პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანტიჰისტამინური საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის

კრებროსი

Crebros®

რეცეპტით5მგინსტრუქცია ქართულადთურქეთი
რისთვის გამოიყენება

კრებროსი® წარმოადგენს ანტიჰისტამინურ საშუალებას და გამოიყენება ალერგიის სამკურნალოდ. ანტიჰისტამინური საშუალებები თრგუნავენ ჰისტამინის მოქმედებას და აუმჯობესებენ ალერგიის სიმპტომებს. კრებროსი® წარმოდგენილია ბლისტერული შეფუთვის სახით, რომელიც შეიცავს 20 და 40 აპკიანი გარსით დაფარულ ტაბლეტს. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ლევოცეტირიზინი (levocetirizine)
ფორმა და შეფუთვა
5მგ გარსით დაფარული ტაბლეტი №20 (2X10)
მწარმოებელი
Santa Farma Ilac Sanayii A.S., თურქეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტიჰისტამინური საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის, პიპერაზინის წარმოებულები
ATC კოდი
R06AE09
რეგისტრაციის ნომერი
რ-044489
რეგისტრირებულია
16 დეკემბერი 2025, მოქმედებს 16 დეკემბერი 2030-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
Santa Farma Ilac Sanayii A.S. (თურქეთი)
განმცხადებელი
შპს „ვივა ფარმი“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაკრებროსი და სხვა წამალი ერთად

კრებროსი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

კრებროსი® წარმოადგენს ანტიჰისტამინურ საშუალებას და გამოიყენება ალერგიის სამკურნალოდ. ანტიჰისტამინური საშუალებები თრგუნავენ ჰისტამინის მოქმედებას და აუმჯობესებენ ალერგიის სიმპტომებს.

კრებროსი® წარმოდგენილია ბლისტერული შეფუთვის სახით, რომელიც შეიცავს 20 და 40 აპკიანი გარსით დაფარულ ტაბლეტს. იგი არის თეთრი, ოვალური, ამობურცული აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი, ცალ მხარეს ლოგოთი “LS”.

კრებროსი® ნაჩვენებია ალერგიული რინიტის (მათ შორის დროებითი/ქრონიკული ან სეზონური/წლიური) და ქრონიკული გამონაყარის (ქრონიკული იდიოპათიური ჭინჭრის ციება) სიმპტომების (ქავილი, ბუშტუკები, სიწითლე) სამკურნალოდ 6 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში.

  • კრებროსის® გამოყენებამდე

მიღების წესი და დოზირება

კრებროსი® ყოველთვის მიიღეთ ექიმის დანიშნულების მიხედვით. თუ რაიმეში ეჭვი გეპარებათ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

6-12 წლის ბავშვები: 5მგ დღეში (1 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი)

12 წელზე უფროსი ასაკის მოზარდები და მოზრდილები: 5მგ დღეში (1 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი)

მიღების გზა და მეთოდი

კრებროსი® მიიღება მხოლოდ პერორალურად

ტაბლეტი უნდა გადაიყლაპოს მთლიანად, წყალის დაყოლებით. დღიური დოზა მიიღება ერთ ჯერზე.

კრებროსის® მიღება შესაძლებელია კვებისგან დამოუკიდებლად

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები

გამოყენება ბავშვებში:

მონაცემების არარსებობის გამო კრებროსის® მიღება არ არის რეკომენდებული 2 წლამდე ასაკის ბავშვებში და ჩვილებში

კრებროსის® მიღება არ არის რეკომენდებული 6 წლამდე ასაკის ბავშვებში წამლის ფორმიდან გამომდინარე.

გამოყენება ხანდაზმულებში:

დოზის კორექცია არ არის რეკომენდებული თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე ხანდაზმულ პაციენტებში

განსაკუთრებული მდგომარეობები:

თირკმლის უკმარისობა/ღვიძლის უკმარისობა

პაციენტებში თირკმლის ფუნქციის დაქვეითებით, სიმწვავის მიხედვით ინიშნება დაბალი დოზები, მაგრამ ბავშვებში დოზის კორექცია ხდება სხეულის წონის მიხედვით. დოზას განსაზღვრავს ექიმი.

თუ გაქვთ თირკმლის მწვავე უკმარისობა არ მიიღოთ აღნიშნული პროდუქტი

თუ გაქვთ მხოლოდ თირკმლის ფუნქციის დაქვეითება შეგიძლიათ მიიღოთ სტანდარტული დოზები.

თუ გაქვთ თირკმლის ფუნქციის დაქვეითება და უკმარისობა დოზა უნდა დაკორექტირდეს თირკმლის დაავადების სიმწვავის მიხედვით, მაგრამ ბავშვებში დოზის კორექცია ხდება სხეულის წონის მიხედვით. დოზას განსაზღვრავს ექიმი.

მკურნალობის ხანგრძლივობას განსაზღვრავს ექიმი ჩივილების ტიპების და კლასიფიკაციის მიხედვით. დაიცავით ექიმის მითითებები.

აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ ფიქრობთ, რომ პრეპარატის ეფექტი ზედმეტად ძლიერი ან სუსტია.

თუ მიიღეთ პრეპარატ კრებროსის® ჭარბი დოზა

თუ მიიღეთ კრებროსის® ჭარბი დოზა მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

დოზის ძლიერმა გადაჭარბებამ შესაძლოა გამოიწვიოს ძილიანობა მოზრდილებში. ბავშვებში მოსალოდნელია შფოთვა და მოუსვენრობა, რასაც მოჰყვება ძილიანობა.

თუ დაგავიწყდათ პრეპარატ კრებროსის® მიღება:

თუ დაგავიწყდათ კრებროსის® მიღება ან მიიღეთ ექიმის მიერ დანიშნულზე დაბალი დოზა დაელოდეთ და შემდეგი დოზა მიიღეთ ჩვეულ დროს.

არ მიიროთ ორმაგი დოზა გამოტოვებულის ანაზღაურების მიზნით.

კრებროსის® მკურნალობის დასრულების შემდეგ მოსალოდნელი ეფექტები

კრებროსის® ვადაზე ადრე შეწყვეტა არ იწვევს საზიანო ეფექტებს იმ თვალსაზრისით, რომ დაავადების სიმპტომები კვლავ გამოვლინდება პროგრესულად, მაგრამ არა იმაზე მეტი სიმწვავით, რაც აღინიშნებოდა კრებროსით® მკურნალობის დაწყებამდე.

უკუჩვენებები

თუ ხართ ალერგიული (ჰიპერმგრძნობიარე) ლევოცეტირიზინის დიჰიდროქლორიდის ან ანტიჰისტამინის ან რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ.

თუ გაქვთ თირკმლის ფუნქციის ძლიერი დარღვევა (თირკმლის მწვავე უკმარისობა, კრეატინინის კლირენსით 10მლ/წთ-ზე ნაკლები).

განსაკუთრებული სიფრთხილით მიიღეთ კრებროსი®:

კრებროსის® მიღება არ არის რეკომენდებული 6 წლამდე ასაკის ბავშვებში და ჩვილებში.

კრებროსი® შეიცავს ლაქტოზას, თუ ექიმისაგან ინფორმირებული ხართ, რომ გაქვთ ზოგიერთი ტიპის შაქრის აუტანლობა, პრეპარატის მიღებამდე უნდა მიმართოთ მკურნალ ექიმს.

სიფრთხილეა საჭირო თუ კრებროსი® მიიღება ალკოჰოლთან ერთად. მგრძნობიარე პაციენტებში ცეტირიზინის ან ლევოცეტირიზინის ალკოჰოლთან ან სხვა პრეპარატებთან ერთად მიღებამ, რომლებიც მოქმედებენ ტვინზე შესაძლოა გავლენა მოახდინოს სიფხიზლეზე, თუმცა ცეტირიზინის რაცემატს არ გამოუწვევია ალკოჰოლის ეფექტის ზრდა.

თუ გიჭირთ მოშარდვა (წინამდებარე ჯირკვლის გადიდების ან ზურგის ტვინის დაზიანების შემთხვევაში) კონსულტაციისათვის მიმართეთ ექიმს.

თუ მოცემული გაფრთხილებები გეხებათ თქვენ, თუნდაც წარსულში, გთხოვთ კონსულტაციისათვის მიმართოთ ექიმს.

კრებროსის® მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად:

კრებროსის® მიღება შესაძლებელია კვების დროს ან შუალედებში.

სიფრთხილის ზომები

აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტების გამოყენება რეკომენდებული არ არის 6 წელზე უმცროსი ასაკის ბავშვებში, რადგან ეს ფორმულა არ იძლევა დოზის შესამაბისი ადაპტაციის საშუალებას. აქედან გამომდინარე რეკომენდებულია ლევოცეტირიზინის პედიატრული ფორმულის გამოყენება.

რეკომენდებულის სიფრთხილე ალკოჰოლთან ერთად მიღებისას (იხ. პარაგრაფი 4.5 ურთიერთქმედება სხვა სამედიცინო პროდუქტებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები).

ლევოცეტირიზინი შეიძლება ზრდიდეს შარდის რეტენციის რისკს, აქედან გამომდინარე სიფრთხილეა რეკომენდებული პაციენტებში, რომლებსაც გააჩნიათ შარდის რეტენციისადმი წინსწარგანწყობის ფაქტორები (მაგ., ხერხემლის დაზიანება, პროსტატის ჰიპერპლაზია).

ლევოცეტირიზინის ახალშობილებში და 2 წლამდე ასაკის ჩვილებში გამოყენება რეკომენდებული არ არის.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

მგრძნობიარე პაციენტებში ცეტირიზინის ან ლევოცეტირიზინის ან სხვა ცენტრალური მოქმედების საშუალებების ერთობლივად მიღებამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე.

გთხოვთ აცნობოთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ ღებულობთ ან ბოლო პერიოდში მიგიღიათ ნებისმიერი სხვა, რეცეპტით ან ურეცეპტოთ შეძენილი პრეპარატი.

ორსულობა და ძუძუთი კვება

პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისათვის მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

პრეპარატის მიღებას უნდა მოერიდოთ ორსულობის პერიოდში

თუმცა პრეპარატის მიღება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მას ექიმი ნიშნავს სარგებელი/რისკის შეფასების შემდეგ.

თუ მკურნალობის პერიოდში აღმოაჩენთ, რომ ორსულად ხართ დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს

ლაქტაცია

პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისათვის მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

ცეტირიზინი ხვდება დედის რძეში, შესაბამისად მეძუძურმა დედებმა არ უნდა მიიღონ აღნიშნული პროდუქცია.

ეფექტები ავტომობილის მართვის და მექანიზმების გამოყენების უნარზე

ზოგიერთ პაციენტს, რომელიც ღებულობს კრებროსს® შესაძლოა აღენიშნოს დაღლილობა და სისუსტე. თუ აპირებთ ტრანსპორტის მართვას, პოტენციურად საშიში საქმიანობების შესრულებას ან მექანიზმების გამოყენებას, პირველ რიგში უნდა დაელოთ და დააკვირდეთ თუ როგორი რეაქცია გაქვთ პრეპარატზე. თუმცა სპეციალური ტესტების მიხედვით არ გამოვლენილა გონებრივი სიფხიზლის, რეაგირების უნარის ან ტრანსპორტის მართვის უნარის დაქვეითება ჯანმრთელ პირებში ლევოცეტირიზინის რეკომენდირებული დოზების მიღებისას.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია კრებროსის® ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ

კრებროსი® შეიცავს ლაქტოზას, თუ ექიმისაგან ინფორმირებული ხართ, რომ გაქვთ ზოგიერთი ტიპის შაქრის აუტანლობა, პრეპარატის მიღებამდე უნდა მიმართოთ მკურნალ ექიმს.

გვერდითი მოვლენები

სხვა პრეპარატების მსგავსად კრებროსმა® შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, მაგრამ არა ყველა პაციენტში.

თუ გამოვლინდა რომელიმე ქვემოთ მოცემული ეფექტი შეწყვიტეთ კრებროსის® მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან უახლოესი საავადმყოფოს სასწრაფო გადაუდებელ სამსახურს:

პირის, ენის, სახის და/ან ყელის შეშუპება, სუნთქვის ან ყლაპვის გართულება (მძიმედ სუნთქვა და დაჭიმულობა გულმკერდის არეში), გამონაყარი, არტერიული წნევს უეცრად დაცემა, რაც იწვევს კოლაფსს ან შოკს და რაც შესაძლოა ფატალური აღმოჩნდეს (ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები).

სხეულის უკონტროლო კანკალი კრუნჩხვებთან ერთად (კონვულსია)

ღვიძლის არანორმალური ფუნქცია

ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი)

პალპიტაცია

სუნთქვის უკმარისობა

მხედველობის დაქვეითება

ჩვეულებრივზე მეტი გულის შეკუმშვათა სიხშირე წუთში (ტაქიკარდია)

ყველა ზემოთ ჩამოთვლილი გვერდითი ეფექტი ძალიან სერიოზულია. თუ რომელიმე მათგანი გამოვლინდა ეს ნიშნავს, რომ გაქვთ სერიოზული ალერგია კრებროსზე®. შესაძლოა საჭირო გახდეს სასწრაფო სამედიცინო ჩარევა ან ჰოსპიტალიზაცია. ყველა ეს ძალიან სერიოზული გვერდითი ეფექტი აღინიშნება ძალიან იშვიათად.

თუ შენიშნავთ რომელიმე მათგანს მიმართეთ ექიმს:

პირის სიმშრალე

თავის ტკივილი

დაღლილობა

ძილიანობა

თავბრუსხვევა

დაბუჟება

გულის შეკუმშვათა სიხშირის მომატება

გულის წასვლა

კანკალი

მუცლის ტკივილი

შეშუპება

ძლიერი ქავილი

გამონაყარი კანზე

ჭინჭრის ციება (კანის შეშუპება, ქავილი და სიწითლზე)

კანის გაღიზიანება

წონის მატება

კუნთების ტკივილი

აგრესიული ან დარღვეული ქცევა

ღებინება

გულისრევა

არარსებული საგნების ხედვა (ჰალუცინაციები)

დეპრესია

გამუდმებით სუიციდზე ფიქრი/დარდი

გემოს შეგრძნების ცვლილება (დისგევზია)

მგრძნობელობა ბრუნვის ან მოძრაობის დროს

მხედველობის დაბინდვა

ტკივილი შარდვის დროს

შარდი ბუშტის არასრულად დაცლა

შიმშილის გრძნობის გაძლიერება

დეპრესია

ჰალუცინაციები

სუნთქვის უკმარისობა

ღვიძლის ფუნქციის დაქვეითება

ეს გვერდითი ეფექტები მსუბუქი ხასიათისაა.

თუ გამოვლინდა ისეთი გვერდითი ეფექტი, რომელიც არ არის მოცემული ამ ჩანართში, აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ინფორმაციის მიწოდება გვერდითი ეფექტების შესახებ

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლენის შემთხვევაში გაესაუბრეთ მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ასევე გვერდითი ეფექტების შესახებ აცნობეთ თურქეთის ფარმაკოზედამხედველობის ცენტრს (TUFAM), ამისათვის ეწვიეთ ვებ გვერდს www.titck.gov.tr. და დააჭირეთ “გვერდითი ეფექტების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას” ან დარეკეთ ცხელ ხაზზე 0 800 314 00 08. აღნიშნულით ხელს უწყობთ მოცემული პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მოძიების პროცესს.

ჭარბი დოზა

დოზის გადაჭარბების სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს ძილიანობას მოზრდილებში და ბავშვებში დასაწყისში აჟიტირებას ან მოუსვენრობას, შემდგ ძილიანობას.

მკურნალობა:

ლევოცეტირიზინის სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში რეკომენდებულია სიმპტომური დად ამხმარე მკურნალობა, კუჭის ლავაჟი უნდა გაითვალისწუნონ შიგნით მიღებიდან მოკლე დროის გასვლის შემთხვევაში. ლევოცეტირიზინი ჰემოდიალიზით ეფექტურად არ გამოიყოფა.

  • ფარმაკოლოგიური მახასიათებლები
  • 1 ფარმაკოდინამიური მახასიათებლები

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერება:

შეიცავს 5მგ ლევოცეტირიზინი დიჰიდროქლორიდს.

შემავსებლები:

ლაქტოზას მონოჰიდრატი 66,77მგ

შემავსებლების სრული ჩამონათვალი იხ. პარაგრაფში 6.1

შენახვის პირობები

შეინახეთ კრებროსი® საკუთარ შეფუთვაში, ბავშვებისათვის უხილავ და მიუწვდომელ ადგილზე.

შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე, არა უმეტეს 25⁰C.

ვარგისობის ვადა

გთხოვთ შეინახოთ ორიგინალურ შეფუთვაში.

არ გამოიყენოთ კრებროსი® შეფუთვაზე/გარე კოლოფზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

არ გამოიყენოთ კრებროსი® თუ შეფუთვაზე შენიშნავთ დაზიანების ნიშნებს.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით.

ფარმაკოლოგიური თვისებები

სისტემური გამოყენების ანტიჰისტამინური საშუალება, პიპერაზინის წარმოებული

ათქ კოდი: R06A E09.

მოქმედების მექანიზმი

ლევოცეტირიზინი, ცეტირიზინის (R) ენანტიომერი არის პერიფერიული H1-რეცეპტორების ძლიერი და სელექციური ანტაგონისტი.

შეკავშირების კვლევებმა გამოავლინა რომ ლევოცეტირიზინს მაღალი აფინობა გააჩნია ადამიანის H1-რეცეპტორებისადმი (Ki = 3.2 ნმოლ/ლ). ლევოცეტირიზინს გააჩნია 2 პუნქტით უფრო მაღალია ფინობა ვიდრე ცდტირიზინს (Ki = 6.3 ნმოლი/ლ). ლევოცეტირიზინი დისოცირდება H1-რეცეპტორებიდან, ნახევარგამოყოფის პერიოდი 115 ± 38 წთ. ერთჯერადი გამოყენების შემდეგ. ლევოცეტირიზინი ამჟღავნებს რეცეპტორების 90%-იან ოკუპაციას, 24 საათის შემდეგ 57%-ს.

ჯანმრთელი მოხალისეების ფარმაკოდინამიური კვლევები აჩვენებს რომ დოზის ნახევრით, ლევოცეტირიზინს გააჩნია ცეტირიზინისადმი შედარებადი აქტივობა, კანსა და ცხვირში.

  • 1 ფარმაკოდინამიური მახასიათებლები

ლევოცეტირიზინის ფარმაკოდინამიური აქტივობა შესწავლილია რანდომიზებულ, კონტროლირებულ კვლევებებში.

კვლევაში, რომელიც ადარებდა 5მგ ლევოცეტირიზინს, 5მგ დისლორატადინს და პლაცებოს ისტამინით გამოწვეული ალების დროს, ლევოცეტირიზინით მკურნალობამ გამოიწვია მათი მნიშვნელოვანი შემცირება, რაც უმაღლესი იყო პირველი1 2 საათის განმავლობაში და 24 საათი გაგრძელდა (p<0.001) პლაცებოს და დესლორატადინთან შედარებით.

5მგ ლევოცეტირიზინის მოქმედების დაწყება მტვრით გამოწვეული სიმპტომების კონტროლში აღინიშნა პრეპარატბის მიღებიდან 1 საათში, პლაცებოთი კონტროლირებულ კვლევებში ალერგენით დატვირთვის კამერის მოდელში.

In vitro კვლევები (Boyden კამერები და უჯრედების ფენების ტექნიკა) აჩვენებს, რომ ლევოცეტირიზინი აინჰიბირებს ეოტაქსინით გამოწვეულ ეოზინოფილების ტრანსენდოთელურ მიგრაციას დერმულ და ფილტვის ურჯედებში. ფარმაკოდინამიურმა ექსპერიმენტულმა კვლევამ in vivo (კანის კამერის ტექნიკა) აჩვენა 5მგ ლევოცეტირიზინის სამი მთავარი მაინჰიბირებელი ეფექტი მტვირთ გამოწვეული რეაქციის პირველი 6 საათის განმავლობაში, პაცებოსთან შედარებით 14 მოზრდილ პაციენტში: VCAM-1 გამოთავისუფლების ინჰიბირება, სისხლძარღვტა გამავლობის მოდულაცია და ეოზინოფილების აჩართვის დაქვეითება.

ლევოცეტირიზინის ეფექტურობა და უსაფრთხოება გამოვლინდა რამდენიმე ორმაგად-ბრმა, პლაცებო-კონტროლირებულ კლინიკურ კვლევაში, რომელბიც ჩატარდა მოზრდილ პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებოდათ სეზონური ალეგიული რინიტი, მთელი წლის განმავლობაში მიმდინარე ალერგიული რინიტი ან მუდმივი ალერგიული რინიტი. ლევოცეტირიზინმა მნიშვნელოვნად გააუმჯობესა ალერგიული რინიტის სიმპტომები, ნაზალური ობსქტურქციის ჩათვლით ზოგ პაციენტში.

551 მოზრდილი პაციენტის 6 თვიან კლინიკურ კვლევაში (276ლევოცეტირიზინით ნამკურნალები პაციენტების ჩათვლით), რომლებსაც აღენიშნებათ მიუდმივი ალერგიული რინიტი (სიმპტომების არსებობა კვირაში 4 დღე მინიმუმ 4 მომდევნო კვირის განმავლობაში)და სენსიტიზებული იყვნენ ოთახის მტვრის ტკიპების და ბალახის მტვრის მიმართ, გამოვლიდნა რომ 5მგ ლევოცეტირიზინი კლინიკურად და სტატისტიკურად უფრო ძლიერი იყო ვიდრე პლაცებო, ალერგიული რინიტის სიმპტომების ტოტალური შკალის შემცირებისას კვლევის მთელი ხანგრძლივობის განმავლობაში, ტაქიფილაქსიის გარეშე. მთელი კვლევის განმავლობაში ლევოცეტირიზინმა მნიშვნელოვნად გააუმჯობესა პაციენტების სიცოცხლის ხარისხი.

ლევოცეტირიზინის ტაბლეტების პედიატრული უსაფრთხოება და ეფექტურობა შესწავლილი იყო ორ პლაცებო-კონტროლირებულ კლინიკურ კვევაში, რომლებშიც ჩართული იყვნენ 6-12 წლის ასაკის პაციენტები,რომლებსაც აღენიშნებოდათ სეზონური და მთელი წლის განმავლობაში მიმდინარე ალერგიული რინიტი. ორივე კვლევაში ლევოცეტირიზინმა მნიშვნელოვნად გააუმჯობესა სიმპტომები და გაზარდა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სიცოცხლის ხარისხი.

პლაცებო-კონტროლირებულ კლინიკურ კვლევაში, რომელშიც ჩართული იყო ქრონიკული იდიოპათური ურტიკარიით დაავადებული 166 პაციენტი, 85 პაციენტს მკურნალობდნენ პლაცებოთი და 81 პაციენტს 5მგ ლევოცეტირიზინით დრე-ღამეში ერთხელ ექვსი კვირის განმავლობაში. ლევოცეტირიზინით მკურნალობამ გამოიწვია ქავილის სიმწვავის მნიშვნელოვანი დაქვეითება პირველი კვირის განმავლობაში და მკურნალობის მთელი პერიოდის განმავლობაშ პლაცებოსთან შედარებით. ლევოცეტირიზინმა ასევე გამოიწვია ჯანრმთელობასთან დაკავშირებული სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესება დერმატოლოგიის სიცოცხლის ხარისხის ინდექსის მიხედვით, პლაცებოსთან შედარებით. ქრონიკული იდიოპათიური ურტიკრია შესწავლილი იყო როგორც მოდელი ურტიკარიული მდგომარეობებისთვის.

ჰისტამინით გამოწვეული კანის რეაქციების შესახებ მოქმედება პლაზმური კონცენტრაციით ფაზაში არ არის.

ეკგ-მ არ გამოავლინა ლევოცეტირიზინის მნიშვნელოვანი ეფექტები QT ინტერვალზე.

  • 2 ფარმაკოკინეტიკური მახასიათებლები

ზოგადი მახასიათებლები

ლევოცეტრიზინის ფარმაკოკინეტიკა ხაზოვანია დოზით- და დროისაგან დამოუკიდებლად, სუბიექტთაშორისი დაბალი ცვალებადობით. ფარმაკოკინეტიკური პროფილი იგივეა, როგორც ერთჯერადი ენანიტომერის ან ცეტირიზინის სახით მიღებისას. აბსორბციის და ელიმინაციის პროცესის დროს არ ხდება ქირალური ინვერსია.

აბსორბცია:

ლევოცეტირიზინი სწრაფად და ექსტენსიურად შეიწოვება ორალური მიღების შემდეგ. პლაზმაში კონცენტრაციის პიკი მიიღწევა დოზირებიდან 0.9 საათის შემდეგ. მყარი მდგომარეობა მიიღჭევა ორი დღის შემდეგ. კონცენტრაციის პიკი ტიპიურად არის 270ნგ/მლ და 308ნგ/მლ ერთჯერადი და განმეორებითი 5მგ დღე-ღამეში ერთჯერადი დოზების შემდეგ. აბსორბციის მასშტაბი დოზადამოკიდებულია, მასზე არ მოქმედებს საკვები, მაგრამ კონცენტრაციის პიკი შემცირებული და გადავადებულია.

განაწილება:

ადამიანებში ხელმსიაწევდომი არ არის ქსოვილებში განაწილების მონაცემები, არ არის ლევოცეტირიზინის ჰემატოენცეფალურ ბარიერში შეღწევის მონაცემები. ვირთხებში და თაგვებში ქსოვილებში უფრო მაღალი დონე აღმოჩენილია ღვიძლში და თირკმელებში, ყველაზე მცირე ცნს ქსოვილში.

ლევოცეტირიზინი 90%-ით უკავშირდება პლაზმის ცილებს. ლევოცეტირიზინის განაწილება რესტრიქციულია, განაწილების მოცულობა 0.4ლ/კგ-ს შეადგენს.

ბიოტრანსფორმაცია

ლევოცეტირიზინის მეტაბოლიზმის მასშტაბი ადამიანებში დოზის 14%-ზე ნაკლებიდა და აქედან გამომდინარე მოსალონდელია რომ უმნიშვნელო იქნება გენეტიკური პოლიმორფიზმის ან ენზიმების ინჰიბიტორების პარალელური მიღების დროს დაფიქსირებულლი განსხვავებები. მეტაბოლური გზა მოიცავს აროამტულ დაჟანგვას, N- დაO- დეალკილირებას და ტაურინის კონიუგაციას. დეალკილირების გზების ძირითადი მედიატორია CYP 3A4, ხოლო არომატულ დაჟანგვაში მოცემულია მრავლობითბ და/ან განუსაზღვრელი CYP იზოფორმები. ლევოცეტირიზინს ეფექტი არ ქონდა CYP იზოენზიმების-1A2, 2C9, 2C19, 2D6, 2E1 და 3A4 მოქმედებაზე კონცენტრაციით, რომელცი აღემატებოდა კონცენტრაციის პიკს, რომელიც მიიღჭევა 5მგ ორალური დოზის შემდეგ. დაბალი მეტაბოლიზმის და მეტაბოლური ინჰიბირების პოტენციალის არ არსებობის გამო ლევოცეტირიზინის სხვა ნივთეირებებთან და პირიქით ურთიერთქმედება ნაკლებსავარაუდოა.

ელიმინაცია:

მოზრდიელბშ პლაზმაშ ნახევარდშლის პერიოდი შეადგენს 7.9 ± 1.9 საათს. ორგანიზმიდან ტოტალური კლირენსი არის 0.63მლ/წთ/კ. ლევოცეტირიზინის და მისი მეტაბოლიტების გამოყოფის მთავარი გზააშარდით, დოზის საშუალოდ 85.4%. ფეკალური მასებით გამოყოფა დაახლოებით 12.9%-ს შეადგენს. ლევოცეტირიზინი გამოიყოფა გორგლოვანი ფილტრაციით და აქტიური მილაკოვანი სეკრეციით.

ხაზოვნება/არა-ხაზოვნება

ლევოცეტირიზინი ამჟღავნებს ხაზოვან ფარმაკოკინეტიკას.

მახასიათებლები პაციენტებში

რასა

პრეპარატის მახასიათებლების, შეწოვის და მეტაბოლიზმის გათვალისწინებით მოსალოდნელია, რომ პაციენტის ეთნიკურ წარმომავლობას გავლენა არ ექნება ლევოცეტირიზინის ფარმაკოკინეტიკურ პარამეტრებზე.

სქესი:

პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაცია და ლევოცეტირიზინის აბსორბცია დაახლოებით 20% და 15% უფრო მაღალია ქალებში, ვიდრე მამაკაცებში. ზოგადად, ნახევარგამოყოფის პერიოდი ქალებში უფრო ხანმოკლეა (7.1 საათი) ვიდრე მამაკაცებში (8.6 საათი). გარდა ამისა, სხეულის წონის მიხედვით რეგულირებადი კლირენსი მსგავსია ქალებში (0.67 მლ / წთ / კგ) და მამაკაცებში (0.59 მლ / წთ / კგ). ეს განსხვავებები კლინიკურად არ არის მნიშვნელოვანი და მსგავსი დოზების მიღება შესაძლებელია როგორც ქალებში, ასევე მამაკაცებში.

ღვიძლის/თირკმლის უკმარისობა:

ორგანიზმიდან ლევოცეტირიზინის კლირენსი უკავშირდება კრეატინინის კლირენსს. ამიტომ რეკომენდებულია ლევოცეტირიზინის დოზირების ინტერვალების რეგულირება, კრეატინინის კლირენსის საფუძველზე, თირკმლების ზომიერი და მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში. ანურიის მქონეპაციეტნებში, თირკმლის დაავადების ტერმინალურის ტადიისას, ორგანიზმიდან ტოტალური კლირენსი მცირდება დაახლოებით 80% -ით, ნორმალურ სუბიექტებთან შედარებით. სტანდარტული 4-საათიანი ჰემოდიალიზის პროცედურის დროს გამოყოფილი ლევოცერიზინის რაოდენობა იყო <10%.

პედიატრული პოპულაცია:

ლევოცეტირიზინის პედიატრული ფორმულის გამოყენება რეკომენდებული არ არის 2 წლამდე ასაკის პედიატრულ პოპულაციაში, რადგან არ არსებობს მონაცემები.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

პაციენტის საინფორმაციო ჩანართი

კრებროსი®

5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

პერორალური გამოყენებისათვის

აქტიური ნივთიერება: აპკიანი გარსით დაფარული თითოეული ტაბლეტი შეიცავს 5მგ ლევოცეტირიზინის დიჰიდროქლორიდს

ექსციპიენტები: ლაქტოზის მონოჰიდრატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ტიტანის დიოქსიდი, პოვიდონი K25, კოლოიდური უწყლო სილიციუმი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, მაგნიუმის სტეარატი, ჰპმც, ტალკი, მაკროგოლი (PEG 6000)

პრეპარატის გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთ ეს საინფორმაციო ჩანართი, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

შეინახეთ საინფორმაციო ჩანართი. შესაძლოა კვლავ დაგჭირდეთ წაკითხვა.

დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ეს პრეპარატი დაგენიშნათ პირადად თქვენ; არ გადასცეთ სხვებს.

ამ პროდუქტის გამოყენების დროს, ექიმთან ან საავადმყოფოში ვიზიტის დროს აცნობეთ ექიმს, რომ ღებულობთ წამალს.

გთხოვთ, სრულად დაიცავით საინფორმაციო ჩანართში მოცემული ინსტრუქციები. არ მიიღოთ თქვენთვის რეკომენდირებულზე მაღალი ან დაბალი დოზა.

პაციენტის საინფორმაციო ჩანართში:

  • რა არის კრებროსი® და რისთვის გამოიყენება
  • კრებროსის® გამოყენებამდე
  • როგორ მიიღება კრებროსი®
  • მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები
  • როგორ ინახება კრებროსი® სათაურები მოცემულია.
  • რა არის კრებროსი® და რისთვის გამოიყენება

კრებროსი® წარმოადგენს ანტიჰისტამინურ საშუალებას და გამოიყენება ალერგიის სამკურნალოდ. ანტიჰისტამინური საშუალებები თრგუნავენ ჰისტამინის მოქმედებას და აუმჯობესებენ ალერგიის სიმპტომებს.

კრებროსი® წარმოდგენილია ბლისტერული შეფუთვის სახით, რომელიც შეიცავს 20 და 40 აპკიანი გარსით დაფარულ ტაბლეტს. იგი არის თეთრი, ოვალური, ამობურცული აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი, ცალ მხარეს ლოგოთი “LS”.

კრებროსი® ნაჩვენებია ალერგიული რინიტის (მათ შორის დროებითი/ქრონიკული ან სეზონური/წლიური) და ქრონიკული გამონაყარის (ქრონიკული იდიოპათიური ჭინჭრის ციება) სიმპტომების (ქავილი, ბუშტუკები, სიწითლე) სამკურნალოდ 6 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში.

  • კრებროსის® გამოყენებამდე

არ მიიღოთ კრებროსი®:

თუ ხართ ალერგიული (ჰიპერმგრძნობიარე) ლევოცეტირიზინის დიჰიდროქლორიდის ან ანტიჰისტამინის ან რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ.

თუ გაქვთ თირკმლის ფუნქციის ძლიერი დარღვევა (თირკმლის მწვავე უკმარისობა, კრეატინინის კლირენსით 10მლ/წთ-ზე ნაკლები).

განსაკუთრებული სიფრთხილით მიიღეთ კრებროსი®:

კრებროსის® მიღება არ არის რეკომენდებული 6 წლამდე ასაკის ბავშვებში და ჩვილებში.

კრებროსი® შეიცავს ლაქტოზას, თუ ექიმისაგან ინფორმირებული ხართ, რომ გაქვთ ზოგიერთი ტიპის შაქრის აუტანლობა, პრეპარატის მიღებამდე უნდა მიმართოთ მკურნალ ექიმს.

სიფრთხილეა საჭირო თუ კრებროსი® მიიღება ალკოჰოლთან ერთად. მგრძნობიარე პაციენტებში ცეტირიზინის ან ლევოცეტირიზინის ალკოჰოლთან ან სხვა პრეპარატებთან ერთად მიღებამ, რომლებიც მოქმედებენ ტვინზე შესაძლოა გავლენა მოახდინოს სიფხიზლეზე, თუმცა ცეტირიზინის რაცემატს არ გამოუწვევია ალკოჰოლის ეფექტის ზრდა.

თუ გიჭირთ მოშარდვა (წინამდებარე ჯირკვლის გადიდების ან ზურგის ტვინის დაზიანების შემთხვევაში) კონსულტაციისათვის მიმართეთ ექიმს.

თუ მოცემული გაფრთხილებები გეხებათ თქვენ, თუნდაც წარსულში, გთხოვთ კონსულტაციისათვის მიმართოთ ექიმს.

კრებროსის® მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად:

კრებროსის® მიღება შესაძლებელია კვების დროს ან შუალედებში.

ორსულობა

პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისათვის მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

პრეპარატის მიღებას უნდა მოერიდოთ ორსულობის პერიოდში

თუმცა პრეპარატის მიღება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მას ექიმი ნიშნავს სარგებელი/რისკის შეფასების შემდეგ.

თუ მკურნალობის პერიოდში აღმოაჩენთ, რომ ორსულად ხართ დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს

ლაქტაცია

პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისათვის მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

ცეტირიზინი ხვდება დედის რძეში, შესაბამისად მეძუძურმა დედებმა არ უნდა მიიღონ აღნიშნული პროდუქცია.

ეფექტები ავტომობილის მართვის და მექანიზმების გამოყენების უნარზე

ზოგიერთ პაციენტს, რომელიც ღებულობს კრებროსს® შესაძლოა აღენიშნოს დაღლილობა და სისუსტე. თუ აპირებთ ტრანსპორტის მართვას, პოტენციურად საშიში საქმიანობების შესრულებას ან მექანიზმების გამოყენებას, პირველ რიგში უნდა დაელოთ და დააკვირდეთ თუ როგორი რეაქცია გაქვთ პრეპარატზე. თუმცა სპეციალური ტესტების მიხედვით არ გამოვლენილა გონებრივი სიფხიზლის, რეაგირების უნარის ან ტრანსპორტის მართვის უნარის დაქვეითება ჯანმრთელ პირებში ლევოცეტირიზინის რეკომენდირებული დოზების მიღებისას.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია კრებროსის® ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ

კრებროსი® შეიცავს ლაქტოზას, თუ ექიმისაგან ინფორმირებული ხართ, რომ გაქვთ ზოგიერთი ტიპის შაქრის აუტანლობა, პრეპარატის მიღებამდე უნდა მიმართოთ მკურნალ ექიმს.

სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება

მგრძნობიარე პაციენტებში ცეტირიზინის ან ლევოცეტირიზინის ან სხვა ცენტრალური მოქმედების საშუალებების ერთობლივად მიღებამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე.

გთხოვთ აცნობოთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ ღებულობთ ან ბოლო პერიოდში მიგიღიათ ნებისმიერი სხვა, რეცეპტით ან ურეცეპტოთ შეძენილი პრეპარატი.

  • როგორ მიიღება კრებროსი®

კრებროსი® ყოველთვის მიიღეთ ექიმის დანიშნულების მიხედვით. თუ რაიმეში ეჭვი გეპარებათ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

6-12 წლის ბავშვები: 5მგ დღეში (1 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი)

12 წელზე უფროსი ასაკის მოზარდები და მოზრდილები: 5მგ დღეში (1 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი)

მიღების გზა და მეთოდი

კრებროსი® მიიღება მხოლოდ პერორალურად

ტაბლეტი უნდა გადაიყლაპოს მთლიანად, წყალის დაყოლებით. დღიური დოზა მიიღება ერთ ჯერზე.

კრებროსის® მიღება შესაძლებელია კვებისგან დამოუკიდებლად

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები

გამოყენება ბავშვებში:

მონაცემების არარსებობის გამო კრებროსის® მიღება არ არის რეკომენდებული 2 წლამდე ასაკის ბავშვებში და ჩვილებში

კრებროსის® მიღება არ არის რეკომენდებული 6 წლამდე ასაკის ბავშვებში წამლის ფორმიდან გამომდინარე.

გამოყენება ხანდაზმულებში:

დოზის კორექცია არ არის რეკომენდებული თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე ხანდაზმულ პაციენტებში

განსაკუთრებული მდგომარეობები:

თირკმლის უკმარისობა/ღვიძლის უკმარისობა

პაციენტებში თირკმლის ფუნქციის დაქვეითებით, სიმწვავის მიხედვით ინიშნება დაბალი დოზები, მაგრამ ბავშვებში დოზის კორექცია ხდება სხეულის წონის მიხედვით. დოზას განსაზღვრავს ექიმი.

თუ გაქვთ თირკმლის მწვავე უკმარისობა არ მიიღოთ აღნიშნული პროდუქტი

თუ გაქვთ მხოლოდ თირკმლის ფუნქციის დაქვეითება შეგიძლიათ მიიღოთ სტანდარტული დოზები.

თუ გაქვთ თირკმლის ფუნქციის დაქვეითება და უკმარისობა დოზა უნდა დაკორექტირდეს თირკმლის დაავადების სიმწვავის მიხედვით, მაგრამ ბავშვებში დოზის კორექცია ხდება სხეულის წონის მიხედვით. დოზას განსაზღვრავს ექიმი.

მკურნალობის ხანგრძლივობას განსაზღვრავს ექიმი ჩივილების ტიპების და კლასიფიკაციის მიხედვით. დაიცავით ექიმის მითითებები.

აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ ფიქრობთ, რომ პრეპარატის ეფექტი ზედმეტად ძლიერი ან სუსტია.

თუ მიიღეთ პრეპარატ კრებროსის® ჭარბი დოზა

თუ მიიღეთ კრებროსის® ჭარბი დოზა მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

დოზის ძლიერმა გადაჭარბებამ შესაძლოა გამოიწვიოს ძილიანობა მოზრდილებში. ბავშვებში მოსალოდნელია შფოთვა და მოუსვენრობა, რასაც მოჰყვება ძილიანობა.

თუ დაგავიწყდათ პრეპარატ კრებროსის® მიღება:

თუ დაგავიწყდათ კრებროსის® მიღება ან მიიღეთ ექიმის მიერ დანიშნულზე დაბალი დოზა დაელოდეთ და შემდეგი დოზა მიიღეთ ჩვეულ დროს.

არ მიიროთ ორმაგი დოზა გამოტოვებულის ანაზღაურების მიზნით.

კრებროსის® მკურნალობის დასრულების შემდეგ მოსალოდნელი ეფექტები

კრებროსის® ვადაზე ადრე შეწყვეტა არ იწვევს საზიანო ეფექტებს იმ თვალსაზრისით, რომ დაავადების სიმპტომები კვლავ გამოვლინდება პროგრესულად, მაგრამ არა იმაზე მეტი სიმწვავით, რაც აღინიშნებოდა კრებროსით® მკურნალობის დაწყებამდე.

  • მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები

სხვა პრეპარატების მსგავსად კრებროსმა® შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, მაგრამ არა ყველა პაციენტში.

თუ გამოვლინდა რომელიმე ქვემოთ მოცემული ეფექტი შეწყვიტეთ კრებროსის® მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან უახლოესი საავადმყოფოს სასწრაფო გადაუდებელ სამსახურს:

პირის, ენის, სახის და/ან ყელის შეშუპება, სუნთქვის ან ყლაპვის გართულება (მძიმედ სუნთქვა და დაჭიმულობა გულმკერდის არეში), გამონაყარი, არტერიული წნევს უეცრად დაცემა, რაც იწვევს კოლაფსს ან შოკს და რაც შესაძლოა ფატალური აღმოჩნდეს (ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები).

სხეულის უკონტროლო კანკალი კრუნჩხვებთან ერთად (კონვულსია)

ღვიძლის არანორმალური ფუნქცია

ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი)

პალპიტაცია

სუნთქვის უკმარისობა

მხედველობის დაქვეითება

ჩვეულებრივზე მეტი გულის შეკუმშვათა სიხშირე წუთში (ტაქიკარდია)

ყველა ზემოთ ჩამოთვლილი გვერდითი ეფექტი ძალიან სერიოზულია. თუ რომელიმე მათგანი გამოვლინდა ეს ნიშნავს, რომ გაქვთ სერიოზული ალერგია კრებროსზე®. შესაძლოა საჭირო გახდეს სასწრაფო სამედიცინო ჩარევა ან ჰოსპიტალიზაცია. ყველა ეს ძალიან სერიოზული გვერდითი ეფექტი აღინიშნება ძალიან იშვიათად.

თუ შენიშნავთ რომელიმე მათგანს მიმართეთ ექიმს:

პირის სიმშრალე

თავის ტკივილი

დაღლილობა

ძილიანობა

თავბრუსხვევა

დაბუჟება

გულის შეკუმშვათა სიხშირის მომატება

გულის წასვლა

კანკალი

მუცლის ტკივილი

შეშუპება

ძლიერი ქავილი

გამონაყარი კანზე

ჭინჭრის ციება (კანის შეშუპება, ქავილი და სიწითლზე)

კანის გაღიზიანება

წონის მატება

კუნთების ტკივილი

აგრესიული ან დარღვეული ქცევა

ღებინება

გულისრევა

არარსებული საგნების ხედვა (ჰალუცინაციები)

დეპრესია

გამუდმებით სუიციდზე ფიქრი/დარდი

გემოს შეგრძნების ცვლილება (დისგევზია)

მგრძნობელობა ბრუნვის ან მოძრაობის დროს

მხედველობის დაბინდვა

ტკივილი შარდვის დროს

შარდი ბუშტის არასრულად დაცლა

შიმშილის გრძნობის გაძლიერება

დეპრესია

ჰალუცინაციები

სუნთქვის უკმარისობა

ღვიძლის ფუნქციის დაქვეითება

ეს გვერდითი ეფექტები მსუბუქი ხასიათისაა.

თუ გამოვლინდა ისეთი გვერდითი ეფექტი, რომელიც არ არის მოცემული ამ ჩანართში, აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ინფორმაციის მიწოდება გვერდითი ეფექტების შესახებ

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლენის შემთხვევაში გაესაუბრეთ მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ასევე გვერდითი ეფექტების შესახებ აცნობეთ თურქეთის ფარმაკოზედამხედველობის ცენტრს (TUFAM), ამისათვის ეწვიეთ ვებ გვერდს www.titck.gov.tr. და დააჭირეთ “გვერდითი ეფექტების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას” ან დარეკეთ ცხელ ხაზზე 0 800 314 00 08. აღნიშნულით ხელს უწყობთ მოცემული პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მოძიების პროცესს.

  • კრებროსის® შენახვის პირობები

შეინახეთ კრებროსი® საკუთარ შეფუთვაში, ბავშვებისათვის უხილავ და მიუწვდომელ ადგილზე.

შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე, არა უმეტეს 25⁰C.

ვარგისობის ვადა

გთხოვთ შეინახოთ ორიგინალურ შეფუთვაში.

არ გამოიყენოთ კრებროსი® შეფუთვაზე/გარე კოლოფზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

არ გამოიყენოთ კრებროსი® თუ შეფუთვაზე შენიშნავთ დაზიანების ნიშნებს.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით.

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი:

Santa Farma Ilaç San. A.Ş

Okmeydanı, Boruçiçeği Sok. No: 16

34382 Şişli-İSTANBUL

ტელ: +90 212 220 64 00

ფაქსი: +90 212 222 57 59

მწარმოებელი: Santa Farma İlaç Sanayii A.Ş.

GEBKİM 41455 Dilovası - KOCAELİ

ტელ: (+90 262) 674 23 00

ფაქსი: (+90 262) 674 23 21

ეს პაციენტის ჩანართი დამტკიცდა 15.01.2025

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა