პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანტითრომბოზული საშუალებები

კერმოვენი

KERMOVEN

რეცეპტით15მგინსტრუქცია ქართულადსაქართველო
რისთვის გამოიყენება

კერმოვენი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას რივაროქსაბანს. იგი მიეკუთვნება ანტითრომბოზული პრეპარატების ჯგუფს. პრეპარატი ბლოკავს სისხლის შედედების ფაქტორს (ფაქტორი XA) და ამგვარად ამცირებს სისხლში თრომბების წარმოქმნას. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
რივაროქსი (rivaroxaban)
ფორმა და შეფუთვა
15მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30 (3X10)
მწარმოებელი
"AVERSI-RATIONAL" Ltd (შუალედური ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებელი -Novagen Healthcare Pvt. Ltd(ინდოეთი)), საქართველო
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტითრომბოზული საშუალებები, Xa ფაქტორის პირდაპირი ინჰიბიტორები
ATC კოდი
B01AF01
რეგისტრაციის ნომერი
რ-034498
რეგისტრირებულია
23 თებერვალი 2022, მოქმედებს 23 თებერვალი 2027-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
"AVERSI-RATIONAL" Ltd (საქართველო)
განმცხადებელი
შპს „ავერსი-რაციონალი“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაკერმოვენი და სხვა წამალი ერთად

კერმოვენი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

კერმოვენი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას რივაროქსაბანს. იგი მიეკუთვნება ანტითრომბოზული პრეპარატების ჯგუფს. პრეპარატი ბლოკავს სისხლის შედედების ფაქტორს (ფაქტორი XA) და ამგვარად ამცირებს სისხლში თრომბების წარმოქმნას.

კერმოვენი გამოიყენება ზრდასრულ პაციენტებში:

თრომბის წარმოქმნის პროფილაქტიკისთვის თავის ტვინის სისხლძარღვებში (ინსულტი) და სხვა სისხლძარღვებში (სისტემური ემბოლია) არარეგულარული გულისცემის დროს, გამოწვეული ე.წ. არასარქვლოვანი წარმოშობის წინაგულების ფიბრილაციით.

ქვედა კიდურების ვენების (ღრმა ვენების თრომბოზი) და ფილტვების სისხლძარღვების (ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია) თრომბოზის სამკურნალოდ, ქვედა კიდურებში და/ან ფილტვის სისხლძარღვებში თრომბის წარმოქმნის პროფილაქტიკისთვის.

მიღების წესი და დოზირება

პრეპარატი მიიღეთ ყოველთვის ზუსტად ექიმის დანიშნულების მიხედვით. კითხვების არსებობის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

მიიღეთ კერმოვენი სითხის (წყალი ან წვენი) მიყოლებით, საკვებთან ერთად. პრეპარატის მიღების დროის ადვილად დამახსოვრების მიზნით ეცადეთ მიიღოთ ტაბლეტი ყოველდღე ერთ და იგივე დროს ან დააყენეთ მაღვიძარა შესახსენებლად.

თუ გიძნელდებათ მთლიანი ტაბლეტის გადაყლაპვა, შეუთანხმეთ ექიმს პრეპარატის სხვაგვარად მიღების გზა. შეიძლება ტაბლეტის დაფხვნა, წყალთან ან მსუბუქ საკვებთან შერევა (მაგ., ვაშლის პიურე) უშუალოდ მიღების წინ. დაფხვნილი ტაბლეტების მიღების შემდეგ საჭიროა დაუყოვნებლივ საკვების მიღება.

საჭიროების შემთხვევაში, შესაძლოა ექიმმა დაგინიშნოთ დაფხვნილი ტაბლეტის შეყვანა კუჭის ზონდის საშუალებით.

რა დოზით უნდა მიიღოთ კერმოვენი

თავის ტვინის სისხლძარღვებში (ინსულტი) და სხეულის სხვა სისხლძარღვებში (სისტემური ემბოლია) თრომბის წარმოქმნის პროფილაქტიკის მიზნით:

რეკომენდებული დოზაა კერმოვენი 20 მგ ერთი ტაბლეტი დღეში ერთხელ;

თუ გაქვთ თირკმელთან დაკავშირებული პრობლემები, რეკომენდებული დოზაა კერმოვენი 15 მგ ერთი ტაბლეტი დღეში ერთხელ;

გულის დახშული სისხლძარღვების მკურნალობა საჭიროებისას (ე.წ. პერკუტანული კორონარული ჩარევა სტენტირებით), არსებობს მწირე გამოცდილება კერმოვენის შემცირებული დოზით - 15 მგ დღეში ერთხელ (ან კერმოვენი 10 მგ დღეში ერთხელ პაციენტებში თირკმლის უკმარისობით) გამოყენების შესახებ ანტითრომბოციტულ სამკურნალო პრეპარატებთან ერთად, როგორიცაა კლოპიდოგრელი;

ქვედა კიდურების ვენებში (ღრმა ვენების თრომბოზი) და ფილტვის სისხლძარღვებში (ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია) თრომბოზის სამკურნალოდ და თრომბის წარმოქმნის პროფილაქტიკის მიზნით:

  • რეკომენდებული დოზაა კერმოვენი 15 მგ ერთი ტაბლეტი დღეში ორჯერ პირველი 3 კვირის განმავლობაში. შემდეგ რეკომენდებული დოზაა კერმოვენი 20 მგ ერთი ტაბლეტი დღეში ერთხელ.
  • თრომბოზის საწინააღმდეგო მკურნალობის სულ მცირე 6 თვის შემდეგ ექიმმა შეიძლება გადაწყვიტოს მკურნალობის გაგრძელება ან შეცვალოს დოზირების რეჟიმი: 10 მგ დღეში ერთხელ ან 20 მგ დღეში ერთხელ.
  • თუ გაქვთ თირკმელთან დაკავშირებული პრობლემები და იღებთ ერთი ტაბლეტ კერმოვენს 20 მგ დღეში ერთხელ, 3 კვირიანი მკურნალობის შემდეგ ექიმმა შეიძლება შეგიმციროთ კერმოვენის დოზა 15 მგ-მდე დღეში ერთხელ, თუ სისხლდენის რისკი თრომბის წარმოქმნის რისკზე უფრო მაღალია.

არ შეცვალოთ კერმოვენის დოზა თვითნებურად. თქვენთვის საჭირო დოზას ადგენს თქვენი მკურნალი ექიმი.

არ გაყოთ ტაბლეტი დოზის შემცირების მიზნით.

ღებინება კერმოვენის მიღების შემდეგ

თუ ღებინება განვითარდა პრეპარატის მიღებიდან 30 წუთის განმავლობაში, უნდა მიიღოთ კერმოვენის კიდევ ერთი დოზა. თუ ღებინება განვითარდა პრეპარატის მიღებიდან 30 წუთის შემდეგ - ახალი დოზის მიღება საჭირო არ არის, შემდეგი დოზა მიიღეთ ჩვეულებრივ, დაგეგმილ დროს.

როდის უნდა მიიღოთ კერმოვენი

კერმოვენი მიიღეთ ყოველდღიურად, სანამ თქვენი მკურნალი ექიმი არ გადაწყვეტს პრეპარატის მიღების შეწყვეტას.

პრეპარატის მიღების ხანგრძლივობას განსაზღვრავს თქვენი მკურნალი ექიმი.

თუ გესაჭიროებათ გულისცემის რითმის ნორმალიზების პროცედურა (კარდიოვერსია) თავის ტვინში (ინსულტი) და სხვა სისხლძარღვებში თრომბის წარმოქმნის პროფილაქტიკის მიზნით, მიიღეთ კერმოვენი ექიმის მიერ დანიშნულ დროს.

თუ დაგავიწყდათ საჭირო დროს კერმოვენის მიღება

თუ იღებთ ერთ 20 მგ ან 15 მგ ტაბლეტს დღეში ერთხელ და გამოტოვეთ მისაღები დოზა, მაშინ მიიღეთ იგი როგორც კი გაგახსენდებათ. არ მიიღოთ დღეში ერთ ტაბლეტზე მეტი, გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად. მომდევნო ტაბლეტი მიიღეთ შემდეგ დღეს და გააგრძელეთ ერთი ტაბლეტის მიღება დღეში ერთხელ.

თუ ღებულობთ ერთ 15 მგ ტაბლეტს დღეში ორჯერ და გამოტოვეთ დოზა, მაშინ მიიღეთ იგი როგორც კი გაგახსენდებათ. ამ შემთხვევაში შესაძლებელია კერმოვენის 15 მგ 2 ტაბლეტის ერთდროული მიღება. არ მიიღოთ დღეში ორ 15 მგ ტაბლეტზე მეტი. მომდევნო დღეს გააგრძელეთ პრეპარატის ჩვეულებრივი მიღება დოზით ერთი 15 მგ ტაბლეტი დღეში ორჯერ.

კერმოვენის ჭარბი რაოდენობით მიღების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. კერმოვენის ჭარბი რაოდენობით მიღებისას იზრდება სისხლდენის რისკი.

კერმოვენის მიღების შეწყვეტა

არ შეწყვიტოთ კერმოვენის მიღება ექიმის წინასწარი ინფორმირების გარეშე, რადგან პრეპარატი განკუთვნილია სერიოზული მდგომარეობების პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის. დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

უკუჩვენებები

  • თუ გაქვთ ალერგია (მომატებული მგრძნობელობა) რივაროქსაბანის ან პრეპარატის სხვა რომელიმე შემადგენელი კომპონენტების მიმართ (ჩამოთვლილია ნაწილში 6);
  • თუ გაქვთ ძლიერი სისხლდენა;
  • თუ გაქვთ დაავადება ან ორგანიზმის ისეთი მდგომარეობა, რომელიც ზრდის სისხლდენის რისკს (მაგ.: კუჭის წყლული, დაზიანება ან სისხლჩაქცევა თავის ტვინში, ახლადგადატანილი ოპერაცია თავის ტვინზე ან თვალზე);
  • თუ იღებთ თრომბის წარმოქმნის საწინააღმდეგო პრეპარატებს (მაგ.: ვარფარინი, დაბიგატრანი, აპიქსაბანი ან ჰეპარინი), გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ხდება ანტიკოაგულაციური მკურნალობის შეცვლა ან როდესაც ჰეპარინი შეჰყავთ ვენური ან არტერიული კათეტერის განვლადობის შესანარჩუნებლად;
  • თუ გაქვთ ღვიძლის დაავადება, რომელიც ზრდის სისხლდენის რისკს;
  • ორსულობის ან ძუძუთი კვების პერიოდში.

არ მიიღოთ კერმოვენი და შეატყობინეთ ექიმს თუ გაქვთ რომელიმე ზემოთ მითითებული მდგომარეობა.

სიფრთხილის ზომები

კერმოვენის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან.

გამოიჩინეთ განსაკუთრებული სიფრთხილე კერმოვენის მიღებისას

თუ გაქვთ სისხლდენის მომატებული რისკი, გამოწვეული ისეთი მდგომარეობით როგორიცაა:

  • თირკმლის მძიმე დაავადება, რადგან თირკმლის ფუნქციის დარღვევამ შეიძლება გავლენა მოახდინოს წამლის რაოდენობაზე თქვენს ორგანიზმში;
  • თუ იღებთ თრომბის წარმოქმნის საწინააღმდეგო სხვა პრეპარატებს (მაგ.: ვარფარინი, დაბიგატრანი, აპიქსაბანი ან ჰეპარინი), გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ხდება ანტიკოაგულაციური მკურნალობის შეცვლა ან როდესაც ჰეპარინი შეჰყავთ ვენური ან არტერიული კათეტერის განვლადობის შესანარჩუნებლად;
  • სისხლდენით მიმდინარე დაავადება;
  • ძალიან მაღალი არტერიული წნევა, რომელიც არ კონტროლდება სამედიცინო მკურნალობით;
  • კუჭ-ნაწლავის დაავადება, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს სისხლდენა, მაგ.: ანთებითი პროცესი საჭმლის მომნელებელი სისტემის ორგანოებში, საყლაპავის ანთება, გამოწვეული გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადებით (როდესაც კუჭის წვენის მჟავა ხვდება საყლაპავ მილში), ან თუ გაქვთ სიმსივნე საჭმლის მომნელებელი ან შარდ-სასქესო სისტემის ორგანოებში;
  • თვალის ფსკერის სისხლძარღვებთან დაკავშირებული პრობლემა (რეტინოპათია);
  • ბრონქების გაფართოებით და ჭარბი ნახველით მიმდინარე ფილტვის დაავადება (ბრონქოექტაზი), ან წარსულში სისხლდენა ფილტვებიდან;

თუ გაქვთ გულის ხელოვნური სარქველი;

თუ იცით, რომ გაქვთ ანტიფოსფოლიპიდური სინდრომი (იმუნური სისტემის დაავადება, რომლის დროსაც მომატებულია სისხლდენის რისკი) შეატყობინეთ თქვენს მკურნალ ექიმს, რომელიც გადაწყვეტს, საჭიროებს თუ არა ცვლილებას დანიშნული მკურნალობა;

თუ თქვენი ექიმი გადაწყვეტს, რომ თქვენი არტერიული წნევა არასტაბილურია ან დაგეგმილია სხვა მკურნალობა, ან ფილტვებიდან თრომბექტომიის ქირურგიული პროცედურა.

რომელიმე ზემოთ აღნიშნული მდგომარეობის არსებობის შემთხვევაში კერმოვენის მიღებამდე აცნობეთ ექიმს. ექიმი გადაწყვეტს, გესაჭიროებათ თუ არა კერმოვენით მკურნალობა და განსაკუთრებული მეთვალყურეობა მკურნალობის დროს.

იმ შემთხვევაში, თუ გესაჭიროებათ ოპერაცია:

ძალიან მნიშვნელოვანია კერმოვენის მიღება ზუსტად ექიმის მიერ მითითებულ დროს ოპერაციამდე და ოპერაციის შემდეგ.

თუ ოპერაცია მოიცავს კათეტერის დაყენებას ან ინექციას ზურგის ტვინში (მაგ.: ეპიდურალური ან სპინალური ანესთეზია ან ტკივილის შემცირება):

ძალიან მნიშვნელოვანია კერმოვენის მიღება ზუსტად ექიმის მიერ მითითებულ დროს ინექციამდე და კათეტერის ამოღებამდე, ან ამ პროცედურების შემდეგ.

დაუყოვნებლივ შეატყობინეთ ექიმს თუ ანესთეზიის შემდეგ იგრძნობთ დაბუჟებას ან სისუსტეს ფეხებში, პრობლემებს ნაწლავების ან შარდის ბუშტის მხრივ, რადგან ამ შემთხვევაში საჭიროა გადაუდებელი დახმარება.

ბავშვები და მოზარდები

კერმოვენი არ არის რეკომენდებული 18 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში.

არ არსებობს საკმარისი ინფორმაცია ბავშვებში და მოზარდებში პრეპარატის გამოყენების შესახებ.

კერმოვენის სხვა პრეპარატებთან ერთად გამოყენება

აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ თქვენ იღებთ, ცოტა ხნის წინ მიიღეთ ან აპირებთ სხვა მედიკამენტების მიღებას, მათ შორის ისეთებს, რომლებიც გაიცემა ურეცეპტოდ.

კერმოვენის მიღებამდე აცნობეთ ექიმს, თუ იღებთ რომელიმე ქვემოთ მითითებულ პრეპარატს, რადგან კერმოვენის ეფექტი შეიძლება გაძლიერდეს; ექიმი გადაწყვეტს, გესაჭიროებათ თუ არა კერმოვენით მკურნალობა და განსაკუთრებული მეთვალყურეობა:

  • სოკოვანი ინფექციების სამკურნალო ზოგიერთ მედიკამენტს (მაგ.: ფლუკონაზოლი, იტრაკონაზოლი, ვორიკონაზოლი, პოსაკონაზოლი), გარდა მხოლოდ კანზე წასმით გამოყენების შემთხვევებისა;
  • კეტოკონაზოლის ტაბლეტებს (გამოიყენება კუშინგის სინდრომის სამკურნალოდ, როდესაც ორგანიზმში გამომუშავდება კორტიზოლი ჭარბი რაოდენობით);
  • ბაქტერიული ინფექციების სამკურნალო ზოგიერთ მედიკამენტს (მაგ., კლარითრომიცინი, ერითრომიცინი);
  • აივ/შიდსის ვირუსის საწინააღმდეგო მედიკამენტებს (მაგ.: რიტონავირი);
  • სისხლის შედედების საწინააღმდეგო სხვა მედიკამენტებს (მაგ.: ენოქსაპარინი, კლოპიდოგრელი ან ვიტამინ K-ს ანტაგონისტები, როგორიცაა ვარფარინი და აცენოკუმაროლი);
  • ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელ მედიკამენტებს (მაგ.: ნაპროქსენი ან აცეტილსალიცილის მჟავა);
  • დრონედარონს, რომელიც გამოიყენება გულის რითმის დარღვევების დროს;
  • დეპრესიის სამკურნალო ზოგიერთ მედიკამენტს (სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორები ან სეროტონინის-ნორეპინეფრინის უკუმიტაცების ინჰიბიტორები);
  • ეპილეფსიის სამკურნალო ზოგიერთ მედიკამენტს (ფენიტოინი, კარბამაზეპინი, ფენობარბიტალი);
  • კრაზანას (Hypericum perforatum), მცენარეულ პროდუქტს, რომელიც გამოიყენება დეპრესიის დროს;
  • ანტიბიოტიკ რიფამპიცინს.

კუჭის ან ნაწლავის წყლულის განვითარების მაღალი რისკის შემთხვევაში, ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ წყლულის საწინააღმდეგო მკურნალობა.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

არ არის რეკომენდებული კერმოვენის დანიშნვა პაციენტებში, რომლებიც იღებენ თანმხლებ მკურნალობას, აზოლის ჯგუფის სოკოს საწინააღდმეგო პრეპარატებით (მაგ., კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი, ვორიკონაზოლი და პოზაკონაზოლი) ან აივ-პროტეაზას ინჰიბიტორებით (მაგ., რიტონავირი). აღნიშნული ნივთიერებები წარმოადგენს CYP3A4-ს და P-გლიკოპროტეინის ძლიერ ინჰიბიტორებს და შეუძლიათ გაზარდონ რივაროქსაბანის პლაზმური კონცენტაცია კლინიკურად მნიშვნელოვან დონემდე (დაახლოებით 2.6-ჯერ), რამაც შეიძლება გამოიწვიოს სისხლდენის განვითაების რისკის ზრდა. საჭიროა სიფრთხილე ჰემოსტაზზე მოქმედი პრეპარატების ერთდროული დანიშვნის დროს, როგორიც ანთების სააწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატები, აცეტილსალიცილის მჟავა, თრომბოციტების აგრეგაციის ინჰიბიტორები, სეროტონინის ან სეროტონინ-ნორეპინეფრინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორები. ამის გარდა, აუცილებელია შესაბამისი საპროფილაქტიკო ღონისძიებების ჩატარება პაციენტებში, რომელთაც გააჩნიათ საჭმლის მომნელებელი ტრაქტის წყლულოვანი დაავადების განვითარების რისკი. სისხლდენის განვითარების სხვა რისკ-ფაქტორები

როგორც სხვა ანტითრომბოზული პრეპარატების შემთხვევაში, რივაროქსაბანი სიფრთხილით უნდა დაინიშნოს პაციენტებში, რომლებშიც არსებობს სისხლედენის განვითარების მომატებული რისკი, კერძოდ:

სისხლის შედედების თანდაყოლილი ან შეძენილი დარღვევები;

არაკონტროლირებადი მძიმე არტერიული ჰიპერტენზია;

საჭმლის მომნელებელი ტრაქტის სხვა დაავადება, აქტიური დაწყლულების გარეშე, რომელმაც პოტენციურად შეიძლება გამოიწვიოს ჰემორაგიული გართულებები (მაგ., ნაწლავთა ანთებითი დაავადებები, ეზოფაგიტი, გასტრიტი, და გასტროეზოფაგური რეფლუქსი);

სისხლძარღვთა რეტინოპათია;

ბრონქოექტაზები ან ფილტვიდან სისხლდენა ანამნეზში.

ავთვისებიანი დაავადებები

პაციენტებს ავთვისებიანი დაავადებებით აღენიშნებათ სისხლდენის და თრომბოზის განვითარების უფრო მაღალი რისკი. ანტითრომბული თერაპიის სარგებელი და სისხლდენის განვითარების რისკი უნდა განისაზღვროს ინივიდუალურად, დაავადების ლოკაციის, ანტინეოპლასტური მკურნალობის და დაავადების სტადიის შესაბამისად. კუჭ-ნაწლავის და ურო-გენიტალური ტრაქტის სიმსივნეები ხასიათდება სისხლდენის განვითარების მაღალი რისკით რივაროქსაბანის გამოყენების შემთხვევაში. ავთვისებიანი წარმონაქმნების მქონე პაციენტებში სისხლდენის განვითარების მაღალი რისკით რივაროქსაბანის გამოყენება უკუნაჩვენებია.

პაციენტები გულის ხელოვნური სარქველით

არ არის რეკომენდებული კერმოვენის გამოყენება პაციენტებში, რომლებმაც ახლო წარსულში გადაიტანეს აორტალური სარქველის ტრანსკათეტერული შეცვლა (TAVR). რივაროქსაბანის გამოყენების ეფექტურობა და უსაფრთხოება პაციენტებში, გულის ხელოვნური სარქველებით შესწავლილი არ არის, შესაბამისად არ არსებობს მონაცემები, რომლებიც ადასტურებს, რომ რივაროქსაბანი უზრუნველყოფს სათანადო ანტიკოაგულაიცურ ეფექტს პაციენტების მოცემულ კატეგორიაში. ასეთ პაციენტებში პრეპარატის გამოყენება უკუნაჩვენებია.

პაციენტები ანტიფისფოლიპიდური სინდრომით

პაციენტებში, რომლემსაც დაუდგინდათ ანტიფოსფოლიპიდური სინდრომი და ანამნეზში აღენიშნებოდათ თრომბოზი, არ არის რეკომენდებული პირდაპირი მოქმედების ანტიკოაგულანტების, მათ შორის, რივაროქსაბანის, დანიშვნა. მსგავსი მკურნალობა შეიძლება უკავშირდებოდეს მორეციდივე თრომბული მოვლენების მომატებულ რისკს, K ვიტამინების ანტაგონისტებით მკურნალობასთან შედარებით, განსაკუთრებით პაციენტებში სამივე ტიპის ანტიფოსფოლიპიდური ანტისხეულების დადებითი მაჩვენებლებით (მგლურას ანტიკოაგულანტი, კარდიოლიპინის და ბეტა-2-გლიკოპროტეინის-1 ანტისხეულები).

წინაგულების არასარქვლოვანი ფიბრილაციის მქონე პაციენტები, რომლებსაც უტარდებათ პერკუტანული კორონარული ჩარევა (PCI) სტენტირებით

არსებობს შეზღუდული გამოცდილება კერმოვენის გამოყენების შესახებ არასარქვლოვანი წარმოშობის წინაგულების ფიბრილაციის მქონე პაციენტებში, რომლებმაც გადაიტანეს კორონარული ჩარევა სტენტირებით და რომლებსაც ესაჭიროებათ პერორალური ანტიკოაგულაცია. არ არსებობს მონაცემები მსგავს პაციენტების შესახებ, გადატანილი ინფარქტის/ტრანზიტული იშემიური შეტევის ისტორიით ანამნეზში.

ჰემოდინამიურად არასტაბილური პაციენტები ფათე-თი, რომლებსაც ესაჭიროება თრომბოლიზისი ან ფილტვის თრომბოექტომია

არ არის რეკომენდებული კერმოვენის გამოყენება არაფრაქციული ჰეპარინის ალტერნატივის სახით პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ ფათე და არასტაბილური ჰემოდინამიკა, თრომბოლოზისის ან ფილტვის ემბოლექტომიის ჩატარების შესაძლებლობით, რადგან მსგავს კლინიკურ სიტუაციაში მისი გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ არის. სპინალური/ეპიდურული ანესთეზია ან პუნქცია

ნეიროაქსიალური (სპინალური/ეპიდურული) ანესთეზიის ან პუნქციის ჩატარებისას, პაციენტებში, რომლებიც თრომბოემბოლური გართულებების თავიდან აცილების მიზნით ღებულობენ ანტითრომოზურ პრეპარატებს, არსებობს ეპიდურული ან სპინალური ჰემატომის განვითარების რისკი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ხანგრძლივი ან სამუდამო დამბლა. აღნიშნული მოვლენების განვითარების რისკი იზრდება ოპერაციის შემდგომ მუდმივი ეპიდურული კათეტერების ან ჰემოსტაზზე მოქმედი თანმხლები პრეპარატების გამოყენებისას. რისკი ასევე შეიძლება გაიზარდოს ტრავმული ან მრავალჯერადი ეპიდურული ან სპინალური პუნქციის დროს. პაციენტები უნდა იმყოფებოდნენ მუდმივი დაკვირვების ქვეშ, ნევროლოგიური დარღვევების ნიშნების და სიმპტომების გამოვლენის მიზნით (მაგ., ფეხების დაბუჟება ან სისუსტე, ნაწლავთა ან შარდის ბუშტის დისფუნქცია). ნევროლოგიური დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში აუცილებელია სასწრაფო დიაგნოსტიკა და მკურნალობა. ნეიროაქსიალური ანესთეზიის წინ, ექიმმა, იმ პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ ანტიკოაგულანტებს ან პაციენტებში რომლებშიც თრომბოზის პროფილაქტიკის მიზნით იგეგმება ანტიკოაგულაციური საშუალებების დანიშნვა, უნდა შეაფასოს პოტენციური სარგებლის და რისკის შეფარდება. სისხლდენის განვითარების პოტენციური რისკის შესამცირებლად, რომელიც დაკავშირებულია რივაროქსაბანის ერთდროულ მიღებასთან და სპინალური/ეპიდურული ანესთეზიის ან სპინალური პუნქციის ჩატარებასთან, ყურადღება უნდა მიექცეს რივარქსაბანის ფარმაკოკინეტიკურ პროფილს. ეპიდურული კათეტერის დაყენება ან ამოღება ან ლუმბური პუნქცია უმჯობესია ჩატარდეს მაშინ, როდესაც რივაროქსაბანის შედედების საწინააღმდეგო მოქმედება ფასდება როგორც დაბალი. ეპიდურული კათეტერის ამოღება შეიძლება რივარიოქსაბანის ბოლო შეყვანიდან არანაკლებ 18 საათის განმავლობაში ახალგაზრდებში და არანაკლებ 26 საათის განმავლობაში ხანდაზმულ პაციენტებში. რივაროქსაბანის შემდეგი დოზა უნდა დაინიშნოს კათეტერის ამოღებიდან არანაკლებ 6 საათის განმავლობაში. ტრავმული პუნქციის შემთხვევაში, რივაროქსაბანის დანიშნვა უნდა გადაიდოს 24 საათით.

დოზირების რეკომენდაციები ინვაზიური პროცედურების და ქირურგიული ჩარევის ჩატარებამდე და შემდეგ

იმ შემთხვევაში თუ საჭიროა ინვაზიური პროცედურა ან ქირურგიული ჩარევა, კერმოვენის მიღება უნდა შეწყდეს ჩარევამდე მინიმუმ 24 საათით ადრე ექიმის კლინიკურ შეფასებაზე დაყრდნობით. თუ პროცედურის გადავადება შეუძლებელია, საჭიროა სისხლდენის მომატებული რისკის შეფასება, ჩარევის გადაუდებლობის გათვალისწინებით. კერმოვენის მიღება უნდა განახლდეს ინვაზიური პროცედურიდან ან ქირურგიული ჩარევიდან რაც შეიძლება სწრაფად, მკურნალი ექიმის შეფასებით, დამაკმაყოფილებელი კლინიკური მონაცემების და ჰემოსტაზის მიღწევის პირობებში.

ხანდაზმული პაციენტების პოპულაცია

ასაკის მატებასთან ერთად იზრდება სისხლდენის განვითარების რისკი.

რეაქციები კანის მხრივ

კერმოვენის გამოყენებისას შესაძლოა სერიოზული გვერდითი რეაქციების განვითარება კანის მხვრივ, სტივენს-ჯონსონის სინდრომის ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზის და DRESS-სინდრომის ჩათვლით. მსგავსი რეაქციების გამოვლენის რისკი უფრო ხშირია მკურნალობის დასაწყისში პირველი კვირების განმავლობაში. კანზე გამონაყარის განვითარების შემთხვევაში, საჭიროა პაციენტზე დაკვირვება და, მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში, პრეპარატის მიღების შეწყვეტა. რადგან კერმოვენი შეიცავს ლაქტოზას, მისი მიღება არ შეიძლება პაციენტებისთვის, ლაქტოზას ან გალაქტოზს აუტანლობის იშვიათი მემკვიდრული დარღვეევბით (მაგ., ლაქტაზას დეფიციტი ან გლუკოზო-გალაქტოზური მალასორბცია).

პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე: რივაროქსაბანი ახდენს მცირედ მოქმედებას ავტოტრანსპორტის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე. ისეთი არასასურველი რეაქციების მქონე პირებმა, როგორიცაა სინკოპე ან თავბრუსხვევა, თავი უნა შეიკავონ ავტოტრანსპორტის თუ მექანიზმების მართვისგან.

შეფუთვა:

10 ტაბლეტი ბლისტერში, 3 ბლისტერი მუყაოს კოლოფში.

ორსულობა და ძუძუთი კვება

არ მიიღოთ კერმოვენი ორსულობის ან ძუძუთი კვების პერიოდში. ორსულობის თავიდან აცილების მიზნით პრეპარატით მკურნალობისას გამოიყენეთ კონტრაცეფციის ეფექტური მეთოდები. თუ დაორსულდით პრეპარატის მიღების პერიოდში, დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს, რომელიც მიიღებს გადაწყვეტილებას თქვენი შემდგომი მკურნალობის შესახებ .

გავლენა ავტომობილის მართვაზე

კერმოვენმა შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა (ხშირი გვერდითი მოვლენა) ან სინკოპე (არახშირი გვერდითი მოვლენა) (იხ. პუნქტი 4, „შესაძლო გვერდითი მოვლენები“). აღნიშნული გვერდითი მოვლენების გამოვლენის შემთხვევაში საჭიროა თავის შეკავება ავტომობილის მართვსა და მექანიზმების გამოყენებისგან.

კერმოვენი შეიცავს ლაქტოზას და ნატრიუმს

პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს თუ თქვენთვის ცნობილია, რომ გაქვთ ზოგი ტიპის შაქრის აუტანლობა.

კერმოვენი შეიცავს 1 მმოლ-ზე (23 გ) ნაკლებ ნატრიუმის რაოდენობას და შეიძლება ჩაითვალოს „ნატრიუმისგან თავისუფალ“ მედიკამენტად.

გვერდითი მოვლენები

ნებისმიერი მედიკამენტის მსგავსად, კერმოვენმა შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, მაგრამ არა ყველა პაციენტში. სხვა ანალოგიური მოქმედების პრეპარატების მსგავსად, კერმოვენმა შეიძლება გამოიწვიოს სიცოცხლისთვის საშიში სისხლდენა, და, შესაბამისად, არტერიული წნევის უეცარი ვარდნა (შოკი). ზოგ შემთხვევაში სისხლდენა შეიძლება იყოს ფარული.

დაუყოვნებილვ აცნობეთ ექიმს თუ გამოგივლინდათ შემდეგი გვერდითი მოვლენები:

სისხლდენის ნიშნები

  • სისხლჩაქცევა ტვინში ან თავის ქალაში (სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს თავის ტკივილს, სისუსტეს სხეულის ცალ მხარეს, ღებინებას, კრუნჩხვას, გონების დაბინდვას, კისრის დაჭიმულობას) წარმოადგენს სერიოზულ გართულებას და საჭიროებს გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას;
  • ხანგრძლივი ან ძლიერი სისხლდენა;
  • ძლიერი სისუსტე, დაღლილობა, სიფერმკრთალე, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, უმიზეზო შეშუპება, სუნთქვის გაძნელება, ტკივილი გულმკერდის არეში ან სტენოკარდიული შეტევა.

თქვენი ექიმი გადაწყვეტს საჭიროა თუ არა თქვენთვის განსაკუთრებული მეთვალყურეობა ან მკურნალობის შეცვლა.

კანის სერიოზული დაზიანებების ნიშნები

გავრცელებული გამონაყარი კანზე, ბუშტუკები ან ლორწოვანი გარსის დაზიანებები, მაგ., პირის ღრუს ან თვალის არეში (სტივენს-ჯონსონის სინდრომი/ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი).

წამლისმიერი სინდრომი, რომელიც ვლინდება გამონაყარით, ცხელებით, ანთებით შინაგან ორგანოებში, ცვლილებებით სისხლში და სისტემური დარღვევებით (DRESS-სინდრომი). აღნიშნული გვერდითი მოვლენები ვლინდება ძალიან იშვიათად (10000-დან 1 შემთხვევაში).

მძიმე ალერგიული რეაქციების ნიშნები

სახის, ტუჩების, პირის ღრუს, ენის და ხორხის შეშუპება; ყლაპვის გაძნელება; ჭინჭრის ციება და სუნთქვის გაძნელება; არტერიული წნევის უეცარი ვარდნა.

აღნიშნული გვერდითი ეფექტები ვლინდება ძალიან იშვიათად (ანაფილაქსიური რეაქციები, ანაფილაქსიური შოკის ჩათვლით ვლინდება 10000-დან 1 შემთხვევაში) ან არახშირად (ანგიოედემა და ალერგიული შეშუპება ვლინდება 100-დან 1 შემთხვევაში).

შესაძლო გვერდითი მოვლენების სრული ჩამონათვალი:

ხშირი (შეიძლება გამოვლინდეს 10-დან 1 შემთხვევაში):

  • ერითროციტების (წითელი უჯრედების) შემცირება სისხლში, რამაც შეიძლება გამოიწვიოს კანის სიფერმკრთალე, სისუსტე ან ქოშინი;
  • სისხლდენა კუჭიდან ან ნაწლავებიდან, სისხლდენა შარდ-სასქესო ორგანოებიდან (მათ შორის სისხლი შარდში და ძლიერი მენსტრუალური სისხლდენა), სისხლდენა ცხვირიდან და ღრძილებიდან;
  • სისხლჩაქცევა თვალში (მათ შორის სკლერაში);
  • სისხლჩაქცევა რბილ ქსოვილებში ან სხეულის ღრუებში (ჰემატომა, დაბეჟილობა);
  • სისხლიანი ნახველი;
  • კანის ან კანქვეშა სისხლჩაქცევა;
  • ოპერაციის შემდგომი სისხლდენა;
  • სისხლიანი გამონადენი ქირურგიული ჭრილობიდან;
  • კიდურების შეშუპება;
  • ტკივილი კიდურებში;
  • თირკმლის ფუნქციის დარღვევა (დგინდება ლაბორატორიული ანალიზებით);
  • ცხელება;
  • კუჭის ტკივილი, დისპეპსია, გულისრევის შეგრძნება, ყაბზობა, დიარეა;
  • დაბალი არტერიული წნევა (შეიძლება გამოვლინდეს თავბრუსხვევა ან გულისწასვლის შეგრძნება წამოდგომისას);
  • ზოგადი სისუსტე და ენერგიის დაქვეითება (სისუსტე, დაღლილობა), თავის ტკივილი, თავბრუსხვევა;
  • გამონაყარი კანზე, ქავილი;
  • სისხლის ანალიზში შეიძლება აღმოჩნდეს ღვიძლის ფერმენტების მომატება.

არახშირი (შეიძლება გამოვლინდეს 100-დან 1 შემთხვევაში):

  • სისხლჩაქცევა ტვინში ან თავის ქალაში (იხ. სისხლდენის ნიშნები ზემოთ);
  • სისხლდენა სახსრებში, რაც იწვევს ტკივილს და შეშუპებას;
  • თრომბოციტოპენია (სისხლში თრომბოციტების ნაკლებობა);
  • ალერგიული რეაქციები, მათ შორის კანის მხვრივ;
  • ღვიძლის ფუნქციის დარღვევა (დგინდება ლაბორატორიული ანალიზებით);
  • სისხლის ანალიზებში შეიძლება გამოჩნდეს ბილირუბინის დონის, პანკრეასის ან ღვიძლის ფერმენტების და თრომბოციტების რაოდენობის ზრდა;
  • გულის წასვლა;
  • შეუძლოდ ყოფნა;
  • აჩქარებული გულისცემა;
  • პირის სიმშრალე;
  • ჭინჭრის ციება.

იშვიათი (შეიძლება გამოვლინდეს 1000-დან 1 შემთხვევაში):

  • სისხლჩაქცევა კუნთებში;
  • ქოლესტაზი (ნაღვლის გამოყოფის დაქვეითება), ჰეპატიტი, ჰეპატოცელულარული დაზიანების ჩათვლით (ღვიძლის ანთება, დაზიანება);
  • კანის და თვალების სიყვითლე;
  • ადგილობრივი შეშუპება;
  • სისხლის დაგროვება (ჰემატომა) საზარდულში, როგორც კარდიოლოგიური პროცედურის გართულება, კათეტერის მოთავსების დროს ბარძაყის არტერიაში (ფსევდოანევრიზმა).

უცნობი (არსებული მონაცემებით სიხშირის დადგენა შეუძლებელია)

  • თირკმლის უკმარისობა ძლიერი სისხლდენის შემდეგ;
  • სისხლჩაქცევა კიდურებში, რაც იწვევს ტკივილს, შეშუპებას, მგრძნობელობის შეცვლას, გაბუჟებას ან დამბლას (კომპარტმენტ-სინდრომი სისხლდენის შემდეგ).

გვერდითი მოვლენების შეტყობინება

თუ გამოგივლინდათ გვერდითი მოვლენა, მათ შორის ისეთი, რომელიც არ არის აღნიშნული მოცემულ ინსტრუქციაში, აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ჭარბი დოზა

დარეგისტრირებულია ჭარბი დოზირების იშვიათი შემთხვევები 600 მგ-მდე რივაროქსაბანის მიღებისას, სისხლდენის ან სხვა არასასურველი რეაქციების განვითარების გარეშე. შეზღუდულ შეწოვასთან დაკავშირებით, მოსალოდნელია პრეპარატის კონცენტრაციის დაბალი პლატოს განვითარება შემდგომი ზრდის გარეშე თერაპიულზე მაღალი დოზების გამოყენებისას, 50 მგ და მეტი.

ანდექსანეტ ალფა წარმოადგენს რივაროქსაბანის სპეციფიურ ანტიდოტს მოზრდილებში. ჭარბი დოზირების შემთხვევაში რივაროქსაბანის შეწოვის დასაქვეითებლად შესაძლებელია აქტივირებული ნახშირის გამოყენება.

სისხლდენის მართვა

თუ რივაროქსაბანის მიღებისას ვითარდება გართულება სისხლდენის სახით, შემდეგი დოზის მიღება უნდა გადაიდოს, ან, საჭიროებისამებრ, მკურნალობა უნდა შეწყდეს. რივაროქსაბანის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 5 – 13 საათს. მკურნალობა უნდა იყოს ინდივიდუალური, სისხლდენის სიმძიმის და ლოკაციის მიხედვით. საჭიროებისამებრ, გამოყენებული უნდა იქნას შესაფერისი სიმპტომატური მკურნალობა, როგორიცაა მექანიკური კომპრესია (მაგ. ცხვირიდან ძლიერი სისხლდენის დროს), ქირურგიული ჰემოსტაზი სისხლდენის შემაჩერებელი პროცედურებით, სითხის შეყვანა და ჰემოდინამიკის შენარჩუნება, სისხლის პრეპარატების (ერითროციტული მასა ან ახალადგაყინული პლაზმა, ანემიის ან კოაგულოპათიის მიხედვით) ან თრომბოციტების გადასხმა.

თუ სისხლდენის კონტროლი აღნიშნული ზომებით შეუძლებელია, უნდა განიხილოს Ха ფაქტორის მაინჰიბირებელი სპეციფიური პრეპარატის ანდექსანეტ ალფას გამოყენება, რომელიც ანეიტრალებს რივაროქსაბანის ფარმაკოდინამიკურ ეფექტს ან სპეციფიური პროკოაგულანტების, როგორც პროთრომბინული კომპლექსის კონცენტრატი, აქტივირებული პროთრომბინული კომპლექსის კონცენტრატი ან რეკომბინანტული ფაქტორის VIIa (r-FVIIa) დანიშნვის საკითხი. თუმცა, ამ დროისთვის აღნიშნული პრეპარატების გამოყენების გამოცდილება პაციენტებში, რომლებიც იღებენ რივაროქსაბანს, შეზღუდულია. ეს რეკომენდაცია, ასევე, ეფუძნება შეზღუდულ არაკლინიკურ მონაცემებს. განხილული უნდა იქნას რეკომბინანტური ფაქტორის VIIa განმეორებითი მიღება და ტიტრაცია, სისხლდენის სიმპტომების გაუმჯობესების შესაბამისად. შეძლებისდაგვარად, სისხლდენის მძიმე შემთხვევების დროს სასურველია კოაგულაციის სპეციალისტის კონსულტაცია.

პროტამინის სულფატი და K ვიტამინი, როგორც მოსალოდნელია, არ ახდენს ზემოქმედებას რივაროქსაბანის ანტიკოაგულურ მოქმედებაზე. არსებობს შეზღუდული მონაცემები ტრანექსამის მჟავას გამოყენების შესახებ და არ არსებობს მონაცემები ამინოკაპრონის მჟავას და აპროტინინის გამოყენების შესახებ პაციენტებში, რომლების იღებენ რივაროქსაბანს. არ არსებობს მეცნიერულად დადასტურებული მიზეზი და გამოყენების კლინიკური გამოცდილება რივაროქსაბანით მკურნალობის დროს სისტემური ჰემოსტატიკური პრაპარატების, როგორც დესმოპრესინი, გამოყენებასთან დაკავშირებით. პლაზმურ პროტეინებთან მაღალი შეკავშირების გამო, რივაროქსაბანი, როგორც მოსალოდნელია, არ ექვემდებარება დიალიზით გამოყოფას.

შემადგენლობა

1 ტაბლეტი შეიცავს: რივაროქსაბანს 15 მგ ან 20 მგ.

დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზას მონოჰიდრატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის კროსკარმელოზა, ნატრიუმის ლაურილ სულფატი, მაგნიუმის სტეარატი;

შემომგარსავი ნივთიერებები: Coating premix pink (კერმოვენი 15 მგ)/Coating premix brown (კერმოვენი 20 მგ): ჰიპრომელოზა, პოლიეთილენგლიკოლი, ტიტანის დიოქსიდი (E 171), რკინის წითელი ოქსიდი, გასუფთავებული ტალკი.

შენახვის პირობები

ინახება არა უმეტეს 25ºC ტემპერატურაზე ორიგინალურ შეფუთვაში ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ვიზუალური დათვალიერების შედეგად აღმოჩენილი რაიმე სახის დეფექტის შემთხვევაში პრეპარატის მიღება დაუშვებელია.

ვარგისობის ვადა:

2 წელი. შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

  • პრეპარატის შეფუთვა და სხვა ინფორმაცია

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: რივაროქსაბანი;

ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები:

კერმოვენი 15 მგ: ვარდისფერი, მრგვალი ფორმის, ორმხრივამოზნექილი ზედაპირის მქონე აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები;

კერმოვენი 20 მგ: მოწითალო ყავისფერი, მრგვალი ფორმის, ორმხრივამოზნექილი ზედაპირის მქონე აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.

ფარმაკოლოგიური თვისებები

რივაროქსაბანი წარმოადგენს Xa ფაქტორის მაღალსელექციურ პირდაპირ ინჰიბიტორს, რომელსაც ახასიათებს მაღალი ბიოშეღწევადობაპერორალური მიღების შემდეგ. Xa ფაქტორის ინჰიბირება წყვეტს სისხლის შედედების კასკადის შიდა და გარე გზებს, იწვევს როგორც თრომბინის ფორმირების, ასევე თრომბების წარმოქმნის დათრგუნვას. რივაროქსაბანი არ იწვევს თრომბინის (გააქტიურებული ფაქტორი II) ინჰიბირებას და არ ახდენს რაიმე სახის ზემოქმედებას თრომბოციტებზე.

ფარმაკოკინეტიკა:

აბსორბცია

რივაროქსაბანი სწრაფად შეიწოვება, მაქსიმალური კონცენტრაცია (Cmax) მიიღწევა პერორალური მიღებიდან 2 – 4 საათში.

პრეპარატის პერორალური აბსორბცია თითქმის სრულია და ბიოშეღწევადობა - მაღალი (80 - 100%). საკვების ერთდროული მიღება არ ახდენს გავლენას რივაროქსაბანის AUC და Cmax-ზე.

რივაროქსაბანის ფარმაკოკინეტიკა 20 მგ-მდე დოზის დღეში ერთხელ მიღებისას თითქმის სწორხაზოვანია. უფრო მაღალ დოზებზე რივაროქსაბანი ავლენს განზავებით შეზღუდულ აბსორბციას შემცირებული ბიოშეღწევადობით და შემცირებული აბსორბციის სიჩქარით. ეს ცვლილებები უფრო მეტად ვლინდება უზმოზე მიღებისას. რივაროქსაბანის ფარმაკოკინეტიკა ხასიათდება ზომიერი ინდივიდუალური ცვალებადობით (CV 30%-40%).

განაწილება

ადამიანის ორგანიზმში რივაროქსაბანის დიდი ნაწილი (92%-95%), უკავშირდება პლაზმის ცილებს, ძირითად დამაკავშირებელ კომპონენტს წარმოადგენს შრატის ალბუმინი. განაწილების მოცულობა საშუალოა - Vss შეადგენს დაახლოებით 50 ლიტრს.

მეტაბოლოზმი და გამოყოფა

რივაროქსაბანის მიღებული დოზიდან დაახლოებით 2/3 განიცდის მეტაბოლურ დეგრადაციას და გამოიყოფა შარდით და განავლით თანაბარი რაოდენობით. დოზის დანაჩენი 1/3 გამოიყოფა უცვლელი სახით შარდით, ძირითადად აქტიური რენალური სეკრეციის გზით.

რივაროქსაბანის მეტაბოლიზმი ხორციელდება CYP3A4, CYP2J2 და CYP-დამოუკიდებელი მექანიზმებით. მორფოლინონის ფრაგმენტის ოქსიდაციური დეგრადაცია და ამიდური კავშირების ჰიდროლიზი წარმოადგენს ბიოტრანსფორმაციის მთავარ უბნებს. in vitro კვლევების თანახმად, რივაროქსაბანი წარმოადგენს ტრანსპორტერი პროტეინების P-gp (P გლიკოპროტეინი) და Bcrp (ძუძუს კიბოს რეზისტენტობის პროტეინი) სუბსტრატს.

უცვლელი რივაროქსაბანი მნიშვნელოვანი ნივთიერებაა ადამიანის სისხლის პლაზმაში, რომელსაც არ გააჩნია საყურადღებო თუ აქტიური მაცირკულირებეადი მეტაბოლიტი. დაახლოებით 10 ლ/სთ სისტემური კლირენსის გათვალისწინებით, რივაროქსაბანი შეიძლება განეკუთვნოს დაბალი კლირენსის ნივთიერებების კლასს. პერორალური მიღების შემდეგ ელიმინაცია ხდება დამოკიდებული აბსორბციის მაჩვენებლებზე. ტერმინალური ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 5 – 9 სთ-ს ახალგაზრდა პირებში და 11 – 13 სთ-ს ხანდაზმულებში.

განსაკუთრებული პოპულაციები

მამაკაცებსა და ქალებში ფარმაკოკინეტიკური და ფარმაკოდინამიკური მონაცემების კლინიკურად მნიშვნელივანი განსხვავება არ ვლინდება.

ხანდაზმულ პაციენტებში პლაზმური კონცენტრაცია უფრო მაღალია (1.5-ჯერ მაღალი საშუალო AUC), ახალგაზრდებთან შედარებით, ძირითადად, შემცირებული საერთო და რენული კლირენსის გამო.

ბავშვთა ასაკი

ბავშვებში და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში პრეპარატის უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ არის.

ღვიძლის ფუნქციის დარღვევა

ღვიძლის ციროზის მქონე პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის მსუბუქი დარღვევებით (ჩაილდ-პიუ კლასი A) რივაროქსაბანის ფარმაკოკინეტიკა უმნიშვნელოდ განსხვავდება ჯანმრთელ მოხალისეთა საკონტროლო ჯგუფის მონაცემებისგან (რივაროქსაბანის AUC საშუალოდ იზრდება 1.2-ჯერ). ღვიძლის ფუნქციის საშუალო ხარისხის უკმარისობის დროს (ჩაილდ-პიუ კლასი B) მნიშვნელოვნად იზრდება რივაროქსაბანის საშუალო (2.3-ჯერ) და შეუკავშირებელი (2.6-ჯერ) AUC, ჯანმრთელ მოხალისეებთან შედარებით. ამ პაციენტებს ასევე აღენიშნებათ რივაროქსაბანის შემცირებული რენალური ელიმინაცია, ისეთივე, როგორც თირკმლის საშუალო ხარისხის უკმარისობის დროს. ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევების მქონე პაციენტებზე მონაცემები არ არსებობს.

ღვიძლის საშუალო ხარისხის უკმარისობის მქონე პაციენტებში Xa ფაქტორის აქტივობის ინჰიბირება იზრდება 2.6-ჯერ, ხოლო PT 2.1-ჯერ აჭარბებს ჯანმრთელი მოხალისეების მონაცემებს. ასეთ პაციენტებს აღენიშნებათ უფრო მაღალი მგრძნობელობა რივაროქსაბანის მიმართ, რაც იწვევს უფრო მკვეთრ PK/PD დამოკიდებულებას კონცენტრაციასა და PT შორის.

რივაროქსაბანი უკუნაჩვენებია ღვიძლის ისეთი დაავადების მქონე პაციენტებში, რომელიც უკავშირდება კოაგულოპათიას და სისხლდენის კლინიკურად მნიშვნელოვან რისკს, მათ შორის, ციროზი ჩაილდ-პიუს კლასების B და C.

თირკმლის ფუნქციის დარღვევა

მოზრდილებში აღინიშნება რივაროქსაბანის ექსპოზიციის ზრდა თირკმლის ფუნქციის დაქვეითების შესაბამისად, რომელიც ფასდება კრეატინინის კლირენსის საფუძველზე. თირკმლის ფუნქციის მსუბუქი (კრეატინინის კლირენსი (კკ) 50 - 80 მლ/წთ), საშუალო (კკ 30 - 49 მლ/წთ) და მძიმე (კკ 15 - 29 მლ/წთ) დარღვევების შემთხვევაში რივაროქსაბანის პლაზმური კონცენტრაცია (AUC) იზრდება, შესაბამისად 1.4, 1.5 და 1.6-ჯერ. ფარმაკოდინამიკური ეფექტების შესაბამისი ზრდა უფრო გამოხატულია. ჯანმრთელ მოხალისეებთან შედარებით, თირკმლის მსუბუქი, საშუალო და მძიმე ხარისხის უკმარისობის დროს Xa ფაქტორის აქტივობის საერთო დაქვეითება იზრდება 1.5, 1.9 და 2.0-ჯერ შესაბამისად, ამავდროული PT გახანგრძლივების ზრდით 1.3, 2.2 და 2.4-ჯერ. პაციენტებისთვის, კრეატინინის კლირენსით <15 მლ/წთ მონაცემები არ არსებობს.

პლაზმურ ცილებთან მაღალი შეკავშირების გამო, რივაროქსაბანი, როგორც მოსალოდნელია, არ ექვემდებარება დიალიზს.

რივაროქსაბანის გამოყენება არ არის რეკომენდებული პაციენტებში კრეატინინის კლირენსით <15 მლ/წთ და სიფრთხილით გამოიყენება პაციენტებში კრეატინინის კლირენსით 15 - 29 მლ/წთ.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

დანართი ფურცელი

ინფორმაცია პაციენტისთვის

კერმოვენი

(KERMOVEN)

რივაროქსაბანი

პრეპარატის გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთ გამოყენების ინსტრუქცია სრულად, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

შეინახეთ ეს ინსტრუქცია, შესაძლოა კვლავ დაგჭირდეთ მისი წაკითხვა.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

გვერდითი მოვლენების გამოვლენისას მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება ისეთ გვერდით მოვლენებსაც, რომლებიც არ არის აღწერილი ამ გამოყენების ინსტრუქციაში (იხ. ნაწილი 4).

ინსტრუქცია შეიცავს შემდეგ ინფორმაციას:

რას წარმოადგენს და რისთვის გამოიყენება კერმოვენი

რა უნდა იცოდეთ კერმოვენის გამოყენებამდე

  • როგორ გამოვიყენოთ კერმოვენი
  • შესაძლო გვერდითი მოვლენები
  • როგორ შევინახოთ კერმოვენი
  • შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია

რას წარმოადგენს და რისთვის გამოიყენება კერმოვენი

კერმოვენი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას რივაროქსაბანს. იგი მიეკუთვნება ანტითრომბოზული პრეპარატების ჯგუფს. პრეპარატი ბლოკავს სისხლის შედედების ფაქტორს (ფაქტორი XA) და ამგვარად ამცირებს სისხლში თრომბების წარმოქმნას.

კერმოვენი გამოიყენება ზრდასრულ პაციენტებში:

თრომბის წარმოქმნის პროფილაქტიკისთვის თავის ტვინის სისხლძარღვებში (ინსულტი) და სხვა სისხლძარღვებში (სისტემური ემბოლია) არარეგულარული გულისცემის დროს, გამოწვეული ე.წ. არასარქვლოვანი წარმოშობის წინაგულების ფიბრილაციით.

ქვედა კიდურების ვენების (ღრმა ვენების თრომბოზი) და ფილტვების სისხლძარღვების (ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია) თრომბოზის სამკურნალოდ, ქვედა კიდურებში და/ან ფილტვის სისხლძარღვებში თრომბის წარმოქმნის პროფილაქტიკისთვის.

რა უნდა იცოდეთ კერმოვენის მიღებამდე

არ მიიღოთ კერმოვენი:

  • თუ გაქვთ ალერგია (მომატებული მგრძნობელობა) რივაროქსაბანის ან პრეპარატის სხვა რომელიმე შემადგენელი კომპონენტების მიმართ (ჩამოთვლილია ნაწილში 6);
  • თუ გაქვთ ძლიერი სისხლდენა;
  • თუ გაქვთ დაავადება ან ორგანიზმის ისეთი მდგომარეობა, რომელიც ზრდის სისხლდენის რისკს (მაგ.: კუჭის წყლული, დაზიანება ან სისხლჩაქცევა თავის ტვინში, ახლადგადატანილი ოპერაცია თავის ტვინზე ან თვალზე);
  • თუ იღებთ თრომბის წარმოქმნის საწინააღმდეგო პრეპარატებს (მაგ.: ვარფარინი, დაბიგატრანი, აპიქსაბანი ან ჰეპარინი), გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ხდება ანტიკოაგულაციური მკურნალობის შეცვლა ან როდესაც ჰეპარინი შეჰყავთ ვენური ან არტერიული კათეტერის განვლადობის შესანარჩუნებლად;
  • თუ გაქვთ ღვიძლის დაავადება, რომელიც ზრდის სისხლდენის რისკს;
  • ორსულობის ან ძუძუთი კვების პერიოდში.

არ მიიღოთ კერმოვენი და შეატყობინეთ ექიმს თუ გაქვთ რომელიმე ზემოთ მითითებული მდგომარეობა.

სიფრთხილის ზომები:

კერმოვენის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან.

გამოიჩინეთ განსაკუთრებული სიფრთხილე კერმოვენის მიღებისას

თუ გაქვთ სისხლდენის მომატებული რისკი, გამოწვეული ისეთი მდგომარეობით როგორიცაა:

  • თირკმლის მძიმე დაავადება, რადგან თირკმლის ფუნქციის დარღვევამ შეიძლება გავლენა მოახდინოს წამლის რაოდენობაზე თქვენს ორგანიზმში;
  • თუ იღებთ თრომბის წარმოქმნის საწინააღმდეგო სხვა პრეპარატებს (მაგ.: ვარფარინი, დაბიგატრანი, აპიქსაბანი ან ჰეპარინი), გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ხდება ანტიკოაგულაციური მკურნალობის შეცვლა ან როდესაც ჰეპარინი შეჰყავთ ვენური ან არტერიული კათეტერის განვლადობის შესანარჩუნებლად;
  • სისხლდენით მიმდინარე დაავადება;
  • ძალიან მაღალი არტერიული წნევა, რომელიც არ კონტროლდება სამედიცინო მკურნალობით;
  • კუჭ-ნაწლავის დაავადება, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს სისხლდენა, მაგ.: ანთებითი პროცესი საჭმლის მომნელებელი სისტემის ორგანოებში, საყლაპავის ანთება, გამოწვეული გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადებით (როდესაც კუჭის წვენის მჟავა ხვდება საყლაპავ მილში), ან თუ გაქვთ სიმსივნე საჭმლის მომნელებელი ან შარდ-სასქესო სისტემის ორგანოებში;
  • თვალის ფსკერის სისხლძარღვებთან დაკავშირებული პრობლემა (რეტინოპათია);
  • ბრონქების გაფართოებით და ჭარბი ნახველით მიმდინარე ფილტვის დაავადება (ბრონქოექტაზი), ან წარსულში სისხლდენა ფილტვებიდან;

თუ გაქვთ გულის ხელოვნური სარქველი;

თუ იცით, რომ გაქვთ ანტიფოსფოლიპიდური სინდრომი (იმუნური სისტემის დაავადება, რომლის დროსაც მომატებულია სისხლდენის რისკი) შეატყობინეთ თქვენს მკურნალ ექიმს, რომელიც გადაწყვეტს, საჭიროებს თუ არა ცვლილებას დანიშნული მკურნალობა;

თუ თქვენი ექიმი გადაწყვეტს, რომ თქვენი არტერიული წნევა არასტაბილურია ან დაგეგმილია სხვა მკურნალობა, ან ფილტვებიდან თრომბექტომიის ქირურგიული პროცედურა.

რომელიმე ზემოთ აღნიშნული მდგომარეობის არსებობის შემთხვევაში კერმოვენის მიღებამდე აცნობეთ ექიმს. ექიმი გადაწყვეტს, გესაჭიროებათ თუ არა კერმოვენით მკურნალობა და განსაკუთრებული მეთვალყურეობა მკურნალობის დროს.

იმ შემთხვევაში, თუ გესაჭიროებათ ოპერაცია:

ძალიან მნიშვნელოვანია კერმოვენის მიღება ზუსტად ექიმის მიერ მითითებულ დროს ოპერაციამდე და ოპერაციის შემდეგ.

თუ ოპერაცია მოიცავს კათეტერის დაყენებას ან ინექციას ზურგის ტვინში (მაგ.: ეპიდურალური ან სპინალური ანესთეზია ან ტკივილის შემცირება):

ძალიან მნიშვნელოვანია კერმოვენის მიღება ზუსტად ექიმის მიერ მითითებულ დროს ინექციამდე და კათეტერის ამოღებამდე, ან ამ პროცედურების შემდეგ.

დაუყოვნებლივ შეატყობინეთ ექიმს თუ ანესთეზიის შემდეგ იგრძნობთ დაბუჟებას ან სისუსტეს ფეხებში, პრობლემებს ნაწლავების ან შარდის ბუშტის მხრივ, რადგან ამ შემთხვევაში საჭიროა გადაუდებელი დახმარება.

ბავშვები და მოზარდები

კერმოვენი არ არის რეკომენდებული 18 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში.

არ არსებობს საკმარისი ინფორმაცია ბავშვებში და მოზარდებში პრეპარატის გამოყენების შესახებ.

კერმოვენის სხვა პრეპარატებთან ერთად გამოყენება

აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ თქვენ იღებთ, ცოტა ხნის წინ მიიღეთ ან აპირებთ სხვა მედიკამენტების მიღებას, მათ შორის ისეთებს, რომლებიც გაიცემა ურეცეპტოდ.

კერმოვენის მიღებამდე აცნობეთ ექიმს, თუ იღებთ რომელიმე ქვემოთ მითითებულ პრეპარატს, რადგან კერმოვენის ეფექტი შეიძლება გაძლიერდეს; ექიმი გადაწყვეტს, გესაჭიროებათ თუ არა კერმოვენით მკურნალობა და განსაკუთრებული მეთვალყურეობა:

  • სოკოვანი ინფექციების სამკურნალო ზოგიერთ მედიკამენტს (მაგ.: ფლუკონაზოლი, იტრაკონაზოლი, ვორიკონაზოლი, პოსაკონაზოლი), გარდა მხოლოდ კანზე წასმით გამოყენების შემთხვევებისა;
  • კეტოკონაზოლის ტაბლეტებს (გამოიყენება კუშინგის სინდრომის სამკურნალოდ, როდესაც ორგანიზმში გამომუშავდება კორტიზოლი ჭარბი რაოდენობით);
  • ბაქტერიული ინფექციების სამკურნალო ზოგიერთ მედიკამენტს (მაგ., კლარითრომიცინი, ერითრომიცინი);
  • აივ/შიდსის ვირუსის საწინააღმდეგო მედიკამენტებს (მაგ.: რიტონავირი);
  • სისხლის შედედების საწინააღმდეგო სხვა მედიკამენტებს (მაგ.: ენოქსაპარინი, კლოპიდოგრელი ან ვიტამინ K-ს ანტაგონისტები, როგორიცაა ვარფარინი და აცენოკუმაროლი);
  • ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელ მედიკამენტებს (მაგ.: ნაპროქსენი ან აცეტილსალიცილის მჟავა);
  • დრონედარონს, რომელიც გამოიყენება გულის რითმის დარღვევების დროს;
  • დეპრესიის სამკურნალო ზოგიერთ მედიკამენტს (სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორები ან სეროტონინის-ნორეპინეფრინის უკუმიტაცების ინჰიბიტორები);
  • ეპილეფსიის სამკურნალო ზოგიერთ მედიკამენტს (ფენიტოინი, კარბამაზეპინი, ფენობარბიტალი);
  • კრაზანას (Hypericum perforatum), მცენარეულ პროდუქტს, რომელიც გამოიყენება დეპრესიის დროს;
  • ანტიბიოტიკ რიფამპიცინს.

კუჭის ან ნაწლავის წყლულის განვითარების მაღალი რისკის შემთხვევაში, ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ წყლულის საწინააღმდეგო მკურნალობა.

ორსულობა და ძუძუთი კვება

არ მიიღოთ კერმოვენი ორსულობის ან ძუძუთი კვების პერიოდში. ორსულობის თავიდან აცილების მიზნით პრეპარატით მკურნალობისას გამოიყენეთ კონტრაცეფციის ეფექტური მეთოდები. თუ დაორსულდით პრეპარატის მიღების პერიოდში, დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს, რომელიც მიიღებს გადაწყვეტილებას თქვენი შემდგომი მკურნალობის შესახებ .

ავტომობილის მართვა და მექანიზმების გამოყენება

კერმოვენმა შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა (ხშირი გვერდითი მოვლენა) ან სინკოპე (არახშირი გვერდითი მოვლენა) (იხ. პუნქტი 4, „შესაძლო გვერდითი მოვლენები“). აღნიშნული გვერდითი მოვლენების გამოვლენის შემთხვევაში საჭიროა თავის შეკავება ავტომობილის მართვსა და მექანიზმების გამოყენებისგან.

კერმოვენი შეიცავს ლაქტოზას და ნატრიუმს

პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს თუ თქვენთვის ცნობილია, რომ გაქვთ ზოგი ტიპის შაქრის აუტანლობა.

კერმოვენი შეიცავს 1 მმოლ-ზე (23 გ) ნაკლებ ნატრიუმის რაოდენობას და შეიძლება ჩაითვალოს „ნატრიუმისგან თავისუფალ“ მედიკამენტად.

  • კერმოვენის მიღების წესი

პრეპარატი მიიღეთ ყოველთვის ზუსტად ექიმის დანიშნულების მიხედვით. კითხვების არსებობის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

მიიღეთ კერმოვენი სითხის (წყალი ან წვენი) მიყოლებით, საკვებთან ერთად. პრეპარატის მიღების დროის ადვილად დამახსოვრების მიზნით ეცადეთ მიიღოთ ტაბლეტი ყოველდღე ერთ და იგივე დროს ან დააყენეთ მაღვიძარა შესახსენებლად.

თუ გიძნელდებათ მთლიანი ტაბლეტის გადაყლაპვა, შეუთანხმეთ ექიმს პრეპარატის სხვაგვარად მიღების გზა. შეიძლება ტაბლეტის დაფხვნა, წყალთან ან მსუბუქ საკვებთან შერევა (მაგ., ვაშლის პიურე) უშუალოდ მიღების წინ. დაფხვნილი ტაბლეტების მიღების შემდეგ საჭიროა დაუყოვნებლივ საკვების მიღება.

საჭიროების შემთხვევაში, შესაძლოა ექიმმა დაგინიშნოთ დაფხვნილი ტაბლეტის შეყვანა კუჭის ზონდის საშუალებით.

რა დოზით უნდა მიიღოთ კერმოვენი

თავის ტვინის სისხლძარღვებში (ინსულტი) და სხეულის სხვა სისხლძარღვებში (სისტემური ემბოლია) თრომბის წარმოქმნის პროფილაქტიკის მიზნით:

რეკომენდებული დოზაა კერმოვენი 20 მგ ერთი ტაბლეტი დღეში ერთხელ;

თუ გაქვთ თირკმელთან დაკავშირებული პრობლემები, რეკომენდებული დოზაა კერმოვენი 15 მგ ერთი ტაბლეტი დღეში ერთხელ;

გულის დახშული სისხლძარღვების მკურნალობა საჭიროებისას (ე.წ. პერკუტანული კორონარული ჩარევა სტენტირებით), არსებობს მწირე გამოცდილება კერმოვენის შემცირებული დოზით - 15 მგ დღეში ერთხელ (ან კერმოვენი 10 მგ დღეში ერთხელ პაციენტებში თირკმლის უკმარისობით) გამოყენების შესახებ ანტითრომბოციტულ სამკურნალო პრეპარატებთან ერთად, როგორიცაა კლოპიდოგრელი;

ქვედა კიდურების ვენებში (ღრმა ვენების თრომბოზი) და ფილტვის სისხლძარღვებში (ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია) თრომბოზის სამკურნალოდ და თრომბის წარმოქმნის პროფილაქტიკის მიზნით:

  • რეკომენდებული დოზაა კერმოვენი 15 მგ ერთი ტაბლეტი დღეში ორჯერ პირველი 3 კვირის განმავლობაში. შემდეგ რეკომენდებული დოზაა კერმოვენი 20 მგ ერთი ტაბლეტი დღეში ერთხელ.
  • თრომბოზის საწინააღმდეგო მკურნალობის სულ მცირე 6 თვის შემდეგ ექიმმა შეიძლება გადაწყვიტოს მკურნალობის გაგრძელება ან შეცვალოს დოზირების რეჟიმი: 10 მგ დღეში ერთხელ ან 20 მგ დღეში ერთხელ.
  • თუ გაქვთ თირკმელთან დაკავშირებული პრობლემები და იღებთ ერთი ტაბლეტ კერმოვენს 20 მგ დღეში ერთხელ, 3 კვირიანი მკურნალობის შემდეგ ექიმმა შეიძლება შეგიმციროთ კერმოვენის დოზა 15 მგ-მდე დღეში ერთხელ, თუ სისხლდენის რისკი თრომბის წარმოქმნის რისკზე უფრო მაღალია.

არ შეცვალოთ კერმოვენის დოზა თვითნებურად. თქვენთვის საჭირო დოზას ადგენს თქვენი მკურნალი ექიმი.

არ გაყოთ ტაბლეტი დოზის შემცირების მიზნით.

ღებინება კერმოვენის მიღების შემდეგ

თუ ღებინება განვითარდა პრეპარატის მიღებიდან 30 წუთის განმავლობაში, უნდა მიიღოთ კერმოვენის კიდევ ერთი დოზა. თუ ღებინება განვითარდა პრეპარატის მიღებიდან 30 წუთის შემდეგ - ახალი დოზის მიღება საჭირო არ არის, შემდეგი დოზა მიიღეთ ჩვეულებრივ, დაგეგმილ დროს.

როდის უნდა მიიღოთ კერმოვენი

კერმოვენი მიიღეთ ყოველდღიურად, სანამ თქვენი მკურნალი ექიმი არ გადაწყვეტს პრეპარატის მიღების შეწყვეტას.

პრეპარატის მიღების ხანგრძლივობას განსაზღვრავს თქვენი მკურნალი ექიმი.

თუ გესაჭიროებათ გულისცემის რითმის ნორმალიზების პროცედურა (კარდიოვერსია) თავის ტვინში (ინსულტი) და სხვა სისხლძარღვებში თრომბის წარმოქმნის პროფილაქტიკის მიზნით, მიიღეთ კერმოვენი ექიმის მიერ დანიშნულ დროს.

თუ დაგავიწყდათ საჭირო დროს კერმოვენის მიღება

თუ იღებთ ერთ 20 მგ ან 15 მგ ტაბლეტს დღეში ერთხელ და გამოტოვეთ მისაღები დოზა, მაშინ მიიღეთ იგი როგორც კი გაგახსენდებათ. არ მიიღოთ დღეში ერთ ტაბლეტზე მეტი, გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად. მომდევნო ტაბლეტი მიიღეთ შემდეგ დღეს და გააგრძელეთ ერთი ტაბლეტის მიღება დღეში ერთხელ.

თუ ღებულობთ ერთ 15 მგ ტაბლეტს დღეში ორჯერ და გამოტოვეთ დოზა, მაშინ მიიღეთ იგი როგორც კი გაგახსენდებათ. ამ შემთხვევაში შესაძლებელია კერმოვენის 15 მგ 2 ტაბლეტის ერთდროული მიღება. არ მიიღოთ დღეში ორ 15 მგ ტაბლეტზე მეტი. მომდევნო დღეს გააგრძელეთ პრეპარატის ჩვეულებრივი მიღება დოზით ერთი 15 მგ ტაბლეტი დღეში ორჯერ.

კერმოვენის ჭარბი რაოდენობით მიღების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. კერმოვენის ჭარბი რაოდენობით მიღებისას იზრდება სისხლდენის რისკი.

კერმოვენის მიღების შეწყვეტა

არ შეწყვიტოთ კერმოვენის მიღება ექიმის წინასწარი ინფორმირების გარეშე, რადგან პრეპარატი განკუთვნილია სერიოზული მდგომარეობების პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის. დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

  • შესაძლო გვერდითი მოვლენები

ნებისმიერი მედიკამენტის მსგავსად, კერმოვენმა შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, მაგრამ არა ყველა პაციენტში. სხვა ანალოგიური მოქმედების პრეპარატების მსგავსად, კერმოვენმა შეიძლება გამოიწვიოს სიცოცხლისთვის საშიში სისხლდენა, და, შესაბამისად, არტერიული წნევის უეცარი ვარდნა (შოკი). ზოგ შემთხვევაში სისხლდენა შეიძლება იყოს ფარული.

დაუყოვნებილვ აცნობეთ ექიმს თუ გამოგივლინდათ შემდეგი გვერდითი მოვლენები:

სისხლდენის ნიშნები

  • სისხლჩაქცევა ტვინში ან თავის ქალაში (სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს თავის ტკივილს, სისუსტეს სხეულის ცალ მხარეს, ღებინებას, კრუნჩხვას, გონების დაბინდვას, კისრის დაჭიმულობას) წარმოადგენს სერიოზულ გართულებას და საჭიროებს გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას;
  • ხანგრძლივი ან ძლიერი სისხლდენა;
  • ძლიერი სისუსტე, დაღლილობა, სიფერმკრთალე, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, უმიზეზო შეშუპება, სუნთქვის გაძნელება, ტკივილი გულმკერდის არეში ან სტენოკარდიული შეტევა.

თქვენი ექიმი გადაწყვეტს საჭიროა თუ არა თქვენთვის განსაკუთრებული მეთვალყურეობა ან მკურნალობის შეცვლა.

კანის სერიოზული დაზიანებების ნიშნები

გავრცელებული გამონაყარი კანზე, ბუშტუკები ან ლორწოვანი გარსის დაზიანებები, მაგ., პირის ღრუს ან თვალის არეში (სტივენს-ჯონსონის სინდრომი/ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი).

წამლისმიერი სინდრომი, რომელიც ვლინდება გამონაყარით, ცხელებით, ანთებით შინაგან ორგანოებში, ცვლილებებით სისხლში და სისტემური დარღვევებით (DRESS-სინდრომი). აღნიშნული გვერდითი მოვლენები ვლინდება ძალიან იშვიათად (10000-დან 1 შემთხვევაში).

მძიმე ალერგიული რეაქციების ნიშნები

სახის, ტუჩების, პირის ღრუს, ენის და ხორხის შეშუპება; ყლაპვის გაძნელება; ჭინჭრის ციება და სუნთქვის გაძნელება; არტერიული წნევის უეცარი ვარდნა.

აღნიშნული გვერდითი ეფექტები ვლინდება ძალიან იშვიათად (ანაფილაქსიური რეაქციები, ანაფილაქსიური შოკის ჩათვლით ვლინდება 10000-დან 1 შემთხვევაში) ან არახშირად (ანგიოედემა და ალერგიული შეშუპება ვლინდება 100-დან 1 შემთხვევაში).

შესაძლო გვერდითი მოვლენების სრული ჩამონათვალი:

ხშირი (შეიძლება გამოვლინდეს 10-დან 1 შემთხვევაში):

  • ერითროციტების (წითელი უჯრედების) შემცირება სისხლში, რამაც შეიძლება გამოიწვიოს კანის სიფერმკრთალე, სისუსტე ან ქოშინი;
  • სისხლდენა კუჭიდან ან ნაწლავებიდან, სისხლდენა შარდ-სასქესო ორგანოებიდან (მათ შორის სისხლი შარდში და ძლიერი მენსტრუალური სისხლდენა), სისხლდენა ცხვირიდან და ღრძილებიდან;
  • სისხლჩაქცევა თვალში (მათ შორის სკლერაში);
  • სისხლჩაქცევა რბილ ქსოვილებში ან სხეულის ღრუებში (ჰემატომა, დაბეჟილობა);
  • სისხლიანი ნახველი;
  • კანის ან კანქვეშა სისხლჩაქცევა;
  • ოპერაციის შემდგომი სისხლდენა;
  • სისხლიანი გამონადენი ქირურგიული ჭრილობიდან;
  • კიდურების შეშუპება;
  • ტკივილი კიდურებში;
  • თირკმლის ფუნქციის დარღვევა (დგინდება ლაბორატორიული ანალიზებით);
  • ცხელება;
  • კუჭის ტკივილი, დისპეპსია, გულისრევის შეგრძნება, ყაბზობა, დიარეა;
  • დაბალი არტერიული წნევა (შეიძლება გამოვლინდეს თავბრუსხვევა ან გულისწასვლის შეგრძნება წამოდგომისას);
  • ზოგადი სისუსტე და ენერგიის დაქვეითება (სისუსტე, დაღლილობა), თავის ტკივილი, თავბრუსხვევა;
  • გამონაყარი კანზე, ქავილი;
  • სისხლის ანალიზში შეიძლება აღმოჩნდეს ღვიძლის ფერმენტების მომატება.

არახშირი (შეიძლება გამოვლინდეს 100-დან 1 შემთხვევაში):

  • სისხლჩაქცევა ტვინში ან თავის ქალაში (იხ. სისხლდენის ნიშნები ზემოთ);
  • სისხლდენა სახსრებში, რაც იწვევს ტკივილს და შეშუპებას;
  • თრომბოციტოპენია (სისხლში თრომბოციტების ნაკლებობა);
  • ალერგიული რეაქციები, მათ შორის კანის მხვრივ;
  • ღვიძლის ფუნქციის დარღვევა (დგინდება ლაბორატორიული ანალიზებით);
  • სისხლის ანალიზებში შეიძლება გამოჩნდეს ბილირუბინის დონის, პანკრეასის ან ღვიძლის ფერმენტების და თრომბოციტების რაოდენობის ზრდა;
  • გულის წასვლა;
  • შეუძლოდ ყოფნა;
  • აჩქარებული გულისცემა;
  • პირის სიმშრალე;
  • ჭინჭრის ციება.

იშვიათი (შეიძლება გამოვლინდეს 1000-დან 1 შემთხვევაში):

  • სისხლჩაქცევა კუნთებში;
  • ქოლესტაზი (ნაღვლის გამოყოფის დაქვეითება), ჰეპატიტი, ჰეპატოცელულარული დაზიანების ჩათვლით (ღვიძლის ანთება, დაზიანება);
  • კანის და თვალების სიყვითლე;
  • ადგილობრივი შეშუპება;
  • სისხლის დაგროვება (ჰემატომა) საზარდულში, როგორც კარდიოლოგიური პროცედურის გართულება, კათეტერის მოთავსების დროს ბარძაყის არტერიაში (ფსევდოანევრიზმა).

უცნობი (არსებული მონაცემებით სიხშირის დადგენა შეუძლებელია)

  • თირკმლის უკმარისობა ძლიერი სისხლდენის შემდეგ;
  • სისხლჩაქცევა კიდურებში, რაც იწვევს ტკივილს, შეშუპებას, მგრძნობელობის შეცვლას, გაბუჟებას ან დამბლას (კომპარტმენტ-სინდრომი სისხლდენის შემდეგ).

გვერდითი მოვლენების შეტყობინება

თუ გამოგივლინდათ გვერდითი მოვლენა, მათ შორის ისეთი, რომელიც არ არის აღნიშნული მოცემულ ინსტრუქციაში, აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

  • როგორ შევინახოთ კერმოვენი

ინახება არა უმეტეს 25ºC ტემპერატურაზე ორიგინალურ შეფუთვაში ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ვიზუალური დათვალიერების შედეგად აღმოჩენილი რაიმე სახის დეფექტის შემთხვევაში პრეპარატის მიღება დაუშვებელია.

ვარგისობის ვადა:

2 წელი. შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

  • პრეპარატის შეფუთვა და სხვა ინფორმაცია

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: რივაროქსაბანი;

ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები:

კერმოვენი 15 მგ: ვარდისფერი, მრგვალი ფორმის, ორმხრივამოზნექილი ზედაპირის მქონე აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები;

კერმოვენი 20 მგ: მოწითალო ყავისფერი, მრგვალი ფორმის, ორმხრივამოზნექილი ზედაპირის მქონე აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.

შემადგენლობა:

1 ტაბლეტი შეიცავს: რივაროქსაბანს 15 მგ ან 20 მგ.

დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზას მონოჰიდრატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის კროსკარმელოზა, ნატრიუმის ლაურილ სულფატი, მაგნიუმის სტეარატი;

შემომგარსავი ნივთიერებები: Coating premix pink (კერმოვენი 15 მგ)/Coating premix brown (კერმოვენი 20 მგ): ჰიპრომელოზა, პოლიეთილენგლიკოლი, ტიტანის დიოქსიდი (E 171), რკინის წითელი ოქსიდი, გასუფთავებული ტალკი.

გამოშვების ფორმა:

აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, 15 მგ და 20 მგ.

აფთიაქიდან გაცემის პირობა:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

მწარმოებელი:

შპს “ავერსი-რაციონალი”.

მისამართი:

საქართველო 0198, თბილისი, დავით კობახიძის ქ. 33

www.rational.ge

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა