ლამიქტალი, ეპილეფსიური გულყრების სამკურნალოდ გამოყენებული წამლების ჯგუფში შედის. თითოეულ ტაბლეტს თეთრი-მოთეთრო ფერის ზედაპირი, მოცხარის არომატის სურნელი აქვს, ტაბლეტს დაყოფის ხაზი არ აქვს, მრგვალი ფორმისაა, ერთ ზედაპირზე ,,GSCL5’’ , მეორე ზედაპირზე კი ,,25’’ გრავირება აქვს. ტაბლეტები შეიძლება მსუბუქად ლაქოვანი იყოს. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ლამოტრიჯინი (lamotrigine)
- ფორმა და შეფუთვა
- 25მგ საღეჭი/ხსნადი ტაბლეტი №30
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანტიეპილეფსიური საშუალებები, ანტიეპილეფსიური სხვა საშუალებები
- ATC კოდი
- N03AX09
- რეგისტრაციის ნომერი
- რ/ა-P-0606
- რეგისტრირებულია
- 7 სექტემბერი 2023, მოქმედებს 7 სექტემბერი 2028-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- GMP
- -
ლამიქტალი DC — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ლამიქტალი, ეპილეფსიური გულყრების სამკურნალოდ გამოყენებული წამლების ჯგუფში შედის. თითოეულ ტაბლეტს თეთრი-მოთეთრო ფერის ზედაპირი, მოცხარის არომატის სურნელი აქვს, ტაბლეტს დაყოფის ხაზი არ აქვს, მრგვალი ფორმისაა, ერთ ზედაპირზე ,,GSCL5’’ , მეორე ზედაპირზე კი ,,25’’ გრავირება აქვს. ტაბლეტები შეიძლება მსუბუქად ლაქოვანი იყოს. თითოეულ კოლოფში, ბავშვებისგან დამცავი საფარის მქონე ბლისტერში 30 ტაბლეტია მოთავსებული.
ლამიქტალი, გამოიყენება ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს:
2-12 წლის ასაკოვანი ჯგუფის ბავშვებში ეპილეფსიის სამკურნალოდ, ასევე პარციალური გულყრების, ტონურ-კლონური გულყრების (კრუნჩხვებით და კანკალით მიმდინარე გულყრები) და ლენნოქს-გასტატის სინდრომთან (გულყრების განსხვავებული ტიპების მქონე ეპილეფსი კლინიკური სურათი) დაკავშირებული გულყრების მომცველი, გენერალიზებული გულყრების სამკურნალოდ სხვა მედიკამენტებთან ერთად.
2-12 წლის ასაკობრივი ჯგუფის ბავშვებში ტიპიური მცირე ეპილეპტიკური გულყრების (უეცარის დაწყების და დასრულების მქონე სიმეტრიული გულყრა) სახელით ცნობილი ეპილეფიის სამკურნალოდ მონოთერაპიის სახით.
12 წლის და მეტი ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში ეპილეფსიის სამკურნალოდ, ასევე პარციალური გულყრების და ტონურ-კლონური გულყრების, ლენნოქს-გასტატის სინდრომთან დაკავშირებული გულყრების მომცველი გენერალიზებული გულყრების სამკურნალოდ სხვა მედიკამენტებთან ერთად და ან მონოთერაპიის სახით.
18 წლის და მეტი ასაკის მქონე ზრდასრულებში ბიპოლარული დარღვევების (ორმაგი ბუნების მქონე გუნება-განწყობის დარღვევები) სამკურნალოდ.
- ლამიქტალის გამოყენებამდე რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?
ლამიქტალი, ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს არ გამოიყენოთ:
თუ, ლამოტრიჯინის და ლამიქტალის შემადგენლობაში არსებული დამხმარე ნივთიერებების მიმართ მომატებული მგრძნობელობა გაქვთ (იხილეთ წამლის გამოყენების ინსტრუქციის დასაწყისში მოცემული დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალი).
ლამიქტალი, ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს სიფრთხილით გამოიყენეთ:
ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს, ლამიქტალის გამოყენებამდე თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს გაესაუბრეთ:
თუ, თირკმლების ნებისმიერი სახის პრობლემა გაქვთ,
თუ მანამდე ლამოტრიჯინის გამოყენებისას და ან ბიპოლარული აშლილობის და ან ეპილეფსიის სამკურნალოდ სხვა მედიკამენტის გამოყენებისას გამონაყარი განვითარდა,
თუ, ლამოტრიჯინის მიღების და ან მზის სხივების და ან ხელოვნური განათების ზემოქმედების ქვეშ მოხვედრისას (მაგ.სოლარიუმი) კანზე გამონაყარი და ან მზის დამწვრობა განვითარდა. თქვნი ექიმი, მკურნალობის რეჟიმს გადაამოწმებს და მზის სხივების ქვეშ მოხვედრის თავიდან აცილების და ან მზისგან დაცვის რეკომენდაციებს მოგცემთ (მაგ. მზის დამცავი კრემის გამოყენება და/ და ან დამცავი ტანისამოსის ტარება).
თუ, ლამოტრიჯინის გამოყენებისას მენინგიტი (თავის ტვინისნ გარსების ანთება) გადაიტანეთ (აღნიშნული ნიშნების ამოცნობისთვის იხილეთ ნაწილი-4- იშვიათი გვერდითი ეფექტები).
თუ, ლამოტრიჯინის შემცველ სხვა წამლებს ღებულობთ,
თუ, ,,ბრუგადას სინდრომის’’ სახელით ცნობილი მდგომარეობა და ან გულთან დაკავშირებული სხვა პრობლემა გაქვთ. ბრუგადას სინდრომი, გულის ანორმალური ელეტრული აქტივობით დასრულებული გენეტიკური დაავადებაა. ლამოტრიჯინმა შეიძლება გამოიწვიოს არითმიები (გულისცემის ანორმალური რითმი) და ეკგ -ზე გამოვლენილი სხვა ანორმალობა.
თუ, ღვიძლის ფუნქციების დარღვევა გაქვთ,
თუ, ჰორმონების შემცველი ჩასახვის საწინააღმდეგო აბების მიღება დაიწყეთ და ან აღნიშნული აბების მიღება შეწყვიტეთ.
ლამიქტალის გამოყენების დროს ჰორმონალური ჩასახვის საწიააღმდეგო აბების მომხმარებელ ქალებში ჩასახვის საწინააღმდეგო წამლების ეფექტი შეიძლება შემცირდეს. ამიტომ, მოულოდნელი სისხლდენების მსგავსი მენსტრუალური ციკლის დარღვევები შეიძლება განვითარდეს. ასეთი მდგომარეობების დროს საჭიროა ლამოტრიჯინის დოზის რეგულირება.
თუ, ზემოთ აღნიშნულთაგან რომელიმე თქვენთან ვლინდება, თქვენს ექიმს აცნობეთ. ექიმი, შეიძლება წამლის დოზას შეამცირებს და ან თქვენთან ლამიქტალის გამოყენებას საჭიროდ არ ჩათვლის.
პოტენციურად სიცოცხლისთვის საშიში რეაქციების შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია:
ლამიქტალით მკურნალობის დაწყების შემდეგ, ძირითადად პირველი 8 კვირის განმავლობაში შეიძლება გამოვლინდეს გამონაყარი კანზე. აღნიშნული გამონაყარის დიდი ნაწილი მსუბუქი და შემოსაზღვრულია, თუმცა შეიძლება განვითარდეს კანის სერიოზული გამონაყარი, რომელიც საჭიროებს ლამიქტალის მიღების შეწყვვეტას და საავადმყოფოში მკურნალობას. აღნიშნული გართულებები შეიძლება იყოს:
სტევენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქისკური ეპიდერმალური ნეკროლიზი, ეოზინოფილია და სისტემური სიმპტომების თანხლებით წამლისმიერი რეაქციები, ე. წ. დრესს სინდრომი. ლამიქტალის მიღების დროს სიფრთხილისთვის გამოჩენისთვის აუცილებელია მნიშვნელოვანი სიმპტომების ცოდნა.
სერიოზული კანის გამონაყარის განვითარების რისკი მოზარდებთან შედარებით ბავშვებში უფრო მეტია. ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს გენერალიზებული გამონაყარის განვითარების რისკი მატულობს:
თუ, ლამიქტალით მკურნალობა მაღალი დოზებით იწყება
თუ, ლამიქტალით მკურნალობის დროს რეკომენდირებული დოზის გადაჭარბება ხდება
თუ, ლამიქტალთან ერთად ვალპროატს ღებულობთ
ბავშვებში გამონაყარის პირველი გამოვლინება შეიძლება ინფექციასთან აგვერიოს.
აღნიშნული ნიშნების აღწერილი დეტალები იხილეთ წამლის გამოყენების ინსტრუქციის ნაწილი-4.
ჰემოფაგოციტური ლიმფოჰისტიოციტოზი (HLH)
ლამოტრიჯინის მომხმარებელ ავადმყოფებში იშვიათად დაფიქსირებულია ძალიან სერიოზული იმუნური სისტემის რეაქციები. თუ, ლამიქტალის გამოყენების დროს ქვემოთ მოცემული ნიშნები გამოვლინდება, კონსულტაციისთვის სასწრაფოდ თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს მიმართეთ:
ცხელება, გამონაყარი, ნევროლოგიური ნიშნები (მაგ.კანკალი და ან ტრემორი, გონების არევა, თავის ტვინის ფუნქციების დარღვევა).
თვითდაზიანების და ან თვითმკვლელობის ფიქრები
ანტიეპილეფსიური წამლები, ეპილეფსიის და ბიპოლარული დარღვევების მსგავსი სხვადასხვა აშლილობების სამკურნალოდ გამოიყენება. ბიპოლარული დარღვევების მქონე პირებში ზოგჯერ შეიძლება გამოვლინდეს თვითდაზიანების და თვითმკვლელობის ფიქრები. თუ ბიპოლარული დარღვევები გაქვთ, თვითმკვლელობის და თვითდაზიანების ფიქრები შეიძლება ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს გამოვლინდეს:
მკურნალობის პირველად დაწყება
მანამდე თვითდაზიანების და ან თვითმკვლელობის ფიქრების არსებობა
25 წელზე ნაკლები ასაკი
თუ, ლამიქტალის მიღების დროს შემაწუხებელი ფიქრები და ან ქმედებები გექნებათ, თავს ცუდად იგრძნობთ და ან ახალი სიმპტომები გამოვლინდება, უმოკლეს დროში ექიმს გაესაუბრეთ და ან დახმარებისთვის ყველაზე ახლოს საავადმყოფოს მიმართეთ.
სასურველია ოჯახის წევრმა, მომვლელმა და ან ახლო მეგობარმა იცოდეს თქვენთან არსებული გუნება-განწყობის დარღვევის, დეპრესიის არსებობის შესახებ და გუნება-განწყობაში მნიშვნელოვანი ცვლილებების გამოვლინებისას დროული დახმარება გაგიწიოთ, სასურველია აღნიშნული წამლის ინსტრუქციაც წაიკითხოს. ახლობლებს სთხოვეთ, რომ ქცევის და ან ხასიათის მნიშვნელოვანი ცვლილების შემჩნევისას გითხრათ.
ლამიქტალის მსგავსი ანტიეპილეფსიური წამლებით მკურნალობის ქვეშ მყოფ ავადმყოფთა მცირე რიცხვში დაფიქსირებულია თვითდაზიანების და ან თვითმკვლელობის ფიქრები. თუ, აღნიშნული ფიქრები ოდესმე გქონიათ და ან გაქვთ, სასწრაფოდ კონსულტაციისთვის თქვნს ექიმს დაუკავშირდით.
ბიპოლარული დარღვევების მქონე ავადმყოფებში დაავადების ნიშნების გაუარესების, თვითმკვლელობის ფიქრების არსებობის, ქცევის ცვლილების და თვითდაზიანების სურვილის რისკი შეიძლება გაიზარდოს. ანამნეზში თვითმკვლელობის მცდელობის არსებობისას, მკურნალობის დაწყებამდე ახალგაზრდა ზრდასრულებსა და მკურნალობამდე თვითმკვლელობის ფიქრების მქონე აავადმყოფებში რისკი კიდევ უფრო მაღალია. ამიტომ, ლამიქტალის მომხმარებელ ავადმყოფებთან, განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში საჭიროა ახლო დაკვირვება.
ავადმყოფებში, რომლებთანაც მომატებული მგრძნობელობის რეაქციები ვლინდება, კანზე გამონაყარს შეიძლება თან ახლდეს ცხელება, ლიმფადენოპათია (კისრის, იღლიის, საზარდულის ლიმფური ჯირკვლების გადიდება), სახის შეშუპება, სისხლის და ღვიძლის ფუნქციების დარღვევის მსგავსი ანორმალობები.
გამონაყარის განვითარების რისკის გამო, მკურნალობის დასაწყისში და შემდეგომში დოზის მომატების დროსაც რეკომენდირებულ დოზას არ უნდა გადააჭარბოთ.
თუ, ეპილეფსიის მკურნალობისთვის ლამიქტალს ღებულობთ:
ლამიქტალის გამოყენების დროს ეპილეფსიის ზოგიერთი ტიპის დროს შეიძლება გულყრების გამოვლინება პერიოდულად გაუარესდეს და ან გახშირდეს. ზოგიერთ ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს გულყრების მძიმე ფორმები, რამაც ასევე შეიძლება სხვა, დამატებითი ჯანმრთელობის პრობლემები შექმნას. თუ, ლამიქტალის გამოყენების დროს გულყრების სიმძიმე და სიხშირე მოიმატებს და გართულდება, უმოკლეს დროში ექიმს მიმართეთ.
ლამიქტალი, 18 წლამდე ასაკის მოზარდებსა და ბავშვებში ბიპოლარული აშლილობის სამკურნალოდ არ უნდა იქნას გამოყენებული. დეპრესიის (გუნება-განწყობის აშლილობები) და სხვა ფსიქიკური დაავადებების სამკურნალოდ გამოყენებული წამლები ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში თვითმკვლელობის ფიქრების და მცდელობის გამოვლინების რისკს ზრდის.
თუ, აღნიშნული გაფრთხილებები წარსულში და ან ამჟამად თქვენთვის მოქმედია, გთხოვთ კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს მიმართეთ.
ლამიქტალის გამოყენება საკვებთან დ სასმელთან ერთად
ლამიქტალის მიღება შეიძლება როგორც საკვებთან ერთად, ასევე მშიერზეც.
მიღების წესი და დოზირება
სწორი გამოყენება და დოზები/გამოყენების სიხშირე და მითითებები:
წამალი, ყოველთვის ექიმის რეკომენდაციის შესაბამისად მიიღეთ. თუ დარწმუნებული არა ხართ, თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს მიმართეთ.
ლამიქტალის გამოყენება ეპილეფსიის სამკურნალოდ:
12 წლის და მეტი ასაკის ზრდასრულები და მოზარდები: ეპილეფსიის მართვისთვის გამოყენებული დოზაა: 100 მგ-დან 700 მგ-მდე დღეში ერთხელ და ან ორ დოზად დაყოფილი სახით. ლამიქტალის პირველი მიღებისას, ექიმი აღნიშნულ დოზაზე უფრო ნაკლებ დოზას დაგინიშნავთ და შემდეგ რამდენიმე კვირის განმავლობაში დოზას ნელ-ნელა გაზრდის.
2-12 წლის ასაკობრივი ჯფუფის ბავშვები: დოზა, სხეულის წონის შესაბამისად გამოითვლება. მკურნალობა, ლამიქტალთან ერთად სხვა წამლის მიღების გათვალისწინების შესაბამისად დღეში ერთხელ და ან ორ დოზად დაყოფილი სახით მიიღება, მინიმალური საწყისი დოზაა : 0,15-0,6 მგ/კგ/დღეში, დოზა ეტაპობრივად შეიძლება გაიზარდოს და დღეში ერთხელ და ან ორად დაყოფილი დოზის სახით იქნას მიღებული, დოზა შეიძლება 1-15მგ/კგ/დღეში გაიზარდოს.
ტიპიური მცირე ეპილეფსიური გულყრების მქონე ბავშვებში ლამიქტალის მონოთერაპიის სახით (მხოლოდ ლამიქტალი) გამოყენებისას რეკომენდირებული დოზაა: 1მგ/კგ-დან 15 მგ/კგ-მდე დღეში ერთი დოზის სახით და ან ორ დოზად დაყოფილი სახით.
ლამიქტალის გამოყენება ბიპოლარული დარღვევების სამკურნალოდ:
18 წლის და მეტი ასაკის ზრდასრულები: ბიპოლარული დარღვევების დროს გამოყენებული დოზაა: 100 მგ-დან 400 მგ-მდე დღეში ერთი დოზის და ან ორად დაყოფილი დოზის სახით. ლამიქტალის მიღების დაწყებისას, ექიმი აღნიშნულ დოზაზე უფრო ნაკლებ საწყის დოზას დაგინიშნავთ და შემდეგ რამდენიმე კვირის განმავლობაში დოზას ნელ-ნელა გაზრდის.
ლამიქტალი, მხოლოდ ექიმის მიერ რეკომენდირებული ფორმით მიიღეთ.
ექიმის მიერ თქვენთან გამოწერილი დოზა დამოკიდებულია სხვა წამლის მიღებასთან, აღნიშნული მდგომარეობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ, თუ ვალპროატის შემცველ რომელიმე წამალს ღებულობთ.
ექიმი და ან ფარმაცევტი დღიურად მისაღები ტაბლეტების რაოდენობის, დროის და დოზის შესახებ ინფორმაციას მოგაწვდით.
თუ, ლამიქტალით მკურნალობის დროს კანზე გამონაყარი გამოვლინდება, მაშინვე თქვენს ექიმს დაუკავშირდით.
ლამიქტალი, ბიპოლარული დარღევების სამკურნალოდ 18 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში არ უნდა იქნას გამოყენებული.
გამოყენების გზა და მეთოდი:
ლამიქტალის მიღება შესაძლებელია დაღეჭილი სახით, მცირე რაოდენობის წყალში გახსნილი ფორმით და ან მცირე რაოდენობის წყალთან ერთად მთლიანი სახით გადაყლაპვის ფორმით. მიღებისას სითხე სრულად მიიღეთ, გადაყლაპეთ.
ბავშვებისგან დამცავი სისტემის მქონე ბლისტერის ტაბლეტების გამოყენების ინსტრუქცია:
ბავშვებისგან დამცავი სისტემის მქონე ბლისტერის უკანა ზედაპირის ვიზუალი:
სურათი-1 - ბლისტერის უკანა ზედაპირის ფოტო, სადაც მონიშნულია 1-ელი და მე-2 ტაბლეტის გახსნის კუთხე ისრებით
სურათი-2- 1-ელი ისრის დაკბილული ხაზის გაყოლებით აშრევებით ტაბლეტის შემცველი ბლისტერის უჯრა გამოიყოფა.
სურათი-3- ბლისტერის უჯრის ქვემოთ არსებული ქაღალდის მე-2 ნუმერაციის ისრით ნაჩვენები ფერადი სამკუთხედი კუთხიდან აშრევებით მოხსენით. ქაღალდის ქვემოთ არსებული ალუმინის ფოლგა გამოჩნდება.
სურათი-4- ბლისტერის უჯრაზე ზემოდან ზეწოლით ტაბლეტი ამოიღეთ.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:
ბავშვებში გამოყენება:
ეპილეფსიის სამკურნალოდ გამოყენება:
2 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოყენებასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ არსებობს. ექიმთან კონსულტაციის გარეშე აღნიშნულ ასაკობრივ ჯგუფში არ გამოიყენოთ.
ბიპოლარული დარღვევების სამკურნალოდ გამოყენება:
18 წლამდე ასაკის მოზარდებსა და ბავშვებში ბიპოლარული აშლილობის სამკურნალოდ არ უნდა იქნას გამოყენებული.
ხანდაზმულებში გამოყენება:
აღნიშნულ ასაკობრივ ჯგუფში დოზის განსხვავებულ რეგულაციას არ მოითხოვს.
უკუჩვენებები
თუ გაქვთ ალეგია ლამოტრიჯინზე და ლამიქტალის სხვა რომელიმე კომპონენტზე (იხილეთ, გამოყენების ინსტრუქციის დასაწყისში მოცემული დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალი).
ქვემოთ მითითებულ შემთხვევებში ლამიქტალი გამოიყენეთ სიფრთხილის დაცვით
ქვემოთ მოცემულ შემთხვევებში ლამიქტალის გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს:
თუ გაქვთ თირკმლის ნებისმიერი პრობლემა;
თუ ადრე ლამოტრიჯინის ან ბიპოლარული აშლილობის ან ეპილეფსიის სამკურნალო სხვა პრეპარატის გამოყენების შემდეგ განვითარდა გამონაყარი;
თუ ლამოტრიჯინის მიღების და მზის ან ხელოვნური სინათლის (მაგალითად, სოლარიუმი) ზემოქმედების შემდეგ კანზე განვითარდა გამონაყარი ან მზით დამწვრობა. თქვენი ექიმი შეამოწმებს მკურნალობას და შესაძლებელია გირჩიოთ მზის სინათლისგან მორიდება ან მზისგან თავის დაცვა (მაგალითად, მზისგან დამცავი კრემის გამოყენება და/ან დამცავი ტანსაცმლის ჩაცმა).
თუ ლამოტრიჯინის გამოყენების პერიოდში გადაიტანეთ მენინგიტი (ტვინის გარსების ანთება) (ამ სიმპტომების განმარტება იხილეთ წინამდებარე გამოყენების ინსტრუქციის მე-4 თავში სათაურით იშვიათი გვერდითი რეაქციები);
თუ იყენებთ ლამოტრიჯინის შემცველ სხვა პრეპარატებს;
თუ გაქვთ მდგომარეობა, რომელსაც უწოდებენ „ბრუგადას სინდრომს“ ან გაქვთ გულთან დაკავშირებული სხვა პრობლემა. ბრუგადას სინდრომი არის გენეტიკური დავადება, რომელიც იწვევს გულში ანომალიურ ელექტრულ აქტივობას. ლამოტრიჯინით შესაძლებელია გააქტიურდეს ელექტროკარდიოგრამაზე ანომალია, რომელიც იწვევს არითმიებს (გულის რითმის დარღვევა).
თუ გაქვთ ღვიძლის დაავადება;
თუ დაიწყეთ ან შეწყვიტეთ ჩასახვის საწინააღმდეგო ჰორმონალური პრეპარატების გამოყენება.
ქალებში ლამიქტალის მიღების დროს ჰორმონის შემცველი ჩასახვის საწინააღმდეგო პრეპარატების გამოყენებისას შესაძლებელია დაქვეითდეს ჩასახვის საწინააღმდეგო პრეპარატის ეფექტურობა. რის გამოც შესაძლებელია განვითარდეს მენსტრუალური ციკლის დარღვევები, როგორიცაა მოულოდნელი ვაგინალური სისხლდენა. ამ შემთხვევაში შესაძლებელია საჭირო გახდეს ლამოტრიჯინის დოზის კორექტირება.
აცნობეთ ექიმს, თუ რომელიმე ეს საკითხი გეხებათ თქვენ. ექიმმა შესაძლებელია მიიღოს გადაწყვეტილება პრეპარატის დოზის შემცირების შესახებ ან გადაწყვიტოს, რომ ლამიქტალი არ არის თქვენთვის ვარგისი.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია პოტენციურად სიცოცხლისთვის სახიფათო რეაქციების შესახებ
ლამიქტალით მკურნალობის დაწყების შემდეგ, როგორც წესი, პირველი 8 კვირის განმავლობაში ცნობილია კანზე გამონაყარის შემთხვევები. ეს გამონაყარი უმეტესად მსუბუქი და შეზღუდულია, მაგრამ შესაძლებელია განვითარდეს სერიოზული გამონაყარი, რომლის გამოც საჭირო გახდება საავადმყოფოში დაწოლა და ლამიქტალით მკურნალობის შეწყვეტა. ესენია: სტივენს-ჯონსონის სინდრომი (SJS), ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (TEN) და წამლისმიერი რეაქციები ეოზინოფილიასა და სისტემურ სიმპტომებთან ერთად (DRESS - წამლისმიერი ჰიპერმგრძნობელობის სინდრომი). თქვენ უნდა იცოდეთ სიმპტომები, რომელსაც ყურადღება უნდა მიექცეს ლამიქტალის მიღების დროს.
კანზე სერიოზული გამონაყარის რისკი ბავშვებში უფრო მაღალია მოზრდილებთან შედარებით. ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში ზოგადად იზრდება გამონაყარის რისკი:
ლამიქტალის მაღალი საწყისი დოზები
ლამიქტალით მკურნალობისას რეკომენდებული დოზის მატების გადაჭარბება
ლამიქტალთან ერთად ვალპროატის გამოყენება.
ბავშვებში გამონაყარის პირველად გამოვლენა შესაძლებელია აერიოთ ინფექციაში.
ამ სიმპტომების განმარტება იხილეთ წინამდებარე გამოყენების ინსტრუქციის მე-4 თავის დასაწყისში.
ჰემოფაგოციტური ლიმფოჰისტიოციტოზი (HLH)
პაციენტებში, რომლებიც იყენებენ ლამოტრიჯინს, ცნობილია იმუნური სისტემის იშვიათი, მაგრამ ძალიან სერიოზული რეაქცია. თუ ლამიქტალის გამოყენების დროს გექნებათ ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები, დაუყოვნებლივ კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან:
ცხელება, გამონაყარი, ნევროლოგიური სიმპტომები (მაგალითად, კანკალი ან ტრემორი, ცნობიერების დაბინდვა, თავის ტვინის ფუნქციების დარღვევები).
თვითდაზიანების ან სუიციდური აზრები
ანტიეპილეფსიური პრეპარატები გამოიყენება ზოგიერთი დაავადების, მათ შორის ეპილეფსიის და ბიპოლარული აშლილობის სამკურნალოდ. ბიპოლარული აშლილობის მქონე პირებს შესაძლებელია ჰქონდეთ თვითდაზიანების ან სუიციდური აზრები. თუ გაქვთ ბიპოლარული აშლილობა, ასეთი აზრები უფრო მეტად მოსალოდნელია შემდეგ შემთხვევებში:
პირველად მკურნალობის დაწყებისას,
თუ ადრე გქონდათ თვითდაზიანების ან სუიციდური აზრები,
თუ ხართ 25 წელზე ნაკლები ასაკის.
თუ ლამიქტალის მიღების პერიოდში გექნებათ დისკომფორტის შემქმნელი აზრები ან მცდელობები, ან თავს უფრო ცუდად იგრძნობთ, ან განივთარდება ახალი სიმპტომები, რამდენადაც შესაძლებელია უმოკლეს ვადაში ეჩვენეთ ექიმს ან დახმარებისთვის მიმართეთ უახლოეს საავადმყოფოს. შესაძლებელია სასარგებლო აღმოჩნდეს, ოჯახის წევრს, მომვლელს ან ახლო მეგობარს უთხრათ, რომ არსებობს დეპრესიის დაწყების ან გუნება-განწყობის მნიშვნელოვანი ცვლილების ალბათობა, და მათ სთხოვოთ წინამდებარე გამოყენების ინსტრუქციის წაკითხვა. შესაძლებელია მათ სთხოვოთ, გაცნობონ, ხომ არ არიან შეშფოთებული თქვენი დეპრესიის ან ქცევაში რაიმე ცვლილების გამო.
მცირე რაოდენობით პაციენტებში, რომლებიც მკურნალობას იტარებენ ანტიეპილეფსიური პრეპარატებით, როგორიცაა ლამიქტალი, ცნობილია თვითდაზიანების ან სუიციდური აზრები. თუ ნებისმიერ დროს გექნებათ ასეთი აზრები, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს.
ბიპოლარული აშლილობის მქონე პაციენტებში შესაძლებელია აღინიშნებოდეს ისეთი რისკების მატება, როგორიცაა სიმპტომების დამძიმება, სუიციდური აზრების და ქცევების გამოვლენა და თვითდაზიანების სურვილი. პაციენტები, რომლებსაც წარსულში ჰქონდათ სუიციდური აზრები, ახალგაზრდა მოზრდილები და ასევე პაციენტები, რომლებსაც მკურნალობის დაწყებამდე ჰქონდათ მკაფიო სუიციდური აზრები, შესაძლებელია აღმოჩნდნენ უფრო მაღალი რისკის ქვეშ. ამიტომაც საჭიროა ინტენსიური დაკვირვება პაციენტებზე, რომლებიც იღებენ ლამიქტალს, განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში.
პაციენტებს, რომლებსაც აქვთ ჰიპერმგრძნობელობის სინდრომი, შესაძლებელია განუვითარდეთ სხვადასხვა სიმპტომები, როგორიცაა გამონაყართან ერთად ცხელება, ლიმფადენოპათია (მდგომარეობა, რომელიც ვლინდება კისრის, იღლიის და საზარდულის ლიმფური ჯირკვლების გადიდებით), სახის შეშუპება, სისხლის და ღვიძლის დარღვევები.
გამონაყარის რისკის გამო დასაწყისში და დოზის შემდგომი დოზის მომატების დროს დაუშვებელია დოზის გადაჭარბება.
თუ ლამიქტალს იყენებთ ეპილეფსიის გამო:
ზოგიერთი ტიპის ეპილეფსიის დროს ლამიქტალის მიღებისას შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს გულყრების დამძიმებას ან გახშირებას. ზოგიერთ პაციენტს შესაძლებელია განუვითარდეს ძლიერი გულყრა, რომელიც იწვევს ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემებს. თუ ლამიქტალის გამოყენების დროს შეტევები გახშირდება ან გადაიტანთ მძიმე შეტევას, უმოკლეს ვადაში მიმართეთ ექიმს.
არ შეიძლება ლამიქტალის გამოყენება 18 წლამდე ასაკის მოზარდებსა და ბავშვებში ბიპოლარული აშლილობის სამკურნალოდ. დეპრესიის (გუნება-განწყობის აშლილობა) და სხვა ფსიქიკური პრობლემების მკურნალობისას გამოყენებულმა პრეპარატებმა შესაძლებელია გაზარდონ სუიციდური აზრებისა და ქცევის რისკი ბავშვებში და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში.
გთხოვთ, კონსულტაციისთვის მიმართოთ თქვენს ექიმს იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს გაფრთხილებები გეხებათ ან გეხებოდათ წარსულში, ნებისმიერ დროს.
ლამიქტალის გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად
შესაძლებელია მიღება საკვებთან ერთად ან საკვებისგან დამოუკიდებლად.
სიფრთხილის ზომები
თირკმლების უკმარისობის დროს გამოყენება: თუ თირკმლების უკმარისობა გაქვთ, ექიმი მდგომარეობის სიმძიმის შესაბამისად წამლის დოზის რეგულირებას მოახდენს.
ღვიძლის უკმარისობის დროს გამოყენება: თუ ღვიძლის უკმარისობა გაქვთ, ექიმი მდგომარეობის სიმძიმის შესაბამისად წამლის დოზას დაარეგულირებს.
სხვა:
ჰორმონალური ჩასახვის საწინააღმდეგო წამლების მომხმარებელ ავადმყოფებში გამოყენება: ექიმი, თქვენთან გამოყენებული ჩასახვის საწინააღმდეგო აბების სახეობის შესაბამისად წამლის დოზას დაარეგულირებს.
თუ, ფიქრობთ, რომ ლამიქტალის ეფექტი ძალიან ძლიერი და ან ძალიან სუსტია, თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს მიმართეთ.
თუ, ლამიქტალის საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ:
თუ, ლამიქტალის საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ, შეიძლება სასიკვდილოდ სერიოზული გვერდით ეფექტების გამოვლინების ალბათობა გაიზარდოს.
ლამიქტალის საჭიროზე მეტი დოზის მიღების შემთხვევაში, შესაძლო გვერდითი ეფექტების ჩამონათვალი ქვემოთაა მოცემული:
სწრაფი, უკონტროლო თვალის მოძრაობები (ნისტაგმი)
მოუხერხებლობა და წონასწორობაზე მოქმედი კოორდინაციის დეფიციტი (ატაქსია)
ცნობიერების დარღვევა და ან დაკარგვა, გულყრები (კონვულსიები) და ან კომა
გულისცემის რითმის ცვლილება(ძირითადად ეკგ ფისქირდება)
თუ, ლამიქტალის საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ, სასწრაფოდ თქვენს ექიმს დაუკავშირდით და ან ყველაზე ახლო საავადმყოფოს ემერჯენსის განყოფილებას მიმართეთ. თუ შესაძლებელია, საავადმყოფოში მიღებული წამლის კოლოფიც თან იქონიეთ საჩვენებლად.
თუ, ლამიქტალის საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ, თქვენს ექიმს და ნა ფარმაცევტს მიმართეთ.
თუ, ლამიქტალის მიღება დაგავიწყდებათ:
დავიწყებული ერთი დოზის აღდგენისთვის დამატებით ტაბლეტები არ მიიღოთ. მომდევნო დოზა ჩვეული რეჟიმის მიხედვით მიიღეთ.
თუ, ლამიქატალის ერთზე მეტი დოზის მიღება დაგავიწყდებათ, ლამიქტალის მიღების განახლებისთვის კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს დაუკავშირდით, ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
თუ, ერთი დოზის მიღება დაგავიწყდებათ, რეკომენდაციის მიღებისთვის თქვენს ექიმს დაუკავშირდით.
დავიწყებული დოზების აღდგენისთვის ორმაგი დოზა არ მიიღოთ.
მოვლენები, რომელიც ლამიქტალით მკურნალობის დასრულებისას შეიძლება გამოვლინდეს:
ლამიქტალი, ექიმის მიერ რეკომენდირებული დროის განლავლობაში უნდა მიიღოთ. ექიმის მითითების გარეშე ლამიქტალის მიღება არ შეწყვიტოთ.
ეპილეფსიის მკურნალობის ქვეშ მყოფი ავადმყოფები: ლამიქტალის უცებ შეწყვეტამ შეიძლება ეპილეფსიური გულყრების კვლავ გამოვლინება განაპირობოს. თუ, უსაფრთოხებასთან დაკავშირებული მიზეზით (მაგ. გამონაყარი) წამლის მიღების უეცრად შეწყვეტა არ გესაჭიროებათ, ექიმი წამლის დოზას ეტაპობრივად, 2 კვირის განმავლობაში შეამცირებს.
ბიპოლარული აშლილობის მქონე ავადმყოფები: წამალი, დოზის ეტაპობრივი შემცირების გარეშე შეიძლება შეწყვეტილი იქნას.
ლამიქტალის ეფექტის გამოვლინება გარკვეულ დროს მოითხოვს, ამიტომ მდგომარეობის სწრაფი გაუმჯობესება შეუძლებელია. თუ ლამიქტალის მიღებას შეწყვეტთ, დოზის ეტაპობრივი შემცირება საჭირო არ არის. თუმცა, თუ ლამიქტალის მიღების შეწყვეტა გსურთ, ჯერ სასურველი ექიმის კონსულტაციის მიღება.
- რა შეიძლება იყოს შესაძლო გვერდითი ეფექტები:
როგორც ყველა წამლის შემთხვევაში, ასევე ლამიქტალის შემადგენლობაში არსებული ნივთიერებების მიმართ მგრძნობელობის მქონე ავადმყოფებში შეიძლება გვერდით ეფექტები გამოვლინდეს.
თუ, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება, ლამიქტალის მიღება შეწყვიტეთ და სასწრაფოდ თქვენს ექიმს აცნობეთ და ან თქვენთან ყველაზე ახლო საავადმყოფოს ემერჯენსის განყოფილებას მიმართეთ:
ლამიქტალის მომხმარებელ ავადმყოფთა მცირე რიცხვში ალერგიული რეაქცია და ან პოტენციურად სიცოცხლისთვის საშიში კანის რეაქციები შეიძლება გამოვლინდეს, თუ აღნიშნული პრობლემების მკურნალობა არ განხორციელდება, შეიძლება უფრო სერიოზული გართულებები გამოიწვიოს.
ლამიქტალის გვერდით ეფექტები შეიძლება გამოვლინდეს ლამიქტალით მკურნალობის პირველად დაწყებისას და ან პირველი რამდენიმე თვის განმავლობაში, განსაკუთრებით მაშინ თუ საწყისი დოზა ძალიან მაღალი იქნება და ან დოზის მომატება სწრაფად მოხდება და ან ლამიქტალი ვალპროატის სახელით ცნობილ წამალთან ერთად მიიღება. ზოგიერთი ნიშნები ბავშვებში უფრო მეტად არის გავრცელებული, ამიტომ მშობლებმა ამ ნიშნების გამოვლინების კონტროლის მხრივ ყურადღებით უნდა იყვნენ.
აღნიშნული რეაქციების ნიშნები ქვემოთაა მოცემული:
კანზე გამოანყარი და ან სიწითლე, განსაკუთრებით პირის, ცხვირის, თვალების და სასქესო ორგანოების მიდამოებში სითხის შემცველი ბუშტუკოვანი, გავრცელებული გამონაყარი და კანის აშრევება (სტევენს-ჯონსონის სინდრომი), კანის ძლიერი აშრევება (სხეულის ზედაპირის >30% აშრევება- ტოქსიკური ეპიდერმალური ნეკროლიზი) და ან ღვიძლის, სისხლის და ან სხეული ორგანოების დაზიანებით გამოვლენილი გამონაყარი (დრესს-მომატებული მგრძნობელობის სინდრომის სახელით ცნობილი ეოზინოფილიის და სისტემური ნიშნებით გამოვლენილი წამლისმიერი რეაქციები) შეიძლება სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობად გარდაიქმნას.
პირის, ხახის, ცხვირის და სასქესო ორგანოების მიდამოებში წყლულები
პირის ღრუში იარები და ან გაწითლებული და ან შეშუპებული თვალები (კონიუქტივიტი)
სახის შეშუპება და ან კისრის არეში გადიდებული ლიმფური ჯირკვლები
ცხელება, გრიპის მსგავსი სიმპტომები და ან გაბრუება
კისრის , იღლიის და საზარდულის ლიმფური კვანძების შესივება, სახის შესივება (ლიმფადენოპათია)
მოულოდნელი სისხლდენა და ან სისხლჩაქცევა და ან თითების გალურჯება (დისემინირებული ინტრავასკულარული კოაგულაცია)
ყელის ტკივილი და ან ნორმაზე უფრო მეტი ინფექციები (გაცივების მსგავსი)
სისხლის ანალიზით ღვიძლის ფერმენტების დონის მომატება
სისხლის თეთრი უჯრედების ერთ სახეობის (ეოზინოფილის) მომატება
ლიმფური კვანძების გადიდება
ღვიძლის და თირკმლების ჩათვლით, სხეულის ორგანოების დაზიანება
ზოგიერთ შემთხვევვაში, აღნიშნული ნიშნები შეიძლება ნაკლებად მძიმე გევრდითი ეფექტების მაჩვენებელი იყოს, თუმცა, არ უნდა იქნას დავიწყებული, რომ აღნიშნული გვერდითი ეფექტები შეიძლება პოტენციურად სიცოცხლისთვის საშიშ და უფრო სერიოზულ პრობლემად გადაიქცეს. თუ, ჩამოთვლილი გვერდით ეფექტებიდან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება, მაშინვე თქვენს ექიმს აცნობეთ. ექიმმა შეიძლება მოითხოვოს თირკმლების, ღვიძლის ფუნქციების და ან სისხლის ანალიზის გადამოწმება და შეიძლება ლამიქტალის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღოს. სტევენს-ჯონსონის სინდრომის და ან ტოქსკიური ეპიდერმალური ნეკროლიზის გადატანის შემთხვევაში, ექიმი გაგაფრთხილებთ, რომ ლამიქტალი არასოდეს და არავითარ შემთხვევაში არ მიიღოთ.
ჰემოფაგოციტური ლიმფოჰისტიოციტოზი (იხილეთ ნაწილი 2: ლამიქტალის გამოყენებამდე რას უნდა გავუფრთხილდეთ).
ყველა აღნიშნული ძალიან სერიოზული გვერდითი ეფექტებია და საკმაოდ იშვიათად ვლინდება. ამ დროს შეიძლება სასწრაფო სამედიცინო დახმარება და ან საავადმყოფოში მოთავსება დაგჭირდეთ.
აღნიშნული ძალიან სერიოზული გვერდითი ეფექტები საკმაოდ იშვიათად ვლინდება.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
ურთიერთქმედების კვლევები ჩატარდა მხოლოდ მოზრდილებში.
ურიდინ 5'-დიფოსფო (UDP) გლუკურონილ ტრანსფერაზები (UGT) იდენტიფიცირებულია, როგორც ფერმენტები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ლამოტრიჯინის მეტაბოლიზმზე. ამიტომ, წამლებმა, რომლებიც იწვევენ ან თრგუნავენ გლუკურონიდაციას, შეიძლება აშკარა გავლენა მოახდინონ ლამოტრიჯინის კლირენსზე. ფერმენტის ციტოქრომ P450 3A4 (CYP3A4) ძლიერმა ან ზომიერმა ინდუქტორებმა, რომლებიც, როგორც ცნობილია, იწვევენ UGT-ებს, ასევე შეიძლება გაზარდონ ლამოტრიჯინის მეტაბოლიზმი.
მედიკამენტები, რომლებსაც კლინიკურად მნიშვნელოვანი გავლენა აქვთ ლამოტრიჯინის მეტაბოლიზმზე, მოცემულია ცხრილში 6. ამ პრეპარატების დოზირების სპეციფიკური მითითებები მოცემულია 4.2 ნაწილში.
ცხრილი 6. სხვა პრეპარატების ეფექტი ლამოტრიჯინის გლუკურონიდაციაზე
წამლები, რომლებიც მნიშვნელოვნად აფერხებენ ლამოტრიჯინის გლუკურონიდაციას
წამლები, რომლებიც მნიშვნელოვნად იწვევენ ლამოტრიჯინის გლუკურონიდაციას
წამლები, რომლებიც მნიშვნელოვნად არ აინჰიბირებენ ან არ იწვევენ ლამოტრიჯინის გლუკურონიდაციას
ვალპროატი
კარბამაზეპინი
ფენიტოინი
პრიმიდონი
ფენობარბიტონი
რიფამპიცინი ლოპინავირი/რიტონავირი ატაზანავირი/რიტონავირი* ეთინილ ესტრადიოლი/ლევონორგესტრელი კომბინაცია **
ლითიუმი
ბუპროპიონი
ოლანზაპინი
ოქსკარბაზეპინი
ფელბამატი
გაბაპენტინი
ლევეტირაცეტამი
პრეგაბალინი
ტოპირამატი
ზონისამიდი
არიპიპრაზოლი
- დოზირების სქემა იხ. ნაწილი 4.2.-დამატებითი ინფორმაცია პაციენტების სპეციალური პოპულაციების შესახებ
- * სხვა პერორალური კონტრაცეპტივები და HRT მკურნალობა არ არის შესწავლილი, მაგრამ მათ შეუძლიათ ანალოგიურად იმოქმედონ ლამოტრიჯინის ფარმაკოკინეტიკურ პარამეტრებზე (იხ. ნაწილი 4.2 - ლამიქტალის დოზირების ზოგადი რეკომენდაციები სპეციალურ პაციენტებში (დოზირება ქალებში, რომლებიც იყენებენ ჰორმონალურ კონტრაცეპტივებს) ნაწილი 4.2 - ჰორმონალური კონტრაცეპტივები). არ არსებობს მტკიცებულება, რომ ლამოტრიჯინი იწვევს ციტოქრომ P450 ფერმენტების კლინიკურად მნიშვნელოვან ინდუქციას ან ინჰიბირებას. ლამოტრიჯინს შეუძლია გამოიწვიოს საკუთარი მეტაბოლიზმი, მაგრამ ეფექტი ზომიერია და არ გააჩნია მნიშვნელოვანი კლინიკური შედეგები.
ურთიერთქმედება ეპილეფსიის საწინააღმდეგო საშუალებებთან (იხ. ნაწილი 4.2)
ლამოტრიჯინის გლუკურონიდაციის ინჰიბირების ხარჯზე ვალპროატი ამცირებს ლამოტრიჯინის მეტაბოლიზმს და ზრდის ლამოტრიჯინის საშუალო ნახევარგამოყოფის პერიოდს დაახლოებით ორჯერ. პაციენტებში, რომლებიც იღებენ ერთდროულ თერაპიას ვალპროატთან, უნდა იქნას გამოყენებული შესაბამისი მკურნალობის რეჟიმი (იხ. ნაწილი 4.2).
ზოგიერთი ანტიეპილეფსიური საშუალებები, რომლებიც იწვევენ ციტოქრომ P450 ფერმენტებს (მაგ., ფენიტოინი, კარბამაზეპინი, ფენობარბიტონი და პრიმიდონი) ასევე იწვევენ UGT-ებს და შესაბამისად ზრდიან ლამოტრიჯინის მეტაბოლიზმს. პაციენტებში, რომლებიც იღებენ ერთდროულ თერაპიას ფენიტოინთან, კარბამაზეპინთან, ფენბარბიტონთან ან პრიმიდონთან, უნდა იქნას გამოყენებული შესაბამისი მკურნალობის რეჟიმი (იხ. ნაწილი 4.2).
კარბამაზეპინის მიღების შემდეგ ლამიქტალით თერაპიის დაწყების შემდეგ აღინიშნა ცენტრალური ნერვული სისტემის გამოვლინებები, როგორიცაა თავბრუსხვევა, ატაქსია, დიპლოპია, ბუნდოვანი ხედვა და გულისრევა. ეს შედეგები ჩვეულებრივ ქრება კარბამაზეპინის დოზის შემცირებით. მსგავსი ეფექტი დაფიქსირდა კვლევაში ჯანმრთელ ზრდასრულ მოხალისეებში, რომლებიც იღებდნენ ლამოტრიჯინს და ოქსკარბაზეპინს, მაგრამ დოზის შემცირება არ იყო გამოკვლეული.
არსებობს ცნობები, რომლებიც ავლენენ ლამოტრიჯინის დონის შემცირებას ლამოტრიჯინის ოქსკარბაზეპინთან ერთად მიღებისას. თუმცა, პერსპექტიულ კვლევაში 200 მგ ლამოტრიჯინის და 1200 მგ ოქსკარბაზეპინის გამოყენებით ჯანმრთელ ზრდასრულ მოხალისეებში, ოქსკარბაზეპინი არ ცვლის ლამოტრიჯინის მეტაბოლიზმს და ლამოტრიჯინი არ ცვლის ოქსკარბაზეპინის მეტაბოლიზმს. ამიტომ, პაციენტებში, რომლებიც იღებენ ერთდროულ თერაპიას ოქსკარბაზეპინით, მკურნალობის რეჟიმი უნდა იქნას გამოყენებული ლამოტრიჯინით დამხმარე თერაპიისთვის ვალპროატის გარეშე და ლამოტრიჯინის გლუკურონიდაციის ინდუქტორის გარეშე (იხ. ნაწილი 4.2).
ჯანმრთელ მოხალისეებში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ფელბამატის (1200 მგ ორჯერ დღეში) და ლამიქტალის (100 მგ 2-ჯერ დღეში 10 დღის განმავლობაში) ერთობლივი გამოყენებისას ლამოტრიჯინის ფარმაკოკინეტიკაზე კლინიკურად მნიშვნელოვანი გავლენა არ აღინიშნებოდა.
პლაზმური დონის რეტროსპექტული ანალიზის საფუძველზე პაციენტებში, რომლებიც იღებენ ლამიქტალის მარტო ან გაბაპენტინთან ერთად, გაბაპენტინი არ ცვლის ლამოტრიჯინის აშკარა კლირენსს.
ლევეტირაცეტამს და ლამოტრიჯინს შორის შესაძლო წამლის ურთიერთქმედება პლაცებოზე კონტროლირებადი კლინიკური კვლევების დროს განისაზღვრა ორივე აგენტის შრატში კონცენტრაციის შეფასებით. ამ მონაცემებმა აჩვენა, რომ ლამოტრიჯინი არ მოქმედებდა ლევეტირაცეტამის ფარმაკოკინეტიკაზე და ლევეტირაცეტამი არ მოქმედებდა ლამოტრიჯინის ფარმაკოკინეტიკაზე. პლაზმაში ლამოტრიჯინის Steady-State- კონცენტრაციებზე გავლენას არ ახდენს პრეგაბალინის ერთდროული მიღება (200 მგ 3-ჯერ დღეში). არ არსებობს ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედება ლამოტრიჯინსა და პრეგაბალინს შორის. ტოპირამატი არ ცვლის ლამოტრიჯინის პლაზმურ კონცენტრაციას. ლამიქტალის გამოყენებამ გამოიწვია ტოპირამატის კონცენტრაციის 15%-ით ზრდა. ეპილეფსიის მქონე პაციენტებში ჩატარებულ კვლევაში, ზონისამიდის (200-400 მგ/დღეში) ერთდროული მიღებამ ლამიქტალთან (150-500 მგ/დღეში) 35 დღის განმავლობაში მნიშვნელოვნად არ იმოქმედა ლამოტრიჯინის ფარმაკოკინეტიკაზე.
ლამიქტალის პლაზმის კონცენტრაციაზე ზეგავლენა არ მოახდინა ლაკოსამიდის ერთდროული მიღება (200, 400 ან 600 მგ/დღეში) პლაცებოზე კონტროლირებად კლინიკურ კვლევებში პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებოდათ ნაწილობრივი კრუნჩხვები.
პლაცებოზე კონტროლირებადი კლინიკური კვლევების მონაცემების ერთობლივი ანალიზის დროს, რომლებიც იკვლევდნენ პერამპანელს ნაწილობრივი და პირველადი გენერალიზებული ტონურ-კლონური კრუნჩხვების მქონე პაციენტებში, შეფასებული პერამპანელის უმაღლესი დოზა (12 მგ/დღეში) ზრდიდა ლამოტრიჯინის კლირენსს 10%-ზე მცირე მაჩვენებლით. ითვლება, რომ ამ მოცულობის ეფექტი არ არის კლინიკურად მნიშვნელოვანი. მიუხედავად იმისა, რომ აღწერილია სხვა ანტიეპილეფსიური საშუალებების პლაზმური კონცენტრაციის ცვლილებები, კონტროლირებადი კვლევებისას არ არსებობდა მტკიცებულება, რომ ანტიეპილეფსიური საშუალებები ლამოტრიჯინთან ერთად მოქმედებენ პლაზმის კონცენტრაციაზე. ინ ვიტრო კვლევების მტკიცებულებებმა აჩვენა, რომ ლამოტრიჯინი არ არის სხვა ანტიეპილეფსიური საშუალებების შემცვლელი ცილებთან შეკავშირების ადგილებში.
ურთიერთქმედება სხვა ფსიქოაქტიურ საშუალებებთან (იხილეთ ნაწილი 4.2)
20 ჯანმრთელ სუბიექტში 2 გ უწყლო ლითიუმის გლუკონატის შეყვანის შემდეგ დღეში ორჯერ ექვსი დღის განმავლობაში, ლითიუმის ფარმაკოკინეტიკა არ შეცვლილა 100 მგ/დღეში ლამიქტალის ერთდროული მიღებისას. ბუპროპიონის მრავალჯერადი პერორალური დოზა 12 სუბიექტში არ იწვევდა სტატისტიკურად მნიშვნელოვან ეფექტს ლამიქტალის ერთი დოზის ფარმაკოკინეტიკაზე და მხოლოდ ოდნავ გაზარდა ლამოტრიჯინის გლუკურონიდის მრუდის ქვეშ არსებული ფართობი. ჯანმრთელ ზრდასრულ მოხალისეებში ჩატარებულ კვლევაში ოლანზაპინის 15 მგ-მა შეამცირა ლამოტრიჯინის Cmax და AUC შესაბამისად 20%-ით და 24%-ით. არ არის მოსალოდნელი, რომ ამ მასშტაბის ეფექტი კლინიკურად მნიშვნელოვანი იქნება. ლამოტრიჯინი 200 მგ არ მოქმედებს ოლანზაპინის ფარმაკოკინეტიკაზე.
400 მგ ლამიქატალის მრავალჯერადი პერორალური დოზების მიღებას ყოველდღიურად არ გამოვლენილა კლინიკურად მნიშვნელოვანი ეფექტი 2 მგ რისპერიდონის ერთჯერადი დოზის ფარმაკოკინეტიკაზე 14 ჯანმრთელ ზრდასრულ მოხალისეში. 2 მგ რისპერიდონის ლამოტრიჯინთან ერთად მიღების შემდეგ, ძილიანობა დაფიქსირდა 14 სუბიექტიდან 12-ში, ხოლო ძილიანობა დაფიქსირდა 20 პაციენტში 1-ში, როდესაც რიპერიდონი გამოიყენებოდა ცალკე, მაშინ როდესაც ეს ეფექტი არ დაფიქსირებულა არცერთ პაციენტში ლამიქტალის ცალკე შეყვანისას. კვლევაში, რომლებშიც მონაწილეობდნენ ბიპოლარული-I-აშლილობის მქონე 18 მოზრდილი პაციენტი, რომლებიც მკურნალობდნენ ლამოტრიჯინით (100-400 მგ/დღეში), არიპიპრაზოლის დოზა 10 მგ/დღეში გაიზარდა სამიზნე დოზამდე (30 მგ/დღეში) 7 დღეში, და მკურნალობა გაგრძელდა დამატებით 7 დღის განმავლობაში. დაფიქსირდა ლამოტრიჯინის საშუალო Cmax და AUC-ს დაახლოებით 10%-ით დაქვეითება. სავარაუდოდ ამ მოცულობის ეფექტი კლინიკურად უმნიშვნელოა.
ინ ვიტრო ინჰიბირების ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ 2-N-გლუკურონიდის, ლამოტრიჯინის პირველადი მეტაბოლიტის ფორმირებაზე მინიმალურად მოქმედებს ამიტრიპტილინთან, ბუპროპიონთან, კლონაზეპამთან, ჰალოპერიდოლთან ან ლორაზეპამთან ერთობლივი ინკუბაციით. ბუფურალოლის მეტაბოლიზმზე მიღებული მონაცემები ადამიანის ღვიძლის მიკროზომების გამოყენებით ჩატარებული კვლევებიდან ვარაუდობს, რომ ლამოტრიჯინი არ ამცირებს წამლების კლირენსს, რომლებიც ძირითადად გამოიყოფა CYP2D6-ით. ინ ვიტრო ექსპერიმენტების შედეგების მიხედვით ნაკლებად სავარაუდოა, რომ ლამოტრიჯინის კლირენსზე გავლენას მოახდენს კლოზაპინი, ფლუოქსეტინი, ფენელზინი, რისპერიდონი, სერტრალინი ან ტრაზოდონი.
ურთიერთქმედება ჰორმონალურ კონტრაცეპტივებთან
ჰორმონალური კონტრაცეპტივების გავლენა ლამოტრიჯინის ფარმაკოკინეტიკაზე
16 ქალ მოხალისეზე ჩატარებულ კვლევაში, ორალური კონტრაცეპტივების კომბინაციამ, რომელიც შეიცავდა 30 მიკროგრამი ეთინილ ესტრადიოლს/150 მიკროგრამ ლევონორგესტრელს, გამოიწვია ლამოტრიჯინის პერორალური კლირენსის დაახლოებით ორჯერ გაზრდა, რაც იწვევდა ლამოტრიჯინის AUC და Cmax, საშუალოდ 52% და 39% შემცირებას, შესაბამისად. შრატში ლამოტრიჯინის კონცენტრაცია ამაღლებული იყო არააქტიური წამლის კვირის განმავლობაში (მათ შორის "წამლის გარეშე კვირა") და იყო დაახლოებით ორჯერ უფრო მაღალი ვიდრე დოზამდე კონცენტრაცია არააქტიური მკურნალობის კვირის ბოლოს, ვიდრე კომბინირებული მკურნალობის დროს (იხ. ნაწილი 4.4). მხოლოდ ჰორმონალური კონტრაცეპტივების გამოყენებაზე დაყრდნობით, ლამოტრიჯინის დოზის გაზრდის რეკომენდებული მითითებების კორექტირება საჭირო არ არის, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ლამოტრიჯინის შემანარჩუნებელი დოზა უნდა გაიზარდოს ან შემცირდეს ჰორმონალური კონტრაცეპტივების მიღების დაწყების ან შეწყვეტისას (იხ. ნაწილი 4.2).
ლამოტრიჯინის მოქმედება ჰორმონალური კონტრაცეპტივების ფარმაკოკინეტიკაზე
16 ქალ მოხალისეზე ჩატარებულ კვლევაში, 300 მგ ლამოტრიჯინის წონასწორული დოზის მიღება არ ახდენს გავლენას კომბინირებული ორალური კონტრაცეპტივების ეთინილ ესტრადიოლის კომპონენტის ფარმაკოკინეტიკაზე. დაფიქსირდა ლევონორგესტრელის კომპონენტის პერორალური კლირენსის უმნიშვნელო მატება, რის შედეგადაც შემცირდა ლევონორგესტრელის AUC და Cmax საშუალოდ 19% და 12% შესაბამისად. კვლევის დროს, შრატის FSH და LH და ესტრადიოლის გაზომვები გარკვეულწილად იყო დაკავშირებული საკვერცხეების ჰორმონალურ აქტივობასთან ზოგიერთ ქალში. შრატში პროგესტერონის გაზომვამ არ აჩვენა ოვულაციის ჰორმონალური მტკიცებულება 16 სუბიექტიდან არცერთში. ლევონორგესტრელის კლირენსის ზომიერი ზრდისა და შრატის FSH და LH ცვლილებების ეფექტი საკვერცხის ოვულაციის აქტივობაზე უცნობია (იხ. ნაწილი 4.4). ლამოტრიჯინის 300 მგ/დღეში სხვა დოზების ეფექტი შესწავლილი არ არის და კვლევები არ ჩატარებულა სხვა ქალის ჰორმონების პრეპარატებზე.
ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან
10 მამრობითი სქესის მოხალისეზე ჩატარებულ კვლევაში რიფამპიცინმა გაზარდა ლამოტრიჯინის კლირენსი და შეამცირა ლამოტრიჯინის ნახევარგამოყოფის პერიოდი გლუკურონიდირებაზე პასუხისმგებელი ღვიძლის ფერმენტების ინდუქციის გამო. პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად იღებენ რიფამპიცინს, გამოყენებული უნდა იქნეს შესაბამისი მკურნალობის რეჟიმი (იხ. ნაწილი 4.2).
ჯანმრთელ მოხალისეებში ჩატარებულ კვლევაში ლოპინავირი/რიტონავირმა დაახლოებით გამოიწვიოა ლამოტრიჯინის კონცენტრაციის განახევრება პლაზმაში, დიდი ალბათობით გლუკურონიდაციის ინდუცირებით. პაციენტებმა, რომლებიც იღებენ ერთდროულ თერაპიას ლოპინავირთან/რიტონავირთან, ასევე უნდა მიიღონ შესაბამისი მკურნალობის რეჟიმი (იხ. ნაწილი 4.2). ჯანმრთელ მოხალისეებში ჩატარებულ კვლევაში, ატაზანავირი/რიტონავირი (300 მგ/100 მგ) ამცირებდა პლაზმაში ლამოტრიჯინის AUC და Cmax (ერთჯერადი 100 მგ დოზა) დაახლოებით 32%-ით და 6%-ით, შესაბამისად (იხილეთ ნაწილი 4.2). გამოყენებული უნდა იქნას შესაბამისი მკურნალობის რეჟიმი (იხ. ნაწილი 4.2). ინ ვიტრო მონაცემებმა, რომლებიც აფასებდნენ ლამოტრიჯინის ეფექტს OCT 2-ზე, აჩვენეს OCT 2 ინჰიბირების პოტენციალი ლამოტრიჯინის კლინიკურად რელევანტურ კონცენტრაციებში (არა N(2)-გლუკურონიდის მეტაბოლიტი). ეს მონაცემები მიუთითებს, რომ ლამოტრიჯინი არის OCT 2 ინჰიბიტორი (IC50 მნიშვნელობა 53,8 მიკრომი) (იხ. ნაწილი 4.4). ლამოტრიჯინის ერთდროულმა გამოყენებამ პროდუქტებთან, რომლებიც წარმოადგენენ OCT2 სუბსტრატს და რომლებიც გამოიყოფა თირკმელებით (როგორიცაა მეტფორმინი, გაბაპენტინი და ვარენიკლინი) შეიძლება გამოიწვიოს ამ სამკურნალო პროდუქტების პლაზმური დონის მატება. ამის კლინიკური მნიშვნელობა ბოლომდე არ არის განსაზღვრული, მაგრამ სიფრთხილეა საჭირო პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად იღებენ ამ სამკურნალო საშუალებებს.
დამატებითი ინფორმაცია სპეციალური პოპულაციების შესახებ
ზოგადი დოზირების რეკომენდაციებისთვის ლამიქტალის გამოყენებასთან დაკავშირებით სპეციალურ პაციენტებში იხილეთ ნაწილი 4.2.
პედიატრიული პოპულაცია
ურთიერთქმედების კვლევები ჩატარდა მხოლოდ ზრდასრულ პაციენტებში.
ორსულობა და ძუძუთი კვება
წამლის გამოყენებამდე, კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს მიმართეთ.
თუ, ორსულად ხართ და ან ფიქრობთ რომ ორსულად ხართ და ან ორსულობას გეგმავთ, ამ წამლის მიღებამდე თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს მიმართეთ.
ლამიქტალის ორსულობის პერიოდში გამოყენების საკითხს თქვენი ექიმი გადაწყვეტს.
ექიმთან შეთანხმების გარეშე მკურნალობა არ შეწყვიტოთ, აღნიშნული მნიშვნელოვანია განსაკუთრებით მაშინ, თუ ეპილეფსია გაქვთ.
ორსულობამ შეიძლება ლამიქტალის ეფექტი შეცვალოს, ამიტომ შეიძლება საჭირო გახდეს სისხლის ანალიზის გაკეთება და სისხლში ლამიქტალის შემცველობის განსაზღვრის შესაბამისად დოზის რეგულირება.
თუ, ლამიქტალი ორსულობის პირველ 3 თვეში იქნება მიღებული, შეიძლება სასის ნაპრალის და ან ტუჩის ნაპრალის მსგავსი ანომალიების გამოვლინების რისკის მცირედ გაიზარდოს.
თუ, ორსულბას გეგემავთ და ან ორსულად ხართ, ექიმმა შეიძლება დამატებით ფოლიუმის მჟავის მიღების რეკომენდაცია მოგცეთ.
თუ, მკურნალობის პერიოდში ორსულობა დადასტურდება, კონსულატაციისთვის მაშინვე თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს დაუკავშირდით.
ძუძუთი კვება -ლაქტცია
წამლის გამოყენებამდე, კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს და ან ფარმცევტს მიმართეთ.
თუ, ბავშვს ძუძუთი კვებავთ და ან ძუძუთი კვებას გეგმავთ, ამ წამლის მიღებამდე კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს მიმართეთ.
ლამიქტალის მოქმედი ნივთიერება დედის რძეში გადადის და შეიძლება ბავშვზე ზემოქმედება მოახდინოს. ექიმი, ლამიქტალის მიღების დროს ძუძუთი კვების რისკებსა და სარგებელს შეაფასებს და ინფორმაციას მოგაწვდით, თუ ძუძუთი კვების გადაწყვეტილებას მიიღებთ, ბავშვთან შეიძლება გამოვლინდეს ძილიანობა, გამონაყარი და ან წონის მცირე მატება, ამიტომ საჭიროა ბავშვზე პერიოდულად დაკვირვება და კონტროლი. თუ, ჩამოთვლილი ნიშნებიდან რომელიმე თქვენს შვილთან გამოვლინდება, მაშინვე თქვენს ექიმს აცნობეთ.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
ლამიქტალით მკურნალობის დროს შეიძლება გამოვლინდეს თავბრუსხვევა და ან მხედველობის გაორების მსგავსი გვერდით ეფექტები, ამიტომ სანამ არ დარწმუნდებით, რომ წამლის მავნე ზემოქმედების ქვეშ არა ხართ, ავტომობილი და მექანიზმები არ მართოთ.
თუ, ეპილეფსია გაქვთ, ავტომობილის და მექანიზმების მართვასთან დაკავშირებით კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს მიმართეთ.
ლამიქტალის შემადგენლობაში არსებული ზოგიერი დამხმარე ნივთიერების შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია:
სიფრთხილის საჭიროების მქონე დამხმარე ნივთიერებებს არ შეიცავს.
სხვა მედიკამენტებთან ერთად გამოყენება
თუ, სხვა ნებისმიერ წამალს ღებულობთ, ახლო პერიოდში მიიღეთ და ან მომავალში მიღების ალბათობა არსებობს, თქვენს ექიმს გაესაუბრეთ. აღნიშნული მდგომარეობა მოქმედებს ზოგიერთი მცენარეული წამლების და ან რეცეპტის გარეშე გაცემულის პრეპარატების შემთხვევაშიც.
ზოგიერთი წამალი შეიძლება ლამიქტალთან ურთიერთქმედებაში შევიდეს და ან ავადმყოფებში გვერდითი ეფექტების გამოვლინების ალბათობა გაზარდოს. ეს წამლებია:
ვალპროატი (ეპილეფსიის და ფსიქიკური დაავადებების მკურნალობა)
კარბამაზეპინი (ეპილეფსიის და ფსიქიკური დაავადებების მკურნალობა)
ფენიტოინი (ეპილეფსიის მკურნალობა)
პრიმიდონი (ეპილეფსიის მკურნალობა)
ფენობარბიტალი (ეპილეფსიის მკურნალობა)
რიფამპიცინი (ინფექციების მკურნალობა)
რისპერიდონი (ფსიქიკური აშლილობის მკურნალობა)
ლოპინავირი/რიტონავირი და ან ატაზანავირი და რიტონავირი (ადამიანის იმუნოდეფიციტური ინფექციის ( HIV) მკურნალობა)
ეტინილესტრადიოლი/ლევონოგრესტრელის კომბინაცია (ჰორმონალური ჩასახვის საწინააღმდეგო აბები)
თუ, ეპილეფსიის და ან ფსიქიკური პრობლემების გამო სხვა წამლებს ღებულობთ, დარწმუნდით რომ ლამიქტალის სწორ დოზას ღებულობთ აღნიშნულის გათვალისწინებით, ექიმი თქვენს მიერ მიღებული წამლების შესახებ ინფორმაციას უნდა ფლობდეს. ეს წამლებია:
ლითიუმი (ფსიქიკური დარღვევების მკურნალობა)
ბუპროპიონი (ფსიქიკური დარღვევების მკურნალობა და სიგარეტის მოხმარების თავის დანებებისთვის გამოიყენება)
ოლანზაპინი (ფსიქიკური დარღვევების მკურნალობა)
ოქსკარბაზეპინი (ეპილეფსიის მკურნალობა)
ფელბამატი (ეპილეფსიის მკურნალობა)
გაბაპენტინი (ეპილეფსიის მკურნალობა)
ლევეტირაცეტამი (ეპილეფსიის მკურნალობა)
პრეგაბალინი (ეპილეფსიის მკურნალობა)
ტოპირამატი (ეპილეფსიის მკურნალობა)
ზონისამიდი (ეპილეფსიის მკურნალობა)
არიპიპრაზოლი (ფსიქიკური დარღევების მკურნალობა)
პარაცეტამოლი (ტკივილის და ცხელების მკურნალობა)
ჰორმონალურმა ჩასახვის საწინააღმდეგო წამლებმა შეიძლება ზემოქმედება მოახდინოს ლამიქტალის მოქმედების ფორმაზე.
აღნიშნულ შემთხვევაში, ექიმმა შეიძლება სხვა ტიპის ჩასახვის საწინააღმდეგო აბების და ან კონდომის, ქუდის ან სპირალის მსგავსი ჩასახვის საწინააღმდეგო მეთოდის გამოყენების რეკომენდაცია მოგცეთ. თუ, ჩასახვის საწინააღმდეგო აბების მსგავს კონტრაცეპტივებს ღებულობთ, ექიმმა შეიძლება სისხლში ლამიქტალის დონის გაკონტროლებისთვის სისხლის ანალიზის გაკეთება მოითხოვოს. თუ ჰორმონალურ კონტრაცეპტივს იყენებთ და ან გამოყენებას გეგემავთ, შესაბამისი ჩასახვის საწინააღმდეგო მეთოდის შერჩევისთვის ექიმ სპეციალისტს მიმართეთ.
ლამიქტალმა, ჰორმონალური ჩასახვის საწინააღმდეგო კონტრაცეპტივების მოქმედების ფორმაზეც შეიძლება ზეგავლენა მოახდინოს, თუმცა ნაკლებ ეფექტურობის ალბათობა დაბალია. თუ, ჰორმონალურ კონტრაცეპტივს ღებულობთ და მენსტრუალური ციკლის ცვლილება გამოვლინდება, უეცარი სისხლდენა და ან მენსტრუალურ ციკლებს შორის პერიოდში მხოლოდ ლაქის მსგავსი სისხლდენა გექნებათ, თქვენს ექიმს მიმართეთ. აღნიშნული, ლამიქტალის კონტრაცეპტივზე ზემოქმედების გამოვლინება შეიძლება იყოს.
თუ, რეცეპტით დ ან რეცეპტის გარეშე ნებისმიერ წამალს ღებულობთ და ან ბოლო პერიოდში მიიღეთ, გთხოვთ, აღნიშნულის შესახებ თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს აცნობეთ.
გვერდითი მოვლენები
ძალიან გავრცელებული:10 ავადმყოფიდან სულ ცოტა 1 ავადმყოფთან ვლინდება.
გავრცელებული: 10 ავადმყოფიდან სულ ცოტა 1 ავადმყოფთან ვლინდება, მაგრამ 100 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.
ნაკლებად გავრცელებული: 100 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან, მაგრამ 1.000 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.
იშვიათი:1.000 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან და 10.000 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.
ძალიან იშვიათი: 10.000 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.
უცნობი: ხელთ არსებული მონაცემებით ვარაუდი შეუძლებელია.
ძალიან გავრცელებული:
თავის ტკივილი
კანზე გამონაყარი
გავრცელებული
გაღიზიანება და აღელვება
ძილიანობა და ან გაბრუება
თავბრუსხვევა
კანკალი და ან შეკრთომა
ჩაძინების გაძნელება (ინსომნია)
შფოთვა, წუხილი
დიარეა
პირის სიმშრალე
გულისრევა დ ან ღებინება
დაღლილობის შეგრძნება
ზურგის და ან სახსრების და ან სხვა მიდამოების ტკივილი
ნაკლებად გავრცელებული:
მოუხერხებლობა და კოორდინაციის დეფიციტი (ატაქსია)
მხედველობის გაორება და მხედველობის შემღვრევა
უჩვეულო თმის ცვენა და გათხელება (ალოპეცია)
მზის და ან ხელოვნური სინათლის ზემოქმედების ქვეშ მოხვედრისას კანზე გამონაყარი და ან მზის დამწვრობა (ფოტოსენსიტიურობა)
იშვიათი:
სწრაფი, უკონტროლო თვალის მოძრაობა (ნისტაგმი)
ასეპტიკური მენინგიტი (ცხელება, გულისრევა, ღებინება, თავის ტკივილი, კისრის გაშეშება და ბრჭყვიალა სინათლის მიმართ მომატებული მგრძნობელობა, რომელიც თავის ტვინის და ზურგის ტვინის მფარავი გარსების ანთებით არის გამოწვეული. აღნიშნული ნიშნები ძირითადად მკურნალობის დასრულებისას ალაგდება, თუმცა თუ პროცესი გაგრძელდება და მდგომარეობა გართულდება, თქვენს ექიმს მიმართეთ).
სიცოცხლსითვის საშიში კანის რეაქციები (სტევენს-ჯონსონის სინდრომი). (მეტი ინფორმაციისთის იხილეთ ნაწილი-4).
თვალის ქავილი, გამონადენი და თვალის ქუთუთოების შესივება (კონიუქტივიტი).
ძალიან იშვიათი:
კანის ძლიერი აშრევებით გამოვლენილი, სიცოცხლისთის საშიში კანის რეაქცია (ტოქსიკური ეპიდერმალური ნეკროლიზი). (მეტი ინფორმაციისთის იხილეთ ნაწილი-4).
მულტიორგანული უკმარისობა და ან მოულოდნელი სისხლდენის, სისხლჩაქცევების გამომწვევი სისხლის შედედების დარღვევები (დისემინირებული ინტრავასკულარული კოაგულაცია). (უფრო მეტი ინფორმციისთვის იხილეთ ნაწილი-4).
სახის შეშუპება (ედემა) და ან კისრის, იღლიის და ან საზარდულის ჯირკვლების შესივება (ლიმფადენოპათია). (უფრო მეტი ინფორმაციისთის იხილეთ ნაწილი-4).
მაღალი ტემპერატურა (უფრო მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ ნაწილი-4).
ეპილეფსიით დაავადებულებში გულყრების სიხშირის მომატება
სხეულის უკონტროლო მოძრაობები (წიკები), თვალზე, თავსა და სხეუულზე მოქმედი კუნთების უკონტროლო სპაზმები (ქორეოათეტოზი) დ ან კრთომა, კანკალი და ან გაშეშების მსგავსი სხეულის უჩვეულო მოძრაობები
წონასწორობის დარღვევის შეგრძნება
გონების არევა (კონფუზია)
არ არსებული დანახვა და გაგონება (ჰალუცინაციები)
პარკინსონის დაავადების სიმპტომების გაუარესება
ლუპუსის მსგავსი რეაქციები (სიმპტომები: ცხელება და ზოგადად ჯანმრთელობის პრობლემები, რომელსაც თან ახლავს ზურგის და სახსრების ტკივილი)
სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება (ნეიტროპენია, ლეიკოპენია, აგრანულოციტოზი)
ღვიძლის ფუნქციური სინჯების დარღვევა და ან ღვძლის უკმარისობა (მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ ნაწილი-4)
სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობის შემცირება (ანემია)
თრომბოციტების რაოდენობის შემცირება (თრომბოციტოპენია)
სისხლის უჯრედების რაოდენიბის შემცირება (პანციტოპენია)
ძვლის ტვინის ფუნქციის დარღვევა (აპლაზიური ანემია)
სისხლში ეოზინოფილების (ალერგიული უჯრედების სახეობა) რაოდენობის მომატება (ეოზინოფილია) და სისტემური სიმპტომების დროს გამოვლენილი წამლისმიერი რეაქციები (დრესს სინდრომი).(მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ ნაწილი-4)
ჰემოფაგოციტური ლიმფოჰისტიოციტოზი (იმუნური სისტემის მომატებული სტიმულაციის შედეგად განვითარებული და სხვადახვა სისტემების მხრივ გამოვლენილი ნიშნების მქონე მძიმე თანდაყოლილი დაავადება).(იხილეთ ნაწილი-2-ლამიქტალის გამოყენებამდე რას უნდა გავუფრთხილდეთ)
უცნობი:
კოშმარების ნახვა
ოსტეოპენია და ოსტეოპოროზის (ძვლის დაშლა) და ხრტილების მომცველი ძვლის დაზიანებები. თუ დიდი ხანია ანტიეპილეფიურ წამალს ღებულობთ, ანამნეზში აღინიშნება ოსტეოპოროზი და ან სტეროიდებს ღებულობთ, კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს მიმართეთ.
ინფექციების წინააღმდეგ დამცველობითი ფუნქციის მქონე, სისხლში იმუნოგლობულინების სახელით ცნობილი ანტიხეულების დაბალი დონის გამო იმუნიტეტის დასუსტება
თირკმელბის ანთება (ტუბულოინტერსტიციული ნეფრიტი) და როგორც თირმლების, ასევე თვალის ანთება(ტუბულოინტერსიტიციული ნეფრიტი და უვეიტის სინდრომი)
ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს.
გვერდი ეფექტების შესახებ მოხსენება
ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ექთანს და ან ფარმაცევტს. ასევე, გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შესახებ აცნობეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: www.titck.gov.tr ,,წამლის გვერდითი ეფექტის შესახებ შეტყობინების’’ გრაფაში დაკლიკებით და ან დარეკეთ ტელეფონის ნომერზე:0 800 314 00 08 თურქეთის ფარმაკოლოგიის სააგენტოს ცენტრს(TUFAM). გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შეტყობინებით წვლილს შეიტანთ გამოყენებული მედიკამენტის შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის მიღებასა და უსაფრთხოებაზე.
- ლამიქტალის შენახვა
ლამიქტალი, ბავშვებისგან შორს, მიუწვდომელ ადგილას, შეფუთვაში შეინახეთ.
შეინახეთ <300C ოთახის ტემპერატურაზე, მშრალ და სინათლისგან დაცულ ადგილას.
გამოიყენეთ გამოყენების ბოლო ვადის შესაბამისად.
შეფუთვაზე მითითებული გამოყენების ბოლო ვადის შემდეგ ლამიქტალი არ გამოიყენოთ.
ვადა გასული და ან გამოუყენებელი წამლები ნაგავში არ ჩააგდოთ, გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შემკრებ სისტემას ჩააბარეთ.
ლიცენზიის მფლობელი:
ს.ს. GlaxoSmithkline წამლის წარმოება და ვაჭრობა
ბუიუქდერეს ქ.N:173. 1 ლევენთი, პლაზა
ბლოკი-ბ, 34394. 1 ლევენთი/სტამბოლი
წარმოების ადგილი:
ს.ს. ფარმაქტივის წამლის წარმოება და ვაჭრობა
ქაფაქლი, თექირდაღი
აღნიშნული გამოყენების ინსტრუქცია 03.06.2022-ში დამოწმებულია.
2022. GSK ჯგუფის კომპანიები
1501451R03
თარჯიმანი ნაილა იდნოევი
ჭარბი დოზა
დაფიქსირდა დოზების მწვავე გადაჭარბება, რომლებიც აღემატებოდა მაქსიმალურ თერაპიულ დოზას 10-20-ჯერ, ფატალური შემთხვევების ჩათვლით. დოზის გადაჭარბების შედეგად გამოწვეული სიმპტომებია ნისტაგმი, ატაქსია, ცნობიერების დაქვეითება, სოლიდური კრუნჩხვები და კომა. QRS გაფართოება (ინტრავენტრიკულური გამტარობის შეფერხება) ასევე დაფიქსირდა დოზის გადაჭარბების მქონე პაციენტებში. QRS ხანგრძლივობის გახანგრძლივება 100 ms-ზე მეტი შეიძლება დაკავშირებული იყოს უფრო მძიმე ტოქსიკურობასთან. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში პაციენტი უნდა იყოს ჰოსპიტალიზირებული და ჩაუტარდეს შესაბამისი დამხმარე მკურნალობა. საჭიროების შემთვევაში უნდა ჩატარდეს თერაპია, რომელიც მიზნად ისახავს აბსორბციის შემცირებას (გააქტიურებული ნახშირი). ასევე შესაძლოა ჩატარდეს სხვა კლინიკურად ნაჩვენები მკურნალობები. არ არსებობს ჰემოდიალიზის გამოყენების გამოცდილება ჭარბი დოზირების მკურნალობისას. თირკმლის უკმარისობის მქონე 6 მოხალისეში ლამოტრიჯინის 20% გამოდევნილი იქნა ჰემოდიალიზის 4 სეანსზე (იხ. ნაწილი 5.2).
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერება: თითოეული ტაბლეტი შეიცავს 25 მგ ლამოტრიჯინს.
დამხმარე ნივთიერებები: დამხმარე ნივთიერებებისთვის იხილეთ ნაწილი 6.1.
- წამლის ფორმა
ხსნადი საღეჭი ტაბლეტები.
თეთრიდან თითქმის თეთრი ფერის ტაბლეტები შავი მოცხარის არომატით.
მრავალწახნაგოვანი, მკაფიოდ ოვალური ფორმის ტაბლეტები გამყოფი ღარის გარეშე, ერთ მხარეზე გამოსახულია წარწერა "GSCL5" და მეორე მხარეზე "25". ტაბლეტებზე შეიძლება აღინიშნებოდეს ოდნავ ჭრელი წინწკლები.
შენახვის პირობები
36 თვე
- 4. განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები შენახვისას
ეს მედიკამენტი ინახება ოთახის ტემპერატურაზე არაუმეტეს 30ºC, მშრალ და სინათლისაგან დაცულ ადგილას.
- 5. შეფუთვის ფორმა და შემადგენლობა
თითოეული კოლოფი შეიცავს 30 ტაბლეტს ბავშვებისთვის დაცულ ბლისტერებში.
- 6. ადამიანური გამოყენების სამკურნალო პროდუქტის ნარჩენების განადგურება და სხვა სპეციალური ღონისძიებები
არ საჭიროებს განსაკუთრებულ მოთხოვნებს.
გამოუყენებელი პროდუქტები ან ნარჩენები უნდა განადგურდეს "სამედიცინო ნარჩენების კონტროლის დებულების" და "შეფუთვისა და შეფუთვის ნარჩენების კონტროლის რეგულაციების‘‘ შესაბამისად.
ბავშვისათვის დამცავი ბლისტერული ტაბლეტების გამოყენების ინსტრუქცია
ბავშვებისათვის უსაფრთხო ბლისტერის უკანა მხარე:
სურათი 1
სურათი 1
სურათი 2
ბლისტერის ჭრილი, რომელიც შეიცავს ტაბლეტს, გამოყოფილია 1 ისრებით მითითებული დაკბილული ხაზის გასწვრივ.
სურათი 3
ბლისტერის ჭრილის ქვეშ არსებული ქაღალდი უნდა მოხსნათ კუთხიდან მე-2 ისრით მითითებული ფერადი სამკუთხედის მოხსნით. ქაღალდის ქვეშ ალუმინის ფოლგა ხილული ხდება.
სურათი 4
ტაბლეტის ამოღება ხდება ბლისტერზე დაჭერით.
- ლიცენზიის მფლობელი
GlaxoSmithKline İlaçları San. ve Tic. Inc.
გლაქსო სმის კლაინ ფარმასიუტიკალს სან.ვე ტიკ. ინჩ.
ბუიუკდერე კად. No173, 1.ლევენტ პლაზა
ბლოკი B 34394 1.ლევენტ/სტამბოლი
ტელეფონი: 0212-339 44 00
ფაქსი: 0212-339 45 00
- ლიცენზიის ნომერი(ები)
2017/719
- პირველადი ლიცენზიის გაცემის თარიღი/ლიცენზიის განახლების თარიღი
ფარმაკოლოგიური თვისებები
ანტიეპილეფსიური საშუალებები/სხვა ანტიეპილეფსიური საშუალებები
ათქ კოდი: N03AX09
მოქმედების მექანიზმი
ფარმაკოლოგიური კვლევების შედეგები აჩვენებს, რომ ლამოტრიჯინი არის გამოყენებაზე დამოკიდებული და ძაბვაზე დამოკიდებული ნატრიუმის არხების ბლოკატორი.
ლამოტრიჯინი აფერხებს ნეირონების გახანგრძლივებულ განმეორებით გასროლას და აფერხებს გლუტამატის მიერ წარმოქმნილ მოქმედების პოტენციალის გამონადენებს, ასევე აფერხებს გლუტამატის პათოლოგიურ გამოყოფას (ამინომჟავა, რომელიც მონაწილეობს ეპილეფსიური კრუნჩხვების წარმოქმნაში).
ფარმაკოდინამიკური ეფექტები
240 მგ ლამოტრიჯინის გამოყენების შედეგები ჯანმრთელ მოხალისეებში ტესტებში, რომლებიც შექმნილია წამლების ზემოქმედების შესაფასებლად ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, ის არ განსხვავდებოდა პლაცებოსგან, მაგრამ ორივე 1000 მგ ფენიტოინი და 10 მგ დიაზეპამი მნიშვნელოვნად არღვევდა მხედველობითი მოძრაობის კოორდინაციას და თვალის მოძრაობებს, ზრდიდა სხეულის რხევას და ქმნიდა სუბიექტურ სედატიურ ეფექტებს.
სხვა კვლევაში, 600 მგ ერთჯერადი პერორალური კარბამაზეპინი მნიშვნელოვნად არღვევდა მხედველობითი მოძრაობის კოორდინაციას და თვალის მოძრაობებს, ზრდიდა სხეულის რხევასა და გულისცემას, მაგრამ ლამოტრიჯინის 150 მგ და 300 მგ დოზებით მიღებული შედეგები არ განსხვავდებოდა პლაცებოსგან.
კლინიკური კვლევები
კლინიკური ეფექტურობა და უსაფრთხოება 1-24 თვის ბავშვებში
ნაწილობრივი კრუნჩხვების დამხმარე მკურნალობის ეფექტურობა და უსაფრთხოება 1-დან 24 თვემდე ასაკის პაციენტებში შესწავლილი იყო მცირე მასშტაბის, ორმაგად ბრმა, პლაცებოზე კონტროლირებად მოხსნის კვლევაში. მკურნალობა დაიწყო 177 სუბიექტში და მიჰყვებოდა ტიტრების განრიგს, როგორც 2-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში. ლამოტრიჯინის 2 მგ ტაბლეტები ყველაზე დაბალი დოზაა; ამიტომ, დოზირების სტანდარტული სქემა ადაპტირებული იყო ზოგიერთ შემთხვევაში ტიტრაციის ფაზაში (მაგალითად, 2 მგ ტაბლეტი შეყვანილი იყო ყოველ მეორე დღეს, როდესაც გამოთვლილი დოზა იყო 2 მგ-ზე ნაკლები). ტიტრაციის მე-2 კვირის ბოლოს, შრატში დონეები გაიზომა და დაფიქსირდა, რომ დოზა არ შემცირებულა ან გაიზარდა, თუ კონცენტრაცია აღემატებოდა მოსალოდნელ კონცენტრაციას მოზრდილებში 0,41 მიკროგრამი/მლ ამ ეტაპზე. მე-2 კვირის ბოლოს ზოგიერთ პაციენტს დასჭირდა დოზის შემცირება 90%-მდე. ოცდათვრამეტი სუბიექტი (>40% შემცირების კრუნჩხვების სიხშირე) რანდომიზირებული იყო პლაცებოზე ან ლამოტრიჯინით თერაპიის გაგრძელებაზე. სუბიექტების პროპორცია, რომლებმაც ვერ მიიღეს მკურნალობა, იყო 84% (16/19 სუბიექტი) პლაცებოს ჯგუფში და 58% (11/19 სუბიექტი) ლამოტრიჯინის ჯგუფში. სხვაობა არ იყო სტატისტიკურად მნიშვნელოვანი: 26.3%, 95% CI-2.6%<>50.2%, p=0.07.
სულ 1-დან 24 თვემდე ასაკის 256 სუბიექტს მიეცემოდა ლამოტრიჯინის დოზები 1-დან 15 მგ/კგ/დღეში 72 კვირამდე. ლამოტრიჯინის უსაფრთხოების პროფილი ბავშვებში 1 თვიდან 2 წლამდე მსგავსია უფროს ბავშვებთან შედარებით. მხოლოდ, კრუნჩხვების კლინიკურად მნიშვნელოვანი გაუარესება დაფიქსირდა უფრო ხშირად (>=50%) 2 წლამდე ასაკის ბავშვებში (26%) უფროსებთან შედარებით (14%).
კლინიკური ეფექტურობა და უსაფრთხოება ლენოქს-გასტაუტის სინდრომისას
არ არსებობს მონაცემები მონოთერაპიის შესახებ ლენოქს-გასტაუტის სინდრომთან ასოცირებული კრუნჩხვების დროს.
კლინიკური ეფექტურობა დეპრესიული ეპიზოდების პრევენციაში ბიპოლარული აშლილობის მქონე პაციენტებში
ბიპოლარული აშლილობის მქონე პაციენტებში მისი ეფექტურობა დეპრესიული ეპიზოდების პრევენციისას ბიპოლარული I აშლილობის მქონე პაციენტებში ნაჩვენებია ორ ძირითად კვლევაში.
SCAB20003 არის მულტიცენტრული, ორმაგად ბრმა, ორმაგად პლაცებო-ბრმა და ლითიუმით კონტროლირებადი, რანდომიზებული ფიქსირებული დოზის შეფასების კლინიკური კვლევა, რომელიც მიზნად ისახავს დეპრესიის ან/და მანიის რეციდივის ან/და რეციდივის გრძელვადიან პრევენციას ბიპოლარული I აშლილობის მქონე პაციენტებში, რომლებთაც აღენიშნებოდათ ბოლო დროს ან ახასიათებთ მიმდინარე ძირითადი დეპრესიული ეპიზოდი.
ლამიქტალის მონოთერაპიის ან ლამიქტალი + ფსიქოტროპული თერაპიის გამოყენებით სტაბილიზირებული პაციენტები რანდომიზებულნი იყვნენ ხუთიდან ერთ-ერთ ჯგუფში: ლამიქტალი (50, 200, 400 მგ/დღეში), ლითიუმი (შრატის დონე 0,8-1,1 მმოლ/ლ) ან პლაცებო მაქსიმუმ 76 კვირის განმავლობაში (18 თვე). მკურნალობის რეჟიმები გაგრძელდა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საჭირო იყო ჩარევა დამატებითი მედიკამენტური თერაპიით ან ელექტროკონვულსიური თერაპია (ECT) დეპრესიული ან მანიაკალური ეპიზოდის გამო.
პირველადი საბოლოო წერტილი იყო "განწყობის შეტევისთვის ინტერვენციის დრო [TIME-(DAMZ)]" ინტერვენციებისთვის, როგორც დამხმარე მედიკამენტებისთვის, ასევე ECT-ისთვის. ამ საბოლოო წერტილის ანალიზისას გამოყენებული იქნა სამი მეთოდი, რომლის დროსაც გამოიყენეს იმ პაციენტების მონაცემები, რომლებმაც გამოტოვეს კვლევა ჩარევის გარეშე. ამ ანალიზებში p-მნიშვნელობები მერყეობდა 0,003-დან 0,029-მდე. პირველ დეპრესიულ ეპიზოდამდე დროისა და პირველ მანიაკალურ/ჰიპომანიურ ან შერეულ ეპიზოდამდე დროის დამატებით ანალიზში, პაციენტებს, რომლებიც იღებდნენ ლამიქტალს, უფრო დიდი დრო ჰქონდათ პირველ დეპრესიულ ეპიზოდამდე, ვიდრე პაციენტებს, რომლებიც იღებდნენ პლაცებოს (p=0.047), მანიაკალურ/ჰიპომანიის ან შერეული ეპიზოდებით. მკურნალობა არ იყო სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება დროთან დაკავშირებულ შეტევებში.
SCAB2006, მულტიცენტრული, ორმაგად ბრმა, ორმაგი პლაცებო, ლითიუმით კონტროლირებადი, რანდომიზებული, მორგებული მკურნალობა ლამიქტალით მანიის ან/და დეპრესიის რეციდივის ან რეციდივის გრძელვადიანი პროფილაქტიკისთვის ბიპოლარული I აშლილობის მქონე პაციენტებში, რომლებსაც ადრე აღენიშნებოდათ ან ჰქონდათ აქტუალურად მანიის ან ჰიპომანიის ბოლო ეპიზოდი. ეს არის კლინიკური კვლევა, რომელიც მოიცავს დოზის შეფასებას. მას შემდეგ, რაც პაციენტები სტაბილიზირდნენ ლამიქტალის მონოთერაპიით ან ლამიქტალი პლუს თანმხლები ფსიქოტროპული მედიკამენტებით, ისინი შემთხვევით დანაწილდნენ შემდეგი სამი ჯგუფიდან ერთ-ერთში: ლამიქტალი (100-400 მგ/დღეში), ლითიუმი (შრატის დონე 0,8-1,1 მმოლ/ლ) ან პლაცებო, ყველაფერი მაქსიმუმ 76 კვირის განმავლობაში (18 თვე). მკურნალობის სქემები გაგრძელდა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საჭირო იყო ჩარევა დამატებითი წამლის თერაპიით ან ელექტროკონვულსიური თერაპია (ECT) განწყობის ეპიზოდის (დეპრესიული ან მანიაკალური) გამო.
პირველადი საბოლოო წერტილი იყო "განწყობის შეტევისთვის ინტერვენციის დრო [TIME-(DAMZ)]" ინტერვენციებისთვის, დამხმარე მედიკამენტებისთვის ან ECT-ისთვის. ამ ღონისძიების ანალიზისას გამოყენებული იქნა სამი მეთოდი, რომლებშიც გამოიყენეს იმ პაციენტების მონაცემები, რომლებმაც გამოტოვეს კვლევა ჩარევის გარეშე. ამ ანალიზებში p-მნიშვნელობები მერყეობდა 0,003-დან 0,023-მდე. პირველ დეპრესიულ ეპიზოდამდე დროის და პირველ მანიაკალურ/ჰიპომანიურ ან შერეულ ეპიზოდამდე დროის დამატებით ანალიზში, პაციენტებს, რომლებიც იღებდნენ ლამიქტალს, უფრო დიდი დრო ჰქონდათ პირველ დეპრესიულ ეპიზოდამდე, ვიდრე პაციენტებს, რომლებიც იღებდნენ პლაცებოს (p=0.015), მანიაკალურ/ჰიპომანიურ ან შერეულ ეპიზოდებთან მკურნალობა არ იყო სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება დროთან დაკავშირებულ შეტევებში.
კლინიკურ კვლევებში, დესტაბილიზაციის, მანიის ან ჰიპომანიის გამოწვევის ტენდენცია სტატისტიკურად მნიშვნელოვნად არ განსხვავდებოდა პლაცებოსგან ლამიქტალიით მკურნალობის დროს.
ცხრილი 7. კვლევების შედეგების შეჯამება, რომლებიც იკვლევენ ლამოტრიჯინის ეფექტს განწყობის შეტევების პრევენციაზე ბიპოლარული I აშლილობის მქონე პაციენტებში
პაციენტების "პროპორცია", რომლებიც გადარჩნენ მოვლენის გარეშე 76 კვირაში
კვლევა SCAB2003
ბიპოლარული I
კვლევა SCAB2006
ბიპოლარული I
ჩართვის კრიტერიუმები
ძირითადი დეპრესიული ეპიზოდი
ძირითადი მანიაკალური ეპიზოდი
ლამოტრიჯინი
ლითიუმი
პლაცებო
ლამოტრიჯინი
ლითიუმი
პლაცებო
ჩარევის გარეშე
- 22
- 21
- 12
- 17
- 24
- 04
p-მნიშვნელობა Log rank ტესტი
- 004
- 006
-
- 023
- 006
-
დეპრესიული
- 51
- 46
- 41
- 82
- 71
- 40
p-მნიშვნელობა Log rank ტესტი
- 047
- 209
-
- 015
- 167
-
არა მანიაკალური
- 70
- 86
- 67
- 53
- 64
- 37
p-მნიშვნელობა Log rank ტესტი
- 339
- 026
-
- 280
- 006
-
ლამოტრიჯინის გამოყენების ეფექტურობა განწყობის სტაბილიზატორებით არ არის ადეკვატურად შესწავლილი.
ბიპოლარული აშლილობის მქონე ბავშვები (10-12 წელი) და მოზარდები (13-17 წელი)
მულტიცენტრულ, პარალელურ ჯგუფში, პლაცებოზე კონტროლირებად, ორმაგად ბრმა, რანდომიზებული მოხსნის კვლევაში, რომლებშიც მონაწილეობდნენ ბიჭები და გოგონები, რომლებსაც დიაგნოზირებული ჰქონდათ ბიპოლარული I აშლილობა, რომელთა დაავადება განიცდიდა რეგრესირებას ან გაუმჯობესდა ლამოტრიჯინით მკურნალობისას თანმხლები ანტიფსიქოტიკებით ან სხვა განწყობის სტაბილიზირებულ საშუალებებთან ერთად გამოყენებისას, გამოკვლეული იყო ლამოტრიჯინის IR-ის ეფექტურობა და უსაფრთხოება, რომელიც გამოიყენებოდა როგორც დამხმარე თერაპია მოზარდებში (10-17 წლის ასაკში) განწყობის ეპიზოდების შესაფერხებლად. პირველადი ეფექტურობის ანალიზის შედეგმა (ბიპოლარული მოვლენის დაწყებამდე დრო-TOBE) ვერ მიაღწია სტატისტიკურ მნიშვნელობას (p=0.0717), ამიტომ ეფექტურობა არ იყო დაფიქსირებული. გარდა ამისა, უსაფრთხოების შედეგებმა აჩვენა სუიციდური ქცევის გაზრდილი ცნობები პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ ლამოტრიჯინით: 5% (4 პაციენტი) ლამოტრიჯინის ჯგუფში 0-ის წინააღმდეგ პლაცებოსთან შედარებით (იხ. ნაწილი 4.2).
ლამოტრიჯინის ეფექტის შესწავლა გულის გამტარობაზე
ჯანმრთელ ზრდასრულ მოხალისეებში ჩატარებულმა კვლევამ გამოიკვლია ლამოტრიჯინის განმეორებითი დოზების (400 მგ/დღეში) ეფექტი გულის გამტარობაზე 12-არხიანი ეკგ შეფასებით. პლაცებოსთან შედარებით, ლამოტრიჯინმა არ გამოავლინა კლინიკურად მნიშვნელოვანი ეფექტი QT ინტერვალზე.
- 2. ფარმაკოკინეტიკური თვისებები
ზოგადი თვისებები
ლამოტრიჯინი მიეკუთვნება ფენილ ტრიაზინების კლასს, არის თეთრიდან ღია კრემის ფერამდე ფხვნილი და ნაკლებად ხსნადია წყალში.
აბსორბცია
ლამოტრიჯინი სწრაფად და მთლიანად შეიწოვება ნაწლავებიდან არსებითი პირველი გავლის მეტაბოლიზმის გარეშე. პიკური პლაზმური კონცენტრაცია მიიღწევა პრეპარატის პერორალური მიღებიდან დაახლოებით 2,5 საათის შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ მაქსიმალური კონცენტრაციის მიღწევის დრო ოდნავ შენელებულია ჭამის შემდეგ მიღებისას, შეწოვის ხარისხზე არ მოქმედებს საკვები. მიუხედავად იმისა, რომ Steady-State-მდგომარეობაში მაქსიმალური კონცენტრაცია მნიშვნელოვნად განსხვავდება ინდივიდუალურად სუბიექტებს შორის, კონცენტრაცია იშვიათად იცვლება ერთსა და იმავე სუბიექტში. მიუხედავად იმისა, რომ მაქსიმალური კონცენტრაციის მიღწევის დრო ოდნავ დაგვიანებულია ჭამის შემდეგ მიღებისას, შეწოვის ხარისხზე არ მოქმედებს საკვები.
განაწილება
მისი შეკავშირება პლაზმის ცილებთან შეადგენს დაახლოებით 55%. ნაკლებად სავარაუდოა, რომ პლაზმის ცილებისგან დისოციაციამ გამოიწვიოს ტოქსიკურობა. განაწილების მოცულობა მერყეობს 0,92-დან 1,22 ლ/კგ-მდე.
ბიოტრანსფორმაცია
UDP-გლუკურონილის ტრანსფერაზები იდენტიფიცირებულია, როგორც ფერმენტები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ლამოტრიჯინის მეტაბოლიზმზე. ლამოტრიჯინი ახდენს საკუთარი მეტაბოლიზმის ოდნავ დოზაზედამოკიდებულ ინდუცირებას. თუმცა, არ არსებობს მტკიცებულება იმისა, რომ ლამოტრიჯინი მოქმედებს სხვა ანტიეპილეფსიური საშუალებების ფარმაკოკინეტიკაზე და არსებული მონაცემები მიუთითებს, რომ ლამოტრიჯინსა და P450 ფერმენტებით მეტაბოლიზებულ პრეპარატებს შორის ურთიერთქმედების შესაძლებლობა ნაკლებად სავარაუდოა.
ელიმინაცია
საშუალო წონასწორული კლირენსი ჯანმრთელ მოზრდილებში არის დაახლოებით 30 მლ/წთ. ლამოტრიჯინის კლირენსი ძირითადად მეტაბოლურია, რასაც მოჰყვება შარდით გლუკურონიდ-კონიუგირებული მასალის ელიმინაცია. პრეპარატის 10%-ზე ნაკლები გამოიყოფა უცვლელი სახით შარდით.
აქტიური ნივთიერების მხოლოდ 2% გამოიყოფა განავლით. მისი კლირენსი და ნახევარგამოყოფის პერიოდი არ არის დამოკიდებული დოზაზე. ჯანმრთელ მოზრდილებში ნახევარგამოყოფის საშუალო პერიოდი შეადგენს დაახლოებით 33 საათს (დიაპაზონი 14-დან 103 საათამდე). გილბერტის სინდრომის მქონე პაციენტების კვლევაში, აშკარა საშუალო კლირენსი შემცირდა 32%-ით ნორმალურ საკონტროლო სუბიექტებთან შედარებით, მაგრამ ეს მნიშვნელობები იყო პრევალენტობის დიაპაზონში, რომელიც გამოიყენება ზოგად პოპულაციაში.
ლამოტრიჯინის ნახევარგამოყოფის პერიოდზე დიდ გავლენას ახდენს თანმხლები მედიკამენტები. საშუალო ნახევარგამოყოფის პერიოდი მცირდება დაახლოებით 14 საათამდე გლუკურონიდაციის გამომწვევ საშუალებებთან ერთად მიღებისას, როგორიცაა კარბამაზეპინი და ფენიტოინი, იზრდება საშუალოდ დაახლოებით 70 საათამდე, როდესაც მიიღება მხოლოდ ვალპროატთან ერთად (იხ. ნაწილი 4.2).
წრფივობა/არაწრფივობა
პრეპარატის ფარმაკოკინეტიკა ტესტირებულ უმაღლეს ერთჯერად 450 მგ დოზამდე წრფივია.
მახასიათებლები პაციენტებში
თირკმლის უკმარისობა
ლამოტრიჯინის 100 მგ ერთჯერადი დოზა დაენიშნა 12 მოხალისეს თირკმელების ქრონიკული უკმარისობით და კიდევ 6 სუბიექტს, რომელიც იტარებდა ჰემოდიალიზს. საშუალო კლირენსი შეადგენდა 0,42 მლ/წთ/კგ (თირკმლის ქრონიკული უკმარისობა), 0,33 მლ/წთ/კგ (ჰემოდიალიზს შორის) და 1,57 მლ/წთ/კგ (ჰემოდიალიზის დროს), ხოლო ჯანმრთელ მოხალისეებში შეადგენდა 0,58 მლ/წთ/კგ. პლაზმური ნახევარგამოყოფის საშუალო პერიოდი ჯანმრთელ მოხალისეებში შეადგენდა 26.2. საათამდე, 42.9 საათს (თირკმლის ქრონიკული უკმარისობა) და 57.4 საათს (ჰემოდიალიზი)და 13.0 საათს (ჰემოდიალიზის დროს). საშუალოდ, ორგანიზმში არსებული ლამოტრიჯინის ოდენობის დაახლოებით 20% (დიფუზიის დიაპაზონი = 5.6-35.1) გამოიყოფა 4-საათიანი ჰემოდიალიზის დროს. პაციენტების ამ პოპულაციისთვის, ლამიქტალის საწყისი დოზები უნდა განისაზღვროს პაციენტების ანტიეპილეფსიური საშუალებების გამოყენების რეჟიმის გათვალისწინებით. შემცირებული შემანარჩუნებელი დოზები შეიძლება ეფექტური იყოს პაციენტებში, რომლებთაც აღენიშნებათ თირკმლის მნიშვნელოვანი დისფუნქცია (იხ. ნაწილი 4.2 და 4.4).
ღვიძლის უკმარისობა
ერთჯერადი დოზის ფარმაკოკინეტიკური კვლევა ჩატარდა ღვიძლის ფუნქციის დარღვევის სხვადასხვა ხარისხის მქონე 24 მოხალისეზე და 12 ჯანმრთელ მოხალისეზე, როგორც საკონტროლო ჯგუფში. ლამოტრიჯინის მედიანური აშკარა კლირენსი იყო 0,31, 0,24, ან 0,10 მლ/წთ/კგ პაციენტებში A, B, ან C ხარისხის ღვიძლის უკმარისობით, შედარებით 0,34 მლ/წთ/კგ ჯანმრთელ კონტროლებში. საწყისი, დამატებითი და შემანარჩუნებელი დოზები ზოგადად უნდა შემცირდეს დაახლოებით 50%-ით პაციენტებში ზომიერი (Child-Pugh ხარისხი B) ან მძიმე ღვიძლის უკმარისობით და დაახლოებით 75%-ით პაციენტებში ღვიძლის მძიმე (Child-Pugh ხარისხის C) უკმარისობით (იხ. 4.2). გაზრდილი და შემანარჩუნებელი დოზები უნდა დარეგულირდეს კლინიკური პასუხის მიხედვით.
პედიატრიული პაციენტები
სხეულის წონის მიხედვით კლირენსი ბავშვებში უფრო მაღალია, ვიდრე მოზრდილებში, რომლის დროსაც ყველაზე მაღალი მნიშვნელობები მიიღწევა ხუთ წლამდე ასაკის ბავშვებში. ლამოტრიჯინის ნახევარგამოყოფის პერიოდი ბავშვებში უფრო ხანმოკლეა, ვიდრე მოზრდილებში და საშუალო მნიშვნელობა შეადგენს დაახლოებით 7 საათს, როდესაც გამოიყენება ფერმენტის გამომწვევ საშუალებებთან ერთად, როგორიცაა კარბამაზეპინი და ფენიტოინი, და შეადგენს საშუალოდ 45-დან 50 საათამდე, როცა ცალკე გამოიყენება ნატრიუმის ვალპროატთან ერთად. (იხ. ნაწილი 4.2).
ჩვილები 2-დან 26 თვემდე
2-დან 26 თვემდე ასაკის 143 პედიატრიულ პაციენტში, 3-დან 16 კგ-მდე სხეულის მასით, კლირენსი შემცირდა იმავე სხეულის წონის მქონე უფროს ბავშვებთან შედარებით, 2 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში სხეულის წონის კგ-ზე, რომლებმაც მიიღეს მსგავსი პერორალური დოზები. საშუალო ნახევარგამოყოფის პერიოდი გამოთვლილი იყო 23 სთ 26 თვეზე ნაკლები ასაკის ჩვილებში, რომლებიც იღებდნენ ფერმენტ-ინდუცირებელ თერაპიას, 136 სთ ვალპროატთან ერთდროული მიღების შემთხვევაში და 38 სთ მოხალისეებში, რომლებიც მკურნალობდნენ ფერმენტის ინდუქტორების/ინჰიბიტორების გარეშე. ორალური კლირენსის ინდივიდუალური ცვალებადობა მაღალი იყო (47%) 2-დან 26 თვემდე ასაკის პედიატრიულ პაციენტებში. 2-დან 26 თვემდე ასაკის ბავშვებში შრატში კონცენტრაციის პროგნოზირებული დონეები, როგორც წესი, იგივე დიაპაზონშია, როგორც უფროს ბავშვებში, მაგრამ Cmax უფრო მაღალი დონე სავარაუდოდ შეინიშნება ზოგიერთ ბავშვში, რომელთა წონა 10 კგ-ზე ნაკლებია.
გერიატრიული პაციენტები
ფარმაკოკინეტიკური ანალიზის კლინიკურმა შედეგებმა ეპილეფსიით დაავადებული ახალგაზრდა და ხანდაზმული პაციენტების, რომლებიც მონაწილეობდნენ იმავე კვლევებში, აჩვენა, რომ ლამოტრიჯინის კლირენსი არ იყო კლინიკურად მნიშვნელოვანი.
ერთჯერადი დოზის შემდეგ, აშკარა კლირენსი შემცირდა 12%- ით 20 წლის ასაკის პაციენტებში 35 მლ/წთ-დან და 31 მლ/წთ-მდე 70 წლის ასაკში. შემცირება მკურნალობის 48 კვირის შემდეგ შეადგენდა 10%, 41 მლ/წთ-დან 37 მლ/წთ-მდე ახალგაზრდა და ხანდაზმულ ჯგუფებს შორის.
გარდა ამისა, ლამოტრიჯინის ფარმაკოკინეტიკა შესწავლილი იყო 12 ჯანმრთელ მოხუც მოხალისეში 150 მგ ერთჯერადი დოზის შემდეგ. საშუალო კლირენსი ხანდაზმულებში (0.39 მლ/წთ/კგ) და საშუალო კლირენსი (0.31-0.65 მლ/წთ/კგ)არა ხანდაზმულ მოზრდილებში ჩატარებული 9 გამოკვლევიდან ერთჯერადი დოზების შემდეგ იყო 30-დან 450 მგ-მდე დიაპაზონში.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
გამოყენების ინსტრუქცია gsk
ლამიქტალ DC 25 მგ ხსნადი/საღეჭი ტაბლეტი
განკუთვნილია პირის გზით (პერორალური) მიღებისთვის
მოქმედი ნივთიერება: თითოეული ტაბლეტი 25 მგ ლამოტრიჯინს შეიცავს.
დამხმარე ნივთიერებები: კალციუმის კარბონატი, დაბალი შემცველობის ჰიდროქსიპროპილ ცელულოზა, ალუმინის მაგნიუმის სილიკატი, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, პოვიდონ K30, საქარინის ნატრიუმი, მოცხარის არომატი, მაგნიუმის სტეარატი, გამოხდილი წყალი.
აღნიშნული წამლის მიღებამდე გამოყენების ინსტრუქცია ყურადღებით წაიკითხეთ, რადგანაც ის თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს.
აღნიშნული გამოყენების ინსტრუქცია შეინახეთ. შეიძლება განმეორებით გადაკითხვა დაგჭირდეთ.
დამატებით კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს მიმართოთ.
აღნიშნული წამალი პირადად თქვენთვისაა გამოწერილი, სხვას არ მისცეთ.
აღნიშნული წამლის გამოყენებისას თუ სხვა ექიმს და ან საავადმყოფოს მიმართავთ, ექიმს მიაწოდეთ ინფორმაცია ამ წამლის მოხმარების შესახებ.
წამლის გამოყენების ინსტრუქცია ზუსტად შეასრულეთ. თქვენთვის რეკომენდირებული დოზის გარდა მაღალი და ან დაბალი დოზა არ მიიღოთ.
გამოყენების ინსტრუქცია შეიცავს შემდეგი სათაურების მომცველ მონაცემებს:
რა არის და რისთვის გამოიყენება ლამიქტალი?
ლამიქტალის გამოყენებამდე რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?
როგორ გამოიყენება ლამიქტალი?
რა სახის შესაძლო გვერდითი ეფექტები შეიძლება გამოვლინდეს?
ლამიქტალის შენახვა
- რა არის და რისთვის გამოიყენება ლამიქტალი?
ლამიქტალი, ეპილეფსიური გულყრების სამკურნალოდ გამოყენებული წამლების ჯგუფში შედის. თითოეულ ტაბლეტს თეთრი-მოთეთრო ფერის ზედაპირი, მოცხარის არომატის სურნელი აქვს, ტაბლეტს დაყოფის ხაზი არ აქვს, მრგვალი ფორმისაა, ერთ ზედაპირზე ,,GSCL5’’ , მეორე ზედაპირზე კი ,,25’’ გრავირება აქვს. ტაბლეტები შეიძლება მსუბუქად ლაქოვანი იყოს. თითოეულ კოლოფში, ბავშვებისგან დამცავი საფარის მქონე ბლისტერში 30 ტაბლეტია მოთავსებული.
ლამიქტალი, გამოიყენება ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს:
2-12 წლის ასაკოვანი ჯგუფის ბავშვებში ეპილეფსიის სამკურნალოდ, ასევე პარციალური გულყრების, ტონურ-კლონური გულყრების (კრუნჩხვებით და კანკალით მიმდინარე გულყრები) და ლენნოქს-გასტატის სინდრომთან (გულყრების განსხვავებული ტიპების მქონე ეპილეფსი კლინიკური სურათი) დაკავშირებული გულყრების მომცველი, გენერალიზებული გულყრების სამკურნალოდ სხვა მედიკამენტებთან ერთად.
2-12 წლის ასაკობრივი ჯგუფის ბავშვებში ტიპიური მცირე ეპილეპტიკური გულყრების (უეცარის დაწყების და დასრულების მქონე სიმეტრიული გულყრა) სახელით ცნობილი ეპილეფიის სამკურნალოდ მონოთერაპიის სახით.
12 წლის და მეტი ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში ეპილეფსიის სამკურნალოდ, ასევე პარციალური გულყრების და ტონურ-კლონური გულყრების, ლენნოქს-გასტატის სინდრომთან დაკავშირებული გულყრების მომცველი გენერალიზებული გულყრების სამკურნალოდ სხვა მედიკამენტებთან ერთად და ან მონოთერაპიის სახით.
18 წლის და მეტი ასაკის მქონე ზრდასრულებში ბიპოლარული დარღვევების (ორმაგი ბუნების მქონე გუნება-განწყობის დარღვევები) სამკურნალოდ.
- ლამიქტალის გამოყენებამდე რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?
ლამიქტალი, ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს არ გამოიყენოთ:
თუ, ლამოტრიჯინის და ლამიქტალის შემადგენლობაში არსებული დამხმარე ნივთიერებების მიმართ მომატებული მგრძნობელობა გაქვთ (იხილეთ წამლის გამოყენების ინსტრუქციის დასაწყისში მოცემული დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალი).
ლამიქტალი, ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს სიფრთხილით გამოიყენეთ:
ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს, ლამიქტალის გამოყენებამდე თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს გაესაუბრეთ:
თუ, თირკმლების ნებისმიერი სახის პრობლემა გაქვთ,
თუ მანამდე ლამოტრიჯინის გამოყენებისას და ან ბიპოლარული აშლილობის და ან ეპილეფსიის სამკურნალოდ სხვა მედიკამენტის გამოყენებისას გამონაყარი განვითარდა,
თუ, ლამოტრიჯინის მიღების და ან მზის სხივების და ან ხელოვნური განათების ზემოქმედების ქვეშ მოხვედრისას (მაგ.სოლარიუმი) კანზე გამონაყარი და ან მზის დამწვრობა განვითარდა. თქვნი ექიმი, მკურნალობის რეჟიმს გადაამოწმებს და მზის სხივების ქვეშ მოხვედრის თავიდან აცილების და ან მზისგან დაცვის რეკომენდაციებს მოგცემთ (მაგ. მზის დამცავი კრემის გამოყენება და/ და ან დამცავი ტანისამოსის ტარება).
თუ, ლამოტრიჯინის გამოყენებისას მენინგიტი (თავის ტვინისნ გარსების ანთება) გადაიტანეთ (აღნიშნული ნიშნების ამოცნობისთვის იხილეთ ნაწილი-4- იშვიათი გვერდითი ეფექტები).
თუ, ლამოტრიჯინის შემცველ სხვა წამლებს ღებულობთ,
თუ, ,,ბრუგადას სინდრომის’’ სახელით ცნობილი მდგომარეობა და ან გულთან დაკავშირებული სხვა პრობლემა გაქვთ. ბრუგადას სინდრომი, გულის ანორმალური ელეტრული აქტივობით დასრულებული გენეტიკური დაავადებაა. ლამოტრიჯინმა შეიძლება გამოიწვიოს არითმიები (გულისცემის ანორმალური რითმი) და ეკგ -ზე გამოვლენილი სხვა ანორმალობა.
თუ, ღვიძლის ფუნქციების დარღვევა გაქვთ,
თუ, ჰორმონების შემცველი ჩასახვის საწინააღმდეგო აბების მიღება დაიწყეთ და ან აღნიშნული აბების მიღება შეწყვიტეთ.
ლამიქტალის გამოყენების დროს ჰორმონალური ჩასახვის საწიააღმდეგო აბების მომხმარებელ ქალებში ჩასახვის საწინააღმდეგო წამლების ეფექტი შეიძლება შემცირდეს. ამიტომ, მოულოდნელი სისხლდენების მსგავსი მენსტრუალური ციკლის დარღვევები შეიძლება განვითარდეს. ასეთი მდგომარეობების დროს საჭიროა ლამოტრიჯინის დოზის რეგულირება.
თუ, ზემოთ აღნიშნულთაგან რომელიმე თქვენთან ვლინდება, თქვენს ექიმს აცნობეთ. ექიმი, შეიძლება წამლის დოზას შეამცირებს და ან თქვენთან ლამიქტალის გამოყენებას საჭიროდ არ ჩათვლის.
პოტენციურად სიცოცხლისთვის საშიში რეაქციების შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია:
ლამიქტალით მკურნალობის დაწყების შემდეგ, ძირითადად პირველი 8 კვირის განმავლობაში შეიძლება გამოვლინდეს გამონაყარი კანზე. აღნიშნული გამონაყარის დიდი ნაწილი მსუბუქი და შემოსაზღვრულია, თუმცა შეიძლება განვითარდეს კანის სერიოზული გამონაყარი, რომელიც საჭიროებს ლამიქტალის მიღების შეწყვვეტას და საავადმყოფოში მკურნალობას. აღნიშნული გართულებები შეიძლება იყოს:
სტევენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქისკური ეპიდერმალური ნეკროლიზი, ეოზინოფილია და სისტემური სიმპტომების თანხლებით წამლისმიერი რეაქციები, ე. წ. დრესს სინდრომი. ლამიქტალის მიღების დროს სიფრთხილისთვის გამოჩენისთვის აუცილებელია მნიშვნელოვანი სიმპტომების ცოდნა.
სერიოზული კანის გამონაყარის განვითარების რისკი მოზარდებთან შედარებით ბავშვებში უფრო მეტია. ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს გენერალიზებული გამონაყარის განვითარების რისკი მატულობს:
თუ, ლამიქტალით მკურნალობა მაღალი დოზებით იწყება
თუ, ლამიქტალით მკურნალობის დროს რეკომენდირებული დოზის გადაჭარბება ხდება
თუ, ლამიქტალთან ერთად ვალპროატს ღებულობთ
ბავშვებში გამონაყარის პირველი გამოვლინება შეიძლება ინფექციასთან აგვერიოს.
აღნიშნული ნიშნების აღწერილი დეტალები იხილეთ წამლის გამოყენების ინსტრუქციის ნაწილი-4.
ჰემოფაგოციტური ლიმფოჰისტიოციტოზი (HLH)
ლამოტრიჯინის მომხმარებელ ავადმყოფებში იშვიათად დაფიქსირებულია ძალიან სერიოზული იმუნური სისტემის რეაქციები. თუ, ლამიქტალის გამოყენების დროს ქვემოთ მოცემული ნიშნები გამოვლინდება, კონსულტაციისთვის სასწრაფოდ თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს მიმართეთ:
ცხელება, გამონაყარი, ნევროლოგიური ნიშნები (მაგ.კანკალი და ან ტრემორი, გონების არევა, თავის ტვინის ფუნქციების დარღვევა).
თვითდაზიანების და ან თვითმკვლელობის ფიქრები
ანტიეპილეფსიური წამლები, ეპილეფსიის და ბიპოლარული დარღვევების მსგავსი სხვადასხვა აშლილობების სამკურნალოდ გამოიყენება. ბიპოლარული დარღვევების მქონე პირებში ზოგჯერ შეიძლება გამოვლინდეს თვითდაზიანების და თვითმკვლელობის ფიქრები. თუ ბიპოლარული დარღვევები გაქვთ, თვითმკვლელობის და თვითდაზიანების ფიქრები შეიძლება ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს გამოვლინდეს:
მკურნალობის პირველად დაწყება
მანამდე თვითდაზიანების და ან თვითმკვლელობის ფიქრების არსებობა
25 წელზე ნაკლები ასაკი
თუ, ლამიქტალის მიღების დროს შემაწუხებელი ფიქრები და ან ქმედებები გექნებათ, თავს ცუდად იგრძნობთ და ან ახალი სიმპტომები გამოვლინდება, უმოკლეს დროში ექიმს გაესაუბრეთ და ან დახმარებისთვის ყველაზე ახლოს საავადმყოფოს მიმართეთ.
სასურველია ოჯახის წევრმა, მომვლელმა და ან ახლო მეგობარმა იცოდეს თქვენთან არსებული გუნება-განწყობის დარღვევის, დეპრესიის არსებობის შესახებ და გუნება-განწყობაში მნიშვნელოვანი ცვლილებების გამოვლინებისას დროული დახმარება გაგიწიოთ, სასურველია აღნიშნული წამლის ინსტრუქციაც წაიკითხოს. ახლობლებს სთხოვეთ, რომ ქცევის და ან ხასიათის მნიშვნელოვანი ცვლილების შემჩნევისას გითხრათ.
ლამიქტალის მსგავსი ანტიეპილეფსიური წამლებით მკურნალობის ქვეშ მყოფ ავადმყოფთა მცირე რიცხვში დაფიქსირებულია თვითდაზიანების და ან თვითმკვლელობის ფიქრები. თუ, აღნიშნული ფიქრები ოდესმე გქონიათ და ან გაქვთ, სასწრაფოდ კონსულტაციისთვის თქვნს ექიმს დაუკავშირდით.
ბიპოლარული დარღვევების მქონე ავადმყოფებში დაავადების ნიშნების გაუარესების, თვითმკვლელობის ფიქრების არსებობის, ქცევის ცვლილების და თვითდაზიანების სურვილის რისკი შეიძლება გაიზარდოს. ანამნეზში თვითმკვლელობის მცდელობის არსებობისას, მკურნალობის დაწყებამდე ახალგაზრდა ზრდასრულებსა და მკურნალობამდე თვითმკვლელობის ფიქრების მქონე აავადმყოფებში რისკი კიდევ უფრო მაღალია. ამიტომ, ლამიქტალის მომხმარებელ ავადმყოფებთან, განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში საჭიროა ახლო დაკვირვება.
ავადმყოფებში, რომლებთანაც მომატებული მგრძნობელობის რეაქციები ვლინდება, კანზე გამონაყარს შეიძლება თან ახლდეს ცხელება, ლიმფადენოპათია (კისრის, იღლიის, საზარდულის ლიმფური ჯირკვლების გადიდება), სახის შეშუპება, სისხლის და ღვიძლის ფუნქციების დარღვევის მსგავსი ანორმალობები.
გამონაყარის განვითარების რისკის გამო, მკურნალობის დასაწყისში და შემდეგომში დოზის მომატების დროსაც რეკომენდირებულ დოზას არ უნდა გადააჭარბოთ.
თუ, ეპილეფსიის მკურნალობისთვის ლამიქტალს ღებულობთ:
ლამიქტალის გამოყენების დროს ეპილეფსიის ზოგიერთი ტიპის დროს შეიძლება გულყრების გამოვლინება პერიოდულად გაუარესდეს და ან გახშირდეს. ზოგიერთ ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს გულყრების მძიმე ფორმები, რამაც ასევე შეიძლება სხვა, დამატებითი ჯანმრთელობის პრობლემები შექმნას. თუ, ლამიქტალის გამოყენების დროს გულყრების სიმძიმე და სიხშირე მოიმატებს და გართულდება, უმოკლეს დროში ექიმს მიმართეთ.
ლამიქტალი, 18 წლამდე ასაკის მოზარდებსა და ბავშვებში ბიპოლარული აშლილობის სამკურნალოდ არ უნდა იქნას გამოყენებული. დეპრესიის (გუნება-განწყობის აშლილობები) და სხვა ფსიქიკური დაავადებების სამკურნალოდ გამოყენებული წამლები ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში თვითმკვლელობის ფიქრების და მცდელობის გამოვლინების რისკს ზრდის.
თუ, აღნიშნული გაფრთხილებები წარსულში და ან ამჟამად თქვენთვის მოქმედია, გთხოვთ კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს მიმართეთ.
ლამიქტალის გამოყენება საკვებთან დ სასმელთან ერთად
ლამიქტალის მიღება შეიძლება როგორც საკვებთან ერთად, ასევე მშიერზეც.
ორსულობა:
წამლის გამოყენებამდე, კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს მიმართეთ.
თუ, ორსულად ხართ და ან ფიქრობთ რომ ორსულად ხართ და ან ორსულობას გეგმავთ, ამ წამლის მიღებამდე თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს მიმართეთ.
ლამიქტალის ორსულობის პერიოდში გამოყენების საკითხს თქვენი ექიმი გადაწყვეტს.
ექიმთან შეთანხმების გარეშე მკურნალობა არ შეწყვიტოთ, აღნიშნული მნიშვნელოვანია განსაკუთრებით მაშინ, თუ ეპილეფსია გაქვთ.
ორსულობამ შეიძლება ლამიქტალის ეფექტი შეცვალოს, ამიტომ შეიძლება საჭირო გახდეს სისხლის ანალიზის გაკეთება და სისხლში ლამიქტალის შემცველობის განსაზღვრის შესაბამისად დოზის რეგულირება.
თუ, ლამიქტალი ორსულობის პირველ 3 თვეში იქნება მიღებული, შეიძლება სასის ნაპრალის და ან ტუჩის ნაპრალის მსგავსი ანომალიების გამოვლინების რისკის მცირედ გაიზარდოს.
თუ, ორსულბას გეგემავთ და ან ორსულად ხართ, ექიმმა შეიძლება დამატებით ფოლიუმის მჟავის მიღების რეკომენდაცია მოგცეთ.
თუ, მკურნალობის პერიოდში ორსულობა დადასტურდება, კონსულატაციისთვის მაშინვე თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს დაუკავშირდით.
ძუძუთი კვება -ლაქტცია
წამლის გამოყენებამდე, კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს და ან ფარმცევტს მიმართეთ.
თუ, ბავშვს ძუძუთი კვებავთ და ან ძუძუთი კვებას გეგმავთ, ამ წამლის მიღებამდე კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს მიმართეთ.
ლამიქტალის მოქმედი ნივთიერება დედის რძეში გადადის და შეიძლება ბავშვზე ზემოქმედება მოახდინოს. ექიმი, ლამიქტალის მიღების დროს ძუძუთი კვების რისკებსა და სარგებელს შეაფასებს და ინფორმაციას მოგაწვდით, თუ ძუძუთი კვების გადაწყვეტილებას მიიღებთ, ბავშვთან შეიძლება გამოვლინდეს ძილიანობა, გამონაყარი და ან წონის მცირე მატება, ამიტომ საჭიროა ბავშვზე პერიოდულად დაკვირვება და კონტროლი. თუ, ჩამოთვლილი ნიშნებიდან რომელიმე თქვენს შვილთან გამოვლინდება, მაშინვე თქვენს ექიმს აცნობეთ.
ავტომობილის და მექანიზმების მართვა
ლამიქტალით მკურნალობის დროს შეიძლება გამოვლინდეს თავბრუსხვევა და ან მხედველობის გაორების მსგავსი გვერდით ეფექტები, ამიტომ სანამ არ დარწმუნდებით, რომ წამლის მავნე ზემოქმედების ქვეშ არა ხართ, ავტომობილი და მექანიზმები არ მართოთ.
თუ, ეპილეფსია გაქვთ, ავტომობილის და მექანიზმების მართვასთან დაკავშირებით კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს მიმართეთ.
ლამიქტალის შემადგენლობაში არსებული ზოგიერი დამხმარე ნივთიერების შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია:
სიფრთხილის საჭიროების მქონე დამხმარე ნივთიერებებს არ შეიცავს.
სხვა მედიკამენტებთან ერთად გამოყენება
თუ, სხვა ნებისმიერ წამალს ღებულობთ, ახლო პერიოდში მიიღეთ და ან მომავალში მიღების ალბათობა არსებობს, თქვენს ექიმს გაესაუბრეთ. აღნიშნული მდგომარეობა მოქმედებს ზოგიერთი მცენარეული წამლების და ან რეცეპტის გარეშე გაცემულის პრეპარატების შემთხვევაშიც.
ზოგიერთი წამალი შეიძლება ლამიქტალთან ურთიერთქმედებაში შევიდეს და ან ავადმყოფებში გვერდითი ეფექტების გამოვლინების ალბათობა გაზარდოს. ეს წამლებია:
ვალპროატი (ეპილეფსიის და ფსიქიკური დაავადებების მკურნალობა)
კარბამაზეპინი (ეპილეფსიის და ფსიქიკური დაავადებების მკურნალობა)
ფენიტოინი (ეპილეფსიის მკურნალობა)
პრიმიდონი (ეპილეფსიის მკურნალობა)
ფენობარბიტალი (ეპილეფსიის მკურნალობა)
რიფამპიცინი (ინფექციების მკურნალობა)
რისპერიდონი (ფსიქიკური აშლილობის მკურნალობა)
ლოპინავირი/რიტონავირი და ან ატაზანავირი და რიტონავირი (ადამიანის იმუნოდეფიციტური ინფექციის ( HIV) მკურნალობა)
ეტინილესტრადიოლი/ლევონოგრესტრელის კომბინაცია (ჰორმონალური ჩასახვის საწინააღმდეგო აბები)
თუ, ეპილეფსიის და ან ფსიქიკური პრობლემების გამო სხვა წამლებს ღებულობთ, დარწმუნდით რომ ლამიქტალის სწორ დოზას ღებულობთ აღნიშნულის გათვალისწინებით, ექიმი თქვენს მიერ მიღებული წამლების შესახებ ინფორმაციას უნდა ფლობდეს. ეს წამლებია:
ლითიუმი (ფსიქიკური დარღვევების მკურნალობა)
ბუპროპიონი (ფსიქიკური დარღვევების მკურნალობა და სიგარეტის მოხმარების თავის დანებებისთვის გამოიყენება)
ოლანზაპინი (ფსიქიკური დარღვევების მკურნალობა)
ოქსკარბაზეპინი (ეპილეფსიის მკურნალობა)
ფელბამატი (ეპილეფსიის მკურნალობა)
გაბაპენტინი (ეპილეფსიის მკურნალობა)
ლევეტირაცეტამი (ეპილეფსიის მკურნალობა)
პრეგაბალინი (ეპილეფსიის მკურნალობა)
ტოპირამატი (ეპილეფსიის მკურნალობა)
ზონისამიდი (ეპილეფსიის მკურნალობა)
არიპიპრაზოლი (ფსიქიკური დარღევების მკურნალობა)
პარაცეტამოლი (ტკივილის და ცხელების მკურნალობა)
ჰორმონალურმა ჩასახვის საწინააღმდეგო წამლებმა შეიძლება ზემოქმედება მოახდინოს ლამიქტალის მოქმედების ფორმაზე.
აღნიშნულ შემთხვევაში, ექიმმა შეიძლება სხვა ტიპის ჩასახვის საწინააღმდეგო აბების და ან კონდომის, ქუდის ან სპირალის მსგავსი ჩასახვის საწინააღმდეგო მეთოდის გამოყენების რეკომენდაცია მოგცეთ. თუ, ჩასახვის საწინააღმდეგო აბების მსგავს კონტრაცეპტივებს ღებულობთ, ექიმმა შეიძლება სისხლში ლამიქტალის დონის გაკონტროლებისთვის სისხლის ანალიზის გაკეთება მოითხოვოს. თუ ჰორმონალურ კონტრაცეპტივს იყენებთ და ან გამოყენებას გეგემავთ, შესაბამისი ჩასახვის საწინააღმდეგო მეთოდის შერჩევისთვის ექიმ სპეციალისტს მიმართეთ.
ლამიქტალმა, ჰორმონალური ჩასახვის საწინააღმდეგო კონტრაცეპტივების მოქმედების ფორმაზეც შეიძლება ზეგავლენა მოახდინოს, თუმცა ნაკლებ ეფექტურობის ალბათობა დაბალია. თუ, ჰორმონალურ კონტრაცეპტივს ღებულობთ და მენსტრუალური ციკლის ცვლილება გამოვლინდება, უეცარი სისხლდენა და ან მენსტრუალურ ციკლებს შორის პერიოდში მხოლოდ ლაქის მსგავსი სისხლდენა გექნებათ, თქვენს ექიმს მიმართეთ. აღნიშნული, ლამიქტალის კონტრაცეპტივზე ზემოქმედების გამოვლინება შეიძლება იყოს.
თუ, რეცეპტით დ ან რეცეპტის გარეშე ნებისმიერ წამალს ღებულობთ და ან ბოლო პერიოდში მიიღეთ, გთხოვთ, აღნიშნულის შესახებ თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს აცნობეთ.
- როგორ გამოიყენება ლამიქტალი?
სწორი გამოყენება და დოზები/გამოყენების სიხშირე და მითითებები:
წამალი, ყოველთვის ექიმის რეკომენდაციის შესაბამისად მიიღეთ. თუ დარწმუნებული არა ხართ, თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს მიმართეთ.
ლამიქტალის გამოყენება ეპილეფსიის სამკურნალოდ:
12 წლის და მეტი ასაკის ზრდასრულები და მოზარდები: ეპილეფსიის მართვისთვის გამოყენებული დოზაა: 100 მგ-დან 700 მგ-მდე დღეში ერთხელ და ან ორ დოზად დაყოფილი სახით. ლამიქტალის პირველი მიღებისას, ექიმი აღნიშნულ დოზაზე უფრო ნაკლებ დოზას დაგინიშნავთ და შემდეგ რამდენიმე კვირის განმავლობაში დოზას ნელ-ნელა გაზრდის.
2-12 წლის ასაკობრივი ჯფუფის ბავშვები: დოზა, სხეულის წონის შესაბამისად გამოითვლება. მკურნალობა, ლამიქტალთან ერთად სხვა წამლის მიღების გათვალისწინების შესაბამისად დღეში ერთხელ და ან ორ დოზად დაყოფილი სახით მიიღება, მინიმალური საწყისი დოზაა : 0,15-0,6 მგ/კგ/დღეში, დოზა ეტაპობრივად შეიძლება გაიზარდოს და დღეში ერთხელ და ან ორად დაყოფილი დოზის სახით იქნას მიღებული, დოზა შეიძლება 1-15მგ/კგ/დღეში გაიზარდოს.
ტიპიური მცირე ეპილეფსიური გულყრების მქონე ბავშვებში ლამიქტალის მონოთერაპიის სახით (მხოლოდ ლამიქტალი) გამოყენებისას რეკომენდირებული დოზაა: 1მგ/კგ-დან 15 მგ/კგ-მდე დღეში ერთი დოზის სახით და ან ორ დოზად დაყოფილი სახით.
ლამიქტალის გამოყენება ბიპოლარული დარღვევების სამკურნალოდ:
18 წლის და მეტი ასაკის ზრდასრულები: ბიპოლარული დარღვევების დროს გამოყენებული დოზაა: 100 მგ-დან 400 მგ-მდე დღეში ერთი დოზის და ან ორად დაყოფილი დოზის სახით. ლამიქტალის მიღების დაწყებისას, ექიმი აღნიშნულ დოზაზე უფრო ნაკლებ საწყის დოზას დაგინიშნავთ და შემდეგ რამდენიმე კვირის განმავლობაში დოზას ნელ-ნელა გაზრდის.
ლამიქტალი, მხოლოდ ექიმის მიერ რეკომენდირებული ფორმით მიიღეთ.
ექიმის მიერ თქვენთან გამოწერილი დოზა დამოკიდებულია სხვა წამლის მიღებასთან, აღნიშნული მდგომარეობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ, თუ ვალპროატის შემცველ რომელიმე წამალს ღებულობთ.
ექიმი და ან ფარმაცევტი დღიურად მისაღები ტაბლეტების რაოდენობის, დროის და დოზის შესახებ ინფორმაციას მოგაწვდით.
თუ, ლამიქტალით მკურნალობის დროს კანზე გამონაყარი გამოვლინდება, მაშინვე თქვენს ექიმს დაუკავშირდით.
ლამიქტალი, ბიპოლარული დარღევების სამკურნალოდ 18 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში არ უნდა იქნას გამოყენებული.
გამოყენების გზა და მეთოდი:
ლამიქტალის მიღება შესაძლებელია დაღეჭილი სახით, მცირე რაოდენობის წყალში გახსნილი ფორმით და ან მცირე რაოდენობის წყალთან ერთად მთლიანი სახით გადაყლაპვის ფორმით. მიღებისას სითხე სრულად მიიღეთ, გადაყლაპეთ.
ბავშვებისგან დამცავი სისტემის მქონე ბლისტერის ტაბლეტების გამოყენების ინსტრუქცია:
ბავშვებისგან დამცავი სისტემის მქონე ბლისტერის უკანა ზედაპირის ვიზუალი:
სურათი-1 - ბლისტერის უკანა ზედაპირის ფოტო, სადაც მონიშნულია 1-ელი და მე-2 ტაბლეტის გახსნის კუთხე ისრებით
სურათი-2- 1-ელი ისრის დაკბილული ხაზის გაყოლებით აშრევებით ტაბლეტის შემცველი ბლისტერის უჯრა გამოიყოფა.
სურათი-3- ბლისტერის უჯრის ქვემოთ არსებული ქაღალდის მე-2 ნუმერაციის ისრით ნაჩვენები ფერადი სამკუთხედი კუთხიდან აშრევებით მოხსენით. ქაღალდის ქვემოთ არსებული ალუმინის ფოლგა გამოჩნდება.
სურათი-4- ბლისტერის უჯრაზე ზემოდან ზეწოლით ტაბლეტი ამოიღეთ.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:
ბავშვებში გამოყენება:
ეპილეფსიის სამკურნალოდ გამოყენება:
2 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოყენებასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ არსებობს. ექიმთან კონსულტაციის გარეშე აღნიშნულ ასაკობრივ ჯგუფში არ გამოიყენოთ.
ბიპოლარული დარღვევების სამკურნალოდ გამოყენება:
18 წლამდე ასაკის მოზარდებსა და ბავშვებში ბიპოლარული აშლილობის სამკურნალოდ არ უნდა იქნას გამოყენებული.
ხანდაზმულებში გამოყენება:
აღნიშნულ ასაკობრივ ჯგუფში დოზის განსხვავებულ რეგულაციას არ მოითხოვს.
გამოყენების განსაკუთრებული მდგომარეობები:
თირკმლების უკმარისობის დროს გამოყენება: თუ თირკმლების უკმარისობა გაქვთ, ექიმი მდგომარეობის სიმძიმის შესაბამისად წამლის დოზის რეგულირებას მოახდენს.
ღვიძლის უკმარისობის დროს გამოყენება: თუ ღვიძლის უკმარისობა გაქვთ, ექიმი მდგომარეობის სიმძიმის შესაბამისად წამლის დოზას დაარეგულირებს.
სხვა:
ჰორმონალური ჩასახვის საწინააღმდეგო წამლების მომხმარებელ ავადმყოფებში გამოყენება: ექიმი, თქვენთან გამოყენებული ჩასახვის საწინააღმდეგო აბების სახეობის შესაბამისად წამლის დოზას დაარეგულირებს.
თუ, ფიქრობთ, რომ ლამიქტალის ეფექტი ძალიან ძლიერი და ან ძალიან სუსტია, თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს მიმართეთ.
თუ, ლამიქტალის საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ:
თუ, ლამიქტალის საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ, შეიძლება სასიკვდილოდ სერიოზული გვერდით ეფექტების გამოვლინების ალბათობა გაიზარდოს.
ლამიქტალის საჭიროზე მეტი დოზის მიღების შემთხვევაში, შესაძლო გვერდითი ეფექტების ჩამონათვალი ქვემოთაა მოცემული:
სწრაფი, უკონტროლო თვალის მოძრაობები (ნისტაგმი)
მოუხერხებლობა და წონასწორობაზე მოქმედი კოორდინაციის დეფიციტი (ატაქსია)
ცნობიერების დარღვევა და ან დაკარგვა, გულყრები (კონვულსიები) და ან კომა
გულისცემის რითმის ცვლილება(ძირითადად ეკგ ფისქირდება)
თუ, ლამიქტალის საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ, სასწრაფოდ თქვენს ექიმს დაუკავშირდით და ან ყველაზე ახლო საავადმყოფოს ემერჯენსის განყოფილებას მიმართეთ. თუ შესაძლებელია, საავადმყოფოში მიღებული წამლის კოლოფიც თან იქონიეთ საჩვენებლად.
თუ, ლამიქტალის საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ, თქვენს ექიმს და ნა ფარმაცევტს მიმართეთ.
თუ, ლამიქტალის მიღება დაგავიწყდებათ:
დავიწყებული ერთი დოზის აღდგენისთვის დამატებით ტაბლეტები არ მიიღოთ. მომდევნო დოზა ჩვეული რეჟიმის მიხედვით მიიღეთ.
თუ, ლამიქატალის ერთზე მეტი დოზის მიღება დაგავიწყდებათ, ლამიქტალის მიღების განახლებისთვის კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს დაუკავშირდით, ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
თუ, ერთი დოზის მიღება დაგავიწყდებათ, რეკომენდაციის მიღებისთვის თქვენს ექიმს დაუკავშირდით.
დავიწყებული დოზების აღდგენისთვის ორმაგი დოზა არ მიიღოთ.
მოვლენები, რომელიც ლამიქტალით მკურნალობის დასრულებისას შეიძლება გამოვლინდეს:
ლამიქტალი, ექიმის მიერ რეკომენდირებული დროის განლავლობაში უნდა მიიღოთ. ექიმის მითითების გარეშე ლამიქტალის მიღება არ შეწყვიტოთ.
ეპილეფსიის მკურნალობის ქვეშ მყოფი ავადმყოფები: ლამიქტალის უცებ შეწყვეტამ შეიძლება ეპილეფსიური გულყრების კვლავ გამოვლინება განაპირობოს. თუ, უსაფრთოხებასთან დაკავშირებული მიზეზით (მაგ. გამონაყარი) წამლის მიღების უეცრად შეწყვეტა არ გესაჭიროებათ, ექიმი წამლის დოზას ეტაპობრივად, 2 კვირის განმავლობაში შეამცირებს.
ბიპოლარული აშლილობის მქონე ავადმყოფები: წამალი, დოზის ეტაპობრივი შემცირების გარეშე შეიძლება შეწყვეტილი იქნას.
ლამიქტალის ეფექტის გამოვლინება გარკვეულ დროს მოითხოვს, ამიტომ მდგომარეობის სწრაფი გაუმჯობესება შეუძლებელია. თუ ლამიქტალის მიღებას შეწყვეტთ, დოზის ეტაპობრივი შემცირება საჭირო არ არის. თუმცა, თუ ლამიქტალის მიღების შეწყვეტა გსურთ, ჯერ სასურველი ექიმის კონსულტაციის მიღება.
- რა შეიძლება იყოს შესაძლო გვერდითი ეფექტები:
როგორც ყველა წამლის შემთხვევაში, ასევე ლამიქტალის შემადგენლობაში არსებული ნივთიერებების მიმართ მგრძნობელობის მქონე ავადმყოფებში შეიძლება გვერდით ეფექტები გამოვლინდეს.
თუ, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება, ლამიქტალის მიღება შეწყვიტეთ და სასწრაფოდ თქვენს ექიმს აცნობეთ და ან თქვენთან ყველაზე ახლო საავადმყოფოს ემერჯენსის განყოფილებას მიმართეთ:
ლამიქტალის მომხმარებელ ავადმყოფთა მცირე რიცხვში ალერგიული რეაქცია და ან პოტენციურად სიცოცხლისთვის საშიში კანის რეაქციები შეიძლება გამოვლინდეს, თუ აღნიშნული პრობლემების მკურნალობა არ განხორციელდება, შეიძლება უფრო სერიოზული გართულებები გამოიწვიოს.
ლამიქტალის გვერდით ეფექტები შეიძლება გამოვლინდეს ლამიქტალით მკურნალობის პირველად დაწყებისას და ან პირველი რამდენიმე თვის განმავლობაში, განსაკუთრებით მაშინ თუ საწყისი დოზა ძალიან მაღალი იქნება და ან დოზის მომატება სწრაფად მოხდება და ან ლამიქტალი ვალპროატის სახელით ცნობილ წამალთან ერთად მიიღება. ზოგიერთი ნიშნები ბავშვებში უფრო მეტად არის გავრცელებული, ამიტომ მშობლებმა ამ ნიშნების გამოვლინების კონტროლის მხრივ ყურადღებით უნდა იყვნენ.
აღნიშნული რეაქციების ნიშნები ქვემოთაა მოცემული:
კანზე გამოანყარი და ან სიწითლე, განსაკუთრებით პირის, ცხვირის, თვალების და სასქესო ორგანოების მიდამოებში სითხის შემცველი ბუშტუკოვანი, გავრცელებული გამონაყარი და კანის აშრევება (სტევენს-ჯონსონის სინდრომი), კანის ძლიერი აშრევება (სხეულის ზედაპირის >30% აშრევება- ტოქსიკური ეპიდერმალური ნეკროლიზი) და ან ღვიძლის, სისხლის და ან სხეული ორგანოების დაზიანებით გამოვლენილი გამონაყარი (დრესს-მომატებული მგრძნობელობის სინდრომის სახელით ცნობილი ეოზინოფილიის და სისტემური ნიშნებით გამოვლენილი წამლისმიერი რეაქციები) შეიძლება სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობად გარდაიქმნას.
პირის, ხახის, ცხვირის და სასქესო ორგანოების მიდამოებში წყლულები
პირის ღრუში იარები და ან გაწითლებული და ან შეშუპებული თვალები (კონიუქტივიტი)
სახის შეშუპება და ან კისრის არეში გადიდებული ლიმფური ჯირკვლები
ცხელება, გრიპის მსგავსი სიმპტომები და ან გაბრუება
კისრის , იღლიის და საზარდულის ლიმფური კვანძების შესივება, სახის შესივება (ლიმფადენოპათია)
მოულოდნელი სისხლდენა და ან სისხლჩაქცევა და ან თითების გალურჯება (დისემინირებული ინტრავასკულარული კოაგულაცია)
ყელის ტკივილი და ან ნორმაზე უფრო მეტი ინფექციები (გაცივების მსგავსი)
სისხლის ანალიზით ღვიძლის ფერმენტების დონის მომატება
სისხლის თეთრი უჯრედების ერთ სახეობის (ეოზინოფილის) მომატება
ლიმფური კვანძების გადიდება
ღვიძლის და თირკმლების ჩათვლით, სხეულის ორგანოების დაზიანება
ზოგიერთ შემთხვევვაში, აღნიშნული ნიშნები შეიძლება ნაკლებად მძიმე გევრდითი ეფექტების მაჩვენებელი იყოს, თუმცა, არ უნდა იქნას დავიწყებული, რომ აღნიშნული გვერდითი ეფექტები შეიძლება პოტენციურად სიცოცხლისთვის საშიშ და უფრო სერიოზულ პრობლემად გადაიქცეს. თუ, ჩამოთვლილი გვერდით ეფექტებიდან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება, მაშინვე თქვენს ექიმს აცნობეთ. ექიმმა შეიძლება მოითხოვოს თირკმლების, ღვიძლის ფუნქციების და ან სისხლის ანალიზის გადამოწმება და შეიძლება ლამიქტალის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღოს. სტევენს-ჯონსონის სინდრომის და ან ტოქსკიური ეპიდერმალური ნეკროლიზის გადატანის შემთხვევაში, ექიმი გაგაფრთხილებთ, რომ ლამიქტალი არასოდეს და არავითარ შემთხვევაში არ მიიღოთ.
ჰემოფაგოციტური ლიმფოჰისტიოციტოზი (იხილეთ ნაწილი 2: ლამიქტალის გამოყენებამდე რას უნდა გავუფრთხილდეთ).
ყველა აღნიშნული ძალიან სერიოზული გვერდითი ეფექტებია და საკმაოდ იშვიათად ვლინდება. ამ დროს შეიძლება სასწრაფო სამედიცინო დახმარება და ან საავადმყოფოში მოთავსება დაგჭირდეთ.
აღნიშნული ძალიან სერიოზული გვერდითი ეფექტები საკმაოდ იშვიათად ვლინდება.
გვერდითი ეფექტები კატეგორიების მიხედვით ქვემოთაა კლასიფიცირებული:
ძალიან გავრცელებული:10 ავადმყოფიდან სულ ცოტა 1 ავადმყოფთან ვლინდება.
გავრცელებული: 10 ავადმყოფიდან სულ ცოტა 1 ავადმყოფთან ვლინდება, მაგრამ 100 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.
ნაკლებად გავრცელებული: 100 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან, მაგრამ 1.000 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.
იშვიათი:1.000 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან და 10.000 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.
ძალიან იშვიათი: 10.000 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.
უცნობი: ხელთ არსებული მონაცემებით ვარაუდი შეუძლებელია.
ძალიან გავრცელებული:
თავის ტკივილი
კანზე გამონაყარი
გავრცელებული
გაღიზიანება და აღელვება
ძილიანობა და ან გაბრუება
თავბრუსხვევა
კანკალი და ან შეკრთომა
ჩაძინების გაძნელება (ინსომნია)
შფოთვა, წუხილი
დიარეა
პირის სიმშრალე
გულისრევა დ ან ღებინება
დაღლილობის შეგრძნება
ზურგის და ან სახსრების და ან სხვა მიდამოების ტკივილი
ნაკლებად გავრცელებული:
მოუხერხებლობა და კოორდინაციის დეფიციტი (ატაქსია)
მხედველობის გაორება და მხედველობის შემღვრევა
უჩვეულო თმის ცვენა და გათხელება (ალოპეცია)
მზის და ან ხელოვნური სინათლის ზემოქმედების ქვეშ მოხვედრისას კანზე გამონაყარი და ან მზის დამწვრობა (ფოტოსენსიტიურობა)
იშვიათი:
სწრაფი, უკონტროლო თვალის მოძრაობა (ნისტაგმი)
ასეპტიკური მენინგიტი (ცხელება, გულისრევა, ღებინება, თავის ტკივილი, კისრის გაშეშება და ბრჭყვიალა სინათლის მიმართ მომატებული მგრძნობელობა, რომელიც თავის ტვინის და ზურგის ტვინის მფარავი გარსების ანთებით არის გამოწვეული. აღნიშნული ნიშნები ძირითადად მკურნალობის დასრულებისას ალაგდება, თუმცა თუ პროცესი გაგრძელდება და მდგომარეობა გართულდება, თქვენს ექიმს მიმართეთ).
სიცოცხლსითვის საშიში კანის რეაქციები (სტევენს-ჯონსონის სინდრომი). (მეტი ინფორმაციისთის იხილეთ ნაწილი-4).
თვალის ქავილი, გამონადენი და თვალის ქუთუთოების შესივება (კონიუქტივიტი).
ძალიან იშვიათი:
კანის ძლიერი აშრევებით გამოვლენილი, სიცოცხლისთის საშიში კანის რეაქცია (ტოქსიკური ეპიდერმალური ნეკროლიზი). (მეტი ინფორმაციისთის იხილეთ ნაწილი-4).
მულტიორგანული უკმარისობა და ან მოულოდნელი სისხლდენის, სისხლჩაქცევების გამომწვევი სისხლის შედედების დარღვევები (დისემინირებული ინტრავასკულარული კოაგულაცია). (უფრო მეტი ინფორმციისთვის იხილეთ ნაწილი-4).
სახის შეშუპება (ედემა) და ან კისრის, იღლიის და ან საზარდულის ჯირკვლების შესივება (ლიმფადენოპათია). (უფრო მეტი ინფორმაციისთის იხილეთ ნაწილი-4).
მაღალი ტემპერატურა (უფრო მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ ნაწილი-4).
ეპილეფსიით დაავადებულებში გულყრების სიხშირის მომატება
სხეულის უკონტროლო მოძრაობები (წიკები), თვალზე, თავსა და სხეუულზე მოქმედი კუნთების უკონტროლო სპაზმები (ქორეოათეტოზი) დ ან კრთომა, კანკალი და ან გაშეშების მსგავსი სხეულის უჩვეულო მოძრაობები
წონასწორობის დარღვევის შეგრძნება
გონების არევა (კონფუზია)
არ არსებული დანახვა და გაგონება (ჰალუცინაციები)
პარკინსონის დაავადების სიმპტომების გაუარესება
ლუპუსის მსგავსი რეაქციები (სიმპტომები: ცხელება და ზოგადად ჯანმრთელობის პრობლემები, რომელსაც თან ახლავს ზურგის და სახსრების ტკივილი)
სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება (ნეიტროპენია, ლეიკოპენია, აგრანულოციტოზი)
ღვიძლის ფუნქციური სინჯების დარღვევა და ან ღვძლის უკმარისობა (მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ ნაწილი-4)
სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობის შემცირება (ანემია)
თრომბოციტების რაოდენობის შემცირება (თრომბოციტოპენია)
სისხლის უჯრედების რაოდენიბის შემცირება (პანციტოპენია)
ძვლის ტვინის ფუნქციის დარღვევა (აპლაზიური ანემია)
სისხლში ეოზინოფილების (ალერგიული უჯრედების სახეობა) რაოდენობის მომატება (ეოზინოფილია) და სისტემური სიმპტომების დროს გამოვლენილი წამლისმიერი რეაქციები (დრესს სინდრომი).(მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ ნაწილი-4)
ჰემოფაგოციტური ლიმფოჰისტიოციტოზი (იმუნური სისტემის მომატებული სტიმულაციის შედეგად განვითარებული და სხვადახვა სისტემების მხრივ გამოვლენილი ნიშნების მქონე მძიმე თანდაყოლილი დაავადება).(იხილეთ ნაწილი-2-ლამიქტალის გამოყენებამდე რას უნდა გავუფრთხილდეთ)
უცნობი:
კოშმარების ნახვა
ოსტეოპენია და ოსტეოპოროზის (ძვლის დაშლა) და ხრტილების მომცველი ძვლის დაზიანებები. თუ დიდი ხანია ანტიეპილეფიურ წამალს ღებულობთ, ანამნეზში აღინიშნება ოსტეოპოროზი და ან სტეროიდებს ღებულობთ, კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს მიმართეთ.
ინფექციების წინააღმდეგ დამცველობითი ფუნქციის მქონე, სისხლში იმუნოგლობულინების სახელით ცნობილი ანტიხეულების დაბალი დონის გამო იმუნიტეტის დასუსტება
თირკმელბის ანთება (ტუბულოინტერსტიციული ნეფრიტი) და როგორც თირმლების, ასევე თვალის ანთება(ტუბულოინტერსიტიციული ნეფრიტი და უვეიტის სინდრომი)
ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს.
გვერდი ეფექტების შესახებ მოხსენება
ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ექთანს და ან ფარმაცევტს. ასევე, გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შესახებ აცნობეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: www.titck.gov.tr ,,წამლის გვერდითი ეფექტის შესახებ შეტყობინების’’ გრაფაში დაკლიკებით და ან დარეკეთ ტელეფონის ნომერზე:0 800 314 00 08 თურქეთის ფარმაკოლოგიის სააგენტოს ცენტრს(TUFAM). გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შეტყობინებით წვლილს შეიტანთ გამოყენებული მედიკამენტის შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის მიღებასა და უსაფრთხოებაზე.
- ლამიქტალის შენახვა
ლამიქტალი, ბავშვებისგან შორს, მიუწვდომელ ადგილას, შეფუთვაში შეინახეთ.
შეინახეთ <300C ოთახის ტემპერატურაზე, მშრალ და სინათლისგან დაცულ ადგილას.
გამოიყენეთ გამოყენების ბოლო ვადის შესაბამისად.
შეფუთვაზე მითითებული გამოყენების ბოლო ვადის შემდეგ ლამიქტალი არ გამოიყენოთ.
ვადა გასული და ან გამოუყენებელი წამლები ნაგავში არ ჩააგდოთ, გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შემკრებ სისტემას ჩააბარეთ.
ლიცენზიის მფლობელი:
ს.ს. GlaxoSmithkline წამლის წარმოება და ვაჭრობა
ბუიუქდერეს ქ.N:173. 1 ლევენთი, პლაზა
ბლოკი-ბ, 34394. 1 ლევენთი/სტამბოლი
წარმოების ადგილი:
ს.ს. ფარმაქტივის წამლის წარმოება და ვაჭრობა
ქაფაქლი, თექირდაღი
აღნიშნული გამოყენების ინსტრუქცია 03.06.2022-ში დამოწმებულია.
2022. GSK ჯგუფის კომპანიები
1501451R03
თარჯიმანი ნაილა იდნოევი
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.








