კლოელი წარმოადგენს ხველის დამთრგუნველ სამკურნალო პროდუქტს, რომელიც აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს კლოპერასტინის ფენდიზოატს. მედიკამენტი გამოიყენება ხველის შესამსუბუქებლად. საჭიროა ექიმთან მიმართვა, თუ პაციენტის მდგომარეობა არ უმჯობესდება ან პირიქით, უარესდება ხანმოკლე მკურნალობის შემდეგ.
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- კლოპერასტინი (cloperastine)
- ფორმა და შეფუთვა
- 708მგ/100მლ 200მლ შიგნით მისაღები სუსპენზია ფლაკონი №1 შეფუთვაში საზომ ჭიქასთან ერთად
- მწარმოებელი
- Mitim S.r.l, იტალია
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ხველებისა და გაცივების საწინააღმდეგო პრეპარატები, ხველების დამთრგუნველი საშუალებები, გარდა ამოსახველებლებისა
- ATC კოდი
- R05DB21
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-023243
- რეგისტრირებულია
- 29 აგვისტო 2017, მოქმედებს 29 აგვისტო 2027-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- განმცხადებელი
- სს „გეფა“
- GMP
- -
კლოელი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
კლოელი წარმოადგენს ხველის დამთრგუნველ სამკურნალო პროდუქტს, რომელიც აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს კლოპერასტინის ფენდიზოატს.
მედიკამენტი გამოიყენება ხველის შესამსუბუქებლად.
საჭიროა ექიმთან მიმართვა, თუ პაციენტის მდგომარეობა არ უმჯობესდება ან პირიქით, უარესდება ხანმოკლე მკურნალობის შემდეგ.
მიღების წესი და დოზირება
მედიკამენტის მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს ინსტრუქციის ან ექიმის ან ფარმაცევტის მითითებების შესაბამისად. საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა, თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული.
რეკომენდებული დოზაა:
მოზრდილები: 5 მლ სამჯერ დღეში
ბავშვებსა და მოზარდებში გამოყენება:
2-4 წლის ასაკის ბავშვები: 2 მლ ორჯერ დღეში
4-7 წლის ასაკის ბავშვები: 3 მლ ორჯერ დღეში
7-15 წლის ასაკის ბავშვები: 5 მლ ორჯერ დღეში
მიღების წესი:
მიღების წინ ბოთლი კარგად უნდა შეინჯღრეს;
გამოყენებულ უნდა იქნას შეფუთვაში მოთავსებული 2-3-5 მლ-იანი დოზატორი ჭიქა;
დაუშვებელია რეკომენდებული დოზის გადაჭარბება.
კლოელის რეკომენდებული დოზის გადაჭარბებისას
მედიკამენტის ზედმეტი დოზის შემთხვევით გადაყლაპვის შემთხვევაში საჭიროა დაუყოვნებლივ სამედიცინო კონსულტაციის მიღება - მკურნალ ექიმთან ან უახლოეს საავადმყოფოში მიმართვა.
კლოელის ჭარბი დოზის მიღებისას დაუყოვნებლივ უნდა ამოირეცხოს კუჭი; საჭიროა სიმშვიდის შენარჩუნება ზედმეტად აღელვების ნიშნების შესამცირებლად. საჭიროების შემთხვევაში, გამოყენებულ უნდა იქნას ბენზოდიაზეპინი (ფსიქიატრიული მედიკამენტი).
კლოელის დოზის გამოტოვებისას
დაუშვებელია დოზის გაორმაგება გამოტოვებულის სანაცვლოდ.
კლოელით მკურნალობის შეწყვეტისას
საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია, თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით.
უკუჩვენებები
თუ პაციენტი ალერგიულია კლოპერასტინის ფენდიზოატის ან მედიკამენტის სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (ჩამონათვალი მე-6 პარაგრაფში); კლოელი, ჩვეულებრივ, უკუნაჩვენებია ფეხმძიმობის დროს (იხ. ფეხმძიმობა და ძუძუთი კვება).
სიფრთხილის ზომები
კლოელის მიღებამდე საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს ნებისმიერი სამკურნალო საშუალების შესახებ, რომელსაც პაციენტი იღებს, ახლო წარსულში იღებდა ან აპირებს, რომ მიიღოს.
არ უნდა მოხდეს კლოელთან ერთად შემდეგი მედიკამენტების მიღება:
ანტიჰისტამინური პრეპარატები (ალერგიის სამკურნალო პრეპარატები);
სედატიური საშუალებები (დამაწყნარებელი ეფექტის მქონე მედიკამენტები).
კლოელის მიღება ალკოჰოლთან ერთად
ალკოჰოლის მიღებამ შეიძლება გაზარდოს მედიკამენტის არასასურველი გვერდითი მოვლენების განვითარების რისკი.
ფეხმძიმობა და ძუძუთი კვება
ფეხმძიმობის ან ძუძუთი კვების დროს, შესაძლო ფეხმძიმობის ან მისი დაგეგმვის შემთხვევაში საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია ამ მედიკამენტის მიღებამდე.
დაუშვებელია კლოელის მიღება ფეხმძიმობის პირველ ტრიმესტრში. ფეხმძიმობის დარჩენილ პერიოდში კი მისი მიღება შესაძლებელია მხოლოდ აუცილებელი ჩვენების დროს და ექიმის მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
კლოელმა იშვიათად შეიძლება გამოიწვიოს ძილიანობა, ამიტომ საჭიროა განსაკუთრებული ყურადღება ავტომობილისა და სხვა ისეთი მექანიზმების მართვის დროს, რომელიც მოითხოვენ კონცენტრაციას.
კლოელი შეიცავს პარა-ჰიდროქსიბენზოატებს
მედიკამენტი შეიცავს მეთილის p-ჰიდროქსიბენზოატს და პროპილის p-ჰიდროქსიბენზოატს, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ ალერგიული რეაქციები (მათ შორის დაყოვნებული ტიპის რეაქციებიც).
გვერდითი მოვლენები
ყველა სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ეს მედიკამენტიც იწვევს გვერდით მოვლენებს, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
ძალიან მაღალი დოზები იწვევს პირის სიმშრალესა და მსუბუქ ძილიანობას, რომლებიც სწრაფად ქრება დოზის შემცირების შემდეგ. საჭიროა ინსტრუქციაში მოცემული მითითებების დაცვა არასასურველი გვერდითი მოვლენების რისკის შესამცირებლად.
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება
თუ განვითარდება რომელიმე გვერდითი მოვლენა, მათ შორის, რომლებიც არ არის მითითებული ინსტრუქციაში, საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება, ასევე, შესაძლებელია იტალიის რეპორტინგის ეროვნული სისტემის საშუალებით შემდეგ მისამართზე:
hhtp://www.agenziafarmaco.gov.it/it/responsabili
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ხელს უწყობს წამლის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.
შენახვის პირობები
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
დაუშვებელია მედიკამენტის გამოყენება შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.
დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება საყოფაცხოვრებო ნაგავში ან საკანალიზაციო წყალში. ნებისმიერი გამოუყენებელი პრეპარატის განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად საჭიროა ფარმაცევტთან მიმართვა. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.
დამატებითი ინფორმაცია
კლოელი შეიცავს:
აქტიური ნივთიერება არის კლოპერასტინის ფენდიზოატი. 100 მლ სუსპენზია შეიცავს 708 მგ კლოპერასტინის ფენდიზოატს (ექვივალენტურია 400 მგ კლოპერასტინის ჰიდროქლორიდის);
დამხმარე ნივთიერებებია: ქსანტანის ფისი, პოლიოქსიეთილენის სტეარატი, ქსილიტოლი, მეთილის p-ჰიდროქსიბენზოატი და პროპილის p-ჰიდროქსიბენზოატი, ბანანის არომატი, დეიონიზირებული წყალი.
კლოელის ფორმა და შეფუთვა
კლოელი წარმოადგენს შიგნით მისარებ სუსპენზიას.
შეფუთვა შეიცავს ერთ 200 მლ-იან ბოთლს დოზატორი ჭიქით.
ვაჭრობის ლიცენზიის მფლობელი
Aesculapius Farmaceutici S.r.l. - Via Cefalonia, 70-25124 Brescia
ესკულაპიუს ფარმაცეუტიცი ს.რ.ლ - ვია კეფალონია, 70-25124 ბრეშია
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია პაციენტისათვის
კლოელი 708 მგ/100 მლ შიგნით მისაღები სუსპენზია
კლოპერასტინის ფენდიზოატი
ჯენერიკული მედიკამენტი
პრეპარატით მკურნალობის დაწყებამდე, საჭიროა გამოყენების ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა, ვინაიდან შეიცავს პაციენტისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
მედიკამენტის მიღება უნდა მოხდეს ზუსტად ინსტრუქციის ან ექიმის ან ფარმაცევტის მითითებების შესაბამისად.
საჭიროა ინსტრუქციის შენახვა. შესაძლოა, წარმოიშვას მისი ხელახალი გაცნობის აუცილებლობა.
დამატებითი ინფორმაციის ან რჩევის მისაღებად საჭიროა ფარმაცევტთან მიმართვა.
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, მათ შორის რომელიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. იხ. პარაგრაფი 4.
საჭიროა ექიმთან კონსულტაცია, თუ პაციენტის მდგომარეობა არ უმჯობესდება ან უარესდება.
ინსტრუქციაში მოცემულია:
რას წარმოადგენს კლოელი და მისი გამოყენება
რა უნდა იცოდეს პაციენტმა კლოელის მიღებამდე
კლოელის მიღების წესი
შესაძლო გვერდითი მოვლენები
კლოელის შენახვის წესი
შეფუთვა და დამატებითი ინფორმაცია
რას წარმოადგენს კლოელი და მისი გამოყენება
კლოელი წარმოადგენს ხველის დამთრგუნველ სამკურნალო პროდუქტს, რომელიც აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს კლოპერასტინის ფენდიზოატს.
მედიკამენტი გამოიყენება ხველის შესამსუბუქებლად.
საჭიროა ექიმთან მიმართვა, თუ პაციენტის მდგომარეობა არ უმჯობესდება ან პირიქით, უარესდება ხანმოკლე მკურნალობის შემდეგ.
რა უნდა იცოდეს პაციენტმა კლოელის მიღებამდე
დაუშვებელია კლოელის მიღება:
თუ პაციენტი ალერგიულია კლოპერასტინის ფენდიზოატის ან მედიკამენტის სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (ჩამონათვალი მე-6 პარაგრაფში); კლოელი, ჩვეულებრივ, უკუნაჩვენებია ფეხმძიმობის დროს (იხ. ფეხმძიმობა და ძუძუთი კვება).
გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები
კლოელის მიღებამდე საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.
სხვა მედიკამენტები და კლოელი
მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს ნებისმიერი სამკურნალო საშუალების შესახებ, რომელსაც პაციენტი იღებს, ახლო წარსულში იღებდა ან აპირებს, რომ მიიღოს.
არ უნდა მოხდეს კლოელთან ერთად შემდეგი მედიკამენტების მიღება:
ანტიჰისტამინური პრეპარატები (ალერგიის სამკურნალო პრეპარატები);
სედატიური საშუალებები (დამაწყნარებელი ეფექტის მქონე მედიკამენტები).
კლოელის მიღება ალკოჰოლთან ერთად
ალკოჰოლის მიღებამ შეიძლება გაზარდოს მედიკამენტის არასასურველი გვერდითი მოვლენების განვითარების რისკი.
ფეხმძიმობა და ძუძუთი კვება
ფეხმძიმობის ან ძუძუთი კვების დროს, შესაძლო ფეხმძიმობის ან მისი დაგეგმვის შემთხვევაში საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია ამ მედიკამენტის მიღებამდე.
დაუშვებელია კლოელის მიღება ფეხმძიმობის პირველ ტრიმესტრში. ფეხმძიმობის დარჩენილ პერიოდში კი მისი მიღება შესაძლებელია მხოლოდ აუცილებელი ჩვენების დროს და ექიმის მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ.
ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვა
კლოელმა იშვიათად შეიძლება გამოიწვიოს ძილიანობა, ამიტომ საჭიროა განსაკუთრებული ყურადღება ავტომობილისა და სხვა ისეთი მექანიზმების მართვის დროს, რომელიც მოითხოვენ კონცენტრაციას.
კლოელი შეიცავს პარა-ჰიდროქსიბენზოატებს
მედიკამენტი შეიცავს მეთილის p-ჰიდროქსიბენზოატს და პროპილის p-ჰიდროქსიბენზოატს, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ ალერგიული რეაქციები (მათ შორის დაყოვნებული ტიპის რეაქციებიც).
კლოელის მიღების წესი
მედიკამენტის მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს ინსტრუქციის ან ექიმის ან ფარმაცევტის მითითებების შესაბამისად. საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა, თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული.
რეკომენდებული დოზაა:
მოზრდილები: 5 მლ სამჯერ დღეში
ბავშვებსა და მოზარდებში გამოყენება:
2-4 წლის ასაკის ბავშვები: 2 მლ ორჯერ დღეში
4-7 წლის ასაკის ბავშვები: 3 მლ ორჯერ დღეში
7-15 წლის ასაკის ბავშვები: 5 მლ ორჯერ დღეში
მიღების წესი:
მიღების წინ ბოთლი კარგად უნდა შეინჯღრეს;
გამოყენებულ უნდა იქნას შეფუთვაში მოთავსებული 2-3-5 მლ-იანი დოზატორი ჭიქა;
დაუშვებელია რეკომენდებული დოზის გადაჭარბება.
კლოელის რეკომენდებული დოზის გადაჭარბებისას
მედიკამენტის ზედმეტი დოზის შემთხვევით გადაყლაპვის შემთხვევაში საჭიროა დაუყოვნებლივ სამედიცინო კონსულტაციის მიღება - მკურნალ ექიმთან ან უახლოეს საავადმყოფოში მიმართვა.
კლოელის ჭარბი დოზის მიღებისას დაუყოვნებლივ უნდა ამოირეცხოს კუჭი; საჭიროა სიმშვიდის შენარჩუნება ზედმეტად აღელვების ნიშნების შესამცირებლად. საჭიროების შემთხვევაში, გამოყენებულ უნდა იქნას ბენზოდიაზეპინი (ფსიქიატრიული მედიკამენტი).
კლოელის დოზის გამოტოვებისას
დაუშვებელია დოზის გაორმაგება გამოტოვებულის სანაცვლოდ.
კლოელით მკურნალობის შეწყვეტისას
საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია, თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით.
შესაძლო გვერდითი მოვლენები
ყველა სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ეს მედიკამენტიც იწვევს გვერდით მოვლენებს, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
ძალიან მაღალი დოზები იწვევს პირის სიმშრალესა და მსუბუქ ძილიანობას, რომლებიც სწრაფად ქრება დოზის შემცირების შემდეგ. საჭიროა ინსტრუქციაში მოცემული მითითებების დაცვა არასასურველი გვერდითი მოვლენების რისკის შესამცირებლად.
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება
თუ განვითარდება რომელიმე გვერდითი მოვლენა, მათ შორის, რომლებიც არ არის მითითებული ინსტრუქციაში, საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება, ასევე, შესაძლებელია იტალიის რეპორტინგის ეროვნული სისტემის საშუალებით შემდეგ მისამართზე:
hhtp://www.agenziafarmaco.gov.it/it/responsabili
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ხელს უწყობს წამლის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.
კლოელის შენახვის წესი
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
დაუშვებელია მედიკამენტის გამოყენება შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.
დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება საყოფაცხოვრებო ნაგავში ან საკანალიზაციო წყალში. ნებისმიერი გამოუყენებელი პრეპარატის განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად საჭიროა ფარმაცევტთან მიმართვა. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.
დამატებითი ინფორმაცია
კლოელი შეიცავს:
აქტიური ნივთიერება არის კლოპერასტინის ფენდიზოატი. 100 მლ სუსპენზია შეიცავს 708 მგ კლოპერასტინის ფენდიზოატს (ექვივალენტურია 400 მგ კლოპერასტინის ჰიდროქლორიდის);
დამხმარე ნივთიერებებია: ქსანტანის ფისი, პოლიოქსიეთილენის სტეარატი, ქსილიტოლი, მეთილის p-ჰიდროქსიბენზოატი და პროპილის p-ჰიდროქსიბენზოატი, ბანანის არომატი, დეიონიზირებული წყალი.
კლოელის ფორმა და შეფუთვა
კლოელი წარმოადგენს შიგნით მისარებ სუსპენზიას.
შეფუთვა შეიცავს ერთ 200 მლ-იან ბოთლს დოზატორი ჭიქით.
ვაჭრობის ლიცენზიის მფლობელი
Aesculapius Farmaceutici S.r.l. - Via Cefalonia, 70-25124 Brescia
ესკულაპიუს ფარმაცეუტიცი ს.რ.ლ - ვია კეფალონია, 70-25124 ბრეშია
მწარმოებელი
Mitim S.r.l. - Via Cacciamali, 34-36-38 - 25125 Brescia
მიტიმ ს.რ.ლ. - ვია კაჩიამალი, 34-36-38 - 25125 ბრეშია
ინსტრუქციის შესწორების უკანასკნელი თარიღია 2017 წლის მარტი
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


