ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
რენინ-ანგიოტენზინ სისტემაზე მოქმედი საშუალებები

ლერდაპრილი

Lerdaprile

რეცეპტით10მგ+10მგინსტრუქცია ქართულადბულგარეთი
რისთვის გამოიყენება

ესენციური ჰიპერტენზიის მკურნალობა მოზრდილ პაციენტებში, რომელთა არტერიული წნევა სათანადოდ არ კონტროლდება მხოლოდ 10 მგ ლერკანიდიპინით. ესენციური ჰიპერტენზიის მკურნალობა მოზრდილ პაციენტებში, რომელთა არტერიული წნევა სათანადოდ არ კონტროლდება მხოლოდ 20 მგ ენალაპრილით. …

სრულად
ფორმა და შეფუთვა
10მგ+10მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30 (3X10)
მწარმოებელი
Balkanpharma-Dupnitsa AD, ბულგარეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
რენინ-ანგიოტენზინ სისტემაზე მოქმედი საშუალებები, აგფ ინჰიბიტორები და კალციუმის არხების ბლოკატორები
ATC კოდი
C09BB02
რეგისტრაციის ნომერი
რ-046147
რეგისტრირებულია
12 აგვისტო 2026, მოქმედებს 8 თებერვალი 2029-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
New Pharm Group Ltd (საქართველო)
განმცხადებელი
შპს „ნიუ ფარმ გრუპი“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებალერდაპრილი და სხვა წამალი ერთად

ლერდაპრილი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ესენციური ჰიპერტენზიის მკურნალობა მოზრდილ პაციენტებში, რომელთა არტერიული წნევა სათანადოდ არ კონტროლდება მხოლოდ 10 მგ ლერკანიდიპინით.

ესენციური ჰიპერტენზიის მკურნალობა მოზრდილ პაციენტებში, რომელთა არტერიული წნევა სათანადოდ არ კონტროლდება მხოლოდ 20 მგ ენალაპრილით.

ლერდაპრილი 10მგ/10მგ არ გამოიყენება ჰიპერტენზიის მკურნალობის საწყის ეტაპზე. ლერდაპრილი 20 მგ/10მგ არ გამოიყენება ჰიპერტენზიის მკურნალობის საწყის ეტაპზე.

მიღების წესი და დოზირება

პაციენტებში, რომელთა არტერიული წნევა სათანადოდ არ კონტროლდება მხოლოდ 10მგ ლერკანიდიპინით, შეიძლება გაიზარდოს ლერკანიდიპინის დოზა 20მგ-მდე ან დაინიშნოს ლერდაპრილი 10 მგ/10 მგ.

პაციენტებში, რომელთა არტერიული წნევა სათანადოდ არ კონტროლდება მხოლოდ 20მგ ენალაპრილით, შეიძლება გაიზარდოს ენალაპრილის დოზა ან დაინიშნოს ლერდაპრილი 20 მგ/10 მგ.

რეკომენდებულია ცალკეული კომპონენტების დოზის ტიტრირება. კლინიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, შეიძლება განიხილებოდეს მონოთერაპიიდან პირდაპირ ფიქსირებულ კომბინაციაზე გადასვლა.

დოზირება

რეკომენდებული დოზაა ერთი ტაბლეტი დღეში ერთხელ ჭამამდე 15 წუთით ადრე მაინც.

ხანდაზმულები

დოზა დამოკიდებულია თირკმლის ფუნქციონირებაზე (იხ. „გამოყენება თირკმლის ფუნქციის დარღვევის შემთხვევაში“).

თირკმლების ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტები

ლერდაპრილი უკუნაჩვენებია პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევა (კრეატინინის კლირენსი <30მლ/წთ) ან პაციენტებში, რომლებიც იმყოფებიან ჰემოდიალიზზე (იხ. პუნქტები 4.3 და 4.4). განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო თირკმლის ფუნქციის მსუბუქი და საშუალო სიმძიმის დარღვევის მქონე პაციენტებში მკურნალობის დაწყებისას.

ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტები

ლერდაპრილი უკუნაჩვენებია ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევის მქონე პაციენტებში. განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო ღვიძლის ფუნქციის მსუბუქი და საშუალო სიმძიმის დარღვევის მქონე პაციენტებში მკურნალობის დაწყებისას.

პედიატრიული პოპულაცია

არ არსებობს მონაცემები ლერდაპრილის გამოყენების შესახებ ბავშვებში არტერიული ჰიპერტენზიის ჩვენებების გამო.

მიღების წესი

ამ პროდუქტის მიღებისას დაიცავით შემდეგი სიფრთხილის ზომები:

წამლის მიღება სასურველია დილით, საუზმემდე სულ მცირე 15 წუთით ადრე.

მისი მიღება არ შეიძლება გრეიპფრუტის წვენთან ერთად (იხ. პუნქტები 4.3 და 4.5).

უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან 6.1. პუნქტში მითითებული რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ.

არ მიიღოთ ლერდაპრილი იმ შემთხვევაში, თუ:

აღგენიშნებათ მომატებული მგრძნობელობა რომელიმე აგფ ინჰიბიტორის ან დიჰიდროპირიდინის კალციუმის არხის ბლოკატორის მიმართ.

ანამნეზში აღგენიშნებათ ანგიონევროზული შეშუპება აგფ ინჰიბიტორებით თერაპიის ფონზე.

აღგენიშნებათ მემკვიდრეობითი ან იდიოპათიური ანგიონევროზული შეშუპება.

ხართ ორსულობის მე-2 და მე-3 ტრიმესტრში (იხ. პუნქტები 4.4 და 4.6).

აღგენიშნებათ მარცხენა პარკუჭის გადინების ობსტრუქცია, მათ შორის აორტის სტენოზი.

გაქვთ არანამკურნალევი გულის შეგუბებითი უკმარისობა.

აღგენიშნებათ არასტაბილური სტენოკარდია.

მიოკარდიუმის ინფარქტიდან ერთი თვის განმავლობაში.

აღგენიშნებათ თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევა (მაგ. კრეატინინის კლირენსი <30 მლ/წთ), მათ შორის ხართ ჰემოდიალიზზე.

აღგენიშნებათ ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევა.

შემდეგ საშუალებებთან ერთად:

CYP3A4-ის ძლიერი ინჰიბიტორები (იხ. პუნქტი 4.5)

ციკლოსპორინი (იხ. პუნქტი 4.5)

გრეიფრუტის წვენი (იხილეთ პუნქტი 4.5)

ლერდაპრილის გამოყენება ალისკირენის შემცველ პრეპარატებთან ერთად უკუნაჩვენებია პაციენტებში შაქრიანი დიაბეტით ან თირკმლების ფუნქციის დარღვევით (GFR < 60 მლ/წთ/1.73 მ2) (იხ. პუნქტები 4.5 და 5.1).

სიფრთხილის ზომები

სიმპტომური ჰიპოტენზია

სიმპტომური ჰიპოტენზია იშვიათად ვლინდება გაურთულებელი ჰიპერტენზიის დროს. სიმპტომური ჰიპოტენზია, განსაკუთრებით ენალაპრილის მიღებისას, შეიძლება განვითარდეს პაციენტებში, რომელთაც აღნიშნებათ ცირკულირებადი სისხლის მოცულობის შემცირება დიურეზული თერაპიის, საკვები მარილის შეზღუდვის, დიარეის ან ღებინების გამო (იხ. პუნქტი 4.5). სიმპტომური ჰიპოტენზია დაფიქსირდა პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებოდათ გულის უკმარისობა, თანმხლები თირკმლის უკმარისობით ან მის გარეშე. აღნიშნული ყველაზე მეტად ვითარდება უფრო მძიმე ხარისხის გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში, რომლებიც დიდი დოზებით ღებულობენ „მარყუჟოვან“ დიურეზულებს და რომლებსაც აღენიშნებათ ჰიპონატრიემია ან თირკმლის ფუნქციის დარღვევა. ასეთ პაციენტებში თერაპია უნდა დაიწყოს ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ და აუცილებელია პაციენტების მონიტორინგი ენალაპრილის და/ან დიურეზულების დოზის კორექტირებისას. მსგავსი მიდგომა შეიძლება გავრცელდეს გულის იშემიური დაავადებისა და ცერებროვასკულური დაავადების დროს, რადგან არტერიული წნევის ზედმეტად დაქვეითებამ შეიძლება გამოიწვიოს მიოკარდიუმის ინფარქტი ან ინსულტი.

ჰიპოტენზიის განვითარების შემთხვევაში, პაციენტი უნდა მოთავსდეს ზურგზე მწოლიარე მდგომარეობაში და, საჭიროების შემთხვევაში, ჩაუტარდეს ფიზიოლოგიური ხსნარის ინტრავენური ინფუზია. გარდამავალი ჰიპოტენზიური რეაქცია არ წარმოადგენს უკუჩვენებას მკურნალობის გასაგრძელებლად და მკურნალობა, როგორც წესი, შეიძლება გაგრძელდეს გართულების გარეშე მას შემდეგ, რაც მიიღწევა არტერიული წნევის სტაბილიზაცია ცირკულირებადი სისხლის მოცულობის მომატების შემდეგ.

გულის უკმარისობის მქონე ზოგიერთ პაციენტში, რომლებსაც აქვთ ნორმალური ან დაბალი არტერიული წნევა, ენალაპრილის გამოყენებამ შეიძლება კიდევ უფრო შეამციროს არტერიული წნევა. ეს ეფექტი მოსალოდნელია, და, ჩვეულებრივ, არ წარმოადგენს მკურნალობის შეწყვეტის მიზეზს. თუ ჰიპოტენზია სიმპტომატური გახდება, შეიძლება საჭირო გახდეს დოზის შემცირება და/ან შარდმდენის და/ან ენალაპრილის შეწყვეტა.

რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის (რაას) ორმაგი ბლოკადა

არსებობს მტკიცებულება, რომ აგფ ინჰიბიტორების, ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორების ან ალისკირენის ერთდროული გამოყენება ზრდის არტერიული ჰიპოტენზიის, ჰიპერკალიემიის და თირკმლის ფუნქციის დაქვეითების (მათ შორის თირკმლის მწვავე უკმარისობა) განვითარების რისკს. ამიტომ, არ არის რეკომენდებული რაას-ის ორმაგი ბლოკადა აგფ-ინჰიბიტორების, ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორების ან ალისკირენის ერთობლივი გამოყენებით (იხ. პუნქტები 4.5 და 5.1).

თუ ორმაგი ბლოკადის თერაპია აუცილებელია, ეს უნდა გაკეთდეს მხოლოდ სპეციალისტის მეთვალყურეობის ქვეშ, რა დროსაც აუცილებელია თირკმლის ფუნქციის, ელექტროლიტების და არტერიული წნევის ხშირი მონიტორინგი. აგფ- ინჰიბიტორები და ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორები არ უნდა იქნას გამოყენებული ერთდროულად დიაბეტური ნეფროპათიის მქონე პაციენტებში.

სინუსური კვანძის სისუსტის სინდრომი (SSS)

განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო ლერკანიდიპინის გამოყენებისას სინუსური კვანძის სისუსტის სინდრომის მქონე პაციენტებში (კარდიოსტიმულატორის გარეშე).

მარცხენა პარკუჭის დისფუნქცია და გულის იშემიური დაავადება

მიუხედავად იმისა, რომ ჰემოდინამიკის კონტროლირებადი კვლევების შედეგად არ გამოვლინდა პარკუჭის ფუნქციის რაიმე სახის დარღვევა, სიფრთხილეა საჭირო მარცხენა პარკუჭის დისფუნქციის მქონე პაციენტების კალციუმის არხების ბლოკატორებით მკურნალობისას. ზოგიერთი ხანმოკლე მოქმედების დიჰიდროპირიდენების გამოყენება შეიძლება უკავშირდებოდეს გულ- სისხლძარღვთა პათოლოგიის გაზრდილ რისკს გულის იშემიური დაავადების მქონე პაციენტებში. მიუხედავად იმისა, რომ ლერკანიდიპინს აქვს ხანგრძლივი მოქმედება, აღნიშნულ პაციენტებში რეკომენდებულია სიფრთხილის გამოჩენა.

იშვიათ შემთხვევებში, ზოგიერთმა დიჰიდროპირიდინმა შეიძლება გამოიწვიოს ტკივილი გულმკერდის არეში ან სტენოკარდია. ძალიან იშვიათად სტენოკარდიით უკვე დაავადებულ პაციენტებს შეიძლება აღენიშნებოდეთ შეტევების სიხშირის, ხანგრძლივობისა და სიმძიმის ზრდა. შეიძლება განვითარდეს მიოკარდიუმის ინფარქტის ცალკეული შემთხვევები (იხ. პუნქტი 4.8).

გამოყენება თირკმლის ფუნქციის დარღვევის დროს

განსაკუთრებული სიფრთხილის დაცვაა საჭირო ენალაპრილით მკურნალობის დაწყებისას თირკმლის მსუბუქი და საშუალო სიმძიმის დარღვევის მქონე პაციენტებში. შრატში კალიუმისა და კრეატინინის დონეების რეგულარული მონიტორინგი საერთო სამედიცინო პრაქტიკის ნაწილია.

დაფიქსირდა ენალაპრილთან დაკავშირებული თირკმლის უკმარისობის შემთხვევები, ძირითადად იმ პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებოდათ გულის მძიმე უკმარისობა ან თირკმლის ძირითადი დაავადება, მათ შორის თირკმლის არტერიის სტენოზი. დიაგნოზის დროულად დასმისა და სათანადო მკურნალობის შემთხვევაში, ენალაპრილით მკურნალობასთან დაკავშირებული თირკმლის უკმარისობა ჩვეულებრივ შექცევადია.

არტერიული ჰიპერტენზიის მქონე ზოგიერთ პაციენტში თირკმელების პათოლოგიის აშკარა არარსებობისას, ენალაპრილის დიურეტიკებთან ერთად მიღებისას აღინიშნა სისხლში შარდოვანას და კრეატინინის დონეების მატება. შესაძლოა საჭირო გახდეს ენალაპრილის დოზის შემცირება და/ან დიურეზული საშუალების მიღების შეწყვეტა. ამ შემთხვევაში შეიძლება გაიზარდოს თირკმლის არტერიის სტენოზის განვითარების ალბათობა (იხ. პუნქტი 4.4).

რენოვასკულარული ჰიპერტენზია

თირკმლის არტერიის ორმხრივი სტენოზის ან ერთი ფუნქციონირებადი თირკმლის არტერიის სტენოზის დროს აგფ ინჰიბიტორებით მკურნალობისას იზრდება ჰიპოტენზიისა და თირკმლის უკმარისობის განვითარების რისკი. ამ შემთხვევაში, შეიძლება განვითარდეს თირკმლის ფუნქციის დაკარგვა, რაც ვლინდება შრატში კრეატინინის მაჩვენებლების მხოლოდ მსუბუქი ცვლილებებით. ამ ჯგუფის პაციენტებში მკურნალობა ინიშნება მუდმივი სამედიცინო დაკვირვების ქვეშ და დაბალი დოზებით, რომელსაც შემდეგ ფრთხილად ზრდიან თირკმელების ფუნქციის კონტროლის შესაბამისად.

თირკმლის ტრანსპლანტაცია

არ არსებობს ლერკანიდიპინის ან ენალაპრილის გამოყენების გამოცდილება პაციენტებში, რომელთაც ჩაუტარდათ თირკმლის ტრანსპლანტაცია. ამიტომ, ლერდაპრილით მკურნალობა არ არის რეკომენდებული.

ღვიძლის უკმარისობა

ლერკანიდიპინის ანტიჰიპერტენზიული მოქმედება შეიძლება გაძლიერდეს ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში.

იშვიათად, აგფ ინჰიბიტორების გამოყენება დაკავშირებულია სინდრომთან, რომელიც იწყება ქოლესტაზური სიყვითლით ან ჰეპატიტით და მთავრდება ღვიძლის ელვისებურ ნეკროზით და, ზოგჯერ, ლეტალური შედეგით. ამ სინდრომის განვითარების მექანიზმი დადგენილი არ არის. პაციენტებმა, რომლებშიც აგფ ინჰიბიტორებით მკურნალობის ფონზე ვითარდება სიყვითლე ან ღვიძლის ფერმენტების დონე მნიშვნელოვნად იზრდება, უნდა შეწყვიტონ აგფ ინჰიბიტორების მიღება და გაიარონ შესაბამისი სამედიცინო მკურნალობა.

ნეიტროპენია/აგრანულოციტოზი

ნეიტროპენია/აგრანულოციტოზი, თრომბოციტოპენია და ანემია აღინიშნა პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ აგფ ინჰიბიტორებს. თირკმლის ნორმალურად ფუნქციონირების დროს და სხვა გამომწვევი ფაქტორების არარსებობისას ნეიტროპენია იშვიათად ვითარდება. ენალაპრილი განსაკუთრებული სიფრთხილის ზომების დაცვით უნდა დაინიშნოს სისხლძარღვთა კოლაგენური დაავადების მქონე პაციენტებში, იმუნოდეპრესანტებით, ალოპურინოლით ან პროკაინამიდით მკურნალობისას, ან მდგომარეობის დამამძიმებელი ზემოაღნიშნული ფაქტორების კომბინაციისას, განსაკუთრებით პაციენტებში, რომლებსაც მანამდე აღენიშნებოდათ თირკმლის ფუნქციის დარღვევა. აღნიშნული პაციენტებიდან ზოგიერთში განვითარდა მძიმე ინფექციური დაავადებები, რომლებიც ზოგ შემთხვევაში არ დაექვემდებარა ინტენსიურ ანტიბიოტიკოთერაპიას. ასეთ პაციენტებში ენალაპრილის გამოყენებისას რეკომენდებულია სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის პერიოდული მონიტორინგი, ასევე პაციენტებმა უნდა აცნობონ ექიმს ინფექციის ნებისმიერი ნიშნის გამოვლენის შესახებ.

მომატებული მგრძნობელობა /ანგიონევროზული შეშუპება

სახის, კიდურების, ტუჩების, ენის, ყიის და/ან ხორხის ანგიონევროზული შეშუპება დაფიქსირდა პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ აგფ ინჰიბიტორებს, მათ შორის ენალაპრილს. მკურნალობის პერიოდში ასეთი შეშუპება შეიძლება განვითარდეს ნებისმიერ დროს. ასეთ შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს ენალაპრილის მიღება და პაციენტს უნდა ჩაუტარდეს სამედიცინო დაკვირვება ყველა სიმპტომის სრულად ალაგებამდე. მხოლოდ ენის შეშუპების შემთხვევაშიც კი, სუნთქვის უკმარისობის გარეშე, საჭიროა ხანგრძლივი დაკვირვება პაციენტის მდგომარეობაზე, რადგან ანტიჰისტამინური საშუალებებითა და კორტიკოსტეროიდებით მკურნალობა შეიძლება არ იყოს საკმარისი.

ძალიან იშვიათ შემთხვევებში ხორხის ან ენის ანგიონევროზულმა შეშუპებამ გამოიწვია ფატალური შედეგი. ენის, ყიის ან ხორხის შეშუპების დროს მომატებულია სასუნთქი გზების ობსტრუქციის რისკი, განსაკუთრებით პაციენტებში, რომლებსაც ჩაუტარდათ ოპერაცია სასუნთქ გზებზე.

თუ შეშუპება ვრცელდება ენაზე, ყიაზე ან ხორხზე და შეიძლება გამოიწვიოს სასუნთქი გზების ობსტრუქცია, საჭიროა სათანადო მკურნალობის დაუყოვნებლივ დაწყება, რომელიც შეიძლება ითვალისწინებდეს ეპინეფრინის ხსნარის 1:1000 (0,3-0,5 მლ) კანქვეშ შეყვანას ან/და სასუნთქი გზების გამტარობის აღდგენას.

ანგიონევროზული შეშუპების უფრო ხშირი შემთხვევები აღინიშნა შავკანიან პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ აგფ ინჰიბიტორებს, არაშავკანიანებთან შედარებით.

ანამნეზში სხვა ეტიოლოგიის ანგიონევროზული შეშუპების მქონე პაციენტები აგფ ინჰიბიტორების მიღებისას ხვდებიან აღნიშნული გართულების მომატებული რისკის ჯგუფში (იხ. ასევე პუნქტი 4.3).

mTOR ინჰიბიტორებთან (მაგალითად, სიროლიმუსი, ევეროლიმუსი, ტემსიროლიმუსი) ერთად გამოყენება:

mTOR ინჰიბიტორებთან (მაგ., სიროლიმუსი, ევეროლიმუსი, ტემსიროლიმუსი) ერთად მიღებისას შეიძლება გაიზარდოს ანგიონევროზული შეშუპების (მაგალითად, სასუნთქი გზების ან ენის შეშუპება, სუნთქვის ფუნქციის დარღვევით ან მის გარეშე) განვითარების რისკი (იხ. პუნქტი 4.5).

ანაფილაქტოიდური რეაქციები სიფრიფანაფრთიანი მწერების შხამის წინააღმდეგ მიმართული მადესენსიბილიზებელი თერაპიის დროს

სიცოცხლისათვის საშიში ანაფილაქტოიდური რეაქციების იშვიათი შემთხვევები დაფიქსირდა პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ აგფ ინჰიბიტორებს სიფრიფანაფრთიანი მწერების შხამის წინააღმდეგ მიმართული მადესენსიბილიზებელი თერაპიის დროს. ამ რეაქციების თავიდან აცილება შეიძლება აგფ ინჰიბიტორების დროებით მოხსნის გზით დესენსიბილიზაციის ყოველი პროცედურის წინ.

ანაფილაქტოიდური რეაქციები დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების (LDL) აფერეზის დროს

სიცოცხლისათვის საშიში ანაფილაქტოიდური რეაქციების იშვიათი შემთხვევები დაფიქსირდა პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ აგფ ინჰიბიტორებს LDL აფერეზის ჩატარებისას დექსტრანის სულფატის გამოყენებით. ამ რეაქციების თავიდან აცილება შეიძლება აგფ ინჰიბიტორების დროებით მოხსნის გზით აფერეზის ყოველი პროცედურის წინ.

ჰიპოგლიკემია

შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებს, რომლებიც იღებენ პერორალურ ანტიდიაბეტურ საშუალებებს ან ინსულინს, აგფ ინჰიბიტორებით მკურნალობის დაწყებისას უნდა იყვნენ ინფორმირებულნი ჰიპოგლიკემიის კონტროლის აუცილებლობის შესახებ, განსაკუთრებით აღნიშნული პრეპარატების ერთდროულად მიღების პირველ თვეში (იხ. პუნქტი 4.5).

ხველა

აგფ ინჰიბიტორების გამოყენებისას აღინიშნა ხველის შემთხვევები. დამახასიათებელია მშრალი, მუდმივი ხველა, რომელიც ქრება თერაპიის შეწყვეტის შემდეგ. ხველის დიფერენციული დიაგნოსტიკის შემთხვევაში ასევე გასათვალისწინებელია აგფ ინჰიბიტორების გამოყენებით გამოწვეული ხველა.

ქირურგიული ჩარევა/ანესთეზია

პაციენტებში, რომლებსაც უტარდებათ მნიშვნელოვანი ქირურგიული ჩარევა ან ანესთეზია ჰიპოტენზიის გამომწვევი პრეპარატების საშუალებებით, ენალაპრილი ბლოკავს ანგიოტენზინ II-ის წარმოქმნას რენინის კომპენსატორული გამოყოფის შედეგად. განვითარებული ჰიპოტენზიის კორექტირება შესაძლებელია ცირკულირებადი სისხლის მოცულობის აღდგენით.

ჰიპერკალემია

შრატში კალიუმის დონის მატება აღინიშნა ზოგიერთ პაციენტში, რომლებიც ღებულობდნენ აგფ ინჰიბიტორებს, მათ შორის ენალაპრილს. ჰიპერკალემიის განვითარების რისკ-ფაქტორებია: თირკმლის უკმარისობა, თირკმელების ფუნქციის გაუარესება, ასაკი (>70 ასაკის), შაქრიანი დიაბეტი, ინტერკურენტული დაავადებები, კერძოდ დეჰიდრატაცია, გულის მწვავე დეკომპენსაცია, მეტაბოლური აციდოზი და კალიუმის დამზოგველი დიურეტიკების (მაგ. სპირონოლაქტონი, ეპლერენონი, ტრიამტერენი ან ამილორიდი), კალიუმის შემცველი დანამატების ან კალიუმის შემცველი მარილის შემცვლელების ერთდროული გამოყენება; ან პაციენტები, რომლებიც იღებენ სხვა პრეპარატებს, რომლებიც დაკავშირებულია შრატში კალიუმის დონის მატებასთან (მაგ., ჰეპარინი, კო-ტრიმოქსაზოლი, ასევე ცნობილი როგორც ტრიმეთოპრიმი/სულფამეთოქსაზოლი). კალიუმის შემცველი დანამატების, კალიუმის დამზოგველი დიურეტიკების ან კალიუმის შემცველი მარილის შემცვლელების გამოყენებამ, განსაკუთრებით თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში, შეიძლება გამოიწვიოს შრატში კალიუმის დონის მნიშვნელოვანი მატება. ჰიპერკალემიამ შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული არითმიები, ზოგჯერ ფატალური. თუ ენალაპრილის და რომელიმე ზემოაღნიშნული პრეპარატის ერთდროული გამოყენება მიზანშეწონილად არის მიჩნეული, აუცილებელია სიფრთხილის გამოჩენა და შრატში კალიუმის დონის ხშირი მონიტორინგი (იხ. პუნქტი 4.5).

ლითიუმი

ზოგადად, ლითიუმისა და ენალაპრილის კომბინაცია არ არის რეკომენდებული (იხ. პუნქტი 4.5).

CYP3A4-ის ინდუქტორები

CYP3A4-ის ინდუქტორებმა, როგორიცაა ანტიკონვულსანტები (მაგ., ფენიტოინი, კარბამაზეპინი) და რიფამპიცინი, შეიძლება შეამცირონ ლერკანიდიპინის დონე შრატში ისე, რომ პრეპარატის ეფექტურობა შეიძლება იყოს მოსალოდნელზე ნაკლები (იხ. პუნქტი 4.5).

ეთნიკური განსხვავებები

სხვა აგფ ინჰიბიტორების მსგავსად, ენალაპრილის ჰიპოტენზური ეფექტი ნაკლებად არის გამოხატული შავკანიანებში, არაშავკანიანებთან შედარებით, შესაძლოა, ჰიპერტენზიის მქონე შავკანიან პოპულაციაში რენინის დაბალი დონის უფრო მაღალი გავრცელების გამო.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

ლერდაპრილის ანტიჰიპერტენზიული მოქმედება შეიძლება გაძლიერდეს არტერიული წნევის დამწევი სხვა საშუალებებით, როგორიცაა შარდმდენები, ბეტა-ბლოკატორები, ალფა-ბლოკატორები და სხვა ნივთიერებები.

გარდა ამისა, დაფიქსირდა შემდეგი სახის ურთიერთქმედება კომბინირებული პროდუქტის ერთ ან სხვა კომპონენტებთან.

ენალაპრილის მალეატი

რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის (რაას) ორმაგი ბლოკადა

კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის (რაას) ორმაგი ბლოკადა აგფ ინჰიბიტორების, ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორების ან ალისკირენის ერთობლივი გამოყენებით იწვევს ისეთი გვერდითი მოვლენების სიხშირის მომატებას, როგორიცაა არტერიული ჰიპოტენზია, ჰიპერკალემია და თირკმლის ფუნქციის დაქვეითება (მათ შორის თირკმლის მწვავე უკმარისობა), რაას სისტემაზე მოქმედი ერთი საშუალების გამოყენებასთან შედარებით (იხ. პუნქტები 4.3, 4.4 და 5.1).

კალიუმის დამზოგველი დიურეტიკები ან კალიუმის შემცველი დანამატები

აგფ ინჰიბიტორები ასუსტებენ დიურეტიკებით გამოწვეულ კალიუმის დაკარგვას. კალიუმის დამზოგველი დიურეტიკების (მაგ. სპირონოლაქტონი, ეპლერენონი, ტრიამტერენი ან ამილორიდი), კალიუმის შემცველი დანამატების ან კალიუმის შემცველი მარილის შემცვლელების გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს შრატში კალიუმის დონის მნიშვნელოვანი მატება. თუ აუცილებელია ასეთი პრეპარატების კომბინირებული გამოყენება, მაგალითად, ჰიპოკალიემიის აღმოსაფხვრელად, მაშინ საჭიროა სიფრთხილის დაცვა და სისხლის შრატში კალიუმის დონის ხშირი მონიტორინგი (იხ. პუნქტი 4.4).

დიურეზულები (თიაზიდური ან მარყუჟოვანი დიურეზულები)

დიურეზულების დიდი დოზებით მანამდე ჩატარებულმა მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს ცირკულირებადი სისხლის მოცულობის შემცირება და, შესაბამისად, გაზარდოს არტერიული ჰიპოტენზიის განვითარების რისკი ენალაპრილით მკურნალობის საწყის ეტაპზე (იხ. პუნქტი 4.4). ჰიპოტენზიური ეფექტების შემცირება შეიძლება დიურეზულების მოხსნის, სითხის ან მარილის მიღების გაზრდის გზით ან ენალაპრილის დაბალი საწყისი დოზების დანიშვნით.

სხვა ანტიჰიპერტენზიული საშუალებები

აღნიშნული პრეპარატების ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გააძლიეროს ენალაპრილის ჰიპოტენზიური ეფექტი. ნიტროგლიცერინთან და სხვა ნიტრატებთან ან სხვა ვაზოდილატატორებთან ერთად გამოყენებამ შეიძლება კიდევ უფრო შეამციროს არტერიული წნევა.

ლითიუმი

აგფ ინჰიბიტორებთან ერთად მიღებისას დაფიქსირდა შრატში ლითიუმის კონცენტრაციის გაზრდა და მისი ტოქსიური ეფექტი, რაც შექცევად ხასიათს ატარებს. აგფ ინჰიბიტორებისა და თიაზიდური დიურეტიკების ერთდროული გამოყენებისას შეიძლება კიდევ უფრო გაიზარდოს ლითიუმის დონე და, შედეგად, ტოქსიკურობის რისკი. ენალაპრილის გამოყენება ლითიუმთან ერთად არ არის რეკომენდებული; აღნიშნული კომბინაციის აუცილებლობის შემთხვევაში საჭიროა შრატში ლითიუმის დონის გულდასმით კონტროლი (იხ. პუნქტი 4.4).

ტრიციკლური ანტიდეპრესანტები / ანტიფსიქოზური საშუალებები / ანესთეტიკები / ნარკოტიკული საშუალებები

გარკვეული საანესთეზიო საშუალებების, ტრიციკლური ანტიდეპრესანტებისა და ანტიფსიქოზური საშუალებების აგფ ინჰიბიტორებთან ერთად გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის შემდგომი დაქვეითება (იხ. პუნქტი 4.4).

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (NSAIDs), მათ შორის ციკლოოქსიგენაზა-2-ის (COX-2) შერჩევითი ინჰიბიტორები

არასტეროიდულმა ანთების საწინააღმდეგო საშუალებებმა (NSAID), მათ შორის ციკლოოქსიგენაზა-2-ის შერჩევითმა ინჰიბიტორებმა (COX-2 ინჰიბიტორები), შეიძლება შეამცირონ დიურეზულების და სხვა ანტიჰიპერტენზიული საშუალებების მოქმედება. შესაბამისად, ანგიოტენზინ II რეცეპტორის ანტაგონისტების ან აგფ ინჰიბიტორების ანტიჰიპერტენზიული ეფექტი შეიძლება შესუსტდეს არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით, მათ შორის COX-2-ის შერჩევითი ინჰიბიტორებით.

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების (მათ შორის COX-2-ის ინჰიბიტორების) და ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტების ან აგფ ინჰიბიტორების ერთდროულ გამოყენებას აქვს ადიციური მოქმედება სისხლის შრატში კალიუმის მომატებაზე და შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის ფუნქციის გაუარესება. ეს ეფექტი, როგორც წესი, შექცევადია. იშვიათად შეიძლება განვითარდეს თირკმლების მწვავე უკმარისობა, განსაკუთრებით თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში (მაგალითად, ხანდაზმულებში ან პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ ცირკულირებადი სისხლის მოცულობის შემცირება, მათ შორის, რომლებიც ღებულობენ დიურეზულ საშუალებებს). აქედან გამომდინარე, კომბინაცია სიფრთხილით უნდა დაინიშნოს პაციენტებში თირკმლის ფუნქციის დარღვევით. კომბინირებული თერაპიის დაწყების შემდეგ და პერიოდულად მკურნალობის დროს უნდა მოხდეს პაციენტების ადეკვატური ჰიდრატაციის უზრუნველყოფა და თირკმელების ფუნქციის მონიტორინგი.

ოქრო

აგფ ინჰიბიტორების, მათ შორის ენალაპრილის, ოქროს შემცველ საინექციო პრეპარატებთან (ნატრიუმის აუროთიომალატი) ერთდროულად გამოყენებისას გამოვლინდა ნიტრიტოიდური რეაქციების (სიმპტომები მოიცავს სახის სიწითლეს, გულისრევას, ღებინებას და ჰიპოტენზიას) იშვიათი შემთხვევები.

სიმპათომიმეტური საშუალებები

სიმპათომიმეტურმა საშუალებებმა შეიძლება შეამცირონ აგფ ინჰიბიტორების ანტიჰიპერტენზიული მოქმედება.

ანტიდიაბეტური საშუალებები

ეპიდემიოლოგიურმა კვლევებმა აჩვენა, რომ აგფ ინჰიბიტორებისა და ანტიდიაბეტური საშუალებების (ინსულინები, პეორალური ჰიპოგლიკემიური საშუალებები) ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლში გლუკოზის დონის ძლიერი დაქვეითება და ჰიპოგლიკემიის რისკის მომატება. აღნიშნული რისკი უფრო მაღალია კომბინირებული თერაპიის პირველ კვირებში და თირკმლების ფუნქციის დარღვევის დროს (იხ. პუნქტები 4.4 და 4.8).

ალკოჰოლი

ალკოჰოლი აძლიერებს აგფ-ინჰიბიტორების ჰიპოტენზიურ ეფექტს.

აცეტილსალიცილის მჟავა, თრომბოლიტიკები და β-ბლოკატორები

ენალაპრილის მიღება უსაფრთხოა აცეტილსალიცილის მჟავასთან (კარდიოლოგიური დოზებით), თრომბოლიტიკებთან და ბეტა-ბლოკატორებთან ერთად.

mTOR ინჰიბიტორები (მაგ. სიროლიმუსი, ევეროლიმუსი, ტემსიროლიმუსი)

პაციენტებში, რომლებიც ასევე იღებენ mTOR ინჰიბიტორებს, ანგიონევროზული შეშუპების განვითარების რისკი მაღალია (იხ. პუნქტი 4.4).

კო-ტრიმოქსაზოლი (ტრიმეთოპრიმი/სულფამეთოქსაზოლი)

პაციენტებში, რომლებიც ასევე იღებენ კო-ტრიმოქსაზოლს (ტრიმეთოპრიმი /სულფამეთოქსაზოლი), ჰიპერკალემიის განვითარების რისკი მაღალია (იხ. პუნქტი 4.4).

ლერკანიდიპინი

CYP3A4-ის ინჰიბიტორები

ვინაიდან, ლერკანიდიპინი მეტაბოლიზდება CYP3A4 ფერმენტით, ამიტომ CYP3A4-ის ინჰიბიტორებმა და ინდუქტორებმა ლერკანიდიპინთან კომბინაციაში, შეიძლება გავლენა იქონიოს მისი მეტაბოლიზმისა და ელიმინაციის პროცესებზე.

ლერკანიდიპინისა და CYP3A4-ის ძლიერი ინჰიბიტორების (მაგ. კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი, რიტონავირი, ერითრომიცინი, ტროლეანდომიცინი) ერთად გამოყენება უკუნაჩვენებია (იხ. პუნქტი 4.3).

CYP3A4-ის ძლიერ ინჰიბიტორთან კეტოკონაზოლთან ურთიერთქმედების კვლევამ აჩვენა, რომ

ლერკანიდიპინის პლაზმური კონცენტრაცია მნიშვნელოვნად გაიზარდა (AUC მაჩვენებლის 15-ჯერ გაზრდა და Cmax მაჩვენებლის 8-ჯერ გაზრდა S-ლერკანიდიპინის ეუტომერისთვის).

ციკლოსპორინი

ლერკანიდიპინი არ გამოიყენება ციკლოსპორინთან ერთად (იხ. პუნქტი 4.3).

ერთდროული გამოყენებისას აღინიშნა მათი პლაზმური კონცენტრაციების მომატება. ჯანმრთელ ახალგაზრდა მოხალისეებში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ლერკანიდიპინის მიღებიდან 3 საათის შემდეგ ციკლოსპორინის მიღებისას ლერკანიდიპინის პლაზმური კონცენტრაცია არ შეიცვალა, მაშინ, როდესაც ციკლოსპორინის AUC მნიშვნელობა გაიზარდა 27%-ით. ლერკანიდიპინისა და ციკლოსპორინის ერთდროულად მიღებამ გამოიწვია ლერკანიდიპინის პლაზმური კონცენტრაციის 3-ჯერ მატება და ციკლოსპორინის AUC მნიშვნელობის 21%-ით ზრდა.

გრეიპფრუტის წვენი

ლერკანიდიპინის მიღება არ შეიძლება გრეიპფრუტის წვენთან ერთად (იხ. პუნქტი 4.3).

სხვა დიჰიდროპირიდინების მსგავსად, ლერკანიდიპინი ავლენს მგრძნობელობას გრეიპფრუტის წვენით გამოწვეული საკუთარი მეტაბოლიზმის ინჰიბირების მიმართ, აღნიშნულის შედეგად სისტემური ბიოშეღწევადობის გაზრდითა და საკუთარი ჰიპოტენზიური მოქმედების გაძლიერებით.

ალკოჰოლი

საჭიროა ალკოჰოლის მიღებისგან თავის შეკავება, რადგან მან შეიძლება გააძლიეროს ვაზოდილატაციური ანტიჰიპერტენზიული საშუალებების მოქმედება (იხ. პუნქტი 4.4).

CYP3A4-ის სუბსტრატები

საჭიროა სიფრთხილის ზომების დაცვა იმ შემთხვევებში, როდესაც ლერკანიდიპინი ინიშნება CYP3A4-ის სხვა სუბსტრატებთან ერთად, როგორიცაა ტერფენადინი, ასტემიზოლი, III კლასის ანტიარითმული საშუალებები (ამიოდარონი, ქინიდინი).

CYP3A4-ის ინდუქტორები

საჭიროა სიფრთხილის ზომების დაცვა ლერკანიდიპინის CYP3A4-ის ისეთ ინდუქტორებთან ერთდროულად დანიშვნისას, როგორიცაა კრუნჩხვის საწინააღმდეგო საშუალებები (მაგალითად, ფენიტოინი, ფენობარბიტალი, კარბამაზეპინი) და რიფამპიცინი, რადგან ლერკანიდიპინის ჰიპოტენზიური მოქმედება შეიძლება შესუსტდეს და ამ შემთხვევაში არტერიული წნევის კონტროლი საჭიროა ჩვეულებრივზე უფრო ხშირად.

დიგოქსინი

20 მგ ლერკანიდიპინის მიღებამ პაციენტებში, რომლებიც ქრონიკულად მკურნალობდნენ β-მეთილდიგოქსინით, არ გამოავლინა ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედების ნიშნები. თუმცა, ჯანმრთელმა მოხალისეებში, რომლებიც მკურნალობდნენ დიგოქსინით, 20 მგ ლერკანიდიპინის მიღების შემდეგ აღინიშნა დიგოქსინის Сmax მნიშვნელობის გაზრდა საშუალოდ 33%-ით, ხოლო AUC მნიშვნელობა და თირკმლის კლირენსი შეიცვალა უმნიშვნელოდ. პაციენტებში, რომლებსაც ასევე უტარდებათ დიგოქსინით მკურნალობა, საჭიროა კონტროლი დიგოქსინით ინტოქსიკაციის ნიშნებთან დაკავშირებით.

მიდაზოლამი

ხანდაზმულ მოხალისეებში 20მგ დოზით ლერკანიდიპინის დანიშვნისას პერორალურ მიდაზოლამთან ერთად ლერკანიდიპინის შეწოვა გაიზარდა (დაახლოებით 40%-ით), ხოლო შეწოვის სიჩქარე შემცირდა (tmax გახანგრძლივდა და შეადგინა 3 საათი 1,75 საათის ნაცვლად). მიდაზოლამის კონცენტრაცია არ შეიცვალა.

მეტოპროლოლი

ლერკანიდიპინის β-ბლოკატორთან მეტოპროლოლთან (რომელიც ძირითადად გამოიყოფა ღვიძლის მიერ) ერთად მიღებისას, მეტოპროლოლის ბიოშეღწევადობა უცვლელი დარჩა, ხოლო ლერკანიდიპინის ბიოშეღწევადობა შემცირდა 50%-ით. სავარაუდოდ, აღნიშნული ეფექტი ღვიძლში β-ბლოკატორებით გამოწვეული სისხლის მიმოქცევის შემცირების შედეგად ვითარდება, ამიტომ შეიძლება ასევე შეგვხვდეს ამ კლასის სხვა პრეპარატების გამოყენებისას. მიუხედავად ამისა, ლერკანიდიპინის დანიშვნა β-ბლოკატორებთან ერთად უსაფრთხოა.

ციმეტიდინი

დღე-ღამეში 800 მგ ციმეტიდინთან ერთად მიღება არ იწვევს ლერკანიდიპინის პლაზმური კონცენტრაციის მნიშვნელოვან ცვლილებებს, მაგრამ უფრო დიდი დოზების გამოყენების შემთხვევაში საჭიროა სიფრთხილის ზომების დაცვა, რადგან ლერკანიდიპინის ბიოშეღწევადობა და, შესაბამისად, მისი ჰიპოტენზიური მოქმედება, შეიძლება გაიზარდოს.

ფლუოქსეტინი

65 ± 7 წლის ჯანმრთელ მოხალისეებში (საშუალო მნიშვნელობა± სტანდარტული გადახრა) ჩატარებული ფლუოქსეტინის (CYP2D6-ისა და CYP3A4-ის ინჰიბიტორი) ურთიერთქმედების კვლევისას არ გამოვლინდა ლერკანიდიპინის ფარმაკოკინეტიკის კლინიკურად მნიშვნელოვანი ცვლილებები.

სიმვასტატინი

20მგ დოზით ლერკანიდიპინის 40მგ სიმვასტატინთან ერთად მრავალჯერადი გამოყენებისას, ლერკანიდიპინის AUC მნიშვნელობა შეიცვალა უმნიშვნელოდ, მაშინ, როდესაც სიმვასტატინის AUC მნიშვნელობა გაიზარდა 56%-ით, ხოლო მისი აქტიური მეტაბოლიტის β-ჰიდროქსიმჟავას ეს მნიშვნელობა - 28%-ით. საეჭვოა, რომ ამ ცვლილებებს ჰქონდეს კლინიკური მნიშვნელობა. ურთიერთქმედება მოსალოდნელი არ არის, თუ ლერკანიდიპინი მიიღება დილით, ხოლო სიმვასტატინი - საღამოს, ამ პრეპარატის ჩვენებების თანახმად.

ვარფარინი

ჯანმრთელ მოხალისეებში უზმოზე 20 მგ ლერკანიდიპინის მიღებამ არ იმოქმედა ვარფარინის ფარმაკოკინეტიკაზე.

პედიატრიული პოპულაცია

ურთიერთქმედების კვლევები ჩატარდა მხოლოდ მოზრდილებში.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ლერდაპრილის მიღება არ არის რეკომენდებული ორსულობის დროს.

აგფ ინჰიბიტორები, როგორიცაა ენალაპრილი, არ უნდა დაინიშნოს ორსულობის დროს. თუ აგფ ინჰიბიტორებით თერაპიის გაგრძელება არ არის აუცილებელი, პაციენტები, რომლებიც გეგმავენ ორსულობას, უნდა გადავიდნენ ალტერნატიულ ანტიჰიპერტენზიულ თერაპიაზე, რომელსაც აქვს დადგენილი უსაფრთხოების პროფილი ორსულობის დროს გამოყენებისთვის. ორსულობის დადგომის შემთხვევაში აგფ ინჰიბიტორების მიღება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და, საჭიროების შემთხვევაში, დაიწყოს მკურნალობა ალტერნატიული საშუალებებით (იხ. პუნქტები 4.3 და 4.6).

ლერკანიდიპინის გამოყენება ასევე არ არის რეკომენდებული ორსულობის დროს ან ქალებში, რომლებიც გეგმავენ ორსულობას (იხ. პუნქტი 4.6).

ლაქტაცია

ლერდაპრილის მიღება არ არის რეკომენდებული ლაქტაციის დროს (იხ. პუნქტი 4.6).

პედიატრიული პოპულაცია

ბავშვებში პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ არის.

ალკოჰოლი

საჭიროა ალკოჰოლის მიღებისგან თავის შეკავება, რადგან მან შეიძლება გააძლიეროს ვაზოდილატაციური ანტიჰიპერტენზიული საშუალებების მოქმედება (იხ. პუნქტი 4.5).

ლაქტოზა

ლერდაპრილის გამოყენება არ არის რეკომენდებული პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ გალაქტოზის აუტანლობის იშვიათი მემკვიდრეობითი ფორმა, ლაპ- ლაქტაზას დეფიციტი ან გლუკოზა-გალაქტოზის მალაბსორბცია.

გვერდითი მოვლენები

დამატებითი ინფორმაცია ცალკეული კომპონენტების შესახებ

რომელიმე ცალკეულ კომპონენტთან (ენალაპრილი ან ლერკანიდიპინი) დაკავშირებით დაფიქსირებული გვერდითი რეაქციები ასევე შეიძლება იყოს ლერდაპრილის პოტენციური გვერდითი ეფექტი, მაშინაც კი, თუ არ გამოვლენილა კლინიკურ კვლევებში ან პოსტმარკეტინგულ პერიოდში.

მხოლოდ ენალაპრილი:

ენალაპრილის გამოყენებისას დაფიქსირდა შემდეგი გვერდითი რეაქციები:

ორგანოთა სისტემა

ძალიან ხშირი

ხშირი

არახშირი

იშვიათი

ძალიან იშვიათი

უცნობი სიხშირის

სისხლისა და ლიმფური სისტემის დარღვევები

ანემია (მათ შორის აპლასტიკური და ჰემოლიზური ფორმები)

ნეიტროპენია, ჰემოგლობინის დაბალი დონე, დაბალი ჰემატოკრიტი, თრომბოციტოპენია, აგრანულოციტოზი, მიელოსუპრესია, პანციტოპენია, ლიმფადენოპათია, აუტოიმუნური დაავადებები

ენდოკრინული დარღვევები

ანტიდიურე

ზული ჰორმონის არასაკმარისი სეკრეციის სინდრომი (SIADH)

მეტაბოლური და კვებითი დარღვევები

ჰიპოგლიკემია (იხ. პუნქტი 4.4)

ნერვული სისტემისა და ფსიქიკური დარღვევები დარღვევები

თავის ტკივილი, დეპრესია

კონფუზია, ძილიანობა, უძილობა, ნერვოზულობა, პარესთეზია, ვერტიგო

ანომალიური სიზმრები, ძილის დარღვევა

დარღვევები თვალის მხრივ

მხედველობის დაბინდვა

დარღვევები სმენის ორგანოს მხრივ

ტინიტუსი

დარღვევები გულ-სისხლძარღვთა მხრივ

თავბრუსხვევა

არტერიული ჰიპოტენზია (მათ შორის ორთოსტატული ჰიპოტენზია), სინკოპე, ტკივილი გულმკერდის არეში , არითმიები, სტენოკარდია, ტაქიკარდია

ორთოსტატული ჰიპოტენზია, პალპიტაციები, მიოკარდიუმის ინფარქტი ან ინსულტი*,

სავარაუდოდ, ძალიან დაბალი არტერიული წნევის შედეგად მაღალი რისკის ჯგუფის პაციენტებში (იხ. პუნქტი 4.4)

რეინოს ფენომენი

რესპირატორული სისტემის, გულმკერდისა და შუასაყარის მხრივი დარღვევები

ხველა

დისპნოე

რინორეა, ყელის ტკივილი და ხმის ჩახლეჩვა, ბრონქოსპაზმი

/ასთმა

ფილტვების ინფილტრატი, რინიტი, ალერგიული ალვეოლიტი/

ეოზინოფილური პნევმონია

გასტროინტესტინა

ლური დარღვევები

გულისრევა

დიარეა, მუცლის ტკივილი, გემოვნების შეგრძნების დარღვევა

ილეუსი, პანკრეატიტი, ღებინება, დისპეფსია, ყაბზობა, ანორექსია, კუჭის გაღიზიანება, პირის სიმშრალე, კუჭის წყლული

სტომატიტი/

აფთოზური

წყლული, გლოსიტი

ნაწლავის ანგიონე

ვროზული შეშუპება

ჰეპატობილიარული დარღვევები

ღვიძლის უკმარისობა, ჰეპატიტი - ჰეპატოცელულარული ან ქოლესტაზური, ჰეპატიტი, მათ შორის ნეკროზი, ქოლესტაზი (მათ შორის სიყვითლე)

დარღვევები კანისა და

კანქვეშა ქსოვილის მხრივ

გამონაყარი, მომატებული მგრძნობელობა/

ანგიონევრო

ზული შეშუპება: დაფიქსირდა სახის, კიდურების, ტუჩების, ენის, ყიის და/ან ხორხის ანგიონევრო

ზული შეშუპება (იხ. პუნქტი 4.4).

ძლიერი ოფლიანობა, ქავილი,

ჭინჭრის ციება, ალოპეცია

მულტიფორმული ერითემა, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ექსფოლიაციური დერმატიტი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, პემფიგუსი, ერითროდერმია

დარღვევები თირკმლებისა და შარდგამომყოფი სისტემის მხრივ

თირკმლის დისფუნქცია, თირკმლის უკმარისობა, პროტეინურია

ოლიგურია

დარღვევები

რეპროდუქციული სისტემის და სარძევე ჯირკვლის მხრივ

იმპოტენცია

გინეკომასტია

ზოგადი დარღვევები და ადგილობრივი რეაქციები

ასთენია

დაღლილობა

კუნთების სპაზმი, სიწითლე, ტინიტუსი, სისუსტე, ცხელება

კვლევები

ჰიპერკალემია, შრატში კრეატინინის მომატება

სისხლში შარდოვანას დონის მომატება, ჰიპონატრიემია

ღვიძლის ფერმენტების მომატება, შრატში ბილირუბინის დონის მომატება

  • სიხშირე შედარდა კლინიკურ კვლევებში პლაცებოსა და აქტიური საკონტროლო ჯგუფების მაჩვენებლებთან.

დაფიქსირდა სიმპტომების ნაკრები, რომელიც შეიძლება მოიცავდეს ზოგიერთ ან ყველა ქვემოთ ჩამოთვლილს: ცხელება, სეროზიტი, ვასკულიტი, მიალგია/მიოზიტი, ართრალგია/ართრიტი, დადებითი ანტიბირთვული (ანტინუკლეარული) ანტისხეულები (ANA), მაღალი ედს-ი (ერითროციტების დალექვის სიჩქარე), ეოზინოფილია და ლეიკოციტოზი. შეიძლება გამოვლინდეს გამონაყარი, ფოტომგრძნობელობა ან სხვა დერმატოლოგიური გამოვლინებები.

მხოლოდ ლერკანიდიპინი:

კონტროლირებად კლინიკურ კვლევებში ყველაზე ხშირად დაფიქსირდა თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, პერიფერიული შეშუპება, ტაქიკარდია, პალპიტაცია და წამოხურება, თითოეული მათგანი გამოვლინდა პაციენტების 1%-ზე ნაკლებში.

ორგანოთა სისტემა

არახშირი

იშვიათი

ძალიან იშვიათი

იმუნური სისტემის დარღვევები

მომატებული მგრძნობელობა

ფსიქიატრიული დარღვევები

ძილიანობა

ნერვული სისტემის დარღვევები

თავის ტკივილი, თავბრუსხვევა

დარღვევები გულის მხრივ

ტაქიკარდია, პალპიტაცია

სტენოკარდია

დარღვევები სისხლძარღვების მხრივ

წამოხურება

სინკოპე

გასტროინტესტინალური დარღვევები

გულისრევა, დისპეფსია, დიარეა, მუცლის ტკივილი, ღებინება

დარღვევები კანისა და

კანქვეშა ქსოვილის მხრივ

გამონაყარი

დარღვევები ძვალ-კუნთოვანი სისტემისა და შემაერთებელი

ქსოვილის მხრივ

მიალგია

პოლიურია

პერიფერიული შეშუპება

ასთენია, დაღლილობა

პოსტმარკეტინგული გამოცდილებიდან მიღებული სპონტანური შეტყობინებებიდან, შემდეგი გვერდითი რეაქციები დაფიქსირდა ძალიან იშვიათად (<1/10000): ღრძილების ჰიპერტროფია, შრატში ღვიძლის ტრანსამინაზების დონის შექცევადი მატება, არტერიული ჰიპოტენზია, ხშირი შარდვა და ტკივილი გულმკერდის არეში.

ზოგიერთმა დიჰიდროპირიდინმა შეიძლება იშვიათ შემთხევვებში გამოიწვიოს გულის არეში ლოკალიზებული ტკივილი ან სტენოკარდია. ძალიან იშვიათად სტენოკარდიის მქონე პაციენტებს შეიძლება აღენიშნოთ ამ შეტევების გახშირება, გახანგრძლივება ან დამძიმება. ცალკეულ შემთხვევებში შეიძლება აღინიშნოს მიოკარდიუმის ინფარქტი.

ლერკანიდიპინი არ ახდენს უარყოფით გავლენას სისხლში შაქრის ან შრატში ლიპიდების დონეებზე.

შეტყობინება საეჭვო გვერდითი მოვლენების შესახებ

სამედიცინო პროდუქტის ავტორიზაციის შემდეგ შეტყობინებას შესაძლო არასასურველი რეაქციების შესახებ დიდი მნიშვნელობა ენიჭება. მისი მეშვეობით შესაძლებელია სამედიცინო პროდუქტის სარგებლის/რისკის ბალანსის უწყვეტი მონიტორინგი. ჯანდაცვის სპეციალისტებს ვთხოვთ, მოგვაწოდონ ინფორმაცია საეჭვო უკურეაქციების შესახებ დანართ V-ში მითთებული შეტყობინების ეროვნული სისტემის მეშვეობით.

ჭარბი დოზა

პოსტმარკეტინგულ პერიოდში დაფიქსირდა 100მგ-დან 1000მგ-მდე დოზით ენალაპრილის /ლერკანიდიპინის განზრახ მიღებით გამოწვეული დოზის გადაჭარბების რამდენიმე შემთხვევა, რა დროსაც საჭირო გახდა ჰოსპიტალიზაცია. აღნიშნული სიმპტომები (სისტოლური წნევის დაქვეითება, ბრადიკარდია, შფოთვა, ძილიანობა და ტკივილი ფერდქვეშა არეში) ასევე შეიძლება გამოწვეული იყოს დიდი დოზებით სხვა საშუალებებთან (მაგალითად, ბეტა-ბლოკატორებთან) ერთად გამოყენების შედეგად.

მხოლოდ ენალაპრილისა და ლერკანიდიპინის დოზის გადაჭარბების სიმპტომები:

ენალაპრილის დოზის გადაჭარბების ყველაზე დამახასიათებელი ნიშნებია გამოხატული ჰიპოტენზია (რომელიც ვითარდება ტაბლეტების მიღებიდან დაახლოებით ექვსი საათის შემდეგ), რომელსაც თან ახლავს რენინ-ანგიოტენზინის სისტემის ბლოკადა და სტუპორი. აგფ ინჰიბიტორის დოზის გადაჭარბებასთან დაკავშირებული სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს სისხლის მიმოქცევის დარღვევას, ელექტროლიტური ბალანსის დარღვევას, თირკმლის უკმარისობას, ჰიპერვენტილაციას, ტაქიკარდიას, პალპიტაციას, ბრადიკარდიას, თავბრუსხვევას, შფოთვასა და ხველას. ენალაპრილის 300მგ და 440მგ დოზით მიღების შემდეგ შრატში ენალაპრილატის დონეები პრეპარატის თერაპიული დოზით გამოყენების დროს აღნიშნულ მაჩვენებლებზე 100-ჯერ და 200-ჯერ მაღალი იყო.

სხვა დიჰიდროპირიდინების მსგავსად, ლერკანიდიპინის დოზის გადაჭარბებამ შეიძლება გამოიწვიოს ჭარბი პერიფერიული ვაზოდილატაცია გამოხატული ჰიპოტენზიითა და რეფლექსური ტაქიკარდიით.

მხოლოდ ენალაპრილისა და ლერკანიდიპინის დოზის გადაჭარბების დროს მისაღები ზომები:

ენალაპრილის დოზის გადაჭარბებისას რეკომენდებულია ფიზიოლოგიური ხსნარის ინტრავენური ინფუზია. ჰიპოტენზიის განვითარების შემთხვევაში, პაციენტი უნდა მოთავსდეს ჰორიზონტალურ მდგომარეობაში აწეული ფეხებით. აუცილებლობის შემთხვევაში, შესაძლებელია განიხილონ ანგიოტენზინ II-ს ინფუზური შეყვანის და/ან კატექოლამინების ინტრავენური შეყვანის საკითხი. თუ პრეპარატის მიღებიდან არ არის გასული დიდი დრო, საჭიროა ორგანიზმიდან ენალაპრილის გამოყოფისკენ მიმართული ზომების მიღება (მაგალითად, ღებინება, კუჭის ამორეცხვა, აბსორბენტების ან ნატრიუმის სულფატის მიღება). სისხლის მიმოქცევიდან ენალაპრილი შეიძლება გამოიდევნოს ჰემოდიალიზის გზით (იხ. პუნქტი 4.4). მკურნალობისადმი რეზისტენტული ბრადიკარდიისას ნაჩვენებია პეისმეიკერის გამოყენება. ამასთან, საჭიროა სასიცოცხლო ნიშნების, შრატში ელექტროლიტებისა და კრეატინინის დონეების მუდმივი კონტროლი.

ლერკანიდიპინის გამოყენებისას მძიმე ჰიპოტენზიის, ბრადიკარდიისა და გონების დაკარგვის შემთხვევაში, კარდიოვასკულარული დახმარება ატროპინის ინტრავენურად შეყვანით შეიძლება სასარგებლო იყოს ბრადიკარდიის გამოსწორებისთვის. ლერკანიდიპინის ხანგრძლივი ფარმაკოლოგიური მოქმედების გათვალისწინებით, აუცილებელია იმ პაციენტების გულ-სისხლძარღვთა მდგომარეობის მონიტორინგი, რომლებმაც მიიღეს ჭარბი დოზა, სულ მცირე 24 საათის განმავლობაში. არ არსებობს ინფორმაცია დიალიზის მნიშვნელობის შესახებ. ვინაიდან პრეპარატი ძალიან ლიპოფილურია, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მისი პლაზმური კონცენტრაცია მიუთითებდეს რისკის ფაზის ხანგრძლივობაზე. დიალიზი შეიძლება არ იყოს ეფექტური.

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერებები არის ენალაპრილი ან ლერკანიდიპინი. თითოეული ტაბლეტის შემადგენლობაში შედის 10მგ ენალაპრილის მალეატი, რომელიც ექვივალენტია 7.64 ენალაპრილის და 10მგ ლერკანიდიპინის ჰიდროქლორიდი, რომელიც ექვივალენტია 9.44 ლერკანიდიპინს.

აქტიური ნივთიერებები არის ენალაპრილი ან ლერკანიდიპინი. თითოეული ტაბლეტის შემადგენლობაში შედის 20მგ ენალაპრილის მალეატი, რომელიც ექვივალენტია 15.29 ენალაპრილის და 10მგ ლერკანიდიპინის ჰიდროქლორიდი, რომელიც ექვივალენტია 9.44 ლერკანიდიპინს.

სხვა ინგრედიენტებია:

შიგთავსი: მიკროკრისტალური ცელულოზა, ლაქტოზის მონოჰიდრატი, მაგნიუმის სტეარატი, პოვიდონი K30, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი ტიპი A, ნატრიუმის ჰიდროკარბონატი

გარსი:

[ვრცელდება მხოლოდ 10მგ/10მგ-ზე]: თეთრი ოპადრი II 85F18422 შემადგენლობა: პოლივინილის სპირტი, ტიტანის დიოქსიდი (E171), მაკროგოლი PEG 3350, ტალკი

[ვრცელდეა მხოლოდ 20მგ/10მგ-ზე]: ყვითელი ოპადრი II 85F32645, შემადგენლობა: პოლივინილის სპირტი, ტიტანის დიოქსიდი (E171), მაკროგოლი PEG 3350, ტალკი, რკინის ყვითელი ოქსიდი (E172).

ლერდაპრილის გარეგნული სახე და შეფუთვის შემადგენლობა

ლერდაპრილი 10 მგ/10მგ შემოგარსული ტაბლეტები არის თეთრი ფერის, ოვალური, ორმხრივამოზნექილი, ზომა: 9.5x 7.5მმ დიამეტრი.

ლერდაპრილი 20მგ/10მგ შემოგარსული ტაბლეტები არის ყვითელი ფერის, მრგვალი, ორმხრივამოზნექილი, ზომა: 9 მმ დიამეტრი.

წარმოდგენილია ბლისტერულ შეფუთვებში (Al/OPA/PVC/AL)

შეფუთვის ზომა: 30 შემოგარსული ტაბლეტი.

ყველა შეფუთვის ზომა არ შეიძლება აღინიშნოს.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით.

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი:

შპს ნიუ ფარმ გრუპი

საქართველო, თბილისი, 0119, ი. ევდოშვილის ქ. #18

ბეჭედდასმულია

მწარმოებელი:

Balkanpharma - Dupnitsa AD

ბულგარეთი, დუპნიცა 2600, სამოკოვსკო შოსეს ქ.#3

აღნიშნული ინსტრუქციის ბოლო გადახედვის თარიღია: 10/2023

შენახვის პირობები

ინახება არაუმეტეს 30°C ტემპერატურაზე. შეინახეთ თავდაპირველ შეფუთვაში სინათლისგან და ნესტისგან დასაცავად.

შეფუთვა

ბლისტერი: Al/OPA/PVC/AL ფოლგა

შეფუთვის ზომა: 30 შემოგარსული ტაბლეტი.

ყველა ზომის შეფუთვა შეიძლება არ იყოს ხელმისაწვდომი ბაზარზე.

ნარჩენების განკარგვა

არ საჭიროებს განსაკუთრებულ მოთხოვნებს.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით.

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი

შპს „ნიუ ფარმ გრუპი“

საქართველო, თბილისი,0119, ევდოშვილის ქ.#18

სავაჭრო ლიცენზიის ნომერი:

პირველი რეგისტრაციის/ განახლებული რეგისტრაციის თარიღი

ტექსტის გადახედვის თარიღი

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიური თვისებები

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: აგფ ინჰიბიტორები და კალციუმის არხების ბლოკატორები: ენალაპრილი და ლერკანიდიპინი, ათქ კოდი: C09BB02.

ლერდაპრილი არის აგფ ინჰიბიტორის (ენალაპრილი) და კალციუმის არხების ბლოკატორის (ლერკანიდიპინი) (ორი ანტიჰიპერტენზიული ნაერთი მოქმედების დამატებითი მექანიზმებით) ფიქსირებული დოზის კომბინაცია, ესენციური ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში არტერიული წნევის კონტროლისთვის.

ენალაპრილი

ენალაპრილის მალეატი წარმოადგენს ორი ამინომჟავის (L-ალანინი და L-პროლინის) დერივატივის, ენალაპრილის მალეატის მარილს. ანგიოტენზინის გარდამქმნელი ფერმენტი (აგფ) წარმოადგენს პეპტიდილ დიპეპტიდაზას, რომელიც გარდაქმნის ანგიოტენზინ I-ს ვაზოკონსტრიქციული ეფექტის მქონე ანგიოტენზინ II-ად. აბსორბციის შემდეგ ენალაპრილი ჰიდროლიზდება ენალაპრილატად, რომელიც აინჰიბირებს აგფ-ს. აგფ-ს ინჰიბირება იწვევს პლაზმაში ანგიოტენზინი II-ის დონის შემცირებას და შედეგად, პლაზმური რენინის აქტივობის მომატებას (რენინის სეკრეციაზე ნეგატიური უკუკავშირის მოხსნის გამო) და ალდოსტერონის სეკრეციის შემცირებას.

ვინაიდან, აგფ არის კინინაზა II-ის იდენტური, ენალაპრილმა შეიძლება, ასევე დაბლოკოს ბრადიკინინის, ძლიერი ვაზოდეპრესორული (სისხლძარღვების გამაფართოებელი) პეპტიდის, დეგრადაცია. თუმცა მოცემული ეფექტის როლი ენალაპრილის თერაპიულ მოქმედებაში ჯერ შესწავლილი არ არის.

მიუხედავად იმისა, რომ რომ მექანიზმი, რომლის შედეგადაც ენალაპრილი აქვეითებს არტერიულ წნევას, ძირითადად მდგომარეობს რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის დათრგუნვაში, რომელიც მთავარ როლს თამაშობს არტერიული წნევის რეგულაციაში; ენალაპრილის ანტიჰიპერტენზიული ეფექტი ვლინდება ისეთ პაციენტებშიც კი, რომელთაც აქვთ ჰიპერტენზია რენინის დაბალი კონცენტრაციით.

ენალაპრილის დანიშვნა არტერიული ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში ამცირებს არტერიულ წნევას როგორც მწოლიარე, ასევე მდგომარე პოზიციაში და აგრეთვე არ იწვევს გულის რითმის მნიშვნელოვან აჩქარებას.

სიმპტომური ორთოსტაზური ჰიპოტენზია იშვიათია. ზოგიერთ პაციენტში არტერიული წნევის ოპტიმალური შემცირების მიღწევას შეიძლება დასჭირდეს რამდენიმეკვირიანი თერაპია. ენალაპრილის მიღების უეცარი შეწყვეტა არ უკავშირდება არტერიული წნევის სწრაფ ზრდას.

აგფ-ის აქტივობის ეფექტური დათრგუნვა ჩვეულებრივ ვლინდება ენალაპრილის ერთჯერადი დოზის პერორალური მიღებიდან 2-4 საათში. ანტიჰიპერტენზიული მოქმედების დაწყება ჩვეულებრივ აღინიშნა ერთ საათში, ხოლო არტერიული წნევის პიკური შემცირება მიღწეულ იქნა მიღებიდან 4-6 საათში. ეფექტის ხანგრძლივობა დაკავშირებულია დოზასთან. თუმცა, რეკომენდებული დოზების მიღების დროს ჰიპოთენზიური და ჰემოდინამიკური ეფექტები ნარჩუნდება სულ მცირე 24 საათის განმავლობაში.

ესენციური ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში ჰემოდინამიკური კვლევების დროს არტერიული წნევის დაქვეითებას თან ახლდა პერიფერიული არტერიული რეზისტენტობის შემცირება გულის წუთობრივი მოცულობის მატებასთან ერთად და გულისცემის მცირე ცვლილებით ან ცვლილების გარეშე. ენალაპრილის მიღების შემდეგ აღინიშნა თირკმელში სისხლის ნაკადის მიწოდება; გორგლისებური ფილტრაცია იყო უცვლელი. არ გამოვლენილა ნატრიუმის ან წყლის შეკავების

ნიშნები. თუმცა, პაციენტებში, რომლებსაც მკურნალობის დაწყებამდე გორგლისებური ფილტრაციის მაჩვენებლები დაბალი ჰქონდათ, მაჩვენებლები, ჩვეულებრივ, გაიზარდა.

მოკლევადიანი კლინიკური კვლევების დროს თირკმლის დაავადების მქონე დიაბეტიან და არადიაბეტიან პაციენტებში, ენალაპრილის მიღების შემდეგ აღინიშნა ალბუმინურიის და შარდში IgG-ისა და შარდის საერთო ცილის გამოყოფის შემცირება.

ორი დიდი, რანდომიზებული, კონტროლირებადი კვლევისას (ONTARGET (ONgoing Telmisartan Alone and in combination with Ramipril Global Endpoint Trail) და VA NEPHRON-D (The Veterans Affairs Nephropaty in Diabetes)) შესწავლილ იქნა აგფ ინჰიბიტორებისა და ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორების კომბინაციაში გამოყენება.

ONTARGET კვლევაში მონაწილეობას ღებულობდნენ პაციენტები, რომელთაც ანამნეზში აღენიშნებოდათ გულ-სისხლძარღვთა და ცერებროვასკულარული დაავადებები, აღენიშნებოდათ შაქრიანი დიაბეტი, ტიპი 2, ორგანოების გამოხატული დაზიანებით. VA NEPHRON-D კვლევაში მონაწილეობდნენ პაციენტები, რომელთაც აღენიშნებოდათ შაქრიანი დიაბეტი, ტიპი 2, და დიაბეტური ნეფროპათია.

აღნიშნულმა კვლევებმა არ გამოავლინა მნიშვნელოვანი სასარგებლო ეფექტი კლინიკურ შედეგებზე თირკმელების და/ან გულ-სისხლძარღვთა სისტემების ან ლეტარული შედეგის თვალსაზრისით, ხოლო, მონოთერაპიასთან შედარებით, დაფიქსირდა ჰიპერკალემიის, თირკმლის ფუნქციის მწვავე დარღვევის და/ან ჰიპოტენზიის მომატებული რისკი. მათი მსგავსი ფარმაკოდინამიკური თვისებების გათვალისწინებით, ეს შედეგები ვრცელდება სხვა აგფ ინჰიბიტორებსა და ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორებზეც.

აქედან გამომდინარე, აგფ ინჰიბიტორებისა და ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორების ერთდროული გამოყენება არ შეიძლება დიაბეტური ნეფროპათიის მქონე პაციენტებში.

ALTITUDE კვლევა (Aliskiren Trial in Type 2 Dibetes Using Cardiovascular and Renal Disease Endpoints) იკვლევდა აგფ ინჰიბიტორების ან ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორების სტანდარტულ თერაპიაში ალისკირენის დამატების სარგებელს იმ პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებოდათ შაქრიანი დიაბეტი, ტიპი 2, თირკმელების ქრონიკული დაავადებებით, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ან დაავადებების ორივე ტიპი. გვერდითი მოვლენების გაზრდილი რისკის გამო, კვლევა ვადამდე ადრე შეწყდა. გულსისხლძარღვთა ან ინსულტის მიზეზით ლეტალური შედეგი უფრო ხშირად ვლინდებოდა ალისკირენის მიმღებ ჯგუფში, ვიდრე პლაცებოს ჯგუფში. ანალოგიურად, გვერდითი მოვლენები და სერიოზული გვერდითი მოვლენები (ჰიპერკალემია, ჰიპოტენზია და თირკმლის ფუნქციის დარღვევა) უფრო ხშირი იყო ალისკირენის მიმღებ ჯგუფში, ვიდრე პლაცებოს ჯგუფში.

ლერკანიდიპინი

ლერკანიდიპინი არის დიჰიდროპირიდინის ჯგუფის კალციუმის ანტაგონისტი, რომელიც თრგუნავს კალციუმის ტრანსმემბრანულ ნაკადს გულის კუნთსა და გლუვ კუნთებში. ჰიპოტენზიური მოქმედება დაფუძნებულია პირდაპირ რელაქსაციურ ზემოქმედებაზე, რომელსაც ახდენს სისხლძარღვების გლუვ კუნთებზე, რის შედეგადაც ხდება საერთო პერიფერიული წინააღმდეგობის დაქვეითება. მიუხედავად პლაზმიდან მისი ფარმაკოკინეტიკური ნახევარგამოყოფის ხანმოკლე პერიოდისა, ლერკანიდიპინს გააჩნია პროლონგირებული ჰიპოტენზიური მოქმედება მემბრანული გაყოფის მაღალი კოეფიციენტის შედეგად და არ გააჩნია უარყოფითი ინოტროპული მოქმედება მისი მაღალი სისხლძარღვოვანი სელექციურობის გამო.

ვინაიდან ლერკანიდიპინით გამოწვეული ვაზოდილატაცია ხდება თანდათანობით, არტერიული ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში იშვიათად აღინიშნება მწვავე არტერიული ჰიპოტენზია რეფლექსური ტაქიკარდიით.

სხვა ასიმეტრიული 1,4-დიჰიდროპირიდინების მსგავსად, ლერკანიდიპინის ანტიჰიპერტენზიული მოქმედება ძირითადად განპირობებულია მისი (S)-ენანტიომერით.

ენალაპრილი/ლერკანიდიპინი

ამ ნივთიერებების კომბინაციას აქვს დამატებითი ანტიჰიპერტენზიული ეფექტი, რომელიც არტერიულ წნევას ამცირებს უკეთ, ვიდრე მხოლოდ ერთი რომელიმე კომპონენტი.

ლერდაპრილი 10 მგ/10 მგ

ძირითადი, ორმაგ- ბრმა, III ფაზის დამატებით კლინიკური კვლევის ფარგლებში, რომელშიც მონაწილეობდა 342 პირი, რომლებიც არ რეაგირებდნენ 10 მგ ლერკანიდიპინზე ( SDBP 95-114 და SSBP 140-189მმ ვწყ.სვ.), 12-კვირიანი მკურნალობის შემდეგ 10მგ ენალაპრილის /10მგ ლერკანიდიპინის კომბინაციის მიღებისას SSBP-ს შემცირება 5.4 მმ.ვწყ.სვ.-ით აღემატებოდა მხოლოდ 10მგ ლერკანიდიპინის მიღებისას დაფიქსირებულ მაჩვენებელს (-7.7 მმ ვწყ. სვ. vs -2.3მმ ვწყ. სვ. p<0.001). ასევე, კომბინაციის მიღებისას SDBP-ის შემცირება 2.8 მმ.ვწყ.სვ.-ით აღემატებოდა მონოთერაპიის დროს დაფიქსირებულ მაჩვენებელს (-7.1მმ.ვწყ.სვ. vs -4.3 მმ.ვწყ.სვ., p<0.001). რეაგირების შემთხვევაში მაჩვენებელი მნიშვნელოვნად მაღალი იყო კომბინირებული თერაპიის დროს, ვიდრე მონოთერაპიის დროს: 41% vs 24% (p <0.001) SSBP-სთვის და 35% vs 24%(p = 0.032) SDBP-სთვის. კომბინირებულ მკურნალობაზე მყოფი პაციენტების მნიშვნელოვნად დიდ ნაწილში აღინიშნა SSBP-ისა (39% vs 22%, p <0.001) და SDBP-ის (29% vs 19%, p = 0.023) ნორმალიზება, მონოთერაპიაზე მყოფ პაციენტებთან შედარებით. ამ კვლევის ღია, გრძელვადიანი შემდგომი ფაზის დროს, 20 მგ ენალაპრილი /10 მგ ლერკანიდიპინის კომბინაციის ტიტრაცია დასაშვები იყო >140/90 მმ ვწყ. სვ. არტერიული წნევის პირობებში: ტიტრაცია მოხდა 133/221 პაციენტში და SDBP ნორმალიზდა ტიტრირების შემდეგ ამ შემთხვევების 1/3-ში.

ლერდაპრილი 20 მგ/10 მგ

ძირითადი, ორმაგ- ბრმა, III ფაზის დამატებით კლინიკური კვლევის ფარგლებში, რომელშიც მონაწილეობდა 327 პირი, რომლებიც არ რეაგირებდნენ 20 მგ ენალაპრილზე (SDBP 95-114 და SSBP 140-189მმ ვწყ.სვ.), პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ 20 მგ ენალაპრილს /10 მგ ლერკანიდიპინს, SSBP (-9.8 vs -6.7 მმ ვწყ.სვ., p=0.013) და SDBP (-9.2 vs. -7.5 მმ ვწყ.სვ., p=0.015) მნიშვნელოვნად შემცირდა იმ პაციენტებთან შედარებით, რომლებიც გადიოდნენ მონოთერაპიას. რეაგირების შემთხვევაში მაჩვენებელი არ იყო მნიშვნელოვნად მაღალი კომბინირებული თერაპიის დროს, ვიდრე მონოთერაპიის დროს: (53% vs 43%, p=0.076 SDBP-თვის და 41% vs 33%, p=0.116 SSBP-თვის) და კომბინირებულ მკურნალობაზე მყოფი პაციენტების არცთუ მნიშვნელოვნად დიდ ნაწილში აღინიშნა SDBP-ისა (48% vs 37%, p = 0.055) და SSBP-ის (33% vs 28%, p <0.325) ნორმალიზება, მონოთერაპიაზე მყოფ პაციენტებთან შედარებით.

ფარმაკოკინეტიკური თვისებები

ენალაპრილისა და ლერკანიდიპინის ერთდროული გამოყენებისას ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედება არ დაფიქსირებულა.

ენალაპრილის ფარმაკოკინეტიკა:

აბსორბცია

შიგნით მისაღები ენალაპრილი სწრაფად შეიწოვება, შრატში ენალაპრილის მაქსიმალური კონცენტრაცია აღინიშნება 1 საათის განმავლობაში. შარდში გამოყოფილი კონცენტრაციიდან გამომდინარე ორგანიზმში შეიწოვება ტაბლეტში შემავალი ენალაპრილის მალეატის 60%. კუჭ-ნაწლავში საკვების არსებობა არ მოქმედებს შიგნით მისაღები ენალაპრილის მალეატის აბსორბციაზე.

განაწილება

შეწოვის შემდეგ, პერორალურად მიღებული ენალაპრილი სწრაფად და ინტენსიურად ჰიდროლიზდება ენალაპრილატად (ანგიოტენზინის გარდამქმნელი ფერმენტის ძლიერი ინჰიბიტორი). ენალაპრილატის მაქსიმალური კონცენტრაცია შრატში მიიღწევა ენალაპრილის მალეატის პერორალური მიღებიდან დაახლოებით 4 საათის შემდეგ. ენალაპრილის დოზის მრავალჯერადი მიღების შემდეგ აკუმულირებული ენალაპრილატის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 11 საათს. თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებში ენალაპრილატის წონასწორული კონცენტრაცია შრატში მიიღწევა მკურნალობის დაწყებიდან ოთხი დღის შემდეგ.

თერაპიულად მნიშვნელოვანი კონცენტრაციების ფარგლებში ენალაპრილატის შეკავშირება ადამიანის პლაზმის ცილებთან არ აღემატება 60%-ს.

ბიოტრანსფორმაცია

თუ არ ჩავთვლით ენალაპრილატამდე გარდაქმნას, ენალაპრილის მალეატი არ განიცდის მნიშვნელოვან მეტაბოლიზმს.

ელიმინაცია

ენალაპრილატი ძირითადად გამოიყოფა თირკმელების საშუალებით. შარდში გამოყოფილი ნივთიერებებიდან ძირითადია ენალაპრილატი, რომელიც შეადგენს მიღებული დოზის 40%-ს და შეუცვლელი ენალაპრილი (დაახლოებით 20%).

თირკმლის ფუნქციის დარღვევა:

ენალაპრილისა და ენალაპრილატის ზემოქმედება იზრდება თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში. დღეში ერთხელ 5 მგ-ს მიღების შემდეგ თირკმლის მსუბუქი და საშუალო სიმძიმის უკმარისობის მქონე პაციენტებში (კრეატინინის კლირენსი 40-60 მლ/წთ), ენალაპრილატის AUC წონასწორულ მდგომარეობაში დაახლოებით ორჯერ მეტი იყო, ვიდრე თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებში. თირკმლის მძიმე უკმარისობის შემთხვევაში (კრეატინინის კლირენსი ≤ 30 მლ/წთ), AUC გაიზარდა დაახლოებით 8-ჯერ. თირკმლის ასეთი ხარისხის უკმარისობის დროს ენალაპრილის მალეატის რამდენჯერმე მიღების შემდეგ ნახევარგამოყოფის პერიოდი ხანგრძლივდება, ხოლო სტაბილური კონცენტრაციის მიღწევის დრო იზრდება (იხ. პუნქტი 4.2).

სისხლის მიმოქცევიდან ენალაპრილატი შეიძლება გამოიდევნოს ჰემოდიალიზის გზით. კლირენსი დიალიზის დროს არის 62 მლ/წთ.

ლაქტაცია:

მშობიარობის შემდეგ ხუთ ქალში 20 მგ ერთჯერადი პერორალური დოზის გამოყენებისას, რძეში ენალაპრილის საშუალო პიკური დონე იყო 1,7 მკგ/ლ (დიაპაზონი 0,54- 5,9 მკგ/ლ) დოზის მიღებიდან 4-6 საათის შემდეგ. ენალაპრილატის საშუალო პიკური დონე იყო 1,7 მკგ/ლ (დიაპაზონი, 1,2-დან 2,3 მკგ/ლ-მდე); პიკების გამოვლენა 24 საათის განმავლობაში სხვადასხვა დროს მოხდა. რძეში პიკური დონის მონაცემების გამოყენებით, მხოლოდ ძუძუთი კვებაზე მყოფი ჩვილის მიერ სავარაუდო მაქსიმალური მიღება იქნება დედის წონაზე მორგებული დოზის დაახლოებით 0.16%. 11 თვის განმავლობაში დღეში 10მგ ენალაპრილის პერორალურად მიღებისას, რძეში ენალაპრილის პიკური კონცენტრაცია 2 მკგ/ლ დაფიქსირდა დოზის მიღებიდან 4 საათის შემდეგ, ხოლო ენალაპრილატის მაქსიმალური კონცენტრაცია 0,75 მკგ/ლ დაფიქსირდა დოზის მიღებიდან დაახლოებით 9 საათის შემდეგ. ენალაპრილისა და ენალაპრილატის საერთო რაოდენობამ რძეში 24 საათის განმავლობაში შეადგინა რძის 1.44მკგ/ლ და 0,63 მკგ/ლ, შესაბამისად. რძეში ენალაპრილატის დონე არ გამოვლინდა (<0.2 მკგ/ლ) 4 საათში ენალაპრილის ერთჯერადი 5მგ დოზის გამოყენებისას ერთ დედაში და 10მგ-ის გამოყენებისას ორ დედაში; ენალაპრილის დონე ვერ განისაზღვრა.

ლერკანიდიპინის ფარმაკოკინეტიკა:

აბსორბცია

ლერკანიდიპინი პერორალური მიღების შემდეგ მთლიანად შეიწოვება და სისხლის პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაცია აღინიშნება დაახლოებით 1.5-3 საათის შემდეგ.

ლერკანიდიპინის ორი ენანტიომერი ავლენს პლაზმის კონცენტრაციის მსგავს პროფილს: მათი მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაციის მიღწევის დრო ერთნაირია, (S)-ენანტიომერის მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაცია და AUC საშუალოდ 1,2-ჯერ მაღალია, ხოლო ორივე ენანტიომერის ნახევარგამოყოფის პერიოდი პრაქტიკულად ერთნაირია. ენანტიომერების ერთმანეთში ურთიერთგარდაქმნა in vivo არ აღინიშნა.

ღვიძლში პირველად გავლის შემდეგ ინტენსიური მეტაბოლიზმის შედეგად კვების შემდეგ მიღებული ლერკანიდიპინის აბსოლუტური ბიოშეღწევადობა შეადგენს დაახლოებით 10%-ს; ამასთან, ბიოშეღწევადობა სამჯერ მცირდება ჯანმრთელი მოხალისეების მიერ უზმოზე მიღებისას.

ლერკანიდიპინის პერორალური გამოყენების შემდეგ ბიოშეღწევადობა იზრდება 4-ჯერ, თუ მიიღება ძალიან ცხიმიანი საკვების მიღებიდან არაუგვიანეს 2 საათის შემდეგ. ამიტომ, პრეპარატი უნდა იქნას მიღებული ჭამის წინ.

განაწილება

პლაზმიდან ქსოვილებსა და ორგანოებში განაწილება ხდება სწრაფად და ექსტენსიურად.

შრატის ცილებთან ლერკანიდიპინის შეკავშირების ხარისხი აღემატება 98%-ს. იმის გამო, რომ თირკმელების ან ღვიძლის მძიმე ხარისხის უკმარისობისას პლაზმის ცილების დონე ქვეითდება, შეიძლება გაიზარდის თავისუფალი პრეპარატის ფრაქცია.

ბიოტრანსფორმაცია

ლერკანიდიპინი ინტენსიურად მეტაბოლიზდება CYP3A4 ფერმენტით; საწყისი ნივთიერების სახით არ ხვდება არც შარდში და არც განავალში. ის უპირატესად გარდაიქმნება არააქტიურ მეტაბოლიტებად და დოზის დაახლოებით 50% გამოიყოფა შარდით.

ადამიანის ღვიძლის მიკროსომებით in vitro ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ ლერკანიდიპინი ავლენს CYP3A4-ის და CYP2D6-ის ფერმენტების გარკვეული ხარისხის ინჰიბირებას შესაბამისად 160 და 40-ჯერ მეტი კონცენტრაციისას, ვიდრე კონცენტრაციები, რომლებიც მაქსიმალურად მიიღწეოდა პლაზმაში 20 მგ-ის მიღების შემდეგ.

გარდა ამისა, ადამიანებში ურთიერთქმედების კვლევებმა აჩვენა, რომ ლერკანიდიპინი არ ცვლის მიდაზოლამის (CYP3A4-ის ტიპიური სუბსტრატი) ან მეტოპროლოლის (CYP2D6-ის ტიპიური სუბსტრატი) პლაზმურ კონცენტრაციებს. ამიტომ, CYP3A4-ით ან CYP2D6-ით მეტაბოლიზებული პრეპარატების ბიოტრანსფორმაციის ინჰიბირება ლერკანიდიპინის თერაპიული დოზებით მოსალოდნელი არ არის.

ელიმინაცია

ელიმინაცია ძირითადად ხდება ბიოტრანსფორმაციის გზით.

ნახევარგამოყოფის საშუალო ტერმინალური პერიოდი შეადგენს 8-10 საათს, ხოლო თერაპიული მოქმედება გრძელდება 24 საათის განმავლობაში, რაც დაკავშირებულია პრეპარატის ინტენსიურ შეკავშირებასთან ლიპიდურ მემბრანებთან. განმეორებითი გამოყენებისას კუმულაცია არ აღინიშნება.

ხაზოვნება/არახაზოვნება

ლერკანიდიპინის პერორალური მიღებისას პლაზმაში ლერკანიდიპინის კონცენტრაცია არ არის დოზის პირდაპირპროპორციული (არახაზოვანი კინეტიკა). 10, 20 ან 40 მგ-ის მიღების შემდეგ, პლაზმაში აღნიშნული კონცენტრაციის მაქსიმალური მნიშვნელობების თანაფარდობა წარმოადგენს 1:3:8, ხოლო მრუდის ქვეშ ფართობი „კონცენტრაცია პლაზმაში - დრო“ - 1:4:18, რაც მიუთითებს მეტაბოლიზმის პროგრესირებად გაჯერებაზე ღვიძლში პირველად გავლისას. შესაბამისად, ბიოშეღწევადობა იზრდება დოზის გაზრდასთან ერთად.

პაციენტთა განსაკუთრებული ჯგუფები

ლერკანიდიპინის ფარმაკოკინეტიკა ხანდაზმულ პაციენტებში და თირკმელების ფუნქციის მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის დარღვევების მქონე პაციენტებში, ან ღვიძლის ფუნქციის მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის დარღვევების მქონე პაციენტებში, პაციენტების საერთო პოპულაციაში პრეპარატის ფარმაკოკინეტიკის მსგავსია; თირკმელების ფუნქციის მძიმე დარღვევების მქონე პაციენტებში ან დიალიზზე მყოფ პაციენტებში პრეპარატის კონცენტრაცია აღმოჩნდა უფრო მაღალი (დაახლოებით 70%). ღვიძლის საშუალო ან მძიმე ხარისხის უკმარისობის მქონე პაციენტებში ლერკანიდიპინის სისტემური ბიოშეღწევადობა, სავარაუდოდ, იზრდება, რადგან ჩვეულებრივ ღვიძლში ის განიცდის ინტენსიურ მეტაბოლიზმს.

პრეკლინიკური უსაფრთხოების მონაცემები

ენალაპრილი/ლერკანიდიპინის კომბინაცია

ენალაპრილისა და ლერკანიდიპინის ფიქსირებული დოზის კომბინაციის ტოქსიკური პოტენციალი შეფასდა 3-თვიან კვლევაში ვირთხებში პერორალურად გამოყენების შემდეგ და გენოტოქსიურობის ორი კვლევის საფუძველზე. კომბინაციამ არ შეცვალა ორი ცალკეული კომპონენტის ტოქსიკოლოგიური პროფილი.

ქვემოთ მოცემულია ინფორმაცია ორი ცალკეული კომპონენტის, ენალაპრილისა და ლერკანიდიპინის შესახებ.

ენალაპრილი

არაკლინიკურმა მონაცემებმა არ გამოავლინა განსაკუთრებული საფრთხე ადამიანისთვის უსაფრთხოების ფარმაკოლოგიის, განმეორებითი დოზის ტოქსიკურობის, გენოტოქსიკურობის, კანცეროგენული პოტენციალის, რეპროდუქციისა და განვითარების ტოქსიკურობის სტანდარტული კვლევების საფუძველზე.

რეპროდუქციული ტოქსიკურობის კვლევებმა აჩვენა, რომ ენალაპრილი არ ახდენს გავლენას ვირთხების ფერტილობაზე ან რეპროდუქციულ ფუნქციებზე და არ არის ტერატოგენული. კვლევის ფარგლებში დედალ ვირთხებში შეჯვარებამდე და გესტაციის პერიოდში დოზის გამოყენებისას ნაშიერების სიკვდილიანობის გაზრდილი სიხშირე დაფიქსირდა ლაქტაციის პერიოდში. ნაერთი აღწევს პლაცენტაში და გამოიყოფა რძეში. დადგენილია, რომ ანგიოტენზინგარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორებს, როგორც კლასს, აქვს არასასურველ მოქმედება ნაყოფის განვითარებაზე, რაც იწვევს ნაყოფის სიკვდილს და თანდაყოლილ დეფექტებს, განსაკუთრებით თავის ქალასთან დაკავშირებით. ასევე დაფიქსირდა ფეტოტოქსიურობა, საშვილოსნოსშიდა ზრდა-განვითარების შეფერხება და ღია არტერიული სადინარი (PDA). ითვლება, რომ განვითარების ეს დარღვევები ნაწილობრივ განპირობებულია აგფ ინჰიბიტორების პირდაპირი მოქმედებით ნაყოფის რენინ-ანგიოტენზინის სისტემაზე და ნაწილობრივ დედის ჰიპოტენზიით გამოწვეული იშემიით და საშვილოსნო-პლაცენტური სისხლის მიმოქცევის დარღვევითა და ჟანგბადის/კვებითი ნივთიერებების ნაყოფისთვის მიწოდების შემცირებით.

ვირთხებსა და ძაღლებში ჩატარებულ გრძელვადიან კვლევებში დაფიქსირებული შესაბამისი ეფექტები პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებული იყო კალციუმის არხების ბლოკატორების დიდი დოზების ცნობილ ეფექტებთან, რაც უპირატესად ასახავს გაზრდილ ფარმაკოდინამიკურ აქტივობას.

ლერკანიდიპინით მკურნალობას არ ჰქონდა გავლენა ვირთხების ფერტილობაზე ან საერთო რეპროდუქციულ ფუნქციაზე, მაგრამ მაღალი დოზებით გამოყენებამ გამოიწვია ემბრიონის პრე- და პოსტიმპლანტაციური დაკარგვა, ასევე, ნაყოფის განვითარების შეფერხება. ვირთხებსა და კურდღლებში რაიმე ტერატოგენული მოქმედების ნიშნები არ გამოვლენილა, მაგრამ სხვა დიჰიდროპირიდინები აღმოჩნდა ტერატოგენული ცხოველებში. მშობიარობის დროს ლერკანიდიპინის მაღალი დოზების (12მგ/კგ/დღე-ღამეში) შეყვანა იწვევდა დისტოციას.

მაკე ცხოველების ორგანიზმში ლერკანიდიპინის ან/და მისი მეტაბოლიტების განაწილების პროცესი და მათი რძეში გადასვლა შესწავლილი არ არის.

ფარმაცევტული მონაცემები

შემავსებლების ჩამონათვალი

ტაბლეტის ბირთვი: მიკროკრისტალური ცელულოზა, ლაქტოზის მონოჰიდრატი, მაგნიუმის სტეარატი, პოვიდონი K30, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი (A ტიპი), ნატრიუმის წყალბადის კარბონატი.

ტაბლეტის გარსი:

[10 მგ/10 მგ] Opadry II White 85F18422, რომელიც შეიცავს: პოლივინილალკოჰოლს, ტიტანის დიოქსიდს (E171), მაკროგოლს/PEG 3350, ტალკს.

[20 მგ/10 მგ] Opadry II Yellow 85F32645, რომელიც შეიცავს: პოლივინილალკოჰოლს, ტიტანის დიოქსიდს (E171), მაკროგოლს/PEG 3350, ტალკს, რკინის ყვითელ ოქსიდს (E172).

შეუთავსებლობა

არ არის ცნობილი.

ვარგისიანობის ვადა

[10 მგ/10 მგ-თვის] 2 წელი

[20 მგ/10 მგ-თვის] 2წელი.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

პროდუქტის მახასიათებლების შემაჯამებელი ანგარიში

სამკურნალო საშუალების დასახელება:

ლერდაპრილი /Lerdaprile/ 10 მგ/10 მგ შემოგარსული ტაბლეტები

ლერდაპრილი /Lerdaprile/ 20 მგ/10 მგ შემოგარსული ტაბლეტები

ხარისხობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა

თითოეული ტაბლეტის შემადგენლობაში შედის 10მგ ენალაპრილის მალეატი, 7,64 მგ ენალაპრილის ექვივალენტი, და 10მგ ლერკანიდიპინის ჰიდროქლორიდი, 9,44 მგ ლერკანიდიპინის ექვივალენტი.

შემავსებელი ცნობილი მოქმედებით:

თითოეული ტაბლეტის შემადგენლობაში შედის 131,0 მგ ლაქტოზის მონოჰიდრატი.

თითოეული ტაბლეტის შემადგენლობაში შედის 20მგ ენალაპრილის მალეატი, 15.29 მგ ენალაპრილის ექვივალენტი, და 10მგ ლერკანიდიპინის ჰიდროქლორიდი, 9,44 მგ ლერკანიდიპინის ექვივალენტი.

შემავსებელი ცნობილი მოქმედებით:

თითოეული ტაბლეტის შემადგენლობაში შედის 123.4 მგ ლაქტოზის მონოჰიდრატი.

შემავსებლების სრული ჩამონათვალი იხილეთ პუნქტში 6.1.

წამლის ფორმა

შემოგარსული ტაბლეტები.

ლერდაპრილი 10მგ/10მგ შემოგარსული ტაბლეტები არის თეთრი, მოთეთრო, ოვალური, ორმხრივ ამობურცული, 9,5 x 7,5

ლერდაპრილი 20მგ/10მგ შემოგარსული ტაბლეტები არის ყვითელი, მრგვალი, ორმხრივ ამობურცული, 9 მმ დიამეტრის.

კლინიკური მონაცემები

თერაპიული ჩვენებები

ესენციური ჰიპერტენზიის მკურნალობა მოზრდილ პაციენტებში, რომელთა არტერიული წნევა სათანადოდ არ კონტროლდება მხოლოდ 10 მგ ლერკანიდიპინით.

ესენციური ჰიპერტენზიის მკურნალობა მოზრდილ პაციენტებში, რომელთა არტერიული წნევა სათანადოდ არ კონტროლდება მხოლოდ 20 მგ ენალაპრილით.

ლერდაპრილი 10მგ/10მგ არ გამოიყენება ჰიპერტენზიის მკურნალობის საწყის ეტაპზე. ლერდაპრილი 20 მგ/10მგ არ გამოიყენება ჰიპერტენზიის მკურნალობის საწყის ეტაპზე.

დოზირება და მიღების წესი

პაციენტებში, რომელთა არტერიული წნევა სათანადოდ არ კონტროლდება მხოლოდ 10მგ ლერკანიდიპინით, შეიძლება გაიზარდოს ლერკანიდიპინის დოზა 20მგ-მდე ან დაინიშნოს ლერდაპრილი 10 მგ/10 მგ.

პაციენტებში, რომელთა არტერიული წნევა სათანადოდ არ კონტროლდება მხოლოდ 20მგ ენალაპრილით, შეიძლება გაიზარდოს ენალაპრილის დოზა ან დაინიშნოს ლერდაპრილი 20 მგ/10 მგ.

რეკომენდებულია ცალკეული კომპონენტების დოზის ტიტრირება. კლინიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, შეიძლება განიხილებოდეს მონოთერაპიიდან პირდაპირ ფიქსირებულ კომბინაციაზე გადასვლა.

დოზირება

რეკომენდებული დოზაა ერთი ტაბლეტი დღეში ერთხელ ჭამამდე 15 წუთით ადრე მაინც.

ხანდაზმულები

დოზა დამოკიდებულია თირკმლის ფუნქციონირებაზე (იხ. „გამოყენება თირკმლის ფუნქციის დარღვევის შემთხვევაში“).

თირკმლების ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტები

ლერდაპრილი უკუნაჩვენებია პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევა (კრეატინინის კლირენსი <30მლ/წთ) ან პაციენტებში, რომლებიც იმყოფებიან ჰემოდიალიზზე (იხ. პუნქტები 4.3 და 4.4). განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო თირკმლის ფუნქციის მსუბუქი და საშუალო სიმძიმის დარღვევის მქონე პაციენტებში მკურნალობის დაწყებისას.

ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტები

ლერდაპრილი უკუნაჩვენებია ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევის მქონე პაციენტებში. განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო ღვიძლის ფუნქციის მსუბუქი და საშუალო სიმძიმის დარღვევის მქონე პაციენტებში მკურნალობის დაწყებისას.

პედიატრიული პოპულაცია

არ არსებობს მონაცემები ლერდაპრილის გამოყენების შესახებ ბავშვებში არტერიული ჰიპერტენზიის ჩვენებების გამო.

მიღების წესი

ამ პროდუქტის მიღებისას დაიცავით შემდეგი სიფრთხილის ზომები:

წამლის მიღება სასურველია დილით, საუზმემდე სულ მცირე 15 წუთით ადრე.

მისი მიღება არ შეიძლება გრეიპფრუტის წვენთან ერთად (იხ. პუნქტები 4.3 და 4.5).

უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან 6.1. პუნქტში მითითებული რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ.

არ მიიღოთ ლერდაპრილი იმ შემთხვევაში, თუ:

აღგენიშნებათ მომატებული მგრძნობელობა რომელიმე აგფ ინჰიბიტორის ან დიჰიდროპირიდინის კალციუმის არხის ბლოკატორის მიმართ.

ანამნეზში აღგენიშნებათ ანგიონევროზული შეშუპება აგფ ინჰიბიტორებით თერაპიის ფონზე.

აღგენიშნებათ მემკვიდრეობითი ან იდიოპათიური ანგიონევროზული შეშუპება.

ხართ ორსულობის მე-2 და მე-3 ტრიმესტრში (იხ. პუნქტები 4.4 და 4.6).

აღგენიშნებათ მარცხენა პარკუჭის გადინების ობსტრუქცია, მათ შორის აორტის სტენოზი.

გაქვთ არანამკურნალევი გულის შეგუბებითი უკმარისობა.

აღგენიშნებათ არასტაბილური სტენოკარდია.

მიოკარდიუმის ინფარქტიდან ერთი თვის განმავლობაში.

აღგენიშნებათ თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევა (მაგ. კრეატინინის კლირენსი <30 მლ/წთ), მათ შორის ხართ ჰემოდიალიზზე.

აღგენიშნებათ ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევა.

შემდეგ საშუალებებთან ერთად:

CYP3A4-ის ძლიერი ინჰიბიტორები (იხ. პუნქტი 4.5)

ციკლოსპორინი (იხ. პუნქტი 4.5)

გრეიფრუტის წვენი (იხილეთ პუნქტი 4.5)

ლერდაპრილის გამოყენება ალისკირენის შემცველ პრეპარატებთან ერთად უკუნაჩვენებია პაციენტებში შაქრიანი დიაბეტით ან თირკმლების ფუნქციის დარღვევით (GFR < 60 მლ/წთ/1.73 მ2) (იხ. პუნქტები 4.5 და 5.1).

განსაკუთრებული მითითებები და უსაფრთხოების ზომები

სიმპტომური ჰიპოტენზია

სიმპტომური ჰიპოტენზია იშვიათად ვლინდება გაურთულებელი ჰიპერტენზიის დროს. სიმპტომური ჰიპოტენზია, განსაკუთრებით ენალაპრილის მიღებისას, შეიძლება განვითარდეს პაციენტებში, რომელთაც აღნიშნებათ ცირკულირებადი სისხლის მოცულობის შემცირება დიურეზული თერაპიის, საკვები მარილის შეზღუდვის, დიარეის ან ღებინების გამო (იხ. პუნქტი 4.5). სიმპტომური ჰიპოტენზია დაფიქსირდა პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებოდათ გულის უკმარისობა, თანმხლები თირკმლის უკმარისობით ან მის გარეშე. აღნიშნული ყველაზე მეტად ვითარდება უფრო მძიმე ხარისხის გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში, რომლებიც დიდი დოზებით ღებულობენ „მარყუჟოვან“ დიურეზულებს და რომლებსაც აღენიშნებათ ჰიპონატრიემია ან თირკმლის ფუნქციის დარღვევა. ასეთ პაციენტებში თერაპია უნდა დაიწყოს ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ და აუცილებელია პაციენტების მონიტორინგი ენალაპრილის და/ან დიურეზულების დოზის კორექტირებისას. მსგავსი მიდგომა შეიძლება გავრცელდეს გულის იშემიური დაავადებისა და ცერებროვასკულური დაავადების დროს, რადგან არტერიული წნევის ზედმეტად დაქვეითებამ შეიძლება გამოიწვიოს მიოკარდიუმის ინფარქტი ან ინსულტი.

ჰიპოტენზიის განვითარების შემთხვევაში, პაციენტი უნდა მოთავსდეს ზურგზე მწოლიარე მდგომარეობაში და, საჭიროების შემთხვევაში, ჩაუტარდეს ფიზიოლოგიური ხსნარის ინტრავენური ინფუზია. გარდამავალი ჰიპოტენზიური რეაქცია არ წარმოადგენს უკუჩვენებას მკურნალობის გასაგრძელებლად და მკურნალობა, როგორც წესი, შეიძლება გაგრძელდეს გართულების გარეშე მას შემდეგ, რაც მიიღწევა არტერიული წნევის სტაბილიზაცია ცირკულირებადი სისხლის მოცულობის მომატების შემდეგ.

გულის უკმარისობის მქონე ზოგიერთ პაციენტში, რომლებსაც აქვთ ნორმალური ან დაბალი არტერიული წნევა, ენალაპრილის გამოყენებამ შეიძლება კიდევ უფრო შეამციროს არტერიული წნევა. ეს ეფექტი მოსალოდნელია, და, ჩვეულებრივ, არ წარმოადგენს მკურნალობის შეწყვეტის მიზეზს. თუ ჰიპოტენზია სიმპტომატური გახდება, შეიძლება საჭირო გახდეს დოზის შემცირება და/ან შარდმდენის და/ან ენალაპრილის შეწყვეტა.

რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის (რაას) ორმაგი ბლოკადა

არსებობს მტკიცებულება, რომ აგფ ინჰიბიტორების, ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორების ან ალისკირენის ერთდროული გამოყენება ზრდის არტერიული ჰიპოტენზიის, ჰიპერკალიემიის და თირკმლის ფუნქციის დაქვეითების (მათ შორის თირკმლის მწვავე უკმარისობა) განვითარების რისკს. ამიტომ, არ არის რეკომენდებული რაას-ის ორმაგი ბლოკადა აგფ-ინჰიბიტორების, ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორების ან ალისკირენის ერთობლივი გამოყენებით (იხ. პუნქტები 4.5 და 5.1).

თუ ორმაგი ბლოკადის თერაპია აუცილებელია, ეს უნდა გაკეთდეს მხოლოდ სპეციალისტის მეთვალყურეობის ქვეშ, რა დროსაც აუცილებელია თირკმლის ფუნქციის, ელექტროლიტების და არტერიული წნევის ხშირი მონიტორინგი. აგფ- ინჰიბიტორები და ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორები არ უნდა იქნას გამოყენებული ერთდროულად დიაბეტური ნეფროპათიის მქონე პაციენტებში.

სინუსური კვანძის სისუსტის სინდრომი (SSS)

განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო ლერკანიდიპინის გამოყენებისას სინუსური კვანძის სისუსტის სინდრომის მქონე პაციენტებში (კარდიოსტიმულატორის გარეშე).

მარცხენა პარკუჭის დისფუნქცია და გულის იშემიური დაავადება

მიუხედავად იმისა, რომ ჰემოდინამიკის კონტროლირებადი კვლევების შედეგად არ გამოვლინდა პარკუჭის ფუნქციის რაიმე სახის დარღვევა, სიფრთხილეა საჭირო მარცხენა პარკუჭის დისფუნქციის მქონე პაციენტების კალციუმის არხების ბლოკატორებით მკურნალობისას. ზოგიერთი ხანმოკლე მოქმედების დიჰიდროპირიდენების გამოყენება შეიძლება უკავშირდებოდეს გულ- სისხლძარღვთა პათოლოგიის გაზრდილ რისკს გულის იშემიური დაავადების მქონე პაციენტებში. მიუხედავად იმისა, რომ ლერკანიდიპინს აქვს ხანგრძლივი მოქმედება, აღნიშნულ პაციენტებში რეკომენდებულია სიფრთხილის გამოჩენა.

იშვიათ შემთხვევებში, ზოგიერთმა დიჰიდროპირიდინმა შეიძლება გამოიწვიოს ტკივილი გულმკერდის არეში ან სტენოკარდია. ძალიან იშვიათად სტენოკარდიით უკვე დაავადებულ პაციენტებს შეიძლება აღენიშნებოდეთ შეტევების სიხშირის, ხანგრძლივობისა და სიმძიმის ზრდა. შეიძლება განვითარდეს მიოკარდიუმის ინფარქტის ცალკეული შემთხვევები (იხ. პუნქტი 4.8).

გამოყენება თირკმლის ფუნქციის დარღვევის დროს

განსაკუთრებული სიფრთხილის დაცვაა საჭირო ენალაპრილით მკურნალობის დაწყებისას თირკმლის მსუბუქი და საშუალო სიმძიმის დარღვევის მქონე პაციენტებში. შრატში კალიუმისა და კრეატინინის დონეების რეგულარული მონიტორინგი საერთო სამედიცინო პრაქტიკის ნაწილია.

დაფიქსირდა ენალაპრილთან დაკავშირებული თირკმლის უკმარისობის შემთხვევები, ძირითადად იმ პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებოდათ გულის მძიმე უკმარისობა ან თირკმლის ძირითადი დაავადება, მათ შორის თირკმლის არტერიის სტენოზი. დიაგნოზის დროულად დასმისა და სათანადო მკურნალობის შემთხვევაში, ენალაპრილით მკურნალობასთან დაკავშირებული თირკმლის უკმარისობა ჩვეულებრივ შექცევადია.

არტერიული ჰიპერტენზიის მქონე ზოგიერთ პაციენტში თირკმელების პათოლოგიის აშკარა არარსებობისას, ენალაპრილის დიურეტიკებთან ერთად მიღებისას აღინიშნა სისხლში შარდოვანას და კრეატინინის დონეების მატება. შესაძლოა საჭირო გახდეს ენალაპრილის დოზის შემცირება და/ან დიურეზული საშუალების მიღების შეწყვეტა. ამ შემთხვევაში შეიძლება გაიზარდოს თირკმლის არტერიის სტენოზის განვითარების ალბათობა (იხ. პუნქტი 4.4).

რენოვასკულარული ჰიპერტენზია

თირკმლის არტერიის ორმხრივი სტენოზის ან ერთი ფუნქციონირებადი თირკმლის არტერიის სტენოზის დროს აგფ ინჰიბიტორებით მკურნალობისას იზრდება ჰიპოტენზიისა და თირკმლის უკმარისობის განვითარების რისკი. ამ შემთხვევაში, შეიძლება განვითარდეს თირკმლის ფუნქციის დაკარგვა, რაც ვლინდება შრატში კრეატინინის მაჩვენებლების მხოლოდ მსუბუქი ცვლილებებით. ამ ჯგუფის პაციენტებში მკურნალობა ინიშნება მუდმივი სამედიცინო დაკვირვების ქვეშ და დაბალი დოზებით, რომელსაც შემდეგ ფრთხილად ზრდიან თირკმელების ფუნქციის კონტროლის შესაბამისად.

თირკმლის ტრანსპლანტაცია

არ არსებობს ლერკანიდიპინის ან ენალაპრილის გამოყენების გამოცდილება პაციენტებში, რომელთაც ჩაუტარდათ თირკმლის ტრანსპლანტაცია. ამიტომ, ლერდაპრილით მკურნალობა არ არის რეკომენდებული.

ღვიძლის უკმარისობა

ლერკანიდიპინის ანტიჰიპერტენზიული მოქმედება შეიძლება გაძლიერდეს ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში.

იშვიათად, აგფ ინჰიბიტორების გამოყენება დაკავშირებულია სინდრომთან, რომელიც იწყება ქოლესტაზური სიყვითლით ან ჰეპატიტით და მთავრდება ღვიძლის ელვისებურ ნეკროზით და, ზოგჯერ, ლეტალური შედეგით. ამ სინდრომის განვითარების მექანიზმი დადგენილი არ არის. პაციენტებმა, რომლებშიც აგფ ინჰიბიტორებით მკურნალობის ფონზე ვითარდება სიყვითლე ან ღვიძლის ფერმენტების დონე მნიშვნელოვნად იზრდება, უნდა შეწყვიტონ აგფ ინჰიბიტორების მიღება და გაიარონ შესაბამისი სამედიცინო მკურნალობა.

ნეიტროპენია/აგრანულოციტოზი

ნეიტროპენია/აგრანულოციტოზი, თრომბოციტოპენია და ანემია აღინიშნა პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ აგფ ინჰიბიტორებს. თირკმლის ნორმალურად ფუნქციონირების დროს და სხვა გამომწვევი ფაქტორების არარსებობისას ნეიტროპენია იშვიათად ვითარდება. ენალაპრილი განსაკუთრებული სიფრთხილის ზომების დაცვით უნდა დაინიშნოს სისხლძარღვთა კოლაგენური დაავადების მქონე პაციენტებში, იმუნოდეპრესანტებით, ალოპურინოლით ან პროკაინამიდით მკურნალობისას, ან მდგომარეობის დამამძიმებელი ზემოაღნიშნული ფაქტორების კომბინაციისას, განსაკუთრებით პაციენტებში, რომლებსაც მანამდე აღენიშნებოდათ თირკმლის ფუნქციის დარღვევა. აღნიშნული პაციენტებიდან ზოგიერთში განვითარდა მძიმე ინფექციური დაავადებები, რომლებიც ზოგ შემთხვევაში არ დაექვემდებარა ინტენსიურ ანტიბიოტიკოთერაპიას. ასეთ პაციენტებში ენალაპრილის გამოყენებისას რეკომენდებულია სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის პერიოდული მონიტორინგი, ასევე პაციენტებმა უნდა აცნობონ ექიმს ინფექციის ნებისმიერი ნიშნის გამოვლენის შესახებ.

მომატებული მგრძნობელობა /ანგიონევროზული შეშუპება

სახის, კიდურების, ტუჩების, ენის, ყიის და/ან ხორხის ანგიონევროზული შეშუპება დაფიქსირდა პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ აგფ ინჰიბიტორებს, მათ შორის ენალაპრილს. მკურნალობის პერიოდში ასეთი შეშუპება შეიძლება განვითარდეს ნებისმიერ დროს. ასეთ შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს ენალაპრილის მიღება და პაციენტს უნდა ჩაუტარდეს სამედიცინო დაკვირვება ყველა სიმპტომის სრულად ალაგებამდე. მხოლოდ ენის შეშუპების შემთხვევაშიც კი, სუნთქვის უკმარისობის გარეშე, საჭიროა ხანგრძლივი დაკვირვება პაციენტის მდგომარეობაზე, რადგან ანტიჰისტამინური საშუალებებითა და კორტიკოსტეროიდებით მკურნალობა შეიძლება არ იყოს საკმარისი.

ძალიან იშვიათ შემთხვევებში ხორხის ან ენის ანგიონევროზულმა შეშუპებამ გამოიწვია ფატალური შედეგი. ენის, ყიის ან ხორხის შეშუპების დროს მომატებულია სასუნთქი გზების ობსტრუქციის რისკი, განსაკუთრებით პაციენტებში, რომლებსაც ჩაუტარდათ ოპერაცია სასუნთქ გზებზე.

თუ შეშუპება ვრცელდება ენაზე, ყიაზე ან ხორხზე და შეიძლება გამოიწვიოს სასუნთქი გზების ობსტრუქცია, საჭიროა სათანადო მკურნალობის დაუყოვნებლივ დაწყება, რომელიც შეიძლება ითვალისწინებდეს ეპინეფრინის ხსნარის 1:1000 (0,3-0,5 მლ) კანქვეშ შეყვანას ან/და სასუნთქი გზების გამტარობის აღდგენას.

ანგიონევროზული შეშუპების უფრო ხშირი შემთხვევები აღინიშნა შავკანიან პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ აგფ ინჰიბიტორებს, არაშავკანიანებთან შედარებით.

ანამნეზში სხვა ეტიოლოგიის ანგიონევროზული შეშუპების მქონე პაციენტები აგფ ინჰიბიტორების მიღებისას ხვდებიან აღნიშნული გართულების მომატებული რისკის ჯგუფში (იხ. ასევე პუნქტი 4.3).

mTOR ინჰიბიტორებთან (მაგალითად, სიროლიმუსი, ევეროლიმუსი, ტემსიროლიმუსი) ერთად გამოყენება:

mTOR ინჰიბიტორებთან (მაგ., სიროლიმუსი, ევეროლიმუსი, ტემსიროლიმუსი) ერთად მიღებისას შეიძლება გაიზარდოს ანგიონევროზული შეშუპების (მაგალითად, სასუნთქი გზების ან ენის შეშუპება, სუნთქვის ფუნქციის დარღვევით ან მის გარეშე) განვითარების რისკი (იხ. პუნქტი 4.5).

ანაფილაქტოიდური რეაქციები სიფრიფანაფრთიანი მწერების შხამის წინააღმდეგ მიმართული მადესენსიბილიზებელი თერაპიის დროს

სიცოცხლისათვის საშიში ანაფილაქტოიდური რეაქციების იშვიათი შემთხვევები დაფიქსირდა პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ აგფ ინჰიბიტორებს სიფრიფანაფრთიანი მწერების შხამის წინააღმდეგ მიმართული მადესენსიბილიზებელი თერაპიის დროს. ამ რეაქციების თავიდან აცილება შეიძლება აგფ ინჰიბიტორების დროებით მოხსნის გზით დესენსიბილიზაციის ყოველი პროცედურის წინ.

ანაფილაქტოიდური რეაქციები დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების (LDL) აფერეზის დროს

სიცოცხლისათვის საშიში ანაფილაქტოიდური რეაქციების იშვიათი შემთხვევები დაფიქსირდა პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ აგფ ინჰიბიტორებს LDL აფერეზის ჩატარებისას დექსტრანის სულფატის გამოყენებით. ამ რეაქციების თავიდან აცილება შეიძლება აგფ ინჰიბიტორების დროებით მოხსნის გზით აფერეზის ყოველი პროცედურის წინ.

ჰიპოგლიკემია

შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებს, რომლებიც იღებენ პერორალურ ანტიდიაბეტურ საშუალებებს ან ინსულინს, აგფ ინჰიბიტორებით მკურნალობის დაწყებისას უნდა იყვნენ ინფორმირებულნი ჰიპოგლიკემიის კონტროლის აუცილებლობის შესახებ, განსაკუთრებით აღნიშნული პრეპარატების ერთდროულად მიღების პირველ თვეში (იხ. პუნქტი 4.5).

ხველა

აგფ ინჰიბიტორების გამოყენებისას აღინიშნა ხველის შემთხვევები. დამახასიათებელია მშრალი, მუდმივი ხველა, რომელიც ქრება თერაპიის შეწყვეტის შემდეგ. ხველის დიფერენციული დიაგნოსტიკის შემთხვევაში ასევე გასათვალისწინებელია აგფ ინჰიბიტორების გამოყენებით გამოწვეული ხველა.

ქირურგიული ჩარევა/ანესთეზია

პაციენტებში, რომლებსაც უტარდებათ მნიშვნელოვანი ქირურგიული ჩარევა ან ანესთეზია ჰიპოტენზიის გამომწვევი პრეპარატების საშუალებებით, ენალაპრილი ბლოკავს ანგიოტენზინ II-ის წარმოქმნას რენინის კომპენსატორული გამოყოფის შედეგად. განვითარებული ჰიპოტენზიის კორექტირება შესაძლებელია ცირკულირებადი სისხლის მოცულობის აღდგენით.

ჰიპერკალემია

შრატში კალიუმის დონის მატება აღინიშნა ზოგიერთ პაციენტში, რომლებიც ღებულობდნენ აგფ ინჰიბიტორებს, მათ შორის ენალაპრილს. ჰიპერკალემიის განვითარების რისკ-ფაქტორებია: თირკმლის უკმარისობა, თირკმელების ფუნქციის გაუარესება, ასაკი (>70 ასაკის), შაქრიანი დიაბეტი, ინტერკურენტული დაავადებები, კერძოდ დეჰიდრატაცია, გულის მწვავე დეკომპენსაცია, მეტაბოლური აციდოზი და კალიუმის დამზოგველი დიურეტიკების (მაგ. სპირონოლაქტონი, ეპლერენონი, ტრიამტერენი ან ამილორიდი), კალიუმის შემცველი დანამატების ან კალიუმის შემცველი მარილის შემცვლელების ერთდროული გამოყენება; ან პაციენტები, რომლებიც იღებენ სხვა პრეპარატებს, რომლებიც დაკავშირებულია შრატში კალიუმის დონის მატებასთან (მაგ., ჰეპარინი, კო-ტრიმოქსაზოლი, ასევე ცნობილი როგორც ტრიმეთოპრიმი/სულფამეთოქსაზოლი). კალიუმის შემცველი დანამატების, კალიუმის დამზოგველი დიურეტიკების ან კალიუმის შემცველი მარილის შემცვლელების გამოყენებამ, განსაკუთრებით თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში, შეიძლება გამოიწვიოს შრატში კალიუმის დონის მნიშვნელოვანი მატება. ჰიპერკალემიამ შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული არითმიები, ზოგჯერ ფატალური. თუ ენალაპრილის და რომელიმე ზემოაღნიშნული პრეპარატის ერთდროული გამოყენება მიზანშეწონილად არის მიჩნეული, აუცილებელია სიფრთხილის გამოჩენა და შრატში კალიუმის დონის ხშირი მონიტორინგი (იხ. პუნქტი 4.5).

ლითიუმი

ზოგადად, ლითიუმისა და ენალაპრილის კომბინაცია არ არის რეკომენდებული (იხ. პუნქტი 4.5).

CYP3A4-ის ინდუქტორები

CYP3A4-ის ინდუქტორებმა, როგორიცაა ანტიკონვულსანტები (მაგ., ფენიტოინი, კარბამაზეპინი) და რიფამპიცინი, შეიძლება შეამცირონ ლერკანიდიპინის დონე შრატში ისე, რომ პრეპარატის ეფექტურობა შეიძლება იყოს მოსალოდნელზე ნაკლები (იხ. პუნქტი 4.5).

ეთნიკური განსხვავებები

სხვა აგფ ინჰიბიტორების მსგავსად, ენალაპრილის ჰიპოტენზური ეფექტი ნაკლებად არის გამოხატული შავკანიანებში, არაშავკანიანებთან შედარებით, შესაძლოა, ჰიპერტენზიის მქონე შავკანიან პოპულაციაში რენინის დაბალი დონის უფრო მაღალი გავრცელების გამო.

ორსულობა

ლერდაპრილის მიღება არ არის რეკომენდებული ორსულობის დროს.

აგფ ინჰიბიტორები, როგორიცაა ენალაპრილი, არ უნდა დაინიშნოს ორსულობის დროს. თუ აგფ ინჰიბიტორებით თერაპიის გაგრძელება არ არის აუცილებელი, პაციენტები, რომლებიც გეგმავენ ორსულობას, უნდა გადავიდნენ ალტერნატიულ ანტიჰიპერტენზიულ თერაპიაზე, რომელსაც აქვს დადგენილი უსაფრთხოების პროფილი ორსულობის დროს გამოყენებისთვის. ორსულობის დადგომის შემთხვევაში აგფ ინჰიბიტორების მიღება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და, საჭიროების შემთხვევაში, დაიწყოს მკურნალობა ალტერნატიული საშუალებებით (იხ. პუნქტები 4.3 და 4.6).

ლერკანიდიპინის გამოყენება ასევე არ არის რეკომენდებული ორსულობის დროს ან ქალებში, რომლებიც გეგმავენ ორსულობას (იხ. პუნქტი 4.6).

ლაქტაცია

ლერდაპრილის მიღება არ არის რეკომენდებული ლაქტაციის დროს (იხ. პუნქტი 4.6).

პედიატრიული პოპულაცია

ბავშვებში პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ არის.

ალკოჰოლი

საჭიროა ალკოჰოლის მიღებისგან თავის შეკავება, რადგან მან შეიძლება გააძლიეროს ვაზოდილატაციური ანტიჰიპერტენზიული საშუალებების მოქმედება (იხ. პუნქტი 4.5).

ლაქტოზა

ლერდაპრილის გამოყენება არ არის რეკომენდებული პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ გალაქტოზის აუტანლობის იშვიათი მემკვიდრეობითი ფორმა, ლაპ- ლაქტაზას დეფიციტი ან გლუკოზა-გალაქტოზის მალაბსორბცია.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები

ლერდაპრილის ანტიჰიპერტენზიული მოქმედება შეიძლება გაძლიერდეს არტერიული წნევის დამწევი სხვა საშუალებებით, როგორიცაა შარდმდენები, ბეტა-ბლოკატორები, ალფა-ბლოკატორები და სხვა ნივთიერებები.

გარდა ამისა, დაფიქსირდა შემდეგი სახის ურთიერთქმედება კომბინირებული პროდუქტის ერთ ან სხვა კომპონენტებთან.

ენალაპრილის მალეატი

რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის (რაას) ორმაგი ბლოკადა

კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის (რაას) ორმაგი ბლოკადა აგფ ინჰიბიტორების, ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორების ან ალისკირენის ერთობლივი გამოყენებით იწვევს ისეთი გვერდითი მოვლენების სიხშირის მომატებას, როგორიცაა არტერიული ჰიპოტენზია, ჰიპერკალემია და თირკმლის ფუნქციის დაქვეითება (მათ შორის თირკმლის მწვავე უკმარისობა), რაას სისტემაზე მოქმედი ერთი საშუალების გამოყენებასთან შედარებით (იხ. პუნქტები 4.3, 4.4 და 5.1).

კალიუმის დამზოგველი დიურეტიკები ან კალიუმის შემცველი დანამატები

აგფ ინჰიბიტორები ასუსტებენ დიურეტიკებით გამოწვეულ კალიუმის დაკარგვას. კალიუმის დამზოგველი დიურეტიკების (მაგ. სპირონოლაქტონი, ეპლერენონი, ტრიამტერენი ან ამილორიდი), კალიუმის შემცველი დანამატების ან კალიუმის შემცველი მარილის შემცვლელების გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს შრატში კალიუმის დონის მნიშვნელოვანი მატება. თუ აუცილებელია ასეთი პრეპარატების კომბინირებული გამოყენება, მაგალითად, ჰიპოკალიემიის აღმოსაფხვრელად, მაშინ საჭიროა სიფრთხილის დაცვა და სისხლის შრატში კალიუმის დონის ხშირი მონიტორინგი (იხ. პუნქტი 4.4).

დიურეზულები (თიაზიდური ან მარყუჟოვანი დიურეზულები)

დიურეზულების დიდი დოზებით მანამდე ჩატარებულმა მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს ცირკულირებადი სისხლის მოცულობის შემცირება და, შესაბამისად, გაზარდოს არტერიული ჰიპოტენზიის განვითარების რისკი ენალაპრილით მკურნალობის საწყის ეტაპზე (იხ. პუნქტი 4.4). ჰიპოტენზიური ეფექტების შემცირება შეიძლება დიურეზულების მოხსნის, სითხის ან მარილის მიღების გაზრდის გზით ან ენალაპრილის დაბალი საწყისი დოზების დანიშვნით.

სხვა ანტიჰიპერტენზიული საშუალებები

აღნიშნული პრეპარატების ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გააძლიეროს ენალაპრილის ჰიპოტენზიური ეფექტი. ნიტროგლიცერინთან და სხვა ნიტრატებთან ან სხვა ვაზოდილატატორებთან ერთად გამოყენებამ შეიძლება კიდევ უფრო შეამციროს არტერიული წნევა.

ლითიუმი

აგფ ინჰიბიტორებთან ერთად მიღებისას დაფიქსირდა შრატში ლითიუმის კონცენტრაციის გაზრდა და მისი ტოქსიური ეფექტი, რაც შექცევად ხასიათს ატარებს. აგფ ინჰიბიტორებისა და თიაზიდური დიურეტიკების ერთდროული გამოყენებისას შეიძლება კიდევ უფრო გაიზარდოს ლითიუმის დონე და, შედეგად, ტოქსიკურობის რისკი. ენალაპრილის გამოყენება ლითიუმთან ერთად არ არის რეკომენდებული; აღნიშნული კომბინაციის აუცილებლობის შემთხვევაში საჭიროა შრატში ლითიუმის დონის გულდასმით კონტროლი (იხ. პუნქტი 4.4).

ტრიციკლური ანტიდეპრესანტები / ანტიფსიქოზური საშუალებები / ანესთეტიკები / ნარკოტიკული საშუალებები

გარკვეული საანესთეზიო საშუალებების, ტრიციკლური ანტიდეპრესანტებისა და ანტიფსიქოზური საშუალებების აგფ ინჰიბიტორებთან ერთად გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის შემდგომი დაქვეითება (იხ. პუნქტი 4.4).

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (NSAIDs), მათ შორის ციკლოოქსიგენაზა-2-ის (COX-2) შერჩევითი ინჰიბიტორები

არასტეროიდულმა ანთების საწინააღმდეგო საშუალებებმა (NSAID), მათ შორის ციკლოოქსიგენაზა-2-ის შერჩევითმა ინჰიბიტორებმა (COX-2 ინჰიბიტორები), შეიძლება შეამცირონ დიურეზულების და სხვა ანტიჰიპერტენზიული საშუალებების მოქმედება. შესაბამისად, ანგიოტენზინ II რეცეპტორის ანტაგონისტების ან აგფ ინჰიბიტორების ანტიჰიპერტენზიული ეფექტი შეიძლება შესუსტდეს არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით, მათ შორის COX-2-ის შერჩევითი ინჰიბიტორებით.

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების (მათ შორის COX-2-ის ინჰიბიტორების) და ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტების ან აგფ ინჰიბიტორების ერთდროულ გამოყენებას აქვს ადიციური მოქმედება სისხლის შრატში კალიუმის მომატებაზე და შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის ფუნქციის გაუარესება. ეს ეფექტი, როგორც წესი, შექცევადია. იშვიათად შეიძლება განვითარდეს თირკმლების მწვავე უკმარისობა, განსაკუთრებით თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში (მაგალითად, ხანდაზმულებში ან პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ ცირკულირებადი სისხლის მოცულობის შემცირება, მათ შორის, რომლებიც ღებულობენ დიურეზულ საშუალებებს). აქედან გამომდინარე, კომბინაცია სიფრთხილით უნდა დაინიშნოს პაციენტებში თირკმლის ფუნქციის დარღვევით. კომბინირებული თერაპიის დაწყების შემდეგ და პერიოდულად მკურნალობის დროს უნდა მოხდეს პაციენტების ადეკვატური ჰიდრატაციის უზრუნველყოფა და თირკმელების ფუნქციის მონიტორინგი.

ოქრო

აგფ ინჰიბიტორების, მათ შორის ენალაპრილის, ოქროს შემცველ საინექციო პრეპარატებთან (ნატრიუმის აუროთიომალატი) ერთდროულად გამოყენებისას გამოვლინდა ნიტრიტოიდური რეაქციების (სიმპტომები მოიცავს სახის სიწითლეს, გულისრევას, ღებინებას და ჰიპოტენზიას) იშვიათი შემთხვევები.

სიმპათომიმეტური საშუალებები

სიმპათომიმეტურმა საშუალებებმა შეიძლება შეამცირონ აგფ ინჰიბიტორების ანტიჰიპერტენზიული მოქმედება.

ანტიდიაბეტური საშუალებები

ეპიდემიოლოგიურმა კვლევებმა აჩვენა, რომ აგფ ინჰიბიტორებისა და ანტიდიაბეტური საშუალებების (ინსულინები, პეორალური ჰიპოგლიკემიური საშუალებები) ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლში გლუკოზის დონის ძლიერი დაქვეითება და ჰიპოგლიკემიის რისკის მომატება. აღნიშნული რისკი უფრო მაღალია კომბინირებული თერაპიის პირველ კვირებში და თირკმლების ფუნქციის დარღვევის დროს (იხ. პუნქტები 4.4 და 4.8).

ალკოჰოლი

ალკოჰოლი აძლიერებს აგფ-ინჰიბიტორების ჰიპოტენზიურ ეფექტს.

აცეტილსალიცილის მჟავა, თრომბოლიტიკები და β-ბლოკატორები

ენალაპრილის მიღება უსაფრთხოა აცეტილსალიცილის მჟავასთან (კარდიოლოგიური დოზებით), თრომბოლიტიკებთან და ბეტა-ბლოკატორებთან ერთად.

mTOR ინჰიბიტორები (მაგ. სიროლიმუსი, ევეროლიმუსი, ტემსიროლიმუსი)

პაციენტებში, რომლებიც ასევე იღებენ mTOR ინჰიბიტორებს, ანგიონევროზული შეშუპების განვითარების რისკი მაღალია (იხ. პუნქტი 4.4).

კო-ტრიმოქსაზოლი (ტრიმეთოპრიმი/სულფამეთოქსაზოლი)

პაციენტებში, რომლებიც ასევე იღებენ კო-ტრიმოქსაზოლს (ტრიმეთოპრიმი /სულფამეთოქსაზოლი), ჰიპერკალემიის განვითარების რისკი მაღალია (იხ. პუნქტი 4.4).

ლერკანიდიპინი

CYP3A4-ის ინჰიბიტორები

ვინაიდან, ლერკანიდიპინი მეტაბოლიზდება CYP3A4 ფერმენტით, ამიტომ CYP3A4-ის ინჰიბიტორებმა და ინდუქტორებმა ლერკანიდიპინთან კომბინაციაში, შეიძლება გავლენა იქონიოს მისი მეტაბოლიზმისა და ელიმინაციის პროცესებზე.

ლერკანიდიპინისა და CYP3A4-ის ძლიერი ინჰიბიტორების (მაგ. კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი, რიტონავირი, ერითრომიცინი, ტროლეანდომიცინი) ერთად გამოყენება უკუნაჩვენებია (იხ. პუნქტი 4.3).

CYP3A4-ის ძლიერ ინჰიბიტორთან კეტოკონაზოლთან ურთიერთქმედების კვლევამ აჩვენა, რომ

ლერკანიდიპინის პლაზმური კონცენტრაცია მნიშვნელოვნად გაიზარდა (AUC მაჩვენებლის 15-ჯერ გაზრდა და Cmax მაჩვენებლის 8-ჯერ გაზრდა S-ლერკანიდიპინის ეუტომერისთვის).

ციკლოსპორინი

ლერკანიდიპინი არ გამოიყენება ციკლოსპორინთან ერთად (იხ. პუნქტი 4.3).

ერთდროული გამოყენებისას აღინიშნა მათი პლაზმური კონცენტრაციების მომატება. ჯანმრთელ ახალგაზრდა მოხალისეებში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ლერკანიდიპინის მიღებიდან 3 საათის შემდეგ ციკლოსპორინის მიღებისას ლერკანიდიპინის პლაზმური კონცენტრაცია არ შეიცვალა, მაშინ, როდესაც ციკლოსპორინის AUC მნიშვნელობა გაიზარდა 27%-ით. ლერკანიდიპინისა და ციკლოსპორინის ერთდროულად მიღებამ გამოიწვია ლერკანიდიპინის პლაზმური კონცენტრაციის 3-ჯერ მატება და ციკლოსპორინის AUC მნიშვნელობის 21%-ით ზრდა.

გრეიპფრუტის წვენი

ლერკანიდიპინის მიღება არ შეიძლება გრეიპფრუტის წვენთან ერთად (იხ. პუნქტი 4.3).

სხვა დიჰიდროპირიდინების მსგავსად, ლერკანიდიპინი ავლენს მგრძნობელობას გრეიპფრუტის წვენით გამოწვეული საკუთარი მეტაბოლიზმის ინჰიბირების მიმართ, აღნიშნულის შედეგად სისტემური ბიოშეღწევადობის გაზრდითა და საკუთარი ჰიპოტენზიური მოქმედების გაძლიერებით.

ალკოჰოლი

საჭიროა ალკოჰოლის მიღებისგან თავის შეკავება, რადგან მან შეიძლება გააძლიეროს ვაზოდილატაციური ანტიჰიპერტენზიული საშუალებების მოქმედება (იხ. პუნქტი 4.4).

CYP3A4-ის სუბსტრატები

საჭიროა სიფრთხილის ზომების დაცვა იმ შემთხვევებში, როდესაც ლერკანიდიპინი ინიშნება CYP3A4-ის სხვა სუბსტრატებთან ერთად, როგორიცაა ტერფენადინი, ასტემიზოლი, III კლასის ანტიარითმული საშუალებები (ამიოდარონი, ქინიდინი).

CYP3A4-ის ინდუქტორები

საჭიროა სიფრთხილის ზომების დაცვა ლერკანიდიპინის CYP3A4-ის ისეთ ინდუქტორებთან ერთდროულად დანიშვნისას, როგორიცაა კრუნჩხვის საწინააღმდეგო საშუალებები (მაგალითად, ფენიტოინი, ფენობარბიტალი, კარბამაზეპინი) და რიფამპიცინი, რადგან ლერკანიდიპინის ჰიპოტენზიური მოქმედება შეიძლება შესუსტდეს და ამ შემთხვევაში არტერიული წნევის კონტროლი საჭიროა ჩვეულებრივზე უფრო ხშირად.

დიგოქსინი

20 მგ ლერკანიდიპინის მიღებამ პაციენტებში, რომლებიც ქრონიკულად მკურნალობდნენ β-მეთილდიგოქსინით, არ გამოავლინა ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედების ნიშნები. თუმცა, ჯანმრთელმა მოხალისეებში, რომლებიც მკურნალობდნენ დიგოქსინით, 20 მგ ლერკანიდიპინის მიღების შემდეგ აღინიშნა დიგოქსინის Сmax მნიშვნელობის გაზრდა საშუალოდ 33%-ით, ხოლო AUC მნიშვნელობა და თირკმლის კლირენსი შეიცვალა უმნიშვნელოდ. პაციენტებში, რომლებსაც ასევე უტარდებათ დიგოქსინით მკურნალობა, საჭიროა კონტროლი დიგოქსინით ინტოქსიკაციის ნიშნებთან დაკავშირებით.

მიდაზოლამი

ხანდაზმულ მოხალისეებში 20მგ დოზით ლერკანიდიპინის დანიშვნისას პერორალურ მიდაზოლამთან ერთად ლერკანიდიპინის შეწოვა გაიზარდა (დაახლოებით 40%-ით), ხოლო შეწოვის სიჩქარე შემცირდა (tmax გახანგრძლივდა და შეადგინა 3 საათი 1,75 საათის ნაცვლად). მიდაზოლამის კონცენტრაცია არ შეიცვალა.

მეტოპროლოლი

ლერკანიდიპინის β-ბლოკატორთან მეტოპროლოლთან (რომელიც ძირითადად გამოიყოფა ღვიძლის მიერ) ერთად მიღებისას, მეტოპროლოლის ბიოშეღწევადობა უცვლელი დარჩა, ხოლო ლერკანიდიპინის ბიოშეღწევადობა შემცირდა 50%-ით. სავარაუდოდ, აღნიშნული ეფექტი ღვიძლში β-ბლოკატორებით გამოწვეული სისხლის მიმოქცევის შემცირების შედეგად ვითარდება, ამიტომ შეიძლება ასევე შეგვხვდეს ამ კლასის სხვა პრეპარატების გამოყენებისას. მიუხედავად ამისა, ლერკანიდიპინის დანიშვნა β-ბლოკატორებთან ერთად უსაფრთხოა.

ციმეტიდინი

დღე-ღამეში 800 მგ ციმეტიდინთან ერთად მიღება არ იწვევს ლერკანიდიპინის პლაზმური კონცენტრაციის მნიშვნელოვან ცვლილებებს, მაგრამ უფრო დიდი დოზების გამოყენების შემთხვევაში საჭიროა სიფრთხილის ზომების დაცვა, რადგან ლერკანიდიპინის ბიოშეღწევადობა და, შესაბამისად, მისი ჰიპოტენზიური მოქმედება, შეიძლება გაიზარდოს.

ფლუოქსეტინი

65 ± 7 წლის ჯანმრთელ მოხალისეებში (საშუალო მნიშვნელობა± სტანდარტული გადახრა) ჩატარებული ფლუოქსეტინის (CYP2D6-ისა და CYP3A4-ის ინჰიბიტორი) ურთიერთქმედების კვლევისას არ გამოვლინდა ლერკანიდიპინის ფარმაკოკინეტიკის კლინიკურად მნიშვნელოვანი ცვლილებები.

სიმვასტატინი

20მგ დოზით ლერკანიდიპინის 40მგ სიმვასტატინთან ერთად მრავალჯერადი გამოყენებისას, ლერკანიდიპინის AUC მნიშვნელობა შეიცვალა უმნიშვნელოდ, მაშინ, როდესაც სიმვასტატინის AUC მნიშვნელობა გაიზარდა 56%-ით, ხოლო მისი აქტიური მეტაბოლიტის β-ჰიდროქსიმჟავას ეს მნიშვნელობა - 28%-ით. საეჭვოა, რომ ამ ცვლილებებს ჰქონდეს კლინიკური მნიშვნელობა. ურთიერთქმედება მოსალოდნელი არ არის, თუ ლერკანიდიპინი მიიღება დილით, ხოლო სიმვასტატინი - საღამოს, ამ პრეპარატის ჩვენებების თანახმად.

ვარფარინი

ჯანმრთელ მოხალისეებში უზმოზე 20 მგ ლერკანიდიპინის მიღებამ არ იმოქმედა ვარფარინის ფარმაკოკინეტიკაზე.

პედიატრიული პოპულაცია

ურთიერთქმედების კვლევები ჩატარდა მხოლოდ მოზრდილებში.

ფერტილობა, ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობა

ენალაპრილი

აგფ ინჰიბიტორების (ენალაპრილი) გამოყენება არ არის რეკომენდებული ორსულობის პირველ ტრიმესტრში (იხ. პუნქტი 4.4). აგფ ინჰიბიტორების (ენალაპრილი) გამოყენება უკუნაჩვენებია ორსულობის მეორე და მესამე ტრიმესტრში (იხ. პუნქტები 4.3 და 4.4).

ეპიდემიოლოგიური მონაცემები ერთმნიშვნელოვნად არ მიუთითებენ ტერატოგენული მოქმედების რისკზე ორსულობის პირველ ტრიმესტრში აგფ ინფიბიტორებით მკურნალობისას; თუმცა არ არის გამორიცხული ასეთი რისკის უმნიშვნელო გაზრდა. თუ აგფ ინფიბიტორების მიღება არ არის სასიცოცხლოდ აუცილებელი, მაშინ პაციენტები, რომლებიც გეგმავენ ორსულებას, უნდა გადავიდნენ ალტერნატიულ ანტიჰიპერტენზიულ პრეპარატზე, რომლის უსაფრთხოების პროფილიც კარგად არის შესწავლილი ორსულებში. ორსულობის დადასტურებისთანავე, დაუყოვნებლივ, უნდა შეწყდეს აგფ ინფიბიტორების გამოყენება, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში, უნდა დაინიშნოს ალტერნატიული თერაპია.

ორსულობის მეორე და მესამე ტრიმესტრში აგფ ინფიბიტორებით თერაპია იწვევს ფეტოტოქსიკურობას ადამიანებში (თირკმლის ფუნქციის გაუარესება, ოლიგოჰიდრამნიოზი, თავის ქალის ოსიფიკაციის შეფერხება) და ახდენს ტოქსიკურ ზემოქმედებას ახალშობილებზე (თირკმლის უკმარისობა, ჰიპოტენზია, ჰიპერკალემია) (იხ. პუნქტი 5.3). დედას განუვითარდა ოლიგოჰიდრამნიოზი, რომელიც, სავარაუდოდ, წარმოადგენს ნაყოფის თირკმლის ფუნქციის დაქვეითების მიზეზს და შეიძლება გამოიწვიოს კიდურების კონტრაქტურა, თავის ქალისა და სახის დეფორმაციები და ფილტვების ჰიპოპლასტიკური განვითარება. თუ აგფ ინჰიბიტორების მიღება ხდება ორსულობის მეორე ტრიმესტრიდან, რეკომენდებულია ნაყოფის თავის ქალისა და თირკმლის ფუნქციის ურტრაბგერითი შეფასება. ახალშობილები, რომელთა დედები ღებულობდნენ აგფ ინჰიბიტორებს, უნდა იყვნენ დაკვირვების ქვეშ ჰიპოტენზიის განვითარების რისკის გამო (იხ. პუნქტები 4.3 და 4.4).

ლერკანიდიპინი

ლერკანიდიპინის გამოყენებით ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა არ აჩვენა ტერატოგენული მოქმედება, თუმცა ეს მოქმედება დაფიქსირდა სხვა დიჰიდროპირიდინის ნაერთებთან.

ორსულობის დროს ლერკანიდიპინის გამოყენების შესახებ კლინიკური მონაცემები არ არსებობს, ამიტომ მისი გამოყენება არ არის რეკომენდებული ორსულობის დროს ან რეპროდუქციული ასაკის ქალებში, რომლებიც არ იყენებენ კონტრაცეფციულ საშუალებებს.

ენალაპრილისა და ლერკანიდიპინის კომბინაცია

ორსულ ქალებში ენალაპრილის მალეატის/ლერკანიდიპინის ჰიდროქლორიდის გამოყენების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს ან შეზღუდულია. ცხოველებზე ჩატარებული კვლევები არასაკმარისია რეპროდუქციულ ტოქსიკურობასთან მიმართებაში (იხ. პუნქტი 5.3).

ლერდაპრილი არ გამოიყენება ორსულობის მეორე და მესამე ტრიმესტრში. მისი გამოყენება არ არის რეკომენდებული ორსულობის პირველ ტრიმესტრში და რეპროდუქციული ასაკის ქალებში, რომლებიც არ იყენებენ კონტრაცეფციულ საშუალებებს.

ლაქტაცია

ენალაპრილი

შეზღუდული ფარმაკოკინეტიკური მონაცემები მიუთითებს, რომ დედის რძეში გადადის ძალიან დაბალი კონცენტრაციით (იხ. პუნქტი 5.2). მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული კონცენტრაციები არ არის კლინიკურად მნიშვნელოვანი, ლერდაპრილის გამოყენება ძუძუთი კვების დროს არ არის რეკომენდებული დღენაკლული ახალშობილებისთვის და დაბადებიდან პირველი რამდენიმე კვირის განმავლობაში გულ-სისხლძარღვთა და თირკმლის გართულებების ჰიპოთეტური რისკის, აგრეთვე არასაკმარისი კლინიკური გამოცდილების გამო. სხვა შემთხვევაში, ლერდაპრილის გამოყენება ლაქტაციის პერიოდში შეიძლება იმ პირობით, თუ ეს მკურნალობა აუცილებელია დედისთვის და ბავშვზე ხორციელდება დაკვირვება ნებისმიერ გვერდით მოვლენასთან დაკავშირებით.

ლერკანიდიპინი

უცნობია გამოიყოფა თუ არა ლერკანიდიპინი დედის რძეში.

ენალაპრილისა და ლერკანიდიპინის კომბინაცია

ლერდაპრილი არ გამოიყენება ლაქტაციის პერიოდში.

ფერტილობა

ზოგიერთ პაციენტში კალციუმის არხების ბლოკატორების მიღებისას აღინიშნა შექცევადი ბიოქიმიური ცვლილებები სპერმატოზოიდის თავში, რასაც შეუძლია დაარღვიოს განაყოფიერების პროცესი. ინ ვიტრო განაყოფიერების განმეორებითი წარუმატებელი მცდელობებისას, ასევე, სხვა განმარტებების არ არსებობისას, უნდა იქნას მიღებული მხედველობაში, რომ ასეთი წარუმატებლობის მიზეზი შეიძლება იყოს კალციუმის არხების ბლოკატორები.

ზეგავლენა სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმების გამოყენების უნარზე

ლერდაპრილი უმნიშვნელო გავლენას ახდენს მანქანის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე. თუმცა, სიფრთხილეა რეკომენდებული, რადგან შეიძლება განვითარდეს თავბრუსხვევა, ასთენია, დაღლილობა და, იშვიათ შემთხვევებში, ძილიანობა (იხ. პუნქტი 4.8).

არასასურველი გვერდითი ეფექტები

უსაფრთხოების პროფილის მოკლე აღწერა

ლერდაპრილის უსაფრთხოება შეფასდა ხუთ ორმაგ-ბრმა კონტროლირებად კლინიკურ კვლევაში და ორ გრძელვადიან ღია ტიპის კვლევაში (OLE). სულ 1.141 პაციენტმა მიიღო ლერდაპრილი 10მგ/10მგ, 20მგ/10მგ და 20მგ/20მგ დოზებით. კომბინირებული თერაპიის დროს დაფიქსირებული არასასურველი ეფექტები მსგავსი იყო თითოეული კომპონენტის ცალკე გამოყენებისას გამოვლენილი ეფექტებისა. ლერდაპრილით მკურნალობის დროს ყველაზე ხშირი გვერდითი რეაქციები იყო ხველა (4.03%), თავბრუსხვევა (1.67%) და თავის ტკივილი (1.67%).

გვერდითი რეაქციების ცხრილი

ქვემოთ მოცემულ ცხრილში წარმოდგენილია არასასურველ რეაქციები, რომელთა შესახებ ცნობები მიღებულია ენალაპრილის/ლერკანიდიპინის 10მგ/10მგ, 20მგ/10მგ და 20მგ/20მგ დოზებით გამოყენების კლინიკური კვლევების შედეგად და რომლებისთვისაც არსებობს დასაბუთებული მიზეზობრივ-შედეგობრივი კავშირი პრეპარატის გამოყენებასთან; ისინი დაყოფილია ჯგუფებში MedDRA-ს ორგანოთა სისტემებისა და მათი განვითარების სიხშირის მიხედვით: ძალიან ხშირი (≥1/10); ხშირი (≥1/100 - <1/10); არახშირი (≥1/1,000 - <1/100); იშვიათი (≥1/10,000 - <1/1,000); ძალიან იშვიათი (<1/10, 000); უცნობი სიხშირის (მათი გამოვლენის ზუსტი სიხშირე ვერ დგინდება არსებული მონაცემებით).

ორგანოთა სისტემა

ხშირი

არახშირი

იშვიათი

სისხლისა და ლიმფური სისტემის დარღვევები

თრომბოციტოპენია

ჰემოგლობინის დაბალი დონე

იმუნური სისტემის დარღვევები

მომატებული მგრძნობელობა

მეტაბოლური და კვებითი დარღვევები

ჰიპერკალემია

ფსიქიკური დარღვევები

შფოთვა

ნერვული სისტემის დარღვევები

თავბრუსხვევა, თავის ტკივილი

პოსტურალური თავბრუსხვევა

დარღვევები სმენის ორგანოს მხრივ

ვერტიგო

ტინიტუსი

დარღვევები გულის მხრივ

ტაქიკარდია, აჩქარებული გულისცემა

დარღვევები სისხლძარღვების მხრივ

წამოხურება, არტერიული

ჰიპოტენზია

სისხლის მიმოქცევის დარღვევა

რესპირატორული სისტემის, გულმკერდისა და შუასაყარის მხრივი დარღვევები

ხველა

ყელის სიმშრალე, ოროფარინგეალური ტკივილი

გასტროინტესტინალური დარღვევები

მუცლის ტკივილი, ყაბზობა, გულისრევა

დისპეფსია, ტუჩების შეშუპება, ენასთან დაკავშირებული დარღვევები, დიარეა, პირის სიმშრალე, გინგივიტი

ჰეპატობილიარული დარღვევები

მომატებული ALT, მომატებული AST

დარღვევები კანისა და

კანქვეშა ქსოვილის მხრივ

ერითემა

ანგიონევროზული შეშუპება, სახის შეშუპება, დერმატიტი, გამონაყარი, ჭინჭრის ციება

დარღვევები ძვალ-კუნთოვანი სისტემისა და შემაერთებელი

ქსოვილის მხრივ

ართრალგია

დარღვევები თირკმლებისა და შარდგამომყოფი სისტემის მხრივ

პოლაკიურია

ნოქტურია, პოლიურია

დარღვევები

რეპროდუქციული სისტემის და სარძევე ჯირკვლის მხრივ

ერექციული დისფუნქცია

ზოგადი დარღვევები და ადგილობრივი რეაქციები

ასთენია, დაღლილობა, სიცხის შეგრძნება, პერიფერიული შეშუპება

გვერდითი მოვლენები, რომლებიც გამოვლინდა მხოლოდ ერთ პაციენტში, მითითებულია როგორც „იშვიათი“.

დამატებითი ინფორმაცია ცალკეული კომპონენტების შესახებ

რომელიმე ცალკეულ კომპონენტთან (ენალაპრილი ან ლერკანიდიპინი) დაკავშირებით დაფიქსირებული გვერდითი რეაქციები ასევე შეიძლება იყოს ლერდაპრილის პოტენციური გვერდითი ეფექტი, მაშინაც კი, თუ არ გამოვლენილა კლინიკურ კვლევებში ან პოსტმარკეტინგულ პერიოდში.

მხოლოდ ენალაპრილი:

ენალაპრილის გამოყენებისას დაფიქსირდა შემდეგი გვერდითი რეაქციები:

ორგანოთა სისტემა

ძალიან ხშირი

ხშირი

არახშირი

იშვიათი

ძალიან იშვიათი

უცნობი სიხშირის

სისხლისა და ლიმფური სისტემის დარღვევები

ანემია (მათ შორის აპლასტიკური და ჰემოლიზური ფორმები)

ნეიტროპენია, ჰემოგლობინის დაბალი დონე, დაბალი ჰემატოკრიტი, თრომბოციტოპენია, აგრანულოციტოზი, მიელოსუპრესია, პანციტოპენია, ლიმფადენოპათია, აუტოიმუნური დაავადებები

ენდოკრინული დარღვევები

ანტიდიურე

ზული ჰორმონის არასაკმარისი სეკრეციის სინდრომი (SIADH)

მეტაბოლური და კვებითი დარღვევები

ჰიპოგლიკემია (იხ. პუნქტი 4.4)

ნერვული სისტემისა და ფსიქიკური დარღვევები დარღვევები

თავის ტკივილი, დეპრესია

კონფუზია, ძილიანობა, უძილობა, ნერვოზულობა, პარესთეზია, ვერტიგო

ანომალიური სიზმრები, ძილის დარღვევა

დარღვევები თვალის მხრივ

მხედველობის დაბინდვა

დარღვევები სმენის ორგანოს მხრივ

ტინიტუსი

დარღვევები გულ-სისხლძარღვთა მხრივ

თავბრუსხვევა

არტერიული ჰიპოტენზია (მათ შორის ორთოსტატული ჰიპოტენზია), სინკოპე, ტკივილი გულმკერდის არეში , არითმიები, სტენოკარდია, ტაქიკარდია

ორთოსტატული ჰიპოტენზია, პალპიტაციები, მიოკარდიუმის ინფარქტი ან ინსულტი*,

სავარაუდოდ, ძალიან დაბალი არტერიული წნევის შედეგად მაღალი რისკის ჯგუფის პაციენტებში (იხ. პუნქტი 4.4)

რეინოს ფენომენი

რესპირატორული სისტემის, გულმკერდისა და შუასაყარის მხრივი დარღვევები

ხველა

დისპნოე

რინორეა, ყელის ტკივილი და ხმის ჩახლეჩვა, ბრონქოსპაზმი

/ასთმა

ფილტვების ინფილტრატი, რინიტი, ალერგიული ალვეოლიტი/

ეოზინოფილური პნევმონია

გასტროინტესტინა

ლური დარღვევები

გულისრევა

დიარეა, მუცლის ტკივილი, გემოვნების შეგრძნების დარღვევა

ილეუსი, პანკრეატიტი, ღებინება, დისპეფსია, ყაბზობა, ანორექსია, კუჭის გაღიზიანება, პირის სიმშრალე, კუჭის წყლული

სტომატიტი/

აფთოზური

წყლული, გლოსიტი

ნაწლავის ანგიონე

ვროზული შეშუპება

ჰეპატობილიარული დარღვევები

ღვიძლის უკმარისობა, ჰეპატიტი - ჰეპატოცელულარული ან ქოლესტაზური, ჰეპატიტი, მათ შორის ნეკროზი, ქოლესტაზი (მათ შორის სიყვითლე)

დარღვევები კანისა და

კანქვეშა ქსოვილის მხრივ

გამონაყარი, მომატებული მგრძნობელობა/

ანგიონევრო

ზული შეშუპება: დაფიქსირდა სახის, კიდურების, ტუჩების, ენის, ყიის და/ან ხორხის ანგიონევრო

ზული შეშუპება (იხ. პუნქტი 4.4).

ძლიერი ოფლიანობა, ქავილი,

ჭინჭრის ციება, ალოპეცია

მულტიფორმული ერითემა, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ექსფოლიაციური დერმატიტი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, პემფიგუსი, ერითროდერმია

დარღვევები თირკმლებისა და შარდგამომყოფი სისტემის მხრივ

თირკმლის დისფუნქცია, თირკმლის უკმარისობა, პროტეინურია

ოლიგურია

დარღვევები

რეპროდუქციული სისტემის და სარძევე ჯირკვლის მხრივ

იმპოტენცია

გინეკომასტია

ზოგადი დარღვევები და ადგილობრივი რეაქციები

ასთენია

დაღლილობა

კუნთების სპაზმი, სიწითლე, ტინიტუსი, სისუსტე, ცხელება

კვლევები

ჰიპერკალემია, შრატში კრეატინინის მომატება

სისხლში შარდოვანას დონის მომატება, ჰიპონატრიემია

ღვიძლის ფერმენტების მომატება, შრატში ბილირუბინის დონის მომატება

  • სიხშირე შედარდა კლინიკურ კვლევებში პლაცებოსა და აქტიური საკონტროლო ჯგუფების მაჩვენებლებთან.

დაფიქსირდა სიმპტომების ნაკრები, რომელიც შეიძლება მოიცავდეს ზოგიერთ ან ყველა ქვემოთ ჩამოთვლილს: ცხელება, სეროზიტი, ვასკულიტი, მიალგია/მიოზიტი, ართრალგია/ართრიტი, დადებითი ანტიბირთვული (ანტინუკლეარული) ანტისხეულები (ANA), მაღალი ედს-ი (ერითროციტების დალექვის სიჩქარე), ეოზინოფილია და ლეიკოციტოზი. შეიძლება გამოვლინდეს გამონაყარი, ფოტომგრძნობელობა ან სხვა დერმატოლოგიური გამოვლინებები.

მხოლოდ ლერკანიდიპინი:

კონტროლირებად კლინიკურ კვლევებში ყველაზე ხშირად დაფიქსირდა თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, პერიფერიული შეშუპება, ტაქიკარდია, პალპიტაცია და წამოხურება, თითოეული მათგანი გამოვლინდა პაციენტების 1%-ზე ნაკლებში.

ორგანოთა სისტემა

არახშირი

იშვიათი

ძალიან იშვიათი

იმუნური სისტემის დარღვევები

მომატებული მგრძნობელობა

ფსიქიატრიული დარღვევები

ძილიანობა

ნერვული სისტემის დარღვევები

თავის ტკივილი, თავბრუსხვევა

დარღვევები გულის მხრივ

ტაქიკარდია, პალპიტაცია

სტენოკარდია

დარღვევები სისხლძარღვების მხრივ

წამოხურება

სინკოპე

გასტროინტესტინალური დარღვევები

გულისრევა, დისპეფსია, დიარეა, მუცლის ტკივილი, ღებინება

დარღვევები კანისა და

კანქვეშა ქსოვილის მხრივ

გამონაყარი

დარღვევები ძვალ-კუნთოვანი სისტემისა და შემაერთებელი

ქსოვილის მხრივ

მიალგია

დარღვევები თირკმლებისა და შარდგამომყოფი სისტემის მხრივ

პოლიურია

ზოგადი დარღვევები და ადგილობრივი რეაქციები

პერიფერიული შეშუპება

ასთენია, დაღლილობა

პოსტმარკეტინგული გამოცდილებიდან მიღებული სპონტანური შეტყობინებებიდან, შემდეგი გვერდითი რეაქციები დაფიქსირდა ძალიან იშვიათად (<1/10000): ღრძილების ჰიპერტროფია, შრატში ღვიძლის ტრანსამინაზების დონის შექცევადი მატება, არტერიული ჰიპოტენზია, ხშირი შარდვა და ტკივილი გულმკერდის არეში.

ზოგიერთმა დიჰიდროპირიდინმა შეიძლება იშვიათ შემთხევვებში გამოიწვიოს გულის არეში ლოკალიზებული ტკივილი ან სტენოკარდია. ძალიან იშვიათად სტენოკარდიის მქონე პაციენტებს შეიძლება აღენიშნოთ ამ შეტევების გახშირება, გახანგრძლივება ან დამძიმება. ცალკეულ შემთხვევებში შეიძლება აღინიშნოს მიოკარდიუმის ინფარქტი.

ლერკანიდიპინი არ ახდენს უარყოფით გავლენას სისხლში შაქრის ან შრატში ლიპიდების დონეებზე.

შეტყობინება საეჭვო გვერდითი მოვლენების შესახებ

სამედიცინო პროდუქტის ავტორიზაციის შემდეგ შეტყობინებას შესაძლო არასასურველი რეაქციების შესახებ დიდი მნიშვნელობა ენიჭება. მისი მეშვეობით შესაძლებელია სამედიცინო პროდუქტის სარგებლის/რისკის ბალანსის უწყვეტი მონიტორინგი. ჯანდაცვის სპეციალისტებს ვთხოვთ, მოგვაწოდონ ინფორმაცია საეჭვო უკურეაქციების შესახებ დანართ V-ში მითთებული შეტყობინების ეროვნული სისტემის მეშვეობით.

დოზის გადაჭარბება

პოსტმარკეტინგულ პერიოდში დაფიქსირდა 100მგ-დან 1000მგ-მდე დოზით ენალაპრილის /ლერკანიდიპინის განზრახ მიღებით გამოწვეული დოზის გადაჭარბების რამდენიმე შემთხვევა, რა დროსაც საჭირო გახდა ჰოსპიტალიზაცია. აღნიშნული სიმპტომები (სისტოლური წნევის დაქვეითება, ბრადიკარდია, შფოთვა, ძილიანობა და ტკივილი ფერდქვეშა არეში) ასევე შეიძლება გამოწვეული იყოს დიდი დოზებით სხვა საშუალებებთან (მაგალითად, ბეტა-ბლოკატორებთან) ერთად გამოყენების შედეგად.

მხოლოდ ენალაპრილისა და ლერკანიდიპინის დოზის გადაჭარბების სიმპტომები:

ენალაპრილის დოზის გადაჭარბების ყველაზე დამახასიათებელი ნიშნებია გამოხატული ჰიპოტენზია (რომელიც ვითარდება ტაბლეტების მიღებიდან დაახლოებით ექვსი საათის შემდეგ), რომელსაც თან ახლავს რენინ-ანგიოტენზინის სისტემის ბლოკადა და სტუპორი. აგფ ინჰიბიტორის დოზის გადაჭარბებასთან დაკავშირებული სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს სისხლის მიმოქცევის დარღვევას, ელექტროლიტური ბალანსის დარღვევას, თირკმლის უკმარისობას, ჰიპერვენტილაციას, ტაქიკარდიას, პალპიტაციას, ბრადიკარდიას, თავბრუსხვევას, შფოთვასა და ხველას. ენალაპრილის 300მგ და 440მგ დოზით მიღების შემდეგ შრატში ენალაპრილატის დონეები პრეპარატის თერაპიული დოზით გამოყენების დროს აღნიშნულ მაჩვენებლებზე 100-ჯერ და 200-ჯერ მაღალი იყო.

სხვა დიჰიდროპირიდინების მსგავსად, ლერკანიდიპინის დოზის გადაჭარბებამ შეიძლება გამოიწვიოს ჭარბი პერიფერიული ვაზოდილატაცია გამოხატული ჰიპოტენზიითა და რეფლექსური ტაქიკარდიით.

მხოლოდ ენალაპრილისა და ლერკანიდიპინის დოზის გადაჭარბების დროს მისაღები ზომები:

ენალაპრილის დოზის გადაჭარბებისას რეკომენდებულია ფიზიოლოგიური ხსნარის ინტრავენური ინფუზია. ჰიპოტენზიის განვითარების შემთხვევაში, პაციენტი უნდა მოთავსდეს ჰორიზონტალურ მდგომარეობაში აწეული ფეხებით. აუცილებლობის შემთხვევაში, შესაძლებელია განიხილონ ანგიოტენზინ II-ს ინფუზური შეყვანის და/ან კატექოლამინების ინტრავენური შეყვანის საკითხი. თუ პრეპარატის მიღებიდან არ არის გასული დიდი დრო, საჭიროა ორგანიზმიდან ენალაპრილის გამოყოფისკენ მიმართული ზომების მიღება (მაგალითად, ღებინება, კუჭის ამორეცხვა, აბსორბენტების ან ნატრიუმის სულფატის მიღება). სისხლის მიმოქცევიდან ენალაპრილი შეიძლება გამოიდევნოს ჰემოდიალიზის გზით (იხ. პუნქტი 4.4). მკურნალობისადმი რეზისტენტული ბრადიკარდიისას ნაჩვენებია პეისმეიკერის გამოყენება. ამასთან, საჭიროა სასიცოცხლო ნიშნების, შრატში ელექტროლიტებისა და კრეატინინის დონეების მუდმივი კონტროლი.

ლერკანიდიპინის გამოყენებისას მძიმე ჰიპოტენზიის, ბრადიკარდიისა და გონების დაკარგვის შემთხვევაში, კარდიოვასკულარული დახმარება ატროპინის ინტრავენურად შეყვანით შეიძლება სასარგებლო იყოს ბრადიკარდიის გამოსწორებისთვის. ლერკანიდიპინის ხანგრძლივი ფარმაკოლოგიური მოქმედების გათვალისწინებით, აუცილებელია იმ პაციენტების გულ-სისხლძარღვთა მდგომარეობის მონიტორინგი, რომლებმაც მიიღეს ჭარბი დოზა, სულ მცირე 24 საათის განმავლობაში. არ არსებობს ინფორმაცია დიალიზის მნიშვნელობის შესახებ. ვინაიდან პრეპარატი ძალიან ლიპოფილურია, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მისი პლაზმური კონცენტრაცია მიუთითებდეს რისკის ფაზის ხანგრძლივობაზე. დიალიზი შეიძლება არ იყოს ეფექტური.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიური თვისებები

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: აგფ ინჰიბიტორები და კალციუმის არხების ბლოკატორები: ენალაპრილი და ლერკანიდიპინი, ათქ კოდი: C09BB02.

ლერდაპრილი არის აგფ ინჰიბიტორის (ენალაპრილი) და კალციუმის არხების ბლოკატორის (ლერკანიდიპინი) (ორი ანტიჰიპერტენზიული ნაერთი მოქმედების დამატებითი მექანიზმებით) ფიქსირებული დოზის კომბინაცია, ესენციური ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში არტერიული წნევის კონტროლისთვის.

ენალაპრილი

ენალაპრილის მალეატი წარმოადგენს ორი ამინომჟავის (L-ალანინი და L-პროლინის) დერივატივის, ენალაპრილის მალეატის მარილს. ანგიოტენზინის გარდამქმნელი ფერმენტი (აგფ) წარმოადგენს პეპტიდილ დიპეპტიდაზას, რომელიც გარდაქმნის ანგიოტენზინ I-ს ვაზოკონსტრიქციული ეფექტის მქონე ანგიოტენზინ II-ად. აბსორბციის შემდეგ ენალაპრილი ჰიდროლიზდება ენალაპრილატად, რომელიც აინჰიბირებს აგფ-ს. აგფ-ს ინჰიბირება იწვევს პლაზმაში ანგიოტენზინი II-ის დონის შემცირებას და შედეგად, პლაზმური რენინის აქტივობის მომატებას (რენინის სეკრეციაზე ნეგატიური უკუკავშირის მოხსნის გამო) და ალდოსტერონის სეკრეციის შემცირებას.

ვინაიდან, აგფ არის კინინაზა II-ის იდენტური, ენალაპრილმა შეიძლება, ასევე დაბლოკოს ბრადიკინინის, ძლიერი ვაზოდეპრესორული (სისხლძარღვების გამაფართოებელი) პეპტიდის, დეგრადაცია. თუმცა მოცემული ეფექტის როლი ენალაპრილის თერაპიულ მოქმედებაში ჯერ შესწავლილი არ არის.

მიუხედავად იმისა, რომ რომ მექანიზმი, რომლის შედეგადაც ენალაპრილი აქვეითებს არტერიულ წნევას, ძირითადად მდგომარეობს რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის დათრგუნვაში, რომელიც მთავარ როლს თამაშობს არტერიული წნევის რეგულაციაში; ენალაპრილის ანტიჰიპერტენზიული ეფექტი ვლინდება ისეთ პაციენტებშიც კი, რომელთაც აქვთ ჰიპერტენზია რენინის დაბალი კონცენტრაციით.

ენალაპრილის დანიშვნა არტერიული ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში ამცირებს არტერიულ წნევას როგორც მწოლიარე, ასევე მდგომარე პოზიციაში და აგრეთვე არ იწვევს გულის რითმის მნიშვნელოვან აჩქარებას.

სიმპტომური ორთოსტაზური ჰიპოტენზია იშვიათია. ზოგიერთ პაციენტში არტერიული წნევის ოპტიმალური შემცირების მიღწევას შეიძლება დასჭირდეს რამდენიმეკვირიანი თერაპია. ენალაპრილის მიღების უეცარი შეწყვეტა არ უკავშირდება არტერიული წნევის სწრაფ ზრდას.

აგფ-ის აქტივობის ეფექტური დათრგუნვა ჩვეულებრივ ვლინდება ენალაპრილის ერთჯერადი დოზის პერორალური მიღებიდან 2-4 საათში. ანტიჰიპერტენზიული მოქმედების დაწყება ჩვეულებრივ აღინიშნა ერთ საათში, ხოლო არტერიული წნევის პიკური შემცირება მიღწეულ იქნა მიღებიდან 4-6 საათში. ეფექტის ხანგრძლივობა დაკავშირებულია დოზასთან. თუმცა, რეკომენდებული დოზების მიღების დროს ჰიპოთენზიური და ჰემოდინამიკური ეფექტები ნარჩუნდება სულ მცირე 24 საათის განმავლობაში.

ესენციური ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში ჰემოდინამიკური კვლევების დროს არტერიული წნევის დაქვეითებას თან ახლდა პერიფერიული არტერიული რეზისტენტობის შემცირება გულის წუთობრივი მოცულობის მატებასთან ერთად და გულისცემის მცირე ცვლილებით ან ცვლილების გარეშე. ენალაპრილის მიღების შემდეგ აღინიშნა თირკმელში სისხლის ნაკადის მიწოდება; გორგლისებური ფილტრაცია იყო უცვლელი. არ გამოვლენილა ნატრიუმის ან წყლის შეკავების

ნიშნები. თუმცა, პაციენტებში, რომლებსაც მკურნალობის დაწყებამდე გორგლისებური ფილტრაციის მაჩვენებლები დაბალი ჰქონდათ, მაჩვენებლები, ჩვეულებრივ, გაიზარდა.

მოკლევადიანი კლინიკური კვლევების დროს თირკმლის დაავადების მქონე დიაბეტიან და არადიაბეტიან პაციენტებში, ენალაპრილის მიღების შემდეგ აღინიშნა ალბუმინურიის და შარდში IgG-ისა და შარდის საერთო ცილის გამოყოფის შემცირება.

ორი დიდი, რანდომიზებული, კონტროლირებადი კვლევისას (ONTARGET (ONgoing Telmisartan Alone and in combination with Ramipril Global Endpoint Trail) და VA NEPHRON-D (The Veterans Affairs Nephropaty in Diabetes)) შესწავლილ იქნა აგფ ინჰიბიტორებისა და ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორების კომბინაციაში გამოყენება.

ONTARGET კვლევაში მონაწილეობას ღებულობდნენ პაციენტები, რომელთაც ანამნეზში აღენიშნებოდათ გულ-სისხლძარღვთა და ცერებროვასკულარული დაავადებები, აღენიშნებოდათ შაქრიანი დიაბეტი, ტიპი 2, ორგანოების გამოხატული დაზიანებით. VA NEPHRON-D კვლევაში მონაწილეობდნენ პაციენტები, რომელთაც აღენიშნებოდათ შაქრიანი დიაბეტი, ტიპი 2, და დიაბეტური ნეფროპათია.

აღნიშნულმა კვლევებმა არ გამოავლინა მნიშვნელოვანი სასარგებლო ეფექტი კლინიკურ შედეგებზე თირკმელების და/ან გულ-სისხლძარღვთა სისტემების ან ლეტარული შედეგის თვალსაზრისით, ხოლო, მონოთერაპიასთან შედარებით, დაფიქსირდა ჰიპერკალემიის, თირკმლის ფუნქციის მწვავე დარღვევის და/ან ჰიპოტენზიის მომატებული რისკი. მათი მსგავსი ფარმაკოდინამიკური თვისებების გათვალისწინებით, ეს შედეგები ვრცელდება სხვა აგფ ინჰიბიტორებსა და ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორებზეც.

აქედან გამომდინარე, აგფ ინჰიბიტორებისა და ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორების ერთდროული გამოყენება არ შეიძლება დიაბეტური ნეფროპათიის მქონე პაციენტებში.

ALTITUDE კვლევა (Aliskiren Trial in Type 2 Dibetes Using Cardiovascular and Renal Disease Endpoints) იკვლევდა აგფ ინჰიბიტორების ან ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორების სტანდარტულ თერაპიაში ალისკირენის დამატების სარგებელს იმ პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებოდათ შაქრიანი დიაბეტი, ტიპი 2, თირკმელების ქრონიკული დაავადებებით, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ან დაავადებების ორივე ტიპი. გვერდითი მოვლენების გაზრდილი რისკის გამო, კვლევა ვადამდე ადრე შეწყდა. გულსისხლძარღვთა ან ინსულტის მიზეზით ლეტალური შედეგი უფრო ხშირად ვლინდებოდა ალისკირენის მიმღებ ჯგუფში, ვიდრე პლაცებოს ჯგუფში. ანალოგიურად, გვერდითი მოვლენები და სერიოზული გვერდითი მოვლენები (ჰიპერკალემია, ჰიპოტენზია და თირკმლის ფუნქციის დარღვევა) უფრო ხშირი იყო ალისკირენის მიმღებ ჯგუფში, ვიდრე პლაცებოს ჯგუფში.

ლერკანიდიპინი

ლერკანიდიპინი არის დიჰიდროპირიდინის ჯგუფის კალციუმის ანტაგონისტი, რომელიც თრგუნავს კალციუმის ტრანსმემბრანულ ნაკადს გულის კუნთსა და გლუვ კუნთებში. ჰიპოტენზიური მოქმედება დაფუძნებულია პირდაპირ რელაქსაციურ ზემოქმედებაზე, რომელსაც ახდენს სისხლძარღვების გლუვ კუნთებზე, რის შედეგადაც ხდება საერთო პერიფერიული წინააღმდეგობის დაქვეითება. მიუხედავად პლაზმიდან მისი ფარმაკოკინეტიკური ნახევარგამოყოფის ხანმოკლე პერიოდისა, ლერკანიდიპინს გააჩნია პროლონგირებული ჰიპოტენზიური მოქმედება მემბრანული გაყოფის მაღალი კოეფიციენტის შედეგად და არ გააჩნია უარყოფითი ინოტროპული მოქმედება მისი მაღალი სისხლძარღვოვანი სელექციურობის გამო.

ვინაიდან ლერკანიდიპინით გამოწვეული ვაზოდილატაცია ხდება თანდათანობით, არტერიული ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში იშვიათად აღინიშნება მწვავე არტერიული ჰიპოტენზია რეფლექსური ტაქიკარდიით.

სხვა ასიმეტრიული 1,4-დიჰიდროპირიდინების მსგავსად, ლერკანიდიპინის ანტიჰიპერტენზიული მოქმედება ძირითადად განპირობებულია მისი (S)-ენანტიომერით.

ენალაპრილი/ლერკანიდიპინი

ამ ნივთიერებების კომბინაციას აქვს დამატებითი ანტიჰიპერტენზიული ეფექტი, რომელიც არტერიულ წნევას ამცირებს უკეთ, ვიდრე მხოლოდ ერთი რომელიმე კომპონენტი.

ლერდაპრილი 10 მგ/10 მგ

ძირითადი, ორმაგ- ბრმა, III ფაზის დამატებით კლინიკური კვლევის ფარგლებში, რომელშიც მონაწილეობდა 342 პირი, რომლებიც არ რეაგირებდნენ 10 მგ ლერკანიდიპინზე ( SDBP 95-114 და SSBP 140-189მმ ვწყ.სვ.), 12-კვირიანი მკურნალობის შემდეგ 10მგ ენალაპრილის /10მგ ლერკანიდიპინის კომბინაციის მიღებისას SSBP-ს შემცირება 5.4 მმ.ვწყ.სვ.-ით აღემატებოდა მხოლოდ 10მგ ლერკანიდიპინის მიღებისას დაფიქსირებულ მაჩვენებელს (-7.7 მმ ვწყ. სვ. vs -2.3მმ ვწყ. სვ. p<0.001). ასევე, კომბინაციის მიღებისას SDBP-ის შემცირება 2.8 მმ.ვწყ.სვ.-ით აღემატებოდა მონოთერაპიის დროს დაფიქსირებულ მაჩვენებელს (-7.1მმ.ვწყ.სვ. vs -4.3 მმ.ვწყ.სვ., p<0.001). რეაგირების შემთხვევაში მაჩვენებელი მნიშვნელოვნად მაღალი იყო კომბინირებული თერაპიის დროს, ვიდრე მონოთერაპიის დროს: 41% vs 24% (p <0.001) SSBP-სთვის და 35% vs 24%(p = 0.032) SDBP-სთვის. კომბინირებულ მკურნალობაზე მყოფი პაციენტების მნიშვნელოვნად დიდ ნაწილში აღინიშნა SSBP-ისა (39% vs 22%, p <0.001) და SDBP-ის (29% vs 19%, p = 0.023) ნორმალიზება, მონოთერაპიაზე მყოფ პაციენტებთან შედარებით. ამ კვლევის ღია, გრძელვადიანი შემდგომი ფაზის დროს, 20 მგ ენალაპრილი /10 მგ ლერკანიდიპინის კომბინაციის ტიტრაცია დასაშვები იყო >140/90 მმ ვწყ. სვ. არტერიული წნევის პირობებში: ტიტრაცია მოხდა 133/221 პაციენტში და SDBP ნორმალიზდა ტიტრირების შემდეგ ამ შემთხვევების 1/3-ში.

ლერდაპრილი 20 მგ/10 მგ

ძირითადი, ორმაგ- ბრმა, III ფაზის დამატებით კლინიკური კვლევის ფარგლებში, რომელშიც მონაწილეობდა 327 პირი, რომლებიც არ რეაგირებდნენ 20 მგ ენალაპრილზე (SDBP 95-114 და SSBP 140-189მმ ვწყ.სვ.), პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ 20 მგ ენალაპრილს /10 მგ ლერკანიდიპინს, SSBP (-9.8 vs -6.7 მმ ვწყ.სვ., p=0.013) და SDBP (-9.2 vs. -7.5 მმ ვწყ.სვ., p=0.015) მნიშვნელოვნად შემცირდა იმ პაციენტებთან შედარებით, რომლებიც გადიოდნენ მონოთერაპიას. რეაგირების შემთხვევაში მაჩვენებელი არ იყო მნიშვნელოვნად მაღალი კომბინირებული თერაპიის დროს, ვიდრე მონოთერაპიის დროს: (53% vs 43%, p=0.076 SDBP-თვის და 41% vs 33%, p=0.116 SSBP-თვის) და კომბინირებულ მკურნალობაზე მყოფი პაციენტების არცთუ მნიშვნელოვნად დიდ ნაწილში აღინიშნა SDBP-ისა (48% vs 37%, p = 0.055) და SSBP-ის (33% vs 28%, p <0.325) ნორმალიზება, მონოთერაპიაზე მყოფ პაციენტებთან შედარებით.

ფარმაკოკინეტიკური თვისებები

ენალაპრილისა და ლერკანიდიპინის ერთდროული გამოყენებისას ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედება არ დაფიქსირებულა.

ენალაპრილის ფარმაკოკინეტიკა:

აბსორბცია

შიგნით მისაღები ენალაპრილი სწრაფად შეიწოვება, შრატში ენალაპრილის მაქსიმალური კონცენტრაცია აღინიშნება 1 საათის განმავლობაში. შარდში გამოყოფილი კონცენტრაციიდან გამომდინარე ორგანიზმში შეიწოვება ტაბლეტში შემავალი ენალაპრილის მალეატის 60%. კუჭ-ნაწლავში საკვების არსებობა არ მოქმედებს შიგნით მისაღები ენალაპრილის მალეატის აბსორბციაზე.

განაწილება

შეწოვის შემდეგ, პერორალურად მიღებული ენალაპრილი სწრაფად და ინტენსიურად ჰიდროლიზდება ენალაპრილატად (ანგიოტენზინის გარდამქმნელი ფერმენტის ძლიერი ინჰიბიტორი). ენალაპრილატის მაქსიმალური კონცენტრაცია შრატში მიიღწევა ენალაპრილის მალეატის პერორალური მიღებიდან დაახლოებით 4 საათის შემდეგ. ენალაპრილის დოზის მრავალჯერადი მიღების შემდეგ აკუმულირებული ენალაპრილატის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 11 საათს. თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებში ენალაპრილატის წონასწორული კონცენტრაცია შრატში მიიღწევა მკურნალობის დაწყებიდან ოთხი დღის შემდეგ.

თერაპიულად მნიშვნელოვანი კონცენტრაციების ფარგლებში ენალაპრილატის შეკავშირება ადამიანის პლაზმის ცილებთან არ აღემატება 60%-ს.

ბიოტრანსფორმაცია

თუ არ ჩავთვლით ენალაპრილატამდე გარდაქმნას, ენალაპრილის მალეატი არ განიცდის მნიშვნელოვან მეტაბოლიზმს.

ელიმინაცია

ენალაპრილატი ძირითადად გამოიყოფა თირკმელების საშუალებით. შარდში გამოყოფილი ნივთიერებებიდან ძირითადია ენალაპრილატი, რომელიც შეადგენს მიღებული დოზის 40%-ს და შეუცვლელი ენალაპრილი (დაახლოებით 20%).

თირკმლის ფუნქციის დარღვევა:

ენალაპრილისა და ენალაპრილატის ზემოქმედება იზრდება თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში. დღეში ერთხელ 5 მგ-ს მიღების შემდეგ თირკმლის მსუბუქი და საშუალო სიმძიმის უკმარისობის მქონე პაციენტებში (კრეატინინის კლირენსი 40-60 მლ/წთ), ენალაპრილატის AUC წონასწორულ მდგომარეობაში დაახლოებით ორჯერ მეტი იყო, ვიდრე თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებში. თირკმლის მძიმე უკმარისობის შემთხვევაში (კრეატინინის კლირენსი ≤ 30 მლ/წთ), AUC გაიზარდა დაახლოებით 8-ჯერ. თირკმლის ასეთი ხარისხის უკმარისობის დროს ენალაპრილის მალეატის რამდენჯერმე მიღების შემდეგ ნახევარგამოყოფის პერიოდი ხანგრძლივდება, ხოლო სტაბილური კონცენტრაციის მიღწევის დრო იზრდება (იხ. პუნქტი 4.2).

სისხლის მიმოქცევიდან ენალაპრილატი შეიძლება გამოიდევნოს ჰემოდიალიზის გზით. კლირენსი დიალიზის დროს არის 62 მლ/წთ.

ლაქტაცია:

მშობიარობის შემდეგ ხუთ ქალში 20 მგ ერთჯერადი პერორალური დოზის გამოყენებისას, რძეში ენალაპრილის საშუალო პიკური დონე იყო 1,7 მკგ/ლ (დიაპაზონი 0,54- 5,9 მკგ/ლ) დოზის მიღებიდან 4-6 საათის შემდეგ. ენალაპრილატის საშუალო პიკური დონე იყო 1,7 მკგ/ლ (დიაპაზონი, 1,2-დან 2,3 მკგ/ლ-მდე); პიკების გამოვლენა 24 საათის განმავლობაში სხვადასხვა დროს მოხდა. რძეში პიკური დონის მონაცემების გამოყენებით, მხოლოდ ძუძუთი კვებაზე მყოფი ჩვილის მიერ სავარაუდო მაქსიმალური მიღება იქნება დედის წონაზე მორგებული დოზის დაახლოებით 0.16%. 11 თვის განმავლობაში დღეში 10მგ ენალაპრილის პერორალურად მიღებისას, რძეში ენალაპრილის პიკური კონცენტრაცია 2 მკგ/ლ დაფიქსირდა დოზის მიღებიდან 4 საათის შემდეგ, ხოლო ენალაპრილატის მაქსიმალური კონცენტრაცია 0,75 მკგ/ლ დაფიქსირდა დოზის მიღებიდან დაახლოებით 9 საათის შემდეგ. ენალაპრილისა და ენალაპრილატის საერთო რაოდენობამ რძეში 24 საათის განმავლობაში შეადგინა რძის 1.44მკგ/ლ და 0,63 მკგ/ლ, შესაბამისად. რძეში ენალაპრილატის დონე არ გამოვლინდა (<0.2 მკგ/ლ) 4 საათში ენალაპრილის ერთჯერადი 5მგ დოზის გამოყენებისას ერთ დედაში და 10მგ-ის გამოყენებისას ორ დედაში; ენალაპრილის დონე ვერ განისაზღვრა.

ლერკანიდიპინის ფარმაკოკინეტიკა:

აბსორბცია

ლერკანიდიპინი პერორალური მიღების შემდეგ მთლიანად შეიწოვება და სისხლის პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაცია აღინიშნება დაახლოებით 1.5-3 საათის შემდეგ.

ლერკანიდიპინის ორი ენანტიომერი ავლენს პლაზმის კონცენტრაციის მსგავს პროფილს: მათი მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაციის მიღწევის დრო ერთნაირია, (S)-ენანტიომერის მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაცია და AUC საშუალოდ 1,2-ჯერ მაღალია, ხოლო ორივე ენანტიომერის ნახევარგამოყოფის პერიოდი პრაქტიკულად ერთნაირია. ენანტიომერების ერთმანეთში ურთიერთგარდაქმნა in vivo არ აღინიშნა.

ღვიძლში პირველად გავლის შემდეგ ინტენსიური მეტაბოლიზმის შედეგად კვების შემდეგ მიღებული ლერკანიდიპინის აბსოლუტური ბიოშეღწევადობა შეადგენს დაახლოებით 10%-ს; ამასთან, ბიოშეღწევადობა სამჯერ მცირდება ჯანმრთელი მოხალისეების მიერ უზმოზე მიღებისას.

ლერკანიდიპინის პერორალური გამოყენების შემდეგ ბიოშეღწევადობა იზრდება 4-ჯერ, თუ მიიღება ძალიან ცხიმიანი საკვების მიღებიდან არაუგვიანეს 2 საათის შემდეგ. ამიტომ, პრეპარატი უნდა იქნას მიღებული ჭამის წინ.

განაწილება

პლაზმიდან ქსოვილებსა და ორგანოებში განაწილება ხდება სწრაფად და ექსტენსიურად.

შრატის ცილებთან ლერკანიდიპინის შეკავშირების ხარისხი აღემატება 98%-ს. იმის გამო, რომ თირკმელების ან ღვიძლის მძიმე ხარისხის უკმარისობისას პლაზმის ცილების დონე ქვეითდება, შეიძლება გაიზარდის თავისუფალი პრეპარატის ფრაქცია.

ბიოტრანსფორმაცია

ლერკანიდიპინი ინტენსიურად მეტაბოლიზდება CYP3A4 ფერმენტით; საწყისი ნივთიერების სახით არ ხვდება არც შარდში და არც განავალში. ის უპირატესად გარდაიქმნება არააქტიურ მეტაბოლიტებად და დოზის დაახლოებით 50% გამოიყოფა შარდით.

ადამიანის ღვიძლის მიკროსომებით in vitro ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ ლერკანიდიპინი ავლენს CYP3A4-ის და CYP2D6-ის ფერმენტების გარკვეული ხარისხის ინჰიბირებას შესაბამისად 160 და 40-ჯერ მეტი კონცენტრაციისას, ვიდრე კონცენტრაციები, რომლებიც მაქსიმალურად მიიღწეოდა პლაზმაში 20 მგ-ის მიღების შემდეგ.

გარდა ამისა, ადამიანებში ურთიერთქმედების კვლევებმა აჩვენა, რომ ლერკანიდიპინი არ ცვლის მიდაზოლამის (CYP3A4-ის ტიპიური სუბსტრატი) ან მეტოპროლოლის (CYP2D6-ის ტიპიური სუბსტრატი) პლაზმურ კონცენტრაციებს. ამიტომ, CYP3A4-ით ან CYP2D6-ით მეტაბოლიზებული პრეპარატების ბიოტრანსფორმაციის ინჰიბირება ლერკანიდიპინის თერაპიული დოზებით მოსალოდნელი არ არის.

ელიმინაცია

ელიმინაცია ძირითადად ხდება ბიოტრანსფორმაციის გზით.

ნახევარგამოყოფის საშუალო ტერმინალური პერიოდი შეადგენს 8-10 საათს, ხოლო თერაპიული მოქმედება გრძელდება 24 საათის განმავლობაში, რაც დაკავშირებულია პრეპარატის ინტენსიურ შეკავშირებასთან ლიპიდურ მემბრანებთან. განმეორებითი გამოყენებისას კუმულაცია არ აღინიშნება.

ხაზოვნება/არახაზოვნება

ლერკანიდიპინის პერორალური მიღებისას პლაზმაში ლერკანიდიპინის კონცენტრაცია არ არის დოზის პირდაპირპროპორციული (არახაზოვანი კინეტიკა). 10, 20 ან 40 მგ-ის მიღების შემდეგ, პლაზმაში აღნიშნული კონცენტრაციის მაქსიმალური მნიშვნელობების თანაფარდობა წარმოადგენს 1:3:8, ხოლო მრუდის ქვეშ ფართობი „კონცენტრაცია პლაზმაში - დრო“ - 1:4:18, რაც მიუთითებს მეტაბოლიზმის პროგრესირებად გაჯერებაზე ღვიძლში პირველად გავლისას. შესაბამისად, ბიოშეღწევადობა იზრდება დოზის გაზრდასთან ერთად.

პაციენტთა განსაკუთრებული ჯგუფები

ლერკანიდიპინის ფარმაკოკინეტიკა ხანდაზმულ პაციენტებში და თირკმელების ფუნქციის მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის დარღვევების მქონე პაციენტებში, ან ღვიძლის ფუნქციის მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის დარღვევების მქონე პაციენტებში, პაციენტების საერთო პოპულაციაში პრეპარატის ფარმაკოკინეტიკის მსგავსია; თირკმელების ფუნქციის მძიმე დარღვევების მქონე პაციენტებში ან დიალიზზე მყოფ პაციენტებში პრეპარატის კონცენტრაცია აღმოჩნდა უფრო მაღალი (დაახლოებით 70%). ღვიძლის საშუალო ან მძიმე ხარისხის უკმარისობის მქონე პაციენტებში ლერკანიდიპინის სისტემური ბიოშეღწევადობა, სავარაუდოდ, იზრდება, რადგან ჩვეულებრივ ღვიძლში ის განიცდის ინტენსიურ მეტაბოლიზმს.

პრეკლინიკური უსაფრთხოების მონაცემები

ენალაპრილი/ლერკანიდიპინის კომბინაცია

ენალაპრილისა და ლერკანიდიპინის ფიქსირებული დოზის კომბინაციის ტოქსიკური პოტენციალი შეფასდა 3-თვიან კვლევაში ვირთხებში პერორალურად გამოყენების შემდეგ და გენოტოქსიურობის ორი კვლევის საფუძველზე. კომბინაციამ არ შეცვალა ორი ცალკეული კომპონენტის ტოქსიკოლოგიური პროფილი.

ქვემოთ მოცემულია ინფორმაცია ორი ცალკეული კომპონენტის, ენალაპრილისა და ლერკანიდიპინის შესახებ.

ენალაპრილი

არაკლინიკურმა მონაცემებმა არ გამოავლინა განსაკუთრებული საფრთხე ადამიანისთვის უსაფრთხოების ფარმაკოლოგიის, განმეორებითი დოზის ტოქსიკურობის, გენოტოქსიკურობის, კანცეროგენული პოტენციალის, რეპროდუქციისა და განვითარების ტოქსიკურობის სტანდარტული კვლევების საფუძველზე.

რეპროდუქციული ტოქსიკურობის კვლევებმა აჩვენა, რომ ენალაპრილი არ ახდენს გავლენას ვირთხების ფერტილობაზე ან რეპროდუქციულ ფუნქციებზე და არ არის ტერატოგენული. კვლევის ფარგლებში დედალ ვირთხებში შეჯვარებამდე და გესტაციის პერიოდში დოზის გამოყენებისას ნაშიერების სიკვდილიანობის გაზრდილი სიხშირე დაფიქსირდა ლაქტაციის პერიოდში. ნაერთი აღწევს პლაცენტაში და გამოიყოფა რძეში. დადგენილია, რომ ანგიოტენზინგარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორებს, როგორც კლასს, აქვს არასასურველ მოქმედება ნაყოფის განვითარებაზე, რაც იწვევს ნაყოფის სიკვდილს და თანდაყოლილ დეფექტებს, განსაკუთრებით თავის ქალასთან დაკავშირებით. ასევე დაფიქსირდა ფეტოტოქსიურობა, საშვილოსნოსშიდა ზრდა-განვითარების შეფერხება და ღია არტერიული სადინარი (PDA). ითვლება, რომ განვითარების ეს დარღვევები ნაწილობრივ განპირობებულია აგფ ინჰიბიტორების პირდაპირი მოქმედებით ნაყოფის რენინ-ანგიოტენზინის სისტემაზე და ნაწილობრივ დედის ჰიპოტენზიით გამოწვეული იშემიით და საშვილოსნო-პლაცენტური სისხლის მიმოქცევის დარღვევითა და ჟანგბადის/კვებითი ნივთიერებების ნაყოფისთვის მიწოდების შემცირებით.

ლერკანიდიპინი

არაკლინიკურმა მონაცემებმა არ გამოავლინა განსაკუთრებული საფრთხე ადამიანისთვის უსაფრთხოების ფარმაკოლოგიის, განმეორებითი დოზის ტოქსიკურობის, გენოტოქსიკურობის, კანცეროგენული პოტენციალის, რეპროდუქციისა და განვითარების ტოქსიკურობის სტანდარტული კვლევების საფუძველზე.

ვირთხებსა და ძაღლებში ჩატარებულ გრძელვადიან კვლევებში დაფიქსირებული შესაბამისი ეფექტები პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებული იყო კალციუმის არხების ბლოკატორების დიდი დოზების ცნობილ ეფექტებთან, რაც უპირატესად ასახავს გაზრდილ ფარმაკოდინამიკურ აქტივობას.

ლერკანიდიპინით მკურნალობას არ ჰქონდა გავლენა ვირთხების ფერტილობაზე ან საერთო რეპროდუქციულ ფუნქციაზე, მაგრამ მაღალი დოზებით გამოყენებამ გამოიწვია ემბრიონის პრე- და პოსტიმპლანტაციური დაკარგვა, ასევე, ნაყოფის განვითარების შეფერხება. ვირთხებსა და კურდღლებში რაიმე ტერატოგენული მოქმედების ნიშნები არ გამოვლენილა, მაგრამ სხვა დიჰიდროპირიდინები აღმოჩნდა ტერატოგენული ცხოველებში. მშობიარობის დროს ლერკანიდიპინის მაღალი დოზების (12მგ/კგ/დღე-ღამეში) შეყვანა იწვევდა დისტოციას.

მაკე ცხოველების ორგანიზმში ლერკანიდიპინის ან/და მისი მეტაბოლიტების განაწილების პროცესი და მათი რძეში გადასვლა შესწავლილი არ არის.

ფარმაცევტული მონაცემები

შემავსებლების ჩამონათვალი

ტაბლეტის ბირთვი: მიკროკრისტალური ცელულოზა, ლაქტოზის მონოჰიდრატი, მაგნიუმის სტეარატი, პოვიდონი K30, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი (A ტიპი), ნატრიუმის წყალბადის კარბონატი.

ტაბლეტის გარსი:

[10 მგ/10 მგ] Opadry II White 85F18422, რომელიც შეიცავს: პოლივინილალკოჰოლს, ტიტანის დიოქსიდს (E171), მაკროგოლს/PEG 3350, ტალკს.

[20 მგ/10 მგ] Opadry II Yellow 85F32645, რომელიც შეიცავს: პოლივინილალკოჰოლს, ტიტანის დიოქსიდს (E171), მაკროგოლს/PEG 3350, ტალკს, რკინის ყვითელ ოქსიდს (E172).

შეუთავსებლობა

არ არის ცნობილი.

ვარგისიანობის ვადა

[10 მგ/10 მგ-თვის] 2 წელი

[20 მგ/10 მგ-თვის] 2წელი.

შენახვის განსაკუთრებული პირობები

ინახება არაუმეტეს 30°C ტემპერატურაზე. შეინახეთ თავდაპირველ შეფუთვაში სინათლისგან და ნესტისგან დასაცავად.

შეფუთვა

ბლისტერი: Al/OPA/PVC/AL ფოლგა

შეფუთვის ზომა: 30 შემოგარსული ტაბლეტი.

ყველა ზომის შეფუთვა შეიძლება არ იყოს ხელმისაწვდომი ბაზარზე.

ნარჩენების განკარგვა

არ საჭიროებს განსაკუთრებულ მოთხოვნებს.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით.

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი

შპს „ნიუ ფარმ გრუპი“

საქართველო, თბილისი,0119, ევდოშვილის ქ.#18

სავაჭრო ლიცენზიის ნომერი:

პირველი რეგისტრაციის/ განახლებული რეგისტრაციის თარიღი

ტექსტის გადახედვის თარიღი

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახეთ ორიგინალი ან ჰკითხეთ ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა