პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანტიეპილეფსიური საშუალებები

კლონაზეპამი

CLONAZEPAM

რეცეპტით0,002გინსტრუქცია ქართულადუკრაინა
რისთვის გამოიყენება

ეპილეფსია ჩვილ, სკოლამდელი და სკოლის ასაკის ბავშვებში (მცირე ეპილეფსიის ძირითადად ტიპური და ატიპიური გულყრები და პირველადი ან მეორადი გენერალიზებული ტონიკო-კლონიკური კრიზები). ეპილეფსია ზრდასრულებში (ძირითადად ფოკალური გულყრები). …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
კლონაზეპამი (clonazepam)
ფორმა და შეფუთვა
0,002გ ტაბლეტი №30 (3X10)
მწარმოებელი
SLC «INTERCHEM», უკრაინა
გაცემის წესი
I ჯგუფი, გაიცემა ფორმა №2 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტიეპილეფსიური საშუალებები, ბენზოდიაზეპინის წარმოებულები
ATC კოდი
N03AE01
რეგისტრაციის ნომერი
რ-044322
რეგისტრირებულია
13 ნოემბერი 2025, მოქმედებს 13 ნოემბერი 2030-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
SLC «INTERCHEM» (უკრაინა)
განმცხადებელი
შპს „არგო“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაკლონაზეპამი და სხვა წამალი ერთად

კლონაზეპამი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ეპილეფსია ჩვილ, სკოლამდელი და სკოლის ასაკის ბავშვებში (მცირე ეპილეფსიის ძირითადად ტიპური და ატიპიური გულყრები და პირველადი ან მეორადი გენერალიზებული ტონიკო-კლონიკური კრიზები).

ეპილეფსია ზრდასრულებში (ძირითადად ფოკალური გულყრები).

პაროქსიზმალური შიშის სინდრომები, შიშის მდგომარეობა ფობიების დროს, მაგალითად აგორაფობიის დროს (არ უნიშნავენ 18 წლამდე პაციენტებს).

ფსიქომოტორული აღზნებადობის მდგომარეობა რეაქტიული ფსიქოზების ფონზე.

გამოყენების ხერხი და დოზები. დოზის და თერაპიის ხანგრძლივობას განსაზღვრავენ ინდივიდუალურად ყოველი პაციენტისთვის, დაავადების ხასიათის, სიმძიმის ხარისხის და მიმდინარეობის განსაკუთრებულობის, მიღწეული თერაპევტული ეფექტის და პრეპარატის ამტანობის გათვალისწინებით. მკურნალობა უნდა იწყებოდეს მცირე დოზებიდან, მათი თანდათანობითი გაზრდით თერაპევტული ეფექტის მიღებამდე. პრეპარატს ღებულობენ პერორალურად, დაუღეჭავად და აყოლებენ მცირე რაოდენობით სითხეს.

ეპილეფსიის დროს

ზრდასრულები. საწყისი დოზა შეადგენს 1,5 მგ/დღე-ღამეში და ნაწილდება სამ მიღებაზე. საჭიროა დოზის თანდათანობითი გაზრდა 0,5-1 მგ-ით ყოველ 3 დღეში ოპტიმალური ეფექტის მიღებამდე.

შემანარჩუნებელი დოზა დგინდება ინდივიდუალურად ყოველი ავადმყოფისთვის, თერაპევტულ ეფექტზე დამოკიდებულებით (ძირითადად 4-8 მგ/დღე-ღამეში 3-4 მიღება).

მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 20 მგ.

ბავშვები.საწყისი დოზა-1 მგ დღე-ღამეში (2 ჯერ 0,5 მგ).

შესაძლებელია დოზის თანდათანობითი აწევა 0,5 მგ-ით ყოველი 3 დღე დამაკმაყოფილებელი თერაპიული ეფექტის მიღებამდე.

შემანარჩუნებელი სადღეღამისო დოზა:

ჩვილი ბავშვებისთვის 1 წლამდე-0,5-1 მგ;

ბავშვებისთვის 1 წლიდან 5 წლამდე - 1-3 მგ;

ბავშვებისთვის 5 წლიდან 12 წლამდე -3-6 მგ.

ბავშვებისთვის 3 წლიდან ტაბლეტების საჭირო რაოდენობას ფქვავენ ფხვნილის სახით, ხსნიან მცირე რაოდენობის წყალში და იღებენ სუსპენზიის სახით.

ბავშვებისთვის მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეასდგენს 0,2 მგ/კგ.

პარიქსიზმული შფოთვის სინდრომის დროს

ზრდასრულების საშუალო დოზა შეადგენს 1 მგ/დღე-ღამეში. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა-4 მგ. პაროქსიზმული შფოთვის სინდრომის მქონე 18 წლამდე ასაკის ბავშვებში კლონაზეპამის გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა არ არის დადგენილი.

უკუჩვენებები

ჰიპერმგრძნობელობა ბენზდიაზეპინების მიმართ;

ცენტრალური წარმოშობის სუნთქვის დარღვევა და სუნთქვის უკმარისობის მძიმე მდგომარეობები, მიზეზის მიუხედავად;

დახურულკუთხოვანი გლაუკომა;

მიასტენია;

გონების დარღვევა;

თირკმელების ან ღვიძლის მძიმე უკმარისობა.

გადაჭარბებული დოზირება.

კლონაზეპამის გადაჭარბებული დოზირების შედეგად შეიძლება გაჩნდეს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა: ძილიანობა, დეზორიენტაცია, გაურკვეველი მეტყველება, ხოლო მძიმე შემთხვევბში -კომა. სიცოცხლისთვის სახიფათო შეიძლება იყოს კლონაზემაპის გამოყენება სხვა წამლებთან ერთად, რომლებიც აქვეითებენ ცნს-ს, ან ალქოჰოლთან ერთად. მწვავე მოწამვლის შემთხვევაში საჭიროა კუჭის დაცლა (ღებინების პროვოცირება, კუჭის გამორეცხვა) და აქტივირებული ნახშირის გამოიყენება.

კლონაზეპამის გადაჭარბებული დოზირების დროს მკურნალობა სიმპტომატურია და პირველ რიგში შედგება ორგანიზმის საციცოხლო ძირითადი ფუნქციების მონიტორინგისგან (სუნთქვა, პულსი, არტერიული წნევა). სპეციფიურ ანტაგონისტს წარმოადგენს ფლუმაზენილი (ბენზდიაზეპინის რეცეპტორების ანტაგონისტი).

გამოყენების განსაკუთრებულობა.

კლონაზეპამის მიღება უნდა ხდებოდეს ექიმის მკაცრი კონტროლით;

საჭიროა პრეპარატის დანიშვნა სიფრთხილით თირკმელების და ღვიძლის ფუნქციების დარღვევის მქონე ავადმყოფებისთვის, ხანდაზმული პაციენტებისთვის, განსაკუთრებით ვისაც აქვს წონასწორობის დარღვევა და დაქვეითებული მოძრაობითი შესაძლებლობები (რეკომენდირებულია პრეპარატის დოზის შემცირება);

სუნთქვის ფუნქციაზე და ნერწყვის სეკრეციის გაძლიერების შესაძლებლობაზე კლონაზეპამის დამთრგუნველი ზეგავლენის გამო საჭიროა პრეპარატის სიფრთხილით გამოყენება სუნთქვის სისტემის ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტების მკურნალობის დროს;

კლონაზეპამთან ურთიერთმოქმედების შესაძლებლობასთან დაკავშირებით სხვა პრეპარატებს უნიშნავენ სიფრთხილით;

კლონაზეპამით ხანგრძლივი თერაპიის დროს ნაჩვენებია სისხლის პერიოდული გამოკვლევები (მორფოლოგიური) და ღვიძლის ფუნქციონალური სინჯები.

კლონაზეპამის გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში დაშვებულია მხოლოდ იმ სიტუაციაში, როდესაც მის გამოყენებას აქვს აბსოლიტური ჩვენება, ხოლო უფრო უსაფრთხო, ალტერნატიული პრეპარატის გამოყენება შეუძლებელია ან უკუნაჩვენებია.

კლონაზეპამით მკურნალობის დროს საჭიროა თავი შეიკავოთ ძუძუთი კვებისგან.

კლონაზეპამის ხანგრძლივი გამოყენება იწვევს მისი მოქმედების თანდათანობით დასუსტებას ტოლერანტობის განვითარების შედეგად. პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენება შეიძლება გამოიწვიოს მედიკამნტოზური დამოკიდებულება და აბსტინენციის სინდრომი უეცარი შეწყვეტის შემთხვევაში. აბსტინენციის სინდრომი ხასიათდება ფსიქომოტორული აღზნებადობით, გაძლიერებული შიშით, ვეგეტატიური დარღვევებით და უძილობით.

არ შეიძლება პრეპარატის უეცარი შეწყვეტა, ყოველთვის საჭიროა დოზის თანდათანობითი, ექიმის კონტროლის ქვეშ შემცირება. პრეპარატის უეცარი შეწყვეტა შეიძლება გახდეს ძილის, განწყობის გაუარესების, ფსიქიკური დარღვევების მიზეზი. განსაკუთრებულად სახიფათო არის ხანგრძლივი თერაპიის ან პრეპარატის დიდი დოზებით თერაპიის უეცარი შეწყვეტა.

კლონაზეპამით მკურნალობის დროს და 3 დღის განმავლობაში მისი დასრულების შემდეგ არ შეიძლება სპირტიანი სასმელების მიღება, სატრანსპორტო საშუალებების მართვა, მოძრავი მექანიკური მოწყობილობების მომსახურება.

ურთიერთმოქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან.

კლონაზეპამის დეპრესიულ მოქმედებას ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე აძლიერებს მსგავსი მოქმედების მქონე ყველა პრეპარატი, მაგალითად, ბარბიტურატები, პრეპარატები, რომლებიც იწვევენ ცენტრალური მოქმედების სისხლის არტერიულ წნევას, ნეიროლეპტიკები, ანტიდეპრესანტები, კრუნჩხვის საწინააღმდეგო პრეპარატები, ნარკოტიკული ანალგეტიკები. მსგავს მოქმედებას ახდენს ეთილის სპირტი. კლონაზეპამით მკურნალობის დროს ალკოჰოლის მიღებამ, ცნს-ზე ჯამური დამთრგუნველი მოქმედების გარდა, შეიძლება მოახდინოს პარადოქსული რეაქციების პროვოცირება: ფსიქომოტორული აღზნებადობა, აგრესიული ქცევა ან პათოლოგიური თრობის მდგომარეობა. პათოლოგიური თრობა არ არის დამოკიდებული მიღებული ალქოჰოლის სახესა და რაოდენობაზე, ხანდახან საკმარისია უმნიშვნელო დოზაც. პრეპარატი ახდენს იმ საშუალებების მოქმედების პოტენცირებას, რომლებიც ასუსტებენ ჩონჩხის კუნთების ტონუსს.

თამბაქოს მოწევა შეიძლება გამოიწვიოს კლონაზეპამის მოქმედების დასუსტება.

გვერდითი მოვლენები

მკურნალობის დროს კლონაზეპამის ხშირი არასასურველი რეაქციები შეიძლება იყოს ძილიანობა, თავბრუსხვევა, მოძრაობის კოორდინაციის დარღვევა, დაღლილობის შეგრძნება, მოდუნება. ასევე შეიძლება გაჩნდეს მეხსიერების დარღვევა, გაძლიერებული ნერვული აღზნებადობა, დეპრესია, ზედა სასუნთქი გზების კატარალური ანთების სიმპტომები, ნერწყის სეკრეციის მომატება.

იშვიათად შეიძლება გაჩნდეს მეტყველების დარღვევა, ინფორმაციის ათვისების შესაძლებლობის დაქვეითება, ემოციური ლტაბლეტილურობა, ლიბიდოს დაქვეითება, დეზორიენტაციის მდგომარეობა, ყაბზობა, მუცლის ტკივილი, მადის დაქვეითება, კანის ალერგიული რეაქციები, კუნთების ტკივილი, მენსტრუალური ციკლის დარღვევა, ხშირი შარდვა, ერითროციტების, ლეიკოციტების და თრომბოციტების რაოდენობის შემცირება სისხლში, სისხლში ტრანსამინაზების (ალატ, ასპატ), ტუტე ფოსფატაზას კონცენტრაციის გარდამავალი მომატება; პარადოქსული რეაქციები: ფსიქიკური აღზნებადობა, უძილობა. პარადოქსული რეაქციების გაჩენის შემთხვევაში საჭიროა ეგრევე შეწყვიტოთ მკურნალობა პრეპარატით. პრეპარატის სისტემატიური მიღება მრავალი კვირის განმავლობაში შეიძლება გამოიწვიოს მედიკამენტოზური დამოკიდებულების განვითარება, ხოლო პრეპარატის უეცარი შეწყვეტის შემთხვევაში აბსტინენციის სინდრომის გაჩენა.

ჩვილებში და პატარა ბავშვებში კლონაზეპამი შეიძლება გახდეს ნერწყვის გაძლიერებული გამოყოფის ან ბრონქიალური ლორწოს გაჩენის (სასუნთქი გზების დაცობის საშიშროება) მიზეზი.

გვერდითი ეფექტების უმრავლესობა ჩნდება მკურნალობის დასაწყისში, შემდეგ შემდგომი მკურნალობის დროს ისინი ნელნელა სუსტდება. შესაძლებელია გვერდითი რეაქციების რაოდენობის მნიშვნელოვნად შემცირება ან მათი წარმოქმნის თავიდან აცილება, თუ მკურნალობა დაიწყება მცირე დოზებით, თანდათანობითი გაზრდით (საჭიროებისას შემცირებით).

შემადგენლობა

1 ტაბლეტი შეიცავს კლონაზეპამის 0,002 გ;

დამხმარე ნივთიერებები: რძის შაქარი (გრანულაკი 200), კარტოფილის სახამებელი, საკვები ჟელატინი, კალციუმის სტეარატი.

შენახვის პირობები

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ, მშრალ და სინათლისგან დაცულ ადგილზე არაუმეტეს 250С ტემპერატურაზე.

შენახვის ვადა-3 წელი.

გაცემის რეჟიმი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - I ჯგუფი, გაიცემა ფორმა №2 რეცეპტით

შეფუთვა. 0,002 გ #30 ტაბლეტი ბლისტერზე.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ეპილეფსიის საწინააღმდეგო საშუალებები. ბენზდიაზეპინის წარმოებული. კოდი ATC N03A E01.

ფარმაკოლოგიური თვისებები.

ფარმაკოდინამიკა. კლონაზეპამი მიეკუთვნება ბენზდიაზეპინის წარმოებულების ჯგუფს. პრეპარატის მოქმედების მექანიზმი მჭიდროდ დაკავშირებულია შემაჩერებელ ენდოგენურ ნეირომედიატორთან, გამა-ამინოზეთოვან მჟავასთან (გაზმ) და რეცეპტორთან, რომლის გავლით იგი ნერვულ სისტემაში ახდენს ეფექტების უმრავლესობის რეალიზებას, ე.წ. გაზმ-ა. როგორც ყველა ბენზდიაზეპინები, კლონაზეპამი აძლიერებს თავის ტვინის ქერქის, ჰიპოკამპის, ნათხემის, ღეროს და ცნს სხვა სტრუქტურების გაზმ-ერგული ნეირონების შემაჩერებელ მოქმედებას.

პრეპარატის კლინიკური ეფექტი განპირობებულია ძლიერი და ხანგრძლივი კრუნჩხვის საწინააღმდეგო მოქმედებით; მოქმედებს ანქსიოლიტიკურად, დამამშვიდებლად, ახდენს ზომიერ საძილე, ასევე ზომიერ მიორელაქსიურ მოქმედებას.

ფარმაკოკინეტიკა. პერორალური გამოყენების დროს კლონაზემაპი სწრაფად და სრულად იწოვება საჭმლის მომნელებელ ტრაქტში. პრეპარატის ჯერადი პერორალური დოზის 2 მგ მიღების დროს მაქსიმალური კონცენტრაცია (Сმაქს) სისხლის შრატში შეიმჩნევა 1-4 საათში, ცალკეულ შემთხვევებში -4-8 საათში.

ცხიმებში კარგ ხსნადობასთან დაკავშირებით პრეპარატი სწრაფად ნაწილდება ქსოვილებში. კლონაზემაპი დაახლოებით 85% უკავშირდება სისხლის ცილებს.

პრეპარატი შეაღწევს პლაცენტის და ჰემატოენცეფალურ ბარიერში, ხვდება დედის რძეში.

კლონაზეპამი მეტაბოლიზდება ღვიძლში ფარმაკოლოგიურად არააქტიურ ნაერთებამდე.

ელიმინაციის პერიოდი (T1/2) შეადგენს 20-40 სთ. სისხლში თანაბარი კონცენტრაცია მიიღწევა 4-6 დღე-ღამეში. მკაფიო დამოკიდებულება დოზაზე, როგორც ყველა ბენზდიაზეპინებს, კლონაზეპამსაც ასევე არ აქვს.

პრეპარატის გამოყოფა ძირითადად ხდება შარდით მეტაბოლიტების ფორმით; კლონაზეპამი 2%-მდე შეიძლება გამოიყოს თირკმელების მიერ უცვლელი სახით; პრეპარატის 9-26% გამოიყოფა განავალთან ერთად.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

პრეპარატ კლონაზეპამის სამედიცინო გამოყენების

ინსტრუქცია

(Clonazepam)

ზოგადი მახასიათებლები:

საერთაშორისო და ქიმიური დასახელება: clonazepam; 5-(2-ქლოროფენილი)-1,3-დიჰიდრო-7-ნიტრო-2Н-1,4-ბენზდიაზეპინი-2-ონ;

ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები: თეთრი ფერის ტაბლეტები, ბრტყელცილინდრული ფორმის, ფასკით და ნიშნით. ტაბლეტის ერთ მხარეს დატანილია საწარმოს სავაჭრო ნიშანი.

შემადგენლობა: 1 ტაბლეტი შეიცავს კლონაზეპამის 0,002 გ;

დამხმარე ნივთიერებები: რძის შაქარი (გრანულაკი 200), კარტოფილის სახამებელი, საკვები ჟელატინი, კალციუმის სტეარატი.

გამოშვების ფორმა: ტაბლეტები.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ეპილეფსიის საწინააღმდეგო საშუალებები. ბენზდიაზეპინის წარმოებული. კოდი ATC N03A E01.

ფარმაკოლოგიური თვისებები.

ფარმაკოდინამიკა. კლონაზეპამი მიეკუთვნება ბენზდიაზეპინის წარმოებულების ჯგუფს. პრეპარატის მოქმედების მექანიზმი მჭიდროდ დაკავშირებულია შემაჩერებელ ენდოგენურ ნეირომედიატორთან, გამა-ამინოზეთოვან მჟავასთან (გაზმ) და რეცეპტორთან, რომლის გავლით იგი ნერვულ სისტემაში ახდენს ეფექტების უმრავლესობის რეალიზებას, ე.წ. გაზმ-ა. როგორც ყველა ბენზდიაზეპინები, კლონაზეპამი აძლიერებს თავის ტვინის ქერქის, ჰიპოკამპის, ნათხემის, ღეროს და ცნს სხვა სტრუქტურების გაზმ-ერგული ნეირონების შემაჩერებელ მოქმედებას.

პრეპარატის კლინიკური ეფექტი განპირობებულია ძლიერი და ხანგრძლივი კრუნჩხვის საწინააღმდეგო მოქმედებით; მოქმედებს ანქსიოლიტიკურად, დამამშვიდებლად, ახდენს ზომიერ საძილე, ასევე ზომიერ მიორელაქსიურ მოქმედებას.

ფარმაკოკინეტიკა. პერორალური გამოყენების დროს კლონაზემაპი სწრაფად და სრულად იწოვება საჭმლის მომნელებელ ტრაქტში. პრეპარატის ჯერადი პერორალური დოზის 2 მგ მიღების დროს მაქსიმალური კონცენტრაცია (Сმაქს) სისხლის შრატში შეიმჩნევა 1-4 საათში, ცალკეულ შემთხვევებში -4-8 საათში.

ცხიმებში კარგ ხსნადობასთან დაკავშირებით პრეპარატი სწრაფად ნაწილდება ქსოვილებში. კლონაზემაპი დაახლოებით 85% უკავშირდება სისხლის ცილებს.

პრეპარატი შეაღწევს პლაცენტის და ჰემატოენცეფალურ ბარიერში, ხვდება დედის რძეში.

კლონაზეპამი მეტაბოლიზდება ღვიძლში ფარმაკოლოგიურად არააქტიურ ნაერთებამდე.

ელიმინაციის პერიოდი (T1/2) შეადგენს 20-40 სთ. სისხლში თანაბარი კონცენტრაცია მიიღწევა 4-6 დღე-ღამეში. მკაფიო დამოკიდებულება დოზაზე, როგორც ყველა ბენზდიაზეპინებს, კლონაზეპამსაც ასევე არ აქვს.

პრეპარატის გამოყოფა ძირითადად ხდება შარდით მეტაბოლიტების ფორმით; კლონაზეპამი 2%-მდე შეიძლება გამოიყოს თირკმელების მიერ უცვლელი სახით; პრეპარატის 9-26% გამოიყოფა განავალთან ერთად.

მიღების ჩვენება.

ეპილეფსია ჩვილ, სკოლამდელი და სკოლის ასაკის ბავშვებში (მცირე ეპილეფსიის ძირითადად ტიპური და ატიპიური გულყრები და პირველადი ან მეორადი გენერალიზებული ტონიკო-კლონიკური კრიზები).

ეპილეფსია ზრდასრულებში (ძირითადად ფოკალური გულყრები).

პაროქსიზმალური შიშის სინდრომები, შიშის მდგომარეობა ფობიების დროს, მაგალითად აგორაფობიის დროს (არ უნიშნავენ 18 წლამდე პაციენტებს).

ფსიქომოტორული აღზნებადობის მდგომარეობა რეაქტიული ფსიქოზების ფონზე.

გამოყენების ხერხი და დოზები. დოზის და თერაპიის ხანგრძლივობას განსაზღვრავენ ინდივიდუალურად ყოველი პაციენტისთვის, დაავადების ხასიათის, სიმძიმის ხარისხის და მიმდინარეობის განსაკუთრებულობის, მიღწეული თერაპევტული ეფექტის და პრეპარატის ამტანობის გათვალისწინებით. მკურნალობა უნდა იწყებოდეს მცირე დოზებიდან, მათი თანდათანობითი გაზრდით თერაპევტული ეფექტის მიღებამდე. პრეპარატს ღებულობენ პერორალურად, დაუღეჭავად და აყოლებენ მცირე რაოდენობით სითხეს.

ეპილეფსიის დროს

ზრდასრულები. საწყისი დოზა შეადგენს 1,5 მგ/დღე-ღამეში და ნაწილდება სამ მიღებაზე. საჭიროა დოზის თანდათანობითი გაზრდა 0,5-1 მგ-ით ყოველ 3 დღეში ოპტიმალური ეფექტის მიღებამდე.

შემანარჩუნებელი დოზა დგინდება ინდივიდუალურად ყოველი ავადმყოფისთვის, თერაპევტულ ეფექტზე დამოკიდებულებით (ძირითადად 4-8 მგ/დღე-ღამეში 3-4 მიღება).

მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 20 მგ.

ბავშვები.საწყისი დოზა-1 მგ დღე-ღამეში (2 ჯერ 0,5 მგ).

შესაძლებელია დოზის თანდათანობითი აწევა 0,5 მგ-ით ყოველი 3 დღე დამაკმაყოფილებელი თერაპიული ეფექტის მიღებამდე.

შემანარჩუნებელი სადღეღამისო დოზა:

ჩვილი ბავშვებისთვის 1 წლამდე-0,5-1 მგ;

ბავშვებისთვის 1 წლიდან 5 წლამდე - 1-3 მგ;

ბავშვებისთვის 5 წლიდან 12 წლამდე -3-6 მგ.

ბავშვებისთვის 3 წლიდან ტაბლეტების საჭირო რაოდენობას ფქვავენ ფხვნილის სახით, ხსნიან მცირე რაოდენობის წყალში და იღებენ სუსპენზიის სახით.

ბავშვებისთვის მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეასდგენს 0,2 მგ/კგ.

პარიქსიზმული შფოთვის სინდრომის დროს

ზრდასრულების საშუალო დოზა შეადგენს 1 მგ/დღე-ღამეში. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა-4 მგ. პაროქსიზმული შფოთვის სინდრომის მქონე 18 წლამდე ასაკის ბავშვებში კლონაზეპამის გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა არ არის დადგენილი.

გვერდითი მოქმედება.

მკურნალობის დროს კლონაზეპამის ხშირი არასასურველი რეაქციები შეიძლება იყოს ძილიანობა, თავბრუსხვევა, მოძრაობის კოორდინაციის დარღვევა, დაღლილობის შეგრძნება, მოდუნება. ასევე შეიძლება გაჩნდეს მეხსიერების დარღვევა, გაძლიერებული ნერვული აღზნებადობა, დეპრესია, ზედა სასუნთქი გზების კატარალური ანთების სიმპტომები, ნერწყის სეკრეციის მომატება.

იშვიათად შეიძლება გაჩნდეს მეტყველების დარღვევა, ინფორმაციის ათვისების შესაძლებლობის დაქვეითება, ემოციური ლტაბლეტილურობა, ლიბიდოს დაქვეითება, დეზორიენტაციის მდგომარეობა, ყაბზობა, მუცლის ტკივილი, მადის დაქვეითება, კანის ალერგიული რეაქციები, კუნთების ტკივილი, მენსტრუალური ციკლის დარღვევა, ხშირი შარდვა, ერითროციტების, ლეიკოციტების და თრომბოციტების რაოდენობის შემცირება სისხლში, სისხლში ტრანსამინაზების (ალატ, ასპატ), ტუტე ფოსფატაზას კონცენტრაციის გარდამავალი მომატება; პარადოქსული რეაქციები: ფსიქიკური აღზნებადობა, უძილობა. პარადოქსული რეაქციების გაჩენის შემთხვევაში საჭიროა ეგრევე შეწყვიტოთ მკურნალობა პრეპარატით. პრეპარატის სისტემატიური მიღება მრავალი კვირის განმავლობაში შეიძლება გამოიწვიოს მედიკამენტოზური დამოკიდებულების განვითარება, ხოლო პრეპარატის უეცარი შეწყვეტის შემთხვევაში აბსტინენციის სინდრომის გაჩენა.

ჩვილებში და პატარა ბავშვებში კლონაზეპამი შეიძლება გახდეს ნერწყვის გაძლიერებული გამოყოფის ან ბრონქიალური ლორწოს გაჩენის (სასუნთქი გზების დაცობის საშიშროება) მიზეზი.

გვერდითი ეფექტების უმრავლესობა ჩნდება მკურნალობის დასაწყისში, შემდეგ შემდგომი მკურნალობის დროს ისინი ნელნელა სუსტდება. შესაძლებელია გვერდითი რეაქციების რაოდენობის მნიშვნელოვნად შემცირება ან მათი წარმოქმნის თავიდან აცილება, თუ მკურნალობა დაიწყება მცირე დოზებით, თანდათანობითი გაზრდით (საჭიროებისას შემცირებით).

უკუჩვენება:

ჰიპერმგრძნობელობა ბენზდიაზეპინების მიმართ;

ცენტრალური წარმოშობის სუნთქვის დარღვევა და სუნთქვის უკმარისობის მძიმე მდგომარეობები, მიზეზის მიუხედავად;

დახურულკუთხოვანი გლაუკომა;

მიასტენია;

გონების დარღვევა;

თირკმელების ან ღვიძლის მძიმე უკმარისობა.

გადაჭარბებული დოზირება.

კლონაზეპამის გადაჭარბებული დოზირების შედეგად შეიძლება გაჩნდეს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა: ძილიანობა, დეზორიენტაცია, გაურკვეველი მეტყველება, ხოლო მძიმე შემთხვევბში -კომა. სიცოცხლისთვის სახიფათო შეიძლება იყოს კლონაზემაპის გამოყენება სხვა წამლებთან ერთად, რომლებიც აქვეითებენ ცნს-ს, ან ალქოჰოლთან ერთად. მწვავე მოწამვლის შემთხვევაში საჭიროა კუჭის დაცლა (ღებინების პროვოცირება, კუჭის გამორეცხვა) და აქტივირებული ნახშირის გამოიყენება.

კლონაზეპამის გადაჭარბებული დოზირების დროს მკურნალობა სიმპტომატურია და პირველ რიგში შედგება ორგანიზმის საციცოხლო ძირითადი ფუნქციების მონიტორინგისგან (სუნთქვა, პულსი, არტერიული წნევა). სპეციფიურ ანტაგონისტს წარმოადგენს ფლუმაზენილი (ბენზდიაზეპინის რეცეპტორების ანტაგონისტი).

გამოყენების განსაკუთრებულობა.

კლონაზეპამის მიღება უნდა ხდებოდეს ექიმის მკაცრი კონტროლით;

საჭიროა პრეპარატის დანიშვნა სიფრთხილით თირკმელების და ღვიძლის ფუნქციების დარღვევის მქონე ავადმყოფებისთვის, ხანდაზმული პაციენტებისთვის, განსაკუთრებით ვისაც აქვს წონასწორობის დარღვევა და დაქვეითებული მოძრაობითი შესაძლებლობები (რეკომენდირებულია პრეპარატის დოზის შემცირება);

სუნთქვის ფუნქციაზე და ნერწყვის სეკრეციის გაძლიერების შესაძლებლობაზე კლონაზეპამის დამთრგუნველი ზეგავლენის გამო საჭიროა პრეპარატის სიფრთხილით გამოყენება სუნთქვის სისტემის ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტების მკურნალობის დროს;

კლონაზეპამთან ურთიერთმოქმედების შესაძლებლობასთან დაკავშირებით სხვა პრეპარატებს უნიშნავენ სიფრთხილით;

კლონაზეპამით ხანგრძლივი თერაპიის დროს ნაჩვენებია სისხლის პერიოდული გამოკვლევები (მორფოლოგიური) და ღვიძლის ფუნქციონალური სინჯები.

კლონაზეპამის გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში დაშვებულია მხოლოდ იმ სიტუაციაში, როდესაც მის გამოყენებას აქვს აბსოლიტური ჩვენება, ხოლო უფრო უსაფრთხო, ალტერნატიული პრეპარატის გამოყენება შეუძლებელია ან უკუნაჩვენებია.

კლონაზეპამით მკურნალობის დროს საჭიროა თავი შეიკავოთ ძუძუთი კვებისგან.

კლონაზეპამის ხანგრძლივი გამოყენება იწვევს მისი მოქმედების თანდათანობით დასუსტებას ტოლერანტობის განვითარების შედეგად. პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენება შეიძლება გამოიწვიოს მედიკამნტოზური დამოკიდებულება და აბსტინენციის სინდრომი უეცარი შეწყვეტის შემთხვევაში. აბსტინენციის სინდრომი ხასიათდება ფსიქომოტორული აღზნებადობით, გაძლიერებული შიშით, ვეგეტატიური დარღვევებით და უძილობით.

არ შეიძლება პრეპარატის უეცარი შეწყვეტა, ყოველთვის საჭიროა დოზის თანდათანობითი, ექიმის კონტროლის ქვეშ შემცირება. პრეპარატის უეცარი შეწყვეტა შეიძლება გახდეს ძილის, განწყობის გაუარესების, ფსიქიკური დარღვევების მიზეზი. განსაკუთრებულად სახიფათო არის ხანგრძლივი თერაპიის ან პრეპარატის დიდი დოზებით თერაპიის უეცარი შეწყვეტა.

კლონაზეპამით მკურნალობის დროს და 3 დღის განმავლობაში მისი დასრულების შემდეგ არ შეიძლება სპირტიანი სასმელების მიღება, სატრანსპორტო საშუალებების მართვა, მოძრავი მექანიკური მოწყობილობების მომსახურება.

ურთიერთმოქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან.

კლონაზეპამის დეპრესიულ მოქმედებას ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე აძლიერებს მსგავსი მოქმედების მქონე ყველა პრეპარატი, მაგალითად, ბარბიტურატები, პრეპარატები, რომლებიც იწვევენ ცენტრალური მოქმედების სისხლის არტერიულ წნევას, ნეიროლეპტიკები, ანტიდეპრესანტები, კრუნჩხვის საწინააღმდეგო პრეპარატები, ნარკოტიკული ანალგეტიკები. მსგავს მოქმედებას ახდენს ეთილის სპირტი. კლონაზეპამით მკურნალობის დროს ალკოჰოლის მიღებამ, ცნს-ზე ჯამური დამთრგუნველი მოქმედების გარდა, შეიძლება მოახდინოს პარადოქსული რეაქციების პროვოცირება: ფსიქომოტორული აღზნებადობა, აგრესიული ქცევა ან პათოლოგიური თრობის მდგომარეობა. პათოლოგიური თრობა არ არის დამოკიდებული მიღებული ალქოჰოლის სახესა და რაოდენობაზე, ხანდახან საკმარისია უმნიშვნელო დოზაც. პრეპარატი ახდენს იმ საშუალებების მოქმედების პოტენცირებას, რომლებიც ასუსტებენ ჩონჩხის კუნთების ტონუსს.

თამბაქოს მოწევა შეიძლება გამოიწვიოს კლონაზეპამის მოქმედების დასუსტება.

შენახვის პირობები და ვადა. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ, მშრალ და სინათლისგან დაცულ ადგილზე არაუმეტეს 250С ტემპერატურაზე.

შენახვის ვადა-3 წელი.

გაცემის რეჟიმი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - I ჯგუფი, გაიცემა ფორმა №2 რეცეპტით

შეფუთვა. 0,002 გ #30 ტაბლეტი ბლისტერზე.

მწარმოებელი. დამატებითი პასუხისმგებლობის საზოგადოება „ინტერქიმი“.

მისამართი: 65080, ოდესის ოლქი, ქ.ოდესა, ლიუსტდორფის გზა, ს. 86.

დპს „ინტერქიმი“-ს მარკეტინგის გენერალური დირექტორის მოადგილე: /ხელმოწერილია, ბეჭედდასმულია/ ი.ვ. გრანატიუკი.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა