კოდერმო® წარმოდგენილია ტუბებით, რომელიც შეიცავს 30 გ მალამოს. მოყვითალო-თეთრი ფერის, ჰომოგენური გაუმჭვირვალე მალამო, მსუბუქი დამახასიათებელი სუნით. კოდერმო® არის კორტიზონის ტიპის ჰორმონული მედიკამენტი, კანზე წასასმელად. კლასიფიცირებულია როგორც «ძლიერი კორტიკოსტეროიდები». …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- მომეტაზონი (mometasone)
- ფორმა და შეფუთვა
- 0,1% (1მგ/გ) 30გ გარეგანი გამოყენების მალამო ალუმინის ტუბი №1
- მწარმოებელი
- Santa Farma Ilac Sanayii A.S., თურქეთი
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- კორტიკოსტეროიდები, დერმატოლოგიური პრეპარატები, კორტიკოსტეროიდები მაღალი აქტივობით (ჯგუფი III)
- ATC კოდი
- D07AC13
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-044005
- რეგისტრირებულია
- 18 სექტემბერი 2025, მოქმედებს 18 სექტემბერი 2030-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- Santa Farma Ilac Sanayii A.S. (თურქეთი)
- განმცხადებელი
- შპს „ვივა ფარმი“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
კოდერმო — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
კოდერმო® წარმოდგენილია ტუბებით, რომელიც შეიცავს 30 გ მალამოს. მოყვითალო-თეთრი ფერის, ჰომოგენური გაუმჭვირვალე მალამო, მსუბუქი დამახასიათებელი სუნით.
კოდერმო® არის კორტიზონის ტიპის ჰორმონული მედიკამენტი, კანზე წასასმელად. კლასიფიცირებულია როგორც «ძლიერი კორტიკოსტეროიდები».
ეს მედიკამენტები დაიტანება კანის ზედაპირზე,ა გარკვეული პრობლემებით გამოწვეული სიწითლის და ქავილის შემცირებისთვის.
კოდერმო® გამოიყენება კანის ისეთი ანთებითი დაავადებების სამკურნალოდ როგორიცაა ფსორიაზი, ატოპიური დერმატიტი, კანის ანთებითი დაავადებები, რომლებიც გამოწვეულია გამაღიზიანებლებით და/ან კანის ანთებითი დაავადებები როგორიცაა ალერგიული დერმატიტი, რომელიც რეაგირებს მომეტაზონის ფუროატზე.
ფსორიაზი არის კანის დაავადება, რომლის დროსაც ვითარდება ქავილით მიმდინარე, აქერცვლადი, ვარდისფერი ლაქები იდაყვებზე, მუხლებზე, სკალპზე და სხეულის სხვა ნაწილებზე. დერმატიტი არის მდგომარეობა, როდესაც კანი რეაგირებს გარე აგენტებზე (მაგ., დეტერგენტები), რაც იწვევს კანის სიწითლეს და ქავილს.
- კოდერმოს® მიღებამდე
მიღების წესი და დოზირება
სათანადო გამოყენების ინსტრუქცია და დოზირების/გამოყენების სიხშირე:
კოდერმო® დაიტანება თხელი ფენის სახით, კანის დაზიანებულ ნაწილზე.
ექიმის რეკომენდაციის გარეშე კოდერმო® არ გამოიყენოთ კანის დიდ ან ისეთ საკონტაქტო უბანზე (როგორიცაა საზარდულის მიდამო ან იღლია) ხანგრძლივი დროით, არ დაფაროთ კანის ნამკურნალები ადგილი ბინტით ან რაიმე სხვა სახვევით. არ შეწყვიტოთ მკურნალობა უეცრად. უნდა მოერიდოთ მალამოს თვალებთან კონტაქტს.
კოდერმო® არ უნდა გამოიყენონ სახეზე, 5 დღეზე დიდი ხნის განმავლობაში.
ბავშვებში მკურნალობის ხანგრძლივობამ არ უნდა გადააჭარბოს 5 დღეს.
გთხოვთ მოერიდოთ დიდი რაოდენობით გამოყენებას, ადგილებში რომლებიც ფარავს სხეულის უმეტეს ნაწილს ხანგრძლივი დროით.
გამოყენების გზა და მეთოდი:
კოდერმოს® თხელი ფენა დაიტანება კანის დაზიანებულ ადგილებზე. დღე-ღამეში ერთხელ. ნაზად შეიძილეთ მედიკამენტის შეწოვამდე.
უკუჩვენებები
- თუ ალერგიული ხართ (გაქვთ მომატებული მგრძნობელობა) მომეტაზონის ფუროატის, მედიკამენტის რომელიმე ინგრედიენტის და სხვა ადგილობრივი კორტიკოსტეროიდების მიმართ.
- გაქვთ ანთებითი ჭრილობები პირის არეში
- კანის რეაქციები ვაქცინაციის შემდეგ
- ჩუტყვავილა
- ჰერპესი
- თვალის ირგვლივ კანის დაავადებების
- კანის ზოგადი ანთებითი დაავადებების
- როზაცეა (კანის მდგომარეობა, რომელიც ვლინდება სახეზე)
- აკნე
- პირის ირგვლივი დერმატიტი
- გენიტალური ქავილი
- საფენის გამონაყარი
- მკრეჭელი ლიქენი
- კანის სხვა ინფექციები
- ყველაზე ხშირი ტიპის, ფოლაქოვანი ფსორიაზი
გამოიჩინეთ განსაკუთრებული სიფრთხილე კოდერმოს® მიღებისას
- თუ თქვენი კანი გაღიზიანებული ან მგრძნობიარე ხდება კოდერმოს® გამოყენების შემდეგ, მისი მიღება უნდა შეწყვიტოთ და უნდა დაიწყოთ აუცილებელი მკურნალობა.
- ინფექციის შემთხვევაში, უნდა დაიწყოს შესაბამისი მკურნალობა სოკოს საწინააღმდეგო (სოკოს საწინააღმდეგო მედიკამენტები) ან ანტიბაქტერიული საშუალებებით.
- ადგილობრივი ან სისტემური ტოქსიკური ეფექტები შეიძლება განსაკუთრებით აღინიშნოს კანის დიდი უბნის დაზიანებისას ან კანის ნაწილების ხანგრძლივი მკურნალობის ან დახურული ნახვევების გამოყენებისას.
- ძლიერი ადგილობრივი კორტიკოსტეროიდები შეიძლება სიხლში მოხვდეს შეწოვით, ეს იწვევს კუშინგის სინდრომის სიმპტომებს (ჰორმონალური სიმპტომები), სისხლში შაქრის დონის მომატებას და გლუკოზურიას, რაც ქრება მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ.
თუ ეს გაფრთხილებები მკურნალობის რომელიმე ეტაპზე გეხებათ თქვენ, მიმართეთ ექიმს.
სიფრთხილის ზომები
პედიატრიული პოპულაცია
არ გამოიყენოთ 2 წლამდე ასაკის ბავშვებში, ექიმის რეკომენდაციის გარეშე.
ბავშვებში ადგილობრივი კორტიკოსტეროიდების გამოყენება უნდა მოხდეს ეფექტური მკურნლობისთვის საკმარისი მინიმალური რაოდენობით. კორტიკოსტეროიდებით ქრინიკულმა მკურნალობამ შეიძლება დააზიანოს ბავშვის ზრდა და განვითარება.
თუ ფიქრობთ, რომ კოდერმოს®ეფექტი ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტია, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ გამოიყენეთ საჭიროზე მეტი კოდერმო®
კოდერმო® უნდა გამოიყენოთ ექიმის დანიშნულებით
თუ გამოიყენეთ საჭიროზე მეტი კოდერმო®, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ დაგავიწყდათ კოდერმოს® მიღება
თუ დაგავიწყდათ კოდერმოს® გამოყენება, გამოიყენეთ როდესაც გაგახსენდებათ, შემდეგ განაგრძეთ ჩვეული სქემით. გამოტოვებულის კომპენსაციისთვის არ მიიღოთ ორმაგი დოზა
კოდერმოთი® მკურნალობის შეწყვეტამდე
თუ კოდერმოს® იყენებთ დიდი ხნის განმავლობაში და კანის პრობლემები გაუმჯობესდა, მალამოს გამოყენება უეცრად არ უნდა შეწყვიტოთ. ამ შემთხვევაში შეიძლება აღინიშნოს კანის სიწითლე, ჩხვლეტა ან წვა. ამის ასაცილებლად, უნდა მიმართოთ ექიმს და ის თანდათან შეამცირებს მალამოს გამოყენების სიხშირეს, საბოლოოდ შეწყვეტამდე.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
თუ იღებთ ან ბოლო პერიოდში მიღებული გაქვთ სხვა მედიკამენტები, რეცეპტით ან რეცეპტის გარეშე გაცემული საშუალებების ჩათვლით, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს
ორსულობა და ძუძუთი კვება
ამ მედიკამენტის გამოყენებამდე რჩევა კითხეთ ექიმს ან ფარმაცევტს
კოდერმო® აუცილებელი შემთხვევების გარდა ორსულებში არ უნდა გამოიყენონ
თუ მკურნალობის განმავლობაში შენიშნავთ რომ ორსულად ხართ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს
ლაქტაცია
ამ მედიკამენტის მიღებამდე რჩევა კითხეთ ექიმს ან ფარმაცევტს
კოდერმო® ლაქტაციის დროს არ უნდა გამოიყენონ
გავლენა ავტომობილის მართვაზე
კოდერმო® არ მოქმედებს ავტომობილის მართვის ან მექანიზმების გამოყენების უნარზე
მნიშვნელოვანი ინფორმაცია კოდერმოს ® ზოგიერთი შემავსებლის შესახებ
კოდერმო® შეიცავს პროპილენგლიკოლის სტეარატრს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს კანის გაღიზიანება
სხვა მედიკამენტებთან ერთად მიღება
გვერდითი მოვლენები
ყველა მედიკამენტის მსგავსად, კოდერმომ შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
გვერდითი ეფექტები კლასიფიცირებულია შემდეგი კატეგორიების მიხედვით:
ძალიან ხშირი: აღინიშნება 10-დან 1 პაციენტში
ხშირი : შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1 -ზე ნაკლებ, მაგრამ 100-დან 1-ზე მეტ პაციენტში
ნაკლებად ხშირი: შეიძლება აღინიშნოს 100დან 1 -ზე ნაკლებ, მაგრამ 1000დან 1-ზე მეტ პაციენტში
იშვიათი: შეიძლება აღინიშნოს 1000-დან 1 -ზე ნაკლებ, მაგრამ 10000-დან 1-ზე მეტ პაციენტში
ძალიან იშვიათი: შეიძლება აღინიშნოს 10,000-დან 1 -ზე ნაკლებ პაციენტში
უცნობია: არსებული მონაცემებითშეფასება შეუძლებელია
იშვიათი
მგრძნობელობის დაკარგვა
ქავილი
კანის გათხელება
ძალიან იშვიათი
აბსცესი
წვა
დაავადების გამწვავება
კანის სიმშრალე
სიწითლე
კოჟრები
აკნე
ადგილობრივი გვერდითი ეფექტები, აღწერილი კორტიკოსტეროიდების ადგილობრივი გამოყენების შემდეგ: გაღიზიანება, თმის ჭარბი ზრდა (ჰიპერტრიქოზი), კანის ფერის გაღიავება (ჰიპოპიგმენტაცია), კანის ფერის გამუქება პირის ირგვლივ (პერიორალური პიგმენტაცია), ალერგიული კონტაქტური დერმატიტი, კანის დარბილება, მეორადი ინფექციები, სტრია, გამონაყარი გამოწვეული ოფლიანობით.
თუ შენიშნავთ გვერდით ეფექტებს, რომლებიც ბროშურაში ჩამოთვლილი არ არის, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს
გვერდითი ეფექტების შეტყობინება
გვერდითი ეფექტების შემთხვევაში, რომლებიც ჩამოთვლილია ან არ არის ჩამოთვლილი ამ ბროშურაში, მიმართეთ ექიმს, ფარამცევტს ან ექთანს. ასევე გვერდითი ეფექტების შესახებ შეატყობინეთ თურქეთის ფარმაკოზედამხედველობის ცენტრს (TUFAM), დააჭირეთ ფანჯარას «პრეპარატის გვერდითი ეფექტების შეტყობინება“ საიტზე www.titck.gov.tr ან გვერდითი ეფექტების შეტყობინების ხაზზე დარეკვით, ნომერზე 0 800 314 00 08. გვერდითი ეფექტების შეტყობინებით ხელს შეუწყობთ ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მიღებას.
ჭარბი დოზა
კოდერმო® დოზის გადაჭარბების შემთხვევა აღწერილი არ არის.
ადგილობრივი კორტიკოსტეროიდების ჭარბმა, გახანგრძლივებულმა გამოყენებამ შეიძლება დათრგუნოს ჰიპოთალამურ-ჰიპოფიზის-თირკემლზედა ჯირკვლის ფუნქცია და გამოიწვიოს მეორადი ადრენალური უკმარისობა.
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში უნდა გამოიყენონ სათანადო სიმპტომური მკურნალობა. მწვავე ჰიპერკორტიკოიდიზმის სიმპტომები თითქმის ყოველთვის შექცევადია. საჭიროებისას მკურნალობენ ელექტროლიტურ დისბალანსს. ქრონიკული ტოქსიკურობის შემთხვევებში საჭიროა კორტიკოსტეროიდების თანდათანობითი მოხსნა.
ადგილობრივმა კორტიკოსტეროიდებმა შეიძლება გამოიწვიოს სისტემური გვერდითი ეფექტები, აბსორბციის შედეგად დოზის გადაჭარბებისას. ამ შემთხვევაში მკურნალობა უნდა შეწყდეს.
- ფარმაკოლოგიური მახასიათებლები
- 1 ფარმაკოდინამიური მახასიათებლები
შემადგენლობა
კოდერმო® 0.1% მალამო შეიცავს 1მგ მომეტაზონის ფუროატს.
შემავსებლები:
1გ მალამო შეიცავს 20მგ პროპილენგლიკოლის სტეარატს.
შემავსებლებისთვის იხ. პარაგრაფი 6.1
შენახვის პირობები
კოდერმო® შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ და უხილავ ადგილას, საკუთარ შეფუთვაში.
ინახება არა უმეტეს 25° C-ზე, ოთახის ტემპერატურაზე, არ გაყინოთ.
გამოიყენეთ ვარგისობის ვადის მიხედვით
კოდერმო® არ გამოიყენოთ შეფუთვაზე/კოლოფზე მითითებული ვარგისიობის ვადის გასვლის შემდეგ.
მედიკამენტები არ უნდა გადაყაროთ გამდინარე წყლებში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ ფარმაცევტს, როგორ უნდა გაანადგუროთ არასაჭირო მედიკამენტები. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტების ჯგუფი III, რეცეპტის გარეშე
ფარმაკოლოგიური თვისებები
ძლიერი კორტიკოსტეროიდები
ათქ კოდი: D07AC13
მომეტაზონის ფუროატი არის კორტიკოსტეროიდი, რომელსაც ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო, ქავილის საწინააღმდეგო და ანტიფსორიაზული ეფექტები.
კორტიკოსტეროიდები არის სტეროიდული ჰორმონები, რომლებიც სეკრეტირდება თირკმელზედა ჯირკვლით და მათი სინთეზური ანალოგებიდან. გამოიყენება ფარმაკოლოგიური დოზით ანთების საწინააღმდეგო ეფექტის მისაღებად ან იმუნიტეტის დათრგუნვისთვის. ადგილობრივად გამოყენებული კორტიკოსტეროიდები ეფექტურია დერმატოზების სამკურნალოდ, რომლებიც რეაგირებს კორტიკოსტეროიდებზე მათი ანთების საწინააღმდეგო, ქავილის საწინააღმდეგო თვისებების გამო.
ადგილობრივი კორტიკოსტეროიდების შეწოვა შესაძლებელია ნორმალური და დაზიანებული კანით. კანის აბსორბციის სისწრაფე ვარირებს პრეპარატის შემავსებელი ნივთიერების, ეპიდერმისის მთლიანობის და ოკლუზიური სახვევის გამოყენების მიხედვით. კანის ანთებითი მდგომარეობების და ოკლუზიური სახვევის გამოყენებისას, აბსორბცია იზრდება.
- 2 ფარმაკოკინეტიკური მახასიათებლები
ზოგადი მახასიათებლები
გამოკვლევისას, დაავადებულ კანზე გამოყენების დროს, მომეტაზონის ფუროატის მალამოს ეფექტები ჰიპოთალამუსის-ჰიპოფიზის-თირკმელზედა ჯირკვლის ტრაქტზე, კორტიზოლის დონის მნიშვნელოვანი ცვლილებები არ აღინიშნა.
აბსორბცია: მომეტაზონის ფუროატის ადგილობრივი გამოყენების შემდეგ 0.1% იანი მალამოს სახით სისტემური აბსორბცია მინიმალურია. ადამიანებში შეიწოვება ჯანმრთელ კანზე წასმული დოზის დაახლოებით 0.4%.
განაწილება: კანით აბსორბციის შემდეგ, ადგილობრივად გამოყენებული კორტიკოსტეროიდები გადის იგივე ფარმაკოკინეტიკურ გზას, როგორსაც სისტემური კორტიკოსტეროიდები და სხვადასხვა დონით უკავშირდება პლაზმის ცილებს.
ბიოტრანსფორმაცია: მომეტაზონის ფუროატი ძირითადად მეტაბოლიზდება ღვიძლში.
ელიმინაცია: გამოიყოფა თირკმლით.
ხაზოვნება/არა-ხაზოვნება: ამ საკითხის კვლევები არ ჩატარებულა.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
პაციენტის საინფორმაციო ჩანართი
კოდერმო®
- 1% მალამო
ადგილობრივი გამოყენებისთვის
წამლის სუბსტანცია: მალამოს ყოველი გრამი შეიცავს 1მგ მომეტაზონის ფუროატს.
შემავსებლები: ჰექსილენგლიკოლი, პროპილენგლიკოლის სტეარატი, ფუტკრის თეთრი ცვილი, თეთრი ვაზელინი, დეიონიზებული წყალი, ფოსფორმჟავა.
ყურადღებით წაიკითხეთ ეს საინფორმაციო ჩანართი, პრეპარატის გამოყენების დაწყებამდე, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
შეინახეთ ეს საინფორმაციო ჩანართი. შეიძლება დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა
დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს
ეს პრეპარატი დაგენიშნათ პირადად თქვენ, არ გადასცეთ სხვა პირებს.
ამ მედიკამენტის გამოყენების პერიოდში, ექიმის ვიზიტის ან საავადმყოფოში ვიზიტისას, აცნობეთ მათ რომ ამ პრეპარატს იღებთ
გთხოვთ ყურადღებით დაიცავით ამ საინფორმაციო ჩანართში მოცემული ინსტრუქცია. არ გამოიყენოთ რეკომენდებულზე მაღალი ან დაბალი დოზა.
პაციენტის საინფორმაციო ჩანართში
- რა არის კოდერმო® და რისთვის გამოიყენება
- კოდერმოს® მიღებამდე
- როგორ მიიღება კოდერმო®
- შესაძლო გვერდითი ეფექტები
- როგორ ინახება კოდერმო®
მოცემული სათაურები
- რა არის კოდერმო® და რისთვის გამოიყენება
კოდერმო® წარმოდგენილია ტუბებით, რომელიც შეიცავს 30 გ მალამოს. მოყვითალო-თეთრი ფერის, ჰომოგენური გაუმჭვირვალე მალამო, მსუბუქი დამახასიათებელი სუნით.
კოდერმო® არის კორტიზონის ტიპის ჰორმონული მედიკამენტი, კანზე წასასმელად. კლასიფიცირებულია როგორც «ძლიერი კორტიკოსტეროიდები».
ეს მედიკამენტები დაიტანება კანის ზედაპირზე,ა გარკვეული პრობლემებით გამოწვეული სიწითლის და ქავილის შემცირებისთვის.
კოდერმო® გამოიყენება კანის ისეთი ანთებითი დაავადებების სამკურნალოდ როგორიცაა ფსორიაზი, ატოპიური დერმატიტი, კანის ანთებითი დაავადებები, რომლებიც გამოწვეულია გამაღიზიანებლებით და/ან კანის ანთებითი დაავადებები როგორიცაა ალერგიული დერმატიტი, რომელიც რეაგირებს მომეტაზონის ფუროატზე.
ფსორიაზი არის კანის დაავადება, რომლის დროსაც ვითარდება ქავილით მიმდინარე, აქერცვლადი, ვარდისფერი ლაქები იდაყვებზე, მუხლებზე, სკალპზე და სხეულის სხვა ნაწილებზე. დერმატიტი არის მდგომარეობა, როდესაც კანი რეაგირებს გარე აგენტებზე (მაგ., დეტერგენტები), რაც იწვევს კანის სიწითლეს და ქავილს.
- კოდერმოს® მიღებამდე
არ მიიღოთ კოდერმო®:
- თუ ალერგიული ხართ (გაქვთ მომატებული მგრძნობელობა) მომეტაზონის ფუროატის, მედიკამენტის რომელიმე ინგრედიენტის და სხვა ადგილობრივი კორტიკოსტეროიდების მიმართ.
- გაქვთ ანთებითი ჭრილობები პირის არეში
- კანის რეაქციები ვაქცინაციის შემდეგ
- ჩუტყვავილა
- ჰერპესი
- თვალის ირგვლივ კანის დაავადებების
- კანის ზოგადი ანთებითი დაავადებების
- როზაცეა (კანის მდგომარეობა, რომელიც ვლინდება სახეზე)
- აკნე
- პირის ირგვლივი დერმატიტი
- გენიტალური ქავილი
- საფენის გამონაყარი
- მკრეჭელი ლიქენი
- კანის სხვა ინფექციები
- ყველაზე ხშირი ტიპის, ფოლაქოვანი ფსორიაზი
გამოიჩინეთ განსაკუთრებული სიფრთხილე კოდერმოს® მიღებისას
- თუ თქვენი კანი გაღიზიანებული ან მგრძნობიარე ხდება კოდერმოს® გამოყენების შემდეგ, მისი მიღება უნდა შეწყვიტოთ და უნდა დაიწყოთ აუცილებელი მკურნალობა.
- ინფექციის შემთხვევაში, უნდა დაიწყოს შესაბამისი მკურნალობა სოკოს საწინააღმდეგო (სოკოს საწინააღმდეგო მედიკამენტები) ან ანტიბაქტერიული საშუალებებით.
- ადგილობრივი ან სისტემური ტოქსიკური ეფექტები შეიძლება განსაკუთრებით აღინიშნოს კანის დიდი უბნის დაზიანებისას ან კანის ნაწილების ხანგრძლივი მკურნალობის ან დახურული ნახვევების გამოყენებისას.
- ძლიერი ადგილობრივი კორტიკოსტეროიდები შეიძლება სიხლში მოხვდეს შეწოვით, ეს იწვევს კუშინგის სინდრომის სიმპტომებს (ჰორმონალური სიმპტომები), სისხლში შაქრის დონის მომატებას და გლუკოზურიას, რაც ქრება მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ.
თუ ეს გაფრთხილებები მკურნალობის რომელიმე ეტაპზე გეხებათ თქვენ, მიმართეთ ექიმს.
ორსულობა
ამ მედიკამენტის გამოყენებამდე რჩევა კითხეთ ექიმს ან ფარმაცევტს
კოდერმო® აუცილებელი შემთხვევების გარდა ორსულებში არ უნდა გამოიყენონ
თუ მკურნალობის განმავლობაში შენიშნავთ რომ ორსულად ხართ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს
ლაქტაცია
ამ მედიკამენტის მიღებამდე რჩევა კითხეთ ექიმს ან ფარმაცევტს
კოდერმო® ლაქტაციის დროს არ უნდა გამოიყენონ
ავტომობილის მართვა და მექანიზმების გამოყენება
კოდერმო® არ მოქმედებს ავტომობილის მართვის ან მექანიზმების გამოყენების უნარზე
მნიშვნელოვანი ინფორმაცია კოდერმოს ® ზოგიერთი შემავსებლის შესახებ
კოდერმო® შეიცავს პროპილენგლიკოლის სტეარატრს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს კანის გაღიზიანება
სხვა მედიკამენტებთან ერთად მიღება
სხვა მედიკამენტებთან ურთიერთქმედება ცნობილი არ არის
თუ იღებთ ან ბოლო პერიოდში მიღებული გაქვთ სხვა მედიკამენტები, რეცეპტით ან რეცეპტის გარეშე გაცემული საშუალებების ჩათვლით, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს
- როგორ მიიღება კოდერმო®
სათანადო გამოყენების ინსტრუქცია და დოზირების/გამოყენების სიხშირე:
კოდერმო® დაიტანება თხელი ფენის სახით, კანის დაზიანებულ ნაწილზე.
ექიმის რეკომენდაციის გარეშე კოდერმო® არ გამოიყენოთ კანის დიდ ან ისეთ საკონტაქტო უბანზე (როგორიცაა საზარდულის მიდამო ან იღლია) ხანგრძლივი დროით, არ დაფაროთ კანის ნამკურნალები ადგილი ბინტით ან რაიმე სხვა სახვევით. არ შეწყვიტოთ მკურნალობა უეცრად. უნდა მოერიდოთ მალამოს თვალებთან კონტაქტს.
კოდერმო® არ უნდა გამოიყენონ სახეზე, 5 დღეზე დიდი ხნის განმავლობაში.
ბავშვებში მკურნალობის ხანგრძლივობამ არ უნდა გადააჭარბოს 5 დღეს.
გთხოვთ მოერიდოთ დიდი რაოდენობით გამოყენებას, ადგილებში რომლებიც ფარავს სხეულის უმეტეს ნაწილს ხანგრძლივი დროით.
გამოყენების გზა და მეთოდი:
კოდერმოს® თხელი ფენა დაიტანება კანის დაზიანებულ ადგილებზე. დღე-ღამეში ერთხელ. ნაზად შეიძილეთ მედიკამენტის შეწოვამდე.
გამოყენების განსაკუთრებული პირობები
პედიატრიული პოპულაცია
არ გამოიყენოთ 2 წლამდე ასაკის ბავშვებში, ექიმის რეკომენდაციის გარეშე.
ბავშვებში ადგილობრივი კორტიკოსტეროიდების გამოყენება უნდა მოხდეს ეფექტური მკურნლობისთვის საკმარისი მინიმალური რაოდენობით. კორტიკოსტეროიდებით ქრინიკულმა მკურნალობამ შეიძლება დააზიანოს ბავშვის ზრდა და განვითარება.
თუ ფიქრობთ, რომ კოდერმოს®ეფექტი ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტია, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ გამოიყენეთ საჭიროზე მეტი კოდერმო®
კოდერმო® უნდა გამოიყენოთ ექიმის დანიშნულებით
თუ გამოიყენეთ საჭიროზე მეტი კოდერმო®, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ დაგავიწყდათ კოდერმოს® მიღება
თუ დაგავიწყდათ კოდერმოს® გამოყენება, გამოიყენეთ როდესაც გაგახსენდებათ, შემდეგ განაგრძეთ ჩვეული სქემით. გამოტოვებულის კომპენსაციისთვის არ მიიღოთ ორმაგი დოზა
კოდერმოთი® მკურნალობის შეწყვეტამდე
თუ კოდერმოს® იყენებთ დიდი ხნის განმავლობაში და კანის პრობლემები გაუმჯობესდა, მალამოს გამოყენება უეცრად არ უნდა შეწყვიტოთ. ამ შემთხვევაში შეიძლება აღინიშნოს კანის სიწითლე, ჩხვლეტა ან წვა. ამის ასაცილებლად, უნდა მიმართოთ ექიმს და ის თანდათან შეამცირებს მალამოს გამოყენების სიხშირეს, საბოლოოდ შეწყვეტამდე.
შესაძლო გვერდითი ეფექტები
ყველა მედიკამენტის მსგავსად, კოდერმომ შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
გვერდითი ეფექტები კლასიფიცირებულია შემდეგი კატეგორიების მიხედვით:
ძალიან ხშირი: აღინიშნება 10-დან 1 პაციენტში
ხშირი : შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1 -ზე ნაკლებ, მაგრამ 100-დან 1-ზე მეტ პაციენტში
ნაკლებად ხშირი: შეიძლება აღინიშნოს 100დან 1 -ზე ნაკლებ, მაგრამ 1000დან 1-ზე მეტ პაციენტში
იშვიათი: შეიძლება აღინიშნოს 1000-დან 1 -ზე ნაკლებ, მაგრამ 10000-დან 1-ზე მეტ პაციენტში
ძალიან იშვიათი: შეიძლება აღინიშნოს 10,000-დან 1 -ზე ნაკლებ პაციენტში
უცნობია: არსებული მონაცემებითშეფასება შეუძლებელია
იშვიათი
მგრძნობელობის დაკარგვა
ქავილი
კანის გათხელება
ძალიან იშვიათი
აბსცესი
წვა
დაავადების გამწვავება
კანის სიმშრალე
სიწითლე
კოჟრები
აკნე
ადგილობრივი გვერდითი ეფექტები, აღწერილი კორტიკოსტეროიდების ადგილობრივი გამოყენების შემდეგ: გაღიზიანება, თმის ჭარბი ზრდა (ჰიპერტრიქოზი), კანის ფერის გაღიავება (ჰიპოპიგმენტაცია), კანის ფერის გამუქება პირის ირგვლივ (პერიორალური პიგმენტაცია), ალერგიული კონტაქტური დერმატიტი, კანის დარბილება, მეორადი ინფექციები, სტრია, გამონაყარი გამოწვეული ოფლიანობით.
თუ შენიშნავთ გვერდით ეფექტებს, რომლებიც ბროშურაში ჩამოთვლილი არ არის, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს
გვერდითი ეფექტების შეტყობინება
გვერდითი ეფექტების შემთხვევაში, რომლებიც ჩამოთვლილია ან არ არის ჩამოთვლილი ამ ბროშურაში, მიმართეთ ექიმს, ფარამცევტს ან ექთანს. ასევე გვერდითი ეფექტების შესახებ შეატყობინეთ თურქეთის ფარმაკოზედამხედველობის ცენტრს (TUFAM), დააჭირეთ ფანჯარას «პრეპარატის გვერდითი ეფექტების შეტყობინება“ საიტზე www.titck.gov.tr ან გვერდითი ეფექტების შეტყობინების ხაზზე დარეკვით, ნომერზე 0 800 314 00 08. გვერდითი ეფექტების შეტყობინებით ხელს შეუწყობთ ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მიღებას.
- როგორ ინახება კოდერმო®
კოდერმო® შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ და უხილავ ადგილას, საკუთარ შეფუთვაში.
ინახება არა უმეტეს 25° C-ზე, ოთახის ტემპერატურაზე, არ გაყინოთ.
გამოიყენეთ ვარგისობის ვადის მიხედვით
კოდერმო® არ გამოიყენოთ შეფუთვაზე/კოლოფზე მითითებული ვარგისიობის ვადის გასვლის შემდეგ.
მედიკამენტები არ უნდა გადაყაროთ გამდინარე წყლებში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ ფარმაცევტს, როგორ უნდა გაანადგუროთ არასაჭირო მედიკამენტები. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტების ჯგუფი III, რეცეპტის გარეშე
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი: Santa Farma İlaç San.A.Ş.
Okmeydanı, Boruçiçeği Sok. No: 16
34382 Şişli-İSTANBUL
ტელ: +90 212 220 64 00
ფაქსი: +90 212 222 57 59
მწარმოებელი: Santa Farma İlaç Sanayii A.Ş.
GEBKİM 41455 Dilovası - KOCAELİ
ტელ:+90 262 674 23 00
ფაქსი:+90 262 674 23 21
პაციენტის საინფორმაციო ბროშურა დამტკიცებულია...../../….
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


