პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
სასუნთქი გზების ობსტრუქციული დაავადებების სამკურნალო პრეპარატები

კულენტო

CULENTO

რეცეპტით5მგინსტრუქცია ქართულადთურქეთი
რისთვის გამოიყენება

კულენტო 4 მგ პრეპარატი ნაჩვენებია ბა-ს სამკურნალოდ (როგორც დამატებითი თერაპია) 2-დან 5 წლამდე ასაკის პაციენტებში მსუბუქი და საშუალო სიმძიმის პერსისტიული ბრონქული ასთმით, რომლებშიც ის საკმარისად არ კონტროლდება საინჰალაციო გლუკოკორტიკოსტეროიდების (გკს) მიღებით, ასევე პაციენტებში, რომლებშიც ხანმოკლე მოქმედების …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
მონტელუკასტი (montelukast)
ფორმა და შეფუთვა
5მგ საღეჭი ტაბლეტი №28 (4X7)
მწარმოებელი
WORLD MEDICINE ILAC SAN. VE TIC. A.S., თურქეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
სასუნთქი გზების ობსტრუქციული დაავადებების სამკურნალო პრეპარატები, ლეიკოტრიენული რეცეპტორების ანტაგონისტები
ATC კოდი
R03DC03
რეგისტრაციის ნომერი
რ-043493
რეგისტრირებულია
26 ივნისი 2025, მოქმედებს 26 ივნისი 2030-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
WORLD MEDICINE ILAC SAN. VE TIC. A.S. (თურქეთი)
განმცხადებელი
შპს „გლობალფარმი“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაკულენტო და სხვა წამალი ერთად

კულენტო — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

კულენტო 4 მგ

პრეპარატი ნაჩვენებია ბა-ს სამკურნალოდ (როგორც დამატებითი თერაპია) 2-დან 5 წლამდე ასაკის პაციენტებში მსუბუქი და საშუალო სიმძიმის პერსისტიული ბრონქული ასთმით, რომლებშიც ის საკმარისად არ კონტროლდება საინჰალაციო გლუკოკორტიკოსტეროიდების (გკს) მიღებით, ასევე პაციენტებში, რომლებშიც ხანმოკლე მოქმედების β-აგონისტების გამოყენება „საჭიროებისამებრ“ არ უზრუნველყოფს ბა-ს საკმარის კლინიკურ კონტროლს.

პრეპარატი შეიძლება წარმოადგენდეს არჩევის სამკურნალო საშუალებას საინჰალაციო გკს დაბალი დოზების ნაცვლად ბა-ს სამკურნალოდ 2-დან 5 წლამდე ასაკის პაციენტებში მსუბუქი და საშუალო სიმძიმის პერსისტენტული ბრონქული ასთმით, რომლებსაც ბოლო დროს არ ჰქონიათ ბა-ს მძიმე შეტევები, როდესაც საჭიროა პერორალური გკს-ს მიღება, ასევე პაციენტებში, რომლებსაც არ შეუძლიათ საინჰალაციო გკს-ს გამოყენება.

პრეპარატი ასევე ნაჩვენებია ბა-ს პროფილაქტიკისთვის 2 წლის და უფროსი ასაკის პაციენტებში, რომლებშიც დომინანტი კომპონენტი არის ფიზიკური დატვირთვით ინდუცირებული ბრონქოსპაზმი.

კულენტო 5 მგ

პრეპარატი ნაჩვენებია ბა-ს სამკურნალოდ (როგორც დამატებითი თერაპია) 6-დან 14 წლამდე ასაკის პაციენტებში მსუბუქი და საშუალო სიმძიმის პერსისტიული ბრონქული ასთმით, რომლებშიც ის საკმარისად არ კონტროლდება საინჰალაციო გლუკოკორტიკოსტეროიდების (გკს) მიღებით, ასევე პაციენტებში, რომლებშიც ხანმოკლე მოქმედების β-აგონისტების გამოყენება „საჭიროებისამებრ“ არ უზრუნველყოფს ბა-ს საკმარის კლინიკურ კონტროლს.

პრეპარატი შეიძლება იყოს შერჩევის თერაპია საინჰალაციო გკს დაბალი დოზების ნაცვლად ბა-ს სამკურნალოდ პაციენტებში მსუბუქი და საშუალო სიმძიმის პერსისტენტული ბს-ით, რომლებსაც ბოლო დროს არ ჰქონიათ ბა-ს მძიმე შეტევები, როდესაც საჭიროა პერორალური გკს-ს მიღება, ასევე პაციენტებში, რომლებსაც არ შეუძლიათ საინჰალაციო კგს-ს გამოყენება.

მიღების წესი და დოზირება

ბავშვებში კულენტოს გამოყენება უნდა მოხდეს მოზრდილების მეთვალყურეობით. საღეჭი ტაბლეტების ფორმით მონტელუკასტის გამოყენებისას სირთულეების წარმოქმნის შემთხვევაში განხილული უნდა იქნას საკითხი შიგნით მისაღები გრანულების ფორმით მისი გამოყენების შესახებ (იხ. მონტელუკასტის სამედიცინო გამოყენების შესაბამისი ინსტრუქცია).

დოზირება

კულენტო 4 მგ

2-დან 5 წლამდე ასაკის პაციენტებისთვის რეკომენდებული დოზა შეადგენს ერთ ტაბლეტს (4 მგ მონტელუკასტი) დღე-ღამეში ერთხელ საღამოს. ამ ასაკობრივ ჯგუფში სამკურნალო საშუალების დოზის კორექტირება საჭირო არ არის.

კულენტო 4 მგ

6-დან 14 წლამდე ასაკის პაციენტებისთვის რეკომენდებული დოზა შეადგენს ერთ ტაბლეტს (5 მგ მონტელუკასტი) დღეში ერთხელ საღამოს. ამ ასაკობრივ ჯგუფში სამკურნალო საშუალების დოზის კორექცია საჭირო არ არის.

ზოგადი რეკომენდაციები

მონტელუკასტის თერაპიული ეფექტი ბა-ის სიმპტომების კონტროლთან დაკავშირებით აღინიშნება სამკურნალო საშუალების მიღებიდან პირველ დღეებში. პაციენტებმა უნდა გააგრძელონ კულენტოს გამოყენება იმ შემთხვევაშიც, როდესაც ბა-ის სიმპტომები გაკონტროლებულია, ასევე, როდესაც ბა-ის სიმპტომები მწვავდება.

პრეპარატის დოზის კორექცია საჭირო არ არის პაციენტებში თირკმლის უკმარისობით ან ღვიძლის მსუბუქი ან ზომიერი დარღვევებით, მონაცემები პრეპარატის დოზირების რეჟიმის შესახებ პაციენტებში ღვიძლის მძიმე უკმარისობით არ არსებობს. როგორც მამრობითი, ასევე მდედრობითი სქესის პაციენტებმა კულენტო უნდა მიიღონ ერთიდაიგივე დოზით.

4 მგ და 5 მგ კულენტოს მიღება მსუბუქი ხარისხის სიმძიმის პერსისტირებადი ბა-ს მკურნალობის ალტერნატიული მეთოდის სახით დაბალი დოზებით საინჰალაციო გკს-ით თერაპიის ნაცვლად

მონტელუკასტით მონოთერაპია არ არის რეკომენდებული საშუალო ხარისხის სიმძიმის პერსისტირებადი ბა-ის მქონე პაციენტებში. მსუბუქი ხარისხის სიმძიმის პერსისტირებადი ბა-ის მქონე ბავშვებში დაბალი დოზებით საინჰალაციო გკს-ით თერაპიის ნაცვლად მკურნალობის ალტერნატიული მეთოდის სახით მონტელუკასტის გამოყენების შესაძლებლობა უნდა განიხილოს მხოლოდ იმ პაციენტებისთვის, რომლებსაც უახლოესი დროის განმავლობაში არ ჰქონიათ ბა-ის მძიმე შეტევები, რომლებიც საჭიროებს თერაპიას პერორალური გკს-ით, და რომლებისთვისაც არ შეიძლება საინჰალაციო გკს-ის გამოყენება. მსუბუქი ხარისხის სიმძიმის პერსისტირებადი ბა დგინდება, როდესაც ბა-ს სიმპტომები აღინიშნება კვირაში ერთზე მეტჯერ, მაგრამ დღეში ერთ ჯერზე ნაკლები, ღამის სიმპტომები აღინიშნება თვეში ორზე მეტჯერ, მაგრამ კვირაში ერთ ჯერზე ნაკლები, ამასთანავე შეტევებს შორის ნარჩუნდება ფილტვების ნორმალური ფუნქცია. თუ შემდგომი დაკვირვების პერიოდის განმავლობაში (ჩვეულებრივ ერთი თვის განმავლობაში) დადგინდა, რომ ბა-ის სათანადო კონტროლი ვერ მოხერხდა, მაშინ განხილული უნდა იქნას საკითხი დამატებითი ან ანთების საწინააღმდეგო სხვა თერაპიის გამოყენების შესახებ, ბა-ის თერაპიის ეტაპობრივ სისტემაზე დაყრდნობით. აუცილებელია პაციენტების მდგომარეობის პერიოდული მონიტორინგი ბა-ის კონტროლის განსაზღვრისთვის.

4 მგ კულენტოს გამოყენება ბა-ის პროფილაქტიკისთვის 2-დან 5 წლამდე ასაკის პაციენტებში, რომლებშიც ბა-ის ძირითადი კომპონენტია ფიზიკური დატვირთვით ინდუცირებული ბრონქოსპაზმი

ბქონქოსპაზმი, ინდუცირებული ფიზიკური დატვირთვით და რომელიც მოითხოვს მკურნალობას საინჰალაციო გკს-ით, შეიძლება იყოს პერსისტირებადი ბა-ის ძირითადი გამოვლინება 2-დან 5 წლამდე ასაკის პაციენტებში. პაციენტების მდგომარეობა უნდა შეფასდეს მონტელუკასტით 2-4-კვირიანი მკურნალობის შემდეგ. მკურნალობაზე დამაკმაყოფილებელი პასუხის არქონის დროს განხილული უნდა იქნას საკითხი დამატებითი თერაპიის ან სხვა თერაპიის გამოყენების შესახებ.

კულენტოთი თერაპია ბა-ის მკურნალობის სხვა მეთოდების მიხედვით

იმ შემთვევაში, როდესაც კულენტო გამოიყენება დამატებითი თერაპიის სახით საინჰალაციო გკს-თან ერთად, საინჰალაციო გკს-ით გამოყენების მკვეთრად შეწყვეტა არ შეიძლება.

ბავშვები

4 მგ კულენტოს გამოყენება 2 წელზე უმცროსი ასაკის ბავშვებში რეკომენდებული არ არის, ამ ასაკობრივ ჯგუფში პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ არის.

5 მგ კულენტოს გამოყენება 6 წელზე უმცროსი ასაკის ბავშვებში რეკომენდებული არ არის, ამ ასაკობრივ ჯგუფში პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ არის.

გამოყენების წესი

ტაბლეტები მიიღება შიგნით; ჩაყლაპვამდე ტაბლეტი უნდა დაიღეჭოს.

საკვების მიღების მიხედვით პრეპარატის მიღება უნდა მოხდეს 1 საათით ადრე ან 2 საათის მერე ჭამის შემდეგ.

უკუჩვენებები

ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ.

სიფრთხილის ზომები

მონტელუკასტის წამლის პერორალური ფორმები არ არის განკუთვნილი ბა-ის მწვავე შეტევების თერაპიისთვის, ამიტომ პაციენტებს ყოველთვის თან უნდა ჰქონდეთ შესაბამისი პრეპარატები მათი კუპირებისთვის. ბა-ის მწვავე შეტევის განვითარების შემთხვევაში გამოყენებული უნდა იყოს ხანმოკლე მოქმედების საინჰალაციო β-აგონისტები. პაციენტებმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართონ ექიმს, თუ წარმოიშვება ხანმოკლე მოქმედების საინჰალააციო ბეტა-აგონისტების გამოყენების საჭიროება ჩვეულებრივზე ხშირად.

პერორალური ან საინჰალაციო გკს-ით თერაპია არ უნდა შეიცვალოს მკვეთრად მონტელუკასტით თერაპიით.

არ არსებობს მონაცემები, რომლებიც მიუთითებს, რომ პერორალური გკს დოზა შეიძლება შემცირდეს მონტელუკასტთან ერთად მიღებისას.

იშვიათ შემთხვევებში პაციენტებში, რომლებიც იღებენ პრეპარატებს ბა-ის თერაპიისთვის, მათ შორის მონტელუკასტს, შეიძლება განვითარდეს სისტემური ეოზინოფილია, რომელიც ზოგჯერ ვლინდება ვასკულიტის კლინიკური სიმპტომების განვითარებით და, ეგრედწოდებული ჩერჯ-სტროსის სინდრომით, რომლის მკურნალობა ხშირად ტარდება სისტემური გკს-ით. მსგავსი სიტუაციები ზოგჯერ წარმოიქმნება პერორალური გკს-ის დოზის შემცირების ან მიღების შეწყვეტისას. მიუხედავად იმისა, რომ ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომების განვითარებასა და ლეიკოტრიენის რეცეპტორების ანტაგონისტებით თერაპიას შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირი დადგენილი არ არის, გათვალისწინებული უნდა იყოს პაციენტებში ეოზინოფილიის, ვასკულიტის ნიშნების, ფილტვის სიმპტომების გაუარესების, გულის მხრივ გართულებების და/ან ნეიროპათიის წარმოქმნის შესაძლებლობა. პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ ეს სიმპტომები, უნდა ჩატარდეს განმეორებითი გამოკვლევები და მათი მკურნალობის სქემები კიდევ უნდა გადაიხედოს.

ნეიროფსიქიკური დარღვევები დაფიქსირდა მოზრდილებში, მოზარდებში და ბავშვებში, რომლებიც იღებდნენ მონტელუკასტს, ამიტომ პაციენტებმა და ექიმებმა უნდა გაითვალისწინონ მათი წარმოქმნის რისკი. პაციენტებს და/ან მათ მომვლელებს უნდა მიეცეთ ინსტრუქცია, რომ დაუყოვნებლივ აცნობონ მკურნალ ექიმს ნეიროფსიქიკური აშლილობის განვითარების შემთხვევები. ასეთ სიტუაციებში ექიმმა გულდასმით უნდა შეაფასოს რისკისა და სარგებელის თანაფარდობა მონტელუკასტით თერაპიის გაგრძელების შესახებ საკითხის განხილვისას.

მონტელუკასტით მკურნალობისას არ შეიძლება ასმ-დამოკიდებულ ბა-ის მქონე პაციენტებში არ გამოიყენება აცეტილსალიცილის მჟავა ()ასმ ან სხვა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები (ასას).

დამხმარე ნივთიერებები

კულენტო 4 მგ და 5 მგ შეიცავს ასპარტამს, რომელიც წარმოადგენს ფენილალანინის წყაროს; პაციენტებს ფენილკეტონურიით, იშვიათი გენეტიკური დაავადებით, გამოყოფის პროცესის დარღვევის გამო ფენილალანინი უგროვდებათ ორგანიზმში და შეუძლია უარყოფითი ზემოქმედება.

კულენტო 4 მგ და 5 მგ შეიცავს 1 მმოლზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ) ერთ ტაბლეტში, ესე იგი პრაქტიკულად "არ შეიცავს ნატრიუმს".

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

მონტელუკასტის გამოყენება შეიძლება სხვა პრეპარატებთან ერთად, რომლებიც ჩვეულებრივ გამოიყენება ბა-ის პროფილაქტიკისა და შემანარჩუნებელი თერაპიისთვის. წამლებთან ურთიერთქმედების კვლევებში დადგინდა, რომ მონტელუკასტს რეკომენდებული დოზებით არ ჰქონდა კლინიკურად მნიშვნელოვანი გავლენა შემდეგი პრეპარატების ფარმაკოკინეტიკაზე: თეოფილინი, პრედნიზონი, პრედნიზოლონი, პერორალური კონტრაცეპტივები (ეთინილ ესტრადიოლი:ნორეთინდრონის თანაფარდობა 35:1), ტერფენადინი, დიგოქსინი და ვარფარინი.

სუბიექტებში, რომლებიც იღებდნენ ფენობარბიტალს მონტელუკასტთან ერთად, ამ უკანასკნელისთვის კონცენტრაცია-დროის მრუდის (AUC) ქვეშ არსებული ფართობი შემცირდა 40%-ით. იმის გამო, რომ CYP3A4, 2C8 და 2C9 მონაწილეობენ მონტელუკასტის მეტაბოლიზმში, სიფრთხილეა აუცილებელი CYP3A4, 2C8 და 2C9 ინდუქტორებთან ერთად გამოყენებისას, როგორიცაა ფენიტოინი, ფენობარბიტალი და რიფამპიცინი, განსაკუთრებით ბავშვებში.

in vitro კვლევებმა აჩვენა, რომ მონტელუკასტი არის CYP2C8-ის ძლიერი ინჰიბიტორი. თუმცა, მონტელუკასტსა და როსიგლიტაზონს შორის კლინიკური ურთიერთქმედების კვლევის მონაცემები (ეტალონური სუბსტრატი, რომელიც არის პრეპარატი, რომელიც ძირითადად მეტაბოლიზდება CYP2C8-ის მონაწილეობით) მიუთითებს, რომ მონტელუკასტი არ თრგუნავს CYP2C8 in vivo. ამიტომ, მოსალოდნელია, რომ მონტელუკასტი მნიშვნელოვან გავლენას არ მოახდენს გავლენას CYP2C8-ის მონაწილეობით პრეპარატების (მაგალითდ, პაკლიტაქსელი, როსიგლიტაზონი და რეპაგლინიდი) მეტაბოლიზმზე.

In vitro კვლევებმა აჩვენა, რომ მონტელუკასტი არის სუბსტრატი CYP2C8-ისთვის და, ნაკლებად, CYP2C9 და 3A4-ისთვის. მედიკამენტებთან ურთიერთქმედების კლინიკურ კვლევაში აღმოჩნდა, რომ გემფიბროზილთან (CYP2C8 და 2C9 ინჰიბიტორი) ერთდროულად მიღებისას მონტელუკასტის პლაზმური კონცენტრაცია გაიზარდა 4,4-ჯერ. გემფიბროზილთან ან სხვა ძლიერ CYP2C8 ინჰიბიტორებთან ერთად გამოყენებისას საჭირო არ არის მონტელუკასტის დოზის კორექცია, თუმცა, ასეთი კომბინაციების გამოყენებისას გათვალისწინებული უნდა იყოს არასასურველი რეაქციების სიხშირისა და სიმძიმის შესაძლო რისკი.

In vitro კვლევებიდან მიღებული მონაცემების მიხედვით, მოსალოდნელი არ არის კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება მონტელუკასტსა და ნაკლებად ძლიერ CYP2C8 ინჰიბიტორებს შორის (მაგალითდ, ტრიმეტოპრიმი). იტრაკონაზოლთან, CYP3A4 ძლიერ ინჰიბიტორთან ერთად, მონტელუკასტის პლაზმური კონცენტრაცია მნიშვნელოვნად არ გაიზარდა.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში არ დაფიქსირდა მონტელუკასტის უარყოფითი გავლენა ორსულობაზე ან ემბრიონის/ნაყოფის განვითარებაზე.

გამოქვეყნებული პროსპექტული და რეტროსპექტული კოჰორტის კვლევების შედეგები ორსული ქალების მონაწილეობით, რომლებიც იღებდნენ მონტელუკასტს, მიუთითებს, რომ არ არსებობს მძიმე (ყველაზე მნიშვნელოვანი) თანდაყოლილი მანკიერებების რისკი, რომლებიც დაკავშირებულია სამკურნალო საშუალების გამოყენებასთან. კვლევების ხელმისაწვდომი მონაცემები აჩვენებს მათ მეთოდოლოგიურ შეზღუდვებს, მათ შორის მცირე ზომის ნიმუშს, მონაცემთა რეტროსპექტულ შეგროვებას (ზოგიერთ შემთხვევაში) და შედარების ჯგუფების გამოყენებას, რომლებიც მკურნალობდნენ შეუსაბამო პრეპარატებით.

კულენტო ორსულობის დროს გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც ეს უკიდურესად აუცილებელია.

ლაქტაცია

ვირთხებზე ჩატარებულ კვლევებში აღმოჩნდა, რომ მონტელუკასტი გამოიყოფა დედის რძეში. უცნობია, გამოიყოფა თუ არა მონტელუკასტი/მისი მეტაბოლიტები ადამიანის დედის რძეში. კულენტო გამოიყენება ძუძუთი კვების დროს მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც ეს უკიდურესად აუცილებელია.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

პრეპარატს არ აქვს ან აქვს უმნიშვნელო გავლენა ავტოტრანსპორტის ტარებისა და მექანიზმების მართვის უნარზე. თუმცა, ზოგიერთ პაციენტს აღენიშნებოდა თავბრუსხვევის და ძილიანობის შემთვევები.

გვერდითი მოვლენები

კლინიკურ კვლევებში მიღებული მონაცემები

კლინიკური კვლევების მონაცემების საფუძველზე დადგინდა, რომ ქვევით ჩამოთვლილი არასასურველი რეაქციები მნიშვნელოვნად უფრო ხშირად აღინიშნებოდა პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ მონტელუკასტს, ვიდრე პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ პლაცებოს. სიხშირის პარამეტრების მიხედვით, ასეთი არასასურველი რეაქციები მიეკუთვნებიან კატეგორიას „ხშირი“ (≥ 1/100, მაგრამ < 1/10).

10 მგ მონტელუკასტის აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტების ფორმით გამოყენება დაახლოებით 4000 მოზრდილ პაციენტში და 15 წლის და უფროსი ასაკის მოზარდ პაციენტში პერსისტირებადი ბა-ით (ორი 12-კვირიანი ხანგრძლივობის კვლევა, 795 მონაწილე)

ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: მუცელში ტკივილი.

5 მგ მონტელუკასტის საღეჭი ტაბლეტების ფორმით გამოყენება 6-დან 14 წლამდე ასაკის დაახლოებით 1750 პაციენტში პერსისტირებადი ბა-ით (ერთი 8-კვირიანი ხანგრძლივობის კვლევა, 201 მონაწილე; ორი 56-კვირიანი ხანგრძლივობის კვლევა, 615 მონაწილე)

ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი.

4 მგ მონტელუკასტის საღეჭი ტაბლეტების ფორმით გამოყენება 2-დან 5 წლამდე ასაკის დაახლოებით 1750 პაციენტში პერსისტირებადი ბა-ით (ერთი 12-კვირიანი ხანგრძლივობის კვლევა, 461 მონაწილე; ერთი 48-კვირიანი ხანგრძლივობის კვლევა, 278 მონაწილე)

ზოგადი აშლილობები და დარღვევები შეყვანის ადგილას: წყურვილი.

4 მგ შიგნით მისაღები გრანულების და 4 მგ საღეჭი ტაბლეტების ფორმით მონტელუკასტის გამოყენების უსაფრთხოება ასევე ფასდებოდა კლინიკურ კვლევებში 6 თვიდან 5 წლამდე ასაკის პაციენტებში ინტერმიტირებადი ბა-ით (1038 მონაწილე).

კლინიკურ კვლევებში ხანგრძლივი გამოყენებისას შეზღუდული რაოდენობის მოზრდილ პაციენტებში (2 წლამდე) და 6-დან 14 წლამდე ასაკის პაციენტებში (12 თვემდე) მონტელუკასტის უსაფრთხოების პროფილი არ შეცვლილა. საერთო ჯამში 2-დან 5 წლამდე ასაკის 502 პაციენტი მონტელუკასტს იღებდა არანაკლებ 3 თვის განმავლობაში, 338 პაციენტი - 6 თვის ან მეტი დროის განმავლობაში და 534 პაციენტი - 12 თვის ან მეტი დროის განმავლობაში, ამ დროს სამკურნალო საშუალების უსაფრთხოების პროფილი ამ პაციენტებში ასევე არ შეცვლილა.

პოსტმარკეტინგულ პერიოდში მიღებული მონაცემები

გვერდითი რეაქციები ჩამოთვლილია ქვემოთ MedDRA სტრუქტურულ-ორგანული კლასების მიხედვით. არასასურველი რეაქციების სიხშირის პარამეტრები შეფასდა კლინიკური კვლევების მონაცემების საფუძველზე შემდეგნაირად: ძალიან ხშირად (≥ 1/10); ხშირად (≥ 1/100, მაგრამ < 1/10); არახშირად (≥ 1/1000, მაგრამ < 1/100); იშვიათად (≥ 1/10000, მაგრამ < 1/1000); ძალიან იშვიათად (< 1/10000); სიხშირე უცნობია (შეუძლებელია შეფასდეს არსებული მონაცემებით).

ინფექციური და პარაზიტული დაავადებები: ძალიან ხშირად - ზედა სასუნთქი გზების ინფექციები*.

სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ: იშვიათად - სისხლდენის გაზრდილი რისკი; ძალიან იშვიათად - თრომბოციტოპენია.

იმუნური სისტემის მხრივ: არახშირად - ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, ანაფილაქსიური შოკის ჩათვლით; ძალიან იშვიათად - ღვიძლის ეოზინოფილური ინფილტრაცია.

ფსიქიკის დარღვევები: არახშირად - ანორმული სიზმრები, ღამის კოშმარების ჩათვლით, უძილობა, სომნამბულიზმი, შფოთვა, აგზნება, აჟიტირება, აგრესიული ან მტრული ქცევის ჩათვლით, დეპრესია, ფსიქომოტორული აგზნება (გაღიზიანების, მოუსვენრობის, ტრემორის ჩათვლით**); იშვიათად - ყურადღების დარღვევა, მეხსიერების დარღვევა, ტიკი; ძალიან იშვიათად - ჰალუცინაციები, დეზორიენტაცია, სუიციდური აზრები და ქცევა (სუიციდისადმი მიდრეკილება), ობსესიურ-კომპულსიური სიმპტომები, დისფემია.

ნერვული სისტემის მხრივ: არახშირად - თავბრუსხვევა, ძილიანობა, პარესთეზია/ჰიპესთეზია, კრუნჩხვები.

გულის მხრივ: იშვიათად - პალპიტაცია.

სასუნთქი სისტემის, გულმკერდის ორგანოებისა და შუასაყრის მხრივ: არახშირად - ცხვირიდან სისხლდენა; ძალიან იშვიათად - ჩერჯ-სტროსის სინდრომი, ფილტვების ეოზინოფილური ინფილტრაცია.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ხშირად - დიარეა#, გულისრევა#, ღებინება#; არახშირად - პირის სიმშრალე, დისპეფსია.

ღვიძლისა და სანაღვლე გზების მხრივ: ხშირად - სისხლის პლაზმაში ტრანსამინაზების (ალანინ ამინტრანსფერაზა (ალტ), ასპარტატამინოტრანსფერაზა (ასტ)) დონის მომატება; ძალიან იშვიათად - ჰეპატიტი (ღვიძლის ქოლესტაზური, ჰეპატოცელულარული და შერეული დაზიანების ჩათვლით).

კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: ხშირად - გამონაყარი#; არახშირად - ჰემატომა, ჭინჭრის ციება, ქავილი; იშვიათად - ანგიონევროზული შეშუპება; ძალიან იშვიათად - კვანძოვანი ერითემა, მულტიფორმული ერითემა.

ძვალ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ: არახშირად - ართრალგია, მიალგია, კუნთების სპაზმის ჩათვლით.

თირკმელებისა და საშარდე გზების მხრივ: არახშირად - ენურეზი ბავშვებში.

ზოგადი აშლილობები და დარღვევები შეყვანის ადგილას: ხშირად - ცხელება#; არახშირად - ასთენია/დაღლილობა, შეუძლოდ ყოფნა, შეშუპებები.

  • არასასურველი რეაქციების კატეგორია „ძალიან ხშირად“, რომლებიც აღინიშნა კლინიკურ კვლევებში როგორც პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ მონტელუკასტს, ასევე პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ პლაცებოს.

# არასასურველი რეაქციების კატეგორია „ხშირად“, რომლებიც აღინიშნა კლინიკურ კვლევებში როგორც პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ მონტელუკასტს, ასევე პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ პლაცებოს.

  • * გვერდითი რეაქციების კატეგორია „იშვიათად“.

შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ

საეჭვო გვერდითი რეაქციების შეტყობინება პრეპარატის რეგისტრაციის შემდეგ მნიშვნელოვანია. თუ პაციენტში გამოვლინდა პრეპარატის მიმართ სერიოზული გვერდითი რეაქცია ან განვითარდა ახალი გვერდითი რეაქცია, რომელიც არ არის აღწერილი ამ ნაწილში, გთხოვთ, აცნობოთ ფარმაკოზედამხედველობის ეროვნული სისტემის შესაბამისად.

ჭარბი დოზა

გრძელვადიან კვლევებში ბა-ის მქონე პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ მონტელუკასტს 200 მგ-მდე დოზით დღეში (მოზრდილებში) 22 კვირის განმავლობაში, ასევე მოკლევადიან კვლევებში, რომლებშიც პაციენტები იღებდნენ პრეპარატს 900 მგ-მდე დღეში დაახლოებით 1 კვირის განმავლობაში, კლინიკურად მნიშვნელოვანი არასასურველი რეაქციები არ აღინიშნა.

მონტელუკასტის მწვავე ჭარბი დოზის შემთხვევები დაფიქსირდა პოსტმარკეტინგულ პერიოდში და კლინიკურ კვლევებში, როდესაც მოზრდილები და ბავშვები იღებდნენ სამკურნალო საშუალებას 1000 მგ-ზე მეტი დოზით (დაახლოებით 61 მგ/კგ 42 თვის ასაკის ბავშვებში). მიღებული კლინიკური და ლაბორატორიული მონაცემები შეესაბამებოდა მონტელუკასტის უსაფრთხოების პროფილს მოზრდილ პაციენტებში და ბავშვებში. სამკურნალო საშალების ჭარბი დოზის უმეტეს შემთხვევაში არასასურველი რეაქციების განვითარების შესახებ შეტყობინენები არ ყოფილა.

სიმპტომები

ყველაზე ხშირად აღინიშნა არასასურველი რეაქციები, რომლებიც შეესაბამება მონტელუკასტის უსაფრთხოების პროფილს, მუცლის ტკივილის, ძილიანობის, წყურვილის, თავის ტკივილის, ღებინების და ფსიქომოტორულ აგზნების ჩათვლით.

მკურნალობა

არ არსებობს სპეციალური ინფორმაცია მონტელუკასტის ჭარბი დოზის მკურნალობის შესახებ. უცნობია, გამოიყოფა თუ არა პრეპარატი პერიტონეალური დიალიზით ან ჰემოდიალიზით.

შემადგენლობა

საღეჭი ტაბლეტი შეიცავს

აქტიური ნივთიერება: მონტელუკასტი (ნატრიუმის მონტელუკასტის სახით) 4 მგ ან 5 მგ.

დამხმარე ნივთიერებები: მანიტი, ასპარტამი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის კროსკარმელოზა, ჰიდროქსიპროპილცელულოზა, არომატიზატორი „ალუბალი“, რკინის წითელი ოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი.

პრეპარატის ათქ კოდი R03DC03

შენახვის პირობები

ინახება ნესტისა და სინათლისგან დაცულ ადგილას არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

შეინახეთ ბავშვებისგან მიუწვდომელ ადგილას!

ვარგისობის ვადა

წარმოების თარიღიდან 3 წელი.

არ გამოიყენება ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

გაცემის რეჟიმი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

წარმოებულია

„ვორლდ მედიცინ ილაჩ სან. ვე ტიჯ. ა.შ.“, თურქეთი

(15 თემუზ მაჰ. ჯამი იოლუ ჯად. No. 50 გიუნეშლი ბაგჯილარი/სტამბოლი)

“WORLD MEDICINE İLAÇ SAN. VE TİC. А.Ş.”, TURKEY

(15 Temmuz Mah. Cami Yolu Cad. No: 50 Güneşli Bağcılar / İstanbul).

ფარმაკოლოგიური თვისებები

სასუნთქ სისტემაზე მოქმედი პრეპარატები. სისტემური გამოყენების სხვა პრეპარატები სასუნთქი გზების ობსტრუქციული დაავადებების დროს. ლეიკოტრიენული რეცეპტორების ანტაგონისტები.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა

მოქმედების მექანიზმი

ცისტეინური ლეიკოტრიენები (LTC4, LTD4, LTE4) წარმოადგენენ სხვადასხვა უჯრედებიდან გამოთავისუფლებულ ანთებით ძლიერ ეიკოზანოიდებს, მასტოციტებისა და ეოზინოფილების ჩათვლით. სასუნთქი გზების ცისტეინლეიკოტრიენის (CysLT) რეცეპტორებთან შეერთებით ეს მნიშვნელოვანი პროასთმური მედიატორები განაპირობებენ ისეთ რეაქციებს, როგორებიც არის ბრონქოკონსტრიქცია, ლორწოს სეკრეცია, სისხლძარღვების გამტარობის გაზრდა და ეოზინოფილების დაგროვება.

ფარმაკოდინამიკური ეფექტები

მონტელუკასტი არის პერორალურად აქტიური ნაერთი, რომელიც მაღალი აფინურობით და სელექციურობით უკავშირდება CysLT1 რეცეპტორს. კლინიკური კვლევების შედეგების საფუძველზე დადგინდა, რომ მონტელუკასტი თრგუნავს ბრონქოკონსტრიქციას 5 მგ-მდე დოზით LTD4 ინჰალაციის ფონზე. ბრონქოდილატაცია აღინიშნება მონტელუკასტის პერორალური მიღებიდან 2 საათის განმავლობაში. აღმოჩნდა, რომ β-აგონისტებთან ერთად მონტელუკასტს აქვს ადიციური ბრონქოდილატაციური მოქმედება. მონტელუკასტი აინჰიბირებდა ანტიგენის სტიმულირებით გამოწვეული ბრონქოკონსტრიქციის როგორც ადრეულ, ისე გვიან ფაზებს. მან შეამცირა ეოზინოფილების რაოდენობა პერიფერიულ სისხლში მოზრდილ პაციენტებში და ბავშვებში პლაცებოსთან შედარებით. ცალკე კვლევაში მონტელუკასტით მკურნალობისას აღინიშნა ეოზინოფილების შემცველობის მნიშვნელოვანი შემცირება სასუნთქ გზებში (ნახველის ანალიზის მიხედვით). მოზრდილებში და 2-დან 14 წლამდე ასაკის ბავშვებში მონტელუკასტი, პლაცებოსთან შედარებით, ამცირებდა ეოზინოფილების რაოდენობას პერიფერიულ სისხლში, ამასთანავე აუმჯობესებს ბრონქული ასთმის (ბა) კლინიკურ კონტროლს.

ფარმაკოკინეტიკა

შეწოვა

პერორალური მიღების შემდეგ მონტელუკასტი სწრაფად შეიწოვება და აღწევს სისტემურ სისხლის მიმოქცევაში. მოზრდილებში მონტელუკასტის უზმოზე მიღებისას 10 მგ დოზით აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტების სახით, მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში (Cmax) მიიღწევა 3 საათის შემდეგ, ბიოშეღწევადობა შეადგენს საშუალოდ 64%-ს. საკვების მიღება არ მოქმედებს სამკურნალო საშუალების Cmax-ზე და ბიოშეღწევადობაზე. კლინიკური კვლევების შედეგები მიუთითებს მონტელუკასტის გამოყენების უსაფრთხოებაზე და ეფექტურობაზე ზემოაღნიშნული წამლის ფორმით საკვების მიღების მიუხედავად.

მონტელუკასტის გამოიყენებისას მოზრდილებში უზმოზე 5 მგ დოზით საღეჭი ტაბლეტების სახით, Cmax მიიღწევა 2 საათის შემდეგ, ამ დროს ბიოშეღწევადობა შეადგენს საშუალოდ 73%-ს. საკვებთან ერთად მიღებისას პრეპარატის ბიოშეღწევადობა 63%-მდე მცირდება.

მონტელუკასთვის უზმოზე მიღებისას დოზით 4 მგ საღეჭი ტაბლეტების ფორმით 2-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვებში Cmax მიიღწევა 2 საათის შემდეგ; ამ დროს Cmax მნიშვნელობები 66%-ით მაღალია, ხოლო Cmin უფრო დაბალია მოზრდილებში მონტელუკასთის 10 მგ დოზით აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტების ფორმით მიღებისას.

განაწილება

მონტელუკასტი 99%-ზე მეტად უერთდება სისხლის პლაზმის ცილებს. სამკურნალო საშუალების განაწილების მოცულობა წონასწორულ მდგომარეობაში შეადგენს საშუალოდ 8-11 ლ. ვირთხებში ჩატარებულ კვლევებში, რომლებისთვისაც მონტელუკასტი შეჰყავდათ რადიოაქტიური ნიშნულით, დადგინდა, რომ იგი უმნიშვნელო რაოდენობით აღწევს ჰემატოენცეფალურ ბარიერში, ამასთანავე შეყვანიდან 24 საათში მისი კონცენტრაციები ყველა სხვა ქსოვილში ასევე უმნიშვნელო იყო.

მეტაბოლიზმი

მონტელუკასტი ინტენსიურად მეტაბოლიზდება. კლინიკურ კვლევებში პრეპარატის გამოყენებისას თერაპიულ დოზებში წონასწორულ მდგომარეობაში მოზრდილებში და ბავშვებში მონტელუკასტის მეტაბოლიტები არ გამოვლინდა სისხლის პლაზმაში.

CYP2C8 იზოფერმენტი დიდ როლს ასრულებს მონტელუკასტის მეტაბოლიზმში. გარდა ამისა, CYP3A4 და 2C9 შეიძლება ნაკლებად მონაწილეობდნენ პრეპარატის ბიოტრანსფორმაციაში. თუმცა, იტრაკონაზოლთან ერთად გამოყენებისას (CYP3A4 ინჰიბიტორი), მონტელუკასტის ფარმაკოკინეტიკური პარამეტრები (დოზა 10 მგ დღეში) არ შეცვლილა ჯანმრთელ მოხალისეებში. ადამიანის ღვიძლის მიკროსომებზე in vitro კვლევების შედეგები მიუთითებს, რომ თერაპიული კონცენტრაციებით მონტელუკასტი არ აინჰიბირებს CYP3A4, 2C9, 1A2, 2A6, 2C19 და 2D6. მეტაბოლიტებს მცირე გავლენა აქვთ მონტელუკასტის თერაპიულ მოქმედებაზე.

გამოყოფა

მონტელუკასტის პლაზმური კლირენსი ჯანმრთელ მოზრდილ მოხალისეებში საშუალოდ 45 მლ/წთ-ს. რადიოაქტიურად მარკირებული მონტელუკასტის გამოყენებით ჩატარებულ კვლევებში აღმოჩნდა, რომ პერორალური მიღების შემდეგ 5 დღის განმავლობაში, პრეპარატის შეყვანილი დოზის 86% გამოიყოფა კუჭ-ნაწლავის ტრაქტით და 0,2%-ზე ნაკლები შარდით. ეს შედეგები ბიოშეღწევადობის შესახებ მონაცემებთან ერთად მიუთითებს, რომ მონტელუკასტი და მისი მეტაბოლიტები თითქმის მთლიანად გამოიყოფა ორგანიზმიდან ნაღველით.

პაციენტების განსაკუთრებული ჯგუფები

ღვიძლის მსუბუქი და ზომიერი დისფუნქციის მქონე პაციენტებში, ასევე ხანდაზმულ პაციენტებში დოზის კორექცია საჭირო არ არის. მონტელუკასტი არ არის შესწავლილი პაციენტებში თირკმლის ფუნქციის დარღვევით. ვინაიდან მონტელუკასტი და მისი მეტაბოლიტები გამოიყოფა ნაღველით, მოსალოდნელი არ არის, რომ წარმოიშვას დოზის კორექციის საჭიროება თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში. არ არსებობს მონაცემები მონტელუკასტის ფარმაკოკინეტიკის შესახებ პაციენტებში ღვიძლის მძიმე ფუნქციის დარღვევით (9 ქულაზე მეტი ჩაილდ-პიუს შკალაზე).

დადგენილია, რომ მონტელუკასტთან ერთდროული გამოყენებისას მაღალი დოზებით (მოზრდილებისთვის რეკომენდებულზე 20 და 60-ჯერ მეტი), მცირდება თეოფილინის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში; ეს ეფექტი არ აღინიშნებოდა მონტელუკასტის 10 მგ რეკომენდებული დოზით დღეში ერთხელ მიღებისას.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

სამკურნალო პრეპარატის

სამედიცინო გამოყენების ინსტრუქცია

კულენტო

სავაჭრო დასახელება

კულენტო, Culento

საერთაშორისო არადაპატენტებული დასახელება

მონტელუკასტი, Montelukast

წამლის ფორმა

საღეჭი ტაბლეტები.

აღწერილობა:

კულენტო 4 მგ: ოვალური ორმხრივ ამოზნექილი საღეჭი ტაბლეტები ღია-ვარდისფერიდან ვარდისფერამდე მოწითალო ან თეთრი ფერის პატარა წინწკლებით.

კულენტო 5 მგ: ოვალური ორმხრივ ამოზნექილი საღეჭი ტაბლეტები ღია-ვარდისფერიდან ვარდისფერამდე მოწითალო ან თეთრი ფერის პატარა წინწკლებით.

გამოყენების ჩვენებები

კულენტო 4 მგ

პრეპარატი ნაჩვენებია ბა-ს სამკურნალოდ (როგორც დამატებითი თერაპია) 2-დან 5 წლამდე ასაკის პაციენტებში მსუბუქი და საშუალო სიმძიმის პერსისტიული ბრონქული ასთმით, რომლებშიც ის საკმარისად არ კონტროლდება საინჰალაციო გლუკოკორტიკოსტეროიდების (გკს) მიღებით, ასევე პაციენტებში, რომლებშიც ხანმოკლე მოქმედების β-აგონისტების გამოყენება „საჭიროებისამებრ“ არ უზრუნველყოფს ბა-ს საკმარის კლინიკურ კონტროლს.

პრეპარატი შეიძლება წარმოადგენდეს არჩევის სამკურნალო საშუალებას საინჰალაციო გკს დაბალი დოზების ნაცვლად ბა-ს სამკურნალოდ 2-დან 5 წლამდე ასაკის პაციენტებში მსუბუქი და საშუალო სიმძიმის პერსისტენტული ბრონქული ასთმით, რომლებსაც ბოლო დროს არ ჰქონიათ ბა-ს მძიმე შეტევები, როდესაც საჭიროა პერორალური გკს-ს მიღება, ასევე პაციენტებში, რომლებსაც არ შეუძლიათ საინჰალაციო გკს-ს გამოყენება.

პრეპარატი ასევე ნაჩვენებია ბა-ს პროფილაქტიკისთვის 2 წლის და უფროსი ასაკის პაციენტებში, რომლებშიც დომინანტი კომპონენტი არის ფიზიკური დატვირთვით ინდუცირებული ბრონქოსპაზმი.

კულენტო 5 მგ

პრეპარატი ნაჩვენებია ბა-ს სამკურნალოდ (როგორც დამატებითი თერაპია) 6-დან 14 წლამდე ასაკის პაციენტებში მსუბუქი და საშუალო სიმძიმის პერსისტიული ბრონქული ასთმით, რომლებშიც ის საკმარისად არ კონტროლდება საინჰალაციო გლუკოკორტიკოსტეროიდების (გკს) მიღებით, ასევე პაციენტებში, რომლებშიც ხანმოკლე მოქმედების β-აგონისტების გამოყენება „საჭიროებისამებრ“ არ უზრუნველყოფს ბა-ს საკმარის კლინიკურ კონტროლს.

პრეპარატი შეიძლება იყოს შერჩევის თერაპია საინჰალაციო გკს დაბალი დოზების ნაცვლად ბა-ს სამკურნალოდ პაციენტებში მსუბუქი და საშუალო სიმძიმის პერსისტენტული ბს-ით, რომლებსაც ბოლო დროს არ ჰქონიათ ბა-ს მძიმე შეტევები, როდესაც საჭიროა პერორალური გკს-ს მიღება, ასევე პაციენტებში, რომლებსაც არ შეუძლიათ საინჰალაციო კგს-ს გამოყენება.

პრეპარატი ასევე ნაჩვენებია ბა-ს პროფილაქტიკისთვის 2 წლის და უფროსი ასაკის პაციენტებში, რომლებშიც დომინანტი კომპონენტი არის ფიზიკური დატვირთვით ინდუცირებული ბრონქოსპაზმი.

გამოყენების მეთოდი და დოზები

ბავშვებში კულენტოს გამოყენება უნდა მოხდეს მოზრდილების მეთვალყურეობით. საღეჭი ტაბლეტების ფორმით მონტელუკასტის გამოყენებისას სირთულეების წარმოქმნის შემთხვევაში განხილული უნდა იქნას საკითხი შიგნით მისაღები გრანულების ფორმით მისი გამოყენების შესახებ (იხ. მონტელუკასტის სამედიცინო გამოყენების შესაბამისი ინსტრუქცია).

დოზირება

კულენტო 4 მგ

2-დან 5 წლამდე ასაკის პაციენტებისთვის რეკომენდებული დოზა შეადგენს ერთ ტაბლეტს (4 მგ მონტელუკასტი) დღე-ღამეში ერთხელ საღამოს. ამ ასაკობრივ ჯგუფში სამკურნალო საშუალების დოზის კორექტირება საჭირო არ არის.

კულენტო 4 მგ

6-დან 14 წლამდე ასაკის პაციენტებისთვის რეკომენდებული დოზა შეადგენს ერთ ტაბლეტს (5 მგ მონტელუკასტი) დღეში ერთხელ საღამოს. ამ ასაკობრივ ჯგუფში სამკურნალო საშუალების დოზის კორექცია საჭირო არ არის.

ზოგადი რეკომენდაციები

მონტელუკასტის თერაპიული ეფექტი ბა-ის სიმპტომების კონტროლთან დაკავშირებით აღინიშნება სამკურნალო საშუალების მიღებიდან პირველ დღეებში. პაციენტებმა უნდა გააგრძელონ კულენტოს გამოყენება იმ შემთხვევაშიც, როდესაც ბა-ის სიმპტომები გაკონტროლებულია, ასევე, როდესაც ბა-ის სიმპტომები მწვავდება.

პრეპარატის დოზის კორექცია საჭირო არ არის პაციენტებში თირკმლის უკმარისობით ან ღვიძლის მსუბუქი ან ზომიერი დარღვევებით, მონაცემები პრეპარატის დოზირების რეჟიმის შესახებ პაციენტებში ღვიძლის მძიმე უკმარისობით არ არსებობს. როგორც მამრობითი, ასევე მდედრობითი სქესის პაციენტებმა კულენტო უნდა მიიღონ ერთიდაიგივე დოზით.

4 მგ და 5 მგ კულენტოს მიღება მსუბუქი ხარისხის სიმძიმის პერსისტირებადი ბა-ს მკურნალობის ალტერნატიული მეთოდის სახით დაბალი დოზებით საინჰალაციო გკს-ით თერაპიის ნაცვლად

მონტელუკასტით მონოთერაპია არ არის რეკომენდებული საშუალო ხარისხის სიმძიმის პერსისტირებადი ბა-ის მქონე პაციენტებში. მსუბუქი ხარისხის სიმძიმის პერსისტირებადი ბა-ის მქონე ბავშვებში დაბალი დოზებით საინჰალაციო გკს-ით თერაპიის ნაცვლად მკურნალობის ალტერნატიული მეთოდის სახით მონტელუკასტის გამოყენების შესაძლებლობა უნდა განიხილოს მხოლოდ იმ პაციენტებისთვის, რომლებსაც უახლოესი დროის განმავლობაში არ ჰქონიათ ბა-ის მძიმე შეტევები, რომლებიც საჭიროებს თერაპიას პერორალური გკს-ით, და რომლებისთვისაც არ შეიძლება საინჰალაციო გკს-ის გამოყენება. მსუბუქი ხარისხის სიმძიმის პერსისტირებადი ბა დგინდება, როდესაც ბა-ს სიმპტომები აღინიშნება კვირაში ერთზე მეტჯერ, მაგრამ დღეში ერთ ჯერზე ნაკლები, ღამის სიმპტომები აღინიშნება თვეში ორზე მეტჯერ, მაგრამ კვირაში ერთ ჯერზე ნაკლები, ამასთანავე შეტევებს შორის ნარჩუნდება ფილტვების ნორმალური ფუნქცია. თუ შემდგომი დაკვირვების პერიოდის განმავლობაში (ჩვეულებრივ ერთი თვის განმავლობაში) დადგინდა, რომ ბა-ის სათანადო კონტროლი ვერ მოხერხდა, მაშინ განხილული უნდა იქნას საკითხი დამატებითი ან ანთების საწინააღმდეგო სხვა თერაპიის გამოყენების შესახებ, ბა-ის თერაპიის ეტაპობრივ სისტემაზე დაყრდნობით. აუცილებელია პაციენტების მდგომარეობის პერიოდული მონიტორინგი ბა-ის კონტროლის განსაზღვრისთვის.

4 მგ კულენტოს გამოყენება ბა-ის პროფილაქტიკისთვის 2-დან 5 წლამდე ასაკის პაციენტებში, რომლებშიც ბა-ის ძირითადი კომპონენტია ფიზიკური დატვირთვით ინდუცირებული ბრონქოსპაზმი

ბქონქოსპაზმი, ინდუცირებული ფიზიკური დატვირთვით და რომელიც მოითხოვს მკურნალობას საინჰალაციო გკს-ით, შეიძლება იყოს პერსისტირებადი ბა-ის ძირითადი გამოვლინება 2-დან 5 წლამდე ასაკის პაციენტებში. პაციენტების მდგომარეობა უნდა შეფასდეს მონტელუკასტით 2-4-კვირიანი მკურნალობის შემდეგ. მკურნალობაზე დამაკმაყოფილებელი პასუხის არქონის დროს განხილული უნდა იქნას საკითხი დამატებითი თერაპიის ან სხვა თერაპიის გამოყენების შესახებ.

კულენტოთი თერაპია ბა-ის მკურნალობის სხვა მეთოდების მიხედვით

იმ შემთვევაში, როდესაც კულენტო გამოიყენება დამატებითი თერაპიის სახით საინჰალაციო გკს-თან ერთად, საინჰალაციო გკს-ით გამოყენების მკვეთრად შეწყვეტა არ შეიძლება.

ბავშვები

4 მგ კულენტოს გამოყენება 2 წელზე უმცროსი ასაკის ბავშვებში რეკომენდებული არ არის, ამ ასაკობრივ ჯგუფში პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ არის.

5 მგ კულენტოს გამოყენება 6 წელზე უმცროსი ასაკის ბავშვებში რეკომენდებული არ არის, ამ ასაკობრივ ჯგუფში პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ არის.

გამოყენების წესი

ტაბლეტები მიიღება შიგნით; ჩაყლაპვამდე ტაბლეტი უნდა დაიღეჭოს.

საკვების მიღების მიხედვით პრეპარატის მიღება უნდა მოხდეს 1 საათით ადრე ან 2 საათის მერე ჭამის შემდეგ.

უკუჩვენებები

ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ.

არასასურველი რეაქციები

კლინიკურ კვლევებში მიღებული მონაცემები

კლინიკური კვლევების მონაცემების საფუძველზე დადგინდა, რომ ქვევით ჩამოთვლილი არასასურველი რეაქციები მნიშვნელოვნად უფრო ხშირად აღინიშნებოდა პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ მონტელუკასტს, ვიდრე პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ პლაცებოს. სიხშირის პარამეტრების მიხედვით, ასეთი არასასურველი რეაქციები მიეკუთვნებიან კატეგორიას „ხშირი“ (≥ 1/100, მაგრამ < 1/10).

10 მგ მონტელუკასტის აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტების ფორმით გამოყენება დაახლოებით 4000 მოზრდილ პაციენტში და 15 წლის და უფროსი ასაკის მოზარდ პაციენტში პერსისტირებადი ბა-ით (ორი 12-კვირიანი ხანგრძლივობის კვლევა, 795 მონაწილე)

ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: მუცელში ტკივილი.

5 მგ მონტელუკასტის საღეჭი ტაბლეტების ფორმით გამოყენება 6-დან 14 წლამდე ასაკის დაახლოებით 1750 პაციენტში პერსისტირებადი ბა-ით (ერთი 8-კვირიანი ხანგრძლივობის კვლევა, 201 მონაწილე; ორი 56-კვირიანი ხანგრძლივობის კვლევა, 615 მონაწილე)

ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი.

4 მგ მონტელუკასტის საღეჭი ტაბლეტების ფორმით გამოყენება 2-დან 5 წლამდე ასაკის დაახლოებით 1750 პაციენტში პერსისტირებადი ბა-ით (ერთი 12-კვირიანი ხანგრძლივობის კვლევა, 461 მონაწილე; ერთი 48-კვირიანი ხანგრძლივობის კვლევა, 278 მონაწილე)

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: მუცელში ტკივილი.

ზოგადი აშლილობები და დარღვევები შეყვანის ადგილას: წყურვილი.

4 მგ შიგნით მისაღები გრანულების და 4 მგ საღეჭი ტაბლეტების ფორმით მონტელუკასტის გამოყენების უსაფრთხოება ასევე ფასდებოდა კლინიკურ კვლევებში 6 თვიდან 5 წლამდე ასაკის პაციენტებში ინტერმიტირებადი ბა-ით (1038 მონაწილე).

კლინიკურ კვლევებში ხანგრძლივი გამოყენებისას შეზღუდული რაოდენობის მოზრდილ პაციენტებში (2 წლამდე) და 6-დან 14 წლამდე ასაკის პაციენტებში (12 თვემდე) მონტელუკასტის უსაფრთხოების პროფილი არ შეცვლილა. საერთო ჯამში 2-დან 5 წლამდე ასაკის 502 პაციენტი მონტელუკასტს იღებდა არანაკლებ 3 თვის განმავლობაში, 338 პაციენტი - 6 თვის ან მეტი დროის განმავლობაში და 534 პაციენტი - 12 თვის ან მეტი დროის განმავლობაში, ამ დროს სამკურნალო საშუალების უსაფრთხოების პროფილი ამ პაციენტებში ასევე არ შეცვლილა.

პოსტმარკეტინგულ პერიოდში მიღებული მონაცემები

გვერდითი რეაქციები ჩამოთვლილია ქვემოთ MedDRA სტრუქტურულ-ორგანული კლასების მიხედვით. არასასურველი რეაქციების სიხშირის პარამეტრები შეფასდა კლინიკური კვლევების მონაცემების საფუძველზე შემდეგნაირად: ძალიან ხშირად (≥ 1/10); ხშირად (≥ 1/100, მაგრამ < 1/10); არახშირად (≥ 1/1000, მაგრამ < 1/100); იშვიათად (≥ 1/10000, მაგრამ < 1/1000); ძალიან იშვიათად (< 1/10000); სიხშირე უცნობია (შეუძლებელია შეფასდეს არსებული მონაცემებით).

ინფექციური და პარაზიტული დაავადებები: ძალიან ხშირად - ზედა სასუნთქი გზების ინფექციები*.

სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ: იშვიათად - სისხლდენის გაზრდილი რისკი; ძალიან იშვიათად - თრომბოციტოპენია.

იმუნური სისტემის მხრივ: არახშირად - ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, ანაფილაქსიური შოკის ჩათვლით; ძალიან იშვიათად - ღვიძლის ეოზინოფილური ინფილტრაცია.

ფსიქიკის დარღვევები: არახშირად - ანორმული სიზმრები, ღამის კოშმარების ჩათვლით, უძილობა, სომნამბულიზმი, შფოთვა, აგზნება, აჟიტირება, აგრესიული ან მტრული ქცევის ჩათვლით, დეპრესია, ფსიქომოტორული აგზნება (გაღიზიანების, მოუსვენრობის, ტრემორის ჩათვლით**); იშვიათად - ყურადღების დარღვევა, მეხსიერების დარღვევა, ტიკი; ძალიან იშვიათად - ჰალუცინაციები, დეზორიენტაცია, სუიციდური აზრები და ქცევა (სუიციდისადმი მიდრეკილება), ობსესიურ-კომპულსიური სიმპტომები, დისფემია.

ნერვული სისტემის მხრივ: არახშირად - თავბრუსხვევა, ძილიანობა, პარესთეზია/ჰიპესთეზია, კრუნჩხვები.

გულის მხრივ: იშვიათად - პალპიტაცია.

სასუნთქი სისტემის, გულმკერდის ორგანოებისა და შუასაყრის მხრივ: არახშირად - ცხვირიდან სისხლდენა; ძალიან იშვიათად - ჩერჯ-სტროსის სინდრომი, ფილტვების ეოზინოფილური ინფილტრაცია.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ხშირად - დიარეა#, გულისრევა#, ღებინება#; არახშირად - პირის სიმშრალე, დისპეფსია.

ღვიძლისა და სანაღვლე გზების მხრივ: ხშირად - სისხლის პლაზმაში ტრანსამინაზების (ალანინ ამინტრანსფერაზა (ალტ), ასპარტატამინოტრანსფერაზა (ასტ)) დონის მომატება; ძალიან იშვიათად - ჰეპატიტი (ღვიძლის ქოლესტაზური, ჰეპატოცელულარული და შერეული დაზიანების ჩათვლით).

კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: ხშირად - გამონაყარი#; არახშირად - ჰემატომა, ჭინჭრის ციება, ქავილი; იშვიათად - ანგიონევროზული შეშუპება; ძალიან იშვიათად - კვანძოვანი ერითემა, მულტიფორმული ერითემა.

ძვალ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ: არახშირად - ართრალგია, მიალგია, კუნთების სპაზმის ჩათვლით.

თირკმელებისა და საშარდე გზების მხრივ: არახშირად - ენურეზი ბავშვებში.

ზოგადი აშლილობები და დარღვევები შეყვანის ადგილას: ხშირად - ცხელება#; არახშირად - ასთენია/დაღლილობა, შეუძლოდ ყოფნა, შეშუპებები.

  • არასასურველი რეაქციების კატეგორია „ძალიან ხშირად“, რომლებიც აღინიშნა კლინიკურ კვლევებში როგორც პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ მონტელუკასტს, ასევე პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ პლაცებოს.

# არასასურველი რეაქციების კატეგორია „ხშირად“, რომლებიც აღინიშნა კლინიკურ კვლევებში როგორც პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ მონტელუკასტს, ასევე პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ პლაცებოს.

  • * გვერდითი რეაქციების კატეგორია „იშვიათად“.

შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ

საეჭვო გვერდითი რეაქციების შეტყობინება პრეპარატის რეგისტრაციის შემდეგ მნიშვნელოვანია. თუ პაციენტში გამოვლინდა პრეპარატის მიმართ სერიოზული გვერდითი რეაქცია ან განვითარდა ახალი გვერდითი რეაქცია, რომელიც არ არის აღწერილი ამ ნაწილში, გთხოვთ, აცნობოთ ფარმაკოზედამხედველობის ეროვნული სისტემის შესაბამისად.

განსაკუთრებული მითითებები

მონტელუკასტის წამლის პერორალური ფორმები არ არის განკუთვნილი ბა-ის მწვავე შეტევების თერაპიისთვის, ამიტომ პაციენტებს ყოველთვის თან უნდა ჰქონდეთ შესაბამისი პრეპარატები მათი კუპირებისთვის. ბა-ის მწვავე შეტევის განვითარების შემთხვევაში გამოყენებული უნდა იყოს ხანმოკლე მოქმედების საინჰალაციო β-აგონისტები. პაციენტებმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართონ ექიმს, თუ წარმოიშვება ხანმოკლე მოქმედების საინჰალააციო ბეტა-აგონისტების გამოყენების საჭიროება ჩვეულებრივზე ხშირად.

პერორალური ან საინჰალაციო გკს-ით თერაპია არ უნდა შეიცვალოს მკვეთრად მონტელუკასტით თერაპიით.

არ არსებობს მონაცემები, რომლებიც მიუთითებს, რომ პერორალური გკს დოზა შეიძლება შემცირდეს მონტელუკასტთან ერთად მიღებისას.

იშვიათ შემთხვევებში პაციენტებში, რომლებიც იღებენ პრეპარატებს ბა-ის თერაპიისთვის, მათ შორის მონტელუკასტს, შეიძლება განვითარდეს სისტემური ეოზინოფილია, რომელიც ზოგჯერ ვლინდება ვასკულიტის კლინიკური სიმპტომების განვითარებით და, ეგრედწოდებული ჩერჯ-სტროსის სინდრომით, რომლის მკურნალობა ხშირად ტარდება სისტემური გკს-ით. მსგავსი სიტუაციები ზოგჯერ წარმოიქმნება პერორალური გკს-ის დოზის შემცირების ან მიღების შეწყვეტისას. მიუხედავად იმისა, რომ ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომების განვითარებასა და ლეიკოტრიენის რეცეპტორების ანტაგონისტებით თერაპიას შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირი დადგენილი არ არის, გათვალისწინებული უნდა იყოს პაციენტებში ეოზინოფილიის, ვასკულიტის ნიშნების, ფილტვის სიმპტომების გაუარესების, გულის მხრივ გართულებების და/ან ნეიროპათიის წარმოქმნის შესაძლებლობა. პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ ეს სიმპტომები, უნდა ჩატარდეს განმეორებითი გამოკვლევები და მათი მკურნალობის სქემები კიდევ უნდა გადაიხედოს.

ნეიროფსიქიკური დარღვევები დაფიქსირდა მოზრდილებში, მოზარდებში და ბავშვებში, რომლებიც იღებდნენ მონტელუკასტს, ამიტომ პაციენტებმა და ექიმებმა უნდა გაითვალისწინონ მათი წარმოქმნის რისკი. პაციენტებს და/ან მათ მომვლელებს უნდა მიეცეთ ინსტრუქცია, რომ დაუყოვნებლივ აცნობონ მკურნალ ექიმს ნეიროფსიქიკური აშლილობის განვითარების შემთხვევები. ასეთ სიტუაციებში ექიმმა გულდასმით უნდა შეაფასოს რისკისა და სარგებელის თანაფარდობა მონტელუკასტით თერაპიის გაგრძელების შესახებ საკითხის განხილვისას.

მონტელუკასტით მკურნალობისას არ შეიძლება ასმ-დამოკიდებულ ბა-ის მქონე პაციენტებში არ გამოიყენება აცეტილსალიცილის მჟავა ()ასმ ან სხვა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები (ასას).

დამხმარე ნივთიერებები

კულენტო 4 მგ და 5 მგ შეიცავს ასპარტამს, რომელიც წარმოადგენს ფენილალანინის წყაროს; პაციენტებს ფენილკეტონურიით, იშვიათი გენეტიკური დაავადებით, გამოყოფის პროცესის დარღვევის გამო ფენილალანინი უგროვდებათ ორგანიზმში და შეუძლია უარყოფითი ზემოქმედება.

კულენტო 4 მგ და 5 მგ შეიცავს 1 მმოლზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ) ერთ ტაბლეტში, ესე იგი პრაქტიკულად "არ შეიცავს ნატრიუმს".

ზეგავლენა ავტოტრანსპორტის ტარებისა და მექანიზმების მართვის უნარზე

პრეპარატს არ აქვს ან აქვს უმნიშვნელო გავლენა ავტოტრანსპორტის ტარებისა და მექანიზმების მართვის უნარზე. თუმცა, ზოგიერთ პაციენტს აღენიშნებოდა თავბრუსხვევის და ძილიანობის შემთვევები.

გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის დროს

ორსულობა

ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში არ დაფიქსირდა მონტელუკასტის უარყოფითი გავლენა ორსულობაზე ან ემბრიონის/ნაყოფის განვითარებაზე.

გამოქვეყნებული პროსპექტული და რეტროსპექტული კოჰორტის კვლევების შედეგები ორსული ქალების მონაწილეობით, რომლებიც იღებდნენ მონტელუკასტს, მიუთითებს, რომ არ არსებობს მძიმე (ყველაზე მნიშვნელოვანი) თანდაყოლილი მანკიერებების რისკი, რომლებიც დაკავშირებულია სამკურნალო საშუალების გამოყენებასთან. კვლევების ხელმისაწვდომი მონაცემები აჩვენებს მათ მეთოდოლოგიურ შეზღუდვებს, მათ შორის მცირე ზომის ნიმუშს, მონაცემთა რეტროსპექტულ შეგროვებას (ზოგიერთ შემთხვევაში) და შედარების ჯგუფების გამოყენებას, რომლებიც მკურნალობდნენ შეუსაბამო პრეპარატებით.

კულენტო ორსულობის დროს გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც ეს უკიდურესად აუცილებელია.

ლაქტაცია

ვირთხებზე ჩატარებულ კვლევებში აღმოჩნდა, რომ მონტელუკასტი გამოიყოფა დედის რძეში. უცნობია, გამოიყოფა თუ არა მონტელუკასტი/მისი მეტაბოლიტები ადამიანის დედის რძეში. კულენტო გამოიყენება ძუძუთი კვების დროს მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც ეს უკიდურესად აუცილებელია.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

მონტელუკასტის გამოყენება შეიძლება სხვა პრეპარატებთან ერთად, რომლებიც ჩვეულებრივ გამოიყენება ბა-ის პროფილაქტიკისა და შემანარჩუნებელი თერაპიისთვის. წამლებთან ურთიერთქმედების კვლევებში დადგინდა, რომ მონტელუკასტს რეკომენდებული დოზებით არ ჰქონდა კლინიკურად მნიშვნელოვანი გავლენა შემდეგი პრეპარატების ფარმაკოკინეტიკაზე: თეოფილინი, პრედნიზონი, პრედნიზოლონი, პერორალური კონტრაცეპტივები (ეთინილ ესტრადიოლი:ნორეთინდრონის თანაფარდობა 35:1), ტერფენადინი, დიგოქსინი და ვარფარინი.

სუბიექტებში, რომლებიც იღებდნენ ფენობარბიტალს მონტელუკასტთან ერთად, ამ უკანასკნელისთვის კონცენტრაცია-დროის მრუდის (AUC) ქვეშ არსებული ფართობი შემცირდა 40%-ით. იმის გამო, რომ CYP3A4, 2C8 და 2C9 მონაწილეობენ მონტელუკასტის მეტაბოლიზმში, სიფრთხილეა აუცილებელი CYP3A4, 2C8 და 2C9 ინდუქტორებთან ერთად გამოყენებისას, როგორიცაა ფენიტოინი, ფენობარბიტალი და რიფამპიცინი, განსაკუთრებით ბავშვებში.

in vitro კვლევებმა აჩვენა, რომ მონტელუკასტი არის CYP2C8-ის ძლიერი ინჰიბიტორი. თუმცა, მონტელუკასტსა და როსიგლიტაზონს შორის კლინიკური ურთიერთქმედების კვლევის მონაცემები (ეტალონური სუბსტრატი, რომელიც არის პრეპარატი, რომელიც ძირითადად მეტაბოლიზდება CYP2C8-ის მონაწილეობით) მიუთითებს, რომ მონტელუკასტი არ თრგუნავს CYP2C8 in vivo. ამიტომ, მოსალოდნელია, რომ მონტელუკასტი მნიშვნელოვან გავლენას არ მოახდენს გავლენას CYP2C8-ის მონაწილეობით პრეპარატების (მაგალითდ, პაკლიტაქსელი, როსიგლიტაზონი და რეპაგლინიდი) მეტაბოლიზმზე.

In vitro კვლევებმა აჩვენა, რომ მონტელუკასტი არის სუბსტრატი CYP2C8-ისთვის და, ნაკლებად, CYP2C9 და 3A4-ისთვის. მედიკამენტებთან ურთიერთქმედების კლინიკურ კვლევაში აღმოჩნდა, რომ გემფიბროზილთან (CYP2C8 და 2C9 ინჰიბიტორი) ერთდროულად მიღებისას მონტელუკასტის პლაზმური კონცენტრაცია გაიზარდა 4,4-ჯერ. გემფიბროზილთან ან სხვა ძლიერ CYP2C8 ინჰიბიტორებთან ერთად გამოყენებისას საჭირო არ არის მონტელუკასტის დოზის კორექცია, თუმცა, ასეთი კომბინაციების გამოყენებისას გათვალისწინებული უნდა იყოს არასასურველი რეაქციების სიხშირისა და სიმძიმის შესაძლო რისკი.

In vitro კვლევებიდან მიღებული მონაცემების მიხედვით, მოსალოდნელი არ არის კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება მონტელუკასტსა და ნაკლებად ძლიერ CYP2C8 ინჰიბიტორებს შორის (მაგალითდ, ტრიმეტოპრიმი). იტრაკონაზოლთან, CYP3A4 ძლიერ ინჰიბიტორთან ერთად, მონტელუკასტის პლაზმური კონცენტრაცია მნიშვნელოვნად არ გაიზარდა.

ჭარბი დოზა

გრძელვადიან კვლევებში ბა-ის მქონე პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ მონტელუკასტს 200 მგ-მდე დოზით დღეში (მოზრდილებში) 22 კვირის განმავლობაში, ასევე მოკლევადიან კვლევებში, რომლებშიც პაციენტები იღებდნენ პრეპარატს 900 მგ-მდე დღეში დაახლოებით 1 კვირის განმავლობაში, კლინიკურად მნიშვნელოვანი არასასურველი რეაქციები არ აღინიშნა.

მონტელუკასტის მწვავე ჭარბი დოზის შემთხვევები დაფიქსირდა პოსტმარკეტინგულ პერიოდში და კლინიკურ კვლევებში, როდესაც მოზრდილები და ბავშვები იღებდნენ სამკურნალო საშუალებას 1000 მგ-ზე მეტი დოზით (დაახლოებით 61 მგ/კგ 42 თვის ასაკის ბავშვებში). მიღებული კლინიკური და ლაბორატორიული მონაცემები შეესაბამებოდა მონტელუკასტის უსაფრთხოების პროფილს მოზრდილ პაციენტებში და ბავშვებში. სამკურნალო საშალების ჭარბი დოზის უმეტეს შემთხვევაში არასასურველი რეაქციების განვითარების შესახებ შეტყობინენები არ ყოფილა.

სიმპტომები

ყველაზე ხშირად აღინიშნა არასასურველი რეაქციები, რომლებიც შეესაბამება მონტელუკასტის უსაფრთხოების პროფილს, მუცლის ტკივილის, ძილიანობის, წყურვილის, თავის ტკივილის, ღებინების და ფსიქომოტორულ აგზნების ჩათვლით.

მკურნალობა

არ არსებობს სპეციალური ინფორმაცია მონტელუკასტის ჭარბი დოზის მკურნალობის შესახებ. უცნობია, გამოიყოფა თუ არა პრეპარატი პერიტონეალური დიალიზით ან ჰემოდიალიზით.

გამოშვების ფორმა

საღეჭი ტაბლეტები.

7 ტაბლეტი ბლისტერში.

4 ბლისტერი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები

ინახება ნესტისა და სინათლისგან დაცულ ადგილას არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

შეინახეთ ბავშვებისგან მიუწვდომელ ადგილას!

ვარგისობის ვადა

წარმოების თარიღიდან 3 წელი.

არ გამოიყენება ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

გაცემის რეჟიმი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

წარმოებულია

„ვორლდ მედიცინ ილაჩ სან. ვე ტიჯ. ა.შ.“, თურქეთი

(15 თემუზ მაჰ. ჯამი იოლუ ჯად. No. 50 გიუნეშლი ბაგჯილარი/სტამბოლი)

“WORLD MEDICINE İLAÇ SAN. VE TİC. А.Ş.”, TURKEY

(15 Temmuz Mah. Cami Yolu Cad. No: 50 Güneşli Bağcılar / İstanbul).

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა