნალობის დროს ჯერ კიდევ არსებობს დაფეხმძიმების შანსი;

არ შეიძლება ლეტროზოლ დენკის მიღება თუ პაციენტი არის ორსულად ან ლაქტაციის პერიოდში, რადგან ამან შესაძლოა გამოიწვიოს ნაყოფის დაზიანება.

მანქანის და სხვა მექანიზმების მართვა

თუ აღინიშნება თავბრუსხვევა, დაღლილობა, ძილიანობა ან ზოგად სისუსტეს, ასეთ შემთხვევაში არ შეიძლება მანქანის და სხვა მექანიზმების მართვა მანამდე, სანამ პაციენტი ისევ არ იგრძნობს თავს ნორმალურად.

ლეტროზოლ დენკი შეიცავს ლაქტოზას

ლეტროზოლ დენკი შეიცავს ლაქტოზას (რძის შაქარი). თუ პაციენტი გაფრთხილებულია ექიმის მიერ, რომ მას აქვს აუტანლობა რომელიმე შაქრის მიმართ, ასეთ შემთხვევაში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს.

გვერდითი მოვლენები

ყველა პრეპარატის მსგავსად აღნიშნულმა პრეპარატმაც შესაძლებელია გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

გვერდითი ეფექტების უმეტესობა არის საშუალო ან ზომიერი სიმძიმის და ჩვეულებრივ ქრება მკურნალობის დაწყებიდან რამდენიმე დღის ან კვირის შემდეგ.

ზოგიერთი გვერდითი ეფექტი როგორიცაა ალები, თმის ცვენა ან სისხლდენა საშოდან შესაძლებელია გამოწვეული იყოს ორგანიზმში ესტროგენების ნაკლებობის გამო.

ჩამოთვლილმა მოსალოდნელმა გვერდითმა ეფექტებმა არ უნდა შეაშინოს პაციენტი. შესაძლებელია არცერთი მათგანი არ გამოვლინდეს.

ზოგიერთი გვერდითი ეფექტი შესაძლებელია იყოს სერიოზული

იშვიათი ან არახშირი გვერდითი ეფექტები (ე.ი. შეიძლება გამოვლინდეს ყოველი 10 000 პაციენტიდან 1-100 შემთხვევაში):

სისუსტე, დამბლა ან სხეულის რომელიმე ნაწილში შეგრძნების დაკარგვა (განსაკუთრებით ხელში ან ფეხში), კოორდინაციის დაკარგვა, გულისრევა, ლაპარაკის ან სუნთქვის გაძნელება (ტვინის დაზიანების ნიშანი, მაგალითად ინსულტი);

უეცრად დაწყებული ტკივილი გულ-მკერდის მიდამოში (გულის დაავადების ნიშანი);

სუთქვის გაძნელება, ტკივილი გულ-მკერდის მიდამოში, გულის წასვლა, აჩქარებული გულისცემა, ციანოზი ან ხელის, ფეხის ან ტერფის უეცრად დაწყებული ტკივილი (სისხლის კოლტის ჩამოყალიბების ნიშანი);

შეშუპება და სიწითლე ვენის გასწვრივ, რაც ძალიან მტკივნეულია და შესაძლოა შეხებისას გაზრდილი იყოს მგრძნობელობა;

მაღალი ცხელება, კანკალი ან წყლულები პირის ღრუში ინფექციის გამო (თეთრი უჯრედების ნაკლებობა);

გახანგრძლივებული დაბინდული მხედველობა.

რომელიმე ზემოთ ხსენებულის განვითარების შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს.

ასევე, დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს მკურნალ ექიმს თუ ლეტროზოლ დენკის მკურნალობის დროს ვლინდება შემდეგი:

შეშუპება, ძირითადად სახის და ხახის (ალერგიული რეაქციის ნიშანი);

კანის და თვალების სიყვითლე, გულისრევა, მადის დაკარგვა, შარდის გამუქება (ღვიძლის ანთების ნიშანი);

გამონაყარი, კანის სიწითლე, ბუშტუკების გაჩენა ტუჩზე, თვალებში ან პირის ღრუში, კანის აქერცვლა, ცხელება (კანის დაავადების ნიშნები);

ზოგიერთი გვერდითი ეფექტი ძალიან ხშირია. აღნიშნული გვერდითი ეფექტები შესაძლებელია ვლინდებოდეს 100 პაციენტიდან 10-ზე მეტ შემთხვევაში.

ალები;

ქოლესტეროლის დონის მომატება (ჰიპერქოლესტეროლემია);

დაღლილობა;

ოფლიანობის გაძლიერება;

ძვლების და სახსრების ტკივილი (ართრალგია);

რომელიმე გვერდითი ეფექტის დამძIმების შემთხვევაში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს.

ზოგიერთი გვერდითი ეფექტი ხშირია. აღნიშნული გვერდითი ეფექტები ვლინდება ყოველი 100 პაციენტიდან 1-10 შემთხვევაში.

გამონაყარი;

თავის ტკივილი;

თავბრუსხვევა;

ზოგადი სისუსტე;

პრობლემები კუჭ-ნაწლავის მხრივ, როგორიცაა გულისრევა, ღებინება, დისპეფსია, ყაბზობა, ფაღარათი;

მადის მომატება ან დაქვეითება;

კუნთების ტკივილი;

ძვლების სიმკვრივის შემცირება (ოსტეოპოროზი), რაც ზოგ შემთხვევაში იწვევს მოტეხილობას (იხ. ასევე “ლეტროზოლ დენკის მკურნალობის მონიტორინგი” პუნქტში 3);

ხელების, ფეხების, ტერფების, კოჭების შეშუპება;

დეპრესია;

წონის მომატება;

თმის ცვენა;

მომატებული არტერიული წნევა (ჰიპერტენზია);

მუცლის ტკივილი;

კანის სიმშრალე;

სისხლიანი გამონადენი საშოდან.

სხვა გვერდითი ეფექტები არახშირია. ისინი შესაძლებელია გამოვლინდნენ ყოველი 1000 პაციენტიდან 1-10 შემთხვევაში.

ნერვული სისტემის დარღვევები, როგორიც არის შფოთვა, ნევროზი, გაღიზიანება, თავბრუსხვევა, მეხსიერების პრობლემა, ძილიანობა, უძილობა;

ხელებში და მაჯაში ტკივილის ან წვის შეგრძნება (მაჯის გვირაბის სინდრომი);

მგრძნობელობის, განსაკუთრებით შეხების დაღვევა;

თვალის დარღვევები, როგორიცაა მხედველობის დაბინდვა, თვალის გაღიზიანება;

გულის ფრიალი, გულისცემის გახშირება;

დარღვევები კანის მხრივ, მაგალითად ქავილი (ურტიკარია);

საშოს სიმშრალე ან გამონადენი;

სახსრების რიგიდობა (ართრიტი);

ტკივილი გულ-მკერდის მიდამოში;

ცხელება;

წყურვილი, გემოს დარღვევა, პირის სიმშრალე;

ლორწოვანი გარსების ანთება;

წონის დაკლება;

საშარდე გზების ინფექცია, გახშირებული შარდვა;

ხველა;

ღვიძლის ფერმენტების დონის მომატება.

გვერდითი ეფექტები, რომელთა სიხშირე უცნობია (სიხშირე ვერ დგინდება არსებული მონაცემების საფუძველზე):

ნოტის სინდრომი, დაავადება, როდესაც თითი ან ცერი მოხრის დროს გამოსცემს ტკაცუნის ხმას.

თუ რომელიმე გვერდითი ეფექტი გახდება სერიოზული, ასეთ შემთხვევაში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს.

გვერდითი ეფექტების შეტყობინება

რომელიმე გვერდითი ეფექტის გამოვლენის შემთხვევაში, უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს, ასევე, ეხება ნებისმიერ გვერდით ეფექტს, რაც არ არის ჩამოთვლილი აღნიშნულ ინსტრუქციაში.

პაციენტს ასევე შეუძლია პირდაპირ მიმართოს წამლისა და სამედიცინო მოწყობილობების ფედერალური ინსტიტუტის ფარმაკოუსაფრთხოების განყოფილებას, მდებარე მისამართზე კურტ-კიზინგერ ალეე 3, დ-53175, ბონი, ვებგვერდი - www.bfarm.de

გვერდითი ეფექტების შეტყობინება საშუალებას იძლევა მეტი ინფორმაცია შეგროვდეს აღნიშნული პრეპარატის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.

შენახვის პირობები

აღნიშნული პრეპარატი ინახება ბავშვებისთვის მიუწვომელ ადგილას.

არ არის საჭირო სპეციალური შენახვის წესები.

არ შეიძლება აღნიშნული პრეპარატის შენახვა შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ. შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.

არ შეიძლება აღნიშნული პრეპარატის გადაგდება საკანალიზაციო წყალში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. გამოუყენებელი პრეპარატის განადგურების შესახებ უნდა მიემართოს ფარაცევტს. აღნიშნული ქმედება საჭიროა გარემოს დასაცავად.

  • შეფუთვა და დამატებითი ინფორმაცია

ლეტროზოლ დენკის შემადგენლობა

აქტიური ნივთიერება არის ლეტროზოლი. თითოეული შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს 2.5მგ ლეტროზოლს.

სხვა დამხმარე ნივთიერებები:

ტაბლეტის ბირთვი: ლაქტოზას მონოჰიდრატი, სიმინდის სახამებელი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის კარბოქსიმეთილის სახამებელი (ტიპი A) (Ph.Eur.), მაგნიუმის სტეარატი (Ph.Eur.) (მცენარეული), კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი.

გარსი: ჰიპრომელოზა, მაკროგოლ 400, ტიტანის დიოქსიდი (E171), ყვითელი რკინის ოქსიდი x H2O (E172).

ლეტროზოლ დენკის აღწერილობა და შეფუთვა

ლეტროზოლ დენკი არის მოყვითალო ან მუქი ყვითელი, მრგვალი, ორმხრივ ამობურცული გარსით დაფარული ტაბლეტი.

#10, 30, 60 და 100 შემოგარსული ტაბლეტი შეფუთვაში.

შესაძლებელია ყველა შეფუთვა არ იყოს გაყიდვაში.

წარმოების ლიცენზიის მფლობელი:

DENK PHARMA GmbH & Co. KG

Prinzregentenstr. 79

81675 München

Deutschland

დენკ ფარმა გმბჰ & კო.კგ

პრინცრეგენტენშტრს. 79,

81675 მიუნხენი

გერმანია

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

სარეკომენდაციო ვერსია

Pპაციენტის გამოყენების ინსტრუქცია

ლეტროზოლ დენკი

  • 5 შემოგასრული ტაბლეტი

ლეტროზოლი

აღნიშნული პრეპარატის მიღებამდე საჭიროა მთლიანი ინსტრუქციის წაკითხვა, რადგან იგი შეიცავს მნიშვნელოვან ინფორმაციას.

საჭიროა ინსტრუქციის შენახვა. შესაძლოა წარმოიქმნას მისი ხელახალი წაკითხვის საჭიროება;

დამატებითი კითხვების შემთხვევაში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს;

აღნიშნული პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ პაციენტისთვის. არ შეიძლება მისი მიცემა სხვისთვის. სიმპტომების მსგავსების მიუხედავად მან შესაძლებელია ზიანი მიაყენოს სხვას;

რაიმე გვერდითი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ასევე ეხება ისეთ გვერდით ეფექტებს, რაც არ არის მითითებული აღნიშნულ ინსტრუქციაში. იხილეთ პუნქტი 4.

აღნიშნულ ინსტრუციაში მოცემულია:

რა არის ლეტროზოლ დენკი და მისი გამოიყენება;

რისი ცოდნაა საჭირო ლეტროზოლ დენკის მიღებამდე;

ლეტროზოლ დენკის მიღების წესი;

მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები;

ლეტროზოლ დენკის შენახვის წესი;

შეფუთვა და დამატებითი ინფორმაცია.

რა არის ლეტროზოლ დენკი და მისი გამოიყენება

რა არის ლეტროზოლ დენკი და რისთვის გამოიყენება

ლეტროზოლ დენკი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას – ლეტროზოლს. იგი მიეკუთვნება პრეპარატების ჯგუფს, რომლის სახელია არომატაზას ინჰიბიტორები. იგი განკუთვნილია ძუძუს კიბოს ჰორმონალური (ან ენდოკრინული) მკურნალობისათვის. ძუძუს კიბოს პროგრესირება ხშირად სტიმულირდება ესტროგენების (ქალის სასქესო ჰორმონების) საშუალებით. ლეტროზოლ დენკი ამცირებს ესტროგენის რაოდენობას იმ ფერმენტის (“არომატაზას”) დაბლოკვის გზით, რომელიც მონაწილეობს ესტროგენის წარმოქმნაში და შესაბამისად შეიძლება დაბლოკოს ძუძუს კიბოს პროგრესირება, რომლის ზრდისთვისაც საჭიროა ესტროგენები. შედეგად სიმსივნური უჯრედები ანელებენ ან აჩერებენ ზრდას და/ან გავრცელებას სხეულის სხვა ნაწილებში.

რისთვის გამოიყენება ლეტროზოლ დენკი

ლეტროზოლ დენკი გამოიყენება პოსტმენოპაუზურ პერიოდში (მენსტრუალური ციკლის შეწყვეტის შემდგომ) მყოფ ქალებში ძუძუს კიბოს სამკურნალოდ.

იგი გამოიყენება ძუძუს კიბოს რეციდივის პრევენციისთვის. იგი შესაძლებელია გამოყენებულ იქნას, როგორც პირველი რიგის მკურნალობა შემდეგ შემთხვევებში: თუ ძუძუს კიბოს ოპერაცია სასწრაფოდ ვერ გაკეთება ან ოპერაციის შემდომ ან ტამოქსიფენით 5 წლიანი მკურნალობის შემდეგ. ლეტროზოლ დენკი ასევე გამოიყენება პროგრესირებული ძუძუს კიბოს მქონე პაციენტებში მეტასტაზების გავრცელების პრევენზიის მიზნით.

ლეტროზოლ დენკის მოქმედების ან დანიშნულების შესახებ რაიმე კითხვის გაჩენის შემთხვევაში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს.

  • რისი ცოდნაა საჭირო ლეტროზოლ დენკის მიღებამდე;

საჭიროა მკურნალი ექიმის ყველა მითითების ზუსტად დაცვა. ეს მითითებები შეიძლება განსხვავდებოდნენ ინსტრუქციაში მითითებული ზოგადი ინფორმაციისგან.

ლეტროზოლ დენკი არ მიიღება, თუ:

პაციენტი ალერგიულია ლეტროზოლის ან აღნიშნულ პრეპარატში შემავალი რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილია პუნქტში 6.);

პაციენტს ჯერ კიდევ აქვს მენსტრუალური ციკლი ანუ თუ ჯერ კიდევ არ დამდგარა მენოპაუზა;

პაციენტი არის ორსულად;

ლაქტაციის პერიოდში.

თუ რომელიმე ზემოთ ხსენებული მდგომარეობა ეხება პაციენტს, ასეთ შემთხვევაში დაუშვებელია ლეტროზოლ დენკის მიღება და უნდა მიემართოს ექიმს.

გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები

ლეტროზოლ დენკის მიღებამდე უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ პაციენტს აქვს თირკმლის მძიმე დაავადება;

თუ პაციენტს აქვს ღვიძლის მძიმე დაავადება;

თუ ანამნეზში აღინიშნება ოსტეოპოროზი ან ძვლების მოტეხილობა (იხ. ასევე პუნქტი 3 “ლეტროზოლ დენკის მკურნალობის მონიტორინგი”).

თუ რომელიმე ზემოთ ხსენებული ეხება პაციენტს, უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს. მკურნალი ექიმი გაითვალისწინებს აღნიშნულს ლეტროზოლ დენკით მკურნალობის დროს.

ბავშვები და მოზარდები (18 წელზე უმცროსი ასაკი)

არ შეიძლება აღნიშნული პრეპარატის გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში.

ხანდაზმულები (პაციენტები 65 წლის ასაკიდან)

65 წლის და უფრო მეტი ასაკის პაციენტებში დასაშვებია იგივე დოზების გამოყენება, რაც მოზრდილებში.

სხვა პრეპარატები და ლეტროზოლ დენკი

თუ პაციენტი მკურნალობს, უახლოეს პერიოდში მკურნალობდა ან შესაძლებელია მიიღოს ნებისმიერი სხვა პრეპარატი, მან უნდა აცნობოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

ზეგავლენა დოპინგის ტესტირებაზე

ლეტროზოლ დენკის მიღებამ შესაძლოა დადებითი შედეგი გამოავლინოს დოპინგის ანალიზის ჩატარებისას.

ორსულობა, ლაქტაციის პერიოდი და ფერტილობა (შვილოსნობის უნარი)

თუ პაციენტი არის ორსულად ან ლაქტაციის პერიოდში, ან ეჭვობს ორსულობის შესახებ ან გეგმავს დაფეხმძიმებას, მაშინ აღნიშნული პრეპარატის მიღებამდე უნდა მიემრათოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

ლეტროზოლ დენკი მიიღება მხოლოდ მენოპაუზის შემდეგ. თუმცა, მკურნალმა ექიმმა უნდა განიხილოს პაციენტთან ერთად ეფექტური კონრაცეპტივის გამოყენება, რადგან ლეტროზოლ დენკით მკურნალობის დროს ჯერ კიდევ არსებობს დაფეხმძიმების შანსი;

არ შეიძლება ლეტროზოლ დენკის მიღება თუ პაციენტი არის ორსულად ან ლაქტაციის პერიოდში, რადგან ამან შესაძლოა გამოიწვიოს ნაყოფის დაზიანება.

მანქანის და სხვა მექანიზმების მართვა

თუ აღინიშნება თავბრუსხვევა, დაღლილობა, ძილიანობა ან ზოგად სისუსტეს, ასეთ შემთხვევაში არ შეიძლება მანქანის და სხვა მექანიზმების მართვა მანამდე, სანამ პაციენტი ისევ არ იგრძნობს თავს ნორმალურად.

ლეტროზოლ დენკი შეიცავს ლაქტოზას

ლეტროზოლ დენკი შეიცავს ლაქტოზას (რძის შაქარი). თუ პაციენტი გაფრთხილებულია ექიმის მიერ, რომ მას აქვს აუტანლობა რომელიმე შაქრის მიმართ, ასეთ შემთხვევაში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს.

ლეტროზოლ დენკის მიღების წესი

აღნიშნული პრეპარატი ყოველთვის მიიღება მკურნალი ექიმის ან ფარმაცევტის მითითებების შესაბამისად. რაიმე ეჭვის შემთხვევაში უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

ჩვეული დოზა შეადგენს ლეტროზოლ დენკის ერთ შემოგარსულ ტაბლეტს, დღეში ერთჯერ. ლეტროზოლ დენკის მიღება ერთი და იგივე დროს პაციენტს დაეხმარება, რომ არ დაავიწყდეს ტაბლეტის მიღება.

ტაბლეტი მიიღება საკვებთან ერთად ან მის გარეშე და უნდა გადაიყლაპოს მთლიანად, ჭიქა წყლის ან სხვა სითხის მიყოლებით.

ლეტროზოლ დენკით მკურნალობის ხანგრძლივობა

ლეტროზოლ დენკი მიიღება იმ ხანგრძლივობით, რა ვადითაც დანიშნა ექიმმა მკურნლობა. შესაძლებელია მისი მიღება გაგრძელდეს თვეების ან წლების განმავლობაშიც კი. თუ პაციენტს აქვს რაიმე შეკითხვა ლეტროზოლ დენკის მკურნალობის ხანგრძლივობასთან დაკავშირებით, ასეთ შემთხვევაში უნდა მიემართოს ექიმს.

ლეტროზოლ დენკის მკურნალობის მონიტორინგი

აღნიშნული პრეპარატი მიიღება მხოლოდ ექიმის მკაცრი დაკვირვების ქვეშ. მკურნალობის ეფექტურობის დასადასტურებლად ექიმი ხშირად გადაამოწმებს პაციენტის მდგომარეობას.

ესტროგენის რაოდენობის დაქვეითების შედეგად ლეტროზოლ დენკმა შესაძლებელია გამოიწვიოს ძვლის სიმკვრივის შემცირება (ოსტეოპოროზი). შესაბამისად, მკურნალმა ექიმმა შესაძლებელია გაზომოს ძვლების სიმკვრივე მკურნალობამდე, მკურნალობის დროს ან მისი დამთავრების შემდეგ (ოსტეოპოროზის მონიტორინგი).

ლეტროზოლ დენკის დოზის გადაჭარბება

ლეტროზოლ დენკის დოზის გადაჭარბებისას ან თუ სხვამ შემთხვევით მიიღო პაციენტის ტაბლეტები, დაუყოვნებლივ უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან საავადმყოფოს. პაციენტმა თან უნდა იქონიოს ტაბლეტების შეფუთვა, შესაძლებელია საჭირო გახდეს სამედიცინო ჩარევა.

ლეტროზოლ დენკის დოზის გამოტოვება

თუ მოახლოებულია შემდეგი დოზის მიღების დრო (მაგ. 2-3 საათში), ასეთ შემთხვევაში პაციენტმა უნდა გამოტოვოს დოზა და შემდეგი დოზა მიიღება დოზირების რეჟიმის შესაბამისად;

სხვა შემთხვევაში დოზა მიიღება გახსენებისთანავე, ხოლო შემდეგი ტაბლეტი - დოზირების რეჟიმის შესაბამისად;

არ შეიძლება გაორმაგებული დოზის მიღება გამოტოვებულის სანაცვლოდ.

ლეტროზოლ დენკის მკურნალობის შეწყვეტა

არ შეიძლება ლეტროზოლ დენკის მკურნალობის შეწყვეტა ექიმთან კონსულტაციის გარეშე. ასევე, იხილეთ ზემოთ მოცემული პუნქტი “ლეტროზოლ დენკის მკურნალობის ხანგრძლივობა”.

აღნიშნული პროდუქტის მიღების შესახებ დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

შესაძლო გვერდითი ეფექტები

ყველა პრეპარატის მსგავსად აღნიშნულმა პრეპარატმაც შესაძლებელია გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

გვერდითი ეფექტების უმეტესობა არის საშუალო ან ზომიერი სიმძიმის და ჩვეულებრივ ქრება მკურნალობის დაწყებიდან რამდენიმე დღის ან კვირის შემდეგ.

ზოგიერთი გვერდითი ეფექტი როგორიცაა ალები, თმის ცვენა ან სისხლდენა საშოდან შესაძლებელია გამოწვეული იყოს ორგანიზმში ესტროგენების ნაკლებობის გამო.

ჩამოთვლილმა მოსალოდნელმა გვერდითმა ეფექტებმა არ უნდა შეაშინოს პაციენტი. შესაძლებელია არცერთი მათგანი არ გამოვლინდეს.

ზოგიერთი გვერდითი ეფექტი შესაძლებელია იყოს სერიოზული

იშვიათი ან არახშირი გვერდითი ეფექტები (ე.ი. შეიძლება გამოვლინდეს ყოველი 10 000 პაციენტიდან 1-100 შემთხვევაში):

სისუსტე, დამბლა ან სხეულის რომელიმე ნაწილში შეგრძნების დაკარგვა (განსაკუთრებით ხელში ან ფეხში), კოორდინაციის დაკარგვა, გულისრევა, ლაპარაკის ან სუნთქვის გაძნელება (ტვინის დაზიანების ნიშანი, მაგალითად ინსულტი);

უეცრად დაწყებული ტკივილი გულ-მკერდის მიდამოში (გულის დაავადების ნიშანი);

სუთქვის გაძნელება, ტკივილი გულ-მკერდის მიდამოში, გულის წასვლა, აჩქარებული გულისცემა, ციანოზი ან ხელის, ფეხის ან ტერფის უეცრად დაწყებული ტკივილი (სისხლის კოლტის ჩამოყალიბების ნიშანი);

შეშუპება და სიწითლე ვენის გასწვრივ, რაც ძალიან მტკივნეულია და შესაძლოა შეხებისას გაზრდილი იყოს მგრძნობელობა;

მაღალი ცხელება, კანკალი ან წყლულები პირის ღრუში ინფექციის გამო (თეთრი უჯრედების ნაკლებობა);

გახანგრძლივებული დაბინდული მხედველობა.

რომელიმე ზემოთ ხსენებულის განვითარების შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს.

ასევე, დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს მკურნალ ექიმს თუ ლეტროზოლ დენკის მკურნალობის დროს ვლინდება შემდეგი:

შეშუპება, ძირითადად სახის და ხახის (ალერგიული რეაქციის ნიშანი);

კანის და თვალების სიყვითლე, გულისრევა, მადის დაკარგვა, შარდის გამუქება (ღვიძლის ანთების ნიშანი);

გამონაყარი, კანის სიწითლე, ბუშტუკების გაჩენა ტუჩზე, თვალებში ან პირის ღრუში, კანის აქერცვლა, ცხელება (კანის დაავადების ნიშნები);

ზოგიერთი გვერდითი ეფექტი ძალიან ხშირია. აღნიშნული გვერდითი ეფექტები შესაძლებელია ვლინდებოდეს 100 პაციენტიდან 10-ზე მეტ შემთხვევაში.

ალები;

ქოლესტეროლის დონის მომატება (ჰიპერქოლესტეროლემია);

დაღლილობა;

ოფლიანობის გაძლიერება;

ძვლების და სახსრების ტკივილი (ართრალგია);

რომელიმე გვერდითი ეფექტის დამძIმების შემთხვევაში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს.

ზოგიერთი გვერდითი ეფექტი ხშირია. აღნიშნული გვერდითი ეფექტები ვლინდება ყოველი 100 პაციენტიდან 1-10 შემთხვევაში.

გამონაყარი;

თავის ტკივილი;

თავბრუსხვევა;

ზოგადი სისუსტე;

პრობლემები კუჭ-ნაწლავის მხრივ, როგორიცაა გულისრევა, ღებინება, დისპეფსია, ყაბზობა, ფაღარათი;

მადის მომატება ან დაქვეითება;

კუნთების ტკივილი;

ძვლების სიმკვრივის შემცირება (ოსტეოპოროზი), რაც ზოგ შემთხვევაში იწვევს მოტეხილობას (იხ. ასევე “ლეტროზოლ დენკის მკურნალობის მონიტორინგი” პუნქტში 3);

ხელების, ფეხების, ტერფების, კოჭების შეშუპება;

დეპრესია;

წონის მომატება;

თმის ცვენა;

მომატებული არტერიული წნევა (ჰიპერტენზია);

მუცლის ტკივილი;

კანის სიმშრალე;

სისხლიანი გამონადენი საშოდან.

რომელიმე გვერდითი ეფექტის დამძIმების შემთხვევაში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს.

სხვა გვერდითი ეფექტები არახშირია. ისინი შესაძლებელია გამოვლინდნენ ყოველი 1000 პაციენტიდან 1-10 შემთხვევაში.

ნერვული სისტემის დარღვევები, როგორიც არის შფოთვა, ნევროზი, გაღიზიანება, თავბრუსხვევა, მეხსიერების პრობლემა, ძილიანობა, უძილობა;

ხელებში და მაჯაში ტკივილის ან წვის შეგრძნება (მაჯის გვირაბის სინდრომი);

მგრძნობელობის, განსაკუთრებით შეხების დაღვევა;

თვალის დარღვევები, როგორიცაა მხედველობის დაბინდვა, თვალის გაღიზიანება;

გულის ფრიალი, გულისცემის გახშირება;

დარღვევები კანის მხრივ, მაგალითად ქავილი (ურტიკარია);

საშოს სიმშრალე ან გამონადენი;

სახსრების რიგიდობა (ართრიტი);

ტკივილი გულ-მკერდის მიდამოში;

ცხელება;

წყურვილი, გემოს დარღვევა, პირის სიმშრალე;

ლორწოვანი გარსების ანთება;

წონის დაკლება;

საშარდე გზების ინფექცია, გახშირებული შარდვა;

ხველა;

ღვიძლის ფერმენტების დონის მომატება.

გვერდითი ეფექტები, რომელთა სიხშირე უცნობია (სიხშირე ვერ დგინდება არსებული მონაცემების საფუძველზე):

ნოტის სინდრომი, დაავადება, როდესაც თითი ან ცერი მოხრის დროს გამოსცემს ტკაცუნის ხმას.

თუ რომელიმე გვერდითი ეფექტი გახდება სერიოზული, ასეთ შემთხვევაში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს.

გვერდითი ეფექტების შეტყობინება

რომელიმე გვერდითი ეფექტის გამოვლენის შემთხვევაში, უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს, ასევე, ეხება ნებისმიერ გვერდით ეფექტს, რაც არ არის ჩამოთვლილი აღნიშნულ ინსტრუქციაში.

პაციენტს ასევე შეუძლია პირდაპირ მიმართოს წამლისა და სამედიცინო მოწყობილობების ფედერალური ინსტიტუტის ფარმაკოუსაფრთხოების განყოფილებას, მდებარე მისამართზე კურტ-კიზინგერ ალეე 3, დ-53175, ბონი, ვებგვერდი - www.bfarm.de

გვერდითი ეფექტების შეტყობინება საშუალებას იძლევა მეტი ინფორმაცია შეგროვდეს აღნიშნული პრეპარატის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.

ლეტროზოლ დენკის შენახვის წესი

აღნიშნული პრეპარატი ინახება ბავშვებისთვის მიუწვომელ ადგილას.

არ არის საჭირო სპეციალური შენახვის წესები.

არ შეიძლება აღნიშნული პრეპარატის შენახვა შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ. შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.

არ შეიძლება აღნიშნული პრეპარატის გადაგდება საკანალიზაციო წყალში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. გამოუყენებელი პრეპარატის განადგურების შესახებ უნდა მიემართოს ფარაცევტს. აღნიშნული ქმედება საჭიროა გარემოს დასაცავად.

  • შეფუთვა და დამატებითი ინფორმაცია

ლეტროზოლ დენკის შემადგენლობა

აქტიური ნივთიერება არის ლეტროზოლი. თითოეული შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს 2.5მგ ლეტროზოლს.

სხვა დამხმარე ნივთიერებები:

ტაბლეტის ბირთვი: ლაქტოზას მონოჰიდრატი, სიმინდის სახამებელი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის კარბოქსიმეთილის სახამებელი (ტიპი A) (Ph.Eur.), მაგნიუმის სტეარატი (Ph.Eur.) (მცენარეული), კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი.

გარსი: ჰიპრომელოზა, მაკროგოლ 400, ტიტანის დიოქსიდი (E171), ყვითელი რკინის ოქსიდი x H2O (E172).

ლეტროზოლ დენკის აღწერილობა და შეფუთვა

ლეტროზოლ დენკი არის მოყვითალო ან მუქი ყვითელი, მრგვალი, ორმხრივ ამობურცული გარსით დაფარული ტაბლეტი.

#10, 30, 60 და 100 შემოგარსული ტაბლეტი შეფუთვაში.

შესაძლებელია ყველა შეფუთვა არ იყოს გაყიდვაში.

წარმოების ლიცენზიის მფლობელი:

DENK PHARMA GmbH & Co. KG

Prinzregentenstr. 79

81675 München

Deutschland

დენკ ფარმა გმბჰ & კო.კგ

პრინცრეგენტენშტრს. 79,

81675 მიუნხენი

გერმანია

მწარმოებელი:

Haupt Pharma Münster GmbH

Schleebrüggenkamp 15

48159 Münster

Deutschland

ჰაუპტ ფარმა მუნსტერ გმბჰ

შლეებრუგენკამპ 15

48159 მიუნსტერი

გერმანია

აღნიშნული პროდუქტი რეგისტრირებულია ევროპის ეკონომიკური თანამეგობრობის (EEA) წევრ ქვეყნებში შემდეგი დასახელებით:

გერმანია: ლეტროზოლ დენკი 2,5მგ შემოგარსული ტაბლეტები

ჰოლანდია: ლეტროზოლ დენკი 2,5მგ შემოგარსული ტაბლეტები

ავსტრია: ლეტროზოლ დენკი 2,5მგ შემოგარსული ტაბლეტები

აღნიშნული ინსტრუქციის უკანასკნელი გადახედვის თარიღია 2015 წლის სექტემბერი.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა