პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ყველა სხვა თერაპიული საშუალებები

ლამერისი

LAMERIS®

რეცეპტით800 მგინსტრუქცია ქართულადთურქეთი
რისთვის გამოიყენება

ლამერისი წამოდგენილია 180 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტების სახით, რომელიც მოთავსებულია HDPE ბოთლებში და თითოეული აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 800 მგ სეველამერის კარბონატს. აქტიური ნივთიერების სახით ლამერისი შეიცავს სეველამერის კარბონატს. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
სეველამერი (sevelamer)
ფორმა და შეფუთვა
800 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №180
მწარმოებელი
Abdi ibrahim ilaç San. ve Tic. A.Ş., თურქეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ყველა სხვა თერაპიული საშუალებები, ჰიპერკალიემიისა და ჰიპერფოსფატემიის სამკურნალო პრეპარატები
ATC კოდი
V03AE02
რეგისტრაციის ნომერი
რ-036226
რეგისტრირებულია
18 აგვისტო 2022, მოქმედებს 18 აგვისტო 2027-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
სს „აბდი იბრაჰიმ ილაჩ სანაი ვე ტიკარეტ ანონიმ შირკეტის საქართველოს წარმომადგენლობა“
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებალამერისი და სხვა წამალი ერთად

ლამერისი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ლამერისი წამოდგენილია 180 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტების სახით, რომელიც მოთავსებულია HDPE ბოთლებში და თითოეული აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 800 მგ სეველამერის კარბონატს.

აქტიური ნივთიერების სახით ლამერისი შეიცავს სეველამერის კარბონატს. საჭმლის მომნელებელ ტრაქტში არსებული საკვებიდან ეს სუბსტანცია უკავშირდება ფოსფატებს და ამცირებს ორგანიზმის მიერ ფოსფორის შეწოვას.

შეუძლებელია სისხლში ფოსფორის დონის კონტროლი თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში. ეს იწვევს სისხლში ფოსფატების დონის გაზრდას (ექიმი ამას ჰიპერფოსფატემიას უწოდებს). სისხლში ფოსფატის დონის ზრდამ შეიძლება გამოიწვიოს ნალექის წარმოქმნა, რასაც კალციფიკაცია ეწოდება. აღნიშნულმა ნალექმა შეიძლება დაახშოს სისხლძარღვები და გამოიწვიოს ორგანიზმში სისხლის მიმოქცევის გაძნელება. სისხლში ფოსფორის დონის ზრდამ შეიძლება გამოიწვიოს კანის ქავილი, თვალების გაწითლება, ძვლების ტკივილი და მოტეხილობები.

  • აპრანაქს ფორტის გამოყენებამდე

მიღების წესი და დოზირება

მითითებები სათანადო გამოყენების და დოზის/მიღების სიხშირის შესახებ:

თქვენ უნდა მიიღოთ ლამერისი ექიმის დანიშნულების მიხედვით. ექიმი შეგირჩევთ დოზას შრატში ფოსფორის დონის მიხედვით.

რეკომენდებული საწყისი დოზა მოზრდილებსა და ხანდაზმულებში (>65 წელი) არის ერთი ან ორი 800 მგ–იანი ტაბლეტი 3-ჯერ დღეში ყოველი ჭამის დროს.

თქვენი ექიმი შეამოწმებს ფოსფორის დონეს ორგანიზმში პერიოდულად ყოველ 2–4 კვირაში და იმისათვის, რომ მიაღწიოს ფოსფორის სასურველ დონეს სისხლში, დააკორექტირებს ლამერისის დოზას საჭიროებისამებრ, ფოსფორის ადექვატური დონის მიღწევამდე. დაიცავით დიეტა, რომელიც დაგინიშნათ თქვენმა ექიმმა.

მიღების გზა და მეთოდი:

ლამერისი ტაბლეტები უნდა გადაიყლაპოს მთლიანად. არ გატეხოთ, დაღეჭოთ ან დაანაწევროთ ტაბლეტი.

ზოგიერთ შემთხვევაში, თუ ლამერისთან ერთად უნდა გამოიყენოთ სხვა პრეპარატები, ექიმი გირჩევთ, რომ მიიღოთ პრეპარატი ლამერისის მიღებამდე 1 საათით ადრე ან 3 საათის შემდეგ, ან შესაძლოა ექიმმა ჩაგიტაროთ სისხლში პრეპარატის დონის მონიტორინგი.

სხვადასხვა ასკობრივი ჯგუფი:

გამოყენება ბავშვებში:

ლამერისის უსაფრთხოება და ეფექტურობა ბავშვებში (18 წლამდე ასაკის) დადგენილი არ არის.

შესაბამისად, ლამერისის მიღება ბავშვთა ასაკში რეკომენდებული არ არის.

გამოყენება ხანდაზმულებში:

აღნიშნული პოპულაციისთვის განსაკუთრებული რეკომენდაციები არ არსებობს.

გამოყენება განსაკუთრებული პირობების მქონე პირებში:

ღვიძლის უკმარისობა

არ არსებობს მონაცემები ლამერისის გამოყენების შესახებ პაციენტებში ღვიძლის დაავადებით.

თირკმლის უკმარისობა

თუ თქვენ გაქვთ სისხლში ფოსფორის დონე <1.78 მმოლ/ლ და არ ხართ დიალიზზე, ლამერისი არ არის რეკომენდებული თქვენთვის.

თუ თქვენ გრძნობთ, რომ ლამერისის ეფექტი ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტია, შეატყბონეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ თქვენ მიიღეთ საჭირო რაოდენობაზე მეტი აპრანაქს ფორტი:

უკუჩვენებები

თუ

ფოსფატის დონე სისხლში დაბალია (თქვენი ექიმი შეამოწმებს ამას);

თუ გაქვთ ნაწლავის ობსტრუქცია;

თუ გაქვთ ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) სეველამერის კარბონატის ან პრეპარატის რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ.

ლამერისი სიმფრთხილით გამოიყენება შემდეგი მდგომარეობების დროს:

ლამერისის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს, თუ გაქვთ რომელიმე ქვემოთ მოცემული მდგომარეობა:

ყლაპვის პრობლემები

მოტორიკის პრობლემები კუჭსა და ნაწლავებში

ხშირი ღებინება

ნაწლავების ანთება

თუ ჩაგიტარდათ კუჭსა და ნაწლავებზე სერიოზული ქირურგიული ოპერაცია

ლამერისის მიღებისას გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან:

თუ გაქვთ კუჭის ძლიერი ტკივილი, კუჭ–ნაწლავის დაავადებები ან აღგენიშნებათ სისხლი განავალში (კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენა). ეს სიმპტომები შეიძლება გამოწვეული იყოს ნაწლავის მძიმე ანთებითი დაავადებით, რომელიც ვითარდება თქვენს ნაწლავში სეველამერის კრისტალების დაგროვებით. მიმართეთ ექიმს, რომელიც გადაწყვეტს მკურნალობის გაგრძელებას.

დამატებითი მკურნალობა:

თირკმლის მდგომარეობის ან დიალიზით მკურნალობის გამო შესაძლებელია:

განგივითარდეთ კალციუმის დაბალი ან მაღალი დონე სისხლში. ვინაიდან ლამერისი არ შეიცავს კალციუმს, ექიმი გამოგიწერთ დამატებით კალციუმის ტაბლეტებს.

გქონდეთ D ვიტამინის დაბალი დონე სისლხში, ამიტომ, ექიმი შეამოწმებს D ვიტამინის დონეს სისხლში და, აუცილებლობის შემთხვევაში, დაგინიშნავთ დამატებით D ვიტამინს. თუ თქვენ არ ღებულობთ მულტივიტამინებს, ასევე შეიძლება განგივითარდეთ A, E, K ვიტამინების და ფოლიუმის მჟავას დაბალი დონეები სისხლში და შესაბამისად, ექიმმა შესაძლოა შეამოწმოს მათი დონეები და დაგინიშნოთ საკვები დანამატები აუცილებლობის შემთხვევაში.

დაირღვეს ბიკარბონატების დონე თქვენს სისხლში და მოიმატოს მჟავიანობის დონემ სისხლში და სხეულის სხვა ქსოვილებში. ექიმი გააკონტროლებს თქვენს სისხლში კარბონატის შემცველობას.

სიფრთხილის ზომები

შეიძლება მუცლის ღრუში განვითარდეს ინფექცია (პერიტონიტი) ასოცირებული პერიტონეალურ დიალიზთან. ეს რისკი შეიძლება შემცირდეს პარკის გამოცვლისას სტერილური მეთოდის დაცვით. აცნობეთ ექიმს დაუყოვნებლივ, თუ აღგენიშნებათ მუცლის დისკომფორტი, მუცლის შეშუპება, მუცლის ტკივილი, მუცლის დაჭიმულობა, მუცლის რიგიდობა, ყაბზობა, ცხელება, კანკალი, გულისრევა ან ღებინება. თუ ეს სიმპტომები გაქვთ ან გქონიათ ნებისმიერ დროს წარსულში, გთხოვთ მიმართეთ ექიმს კონსულტაციისთვის.

ლამერისის გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად

ლამერისის მიღება უნდა მოხდეს საკვებთან ერთად.

ორსულობა და ძუძუთი კვება

პრეპარატის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

აცნობეთ ექიმს თუ ხართ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას. უცნობია, არსებობს თუ არა ნაყოფზე ლამერისის ზემოქმედების რისკი.

მკურნალობის დროს დაორსულების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ლაქტაცია

აცნობეთ ექიმს, რომ გეგმავთ ბავშვის ძუძუთი კვებას. უცნობია გადადის თუ არა ლამერისი დედის რძეში და თუ აქვს ზეგავლენა ბავშვზე.

ავტოტრანსპორტის და მექანიზმების მართვა

ლამერისის ზემოქმედება ავტოტრანსპორტის და მექანიზმების მართვის უნარზე არ არის მოსალოდნელი.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ლამერისის ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ

პრეპარატში შემავალი დამხმარე ნივთიერებების მხრივ რაიმე ეფექტები მოსალოდნელი არ არის.

სხვა პრეპარატებთან კომბინირებული გამოყენება

ლამერისის მიღება არ შეიძლება ციპროფლოქსაცინთან ერთად (ანტიბიოტიკი).

თუ ლამერისის გამოყენებისას იღებთ გულის რითმის ან ეპილეფსიისთვის განკუთვნილ პრეპარატს, მიმართეთ ექიმს.

ლამერისმა შეიძლება შეამციროს ისეთი პრეპარატების ეფექტები, როგორიცაა ციკლოსპორინი, მიკოფენოლატის მოფეტილი და ტაკროლიმუსი (გამოიყენება, როგორც იმუნოდეპრესანტი). თუ იღებთ აღნიშნულ პრეპრატებს, ექიმი მოგცემთ საჭირო მითითებებს.

ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონის დეფიციტი ზოგჯერ შეიძლება შეინიშნებოდეს გარკვეულ ადამიანებში ლევოთიროქსინის (გამოიყენება ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონის დაბალი დონის სამკურნალოდ) და ლამერისის ერთად მიღებისას. შესაბამისად, თქვენმა ექიმმა შეიძლება ჩაგიტაროთ ფარისებრი ჯირკვლის მასტიმულირებელი ჰორმონის (TSH) მონიტორინგი სისლხში.

თუ ღებულობთ პრეპარატებს გულძმარვის, გასტროეზოფაგეალური რეფლუქსის (GERD) ან კუჭის წყლულის სამკურნალოდ, როგორიცაა ომეპრაზოლი, პანტროპრაზოლი ან ლანსოპრაზოლი, ლამერისის მიღებისას კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.

ექიმი შეამოწმებს ურთიერთქმედებას ლამერისსა და სხვა პრეპარატებს შორის რეგულარულად.

ზოგიერთ შემთხვევაში, თუ ლამერისთან ერთად უნდა გამოიყენოთ სხვა პრეპარატები, ექიმი გირჩევთ, რომ მიიღოთ სხვა პრეპარატი ლამერისის მიღებამდე 1 საათით ადრე ან 3 საათის შემდეგ. ექიმმა შესაძლოა ჩაგიტაროთ სისხლში პრეპარატის დონის მონიტორინგი.

გთხოვთ, შეატყობინოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ადრე იღებდით ნებისმიერ სხვა რეცეპტით ან ურეცეპტოდ გასაცემ სამკურნალო საშუალებას.

გვერდითი მოვლენები

ნებისმიერი პრეპარატის მსგავსად ლამერისმა შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები იმ პაციენტებში, ვისაც აღენიშნება მომატებული მგრძნობელობა ლამერისის ნებისმიერი შემადგენელი კომპონენტის მიმართ.

გვერდითი ეფექტები კლასიფიცირებულია მათი გამოვლენის სიხშირის მიხედვით:

ძალიან ხშირი: შეიძლება გამოვლინდეს 10-დან 1 პაციენტში მაინც.

ხშირი: შეიძლება გამოვლინდეს 1-ზე ნაკლები 10 პაციენტში, მაგრამ 1-ზე მეტი 100 პაციენტში.

არახშირი: შეიძლება გამოვლინდეს 1-ზე ნაკლები 100 პაციენტში, მაგრამ 1-ზე მეტი 1000 პაციენტში.

იშვიათი: შეიძლება გამოვლინდეს 1-ზე ნაკლები 1000 პაციენტში, მაგრამ 1-ზე მეტი 10000 პაციენტში.

ძალიან იშვიათი: შეიძლება გამოვლინდეს 1-ზე ნაკლები 10000 პაციენტში.

უცნობია: არსებული მონაცემების მიხედვით სიხშირის დადგენა შეუძლებელია.

თუ თქვენ აღგენიშნებათ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი ეფექტი, შეწყვიტეთ ლამერისის მიღება და დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს, ან დაუკავშირდით უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების ცენტრს:

ალერგიული რეაქცია (სიმპტომები, როგორიცაა გამონაყარი, ჭინჭრის ციება, შეშუპება, ქოშინი). ეს არის ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენები.

ნაწლავის გაუვალობა (სიმპტომებში შედის: ძლიერი შებერილობა, მუცლის ტკივილი, შეშუპება ან სპაზმები, ძლიერი ყაბზობა).

სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემების მიხედვით სიხშირის დადგენა შეუძლებელია).

ნაწლავის კედლის გაღიზიანება (სიმპტომებში შედის: მუცლის ძლიერი ტკივილი, შემცივნება, ცხელება, გულისრევა, ღებინება ან მტკივნეული მუცელი).

გამოვლენის სიხშირე უცნობია.

მსხვილი ნაწლავის მძიმე ანთება (სიმპტომებში შედის: მუცლის ძლიერი ტკივილი, კუჭის ან ნაწლავის დარღვევები, ან სისხლიანი განავალი [კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენა]) და ნაწლავში კრისტალების დეპონირება.

გამოვლენის სიხშირე უცნობია.

ეს ყველა მოვლენა ძალიან სერიოზული გვერდითი ეფექტებია. თუ თქვენ გაქვთ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობა, თქვენ გაქვთ სერიოზული ალერგია ლამერისზე. ამან შეიძლება გამოიწვიოს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ან ჰოსპიტალიზაციის აუცილებლობა.

ეს ყველა ძალიან სერიოზული გვერდითი ეფექტი ვლინდება ძალიან იშვიათად.

შემდეგი გვერდითი ეფექტები გამოუვლინდათ პაციენტებს, რომლებიც ღებულობდნენ ლამერისს:

ძალიან ხშირი:

ღებინება, ყაბზობა, მუცლის ზედა ნაწილში ტკივილი, გულისრევა.

ხშირი

დიარეა, მუცლის ტკივილი, საჭმლის მონელების დარღვევა, შებერილობა.

უცნობი:

ქავილი, გამონაყარი კანზე (გამონაყარი), ნაწლავების პერისტალტიკის დათრგუნვა.

ვინაიდან ყაბზობა შეიძლება იყოს ნაწლავების პერისტალტიკის დათრგუნვის შედეგი, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს კონსულტაციისთვის.

თუ რომელიმე გვერდითი ეფექტი გაუარესდება, შეატყობინეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ გამოგივლინდათ ისეთი გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ფურცელ–ჩანართში, გთხოვთ, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ჭარბი დოზა

ჭარბი დოზირებისას, დაუყვნებლივ მიმართეთ ექიმს.

თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი ლამერისი, აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ დაგავიწყდათ ლამერისის მიღება:

თუ თქვენ დაგავიწყდათ ერთი დოზის მიღება, გამოტოვეთ მოცემული დოზა და მიიღეთ შემდგომი დოზა ჩვეულ დროს საკვებთან ერთად.

არ მიიღოთ გაორმაგებული დოზა გამოტოვებული დოზის კომპენსაციის მიზნით.

შესაძლო ეფექტები ლამერისის მკურნალობის შეწყვეტისას:

მნიშვნელოვანია მიიღოთ ლამერისით მკურნალობა სისხლში ფოსფატის საჭირო დონის შესანარჩუნებლად. ლამერისით მკურნალობის შეწყვეტამ შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული შედეგები, როგორიცაა სისხლძარღვებში მყარი ნალექი, რომელსაც ეწოდება კალციფიკაცია. თუ თქვენ განიხილავთ ლამერისით მკურნალობის შეწყვეტას, პირველ რიგში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

პრეპარატის გამოყენების შესახებ დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

შენახვის პირობები

შეინახეთ ლამერისი ორიგინალურ შეფუთვაში ბავშვებისთვის მიუწვდომელ და უხილავ ადგილას.

შეინახეთ ლამერისი ოთახის ტემპერატურაზე 250C–ის ქვემოთ.

შეინახეთ ლამერისი ორიგინალურ შეფუთვაში.

მჭიდროდ დახურეთ ბოთლი, რომ დაიცვათ პროდუქტი ტენიანობისგან.

გამოიყენეთ ვარგისობის ვადის შესაბამისად.

არ გამოიყენოთ ლამერისი შეფუთვაზე და ბოთლზე მითითებული ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II , გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

ლამერისი 800 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი

სარეკომენდაციო ვერსია

ინფორმაცია მომხმარებლისთვის

ლამერისი 800 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი

ორალური გამოყენებისთვის.

აქტიური სუბსტანციები: 800 მგ სეველამერის კარბონატი.

დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის ქლორიდი, თუთიის სტეარატი და გასუფთავებული წყალი ტაბლეტის ბირთვში; opadry clear 03K29121 (ჰიდროქსიპროპილ მეთილ ცელულოზა, ტრიაცეტინი) ტაბლეტის გარსში.

ამ პრეპარატის გამოყენების დაწყებამდე ყურადღებით წაიკითხეთ ეს ფურცელი-ჩანართი, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

შეინახეთ ფურცელი-ჩანართი. შესაძლოა თქვენ დაგჭირდეთ მისი კვლავ წაკითხვა.

თუ თქვენ რაიმე დამატებითი კითხვები გაქვთ, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ეს პრეპარატი დანიშნულია მხოლოდ თქვენთვის. არ გადასცეთ ის სხვებს.

თუ აპირებთ ექიმთან ვიზიტს ან კლინიკაში წასვალს, შეატყობინეთ ექიმს, რომ ღებულობთ ამ პრეპარატს.

მიყევით მოცემულ ფურცელ–ჩანართში არსებულ ინფორმაციას. არ გამოიყენოთ პრეპარატის უფრო მაღალი ან უფრო დაბალი დოზა, ვიდრე ეს რეკომენდებულია თქვენთვის.

ამ ფურცელ-ჩანართში მოცემულია შემდეგი თავები:

  • რა არის ლამერისი და რისთვის გამოიყენება იგი?
  • ლამერისის გამოყენებამდე
  • როგორ გამოიყენება ლამერისი?
  • შესაძლო გვერდითი მოვლენები?
  • როგორ ინახება ლამერისი?

რა არის ლამერისი და რისთვის გამოიყენება იგი?

ლამერისი წამოდგენილია 180 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტების სახით, რომელიც მოთავსებულია HDPE ბოთლებში და თითოეული აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 800 მგ სეველამერის კარბონატს.

აქტიური ნივთიერების სახით ლამერისი შეიცავს სეველამერის კარბონატს. საჭმლის მომნელებელ ტრაქტში არსებული საკვებიდან ეს სუბსტანცია უკავშირდება ფოსფატებს და ამცირებს ორგანიზმის მიერ ფოსფორის შეწოვას.

შეუძლებელია სისხლში ფოსფორის დონის კონტროლი თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში. ეს იწვევს სისხლში ფოსფატების დონის გაზრდას (ექიმი ამას ჰიპერფოსფატემიას უწოდებს). სისხლში ფოსფატის დონის ზრდამ შეიძლება გამოიწვიოს ნალექის წარმოქმნა, რასაც კალციფიკაცია ეწოდება. აღნიშნულმა ნალექმა შეიძლება დაახშოს სისხლძარღვები და გამოიწვიოს ორგანიზმში სისხლის მიმოქცევის გაძნელება. სისხლში ფოსფორის დონის ზრდამ შეიძლება გამოიწვიოს კანის ქავილი, თვალების გაწითლება, ძვლების ტკივილი და მოტეხილობები.

  • აპრანაქს ფორტის გამოყენებამდე

არ გამოიყენოთ ლამერისი შემდეგი მდგომარეობების დროს:

თუ

ფოსფატის დონე სისხლში დაბალია (თქვენი ექიმი შეამოწმებს ამას);

თუ გაქვთ ნაწლავის ობსტრუქცია;

თუ გაქვთ ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) სეველამერის კარბონატის ან პრეპარატის რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ.

ლამერისი სიმფრთხილით გამოიყენება შემდეგი მდგომარეობების დროს:

ლამერისის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს, თუ გაქვთ რომელიმე ქვემოთ მოცემული მდგომარეობა:

ყლაპვის პრობლემები

მოტორიკის პრობლემები კუჭსა და ნაწლავებში

ხშირი ღებინება

ნაწლავების ანთება

თუ ჩაგიტარდათ კუჭსა და ნაწლავებზე სერიოზული ქირურგიული ოპერაცია

ლამერისის მიღებისას გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან:

თუ გაქვთ კუჭის ძლიერი ტკივილი, კუჭ–ნაწლავის დაავადებები ან აღგენიშნებათ სისხლი განავალში (კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენა). ეს სიმპტომები შეიძლება გამოწვეული იყოს ნაწლავის მძიმე ანთებითი დაავადებით, რომელიც ვითარდება თქვენს ნაწლავში სეველამერის კრისტალების დაგროვებით. მიმართეთ ექიმს, რომელიც გადაწყვეტს მკურნალობის გაგრძელებას.

დამატებითი მკურნალობა:

თირკმლის მდგომარეობის ან დიალიზით მკურნალობის გამო შესაძლებელია:

განგივითარდეთ კალციუმის დაბალი ან მაღალი დონე სისხლში. ვინაიდან ლამერისი არ შეიცავს კალციუმს, ექიმი გამოგიწერთ დამატებით კალციუმის ტაბლეტებს.

გქონდეთ D ვიტამინის დაბალი დონე სისლხში, ამიტომ, ექიმი შეამოწმებს D ვიტამინის დონეს სისხლში და, აუცილებლობის შემთხვევაში, დაგინიშნავთ დამატებით D ვიტამინს. თუ თქვენ არ ღებულობთ მულტივიტამინებს, ასევე შეიძლება განგივითარდეთ A, E, K ვიტამინების და ფოლიუმის მჟავას დაბალი დონეები სისხლში და შესაბამისად, ექიმმა შესაძლოა შეამოწმოს მათი დონეები და დაგინიშნოთ საკვები დანამატები აუცილებლობის შემთხვევაში.

დაირღვეს ბიკარბონატების დონე თქვენს სისხლში და მოიმატოს მჟავიანობის დონემ სისხლში და სხეულის სხვა ქსოვილებში. ექიმი გააკონტროლებს თქვენს სისხლში კარბონატის შემცველობას.

განსაკუთრებული გაფრთხილება პაციენტებისთვის, რომლებიც იმყოფებიან პერიტონეალურ დიალიზზე:

შეიძლება მუცლის ღრუში განვითარდეს ინფექცია (პერიტონიტი) ასოცირებული პერიტონეალურ დიალიზთან. ეს რისკი შეიძლება შემცირდეს პარკის გამოცვლისას სტერილური მეთოდის დაცვით. აცნობეთ ექიმს დაუყოვნებლივ, თუ აღგენიშნებათ მუცლის დისკომფორტი, მუცლის შეშუპება, მუცლის ტკივილი, მუცლის დაჭიმულობა, მუცლის რიგიდობა, ყაბზობა, ცხელება, კანკალი, გულისრევა ან ღებინება. თუ ეს სიმპტომები გაქვთ ან გქონიათ ნებისმიერ დროს წარსულში, გთხოვთ მიმართეთ ექიმს კონსულტაციისთვის.

ლამერისის გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად

ლამერისის მიღება უნდა მოხდეს საკვებთან ერთად.

ორსულობა

პრეპარატის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

აცნობეთ ექიმს თუ ხართ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას. უცნობია, არსებობს თუ არა ნაყოფზე ლამერისის ზემოქმედების რისკი.

მკურნალობის დროს დაორსულების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ლაქტაცია

პრეპარატის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

აცნობეთ ექიმს, რომ გეგმავთ ბავშვის ძუძუთი კვებას. უცნობია გადადის თუ არა ლამერისი დედის რძეში და თუ აქვს ზეგავლენა ბავშვზე.

ავტოტრანსპორტის და მექანიზმების მართვა

ლამერისის ზემოქმედება ავტოტრანსპორტის და მექანიზმების მართვის უნარზე არ არის მოსალოდნელი.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ლამერისის ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ

პრეპარატში შემავალი დამხმარე ნივთიერებების მხრივ რაიმე ეფექტები მოსალოდნელი არ არის.

სხვა პრეპარატებთან კომბინირებული გამოყენება

ლამერისის მიღება არ შეიძლება ციპროფლოქსაცინთან ერთად (ანტიბიოტიკი).

თუ ლამერისის გამოყენებისას იღებთ გულის რითმის ან ეპილეფსიისთვის განკუთვნილ პრეპარატს, მიმართეთ ექიმს.

ლამერისმა შეიძლება შეამციროს ისეთი პრეპარატების ეფექტები, როგორიცაა ციკლოსპორინი, მიკოფენოლატის მოფეტილი და ტაკროლიმუსი (გამოიყენება, როგორც იმუნოდეპრესანტი). თუ იღებთ აღნიშნულ პრეპრატებს, ექიმი მოგცემთ საჭირო მითითებებს.

ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონის დეფიციტი ზოგჯერ შეიძლება შეინიშნებოდეს გარკვეულ ადამიანებში ლევოთიროქსინის (გამოიყენება ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონის დაბალი დონის სამკურნალოდ) და ლამერისის ერთად მიღებისას. შესაბამისად, თქვენმა ექიმმა შეიძლება ჩაგიტაროთ ფარისებრი ჯირკვლის მასტიმულირებელი ჰორმონის (TSH) მონიტორინგი სისლხში.

თუ ღებულობთ პრეპარატებს გულძმარვის, გასტროეზოფაგეალური რეფლუქსის (GERD) ან კუჭის წყლულის სამკურნალოდ, როგორიცაა ომეპრაზოლი, პანტროპრაზოლი ან ლანსოპრაზოლი, ლამერისის მიღებისას კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.

ექიმი შეამოწმებს ურთიერთქმედებას ლამერისსა და სხვა პრეპარატებს შორის რეგულარულად.

ზოგიერთ შემთხვევაში, თუ ლამერისთან ერთად უნდა გამოიყენოთ სხვა პრეპარატები, ექიმი გირჩევთ, რომ მიიღოთ სხვა პრეპარატი ლამერისის მიღებამდე 1 საათით ადრე ან 3 საათის შემდეგ. ექიმმა შესაძლოა ჩაგიტაროთ სისხლში პრეპარატის დონის მონიტორინგი.

გთხოვთ, შეატყობინოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ადრე იღებდით ნებისმიერ სხვა რეცეპტით ან ურეცეპტოდ გასაცემ სამკურნალო საშუალებას.

  • როგორ გამოიყენება ლამერისი?

მითითებები სათანადო გამოყენების და დოზის/მიღების სიხშირის შესახებ:

თქვენ უნდა მიიღოთ ლამერისი ექიმის დანიშნულების მიხედვით. ექიმი შეგირჩევთ დოზას შრატში ფოსფორის დონის მიხედვით.

რეკომენდებული საწყისი დოზა მოზრდილებსა და ხანდაზმულებში (>65 წელი) არის ერთი ან ორი 800 მგ–იანი ტაბლეტი 3-ჯერ დღეში ყოველი ჭამის დროს.

თქვენი ექიმი შეამოწმებს ფოსფორის დონეს ორგანიზმში პერიოდულად ყოველ 2–4 კვირაში და იმისათვის, რომ მიაღწიოს ფოსფორის სასურველ დონეს სისხლში, დააკორექტირებს ლამერისის დოზას საჭიროებისამებრ, ფოსფორის ადექვატური დონის მიღწევამდე. დაიცავით დიეტა, რომელიც დაგინიშნათ თქვენმა ექიმმა.

მიღების გზა და მეთოდი:

ლამერისი ტაბლეტები უნდა გადაიყლაპოს მთლიანად. არ გატეხოთ, დაღეჭოთ ან დაანაწევროთ ტაბლეტი.

ზოგიერთ შემთხვევაში, თუ ლამერისთან ერთად უნდა გამოიყენოთ სხვა პრეპარატები, ექიმი გირჩევთ, რომ მიიღოთ პრეპარატი ლამერისის მიღებამდე 1 საათით ადრე ან 3 საათის შემდეგ, ან შესაძლოა ექიმმა ჩაგიტაროთ სისხლში პრეპარატის დონის მონიტორინგი.

სხვადასხვა ასკობრივი ჯგუფი:

გამოყენება ბავშვებში:

ლამერისის უსაფრთხოება და ეფექტურობა ბავშვებში (18 წლამდე ასაკის) დადგენილი არ არის.

შესაბამისად, ლამერისის მიღება ბავშვთა ასაკში რეკომენდებული არ არის.

გამოყენება ხანდაზმულებში:

აღნიშნული პოპულაციისთვის განსაკუთრებული რეკომენდაციები არ არსებობს.

გამოყენება განსაკუთრებული პირობების მქონე პირებში:

ღვიძლის უკმარისობა

არ არსებობს მონაცემები ლამერისის გამოყენების შესახებ პაციენტებში ღვიძლის დაავადებით.

თირკმლის უკმარისობა

თუ თქვენ გაქვთ სისხლში ფოსფორის დონე <1.78 მმოლ/ლ და არ ხართ დიალიზზე, ლამერისი არ არის რეკომენდებული თქვენთვის.

თუ თქვენ გრძნობთ, რომ ლამერისის ეფექტი ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტია, შეატყბონეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ თქვენ მიიღეთ საჭირო რაოდენობაზე მეტი აპრანაქს ფორტი:

ჭარბი დოზირების შემთხვევების შესახებ შეტყობინებები არ არსებობს.

ჭარბი დოზირებისას, დაუყვნებლივ მიმართეთ ექიმს.

თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი ლამერისი, აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ დაგავიწყდათ ლამერისის მიღება:

თუ თქვენ დაგავიწყდათ ერთი დოზის მიღება, გამოტოვეთ მოცემული დოზა და მიიღეთ შემდგომი დოზა ჩვეულ დროს საკვებთან ერთად.

არ მიიღოთ გაორმაგებული დოზა გამოტოვებული დოზის კომპენსაციის მიზნით.

შესაძლო ეფექტები ლამერისის მკურნალობის შეწყვეტისას:

მნიშვნელოვანია მიიღოთ ლამერისით მკურნალობა სისხლში ფოსფატის საჭირო დონის შესანარჩუნებლად. ლამერისით მკურნალობის შეწყვეტამ შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული შედეგები, როგორიცაა სისხლძარღვებში მყარი ნალექი, რომელსაც ეწოდება კალციფიკაცია. თუ თქვენ განიხილავთ ლამერისით მკურნალობის შეწყვეტას, პირველ რიგში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

პრეპარატის გამოყენების შესახებ დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

  • შესაძლო გვერდითი მოვლენები

ნებისმიერი პრეპარატის მსგავსად ლამერისმა შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები იმ პაციენტებში, ვისაც აღენიშნება მომატებული მგრძნობელობა ლამერისის ნებისმიერი შემადგენელი კომპონენტის მიმართ.

გვერდითი ეფექტები კლასიფიცირებულია მათი გამოვლენის სიხშირის მიხედვით:

ძალიან ხშირი: შეიძლება გამოვლინდეს 10-დან 1 პაციენტში მაინც.

ხშირი: შეიძლება გამოვლინდეს 1-ზე ნაკლები 10 პაციენტში, მაგრამ 1-ზე მეტი 100 პაციენტში.

არახშირი: შეიძლება გამოვლინდეს 1-ზე ნაკლები 100 პაციენტში, მაგრამ 1-ზე მეტი 1000 პაციენტში.

იშვიათი: შეიძლება გამოვლინდეს 1-ზე ნაკლები 1000 პაციენტში, მაგრამ 1-ზე მეტი 10000 პაციენტში.

ძალიან იშვიათი: შეიძლება გამოვლინდეს 1-ზე ნაკლები 10000 პაციენტში.

უცნობია: არსებული მონაცემების მიხედვით სიხშირის დადგენა შეუძლებელია.

თუ თქვენ აღგენიშნებათ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი ეფექტი, შეწყვიტეთ ლამერისის მიღება და დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს, ან დაუკავშირდით უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების ცენტრს:

ალერგიული რეაქცია (სიმპტომები, როგორიცაა გამონაყარი, ჭინჭრის ციება, შეშუპება, ქოშინი). ეს არის ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენები.

ნაწლავის გაუვალობა (სიმპტომებში შედის: ძლიერი შებერილობა, მუცლის ტკივილი, შეშუპება ან სპაზმები, ძლიერი ყაბზობა).

სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემების მიხედვით სიხშირის დადგენა შეუძლებელია).

ნაწლავის კედლის გაღიზიანება (სიმპტომებში შედის: მუცლის ძლიერი ტკივილი, შემცივნება, ცხელება, გულისრევა, ღებინება ან მტკივნეული მუცელი).

გამოვლენის სიხშირე უცნობია.

მსხვილი ნაწლავის მძიმე ანთება (სიმპტომებში შედის: მუცლის ძლიერი ტკივილი, კუჭის ან ნაწლავის დარღვევები, ან სისხლიანი განავალი [კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენა]) და ნაწლავში კრისტალების დეპონირება.

გამოვლენის სიხშირე უცნობია.

ეს ყველა მოვლენა ძალიან სერიოზული გვერდითი ეფექტებია. თუ თქვენ გაქვთ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობა, თქვენ გაქვთ სერიოზული ალერგია ლამერისზე. ამან შეიძლება გამოიწვიოს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ან ჰოსპიტალიზაციის აუცილებლობა.

ეს ყველა ძალიან სერიოზული გვერდითი ეფექტი ვლინდება ძალიან იშვიათად.

შემდეგი გვერდითი ეფექტები გამოუვლინდათ პაციენტებს, რომლებიც ღებულობდნენ ლამერისს:

ძალიან ხშირი:

ღებინება, ყაბზობა, მუცლის ზედა ნაწილში ტკივილი, გულისრევა.

ხშირი

დიარეა, მუცლის ტკივილი, საჭმლის მონელების დარღვევა, შებერილობა.

უცნობი:

ქავილი, გამონაყარი კანზე (გამონაყარი), ნაწლავების პერისტალტიკის დათრგუნვა.

ვინაიდან ყაბზობა შეიძლება იყოს ნაწლავების პერისტალტიკის დათრგუნვის შედეგი, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს კონსულტაციისთვის.

თუ რომელიმე გვერდითი ეფექტი გაუარესდება, შეატყობინეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ გამოგივლინდათ ისეთი გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ფურცელ–ჩანართში, გთხოვთ, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

  • როგორ ინახება ლამერისი?

შეინახეთ ლამერისი ორიგინალურ შეფუთვაში ბავშვებისთვის მიუწვდომელ და უხილავ ადგილას.

შეინახეთ ლამერისი ოთახის ტემპერატურაზე 250C–ის ქვემოთ.

შეინახეთ ლამერისი ორიგინალურ შეფუთვაში.

მჭიდროდ დახურეთ ბოთლი, რომ დაიცვათ პროდუქტი ტენიანობისგან.

გამოიყენეთ ვარგისობის ვადის შესაბამისად.

არ გამოიყენოთ ლამერისი შეფუთვაზე და ბოთლზე მითითებული ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II , გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი:

Abdi İbrahim İlaç San. ve Tic. A.Ş.

Reŗitpaŗa Mah. Eski Büyükdere Cad. No: 4 34467

Maslak / Sarıyer/ İSTANBUL

Tel: 0212 366 84 00

Faks: 0212 276 20 20

მწარმოებელი:

Abdi İbrahim İlaç San. ve Tic. A.Ş.

Orhan Gazi Mahallesi Tunç Caddesi No: 3

Esenyurt/İstanbul

ამ ფურცელი–ჩანართის განახლება მოხდა 09/03/2022.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა