პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ყაბზობის სამკურნალო პრეპარატები

ლაქტულოზა პოლფარმექსი

LACTULOSUM Polfarmex

ურეცეპტოდ7,5გინსტრუქცია ქართულადპოლონეთი
რისთვის გამოიყენება

Lactulosum Polfarmex შეიცავს ლაქტულოზას - სინთეზურ დისაქარიდს, რომელიც არ შეიწოვება საჭმლის მომნელებელ ტრაქტში. ის აფერხებს საკვების გადამუშავების გაუარესებულ პროცესებს (ლპობის) და ამიაკის გამომუშავებას, ხოლო მსხვილი ნაწლავის გარემოს pH-ის შემცირებით ამცირებს ამონიუმის მარილების შეწოვას, რომლებიც გამოიყოფა განავლით. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ლაქტულოზა (lactulose)
ფორმა და შეფუთვა
7,5გ/15მლ 150მლ სიროფი ფლაკონი №1
მწარმოებელი
Polfarmex S.A., პოლონეთი
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ყაბზობის სამკურნალო პრეპარატები, ოსმოსური მოქმედების საფაღარათო საშუალებები
ATC კოდი
A06AD11
რეგისტრაციის ნომერი
რ-043126
რეგისტრირებულია
15 აპრილი 2025, მოქმედებს 15 აპრილი 2030-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
სს „გეფა“
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებალაქტულოზა პოლფარმექსი და სხვა წამალი ერთად

ლაქტულოზა პოლფარმექსი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

Lactulosum Polfarmex შეიცავს ლაქტულოზას - სინთეზურ დისაქარიდს, რომელიც არ შეიწოვება საჭმლის მომნელებელ ტრაქტში. ის აფერხებს საკვების გადამუშავების გაუარესებულ პროცესებს (ლპობის) და ამიაკის გამომუშავებას, ხოლო მსხვილი ნაწლავის გარემოს pH-ის შემცირებით ამცირებს ამონიუმის მარილების შეწოვას, რომლებიც გამოიყოფა განავლით. ოსმოსის შედეგად ის ზრდის ნაწლავის შიგთავსის მოცულობას, ასტიმულირებს ნაწლავის პერისტალტიკას და აქვს დამამშვიდებელი ეფექტი.

Lactulosum Polfarmex გამოყენება:

  • ქრონიკული ყაბზობის დროს;
  • ღვიძლის მწვავე უკმარისობის დროს პრეკომა და კომა;
  • ღვიძლის ქრონიკული უკმარისობის დროს, რომელსაც თან ახლავს სისხლში ამიაკის დონის მომატება.

თუ თავს არ გრძნობთ უკეთესად ან თუ თქვენი მდგომარეობა გაუარესდა რამდენიმე დღის შემდეგ, მიმართეთ ექიმს.

  • მნიშვნელოვანი ინფორმაცია Lactulosum Polfarmex-ის გამოყენებამდე

მიღების წესი და დოზირება

ყოველთვის მიიღეთ ეს მედიკამენტი ზუსტად ისე, როგორც თქვენმა ექიმმა ან ფარმაცევტმა გირჩიათ. თუ ეჭვი გეპარებათ, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

საფაღარათო საშუალება:

პერორალურად, ჩვეულებრივ 30-45 მლ (2-3 სუფრის კოვზი) საუზმემდე ან 15 მლ (1 სუფრის კოვზი) 3-ჯერ დღეში ჭამის წინ. ეფექტის მიღების შემდეგ - 15 მლ სიროფი უზმოზე.

ღვიძლის უკმარისობის დროს:

პერორალურად, 100-180 მლ დღეში მიღებული 4-6 დოზად.

გამოყენება ბავშვებში

საფაღარათო საშუალება:

თავდაპირველად, ჩვილები – 2,5 მლ; 3 წლამდე ბავშვები – 5 მლ; 3 წელზე მეტი - 15 მლ დღეში. შემდეგ დოზა შეიძლება თანდათან გაიზარდოს ყოველ 3 დღეში ერთხელ, სანამ ნორმალური ნაწლავის პერისტალტიკა არ მიიღწევა. თუ მუცლის შებერილობა განვითარდა დოზა უნდა შემცირდეს ბავშვის მოთმინებამდე. რეკომენდებულია ლაქტულოზას სიროფის გამოყენება წყლით ან ხილის წვენით განზავების შემდეგ.

Lactulosum Polfarmex-ის რეკომენდებულზე მაღალი დოზის მიღება

არ არსებობს მონაცემები წამლის დოზის გადაჭარბების შესახებ.

თუ დაგავიწყდათ ლაქტულოზა პოლფარმექსის მიღება

არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.

უკუჩვენებები

  • თუ ალერგიული ხართ აქტიურ ნივთიერებაზე (ლაქტულოზა) ან ამ მედიკამენტის რომელიმე სხვა ინგრედიენტზე (ჩამოთვლილი მე-6 ნაწილში);
  • თუ გაქვთ ნაწლავის გაუვალობა;
  • თუ გაქვთ გალაქტოზემია.

სიფრთხილის ზომები

ვიდრე დაიწყებთ Lactulosum Polfarmex-ის გამოყენებას, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ხანგრძლივი გამოყენების შემთხვევაში რეკომენდებულია, განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში, პლაზმაში ელექტროლიტების კონცენტრაციის (კალიუმი, ქლორიდები) პერიოდული მონიტორინგი.

თქვენ უნდა გაესაუბროთ თქვენს ექიმს მაშინაც კი, თუ ზემოაღნიშნული გაფრთხილებები ეხება მდგომარეობას, რომლებიც წარსულში განიცადეთ.

Lactulosum Polfarmex და სხვა პრეპარატები

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ცოტა ხნის წინ მიიღეთ ან შესაძლოა მიიღოთ სხვა მედიკამენტები.

იმის გამო, რომ ლაქტულოზა აქვეითებს pH-ს მსხვილ ნაწლავში, შესაძლოა მოახდინოს იმ მედიკამენტების ინაქტივირება, რომელთა გამოყოფა დამოკიდებულია pH-ზე.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, პრეპარატის მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

პრეპარატი არ ახდენს გავლენას ავტომობილის მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

Lactulosum Polfarmex სიროფი შეიცავს დამხმარე ნივთიერებებს - ეთანოლს (არომატული ინგრედიენტი), ფრუქტოზას, ლაქტოზას, გალაქტოზას, სულფიტებს და ბუტილირებულ ჰიდროქსიანიზოლს.

ეთანოლი

Lactulosum Polfarmex შეიცავს მანგორის არომატს, სითხეს, რომლის ინგრედიენტია ეთანოლი (ალკოჰოლი). მედიკამენტის ყოველ 15 მლ სიროფი შეიცავს 0,00963 გ ალკოჰოლს (ეთანოლს).

მოზრდილები

საფაღარათო საშუალება

  • მოზრდილები - სიროფის 45 მლ დოზა შეიცავს 29,07 მგ ეთანოლს. ალკოჰოლის (ეთანოლის) რაოდენობა 45 მლ-ში ექვივალენტურია 1 მლ-ზე ნაკლები ლუდის ან 1 მლ ღვინის.
  • მოზრდილები - 15 მლ სიროფი შეიცავს 9,63 მგ ეთანოლს. ალკოჰოლის (ეთანოლის) რაოდენობა 15 მლ-ში ექვივალენტურია 1 მლ-ზე ნაკლები ლუდის ან 1 მლ ღვინის.

ღვიძლის უკმარისობის დროს

  • მოზრდილები – 180 მლ დოზა შეიცავს 116,28 მგ ეთანოლს. ალკოჰოლის (ეთანოლის) რაოდენობა 180 მლ-ში ექვივალენტურია 3 მლ-ზე ნაკლები ლუდსია და 2 მლ ღვინის.

ბავშვები

  • ჩვილები – სიროფის 2,5 მლ დოზა შეიცავს 1,615 მგ ეთანოლს. 2,5 მლ სიროფში ალკოჰოლის (ეთანოლის) რაოდენობა ექვივალენტურია 1 მლ-ზე ნაკლებ ლუდის ან 1 მლ ღვინის.
  • 3 წლამდე ბავშვები - სიროფის 5 მლ დოზა შეიცავს 3,23 მგ ეთანოლს. ალკოჰოლის (ეთანოლის) რაოდენობა 5 მლ სიროფში ექვივალენტურია 1 მლ-ზე ნაკლებ ლუდის ან 1 მლ ღვინის.
  • 3 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები - 15 მლ სიროფი შეიცავს 9,69 მგ ეთანოლს. ეთანოლის (ალკოჰოლის) რაოდენობა 15 მლ სიროფში ექვივალენტურია 1 მლ-ზე ნაკლებ ლუდის ან 1 მლ ღვინის.

ფრუქტოზა

Lactulosum Polfarmex შეიცავს 0,075 გ ფრუქტოზას ყოველ 15 მლ სიროფში.

Lactulosum Polfarmex შეიცავს 0,9 გ ფრუქტოზას მაქსიმალურ დღიურ დოზაში.

მედიკამანტში შემავალ ფრუქტოზას შესაძლოა მავნე გავლენა ჰქონდეს კბილებზე.

ლაქტოზა

თუ ექიმმა გირჩიათ, რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, ამ სამკურნალო პროდუქტის მიღებამდე მიმართეთ ექიმს. პრეპარატი შეიცავს 0,75გრ ლაქტოზას 15მლ.

Lactulosum Polfarmex შეიცავს 9 გ ლაქტოზას მაქსიმალურ დღიურ დოზაში. ეს გასათვალისწინებელია დიაბეტის მქონე პაციენტებში.

გალაქტოზა

თუ ექიმმა გაცნობათ, რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, ამ სამკურნალო პროდუქტის მიღებამდე მიმართეთ ექიმს.

პრეპარატი შეიცავს 1,125 გ გალაქტოზას ყოველ 15 მლ სიროფში.

Lactulosum Polfarmex შეიცავს 13,5 გ გალაქტოზას მაქსიმალურ დღიურ დოზაში.

სულფიტები

პრეპარატმა შეიძლება იშვიათად გამოიწვიოს მძიმე ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები და ბრონქოსპაზმი.

გვერდითი მოვლენები

ყველა მედიკამენტის მსგავსად, ამ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება. მუცლის ტკივილი შეიძლება განვითარდეს გამოყენების საწყის პერიოდში. ზოგჯერ დიდი დოზების გამოყენების შემდეგ აღინიშნება გულისრევა, დიარეა და მეტეორიზმი.

უცნობია (სიხშირე არ შეიძლება შეფასდეს არსებული მონაცემებით): ალერგიული რეაქციები, გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრის ციება.

გვერდითი ეფექტების შეტყობინება

თუ თქვენ გაქვთ რაიმე გვერდითი მოვლენა, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

გვერდითი რეაქციების შესახებ შეიძლება შეტყობინებული იქნას უშუალოდ სამკურნალო საშუალებების, სამედიცინო ხელსაწყოებისა და ბიოლოგიური პროდუქტების რეგისტრაციის ოფისის სამკურნალო პროდუქტებზე გვერდითი რეაქციების მონიტორინგის დეპარტამენტში

Al. Jerozolimskie 181C, 02-222 ვარშავა, ტელ.: + 48 22 49 21 301, ფაქსი: + 48 22 49 21 309, ვებ გვერდი: https://smz.ezdrowie.gov.pl

გვერდითი ეფექტების შესახებ ასევე შეიძლება ეცნობოს პასუხისმგებელ პირს.

გვერდითი ეფექტების შეტყობინებით, შესაძლებელია მეტი ინფორმაციის შეგროვება პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ.

  • როგორ შეინახოთ Lactulosum Polfarmex

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

არ გაიყინოთ.

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერებას წარმოადგენს ლაქტულოზა. 15 მლ სიროფი შეიცავს 7,5 გ ლაქტულოზას.

სხვა ინგრედიენტებია: ლიმონმჟავას მონოჰიდრატი, თხევადი მანგორის არომატი (შეიცავს, მათ შორის, ეთანოლს და ბუტილირებულ ჰიდროქსიანიზოლს), გასუფთავებულ წყალს.

როგორ გამოიყურება Lactulosum Polfarmex და რას შეიცავს შეფუთვა

ფლაკონი შეიცავს 150 მლ სიროფს.

პასუხისმგებელი პირი და მწარმოებელი

პოლფარმეს ს.ა. (Polfarmex S.A.)

იოსეფოვი ქუჩა 9, 99-300 კუტნო, პოლონეთი (პოლონეთი)

ტელ.: 24 357 44 44

ფაქსი: 24 357 45 45

ელფოსტა: [email protected]

ბროშურა განახლდა: ივლისი 2022 წ

შენახვის პირობები

3 თვე.

არ გამოიყენოთ მედიკამენტი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია მუყაოს კოლოფზე და ბოთლზე EXP-ის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ნიშნავს მოცემული თვის ბოლო დღეს.

გამოუყენებელი მედიკამენტები არ უნდა გადაღვაროთ კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გაანადგუროთ მედიკამენტი, რომლებსაც აღარ იყენებთ. ამის გაკეთება ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

  • შეფუთვა და სხვა ინფორმაცია

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

შეფუთვის ფურცელი: ინფორმაცია პაციენტისთვის

LACTULOSUM POLFARMEX, 7,5 გ/15 მლ, სიროფი

ლაქტულოზა

პრეპარატის მიღებამდე გთხოვთ, ყურადღებით წაიკითხოთ მოცემული შეფუთვის ფურცელი, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

ყოველთვის გამოიყენეთ ეს მედიკამენტი ზუსტად ისე, როგორც ეს აღწერილია ინსტრუქციაში ან როგორც გირჩევთ თქვენი ექიმი ან ფარმაცევტი.

  • შეინახეთ ეს ფურცელი, რათა საჭიროების შემთხვევაში ხელახლა წაიკითხოთ.
  • თუ გჭირდებათ რჩევა ან დამატებითი ინფორმაცია, გთხოვთ, მიმართოთ თქვენს ფარმაცევტს.
  • თუ შენიშნეთ რაიმე გვერდითი მოვლენა, მათ შორის შესაძლო სიმპტომები

გვერდითი მოვლენები, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ამ ფურცელ-ჩანართში, გთხოვთ, აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

  • თუ თავს არ გრძნობთ უკეთესად ან თუ თქვნი მდგომარეობა გაუარესდა რამდენიმე დღის შემდეგ, მიმართეთ ექიმს.

ბროშურის სარჩევი:

  • რა არის Lactulosum Polfarmex და რისთვის გამოიყენება?
  • მნიშვნელოვანი ინფორმაცია Lactulosum Polfarmex-ის გამოყენებამდე
  • როგორ გამოვიყენოთ Lactulosum Polfarmex
  • შესაძლო გვერდითი მოვლენები
  • როგორ შეინახოთ Lactulosum Polfarmex
  • შეფუთვა და სხვა ინფორმაცია
  • რა არის Lactulosum Polfarmex და რისთვის გამოიყენება?

Lactulosum Polfarmex შეიცავს ლაქტულოზას - სინთეზურ დისაქარიდს, რომელიც არ შეიწოვება საჭმლის მომნელებელ ტრაქტში. ის აფერხებს საკვების გადამუშავების გაუარესებულ პროცესებს (ლპობის) და ამიაკის გამომუშავებას, ხოლო მსხვილი ნაწლავის გარემოს pH-ის შემცირებით ამცირებს ამონიუმის მარილების შეწოვას, რომლებიც გამოიყოფა განავლით. ოსმოსის შედეგად ის ზრდის ნაწლავის შიგთავსის მოცულობას, ასტიმულირებს ნაწლავის პერისტალტიკას და აქვს დამამშვიდებელი ეფექტი.

Lactulosum Polfarmex გამოყენება:

  • ქრონიკული ყაბზობის დროს;
  • ღვიძლის მწვავე უკმარისობის დროს პრეკომა და კომა;
  • ღვიძლის ქრონიკული უკმარისობის დროს, რომელსაც თან ახლავს სისხლში ამიაკის დონის მომატება.

თუ თავს არ გრძნობთ უკეთესად ან თუ თქვენი მდგომარეობა გაუარესდა რამდენიმე დღის შემდეგ, მიმართეთ ექიმს.

  • მნიშვნელოვანი ინფორმაცია Lactulosum Polfarmex-ის გამოყენებამდე

როდის არ გამოიყენოთ Lactulosum Polfarmex:

  • თუ ალერგიული ხართ აქტიურ ნივთიერებაზე (ლაქტულოზა) ან ამ მედიკამენტის რომელიმე სხვა ინგრედიენტზე (ჩამოთვლილი მე-6 ნაწილში);
  • თუ გაქვთ ნაწლავის გაუვალობა;
  • თუ გაქვთ გალაქტოზემია.

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

ვიდრე დაიწყებთ Lactulosum Polfarmex-ის გამოყენებას, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ხანგრძლივი გამოყენების შემთხვევაში რეკომენდებულია, განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში, პლაზმაში ელექტროლიტების კონცენტრაციის (კალიუმი, ქლორიდები) პერიოდული მონიტორინგი.

თქვენ უნდა გაესაუბროთ თქვენს ექიმს მაშინაც კი, თუ ზემოაღნიშნული გაფრთხილებები ეხება მდგომარეობას, რომლებიც წარსულში განიცადეთ.

Lactulosum Polfarmex და სხვა პრეპარატები

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ცოტა ხნის წინ მიიღეთ ან შესაძლოა მიიღოთ სხვა მედიკამენტები.

იმის გამო, რომ ლაქტულოზა აქვეითებს pH-ს მსხვილ ნაწლავში, შესაძლოა მოახდინოს იმ მედიკამენტების ინაქტივირება, რომელთა გამოყოფა დამოკიდებულია pH-ზე.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, პრეპარატის მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში.

ავტომობილის და მექანიზმების მართვა

პრეპარატი არ ახდენს გავლენას ავტომობილის მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

Lactulosum Polfarmex სიროფი შეიცავს დამხმარე ნივთიერებებს - ეთანოლს (არომატული ინგრედიენტი), ფრუქტოზას, ლაქტოზას, გალაქტოზას, სულფიტებს და ბუტილირებულ ჰიდროქსიანიზოლს.

ეთანოლი

Lactulosum Polfarmex შეიცავს მანგორის არომატს, სითხეს, რომლის ინგრედიენტია ეთანოლი (ალკოჰოლი). მედიკამენტის ყოველ 15 მლ სიროფი შეიცავს 0,00963 გ ალკოჰოლს (ეთანოლს).

მოზრდილები

საფაღარათო საშუალება

  • მოზრდილები - სიროფის 45 მლ დოზა შეიცავს 29,07 მგ ეთანოლს. ალკოჰოლის (ეთანოლის) რაოდენობა 45 მლ-ში ექვივალენტურია 1 მლ-ზე ნაკლები ლუდის ან 1 მლ ღვინის.
  • მოზრდილები - 15 მლ სიროფი შეიცავს 9,63 მგ ეთანოლს. ალკოჰოლის (ეთანოლის) რაოდენობა 15 მლ-ში ექვივალენტურია 1 მლ-ზე ნაკლები ლუდის ან 1 მლ ღვინის.

ღვიძლის უკმარისობის დროს

  • მოზრდილები – 180 მლ დოზა შეიცავს 116,28 მგ ეთანოლს. ალკოჰოლის (ეთანოლის) რაოდენობა 180 მლ-ში ექვივალენტურია 3 მლ-ზე ნაკლები ლუდსია და 2 მლ ღვინის.

ბავშვები

  • ჩვილები – სიროფის 2,5 მლ დოზა შეიცავს 1,615 მგ ეთანოლს. 2,5 მლ სიროფში ალკოჰოლის (ეთანოლის) რაოდენობა ექვივალენტურია 1 მლ-ზე ნაკლებ ლუდის ან 1 მლ ღვინის.
  • 3 წლამდე ბავშვები - სიროფის 5 მლ დოზა შეიცავს 3,23 მგ ეთანოლს. ალკოჰოლის (ეთანოლის) რაოდენობა 5 მლ სიროფში ექვივალენტურია 1 მლ-ზე ნაკლებ ლუდის ან 1 მლ ღვინის.
  • 3 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები - 15 მლ სიროფი შეიცავს 9,69 მგ ეთანოლს. ეთანოლის (ალკოჰოლის) რაოდენობა 15 მლ სიროფში ექვივალენტურია 1 მლ-ზე ნაკლებ ლუდის ან 1 მლ ღვინის.

ფრუქტოზა

Lactulosum Polfarmex შეიცავს 0,075 გ ფრუქტოზას ყოველ 15 მლ სიროფში.

Lactulosum Polfarmex შეიცავს 0,9 გ ფრუქტოზას მაქსიმალურ დღიურ დოზაში.

მედიკამანტში შემავალ ფრუქტოზას შესაძლოა მავნე გავლენა ჰქონდეს კბილებზე.

ლაქტოზა

თუ ექიმმა გირჩიათ, რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, ამ სამკურნალო პროდუქტის მიღებამდე მიმართეთ ექიმს. პრეპარატი შეიცავს 0,75გრ ლაქტოზას 15მლ.

Lactulosum Polfarmex შეიცავს 9 გ ლაქტოზას მაქსიმალურ დღიურ დოზაში. ეს გასათვალისწინებელია დიაბეტის მქონე პაციენტებში.

გალაქტოზა

თუ ექიმმა გაცნობათ, რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, ამ სამკურნალო პროდუქტის მიღებამდე მიმართეთ ექიმს.

პრეპარატი შეიცავს 1,125 გ გალაქტოზას ყოველ 15 მლ სიროფში.

Lactulosum Polfarmex შეიცავს 13,5 გ გალაქტოზას მაქსიმალურ დღიურ დოზაში.

სულფიტები

პრეპარატმა შეიძლება იშვიათად გამოიწვიოს მძიმე ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები და ბრონქოსპაზმი.

  • როგორ გამოვიყენოთ Lactulosum Polfarmex

ყოველთვის მიიღეთ ეს მედიკამენტი ზუსტად ისე, როგორც თქვენმა ექიმმა ან ფარმაცევტმა გირჩიათ. თუ ეჭვი გეპარებათ, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

საფაღარათო საშუალება:

პერორალურად, ჩვეულებრივ 30-45 მლ (2-3 სუფრის კოვზი) საუზმემდე ან 15 მლ (1 სუფრის კოვზი) 3-ჯერ დღეში ჭამის წინ. ეფექტის მიღების შემდეგ - 15 მლ სიროფი უზმოზე.

ღვიძლის უკმარისობის დროს:

პერორალურად, 100-180 მლ დღეში მიღებული 4-6 დოზად.

გამოყენება ბავშვებში

საფაღარათო საშუალება:

თავდაპირველად, ჩვილები – 2,5 მლ; 3 წლამდე ბავშვები – 5 მლ; 3 წელზე მეტი - 15 მლ დღეში. შემდეგ დოზა შეიძლება თანდათან გაიზარდოს ყოველ 3 დღეში ერთხელ, სანამ ნორმალური ნაწლავის პერისტალტიკა არ მიიღწევა. თუ მუცლის შებერილობა განვითარდა დოზა უნდა შემცირდეს ბავშვის მოთმინებამდე. რეკომენდებულია ლაქტულოზას სიროფის გამოყენება წყლით ან ხილის წვენით განზავების შემდეგ.

Lactulosum Polfarmex-ის რეკომენდებულზე მაღალი დოზის მიღება

არ არსებობს მონაცემები წამლის დოზის გადაჭარბების შესახებ.

თუ დაგავიწყდათ ლაქტულოზა პოლფარმექსის მიღება

არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.

  • შესაძლო გვერდითი მოვლენები

ყველა მედიკამენტის მსგავსად, ამ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება. მუცლის ტკივილი შეიძლება განვითარდეს გამოყენების საწყის პერიოდში. ზოგჯერ დიდი დოზების გამოყენების შემდეგ აღინიშნება გულისრევა, დიარეა და მეტეორიზმი.

უცნობია (სიხშირე არ შეიძლება შეფასდეს არსებული მონაცემებით): ალერგიული რეაქციები, გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრის ციება.

გვერდითი ეფექტების შეტყობინება

თუ თქვენ გაქვთ რაიმე გვერდითი მოვლენა, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

გვერდითი რეაქციების შესახებ შეიძლება შეტყობინებული იქნას უშუალოდ სამკურნალო საშუალებების, სამედიცინო ხელსაწყოებისა და ბიოლოგიური პროდუქტების რეგისტრაციის ოფისის სამკურნალო პროდუქტებზე გვერდითი რეაქციების მონიტორინგის დეპარტამენტში

Al. Jerozolimskie 181C, 02-222 ვარშავა, ტელ.: + 48 22 49 21 301, ფაქსი: + 48 22 49 21 309, ვებ გვერდი: https://smz.ezdrowie.gov.pl

გვერდითი ეფექტების შესახებ ასევე შეიძლება ეცნობოს პასუხისმგებელ პირს.

გვერდითი ეფექტების შეტყობინებით, შესაძლებელია მეტი ინფორმაციის შეგროვება პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ.

  • როგორ შეინახოთ Lactulosum Polfarmex

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

არ გაიყინოთ.

შენახვის ვადა ბოთლის პირველი გახსნის შემდეგ: 3 თვე.

არ გამოიყენოთ მედიკამენტი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია მუყაოს კოლოფზე და ბოთლზე EXP-ის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ნიშნავს მოცემული თვის ბოლო დღეს.

გამოუყენებელი მედიკამენტები არ უნდა გადაღვაროთ კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გაანადგუროთ მედიკამენტი, რომლებსაც აღარ იყენებთ. ამის გაკეთება ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

  • შეფუთვა და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს Lactulosum Polfarmex

აქტიური ნივთიერებას წარმოადგენს ლაქტულოზა. 15 მლ სიროფი შეიცავს 7,5 გ ლაქტულოზას.

სხვა ინგრედიენტებია: ლიმონმჟავას მონოჰიდრატი, თხევადი მანგორის არომატი (შეიცავს, მათ შორის, ეთანოლს და ბუტილირებულ ჰიდროქსიანიზოლს), გასუფთავებულ წყალს.

როგორ გამოიყურება Lactulosum Polfarmex და რას შეიცავს შეფუთვა

ფლაკონი შეიცავს 150 მლ სიროფს.

პასუხისმგებელი პირი და მწარმოებელი

პოლფარმეს ს.ა. (Polfarmex S.A.)

იოსეფოვი ქუჩა 9, 99-300 კუტნო, პოლონეთი (პოლონეთი)

ტელ.: 24 357 44 44

ფაქსი: 24 357 45 45

ელფოსტა: [email protected]

ბროშურა განახლდა: ივლისი 2022 წ

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა