პარკინსონის დაავადების და პარკინსონიზმის სინდრომის მკურნალობა.
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ლევოდოპა (levodopa) + კარბიდოპა (carbidopa)
- ფორმა და შეფუთვა
- 250მგ+25მგ ტაბლეტი №100 (10X10)
- მწარმოებელი
- Lek Pharmaceuticals d.d. (Trimlini) (შუალედური ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებელი -Novartis Pharmaceutical Manufacturing LLC(სლოვენია)), სლოვენია; Lek Pharmaceuticals d.d. (შუალედური ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებელი -Novartis Pharmaceutical Manufacturing LLC(სლოვენია)), სლოვენია
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- პარკინსონიზმის საწინააღმდეგო პრეპარატები, დოფა და დოფას წარმოებულები
- ATC კოდი
- N04BA02
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-042913
- რეგისტრირებულია
- 6 მარტი 2025, მოქმედებს 6 მარტი 2030-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- Sandoz Pharmaceuticals d.d. (სლოვენია)
- განმცხადებელი
- შპს „ჯიჰელსი“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ნაკომი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
პარკინსონის დაავადების და პარკინსონიზმის სინდრომის მკურნალობა.
მიღების წესი და დოზირება
შიგნით მიღებისთვის.
ოპტიმალური სადღეღამისო დოზა განისაზღვრება ინდივიდუალურად, ფრთხილი მომატების გზით. ნაკომის 250მგ/25მგ ტაბლეტებში ლევოდოპას და კარბიდოპას შორის თანაფარდობა შეადგენს 10:1.
ტაბლეტი შეიძლება დაიყოს ორ თანაბარ ნაწილად.
ზოგადი ინფორმაცია
დოზირება დამოკიდებულია პაციენტის ინდივიდუალურ მოთხოვნილებებზე. აუცილებელია როგორც ერთჯერადი დოზის, ასევე პრეპარატის მიღების სიხშირის შერჩევა.
კვლევები აჩვენებს, რომ პერიფერიული დიჰიდროქსიფენილალანინ-დეკარბოქსილაზას ინჰიბირება (გაჯერება) ხდება კარბიდოპას 70მგ-დან 100მგ-მდე დოზით სადღეღამისო მიღებისას. იმ პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ კარბიდოპას ნაკლებ დოზას, გულისრევისა და ღებინების განვითარების ალბათობა უფრო მაღალია.
პრეპარატ ნაკომით მკურნალობის დაწყების შემდეგ სტანდარტული პრეპარატების მიღება პარკინსონიზმის მკურნალობისთვის (იმ პრეპარატების გარდა, რომლებიც მხოლოდ ლევოდოპას შეიცავენ), შეიძლება გაგრძელებულ იქნას, ამასთან შეიძლება საჭირო გახდეს მათი დოზის კორექტირება.
სტანდარტული საწყისი დოზირება
საწყისი დოზა შეადგენს ½ ტაბლეტს დღეში ერთხელ ან ორჯერ. მიუხედავად ამისა, ასეთი დოზა ბევრი პაციენტისთვის შეიძლება არ იყოს საკმარისი კარბიდოპას ოპტიმალური კონცენტრაციის მისაღწევად, ამიტომ, საჭიროების შემთხვევაში, იგი შეიძლება ½ ტაბლეტით გაზრდილ იქნას ყოველდღიურად ან ორ დღეში ერთხელ, სანამ არ იქნება მიღწეული ოპტიმალური პასუხი. ამასთან არ შეიძლება მაქსიმალური სადღეღამისო დოზის გადაჭარბება.
ლევოდოპის თერაპიიდან გადასვლა
პრეპარატ ნაკომით მკურნალობის დაწყებამდე მინიმუმ 12 საათით ადრე უნდა შეწყდეს პრეპარატ ლევოდოპას მიღება (24 საათით ადრე პირველი დოზის მიღებამდე, თუ გამოიყენება შენელებული გამონთავისუფლების ლევოდოპას პრეპარატები). პრეპარატ ნაკომის სადღეღამისო დოზა უნდა უზრუნველყოფდეს ლევოდოპას წინა სადღეღამისო დოზის დაახლოებით 20%-ს.
პაციენტთა უმრავლესობისთვის, რომლებიც ღებულობენ 1500 მგ-ზე მეტ ლევოდოპას დღეში, რეკომენდებული საწყისი დოზა არის 1 ტაბლეტი 3 ან 4-ჯერ დღეში.
შემანარჩუნებელი მკურნალობა
მკურნალობა ინდივიდუალურია. დოზა განისაზღვრება პრეპარატზე თერაპიული პასუხის საფუძველზე.
საჭიროებისას დოზა შეიძლება გაიზარდოს ½-1 ტაბლეტით ყოველდღე ან დღეგამოშვებით. ამასთან მაქსიმალური სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 8 ტაბლეტს. დღეში 200 მგ-ზე მეტი დოზით კარბიდოპას გამოყენების გამოცდილება არასაკმარისია.
მაქსიმალური რეკომენდებული დოზა
მაქსიმალური დოზა შეადგენს რვა ტაბლეტს დღეში (2 გ ლევოდოპა და 200 მგ კარბიდოპა). ეს დაახლოებით არის 30 მგ/კგ ლევოდოპა და 3 მგ/კგ კარბიდოპა, პაციენტის 70 კგ სხეულის მასის შემთხვევაში.
ბავშვები და მოზარდები
ბავშვებსა და მოზარდებში პრეპარატ ნაკომის უსაფრთხოება და ეფექტურობა არ არის დამტკიცებული, ამიტომ პრეპარატის დანიშვნა 18 წელზე უმცროსი პაციენტებისთვის რეკომენდებული არ არის.
ხანდაზმული პაციენტები
დოზის კორექცია არ ესაჭიროებათ.
ღვიძლისა და თირკმლების ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტები
ღვიძლის ან თირკმლების დაავადებების მქონე პაციენტებისთვის პრეპარატ ნაკომის დანიშვნისას, საჭიროა სიფრთხილის დაცვა.
უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის მოქმედი და დამხმარე ნივთიერებების მიმართ.
მონოამინოქსიდაზას არასელექციური ინჰიბიტორების (მაო-ს ინჰიბიტორების) ერთდროული მიღება. მაო-ს ინჰიბიტორებით მკურნალობა უნდა შეწყდეს ნაკომით თერაპიის დაწყებამდე სულ მცირე 2 კვირით ადრე. დასაშვებია ნაკომისა და B ტიპის მაო-ს სელექციური ინჰიბიტორების (მაგალითად, სელეგილინის ჰიდროქლორიდთან) ერთდროული გამოყენება, მწარმოებლის მიერ რეკომენდებული დოზებით.
დახურულკუთხოვანი გლაუკომა.
კანის ცვლილებები მელანომაზე ეჭვის არსებობით ან ანამნეზში მელანომა (ლევოდოპამ შეიძლება გამოიწვიოს მელანომას აქტივაცია).
სიფრთხილის ზომები
ნაკომი არ არის რეკომენდებული სხვა წამლების მიღებით გამოწვეული ექსტრაპირამიდური აშლილობების მკურნალობისთვის.
პარკინსონის დაავადების მქონე პაციენტებს აქვთ მელანომის განვითარების მომატებული რისკი საერთო პოპულაციასთან შედარებით (დაახლოებით 2-6-ჯერ). გაზრდილი რისკი გამოწვეულია თავად პარკინსონის დაავადებით თუ სხვა ფაქტორებით, მათ შორის პარკინსონის საწინააღმდეგო მედიკამენტებით, უცნობია.
პაციენტებს, რომლებიც ღებულობენ ნაკომს ნებისმიერი ჩვენებით, და მათ მომვლელებს უნდა ჩაუტარდეთ კანის ხშირი და რეგულარული სკრინინგი მელანომების განვითარებაზე. იდეალურ შემთხვევაში კანის პერიოდული გასინჯვები უნდა ჩატარდეს კვალიფიციური სპეციალისტის (მაგალითად, დერმატოლოგის) მიერ.
ზოგიერთ პაციენტს, რომელიც იღებს ნაკომს, შესაძლებელია განუვითარდეს დოფამინის დისრეგულაციის სინდრომი (დდს) - წამალზე დამოკიდებულება, რომელიც ვლინდება მისი გადაჭარბებული მიღების სურვილში. მკურნალობის დაწყებამდე პაციენტებს და მათ მომვლელ პირებს უნდა ეცნობოთ დდს-ს განვითარების რისკის თაობაზე (იხ. აგრეთვე „გვერდითი მოვლენები“).
პაციენტები და მათი მომვლელები ინფორმირებულ უნდა იქნან იმპულსების კონტროლის დარღვევების ქცევითი გამოვლინებების შესაძლო განვითარების შესახებ, რომლებიც მოიცავენ აზარტული თამაშებზე პათოლოგიურ დამოკიდებულებას, მომატებულ სექსუალურ აქტივობას, მომატებულ ლიბიდოს, დაუძლეველ სწრაფვას ყიდვის ან ფულის ხარჯვისკენ, კომპულსიურ ჭარბ კვებას (ბულიმია) დოფამინის აგონისტების და (ან) სხვა ლევოდოპას შემცველი დოფამინერგიული სამკურნალო საშუალებების გამოყენებისას. პრეპარატის მიღებისას საჭიროა მსგავსი მოვლენების განვითარების რეგულარული კონტროლი. იმპულსების კონტროლის აშლილობების ქცევითი გამოვლინებების განვითარების შემთხვევაში, რეკომენდებულია მკურნალობის გადახედვა.
იმ პაციენტებში, რომლებიც მანამდე მხოლოდ ლევოდოპას ღებულობდნენ, შეიძლება განვითარდეს დისკინეზია. ასეთ შემთხვევაში პრეპარატ ნაკომის დოზა უნდა შემცირდეს (იხ. „დოზები და გამოყენების წესი“).
ვინაიდან საპასუხო რეაქცია თერაპიაზე და გვერდითი ეფექტები კარბიდოპას და ლევოდოპას კომბინაციის გამოყენებისას ჩნდება უფრო სწრაფად, ვიდრე მხოლოდ ლევოდოპას გამოყენებისას, დოზის შერჩევის პერიოდში პაციენტს გულმოდგინე მეთვალყურეობა ესაჭიროება. კერძოდ, ნაკომის გამოყენებისას უნებლიე მოძრაობები ჩნდება უფრო სწრაფად, ვიდრე მხოლოდ ლევოდოპას გამოყენებისას. შესაძლოა გამოვლინდეს უნებლიე მოძრაობები და ფსიქიური აშლილობა. ამან შესაძლოა მოითხოვოს პრეპარატი ნაკომის დოზის შემცირება. ზოგიერთ პაციენტში პრეპარატი ნაკომის ჭარბი დოზის ადრეული ნიშანი შეიძლება გახდეს ბლეფაროსპაზმი. ყველა პაციენტში აუცილებელია გაკონტროლდეს დეპრესიისა და სუიციდური მიდრეკილებების შესაძლო განვითარება. განსაკუთრებული სიფრთხილე საჭიროა მიმდინარე ან მანამდე არსებული ფსიქიკური დარღვევების მქონე პაციენტების მკურნალობისას.
საჭიროა სიფრთხილის დაცვა, თუ პრეპარატ ნაკომთან ერთდროულად ხდება ფსიქოტროპული პრეპარატების მიღება (იხ. „ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო პრეპარატებთან და ურთიერთქმედების სხვა სახეები“).
განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო პრეპარატ ნაკომის დანიშვნისას პაციენტებში მძიმე გულ-სისხლძარღვთა ან ფილტვების დაავადებებით, ბრონქული ასთმით, ენდოკრინული დაავადებებით, თირკმელების ან ღვიძლის დაავადებებით, პეპტიური წყლულით (კუჭ-ნაწლავის ზედა ტრაქტში შესაძლო სისხლდენის გამო) ან კრუნჩხვებით ანამნეზში.
პრეპარატ ნაკომის დანიშვნისას იმ პაციენტებისთვის, რომლებსაც გადატანილი აქვთ მიოკარდიუმის ინფარქტი და აქვთ ნარჩენი წინაგულების, კვანძოვანი ან პარკუჭოვანი არითმია, აუცილებელია სიფრთხილის დაცვა. ასეთ პაციენტებში აუცილებელია გულის მუშაობის მეთვალყურეობა, განსაკუთრებით პირველი დოზის დანიშვნისას და მომატების პერიოდში.
ქრონიკული ღიაკუთხოვანი გლაუკომის მქონე პაციენტებისთვის ნაკომი ინიშნება სიფრთხილით და მკურნალობის დროს ხორციელდება თვალშიდა წნევის მუდმივი მონიტორინგი.
პარკინსონის საწინააღმდეგო პრეპარატების მკვეთრი მოხსნისას შესაძლებელია სიმპტომოკომპლექსის განვითარება, რომელიც ჰგავს ავთვისებიან ნეიროლეპტურ სინდრომს, რომელიც მოიცავს კუნთების რიგიდულობას, სხეულის ტემპერატურის მომატებას, ფსიქიკურ გადახრებს და სისხლის შრატში კრეატინფოსფოკინაზას შემცველობის მომატებას. პაციენტებს, რომლებსაც ნაკომი ერთბაშად მოეხსნათ ან მისი დოზა მკვეთრად შეუმცირდათ, ესაჭიროებათ ექიმის გულმოდგინე მეთვალყურეობა, განსაკუთრებით, თუ ისინი პარალელურად ღებულობენ ნეიროლეპტიკებს.
ლევოდოპას გამოყენებას შეიძლება თან ახლდეს ძილიანობა და ძილის უეცარი დადგომის ეპიზოდები. აღწერილია ძილის დადგომის ძალიან იშვიათი შემთხვევები ყოველდღიური საქმიანობის დროს, ზოგჯერ წინამორბედი ნიშნებისა და სიმპტომატიკის გარეშე. შესაძლოა საჭირო გახდეს დოზის შემცირება ან პრეპარატის მოხსნა.
პრეპარატ ნაკომის ხანგრძლივი მიღებისას რეკომენდებულია ღვიძლის, თირკმლების, გულ-სისხლძარღვთა და სისხლმბადი სისტემის რეგულარული კონტროლი.
თუ საჭიროა საერთო ანესთეზიის ჩატარება, ნაკომის გამოყენება დასაშვებია იქამდე, სანამ პაციენტისთვის ნებადართულია პრეპარატების და სითხის პერორალურად მიღება. თუ თერაპია დროებით წყდება, პაციენტს შეუძლია მიიღოს პრეპარატის თავისი ჩვეულებრივი დოზა მაშინვე, როგორც კი აღდგება პერორალური მიღების უნარი.
პრეპარატი შეიცავს ნატრიუმს.
ერთი ტაბლეტი შეიცავს 1მმოლი (23მგ)-ზე ნაკლებ ნატრიუმს, რაც იძლევა საფუძველს ჩაითვალოს რომ პრეპარატი პრაქტიკულად „ნატრიუმისგან თავისუფალია“.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
განსაკუთრებული სიფრთხილეა აუცილებელი პრეპარატ ნაკომის მიღებისას, თუ პაციენტი ამავდროულად იღებს ქვემოთ ჩამოთვლილ პრეპარატებს.
ანტიჰიპერტენზიული პრეპარატები: პრეპარატ ნაკომის ერთდროული გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს სიმპტომატური პოსტურალური ჰიპოტენზია. პრეპარატ ნაკომით თერაპიის დასაწყისში აუცილებელია ანტიჰიპერტენზიული პრეპარატების დოზის კორექტირება.
ანტიქოლინერგული პრეპარატები: ანტიქოლინერგულმა პრეპარატებმა შესაძლოა ზეგავლენა მოახდინონ აბსორბციაზე და შესაბამისად თერაპიის პასუხზე.
ანტიდეპრესანტები: ინფორმაცია მონოამინოოქსიდაზას ინჰიბიტორების თანმხლები მიღების შესახებ იხ. ნაწილში „უკუჩვენებები“. ტრიციკლური ანტიდეპრესანტებისა და პრეპარატ ნაკომის ერთდროული მიღებისას აღინიშნებოდა არტერიული ჰიპერტენზიის და დისკინეზიის შემთხვევები.
რკინა: კარბიდოპას და (ან) ლევოდოპას ბიოშეღწევადობა მცირდება რკინის სულფატთან და რკინის გლუკონატთან მათი ერთდროული გამოყენებისას.
სხვა პრეპარატები. დოფამინური D2 რეცეპტორების ანტაგონისტებმა (ფენოტიაზინები, ბუტიროფენონები და რისპერიდონი) და იზონიაზიდმა შეიძლება შეამცირონ ლევოდოპას თერაპიული ეფექტი.
ფენიტოინს და პაპავერინს შეუძლიათ ლევოდოპას სასარგებლო ეფექტის ნიველირება პარკინსონის დაავადების მქონე პაციენტებში. იმ პაციენტებს, რომლებიც პრეპარატ ნაკომის გარდა ღებულობენ ზემოაღნიშნულ პრეპარატებს, ესაჭიროებათ მკაცრი კონტროლი თერაპიული ეფექტურობის შესაძლო დაკარგვასთან დაკავშირებით (იხ. „სიფრთხილის ზომები“).
რეკომენდებული არ არის ნაკომის გამოყენება დოფამინის მარაგების გამომფიტავ პრეპარატებთან (მაგალითად, ტეტრაბენაზინის) ან სხვა მონოამინების მარაგების გამომფიტავ სამკურნალო პრეპარატებთან.
სელეგილინის და კარბიდოპა-ლევოდოპას ერთდროულ მიღებას შეიძლება თან ახლდეს მძიმე ფორმის ორთოსტატიური ჰიპოტენზია, რაც არ არის მხოლოდ ლევოდოპასა და კარბიდოპას მიღების შედეგი (იხ. „უკუჩვენებები“).
ლევოდოპას გარკვეულ ამინომჟავებთან კონკურენციის გამო, ლევოდოპას შეწოვა შეიძლება შემცირდეს პაციენტებში, რომლებიც არიან მაღალცილოვან დიეტაზე.
ანტაციდების და ნაკომის ერთდროული გამოყენების ეფექტი ლევოდოპას ბიოშეღწევადობაზე არ არის შესწავლილი.
ნაკომი შეიძლება გამოყენებულ იქნას პარკინსონის დაავადების ან სინდრომის მქონე პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ პირიდოქსინის ჰიდროქლორიდის (ვიტამინი В6) შემცველ ვიტამინურ პრეპარატებს.
შეფუთვა
10 ტაბლეტი თითოეულ პვქ/ალუმინის ბლისტერში. 10 ბლისტერი (100 ტაბლეტი) გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
ორსულობა და ძუძუთი კვება
პრეპარატ ნაკომის ზეგავლენა ორსულობის მიმდინარეობაზე გამოკვლეული არ არის. ლევოდოპას, ისევე როგორც კარბიდოპასა და ლევოდოპას კომბინაციამ, კურდღლებში ვისცერული ორგანოების და ჩონჩხის დეფექტების განვითარება გამოიწვია. რეპროდუქციული ასაკის ქალებში ნაკომის დანიშვნისას, მკურნალმა ექიმმა უნდა შეაფასოს მოსალოდნელი დადებითი ეფექტი და შესაძლო რისკი ორსულობის შემთხვევაში.
უცნობია, გამოიყოფა თუ არა კარბიდოპა დედის რძესთან ერთად.
პარკინსონით დაავადებული ერთი მეძუძური პაციენტის დედის რძეში ლევოდოპა იქნა აღმოჩენილი.
იმის გათვალისწინებით, რომ მრავალი პრეპარატი გამოიყოფა დედის რძესთან ერთად, ასევე ის, რომ არსებობს ახალშობილებში გამოხატული გვერდითი რეაქციების რისკი, დედისთვის თერაპიის მნიშვნელობის შეფასებისას მიიღება გადაწყვეტილება პრეპარატ ნაკომის მიღების შეწყვეტის ან ძუძუთი კვების შეწყვეტის შესახებ.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
ლევოდოპამ შესაძლოა გამოიწვიოს ძილიანობა ან ძილის უეცარი დადგომა. აღწერილია ძილის დადგომის ძალიან იშვიათი შემთხვევები ყოველდღიური საქმიანობისას, ხანდახან ყოველგვარი წინამორბედი ნიშნებისა და სიმპტომატიკის გარეშე.
პაციენტები უნდა გააფრთხილონ ამ დარღვევების განვითარების შესაძლებლობის შესახებ და ურჩიონ განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ ავტომობილის მართვისას ან მექანიზმებთან მუშაობისას ნაკომით მკურნალობის დროს. პაციენტებს, რომლებსაც აღენიშნებათ ძილიანობა ან უეცარი ჩაძინება, არ უნდა მართონ მანქანები და/ან იმუშაონ მექანიზმებთან.
გვერდითი მოვლენები
მეტნაკლებად ხშირი არასასურველი რეაქციები, განვითარებული პრეპარატი ნაკომის მიღებისას, დაკავშირებულია დოფამინის ფარმაკოლოგიურ ზემოქმედებასთან ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე. არასასურველი რეაქციების გამოხატულება შესაძლებელია შემცირდეს, პრეპარატის დოზის შემცირებით. შედარებით ხშირ არასასურველ რეაქციას წარმოადგენს დისკინეზია, ქორეეს მსგავსი, დისტონიკური და სხვა უნებლიე მოძრაობები, ასევე ღებინება. პირველი ადრეული ნიშანი, რომელიც გვიჩვენებს პრეპარატის დოზის აუცილებელი შემცირების საჭიროებას, არის კუნთების კრუნჩხვები და ბლეფაროსპაზმი.
არასასურველი რეაქციები, რომლებიც, როგორც ნავარაუდევია, შესაძლოა დაკავშირებული იყოს პრეპარატის მიღებასთან, ნაჩვენებია ქვემოთ. თითოეულ ქვეჯგუფში არასასურველი რეაქციები ჩამოთვლილია მათი სერიოზულობის შესუსტების მიხედვით. არასასურველი რეაქციების განვითარების სიხშირის მიხედვით დაყოფილია შემდეგ ჯგუფებად: ძალიან ხშირად (≥1/10), ხშირად (≥1/100, <1/10), არახშირად (≥1/1000, <1/100), იშვიათად (≥1/10000, <1/1000) და ძალიან იშვიათად (<1/10000); სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემების საფუძველზე შეუძლებელია სიხშირის დადგენა).
ინფექციები და ინვაზიები
ძალიან ხშირი: საშარდე გზების ინფექციები.
კეთილთვისებიანი, ავთვისებიანი და დაუზუსტებელი ახალწარმონაქმნები, (კისტების და პოლიპების ჩათვლით)
სიხშირე უცნობია: მელანომა. (იხ. ნაწილი „უკუჩვენებები“)
დარღვევები სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ
იშვიათი: აგრანულოციტოზი, ლეიკოპენია, ჰემოლიზური და არაჰემოლიზური ანემია, თრომბოციტოპენია.
დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ
იშვიათი: ანგიონევროზული შეშუპება.
დარღვევები ნივთიერებათა ცვლის და კვების მხრივ
ხშირად: ანორექსია.
სიხშირე უცნობია: წონის შემცირება ან მატება, შეშუპებები.
ფსიქიკის დარღვევები
ხშირი: ძილის დარღვევა, ჰალუცინაციები, დეპრესია მათ შორის სუიციდური განზრახვებით ან მის გარეშე, გონების დაბინდვა.
არახშირი: აჟიტირება.
იშვიათი: ფსიქოზური ეპიზოდები, მათ შორის ბოდვები და პარანოიდული იდეები, ლიბიდოს მომატება.
სურვილების (იმპულსების) კონტროლის დარღვევები: აზარტული თამაშებზე პათოლოგიურ დამოკიდებულება, მომატებული სექსუალური აქტივობა, მომატებული ლიბიდო, დაუძლეველი სწრაფვა ყიდვის ან ფულის ხარჯვისკენ, კომპულსიური გადაჭარბებული კვება (ბულიმია) შეიძლება გამოუვლინდეს იმ პაციენტებს, რომლებიც დოფამინის აგონისტებს და (ან) სხვა ლევოდოპას შემცველ დოფამინერგიულ სამკურნალო საშუალებებს ღებულობენ (ნაკომის ჩათვლით) (იხ. „სიფრთხილის ზომები“). ეს არასასურველი რეაქციები ძირითადად შექცევადია პრეპარატის დოზის შემცირების ან მისი მიღების შეწყვეტის შემდეგ.
სიხშირე უცნობია: მღელვარება, დეზორიენტაცია, ეიფორია, უძილობა, ბრუქსიზმი, დოფამინის დისრეგულაციის სინდრომი (დდს)*
- დდს წარმოადგენს წამლისმიერ დამოკიდებულებას, რომელიც უვითარდება ზოგიერთ პაციენტს, სამკურნალო პრეპარატის მიღებისას კარბიდოპის და ლევოდოპის შემცველობით (ნაკომი), და გამოკვეთილი აკვიატებული მისწრაფებით პრეპარატის დოზის ბოროტად გამოყენებით, რომელიც აჭარბებს მოტორული სისტემის ადექვატური კონტროლისათვის აუცილებელ ნორმას და რომელსაც შედეგად მივყავართ მძიმე დისკინეზიამდე.
დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ
ძალიან ხშირი: დისკინეზია, ქორეას, დისტონიის ჩათვლით.
ხშირი: ბრადიკინეზიის ეპიზოდები („ჩართვა-გამორთვის“-სინდრომი), თავბრუსხვევა/ვესტიბულარული თავბრუსხვევა, პარესთეზიები, ძილიანობა, მათ შორის დღის პერიოდში გადაჭარბებული ძილიანობის ძალიან იშვიათი შემთხვევები და ძილის უეცარი დადგომა.
არახშირი: სინკოპე;
იშვიათი: დემენცია, გულყრები.
სიხშირე უცნობია: ატაქსია, ხელების მომატებული ტრემორი, ექსტრაპირამიდული დარღვევები და მოძრაობის დარღვევები, თავის ტკივილი, აზროვნების უნარის დაქვეითება, ბერნარ-გორნერის ლატენტური სინდრომის აქტივაცია, დამუნჯება, გონების დაკარგვა, დაცემა და სიარულის დარღვევები, ოკულოგირული კრიზები (თვალის კაკლის გარეთა კუნთების მატონიზირებელი კრუნჩხვები) გაღიზიანების შეგრძნება, ტრიზმი.
დარღვევები მხედველობის ორგანოს მხრივ
სიხშირე არ არის დადგენილი: ბლეფაროსპაზმი, მხედველობის დაბინდვა, გუგის გაფართოება, თვალებში გაორება.
გულის მხრივ დარღვევები:
ხშირი: ძლიერი გულისცემა.
იშვიათი: გულის მუშაობის დარღვევა
დარღვევები სისხლძარღვების მხრივ:
ხშირი: ორთოსტატიკური რეაქციები, ჰიპოტინეზიის ეპიზოდების ჩათვლით
იშვიათი: არტერიული ჰიპერტენზია, ფლებიტი.
სიხშირე დადგენილი არ არის: ალები, ჰიპერემია
დარღვევები სასუნთქი სისტემის, გულმკერდის ორგანოების და შუასაყარის მხრივ
ხშირად: ქოშინი.
სიხშირე უცნობია: ხმის ჩახლეჩა, ანომალიური ტიპის სუნთქვა.
დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ
ხშირი: ღებინება, დიარეა;
იშვიათი: სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის გამწვავება, ნერწვის გამუქება.
სიხშირე უცნობია: პირის ღრუს ლორწოვანი გარსის სიმშრალე, ნერწყვდენა, დისფაგია, ტკივილი მუცლის არეში, ყაბზობა, მეტეორიზმი, დისპეპსია, ენის წვის შეგრძნება, პირში სიმწარის შეგრძნება, სლოკინი, გულისრევა.
დარღვევები კანის და კანქვეშა ქსოვილის მხრივ
არახშირი: ჭინჭრის ციება.
იშვიათი: ქავილი, შენლეინ-ჰენოხის პურპურა, ალოპეცია, გამონაყარი, ოფლის გამუქება.
სიხშირე უცნობია: მომატებული ოფლდენა.
დარღვევები ძვალკუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ
არახშირი: კუნთების კრუნჩხვა
სიხშირე დადგენილი არ არის: კუნთების კრთომა.
დარღვევები შარდგამომყოფი სისტემის და თირკმელების მხრივ
იშვიათი: შარდის გამუქება.
სიხშირე უცნობია: შარდის შეუკავებლობა, შარდის შეკავება.
დარღვევები სასქესო ორგანოებისა და სარძევე ჯირკვლების მხრივ
სიხშირე უცნობია: პრიაპიზმი.
ზოგადი აშლილობები და დარღვევები შეყვანის ადგილას
ხშირი: ტკივილი გულმკერდის არეში.
სიხშირე უცნობია: ასთენია, შეშუპებები, დაღლილობა, ზოგადი სისუსტე, ავთვისებიანი ნეიროლეფსური სინდრომი, (იხ. „სიფრთხილის ზომები“), სისუსტე.
ლაბორატორიული და ინსტრუმენტალური მონაცემები
სიხშირე უცნობია: ღვიძლის ფუნქციური ტესტების მომატება (ტუტე ფოსფატაზას, ალანინამინოტრანსფერაზას, ასპარტამინოტრანსფერაზას, ლაქტატდეჰიდროგენაზას და ბილირუბინის), სისხლის პლაზმაში შარდოვანას, კრეატინინის, შარდმჟავას მარილების კონცენტრაციის მომატება, სისხლში შარდოვანას აზოტის მომატება, კუმბსის დადებითი სინჯი.
არის ცნობები ჰემოგლობინის და ჰემატოკრიტის დონეების შემცირების, ჰიპერგლიკემიის, ლეიკოციტოზის, ბაქტერიურიის, ჰემატურიის შესახებ.
ლევოდოპას და კარბიდოპას შემცველმა პრეპარატემა შეიძლება გამოიწვიოს ცრუ-დადებითი რეაქცია კეტონურ სხეულებზე შარდში, თუ კეტონურიის განსაზღვრისთვის გამოყენება ტესტ-ზოლები. შარდის ნიმუშის ადუღების შემდეგ ეს რეაქცია არ შეიცვლება. ცრუ-უარყოფითი შედეგები შეიძლება მიღებულ იქნას გლუკოზურიის განსაზღვრის გლუკოოქსიდაზური მეთოდის გამოყენებისას.
შეტყობინება არასასურველი რეაქციების შესახებ
თუ თქვენ გამოგივლინდათ რაიმე გვერდითი რეაქცია, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს რეკომენდაცია ვრცელდება ნებისმიერ შესაძლო არასასურველ რეაქციაზე, მათ შორის მათზეც, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში. თქვენ ასევე შეგიძლიათ შეატყობინოთ ნებისმიერი საეჭვო გვერდითი რეაქცია პირდაპირ გვერდითი რეაქციების მოხსენების ეროვნული სისტემის მეშვეობით. არასასურველი რეაქციების შეტყობინებით, თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მიწოდებას.
ჭარბი დოზა
დოზის გადაწარბებისას ძლიერდება სიმპტომების გამოხატულება რომელიც მოცემულია ნაწილში „გვერდითი მოქმედება“.
მკურნალობა ლევოდოპას მწვავე ჭარბი დოზირების შემთხვევაში მკურნალობის ანალოგიურია, იმ გამონაკლისით, რომ პირიდოქსინი პრეპარატ ნაკომის მოქმედების ნეიტრალიზაციისთვის არაეფექტურია.
აუცილებელია ელექტროკარდიოგრაფიული მაჩვენებლების კონტროლი და დაკვირვება არითმიების განვითარებაზე; საჭიროებისას ტარდება არითმიის საწინააღმდეგო თერაპია. დღესდღეობით ჭარბი დოზირებისას დიალიზის ეფექტურობასთან დაკავშირებული მონაცემები უცნობია.
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში აუცილებელია მიმართოთ ექიმს.
შემადგენლობა
თითოეული ტაბლეტი შეიცავს 250მგ ლევოდოპასა და 25მგ კარბიდოპას.
დამხმარე ნივთიერებები: პრეჟელატინიზირებული სახამებელი, სიმინდის სახამებელი, საღებავი ინდიგოტინი (E132), მიკროკრისტალური ცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი.
შენახვის პირობები
ინახება არაუმეტეს 25ºС ტემპერატურაზე, ნესტისა და სინათლისაგან დაცულ ადგილას.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისობის ვადა
3 წელი. არ გამოიყენოთ პრეპარატი შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
გაცემის პირობები
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
ფარმაკოლოგიური თვისებები
ანტიპარკინსონიული პრეპარატები. დოფამინერგული საშუალებები.
ATX კოდი: N04BA02.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
ნაკომი წარმოადგენს დოფამინის მეტაბოლური წინამორბედის - ლევოდოპას და არომატული ამინომჟავის დეკარბოქსილაზას ინჰიბიტორის - კარბიდოპას კომბინაციას.
ლევოდოპა ამსუბუქებს პარკინსონის დაავადების სიმპტომებს, თავის ტვინში დეკარბოქსილირების შედეგად მისი დოფამინად გარდაქმნის გამო. კარბიდოპა აინჰიბირებს ლევოდოპას ექსტრაცერებრალურ დეკარბოქსილირებას, რის გამოც იზრდება ლევოდოპას ნაკადი ტვინში და მისი ტრანსფორმაცია დოფამინში.
ნაკომი უფრო ეფექტურია, ვიდრე ლევოდოპა. ლევოდოპას ეფექტური კონცენტრაცია პლაზმაში შენარჩუნებულია ნაკომის დოზებით, რომლებიც დაახლოებით 80%-ით დაბალია, ვიდრე ლევოდოპას მონოთერაპიისას გამოყენებული დოზები.
ნაკომი ეფექტურად ამცირებს პარკინსონის დაავადების ბევრი სიმპტომის სიმძიმეს, განსაკუთრებით კუნთების რიგიდულობას და ბრადიკინეზიას, ამცირებს ტრემორს, დისფაგიას, ნერწყვდენასა და პოსტურალურ არასტაბილურობას. ლევოდოპას მონოთერაპიის დროს წარმოქმნილი გარკვეული გვერდითი რეაქციების სიმძიმის შემცირებით, ნაკომს შეუძლია დამაკმაყოფილებლად შეამციროს პარკინსონის დაავადების სიმპტომების სიმძიმე პაციენტების დიდ რაოდენობაში.
ნაკომი მოქმედებას იწყებს ერთი დღე-ღამის განმავლობაში, ზოგჯერ უკვე პირველი დოზის მიღების შემდეგაც. პრეპარატის სრული ეფექტი ჩვეულებრივ მიიღწევა 7 დღის განმავლობაში (მაშინ, როდესაც ლევოდოპით მონოთერაპიისას რამდენიმე კვირაში ან თვეში).
პირიდოქსინ ჰიდროქლორიდი (ვიტამინი B6) პერორალური დოზით 10 მგ-დან 25მგ -მდე აჩქარებს ლევოდოპას პერიფერიულ გარდაქმნას დოფამინად, ხოლო კარბიდოპა ხელს უშლის ამას.
კარბიდოპა არ ამცირებს იმ არასურველი რეაქციების გამოხატულებას, რომელსაც იწვევს ლევოდოპას ზემოქმედება ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე. კარბიდოპა ზრდის ლევოდოპას კონცენტრაციას თავის ტვინში, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გულისრევა და ღებინება არ ზღუდავს პრეპარატის დოზას, ამიტომ ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ ზოგიერთი გვერდითი რეაქცია (მაგ., დისკინეზია) ნაკომის გამოყენებისას, შეიძლება განვითარდეს უფრო სწრაფად და უფრო დაბალი დოზებით, ვიდრე ლევოდოპას მონოთერაპიისას.
ფარმაკოკინეტიკა
კარბიდოპა
კარბიდოპას ერთჯერადი დოზის პერორალური მიღების შემდეგ, სისხლის პლაზმაში მაქსიმალური დონე განისაზღვრა ჯანმრთელ ადამიანებში 2-4 საათის შემდეგ და პარკინსონის დაავადების მქონე პაციენტებში 1,5-5 საათის შემდეგ. ორივე ჯგუფში ნივთიერების დაახლოებით თანაბარი რაოდენობა გამოიყოფა შარდით და განავლით.
ჯანმრთელ პირებში და პარკინსონის დაავადების მქონე პაციენტებში შარდში არსებული მეტაბოლიტების შედარებისას აღმოჩენილია, რომ კარბიდოპა ორივე ჯგუფში მეტაბოლიზირდება ერთნაირი ხარისხით. უცვლელი სახით ნივთიერება პრაქტიკულად ყოველთვის გამოიყოფა შარდთან ერთად 7 საათის განმავლობაში და შეადგენს რადიო მარკირებული ნივთიერების საერთო დოზის დაახლოებით 35%-ს. 7 საათის შემდეგ ორგანიზმში განისაზღვრებოდა მხოლოდ მეტაბოლიტები, ჰიდრაზინი არ აღმოჩენილა.
ადამიანებში ძირითად მეტაბოლიტებს წარმოადგენენ α-მეთილ-3-მეტოქსი-4-ჰიდროქსიფენილპროპიონისმჟავა და α-მეთილ-3,4-დიჰიდროქსიფენილ პროპიონის მჟავა. ისინი შეადგენენ გამოყოფილი მეტაბოლიტების დაახლოებით 14%-ს და 10%-ს, შესაბამისად. აღმოჩენილ იქნა ასევე მცირე რაოდენობით ორი მეტაბოლიტი: 3,4-ჰიდროქსიფენილაცეტონი და N-მეთილკარბიდოპა. შარდში თითოეული ამ ნივთიერების შემცველობა შეადგენდა მეტაბოლიტების საერთო რაოდენობის არაუმეტეს 5%-ს. შარდში ასევე აღინიშნა კარბიდოპა უცვლელი სახით. კონიუგატები არ არის აღმოჩენილი.
ლევოდოპა
ლევოდოპა სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან და აქტიურად მეტაბოლიზდება.
წარმოიქმნება 30-ზე მეტი სხვადასხვა მეტაბოლიტი. მათგან ძირითადია დოფამინი, ეპინეფრინი, ნორეპინეფრინი, ასევე დიჰიდროქსიფენილძმარმჟავა, ჰომოვანილინის და ვანილინნუშის მჟავები.
პარკინსონის დაავადების მქონე პაციენტების მიერ უზმოზე ლევოდოპას ერთჯერადი დოზის შიგნით მიღების შემდეგ სისხლის პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაციის მიღწევის დრო შეადგენს 0,5 – 2 საათს, ამასთან ნივთიერება და მეტაბოლიტები ნარჩუნდება სისხლის პლაზმაში 4-6 საათის განმავლობაში.
ორი საათის განმავლობაში შარდთან ერთად გამოიყოფა დოზის დაახლოებით 1/3. პლაზმიდან ლევოდოპას ნახევრად გამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 50 წუთს. კარბიდოპას და ლევოდოპას ერთდროულად გამოყენებისას ლევოდოპას ნახევრადგამოყოფის პერიოდი იზრდება 1,5 საათამდე.
კარბიდოპას ზეგავლენა ლევოდოპას მეტაბოლიზმზე
კარბიდოპას ლევოდოპამდე მიღებისას, ასევე მოცემული ნივთიერებების ერთდროული მიღებისას, კარბიდოპა მნიშვნელოვნად ზრდის ლევოდოპას კონცენტრაციას სისხლის პლაზმაში (ლევოდოპას ერთჯერადი დოზის მიღების შემდეგ მისი კონცენტრაცია 5-ჯერ იზრდება, ხოლო სისხლის პლაზმაში ლევოდოპას არსებობა იზრდება 4-საათიდან 8 საათამდე). პარკინსონის დაავადების მქონე პაციენტებში, რომლებიც კარბიდოპას შემდეგ ღებულობდნენ ლევოდოპას ერთჯერად დოზას, ლევოდოპას და მისი მეტაბოლიტების ნახევრად გამოყოფის პერიოდი გაიზარდა 3-დან 15 საათამდე. უცვლელი ლევოდოპას პროცენტი კარბიდოპას მიღების შემდეგ 3-ჯერ იზრდება. კარბიდოპას წინასწარი მიღება ამცირებს დოფამინის და ჰომოვანილინის მჟავას კონცენტრაციებს სისხლის პლაზმასა და შარდში.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
გამოყენების ინსტრუქცია
ნაკომი®
სამკურნალო საშუალების დასახელება
ნაკომი® 250მგ/25მგ ტაბლეტები
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება
ლევოდოპა / კარბიდოპა (LEVODOPA/CARBIDOPA)
გამოშვების ფორმა
ტაბლეტები
აღწერილობა
ცისფერი, ოვალური, ორმხრივამოზნექილი ტაბლეტები ჩანართებით, ცალ მხარეს ჭდით.
შემადგენლობა
თითოეული ტაბლეტი შეიცავს 250მგ ლევოდოპასა და 25მგ კარბიდოპას.
დამხმარე ნივთიერებები: პრეჟელატინიზირებული სახამებელი, სიმინდის სახამებელი, საღებავი ინდიგოტინი (E132), მიკროკრისტალური ცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტიპარკინსონიული პრეპარატები. დოფამინერგული საშუალებები.
ATX კოდი: N04BA02.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
ნაკომი წარმოადგენს დოფამინის მეტაბოლური წინამორბედის - ლევოდოპას და არომატული ამინომჟავის დეკარბოქსილაზას ინჰიბიტორის - კარბიდოპას კომბინაციას.
ლევოდოპა ამსუბუქებს პარკინსონის დაავადების სიმპტომებს, თავის ტვინში დეკარბოქსილირების შედეგად მისი დოფამინად გარდაქმნის გამო. კარბიდოპა აინჰიბირებს ლევოდოპას ექსტრაცერებრალურ დეკარბოქსილირებას, რის გამოც იზრდება ლევოდოპას ნაკადი ტვინში და მისი ტრანსფორმაცია დოფამინში.
ნაკომი უფრო ეფექტურია, ვიდრე ლევოდოპა. ლევოდოპას ეფექტური კონცენტრაცია პლაზმაში შენარჩუნებულია ნაკომის დოზებით, რომლებიც დაახლოებით 80%-ით დაბალია, ვიდრე ლევოდოპას მონოთერაპიისას გამოყენებული დოზები.
ნაკომი ეფექტურად ამცირებს პარკინსონის დაავადების ბევრი სიმპტომის სიმძიმეს, განსაკუთრებით კუნთების რიგიდულობას და ბრადიკინეზიას, ამცირებს ტრემორს, დისფაგიას, ნერწყვდენასა და პოსტურალურ არასტაბილურობას. ლევოდოპას მონოთერაპიის დროს წარმოქმნილი გარკვეული გვერდითი რეაქციების სიმძიმის შემცირებით, ნაკომს შეუძლია დამაკმაყოფილებლად შეამციროს პარკინსონის დაავადების სიმპტომების სიმძიმე პაციენტების დიდ რაოდენობაში.
ნაკომი მოქმედებას იწყებს ერთი დღე-ღამის განმავლობაში, ზოგჯერ უკვე პირველი დოზის მიღების შემდეგაც. პრეპარატის სრული ეფექტი ჩვეულებრივ მიიღწევა 7 დღის განმავლობაში (მაშინ, როდესაც ლევოდოპით მონოთერაპიისას რამდენიმე კვირაში ან თვეში).
პირიდოქსინ ჰიდროქლორიდი (ვიტამინი B6) პერორალური დოზით 10 მგ-დან 25მგ -მდე აჩქარებს ლევოდოპას პერიფერიულ გარდაქმნას დოფამინად, ხოლო კარბიდოპა ხელს უშლის ამას.
კარბიდოპა არ ამცირებს იმ არასურველი რეაქციების გამოხატულებას, რომელსაც იწვევს ლევოდოპას ზემოქმედება ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე. კარბიდოპა ზრდის ლევოდოპას კონცენტრაციას თავის ტვინში, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გულისრევა და ღებინება არ ზღუდავს პრეპარატის დოზას, ამიტომ ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ ზოგიერთი გვერდითი რეაქცია (მაგ., დისკინეზია) ნაკომის გამოყენებისას, შეიძლება განვითარდეს უფრო სწრაფად და უფრო დაბალი დოზებით, ვიდრე ლევოდოპას მონოთერაპიისას.
ფარმაკოკინეტიკა
კარბიდოპა
კარბიდოპას ერთჯერადი დოზის პერორალური მიღების შემდეგ, სისხლის პლაზმაში მაქსიმალური დონე განისაზღვრა ჯანმრთელ ადამიანებში 2-4 საათის შემდეგ და პარკინსონის დაავადების მქონე პაციენტებში 1,5-5 საათის შემდეგ. ორივე ჯგუფში ნივთიერების დაახლოებით თანაბარი რაოდენობა გამოიყოფა შარდით და განავლით.
ჯანმრთელ პირებში და პარკინსონის დაავადების მქონე პაციენტებში შარდში არსებული მეტაბოლიტების შედარებისას აღმოჩენილია, რომ კარბიდოპა ორივე ჯგუფში მეტაბოლიზირდება ერთნაირი ხარისხით. უცვლელი სახით ნივთიერება პრაქტიკულად ყოველთვის გამოიყოფა შარდთან ერთად 7 საათის განმავლობაში და შეადგენს რადიო მარკირებული ნივთიერების საერთო დოზის დაახლოებით 35%-ს. 7 საათის შემდეგ ორგანიზმში განისაზღვრებოდა მხოლოდ მეტაბოლიტები, ჰიდრაზინი არ აღმოჩენილა.
ადამიანებში ძირითად მეტაბოლიტებს წარმოადგენენ α-მეთილ-3-მეტოქსი-4-ჰიდროქსიფენილპროპიონისმჟავა და α-მეთილ-3,4-დიჰიდროქსიფენილ პროპიონის მჟავა. ისინი შეადგენენ გამოყოფილი მეტაბოლიტების დაახლოებით 14%-ს და 10%-ს, შესაბამისად. აღმოჩენილ იქნა ასევე მცირე რაოდენობით ორი მეტაბოლიტი: 3,4-ჰიდროქსიფენილაცეტონი და N-მეთილკარბიდოპა. შარდში თითოეული ამ ნივთიერების შემცველობა შეადგენდა მეტაბოლიტების საერთო რაოდენობის არაუმეტეს 5%-ს. შარდში ასევე აღინიშნა კარბიდოპა უცვლელი სახით. კონიუგატები არ არის აღმოჩენილი.
ლევოდოპა
ლევოდოპა სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან და აქტიურად მეტაბოლიზდება.
წარმოიქმნება 30-ზე მეტი სხვადასხვა მეტაბოლიტი. მათგან ძირითადია დოფამინი, ეპინეფრინი, ნორეპინეფრინი, ასევე დიჰიდროქსიფენილძმარმჟავა, ჰომოვანილინის და ვანილინნუშის მჟავები.
პარკინსონის დაავადების მქონე პაციენტების მიერ უზმოზე ლევოდოპას ერთჯერადი დოზის შიგნით მიღების შემდეგ სისხლის პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაციის მიღწევის დრო შეადგენს 0,5 – 2 საათს, ამასთან ნივთიერება და მეტაბოლიტები ნარჩუნდება სისხლის პლაზმაში 4-6 საათის განმავლობაში.
ორი საათის განმავლობაში შარდთან ერთად გამოიყოფა დოზის დაახლოებით 1/3. პლაზმიდან ლევოდოპას ნახევრად გამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 50 წუთს. კარბიდოპას და ლევოდოპას ერთდროულად გამოყენებისას ლევოდოპას ნახევრადგამოყოფის პერიოდი იზრდება 1,5 საათამდე.
კარბიდოპას ზეგავლენა ლევოდოპას მეტაბოლიზმზე
კარბიდოპას ლევოდოპამდე მიღებისას, ასევე მოცემული ნივთიერებების ერთდროული მიღებისას, კარბიდოპა მნიშვნელოვნად ზრდის ლევოდოპას კონცენტრაციას სისხლის პლაზმაში (ლევოდოპას ერთჯერადი დოზის მიღების შემდეგ მისი კონცენტრაცია 5-ჯერ იზრდება, ხოლო სისხლის პლაზმაში ლევოდოპას არსებობა იზრდება 4-საათიდან 8 საათამდე). პარკინსონის დაავადების მქონე პაციენტებში, რომლებიც კარბიდოპას შემდეგ ღებულობდნენ ლევოდოპას ერთჯერად დოზას, ლევოდოპას და მისი მეტაბოლიტების ნახევრად გამოყოფის პერიოდი გაიზარდა 3-დან 15 საათამდე. უცვლელი ლევოდოპას პროცენტი კარბიდოპას მიღების შემდეგ 3-ჯერ იზრდება. კარბიდოპას წინასწარი მიღება ამცირებს დოფამინის და ჰომოვანილინის მჟავას კონცენტრაციებს სისხლის პლაზმასა და შარდში.
გამოყენების ჩვენებები
პარკინსონის დაავადების და პარკინსონიზმის სინდრომის მკურნალობა.
უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის მოქმედი და დამხმარე ნივთიერებების მიმართ.
მონოამინოქსიდაზას არასელექციური ინჰიბიტორების (მაო-ს ინჰიბიტორების) ერთდროული მიღება. მაო-ს ინჰიბიტორებით მკურნალობა უნდა შეწყდეს ნაკომით თერაპიის დაწყებამდე სულ მცირე 2 კვირით ადრე. დასაშვებია ნაკომისა და B ტიპის მაო-ს სელექციური ინჰიბიტორების (მაგალითად, სელეგილინის ჰიდროქლორიდთან) ერთდროული გამოყენება, მწარმოებლის მიერ რეკომენდებული დოზებით.
დახურულკუთხოვანი გლაუკომა.
კანის ცვლილებები მელანომაზე ეჭვის არსებობით ან ანამნეზში მელანომა (ლევოდოპამ შეიძლება გამოიწვიოს მელანომას აქტივაცია).
სიფრთხილის ზომები
ნაკომი არ არის რეკომენდებული სხვა წამლების მიღებით გამოწვეული ექსტრაპირამიდური აშლილობების მკურნალობისთვის.
პარკინსონის დაავადების მქონე პაციენტებს აქვთ მელანომის განვითარების მომატებული რისკი საერთო პოპულაციასთან შედარებით (დაახლოებით 2-6-ჯერ). გაზრდილი რისკი გამოწვეულია თავად პარკინსონის დაავადებით თუ სხვა ფაქტორებით, მათ შორის პარკინსონის საწინააღმდეგო მედიკამენტებით, უცნობია.
პაციენტებს, რომლებიც ღებულობენ ნაკომს ნებისმიერი ჩვენებით, და მათ მომვლელებს უნდა ჩაუტარდეთ კანის ხშირი და რეგულარული სკრინინგი მელანომების განვითარებაზე. იდეალურ შემთხვევაში კანის პერიოდული გასინჯვები უნდა ჩატარდეს კვალიფიციური სპეციალისტის (მაგალითად, დერმატოლოგის) მიერ.
ზოგიერთ პაციენტს, რომელიც იღებს ნაკომს, შესაძლებელია განუვითარდეს დოფამინის დისრეგულაციის სინდრომი (დდს) - წამალზე დამოკიდებულება, რომელიც ვლინდება მისი გადაჭარბებული მიღების სურვილში. მკურნალობის დაწყებამდე პაციენტებს და მათ მომვლელ პირებს უნდა ეცნობოთ დდს-ს განვითარების რისკის თაობაზე (იხ. აგრეთვე „გვერდითი მოვლენები“).
პაციენტები და მათი მომვლელები ინფორმირებულ უნდა იქნან იმპულსების კონტროლის დარღვევების ქცევითი გამოვლინებების შესაძლო განვითარების შესახებ, რომლებიც მოიცავენ აზარტული თამაშებზე პათოლოგიურ დამოკიდებულებას, მომატებულ სექსუალურ აქტივობას, მომატებულ ლიბიდოს, დაუძლეველ სწრაფვას ყიდვის ან ფულის ხარჯვისკენ, კომპულსიურ ჭარბ კვებას (ბულიმია) დოფამინის აგონისტების და (ან) სხვა ლევოდოპას შემცველი დოფამინერგიული სამკურნალო საშუალებების გამოყენებისას. პრეპარატის მიღებისას საჭიროა მსგავსი მოვლენების განვითარების რეგულარული კონტროლი. იმპულსების კონტროლის აშლილობების ქცევითი გამოვლინებების განვითარების შემთხვევაში, რეკომენდებულია მკურნალობის გადახედვა.
იმ პაციენტებში, რომლებიც მანამდე მხოლოდ ლევოდოპას ღებულობდნენ, შეიძლება განვითარდეს დისკინეზია. ასეთ შემთხვევაში პრეპარატ ნაკომის დოზა უნდა შემცირდეს (იხ. „დოზები და გამოყენების წესი“).
ვინაიდან საპასუხო რეაქცია თერაპიაზე და გვერდითი ეფექტები კარბიდოპას და ლევოდოპას კომბინაციის გამოყენებისას ჩნდება უფრო სწრაფად, ვიდრე მხოლოდ ლევოდოპას გამოყენებისას, დოზის შერჩევის პერიოდში პაციენტს გულმოდგინე მეთვალყურეობა ესაჭიროება. კერძოდ, ნაკომის გამოყენებისას უნებლიე მოძრაობები ჩნდება უფრო სწრაფად, ვიდრე მხოლოდ ლევოდოპას გამოყენებისას. შესაძლოა გამოვლინდეს უნებლიე მოძრაობები და ფსიქიური აშლილობა. ამან შესაძლოა მოითხოვოს პრეპარატი ნაკომის დოზის შემცირება. ზოგიერთ პაციენტში პრეპარატი ნაკომის ჭარბი დოზის ადრეული ნიშანი შეიძლება გახდეს ბლეფაროსპაზმი. ყველა პაციენტში აუცილებელია გაკონტროლდეს დეპრესიისა და სუიციდური მიდრეკილებების შესაძლო განვითარება. განსაკუთრებული სიფრთხილე საჭიროა მიმდინარე ან მანამდე არსებული ფსიქიკური დარღვევების მქონე პაციენტების მკურნალობისას.
საჭიროა სიფრთხილის დაცვა, თუ პრეპარატ ნაკომთან ერთდროულად ხდება ფსიქოტროპული პრეპარატების მიღება (იხ. „ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო პრეპარატებთან და ურთიერთქმედების სხვა სახეები“).
განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო პრეპარატ ნაკომის დანიშვნისას პაციენტებში მძიმე გულ-სისხლძარღვთა ან ფილტვების დაავადებებით, ბრონქული ასთმით, ენდოკრინული დაავადებებით, თირკმელების ან ღვიძლის დაავადებებით, პეპტიური წყლულით (კუჭ-ნაწლავის ზედა ტრაქტში შესაძლო სისხლდენის გამო) ან კრუნჩხვებით ანამნეზში.
პრეპარატ ნაკომის დანიშვნისას იმ პაციენტებისთვის, რომლებსაც გადატანილი აქვთ მიოკარდიუმის ინფარქტი და აქვთ ნარჩენი წინაგულების, კვანძოვანი ან პარკუჭოვანი არითმია, აუცილებელია სიფრთხილის დაცვა. ასეთ პაციენტებში აუცილებელია გულის მუშაობის მეთვალყურეობა, განსაკუთრებით პირველი დოზის დანიშვნისას და მომატების პერიოდში.
ქრონიკული ღიაკუთხოვანი გლაუკომის მქონე პაციენტებისთვის ნაკომი ინიშნება სიფრთხილით და მკურნალობის დროს ხორციელდება თვალშიდა წნევის მუდმივი მონიტორინგი.
პარკინსონის საწინააღმდეგო პრეპარატების მკვეთრი მოხსნისას შესაძლებელია სიმპტომოკომპლექსის განვითარება, რომელიც ჰგავს ავთვისებიან ნეიროლეპტურ სინდრომს, რომელიც მოიცავს კუნთების რიგიდულობას, სხეულის ტემპერატურის მომატებას, ფსიქიკურ გადახრებს და სისხლის შრატში კრეატინფოსფოკინაზას შემცველობის მომატებას. პაციენტებს, რომლებსაც ნაკომი ერთბაშად მოეხსნათ ან მისი დოზა მკვეთრად შეუმცირდათ, ესაჭიროებათ ექიმის გულმოდგინე მეთვალყურეობა, განსაკუთრებით, თუ ისინი პარალელურად ღებულობენ ნეიროლეპტიკებს.
ლევოდოპას გამოყენებას შეიძლება თან ახლდეს ძილიანობა და ძილის უეცარი დადგომის ეპიზოდები. აღწერილია ძილის დადგომის ძალიან იშვიათი შემთხვევები ყოველდღიური საქმიანობის დროს, ზოგჯერ წინამორბედი ნიშნებისა და სიმპტომატიკის გარეშე. შესაძლოა საჭირო გახდეს დოზის შემცირება ან პრეპარატის მოხსნა.
პრეპარატ ნაკომის ხანგრძლივი მიღებისას რეკომენდებულია ღვიძლის, თირკმლების, გულ-სისხლძარღვთა და სისხლმბადი სისტემის რეგულარული კონტროლი.
თუ საჭიროა საერთო ანესთეზიის ჩატარება, ნაკომის გამოყენება დასაშვებია იქამდე, სანამ პაციენტისთვის ნებადართულია პრეპარატების და სითხის პერორალურად მიღება. თუ თერაპია დროებით წყდება, პაციენტს შეუძლია მიიღოს პრეპარატის თავისი ჩვეულებრივი დოზა მაშინვე, როგორც კი აღდგება პერორალური მიღების უნარი.
პრეპარატი შეიცავს ნატრიუმს.
ერთი ტაბლეტი შეიცავს 1მმოლი (23მგ)-ზე ნაკლებ ნატრიუმს, რაც იძლევა საფუძველს ჩაითვალოს რომ პრეპარატი პრაქტიკულად „ნატრიუმისგან თავისუფალია“.
ორსულობა და ძუძუთი კვება
პრეპარატ ნაკომის ზეგავლენა ორსულობის მიმდინარეობაზე გამოკვლეული არ არის. ლევოდოპას, ისევე როგორც კარბიდოპასა და ლევოდოპას კომბინაციამ, კურდღლებში ვისცერული ორგანოების და ჩონჩხის დეფექტების განვითარება გამოიწვია. რეპროდუქციული ასაკის ქალებში ნაკომის დანიშვნისას, მკურნალმა ექიმმა უნდა შეაფასოს მოსალოდნელი დადებითი ეფექტი და შესაძლო რისკი ორსულობის შემთხვევაში.
უცნობია, გამოიყოფა თუ არა კარბიდოპა დედის რძესთან ერთად.
პარკინსონით დაავადებული ერთი მეძუძური პაციენტის დედის რძეში ლევოდოპა იქნა აღმოჩენილი.
იმის გათვალისწინებით, რომ მრავალი პრეპარატი გამოიყოფა დედის რძესთან ერთად, ასევე ის, რომ არსებობს ახალშობილებში გამოხატული გვერდითი რეაქციების რისკი, დედისთვის თერაპიის მნიშვნელობის შეფასებისას მიიღება გადაწყვეტილება პრეპარატ ნაკომის მიღების შეწყვეტის ან ძუძუთი კვების შეწყვეტის შესახებ.
ზეგავლენა სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე
ლევოდოპამ შესაძლოა გამოიწვიოს ძილიანობა ან ძილის უეცარი დადგომა. აღწერილია ძილის დადგომის ძალიან იშვიათი შემთხვევები ყოველდღიური საქმიანობისას, ხანდახან ყოველგვარი წინამორბედი ნიშნებისა და სიმპტომატიკის გარეშე.
პაციენტები უნდა გააფრთხილონ ამ დარღვევების განვითარების შესაძლებლობის შესახებ და ურჩიონ განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ ავტომობილის მართვისას ან მექანიზმებთან მუშაობისას ნაკომით მკურნალობის დროს. პაციენტებს, რომლებსაც აღენიშნებათ ძილიანობა ან უეცარი ჩაძინება, არ უნდა მართონ მანქანები და/ან იმუშაონ მექანიზმებთან.
დოზები და მიღების წესი
შიგნით მიღებისთვის.
ოპტიმალური სადღეღამისო დოზა განისაზღვრება ინდივიდუალურად, ფრთხილი მომატების გზით. ნაკომის 250მგ/25მგ ტაბლეტებში ლევოდოპას და კარბიდოპას შორის თანაფარდობა შეადგენს 10:1.
ტაბლეტი შეიძლება დაიყოს ორ თანაბარ ნაწილად.
ზოგადი ინფორმაცია
დოზირება დამოკიდებულია პაციენტის ინდივიდუალურ მოთხოვნილებებზე. აუცილებელია როგორც ერთჯერადი დოზის, ასევე პრეპარატის მიღების სიხშირის შერჩევა.
კვლევები აჩვენებს, რომ პერიფერიული დიჰიდროქსიფენილალანინ-დეკარბოქსილაზას ინჰიბირება (გაჯერება) ხდება კარბიდოპას 70მგ-დან 100მგ-მდე დოზით სადღეღამისო მიღებისას. იმ პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ კარბიდოპას ნაკლებ დოზას, გულისრევისა და ღებინების განვითარების ალბათობა უფრო მაღალია.
პრეპარატ ნაკომით მკურნალობის დაწყების შემდეგ სტანდარტული პრეპარატების მიღება პარკინსონიზმის მკურნალობისთვის (იმ პრეპარატების გარდა, რომლებიც მხოლოდ ლევოდოპას შეიცავენ), შეიძლება გაგრძელებულ იქნას, ამასთან შეიძლება საჭირო გახდეს მათი დოზის კორექტირება.
სტანდარტული საწყისი დოზირება
საწყისი დოზა შეადგენს ½ ტაბლეტს დღეში ერთხელ ან ორჯერ. მიუხედავად ამისა, ასეთი დოზა ბევრი პაციენტისთვის შეიძლება არ იყოს საკმარისი კარბიდოპას ოპტიმალური კონცენტრაციის მისაღწევად, ამიტომ, საჭიროების შემთხვევაში, იგი შეიძლება ½ ტაბლეტით გაზრდილ იქნას ყოველდღიურად ან ორ დღეში ერთხელ, სანამ არ იქნება მიღწეული ოპტიმალური პასუხი. ამასთან არ შეიძლება მაქსიმალური სადღეღამისო დოზის გადაჭარბება.
ლევოდოპის თერაპიიდან გადასვლა
პრეპარატ ნაკომით მკურნალობის დაწყებამდე მინიმუმ 12 საათით ადრე უნდა შეწყდეს პრეპარატ ლევოდოპას მიღება (24 საათით ადრე პირველი დოზის მიღებამდე, თუ გამოიყენება შენელებული გამონთავისუფლების ლევოდოპას პრეპარატები). პრეპარატ ნაკომის სადღეღამისო დოზა უნდა უზრუნველყოფდეს ლევოდოპას წინა სადღეღამისო დოზის დაახლოებით 20%-ს.
პაციენტთა უმრავლესობისთვის, რომლებიც ღებულობენ 1500 მგ-ზე მეტ ლევოდოპას დღეში, რეკომენდებული საწყისი დოზა არის 1 ტაბლეტი 3 ან 4-ჯერ დღეში.
შემანარჩუნებელი მკურნალობა
მკურნალობა ინდივიდუალურია. დოზა განისაზღვრება პრეპარატზე თერაპიული პასუხის საფუძველზე.
საჭიროებისას დოზა შეიძლება გაიზარდოს ½-1 ტაბლეტით ყოველდღე ან დღეგამოშვებით. ამასთან მაქსიმალური სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 8 ტაბლეტს. დღეში 200 მგ-ზე მეტი დოზით კარბიდოპას გამოყენების გამოცდილება არასაკმარისია.
მაქსიმალური რეკომენდებული დოზა
მაქსიმალური დოზა შეადგენს რვა ტაბლეტს დღეში (2 გ ლევოდოპა და 200 მგ კარბიდოპა). ეს დაახლოებით არის 30 მგ/კგ ლევოდოპა და 3 მგ/კგ კარბიდოპა, პაციენტის 70 კგ სხეულის მასის შემთხვევაში.
ბავშვები და მოზარდები
ბავშვებსა და მოზარდებში პრეპარატ ნაკომის უსაფრთხოება და ეფექტურობა არ არის დამტკიცებული, ამიტომ პრეპარატის დანიშვნა 18 წელზე უმცროსი პაციენტებისთვის რეკომენდებული არ არის.
ხანდაზმული პაციენტები
დოზის კორექცია არ ესაჭიროებათ.
ღვიძლისა და თირკმლების ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტები
ღვიძლის ან თირკმლების დაავადებების მქონე პაციენტებისთვის პრეპარატ ნაკომის დანიშვნისას, საჭიროა სიფრთხილის დაცვა.
გვერდითი მოქმედება
მეტნაკლებად ხშირი არასასურველი რეაქციები, განვითარებული პრეპარატი ნაკომის მიღებისას, დაკავშირებულია დოფამინის ფარმაკოლოგიურ ზემოქმედებასთან ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე. არასასურველი რეაქციების გამოხატულება შესაძლებელია შემცირდეს, პრეპარატის დოზის შემცირებით. შედარებით ხშირ არასასურველ რეაქციას წარმოადგენს დისკინეზია, ქორეეს მსგავსი, დისტონიკური და სხვა უნებლიე მოძრაობები, ასევე ღებინება. პირველი ადრეული ნიშანი, რომელიც გვიჩვენებს პრეპარატის დოზის აუცილებელი შემცირების საჭიროებას, არის კუნთების კრუნჩხვები და ბლეფაროსპაზმი.
არასასურველი რეაქციები, რომლებიც, როგორც ნავარაუდევია, შესაძლოა დაკავშირებული იყოს პრეპარატის მიღებასთან, ნაჩვენებია ქვემოთ. თითოეულ ქვეჯგუფში არასასურველი რეაქციები ჩამოთვლილია მათი სერიოზულობის შესუსტების მიხედვით. არასასურველი რეაქციების განვითარების სიხშირის მიხედვით დაყოფილია შემდეგ ჯგუფებად: ძალიან ხშირად (≥1/10), ხშირად (≥1/100, <1/10), არახშირად (≥1/1000, <1/100), იშვიათად (≥1/10000, <1/1000) და ძალიან იშვიათად (<1/10000); სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემების საფუძველზე შეუძლებელია სიხშირის დადგენა).
ინფექციები და ინვაზიები
ძალიან ხშირი: საშარდე გზების ინფექციები.
კეთილთვისებიანი, ავთვისებიანი და დაუზუსტებელი ახალწარმონაქმნები, (კისტების და პოლიპების ჩათვლით)
სიხშირე უცნობია: მელანომა. (იხ. ნაწილი „უკუჩვენებები“)
დარღვევები სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ
იშვიათი: აგრანულოციტოზი, ლეიკოპენია, ჰემოლიზური და არაჰემოლიზური ანემია, თრომბოციტოპენია.
დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ
იშვიათი: ანგიონევროზული შეშუპება.
დარღვევები ნივთიერებათა ცვლის და კვების მხრივ
ხშირად: ანორექსია.
სიხშირე უცნობია: წონის შემცირება ან მატება, შეშუპებები.
ფსიქიკის დარღვევები
ხშირი: ძილის დარღვევა, ჰალუცინაციები, დეპრესია მათ შორის სუიციდური განზრახვებით ან მის გარეშე, გონების დაბინდვა.
არახშირი: აჟიტირება.
იშვიათი: ფსიქოზური ეპიზოდები, მათ შორის ბოდვები და პარანოიდული იდეები, ლიბიდოს მომატება.
სურვილების (იმპულსების) კონტროლის დარღვევები: აზარტული თამაშებზე პათოლოგიურ დამოკიდებულება, მომატებული სექსუალური აქტივობა, მომატებული ლიბიდო, დაუძლეველი სწრაფვა ყიდვის ან ფულის ხარჯვისკენ, კომპულსიური გადაჭარბებული კვება (ბულიმია) შეიძლება გამოუვლინდეს იმ პაციენტებს, რომლებიც დოფამინის აგონისტებს და (ან) სხვა ლევოდოპას შემცველ დოფამინერგიულ სამკურნალო საშუალებებს ღებულობენ (ნაკომის ჩათვლით) (იხ. „სიფრთხილის ზომები“). ეს არასასურველი რეაქციები ძირითადად შექცევადია პრეპარატის დოზის შემცირების ან მისი მიღების შეწყვეტის შემდეგ.
სიხშირე უცნობია: მღელვარება, დეზორიენტაცია, ეიფორია, უძილობა, ბრუქსიზმი, დოფამინის დისრეგულაციის სინდრომი (დდს)*
- დდს წარმოადგენს წამლისმიერ დამოკიდებულებას, რომელიც უვითარდება ზოგიერთ პაციენტს, სამკურნალო პრეპარატის მიღებისას კარბიდოპის და ლევოდოპის შემცველობით (ნაკომი), და გამოკვეთილი აკვიატებული მისწრაფებით პრეპარატის დოზის ბოროტად გამოყენებით, რომელიც აჭარბებს მოტორული სისტემის ადექვატური კონტროლისათვის აუცილებელ ნორმას და რომელსაც შედეგად მივყავართ მძიმე დისკინეზიამდე.
დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ
ძალიან ხშირი: დისკინეზია, ქორეას, დისტონიის ჩათვლით.
ხშირი: ბრადიკინეზიის ეპიზოდები („ჩართვა-გამორთვის“-სინდრომი), თავბრუსხვევა/ვესტიბულარული თავბრუსხვევა, პარესთეზიები, ძილიანობა, მათ შორის დღის პერიოდში გადაჭარბებული ძილიანობის ძალიან იშვიათი შემთხვევები და ძილის უეცარი დადგომა.
არახშირი: სინკოპე;
იშვიათი: დემენცია, გულყრები.
სიხშირე უცნობია: ატაქსია, ხელების მომატებული ტრემორი, ექსტრაპირამიდული დარღვევები და მოძრაობის დარღვევები, თავის ტკივილი, აზროვნების უნარის დაქვეითება, ბერნარ-გორნერის ლატენტური სინდრომის აქტივაცია, დამუნჯება, გონების დაკარგვა, დაცემა და სიარულის დარღვევები, ოკულოგირული კრიზები (თვალის კაკლის გარეთა კუნთების მატონიზირებელი კრუნჩხვები) გაღიზიანების შეგრძნება, ტრიზმი.
დარღვევები მხედველობის ორგანოს მხრივ
სიხშირე არ არის დადგენილი: ბლეფაროსპაზმი, მხედველობის დაბინდვა, გუგის გაფართოება, თვალებში გაორება.
გულის მხრივ დარღვევები:
ხშირი: ძლიერი გულისცემა.
იშვიათი: გულის მუშაობის დარღვევა
დარღვევები სისხლძარღვების მხრივ:
ხშირი: ორთოსტატიკური რეაქციები, ჰიპოტინეზიის ეპიზოდების ჩათვლით
იშვიათი: არტერიული ჰიპერტენზია, ფლებიტი.
სიხშირე დადგენილი არ არის: ალები, ჰიპერემია
დარღვევები სასუნთქი სისტემის, გულმკერდის ორგანოების და შუასაყარის მხრივ
ხშირად: ქოშინი.
სიხშირე უცნობია: ხმის ჩახლეჩა, ანომალიური ტიპის სუნთქვა.
დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ
ხშირი: ღებინება, დიარეა;
იშვიათი: სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის გამწვავება, ნერწვის გამუქება.
სიხშირე უცნობია: პირის ღრუს ლორწოვანი გარსის სიმშრალე, ნერწყვდენა, დისფაგია, ტკივილი მუცლის არეში, ყაბზობა, მეტეორიზმი, დისპეპსია, ენის წვის შეგრძნება, პირში სიმწარის შეგრძნება, სლოკინი, გულისრევა.
დარღვევები კანის და კანქვეშა ქსოვილის მხრივ
არახშირი: ჭინჭრის ციება.
იშვიათი: ქავილი, შენლეინ-ჰენოხის პურპურა, ალოპეცია, გამონაყარი, ოფლის გამუქება.
სიხშირე უცნობია: მომატებული ოფლდენა.
დარღვევები ძვალკუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ
არახშირი: კუნთების კრუნჩხვა
სიხშირე დადგენილი არ არის: კუნთების კრთომა.
დარღვევები შარდგამომყოფი სისტემის და თირკმელების მხრივ
იშვიათი: შარდის გამუქება.
სიხშირე უცნობია: შარდის შეუკავებლობა, შარდის შეკავება.
დარღვევები სასქესო ორგანოებისა და სარძევე ჯირკვლების მხრივ
სიხშირე უცნობია: პრიაპიზმი.
ზოგადი აშლილობები და დარღვევები შეყვანის ადგილას
ხშირი: ტკივილი გულმკერდის არეში.
სიხშირე უცნობია: ასთენია, შეშუპებები, დაღლილობა, ზოგადი სისუსტე, ავთვისებიანი ნეიროლეფსური სინდრომი, (იხ. „სიფრთხილის ზომები“), სისუსტე.
ლაბორატორიული და ინსტრუმენტალური მონაცემები
სიხშირე უცნობია: ღვიძლის ფუნქციური ტესტების მომატება (ტუტე ფოსფატაზას, ალანინამინოტრანსფერაზას, ასპარტამინოტრანსფერაზას, ლაქტატდეჰიდროგენაზას და ბილირუბინის), სისხლის პლაზმაში შარდოვანას, კრეატინინის, შარდმჟავას მარილების კონცენტრაციის მომატება, სისხლში შარდოვანას აზოტის მომატება, კუმბსის დადებითი სინჯი.
არის ცნობები ჰემოგლობინის და ჰემატოკრიტის დონეების შემცირების, ჰიპერგლიკემიის, ლეიკოციტოზის, ბაქტერიურიის, ჰემატურიის შესახებ.
ლევოდოპას და კარბიდოპას შემცველმა პრეპარატემა შეიძლება გამოიწვიოს ცრუ-დადებითი რეაქცია კეტონურ სხეულებზე შარდში, თუ კეტონურიის განსაზღვრისთვის გამოყენება ტესტ-ზოლები. შარდის ნიმუშის ადუღების შემდეგ ეს რეაქცია არ შეიცვლება. ცრუ-უარყოფითი შედეგები შეიძლება მიღებულ იქნას გლუკოზურიის განსაზღვრის გლუკოოქსიდაზური მეთოდის გამოყენებისას.
შეტყობინება არასასურველი რეაქციების შესახებ
თუ თქვენ გამოგივლინდათ რაიმე გვერდითი რეაქცია, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს რეკომენდაცია ვრცელდება ნებისმიერ შესაძლო არასასურველ რეაქციაზე, მათ შორის მათზეც, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში. თქვენ ასევე შეგიძლიათ შეატყობინოთ ნებისმიერი საეჭვო გვერდითი რეაქცია პირდაპირ გვერდითი რეაქციების მოხსენების ეროვნული სისტემის მეშვეობით. არასასურველი რეაქციების შეტყობინებით, თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მიწოდებას.
ჭარბი დოზირება
დოზის გადაწარბებისას ძლიერდება სიმპტომების გამოხატულება რომელიც მოცემულია ნაწილში „გვერდითი მოქმედება“.
მკურნალობა ლევოდოპას მწვავე ჭარბი დოზირების შემთხვევაში მკურნალობის ანალოგიურია, იმ გამონაკლისით, რომ პირიდოქსინი პრეპარატ ნაკომის მოქმედების ნეიტრალიზაციისთვის არაეფექტურია.
აუცილებელია ელექტროკარდიოგრაფიული მაჩვენებლების კონტროლი და დაკვირვება არითმიების განვითარებაზე; საჭიროებისას ტარდება არითმიის საწინააღმდეგო თერაპია. დღესდღეობით ჭარბი დოზირებისას დიალიზის ეფექტურობასთან დაკავშირებული მონაცემები უცნობია.
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში აუცილებელია მიმართოთ ექიმს.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები
განსაკუთრებული სიფრთხილეა აუცილებელი პრეპარატ ნაკომის მიღებისას, თუ პაციენტი ამავდროულად იღებს ქვემოთ ჩამოთვლილ პრეპარატებს.
ანტიჰიპერტენზიული პრეპარატები: პრეპარატ ნაკომის ერთდროული გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს სიმპტომატური პოსტურალური ჰიპოტენზია. პრეპარატ ნაკომით თერაპიის დასაწყისში აუცილებელია ანტიჰიპერტენზიული პრეპარატების დოზის კორექტირება.
ანტიქოლინერგული პრეპარატები: ანტიქოლინერგულმა პრეპარატებმა შესაძლოა ზეგავლენა მოახდინონ აბსორბციაზე და შესაბამისად თერაპიის პასუხზე.
ანტიდეპრესანტები: ინფორმაცია მონოამინოოქსიდაზას ინჰიბიტორების თანმხლები მიღების შესახებ იხ. ნაწილში „უკუჩვენებები“. ტრიციკლური ანტიდეპრესანტებისა და პრეპარატ ნაკომის ერთდროული მიღებისას აღინიშნებოდა არტერიული ჰიპერტენზიის და დისკინეზიის შემთხვევები.
რკინა: კარბიდოპას და (ან) ლევოდოპას ბიოშეღწევადობა მცირდება რკინის სულფატთან და რკინის გლუკონატთან მათი ერთდროული გამოყენებისას.
სხვა პრეპარატები. დოფამინური D2 რეცეპტორების ანტაგონისტებმა (ფენოტიაზინები, ბუტიროფენონები და რისპერიდონი) და იზონიაზიდმა შეიძლება შეამცირონ ლევოდოპას თერაპიული ეფექტი.
ფენიტოინს და პაპავერინს შეუძლიათ ლევოდოპას სასარგებლო ეფექტის ნიველირება პარკინსონის დაავადების მქონე პაციენტებში. იმ პაციენტებს, რომლებიც პრეპარატ ნაკომის გარდა ღებულობენ ზემოაღნიშნულ პრეპარატებს, ესაჭიროებათ მკაცრი კონტროლი თერაპიული ეფექტურობის შესაძლო დაკარგვასთან დაკავშირებით (იხ. „სიფრთხილის ზომები“).
რეკომენდებული არ არის ნაკომის გამოყენება დოფამინის მარაგების გამომფიტავ პრეპარატებთან (მაგალითად, ტეტრაბენაზინის) ან სხვა მონოამინების მარაგების გამომფიტავ სამკურნალო პრეპარატებთან.
სელეგილინის და კარბიდოპა-ლევოდოპას ერთდროულ მიღებას შეიძლება თან ახლდეს მძიმე ფორმის ორთოსტატიური ჰიპოტენზია, რაც არ არის მხოლოდ ლევოდოპასა და კარბიდოპას მიღების შედეგი (იხ. „უკუჩვენებები“).
ლევოდოპას გარკვეულ ამინომჟავებთან კონკურენციის გამო, ლევოდოპას შეწოვა შეიძლება შემცირდეს პაციენტებში, რომლებიც არიან მაღალცილოვან დიეტაზე.
ანტაციდების და ნაკომის ერთდროული გამოყენების ეფექტი ლევოდოპას ბიოშეღწევადობაზე არ არის შესწავლილი.
ნაკომი შეიძლება გამოყენებულ იქნას პარკინსონის დაავადების ან სინდრომის მქონე პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ პირიდოქსინის ჰიდროქლორიდის (ვიტამინი В6) შემცველ ვიტამინურ პრეპარატებს.
შეფუთვა
10 ტაბლეტი თითოეულ პვქ/ალუმინის ბლისტერში. 10 ბლისტერი (100 ტაბლეტი) გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები
ინახება არაუმეტეს 25ºС ტემპერატურაზე, ნესტისა და სინათლისაგან დაცულ ადგილას.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისობის ვადა
3 წელი. არ გამოიყენოთ პრეპარატი შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
გაცემის პირობები
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი
სანდოზ ფარმაცევტიკალს დ.დ., ვეროვსკოვას 57, 1000, ლუბლიანა, სლოვენია.
მწარმოებელი
ლეკ ფარმაცევტიკალს დ.დ., ტრიმლინი 2დ, 9220 ლენდავა, სლოვენია.
ტექსტის გადახედვა 2024 წლის ნოემბერი.
მომხმარებელთა პრეტენზიები გაგზავნილი უნდა იქნას კომპანია „სანდოზის“ ადგილობრივ განყოფილებაში ან ელ. მისამართზე: [email protected]
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


