ყაბზობა: ნაწლავების ფიზიოლოგიური რითმის რეგულირება. მდგომარეობა, რომელიც მოითხოვს დეფეკაციის შემსუბუქებას (ბუასილი, მსხვილ ნაწლავზე ან ანორექტალურ ზონაში ოპერაციის შემდგომი მდგომარეობა). ღვიძლის ენცეფალოპათია: ღვიძლის კომისა და პრეკომის მკურნალობა და პროფილაქტიკა.
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ლაქტულოზა (lactulose)
- ფორმა და შეფუთვა
- 3,335გ/5მლ 200მლ სიროფი პეტ-ის ფლაკონი №1
- მწარმოებელი
- «Yuria-Pharm» LLC, უკრაინა
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ყაბზობის სამკურნალო პრეპარატები, ოსმოსური მოქმედების საფაღარათო საშუალებები
- ATC კოდი
- A06AD11
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-039951
- რეგისტრირებულია
- 12 იანვარი 2024, მოქმედებს 5 აგვისტო 2027-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- «Yuria-Pharm» LLC (უკრაინა)
- განმცხადებელი
- შპს „ავერსი-ფარმა“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ლაქტუვიტი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ყაბზობა: ნაწლავების ფიზიოლოგიური რითმის რეგულირება.
მდგომარეობა, რომელიც მოითხოვს დეფეკაციის შემსუბუქებას (ბუასილი, მსხვილ ნაწლავზე ან ანორექტალურ ზონაში ოპერაციის შემდგომი მდგომარეობა).
ღვიძლის ენცეფალოპათია: ღვიძლის კომისა და პრეკომის მკურნალობა და პროფილაქტიკა.
მიღების წესი და დოზირება
ლაქტუვიტის მიღება შეიძლება როგორც განზავებული, ასევე განუზავებელი სახით. დოზა უნდა შერჩეს კლინიკური ეფექტის გათვალისწინებით.
ლაქტულოზას ერთჯერადი დოზა უნდა გადაიყლაპოს მაშინვე და არ გაჩერდეს პირში რაიმე დროის განმავლობაში.
პრეპარატის მიღების რეჟიმი უნდა იქნას შერჩეული პაციენტის მოთხოვნებიდან გამომდინარე. თუ პაციენტს პრეპარატი დაენიშნა ერთხელ დღე-ღამეში, ის უნდა იქნას მიღებული ერთიდაიგივე დროს, მაგალითად საუზმისას. საფაღარათო საშუალებებით თერაპიის დროს რეკომენდებულია საკმარისი რაოდენობის სითხის მიღება (1,5-2 ლიტრი, რაც შეესაბამება 6-8 ჭიქას) დღე-ღამეში.
დოზირება ყაბზობისას ან იმ მდგომარეობების დროს, რომლებიც მოითხოვენ დეფეკაციის შემსუბუქებას ლაქტულოზის გამოყენება შეიძლება ერთჯერადი სადღეღღამისი დოზის სახით ან ორ მიღებაზე გაყოფით.
რამდენიმე დღის შემდეგ საწყისი დოზა შეიძლება დაკორეგირდეს შემანარჩუნებელ დოზამდე მკურნალობაზე მიღებული პასუხის საფუძველზე. შეიძლება საჭირო დახდეს თერაპიის რამოდენიმე დღე (2-3 დღე) სამკურნალო ეფექტის გამოვლენამდე.
ასაკი
საწყისი დოზა, დღე-ღამეში
შემანარჩუნებელი დოზა, დღე-ღამეში
ზრდასრულები და ბავშვები 14 წლიდან
15-45 მლ
15-30 მლ
7-14 წლის ბავშვები
15 მლ
10-15 მლ
1-6 წლის ბავშვები
5-10 მლ
5-10 მლ
1 წლამდე ბავშვები
5 მლ-მდე
5 მლ-მდე
დოზირება ღვიძლის კომისა და პრეკომის დროს (მხოლოდ ზრდასრულებისათვის) საწყისი დოზაა - 3-4 ჯერ დღეში 30-45 მლ.
ეს დოზა შეიძლება დაკორექტირდეს შემანარჩუნებელი დოზის მიღწევამდე, რომელიც უზრუნველყოფს 2-დან 3 რბილ დეფეკაციამდე დღე-ღამეში.
პრეპარატის უსაფრთხოება და ეფექტურობა ბავშვებისათვის (0-18 წლის) პორტოსისტემული ენცეფალოპათიით არ ყოფილა დადგენილი. მონაცემები არ არის.
ხანდაზმული ასაკის პაციენტები და პაციენტები თირკმელებისა და ღვიძლის უკმარისობით ვინაიდან ლაქტულოზას სისტემური გავლენა უმნიშვნელოა, ამ ჯგუფების პაციენტებისათვის დოზირების განსაკუთრებული რეკომენდაციები არ არის.
ბავშვები.
საფაღარათო საშუალებების გამოყენება ბავშვებში შეიძლება მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში და მოითხოვს სამედიცინო ზედამხედველობას.
აუცილებელია იქნას გათვალისწინებული, რომ ნაწლავის დაცლის რეფლექსი შეიძლება დაირღვეს მკურნალობის დროს.
უკუჩვენებები
გალაქტოზემია, კუჭ-ნაწლავური გაუვალობა, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის პერფორაცია ან საჭმლის მომნელებელი ტრაქტის პერფორაციის რისკი, ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის აქტიური ნივთიერების ან სხვა კმპონენტების მიმართ.
სიფრთხილის ზომები
ექიმის კონსულტაცია რეკომენდებულია, თუ:
- მკურნალობის დაწყებამდე გაქვთ გაურკვეველი წარმოშობის მტკივნეული სიმპტომები მუცლის არეში; - რამოდენიმე დღის განმავლობაში მკურნალობის თერაპიული ეფექტი არასაკმარისია. ლაქტოზის აუტანლობის მქონე ავადმყოფებში ლაქტუვიტი უნდა იქნას გამოყენებული სიფრთხილით. იმ შაქრის რაოდენობიდან გამომდინარე, რომელსაც შეიცავს პრეპარატი, დოზა, რომელიც ჩვეულებრივ მიიღება ყაბზობის სამკურნალოდ, არ ქმნის პრობლემას შაქრიანი დიაბეტის მქონე ავადმყოფებისათვის. თუმცა ღვიძლის (პრე)კომის სამკურნალო დოზა ჩვეულებრივ ბევრად უფრო მაღალია, ამიტომ შაქრიანი დიაბეტის მქონე ავადმყოფების მკურნალობის დროს უნდა იქნას გათვალისწინებული შაქრის შეცველობა პრეპარატში. პრეპარატის ხანგრძლივმა გამოყენებამ დოზების შერჩევის გარეშე ან არასწორმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს დიარეა და ელექტროლიტური დისბალანსი. ეს პრეპარატი შეიცავს ლაქტოზას, გალაქტოზას და ფრუქტოზის უმნიშვნელო რაოდენობას. ამგვარად, პაციენტებმა იშვიათი გალაქტოზის ან ფრუქტოზის მემკვიდრეობითი აუტანლობით, ლაქტაზის უკმარისობით ან გლუკოზაგალაქტოზური მალაბსორბციით არ უნდა გამოიყენონ ეს პრეპარატი. პაციენტებმა გასტროკარდიალური სინდრომით (რემჰელდის სინდრომით) ლაქტოზა უნდა გამოიყენონ მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ. მეტეორიზმის წარმოქმნის თავიდან ასაცილებლად რეკომენდებულია დოზის თანდათან გადიდება. თუ წარმოიქმნება მეტეორიზმი, დოზა უნდა შემცირდეს ან მკურნალობა შეწყდეს.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
ურთიერთქმედების კვლევები არ ჩატარებულა. ლაქტულოზამ შეიძლება გაზარდოს კალიუმის დანაკარგი, რომელიც ინდუცირებულია სხვა სამკურნალო საშუალებებით (მაგალითად, თიაზიდური დიურეტიკებით, კორტიკოსტეროიდებით და ამფოტერიცინ B-თი). კალიუმის დეფიციტმა შეიძლება გააძლიეროს საგულე გლიკოზიდების ეფექტი.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ორსულობა რამენაირი შედეგი ნაყოფისათვის არ არის მოსალოდნელი, ვინაიდან ლაქტულოზას სისტემური ზეგავლენა ორსულზე უმნიშვნელოა.
ლაქტუვიტი, სიროფი, შეიძლება იქნას გამოყენბული ორსულობის დრიოს.
ძუძუთი კვება
ძუძუთი კვების დროს არ არის მოსალოდნელი რამენაირი ეფექტები ახალშობილებში/ჩვილებში, ვინაიდან ლაქტულოზას სისტემური ზეგავლენა მეძუძურ ქალზე უმნიშვნელოა.
ფერტილობა
არ არის მოსალოდნელი რამენაირი ეფექტები, ვინაიდან ლაქტულოზას სისტემური ზეგავლენა უმნიშვნელოა.
რეაქციის სიჩქარეზე ზეგავლენის უნარი ავტოტრანსპორტისა ან სხვა მექანიზმების მართვის დროს. ლაქტუვიტი არ ახდენს ან ახდენს უმნიშვნელო გავლენას ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.
გვერდითი მოვლენები
უსაფრთხოების ზოგადი პროფილი
მკურნალობის პირველ დღეებში შეიძლება წარმოიქმნას მეტეორიზმი, რომელიც ჩვეულებრივ გაივლის რამოდენიმე დღეში. პრეპარატის გამოყენებისას დოზებში, რომლებიც აღემატება რეკომენდებულს, შეიძლება წარმოიქმნას ტკივილი მუცელში და დიარეა. ასეთ შემთხვევაში დოზა უნდა შემცირდეს. მაღალი თერაპიული დოზების ხანგრძლივი გამოყენების დროს (ჩვეულებრივ მხოლოდ პორტოსისტემური ენცელოპათიის მქონე ავადმყოფებში) შესაძლებელია ელექტროლიტური დისბალანსი დიარეის შედეგად.
კუჭ-ნაწლავური დარღვევები: ძალიან ხშირად - დიარეა; ხშირად - მეტეორიზმი, ტკივილი მუცელში, გულისრევა და ღებინება.
ლაბორატორიული მაჩვენებლების გადახრები: იშვიათად - ელექტროლიტური დისბალანსი დიარეის შედეგად.
იმუნური სისტემის მხრივ: უცნობია - ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები.
კანისა და კანქვეშა უჯრედისის მხრივ: უცნობია - გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრის ციება.
ბავშვები მოსალოდნელია, რომ უსაფრთხოების პროფილი ბავშვებში ისეთივეა, როდორც ზრდასრულებში.
ჭარბი დოზა
თუ დოზები ძალიან მაღალია, შეიძლება წარმოიქმნას ტკივილი მუცელში და დიარეა. რეკომენდებული მკურნალობა მოიცავს პრეპარატის მიღების შეწყვეტას ან დოზის შემცირებას, ელექტროლიტური ბალანსის კორექციას ჭარბი რაოდენობით სითხის დაკარგვის დროს, რომელიც განპირობებულია დიარეით ან ღებინებით.
შემადგენლობა
მოქმედი ნივთიერება: ლაქტულოზა; 5 მლ სიროფი შეიცავს ლაქტულოზის 3,335გ; დამხმარე ნივთიეერება: გაწმენდილი წყალი.
სამკურნალო ფორმა. სიროფი.
ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები: გამჭვირვალე ან ოდნავ ოპალესცენტური, ბლანტი სითხე, უფერო ან ოდნავ მოყავისფრო-ყვითელი ფერის.
შენახვის პირობები
2 წელი.
შენახვის პირობები. შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე. შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში არაუმეტეს 25˚C ტემპერატურაზე. არ გაყინოთ.
შეფუთვა.
200 მლ პოლიმერულ ფლაკონში. თითო ფლაკონი მუყაოს შეფუთვაში.
გაცემის რეჟიმი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III, გაიცემა რეცეპტის გარეშე
ფარმაკოლოგიური თვისებები
ოსმოსური საფაღარათო საშუალებები.
ათქ კოდი A06A D11.
ფარმაკოლოგიური თვისებები.
ფარმაკოკინეტიკა. საფაღარათო საშუალება. მსხვილ ნაწლავში ლაქტულოზა იშლება ნაწლავური ბაქტერიების მიერ დაბალმოლეკულურ ორგანულ მჟავებამდე. ეს მჟავები აქვეითებენ pH მსხვილი ნაწლავის სანათურში და ოსმოსური ეფექტის შედეგად ზრდიან ნაწლავების შიდთავსის მოცულობას. ეს ასტიმულირებს მსხვილი ნაწლავის პერისტალტიკას, ნორმაში მოჰყავს ფეკალური მასების კონსისტენცია, ხსნის ყაბზობის პრობლემას და ხელს უწყობს ნაწლავების ფუნქციონირების ფიზიოლოგიური რითმის აღდგენას. პორტოსისტემური ენცელოპათიის ან ღვიძლის (პრე)კომის შემთხვევაში პრეპარატის მოქმედება განპირობებულია პათოლოგიური ბაქტერიების დათრგუნვით აციდოფილური ბაქტერიების (მაგალითად ლაქტობაცილების) რაოდენობის მატების ხარჯზე, ამიაკის იონიზირებულ ფორმამდე ტრანსფორმაციით ნაწლავური შიგთავსის მჟავიანობის მომატების წყალობით, ნაწლავების გაწმენდით დაბალი pH-ის ხარჯზე, აზოტის ბაქტერიული მეტაბოლიზმით ბაქტერიული ცილების სინთეზისათვის ბაქტერიების მიერ ამიაკის უტილიზაციის სტიმულიტების გზით. თუმცა, ზემოთ ნახსენების კონტექსტში აუცილებელია აღინიშნოს, რომ პორტოსისტემური ნენცეფალოპატიის ნეიროპსიქიური გამოვლინებები არ შეიძლება აიხსნას მხოლოდ ჰიპერამონიემიით. თუმცა ლაქტულოზის მიერ ამიაკის დონის შემცირების აღწერილი მექანიზმი შეიძლება იყოს ანალოგიური სხვა ნიტრონაერთებისთვისაც. ლაქტულოზა როგორც პრობიოტიკი აძლიერებს ორგანიზმისათვის სასარგებლო ბაქტერიების ზრდას, ისეთების, როგორებიც არიან ბიფიდობაქტერიები და ლაქტიბაქტერიები, მაშინ როდესაც ისეთი პოტენციურად პათოგენური ბაქტერიების ზრდა, როგორებიც არიან კლოსტრიდია და ნაწლავს ჩხირი, ითრგუნება. ამან შეიძლება ხელი შეუწყოს ნაწლავის ფლორის ნორმალიზაციას.
ფარმაკოკინეტიკა ლაქტულოზა პერორალური მიღების შემდეგ თითქმის არ შეიწოვება და აღწევს ნაწლავებამდე უცვლელ მდგომარებაში. ლაქტუვიტის 40-75 მლ დოზით გამოყენების დროს ლაქტულოზა მთლიანად მეტაბოლიზდება ბაქტერიული ფლორის მიერ.უფრო მაღალი დოზების გამოყენების შემთხვევაში ლაქტულოზის ნაწილი ექსკრეტირდება უცვლელ მდგომარეობაში.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
სამკურნალო საშუალების გამოყენების ინსტრუქცია
ლაქტუვიტი
LACTUVIT
შემადგენლობა:
მოქმედი ნივთიერება: ლაქტულოზა; 5 მლ სიროფი შეიცავს ლაქტულოზის 3,335გ; დამხმარე ნივთიეერება: გაწმენდილი წყალი.
სამკურნალო ფორმა. სიროფი.
ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები: გამჭვირვალე ან ოდნავ ოპალესცენტური, ბლანტი სითხე, უფერო ან ოდნავ მოყავისფრო-ყვითელი ფერის.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ოსმოსური საფაღარათო საშუალებები.
ათქ კოდი A06A D11.
ფარმაკოლოგიური თვისებები.
ფარმაკოკინეტიკა. საფაღარათო საშუალება. მსხვილ ნაწლავში ლაქტულოზა იშლება ნაწლავური ბაქტერიების მიერ დაბალმოლეკულურ ორგანულ მჟავებამდე. ეს მჟავები აქვეითებენ pH მსხვილი ნაწლავის სანათურში და ოსმოსური ეფექტის შედეგად ზრდიან ნაწლავების შიდთავსის მოცულობას. ეს ასტიმულირებს მსხვილი ნაწლავის პერისტალტიკას, ნორმაში მოჰყავს ფეკალური მასების კონსისტენცია, ხსნის ყაბზობის პრობლემას და ხელს უწყობს ნაწლავების ფუნქციონირების ფიზიოლოგიური რითმის აღდგენას. პორტოსისტემური ენცელოპათიის ან ღვიძლის (პრე)კომის შემთხვევაში პრეპარატის მოქმედება განპირობებულია პათოლოგიური ბაქტერიების დათრგუნვით აციდოფილური ბაქტერიების (მაგალითად ლაქტობაცილების) რაოდენობის მატების ხარჯზე, ამიაკის იონიზირებულ ფორმამდე ტრანსფორმაციით ნაწლავური შიგთავსის მჟავიანობის მომატების წყალობით, ნაწლავების გაწმენდით დაბალი pH-ის ხარჯზე, აზოტის ბაქტერიული მეტაბოლიზმით ბაქტერიული ცილების სინთეზისათვის ბაქტერიების მიერ ამიაკის უტილიზაციის სტიმულიტების გზით. თუმცა, ზემოთ ნახსენების კონტექსტში აუცილებელია აღინიშნოს, რომ პორტოსისტემური ნენცეფალოპატიის ნეიროპსიქიური გამოვლინებები არ შეიძლება აიხსნას მხოლოდ ჰიპერამონიემიით. თუმცა ლაქტულოზის მიერ ამიაკის დონის შემცირების აღწერილი მექანიზმი შეიძლება იყოს ანალოგიური სხვა ნიტრონაერთებისთვისაც. ლაქტულოზა როგორც პრობიოტიკი აძლიერებს ორგანიზმისათვის სასარგებლო ბაქტერიების ზრდას, ისეთების, როგორებიც არიან ბიფიდობაქტერიები და ლაქტიბაქტერიები, მაშინ როდესაც ისეთი პოტენციურად პათოგენური ბაქტერიების ზრდა, როგორებიც არიან კლოსტრიდია და ნაწლავს ჩხირი, ითრგუნება. ამან შეიძლება ხელი შეუწყოს ნაწლავის ფლორის ნორმალიზაციას.
ფარმაკოკინეტიკა ლაქტულოზა პერორალური მიღების შემდეგ თითქმის არ შეიწოვება და აღწევს ნაწლავებამდე უცვლელ მდგომარებაში. ლაქტუვიტის 40-75 მლ დოზით გამოყენების დროს ლაქტულოზა მთლიანად მეტაბოლიზდება ბაქტერიული ფლორის მიერ.უფრო მაღალი დოზების გამოყენების შემთხვევაში ლაქტულოზის ნაწილი ექსკრეტირდება უცვლელ მდგომარეობაში.
კლინიკური მახასიათებლები.
გამოყენების ჩვენებები.
ყაბზობა: ნაწლავების ფიზიოლოგიური რითმის რეგულირება.
მდგომარეობა, რომელიც მოითხოვს დეფეკაციის შემსუბუქებას (ბუასილი, მსხვილ ნაწლავზე ან ანორექტალურ ზონაში ოპერაციის შემდგომი მდგომარეობა).
ღვიძლის ენცეფალოპათია: ღვიძლის კომისა და პრეკომის მკურნალობა და პროფილაქტიკა.
უკუჩვენებები.
გალაქტოზემია, კუჭ-ნაწლავური გაუვალობა, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის პერფორაცია ან საჭმლის მომნელებელი ტრაქტის პერფორაციის რისკი, ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის აქტიური ნივთიერების ან სხვა კმპონენტების მიმართ.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა სახეობები.
ურთიერთქმედების კვლევები არ ჩატარებულა. ლაქტულოზამ შეიძლება გაზარდოს კალიუმის დანაკარგი, რომელიც ინდუცირებულია სხვა სამკურნალო საშუალებებით (მაგალითად, თიაზიდური დიურეტიკებით, კორტიკოსტეროიდებით და ამფოტერიცინ B-თი). კალიუმის დეფიციტმა შეიძლება გააძლიეროს საგულე გლიკოზიდების ეფექტი.
გამოყენების თავისებურებები.
ექიმის კონსულტაცია რეკომენდებულია, თუ:
- მკურნალობის დაწყებამდე გაქვთ გაურკვეველი წარმოშობის მტკივნეული სიმპტომები მუცლის არეში; - რამოდენიმე დღის განმავლობაში მკურნალობის თერაპიული ეფექტი არასაკმარისია. ლაქტოზის აუტანლობის მქონე ავადმყოფებში ლაქტუვიტი უნდა იქნას გამოყენებული სიფრთხილით. იმ შაქრის რაოდენობიდან გამომდინარე, რომელსაც შეიცავს პრეპარატი, დოზა, რომელიც ჩვეულებრივ მიიღება ყაბზობის სამკურნალოდ, არ ქმნის პრობლემას შაქრიანი დიაბეტის მქონე ავადმყოფებისათვის. თუმცა ღვიძლის (პრე)კომის სამკურნალო დოზა ჩვეულებრივ ბევრად უფრო მაღალია, ამიტომ შაქრიანი დიაბეტის მქონე ავადმყოფების მკურნალობის დროს უნდა იქნას გათვალისწინებული შაქრის შეცველობა პრეპარატში. პრეპარატის ხანგრძლივმა გამოყენებამ დოზების შერჩევის გარეშე ან არასწორმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს დიარეა და ელექტროლიტური დისბალანსი. ეს პრეპარატი შეიცავს ლაქტოზას, გალაქტოზას და ფრუქტოზის უმნიშვნელო რაოდენობას. ამგვარად, პაციენტებმა იშვიათი გალაქტოზის ან ფრუქტოზის მემკვიდრეობითი აუტანლობით, ლაქტაზის უკმარისობით ან გლუკოზაგალაქტოზური მალაბსორბციით არ უნდა გამოიყენონ ეს პრეპარატი. პაციენტებმა გასტროკარდიალური სინდრომით (რემჰელდის სინდრომით) ლაქტოზა უნდა გამოიყენონ მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ. მეტეორიზმის წარმოქმნის თავიდან ასაცილებლად რეკომენდებულია დოზის თანდათან გადიდება. თუ წარმოიქმნება მეტეორიზმი, დოზა უნდა შემცირდეს ან მკურნალობა შეწყდეს.
გამოყენება ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში.
ორსულობა რამენაირი შედეგი ნაყოფისათვის არ არის მოსალოდნელი, ვინაიდან ლაქტულოზას სისტემური ზეგავლენა ორსულზე უმნიშვნელოა.
ლაქტუვიტი, სიროფი, შეიძლება იქნას გამოყენბული ორსულობის დრიოს.
ძუძუთი კვება
ძუძუთი კვების დროს არ არის მოსალოდნელი რამენაირი ეფექტები ახალშობილებში/ჩვილებში, ვინაიდან ლაქტულოზას სისტემური ზეგავლენა მეძუძურ ქალზე უმნიშვნელოა.
ფერტილობა
არ არის მოსალოდნელი რამენაირი ეფექტები, ვინაიდან ლაქტულოზას სისტემური ზეგავლენა უმნიშვნელოა.
რეაქციის სიჩქარეზე ზეგავლენის უნარი ავტოტრანსპორტისა ან სხვა მექანიზმების მართვის დროს. ლაქტუვიტი არ ახდენს ან ახდენს უმნიშვნელო გავლენას ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.
გამოყენების წესი და დოზები.
ლაქტუვიტის მიღება შეიძლება როგორც განზავებული, ასევე განუზავებელი სახით. დოზა უნდა შერჩეს კლინიკური ეფექტის გათვალისწინებით.
ლაქტულოზას ერთჯერადი დოზა უნდა გადაიყლაპოს მაშინვე და არ გაჩერდეს პირში რაიმე დროის განმავლობაში.
პრეპარატის მიღების რეჟიმი უნდა იქნას შერჩეული პაციენტის მოთხოვნებიდან გამომდინარე. თუ პაციენტს პრეპარატი დაენიშნა ერთხელ დღე-ღამეში, ის უნდა იქნას მიღებული ერთიდაიგივე დროს, მაგალითად საუზმისას. საფაღარათო საშუალებებით თერაპიის დროს რეკომენდებულია საკმარისი რაოდენობის სითხის მიღება (1,5-2 ლიტრი, რაც შეესაბამება 6-8 ჭიქას) დღე-ღამეში.
დოზირება ყაბზობისას ან იმ მდგომარეობების დროს, რომლებიც მოითხოვენ დეფეკაციის შემსუბუქებას ლაქტულოზის გამოყენება შეიძლება ერთჯერადი სადღეღღამისი დოზის სახით ან ორ მიღებაზე გაყოფით.
რამდენიმე დღის შემდეგ საწყისი დოზა შეიძლება დაკორეგირდეს შემანარჩუნებელ დოზამდე მკურნალობაზე მიღებული პასუხის საფუძველზე. შეიძლება საჭირო დახდეს თერაპიის რამოდენიმე დღე (2-3 დღე) სამკურნალო ეფექტის გამოვლენამდე.
ასაკი
საწყისი დოზა, დღე-ღამეში
შემანარჩუნებელი დოზა, დღე-ღამეში
ზრდასრულები და ბავშვები 14 წლიდან
15-45 მლ
15-30 მლ
7-14 წლის ბავშვები
15 მლ
10-15 მლ
1-6 წლის ბავშვები
5-10 მლ
5-10 მლ
1 წლამდე ბავშვები
5 მლ-მდე
5 მლ-მდე
დოზირება ღვიძლის კომისა და პრეკომის დროს (მხოლოდ ზრდასრულებისათვის) საწყისი დოზაა - 3-4 ჯერ დღეში 30-45 მლ.
ეს დოზა შეიძლება დაკორექტირდეს შემანარჩუნებელი დოზის მიღწევამდე, რომელიც უზრუნველყოფს 2-დან 3 რბილ დეფეკაციამდე დღე-ღამეში.
პრეპარატის უსაფრთხოება და ეფექტურობა ბავშვებისათვის (0-18 წლის) პორტოსისტემული ენცეფალოპათიით არ ყოფილა დადგენილი. მონაცემები არ არის.
ხანდაზმული ასაკის პაციენტები და პაციენტები თირკმელებისა და ღვიძლის უკმარისობით ვინაიდან ლაქტულოზას სისტემური გავლენა უმნიშვნელოა, ამ ჯგუფების პაციენტებისათვის დოზირების განსაკუთრებული რეკომენდაციები არ არის.
ბავშვები.
საფაღარათო საშუალებების გამოყენება ბავშვებში შეიძლება მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში და მოითხოვს სამედიცინო ზედამხედველობას.
აუცილებელია იქნას გათვალისწინებული, რომ ნაწლავის დაცლის რეფლექსი შეიძლება დაირღვეს მკურნალობის დროს.
ჭარბი დოზა.
თუ დოზები ძალიან მაღალია, შეიძლება წარმოიქმნას ტკივილი მუცელში და დიარეა. რეკომენდებული მკურნალობა მოიცავს პრეპარატის მიღების შეწყვეტას ან დოზის შემცირებას, ელექტროლიტური ბალანსის კორექციას ჭარბი რაოდენობით სითხის დაკარგვის დროს, რომელიც განპირობებულია დიარეით ან ღებინებით.
გვერდითი რეაქციები.
უსაფრთხოების ზოგადი პროფილი
მკურნალობის პირველ დღეებში შეიძლება წარმოიქმნას მეტეორიზმი, რომელიც ჩვეულებრივ გაივლის რამოდენიმე დღეში. პრეპარატის გამოყენებისას დოზებში, რომლებიც აღემატება რეკომენდებულს, შეიძლება წარმოიქმნას ტკივილი მუცელში და დიარეა. ასეთ შემთხვევაში დოზა უნდა შემცირდეს. მაღალი თერაპიული დოზების ხანგრძლივი გამოყენების დროს (ჩვეულებრივ მხოლოდ პორტოსისტემური ენცელოპათიის მქონე ავადმყოფებში) შესაძლებელია ელექტროლიტური დისბალანსი დიარეის შედეგად.
კუჭ-ნაწლავური დარღვევები: ძალიან ხშირად - დიარეა; ხშირად - მეტეორიზმი, ტკივილი მუცელში, გულისრევა და ღებინება.
ლაბორატორიული მაჩვენებლების გადახრები: იშვიათად - ელექტროლიტური დისბალანსი დიარეის შედეგად.
იმუნური სისტემის მხრივ: უცნობია - ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები.
კანისა და კანქვეშა უჯრედისის მხრივ: უცნობია - გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრის ციება.
ბავშვები მოსალოდნელია, რომ უსაფრთხოების პროფილი ბავშვებში ისეთივეა, როდორც ზრდასრულებში.
ვარგისობის ვადა.
2 წელი.
შენახვის პირობები. შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე. შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში არაუმეტეს 25˚C ტემპერატურაზე. არ გაყინოთ.
შეფუთვა.
200 მლ პოლიმერულ ფლაკონში. თითო ფლაკონი მუყაოს შეფუთვაში.
გაცემის რეჟიმი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III, გაიცემა რეცეპტის გარეშე
მწარმოებელი. შპს „იურია ფარმი“
მწარმოებელის ადგილსამყოფელი და მისი საქმიანობის განხორციელების ადგილის მისამართი. უკრაინა, 18030, ჩერკასის ოლქი, ქალ. ჩერკასი, კობზარევსკაიას ქუჩა, 108, ტელ.: +38 (044) 281-01-01.
ბოლო გადახედვის თარიღი.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


