პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ხველისა და გაციების სამკურნალო პრეპარატები

პრივიტუსი

Privituss

ურეცეპტოდ708მგინსტრუქცია ქართულადიტალია
რისთვის გამოიყენება

ხველის დამთრგუნველი საშუალება.

სრულად
მოქმედი ნივთიერება
კლოპერასტინი (cloperastine)
ფორმა და შეფუთვა
708მგ/100მლ 100მლ შიგნით მისაღები სუსპენზია ქარვისფერი მინის ფლაკონი №1 საზომი კოვზით
მწარმოებელი
Marco Viti Farmaceutici S.p.A, იტალია
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ხველისა და გაციების სამკურნალო პრეპარატები, ხველის სხვა სუპრესანტები
ATC კოდი
R05DB21
რეგისტრაციის ნომერი
რ-044124
რეგისტრირებულია
9 ოქტომბერი 2025, მოქმედებს 9 ოქტომბერი 2030-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
AESCULAPIUS Farmaceutici S.r.l (იტალია)
განმცხადებელი
შპს „ავიტაფარმა“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაპრივიტუსი და სხვა წამალი ერთად

პრივიტუსი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ხველის დამთრგუნველი საშუალება.

მიღების წესი და დოზირება

მოზრდილები: 5 მლ სამჯერ დღეში;

ბავშვები: 2-დან 4 წლამდე: 2 მლ ორჯერ დღეში;

4-დან 7 წლამდე: 3 მლ ორჯერ დღეში;

7-დან 15 წლამდე: 5 მლ ორჯერ დღეში.

გამოყენებამდე კარგად შეანჯღრიეთ.

2-3-5 მლ დანაყოფებიანი საზომი კოვზი მოთავსებულია შეფუთვაში.

უკუჩვენებები

ჰიპერმგრძნობელობა პროდუქტის რომელიმე კომპონენტის მიმართ.

0-2 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში არსებული არასაკმარისი კვლევების გამო, გირჩევთ არ გამოიყენოთ პრეპარატი პატარა ბავშვებში.

ზოგადად, არ არის რეკომენდებული მისი გამოყენება ორსულობის პერიოდში (იხილეთ სიფრთხილის ზომები გამოყენების დროს).

სიფრთხილის ზომები

თერაპიული დოზის მიღებისას, მედიკამენტს არ გააჩნია სედაციური ეფექტი და არ აფერხებს სატრანსპორტო საშუალებების მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის უნარს.

პრივიტუსი შეიცავს პარაბენებსა და ნატრიუმს

ეს მედიკამენტი შეიცავს პარაბენებს (კონსერვანტებს) როგორიცაა მეთილ p-ჰიდროქსიბენზოატი და პროპილ p-ჰიდროქსიბენოზატი, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები (მოგვიანებითაც კი).

5 მლ დოზაზე მედიკამენტი შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ (23 მგ) ნატრიუმს, რაც არსებითად „ნატრიუმის გარეშეს“ ნიშნავს.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

მედიკამენტი შესაძლოა ურთიერთქმედებაში შევიდეს ცენტრალური ნერვული სისტემის, როგორც დამამშვიდებელ, ისე მასტიმულირებელ სუბსტანციებთან.

გასათვალისწინებელია ანტიჰისტამინური/ანტისეროტონინული სუბსტანციების მოქმედების გაძლიერების და ისეთი მიორელაქსანტების ზომის შემცირების შესაძლებლობა, როგორიცაა პაპავერინი.

ორსულობა და ძუძუთი კვება

მიუხედავად იმისა, რომ ორსულ ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევამ არ გამოავლინა ტერატოგენული მოქმედება და ემბრიოტოქსიკურობა, კარგი იქნება, თუ პრეპარატის გამოყენება არ მოხდება ორსულობის პირველი და ბოლო თვეების განმავლობაში, გარდა აუცილებელი შემთხვევებისა და ექიმის უშუალო მეთვალყურეობის ქვეშ.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

თერაპიული დოზებით პრეპარატი არ იწვევს სედაციას და არ ახდენს გავლენას სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

გვერდითი მოვლენები

კლინიკური ექსპერიმენტების შედეგები მხოლოდ იშვიათად მიუთითებს კუჭ-ნაწლავის მხრივ დარღვევების მსუბუქი, გარდამავალი შემთხვევების შესახებ.

თერაპიული დოზებით გამოყენებისას არ გამოვლენილა რაიმე ნიშანი, ან სიმპტომი, რომელიც შეიძლება დაკავშირებული იყოს სედაციური, ან მასტიმულირებელი ტიპის ცენტრალურ მოქმედებასთან.

ჭარბი დოზა

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, გირჩევთ ჩაატაროთ სტანდარტული პროცედურები (კუჭის ამორეცხვა, აქტივირებული ნახშირი და ა.შ.) და შეამოწმეთ, ხომ არ აღინიშნება მომატებული აგზნებადობის ნიშნები.

გვერდითი მოვლენები (მდგომარეობა, რომელიც შეიძლება გამოვლინდეს მკურნალობის დროს და რომლის შესახებაც დაუყოვნებლივ უნდა აცნობოთ ექიმს)

კლინიკური კვლევის შედეგებმა მხოლოდ იშვიათ შემთხვევებში აჩვენა საეჭვო ხასიათის კუჭ-ნაწლავის სისტემის დარღვევების სუსტი, გარდამავალი შემთხვევები.

თერაპიული დოზების გამოყენებისას არ გამოვლენილა სედაციური ან მასტიმულირებელი ტიპის ცენტრალური ეფექტის რაიმე სიმპტომები თუ ნიშნები.

ფურცელ-ჩანართში მოცემული ინსტრუქციის დაცვა ამცირებს გვერდითი მოვლენების გამოვლენის რისკს.

ნებისმიერი ამგვარი გვერდითი მოვლენა, ჩვეულებრივ, დროებითია. თუმცა, მათი გამოვლენის შემთხვევაში უკეთესია შეატყობინოთ ექიმს.

მნიშვნელოვანია ნებისმიერი გვერდითი მოვლენის გამოვლენის შემთხვევაში აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუნდაც ეს გვერდითი მოვლენები არ იყოს მოცემული ფურცელ-ჩანართში.

შემადგენლობა

სუსპენზიის 100 მლ შეიცავს:

აქტიური ნივთიერება: L-ქლოპერასტინის ფენდიზოატი: 708 მგ

(ექვივალენტურია 400 მგ ქლოპერასტინის ჰიდროქლორიდის).

დამხმარე ნივთიერებები: ქსანტანის გუმფისი, პოლიოქსიეთილენის სტეარატი, ქსილიტოლი, მეთილ p-ჰიდროქსიბენზოატი, პროპილ p–ჰიდროქსიბენზოატი, ბანანის არომატიზატორი, გამოხდილი წყალი.

ფარმაკოლოგიური ფორმა და შეფუთვა

პერორალური სუსპენცია - 100 მლ ბოთლი

ფარმაკოთერაპიული კატეგორია

ხველის სედაციური საშუალება.

შენახვის პირობები

იხ. შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადა.

პროდუქტის ვარგისინობის ვადა ეხება, სწორად შენახულ, გაუხსნელ პრეპარატს. ყურადღება: არ გამოიყენოთ მედიკამენტი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის შემდეგ.

მედიკამენტს არ სჭირდება განსაკუთრებული სიფრთხილე შენახვისას.

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას

იტალიური წამლების სააგენტოს მიერ ფურცელ-ჩანართის შემოწმების თარიღი: სექტემბერი 2019

დამატებითი ინფორმაცია

პროდუქტმა შესაძლოა გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები, თუნდაც მოგვიანებით.

ბოთლის გახსნის და დახურვის წესები

  • გახსნა:

დააწექით თავსახურს ქვემოთ და გადაატრიალეთ მარცხნივ.

  • დახურვა:

კარგად გადაატრიალეთ თავსახური მარჯვნივ.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

ფარმაკოლოგიური თვისებები

R05DB21

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ხველის დამთრგუნველი საშუალება

მოქმედების მექანიზმი: სელექციურად თრგუნავს ხველის ბულბარულ ცენტრს.

სედაციური მოქმედება პერიფერიულ სტიმულზე, რომელიც წარმოშობს ხველის რეფლექსს, ანთებითი პროცესის დათრგუნვით და ბრონქოსპაზმის საწინააღმდეგო ეფექტით.

  • 2 ფარმაკოკინეტიკური თვისებები

პრეპარატი შეიწოვება ნაწლავებით და უპირატესად გამოიყოფა შარდით, ძირითადად დაშლილი პროდუქტების ფორმით.

პლაზმაში მაქსიმალური პიკური კონცენტრაცია მიიღწევა 90-120 წუთში, თანმიმდევრული ფართო გავრცელებით ჰისტიურ არეებში და პირველ რიგში, ფილტვებში.

  • 3 უსაფრთხოების კლინიკამდელი მონაცემები

პრეკლინიკური ინფორმაცია მიუთითებს განმეორებითი დოზირებით გამოწვეული რისკების არარსებობაზე, ადამიანებში გენოტოქსიკურობის, კანცეროგენული პოტენციალის, ან რეპროდუქციული ტოქსიკურობის არარსებობაზე კონვენციური ფარმაკოლოგიური კვლევების საფუძველზე.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

გამოყენების ინსტრუქცია

პრივიტუსი 708 მგ/100 მლ ორალური სუსპენზია

L- ქლოპერასტინი

შემადგენლობა

სუსპენზიის 100 მლ შეიცავს:

აქტიური ნივთიერება: L-ქლოპერასტინის ფენდიზოატი: 708 მგ

(ექვივალენტურია 400 მგ ქლოპერასტინის ჰიდროქლორიდის).

დამხმარე ნივთიერებები: ქსანტანის გუმფისი, პოლიოქსიეთილენის სტეარატი, ქსილიტოლი, მეთილ p-ჰიდროქსიბენზოატი, პროპილ p–ჰიდროქსიბენზოატი, ბანანის არომატიზატორი, გამოხდილი წყალი.

ფარმაკოლოგიური ფორმა და შეფუთვა

პერორალური სუსპენცია - 100 მლ ბოთლი

ფარმაკოთერაპიული კატეგორია

ხველის სედაციური საშუალება.

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი

Aesculapius Farmaceutici S.r.1. - Via Cefalonia, 70 - 25124 BRESCIA

მწარმოებელი და საბოლოო შემმოწმებელი

Marco Viti Farmaceutici S.p.A. —Via Tarantelli, 13/15 - 22076 Mozzate

თერაპიული ჩვენება (როდესაც მედიკამენტი დანიშნულია ექიმის მიერ )

ხველის დამთრგუნველი საშუალება.

უკუჩვენებები (როდის არ შეიძლება მედიკამენტის გამოყენება)

ჰიპერმგრძნობელობა პროდუქტის რომელიმე კომპონენტის მიმართ.

0-2 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში არსებული არასაკმარისი კვლევების გამო, გირჩევთ არ გამოიყენოთ პრეპარატი პატარა ბავშვებში.

ზოგადად, არ არის რეკომენდებული მისი გამოყენება ორსულობის პერიოდში (იხილეთ სიფრთხილის ზომები გამოყენების დროს).

სიფრთხილის ზომები გამოყენების დროს (მკურნალობის დაწყებამდე ყურადღებით წასაკითხი ინფორმაცია)

მიუხედავად იმისა, რომ ორსულ ცხოველებზე ტოქსიკურობის კვლევის დროს არ გამოვლენილა რაიმე ტერატოგენური მოქმედება ან ნაყოფის ტოქსიკურობა, მედიკამენტის გამოყენება ორსულობის საწყის და ბოლო თვეებში არ არის რეკომენდებული, გარდა აუცილებელი შემთხვევებისა, რა დროსაც სავალდებულოა ექიმის დაკვირვების ქვეშ ყოფნა.

ურთიერთქმედება (მედიკამენტები და საკვები, რომლებსაც უნდა მოერიდოთ მკურნალობის დროს)

მედიკამენტი შესაძლოა ურთიერთქმედებაში შევიდეს ცენტრალური ნერვული სისტემის, როგორც დამამშვიდებელ, ისე მასტიმულირებელ სუბსტანციებთან.

გასათვალისწინებელია ანტიჰისტამინური/ანტისეროტონინული სუბსტანციების მოქმედების გაძლიერების და ისეთი მიორელაქსანტების ზომის შემცირების შესაძლებლობა, როგორიცაა პაპავერინი.

განსაკუთრებული გაფრთხილებები (მკურნალობის დაწყებამდე ყურადღებით წასაკითხი ინფორმაცია)

თერაპიული დოზის მიღებისას, მედიკამენტს არ გააჩნია სედაციური ეფექტი და არ აფერხებს სატრანსპორტო საშუალებების მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის უნარს.

პრივიტუსი შეიცავს პარაბენებსა და ნატრიუმს

ეს მედიკამენტი შეიცავს პარაბენებს (კონსერვანტებს) როგორიცაა მეთილ p-ჰიდროქსიბენზოატი და პროპილ p-ჰიდროქსიბენოზატი, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები (მოგვიანებითაც კი).

5 მლ დოზაზე მედიკამენტი შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ (23 მგ) ნატრიუმს, რაც არსებითად „ნატრიუმის გარეშეს“ ნიშნავს.

დოზირება და მიღების წესი (როგორ და როდის უნდა მივიღოთ მედიკამენტი)

მოზრდილები: 5 მლ სამჯერ დღეში;

ბავშვები: 2-დან 4 წლამდე: 2 მლ ორჯერ დღეში;

4-დან 7 წლამდე: 3 მლ ორჯერ დღეში;

7-დან 15 წლამდე: 5 მლ ორჯერ დღეში.

გამოყენებამდე კარგად შეანჯღრიეთ.

2-3-5 მლ დანაყოფებიანი საზომი კოვზი მოთავსებულია შეფუთვაში.

ჭარბი დოზირება (რა უნდა მოვიმოქმედოთ წამლის გადაჭარბებული დოზით მიღების შემთხვევაში)

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, გირჩევთ ჩაატაროთ სტანდარტული პროცედურები (კუჭის ამორეცხვა, აქტივირებული ნახშირი და ა.შ.) და შეამოწმეთ, ხომ არ აღინიშნება მომატებული აგზნებადობის ნიშნები.

გვერდითი მოვლენები (მდგომარეობა, რომელიც შეიძლება გამოვლინდეს მკურნალობის დროს და რომლის შესახებაც დაუყოვნებლივ უნდა აცნობოთ ექიმს)

კლინიკური კვლევის შედეგებმა მხოლოდ იშვიათ შემთხვევებში აჩვენა საეჭვო ხასიათის კუჭ-ნაწლავის სისტემის დარღვევების სუსტი, გარდამავალი შემთხვევები.

თერაპიული დოზების გამოყენებისას არ გამოვლენილა სედაციური ან მასტიმულირებელი ტიპის ცენტრალური ეფექტის რაიმე სიმპტომები თუ ნიშნები.

ფურცელ-ჩანართში მოცემული ინსტრუქციის დაცვა ამცირებს გვერდითი მოვლენების გამოვლენის რისკს.

ნებისმიერი ამგვარი გვერდითი მოვლენა, ჩვეულებრივ, დროებითია. თუმცა, მათი გამოვლენის შემთხვევაში უკეთესია შეატყობინოთ ექიმს.

მნიშვნელოვანია ნებისმიერი გვერდითი მოვლენის გამოვლენის შემთხვევაში აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუნდაც ეს გვერდითი მოვლენები არ იყოს მოცემული ფურცელ-ჩანართში.

ვარგისობის ვადა და შენახვის პირობები

ვარგისიანობის ვადა: იხ. შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადა.

პროდუქტის ვარგისინობის ვადა ეხება, სწორად შენახულ, გაუხსნელ პრეპარატს. ყურადღება: არ გამოიყენოთ მედიკამენტი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის შემდეგ.

მედიკამენტს არ სჭირდება განსაკუთრებული სიფრთხილე შენახვისას.

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას

იტალიური წამლების სააგენტოს მიერ ფურცელ-ჩანართის შემოწმების თარიღი: სექტემბერი 2019

დამატებითი ინფორმაცია

პროდუქტმა შესაძლოა გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები, თუნდაც მოგვიანებით.

ბოთლის გახსნის და დახურვის წესები

  • გახსნა:

დააწექით თავსახურს ქვემოთ და გადაატრიალეთ მარცხნივ.

  • დახურვა:

კარგად გადაატრიალეთ თავსახური მარჯვნივ.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა