კულენტო
CULENTO
პრეპარატი ნაჩვენებია ბრონქული ასთმის სამკურნალოდ (როგორც დამატებითი თერაპია) იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ მსუბუქი და საშუალო სიმძიმის პერსისტენტული ბრონქული ასთმა, რომლებშიც ის საკმარისად არ კონტროლდება საინჰალაციო გლუკოკორტიკოსტეროიდების მიღებით, ასევე პაციენტებში, რომლებშიც ხანმოკლე მოქმედების ბეტა-აგონისტების …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- მონტელუკასტი (montelukast)
- ფორმა და შეფუთვა
- 10მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28 (4X7)
- მწარმოებელი
- WORLD MEDICINE ILAC SAN. VE TIC. A.S., თურქეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- სასუნთქი გზების ობსტრუქციული დაავადებების სამკურნალო პრეპარატები, ლეიკოტრიენული რეცეპტორების ანტაგონისტები
- ATC კოდი
- R03DC03
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-040670
- რეგისტრირებულია
- 4 აპრილი 2024, მოქმედებს 4 აპრილი 2029-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- WORLD MEDICINE ILAC SAN. VE TIC. A.S. (თურქეთი)
- განმცხადებელი
- შპს „გლობალფარმი“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
კულენტო — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
პრეპარატი ნაჩვენებია ბრონქული ასთმის სამკურნალოდ (როგორც დამატებითი თერაპია) იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ მსუბუქი და საშუალო სიმძიმის პერსისტენტული ბრონქული ასთმა, რომლებშიც ის საკმარისად არ კონტროლდება საინჰალაციო გლუკოკორტიკოსტეროიდების მიღებით, ასევე
პაციენტებში, რომლებშიც ხანმოკლე მოქმედების ბეტა-აგონისტების გამოიყენება „საჭიროებისამებრ“ არ უზრუნველყოფს ასთმის საკმარის კლინიკურ კონტროლს; ბრონქული ასთმის მქონე ზემოაღნიშნულ პაციენტებში პრეპარატი ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც სეზონური ალერგიული რინიტის სიმპტომური თერაპიის სახით.
პრეპარატი ასევე ნაჩვენებია ბრონქული ასთმის პროფილაქტიკისთვის პაციენტებში, რომლებშიც დომინანტური კომპონენტია ფიზიკური დატვირთვით გამოწვეული ბრონქოსპაზმი.
მიღების წესი და დოზირება
ბრონქული ასთმის ან ბრონქული ასთმის და სეზონური ალერგიული რინიტის მქონე მოზრდილებისა და 15 წელზე უფროსი ასაკის მოზარდებისთვის რეკომენდებული დოზაა ერთი ტაბლეტი (10 მგ მონტელუკასტი) დღე-ღამეში ერთხელ საღამოს.
ზოგადი რეკომენდაციები
მონტელუკასტის თერაპიული ეფექტი ბრონქული ასთმის სიმპტომების კონტროლთან დაკავშირებით აღინიშნება პრეპარატის მიღების პირველ დღეებში. პაციენტებმა უნდა გააგრძელონ კულენტოს გამოყენება, როდესაც ბრონქული ასთმის სიმპტომების კონტროლის მიღწევის პერიოდში, ასევე ბრონქული ასთმის სიმპტომების გაუარესებისას. კულენტო არ გამოიყენება მონტელუკასტის შემცველ სხვა მედიკამენტებთან ერთად.
პრეპარატის დოზის კორექცია საჭირო არ არის ხანდაზმულ პაციენტებში, პაციენტებში თირკმლის უკმარისობით ან ღვიძლის მსუბუქი ან ზომიერი დისფუნქციით; არ არსებობს მონაცემები პრეპარატის დოზირების რეჟიმის შესახებ პაციენტებში ღვიძლის მძიმე უკმარისობით. როგორც მამაკაცმა, ასევე ქალმა პაციენტებმა უნდა მიიღონ კულენტო ერთი და იგივე დოზით.
კულენტოთი თერაპია ბრონქული ასთმის სხვა სამკურნალო მეთოდების მიხედვოთ
პაციენტებში, რომლებსაც უკვე უტარდებათ ბრონქული ასთმის მკურნალობა, შესაძლებელია კულენტოს დამატებით ჩართვა მკურნალობის სქემაში.
საინჰალაციო გლუკოკორტიკოსტეროიდები
კულენტოს გამოყენება შეიძლება როგორც დამხმარე თერაპია იმ პაციენტებში, რომლებშიც საინჰალაციო გლუკოკორტიკოსტეროიდების და ხანმოკლე მოქმედების ბეტა-აგონისტების გამოყენება „საჭიროებისამებრ“ არ უზრუნველყოფს ბრონქული ასთმის საკმარის კლინიკურ კონტროლს. საინჰალაციო გლუკოკორტიკოსტეროიდებით თერაპია არ უნდა შეიცვალოს ერთბაშად მონტელუკასტით მკურნალობით.
ბავშვები
რეკომენდებული არ არის კულენტოს გამოყენება (აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, 10 მგ მონტელუკასტი) 15 წლამდე ასაკის ბავშვებში; ამ ასაკობრივ ჯგუფში გამოიყენება კულენტოს შესაბამისი დოზირების ფორმები.
გამოყენების წესი
ტაბლეტები მიიღება შიგნით, საკვების მიღების დამოუკიდებლად.
უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ.
სიფრთხილის ზომები
მონტელუკასტის პერორალური დოზირების ფორმები არ არის განკუთვნილი ბრონქული ასთმის მწვავე შეტევების სამკურნალოდ, ამიტომ პაციენტებს ყოველთვის თან უნდა ჰქონდეთ შესაბამისი მედიკამენტები მათი კუპირებისთვის. ბრონქული ასთმის მწვავე შეტევის შემთხვევაში გამოყენებული უნდა იყოს ხანმოკლე მოქმედების საინჰალაციო β-აგონისტები. პაციენტებმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართონ ექიმს, თუ წარმოიშვება ხანმოკლე მოქმედების საინჰალააციო ბეტა-აგონისტების გამოყენების საჭიროება ჩვეულებრივზე ხშირად.
პერორალური ან საინჰალაციო გლუკოკორტიკოსტეროიდებით თერაპია არ უნდა შეიცვალოს ერთბაშად მონტელუკასტით თერაპიით.
არ არსებობს მონაცემები, რომლებიც მიუთითებს, რომ პერორალური კორტიკოსტეროიდების დოზა შეიძლება შემცირდეს მონტელუკასტთან ერთად მიღებისას.
იშვიათ შემთხვევებში პაციენტებში, რომლებიც იღებენ პრეპარატებს ბრონქული ასთმის სამკურნალოდ, მათ შორის მონტელუკასტს, შეიძლება განვითარდეს სისტემური ეოზინოფილია, რომელიც ზოგჯერ ვლინდება ვასკულიტის კლინიკური სიმპტომების განვითარებით და ე.წ. ჩარგ-სტრაუსის სინდრომით, რომელთა მკურნალობა ხშირად ტარდება გლუკოკორტიკოსტეროიდებით. მსგავსი სიტუაციები ზოგჯერ წარმოიქმნება პერორალური გლუკოკორტიკოსტეროიდების დოზის შემცირების ან მიღების შეწყვეტისას. მიუხედავად იმისა, რომ ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომების განვითარებასა და ლეიკოტრიენის რეცეპტორების ანტაგონისტებით თერაპიას შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირი დადგენილი არ არის, გათვალისწინებული უნდა იყოს პაციენტებში ეოზინოფილიის, ვასკულიტის ნიშნების, ფილტვის სიმპტომების გაუარესების, გულის გართულებების და/ან ნეიროპათიის შესაძლებლობები. პაციენტებსი, რომლებსაც აღენიშნებათ ეს სიმპტომები, უნდა ჩატარდეს განმეორებითი გამოკვლევები და მათი მკურნალობის სქემები უნდა გადაიხედოს.
ნეიროფსიქიკური დარღვევები დაფიქსირდა მოზრდილებში, მოზარდებში და ბავშვებში, რომლებიც იღებდნენ მონტელუკასტს, ამიტომ პაციენტებმა და ექიმებმა უნდა გაითვალისწინონ ეს რისკი. პაციენტებს და/ან მათ მომვლელებს უნდა მიეცეთ ინსტრუქცია, რომ დაუყოვნებლივ აცნობონ ექიმს ნეიროფსიქიკური აშლილობის განვითარების შემთხვევები. ასეთ სიტუაციებში ექიმმა გულდასმით უნდა შეაფასოს რისკისა და სარგებელის თანაფარდობა მონტელუკასტით თერაპიის გაგრძელების განხილვისას.
მონტელუკასტით მკურნალობისას აცეტილსალიცილის მჟავა-დამოკიდებულ ბრონქული ასთმის მქონე პაციენტებში არ გამოიყენება აცეტილსალიცილის მჟავა ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები.
დამხმარე ნივთიერებები
კულენტო შეიცავს ლაქტოზას, ამიტომ პაციენტებმა იშვიათი მემკვიდრეობითი დაავადებებით, რომლებსაც ახასიათებთ გალაქტოზას აუტანლობა, ლაქტაზას უკმარისობა ან გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბცია, არ უნდა მიიღონ ეს პრეპარატი.
კულენტო შეიცავს 1 მმოლზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ) თითოულ ტაბლეტში, რაც ნიშნავს, რომ ის პრაქტიკულად არ შეიცავს ნატრიუმს.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
მონტელუკასტის გამოყენება შეიძლება სხვა პრეპარატებთან ერთად, რომლებიც ჩვეულებრივ გამოიყენება ბრონქული ასთმის პროფილაქტიკისა და შემანარჩუნებელი მკურნალობისთვის. წამლებთან ურთიერთქმედების კვლევებში დადგინდა, რომ მონტელუკასტს რეკომენდებული დოზებით არ ჰქონდა კლინიკურად მნიშვნელოვანი გავლენა შემდეგი პრეპარატების ფარმაკოკინეტიკაზე: თეოფილინი, პრედნიზონი, პრედნიზოლონი, ორალური კონტრაცეპტივები (ეთინილ ესტრადიოლი:ნორეთინდრონის თანაფარდობა 35:1), ტერფენადინი, დიგოქსინი და ვარფარინი.
სუბიექტებში, რომლებიც იღებდნენ ფენობარბიტალს მონტელუკასტთან ერთად, ამ უკანასკნელისთვის კონცენტრაცია-დროის მრუდის (AUC) ქვეშ არსებული ფართობი შემცირდა 40%-ით. იმის გამო, რომ CYP3A4, 2C8 და 2C9 მონაწილეობენ მონტელუკასტის მეტაბოლიზმში, სიფრთხილეა აუცილებელი CYP3A4, 2C8 და 2C9 ინდუქტორებთან ერთად გამოყენებისას, როგორიცაა ფენიტოინი, ფენობარბიტალი და რიფამპიცინი, განსაკუთრებით ბავშვებში (პრეპარატ კულენტოს ასაკის შესაბამისი დოზების გამოყენებისას).
ინ ვიტრო კვლევებმა აჩვენა, რომ მონტელუკასტი არის CYP2C8-ის ძლიერი ინჰიბიტორი. თუმცა, მონტელუკასტსა და როსიგლიტაზონს შორის კლინიკური ურთიერთქმედების კვლევის მონაცემები (ეტალონური სუბსტრატი, რომელიც არის პრეპარატი, რომელიც ძირითადად მეტაბოლიზდება CYP2C8-ის მონაწილეობით) მიუთითებს, რომ მონტელუკასტი არ თრგუნავს CYP2C8 in vivo. ამიტომ, მოსალოდნელია, რომ მონტელუკასტი მნიშვნელოვან გავლენას არ მოახდენს გავლენას CYP2C8-ის მონაწილეობით პრეპარატების (მაგ., პაკლიტაქსელი, როსიგლიტაზონი და რეპაგლინიდი) მეტაბოლიზმზე.
In vitro კვლევებმა აჩვენა, რომ მონტელუკასტი არის სუბსტრატი CYP2C8-ისთვის და, ნაკლებად, CYP2C9 და 3A4-ისთვის. მედიკამენტებთან ურთიერთქმედების კლინიკურ კვლევაში აღმოჩნდა, რომ გემფიბროზილთან (CYP2C8 და 2C9 ინჰიბიტორი) ერთდროულად მიღებისას მონტელუკასტის პლაზმური კონცენტრაცია გაიზარდა 4,4-ჯერ. გემფიბროზილთან ან სხვა ძლიერ CYP2C8 ინჰიბიტორებთან ერთად გამოყენებისას საჭირო არ არის მონტელუკასტის დოზის კორექცია, თუმცა, ასეთი კომბინაციების გამოყენებისას გათვალისწინებული უნდა იყოს გვერდითი რეაქციების სიხშირისა და სიმძიმის შესაძლო რისკი.
In vitro კვლევებიდან მიღებული მონაცემების მიხედვით, მოსალოდნელი არ არის კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება მონტელუკასტსა და ნაკლებად ძლიერ CYP2C8 ინჰიბიტორებს შორის (მაგ., ტრიმეტოპრიმი). იტრაკონაზოლთან, CYP3A4 ძლიერ ინჰიბიტორთან ერთად, მონტელუკასტის პლაზმური კონცენტრაცია მნიშვნელოვნად არ გაიზარდა.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში არ დაფიქსირდა მონტელუკასტის უარყოფითი გავლენა ორსულობაზე ან ემბრიონის/ნაყოფის განვითარებაზე.
გამოქვეყნებული პერსპექტიული და რეტროსპექტული კოჰორტის კვლევების შედეგები ორსულ ქალებში, რომლებიც იღებდნენ მონტელუკასტს, მიუთითებს, რომ არ არსებობს მძიმე (ყველაზე მნიშვნელოვანი) თანდაყოლილი მანკების რისკი, რომლებიც დაკავშირებულია პრეპარატის გამოყენებასთან. კვლევებიდან მიღებული მონაცემები აჩვენებს მათ მეთოდოლოგიურ შეზღუდვებს, მათ შორის მცირე ზომის ნიმუშს, მონაცემთა რეტროსპექტულ შეგროვებას (ზოგიერთ შემთხვევაში) და შედარების ჯგუფების გამოყენებას, რომლებიც მკურნალობდნენ შეუსაბამო მედიკამენტებით.
კულენტო ორსულობის დროს გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც ეს აბსოლუტურად აუცილებელია.
ლაქტაცია
ვირთხებზე ჩატარებულ კვლევებში აღმოჩნდა, რომ მონტელუკასტი გამოიყოფა დედის რძეში. უცნობია გამოიყოფა თუ არა მონტელუკასტი/მისი მეტაბოლიტები დედის რძეში. კულენტო გამოიყენება ძუძუთი კვების დროს მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც ეს აბსოლუტურად აუცილებელია.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
პრეპარატს არ აქვს ან აქვს უმნიშვნელო გავლენა სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე. თუმცა, ზოგიერთ პაციენტს აღენიშნებოდა თავბრუსხვევა და ძილიანობა.
გვერდითი მოვლენები
კლინიკური კვლევებიდან მიღებული მონაცემები
კლინიკური კვლევების მონაცემებზე დაყრდნობით, დადგინდა, რომ შემდეგი გვერდითი რეაქციები მნიშვნელოვნად უფრო ხშირად აღინიშნებოდა პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ მონტელუკასტს, ვიდრე პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ პლაცებოს. სიხშირის პარამეტრების მიხედვით, ასეთი გვერდითი რეაქციები კლასიფიცირდება, როგორც „ხშირი“ (≥ 1/100, მაგრამ < 1/10).
მონტელუკასტის 10 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტების გამოყენება დაახლოებით 4000 ზრდასრულ პაციენტში და 15 წლის და უფროსი ასაკის მოზარდ პაციენტში ბრონქული ასთმით და დაახლოებით 400 ზრდასრულ პაციენტში და 15 წლის და უფროსი ასაკის მოზარდ პაციენტში ბრონქული ასთმით და სეზონური ალერგიული რინიტით (ორი 12 კვირიანი კვლევა, 795 მონაწილე)
ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: მუცლის ტკივილი.
მონტელუკასტის 5 მგ საღეჭი ტაბლეტების გამოყენება 6-დან 14 წლამდე ასაკის დაახლოებით 1750 პაციენტში ბრონქული ასთმით (ერთი 8-კვირიანი კვლევა, 201 მონაწილე; ორი 56-კვირიანი კვლევა, 615 მონაწილე)
ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი.
კლინიკურ კვლევებში შეზღუდული რაოდენობის მოზრდილ პაციენტებში (2 წლამდე) და 6-დან 14 წლამდე ასაკის პაციენტებში (12 თვემდე) ხანგრძლივი გამოყენებისას მონტელუკასტის უსაფრთხოების პროფილი არ შეცვლილა.
პოსტმარკეტინგული მონაცემები
გვერდითი რეაქციები ჩამოთვლილია ქვემოთ MedDRA სტრუქტურული და ორგანოთა კლასების მიხედვით. გვერდითი რეაქციების სიხშირის პარამეტრები შეფასდა კლინიკური კვლევების მონაცემების საფუძველზე შემდეგნაირად: ძალიან ხშირად (≥ 1/10); ხშირად (≥ 1/100, მაგრამ < 1/10); არახშირად (≥ 1/1000, მაგრამ < 1/100); იშვიათად (≥ 1/10000, მაგრამ < 1/1000); ძალიან იშვიათად (< 1/10000); სიხშირე უცნობია (შეუძლებელია შეფასდეს არსებული მონაცემებით).
ინფექციური და პარაზიტული დაავადებები: ძალიან ხშირად - ზედა სასუნთქი გზების ინფექციები*.
სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ: იშვიათად - სისხლდენის გაზრდილი რისკი; ძალიან იშვიათად - თრომბოციტოპენია.
იმუნური სისტემის მხრივ: არახშირად - ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, ანაფილაქსიური შოკის ჩათვლით; ძალიან იშვიათად - ღვიძლის ეოზინოფილური ინფილტრაცია.
ფსიქიკური აშლილობები: არახშირად - არანორმალური სიზმრები, ღამის კოშმარების ჩათვლით, უძილობა, სომნამბულიზმი, შფოთვა, აგზნება, აგრესიული ან მტრული ქცევის ჩათვლით, დეპრესია, ფსიქომოტორული აგზნება (მათ შორის გაღიზიანება, მოუსვენრობა, ტრემორი**); იშვიათად - ყურადღების დაქვეითება, მეხსიერების დაქვეითება, ტიკი; ძალიან იშვიათად - ჰალუცინაციები, დეზორიენტაცია, სუიციდური აზრები და ქცევა (სუიციდისადმი მიდრეკილება), ობსესიურ-კომპულსიური სიმპტომები, დისფემია.
ნერვული სისტემის მხრივ: არახშირად - თავბრუსხვევა, ძილიანობა, პარესთეზია/ჰიპესთეზია, კრუნჩხვები.
გულის მხრივ: იშვიათად - პალპიტაცია.
სასუნთქი სისტემის, გულმკერდის ორგანოებისა და შუასაყარის მხრივ: არახშირად - ცხვირიდან სისხლდენა; ძალიან იშვიათად - ჩარგ სტრაუსის სინდრომი, ფილტვებში ეოზინოფილური ინფილტრაცია.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ხშირად - დიარეა#, გულისრევა#, ღებინება#; არახშირად - პირის სიმშრალე, დისპეფსია.
ღვიძლისა და სანაღვლე გზების მხრივ: ხშირად - სისხლის პლაზმაში ტრანსამინაზების (ალანინ ამინტრანსფერაზა (ALT), ასპარტატამინოტრანსფერაზა (AST)) დონის მომატება; ძალიან იშვიათად - ჰეპატიტი (მათ შორის ქოლესტაზური, ჰეპატოცელულარული და შერეული ღვიძლის დაზიანება).
კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: ხშირად - გამონაყარი#; არახშირად - ჰემატომა, ჭინჭრის ციება, ქავილი; იშვიათად - ანგიონევროზული შეშუპება; ძალიან იშვიათად - კვანძოვანი ერითემა, მულტიფორმული ერითემა.
ძვალ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ: არახშირად - ართრალგია, მიალგია, მათ შორის კუნთების სპაზმი.
თირკმელებისა და საშარდე გზების მხრივ: არახშირად - ენურეზი ბავშვებში.
ზოგადი დარღვევები და დარღვევები ინექციის ადგილზე: ხშირად - პირექსია#; არახშირად - ასთენია/დაღლილობა, სისუსტე, შეშუპება.
- გვერდითი რეაქციების კატეგორია „ძალიან ხშირად“, რომლებიც აღინიშნა კლინიკურ კვლევებში როგორც პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ მონტელუკასტს, ასევე პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ პლაცებოს.
# გვერდითი რეაქციების კატეგორია „ხშირად“, რომლებიც აღინიშნა კლინიკურ კვლევებში როგორც პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ მონტელუკასტს, ასევე პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ პლაცებოს.
- * გვერდითი რეაქციების კატეგორია „იშვიათად“.
საეჭვო გვერდითი რეაქციების შეტყობინება
საეჭვო გვერდითი რეაქციების შეტყობინება პრეპარატის რეგისტრაციის შემდეგ მნიშვნელოვანია. თუ პაციენტში გამოვლინდა პრეპარატის მიმართ სერიოზული გვერდითი რეაქცია ან განვითარდა ახალი გვერდითი რეაქცია, რომელიც არ არის აღწერილი ამ ნაწილში, გთხოვთ, აცნობოთ ფარმაკოზედამხედველობის ეროვნული სისტემის შესაბამისად.
ჭარბი დოზა
გრძელვადიან კვლევებში ბრონქული ასთმის მქონე პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ მონტელუკასტს 200 მგ-მდე დოზით დღეში (მოზრდილებში) 22 კვირის განმავლობაში, ასევე მოკლევადიან კვლევებში, რომლებშიც პაციენტები იღებდნენ პრეპარატს 900 მგ-მდე დღეში დაახლოებით 1 კვირის განმავლობაში, კლინიკურად მნიშვნელოვანი გვერდითი რეაქციები არ აღინიშნა.
მონტელუკასტის მწვავე ჭარბი დოზირების შემთხვევები დაფიქსირდა პოსტმარკეტინგულ პერიოდში და კლინიკურ კვლევებში, როდესაც მოზრდილები და ბავშვები იღებდნენ პრეპარატს 1000 მგ-ზე მეტი დოზით (დაახლოებით 61 მგ/კგ 42 თვის ასაკის ბავშვებში). მიღებული კლინიკური და ლაბორატორიული მონაცემები შეესაბამებოდა მონტელუკასტის უსაფრთხოების პროფილს ზრდასრულ პაციენტებში და ბავშვებში. წამლის დოზის გადაჭარბების უმეტეს შემთხვევაში, არასასურველი რეაქციები არ დაფიქსირებულა.
სიმპტომები
ყველაზე ხშირად მოხსენებული გვერდითი რეაქციები, რომლებიც შეესაბამება მონტელუკასტის უსაფრთხოების პროფილს, მოიცავდა მუცლის ტკივილს, ძილიანობას, წყურვილს, თავის ტკივილს, ღებინებას და ფსიქომოტორულ აგზნებას.
მკურნალობა
არ არსებობს კონკრეტული ინფორმაცია მონტელუკასტის დოზის გადაჭარბების მკურნალობის შესახებ. უცნობია, გამოიყოფა თუ არა პრეპარატი პერიტონეალური დიალიზით ან ჰემოდიალიზით.
შემადგენლობა
აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს
აქტიური ნივთიერება: მონტელუკასტი (მონტელუკასტის ნატრიუმის სახით) 10 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზას მონოჰიდრატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის კროსკარმელოზა, ჰიდროქსიპროპილცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი.
გარსის შემადგენლობა: ოპადრაი® II 85F270028 კრემისფერი (პოლივინილის სპირტი, ნაწილობრივ ჰიდროლიზებული, ტიტანის დიოქსიდი, მაკროგოლი, ტალკი, რკინის ოქსიდი ყვითელი, რკინის ოქსიდი წითელი, რკინის ოქსიდი შავი).
პრეპარატის ათქ კოდი R03DC03
შენახვის პირობები
ინახება ნესტისა და სინათლისგან დაცულ ადგილას არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!
ვარგისობის ვადა
5 წელი წარმოების თარიღიდან.
არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
გაცემის რეჟიმი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
წარმოებულია
„ვორლდ მედიცინ ილაჩ სან. ვე ტიჯ. ა.შ.“-ს მიერ, თურქეთი
(15 თემუზ მაჰ. ჯამი იოლუ ჯად. No. 50 გიუნეშლი ბაგჯილარი/სტამბოლი)
“WORLD MEDICINE İLAÇ SAN. VE TİC. А.Ş.”, TURKEY
(15 Temmuz Mah. Cami Yolu Cad. No: 50 Güneşli Bağcılar / İstanbul).
ფარმაკოლოგიური თვისებები
სასუნთქ სისტემაზე მოქმედი პრეპარატები. სხვა პრეპარატები სისტემური გამოყენებისათვის ობსტრუქციული სასუნთქი გზების დაავადებების დროს. ლეიკოტრიენის რეცეპტორების ანტაგონისტები.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
მოქმედების მექანიზმი
ცისტეინის ლეიკოტრიენები (LTC4, LTD4, LTE4) - ძლიერი ანთებითი ეიკოზანოიდები, რომლებიც გამოიყოფა სხვადასხვა უჯრედებიდან, მასტოციტებისა და ეოზინოფილების ჩათვლით. ეს მნიშვნელოვანი პროასთმური შუამავლები უკავშირდება ცისტეინლეიკოტრიენის (CysLT) რეცეპტორებს. 1 ტიპის CysLT რეცეპტორები (CysLT1) გვხვდება ადამიანებში სასუნთქ გზებში (მათ შორის გლუვი კუნთების უჯრედებში და სასუნთქი გზების მაკროფაგებში) და პროანთებით უჯრედებზე (ეოზინოფილების და ზოგიერთი მიელოიდური ღეროვანი უჯრედების ჩათვლით). ბრონქული ასთმის და ალერგიული რინიტის დროს პათოფიზიოლოგიური რეაქციების განვითარება განაპირობებულია ლეიკოტრიენებით. ასთმის დროს ლეიკოტრიენის შუამავლობით გამოწვეული ეფექტები მოიცავს ბრონქოკონსტრიქციას, ლორწოს სეკრეციას, სისხლძარღვთა გამტარიანობის გაზრდას და ეოზინოფილების დაგროვებას. ალერგიული რინიტის დროს, ცხვირის ლორწოვან გარსში ლეიკოტრიენების გამოყოფა ალერგენის ზემოქმედების შემდეგ რეაქციის ადრეულ და გვიან ფაზაში დაკავშირებულია დაავადების სიმპტომების განვითარებასთან. დადგენილია, რომ ლეიკოტრიენები ინტრანაზალურად შეყვანისას იწვევენ ცხვირის წინააღმდეგობის გაზრდას და ცხვირის შეგუბების სიმპტომების განვითარებას.
ფარმაკოდინამიკური ეფექტები
მონტელუკასტი არის პერორალურად აქტიური ნაერთი, რომელიც მაღალი აფინურობით და სელექციურობით უკავშირდება CysLT1 რეცეპტორს. კლინიკური კვლევების შედეგების საფუძველზე დადგინდა, რომ მონტელუკასტი თრგუნავს ბრონქოკონსტრიქციას 5 მგ-მდე დოზით LTD4 ინჰალაციის ფონზე. ბრონქოდილატაცია აღინიშნება მონტელუკასტის პერორალური მიღებიდან 2 საათის განმავლობაში. აღმოჩნდა, რომ β-აგონისტებთან ერთად მონტელუკასტს აქვს ადიციური ბრონქოდილატატორული მოქმედება. მონტელუკასტი თრგუნავდა ანტიგენის სტიმულაციის შედეგად გამოწვეულ ბრონქოკონსტრიქციის როგორც ადრეულ, ისე გვიან ფაზებს. მან შეამცირა ეოზინოფილების რაოდენობა პერიფერიულ სისხლში მოზრდილ პაციენტებში და ბავშვებში პლაცებოსთან შედარებით. ცალკე კვლევაში, მონტელუკასტით მკურნალობისას აღინიშნა ეოზინოფილების შემცველობის მნიშვნელოვანი დაქვეითება სასუნთქ გზებში (ნახველის ანალიზის მიხედვით) და პერიფერიულ სისხლში, ასევე ასთმის კლინიკური კონტროლის გაუმჯობესება.
ფარმაკოკინეტიკა
შეწოვა
პერორალური მიღების შემდეგ მონტელუკასტი სწრაფად შეიწოვება და აღწევს სისტემურ მიმოქცევაში. მოზრდილებში მონტელუკასტის უზმოზე მიღებისას 10 მგ დოზით აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტების სახით, მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაცია სისხლში (Cmax) მიიღწევა 3 საათის შემდეგ, ბიოშეღწევადობა შეადგენს საშუალოდ 64%-ს. საკვების მიღება არ მოქმედებს პრეპარატის Cmax-ზე და ბიოშეღწევადობაზე. კლინიკური კვლევების შედეგები მიუთითებს მონტელუკასტის გამოყენების უსაფრთხოებაზე და ეფექტურობაზე ზემოაღნიშნული დოზირების ფორმით, საკვების მიღების მიუხედავად.
როდესაც მონტელუკასტი გამოიყენება მოზრდილებში უზმოზე 5 მგ დოზით საღეჭი ტაბლეტების სახით, Cmax მიიღწევა 2 საათის შემდეგ, ბიოშეღწევადობა შეადგენს საშუალოდ 73%-ს. საკვების ერთდროული მიღებისას პრეპარატის ბიოშეღწევადობა მცირდება 63%-მდე.
განაწილება
მონტელუკასტი 99%-ზე მეტით უკავშირდება სისხლის პლაზმის ცილებს. პრეპარატის განაწილების მოცულობა წონასწორულ მდგომარეობაში შეადგენს საშუალოდ 8-11 ლიტრს. ვირთხებში ჩატარებულ კვლევებში, რომლებშიც შეყვანილი იყო რადიოაქტიური მონტელუკასტი, აღმოჩნდა, რომ ის უმნიშვნელო რაოდენობით აღწევს ჰემატოენცეფალურ ბარიერში, ასევე მიღებიდან 24 საათის შემდეგ მისი კონცენტრაცია ყველა სხვა ქსოვილში იყო უმნიშვნელო.
მეტაბოლიზმი
მონტელუკასტი ინტენსიურად მეტაბოლიზდება. კლინიკურ კვლევებში პრეპარატის გამოყენებისას თერაპიულ დოზებში წონასწორულ მდგომარეობაში მოზრდილებში და ბავშვებში, მონტელუკასტის მეტაბოლიტები არ გამოვლინდა სისხლის პლაზმაში.
CYP2C8 იზოფერმენტი დიდ როლს ასრულებს მონტელუკასტის მეტაბოლიზმში. გარდა ამისა, CYP3A4 და 2C9 შეიძლება ნაკლებად მონაწილეობდნენ პრეპარატის ბიოტრანსფორმაციაში. თუმცა, იტრაკონაზოლთან ერთად გამოყენებისას (CYP3A4 ინჰიბიტორი), მონტელუკასტის ფარმაკოკინეტიკური პარამეტრები (დოზა10 მგ დღეში) არ შეცვლილა ჯანმრთელ მოხალისეებში. ადამიანის ღვიძლის მიკროსომებზე ინ ვიტრო კვლევების შედეგები მიუთითებს, რომ თერაპიული კონცენტრაციებით მონტელუკასტი არ აინჰიბირებს CYP3A4, 2C9, 1A2, 2A6, 2C19 და 2D6. მეტაბოლიტებს მცირე გავლენა აქვთ მონტელუკასტის თერაპიულ მოქმედებაზე.
გამოყოფა
მონტელუკასტის პლაზმური კლირენსი ჯანმრთელ ზრდასრულ მოხალისეებში საშუალოდ 45 მლ/წთ-ს. რადიოაქტიურად მარკირებული მონტელუკასტის გამოყენებით ჩატარებულ კვლევებში აღმოჩნდა, რომ პერორალური მიღების შემდეგ 5 დღის განმავლობაში, პრეპარატის შეყვანილი დოზის 86% გამოიყოფა კუჭ-ნაწლავის ტრაქტით და 0,2%-ზე ნაკლები შარდით. ეს შედეგები ბიოშეღწევადობის შესახებ მონაცემებთან ერთად მიუთითებს, რომ მონტელუკასტი და მისი მეტაბოლიტები თითქმის მთლიანად გამოიყოფა ორგანიზმიდან ნაღველით.
პაციენტთა განსაკუთრებული ჯგუფები
ღვიძლის მსუბუქი და ზომიერი დისფუნქციის მქონე პაციენტებში, ასევე ხანდაზმულ პაციენტებში დოზის კორექცია საჭირო არ არის. მონტელუკასტი არ არის შესწავლილი პაციენტებში თირკმლის ფუნქციის დარღვევით. ვინაიდან მონტელუკასტი და მისი მეტაბოლიტები გამოიყოფა ნაღველით, მოსალოდნელი არ არის, რომ წარმოიშვას დოზის კორექციის საჭიროება თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში. არ არსებობს მონაცემები მონტელუკასტის ფარმაკოკინეტიკის შესახებ პაციენტებში ღვიძლის მძიმე ფუნქციის დარღვევით (9 ქულაზე მეტი ჩაილდ-პიუს შკალაზე).
დადგენილია, რომ მონტელუკასტთან ერთდროული გამოყენებისას მაღალი დოზებით (მოზრდილებისთვის რეკომენდირებულზე 20 და 60-ჯერ მეტი), მცირდება თეოფილინის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში; ეს ეფექტი არ აღინიშნებოდა მონტელუკასტის 10 მგ რეკომენდებული დოზით დღეში ერთხელ მიღებისას.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
სამკურნალო პრეპარატის სამედიცინო
გამოყენების ინსტრუქცია
კულენტო
სავაჭრო დასახელება
კულენტო, Culento
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება
მონტელუკასტი, Montelukast
სამკურნალო ფორმა
აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.
აღწერა: კვადრატული, ორმხრივამოზნექილი ტაბლეტები მომრგვალებული კიდეებით, კრემისფერი აპკიანი გარსით დაფარული.
შემადგენლობა
აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს
აქტიური ნივთიერება: მონტელუკასტი (მონტელუკასტის ნატრიუმის სახით) 10 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზას მონოჰიდრატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის კროსკარმელოზა, ჰიდროქსიპროპილცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი.
გარსის შემადგენლობა: ოპადრაი® II 85F270028 კრემისფერი (პოლივინილის სპირტი, ნაწილობრივ ჰიდროლიზებული, ტიტანის დიოქსიდი, მაკროგოლი, ტალკი, რკინის ოქსიდი ყვითელი, რკინის ოქსიდი წითელი, რკინის ოქსიდი შავი).
პრეპარატის ათქ კოდი R03DC03
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
სასუნთქ სისტემაზე მოქმედი პრეპარატები. სხვა პრეპარატები სისტემური გამოყენებისათვის ობსტრუქციული სასუნთქი გზების დაავადებების დროს. ლეიკოტრიენის რეცეპტორების ანტაგონისტები.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
მოქმედების მექანიზმი
ცისტეინის ლეიკოტრიენები (LTC4, LTD4, LTE4) - ძლიერი ანთებითი ეიკოზანოიდები, რომლებიც გამოიყოფა სხვადასხვა უჯრედებიდან, მასტოციტებისა და ეოზინოფილების ჩათვლით. ეს მნიშვნელოვანი პროასთმური შუამავლები უკავშირდება ცისტეინლეიკოტრიენის (CysLT) რეცეპტორებს. 1 ტიპის CysLT რეცეპტორები (CysLT1) გვხვდება ადამიანებში სასუნთქ გზებში (მათ შორის გლუვი კუნთების უჯრედებში და სასუნთქი გზების მაკროფაგებში) და პროანთებით უჯრედებზე (ეოზინოფილების და ზოგიერთი მიელოიდური ღეროვანი უჯრედების ჩათვლით). ბრონქული ასთმის და ალერგიული რინიტის დროს პათოფიზიოლოგიური რეაქციების განვითარება განაპირობებულია ლეიკოტრიენებით. ასთმის დროს ლეიკოტრიენის შუამავლობით გამოწვეული ეფექტები მოიცავს ბრონქოკონსტრიქციას, ლორწოს სეკრეციას, სისხლძარღვთა გამტარიანობის გაზრდას და ეოზინოფილების დაგროვებას. ალერგიული რინიტის დროს, ცხვირის ლორწოვან გარსში ლეიკოტრიენების გამოყოფა ალერგენის ზემოქმედების შემდეგ რეაქციის ადრეულ და გვიან ფაზაში დაკავშირებულია დაავადების სიმპტომების განვითარებასთან. დადგენილია, რომ ლეიკოტრიენები ინტრანაზალურად შეყვანისას იწვევენ ცხვირის წინააღმდეგობის გაზრდას და ცხვირის შეგუბების სიმპტომების განვითარებას.
ფარმაკოდინამიკური ეფექტები
მონტელუკასტი არის პერორალურად აქტიური ნაერთი, რომელიც მაღალი აფინურობით და სელექციურობით უკავშირდება CysLT1 რეცეპტორს. კლინიკური კვლევების შედეგების საფუძველზე დადგინდა, რომ მონტელუკასტი თრგუნავს ბრონქოკონსტრიქციას 5 მგ-მდე დოზით LTD4 ინჰალაციის ფონზე. ბრონქოდილატაცია აღინიშნება მონტელუკასტის პერორალური მიღებიდან 2 საათის განმავლობაში. აღმოჩნდა, რომ β-აგონისტებთან ერთად მონტელუკასტს აქვს ადიციური ბრონქოდილატატორული მოქმედება. მონტელუკასტი თრგუნავდა ანტიგენის სტიმულაციის შედეგად გამოწვეულ ბრონქოკონსტრიქციის როგორც ადრეულ, ისე გვიან ფაზებს. მან შეამცირა ეოზინოფილების რაოდენობა პერიფერიულ სისხლში მოზრდილ პაციენტებში და ბავშვებში პლაცებოსთან შედარებით. ცალკე კვლევაში, მონტელუკასტით მკურნალობისას აღინიშნა ეოზინოფილების შემცველობის მნიშვნელოვანი დაქვეითება სასუნთქ გზებში (ნახველის ანალიზის მიხედვით) და პერიფერიულ სისხლში, ასევე ასთმის კლინიკური კონტროლის გაუმჯობესება.
ფარმაკოკინეტიკა
შეწოვა
პერორალური მიღების შემდეგ მონტელუკასტი სწრაფად შეიწოვება და აღწევს სისტემურ მიმოქცევაში. მოზრდილებში მონტელუკასტის უზმოზე მიღებისას 10 მგ დოზით აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტების სახით, მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაცია სისხლში (Cmax) მიიღწევა 3 საათის შემდეგ, ბიოშეღწევადობა შეადგენს საშუალოდ 64%-ს. საკვების მიღება არ მოქმედებს პრეპარატის Cmax-ზე და ბიოშეღწევადობაზე. კლინიკური კვლევების შედეგები მიუთითებს მონტელუკასტის გამოყენების უსაფრთხოებაზე და ეფექტურობაზე ზემოაღნიშნული დოზირების ფორმით, საკვების მიღების მიუხედავად.
როდესაც მონტელუკასტი გამოიყენება მოზრდილებში უზმოზე 5 მგ დოზით საღეჭი ტაბლეტების სახით, Cmax მიიღწევა 2 საათის შემდეგ, ბიოშეღწევადობა შეადგენს საშუალოდ 73%-ს. საკვების ერთდროული მიღებისას პრეპარატის ბიოშეღწევადობა მცირდება 63%-მდე.
განაწილება
მონტელუკასტი 99%-ზე მეტით უკავშირდება სისხლის პლაზმის ცილებს. პრეპარატის განაწილების მოცულობა წონასწორულ მდგომარეობაში შეადგენს საშუალოდ 8-11 ლიტრს. ვირთხებში ჩატარებულ კვლევებში, რომლებშიც შეყვანილი იყო რადიოაქტიური მონტელუკასტი, აღმოჩნდა, რომ ის უმნიშვნელო რაოდენობით აღწევს ჰემატოენცეფალურ ბარიერში, ასევე მიღებიდან 24 საათის შემდეგ მისი კონცენტრაცია ყველა სხვა ქსოვილში იყო უმნიშვნელო.
მეტაბოლიზმი
მონტელუკასტი ინტენსიურად მეტაბოლიზდება. კლინიკურ კვლევებში პრეპარატის გამოყენებისას თერაპიულ დოზებში წონასწორულ მდგომარეობაში მოზრდილებში და ბავშვებში, მონტელუკასტის მეტაბოლიტები არ გამოვლინდა სისხლის პლაზმაში.
CYP2C8 იზოფერმენტი დიდ როლს ასრულებს მონტელუკასტის მეტაბოლიზმში. გარდა ამისა, CYP3A4 და 2C9 შეიძლება ნაკლებად მონაწილეობდნენ პრეპარატის ბიოტრანსფორმაციაში. თუმცა, იტრაკონაზოლთან ერთად გამოყენებისას (CYP3A4 ინჰიბიტორი), მონტელუკასტის ფარმაკოკინეტიკური პარამეტრები (დოზა10 მგ დღეში) არ შეცვლილა ჯანმრთელ მოხალისეებში. ადამიანის ღვიძლის მიკროსომებზე ინ ვიტრო კვლევების შედეგები მიუთითებს, რომ თერაპიული კონცენტრაციებით მონტელუკასტი არ აინჰიბირებს CYP3A4, 2C9, 1A2, 2A6, 2C19 და 2D6. მეტაბოლიტებს მცირე გავლენა აქვთ მონტელუკასტის თერაპიულ მოქმედებაზე.
გამოყოფა
მონტელუკასტის პლაზმური კლირენსი ჯანმრთელ ზრდასრულ მოხალისეებში საშუალოდ 45 მლ/წთ-ს. რადიოაქტიურად მარკირებული მონტელუკასტის გამოყენებით ჩატარებულ კვლევებში აღმოჩნდა, რომ პერორალური მიღების შემდეგ 5 დღის განმავლობაში, პრეპარატის შეყვანილი დოზის 86% გამოიყოფა კუჭ-ნაწლავის ტრაქტით და 0,2%-ზე ნაკლები შარდით. ეს შედეგები ბიოშეღწევადობის შესახებ მონაცემებთან ერთად მიუთითებს, რომ მონტელუკასტი და მისი მეტაბოლიტები თითქმის მთლიანად გამოიყოფა ორგანიზმიდან ნაღველით.
პაციენტთა განსაკუთრებული ჯგუფები
ღვიძლის მსუბუქი და ზომიერი დისფუნქციის მქონე პაციენტებში, ასევე ხანდაზმულ პაციენტებში დოზის კორექცია საჭირო არ არის. მონტელუკასტი არ არის შესწავლილი პაციენტებში თირკმლის ფუნქციის დარღვევით. ვინაიდან მონტელუკასტი და მისი მეტაბოლიტები გამოიყოფა ნაღველით, მოსალოდნელი არ არის, რომ წარმოიშვას დოზის კორექციის საჭიროება თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში. არ არსებობს მონაცემები მონტელუკასტის ფარმაკოკინეტიკის შესახებ პაციენტებში ღვიძლის მძიმე ფუნქციის დარღვევით (9 ქულაზე მეტი ჩაილდ-პიუს შკალაზე).
დადგენილია, რომ მონტელუკასტთან ერთდროული გამოყენებისას მაღალი დოზებით (მოზრდილებისთვის რეკომენდირებულზე 20 და 60-ჯერ მეტი), მცირდება თეოფილინის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში; ეს ეფექტი არ აღინიშნებოდა მონტელუკასტის 10 მგ რეკომენდებული დოზით დღეში ერთხელ მიღებისას.
გამოყენების ჩვენებები
პრეპარატი ნაჩვენებია ბრონქული ასთმის სამკურნალოდ (როგორც დამატებითი თერაპია) იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ მსუბუქი და საშუალო სიმძიმის პერსისტენტული ბრონქული ასთმა, რომლებშიც ის საკმარისად არ კონტროლდება საინჰალაციო გლუკოკორტიკოსტეროიდების მიღებით, ასევე
პაციენტებში, რომლებშიც ხანმოკლე მოქმედების ბეტა-აგონისტების გამოიყენება „საჭიროებისამებრ“ არ უზრუნველყოფს ასთმის საკმარის კლინიკურ კონტროლს; ბრონქული ასთმის მქონე ზემოაღნიშნულ პაციენტებში პრეპარატი ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც სეზონური ალერგიული რინიტის სიმპტომური თერაპიის სახით.
პრეპარატი ასევე ნაჩვენებია ბრონქული ასთმის პროფილაქტიკისთვის პაციენტებში, რომლებშიც დომინანტური კომპონენტია ფიზიკური დატვირთვით გამოწვეული ბრონქოსპაზმი.
გამოყენების მეთოდი და დოზები
დოზირება
ბრონქული ასთმის ან ბრონქული ასთმის და სეზონური ალერგიული რინიტის მქონე მოზრდილებისა და 15 წელზე უფროსი ასაკის მოზარდებისთვის რეკომენდებული დოზაა ერთი ტაბლეტი (10 მგ მონტელუკასტი) დღე-ღამეში ერთხელ საღამოს.
ზოგადი რეკომენდაციები
მონტელუკასტის თერაპიული ეფექტი ბრონქული ასთმის სიმპტომების კონტროლთან დაკავშირებით აღინიშნება პრეპარატის მიღების პირველ დღეებში. პაციენტებმა უნდა გააგრძელონ კულენტოს გამოყენება, როდესაც ბრონქული ასთმის სიმპტომების კონტროლის მიღწევის პერიოდში, ასევე ბრონქული ასთმის სიმპტომების გაუარესებისას. კულენტო არ გამოიყენება მონტელუკასტის შემცველ სხვა მედიკამენტებთან ერთად.
პრეპარატის დოზის კორექცია საჭირო არ არის ხანდაზმულ პაციენტებში, პაციენტებში თირკმლის უკმარისობით ან ღვიძლის მსუბუქი ან ზომიერი დისფუნქციით; არ არსებობს მონაცემები პრეპარატის დოზირების რეჟიმის შესახებ პაციენტებში ღვიძლის მძიმე უკმარისობით. როგორც მამაკაცმა, ასევე ქალმა პაციენტებმა უნდა მიიღონ კულენტო ერთი და იგივე დოზით.
კულენტოთი თერაპია ბრონქული ასთმის სხვა სამკურნალო მეთოდების მიხედვოთ
პაციენტებში, რომლებსაც უკვე უტარდებათ ბრონქული ასთმის მკურნალობა, შესაძლებელია კულენტოს დამატებით ჩართვა მკურნალობის სქემაში.
საინჰალაციო გლუკოკორტიკოსტეროიდები
კულენტოს გამოყენება შეიძლება როგორც დამხმარე თერაპია იმ პაციენტებში, რომლებშიც საინჰალაციო გლუკოკორტიკოსტეროიდების და ხანმოკლე მოქმედების ბეტა-აგონისტების გამოყენება „საჭიროებისამებრ“ არ უზრუნველყოფს ბრონქული ასთმის საკმარის კლინიკურ კონტროლს. საინჰალაციო გლუკოკორტიკოსტეროიდებით თერაპია არ უნდა შეიცვალოს ერთბაშად მონტელუკასტით მკურნალობით.
ბავშვები
რეკომენდებული არ არის კულენტოს გამოყენება (აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, 10 მგ მონტელუკასტი) 15 წლამდე ასაკის ბავშვებში; ამ ასაკობრივ ჯგუფში გამოიყენება კულენტოს შესაბამისი დოზირების ფორმები.
გამოყენების წესი
ტაბლეტები მიიღება შიგნით, საკვების მიღების დამოუკიდებლად.
უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ.
გვერდითი რეაქციები
კლინიკური კვლევებიდან მიღებული მონაცემები
კლინიკური კვლევების მონაცემებზე დაყრდნობით, დადგინდა, რომ შემდეგი გვერდითი რეაქციები მნიშვნელოვნად უფრო ხშირად აღინიშნებოდა პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ მონტელუკასტს, ვიდრე პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ პლაცებოს. სიხშირის პარამეტრების მიხედვით, ასეთი გვერდითი რეაქციები კლასიფიცირდება, როგორც „ხშირი“ (≥ 1/100, მაგრამ < 1/10).
მონტელუკასტის 10 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტების გამოყენება დაახლოებით 4000 ზრდასრულ პაციენტში და 15 წლის და უფროსი ასაკის მოზარდ პაციენტში ბრონქული ასთმით და დაახლოებით 400 ზრდასრულ პაციენტში და 15 წლის და უფროსი ასაკის მოზარდ პაციენტში ბრონქული ასთმით და სეზონური ალერგიული რინიტით (ორი 12 კვირიანი კვლევა, 795 მონაწილე)
ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: მუცლის ტკივილი.
მონტელუკასტის 5 მგ საღეჭი ტაბლეტების გამოყენება 6-დან 14 წლამდე ასაკის დაახლოებით 1750 პაციენტში ბრონქული ასთმით (ერთი 8-კვირიანი კვლევა, 201 მონაწილე; ორი 56-კვირიანი კვლევა, 615 მონაწილე)
ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი.
კლინიკურ კვლევებში შეზღუდული რაოდენობის მოზრდილ პაციენტებში (2 წლამდე) და 6-დან 14 წლამდე ასაკის პაციენტებში (12 თვემდე) ხანგრძლივი გამოყენებისას მონტელუკასტის უსაფრთხოების პროფილი არ შეცვლილა.
პოსტმარკეტინგული მონაცემები
გვერდითი რეაქციები ჩამოთვლილია ქვემოთ MedDRA სტრუქტურული და ორგანოთა კლასების მიხედვით. გვერდითი რეაქციების სიხშირის პარამეტრები შეფასდა კლინიკური კვლევების მონაცემების საფუძველზე შემდეგნაირად: ძალიან ხშირად (≥ 1/10); ხშირად (≥ 1/100, მაგრამ < 1/10); არახშირად (≥ 1/1000, მაგრამ < 1/100); იშვიათად (≥ 1/10000, მაგრამ < 1/1000); ძალიან იშვიათად (< 1/10000); სიხშირე უცნობია (შეუძლებელია შეფასდეს არსებული მონაცემებით).
ინფექციური და პარაზიტული დაავადებები: ძალიან ხშირად - ზედა სასუნთქი გზების ინფექციები*.
სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ: იშვიათად - სისხლდენის გაზრდილი რისკი; ძალიან იშვიათად - თრომბოციტოპენია.
იმუნური სისტემის მხრივ: არახშირად - ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, ანაფილაქსიური შოკის ჩათვლით; ძალიან იშვიათად - ღვიძლის ეოზინოფილური ინფილტრაცია.
ფსიქიკური აშლილობები: არახშირად - არანორმალური სიზმრები, ღამის კოშმარების ჩათვლით, უძილობა, სომნამბულიზმი, შფოთვა, აგზნება, აგრესიული ან მტრული ქცევის ჩათვლით, დეპრესია, ფსიქომოტორული აგზნება (მათ შორის გაღიზიანება, მოუსვენრობა, ტრემორი**); იშვიათად - ყურადღების დაქვეითება, მეხსიერების დაქვეითება, ტიკი; ძალიან იშვიათად - ჰალუცინაციები, დეზორიენტაცია, სუიციდური აზრები და ქცევა (სუიციდისადმი მიდრეკილება), ობსესიურ-კომპულსიური სიმპტომები, დისფემია.
ნერვული სისტემის მხრივ: არახშირად - თავბრუსხვევა, ძილიანობა, პარესთეზია/ჰიპესთეზია, კრუნჩხვები.
გულის მხრივ: იშვიათად - პალპიტაცია.
სასუნთქი სისტემის, გულმკერდის ორგანოებისა და შუასაყარის მხრივ: არახშირად - ცხვირიდან სისხლდენა; ძალიან იშვიათად - ჩარგ სტრაუსის სინდრომი, ფილტვებში ეოზინოფილური ინფილტრაცია.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ხშირად - დიარეა#, გულისრევა#, ღებინება#; არახშირად - პირის სიმშრალე, დისპეფსია.
ღვიძლისა და სანაღვლე გზების მხრივ: ხშირად - სისხლის პლაზმაში ტრანსამინაზების (ალანინ ამინტრანსფერაზა (ALT), ასპარტატამინოტრანსფერაზა (AST)) დონის მომატება; ძალიან იშვიათად - ჰეპატიტი (მათ შორის ქოლესტაზური, ჰეპატოცელულარული და შერეული ღვიძლის დაზიანება).
კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: ხშირად - გამონაყარი#; არახშირად - ჰემატომა, ჭინჭრის ციება, ქავილი; იშვიათად - ანგიონევროზული შეშუპება; ძალიან იშვიათად - კვანძოვანი ერითემა, მულტიფორმული ერითემა.
ძვალ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ: არახშირად - ართრალგია, მიალგია, მათ შორის კუნთების სპაზმი.
თირკმელებისა და საშარდე გზების მხრივ: არახშირად - ენურეზი ბავშვებში.
ზოგადი დარღვევები და დარღვევები ინექციის ადგილზე: ხშირად - პირექსია#; არახშირად - ასთენია/დაღლილობა, სისუსტე, შეშუპება.
- გვერდითი რეაქციების კატეგორია „ძალიან ხშირად“, რომლებიც აღინიშნა კლინიკურ კვლევებში როგორც პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ მონტელუკასტს, ასევე პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ პლაცებოს.
# გვერდითი რეაქციების კატეგორია „ხშირად“, რომლებიც აღინიშნა კლინიკურ კვლევებში როგორც პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ მონტელუკასტს, ასევე პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ პლაცებოს.
- * გვერდითი რეაქციების კატეგორია „იშვიათად“.
საეჭვო გვერდითი რეაქციების შეტყობინება
საეჭვო გვერდითი რეაქციების შეტყობინება პრეპარატის რეგისტრაციის შემდეგ მნიშვნელოვანია. თუ პაციენტში გამოვლინდა პრეპარატის მიმართ სერიოზული გვერდითი რეაქცია ან განვითარდა ახალი გვერდითი რეაქცია, რომელიც არ არის აღწერილი ამ ნაწილში, გთხოვთ, აცნობოთ ფარმაკოზედამხედველობის ეროვნული სისტემის შესაბამისად.
განსაკუთრებული მითითებები
მონტელუკასტის პერორალური დოზირების ფორმები არ არის განკუთვნილი ბრონქული ასთმის მწვავე შეტევების სამკურნალოდ, ამიტომ პაციენტებს ყოველთვის თან უნდა ჰქონდეთ შესაბამისი მედიკამენტები მათი კუპირებისთვის. ბრონქული ასთმის მწვავე შეტევის შემთხვევაში გამოყენებული უნდა იყოს ხანმოკლე მოქმედების საინჰალაციო β-აგონისტები. პაციენტებმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართონ ექიმს, თუ წარმოიშვება ხანმოკლე მოქმედების საინჰალააციო ბეტა-აგონისტების გამოყენების საჭიროება ჩვეულებრივზე ხშირად.
პერორალური ან საინჰალაციო გლუკოკორტიკოსტეროიდებით თერაპია არ უნდა შეიცვალოს ერთბაშად მონტელუკასტით თერაპიით.
არ არსებობს მონაცემები, რომლებიც მიუთითებს, რომ პერორალური კორტიკოსტეროიდების დოზა შეიძლება შემცირდეს მონტელუკასტთან ერთად მიღებისას.
იშვიათ შემთხვევებში პაციენტებში, რომლებიც იღებენ პრეპარატებს ბრონქული ასთმის სამკურნალოდ, მათ შორის მონტელუკასტს, შეიძლება განვითარდეს სისტემური ეოზინოფილია, რომელიც ზოგჯერ ვლინდება ვასკულიტის კლინიკური სიმპტომების განვითარებით და ე.წ. ჩარგ-სტრაუსის სინდრომით, რომელთა მკურნალობა ხშირად ტარდება გლუკოკორტიკოსტეროიდებით. მსგავსი სიტუაციები ზოგჯერ წარმოიქმნება პერორალური გლუკოკორტიკოსტეროიდების დოზის შემცირების ან მიღების შეწყვეტისას. მიუხედავად იმისა, რომ ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომების განვითარებასა და ლეიკოტრიენის რეცეპტორების ანტაგონისტებით თერაპიას შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირი დადგენილი არ არის, გათვალისწინებული უნდა იყოს პაციენტებში ეოზინოფილიის, ვასკულიტის ნიშნების, ფილტვის სიმპტომების გაუარესების, გულის გართულებების და/ან ნეიროპათიის შესაძლებლობები. პაციენტებსი, რომლებსაც აღენიშნებათ ეს სიმპტომები, უნდა ჩატარდეს განმეორებითი გამოკვლევები და მათი მკურნალობის სქემები უნდა გადაიხედოს.
ნეიროფსიქიკური დარღვევები დაფიქსირდა მოზრდილებში, მოზარდებში და ბავშვებში, რომლებიც იღებდნენ მონტელუკასტს, ამიტომ პაციენტებმა და ექიმებმა უნდა გაითვალისწინონ ეს რისკი. პაციენტებს და/ან მათ მომვლელებს უნდა მიეცეთ ინსტრუქცია, რომ დაუყოვნებლივ აცნობონ ექიმს ნეიროფსიქიკური აშლილობის განვითარების შემთხვევები. ასეთ სიტუაციებში ექიმმა გულდასმით უნდა შეაფასოს რისკისა და სარგებელის თანაფარდობა მონტელუკასტით თერაპიის გაგრძელების განხილვისას.
მონტელუკასტით მკურნალობისას აცეტილსალიცილის მჟავა-დამოკიდებულ ბრონქული ასთმის მქონე პაციენტებში არ გამოიყენება აცეტილსალიცილის მჟავა ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები.
დამხმარე ნივთიერებები
კულენტო შეიცავს ლაქტოზას, ამიტომ პაციენტებმა იშვიათი მემკვიდრეობითი დაავადებებით, რომლებსაც ახასიათებთ გალაქტოზას აუტანლობა, ლაქტაზას უკმარისობა ან გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბცია, არ უნდა მიიღონ ეს პრეპარატი.
კულენტო შეიცავს 1 მმოლზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ) თითოულ ტაბლეტში, რაც ნიშნავს, რომ ის პრაქტიკულად არ შეიცავს ნატრიუმს.
ზემოქმედება ავტომობილების და მექანიზმების მართვის უნარზე
პრეპარატს არ აქვს ან აქვს უმნიშვნელო გავლენა სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე. თუმცა, ზოგიერთ პაციენტს აღენიშნებოდა თავბრუსხვევა და ძილიანობა.
გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის დროს
ორსულობა
ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში არ დაფიქსირდა მონტელუკასტის უარყოფითი გავლენა ორსულობაზე ან ემბრიონის/ნაყოფის განვითარებაზე.
გამოქვეყნებული პერსპექტიული და რეტროსპექტული კოჰორტის კვლევების შედეგები ორსულ ქალებში, რომლებიც იღებდნენ მონტელუკასტს, მიუთითებს, რომ არ არსებობს მძიმე (ყველაზე მნიშვნელოვანი) თანდაყოლილი მანკების რისკი, რომლებიც დაკავშირებულია პრეპარატის გამოყენებასთან. კვლევებიდან მიღებული მონაცემები აჩვენებს მათ მეთოდოლოგიურ შეზღუდვებს, მათ შორის მცირე ზომის ნიმუშს, მონაცემთა რეტროსპექტულ შეგროვებას (ზოგიერთ შემთხვევაში) და შედარების ჯგუფების გამოყენებას, რომლებიც მკურნალობდნენ შეუსაბამო მედიკამენტებით.
კულენტო ორსულობის დროს გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც ეს აბსოლუტურად აუცილებელია.
ლაქტაცია
ვირთხებზე ჩატარებულ კვლევებში აღმოჩნდა, რომ მონტელუკასტი გამოიყოფა დედის რძეში. უცნობია გამოიყოფა თუ არა მონტელუკასტი/მისი მეტაბოლიტები დედის რძეში. კულენტო გამოიყენება ძუძუთი კვების დროს მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც ეს აბსოლუტურად აუცილებელია.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
მონტელუკასტის გამოყენება შეიძლება სხვა პრეპარატებთან ერთად, რომლებიც ჩვეულებრივ გამოიყენება ბრონქული ასთმის პროფილაქტიკისა და შემანარჩუნებელი მკურნალობისთვის. წამლებთან ურთიერთქმედების კვლევებში დადგინდა, რომ მონტელუკასტს რეკომენდებული დოზებით არ ჰქონდა კლინიკურად მნიშვნელოვანი გავლენა შემდეგი პრეპარატების ფარმაკოკინეტიკაზე: თეოფილინი, პრედნიზონი, პრედნიზოლონი, ორალური კონტრაცეპტივები (ეთინილ ესტრადიოლი:ნორეთინდრონის თანაფარდობა 35:1), ტერფენადინი, დიგოქსინი და ვარფარინი.
სუბიექტებში, რომლებიც იღებდნენ ფენობარბიტალს მონტელუკასტთან ერთად, ამ უკანასკნელისთვის კონცენტრაცია-დროის მრუდის (AUC) ქვეშ არსებული ფართობი შემცირდა 40%-ით. იმის გამო, რომ CYP3A4, 2C8 და 2C9 მონაწილეობენ მონტელუკასტის მეტაბოლიზმში, სიფრთხილეა აუცილებელი CYP3A4, 2C8 და 2C9 ინდუქტორებთან ერთად გამოყენებისას, როგორიცაა ფენიტოინი, ფენობარბიტალი და რიფამპიცინი, განსაკუთრებით ბავშვებში (პრეპარატ კულენტოს ასაკის შესაბამისი დოზების გამოყენებისას).
ინ ვიტრო კვლევებმა აჩვენა, რომ მონტელუკასტი არის CYP2C8-ის ძლიერი ინჰიბიტორი. თუმცა, მონტელუკასტსა და როსიგლიტაზონს შორის კლინიკური ურთიერთქმედების კვლევის მონაცემები (ეტალონური სუბსტრატი, რომელიც არის პრეპარატი, რომელიც ძირითადად მეტაბოლიზდება CYP2C8-ის მონაწილეობით) მიუთითებს, რომ მონტელუკასტი არ თრგუნავს CYP2C8 in vivo. ამიტომ, მოსალოდნელია, რომ მონტელუკასტი მნიშვნელოვან გავლენას არ მოახდენს გავლენას CYP2C8-ის მონაწილეობით პრეპარატების (მაგ., პაკლიტაქსელი, როსიგლიტაზონი და რეპაგლინიდი) მეტაბოლიზმზე.
In vitro კვლევებმა აჩვენა, რომ მონტელუკასტი არის სუბსტრატი CYP2C8-ისთვის და, ნაკლებად, CYP2C9 და 3A4-ისთვის. მედიკამენტებთან ურთიერთქმედების კლინიკურ კვლევაში აღმოჩნდა, რომ გემფიბროზილთან (CYP2C8 და 2C9 ინჰიბიტორი) ერთდროულად მიღებისას მონტელუკასტის პლაზმური კონცენტრაცია გაიზარდა 4,4-ჯერ. გემფიბროზილთან ან სხვა ძლიერ CYP2C8 ინჰიბიტორებთან ერთად გამოყენებისას საჭირო არ არის მონტელუკასტის დოზის კორექცია, თუმცა, ასეთი კომბინაციების გამოყენებისას გათვალისწინებული უნდა იყოს გვერდითი რეაქციების სიხშირისა და სიმძიმის შესაძლო რისკი.
In vitro კვლევებიდან მიღებული მონაცემების მიხედვით, მოსალოდნელი არ არის კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება მონტელუკასტსა და ნაკლებად ძლიერ CYP2C8 ინჰიბიტორებს შორის (მაგ., ტრიმეტოპრიმი). იტრაკონაზოლთან, CYP3A4 ძლიერ ინჰიბიტორთან ერთად, მონტელუკასტის პლაზმური კონცენტრაცია მნიშვნელოვნად არ გაიზარდა.
დოზის გადაჭარბება
გრძელვადიან კვლევებში ბრონქული ასთმის მქონე პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ მონტელუკასტს 200 მგ-მდე დოზით დღეში (მოზრდილებში) 22 კვირის განმავლობაში, ასევე მოკლევადიან კვლევებში, რომლებშიც პაციენტები იღებდნენ პრეპარატს 900 მგ-მდე დღეში დაახლოებით 1 კვირის განმავლობაში, კლინიკურად მნიშვნელოვანი გვერდითი რეაქციები არ აღინიშნა.
მონტელუკასტის მწვავე ჭარბი დოზირების შემთხვევები დაფიქსირდა პოსტმარკეტინგულ პერიოდში და კლინიკურ კვლევებში, როდესაც მოზრდილები და ბავშვები იღებდნენ პრეპარატს 1000 მგ-ზე მეტი დოზით (დაახლოებით 61 მგ/კგ 42 თვის ასაკის ბავშვებში). მიღებული კლინიკური და ლაბორატორიული მონაცემები შეესაბამებოდა მონტელუკასტის უსაფრთხოების პროფილს ზრდასრულ პაციენტებში და ბავშვებში. წამლის დოზის გადაჭარბების უმეტეს შემთხვევაში, არასასურველი რეაქციები არ დაფიქსირებულა.
სიმპტომები
ყველაზე ხშირად მოხსენებული გვერდითი რეაქციები, რომლებიც შეესაბამება მონტელუკასტის უსაფრთხოების პროფილს, მოიცავდა მუცლის ტკივილს, ძილიანობას, წყურვილს, თავის ტკივილს, ღებინებას და ფსიქომოტორულ აგზნებას.
მკურნალობა
არ არსებობს კონკრეტული ინფორმაცია მონტელუკასტის დოზის გადაჭარბების მკურნალობის შესახებ. უცნობია, გამოიყოფა თუ არა პრეპარატი პერიტონეალური დიალიზით ან ჰემოდიალიზით.
გამოშვების ფორმა
აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.
7 ტაბლეტი ბლისტერში.
4 ბლისტერი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები
ინახება ნესტისა და სინათლისგან დაცულ ადგილას არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!
ვარგისობის ვადა
5 წელი წარმოების თარიღიდან.
არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
გაცემის რეჟიმი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
წარმოებულია
„ვორლდ მედიცინ ილაჩ სან. ვე ტიჯ. ა.შ.“-ს მიერ, თურქეთი
(15 თემუზ მაჰ. ჯამი იოლუ ჯად. No. 50 გიუნეშლი ბაგჯილარი/სტამბოლი)
“WORLD MEDICINE İLAÇ SAN. VE TİC. А.Ş.”, TURKEY
(15 Temmuz Mah. Cami Yolu Cad. No: 50 Güneşli Bağcılar / İstanbul).
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


