პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანტიეპილეფსიური საშუალებები

კლონაზეპამი

CLONAZEPAM

რეცეპტით2მგინსტრუქცია ქართულადპოლონეთი
რისთვის გამოიყენება

კლონაზეპამი მიეკუთვნება ბენზოდიაზეპინის წარმოებულების ჯგუფს. ახდენს დამთრგუნველ ზემოქმედებას ცენტრალური ნერვული სისტემის მრავალ სტრუქტურაზე, რაც უპირველესად დაკავშირებულია ემოციური მოქმედების რეგულირებასთან. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
კლონაზეპამი (clonazepam)
ფორმა და შეფუთვა
2მგ ტაბლეტი №30 (1X30)
მწარმოებელი
Tarchomin Pharmaceutical Works “Polfa” S.A, პოლონეთი
გაცემის წესი
I ჯგუფი, გაიცემა ფორმა №2 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტიეპილეფსიური საშუალებები, ბენზოდიაზეპინის წარმოებულები
ATC კოდი
N03AE01
რეგისტრაციის ნომერი
რ-036497
რეგისტრირებულია
27 სექტემბერი 2022, მოქმედებს 27 სექტემბერი 2027-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
Tarchomin Pharmaceutical Works “Polfa” S.A (პოლონეთი)
განმცხადებელი
შპს „გეა“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაკლონაზეპამი და სხვა წამალი ერთად

კლონაზეპამი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

კლონაზეპამი მიეკუთვნება ბენზოდიაზეპინის წარმოებულების ჯგუფს. ახდენს დამთრგუნველ ზემოქმედებას ცენტრალური ნერვული სისტემის მრავალ სტრუქტურაზე, რაც უპირველესად დაკავშირებულია ემოციური მოქმედების რეგულირებასთან.

პრეპარატ კლონაზეპამს გააჩნია კრუნჩხვის საწინააღმდეგო, ანქსიოლიზური, დამამშვიდებელი და ზომიერად გამოხატული საძილე მოქმედება, ამცირებს ჩონჩხის კუნთების ტონუსს.

კლონაზეპამი ზრდის კრუნჩხვის ზღვარს და აბრკოლებს გენერალიზებული კრუნჩხვითი შეტევების გამოვლენას. დადებითად მოქმედებს როგორც გენერალიზებული, ასევე კეროვანი ეპილეფსიური კრუნჩხვების მიმდინარეობაზე. კლონაზეპამი კარგად შეიწოვება საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან. გამოიყოფა ძირითადად შარდთან ერთად.

გამოყენების ჩვენებები

ყველა სახის ეპილეფსია მოზრდილებში და ბავშვებში:

მარტივი და რთული პარციალური კრუნჩხვები;

მეორადი-გენერალიზებული მარტივი კრუნჩხვები;

აბსანსები (petit mal), ატიპიური აბსანსების ჩათვლით;

პირველადი და მეორადი-გენერალიზებული ტონურ-კლონური კრუნჩხვები (grand mal);

მიოკლონური კრუნჩხვის შეტევა;

კლონური და ტონური კრუნჩხვის შეტევა;

ლენოქს-გასტოს სინდრომი

პაროქსიზმული შიშის სინდრომი

ნერვული დაძაბულობის და შიშის მდგომარეობა, რაც დაკავშირებულია ყოველდღიურ ცხოვრებასთან არ წარმოადგენს პრეპარატის გამოყენების ჩვენებას.

გართულებების თავიდან აცილების მიზნით აუცილებლად მიიღეთ პრეპარატი მკაცრად ექიმის დანიშნულების მიხედვით.

  • პრეპარატი კლონაზეპამის გამოყენებამდე

არ შეიძლება პრეპარატ კლონაზეპამის მიღება პაციენტებში მომატებული მგრძნობელობით ბენზოდიაზეპინების ან პრეპარატის ნებისმიერი შემადგენელი კომპონენტის მიმართ. პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ღამის აპნოეს შეტევა, ღვიძლის მწვავე უკმარისობა, მიასთენია, მწვავე პორფირია, ასევე ალკოჰოლით მოწამლულ პაციენტებში.

პრეპარატი კლონაზეპამის გამოყენებისას აუცილებელია შემდეგი სიფრთხილის გამოჩენა

ზოგადი ინფორმაცია, რაც ეხება ბენზოდიაზეპინებით და სხვა საძილე პრეპარატებით მკურნალობისას გამოვლენილ ეფექტებს, გასათვალისწინებელია კლონაზეპამის გამოყენებისას.

ტოლერანტობა

ბენზოდიაზეპინების ან მსგავსი მოქმედების პრეპარატების, მათ შორის კლონაზეპამის რეგულარული მიღებისას რამდენიმე კვირის განმავლობაში შესაძლოა განვითარდეს მათი მოქმედების ეფექტურობის შემცირება.

წამალთდამოკიდებულება

ბენზოდიაზეპინების ან მსგავსი მოქმედების პრეპარატების გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს ფსიქიური და ფიზიკური წამალთდამოკიდებულების განვითარება. წამალთდამოკიდებულების განვითარების რისკი იზრდება დოზის და მკურნალობის ხანგრძლივობის გაზრდასთან ერთად და მატულობს ალკოჰოლზე, ნარკოტიკებზე ან სამკურნალო პრეპარატებზე დამოკიდებულ პაციენტებში.

წამალთდამოკიდებულების განვითარების შემთხვევაში პრეპარატის გამოყენების სწრაფმა შეწყვეტამ შესაძლოა გამოიწვიოს მოხსნის სინდრომის გამოვლენა.

მოხსნის სინდრომის დამახასიათებელი სიმპტომებია: თავის ტკივილი, კუნთების ტკივილი, აღგზნება და ემოციური დაძაბულობა, მოუსვენარი მოძრაობა, გონების დაბინდვის და დეზორიენტაციის მდგომარეობა, გაღიზიანება, უძილობა.

რთულ შემთხვევებში შესაძლოა გამოვლინდეს დერეალიზაცია, პიროვნების დარღვევა, ტაქტილური, აკუსტიკური და სინათლის ჰიპერსტეზია, ,,ჭიანჭველების ცოცვის” შეგრძნება და კიდურების დაბუჟება, ჰალუცინაცია და კრუნჩხვითი შეტევ

არსებობს მტკიცებულება, რომ ხანმოკლე მოქმედების ბენზოდიაზეპინების და მსგავსი მოქმედების პრეპარატების შემთხვევაში, მოხსნის სინდრომის გამოვლინებები შეიძლება შეინიშნოს ცალკეულ დოზებს შორის ინტერვალებშიც კი, განსაკუთრებით თუ პრეპარატი გამოიყენება დიდი დოზებით.

თუ ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები გამოვლინდება, მიმართეთ ექიმს.

ოპიოიდური პრეპარატების ერთდროულ გამოყენებასთან დაკავშირებული რისკი

კლონაზეპამისა და ოპიოიდების ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს სედაცია, სუნთქვის დათრგუნვა, კომა და სიკვდილი. ზემოაღნიშნული რისკის გამო, ისეთი სედაციური საშუალებების, როგორიცაა ბენზოდიაზეპინები ან მათი წარმოებულები, მაგალითად პრეპარატი კლონაზეპამი, ოპიოიდებთან ერთდროული გამოყენება განხილული უნდა იყოს იმ პაციენტებისთვის, რომლებშიც მკურნალობის ალტერნატიული მეთოდები არ არის შესაძლებელი. თუ გადაწყვეტილია პრეპარატ კლონაზეპამის ოპიოიდებთან ერთდროული დანიშვნა, უნდა შეირჩეს მინიმალური ეფექტური დოზა და მკურნალობის ხანგრძლივობა უნდა შემცირდეს.

Pპაციენტები უნდა იყვნენ ინტენსიური დაკვირვების ქვეშ სუნთქვის უკმარისობის და სედაციის ნიშნებსა და სიმპტომებზე. ამასთან მკაცრად რეკომენდებულია, რომ პაციენტებს და მათ მომვლელებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) აცნობონ მსგავსი სიმპტომების შესახებ.

ანტეგრადული ამნეზია

კლონაზეპამმა, ისევე როგორც ბენზოდიაზეპინებმა და მსგავსი მოქმედების პრეპარატებმა შესაძლოა გამოიწვიოს ანტეგრადული ამნეზია. ასეთი მდგომარეობა უფრო ხშირად ვლინდება სამკურნალო პრეპარატის მიღებიდან რამდენიმე საათში, განსაკუთრებით მაღალი დოზირებისას. პაციენტებმა, რომლებიც მკურნალობენ პრეპარატ კლონაზეპამით, თუ ექიმმა დანიშნა დღეში ერთხელ მიღება, ანტეგრადული ამნეზიის განვითარების რისკის შესამცირებლად, პრეპარატი უნდა მიიღონ ძილის წინ და ჰქონდეთ 7-8 საათიანი უწყვეტი ძილის პირობები.

Pპარადოქსალური რეაქციები

Kკლონაზეპამმა, ისევე როგორც სხვა ბენზოდიაზეპინებმა და მსგავსი მოქმედების პრეპარატებმა, შეიძლება გამოიწვიოს პარადოქსალური რეაქციები, როგორიცაა მოუსვენარი მოძრაობა, აღგზნება, გაღიზიანება, აგრესია, გაბოროტება, კოშმარული სიზმრები, ჰალუცინაცია, ფსიქოზი, სომნამბულიზმი, პიროვნების დარღვევა, გამოხატული უძილობა. ეს რეაქციები მნიშვნელოვნად ხშირად აღინიშნება ხანდაზმულ ან ალკოჰოლზე დამოკიდებულ პაციენტებში.

ასეთი სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

გამოყენება დეპრესიისას

სამკურნალო პრეპარატი კლონაზეპამის გამოყენებამდე პაციენტმა უნდა აცნობოს ექიმს ყველანაირი ფსიქიკური დაავადებების შესახებ. პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ ენდოგენური დეპრესიის ან შფოთვის სინდრომი, რაც დაკავშირებულია დეპრესიასთან, ექიმმა უნდა დანიშნოს რამდენიმე მედიკამენტი ერთდროულად. მხოლოდ პრეპარატი კლონაზეპამის გამოყენება დეპრესიის მქონე პაციენტებში იწვევს დეპრესიის სინდრომების გაძლიერებას, მათ შორის სუიციდური აზრებისას.

პაციენტების სპეციფიური ჯგუფები

ხანდაზმული ასაკის პაციენტებში უნდა მოხდეს პრეპარატი კლონაზეპამის უფრო დაბალი დოზების გამოყენება გვერდითი მოქმედებების გაძლიერების საშიშროების გამო, ძირითადად ორიენტაციისა და მოძრაობის კოორდინაციის დარღვევის მხრივ (დაცემა, ტრავმა).

პაციენტებმა ღვიძლის უკმარისობით, ქრონიკული თირკმლის უკმარისობით ან ქრონიკული სუნთქვის უკმარისობით, ცერებრალური და ზურგის ტვინის ატაქსიით ან პორფირიით, პრეპარატი კლონაზეპამის გამოყენების წინ უნდა აცნობოთ ექიმს ამ დაავადებების შესახებ.

პაციენტებმა გლაუკომით, განსაკუთრებით დახურულკუთხოვანი ფორმისას პრეპარატი კლონაზეპამის გამოყენებამდე უნდა მიმართოთ ოკულისტს კონსულტაციისათვის.

კლონაზეპამმა, განსაკუთრებით ჩვილებში და მცირე ასაკის ბავშვებში შესაძლოა გამოიწვიოს ნერწყვის ჭარბი რაოდენობით გამოყოფა და სასუნთქ გზებში სეკრეტის წარმოქმნის გაზრდა. მკურნალობის დროს საჭიროა სასუნთქი გზების გამტარობის კონტროლი.

ბენზოდიაზეპინების და მსგავსი მოქმედების პრეპარატების გამოყენება არ არის რეკომენდებული ფსიქოზით დაავადებულ პაციენტებში.

ალკოჰოლზე, ნარკოტიკებზე ან წამალთდამოკიდებულმა პაციენტებმა უნდა აცნობონ ექიმს პრეპარატი კლონაზეპამის გამოყენებამდე ამ მავნე ჩვევების შესახებ. პაციენტების ამ ჯგუფში მიჩვევის და წამლის ფსიქიური და ფიზიკური დამოკიდებულების განვითარების ალბათობა მაღალია, ამიტომ ამ პაციენტებმა უნდა მიიღონ სამკურნალო პრეპარატი კლონაზეპამი მხოლოდ ექიმის მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ.

პრეპარატი კლონაზეპამით ხანგრძლივი პერიოდით მკურნალობის შემთხვევაში, ექიმმა უნდა დანიშნოს პერიოდულად სისხლის ანალიზი (მორფოლოგიური ანალიზი ნაცხით) და ღვიძლის ფუნქციონალური ანალიზი.

პრეპარატი კლონაზეპამით მკურნალობის პერიოდში და კიდევ 3 დღე მისი დასრულებიდან არ უნდა გამოიყენოთ არანაირი სპირტიანი სასმელები.

აუცილებლად მიმართეთ ექიმს, თუ აღნიშნული გამაფრთხილებელი ნიშნები აღინიშნებოდა წარსულშიც.

მიღების წესი და დოზირება

პრეპარატი კლონაზეპამი მიიღეთ აუცილებლად ექიმის რეკომენდაციის შესაბამისად. ეჭვის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს კონსულტაციისათვის.

ჯვარედინი ჭდე ტაბლეტებზე იძლევა ტაბლეტის 2 ან 4 თანაბარ ნაწილად დაყოფის საშუალებას.

ეპილეფსია

მოზრდილები

საწყისი სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 1 მგ - 1,5 მგ-ს. პრეპარატი აუცილებლად უნდა დაინიშნოს დოზებად დაყოფილი 2-3 მიღებად დღე-ღამეში, ერთნაირი დროის ინტერვალით. დოზა უნდა გაიზარდოს თანდათანობით 0,5 მგ-დან 1 მგ-მდე ყოველ მესამე დღეს პაციენტის რეაქციის შესაბამისად, შემანარჩუნებელი დოზის განსაზღვრამდე, რაც ჩვეულებრივ შეადგენს 4-დან 8 მგ-ს დღეში. მაქსიმალური შემანარჩუნებელი სადღეღამისო დოზა, რომელიც შეიძლება მიღწეული იქნეს მკურნალობის 2-4 კვირის განმავლობაში, არ უნდა აღემატებოდეს 20 მგ-ს.

ბავშვები 30კგ-ზე მეტი სხეულის წონით

ოპტიმალური დოზის დადგენამდე, ბავშვებმა უნდა მიიღონ ტაბლეტები მოქმედი ნივთიერების შემცველობით 0,5 მგ დოზით.

პაროქსიზმალური შიშის სინდრომი

მოზრდილები

კლონაზეპამის საწყისი დოზა შეადგენს 0,5 მგ-ს 1-2 ჯერ დღე-ღამეში. პრეპარატის სამიზნე დოზა, რაც უმეტეს პაციენტებში შეადგენს 1 მგ დღე-ღამეში, შესაძლოა შეყვანილი იყოს 3 დღის შემდეგ.

სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 1 მგ-ს, რადგან ამ დოზაზე გადაჭარბების შემთხვევაში კვლევებმა არ აჩვენეს ეფექტურობის გაზრდა, ამავდროულად აღინიშნა გვერდითი მოქმედებების გაზრდა. მაგრამ ზოგიერთ პაციენტებში შესაძლოა ეფექტური იყოს სადღეღამისო დოზის გაზრდა 4 მგ-მდე დღეში. ასეთ პაციენტებში აუცილებელია პრეპარატის დოზის მომატება ყოველ მესამე დღეს 0,5 მგ-ით.

დღისით ძილიანობის შემცირების მიზნით პრეპარატის მიღება შესაძლებელია ერთჯერადი დოზით ძილის წინ.

ბავშვები

კლონაზეპამის გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა 18 წლამდე ასაკის ბავშვებში პაროქსიზმალური შიშის სამკურნალოდ არ არის დადგენილი.

პაციენტები თირკმლის და (ან) ღვიძლის ფუნქციის დარღვევით

დოზირებას განსაზღვრავს ექიმი ინდივიდუალურად დაზიანებული ორგანოს უკმარისობის დონის შესაბამისად.

ხანდაზმული ასაკის პაციენტები

ხანდაზმული პაციენტები უფრო მგრძნობიარენი არიან პრეპარატის მიმართ, რომელიც მოქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე. ასეთ პაციენტებში დოზირება უნდა შეარჩიოს ექიმმა.

მკურნალობის ხანგრძლივობა

მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია პაციენტის მდგომარეობაზე. თუ არ აღინიშნება გაუმჯობესება კლონაზეპამის გამოყენებიდან რამდენიმე დღის შემდეგ უნდა მიმართოთ ექიმს.

გამოყენების წესი

ტაბლეტები უნდა მიიღოთ შიგნით მცირე რაოდენობის წყალთან ერთად.

ექიმი დანიშნავს შეძლებისდაგვარად დაბალ ეფექტურ დოზებს, დოზის გაზრდა მოხდება თანდათანობით ყოველ მესამე დღეს შესაბამისი თერაპიული ეფექტის ან მაქსიმალური სადღეღამისო დოზის მიღწევამდე.

თუ პრეპარატის გამოყენება ერთნაირ დოზებში არ არის შესაძლებელი, დიდი დოზა უნდა მიიღოთ ძილის წინ.

ეფექტური შემანარჩუნებელი დოზის დადგენის შემდეგ, პრეპარატი მიიღება ერთჯერადი დღიური დოზის სახით ძილის წინ.

პრეპარატი აუცილებლად უნდა მოიხსნას თანდათანობით ექიმის კონტროლის ქვეშ. კლონაზეპამის მიღების სწრაფი შეწყვეტა იწვევს მოხსნის სინდრომს. განსაკუთრებით საშიშია მკურნალობის უეცარი შეწყვეტა მისი ხანგრძლივი გამოყენების შემდეგ ან დიდი დოზით მიღების შემდეგ.

მაშინ მოხსნის სინდრომი უფრო მეტად გამოხატული იქნება. პრეპარატის თანდათანობით მოხსნა ექიმმა უნდა განსაზღვროს ინდივიდუალურად ყოველი პაციენტისათვის.

თუ მკურნალობის დროს პაციენტი თვლის, რომ პრეპარატის მოქმედება ძალიან ძლიერი ან სუსტია უნდა მიმართოს ექიმს.

თუ მიიღეთ კლონაზეპამის ჭარბი რაოდებობა

კლონაზეპამის დოზის გადაჭარბებისას შესაძლოა გამოვლინდეს: ძილიანობა, დეზორიენტაცია, გაურკვეველი მეტყველება, რთულ შემთხვევებში გონების დაკარგვა, კომა. სიცოცხლისათვის საშიში შესაძლოა იყოს მოწამვლა, რომელიც გამოწვეულია კლონაზეპამისა და ალკოჰოლის ერთროულად მიღებისას, ან კლონაზეპამისა და სხვა სამკურნალო საშუალებების მიღებისას, რომლებსაც გააჩნიათ დამთრგუნველი ზემოქმედება ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე.

პრეპარატის დოზის გადაჭარბების შემთხვევაში აუცილებლად გამოიწვიეთ ღებინება (თუ პაციენტი გონებას არ კარგავს) და მიმართეთ ექიმს.

პრეპრატის რეკომენდებულზე მეტი დოზით მიღებისას აუცილებლად მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

პრეპარატი კლონაზეპამის დოზის გამოტოვების შემთხვევაში

თუ პრეპარატი არ მიიღეთ განსაზღვრულ დროს, აუცილებლად უნდა მიიღოთ ის სწრაფად (თუ მომდევნო მიღებამდე საკმაო დროა დარჩენილი) ან განაგრძოთ პრეპარატის რეგულარული მიღება.

არ შეიძლება ორმაგი დოზის მიღება გამოტოვებული დოზის კომპენსირების მიზნით.

უკუჩვენებები

  • მომატებული მგრძნობელობა ბენზოდიაზეპინების ან პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ.
  • ნებისმიერი მიზეზით გამოწვეული სუნთქვის მძიმე უკმარისობა.
  • ღვიძლის მძიმე უკმარისობა.
  • მიასთენია.
  • მწვავე პორფირია.
  • ალკოჰოლური მოწამვლა.
  • ღამის აპნოეს სინდრომი.

სიფრთხილის ზომები

კლონაზეპამით მკურნალობის დაწყებამდე აუცილებელია არსებული დარღვევების ზედმიწევნითი ანალიზი.

ზოგადი ინფორმაცია, რომელიც ეხება ბენზოდიაზეპინებით და სხვა საძილე პრეპარატებით მკურნალობისას გამოვლენილ ეფექტებს, რომლებიც გათვალისწინებული უნდა იყოს კლონაზეპამის დანიშვნისას.

ტოლერანტობა

ბენზოდიაზეპინების ან მსგავსი მოქმედების პრეპარატების, მათ შორის, კლონაზეპამის რეგულარულმა გამოყენებამ რამდენიმე კვირის განმავლობაში, შეიძლება გამოიწვიოს მათი მოქმედების ეფექტიანობის შემცირება.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

ბენზოდიაზეპინების ან მსგავსი მოქმედების პრეპარატების გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ფსიქიკური და ფიზიკური წამალდამოკიდებულების განვითარება. წამალდამოკიდებულების განვითარების რისკი მატულობს დოზასთან და მკურნალობის ხანგრძლივობასთან ერთად და იზრდება ალკოჰოლზე დამოკიდებულ პაციენტებში, აგრეთვე ნარკოტიკებსა და სამკურნალო საშუალებებზე დამოკიდებულ პაციენტებში.

წამალდამოკიდებულების განვითარების შემთხვევაში, პრეპარატის გამოყენების ერთბაშად შეწყვეტამ შეიძლება გამოიწვიოს მოხსნის სინდრომის განვითარება.

მოხსნის სინდრომის დამახასიათებელი გამოვლინებებია: თავის ტკივილი, კუნთების ტკივილი, აგზნება და ემოციური დაძაბულობა, მოძრაობითი მოუსვენრობა, დაბნეულობა და დეზორიენტაცია, გაღიზიანებადობა, უძილობა. მძიმე შემთხვევებში შეიძლება გამოვლინდეს დერეალიზაცია, პიროვნული აშლილობა, ტაქტილური, აკუსტიკური და სინათლისმიერი ჰიპერსთეზია, „ჭიანჭველების“ შეგრძნება და კიდურების დაბუჟება, ჰალუცინაციები ან კრუნჩხვების შეტევები.

არსებობს ცნობები, რომ ხანმოკლე მოქმედების ბენზოდიაზეპინების და მსგავსი პრეპარატების შემთხვევაში, მოხსნის სინდრომის გამოვლინებები შეიძლება განვითარდეს ცალკეული დოზების მიღებებს შორის ინტერვალებში, განსაკუთრებით, თუ პრეპარატი გამოიყენება დიდი დოზებით.

ოპიოიდური პრეპარატების ერთდროულ გამოყენებასთან დაკავშირებული რისკი

კლონაზეპამის და ოპიოიდების ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს სედაცია, სუნთქვის დათრგუნვა, კომა და სიკვდილი. ზემოაღნიშნული რისკის გამო, ისეთი სედაციური საშუალებების, როგორიცაა ბენზოდიაზეპინები ან მათი წარმოებულები, მაგალითად კლონაზეპამი, ოპიოიდებთან ერთდროული გამოყენება განხილული უნდა იყოს იმ პაციენტებისთვის, რომლებშიც მკურნალობის ალტერნატიული თერაპია არ არის შესაძლებელი. თუ გადაწყვეტილია პრეპარატ კლონაზეპამის დანიშვნა ოპიოიდებთან ერთად, უნდა შეირჩეს მინიმალური ეფექტური დოზა და მკურნალობის ხანგრძლივობა უნდა შემცირდეს (იხ. პუნქტი 4.2.).

პაციენტები უნდა იყვნენ მჭიდრო დაკვირვების ქვეშ რესპირატორული დეპრესიის, სედაციის ნიშნებისა და სიმპტომების გამო. თუმცა, მკაცრად რეკომენდებულია, რომ პაციენტები და მათი მომვლელები იყვნენ ინფორმირებულნი ასეთი სიმპტომების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში) (იხ. პუნქტი 4.5).

ანტეგრადული ამნეზია

პრეპარატმა კლონაზეპამმა, ისევე როგორც ბენზოდიაზეპინებმა და მსგავსი მოქმედების სხვა პრეპარატებმა, შეიძლება გამოიწვიოს ანტეგრადული ამნეზია. მსგავსი მდგომარეობა ყველაზე ხშირად შეიძლება განვითარდეს პრეპარატის, განსაკუთრებით მაღალი დოზით მიღების შემდეგ რამდენიმე საათში. პაციენტები, რომლებიც მკურნალობენ პრეპარატ კლონაზეპამით, თუ ექიმმა დანიშნა პრეპარატი დღეში ერთხელ, ანტეგრადული ამნეზიის განვითარების რისკის შესამცირებლად, უნდა მიიღონ პრეპარატი ძილის წინ და ჰქონდეთ პირობები უწყვეტი ძილისთვის 7-8 საათის განმავლობაში.

პარადოქსალური რეაქციები

კლონაზეპამმა, ისევე როგორც სხვა ბენზოდიაზეპინებმა და მსგავსმა პრეპარატებმა, შეიძლება გამოიწვიოს პარადოქსალური რეაქციები, როგორიცაა: მოძრაობითი მოუსვენრობა, აგზნება, გაღიზიანებადობა, აგრესიულობა, მტრული განწყობა, კოშმარული სიზმრები, ჰალუცინაციები, ფსიქოზები, სომნამბულიზმი, პიროვნული აშლილობა, გამოხატული უძილობა. ეს რეაქციები მნიშვნელოვნად უფრო ხშირად ვლინდება ხანდაზმულებში ან ალკოჰოლზე დამოკიდებულების მქონე პაციენტებში.

ასეთი სიმპტომების განვითარებისას აუცილებელია კლონაზეპამის მიღების შეწყვეტა.

გამოყენება დეპრესიის დროს

კლონაზეპამი სიფრთხილით გამოიყენება ენდოგენური დეპრესიის სიმპტომების მქონე პაციენტებში. ასეთ პაციენტებში შეიძლება გამოვლინდეს სუიციდური აზრები. განზრახ ზედოზირების შესაძლებლობის გამო, ასეთ პაციენტებში უნდა დაინიშნოს კლონაზეპამი შეძლებისდაგვარად მცირე დოზებით.

ბენზოდიაზეპინები და მსგავსი პრეპარატები არ გამოიყენება დეპრესიის ან დეპრესიასთან დაკავშირებული შფოთვის მონოთერაპიაში. ამ სამკურნალო პრეპარატებით მონოთერაპიამ შეიძლება გაზარდოს სუიციდური ფიქრების განვითარების რისკი.

პაციენტთა სპეციფიკური ჯგუფები

ხანდაზმული ასაკის პაციენტებში კლონაზეპამი გამოიყენება ნაკლები დოზით ამ ასაკობრივ ჯგუფში გვერდითი ეფექტების გაძლიერების გამო, ძირითადად ორიენტაციის და მოძრაობის კოორდინაციის დარღვევების გამო (დაცემა, ტრავმები).

კლონაზეპამი სიფრთხილით გამოიყენება სუნთქვის ქრონიკული უკმარისობის მქონე პაციენტებში, რადგან დადგენილია, რომ ბენზოდიაზეპინები თრგუნავენ სუნთქვის ცენტრს.

რეკომენდებული არ არის ბენზოდიაზეპინების და მსგავსი პრეპარატების გამოყენება ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში, რადგან შეიძლება დააჩქარონ ღვიძლის ენცეფალოპათიის განვითარება. ღვიძლის უკმარისობამ შეიძლება გამოიწვიოს ბენზოდიაზეპინების გვერდითი მოქმედებების გაძლიერება.

კლონაზეპამი დიდი სიფრთხილით გამოიყენება გლაუკომის მქონე პაციენტებში.

კლონაზეპამი დიდი სირთხილით გამოიყენება ნათხემის და ზურგის ტვინის ატაქსიის მქონე პაციენტებში.

კლონაზეპამმა, ჩვილებსა და მცირეწლოვან ბავშვებში გამოყენებისას შეიძლება გამოიწვიოს დიდი რაოდენობით ნერწყვის წარმოქმნა და სასუნთქ გზებში გამონადენის წარმოქმნის გაზრდა. მკურნალობის დროს უნდა გაკონტროლდეს სასუნთქი გზების გამტარობა.

პორფირიის მქონე პაციენტებში კლონაზეპამმა შეიძლება გამოიწვიოს ეპილეფსიის შეტევები.

არ არის რეკომენდებული ბენზოდიაზეპინისა და მსგავსი პრეპარატების გამოყენება პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ ფსიქოზი.

ბენზოდიაზეპინები და მსგავსი პრეპარატები დიდი სიფრთხილით გამოიყენება ანამნეზში ალკოჰოლზე, წამლებზე და ნარკოტიკულ საშუალებებზე დამოკიდებულების მქონე პაციენტებში. ეს პაციენტები კლონაზეპამის მიღების დროს უნდა იმყოფებოდნენ მკაცრი კონტროლის ქვეშ, რადგან იმყოფებიან შეჩვევის და ფსიქიკური დამოკიდებულების განვითარების რისკის ჯგუფში.

ლაქტოზას შემცველობის გამო პრეპარატი კლონაზეპამი არ გამოიყენება იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ იშვიათი მემკვიდრეობითი გალაქტოზას გადაუტანლობა, ლაპ ლაქტაზას დეფიციტი ან გლუკოზა-გალაქტოზას ცუდი შეწოვა.

კლონაზეპამით ხანგრძლივი თერაპიის დროს ნაჩვენებია სისხლის პერიოდული გამოკვლევა (მორფოლოგიური ანალიზი ნაცხით) და ღვიძლის ფუნქციონალური სინჯების აღება.

კლონაზეპამით მკურნალობის დროს და მისი დასრულებიდან კიდევ 3 დღე არ შეიძლება არავითარი სპირტიანი სასმელის მოხმარება.

  • 5 ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები
  • ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე კლონაზეპამის დამთრგუნველ მოქმედებას აძლიერებენ ოპიოიდური ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატები, ზოგადი საანესთეზიო საშუალებები (ანესთეტიკები), ფსიქოტროპული პრეპარატები, ანტიდეპრესანტები, ანტიჰისტამინური პრეპარატები, ცენტრალური მოქმედების სისხლის წნევის დამწევი პრეპარატები.
  • ოპიოიდები

სედატიური საშუალებების, როგორიცაა ბენზოდიაზეპინები ან მსგავსი მოქმედების პრეპარატები, მაგალითად კლონაზეპამი, ოპიოიდებთან ერთდროული გამოყენება ზრდის სედაციის, სუნთქვის დათრგუნვის, კომისა და სიკვდილის რისკს ცნს-ზე დამატებითი კუმულაციური დამთრგუნველი ეფექტის გამო. მათი კომბინირებული გამოყენების დოზა და ხანგრძლივობა შეზღუდული უნდა იყოს.

  • დისულფირამი, ციმეტიდინი, ერითრომიცინი, კეტოკონაზოლი, რიტონავირი, რომლებიც არიან P-450 ციტოქრომის იზოენზიმების ინჰიბიტორები, აფერხებენ 1,4 ბენზოდიაზეპინის წარმოებულების ბიოტრანსფორმაციის პროცესებს და აძლიერებენ ცნს-ზე დამთრგუნველ მოქმედებას.
  • P-450 ციტოქრომის აქტივობის მაინდუცირებელი პრეპარატები (მაგალითად, რიფამპიცინი, ფენობარბიტალი, ფენიტოინი, პრიმიდონი, კარბამეზეპინი) გავლენას ახდენენ 1,4 ბენზიდიაზეპინის წარმოებულების ბიოტრანსფორმაციის პროცესებზე და იწვევენ მათი ფარმაკოლოგიური მოქმედების შესუსტებას.
  • ალკოჰოლის მოხმარება კლონაზეპამით მკურნალობის დროს აძლიერებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე დამთრგუნველ მოქმედებას და შეიძლება გამოიწვიოს პარადოქსალური რეაქციების განვითარება, როგორიცაა: ფსიქომოტორული აგზნება, აგრესიული ქცევა. გარდა ამისა, ალკოჰოლი აძლიერებს კლონაზეპამის სედაციურ მოქმედებას მოძრაობების კოორდინაციის დარღვევამდე და გონების დაკარგვამდე.
  • კლონაზეპამის მიღება ისეთ საშუალებებთან ერთად, რომლებიც იწვევენ ჩონჩხის კუნთების მოდუნებას, ახანგრძლივებს და აძლიერებს ამ უკანასკნელთა მოქმედებას.
  • კლონაზეპამის და III კლასის ანტიარითმიული საშუალების ამიოდარონის ერთდროულმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ტოქსიკურობის გაძლიერება, რაც ტიპურია ბენზოდიაზეპინებისთვის (ცენტრალური დეპრესია, მოძრაობების კოორდინაციის დარღვევა).
  • კლონაზეპამმა, თუ ის გამოიყენება კრუნჩხვის საწინააღმდეგო სხვა პრეპარატებთან ერთად, განსაკუთრებით გიდანტოინთან ან ფენობარბიტალთან, შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოქმედებების გაძლიერება, დაკავშირებული ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციის დათრგუნვასთან.
  • ნატრიუმის ვალპროატთან ერთად გამოყენებისას კლონაზეპამმა შეიძლება გამოიწვიოს ეპილეფსიური შეტევები აბსანსების სახით.
  • თამბაქოს მოწევამ შეიძლება გამოიწვიოს კლონაზეპამის მოქმედების შესუსტება.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ნებისმიერი პრეპარატის გამოყენებამდე აუცილებლად მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

სამკურნალო პრეპარატი არ გამოიყენება ორსულებში. თუ გეგმავთ ორსულობას ან ორსულობის ეჭვის შემთხვევაში, პრეპარატი კლონაზეპამის გამოყენებამდე აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

ლაქტაციის პერიოდი

კლონაზეპამი აღწევს დედის რძეში. ამიტომ თუ აუცილებელი გახდება პრეპარატის დანიშვნა უნდა შეწყდეს ლაქტაცია.

ავტოტრანსპორტის და მექანიზმების მართვა

პრეპარტი კლონაზეპამით მკურნალობის დროს და კიდევ 3 დღის განმავლობაში მისი დასრულებიდან არ უნდა მართოთ ავტოტრანსპორტი და არ იმუშაოთ მოძრავ მექანიზმებზე.

ავტოტრანსპორტის და მექანიზმების მართვის უნარი შესაძლოა შეზღუდული იყოს ძილიანობის, ყურადღების კონცენტრაციის დაქვეითების ან სხვა გვერდითი მოქმედებების გამო, რაც ამცირებს ყურადღების კონცენტრირებას.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია პრეპარატი კლონაზეპამის ზოგიერთი კომპონენტის შესახებ

პრეპარატი შეიცავს ლაქტოზას. თუ პაციენტს დაუდგინდა აუტანლობა ნებისმიერი შაქრის მიმართ, პრეპარატის გამოყენებამდე უნდა აცნობოთ ექიმს ამის შესახებ.

სხვა პრეპარატების გამოყენება კლონაზეპამთან ერთად

აუცილებლად აცნობეთ ექიმს ნებისმიერი სამკურნალო პრეპარატის შესახებ, რომლებიც მიიღეთ ბოლო პერიოდში, მათ შორის ურეცეპტოდ შეძენილიც:

  • კლონაზეპამის ცენტრალური ნერვული სისტემის დამთრგუნველ ზეგავლენას აძლიერებენ ოპიოიდური ანალგეზურები, ზოგადი საანესთეზიო საშუალებები (ანესთეტიკები), ფსიქოტროპული პრეპარატები, ანტიდეპრესანტები, ანტიჰისტამინური პრეპარატები, ცენტრალური მოქმედების ჰიპოტენზური პრეპარატები.
  • ოპიოიდები

სედაციური საშუალებების, როგორიცაა ბენზოდიაზეპინები ან მსგავსი მოქმედების პრეპარატები, მაგალითად კლონაზეპამი, ოპიოიდებთან ერთდროული გამოყენება ზრდის სედაციის, სუნთქვის დათრგუნვის, კომის და სიკვდილის რისკს ცნს-ზე დამატებითი კუმულაციური დამთრგუნველი ეფექტის გამო. მათი კომბინირებული გამოყენების დოზა და ხანგრძლივობა შეზღუდული უნდა იყოს.

  • პრეპარატებმა, რომლებიც მეტაბოლირდებიან ღვიძლში, ბენზოდიაზეპინებთან ერთად გამოყენებისას, შესაძლოა გააძლიერონ (დისულფირამი, ციმეტიდინი, ერიტრომიცინი, კეტოკონაზოლი, რიტონავირი) ან დაასუსტონ (რიფამპიცინი, ფენობარბიტალი, ფენიტოინი, პრიმიდონი, კარბამაზეპინი) მათი მოქმედება.

ალკოჰოლის გამოყენება კლონაზეპამით მკურნალობის დროს აძლიერებს დამთრგუნველ ზემოქმედებას ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე და შესაძლოა გამოიწვიოს პარადოქსალური რეაქციების განვითარება, როგორიცაა ფსიქომოტორული აღგზნება, აგრესიული საქციელი. გარდა ამისა ალკოჰოლი აძლიერებს კლონაზეპამის სედატიურ მოქმედებას, რასაც შესაძლებელია მოჰყვეს კოორდინაციის დარღვევა და გონების დაკარგვა.

კლონაზეპამი, რომელიც გამოიყენება ჩონჩხის კუნთების მოსადუნებელ საშუალებებთან ერთად, ახანგრძლივებს და აძლიერებს ამ უკანასკნელის მოქმედებას.

კლონაზეპამის ერთდროულმა გამოყენებამ III კლასის ანტიარითმიულ პრეპარატებთან ერთად - ამიოდარონთან, შესაძლოა გამოიწვიოს ბენზოდიაზეპინებისათვის დამახასიათებელი ტოქსიურობის გაძლიერება (მაგალითად, მოძრაობის კოორდინაციის მოშლა).

კლონაზეპამის კრუნჩხვის საწინააღმდეგო საშუალებებთან ერთად გამოყენებამ, განსაკუთრებით გიდანტოინთან ან ფენობარბიტალთან, შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი მოქმედებების გაძლიერება, რაც ეხება ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციის დათრგუნვას.

ვალპროატის ნატრიუმთან ერთად - აღინიშნება ეპილეფსიური კრუნჩხვების გამოვლენა.

თამბაქოს მოწევამ შესაძლოა გამოიწვიოს კლონაზეპამის მოქმედების დასუსტება.

გვერდითი მოვლენები

ნებისმიერი პრეპარატის მსგავსად კლონაზეპამმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი მოქმედებები, თუმცა არა ნებისმიერ პაციენტში.

გვერდითი მოქმედების გამოვლენა და რაოდენობა დამოკიდებულია პაციენტის ინდივიდუალურ მგრძნობელობაზე და დოზაზე. სამკურნალო პრეპარატ კლონაზეპამის მოხსნა მძიმე გვერდითი მოქმედებების გამოვლენასთან დაკავშირებით გვხვდება იშვიათად.

დარღვევები გულის მხრივ: ბრადიკარდია, ტკივილი გულმკერდის არეში.

დარღვევები სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ: სისხლის შემადგენლობის მორფოლოგიური დარღვევები.

ნევროლოგიური დარღვევები: ძილიანობა, რეაქციის შენელება, თავის ტკივილი და თავბრუსხვევა, სინათლისადმი მომეტებული მგრძნობელობა, გონების დაბინდვა და დეზორიენტაცია, ატაქსია. ეს ეფექტები ხშირად აღინიშნება მკურნალობის დასაწყისში ხანდაზმულებში და როგორც წესი, ქრება თერაპიის მიმდინარეობისას. ამ რეაქციების გაძლიერების შემთხვევებში მიმართეთ ექიმს. დოზირების შესაბამისი შემცირება ჩვეულებრივ ამცირებს მათ გამოხატვას და სიხშირეს.

ხანდახან, ისე როგორც სხვა ბენზოდიაზეპინების მიღების შემდეგ, განსაკუთრებით დიდი დოზებით, შესაძლოა განვითარდეს მეტყველების დარღვევა და მეხსიერების დარღვევა.

ოფთალმოლოგიური დარღვევები: მხედველობის დარღვევა (არამკვეთრი მხედველობა, დიპლოპია, ნისტაგმი).

დარღვევები სუნთქვის სისტემის, გულმკერდის და შუასაყარის მხრივ: სუნთქვის ცენტრის დარღვევა აღინიშნა იშვიათად, უმეტესად პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად იღებენ რამდენიმე პრეპარატს, რომლებიც ახდენენ დამთრგუნველ ზემოქმედებას სუნთქვის ცენტრზე.

დარღვევები კუჭ-ნაწლავის მხრივ: ღებინება, დისპეპფისური მოვლენები, პირის სიმშრალე, არასასიამოვნი გემო ვლინდება იშვიათად.

დარღვევები თირკმელებისა და შარდგამომყოფი გზების მხრივ: შარდის შეკავება, უნებლიე შარდვა ან შარდის შეუკავებლობა, მტკივნეული შარდვა.

დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ: ჭინჭრის ციება, გამონაყარი, თმის ცვენა, პიგმენტაციის დარღვევა.

ჩონჩხ-კუნთოვანი სისტემის და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ დარღვევები: კუნთების სისუსტე, კუნთების კანკალი, მიალგია.

მეტაბოლიზმისა და კვების დარღვევა: მადის დაკარგვა.

დარღვევები სისხლძარღვების მხრივ: სისხლის არტერიული წნევის უმნიშვნელო დაცემა.

ზოგადი დარღვევები და რეაქცია პრეპარატის შეყვანის ადგილას: საერთო სისუსტე, გულყრა. ეპილეფსიის ზოგიერთი ფორმისას, ხანგრძლივი მკურნალობის დროს შესაძლოა გაიზარდოს შეტევების სიხშირე.

ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები:

დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ: ანაფილაქსური რეაქციები აღწერილია ძალიან იშვიათად.

დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ: კანის ალერგიული რეაქციები (გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრის ციება).

დარღვევები ღვიძლისა და სანაღვლე გზების მხრივ: ამინოტრანსფერაზას აქტივობის უმნიშვნელო მომატება, ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, თანმდევი სიყვითლით.

დარღვევები რეპროდუქციული სისტემის და სარძევე ჯირკვლების მხრივ: მენსტუალური ციკლის დარღვევები, ლიბიდოს დარღვევა.

ფსიქიური დარღვევები: პარადოქსალური რეაქციები - ფსიქომამოძრავებელი მოუსვენრობა, უძილობა, მომატებული აღგზნებადობა და აგრესიულობა, კუნთების ტრემორი, კრუნჩხვა. პარადოქსალური რეაქციები უფრო ხშირად აღინიშნა ალკოჰოლის გამოყენების შემდეგ, ხანდაზმულ პაციენტებში და ფსიქიური დაავადებების მქონე პაციენტებში.

ფსიქიური და ფიზიკური დამოკიდებულება შესაძლოა განვითარდეს კლონაზეპამის თერაპიული დოზებით მკურნალობისას. Dდამოკიდებულების განვითარების რისკი იზრდება დოზის მომატებისა და მკურნალობის ხანგრძლივობის შესაბამისად, განსაკუთრებით ანამნეზში ალკოჰოლიზმით ან სხვა სახის დამოკიდებულების მქონე პაციენტებში. პრეპარატის მიღების სწრაფად შეწყვეტამ შესაძლოა გამოიწვიოს მოხსნის სინდრომი.

კლონაზეპამით მკურნალობის პერიოდში შესაძლოა გამოვლინდეს არსებული არადიაგნოსტირებადი დეპრესია.

ზოგიერთ პაციენტებში კლონაზეპამით მკურნალობის პერიოდში შესაძლოა გამოვლინდეს სხვა გვერდითი მოქმედებები. ნებისმიერი ზემოთ აღნიშნული ან სხვა არასასურველი მოქმედების გამოვლენის შემთხვევაში, რომელიც არ არის მითითებული გამოყენების ინსტრუქციაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ჭარბი დოზა

კლონაზეპამით ჭარბი დოზირების შედეგად შეიძლება განვითარდეს შემდეგი სიმპტომები: ძილიანობა, დეზორიენტაციის მდგომარეობა, მეტყველების დარღვევა, ხოლო მძიმე შემთხვევებში, გონების დაკარგვა, კომა. სიცოცხლისათვის საშიში შეიძლება აღმოჩნდეს მოწამვლა, გამოწვეული კლონაზეპამის და ალკოჰოლის ან კლონაზეპამის და სხვა ისეთი სამკურნალო პრეპარატების ერთდროულად გამოყენებით, რომლებსაც გააჩნია დამთრგუნველი მოქმედება ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე.

კლონაზეპამით მოწამვლისას მიიღება ღონისძიებები, რომლებიც მიმართულია ორგანიზმიდან ჯერ კიდევ არააბსორბირებული პრეპარატის სწრაფი ელიმინაციისკენ ან საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან მისი შეწოვის შესამცირებლად. იმ პაციენტებში, რომლებმაც მიიღეს კლონაზეპამი დოზით 0,4 მგ/კგ სხეულის მასაზე მეტი, თუ მიღების მომენტიდან გასული არ არის ერთი საათი, განხილული უნდა იყოს გააქტიურებული ნახშირის მიღების შესაძლებლობა (50 გ მოზრდილებში, 10-15 გ ბავშვებში). მხოლოდ კლონაზეპამის ჭარბი დოზის მიღების შემთხვევაში, კუჭის გამორეცხვა აუცილებელი არ არის. იმ პაციენტებში, რომლებსაც პრეპარატის მიღების მომენტიდან 4 საათის განმავლობაში არ გამოუვლინდათ მოწამვლის რამე სიმპტომი, არსებობს მაღალი ალბათობა, რომ ეს სიმპტომები საერთოდ არ გამოვლინდეს.

იმავდროულად აუცილებელია სასუნთქი გზების გამტარობის, პულსის, სისხლის არტერიული წნევის კონტროლი, აუცილებლობისას, პაციენტის მდგომარეობის მიხედვით, სიმპტომური მკურნალობის ჩატარება.

სპეციფიკური ანტიდოტი არის ფლუმაზენილი (ბენზოდიაზეპინების რეცეპტორების ანტაგონისტი), რომელიც, უკიდურეს შემთხვევაში, შეიძლება შეყვანილი იყოს ვენებში.

ფლუმაზენილი ნაჩვენები არ არის იმ პაციენტებისთვის, რომლებიც კლონაზეპამს იღებენ ხანგრძლივად. მიუხედავად იმისა, რომ ეს პრეპარატი ახდენს სუსტ კრუნჩხვის საწინააღმდეგო მოქმედებას, ბენზოდიაზეპინის მოქმედების მკვეთრმა ბლოკადამ შეიძლება გამოიწვიოს კრუნჩხვითი შეტევები, განსაკუთრებით ანამნეზში ეპილეფსიის მქონე პირებში.

შენახვის პირობები

ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

შეინახეთ მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას არაუმეტეს 25ºC ტემპერატურაზე.

გამოყენებამდე აუცილებლად შეამოწმეთY შეფუთვაზე აღნიშნული ვარგისობის ვადა. არ გამოიყენოთ პრეპარატი კლონაზეპამი შეფუთვაზე აღნიშნული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

სამკურნალო პრეპარატის გადაგდება არ შეიძლება კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. აუცილებლად ჰკითხეთ ფარმაცევტს სამკურნალო პრეპარატის უტილიზაციის შესახებ. ეს ღონისძიება ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

ვარგისობის ვადა 3 წელი.

  • დამატებითი ინფორმაცია

გაცემის რეჟიმი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - I, გაიცემა ფორმა №2 რეცეპტით

Dდამზადებულია პოლონეთში.

ფარმაკოლოგიური თვისებები

კრუნჩხვების საწინააღმდეგო პრეპარატი, ბენზოდიაზეპინის წარმოებული

ათქ კოდი - N 03 AE 01

  • 1 ფარმაკოდინამიკა

კლონაზეპამი მიეკუთვნება ბენზოდიაზეპინების წარმოებულების ჯგუფს. მოქმედებს ცენტრალური ნერვულის სისტემის მრავალ სტრუქტურაზე - უპირველესად ლიმბურ სისტემაზე და ჰიპოთალამუსზე, ესე იგი, ემოციური მოქმედების რეგულაციასთან დაკავშირებულ სტრუქტურაზე. როგორც ყველა სხვა ბენზოდიაზეპინი, აძლიერებს თავის ტვინის ქერქის გაემ-ერგიული ნეირონების, ჰიპოკამპის, ნათხემის, ზურგის ტვინის ღეროს და ცენტრალური ნერვული სისტემის სხვა სტრუქტურების დათრგუნვის ზემოქმედებას. ამის შედეგად ხდება ნეირონების სხვადასხვა ჯგუფების აქტივობის შემცირება: ნორადრენერგიული, ქოლინერგიული, დოფამინერგიული და სეროტონინერგიული. გამოვლენილია ბენზოდიაზეპინებისათვის სპეციფიკური ბმის უბნების არსებობა, რომლებიც წარმოადგენს უჯრედოვანი მემბრანის ცილოვან სტრუქტურებს, რომლებსაც აქვთ ბმა გაემ-A რეცეპტორის და ქლორის არხის შემადგენელ კომპლექსთან. კლონაზეპამის მოქმედება დაკავშირებულია გაემ-ერგიული რეცეპტორის მგრძნობელობის მოდულაციასთან, რაც იწვევს გამა-ამინოერბოს მჟავასთან (გაემ) რეცეპტორის მსგავსების გაზრდას, რომელიც წარმოადგენს დამთრგუნავ ენდოგენურ ნეირომედიატორს.

ბენზოდიაზეპინური რეცეპტორის ან გაემ-A-ს აქტივაციის შედეგად ხდება ქლორის იონების ტრანსპორტის გაზრდა ქლორის არხების მეშვეობით, რაც იწვევს უჯრედოვანი მემბრანის ჰიპერპოლარიზაციას, ხოლო, საბოლოო ჯამში, ნეირონის აქტივობის დათრგუნვას (ე.ი. ნეირომედიატორის გამოყოფას).

კლინიკურად კლონაზეპამს გააჩნია კრუნჩხვის საწინააღმდეგო, ანქსიოლიტური, დამამშვიდებელი და ზომიერად გამოხატული საძილე მოქმედება, ასევე ამცირებს ჩონჩხის კუნთების ტონუსს. კლონაზეპამი ზრდის კრუნჩხვების ზღურბლს და ხელს უშლის გენერალიზებული კრუნჩხვითი შეტევების განვითარებას. ხელსაყრელ გავლენას ახდენს როგორც გენერალიზებული, ისე პარციალური კრუნჩხვითი შეტევების მიმდინარეობაზე.

  • 2 ფარმაკოკინეტიკა

კლონაზეპამი კარგად შეიწოვება საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან. ბიოშეღწევადობა შიგნით მიღების შემდეგ შეადგენს 90%-ს. პრეპარატის ერთჯერადი დოზის შიგნით მიღების შემდეგ მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის შრატში ვლინდება 1-4 საათის შემდეგ.

კლონაზეპამის ბმა სისხლის ცილებთან შეადგენს დაახლოებით 85%-ს. პრეპარატი აღწევს ჰემატოენცეფალურ და პლაცენტის ბარიერებში, აგრეთვე გადადის დედის რძეში. განაწილების მოცულობა შეადგენს 1,8-4,4 ლ/კგ-ს. კლონაზეპამის მეტაბოლიზმი ხდება ღვიძლში ფარმაკოლოგიურად არააქტიური მეტაბოლიტების სახით. ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 20-60 საათს. ძირითადად გამოიდევნება შარდით მეტაბოლიტების ფორმით. პრეპარატის მიღებული დოზის 0,5%-ზე ნაკლები გამოიყოფა თირკმელებით უცვლელი სახით.

  • 3 წინაკლინიკური კვლევები უსაფრთხოების შესახებ

ცხოველებში (ვირთხები, თაგვები) ჩატარებული წინაკლინიკური კვლევებისას, რომლებშიც გამოიყენებოდა კლონაზეპამი იმ დოზებით, რომლებიც 3, 9 და 18-ჯერ აღემატებოდა ადამიანებში გამოყენებულ მაქსიმალურ დოზას, აღინიშნა თანდაყოლილი დეფექტების განვითარების სიხშირის მინიმუმ ორგზის მომატება, ცხოველთა საკონტროლო ჯგუფთან შედარებით.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

მწარმოებელი ფირმის ლოგოტიპი

გამოყენების ინსტრუქცია პაციენტისათვის

პრეპარატის გამოყენებამდე ყურადღებით გაეცანით გამოყენების ინსტრუქციას.

აუცილებლად შეინახეთ გამოყენების ინსტრუქცია, რათა აუცილებლობის შემთხვევაში კიდევ შეძლოთ მისი თავიდან წაკითხვა.

აუცილებლად მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს რჩევისთვის ან დამატებითი ინფორმაციისათვის.

პრეპარატი დაენიშნა კონკრეტულ პიროვნებას და არ შეიძლება მისი გადაცემა სხვა პირებზე, რადგან შესაძლოა მან ზიანი მიაყენოს სხვას, იმ შემთხვევაშიც კი თუ მას აღენიშნება მსგავსი სიმპტომები.

კლონაზეპამი

Clonazepam

2 მგ, ტაბლეტები

პრეპარატის შემადგენლობა:

ერთი ტაბლეტი შეიცავს:

მოქმედი ნივთიერება: კლონაზეპამი 2 მგ

დამხმარე ნივთიერებები: კარტოფილის სახამებელი, ბრინჯის სახამებელი, ნატრიუმის კარბოქსიმეთილსახამებელი, ჟელატინი, პოლისორბატი 80, ნატრიუმის ლაურილსულფატი, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი, ლაქტოზას მონოჰიდრატი.

გამოშვების ფორმა

ერთი ბლისტერი შეიცავს 30 ტაბლეტს მუყაოს კოლოფში.

მწარმოებელი

სააქციო საზოგადოება ტარხომინის ფარმაცევტული ქარხანა ,,პოლფა”

ა. ფლემინგის ქ. 2

03-176 ვარშავა

პოლონეთი

გამოყენების ინსტრუქციის შინაარსი:

  • რას წარმოადგენს პრეპარატი კლონაზეპამი და რისთვის გამოიყენება
  • პრეპარატ კლონაზეპამის გამოყენებამდე
  • პრეპარატ კლონაზეპამის გამოყენების წესი
  • შესაძლო გვერდითი მოქმედებები
  • პრეპარატ კლონაზეპამის შენახვის წესი
  • დამატებითი ინფორმაცია
  • რას წარმოადგენს პრეპარატი კლონაზეპამი და რისთვის გამოიყენება

კლონაზეპამი მიეკუთვნება ბენზოდიაზეპინის წარმოებულების ჯგუფს. ახდენს დამთრგუნველ ზემოქმედებას ცენტრალური ნერვული სისტემის მრავალ სტრუქტურაზე, რაც უპირველესად დაკავშირებულია ემოციური მოქმედების რეგულირებასთან.

პრეპარატ კლონაზეპამს გააჩნია კრუნჩხვის საწინააღმდეგო, ანქსიოლიზური, დამამშვიდებელი და ზომიერად გამოხატული საძილე მოქმედება, ამცირებს ჩონჩხის კუნთების ტონუსს.

კლონაზეპამი ზრდის კრუნჩხვის ზღვარს და აბრკოლებს გენერალიზებული კრუნჩხვითი შეტევების გამოვლენას. დადებითად მოქმედებს როგორც გენერალიზებული, ასევე კეროვანი ეპილეფსიური კრუნჩხვების მიმდინარეობაზე. კლონაზეპამი კარგად შეიწოვება საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან. გამოიყოფა ძირითადად შარდთან ერთად.

გამოყენების ჩვენებები

ყველა სახის ეპილეფსია მოზრდილებში და ბავშვებში:

მარტივი და რთული პარციალური კრუნჩხვები;

მეორადი-გენერალიზებული მარტივი კრუნჩხვები;

აბსანსები (petit mal), ატიპიური აბსანსების ჩათვლით;

პირველადი და მეორადი-გენერალიზებული ტონურ-კლონური კრუნჩხვები (grand mal);

მიოკლონური კრუნჩხვის შეტევა;

კლონური და ტონური კრუნჩხვის შეტევა;

ლენოქს-გასტოს სინდრომი

პაროქსიზმული შიშის სინდრომი

ნერვული დაძაბულობის და შიშის მდგომარეობა, რაც დაკავშირებულია ყოველდღიურ ცხოვრებასთან არ წარმოადგენს პრეპარატის გამოყენების ჩვენებას.

გართულებების თავიდან აცილების მიზნით აუცილებლად მიიღეთ პრეპარატი მკაცრად ექიმის დანიშნულების მიხედვით.

  • პრეპარატი კლონაზეპამის გამოყენებამდე

არ შეიძლება პრეპარატ კლონაზეპამის მიღება პაციენტებში მომატებული მგრძნობელობით ბენზოდიაზეპინების ან პრეპარატის ნებისმიერი შემადგენელი კომპონენტის მიმართ. პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ღამის აპნოეს შეტევა, ღვიძლის მწვავე უკმარისობა, მიასთენია, მწვავე პორფირია, ასევე ალკოჰოლით მოწამლულ პაციენტებში.

პრეპარატი კლონაზეპამის გამოყენებისას აუცილებელია შემდეგი სიფრთხილის გამოჩენა

ზოგადი ინფორმაცია, რაც ეხება ბენზოდიაზეპინებით და სხვა საძილე პრეპარატებით მკურნალობისას გამოვლენილ ეფექტებს, გასათვალისწინებელია კლონაზეპამის გამოყენებისას.

ტოლერანტობა

ბენზოდიაზეპინების ან მსგავსი მოქმედების პრეპარატების, მათ შორის კლონაზეპამის რეგულარული მიღებისას რამდენიმე კვირის განმავლობაში შესაძლოა განვითარდეს მათი მოქმედების ეფექტურობის შემცირება.

წამალთდამოკიდებულება

ბენზოდიაზეპინების ან მსგავსი მოქმედების პრეპარატების გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს ფსიქიური და ფიზიკური წამალთდამოკიდებულების განვითარება. წამალთდამოკიდებულების განვითარების რისკი იზრდება დოზის და მკურნალობის ხანგრძლივობის გაზრდასთან ერთად და მატულობს ალკოჰოლზე, ნარკოტიკებზე ან სამკურნალო პრეპარატებზე დამოკიდებულ პაციენტებში.

წამალთდამოკიდებულების განვითარების შემთხვევაში პრეპარატის გამოყენების სწრაფმა შეწყვეტამ შესაძლოა გამოიწვიოს მოხსნის სინდრომის გამოვლენა.

მოხსნის სინდრომის დამახასიათებელი სიმპტომებია: თავის ტკივილი, კუნთების ტკივილი, აღგზნება და ემოციური დაძაბულობა, მოუსვენარი მოძრაობა, გონების დაბინდვის და დეზორიენტაციის მდგომარეობა, გაღიზიანება, უძილობა.

რთულ შემთხვევებში შესაძლოა გამოვლინდეს დერეალიზაცია, პიროვნების დარღვევა, ტაქტილური, აკუსტიკური და სინათლის ჰიპერსტეზია, ,,ჭიანჭველების ცოცვის” შეგრძნება და კიდურების დაბუჟება, ჰალუცინაცია და კრუნჩხვითი შეტევ

არსებობს მტკიცებულება, რომ ხანმოკლე მოქმედების ბენზოდიაზეპინების და მსგავსი მოქმედების პრეპარატების შემთხვევაში, მოხსნის სინდრომის გამოვლინებები შეიძლება შეინიშნოს ცალკეულ დოზებს შორის ინტერვალებშიც კი, განსაკუთრებით თუ პრეპარატი გამოიყენება დიდი დოზებით.

თუ ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები გამოვლინდება, მიმართეთ ექიმს.

ოპიოიდური პრეპარატების ერთდროულ გამოყენებასთან დაკავშირებული რისკი

კლონაზეპამისა და ოპიოიდების ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს სედაცია, სუნთქვის დათრგუნვა, კომა და სიკვდილი. ზემოაღნიშნული რისკის გამო, ისეთი სედაციური საშუალებების, როგორიცაა ბენზოდიაზეპინები ან მათი წარმოებულები, მაგალითად პრეპარატი კლონაზეპამი, ოპიოიდებთან ერთდროული გამოყენება განხილული უნდა იყოს იმ პაციენტებისთვის, რომლებშიც მკურნალობის ალტერნატიული მეთოდები არ არის შესაძლებელი. თუ გადაწყვეტილია პრეპარატ კლონაზეპამის ოპიოიდებთან ერთდროული დანიშვნა, უნდა შეირჩეს მინიმალური ეფექტური დოზა და მკურნალობის ხანგრძლივობა უნდა შემცირდეს.

Pპაციენტები უნდა იყვნენ ინტენსიური დაკვირვების ქვეშ სუნთქვის უკმარისობის და სედაციის ნიშნებსა და სიმპტომებზე. ამასთან მკაცრად რეკომენდებულია, რომ პაციენტებს და მათ მომვლელებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) აცნობონ მსგავსი სიმპტომების შესახებ.

ანტეგრადული ამნეზია

კლონაზეპამმა, ისევე როგორც ბენზოდიაზეპინებმა და მსგავსი მოქმედების პრეპარატებმა შესაძლოა გამოიწვიოს ანტეგრადული ამნეზია. ასეთი მდგომარეობა უფრო ხშირად ვლინდება სამკურნალო პრეპარატის მიღებიდან რამდენიმე საათში, განსაკუთრებით მაღალი დოზირებისას. პაციენტებმა, რომლებიც მკურნალობენ პრეპარატ კლონაზეპამით, თუ ექიმმა დანიშნა დღეში ერთხელ მიღება, ანტეგრადული ამნეზიის განვითარების რისკის შესამცირებლად, პრეპარატი უნდა მიიღონ ძილის წინ და ჰქონდეთ 7-8 საათიანი უწყვეტი ძილის პირობები.

Pპარადოქსალური რეაქციები

Kკლონაზეპამმა, ისევე როგორც სხვა ბენზოდიაზეპინებმა და მსგავსი მოქმედების პრეპარატებმა, შეიძლება გამოიწვიოს პარადოქსალური რეაქციები, როგორიცაა მოუსვენარი მოძრაობა, აღგზნება, გაღიზიანება, აგრესია, გაბოროტება, კოშმარული სიზმრები, ჰალუცინაცია, ფსიქოზი, სომნამბულიზმი, პიროვნების დარღვევა, გამოხატული უძილობა. ეს რეაქციები მნიშვნელოვნად ხშირად აღინიშნება ხანდაზმულ ან ალკოჰოლზე დამოკიდებულ პაციენტებში.

ასეთი სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

გამოყენება დეპრესიისას

სამკურნალო პრეპარატი კლონაზეპამის გამოყენებამდე პაციენტმა უნდა აცნობოს ექიმს ყველანაირი ფსიქიკური დაავადებების შესახებ. პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ ენდოგენური დეპრესიის ან შფოთვის სინდრომი, რაც დაკავშირებულია დეპრესიასთან, ექიმმა უნდა დანიშნოს რამდენიმე მედიკამენტი ერთდროულად. მხოლოდ პრეპარატი კლონაზეპამის გამოყენება დეპრესიის მქონე პაციენტებში იწვევს დეპრესიის სინდრომების გაძლიერებას, მათ შორის სუიციდური აზრებისას.

პაციენტების სპეციფიური ჯგუფები

ხანდაზმული ასაკის პაციენტებში უნდა მოხდეს პრეპარატი კლონაზეპამის უფრო დაბალი დოზების გამოყენება გვერდითი მოქმედებების გაძლიერების საშიშროების გამო, ძირითადად ორიენტაციისა და მოძრაობის კოორდინაციის დარღვევის მხრივ (დაცემა, ტრავმა).

პაციენტებმა ღვიძლის უკმარისობით, ქრონიკული თირკმლის უკმარისობით ან ქრონიკული სუნთქვის უკმარისობით, ცერებრალური და ზურგის ტვინის ატაქსიით ან პორფირიით, პრეპარატი კლონაზეპამის გამოყენების წინ უნდა აცნობოთ ექიმს ამ დაავადებების შესახებ.

პაციენტებმა გლაუკომით, განსაკუთრებით დახურულკუთხოვანი ფორმისას პრეპარატი კლონაზეპამის გამოყენებამდე უნდა მიმართოთ ოკულისტს კონსულტაციისათვის.

კლონაზეპამმა, განსაკუთრებით ჩვილებში და მცირე ასაკის ბავშვებში შესაძლოა გამოიწვიოს ნერწყვის ჭარბი რაოდენობით გამოყოფა და სასუნთქ გზებში სეკრეტის წარმოქმნის გაზრდა. მკურნალობის დროს საჭიროა სასუნთქი გზების გამტარობის კონტროლი.

ბენზოდიაზეპინების და მსგავსი მოქმედების პრეპარატების გამოყენება არ არის რეკომენდებული ფსიქოზით დაავადებულ პაციენტებში.

ალკოჰოლზე, ნარკოტიკებზე ან წამალთდამოკიდებულმა პაციენტებმა უნდა აცნობონ ექიმს პრეპარატი კლონაზეპამის გამოყენებამდე ამ მავნე ჩვევების შესახებ. პაციენტების ამ ჯგუფში მიჩვევის და წამლის ფსიქიური და ფიზიკური დამოკიდებულების განვითარების ალბათობა მაღალია, ამიტომ ამ პაციენტებმა უნდა მიიღონ სამკურნალო პრეპარატი კლონაზეპამი მხოლოდ ექიმის მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ.

პრეპარატი კლონაზეპამით ხანგრძლივი პერიოდით მკურნალობის შემთხვევაში, ექიმმა უნდა დანიშნოს პერიოდულად სისხლის ანალიზი (მორფოლოგიური ანალიზი ნაცხით) და ღვიძლის ფუნქციონალური ანალიზი.

პრეპარატი კლონაზეპამით მკურნალობის პერიოდში და კიდევ 3 დღე მისი დასრულებიდან არ უნდა გამოიყენოთ არანაირი სპირტიანი სასმელები.

აუცილებლად მიმართეთ ექიმს, თუ აღნიშნული გამაფრთხილებელი ნიშნები აღინიშნებოდა წარსულშიც.

ორსულობა

ნებისმიერი პრეპარატის გამოყენებამდე აუცილებლად მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

სამკურნალო პრეპარატი არ გამოიყენება ორსულებში. თუ გეგმავთ ორსულობას ან ორსულობის ეჭვის შემთხვევაში, პრეპარატი კლონაზეპამის გამოყენებამდე აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

ლაქტაციის პერიოდი

ნებისმიერი პრეპარატის გამოყენებამდე აუცილებლად მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

კლონაზეპამი აღწევს დედის რძეში. ამიტომ თუ აუცილებელი გახდება პრეპარატის დანიშვნა უნდა შეწყდეს ლაქტაცია.

ავტოტრანსპორტის და მექანიზმების მართვა

პრეპარტი კლონაზეპამით მკურნალობის დროს და კიდევ 3 დღის განმავლობაში მისი დასრულებიდან არ უნდა მართოთ ავტოტრანსპორტი და არ იმუშაოთ მოძრავ მექანიზმებზე.

ავტოტრანსპორტის და მექანიზმების მართვის უნარი შესაძლოა შეზღუდული იყოს ძილიანობის, ყურადღების კონცენტრაციის დაქვეითების ან სხვა გვერდითი მოქმედებების გამო, რაც ამცირებს ყურადღების კონცენტრირებას.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია პრეპარატი კლონაზეპამის ზოგიერთი კომპონენტის შესახებ

პრეპარატი შეიცავს ლაქტოზას. თუ პაციენტს დაუდგინდა აუტანლობა ნებისმიერი შაქრის მიმართ, პრეპარატის გამოყენებამდე უნდა აცნობოთ ექიმს ამის შესახებ.

სხვა პრეპარატების გამოყენება კლონაზეპამთან ერთად

აუცილებლად აცნობეთ ექიმს ნებისმიერი სამკურნალო პრეპარატის შესახებ, რომლებიც მიიღეთ ბოლო პერიოდში, მათ შორის ურეცეპტოდ შეძენილიც:

  • კლონაზეპამის ცენტრალური ნერვული სისტემის დამთრგუნველ ზეგავლენას აძლიერებენ ოპიოიდური ანალგეზურები, ზოგადი საანესთეზიო საშუალებები (ანესთეტიკები), ფსიქოტროპული პრეპარატები, ანტიდეპრესანტები, ანტიჰისტამინური პრეპარატები, ცენტრალური მოქმედების ჰიპოტენზური პრეპარატები.
  • ოპიოიდები

სედაციური საშუალებების, როგორიცაა ბენზოდიაზეპინები ან მსგავსი მოქმედების პრეპარატები, მაგალითად კლონაზეპამი, ოპიოიდებთან ერთდროული გამოყენება ზრდის სედაციის, სუნთქვის დათრგუნვის, კომის და სიკვდილის რისკს ცნს-ზე დამატებითი კუმულაციური დამთრგუნველი ეფექტის გამო. მათი კომბინირებული გამოყენების დოზა და ხანგრძლივობა შეზღუდული უნდა იყოს.

  • პრეპარატებმა, რომლებიც მეტაბოლირდებიან ღვიძლში, ბენზოდიაზეპინებთან ერთად გამოყენებისას, შესაძლოა გააძლიერონ (დისულფირამი, ციმეტიდინი, ერიტრომიცინი, კეტოკონაზოლი, რიტონავირი) ან დაასუსტონ (რიფამპიცინი, ფენობარბიტალი, ფენიტოინი, პრიმიდონი, კარბამაზეპინი) მათი მოქმედება.

ალკოჰოლის გამოყენება კლონაზეპამით მკურნალობის დროს აძლიერებს დამთრგუნველ ზემოქმედებას ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე და შესაძლოა გამოიწვიოს პარადოქსალური რეაქციების განვითარება, როგორიცაა ფსიქომოტორული აღგზნება, აგრესიული საქციელი. გარდა ამისა ალკოჰოლი აძლიერებს კლონაზეპამის სედატიურ მოქმედებას, რასაც შესაძლებელია მოჰყვეს კოორდინაციის დარღვევა და გონების დაკარგვა.

კლონაზეპამი, რომელიც გამოიყენება ჩონჩხის კუნთების მოსადუნებელ საშუალებებთან ერთად, ახანგრძლივებს და აძლიერებს ამ უკანასკნელის მოქმედებას.

კლონაზეპამის ერთდროულმა გამოყენებამ III კლასის ანტიარითმიულ პრეპარატებთან ერთად - ამიოდარონთან, შესაძლოა გამოიწვიოს ბენზოდიაზეპინებისათვის დამახასიათებელი ტოქსიურობის გაძლიერება (მაგალითად, მოძრაობის კოორდინაციის მოშლა).

კლონაზეპამის კრუნჩხვის საწინააღმდეგო საშუალებებთან ერთად გამოყენებამ, განსაკუთრებით გიდანტოინთან ან ფენობარბიტალთან, შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი მოქმედებების გაძლიერება, რაც ეხება ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციის დათრგუნვას.

ვალპროატის ნატრიუმთან ერთად - აღინიშნება ეპილეფსიური კრუნჩხვების გამოვლენა.

თამბაქოს მოწევამ შესაძლოა გამოიწვიოს კლონაზეპამის მოქმედების დასუსტება.

  • პრეპარატი კლონაზეპამის მიღების წესი

პრეპარატი კლონაზეპამი მიიღეთ აუცილებლად ექიმის რეკომენდაციის შესაბამისად. ეჭვის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს კონსულტაციისათვის.

ჯვარედინი ჭდე ტაბლეტებზე იძლევა ტაბლეტის 2 ან 4 თანაბარ ნაწილად დაყოფის საშუალებას.

ეპილეფსია

მოზრდილები

საწყისი სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 1 მგ - 1,5 მგ-ს. პრეპარატი აუცილებლად უნდა დაინიშნოს დოზებად დაყოფილი 2-3 მიღებად დღე-ღამეში, ერთნაირი დროის ინტერვალით. დოზა უნდა გაიზარდოს თანდათანობით 0,5 მგ-დან 1 მგ-მდე ყოველ მესამე დღეს პაციენტის რეაქციის შესაბამისად, შემანარჩუნებელი დოზის განსაზღვრამდე, რაც ჩვეულებრივ შეადგენს 4-დან 8 მგ-ს დღეში. მაქსიმალური შემანარჩუნებელი სადღეღამისო დოზა, რომელიც შეიძლება მიღწეული იქნეს მკურნალობის 2-4 კვირის განმავლობაში, არ უნდა აღემატებოდეს 20 მგ-ს.

ბავშვები 30კგ-ზე მეტი სხეულის წონით

ოპტიმალური დოზის დადგენამდე, ბავშვებმა უნდა მიიღონ ტაბლეტები მოქმედი ნივთიერების შემცველობით 0,5 მგ დოზით.

პაროქსიზმალური შიშის სინდრომი

მოზრდილები

კლონაზეპამის საწყისი დოზა შეადგენს 0,5 მგ-ს 1-2 ჯერ დღე-ღამეში. პრეპარატის სამიზნე დოზა, რაც უმეტეს პაციენტებში შეადგენს 1 მგ დღე-ღამეში, შესაძლოა შეყვანილი იყოს 3 დღის შემდეგ.

სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 1 მგ-ს, რადგან ამ დოზაზე გადაჭარბების შემთხვევაში კვლევებმა არ აჩვენეს ეფექტურობის გაზრდა, ამავდროულად აღინიშნა გვერდითი მოქმედებების გაზრდა. მაგრამ ზოგიერთ პაციენტებში შესაძლოა ეფექტური იყოს სადღეღამისო დოზის გაზრდა 4 მგ-მდე დღეში. ასეთ პაციენტებში აუცილებელია პრეპარატის დოზის მომატება ყოველ მესამე დღეს 0,5 მგ-ით.

დღისით ძილიანობის შემცირების მიზნით პრეპარატის მიღება შესაძლებელია ერთჯერადი დოზით ძილის წინ.

ბავშვები

კლონაზეპამის გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა 18 წლამდე ასაკის ბავშვებში პაროქსიზმალური შიშის სამკურნალოდ არ არის დადგენილი.

პაციენტები თირკმლის და (ან) ღვიძლის ფუნქციის დარღვევით

დოზირებას განსაზღვრავს ექიმი ინდივიდუალურად დაზიანებული ორგანოს უკმარისობის დონის შესაბამისად.

ხანდაზმული ასაკის პაციენტები

ხანდაზმული პაციენტები უფრო მგრძნობიარენი არიან პრეპარატის მიმართ, რომელიც მოქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე. ასეთ პაციენტებში დოზირება უნდა შეარჩიოს ექიმმა.

მკურნალობის ხანგრძლივობა

მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია პაციენტის მდგომარეობაზე. თუ არ აღინიშნება გაუმჯობესება კლონაზეპამის გამოყენებიდან რამდენიმე დღის შემდეგ უნდა მიმართოთ ექიმს.

გამოყენების წესი

ტაბლეტები უნდა მიიღოთ შიგნით მცირე რაოდენობის წყალთან ერთად.

ექიმი დანიშნავს შეძლებისდაგვარად დაბალ ეფექტურ დოზებს, დოზის გაზრდა მოხდება თანდათანობით ყოველ მესამე დღეს შესაბამისი თერაპიული ეფექტის ან მაქსიმალური სადღეღამისო დოზის მიღწევამდე.

თუ პრეპარატის გამოყენება ერთნაირ დოზებში არ არის შესაძლებელი, დიდი დოზა უნდა მიიღოთ ძილის წინ.

ეფექტური შემანარჩუნებელი დოზის დადგენის შემდეგ, პრეპარატი მიიღება ერთჯერადი დღიური დოზის სახით ძილის წინ.

პრეპარატი აუცილებლად უნდა მოიხსნას თანდათანობით ექიმის კონტროლის ქვეშ. კლონაზეპამის მიღების სწრაფი შეწყვეტა იწვევს მოხსნის სინდრომს. განსაკუთრებით საშიშია მკურნალობის უეცარი შეწყვეტა მისი ხანგრძლივი გამოყენების შემდეგ ან დიდი დოზით მიღების შემდეგ.

მაშინ მოხსნის სინდრომი უფრო მეტად გამოხატული იქნება. პრეპარატის თანდათანობით მოხსნა ექიმმა უნდა განსაზღვროს ინდივიდუალურად ყოველი პაციენტისათვის.

თუ მკურნალობის დროს პაციენტი თვლის, რომ პრეპარატის მოქმედება ძალიან ძლიერი ან სუსტია უნდა მიმართოს ექიმს.

თუ მიიღეთ კლონაზეპამის ჭარბი რაოდებობა

კლონაზეპამის დოზის გადაჭარბებისას შესაძლოა გამოვლინდეს: ძილიანობა, დეზორიენტაცია, გაურკვეველი მეტყველება, რთულ შემთხვევებში გონების დაკარგვა, კომა. სიცოცხლისათვის საშიში შესაძლოა იყოს მოწამვლა, რომელიც გამოწვეულია კლონაზეპამისა და ალკოჰოლის ერთროულად მიღებისას, ან კლონაზეპამისა და სხვა სამკურნალო საშუალებების მიღებისას, რომლებსაც გააჩნიათ დამთრგუნველი ზემოქმედება ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე.

პრეპარატის დოზის გადაჭარბების შემთხვევაში აუცილებლად გამოიწვიეთ ღებინება (თუ პაციენტი გონებას არ კარგავს) და მიმართეთ ექიმს.

პრეპრატის რეკომენდებულზე მეტი დოზით მიღებისას აუცილებლად მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

პრეპარატი კლონაზეპამის დოზის გამოტოვების შემთხვევაში

თუ პრეპარატი არ მიიღეთ განსაზღვრულ დროს, აუცილებლად უნდა მიიღოთ ის სწრაფად (თუ მომდევნო მიღებამდე საკმაო დროა დარჩენილი) ან განაგრძოთ პრეპარატის რეგულარული მიღება.

არ შეიძლება ორმაგი დოზის მიღება გამოტოვებული დოზის კომპენსირების მიზნით.

  • მოსალოდნელი გვერდითი მოქმედება

ნებისმიერი პრეპარატის მსგავსად კლონაზეპამმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი მოქმედებები, თუმცა არა ნებისმიერ პაციენტში.

გვერდითი მოქმედების გამოვლენა და რაოდენობა დამოკიდებულია პაციენტის ინდივიდუალურ მგრძნობელობაზე და დოზაზე. სამკურნალო პრეპარატ კლონაზეპამის მოხსნა მძიმე გვერდითი მოქმედებების გამოვლენასთან დაკავშირებით გვხვდება იშვიათად.

დარღვევები გულის მხრივ: ბრადიკარდია, ტკივილი გულმკერდის არეში.

დარღვევები სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ: სისხლის შემადგენლობის მორფოლოგიური დარღვევები.

ნევროლოგიური დარღვევები: ძილიანობა, რეაქციის შენელება, თავის ტკივილი და თავბრუსხვევა, სინათლისადმი მომეტებული მგრძნობელობა, გონების დაბინდვა და დეზორიენტაცია, ატაქსია. ეს ეფექტები ხშირად აღინიშნება მკურნალობის დასაწყისში ხანდაზმულებში და როგორც წესი, ქრება თერაპიის მიმდინარეობისას. ამ რეაქციების გაძლიერების შემთხვევებში მიმართეთ ექიმს. დოზირების შესაბამისი შემცირება ჩვეულებრივ ამცირებს მათ გამოხატვას და სიხშირეს.

ხანდახან, ისე როგორც სხვა ბენზოდიაზეპინების მიღების შემდეგ, განსაკუთრებით დიდი დოზებით, შესაძლოა განვითარდეს მეტყველების დარღვევა და მეხსიერების დარღვევა.

ოფთალმოლოგიური დარღვევები: მხედველობის დარღვევა (არამკვეთრი მხედველობა, დიპლოპია, ნისტაგმი).

დარღვევები სუნთქვის სისტემის, გულმკერდის და შუასაყარის მხრივ: სუნთქვის ცენტრის დარღვევა აღინიშნა იშვიათად, უმეტესად პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად იღებენ რამდენიმე პრეპარატს, რომლებიც ახდენენ დამთრგუნველ ზემოქმედებას სუნთქვის ცენტრზე.

დარღვევები კუჭ-ნაწლავის მხრივ: ღებინება, დისპეპფისური მოვლენები, პირის სიმშრალე, არასასიამოვნი გემო ვლინდება იშვიათად.

დარღვევები თირკმელებისა და შარდგამომყოფი გზების მხრივ: შარდის შეკავება, უნებლიე შარდვა ან შარდის შეუკავებლობა, მტკივნეული შარდვა.

დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ: ჭინჭრის ციება, გამონაყარი, თმის ცვენა, პიგმენტაციის დარღვევა.

ჩონჩხ-კუნთოვანი სისტემის და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ დარღვევები: კუნთების სისუსტე, კუნთების კანკალი, მიალგია.

მეტაბოლიზმისა და კვების დარღვევა: მადის დაკარგვა.

დარღვევები სისხლძარღვების მხრივ: სისხლის არტერიული წნევის უმნიშვნელო დაცემა.

ზოგადი დარღვევები და რეაქცია პრეპარატის შეყვანის ადგილას: საერთო სისუსტე, გულყრა. ეპილეფსიის ზოგიერთი ფორმისას, ხანგრძლივი მკურნალობის დროს შესაძლოა გაიზარდოს შეტევების სიხშირე.

ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები:

დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ: ანაფილაქსური რეაქციები აღწერილია ძალიან იშვიათად.

დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ: კანის ალერგიული რეაქციები (გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრის ციება).

დარღვევები ღვიძლისა და სანაღვლე გზების მხრივ: ამინოტრანსფერაზას აქტივობის უმნიშვნელო მომატება, ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, თანმდევი სიყვითლით.

დარღვევები რეპროდუქციული სისტემის და სარძევე ჯირკვლების მხრივ: მენსტუალური ციკლის დარღვევები, ლიბიდოს დარღვევა.

ფსიქიური დარღვევები: პარადოქსალური რეაქციები - ფსიქომამოძრავებელი მოუსვენრობა, უძილობა, მომატებული აღგზნებადობა და აგრესიულობა, კუნთების ტრემორი, კრუნჩხვა. პარადოქსალური რეაქციები უფრო ხშირად აღინიშნა ალკოჰოლის გამოყენების შემდეგ, ხანდაზმულ პაციენტებში და ფსიქიური დაავადებების მქონე პაციენტებში.

ფსიქიური და ფიზიკური დამოკიდებულება შესაძლოა განვითარდეს კლონაზეპამის თერაპიული დოზებით მკურნალობისას. Dდამოკიდებულების განვითარების რისკი იზრდება დოზის მომატებისა და მკურნალობის ხანგრძლივობის შესაბამისად, განსაკუთრებით ანამნეზში ალკოჰოლიზმით ან სხვა სახის დამოკიდებულების მქონე პაციენტებში. პრეპარატის მიღების სწრაფად შეწყვეტამ შესაძლოა გამოიწვიოს მოხსნის სინდრომი.

კლონაზეპამით მკურნალობის პერიოდში შესაძლოა გამოვლინდეს არსებული არადიაგნოსტირებადი დეპრესია.

ზოგიერთ პაციენტებში კლონაზეპამით მკურნალობის პერიოდში შესაძლოა გამოვლინდეს სხვა გვერდითი მოქმედებები. ნებისმიერი ზემოთ აღნიშნული ან სხვა არასასურველი მოქმედების გამოვლენის შემთხვევაში, რომელიც არ არის მითითებული გამოყენების ინსტრუქციაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

  • პრეპარატი კლონაზეპამის შენახვის წესი

ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

შეინახეთ მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას არაუმეტეს 25ºC ტემპერატურაზე.

გამოყენებამდე აუცილებლად შეამოწმეთY შეფუთვაზე აღნიშნული ვარგისობის ვადა. არ გამოიყენოთ პრეპარატი კლონაზეპამი შეფუთვაზე აღნიშნული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

სამკურნალო პრეპარატის გადაგდება არ შეიძლება კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. აუცილებლად ჰკითხეთ ფარმაცევტს სამკურნალო პრეპარატის უტილიზაციის შესახებ. ეს ღონისძიება ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

ვარგისობის ვადა 3 წელი.

  • დამატებითი ინფორმაცია

გაცემის რეჟიმი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - I, გაიცემა ფორმა №2 რეცეპტით

Dდამზადებულია პოლონეთში.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა