კასომიდი შეიცავს მედიკამენტს სახელად ბიკალუტამიდს. ის მიეკუთვნება „ანტიანდროგენების“ სახელით ცნობილი ჯგუფის პრეპარატებს. კასომიდი გამოიყენება პროსტატის კიბოს სამკურნალოდ. იგი ბლოკავს მამაკაცის ჰორმონების, როგორიცაა ტესტოსტერონი, ეფექტებს.
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ბიკალუტამიდი (bicalutamide)
- ფორმა და შეფუთვა
- 50მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28 (2X14)
- მწარმოებელი
- Onko İlaç Sanayi ve Ticaret. A.S., თურქეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ენდოკრინული თერაპია, ანტიანდროგენები
- ATC კოდი
- L02BB03
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-043628
- რეგისტრირებულია
- 17 ივლისი 2025, მოქმედებს 17 ივლისი 2030-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- Onko İlaç Sanayi ve Ticaret. A.S. (თურქეთი)
- განმცხადებელი
- შპს „ავერსი-ფარმა“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
კასომიდი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
კასომიდი შეიცავს მედიკამენტს სახელად ბიკალუტამიდს. ის მიეკუთვნება „ანტიანდროგენების“ სახელით ცნობილი ჯგუფის პრეპარატებს.
კასომიდი გამოიყენება პროსტატის კიბოს სამკურნალოდ.
იგი ბლოკავს მამაკაცის ჰორმონების, როგორიცაა ტესტოსტერონი, ეფექტებს.
მიღების წესი და დოზირება
პრეპარატი მიიღეთ ექიმის დანიშნულებისამებრ. შეამოწმეთ ექიმთან ან ფარმაცევტთან თუ არ ხართ დარწმუნებული.
კასომიდი გამოიყენება დღეში 1 ტაბლეტი (50 მგ) ზრდასრულ მამაკაცებში, მათ შორის ხანდაზმულებში.
რეკომენდებული დოზა ზრდასრულებში არის ერთი ტაბლეტი დღეში.
ტაბლეტი გადაყლაპეთ მთლიანად წყლის მიყოლებით
ტაბლეტი მიიღეთ დღის ერთსადაიმავე დროს
არ შეწყვიტოთ პრეპარატის მიღება, თუნდაც კარგად გრძნობდეთ თავს, თუ ექიმმა არ გირჩიათ.
პედიატრიული პოპულაცია:
კასომიდი უკუნაჩვენებია ბავშვებში (იხ. ნაწილი 4.3).
გამოყენება ხანდაზმულებში
დოზის ცვლილება არ არის რეკომენდებული ხანდაზმულებში. ის გამოიყენება ზრდასრულებში.
განსაკუთრებული გამოყენების შემთხვევები
თირკმლის დიფუნქცია:
არ არის აუცილებელი დოზის კორექცია თირკმლის დისფუნქციის დროს.
ღვიძლის დისფუნქცია:
არ არის აუცილებელი დოზის კორექცია ღვიძლის მსუბუქი დისფუნქციის დროს. შეიძლება განვითარდეს მომატებული კუმულაცია პაციენტებში ღვიძლის ზომიერი და მძიმე დისფუნქციით (იხ. ნაწილი 4.4.).
თუ გაქვთ შთაბეჭდილება, რომ კასომიდის ეფექტი ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტია, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ იღებთ საჭიროზე მეტ კასომიდს
თუ მიიღებთ იმაზე მეტ კასომიდს, ვიდრე ექიმმა დაგინიშნათ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან საავადმყოფოს.
თუ დაგავიწყდათ კასომიდის მიღება
თუ დაგავიწყდათ დოზის მიღება, გამოტოვეთ დავიწყებული დოზა და მიიღეთ შემდეგი დოზა ჩვეულებრივად.
არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებულის სანაცვლოდ (ორი დოზა ერთდროულად).
თუ შეწყვიტეთ კასომიდის მიღება
არ შეწყვიტოთ კასომიდის მიღება ექიმთან კონსულტაციის გარეშე. კასომიდის მიღების შეწყვეტამ შეიძლება კლინიკურად გამოიწვიოს ანტიანდროგენული ზეწოლის სინდრომი ზოგიერთ პაციენტში.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს ან ექთანს.
უკუჩვენებები
ცისაპრიდი (მოუნელებლობის სამკურნალოდ)
ზოგიერთი ანტიჰისტამინური პრეპარატი (ტერფენადინი ან ასტემიზოლი)
კასომიდი ურთიერთქმედებს სხვა პრეპარტებთან, რომელიც გამოიყენება გულის რითმის პრობლემებისთვის (მაგ. ქინიდინი, პროკაინამიდი, ამიოდარონი და სოტალოლი) ან შესაძლოა გაზარდოს გულის რითმის პრობლემების რისკი სხვა ზოგიერთ პრეპარატთან მიღებისას [მაგ. მეტადონი (ტკივილგამაყუჩებელი და ნარკოტიკზე დამოკიდებულების დეტოქსიფიკაციისთვის), მოქსიფლოქსაცინი (ანტიბიოტიკი),], ანტიფსიქოზური საშუალებები, რომელიც გამოიყენება სერიოზული გონებრივი დაავადებისთვის.
ასევე აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ იღებთ რომელიმე შემდეგი სახის პრეპარატს:
პერორალური პრეპარატები თრომბების საწინააღმდეგოდ (პერორალური ანტიკოაგულანტები), მაგ. ვარფარინი. სისხლის გამათხელებლები ან თრომბების საპროფილაქტიკო პრეპარატები.
ციკლოსპორინი (იმუნური სისტემის დასათრგუნად)
კალციუმის არხების ბლოკატორები (მაღალი არტერიული წნევის ან გულის ზოგიერთი მდგომარეობისთვის)
ციმეტიდინი (კუჭის პრობლემებისთვის)
კეტოკონაზოლი (ინფექციების სამკურნალოდ, რაც გამოწვეულია სოკოს მიერ).
სიფრთხილის ზომები
მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს კასომიდის მიღებამდე.
თუ რომელიმე აღგენიშნებათ: გულის ან სისხლძარღვების დაავადებები, მათ შორის გულის რითმის პრობლემები (არითმია) ან იღებთ პრეპარატებს ამ მდგომარეობის სამკურნალოდ.
გულის რითმის პრობლემების რისკი შეიძლება გაიზარდოს კასომიდის მიღებისას
თუ იღებთ სისხლის გამათხელებლებს ან თრომბების საპროფილაქტიკო პრეპარატებს
თუ გაქვთ პრობლემები ღვიძლზე.
თუ გაქვთ დიაბეტი და იღებთ „LHRH ანალოგებს“. ეს არის გოზერელინი, ბუზერელინი, ლეუპრორელინი და ტრიპტორელინი.
თუ აღმოჩნდებით საავადმყოფოში, აცნობეთ პერსონალს, რომ იღებთ კასომიდს.
თუ იღებთ კასომიდს, თქვენ და/ან თქვენმა პარტნიორმა უნდა გამოიყენოთ კონტრაცეფცია კასომიდის მიღებისას და 130 დღე კასომიდის მიღების შეწყვეტის შემდეგ. აცნობეთ ექიმს თუ გაქვთ კითხვები ჩასახვის კონტროლის შესახებ.
კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს თუ მოცემული გაფრთხილებები გეხებათ თქვენ, თუნდაც წარსულში.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ იღებთ, ბოლო დროს იღებდით ან აპირებთ მიიღოთ სხვა პრეპარატები. ეს მოიცავს პრეპარატებს, რომელიც მიიღება ურეცეპტოდ და მცენარეულ პრეპარატებს. ეს საჭიროა, რადგან კასომიდს შეუძლია დაარღვიოს სხვა პრეპარტების მოქმედება. ასევე ზოგიერთ სხვა პრეპარატს შეუძლია დაარღვიოს კასომიდის მოქმედება.
ორსულობა და ძუძუთი კვება
დაუშვებელია კასომიდის მიღება ქალებში, მათ შორის ორსულებში ან დედებში ლაქტაციის დროს.
კასომიდს შეიძლება ჰქონდეს ეფექტი მამაკაცის ფერტილობაზე რაც შექცევადია.
ავტოტრანსპორტის და მექანიზმების მართვა
კასომიდი არ არღვევს ავტოტრანსპორტის და მექანიზმების მართვის უნარს. თუმცა, თუ გრძნობთ ძილიანობას სიფრთხილე გამოიჩინეთ მოცემული საქმიანობების შესრულებისას.
კასომიდი შეიცავს ლაქტოზას
კასომიდი შეიცავს ლაქტოზას მონოჰიდრატს, რაც არის შაქრის ტიპი. თუ ექიმმა გაცნობათ, რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, მიმართეთ ექიმს მოცემული სამედიცინო პროდუქტის მიღებამდე.
გვერდითი მოვლენები
სხვა პრეპარატების მსგავსად, აღნიშნულ პრეპარატს შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ყველა პაციენტში
ალერგიული რეაქციები
ისინი არახშირია (შესაძლოა გამოვლინდეს 100-დან 1-მდე პაციენტში):
სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს უეცარ:
გამონაყარს, ქავილს ან ჭინჭრის ციებას
სახის, ტუჩების, ენის, ყელის ან სხეულის სხვა ნაწილების შეშუპებას.
ქოშინს, ხიხინს ან სუნთქვის პრობლემებს.
მსგავსის განვითარების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
ასევე აცნობეთ ექიმს თუ შენიშნავთ ნებისმიერ შემდეგს:
ძალიან ხშირი (შესაძლოა გამოვლინდეს 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში):
მუცლის ტკივილი
სისხლიანი შარდი
ხშირი (შესაძლოა გამოვლინდეს 10-დან 1-მდე პაციენტში):
კანის გაყვითლება და გუგების გაყვითლება (სიყვითლე). ეს შესაძლოა იყოს ღვიძლის პრობლემები ან იშვიათად (შესაძლოა გამოვლინდეს 1,000-დან 1-მდე პაციენტში) ღვიძლის უკმარისობა.
არახშირი (შესაძლოა გამოვლინდეს 100-დან 1-მდე პაციენტში):
სერიოზული ქოშინი ან ქოშინი, რაც უეცრად უარესდება. ეს შეიძლება იყოს ხველით ან მაღალი ტემპერატურით (ცხელება). ეს შეიძლება იყოს ფილტვების ანთების ნიშნები, რასაც ეწოდება “ფილტვის ინტერსტიციული დაავადება“.
უცნობი (სიხშირის დადგენა შეუძლებელია არსებული მონაცემების მიხედვით):
ეკგ ცვლილება (QT გახანგრძლივება)
სხვა შესაძლო გვერდითი ეფექტები

თავბრუსხვევა
ყაბზობა
ავად ყოფნის შეგრძნება (გულისრევა)
მკერდის შეშუპება და ტკივილი
სიცხის მოწოლა (ალები)
სისუსტე
შეშუპება
სისხლის წითელი უჯრედების დაბალი დონე (ანემია). ამის გამო შეიძლება იგრძნოთ დაღლილობა ან სიფერმკრთალე.
ხშირი (შეიძლება გამოვლინდეს 10-დან 1-მდე პაციენტში)
მადის დაკარგვა
შემცირებული ლიბიდო
დეპრესია
ძილიანობა
მოუნელებლობა
შებერილობა (მეტეორიზმი)
თმის ცვენა
თმის ხელახალი ზრდა ან ჭარბთმიანობა
კანის სიმშრალე
ქავილი
გამონაყარი კანზე
ერექციის უუნარობა (იმპოტენცია)
წონის მატება
გულმკერდის ტკივილი
გულის ფუნქციის შესუსტება
გულის შეტევა
იშვიათი (შეიძლება გამოვლინდეს 1,000-დან 1-მდე პაციენტში)
კანის მომატებული მგრძნობელობა მზის სინათლის მიმართ.
ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ სისხლის ანალიზი სისხლში ცვლილებების გამოსავლენად.
არ ინერვიულოთ შესაძლო გევრდითი მოვლენების მოცემული ჩამონათვალის გამო. შეიძლება არცერთი მათგანი განვითარდეს.
ნებისმიერი გვერდითი ეფექტის განვითარებისას, რაც არ არის ჩამოთვლილი ფურცელ-ჩანართში, აცნობეთ ექიმს და ფარმაცევტს.
გვერდითი ეფექტების შეტყობინება
ნებისმიერი გვერდითი ეფექტების განვითარებისას მიმართეთ ექიმს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ფურცელ-ჩანართში. ასევე შეგიძლიათ შეატყობინოთ პირდაპირ. გვერდითი ეფექტების შეტყობინებით ხელს შეუწყოთ მეტი ინფორმაციის მოპოვებას პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ.
თუ გვერდითი ეფექტი სერიოზულია ან თუ განვითარდება ისეთი გვერდითი ეფექტი რომელიც არ არის მითითებული ფურცელ-ჩანართში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ჭარბი დოზა
არ არსებობს ჭარბი დოზის გამოცდილება. სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს; მკურნალობა უნდა იყოს სიმპტომური. დიალიზი შეიძლება სასარგებლო არ იყოს, ვინაიდან კასომიდის შეკავშირება ცილებთან მაღალია და არ აღდგება უცვლელად შარდში. ნაჩვენებია ზოგადი დამხმარე თერაპია, მათ შორის სასიცოცხლო ნიშნების ხშირი მონიტორინგი.
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერებაა ბიკალუტამიდი. ყოველი ტაბლეტი შეიცავს 50 მგ ბიკალუტამიდს.
დამხმარე ნივთიერებებია ლაქტოზას მონოჰიდრატი (იხ. ნაწილი 2, კასომიდი შეიცავს ლაქტოზას), მაგნიუმის სტეარატი, ჰიპორმელოზა E 5, მაკროგოლი 400, პორივოდნი K-30, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, ტიტანის დიოქსიდი (E171).
კასომიდი 50 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტების აღწერა და შეფუთვის შემადგენლობა
კასომიდი 50 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები არის თეთრი, მოთეთრო, ორმხრივამოზნექილი, ერთ მხარეს B50 ტვიფრით, მეორე მხარეს ბრტყელი და მოთავსებულია 28 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი კოლოფში.
შენახვის პირობები
შეინახეთ ტაბლეტები თავდაპირველ შეფუთვაში
ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე
შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას
არ გამოიყენოთ პრეპარატი კოლოფზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ეხება თვის ბოლო რიცხვს.
არ გადააგდოთ პრეპარატები კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ ფარმაცევტს როგორ უნდა მოხდეს პრეპარატების გადაგდება. მსგავსი ზომებით დაიცავთ გარემოს.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ანტიანდროგენები
ათქ კოდი: L02BB03
მოქმედების მექანიზმი
კასომიდი არის არასტეროიდული ანტიანდროგენი, რომელსაც არ გააჩნია სხვა ენდოკრინული აქტივობა. ის უკავშირდება ანდროგენის რეცეპტორებს გენის ექსპრესიის აქტივირების გარეშე და ამგვარად, აინჰიბირებს ანდროგენის სტიმულს. სწორედ ამ ინჰიბირების შედეგია პროსტატის სიმსივნეების რემისია. კლინიკურად, კასომიდის შეწყვეტამ პაციენტთა დიდ ნაწილში შეიძლება გამოიწვიოს ანტიანდროგენის მოხსნის სინდრომი.
კასომიდი არის რაცემატი ანტიანდროგენური აქტივობით თითქმის ექსკლუზიურად (R)-ენანტიომერში.
- 2 ფარმაკოკინეტიკური თვისებები
შეწოვა
კასომიდი კარგად შეიწოვება პერორალური გზით მიღების შემდეგ. არ არსებობს მტკიცებულება, რომ საკვები ახდენს კლინიკურად მნიშვნელოვან ზემოქმედებას ბიოშეღწევადობაზე.
განაწილება
კასომიდის ბმა ცილებთან მაღალია (რაცემატი 96% (R)-ენანტიომერი >99%) და მისი დიდი ნაწილი მეტაბოლიზდება (ოქსიდაციით და გლუკორონიდაციით): მისი მეტაბოლიტები ელიმინირდება თირკმელებით და ნაღველით, დაახლოებით თანაბარი პროპორციებით.
ბიოტრანსფორმაცია
(S)-ენანტიომერის კლირენსი უფრო სწრაფად ხდება, ვიდრე (R)-ენანტიომერი, ამ უკანასკნელის პლაზმური ნახევარგამოყოფის პერიოდია დაახლოებით 1 კვირა.
კასომიდის ყოველდღე მიღებისას (R)-ენანტიომერი გროვდება დაახლოებით 10-გზის პლაზმაში, რაც მისი ხანგრძლივი ნახევარგამყოფის შედეგია.
კასომიდის 50 მგ დოზების ყოველდღიურად მიღებისას (R)-ენანტიომერის მყარი პლაზმური კონცენტრაციები შეადგენს დაახლოებით 9 მიკროგრამ/მლ-ს. მყარ მდგომარეობაში უპირატესად აქტიური (R)-ენანტიომერი შეადგენს საერთო მოცირკულირე ენანტიომერების 99%-ს.
ელიმინაცია
კლინიკური კვლევისას R-ბიკალუტამიდის საშუალო კონცენტრაცია იმ მამაკაცთა სპერმაში, რომლებიც იღებდნენ 150 მგ კასომიდს, შეადგენდა 4.9 მიკროგრამ/მლ-ს. ბიკალუტამიდის რაოდენობა, რომელიც პოტენციურად შეიძლება მიიღოს ქალმა პარტნიორმა სქესობრივი აქტის დროს დაბალია და ექსტრაპოლაციით სავარაუდოდ უდრის დაახლოებით 0.3 მიკროგრამ/კგ-ს. ეს რაოდენობა იმაზე ნაკლებია, ვიდრე საჭიროა ცვლილებების გამოსაწვევად ლაბორატორიული ცხოველების შთამომავლობაში.
სპეციალური პოპულაციები
(R)-ენანტიომერის ფარმაკოკინეტიკაზე გავლენას არ ახდენს ასაკი, თირკმლის უკმარისობა ან ღვიძლის მსუბუქი ან ზომიერი უკმარისობა. არ არსებობს მონაცემები, რომ ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე სუბიექტებში (R)-ენანტიომერი უფრო ნელა ელიმინირდება პლაზმიდან.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
გამოყენების ინსტრუქცია
ფურცელი-ჩანართი: ინფორმაცია მომხმარებლისთვის
კასომიდი 50 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი
ბიკალუტამიდი
პრეპარატის გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთ ფურცელ-ჩანართი, ვინაიდან ის თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს.
შეინახეთ ფურცელი-ჩანართი. შესაძლებელია მისი წაკითხვა კვლავ დაგჭირდეთ.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
აღნიშნული პრეპარატი გამოწერილია თქვენთვის. არ გადასცეთ ის სხვებს. შესაძლებელია ზიანი მიადგეთ მათ მაშინაც კი თუ მათი დაავადების ნიშნები თქვენსას ჰგავს.
ნებისმიერი სახის გვერდითი ეფექტის განვითარებისას, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ გვერდით ეფექტს რომელიც არ არის ჩამოთვლილი აღნიშნულ ფურცელ-ჩანართში. იხ. ნაწილი 4.
რა არის ფურცელ-ჩანართში:
რა არის კასომიდი და რისთვის გამოიყენება ის
რა უნდა იცოდეთ კასომიდის გამოყენებამდე
როგორ მივიღოთ კასომიდი
შესაძლო გვერდითი ეფექტები
კასომიდის შენახვის პირობები
შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია
რა არის კასომიდი და რისთვის გამოიყენება ის
კასომიდი შეიცავს მედიკამენტს სახელად ბიკალუტამიდს. ის მიეკუთვნება „ანტიანდროგენების“ სახელით ცნობილი ჯგუფის პრეპარატებს.
კასომიდი გამოიყენება პროსტატის კიბოს სამკურნალოდ.
იგი ბლოკავს მამაკაცის ჰორმონების, როგორიცაა ტესტოსტერონი, ეფექტებს.
რა უნდა იცოდეთ კასომიდის მიღებამდე
არ მიიღოთ კასომიდი:
თუ ხართ ალერგიული ბიკალუტამიდის ან პრეპარატის რომელიმე ნივთიერების მიმართ (ჩამოთვლილია ნაწილში 6).
თუ უკვე იღებთ პრეპარატს რასაც ეწოდება ცისაპრიდი ან ზოგიერთ ანტიჰისტამინურ პრეპარატებს (ტერფენადინი ან ასტემიზოლი).
თუ ხართ ქალი
არ მიიღოთ კასომიდი თუ რომელიმე თქვენ გეხებათ. თუ არ ხართ დარწმუნებული მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს კასომიდის მიღებამდე.
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს კასომიდის მიღებამდე.
თუ რომელიმე აღგენიშნებათ: გულის ან სისხლძარღვების დაავადებები, მათ შორის გულის რითმის პრობლემები (არითმია) ან იღებთ პრეპარატებს ამ მდგომარეობის სამკურნალოდ.
გულის რითმის პრობლემების რისკი შეიძლება გაიზარდოს კასომიდის მიღებისას
თუ იღებთ სისხლის გამათხელებლებს ან თრომბების საპროფილაქტიკო პრეპარატებს
თუ გაქვთ პრობლემები ღვიძლზე.
თუ გაქვთ დიაბეტი და იღებთ „LHRH ანალოგებს“. ეს არის გოზერელინი, ბუზერელინი, ლეუპრორელინი და ტრიპტორელინი.
თუ აღმოჩნდებით საავადმყოფოში, აცნობეთ პერსონალს, რომ იღებთ კასომიდს.
თუ იღებთ კასომიდს, თქვენ და/ან თქვენმა პარტნიორმა უნდა გამოიყენოთ კონტრაცეფცია კასომიდის მიღებისას და 130 დღე კასომიდის მიღების შეწყვეტის შემდეგ. აცნობეთ ექიმს თუ გაქვთ კითხვები ჩასახვის კონტროლის შესახებ.
კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს თუ მოცემული გაფრთხილებები გეხებათ თქვენ, თუნდაც წარსულში.
ორსულობა, ლაქტაცია და ფერტილობა
დაუშვებელია კასომიდის მიღება ქალებში, მათ შორის ორსულებში ან დედებში ლაქტაციის დროს.
კასომიდს შეიძლება ჰქონდეს ეფექტი მამაკაცის ფერტილობაზე რაც შექცევადია.
ავტოტრანსპორტის და მექანიზმების მართვა
კასომიდი არ არღვევს ავტოტრანსპორტის და მექანიზმების მართვის უნარს. თუმცა, თუ გრძნობთ ძილიანობას სიფრთხილე გამოიჩინეთ მოცემული საქმიანობების შესრულებისას.
კასომიდი შეიცავს ლაქტოზას
კასომიდი შეიცავს ლაქტოზას მონოჰიდრატს, რაც არის შაქრის ტიპი. თუ ექიმმა გაცნობათ, რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, მიმართეთ ექიმს მოცემული სამედიცინო პროდუქტის მიღებამდე.
სხვა პრეპარატები და კასომიდი
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ იღებთ, ბოლო დროს იღებდით ან აპირებთ მიიღოთ სხვა პრეპარატები. ეს მოიცავს პრეპარატებს, რომელიც მიიღება ურეცეპტოდ და მცენარეულ პრეპარატებს. ეს საჭიროა, რადგან კასომიდს შეუძლია დაარღვიოს სხვა პრეპარტების მოქმედება. ასევე ზოგიერთ სხვა პრეპარატს შეუძლია დაარღვიოს კასომიდის მოქმედება.
არ მიიღოთ კასომიდი თუ უკვე იღებთ შემდეგი სახის პრეპარატებს:
ცისაპრიდი (მოუნელებლობის სამკურნალოდ)
ზოგიერთი ანტიჰისტამინური პრეპარატი (ტერფენადინი ან ასტემიზოლი)
კასომიდი ურთიერთქმედებს სხვა პრეპარტებთან, რომელიც გამოიყენება გულის რითმის პრობლემებისთვის (მაგ. ქინიდინი, პროკაინამიდი, ამიოდარონი და სოტალოლი) ან შესაძლოა გაზარდოს გულის რითმის პრობლემების რისკი სხვა ზოგიერთ პრეპარატთან მიღებისას [მაგ. მეტადონი (ტკივილგამაყუჩებელი და ნარკოტიკზე დამოკიდებულების დეტოქსიფიკაციისთვის), მოქსიფლოქსაცინი (ანტიბიოტიკი),], ანტიფსიქოზური საშუალებები, რომელიც გამოიყენება სერიოზული გონებრივი დაავადებისთვის.
ასევე აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ იღებთ რომელიმე შემდეგი სახის პრეპარატს:
პერორალური პრეპარატები თრომბების საწინააღმდეგოდ (პერორალური ანტიკოაგულანტები), მაგ. ვარფარინი. სისხლის გამათხელებლები ან თრომბების საპროფილაქტიკო პრეპარატები.
ციკლოსპორინი (იმუნური სისტემის დასათრგუნად)
კალციუმის არხების ბლოკატორები (მაღალი არტერიული წნევის ან გულის ზოგიერთი მდგომარეობისთვის)
ციმეტიდინი (კუჭის პრობლემებისთვის)
კეტოკონაზოლი (ინფექციების სამკურნალოდ, რაც გამოწვეულია სოკოს მიერ).
როგორ მივიღოთ კასომიდი
პრეპარატი მიიღეთ ექიმის დანიშნულებისამებრ. შეამოწმეთ ექიმთან ან ფარმაცევტთან თუ არ ხართ დარწმუნებული.
კასომიდი გამოიყენება დღეში 1 ტაბლეტი (50 მგ) ზრდასრულ მამაკაცებში, მათ შორის ხანდაზმულებში.
რეკომენდებული დოზა ზრდასრულებში არის ერთი ტაბლეტი დღეში.
ტაბლეტი გადაყლაპეთ მთლიანად წყლის მიყოლებით
ტაბლეტი მიიღეთ დღის ერთსადაიმავე დროს
არ შეწყვიტოთ პრეპარატის მიღება, თუნდაც კარგად გრძნობდეთ თავს, თუ ექიმმა არ გირჩიათ.
პედიატრიული პოპულაცია:
კასომიდი უკუნაჩვენებია ბავშვებში (იხ. ნაწილი 4.3).
გამოყენება ხანდაზმულებში
დოზის ცვლილება არ არის რეკომენდებული ხანდაზმულებში. ის გამოიყენება ზრდასრულებში.
განსაკუთრებული გამოყენების შემთხვევები
თირკმლის დიფუნქცია:
არ არის აუცილებელი დოზის კორექცია თირკმლის დისფუნქციის დროს.
ღვიძლის დისფუნქცია:
არ არის აუცილებელი დოზის კორექცია ღვიძლის მსუბუქი დისფუნქციის დროს. შეიძლება განვითარდეს მომატებული კუმულაცია პაციენტებში ღვიძლის ზომიერი და მძიმე დისფუნქციით (იხ. ნაწილი 4.4.).
თუ გაქვთ შთაბეჭდილება, რომ კასომიდის ეფექტი ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტია, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ იღებთ საჭიროზე მეტ კასომიდს
თუ მიიღებთ იმაზე მეტ კასომიდს, ვიდრე ექიმმა დაგინიშნათ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან საავადმყოფოს.
თუ დაგავიწყდათ კასომიდის მიღება
თუ დაგავიწყდათ დოზის მიღება, გამოტოვეთ დავიწყებული დოზა და მიიღეთ შემდეგი დოზა ჩვეულებრივად.
არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებულის სანაცვლოდ (ორი დოზა ერთდროულად).
თუ შეწყვიტეთ კასომიდის მიღება
არ შეწყვიტოთ კასომიდის მიღება ექიმთან კონსულტაციის გარეშე. კასომიდის მიღების შეწყვეტამ შეიძლება კლინიკურად გამოიწვიოს ანტიანდროგენული ზეწოლის სინდრომი ზოგიერთ პაციენტში.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს ან ექთანს.
შესაძლო გვერდითი ეფექტები
სხვა პრეპარატების მსგავსად, აღნიშნულ პრეპარატს შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ყველა პაციენტში
ალერგიული რეაქციები
ისინი არახშირია (შესაძლოა გამოვლინდეს 100-დან 1-მდე პაციენტში):
სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს უეცარ:
გამონაყარს, ქავილს ან ჭინჭრის ციებას
სახის, ტუჩების, ენის, ყელის ან სხეულის სხვა ნაწილების შეშუპებას.
ქოშინს, ხიხინს ან სუნთქვის პრობლემებს.
მსგავსის განვითარების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
ასევე აცნობეთ ექიმს თუ შენიშნავთ ნებისმიერ შემდეგს:
ძალიან ხშირი (შესაძლოა გამოვლინდეს 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში):
მუცლის ტკივილი
სისხლიანი შარდი
ხშირი (შესაძლოა გამოვლინდეს 10-დან 1-მდე პაციენტში):
კანის გაყვითლება და გუგების გაყვითლება (სიყვითლე). ეს შესაძლოა იყოს ღვიძლის პრობლემები ან იშვიათად (შესაძლოა გამოვლინდეს 1,000-დან 1-მდე პაციენტში) ღვიძლის უკმარისობა.
არახშირი (შესაძლოა გამოვლინდეს 100-დან 1-მდე პაციენტში):
სერიოზული ქოშინი ან ქოშინი, რაც უეცრად უარესდება. ეს შეიძლება იყოს ხველით ან მაღალი ტემპერატურით (ცხელება). ეს შეიძლება იყოს ფილტვების ანთების ნიშნები, რასაც ეწოდება “ფილტვის ინტერსტიციული დაავადება“.
უცნობი (სიხშირის დადგენა შეუძლებელია არსებული მონაცემების მიხედვით):
ეკგ ცვლილება (QT გახანგრძლივება)
სხვა შესაძლო გვერდითი ეფექტები
ძალიან ხშირი (შესაძლოა გამოვლინდეს 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში):
თავბრუსხვევა
ყაბზობა
ავად ყოფნის შეგრძნება (გულისრევა)
მკერდის შეშუპება და ტკივილი
სიცხის მოწოლა (ალები)
სისუსტე
შეშუპება
სისხლის წითელი უჯრედების დაბალი დონე (ანემია). ამის გამო შეიძლება იგრძნოთ დაღლილობა ან სიფერმკრთალე.
ხშირი (შეიძლება გამოვლინდეს 10-დან 1-მდე პაციენტში)
მადის დაკარგვა
შემცირებული ლიბიდო
დეპრესია
ძილიანობა
მოუნელებლობა
შებერილობა (მეტეორიზმი)
თმის ცვენა
თმის ხელახალი ზრდა ან ჭარბთმიანობა
კანის სიმშრალე
ქავილი
გამონაყარი კანზე
ერექციის უუნარობა (იმპოტენცია)
წონის მატება
გულმკერდის ტკივილი
გულის ფუნქციის შესუსტება
გულის შეტევა
იშვიათი (შეიძლება გამოვლინდეს 1,000-დან 1-მდე პაციენტში)
კანის მომატებული მგრძნობელობა მზის სინათლის მიმართ.
ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ სისხლის ანალიზი სისხლში ცვლილებების გამოსავლენად.
არ ინერვიულოთ შესაძლო გევრდითი მოვლენების მოცემული ჩამონათვალის გამო. შეიძლება არცერთი მათგანი განვითარდეს.
ნებისმიერი გვერდითი ეფექტის განვითარებისას, რაც არ არის ჩამოთვლილი ფურცელ-ჩანართში, აცნობეთ ექიმს და ფარმაცევტს.
გვერდითი ეფექტების შეტყობინება
ნებისმიერი გვერდითი ეფექტების განვითარებისას მიმართეთ ექიმს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ფურცელ-ჩანართში. ასევე შეგიძლიათ შეატყობინოთ პირდაპირ. გვერდითი ეფექტების შეტყობინებით ხელს შეუწყოთ მეტი ინფორმაციის მოპოვებას პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ.
თუ გვერდითი ეფექტი სერიოზულია ან თუ განვითარდება ისეთი გვერდითი ეფექტი რომელიც არ არის მითითებული ფურცელ-ჩანართში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
როგორ შევინახოთ კასომიდი
შეინახეთ ტაბლეტები თავდაპირველ შეფუთვაში
ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე
შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას
არ გამოიყენოთ პრეპარატი კოლოფზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ეხება თვის ბოლო რიცხვს.
არ გადააგდოთ პრეპარატები კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ ფარმაცევტს როგორ უნდა მოხდეს პრეპარატების გადაგდება. მსგავსი ზომებით დაიცავთ გარემოს.
შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია
რას შეიცავს კასომიდი 50 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები
აქტიური ნივთიერებაა ბიკალუტამიდი. ყოველი ტაბლეტი შეიცავს 50 მგ ბიკალუტამიდს.
დამხმარე ნივთიერებებია ლაქტოზას მონოჰიდრატი (იხ. ნაწილი 2, კასომიდი შეიცავს ლაქტოზას), მაგნიუმის სტეარატი, ჰიპორმელოზა E 5, მაკროგოლი 400, პორივოდნი K-30, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, ტიტანის დიოქსიდი (E171).
კასომიდი 50 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტების აღწერა და შეფუთვის შემადგენლობა
კასომიდი 50 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები არის თეთრი, მოთეთრო, ორმხრივამოზნექილი, ერთ მხარეს B50 ტვიფრით, მეორე მხარეს ბრტყელი და მოთავსებულია 28 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი კოლოფში.
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი
Onko İlaç Sanayi ve Ticaret A.Ş
Gebze OSB2 Mah. 1700. Sk. No: 1703/2
Çayırova/Kocaeli/TÜRKİYE
ტელ.: 0850 250 66 56
ელ-ფოსტა: [email protected]
მწარმოებელი
Onko İlaç Sanayi ve Ticaret A.Ş
GOSB 1700. Sk. No: 1703 1700
Çayırova/Kocaeli/TÜRKİYE
ფურცელი-ჩანართი ბოლოს განახლდა...
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.