პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანტიეპილეფსიური საშუალებები

ლამოტრიჯინი ბრისტოლ ლაბს ტაბლეტები

Lamotrigine Bristol Labs Tablets

რეცეპტით100მგინსტრუქცია ქართულადდიდი ბრიტანეთი
რისთვის გამოიყენება

სამკურნალო საშუალების სახელწოდებაა ლამოტრიჯინი 25მგ ან 50მგ ან 100მგ ან 200მგ ტაბლეტები. აქტიური ნივთიერებაა ლამოტრიჯინი. ლამოტრიჯინი მიეკუთვნება ანტიეპილეფსიური წამლების ჯგუფს. იგი გამოიყენება ორი მდგომარეობის – ეპილეფსიისა და ბიპოლარული აშლილობის სამკურნალოდ. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ლამოტრიჯინი (lamotrigine)
ფორმა და შეფუთვა
100მგ ტაბლეტი №56
მწარმოებელი
Bristol Laboratories Limited, დიდი ბრიტანეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტიეპილეფსიური საშუალებები, ანტიეპილეფსიური სხვა საშუალებები
ATC კოდი
N03AX09
რეგისტრაციის ნომერი
რ-039995
რეგისტრირებულია
17 იანვარი 2024, მოქმედებს 17 იანვარი 2029-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
შპს „ავერსი-ფარმა“
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებალამოტრიჯინი ბრისტოლ ლაბს ტაბლეტები და სხვა წამალი ერთად

ლამოტრიჯინი ბრისტოლ ლაბს ტაბლეტები — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

სამკურნალო საშუალების სახელწოდებაა ლამოტრიჯინი 25მგ ან 50მგ ან 100მგ ან 200მგ ტაბლეტები. აქტიური ნივთიერებაა ლამოტრიჯინი. ლამოტრიჯინი მიეკუთვნება ანტიეპილეფსიური წამლების ჯგუფს. იგი გამოიყენება ორი მდგომარეობის – ეპილეფსიისა და ბიპოლარული აშლილობის სამკურნალოდ.

ლამოტრიჯინის ეპილეფსიის სამკურნალო ეფექტი განპირობებულია ტვინში სიგნალების დაბლოკვით, რომლებიც იწვევს ეპილეფსიურ კრუნჩხვებს (შეტევებს).

მოზრდილებში და 13 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში ლამოტრიჯინი შეიძლება გამოყენებულ იქნას დამოუკიდებლად ან სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად ეპილეფსიის სამკურნალოდ. ლამოტრიჯინი ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნას სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად იმ კრუნჩხვების სამკურნალოდ, რომლებიც ვითარდება ლენოქს-გასტაუტის სინდრომის დროს.

2-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის ლამოტრიჯინი შეიძლება გამოყენებულ იქნას სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად ამ მდგომარეობის სამკურნალოდ. ის შეიძლება გამოყენებულ იქნას დამოუკიდებლად ეპილეფსიის სამკურნალოდ, რომელსაც ეწოდება ტიპიური აბსენსების კრუნჩხვები.

ლამოტრიჯინი ასევე გამოიყენება ბიპოლარული აშლილობის სამკურნალოდ.

ბიპოლარული აშლილობის მქონე ადამიანებს (ზოგჯერ ეწოდება მანიაკალურ დეპრესია) აქვთ განწყობის მკაფიო ცვალებადობა, მანიის პერიოდები (აღელვება ან ეიფორია) მონაცვლეობითი დეპრესიის პერიოდებით (ღრმა სევდა ან სასოწარკვეთა). 18 წლის და უფროსი ასაკის მოზრდილებში ლამოტრიჯინი შეიძლება გამოყენებულ იქნას დამოუკიდებლად ან სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად ბიპოლარული აშლილობის დროს დეპრესიის პერიოდების თავიდან ასაცილებლად. ჯერჯერობით უცნობია, როგორ მუშაობს ლამოტრიჯინი ტვინში ამ ეფექტის მისაღწევად.

მიღების წესი და დოზირება

ყოველთვის უნდა მიიღოთ ეს ტაბლეტები ზუსტად ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულების მიხედვით. მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ რაიმეში არ ხართ დარწმუნებული.

ლამოტრიჯინის დოზირება

შესაძლოა საჭირო გახდეს გარკვეული დრო, რომ დადგინდეს თქვენთვის ხელსაყრელი ლამოტრიჯინის დოზა. დოზირება დამოკიდებულია:

თქვენს ასაკზე

იღებთ თუ არა ლამოტრიჯინს სხვა მედიკამენტებთან ერთად

გაქვთ თუ არა თირკმელების ან ღვიძლის პრობლემები

ექიმი დაიწყებს დაბალი დოზირებით მკურნალობას და თანდათან გაზრდის დოზას რამოდენიმე კვირის განმავლობაში, სანამ არ მიიღწევა დოზირება, რომელიც ეფექტურია თქვენთვის (ეწოდება ეფექტური დოზა). არასდროს მიიღოთ იმაზე მეტი ლამოტრიჯინის დოზა, ვიდრე დაგინიშნათ ექიმმა. ლამოტრიჯინის ჩვეულებრივი ეფექტური დოზა უფროსებში და 13 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში შეადგენს 100 მგ-დან 400 მგ-მდე დღეში.

2-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში ეფექტური დოზირება დამოკიდებულია მათი სხეულის წონაზე, და ჩვეულებრივ შეადგენს 1 მგ და 15 მგ სხეულის წონის ყოველ კილოგრამზე, მაქსიმუმ 200 მგ-მდე დღეში.

ლამოტრიჯინის გამოყენება არ არის რეკომენდებული 2 წლამდე ასაკის ბავშვებში.

ლამოტრიჯინის ტალეტების დოზის მიღების წესი

ლამოტრიჯინის ტაბლეტები უნდა მიიღოთ დღეში ერთხელ ან ორჯერ, როგორც დაგინიშნათ ექიმმა. მისი მიღება შეგიძლიათ საკვებთან ერთად ან მის გარეშე. ექიმი ასევე გირჩევთ სხვა მედიკამენტების მიღების დაწყებას ან შეწყვეტას, რაც დამოკიდებულია თქვენი მკურნალობის მდგომარეობაზე და მკურნალობის პასუხზე.

ტაბლეტი უნდა გადაყლაპოთ მთლიანად. არ გატეხოთ, არ დაღეჭოთ ან არ დაანაწევროთ ის.

ყოველთვის მიიღეთ სრული დოზა მთლიანად, როგორც დაგინიშნათ ექიმმა. არასდროს მიიღოთ მხოლოდ ტაბლეტის ნაწილი.

თუ მიიღეთ ლამოტრიჯინის ზედმეტი დოზირება

სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს. თუ შესაძლებელია, აჩვენეთ მას ლამოტრიჯინის შეფუთვა. ზოგიერთ პაციენტში, რომლებმაც მიიღეს ლამოტრიჯიმის საჭიროზე მეტი დოზა გამოვლინდა შემდეგი სიმპტომები:

თვალების სწრაფი, უკონტროლო მოძრაობები (ნისტაგმი)

მოუხერხებლობა და კოორდინაციის ნაკლებობა, რაც გავლენას ახდენს მათ წონასწორობაზე (ატაქსია)

გონების დაკარგვა ან კომა, შეტევები (კრუნჩხვები)

გულის რითმის ცვლილებები (ჩვეულებრივ ეკგ-ზე გამოვლენილი)

თუ დაგავიწყდათ ლამოტრიჯინის დოზის მიღება

არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის კომპენსირების მიზნით.

თუ თქვენ გამოტოვეთ ლამოტრიჯინის ტაბლეტების დოზა, მიმართეთ ექიმს რჩევისთვის, თუ როგორ დაიწყოთ მისი ხელახლა მიღება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

თუ გსურთ ლამოტრიჯინის მიღების შეწყვეტა

ლამოტრიჯინი უნდა მიიღოთ იმ ხანგრძლივობით, როგორც დაგინიშნათ ექიმმა. არ შეწყვიტოთ მიღება ექიმის რეკომენდაციის გარეშე. თუ იღებთ ლამოტრიჯინს ეპილეფსიის სამკიურნალოდ ლამოტრიჯინის მიღების შესაწყვეტად მნიშვნელოვანია თქვენი დოზის თანდათანობით შემცირება, დაახლოებით 2 კვირის განმავლობაში. თუ მოულოდნელად შეწყვეტთ ლამოტრიჯინის მიღებას, შესაძლოა აღინიშნოს ეპილეფსიის რეციდივი ან გაუარესება.

თუ იღებთ ლამოტრიჯინს ბიპოლარული აშლილობის სამკურნალოდ

ლამოტრიჯინის მოქმედებას შეიძლება გარკვეული დრო დასჭირდეს, ამიტომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ მაშინვე უკეთ იგრძნოთ თავი. თუ გსურთ ლამოტრიჯინის მიღების შეწყვეტა, ამ შემთხვევაში არ არის საჭირო დოზირების თანდათან შემცირება. მაგრამ ჯერ მაინც უნდა მიმართოთ ექიმს, თუ გსურთ შეწყვიტოთ ლამოტრიჯინის მიღება.

უკუჩვენებები

გახასიათებთ ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) ლამოტრიჯინის ან ამ მედიკამენტში შემავალი ნებისმიერი დამხმარე ინგრედიენტის მიმართ (იხ. ნაწილი 6).

თუ ეს გეხებათ თქვენ: აცნობეთ ექიმს და არ მიიღოთ ლამოტრიჯინი

სიფრთხილის ზომები

მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს ლამოტრიჯინის ტაბლეტების მიღებამდე

თუ გაქვთ თირკმელების პრობლემა

თუ ოდესმე გამოვლინდა გამონაყარი ლამოტრიჯინის ან ბიპოლარული აშლილობის ან ეპილეფსიის სამკურნალო სხვა პრეპარატების მიღებისას; ან თუ განვითარდა გამონაყარი ან მზის დამწვრობა ლამოტრიჯინის მიღების შემდეგ ან მზეზე ან ულტრაიისფერ სხივებზე (მაგ., სოლარიუმი) ზემოქმედების ქვეშ; ექიმი გადაამოწმებს მკურნალობას და გირჩევთ, მოერიდოთ მზის სხივებს და დაიცვათ თავი მზის გამოსხივებისგან (მაგ., მზის დამცავი საშუალებების და/ან დამცავი ტანსაცმლის გამოყენებით)

თუ თქვენ ოდესმე განუვითარდათ მენინგიტი ლამოტრიჯინის მიღების შემდეგ (წაიკითხეთ ამ სიმპტომების აღწერა ამ ინსტრუქციის მე-4 ნაწილში: იშვიათი გვერდითი მოვლენები)

თუ უკვე იღებთ წამალს, რომელიც შეიცავს ლამოტრიჯინს.

თუ გაქვთ მდგომარეობა, რომელსაც ეწოდება ბრუგადას სინდრომი, ან სხვა გულის პრობლემები. ბრუგადას სინდრომი არის გენეტიკური დაავადება, რომელიც იწვევს გულის ამომალიურ ელექტრონულ აქტივობას. ეკგ-ს ანომალიები, რომლებმაც შესაძლოა გამოიწვიონ არითმია (ანომალიური გულისცემა) შესაძლოა გამოწვეული იყოს ლამოტრიჯინით. თუ ამ სიმპტომებიდან ნებისმიერი აღინიშნება თქვენ შემთხვევაში აცნობეთ ექიმს, რომელიც მიღებს გადაწყვეტილებას ლამოტრიჯინის დოზის შემცირების შესახებ ან საერთოდ მოხსნის შესახებ.

ყურადღება მიაქციეთ შემდეგ მნიშვნელოვან სიმპტომებს

თუ ლამოტრიჯინის მიღების დაწყებისას გამოვლინდება რომელიმე ჩამოთვლილი სიმპტომი, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს:

კანის უჩვეულო რეაქციები, როგორიცაა სიწითლე ან გამონაყარი

პირის ან თვალების ტკივილი

მაღალი ტემპერატურა (ცხელება), გრიპის მსგავსი სიმპტომები ან ძილიანობა

სახის გარშემო შეშუპება ან კისრის, იღლიის ან საზარდულის ჯირკვლების შეშუპება

მოულოდნელი სისხლდენა ან სისხლჩაქცევა, ან თითების გალურჯება

ყელის ტკივილი ან ჩვეულებრივზე ხშირი ინფექცია (როგორიცაა გაციება).

ამ სიმპტომების განვითარების ალბათობა უფრო მეტია ლამოტრიჯინით მკურნალობის პირველი რამდენიმე თვის განმავლობაში, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ თქვენ იწყებთ ძალიან მაღალი დოზით ან თუ თქვენი დოზა ძალიან სწრაფად გაიზარდა, ან თუ იღებთ ლამოტრიჯინს სხვა წამალთან ერთად, როგორიცაა ვალპროატი. ეს ეფექტი ბავშვებში უფრო მეტად ვრცელდება, ვიდრე მოზრდილები.

მიმართეთ ექიმს, რომელმაც შესაძლოა შეამციროს დოზა ან მოხსნას ლამოტრიჯინი.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია პოტენციურად სიცოცხლისათვის საშიში რეაქციების შესახებ

ადამიანების მცირე რაოდენობას, რომლებიც იღებენ ლამოტრიჯინს, აღენიშნა ალერგიული რეაქცია ან პოტენციურად სიცოცხლისთვის საშიში კანის რეაქცია, რომელიც შეიძლება გადაიზარდოს უფრო სერიოზულ პრობლემებში, თუ არ მოხდება მათი განკურნება. ეს შეიძლება იყოს სტივენს-ჯონსონის სინდრომი (SJS), ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (TEN) და წამლის რეაქცია ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით (DRESS). თქვენ უნდა იცნობდეთ სიმპტომები, რომელთაც ყურადღება უნდა მიაქციოთ ლამოტრიჯინის მიღებისას. წაიკითხეთ ამ სიმპტომების აღწერა ამ ინსტრუქციის მე-4 ნაწილში „ალერგიული რეაქცია ან პოტენციურად სერიოზული კანის რეაქციები: დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს“.

თუ შენიშნავთ ნებისმიერ აღწერილ სიმპტომებს:

მიმართეთ რაც შეიძლება სწრაფად ექიმს. ექიმი მიიღებს გადაწყვეტილებას ღვიძლის ტესტების, თირკმელების ან სისხლის ანალიზის ჩატარების შესახებ და შესაძლოა გირჩიოთ ლამოტრიჯინის მიღების შეწყვეტა.

გაზრდილი ან ძლიერი კრუნჩხვების რისკი

ზოგიერთი ტიპის ეპილეფსიის დროს კრუნჩხვები შეიძლება ხანდახან გაუარესდეს ან უფრო ხშირად გამოვლინდეს ლამოტრიჯინის მიღებისას. ზოგიერთ პაციენტს შეიძლება აღენიშნოს ძლიერი კრუნჩხვები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები. თუ თქვენი კრუნჩხვები უფრო ხშირად ვლინდება ან თუ აღინიშნება მძიმე კრუნჩხვები ლამოტრიჯინის მიღების დროს მიმართეთ ექიმს რაც შეიძლება სწრაფად.

საკუთარი თავის ზიანის მიყენების ან თვითმკვლელობის აზრები

ანტიეპილეფსიური მედიკამენტები გამოიყენება რამდენიმე მდგომარეობის სამკურნალოდ, მათ შორის ეპილეფსიისა და ბიპოლარული აშლილობისთვის.

ბიპოლარული აშლილობის მქონე ადამიანებს ზოგჯერ შეიძლება ჰქონდეთ საკუთარი თავის დაზიანების ან სუიციდის აზრები. თუ თქვენ გაქვთ ბიპოლარული აშლილობა, შეიძლება მსავსი აზრები აღინიშნოს უმეტესად:

მკურნალობის დასაწყისში

თუ ადრე გქონიათ ფიქრები საკუთარი თავის ზიანის მიყენებაზე ან თვითმკვლელობაზე

თუ ხართ 25 წლამდე.

თუ თქვენ გაქვთ შემაშფოთებელი აზრები ან გამოცდილება, ან თუ შეამჩნევთ, რომ ლამოტრიჯინის მიღებისას აღინიშნა მდგომარეობის გაუარესება ან განვითარდა ახალი სიმპტომები, მიმართეთ ექიმს რაც შეიძლება მალე ან მიმართეთ უახლოეს საავადმყოფოს დახმარებისთვის.

შესაძლოა სასარგებლო იყოს, რომ აცნობოთ თქვენს ოჯახის წევრებს, მომვლელებს და ახლო მეგობრებს, რომ შესაძლოა გახდეთ დეპრესიული ან აღინიშნოს ხასიათის ცვლილება და სთხოვოთ მათ წაიკითხონ ეს ინსტრუქცია. ასევე შესაძლებელია სთხოვოთ მათ გაცნობონ თუ ისინი შენიშნავენ რაიმე შემაშფოთებელ დეპრესიულ მდგომარეობას ან თქვენი საქციელის ცვლილებას.

ეპილეფსიით დაავადებულთა მცირე ნაწილს, რომლებიც მკურნალობდნენ ლამოტრიჯინით, ასევე განუვითარდათ თვით დაზიანების და სუიციდის აზრები. თუ ნებისმიერ დროს ადგილი ექნება ამ აზრების გამოვლენას, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

ლამოტრიჯინი არ უნდა მიეცეს 18 წლამდე ასაკის ადამიანებს ბიპოლარული აშლილობის სამკურნალოდ. დეპრესიისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის სხვა პრობლემების სამკურნალო მედიკამენტები ზრდის სუიციდური აზრებისა და ქცევის რისკს 18 წლამდე ასაკის ბავშვებში და მოზარდებში.

ჰემოფაგოციტური ლიმფოჰისტიოციტოზი (HLH)

არსებობს ცნობები იშვიათი და ძალიან სერიოზული იმუნური სისტემის რეაქციების გამოვლენის შესახებ პაციენტებში, რომლებიც იღებენ ლამოტრიჯინს. სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ გამოვლინდება შემდეგი სიმპტომებიდან რომელიმე ლამოტრიჯინის მიღების პერიოდში: ცხელება, გამონაყარი, ნეიროლოგიური სიმპტომები (მაგ., კანკალი ან ტრემორი, დაბნეული მდგომარეობა, ტვინის ფუნქციის დარღვევა).

თუ იღებთ ლამოტრიჯინს ეპილეფსიის სამკურნალოდ

ზოგიერთი ტიპის ეპილეფსიის დროს კრუნჩხვები შეიძლება ხანდახან გაუარესდეს ან გამოვლინდეს უფრო მეტი სიხშირით ლამოტრიჯინით მკურნალობის პერიოდში. ზოგ პაციენტში შესაძლოა აღინიშნოს რთული კრუნჩხვების შემთხვევები, რამაც შესაძლოა გამოიწვიონ სერიოზული ჯანმრთელობის დარღვევები. თუ გამოვლინდება კრუნჩვები ჩვეულებრივზე უფრო ხშირად ან შენიშნავთ რთულ კრუნჩხვებს ლამოტრიჯინით მკურნალობის დროს, მიმართეთ ექიმს სასწრაფოდ.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ იღებთ სხვა მედიკამეტებს, მიიღეთ ისინი ცოტა ხნის წინ ან აპირებთ ნებისმიერი სხვა სამკურნალო საშუალების მიღებას, ეს ეხება ასევე მცენარეულ სამკურნალო საშუალებებს ან მედიკამენტებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში.

მნიშვნელოვანია ასევე აცნობოთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ეპილეფსიის სხვა სამკურნალო საშუალებების ან ლამოტრიჯინის მიღებისას ხართ ორსულად, ფიქრობთ, რომ შესალოა იყოთ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას (იხილეთ ასევე ინფორმაცია ნაწილი 2 ან ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი).

ასევე უნდა აცნობოთ ექიმს, თუ იღებთ სხვა ეპილეფსიის ან ფსიქიკური დაავადების სამკურნალო საშუალებებს. ეს აუცილებელია ლამოტრიჯინის სწორი დოზის განსაზღვრისათვის. ამ მედიკამენტებს მიეკუთვნებიან:

ოქსკარბაზეპინი, ფელბამატი, გაბაპენტინი, ლევეტირაცეტამი, პრეგაბალინი, ტოპირამატი ან ზონისამიდი, გამოიყენება ეპილეფსიის სამკურნალოდ

ლითიუმი, ოლანზაპინი ან არიპიპრაზოლი გამოიყენება ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების სამკურნალოდ

ბუპროპიონი, რომელიც გამოიყენება ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების სამკურნალოდ ან თამბაქოზე დამოკიდებულების მოსახსნელად

პარაცეტამოლი, გამოიყენება ტკივილის და სიცხის საწინააღმდეგოდ.

აცნობეთ ექიმს, თუ იღებთ რომელიმე მათგანს.

ზოგიერთი მედიკამენტი ურთიერთქმედებს ლამოტრიჯინთან ან ზრდის გვერდითი ეფექტების ალბათობას. მათ მიეკუთვნებათ:

ვალპროატი ან კარბამაზეპინი ეპილეფსიისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების სამკურნალოდ

ფენიტოინი, პრიმიდონი ან ფენობარბიტონი ეპილეფსიის სამკურნალოდ

რისპერიდონი ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების სამკურნალოდ

რიფამპიცინი, ანტიბიოტიკი

ლოპინავირის და რიტონავირის კომბინაცია, ატაზანავირის და რიტონავირის კომბინაცია, რომელიც გამოიყენება ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსის (აივ) ინფექციის სამკურნალოდ

ჰორმონალური კონტრაცეპტივები (ეთინილოესტრადიოლი/ლევონორგესტრელი), როგორიცაა აბები (იხ. ქვემოთ)

აცნობეთ ექიმს თუ იღებთ, თუ დაიწყეთ ან შეწყვიტეთ შემდეგი მედიკამენტების მიღება

ჰორმონალურმა კონტრაცეპტივებმა (როგორიცაა აბები) შესაძლოა ზეგავლენა მოახდინონ ლამოტრიჯინის მოქმედების მექანიზმზე

ექიმმა შეიძლება გირჩიოთ გამოიყენოთ კონკრეტული ტიპის ჰორმონალური კონტრაცეპტივები, ან კონტრაცეფციის სხვა მეთოდი, როგორიცაა პრეზერვატივი, თავსახური ან სპირალი. თუ თქვენ იყენებთ ჰორმონალურ კონტრაცეპტივს, როგორიცაა აბი, ექიმმა შეიძლება აიღოს თქვენი სისხლის ნიმუშები ლამოტრიჯინის დონის შესამოწმებლად. თუ იყენებთ ჰორმონალურ კონტრაცეპტივს ან თუ აპირებთ მის გამოყენებას აცნობეთ ექიმს, რომელიც გირჩევთ თქვენთვის შესაფერის კონტრაცეპტულ მეთოდს.

ასევე ლამოტრიჯინმა შესაძლოა ზეგავლენა მოახდინოს ჰორმონალური კონტრაცეპტული საშუალებების მოქმედებაზე, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ შეამციროს მათი ეფექტი. თუ იღებთ ჰორმონალურ კონტრაცეპტივებს და შენიშნავთ ნებისმიერი სახის ცვლილებას მენსტრუაციის ციკლში, როგორიცაა სისხლდენა ან გამონადენი მენსტრუაციის პერიოდებს შორის აცნობეთ ექიმს. ეს შესაძლოა იყოს იმის ნიშანი, რომ ლამოტრიჯინი ზეგავლენას ახდენს თქვენი კონტრაცეპტული საშუალების ეფექტზე.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ხართ ორსულად, ფიქრობთ, რომ შესაძლოა იყოთ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას მიმართეთ ექიმს და განიხილეთ მასთან ეპილეფსიის საშალებების გამოყენების ზეგავლენით გამოწვეული პოტენციური რისკი თქვენს ბავშვზე.

თუ გეგმავთ ორსულობას უნდა განიხილოთ ეპილეფსიის მკურნალობა ექიმთან რაც შეიძლება მალე, სანამ მოხდება დაორსულება.

არ შეიძლება მკურნალობის შეწყვეტა ექიმთან კონსულტაციის გარეშე. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ გაქვთ ეპილეფსია.

ორსულობამ შესალოა შეცვალოს ლამოტრიჯინის ეფექტურობა, ამიტომ საჭირო იქნება სისხლის ანალიზის ჩატარება ლამოტრიჯინის სავარაუდოდ დოზის კორექციის მიზნით.

ქალებში ჩატარებულმა კვლევებმა, რომლებიც იღებდნენ ლამოტრიჯინის ჩვეულებრივ დოზას ორსულობის პერიოდში არ გამოავლინა ფიზიკური მშობიარობის მხრივ ანომალიების გაზრდილი რისკი.

ფიზიკურ მშობიარობის ანომალიების რისკი იზრდება, თუ გამოიყენება ეპილეფსიური საშუალებების მაღალი დოზები ან ერთზე მეტი ეპილეფსიის სამკურნალო მედიკამენტები ერთდროულად. შეძლებისდაგვარად, ექიმი მიიღებს გადაწყვეტილებას ეპილეფსიური სამკურნალო საშალებების უმცირესი დოზირების მიღების შესახებ, რაც ეფექტურია ეპილეფსიის კონტროლისათვის.

ორსულობის პირველი 3 თვის განმავლობაში ლამოტრიჯინის მიღების შემთხვევაში შეიძლება აღინიშნოს თანდაყოლილი დეფექტების მცირედ გაზრდილი რისკი, მათ შორის ტუჩის ან სასის ნაპრალი.

ექიმმა შეიძლება გირჩიოთ დამატებითი ფოლიუმის მჟავის მიღება, თუ გეგმავთ დაორსულებას და ორსულობის დროს.

თუ კვებავთ ჩვილს ძუძუთი ან გეგმავთ ძუძუთი კვებას, ამ პრეპარატის მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ლამოტრიჯინის აქტიური ნივთიერება გადადის დედის რძეში და შეიძლება გავლენა იქონიოს თქვენს ბავშვზე. ლამოტრიჯინის მიღებისას თქვენი ექიმი განიხილავს ძუძუთი კვების რისკებსა და სარგებელს და დროდადრო შეამოწმებს თქვენს ჩვილს სიმტომებზე, როგორიცაა ძილიანობა, გამონაყარი ან წონაში მცირე მატება, თუ გადაწყვეტთ ძუძუთი კვებას. აცნობეთ ექიმს თუ შენიშნავთ ნებისმიერ მსგავს სიმპტომს თქვენს ჩვილზე.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

ლამოტრიჯინი იწვევს ძილიანობას და მხედველობის გაორებას.

არ შეასრულოთ სამუშაოები მოწყობილობებზე სანამ არ დარწმუნდებით, რომ პრეპარატი არ იწვევს ამ ეფექტებს თქვენზე.

თუ გაქვთ ეპილეფსია, უნდა მიმართოთ ექიმს კონსულტაციისათვის ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის შესახებ.

ლამოტრიჯინის ტაბლეტები შეიცავენ ლაქტოზას

თუ თქვენთვის ცნობილია, რომ გახასიათებთ აუტანლობა ნებისმიერი შაქრის მიმართ, აცნობეთ ექიმს ამ პრეპარატის მიღებამდე.

ინფორმაცია ნატრიუმის შემცველობის შესახებ:

ლამოტრიჯინის ტაბლეტები შეიცავენ 1 მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23მგ) ყოველ ტაბლეტზე, ასე, რომ თითქმის ,,უნატრიემოა“.

გვერდითი მოვლენები

ნებისმიერი მედიკამენტის მსგავსად, ამ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ნებისმიერ პაციენტში.

ალერგიული რეაქციები ან პოტენციურად სერიოზული კანის რეაქციები: მიმართეთ ექიმს სასწრაფოდ

პაციენტების გარკვეულ ნაწილს ლამოტრიჯინის მიღებისას შესაძლოა აღენიშნოთ ალერგიული რეაქციები ან პოტენციურად სიცოცხლისათვის სახიფათო კანის რეაქციები, რომლებიც შესაძლოა გადაიზარდოს სერიოზულ პრობლემებში, თუ არ მოხდება მათი განკურნება. ეს სიმპტომები უმეტესად ვლინდება ლამოტრიჯინის მკურნალობის დაწყებიდან პირველი რამოდენიმე თვის განმავლობაში, განსაკუთრებით მაღალი დოზირებით დაწყებისას ან დოზირების სწრაფად გაზრდისას ან თუ ლამოტრიჯინი მიიღება სხვა სამკურნალო საშუალებასთან ერთად, რომელსაც ეწოდება ვალპროატი. ზოგიერთ ეს სიმპტომი უფრო ხშირია ბავშვებში, ამიტომ მშობლებმა უნდა გამოიჩინონ განსაკუთრებული სიფრთხილე და ყურადღება.

ამ რეაქციის სიმპტომები მოიცავენ:

კანის გამონაყარი ან სიწითლე, რომელიც შეიძლება გადაიზარდოს სიცოცხლისთვის საშიშ კანის რეაქციებში, მათ შორის ფართოდ გავრცელებული გამონაყარი ბუშტუკებით და კანის აქერცვლა, განსაკუთრებით პირის, ცხვირის, თვალების და სასქესო ორგანოების ირგვლივ (სტივენს-ჯონსონის სინდრომი), კანის ფართო აქერცვლა (სხეულის ზედაპირის 30% - ზე მეტ არეში - ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი) ან გახანგრძლივებული გამონაყარი ღვიძლის, სისხლის და სხეულის სხვა ორგანოების ჩართულობით (წამლის რეაქცია ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით< რომელიც ცნობილია როგორც DRESS ჰიპერმგრძნობელობის სინდრომი).

წყლულები პირში, ყელში, ცხვირში ან სასქესო ორგანოებზე

პირის ღრუს ტკივილი ან წითელი ან შეშუპებული თვალები (კონიუნქტივიტი)

მაღალი ტემპერატურა (ცხელება), გრიპის მსგავსი სიმპტომები ან ძილიანობა

სახის გარშემო შეშუპება ან კისრის, იღლიის ან საზარდულის ჯირკვლების შეშუპება

მოულოდნელი სისხლდენა ან სისხლჩაქცევა, ან თითების გალურჯება

ყელის ტკივილი ან ჩვეულებრივზე მეტი ინფექცია (როგორიცაა გაციება).

ღვიძლის ფერმენტების დონის მომატება სისხლის ანალიზში

სისხლის თეთრი უჯრედების (ეოზინოფილების) ტიპის ზრდა

გადიდებული ლიმფური კვანძები

სხეულის ორგანოების ჩართვა ღვიძლისა და თირკმელების ჩათვლით.

ხშირ შემთხვევაში, ეს სიმპტომები იქნება ნაკლებად სერიოზული გვერდითი ეფექტების ნიშნები, მაგრამ თქვენ უნდა იცოდეთ და გამოიჩინოთ სიფრთხილე, რომ ისინი პოტენციურად საშიშია სიცოცხლისთვის და შეიძლება გადაიზარდოს უფრო სერიოზულ პრობლემებში, როგორიცაა ორგანოს უკმარისობა, თუ არ მოხდება მათი მკურნალობა. თუ შეამჩნევთ რომელიმე ამ სიმპტომს: დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. თქვენმა ექიმმა შეიძლება გადაწყვიტოს ჩაატაროს ტესტები თქვენს ღვიძლზე, თირკმელებზე ან სისხლზე და შეიძლება გირჩიოთ ლამოტრიჯინის მიღების შეწყვეტა. თუ თქვენ გაქვთ სტივენს-ჯონსონის სინდრომი ან ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, თქვენი ექიმი გირჩევთ, რომ აღარასდროს გამოიყენოთ ლამოტრიჯინი.

ჰემოფაგოციტური ლიმფოჰისტოციტოზი (HLH)(იხ. ნაწილი 2 ინფორმაცია ლამოტრიჯინის გამოყენებამდე)

ძალიან ხშირი: შეიძლება გამოვლინდეს 10 პაციენტიდან 1-ზე მეტში

თავის ტკივილი

კანის გამონაყარი.

ხშირი: შეიძლება გამოვლინდეს 10 პაციენტიდან 1 -მდე

აგრესია ან გაღიზიანება

ძილიანობის ან ძილიანობის შეგრძნება

თავბრუსხვევა

კანკალი ან ტრემორი

ძილის გაძნელება (უძილობა)

აჟიტირების შეგრძნება

დიარეა

მშრალი პირი

ავადმყოფობის შეგრძნება (გულისრევა) ან ავადმყოფობის შეგრძნება (ღებინება)

დაღლილობის შეგრძნება

ტკივილი ზურგში, სახსრებში ან სხვაგან.

არახშირი: შეიძლება გამოვლინდეს 100 პაციენტიდან 1 -მდე

კანზე გამონაყარი ან მზის დამწვრობა მზის ან ხელოვნური სხივების ზემოქმდების შემდეგ (ფოტომგრძნობელობა)

მოუხერხებლობა და კოორდინაციის ნაკლებობა (ატაქსია)

მხედველობის გაორება ან ბუნდოვანი ხედვა

უჩვეულო თმის ცვენა ან შეთხელება (ალოპეცია)

იშვიათი: შეიძლება გამოვლინდეს 1000 პაციენტიდან 1 -მდე

სიცოცხლისთვის საშიში კანის რეაქცია (სტივენს-ჯონსონის სინდრომი): აგრეთვე იხილეთ ინფორმაცია მე-4 ნაწილის დასაწყისში

სიმპტომების ჯგუფი ერთად, მათ შორის: ცხელება, გულისრევა, ღებინება, თავის ტკივილი, კისრის დაჭიმულობა და კაშკაშა სინათლის მიმართ უკიდურესი მგრძნობელობა. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს გარსების ანთებით, რომლებიც ფარავს თავის ტვინს და ზურგის ტვინს (მენინგიტი). ეს სიმპტომები ჩვეულებრივ ქრება მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ, თუმცა თუ სიმპტომები გაგრძელდება ან გაუარესდება მიმართეთ ექიმს

თვალის სწრაფი, უკონტროლო მოძრაობები (ნისტაგმი)

თვალების ქავილი, გამონადენი და ქერქი ქუთუთოებით (კონიუნქტივიტი).

ძალიან იშიათი: შესაძლოა გამოვლინედს 10,000 პაცინეტიდან 1-მდე

სიცოცხლისთვის საშიში კანის რეაქცია (ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი): აგრეთვე იხილეთ ინფორმაცია ნაწილი 4-ის დასაწყისში

წამლის რეაქცია ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით (DRESS); (იხილეთ აგრეთვე ინფორმაცია მე-4 ნაწილის დასაწყისში)

მაღალი ტემპერატურა (ცხელება): აგრეთვე იხილეთ ინფორმაცია მე-4 ნაწილის დასაწყისში

სახის ირგვლივ შეშუპება (შეშუპება) ან კისრის, იღლიის ან საზარდულის ჯირკვლების შეშუპება (ლიმფადენოპათია): აგრეთვე იხილეთ ინფორმაცია 4 ნაწილის დასაწყისში

ჰემოფაგოციტური ლიმფოჰისტოციტოზი (HLH) (იხ. ნაწილი 2: ინფორმაცია ლამოტრიჯინის გამოყენებამდე)

ღვიძლის ფუნქციის ცვლილება, რომელიც გამოჩნდება სისხლის ანალიზში, ან ღვიძლის უკმარისობა: აგრეთვე იხილეთ ინფორმაცია 4 ნაწილის დასაწყისში

სისხლის შედედების სერიოზული დარღვევა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მოულოდნელი სისხლდენა ან სისხლჩაქცევა (გავრცელებული ინტრავასკულარული კოაგულაცია): აგრეთვე იხილეთ ინფორმაცია განყოფილების დასაწყისში 4

ცვლილებები, რომლებიც შეიძლება გამოვლინდეს სისხლის ანალიზში - მათ შორის სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობის შემცირება (ანემია), სისხლის თეთრი უჯრედების შემცირება (ლეიკოპენია, ნეიტროპენია, აგრანულოციტოზი), თრომბოციტების შემცირება (თრომბოციტოპენია), ყველა ამ ტიპის შემცირებული რაოდენობა. უჯრედული (პანციტოპენია) და ძვლის ტვინის დარღვევა, რომელსაც ეწოდება აპლასტიკური ანემია

ჰალუცინაციები („ხედავს“ ან „ისმენს“ იმას, რაც სინამდვილეში არ არის)

დაბნეულობა

გადაადგილებისას გრძნობა „რხევა“ ან არასტაბილურობა

სხეულის უკონტროლო მოძრაობები (ტიკები), კუნთების უკონტროლო სპაზმები, რომლებიც გავლენას ახდენენ თვალებზე, თავსა და ტანზე (ქორეოათეტოზი) ან სხეულის სხვა უჩვეულო მოძრაობები, როგორიცაა რხევა, კანკალი ან რიგიდულობა.

ადამიანებში, რომლებსაც უკვე აქვთ ეპილეფსია, კრუნჩხვები უფრო ხშირად ხდება

წითელი მგლურას მსგავსი რეაქცია (სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს: ზურგის ან სახსრების ტკივილს, რომელსაც ზოგჯერ შეიძლება თან ახლდეს ცხელება და/ან ჯანმრთელობის ზოგადი გაუარესება).

ადამიანებში, რომლებსაც უკვე აქვთ პარკინსონის დაავადება, სიმპტომების გაუარესება

უცნობია: სიხშირის შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემებით

დაფიქსირდა ძვლის დარღვევები, მათ შორის ოსტეოპენია და ოსტეოპოროზი (ძვლის გათხელება) და მოტეხილობები. მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ ხანგრძლივ ანტიეპილეფსიურ მედიკამენტებს, გაქვთ ოსტეოპოროზის ისტორია ან იღებთ სტეროიდებს.

ღამის კოშმარები

თირკმელის ანთება (ტუბულოინტერსტიციალური ნეფრიტი), ან ორივე თირკმლის და თვალის ანთება (ტუბულოინტერსტიციალური ნეფრიტი და უვეიტის სინდრომი)

სუსტი იმუნიტეტი სისხლში ანტისხეულების დაბალი დონის არსებობის გამო, რომლეთაც ეწოდებათ იმუნოგლობულინი, რაც იცავს ორგანიზმს ინფექციებისაგან.

გვერდით ეფექტების შეტყობინება

თუ თქვენ შენიშნავთ რაიმე გვერდითი მოვლენას, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში. თქვენ ასევე შეგიძლიათ შეატყობინოთ გვერდითი ეფექტების პირდაპირ ყვითელი ფურცლების სისტემის მეშვეობით: www.mhra.gov.uk/yellowcard. გვერდითი ეფექტების შეტყობინებით, თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოწოდებას.

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერება არის ლამოტრიჯინი. ყოველი ტაბლეტი შეიცავს 25 მგ, 50 მგ, 100 მგ ან 200 მგ აქტიურ ნივთიერებას.

დამხმარე ნივთერებებია: ლაქტოზას მონოჰიდრატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, პოვიდონი, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი (ტიპი A), ყვითელი რკინის ოქსიდი E172, გასუფთავებული ტალკი და მაგნიუმის სტეარატი.

ლამოტრიჯინის ტაბლეტების გარეგნული სახე და შეფუთვის შემადგენლობა

ლამოტრიჯინი 200 მგ, 100 მგ და 50 მგ ტაბლეტები არის ღია ყვითელი ფერის, მრგვალი, გარსის გარეშე ტაბლეტები, ჩამოთლილი კიდეებით ერთ მხარეზე ლოგოთი "L200", "L100" და "L50" და მეორე მხარეზე "B" და "L" ლოგოთი გამყოფი ხაზის ორივე მხარეზე.

ლამოტრიჯინი 25 მგ ტაბლეტები წარმოადგენს ღია ყვითელი ფერის, ბრტყელ, ჩამოთლილი კიდეებით, მრგვალ, გარსის გარეშე ტაბლეტებს, ერთ მხარეზე ლოგოთი „L25“ და მეორე მხარეს არის სადა.

ლამოტრიჯინის ტაბლეტები ბლისტერული შეფუთვა შეიცავს 14, 28, 56, 84 ტაბლეტს. შეიძლება ყველა ზომის შეფუთვა არ იყოს გაყიდვაში.

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

შენახვის პირობები

ეს მედიკამენტი შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ და შეუმჩნეველ ადგილას.

არ მიიღოთ ეს მედიკამენტი შეფუთვაზე აღნიშნული (EXP) ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ვრცელდება აღნიშნული თვის ბოლო დღემდე.

ლამოტრიჯინის ტაბლეტები არ საჭიროებენ სპეციალურ შენახვის პირობებს. შეინახეთ საწყის შეფუთვაში.

არ გადააგდოთ ეს მედიკამენტი კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. ჰკითხეთ ფარმაცევტს მისი უტილიზაციის შესახებ. ეს ღონისძიებები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

სარეკომენდაციო ვერსია

გამოყენების ინსტრუქცია

ინფორმაცია პაციენტებისათვის

ლამოტრიჯინი ბრისტოლ ლაბს 25 მგ ტაბლეტები

ლამოტრიჯინი ბრისტოლ ლაბს 50 მგ ტაბლეტები

ლამოტრიჯინი ბრისტოლ ლაბს 100 მგ ტაბლეტები

ლამოტრიჯინი ბრისტოლ ლაბს 200 მგ ტაბლეტები

(ლამოტრიჯინი)

ამ სამკურნალო საშუალების გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთ გამოყენების ინსტრუქცია, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

შეინახეთ ეს ინსტრუქცია. შესაძლოა მოგვიანებით კიდევ დაგჭირდეთ მისი წაკითხვა.

ნებისმიერი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ეს მედიკამენტი დაგენიშნათ თქვენ ინდივიდუალურად და ამიტომ ნუ გადასცემთ მას სხვას. შესაძლოა პრეპარატმა ზიანი მიაყენოს სხვა პირებს იმ შემთხვევაშიც, თუ მათაც აღენიშნებათ თქვენივე მსგავსი სიმპტომები.

თუ შენიშნავთ ნებისმიერ გვერდით მოვლენას, აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება ასევე ეფექტებსაც, რომლებიც არ არის აღწერილი ამ ინსტრუქციაში. იხ. ნაწილი 4

გამოყენების ინსტრუქცია შეიცავს:

  • რას წარმოადგენს ლამოტრიჯინის ტაბლეტები და რისთვის გამოიყენება
  • ინფორმაცია ლამოტრიჯინის ტაბლეტების გამოყენებამდე
  • ლამოტრიჯინის ტაბლეტების მიღების წესი
  • მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები
  • ლამოტრიჯინის ტაბლეტების შენახვის პირობები
  • შეფუთვის შემადგენლობა და დამატებით ინფორმაცია
  • რას წარმოადგენს ლამოტრიჯინის ტაბლეტები და რისთვის გამოიყენება

სამკურნალო საშუალების სახელწოდებაა ლამოტრიჯინი 25მგ ან 50მგ ან 100მგ ან 200მგ ტაბლეტები. აქტიური ნივთიერებაა ლამოტრიჯინი. ლამოტრიჯინი მიეკუთვნება ანტიეპილეფსიური წამლების ჯგუფს. იგი გამოიყენება ორი მდგომარეობის – ეპილეფსიისა და ბიპოლარული აშლილობის სამკურნალოდ.

ლამოტრიჯინის ეპილეფსიის სამკურნალო ეფექტი განპირობებულია ტვინში სიგნალების დაბლოკვით, რომლებიც იწვევს ეპილეფსიურ კრუნჩხვებს (შეტევებს).

მოზრდილებში და 13 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში ლამოტრიჯინი შეიძლება გამოყენებულ იქნას დამოუკიდებლად ან სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად ეპილეფსიის სამკურნალოდ. ლამოტრიჯინი ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნას სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად იმ კრუნჩხვების სამკურნალოდ, რომლებიც ვითარდება ლენოქს-გასტაუტის სინდრომის დროს.

2-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის ლამოტრიჯინი შეიძლება გამოყენებულ იქნას სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად ამ მდგომარეობის სამკურნალოდ. ის შეიძლება გამოყენებულ იქნას დამოუკიდებლად ეპილეფსიის სამკურნალოდ, რომელსაც ეწოდება ტიპიური აბსენსების კრუნჩხვები.

ლამოტრიჯინი ასევე გამოიყენება ბიპოლარული აშლილობის სამკურნალოდ.

ბიპოლარული აშლილობის მქონე ადამიანებს (ზოგჯერ ეწოდება მანიაკალურ დეპრესია) აქვთ განწყობის მკაფიო ცვალებადობა, მანიის პერიოდები (აღელვება ან ეიფორია) მონაცვლეობითი დეპრესიის პერიოდებით (ღრმა სევდა ან სასოწარკვეთა). 18 წლის და უფროსი ასაკის მოზრდილებში ლამოტრიჯინი შეიძლება გამოყენებულ იქნას დამოუკიდებლად ან სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად ბიპოლარული აშლილობის დროს დეპრესიის პერიოდების თავიდან ასაცილებლად. ჯერჯერობით უცნობია, როგორ მუშაობს ლამოტრიჯინი ტვინში ამ ეფექტის მისაღწევად.

  • ინფორმაცია ლამოტრიჯინის ტაბლეტების გამოყენებამდე

არ გამოიყენოთ ლამოტრიჯინის ტაბლეტები თუ

გახასიათებთ ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) ლამოტრიჯინის ან ამ მედიკამენტში შემავალი ნებისმიერი დამხმარე ინგრედიენტის მიმართ (იხ. ნაწილი 6).

თუ ეს გეხებათ თქვენ: აცნობეთ ექიმს და არ მიიღოთ ლამოტრიჯინი

გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები

მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს ლამოტრიჯინის ტაბლეტების მიღებამდე

თუ გაქვთ თირკმელების პრობლემა

თუ ოდესმე გამოვლინდა გამონაყარი ლამოტრიჯინის ან ბიპოლარული აშლილობის ან ეპილეფსიის სამკურნალო სხვა პრეპარატების მიღებისას; ან თუ განვითარდა გამონაყარი ან მზის დამწვრობა ლამოტრიჯინის მიღების შემდეგ ან მზეზე ან ულტრაიისფერ სხივებზე (მაგ., სოლარიუმი) ზემოქმედების ქვეშ; ექიმი გადაამოწმებს მკურნალობას და გირჩევთ, მოერიდოთ მზის სხივებს და დაიცვათ თავი მზის გამოსხივებისგან (მაგ., მზის დამცავი საშუალებების და/ან დამცავი ტანსაცმლის გამოყენებით)

თუ თქვენ ოდესმე განუვითარდათ მენინგიტი ლამოტრიჯინის მიღების შემდეგ (წაიკითხეთ ამ სიმპტომების აღწერა ამ ინსტრუქციის მე-4 ნაწილში: იშვიათი გვერდითი მოვლენები)

თუ უკვე იღებთ წამალს, რომელიც შეიცავს ლამოტრიჯინს.

თუ გაქვთ მდგომარეობა, რომელსაც ეწოდება ბრუგადას სინდრომი, ან სხვა გულის პრობლემები. ბრუგადას სინდრომი არის გენეტიკური დაავადება, რომელიც იწვევს გულის ამომალიურ ელექტრონულ აქტივობას. ეკგ-ს ანომალიები, რომლებმაც შესაძლოა გამოიწვიონ არითმია (ანომალიური გულისცემა) შესაძლოა გამოწვეული იყოს ლამოტრიჯინით. თუ ამ სიმპტომებიდან ნებისმიერი აღინიშნება თქვენ შემთხვევაში აცნობეთ ექიმს, რომელიც მიღებს გადაწყვეტილებას ლამოტრიჯინის დოზის შემცირების შესახებ ან საერთოდ მოხსნის შესახებ.

ყურადღება მიაქციეთ შემდეგ მნიშვნელოვან სიმპტომებს

თუ ლამოტრიჯინის მიღების დაწყებისას გამოვლინდება რომელიმე ჩამოთვლილი სიმპტომი, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს:

კანის უჩვეულო რეაქციები, როგორიცაა სიწითლე ან გამონაყარი

პირის ან თვალების ტკივილი

მაღალი ტემპერატურა (ცხელება), გრიპის მსგავსი სიმპტომები ან ძილიანობა

სახის გარშემო შეშუპება ან კისრის, იღლიის ან საზარდულის ჯირკვლების შეშუპება

მოულოდნელი სისხლდენა ან სისხლჩაქცევა, ან თითების გალურჯება

ყელის ტკივილი ან ჩვეულებრივზე ხშირი ინფექცია (როგორიცაა გაციება).

ამ სიმპტომების განვითარების ალბათობა უფრო მეტია ლამოტრიჯინით მკურნალობის პირველი რამდენიმე თვის განმავლობაში, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ თქვენ იწყებთ ძალიან მაღალი დოზით ან თუ თქვენი დოზა ძალიან სწრაფად გაიზარდა, ან თუ იღებთ ლამოტრიჯინს სხვა წამალთან ერთად, როგორიცაა ვალპროატი. ეს ეფექტი ბავშვებში უფრო მეტად ვრცელდება, ვიდრე მოზრდილები.

მიმართეთ ექიმს, რომელმაც შესაძლოა შეამციროს დოზა ან მოხსნას ლამოტრიჯინი.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია პოტენციურად სიცოცხლისათვის საშიში რეაქციების შესახებ

ადამიანების მცირე რაოდენობას, რომლებიც იღებენ ლამოტრიჯინს, აღენიშნა ალერგიული რეაქცია ან პოტენციურად სიცოცხლისთვის საშიში კანის რეაქცია, რომელიც შეიძლება გადაიზარდოს უფრო სერიოზულ პრობლემებში, თუ არ მოხდება მათი განკურნება. ეს შეიძლება იყოს სტივენს-ჯონსონის სინდრომი (SJS), ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (TEN) და წამლის რეაქცია ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით (DRESS). თქვენ უნდა იცნობდეთ სიმპტომები, რომელთაც ყურადღება უნდა მიაქციოთ ლამოტრიჯინის მიღებისას. წაიკითხეთ ამ სიმპტომების აღწერა ამ ინსტრუქციის მე-4 ნაწილში „ალერგიული რეაქცია ან პოტენციურად სერიოზული კანის რეაქციები: დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს“.

თუ შენიშნავთ ნებისმიერ აღწერილ სიმპტომებს:

მიმართეთ რაც შეიძლება სწრაფად ექიმს. ექიმი მიიღებს გადაწყვეტილებას ღვიძლის ტესტების, თირკმელების ან სისხლის ანალიზის ჩატარების შესახებ და შესაძლოა გირჩიოთ ლამოტრიჯინის მიღების შეწყვეტა.

გაზრდილი ან ძლიერი კრუნჩხვების რისკი

ზოგიერთი ტიპის ეპილეფსიის დროს კრუნჩხვები შეიძლება ხანდახან გაუარესდეს ან უფრო ხშირად გამოვლინდეს ლამოტრიჯინის მიღებისას. ზოგიერთ პაციენტს შეიძლება აღენიშნოს ძლიერი კრუნჩხვები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები. თუ თქვენი კრუნჩხვები უფრო ხშირად ვლინდება ან თუ აღინიშნება მძიმე კრუნჩხვები ლამოტრიჯინის მიღების დროს მიმართეთ ექიმს რაც შეიძლება სწრაფად.

საკუთარი თავის ზიანის მიყენების ან თვითმკვლელობის აზრები

ანტიეპილეფსიური მედიკამენტები გამოიყენება რამდენიმე მდგომარეობის სამკურნალოდ, მათ შორის ეპილეფსიისა და ბიპოლარული აშლილობისთვის.

ბიპოლარული აშლილობის მქონე ადამიანებს ზოგჯერ შეიძლება ჰქონდეთ საკუთარი თავის დაზიანების ან სუიციდის აზრები. თუ თქვენ გაქვთ ბიპოლარული აშლილობა, შეიძლება მსავსი აზრები აღინიშნოს უმეტესად:

მკურნალობის დასაწყისში

თუ ადრე გქონიათ ფიქრები საკუთარი თავის ზიანის მიყენებაზე ან თვითმკვლელობაზე

თუ ხართ 25 წლამდე.

თუ თქვენ გაქვთ შემაშფოთებელი აზრები ან გამოცდილება, ან თუ შეამჩნევთ, რომ ლამოტრიჯინის მიღებისას აღინიშნა მდგომარეობის გაუარესება ან განვითარდა ახალი სიმპტომები, მიმართეთ ექიმს რაც შეიძლება მალე ან მიმართეთ უახლოეს საავადმყოფოს დახმარებისთვის.

შესაძლოა სასარგებლო იყოს, რომ აცნობოთ თქვენს ოჯახის წევრებს, მომვლელებს და ახლო მეგობრებს, რომ შესაძლოა გახდეთ დეპრესიული ან აღინიშნოს ხასიათის ცვლილება და სთხოვოთ მათ წაიკითხონ ეს ინსტრუქცია. ასევე შესაძლებელია სთხოვოთ მათ გაცნობონ თუ ისინი შენიშნავენ რაიმე შემაშფოთებელ დეპრესიულ მდგომარეობას ან თქვენი საქციელის ცვლილებას.

ეპილეფსიით დაავადებულთა მცირე ნაწილს, რომლებიც მკურნალობდნენ ლამოტრიჯინით, ასევე განუვითარდათ თვით დაზიანების და სუიციდის აზრები. თუ ნებისმიერ დროს ადგილი ექნება ამ აზრების გამოვლენას, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

ლამოტრიჯინი არ უნდა მიეცეს 18 წლამდე ასაკის ადამიანებს ბიპოლარული აშლილობის სამკურნალოდ. დეპრესიისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის სხვა პრობლემების სამკურნალო მედიკამენტები ზრდის სუიციდური აზრებისა და ქცევის რისკს 18 წლამდე ასაკის ბავშვებში და მოზარდებში.

ჰემოფაგოციტური ლიმფოჰისტიოციტოზი (HLH)

არსებობს ცნობები იშვიათი და ძალიან სერიოზული იმუნური სისტემის რეაქციების გამოვლენის შესახებ პაციენტებში, რომლებიც იღებენ ლამოტრიჯინს. სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ გამოვლინდება შემდეგი სიმპტომებიდან რომელიმე ლამოტრიჯინის მიღების პერიოდში: ცხელება, გამონაყარი, ნეიროლოგიური სიმპტომები (მაგ., კანკალი ან ტრემორი, დაბნეული მდგომარეობა, ტვინის ფუნქციის დარღვევა).

თუ იღებთ ლამოტრიჯინს ეპილეფსიის სამკურნალოდ

ზოგიერთი ტიპის ეპილეფსიის დროს კრუნჩხვები შეიძლება ხანდახან გაუარესდეს ან გამოვლინდეს უფრო მეტი სიხშირით ლამოტრიჯინით მკურნალობის პერიოდში. ზოგ პაციენტში შესაძლოა აღინიშნოს რთული კრუნჩხვების შემთხვევები, რამაც შესაძლოა გამოიწვიონ სერიოზული ჯანმრთელობის დარღვევები. თუ გამოვლინდება კრუნჩვები ჩვეულებრივზე უფრო ხშირად ან შენიშნავთ რთულ კრუნჩხვებს ლამოტრიჯინით მკურნალობის დროს, მიმართეთ ექიმს სასწრაფოდ.

სხვა მედიკამენტები და ლამოტრიჯინის ტაბლეტები

აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ იღებთ სხვა მედიკამეტებს, მიიღეთ ისინი ცოტა ხნის წინ ან აპირებთ ნებისმიერი სხვა სამკურნალო საშუალების მიღებას, ეს ეხება ასევე მცენარეულ სამკურნალო საშუალებებს ან მედიკამენტებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში.

მნიშვნელოვანია ასევე აცნობოთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ეპილეფსიის სხვა სამკურნალო საშუალებების ან ლამოტრიჯინის მიღებისას ხართ ორსულად, ფიქრობთ, რომ შესალოა იყოთ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას (იხილეთ ასევე ინფორმაცია ნაწილი 2 ან ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი).

ასევე უნდა აცნობოთ ექიმს, თუ იღებთ სხვა ეპილეფსიის ან ფსიქიკური დაავადების სამკურნალო საშუალებებს. ეს აუცილებელია ლამოტრიჯინის სწორი დოზის განსაზღვრისათვის. ამ მედიკამენტებს მიეკუთვნებიან:

ოქსკარბაზეპინი, ფელბამატი, გაბაპენტინი, ლევეტირაცეტამი, პრეგაბალინი, ტოპირამატი ან ზონისამიდი, გამოიყენება ეპილეფსიის სამკურნალოდ

ლითიუმი, ოლანზაპინი ან არიპიპრაზოლი გამოიყენება ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების სამკურნალოდ

ბუპროპიონი, რომელიც გამოიყენება ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების სამკურნალოდ ან თამბაქოზე დამოკიდებულების მოსახსნელად

პარაცეტამოლი, გამოიყენება ტკივილის და სიცხის საწინააღმდეგოდ.

აცნობეთ ექიმს, თუ იღებთ რომელიმე მათგანს.

ზოგიერთი მედიკამენტი ურთიერთქმედებს ლამოტრიჯინთან ან ზრდის გვერდითი ეფექტების ალბათობას. მათ მიეკუთვნებათ:

ვალპროატი ან კარბამაზეპინი ეპილეფსიისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების სამკურნალოდ

ფენიტოინი, პრიმიდონი ან ფენობარბიტონი ეპილეფსიის სამკურნალოდ

რისპერიდონი ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების სამკურნალოდ

რიფამპიცინი, ანტიბიოტიკი

ლოპინავირის და რიტონავირის კომბინაცია, ატაზანავირის და რიტონავირის კომბინაცია, რომელიც გამოიყენება ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსის (აივ) ინფექციის სამკურნალოდ

ჰორმონალური კონტრაცეპტივები (ეთინილოესტრადიოლი/ლევონორგესტრელი), როგორიცაა აბები (იხ. ქვემოთ)

აცნობეთ ექიმს თუ იღებთ, თუ დაიწყეთ ან შეწყვიტეთ შემდეგი მედიკამენტების მიღება

ჰორმონალურმა კონტრაცეპტივებმა (როგორიცაა აბები) შესაძლოა ზეგავლენა მოახდინონ ლამოტრიჯინის მოქმედების მექანიზმზე

ექიმმა შეიძლება გირჩიოთ გამოიყენოთ კონკრეტული ტიპის ჰორმონალური კონტრაცეპტივები, ან კონტრაცეფციის სხვა მეთოდი, როგორიცაა პრეზერვატივი, თავსახური ან სპირალი. თუ თქვენ იყენებთ ჰორმონალურ კონტრაცეპტივს, როგორიცაა აბი, ექიმმა შეიძლება აიღოს თქვენი სისხლის ნიმუშები ლამოტრიჯინის დონის შესამოწმებლად. თუ იყენებთ ჰორმონალურ კონტრაცეპტივს ან თუ აპირებთ მის გამოყენებას აცნობეთ ექიმს, რომელიც გირჩევთ თქვენთვის შესაფერის კონტრაცეპტულ მეთოდს.

ასევე ლამოტრიჯინმა შესაძლოა ზეგავლენა მოახდინოს ჰორმონალური კონტრაცეპტული საშუალებების მოქმედებაზე, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ შეამციროს მათი ეფექტი. თუ იღებთ ჰორმონალურ კონტრაცეპტივებს და შენიშნავთ ნებისმიერი სახის ცვლილებას მენსტრუაციის ციკლში, როგორიცაა სისხლდენა ან გამონადენი მენსტრუაციის პერიოდებს შორის აცნობეთ ექიმს. ეს შესაძლოა იყოს იმის ნიშანი, რომ ლამოტრიჯინი ზეგავლენას ახდენს თქვენი კონტრაცეპტული საშუალების ეფექტზე.

ორსულობა, ლაქტაცია და ფერტილობა

თუ ხართ ორსულად, ფიქრობთ, რომ შესაძლოა იყოთ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას მიმართეთ ექიმს და განიხილეთ მასთან ეპილეფსიის საშალებების გამოყენების ზეგავლენით გამოწვეული პოტენციური რისკი თქვენს ბავშვზე.

თუ გეგმავთ ორსულობას უნდა განიხილოთ ეპილეფსიის მკურნალობა ექიმთან რაც შეიძლება მალე, სანამ მოხდება დაორსულება.

არ შეიძლება მკურნალობის შეწყვეტა ექიმთან კონსულტაციის გარეშე. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ გაქვთ ეპილეფსია.

ორსულობამ შესალოა შეცვალოს ლამოტრიჯინის ეფექტურობა, ამიტომ საჭირო იქნება სისხლის ანალიზის ჩატარება ლამოტრიჯინის სავარაუდოდ დოზის კორექციის მიზნით.

ქალებში ჩატარებულმა კვლევებმა, რომლებიც იღებდნენ ლამოტრიჯინის ჩვეულებრივ დოზას ორსულობის პერიოდში არ გამოავლინა ფიზიკური მშობიარობის მხრივ ანომალიების გაზრდილი რისკი.

ფიზიკურ მშობიარობის ანომალიების რისკი იზრდება, თუ გამოიყენება ეპილეფსიური საშუალებების მაღალი დოზები ან ერთზე მეტი ეპილეფსიის სამკურნალო მედიკამენტები ერთდროულად. შეძლებისდაგვარად, ექიმი მიიღებს გადაწყვეტილებას ეპილეფსიური სამკურნალო საშალებების უმცირესი დოზირების მიღების შესახებ, რაც ეფექტურია ეპილეფსიის კონტროლისათვის.

ორსულობის პირველი 3 თვის განმავლობაში ლამოტრიჯინის მიღების შემთხვევაში შეიძლება აღინიშნოს თანდაყოლილი დეფექტების მცირედ გაზრდილი რისკი, მათ შორის ტუჩის ან სასის ნაპრალი.

ექიმმა შეიძლება გირჩიოთ დამატებითი ფოლიუმის მჟავის მიღება, თუ გეგმავთ დაორსულებას და ორსულობის დროს.

თუ კვებავთ ჩვილს ძუძუთი ან გეგმავთ ძუძუთი კვებას, ამ პრეპარატის მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ლამოტრიჯინის აქტიური ნივთიერება გადადის დედის რძეში და შეიძლება გავლენა იქონიოს თქვენს ბავშვზე. ლამოტრიჯინის მიღებისას თქვენი ექიმი განიხილავს ძუძუთი კვების რისკებსა და სარგებელს და დროდადრო შეამოწმებს თქვენს ჩვილს სიმტომებზე, როგორიცაა ძილიანობა, გამონაყარი ან წონაში მცირე მატება, თუ გადაწყვეტთ ძუძუთი კვებას. აცნობეთ ექიმს თუ შენიშნავთ ნებისმიერ მსგავს სიმპტომს თქვენს ჩვილზე.

ავტომობილისა და მექანიზმების მართვის უნარი

ლამოტრიჯინი იწვევს ძილიანობას და მხედველობის გაორებას.

არ შეასრულოთ სამუშაოები მოწყობილობებზე სანამ არ დარწმუნდებით, რომ პრეპარატი არ იწვევს ამ ეფექტებს თქვენზე.

თუ გაქვთ ეპილეფსია, უნდა მიმართოთ ექიმს კონსულტაციისათვის ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის შესახებ.

ლამოტრიჯინის ტაბლეტები შეიცავენ ლაქტოზას

თუ თქვენთვის ცნობილია, რომ გახასიათებთ აუტანლობა ნებისმიერი შაქრის მიმართ, აცნობეთ ექიმს ამ პრეპარატის მიღებამდე.

ინფორმაცია ნატრიუმის შემცველობის შესახებ:

ლამოტრიჯინის ტაბლეტები შეიცავენ 1 მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23მგ) ყოველ ტაბლეტზე, ასე, რომ თითქმის ,,უნატრიემოა“.

  • ლამოტრიჯინის ტაბლეტების მიღების წესი

ყოველთვის უნდა მიიღოთ ეს ტაბლეტები ზუსტად ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულების მიხედვით. მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ რაიმეში არ ხართ დარწმუნებული.

ლამოტრიჯინის დოზირება

შესაძლოა საჭირო გახდეს გარკვეული დრო, რომ დადგინდეს თქვენთვის ხელსაყრელი ლამოტრიჯინის დოზა. დოზირება დამოკიდებულია:

თქვენს ასაკზე

იღებთ თუ არა ლამოტრიჯინს სხვა მედიკამენტებთან ერთად

გაქვთ თუ არა თირკმელების ან ღვიძლის პრობლემები

ექიმი დაიწყებს დაბალი დოზირებით მკურნალობას და თანდათან გაზრდის დოზას რამოდენიმე კვირის განმავლობაში, სანამ არ მიიღწევა დოზირება, რომელიც ეფექტურია თქვენთვის (ეწოდება ეფექტური დოზა). არასდროს მიიღოთ იმაზე მეტი ლამოტრიჯინის დოზა, ვიდრე დაგინიშნათ ექიმმა. ლამოტრიჯინის ჩვეულებრივი ეფექტური დოზა უფროსებში და 13 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში შეადგენს 100 მგ-დან 400 მგ-მდე დღეში.

2-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში ეფექტური დოზირება დამოკიდებულია მათი სხეულის წონაზე, და ჩვეულებრივ შეადგენს 1 მგ და 15 მგ სხეულის წონის ყოველ კილოგრამზე, მაქსიმუმ 200 მგ-მდე დღეში.

ლამოტრიჯინის გამოყენება არ არის რეკომენდებული 2 წლამდე ასაკის ბავშვებში.

ლამოტრიჯინის ტალეტების დოზის მიღების წესი

ლამოტრიჯინის ტაბლეტები უნდა მიიღოთ დღეში ერთხელ ან ორჯერ, როგორც დაგინიშნათ ექიმმა. მისი მიღება შეგიძლიათ საკვებთან ერთად ან მის გარეშე. ექიმი ასევე გირჩევთ სხვა მედიკამენტების მიღების დაწყებას ან შეწყვეტას, რაც დამოკიდებულია თქვენი მკურნალობის მდგომარეობაზე და მკურნალობის პასუხზე.

ტაბლეტი უნდა გადაყლაპოთ მთლიანად. არ გატეხოთ, არ დაღეჭოთ ან არ დაანაწევროთ ის.

ყოველთვის მიიღეთ სრული დოზა მთლიანად, როგორც დაგინიშნათ ექიმმა. არასდროს მიიღოთ მხოლოდ ტაბლეტის ნაწილი.

თუ მიიღეთ ლამოტრიჯინის ზედმეტი დოზირება

სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს. თუ შესაძლებელია, აჩვენეთ მას ლამოტრიჯინის შეფუთვა. ზოგიერთ პაციენტში, რომლებმაც მიიღეს ლამოტრიჯიმის საჭიროზე მეტი დოზა გამოვლინდა შემდეგი სიმპტომები:

თვალების სწრაფი, უკონტროლო მოძრაობები (ნისტაგმი)

მოუხერხებლობა და კოორდინაციის ნაკლებობა, რაც გავლენას ახდენს მათ წონასწორობაზე (ატაქსია)

გონების დაკარგვა ან კომა, შეტევები (კრუნჩხვები)

გულის რითმის ცვლილებები (ჩვეულებრივ ეკგ-ზე გამოვლენილი)

თუ დაგავიწყდათ ლამოტრიჯინის დოზის მიღება

არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის კომპენსირების მიზნით.

თუ თქვენ გამოტოვეთ ლამოტრიჯინის ტაბლეტების დოზა, მიმართეთ ექიმს რჩევისთვის, თუ როგორ დაიწყოთ მისი ხელახლა მიღება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

თუ გსურთ ლამოტრიჯინის მიღების შეწყვეტა

ლამოტრიჯინი უნდა მიიღოთ იმ ხანგრძლივობით, როგორც დაგინიშნათ ექიმმა. არ შეწყვიტოთ მიღება ექიმის რეკომენდაციის გარეშე. თუ იღებთ ლამოტრიჯინს ეპილეფსიის სამკიურნალოდ ლამოტრიჯინის მიღების შესაწყვეტად მნიშვნელოვანია თქვენი დოზის თანდათანობით შემცირება, დაახლოებით 2 კვირის განმავლობაში. თუ მოულოდნელად შეწყვეტთ ლამოტრიჯინის მიღებას, შესაძლოა აღინიშნოს ეპილეფსიის რეციდივი ან გაუარესება.

თუ იღებთ ლამოტრიჯინს ბიპოლარული აშლილობის სამკურნალოდ

ლამოტრიჯინის მოქმედებას შეიძლება გარკვეული დრო დასჭირდეს, ამიტომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ მაშინვე უკეთ იგრძნოთ თავი. თუ გსურთ ლამოტრიჯინის მიღების შეწყვეტა, ამ შემთხვევაში არ არის საჭირო დოზირების თანდათან შემცირება. მაგრამ ჯერ მაინც უნდა მიმართოთ ექიმს, თუ გსურთ შეწყვიტოთ ლამოტრიჯინის მიღება.

  • მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები

ნებისმიერი მედიკამენტის მსგავსად, ამ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ნებისმიერ პაციენტში.

ალერგიული რეაქციები ან პოტენციურად სერიოზული კანის რეაქციები: მიმართეთ ექიმს სასწრაფოდ

პაციენტების გარკვეულ ნაწილს ლამოტრიჯინის მიღებისას შესაძლოა აღენიშნოთ ალერგიული რეაქციები ან პოტენციურად სიცოცხლისათვის სახიფათო კანის რეაქციები, რომლებიც შესაძლოა გადაიზარდოს სერიოზულ პრობლემებში, თუ არ მოხდება მათი განკურნება. ეს სიმპტომები უმეტესად ვლინდება ლამოტრიჯინის მკურნალობის დაწყებიდან პირველი რამოდენიმე თვის განმავლობაში, განსაკუთრებით მაღალი დოზირებით დაწყებისას ან დოზირების სწრაფად გაზრდისას ან თუ ლამოტრიჯინი მიიღება სხვა სამკურნალო საშუალებასთან ერთად, რომელსაც ეწოდება ვალპროატი. ზოგიერთ ეს სიმპტომი უფრო ხშირია ბავშვებში, ამიტომ მშობლებმა უნდა გამოიჩინონ განსაკუთრებული სიფრთხილე და ყურადღება.

ამ რეაქციის სიმპტომები მოიცავენ:

კანის გამონაყარი ან სიწითლე, რომელიც შეიძლება გადაიზარდოს სიცოცხლისთვის საშიშ კანის რეაქციებში, მათ შორის ფართოდ გავრცელებული გამონაყარი ბუშტუკებით და კანის აქერცვლა, განსაკუთრებით პირის, ცხვირის, თვალების და სასქესო ორგანოების ირგვლივ (სტივენს-ჯონსონის სინდრომი), კანის ფართო აქერცვლა (სხეულის ზედაპირის 30% - ზე მეტ არეში - ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი) ან გახანგრძლივებული გამონაყარი ღვიძლის, სისხლის და სხეულის სხვა ორგანოების ჩართულობით (წამლის რეაქცია ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით< რომელიც ცნობილია როგორც DRESS ჰიპერმგრძნობელობის სინდრომი).

წყლულები პირში, ყელში, ცხვირში ან სასქესო ორგანოებზე

პირის ღრუს ტკივილი ან წითელი ან შეშუპებული თვალები (კონიუნქტივიტი)

მაღალი ტემპერატურა (ცხელება), გრიპის მსგავსი სიმპტომები ან ძილიანობა

სახის გარშემო შეშუპება ან კისრის, იღლიის ან საზარდულის ჯირკვლების შეშუპება

მოულოდნელი სისხლდენა ან სისხლჩაქცევა, ან თითების გალურჯება

ყელის ტკივილი ან ჩვეულებრივზე მეტი ინფექცია (როგორიცაა გაციება).

ღვიძლის ფერმენტების დონის მომატება სისხლის ანალიზში

სისხლის თეთრი უჯრედების (ეოზინოფილების) ტიპის ზრდა

გადიდებული ლიმფური კვანძები

სხეულის ორგანოების ჩართვა ღვიძლისა და თირკმელების ჩათვლით.

ხშირ შემთხვევაში, ეს სიმპტომები იქნება ნაკლებად სერიოზული გვერდითი ეფექტების ნიშნები, მაგრამ თქვენ უნდა იცოდეთ და გამოიჩინოთ სიფრთხილე, რომ ისინი პოტენციურად საშიშია სიცოცხლისთვის და შეიძლება გადაიზარდოს უფრო სერიოზულ პრობლემებში, როგორიცაა ორგანოს უკმარისობა, თუ არ მოხდება მათი მკურნალობა. თუ შეამჩნევთ რომელიმე ამ სიმპტომს: დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. თქვენმა ექიმმა შეიძლება გადაწყვიტოს ჩაატაროს ტესტები თქვენს ღვიძლზე, თირკმელებზე ან სისხლზე და შეიძლება გირჩიოთ ლამოტრიჯინის მიღების შეწყვეტა. თუ თქვენ გაქვთ სტივენს-ჯონსონის სინდრომი ან ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, თქვენი ექიმი გირჩევთ, რომ აღარასდროს გამოიყენოთ ლამოტრიჯინი.

ჰემოფაგოციტური ლიმფოჰისტოციტოზი (HLH)(იხ. ნაწილი 2 ინფორმაცია ლამოტრიჯინის გამოყენებამდე)

ძალიან ხშირი: შეიძლება გამოვლინდეს 10 პაციენტიდან 1-ზე მეტში

თავის ტკივილი

კანის გამონაყარი.

ხშირი: შეიძლება გამოვლინდეს 10 პაციენტიდან 1 -მდე

აგრესია ან გაღიზიანება

ძილიანობის ან ძილიანობის შეგრძნება

თავბრუსხვევა

კანკალი ან ტრემორი

ძილის გაძნელება (უძილობა)

აჟიტირების შეგრძნება

დიარეა

მშრალი პირი

ავადმყოფობის შეგრძნება (გულისრევა) ან ავადმყოფობის შეგრძნება (ღებინება)

დაღლილობის შეგრძნება

ტკივილი ზურგში, სახსრებში ან სხვაგან.

არახშირი: შეიძლება გამოვლინდეს 100 პაციენტიდან 1 -მდე

კანზე გამონაყარი ან მზის დამწვრობა მზის ან ხელოვნური სხივების ზემოქმდების შემდეგ (ფოტომგრძნობელობა)

მოუხერხებლობა და კოორდინაციის ნაკლებობა (ატაქსია)

მხედველობის გაორება ან ბუნდოვანი ხედვა

უჩვეულო თმის ცვენა ან შეთხელება (ალოპეცია)

იშვიათი: შეიძლება გამოვლინდეს 1000 პაციენტიდან 1 -მდე

სიცოცხლისთვის საშიში კანის რეაქცია (სტივენს-ჯონსონის სინდრომი): აგრეთვე იხილეთ ინფორმაცია მე-4 ნაწილის დასაწყისში

სიმპტომების ჯგუფი ერთად, მათ შორის: ცხელება, გულისრევა, ღებინება, თავის ტკივილი, კისრის დაჭიმულობა და კაშკაშა სინათლის მიმართ უკიდურესი მგრძნობელობა. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს გარსების ანთებით, რომლებიც ფარავს თავის ტვინს და ზურგის ტვინს (მენინგიტი). ეს სიმპტომები ჩვეულებრივ ქრება მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ, თუმცა თუ სიმპტომები გაგრძელდება ან გაუარესდება მიმართეთ ექიმს

თვალის სწრაფი, უკონტროლო მოძრაობები (ნისტაგმი)

თვალების ქავილი, გამონადენი და ქერქი ქუთუთოებით (კონიუნქტივიტი).

ძალიან იშიათი: შესაძლოა გამოვლინედს 10,000 პაცინეტიდან 1-მდე

სიცოცხლისთვის საშიში კანის რეაქცია (ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი): აგრეთვე იხილეთ ინფორმაცია ნაწილი 4-ის დასაწყისში

წამლის რეაქცია ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით (DRESS); (იხილეთ აგრეთვე ინფორმაცია მე-4 ნაწილის დასაწყისში)

მაღალი ტემპერატურა (ცხელება): აგრეთვე იხილეთ ინფორმაცია მე-4 ნაწილის დასაწყისში

სახის ირგვლივ შეშუპება (შეშუპება) ან კისრის, იღლიის ან საზარდულის ჯირკვლების შეშუპება (ლიმფადენოპათია): აგრეთვე იხილეთ ინფორმაცია 4 ნაწილის დასაწყისში

ჰემოფაგოციტური ლიმფოჰისტოციტოზი (HLH) (იხ. ნაწილი 2: ინფორმაცია ლამოტრიჯინის გამოყენებამდე)

ღვიძლის ფუნქციის ცვლილება, რომელიც გამოჩნდება სისხლის ანალიზში, ან ღვიძლის უკმარისობა: აგრეთვე იხილეთ ინფორმაცია 4 ნაწილის დასაწყისში

სისხლის შედედების სერიოზული დარღვევა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მოულოდნელი სისხლდენა ან სისხლჩაქცევა (გავრცელებული ინტრავასკულარული კოაგულაცია): აგრეთვე იხილეთ ინფორმაცია განყოფილების დასაწყისში 4

ცვლილებები, რომლებიც შეიძლება გამოვლინდეს სისხლის ანალიზში - მათ შორის სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობის შემცირება (ანემია), სისხლის თეთრი უჯრედების შემცირება (ლეიკოპენია, ნეიტროპენია, აგრანულოციტოზი), თრომბოციტების შემცირება (თრომბოციტოპენია), ყველა ამ ტიპის შემცირებული რაოდენობა. უჯრედული (პანციტოპენია) და ძვლის ტვინის დარღვევა, რომელსაც ეწოდება აპლასტიკური ანემია

ჰალუცინაციები („ხედავს“ ან „ისმენს“ იმას, რაც სინამდვილეში არ არის)

დაბნეულობა

გადაადგილებისას გრძნობა „რხევა“ ან არასტაბილურობა

სხეულის უკონტროლო მოძრაობები (ტიკები), კუნთების უკონტროლო სპაზმები, რომლებიც გავლენას ახდენენ თვალებზე, თავსა და ტანზე (ქორეოათეტოზი) ან სხეულის სხვა უჩვეულო მოძრაობები, როგორიცაა რხევა, კანკალი ან რიგიდულობა.

ადამიანებში, რომლებსაც უკვე აქვთ ეპილეფსია, კრუნჩხვები უფრო ხშირად ხდება

წითელი მგლურას მსგავსი რეაქცია (სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს: ზურგის ან სახსრების ტკივილს, რომელსაც ზოგჯერ შეიძლება თან ახლდეს ცხელება და/ან ჯანმრთელობის ზოგადი გაუარესება).

ადამიანებში, რომლებსაც უკვე აქვთ პარკინსონის დაავადება, სიმპტომების გაუარესება

უცნობია: სიხშირის შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემებით

დაფიქსირდა ძვლის დარღვევები, მათ შორის ოსტეოპენია და ოსტეოპოროზი (ძვლის გათხელება) და მოტეხილობები. მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ ხანგრძლივ ანტიეპილეფსიურ მედიკამენტებს, გაქვთ ოსტეოპოროზის ისტორია ან იღებთ სტეროიდებს.

ღამის კოშმარები

თირკმელის ანთება (ტუბულოინტერსტიციალური ნეფრიტი), ან ორივე თირკმლის და თვალის ანთება (ტუბულოინტერსტიციალური ნეფრიტი და უვეიტის სინდრომი)

სუსტი იმუნიტეტი სისხლში ანტისხეულების დაბალი დონის არსებობის გამო, რომლეთაც ეწოდებათ იმუნოგლობულინი, რაც იცავს ორგანიზმს ინფექციებისაგან.

გვერდით ეფექტების შეტყობინება

თუ თქვენ შენიშნავთ რაიმე გვერდითი მოვლენას, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში. თქვენ ასევე შეგიძლიათ შეატყობინოთ გვერდითი ეფექტების პირდაპირ ყვითელი ფურცლების სისტემის მეშვეობით: www.mhra.gov.uk/yellowcard. გვერდითი ეფექტების შეტყობინებით, თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოწოდებას.

  • ლამოტრიჯინის შენახვის პირობები

ეს მედიკამენტი შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ და შეუმჩნეველ ადგილას.

არ მიიღოთ ეს მედიკამენტი შეფუთვაზე აღნიშნული (EXP) ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ვრცელდება აღნიშნული თვის ბოლო დღემდე.

ლამოტრიჯინის ტაბლეტები არ საჭიროებენ სპეციალურ შენახვის პირობებს. შეინახეთ საწყის შეფუთვაში.

არ გადააგდოთ ეს მედიკამენტი კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. ჰკითხეთ ფარმაცევტს მისი უტილიზაციის შესახებ. ეს ღონისძიებები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

  • შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია

რას შეიცავს ლამოტრიჯინის ტაბლეტები

აქტიური ნივთიერება არის ლამოტრიჯინი. ყოველი ტაბლეტი შეიცავს 25 მგ, 50 მგ, 100 მგ ან 200 მგ აქტიურ ნივთიერებას.

დამხმარე ნივთერებებია: ლაქტოზას მონოჰიდრატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, პოვიდონი, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი (ტიპი A), ყვითელი რკინის ოქსიდი E172, გასუფთავებული ტალკი და მაგნიუმის სტეარატი.

ლამოტრიჯინის ტაბლეტების გარეგნული სახე და შეფუთვის შემადგენლობა

ლამოტრიჯინი 200 მგ, 100 მგ და 50 მგ ტაბლეტები არის ღია ყვითელი ფერის, მრგვალი, გარსის გარეშე ტაბლეტები, ჩამოთლილი კიდეებით ერთ მხარეზე ლოგოთი "L200", "L100" და "L50" და მეორე მხარეზე "B" და "L" ლოგოთი გამყოფი ხაზის ორივე მხარეზე.

ლამოტრიჯინი 25 მგ ტაბლეტები წარმოადგენს ღია ყვითელი ფერის, ბრტყელ, ჩამოთლილი კიდეებით, მრგვალ, გარსის გარეშე ტაბლეტებს, ერთ მხარეზე ლოგოთი „L25“ და მეორე მხარეს არის სადა.

ლამოტრიჯინის ტაბლეტები ბლისტერული შეფუთვა შეიცავს 14, 28, 56, 84 ტაბლეტს. შეიძლება ყველა ზომის შეფუთვა არ იყოს გაყიდვაში.

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

სავაჭრო ნებართვის მფლობელი და მწარმოებელი:

სახელწოდება და მისამართი:

ბრისტოლ ლაბორატორიეს ლტდ,

Unit 3, Canalside, Northbridge Road, Berkhamsted,

Hertfordshire, HP4 1EG, გაერთიანებული სამეფო

ტელეფონი:

00 44 (0) 1442 200922

ფაქსი:

0044 (0) 1442 873717

ელ-ფოსტა:

[email protected]

მწარმოებელი:

ბრისტოლ ლაბორატორიეს ლტდ,

Laporte Way, Luton,

LU4 8WL, გაერთიანებული სამეფო.

მწარმოებელი:

ბრისტოლ ლაბორატორიეს ლტდ,

Unit 5, Traynor Way, Whitehouse Business Park,

Peterlee, SR8 2RU, გაერთიანებული სამეფო.

ლამოტრიჯინი ბრისტოლ ლაბს 25 მგ ტაბლეტები; PL 17907/0118

ლამოტრიჯინი ბრისტოლ ლაბს 50 მგ ტაბლეტები; PL 17907/0119

ლამოტრიჯინი ბრისტოლ ლაბს 100 მგ ტაბლეტები; PL 17907/0120

ლამოტრიჯინი ბრისტოლ ლაბს 200 მგ ტაბლეტები; PL 17907/0121

წინამდებარე გამოყენების ინსტრუქციის ბოლო გადამოწმების თარიღია 2022 წლის ნოემბერი.

ამ ინსტრუქციის ასლის ბრაილის შრიფტით, დიდი ზომით ნაბეჭდით ან აუდიო ფორმატში მისაღებად გთხოვთ მიმართოთ ლიცენზიის მფლობელს ზემოთ აღნიშნულ მისამართზე (ტელეფონით, ფაქსით ან ელ-ფოსტით).

ბეჭედი * ბრისტოლ ლაბორატორიეს ლტდ.* UK* ლონდონი*

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა