ლევომედი
LEVOMED®
ლევომედი შეიცავს ლევოდოპას და კარბიდოპას, ორ სხვადასხვა მედიკამენტს. ლევოდოპა მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, ე.წ. პარკინსონის საწინააღმდეგო საშუალებებს. კარბიდოპა ქიმიური ნივთიერებაა, რომელიც ლევოდოპას მოქმედებას უფრო ეფექტიანს ხდის, ორგანიზმის მიერ ლევოდოპას დაშლის სიჩქარის დაქვეითებით. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ლევოდოპა (levodopa) + კარბიდოპა (carbidopa)
- ფორმა და შეფუთვა
- 250მგ+25მგ ტაბლეტი №100
- მწარმოებელი
- MEDOCHEMIE LTD, კვიპროსი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- პარკინსონიზმის საწინააღმდეგო პრეპარატები, დოფა და დოფას წარმოებულები
- ATC კოდი
- N04BA02
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-042617
- რეგისტრირებულია
- 13 იანვარი 2025, მოქმედებს 13 იანვარი 2030-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- განმცხადებელი
- სს „გეფა“
- GMP
- -
ლევომედი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ლევომედი შეიცავს ლევოდოპას და კარბიდოპას, ორ სხვადასხვა მედიკამენტს.
ლევოდოპა მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, ე.წ. პარკინსონის საწინააღმდეგო საშუალებებს. კარბიდოპა ქიმიური ნივთიერებაა, რომელიც ლევოდოპას მოქმედებას უფრო ეფექტიანს ხდის, ორგანიზმის მიერ ლევოდოპას დაშლის სიჩქარის დაქვეითებით. ლევომედი ინიშნება პარკინსონის დაავადების ყველა სტადიის სამკურნალოდ. ის ხსნის პარკინსონის დაავადების ბევრ სიმპტომს, განსაკუთრებით მოძრაობის რიგიდობასა და შენელებას.
ექიმმა პაციენტს უნდა მიაწოდოს ინფორმაცია მისი მკურნალობისა და დაავადების შესახებ.
მიღების წესი და დოზირება
ლევომედის მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად ექიმის დანიშნულების მიხედვით. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, უნდა მიმართოს ექიმს ან ფარმაცევტს. მედიკამენტის დოზა დღეში, მიღების სიხშირე და მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია სამედიცინო პრობლემაზე, რისთვისაც იღებს მას პაციენტი. დამატებითი ინფორმაციისათვის საჭიროა ექიმთან მიმართვა. დაუშვებელია ექიმის მიერ რეკომენდებულზე მეტი ტაბლეტის მიღება.
ტაბლეტები უნდა გადაიყლაპოს.
ტაბლეტების მიღება უნდა მოხდეს დროის რეგულარული ინტერვალებით, ექიმის ინსტრუქციის შესაბამისად. დაუშვებელია ექიმთან კონსულტაციის გარეშე ტაბლეტების მიღების დროის ცვლილება ან პარკინსონის საწინააღმდეგო ტაბლეტების დამატებით მიღება.
თუ პაციენტს არ უმკურნალია ლევოდოპათი, ლევომედი 100/10-ის საწყისი რეკომენდებული დოზაა ერთი ტაბლეტი 3-4-ჯერ დღეში; ლევომედი 250/25-ის ნახევარი ან ერთი ტაბლეტი ერთხელ ან ორჯერ დღეში.
თუ პაციენტი იღებდა ლევოდოპას, ლევომედის მიღებამდე ექიმმა შეიძლება შეაწყვეტინოს პაციენტს პარკინსონის საწინააღმდეგო ტაბლეტების მიღება 12 საათის ან 24 საათის განმავლობაში, თუ ეს იყო ნელი გამოთავისუფლების ტაბლეტი.
ლევომედი 250/25-ის რეკომენდებული დოზაა ერთი ტაბლეტი 3-4-ჯერ დღეში, ლევომედი 100/10-ის-ის დოზა დამოკიდებულია წინა მკურნალობაზე.
დოზა შეიძლება გაიზარდოს ექიმის მიერ. მკურნალი ექიმი განსაზღვრავს, როდის და როგორ უნდა მოხდეს დოზის მომატება.
ყოველთვის დაცული უნდა იყოს ექიმის ინსტრუქციები. ტაბლეტების მიღება უნდა გაგრძელდეს ექიმის დანიშნულების მიხედვით.
ტაბლეტების მიღება სასურველია არ მოხდეს მძიმე საკვებთან ერთად.
ხანდაზმულები
არ არის საჭირო დოზის კორექცია. შრატში დონეები უფრო მაღალია ხანდაზმულებში.
ბავშვები
ლევომედი არ არის რეკომენდებული 18 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის.
ლევომედის დოზის გადაჭარბებისას
დიდი რაოდენობით ტაბლეტების მიღებისას საჭიროა უახლოესი საავადმყოფოს ემერჯენსის დეპარტამენტში ან მკურნალ ექიმთან მიმართვა დაუყოვნებლივ. პაციენტმა თან უნდა იქონიოს ლევომედის შეფუთვა.
ლევომედის დოზის გამოტოვებისას
დოზის გამოტოვება არ არის საგანგაშო, შემდეგი დოზის მიღება უნდა მოხდეს ჩვეულ დროს. დაუშვებელია დოზის გაორმაგება გამოტოვებულის სანაცვლოდ.
ლევომედით მკურნალობის შეწყვეტისას
ლევომედით მკურნალობის შეწყვეტა ან დოზის ცვლილება არ უნდა მოხდეს ექიმთან კონსულტაციის გარეშე. ლევომედით მკურნალობის შეწყვეტისას შეიძლება განვითარდეს შემდეგი სიმპტომები: კუნთების გაშეშება, მაღალი ტემპერატურა (ცხელება) და ფსიქიკური ცვლილებები.
პროდუქტის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების არსებობისას საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.
უკუჩვენებები
თუ პაციენტი ალერგიულია (ჰიპერმგრძნობიარეა) კარბიდოპას ან ლევოდოპას ან ლევომედის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ;
თუ პაციენტი დეპრესიის გამო მკურნალობდა მონოამინის ოქსიდაზის გარკვეული ინჰიბიტორებით (მაო-ი) (მაგ.: სელეგილინის ჰიდროქლორიდი);
თუ პაციენტს ანამნეზში აღენიშნება მელანომა (კანის კიბოს ტიპი), გაღიზიანებული ხალი, ახალი ხალის წარმოქმნა ან კანის პიგმენტური ადგილის ცვლილება;
თუ პაციენტს აღენიშნება დახურულკუთხოვანი გლაუკომა ან დისკომფორტი თვალში, რომლის შესახებ არ არის კონსულტაცია გავლილი ექიმთან;
თუ პაციენტი არის ფეხმძიმედ, გეგმავს ფეხმძიმობას ან არის მეძუძური დედა;
თუ პაციენტს აღენიშნება მძიმე ფსიქიკური მდგომარეობა.
ლევომედის მიღებისას განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო:
თუ პაციენტს აღენიშნება გულყრების ანამნეზი;
თუ პაციენტს აღენიშნება გულის, სისხლის მიმოქცევის ან სუნთქვის პრობლემები;
თუ პაციენტს აღენიშნება ღვიძლის, ჰორმონალური ან თირკმლის პრობლემები;
თუ პაციენტს აღენიშნება კუჭის წყლული;
თუ პაციენტი იმყოფება ცილების მაღალი რაოდენობის შემცველ დიეტაზე, რადგან შეიძლება გავლენა იქონიოს ტაბლეტებზე.
ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი ან ოჯახის წევრი/მომვლელი შეამჩნევს, რომ პაციენტს უვითარდება ლტოლვა ან სურვილი მოიქცეს უჩვეულოდ ან პაციენტს არ შეუძლია წინააღმდეგობა გაუწიოს იმპულსებს, სურვილს ან ცდუნებას, შეასრულოს ისეთი ქმედებები, რომლებსაც შეუძლია ავნოს თვითონ პაციენტს ან გარშემომყოფებს. ასეთ ქცევას ეწოდება იმპულსის კონტროლის დარღვევა და შეიძლება მოიცავდეს აზარტულ თამაშზე დამოკიდებულებას, გადაჭარბებულ ჭამას ან ფულის ხარჯვას, პათოლოგიურ სექსუალურ ლტოლვას ან სექსუალური ფიქრების ან შეგრძნებების გაძლიერებას. მკურნალმა ექიმმა შეიძლება გადახედოს მკურნალობის სქემას.
სხვა მედიკამენტების მიღებისას:
ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს, უკანასკნელ პერიოდში იღებდა ან აპირებს მიიღოს ნებისმიერი მედიკამენტი, ურეცეპტოდ გასაცემი მედიკამენტების ჩათვლით. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მკურნალ ექიმს ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს:
მონოამინის ოქსიდაზის ინჰიბიტორებს (მაო-ი) – სანამ ექიმი არ ჩათვლის საჭიროდ მათ მიღებას;
ანტიჰიპერტენზიულ საშუალებებს (გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ), რადგან შეიძლება საჭირო გახდეს დოზის კორექცია;
ანტიქოლონერგულ მედიკამენტებს (როგორიცაა ორფენადრინი, ტრიჰექსილფენიდილი, ბენზატროპინი და პროციკლიდინი - გამოიყენება ჰიპერსალივაციის სამკურნალოდ და ტრემორის და რიგიდობის შესამცირებლად);
ანტიდეპრესანტებს – დეპრესიის სამკურნალო მედიკამენტები;
ანტიფსიქოზურ მედიკამენტებს (როგორიცაა: ფენოთიაზინები, ბუტიროფენონები და რისპერიდონი) – გამოიყენება ფსიქიკური დაავადებების და დეპრესიის დროს;
იზონიაზიდს - გამოიყენება ტუბერკულოზის სამკურნალოდ;
ანტაციდებს;
სელეგილინს – გამოიყენება პარკინსონის დაავადების სამკურნალოდ;
ფენიტოინს – გამოიყენება გულყრების სამკურნალოდ;
პაპავერინს - გამოიყენება იმპოტენციის სამკურნალოდ მამაკაცებში;
რკინას ან რკინის დანამატებს.
გარდა ამისა, თუ პაციენტი იმყოფება ცილების მაღალი შემცველობის დიეტაზე, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია, რადგან ამან შეიძლება გავლენა იქონიოს ლევოდოპას შეწოვაზე.
უნდა აღინიშნოს, რომ ამ მედიკამენტმა შეიძლება გავლენა იქონიოს სისხლის ან შარდის ზოგიერთ ანალიზზე. თუ პაციენტს ესაჭიროება ანალიზების ჩატარება, ექიმს უნდა ეცნობოს, რომ ის იღებს ლევომედს.
ლევომედით მკურნალობის განმავლობაში ექიმმა შეიძლება დანიშნოს გამოკვლევები ღვიძლის ფუნქციის, თირკმლის ფუნქციის შესამოწმებლად, ასევე, შეიძლება საჭირო გახდეს სისხლის საერთო ანალიზის აღება და ელექტროკარდიოგრამის გადაღება.
ფეხმძიმობა და ძუძუთი კვება
დაუშვებელია ლევომედის მიღება ფეხმძიმობის, შესაძლო ფეხმძიმობის ან ძუძუთი კვების დროს. ნებისმიერი მედიკამენტის მიღებამდე საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია ფეხმძიმობის ან ძუძუთი კვების შემთხვევაში.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
ლევომედმა შეიძლება გამოიწვიოს ძილიანობა ან „უეცარი დაძინების ეპიზოდები“. ასეთ შემთხვევაში დაუშვებელია ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვა. მკურნალი ექიმი განსაზღვრავს, როდის შეუძლია პაციენტს მართვა ამ ეპიზოდების შეწყვეტის შემდეგ.
გვერდითი მოვლენები
სხვა პრეპარატების მსგავსად, ლევომედმაც შესაძლებელია გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
ყველაზე ხშირად აღწერილ იქნა შემდეგი გვერდითი მოვლენები: პათოლოგიური მოძრაობები, მათ შორის კუნთების უნებლიე მოძრაობები და სპაზმები (რომელიც შეიძლება ჰგავდეს ან არ ჰგავდეს პარკინსონის სიმპტომებს) და გულისრევა.
სხვა გვერდითი მოვლენები:
გამონაყარი კანზე, ქავილი, სახის და ტუჩების შეშუპება, სუნთქვის უკმარისობა ან სუნთქვის გაძნელება, მაღალი ტემპერატურა (ალერგიული რეაქცია);
ტკივილი მკერდში;
არარეგულარული გულისცემა და/ან გულის თრთოლვა;
თავბრუსხვევა სწრაფად ადგომისას;
კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენა (სისხლდენა ნაწლავებიდან, რომელიც ვლინდება სისხლიანი განავლით ან მუქი ფერის განავლით);
სისხლის პათოლოგიები, რომლის სიმპტომებია: სიფერმკრთალე, დაღლილობა ცხელება, ყელის ტკივილი და სუსტი სისხლჩაქცევები და გახანგრძლივებული სისხლდენა დაზიანების შემდეგ;
კუნთების გაშეშება, მაღალი ტემპერატურა და ფსიქიკური ცვლილებები;
ფსიქიკური ცვლილებები, მათ შორის ილუზია, ჰალუცინაციები და დეპრესია;
გულყრები;
გულისწასვლა, ანორექსია;
თავბრუსხვევა, ძილიანობა (მათ შორის, ძლიერი ძილიანობა ან უეცარი დაძინების ეპიზოდები), ჩხვლეტის და წვის შეგრძნება, უჩვეულო სიზმრები, ცნობიერების დაბინდვა, აჟიტირება;
მაღალი არტერიული წნევა, ვენების ანთება;
ღებინება, დიარეა, პირის სიმშრალე, მუცლის ტკივილი, შეკრულობა;
შარდის გაუფერულება;
თმის ცვენა;
წონაში მომატება ან დაკლება.
პაციენტს შეიძლება განუვითარდეს ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენები: პაციენტს არ შეუძლია წინააღმდეგობა გაუწიოს იმპულსებს, შეასრულოს ისეთი ქმედებები, რომელიც შეიძლება საზიანო იყოს. ეს შეიძლება მოიცავდეს:
გადაჭარბებული აზარტული თამაშის ძლიერი იმპულსი, მიუხედავად პერსონალური ან ოჯახური თანმდევი შედეგებისა;
შეცვლილი ან გაძლიერებული სექსუალური ინტერესი ან ქცევა, რომელსაც აქვს მნიშვნელოვანი გავლენა თვითონ პაციენტზე ან გარშემომყოფებზე, მაგ.: გაძლიერებული სექსუალური ლტოლვა;
გაუკონტროლებელი ჭარბი შოპინგი ან ფულის ხარჯვა;
გადაჭარბებული ჭამა (დიდი რაოდენობით საკვების მიღება ხანმოკლე პერიოდში) ან კომპულსური ჭამა (ბევრი საკვების მიღება ნორმალურთან შედარებით და უფრო მეტი საკვების მიღება, ვიდრე საჭიროა შიმშილის დასაკმაყოფილებლად).
ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტს აღენიშნება რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი ქცევა; ექიმთან უნდა იქნას განხილული, თუ როგორ უნდა მოხდეს ამ სიმპტომების მოხსნა ან შესუსტება.
თუ პაციენტს აღენიშნება რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენა, ან პაციენტი ფიქრობს, რომ რომელიმე ეფექტი გამოწვეულია ლევომედის მიერ, საჭიროა ექიმთან ან ექთანთან მიმართვა. მკურნალ ექიმს აქვს მეტი ინფორმაცია ლევომედის შესახებ და ის გადაწყვეტს, რა არის უმჯობესი პაციენტისათვის.
შენახვის პირობები
ინახება 25°C-ის ქვემოთ ორიგინალური შეფუთვით სინათლისაგან დასაცავად.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
დაუშვებელია მედიკამენტის გადაგდება საკანალიზაციო წყალში ან სახლის ნაგავში. ნებისმიერი გამოუყენებელი პრეპარატის განადგურების შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ფარმაცევტთან. აღნიშნული ზომების გატარება ემსახურება გარემოს დაცვას.
დაუშვებელია მედიკამენტის გამოყენება შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, ის მითითებულია მუყაოს კოლოფზე, ასევე თითოეულ ბლისტერზე.
ექიმის მიერ ლევომედით მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ გამოუყენებელი ტაბლეტები მიტანილ უნდა იქნას ფარმაცევტთან გასანადგურებლად.
დამატებითი ინფორმაცია
ლევომედი შეიცავს:
მედიკამენტის სახელწოდებაა ლევომედი;
ლევომედი შეიცავს ლევოდოპას და კარბიდოპას.
სხვა დამხმარე ნივთიერებებია:
ლევომედი ტაბლეტები 250/25: პრეჟელატინიზირებული სახამებელი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ცელულოზის ფხვნილი, Blue Lake E132, პოვიდონი K25, მაგნიუმის სტეარატი.
ლევომედი ტაბლეტები 100/10: პრეჟელატინიზებული სახამებელი, მიკროკრისტალური ცელულოზა, Blue Lake E132, პოვიდონი K25, მაგნიუმის სტეარატი.
ლევომედის გამოშვების ფორმა და შეფუთვის შემცველობა
ლევომედის ტაბლეტები 250/25 არის ლურჯი ფერის, მრგვალი, ბრტყელი ტაბლეტები გამყოფი ხაზით.
ლევომედის ტაბლეტები 100/10 არის ლურჯი ფერის, მრგვალი, ბრტყელი ტაბლეტები გამყოფი ხაზით.
ტაბლეტები ხელმისაწვდომია პვქ/ალ ბლისტერებზე 100 ტაბლეტით.
ვაჭრობის ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი
MEDOCHEMIE LTD, 1-10 Constantinoupoleos street, 3011 Limassol, Cyprus
მედოქემი ლტდ, 1-10 კონსტანტინოპოლეოს სთრით, 3011, ლიმასოლი, კვიპროსი
ლევომედის შესახებ სრული ინფორმაცია არ არის მოცემული ამ ინსტრუქციაში. მედიკამენტის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
მედიკამენტი განკუთვნილია მხოლოდ პაციენტისათვის, დაუშვებელია მისი სხვა პირებისათვის გადაცემა.
ინსრტრუქციის შესწორების უკანასკნელი თარიღია 2012 წლის აგვისტო
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
სარეკომენდაციო ვერსია
გამოყენების ინსტრუქცია
ლევომედი 100/10 მგ და 250/25 მგ ტაბლეტები
ლევოდოპა/კარბიდოპა
გამოყენების ინსტრუქცია
პრეპარატის მიღებამდე საჭიროა გამოყენების ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა.
საჭიროა ინსტრუქციის შენახვა, შესაძლოა წარმოიშვას მისი ხელახალი გაცნობის აუცილებლობა;
დამატებითი კითხვების არსებობისას საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა;
აღნიშნული პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ პაციენტისათვის. არ შეიძლება მისი სხვა პირებისათვის მიცემა, სიმპტომების მსგავსების მიუხედავად, ის შეიძლება საზიანო აღმოჩნდეს მათთვის;
თუ რომელიმე გვერდითი მოვლენა მიიღებს სერიოზულ ხასიათს ან განვითარდება ისეთი გვერდითი ეფექტები, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.
ინსტრუქციაში მოცემულია:
- რას წარმოადგენს ლევომედი და მისი გამოყენება
- რა უნდა იცოდეს პაციენტმა ლევომედის მიღებამდე
- ლევომედის მიღების წესი
- შესაძლო გვერდითი მოვლენები
- ლევომედის შენახვის წესი
- დამატებითი ინფორმაცია
რას წარმოადგენს ლევომედი და მისი გამოყენება
ლევომედი შეიცავს ლევოდოპას და კარბიდოპას, ორ სხვადასხვა მედიკამენტს.
ლევოდოპა მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, ე.წ. პარკინსონის საწინააღმდეგო საშუალებებს. კარბიდოპა ქიმიური ნივთიერებაა, რომელიც ლევოდოპას მოქმედებას უფრო ეფექტიანს ხდის, ორგანიზმის მიერ ლევოდოპას დაშლის სიჩქარის დაქვეითებით. ლევომედი ინიშნება პარკინსონის დაავადების ყველა სტადიის სამკურნალოდ. ის ხსნის პარკინსონის დაავადების ბევრ სიმპტომს, განსაკუთრებით მოძრაობის რიგიდობასა და შენელებას.
ექიმმა პაციენტს უნდა მიაწოდოს ინფორმაცია მისი მკურნალობისა და დაავადების შესახებ.
რა უნდა იცოდეს პაციენტმა ლევომედის მიღებამდე
დაუშვებელია ლევომედის მიღება:
თუ პაციენტი ალერგიულია (ჰიპერმგრძნობიარეა) კარბიდოპას ან ლევოდოპას ან ლევომედის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ;
თუ პაციენტი დეპრესიის გამო მკურნალობდა მონოამინის ოქსიდაზის გარკვეული ინჰიბიტორებით (მაო-ი) (მაგ.: სელეგილინის ჰიდროქლორიდი);
თუ პაციენტს ანამნეზში აღენიშნება მელანომა (კანის კიბოს ტიპი), გაღიზიანებული ხალი, ახალი ხალის წარმოქმნა ან კანის პიგმენტური ადგილის ცვლილება;
თუ პაციენტს აღენიშნება დახურულკუთხოვანი გლაუკომა ან დისკომფორტი თვალში, რომლის შესახებ არ არის კონსულტაცია გავლილი ექიმთან;
თუ პაციენტი არის ფეხმძიმედ, გეგმავს ფეხმძიმობას ან არის მეძუძური დედა;
თუ პაციენტს აღენიშნება მძიმე ფსიქიკური მდგომარეობა.
ლევომედის მიღებისას განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო:
თუ პაციენტს აღენიშნება გულყრების ანამნეზი;
თუ პაციენტს აღენიშნება გულის, სისხლის მიმოქცევის ან სუნთქვის პრობლემები;
თუ პაციენტს აღენიშნება ღვიძლის, ჰორმონალური ან თირკმლის პრობლემები;
თუ პაციენტს აღენიშნება კუჭის წყლული;
თუ პაციენტი იმყოფება ცილების მაღალი რაოდენობის შემცველ დიეტაზე, რადგან შეიძლება გავლენა იქონიოს ტაბლეტებზე.
ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი ან ოჯახის წევრი/მომვლელი შეამჩნევს, რომ პაციენტს უვითარდება ლტოლვა ან სურვილი მოიქცეს უჩვეულოდ ან პაციენტს არ შეუძლია წინააღმდეგობა გაუწიოს იმპულსებს, სურვილს ან ცდუნებას, შეასრულოს ისეთი ქმედებები, რომლებსაც შეუძლია ავნოს თვითონ პაციენტს ან გარშემომყოფებს. ასეთ ქცევას ეწოდება იმპულსის კონტროლის დარღვევა და შეიძლება მოიცავდეს აზარტულ თამაშზე დამოკიდებულებას, გადაჭარბებულ ჭამას ან ფულის ხარჯვას, პათოლოგიურ სექსუალურ ლტოლვას ან სექსუალური ფიქრების ან შეგრძნებების გაძლიერებას. მკურნალმა ექიმმა შეიძლება გადახედოს მკურნალობის სქემას.
სხვა მედიკამენტების მიღებისას:
ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს, უკანასკნელ პერიოდში იღებდა ან აპირებს მიიღოს ნებისმიერი მედიკამენტი, ურეცეპტოდ გასაცემი მედიკამენტების ჩათვლით. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მკურნალ ექიმს ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს:
მონოამინის ოქსიდაზის ინჰიბიტორებს (მაო-ი) – სანამ ექიმი არ ჩათვლის საჭიროდ მათ მიღებას;
ანტიჰიპერტენზიულ საშუალებებს (გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ), რადგან შეიძლება საჭირო გახდეს დოზის კორექცია;
ანტიქოლონერგულ მედიკამენტებს (როგორიცაა ორფენადრინი, ტრიჰექსილფენიდილი, ბენზატროპინი და პროციკლიდინი - გამოიყენება ჰიპერსალივაციის სამკურნალოდ და ტრემორის და რიგიდობის შესამცირებლად);
ანტიდეპრესანტებს – დეპრესიის სამკურნალო მედიკამენტები;
ანტიფსიქოზურ მედიკამენტებს (როგორიცაა: ფენოთიაზინები, ბუტიროფენონები და რისპერიდონი) – გამოიყენება ფსიქიკური დაავადებების და დეპრესიის დროს;
იზონიაზიდს - გამოიყენება ტუბერკულოზის სამკურნალოდ;
ანტაციდებს;
სელეგილინს – გამოიყენება პარკინსონის დაავადების სამკურნალოდ;
ფენიტოინს – გამოიყენება გულყრების სამკურნალოდ;
პაპავერინს - გამოიყენება იმპოტენციის სამკურნალოდ მამაკაცებში;
რკინას ან რკინის დანამატებს.
გარდა ამისა, თუ პაციენტი იმყოფება ცილების მაღალი შემცველობის დიეტაზე, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია, რადგან ამან შეიძლება გავლენა იქონიოს ლევოდოპას შეწოვაზე.
უნდა აღინიშნოს, რომ ამ მედიკამენტმა შეიძლება გავლენა იქონიოს სისხლის ან შარდის ზოგიერთ ანალიზზე. თუ პაციენტს ესაჭიროება ანალიზების ჩატარება, ექიმს უნდა ეცნობოს, რომ ის იღებს ლევომედს.
ლევომედით მკურნალობის განმავლობაში ექიმმა შეიძლება დანიშნოს გამოკვლევები ღვიძლის ფუნქციის, თირკმლის ფუნქციის შესამოწმებლად, ასევე, შეიძლება საჭირო გახდეს სისხლის საერთო ანალიზის აღება და ელექტროკარდიოგრამის გადაღება.
ფეხმძიმობა და ძუძუთი კვება
დაუშვებელია ლევომედის მიღება ფეხმძიმობის, შესაძლო ფეხმძიმობის ან ძუძუთი კვების დროს. ნებისმიერი მედიკამენტის მიღებამდე საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია ფეხმძიმობის ან ძუძუთი კვების შემთხვევაში.
ავტომობილის და სხვა მექანიზმების მართვა
ლევომედმა შეიძლება გამოიწვიოს ძილიანობა ან „უეცარი დაძინების ეპიზოდები“. ასეთ შემთხვევაში დაუშვებელია ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვა. მკურნალი ექიმი განსაზღვრავს, როდის შეუძლია პაციენტს მართვა ამ ეპიზოდების შეწყვეტის შემდეგ.
ლევომედის მიღების წესი
ლევომედის მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად ექიმის დანიშნულების მიხედვით. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, უნდა მიმართოს ექიმს ან ფარმაცევტს. მედიკამენტის დოზა დღეში, მიღების სიხშირე და მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია სამედიცინო პრობლემაზე, რისთვისაც იღებს მას პაციენტი. დამატებითი ინფორმაციისათვის საჭიროა ექიმთან მიმართვა. დაუშვებელია ექიმის მიერ რეკომენდებულზე მეტი ტაბლეტის მიღება.
ტაბლეტები უნდა გადაიყლაპოს.
ტაბლეტების მიღება უნდა მოხდეს დროის რეგულარული ინტერვალებით, ექიმის ინსტრუქციის შესაბამისად. დაუშვებელია ექიმთან კონსულტაციის გარეშე ტაბლეტების მიღების დროის ცვლილება ან პარკინსონის საწინააღმდეგო ტაბლეტების დამატებით მიღება.
თუ პაციენტს არ უმკურნალია ლევოდოპათი, ლევომედი 100/10-ის საწყისი რეკომენდებული დოზაა ერთი ტაბლეტი 3-4-ჯერ დღეში; ლევომედი 250/25-ის ნახევარი ან ერთი ტაბლეტი ერთხელ ან ორჯერ დღეში.
თუ პაციენტი იღებდა ლევოდოპას, ლევომედის მიღებამდე ექიმმა შეიძლება შეაწყვეტინოს პაციენტს პარკინსონის საწინააღმდეგო ტაბლეტების მიღება 12 საათის ან 24 საათის განმავლობაში, თუ ეს იყო ნელი გამოთავისუფლების ტაბლეტი.
ლევომედი 250/25-ის რეკომენდებული დოზაა ერთი ტაბლეტი 3-4-ჯერ დღეში, ლევომედი 100/10-ის-ის დოზა დამოკიდებულია წინა მკურნალობაზე.
დოზა შეიძლება გაიზარდოს ექიმის მიერ. მკურნალი ექიმი განსაზღვრავს, როდის და როგორ უნდა მოხდეს დოზის მომატება.
ყოველთვის დაცული უნდა იყოს ექიმის ინსტრუქციები. ტაბლეტების მიღება უნდა გაგრძელდეს ექიმის დანიშნულების მიხედვით.
ტაბლეტების მიღება სასურველია არ მოხდეს მძიმე საკვებთან ერთად.
ხანდაზმულები
არ არის საჭირო დოზის კორექცია. შრატში დონეები უფრო მაღალია ხანდაზმულებში.
ბავშვები
ლევომედი არ არის რეკომენდებული 18 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის.
ლევომედის დოზის გადაჭარბებისას
დიდი რაოდენობით ტაბლეტების მიღებისას საჭიროა უახლოესი საავადმყოფოს ემერჯენსის დეპარტამენტში ან მკურნალ ექიმთან მიმართვა დაუყოვნებლივ. პაციენტმა თან უნდა იქონიოს ლევომედის შეფუთვა.
ლევომედის დოზის გამოტოვებისას
დოზის გამოტოვება არ არის საგანგაშო, შემდეგი დოზის მიღება უნდა მოხდეს ჩვეულ დროს. დაუშვებელია დოზის გაორმაგება გამოტოვებულის სანაცვლოდ.
ლევომედით მკურნალობის შეწყვეტისას
ლევომედით მკურნალობის შეწყვეტა ან დოზის ცვლილება არ უნდა მოხდეს ექიმთან კონსულტაციის გარეშე. ლევომედით მკურნალობის შეწყვეტისას შეიძლება განვითარდეს შემდეგი სიმპტომები: კუნთების გაშეშება, მაღალი ტემპერატურა (ცხელება) და ფსიქიკური ცვლილებები.
პროდუქტის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების არსებობისას საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.
შესაძლო გვერდითი მოვლენები
სხვა პრეპარატების მსგავსად, ლევომედმაც შესაძლებელია გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
ყველაზე ხშირად აღწერილ იქნა შემდეგი გვერდითი მოვლენები: პათოლოგიური მოძრაობები, მათ შორის კუნთების უნებლიე მოძრაობები და სპაზმები (რომელიც შეიძლება ჰგავდეს ან არ ჰგავდეს პარკინსონის სიმპტომებს) და გულისრევა.
სხვა გვერდითი მოვლენები:
გამონაყარი კანზე, ქავილი, სახის და ტუჩების შეშუპება, სუნთქვის უკმარისობა ან სუნთქვის გაძნელება, მაღალი ტემპერატურა (ალერგიული რეაქცია);
ტკივილი მკერდში;
არარეგულარული გულისცემა და/ან გულის თრთოლვა;
თავბრუსხვევა სწრაფად ადგომისას;
კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენა (სისხლდენა ნაწლავებიდან, რომელიც ვლინდება სისხლიანი განავლით ან მუქი ფერის განავლით);
სისხლის პათოლოგიები, რომლის სიმპტომებია: სიფერმკრთალე, დაღლილობა ცხელება, ყელის ტკივილი და სუსტი სისხლჩაქცევები და გახანგრძლივებული სისხლდენა დაზიანების შემდეგ;
კუნთების გაშეშება, მაღალი ტემპერატურა და ფსიქიკური ცვლილებები;
ფსიქიკური ცვლილებები, მათ შორის ილუზია, ჰალუცინაციები და დეპრესია;
გულყრები;
გულისწასვლა, ანორექსია;
თავბრუსხვევა, ძილიანობა (მათ შორის, ძლიერი ძილიანობა ან უეცარი დაძინების ეპიზოდები), ჩხვლეტის და წვის შეგრძნება, უჩვეულო სიზმრები, ცნობიერების დაბინდვა, აჟიტირება;
მაღალი არტერიული წნევა, ვენების ანთება;
ღებინება, დიარეა, პირის სიმშრალე, მუცლის ტკივილი, შეკრულობა;
შარდის გაუფერულება;
თმის ცვენა;
წონაში მომატება ან დაკლება.
პაციენტს შეიძლება განუვითარდეს ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენები: პაციენტს არ შეუძლია წინააღმდეგობა გაუწიოს იმპულსებს, შეასრულოს ისეთი ქმედებები, რომელიც შეიძლება საზიანო იყოს. ეს შეიძლება მოიცავდეს:
გადაჭარბებული აზარტული თამაშის ძლიერი იმპულსი, მიუხედავად პერსონალური ან ოჯახური თანმდევი შედეგებისა;
შეცვლილი ან გაძლიერებული სექსუალური ინტერესი ან ქცევა, რომელსაც აქვს მნიშვნელოვანი გავლენა თვითონ პაციენტზე ან გარშემომყოფებზე, მაგ.: გაძლიერებული სექსუალური ლტოლვა;
გაუკონტროლებელი ჭარბი შოპინგი ან ფულის ხარჯვა;
გადაჭარბებული ჭამა (დიდი რაოდენობით საკვების მიღება ხანმოკლე პერიოდში) ან კომპულსური ჭამა (ბევრი საკვების მიღება ნორმალურთან შედარებით და უფრო მეტი საკვების მიღება, ვიდრე საჭიროა შიმშილის დასაკმაყოფილებლად).
ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტს აღენიშნება რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი ქცევა; ექიმთან უნდა იქნას განხილული, თუ როგორ უნდა მოხდეს ამ სიმპტომების მოხსნა ან შესუსტება.
თუ პაციენტს აღენიშნება რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენა, ან პაციენტი ფიქრობს, რომ რომელიმე ეფექტი გამოწვეულია ლევომედის მიერ, საჭიროა ექიმთან ან ექთანთან მიმართვა. მკურნალ ექიმს აქვს მეტი ინფორმაცია ლევომედის შესახებ და ის გადაწყვეტს, რა არის უმჯობესი პაციენტისათვის.
ლევომედის შენახვის წესი
ინახება 25°C-ის ქვემოთ ორიგინალური შეფუთვით სინათლისაგან დასაცავად.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
დაუშვებელია მედიკამენტის გადაგდება საკანალიზაციო წყალში ან სახლის ნაგავში. ნებისმიერი გამოუყენებელი პრეპარატის განადგურების შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ფარმაცევტთან. აღნიშნული ზომების გატარება ემსახურება გარემოს დაცვას.
დაუშვებელია მედიკამენტის გამოყენება შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, ის მითითებულია მუყაოს კოლოფზე, ასევე თითოეულ ბლისტერზე.
ექიმის მიერ ლევომედით მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ გამოუყენებელი ტაბლეტები მიტანილ უნდა იქნას ფარმაცევტთან გასანადგურებლად.
დამატებითი ინფორმაცია
ლევომედი შეიცავს:
მედიკამენტის სახელწოდებაა ლევომედი;
ლევომედი შეიცავს ლევოდოპას და კარბიდოპას.
სხვა დამხმარე ნივთიერებებია:
ლევომედი ტაბლეტები 250/25: პრეჟელატინიზირებული სახამებელი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ცელულოზის ფხვნილი, Blue Lake E132, პოვიდონი K25, მაგნიუმის სტეარატი.
ლევომედი ტაბლეტები 100/10: პრეჟელატინიზებული სახამებელი, მიკროკრისტალური ცელულოზა, Blue Lake E132, პოვიდონი K25, მაგნიუმის სტეარატი.
ლევომედის გამოშვების ფორმა და შეფუთვის შემცველობა
ლევომედის ტაბლეტები 250/25 არის ლურჯი ფერის, მრგვალი, ბრტყელი ტაბლეტები გამყოფი ხაზით.
ლევომედის ტაბლეტები 100/10 არის ლურჯი ფერის, მრგვალი, ბრტყელი ტაბლეტები გამყოფი ხაზით.
ტაბლეტები ხელმისაწვდომია პვქ/ალ ბლისტერებზე 100 ტაბლეტით.
ვაჭრობის ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი
MEDOCHEMIE LTD, 1-10 Constantinoupoleos street, 3011 Limassol, Cyprus
მედოქემი ლტდ, 1-10 კონსტანტინოპოლეოს სთრით, 3011, ლიმასოლი, კვიპროსი
ლევომედის შესახებ სრული ინფორმაცია არ არის მოცემული ამ ინსტრუქციაში. მედიკამენტის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
მედიკამენტი განკუთვნილია მხოლოდ პაციენტისათვის, დაუშვებელია მისი სხვა პირებისათვის გადაცემა.
ინსრტრუქციის შესწორების უკანასკნელი თარიღია 2012 წლის აგვისტო
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.



