პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ენდოკრინული თერაპია

მეტაპროსტი

Metaprost

რეცეპტით150მგინსტრუქცია ქართულადესპანეთი
რისთვის გამოიყენება

მეტაპროსტი 150 მგ არის პრეპარატი, რომელიც შეიცავს აქტიურ ნივთიერებას ბიკალუტამიდს. ბიკალუტამიდი მიეკუთვნება ანტიანდროგენების ჯგუფს. ანტიანდროგენები ავლენენ ანდროგენების (მამაკაცის სასქესო ჰორმონების) საწინააღმდეგო ეფექტს. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ბიკალუტამიდი (bicalutamide)
ფორმა და შეფუთვა
150მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30 (3X10)
მწარმოებელი
Synthon Hispania S.L., ესპანეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ენდოკრინული თერაპია, ანტიანდროგენები
ATC კოდი
L02BB03
რეგისტრაციის ნომერი
რ-038068
რეგისტრირებულია
10 მაისი 2023, მოქმედებს 10 მაისი 2028-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
“AVERSI-PHARMA” LLC (საქართველო)
განმცხადებელი
შპს „ავერსი-ფარმა“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებამეტაპროსტი და სხვა წამალი ერთად

მეტაპროსტი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

მეტაპროსტი 150 მგ არის პრეპარატი, რომელიც შეიცავს აქტიურ ნივთიერებას ბიკალუტამიდს. ბიკალუტამიდი მიეკუთვნება ანტიანდროგენების ჯგუფს. ანტიანდროგენები ავლენენ ანდროგენების (მამაკაცის სასქესო ჰორმონების) საწინააღმდეგო ეფექტს.

ბიკალუტამიდი გამოიყენება მოზრდილ მამაკაცებში მეტასტაზების გარეშე პროსტატის კიბოს სამკურნალოდ, როდესაც კასტრაცია ან სხვა სახის მკურნალობა არ არის ნაჩვენები ან მიუღებელია.

პრეპარატის გამოყენება შეიძლება რადიოთერაპიასთან ან პროსტატის ქირურგიასთან ერთად ადრეული მკურნალობის პროგრამებში.

მიღების წესი და დოზირება

ყოველთვის მიიღეთ ეს პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც თქვენმა ექიმმა ან ფარმაცევტმა გითხრათ. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

რეკომენდებული დოზა არის ერთი ტაბლეტი, დღეში ერთხელ. ტაბლეტი უნდა გადაიყლაპოს მთლიანად ჭიქა წყლის მიყოლებით. შეეცადეთ მიიღოთ სამკურნალო საშუალება ყოველდღე დაახლოებით ერთსა და იმავე დროს.

თუ იღებთ საჭიროზე მეტ მეტაპროსტს 150 მგ

თუ ფიქრობთ, რომ შესაძლოა მიიღეთ საჭიროზე მეტი ტაბლეტი, დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან უახლოეს საავადმყოფოს რაც შეიძლება მალე. თან იქონიეთ დარჩენილი ტაბლეტები ან შეფუთვა, რათა ექიმმა დაადგინოს, რა მიიღეთ. მან შეიძლება გადაწყვიტოს თქვენი ორგანიზმის ფუნქციონირების მონიტორინგი მანამ, სანამ ბიკალუტამიდის მოქმედება არ გავა.

თუ დაგავიწყდათ მეტაპროსტის 150 მგ მიღება

თუ ფიქრობთ, რომ შესაძლოა გამოგრჩათ ბიკალუტამიდის დოზა, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის კომპენსირების მიზნით. უბრალოდ მიიღეთ ჩვეულებრივი დოზა ჩვეულ დროს.

თუ შეწყვეტთ მეტაპროსტის 150 მგ მიღებას

არ შეწყვიტოთ ამ პრეპარატის მიღება მაშინაც კი, თუ თავს კარგად გრძნობთ, თუ ამას თქვენი ექიმი არ გირჩევთ.

თუ გაქვთ დამატებითი შეკითხვები ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

უკუჩვენებები

  • თუ გაქვთ ალერგია ბიკალუტამიდის ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილია მე-6 ნაწილში).
  • თუ უკვე იღებთ ტერფენადინს ან ასტემიზოლს, რომლებიც გამოიყენება ალერგიის სამკურნალოდ, ან ციზაპრიდს, რომელიც გამოიყენება გულძმარვისა და რეფლუქსის სამკურნალოდ.
  • თუ ხართ ქალი.
  • თუ ტაბლეტები უნდა მიეცეს ბავშვს

არ მიიღოთ მეტაპროსტი 150 მგ, თუ ზემოთ ჩამოთვლილიდან რომელიმე გეხებათ. თუ არ ხართ დარწმუნებული, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს მეტაპროსტი 150 მგ-ის მიღებამდე.

სიფრთხილის ზომები

გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს მეტაპროსტის 150 მგ მიღებამდე

  • თუ გაქვთ გულის ან სისხლძარღვების რაიმე დაავადება, მათ შორის გულის რითმის პრობლემები (არითმია), ან მკურნალობთ ამ მდგომარეობების სამკურნალო მედიკამენტებით. გულის რითმის პრობლემების რისკი შეიძლება გაიზარდოს მეტაპროსტის 150 მგ გამოყენებისას.
  • თუ გაქვთ ღვიძლის დაავადება. თქვენმა ექიმმა შეიძლება გადაწყვიტოს ღვიძლის ფუნქციური სინჯების შემოწმება, რომ გამოირიცხოს ღვიძლის ფუნქციის დარღვევა
  • თუ საავადმყოფოში მოხვდებით, უთხარით სამედიცინო პერსონალს, რომ იღებთ მეტაპროსტს 150 მგ.
  • თუ იყენებთ მეტაპროსტს 150 მგ, თქვენ და/ან თქვენმა პარტნიორმა უნდა გამოიყენოთ ეფექტური კონტრაცეფცია ბიკალუტამიდით მკურნალობის დაწყებიდან და გააგრძელოთ მისი გამოყენება ბიკალუტამიდის მკურნალობის დასრულებიდან 130 დღის განმავლობაში. მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ გაქვთ რაიმე შეკითხვა ეფექტური კონტრაცეფციის შესახებ.

ბავშვები

მეტაპროსტი 150 მგ არ გამოიყენება ბავშვებში.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ცოტა ხნის წინ მიიღეთ ან შესაძლოა მიიღოთ სხვა მედიკამენტები. ეს მოიცავს რეცეპტის გარეშე მიღებულ მედიკამენტებს და მცენარეულ მედიკამენტებს, რადგან მეტაპროსტმა 150 მგ შეიძლება გავლენა მოახდინოს სხვა მედიკამენტების მოქმედებაზე. ასევე ზოგიერთმა სხვა მედიკამენტმა შეიძლება გავლენა მოახდინოს მეტაპროსტის 150 მგ მოქმედებაზე.

  • ციკლოსპორინი (გამოიყენება იმუნური სისტემის დასათრგუნად, გადანერგილი ორგანოს ან ძვლის ტვინის უკუგდების თავიდან ასაცილებლად და სამკურნალოდ), რადგან ბიკალუტამიდმა შეიძლება გაზარდოს პლაზმაში ნივთიერების კრეატინინის კონცენტრაცია და ექიმმა შეიძლება აგიღოთ სისხლის ნიმუში აღნიშნულის მონიტორინგისთვის.
  • მიდაზოლამი (მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება ოპერაციის ან გარკვეული პროცედურების წინ შფოთვის მოსახსნელად ან როგორც საანესთეზიო საშუალება ოპერაციის წინ და ოპერაციის დროს). თქვენ უნდა აცნობოთ ექიმს ან სტომატოლოგს, რომ იღებთ ბიკალუტამიდს, თუ გჭირდებათ ოპერაცია.
  • ტერფენადინი ან ასტემიზოლი, რომლებიც გამოიყენება ალერგიის სამკურნალოდ (იხილეთ ნაწილი 2, არ მიიღოთ ბიკალუტამიდი 150 მგ).
  • ციზაპრიდი, რომელიც გამოიყენება გულძმარვისა და რეფლუქსის სამკურნალოდ (იხილეთ ნაწილი 2, არ მიიღოთ ბიკალუტამიდი 150 მგ).
  • პრეპარატი სახელწოდებით კალციუმის არხის ბლოკატორი მაგ. დილთიაზემი ან ვერაპამილი. ისინი გამოიყენება გულის პრობლემების, სტენოკარდიის და მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ.
  • სისხლის გასათხელებელი მედიკამენტები მაგ. ვარფარინი.
  • ციმეტიდინი მჟავას რეფლუქსის ან კუჭის წყლულის დროს.
  • კეტოკონაზოლი სოკოს საწინააღმდეგო საშუალება.
  • მეტაპროსტმა 150 მგ შესაძლოა ხელი შეუშალოს ზოგიერთ მედიკამენტს, რომლებიც გამოიყენება გულის რითმის პრობლემების სამკურნალოდ (მაგ. ქინიდინი, პროკაინამიდი, ამიოდარონი და სოტალოლი) ან შეიძლება გაზარდოს გულის რითმის პრობლემების რისკი ზოგიერთ სხვა პრეპარატთან ერთად გამოყენებისას (მაგ. მეტადონი (გამოიყენება ტკივილის შესამსუბუქებლად და ნარკომანიის დეტოქსიკაციის დროს), მოქსიფლოქსაცინი (ანტიბიოტიკი), ანტიფსიქოზური საშუალებები, რომლებიც გამოიყენება სერიოზული ფსიქიკური დაავადებების დროს).

ბიკალუტამიდის ერთდროულმა მიღებამ გარკვეული სისხლის გამათხელებლებთან ან ანტიკოაგულანტებთან (როგორიცაა კუმარინის წარმოებულები) შეიძლება გავლენა მოახდინოს სისხლის შედედებაზე. მნიშვნელოვანია თქვენმა ექიმმა იცოდეს ამის თაობაზე, რომ აკონტროლოს სისხლის შედედება.

მეტაპროსტი 150 მგ საკვებთან და სასმელთან ერთად

საჭირო არ არის ტაბლეტების მიღება საკვებთან ერთად, მაგრამ უნდა გადაიყლაპოს მთლიანად ჭიქა წყალთან ერთად.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ეს პრეპარატი არასდროს გამოიყენება ქალებში.

ბიკალუტამიდს შეუძლია გავლენა მოახდინოს მამაკაცის ნაყოფიერებაზე, რაც შეიძლება შექცევადი იყოს.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

ამ პრეპარატმა არ უნდა იმოქმედოს ავტომობილის მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის უნარზე, თუმცა ზოგჯერ შეიძლება აღინიშნოს ძილიანობა ამ მედიკამენტის მიღებისას. თუ ფიქრობთ, რომ ეს პრეპარატუი იწვევს ძილიანობას, უნდა მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს ავტომობილის მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის დაწყებამდე.

მეტაპროსტი 150 მგ შეიცავს ლაქტოზას

თუ ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ აუტანლობა ზოგიერთი შაქრის მიმართ, ამ სამკურნალო პროდუქტის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს.

მეტაპროსტი 150 მგ შეიცავს ნატრიუმს

ეს პრეპარატი შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ) თითო ტაბლეტზე, ანუ არსებითად "არ შეიცავს ნატრიუმს“.

გვერდითი მოვლენები

ყველა მედიკამენტის მსგავსად, ამ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

თუ გაქვთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომი, დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს ან მიმართეთ უახლოეს საავადმყოფოს. ეს ძალიან სერიოზული გვერდითი ეფექტებია.

  • კანზე გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრის ციება, აქერცვლა, ბუშტუკები ან ქერქით დაფარვა
  • სახის ან კისრის, ტუჩების, ენის ან ყელის შეშუპება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვის ან ყლაპვის გაძნელება
  • სუნთქვის პრობლემები ხველით და ცხელებით ან მათ გარეშე
  • კანის ან თვალების ყვითელი შეფერილობა

პრეპარატის სხვა შესაძლო გვერდითი ეფექტებია:

ძალიან ხშირი გვერდითი ეფექტები (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანში):

გამონაყარი • მკერდის ტკივილი • სარძევე ჯირკვლის გადიდება მამაკაცებში • სისუსტის შეგრძნება

ხშირი გვერდითი ეფექტები (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1 ადამიანში):

სიცხის მოწოლა • სისხლის წითელი უჯრედების დაბალი რაოდენობა (ანემია) • მადის დაქვეითება • სექსუალური სურვილის დაქვეითება • დეპრესია • თავბრუსხვევა • ძილიანობა • ტკივილი მუცელში ან გულმკერდის არეში • ყაბზობა და შებერილობა • მონელების დარღვევა • გულისრევა • ღვიძლის ფუნქციის ცვლილებები კანის და თვალის თეთრი გარსის გაყვითლებით (სიყვითლე) • ჰეპატო-ბილიარული დარღვევები • თმის ცვენა • თმის ზრდის მატება • კანის სიმშრალე • კანის ქავილი • შარდში სისხლის არსებობა (ჰემატურია) • ერექციის გაძნელება • ხელების, ფეხების, მკლავების ან ფეხების შესიება (შეშუპება) • წონის მატება

არახშირი გვერდითი ეფექტები (შეიძლება განვითარდეს 100-დან 1-მდე ადამიანში):

ალერგიული რეაქციები (ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები), რომლის სიმპტომები შეიძლება იყოს: კანზე გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრის ციება, კანის აქერცვლა, კანზე ბუშტუკების გამონაყარი, სახის ან კისრის, ტუჩების, ენის ან ყელის შეშუპება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვის ან ყლაპვის გაძნელება • ფილტვების ანთება სახელწოდებით ფილტვის ინტერსტიციული დაავადება (დაფიქსირებულია ფატალური შედეგები). ამ მდგომარეობის სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს მძიმე ქოშინს ხველით ან ცხელებით

იშვიათი გვერდითი ეფექტები (შეიძლება განვითარდეს 1000-დან 1-მდე ადამიანში):

ღვიძლის უკმარისობა (დაფიქსირებულია ფატალური შედეგები), კანის მომატებული მგრძნობელობა მზის სხივების მიმართ.

უცნობი გვერდითი ეფექტები (არ შეიძლება შეფასდეს არსებული მონაცემებით):

ცვლილებები ეკგ-ზე (QT გახანგრძლივება)

გვერდითი ეფექტების ინფორმირება

თუ განვითარდა რაიმე გვერდითი ეფექტი, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში. თქვენ ასევე შეგიძლიათ შეატყობინოთ გვერდითი ეფექტების შესახებ პირდაპირ შეტყობინების სისტემის საშუალებით, რომელიც ჩამოთვლილია დანართში V.

ჭარბი დოზა

ადამიანებში დოზის გადაჭარბების გამოცდილება არ არსებობს. სპეციფიური ანტიდოტი არ არსებობს; მკურნალობა უნდა იყოს სიმპტომური. დიალიზი შეიძლება არ იყოს შედეგიანი, რადგან ბიკალუტამიდი ძლიერად არის შეკავშირებული ცილებთან და არ აღდგება შარდში უცვლელი სახით. ნაჩვენებია ზოგადი დამხმარე მკურნალობა, მათ შორის სასიცოცხლო ნიშნების ხშირი მონიტორინგი.

შემადგენლობა

  • აქტიური ნივთიერება არის ბიკალუტამიდი. თითოეული ტაბლეტი შეიცავს 150 მგ ბიკალუტამიდს.
  • ტაბლეტის ბირთვის სხვა ინგრედიენტებია: ლაქტოზას მონოჰიდრატი, მაგნიუმის სტეარატი, კროსპოვიდონი, პოვიდონი K-29/32, ნატრიუმის ლაურილსულფატი.

ტაბლეტის გარსის ინგრედიენტებია: ლაქტოზას მონოჰიდრატი, ჰიპრომელოზა, მაკროგოლი 4000, ტიტანის დიოქსიდი (E171).

მეტაპროსტის 150 მგ გარეგნული აღწერა და შეფუთვის შიგთავსი

ტაბლეტები არის თეთრი, მრგვალი, ორმხრივ ამოზნექილი, გარსით დაფარული, ერთ მხარეს წარწერით BCM150.

შეიძლება ყველა ზომის შეფუთვა არ იყოს გაყიდვაში.

გაცემის რეჟიმი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

შენახვის პირობები

შეინახეთ ეს პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი ბლისტერსა და მუყაოს კოლოფზე „EXP“-ის შემდეგ მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. პირველი ორი ციფრი აღნიშნავს თვეს, ხოლო ბოლო ოთხი ციფრი - წელს. ვარგისიანობის ვადა ეხება ამ თვის ბოლო დღეს.

ეს სამკურნალო პროდუქტი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.

არ გადაყაროთ პრეპარატები კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გაანადგუროთ პრეპარატები რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ანტიანდროგენები, ათქ-კოდი: L02BB03

მოქმედების მექანიზმი

ბიკალუტამიდი არის არასტეროიდული ანტიანდროგენი, რომელსაც არ აქვს სხვა ენდოკრინული აქტივობა. ის უკავშირდება ანდროგენის რეცეპტორებს გენის ექსპრესიის გააქტიურების გარეშე და ამით თრგუნავს ანდროგენის სტიმულაციას. პროსტატის სიმსივნეების რეგრესი სწორედ ამ დათრგუნვის შედეგად ხდება. ბიკალუტამიდის შეწყვეტამ შეიძლება გამოიწვიოს ანტიანდროგენული მოხსნის სინდრომი ზოგიერთ პაციენტში.

კლინიკური ეფექტიანობა და უსაფრთხოება

ბიკალუტამიდი 150 მგ იყო შესწავლილი, როგორც სამკურნალო საშუალება პაციენტებისთვის ლოკალიზებული (T1-T2, NO ან NX, MO) ან ადგილობრივად შორსწასული (T3-T4, ნებისმიერი N, MO; T1-T2, N+, MO) პროსტატის არამეტასტაზური კიბო, სამი პლაცებო-კონტროლირებადი ორმაგი-ბრმა კვლევის კომბინირებულ ანალიზში 8, 113 პაციენტში, სადაც პრეპარატუ გამოიყენებოდა როგორც დაუყოვნებელი ჰორმონალური თერაპია ან როგორც დამხმარე საშუალება რადიკალური პროსტატექტომიაზე ან რადიოთერაპიაზე (ძირითადად გარე სხივური დასხივება). 9.7 წლის მედიანური შემდგომი დაკვირვებისას, ბიკალუტამიდით ნამკურნალები და პლაცებოთი ნამკურნალები პაციენტების 36.6%-ს და 38.17%-ს, შესაბამისად, ჰქონდათ დაავადების ობიექტური პროგრესირება.

დაავადების ობიექტური პროგრესირების რისკის შემცირება დაფიქსირდა პაციენტების უმეტეს ჯგუფში, მაგრამ ყველაზე აშკარა იყო დაავადების პროგრესირების ყველაზე მაღალი რისკის მქონე პაციენტებში. ამიტომ, კლინიცისტებმა შეიძლება გადაწყვიტონ, რომ დაავადების პროგრესირების დაბალი რისკის მქონე პაციენტისთვის ოპტიმალური სამედიცინო სტრატეგია, განსაკუთრებით ადიუვანტურ სქემაში რადიკალური პროსტატექტომიის შემდეგ, შეიძლება იყოს ჰორმონალური თერაპიის გადადება დაავადების პროგრესირებამდე.

საერთო გადარჩენის სხვაობა არ დაფიქსირებულა 9.7 წლის მედიანური დაკვირვებისას 31.4% სიკვდილიანობით (საფრთხის კოეფიციენტი =1.01; 95% ნდობის ინტერვალი 0.94-დან 1.09-მდე). თუმცა, გარკვეული ტენდენციები აშკარა იყო საძიებო ქვეჯგუფების ანალიზში.

მონაცემები პროგრესირების გარეშე გადარჩენისა და საერთო გადარჩენის შესახებ დროთა განმავლობაში კაპლან-მეიერის შეფასებებზე დაყრდნობით ადგილობრივად შორსწასული დაავადების მქონე პაციენტებისთვის შეჯამებულია შემდეგ ცხრილებში:

ცხრილი 2: დროთა განმავლობაში დაავადების პროგრესირების მქონე ადგილობრივად შორსწასული დაავადების მქონე პაციენტების პროპორცია თერაპიის ქვეჯგუფის მიხედვით

საანალიზო პოპულაცია

სამკურნალო ჯგუფი

მოვლენები (%) 3 წელზე

მოვლენები (%) 5 წელზე

მოვლენები (%) 7 წელზე

მოვლენები (%) 10 წელზე

ფრთხილი მოლოდინი (n=657)

ბიკალუტამიდი 150 მგ

  • 7%
  • 3%
  • 1%
  • 2%

პლაცებო

  • 8%
  • 7%
  • 7%
  • 1%

რადიოთერაპია (n=305)

ბიკალუტამიდი 150 მგ

  • 9%
  • 0%
  • 1%
  • 7%

პლაცებო

  • 7%
  • 4%
  • 6%
  • 2%

რადიკალური პროსტატექტომია (n=1719)

ბიკალუტამიდი 150 მგ

  • 5%
  • 4%
  • 8%
  • 9%

პლაცებო

  • 7%
  • 4%
  • 2%
  • 9%

ცხრილი 3: საერთო გადარჩენა ადგილობრივად შორსაწული დაავადების დროს თერაპიის ქვეჯგუფის მიხედვით

საანალიზო პოპულაცია

სამკურნალო ჯგუფი

მოვლენები (%) 3 წელზე

მოვლენები (%) 5 წელზე

მოვლენები (%) 7 წელზე

მოვლენები (%) 10 წელზე

ფრთხილი მოლოდინი (n=657)

ბიკალუტამიდი 150 მგ

  • 2%
  • 4%
  • 2%
  • 0%

პლაცებო

  • 0%
  • 40%
  • 7%
  • 5%

რადიოთერაპია (n=305)

ბიკალუტამიდი 150 მგ

  • 2%
  • 9%
  • 0%
  • 5%

პლაცებო

  • 6%
  • 1%
  • 1%
  • 3%

რადიკალური პროსტატექტომია (n=1719)

ბიკალუტამიდი 150 მგ

  • 6%
  • 0%
  • 6%
  • 4%

პლაცებო

  • 2%
  • 7%
  • 6%
  • 2%

ლოკალიზებული დაავადების მქონე პაციენტებისთვის, რომლებიც იღებდნენ მხოლოდ ბიკალუტამიდს, არ იყო მნიშვნელოვანი განსხვავება პროგრესირების გარეშე გადარჩენის მხრივ. არ აღინიშნა მნიშვნელოვანი განსხვავება საერთო გადარჩენის მხრივ ლოკალიზებული დაავადების მქონე პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ბიკალუტამიდს დამხმარე თერაპიის სახით, რადიოთერაპიის (საფრთხის კოეფიციენტი=0.98; 95% ნდობის ინტერვალი 0.80-დან 1.20-მდე) ან რადიკალური პროსტატექტომიის შემდეგ (საფრთხის კოეფიციენტი=l.03; 95% ნდობის ინტერვალი 0.85-დან 1.25-მდე). ლოკალიზებული დაავადების მქონე პაციენტებში, რომელთა მართვაც სხვაგვარად მოხდებოდა ფრთხილი მოლოდინით, ასევე აღინიშნა გადარჩენის შემცირების ტენდენცია პლაცებოს მიმღებ პაციენტებთან შედარებით (საფრთხის კოეფიციენტი=l.15; 95% ნდობის ინტერვალი 1.00-დან 1.32-მდე). აღნიშნულის გათვალისწინებით, ბიკალუტამიდის გამოყენების სარგებელი-რისკის პროფილი არ ითვლება ხელსაყრელად ლოკალიზებული დაავადების მქონე პაციენტებში.

2 კვლევის კომბინირებულ ანალიზში 805 ადრე არანამკურნალები პაციენტის მონაწილეობით, რომლებსაც ჰქონდათ მეტასტაზური (M1) დაავადება 43% სიკვდილიანობით, ნაჩვენები იყო, რომ ბიკალუტამიდი 150 მგ ნაკლებად ეფექტურია, ვიდრე კასტრაცია გადარჩენის დროში (საფრთხის კოეფიციენტი = 1,05 [ნდობის ინტერვალი 0,81-დან 1.36-მდე]).

ბიკალუტამიდი არის რაცემატი მისი ანტიანდროგენული აქტივობით თითქმის ექსკლუზიურად R-ენანტიომერში.

პედიატრიული პოპულაცია

ბავშვებში კვლევები არ ჩატარებულა (იხილეთ პუნქტი 4.3).

  • 2 ფარმაკოკინეტიკური თვისებები

აბსორბცია

ბიკალუტამიდი კარგად შეიწოვება პერორალური მიღების შემდეგ. არ არსებობს მტკიცებულება ბიოშეღწევადობაზე საკვების რაიმე კლინიკურად მნიშვნელოვანი ზემოქმედების შესახებ.

განაწილება

ბიკალუტამიდის შეკავშირება ცილებთან მაღალია (რაცემატი 96% (R)-ენანტიომერი >99%). ცხოველთა კვლევებში, ჰემატოენცეფალურ ბარიერში შეღწევა დაფიქსირდა ვირთხებში. ბიკალუტამიდი მეტაბოლიზდება დაჟანგვის და გლუკურონიდაციის გზით. მისი მეტაბოლიტები გამოიყოფა თირკმელებისა და ნაღვლის მეშვეობით დაახლოებით თანაბარი პროპორციებით. ნაღვლის საშუალებით გამოყოფის შემდეგ ხდება გლუკურონიდების ჰიდროლიზი. უცვლელი ბიკალუტამიდი თითქმის არ გვხვდება შარდში.

ბიოტრანსფორმაცია

(S)-ენანტიომერი სწრაფად გამოიყოფა (R)-ენანტიომერთან შედარებით, ამ უკანასკნელის ნახევარგამოყოფის პერიოდი პლაზმაში შეადგენს დაახლოებით 1 კვირას. ბიკალუტამიდის ყოველდღიური მიღებისას, (R)-ენანტიომერი გროვდება დაახლოებით 10-ჯერ პლაზმაში მისი ხანგრძლივი ნახევარგამოყოფის გამო.

პლაზმაში (R)-ენანტიომერის წონასწორული კონცენტრაცია დაახლოებით 9 მიკროგრამი/მლ შეინიშნება ბიკალუტამიდის 50 მგ დოზების ყოველდღიური მიღებისას. წონასწორული მდგომარეობა მიიღწევა დღიური დოზის მიღებიდან დაახლოებით ერთი თვის შემდეგ. წონასწორულ მდგომარეობაში უპირატესად აქტიური (R)-ენანტიომერი შეადგენს მთლიანი მოცირკულირე ენანტიომერების 99%-ს.

ელიმინაცია

კლინიკურ კვლევაში R-ბიკალუტამიდის საშუალო კონცენტრაცია მამაკაცის სპერმაში, რომლებიც იღებდნენ 150 მგ ბიკალუტამიდს, იყო 4,9 მიკროგრამი/მლ. ბიკალუტამიდის რაოდენობა, რომელიც პოტენციურად გადაეცემა მდედრობითი სქესის პარტნიორს სქესობრივი კავშირის დროს, დაბალია და ექსტრაპოლაციით შესაძლოა უდრის დაახლოებით 0.3 მიკროგრამ/კგ-ს. ეს უფრო დაბალია, ვიდრე საჭიროა ლაბორატორიული ცხოველების შთამომავლობაში ცვლილებების გამოწვევისთვის.

სპეციალური პოპულაციები

(R)-ენანტიომერის ფარმაკოკინეტიკაზე გავლენას არ ახდენს ასაკი, თირკმლის უკმარისობა ან ღვიძლის მსუბუქი და ზომიერი უკმარისობა. არსებობს მტკიცებულება, რომ ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე სუბიექტებისთვის (R)-ენანტიომერი გამოიყოფა უფრო ნელა პლაზმიდან.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

Synthon

საერთო ტექნიკური დოკუმენტი

ბიკალუტამიდი, 150 მგ

შემოგარსული ტაბლეტი

________________________________________________________________________________

  • 3.1 შეფუთვის ფურცელი - ძირითადი

შეფუთვის ფურცელი: ინფორმაცია მომხმარებლისთვის

მეტაპროსტი

ბიკალუტამიდი

ყურადღებით წაიკითხეთ ეს ინსტრუქცია სრულად, ვიდრე დაიწყებთ ამ პრეპარატის მიღებას, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

  • შეინახეთ ეს ფურცელი. შეიძლება დაგჭირდეთ ხელახლა წაკითხვა.
  • თუ გაქვთ დამატებითი შეკითხვები, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
  • ეს პრეპარატი გამოწერილია მხოლოდ თქვენთვის. არ გადასცეთ ის სხვებს. ამან შეიძლება ზიანი მიაყენოს მათ, მაშინაც კი, თუ მათი დაავადების ნიშნები იგივეა, რაც თქვენი.
  • თუ განვითარდა რაიმე გვერდითი მოვლენა, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც ჩამოთვლილი არ არის ამ ინსტრუქციაში. იხილეთ ნაწილი 4.

ამ ფურცელში

  • რა არის მეტაპროსტი 150 მგ და რისთვის გამოიყენება
  • რა უნდა იცოდეთ მეტაპროსტის 150 მგ მიღებამდე
  • როგორ მიიღება მეტაპროსტი 150 მგ
  • შესაძლო გვერდითი ეფექტები
  • როგორ ინახება მეტაპროსტი 150 მგ
  • შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
  • რა არის მეტაპროსტი 150 მგ და რისთვის გამოიყენება

მეტაპროსტი 150 მგ არის პრეპარატი, რომელიც შეიცავს აქტიურ ნივთიერებას ბიკალუტამიდს. ბიკალუტამიდი მიეკუთვნება ანტიანდროგენების ჯგუფს. ანტიანდროგენები ავლენენ ანდროგენების (მამაკაცის სასქესო ჰორმონების) საწინააღმდეგო ეფექტს.

ბიკალუტამიდი გამოიყენება მოზრდილ მამაკაცებში მეტასტაზების გარეშე პროსტატის კიბოს სამკურნალოდ, როდესაც კასტრაცია ან სხვა სახის მკურნალობა არ არის ნაჩვენები ან მიუღებელია.

პრეპარატის გამოყენება შეიძლება რადიოთერაპიასთან ან პროსტატის ქირურგიასთან ერთად ადრეული მკურნალობის პროგრამებში.

  • რა უნდა იცოდეთ მეტაპროსტის 150 მგ მიღებამდე

არ მიიღოთ მეტაპროსტი 150 მგ

  • თუ გაქვთ ალერგია ბიკალუტამიდის ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილია მე-6 ნაწილში).
  • თუ უკვე იღებთ ტერფენადინს ან ასტემიზოლს, რომლებიც გამოიყენება ალერგიის სამკურნალოდ, ან ციზაპრიდს, რომელიც გამოიყენება გულძმარვისა და რეფლუქსის სამკურნალოდ.
  • თუ ხართ ქალი.
  • თუ ტაბლეტები უნდა მიეცეს ბავშვს

არ მიიღოთ მეტაპროსტი 150 მგ, თუ ზემოთ ჩამოთვლილიდან რომელიმე გეხებათ. თუ არ ხართ დარწმუნებული, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს მეტაპროსტი 150 მგ-ის მიღებამდე.

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს მეტაპროსტის 150 მგ მიღებამდე

  • თუ გაქვთ გულის ან სისხლძარღვების რაიმე დაავადება, მათ შორის გულის რითმის პრობლემები (არითმია), ან მკურნალობთ ამ მდგომარეობების სამკურნალო მედიკამენტებით. გულის რითმის პრობლემების რისკი შეიძლება გაიზარდოს მეტაპროსტის 150 მგ გამოყენებისას.
  • თუ გაქვთ ღვიძლის დაავადება. თქვენმა ექიმმა შეიძლება გადაწყვიტოს ღვიძლის ფუნქციური სინჯების შემოწმება, რომ გამოირიცხოს ღვიძლის ფუნქციის დარღვევა
  • თუ საავადმყოფოში მოხვდებით, უთხარით სამედიცინო პერსონალს, რომ იღებთ მეტაპროსტს 150 მგ.
  • თუ იყენებთ მეტაპროსტს 150 მგ, თქვენ და/ან თქვენმა პარტნიორმა უნდა გამოიყენოთ ეფექტური კონტრაცეფცია ბიკალუტამიდით მკურნალობის დაწყებიდან და გააგრძელოთ მისი გამოყენება ბიკალუტამიდის მკურნალობის დასრულებიდან 130 დღის განმავლობაში. მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ გაქვთ რაიმე შეკითხვა ეფექტური კონტრაცეფციის შესახებ.

ბავშვები

მეტაპროსტი 150 მგ არ გამოიყენება ბავშვებში.

სხვა მედიკამენტები და მეტაპროსტი 150 მგ

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ცოტა ხნის წინ მიიღეთ ან შესაძლოა მიიღოთ სხვა მედიკამენტები. ეს მოიცავს რეცეპტის გარეშე მიღებულ მედიკამენტებს და მცენარეულ მედიკამენტებს, რადგან მეტაპროსტმა 150 მგ შეიძლება გავლენა მოახდინოს სხვა მედიკამენტების მოქმედებაზე. ასევე ზოგიერთმა სხვა მედიკამენტმა შეიძლება გავლენა მოახდინოს მეტაპროსტის 150 მგ მოქმედებაზე.

  • ციკლოსპორინი (გამოიყენება იმუნური სისტემის დასათრგუნად, გადანერგილი ორგანოს ან ძვლის ტვინის უკუგდების თავიდან ასაცილებლად და სამკურნალოდ), რადგან ბიკალუტამიდმა შეიძლება გაზარდოს პლაზმაში ნივთიერების კრეატინინის კონცენტრაცია და ექიმმა შეიძლება აგიღოთ სისხლის ნიმუში აღნიშნულის მონიტორინგისთვის.
  • მიდაზოლამი (მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება ოპერაციის ან გარკვეული პროცედურების წინ შფოთვის მოსახსნელად ან როგორც საანესთეზიო საშუალება ოპერაციის წინ და ოპერაციის დროს). თქვენ უნდა აცნობოთ ექიმს ან სტომატოლოგს, რომ იღებთ ბიკალუტამიდს, თუ გჭირდებათ ოპერაცია.
  • ტერფენადინი ან ასტემიზოლი, რომლებიც გამოიყენება ალერგიის სამკურნალოდ (იხილეთ ნაწილი 2, არ მიიღოთ ბიკალუტამიდი 150 მგ).
  • ციზაპრიდი, რომელიც გამოიყენება გულძმარვისა და რეფლუქსის სამკურნალოდ (იხილეთ ნაწილი 2, არ მიიღოთ ბიკალუტამიდი 150 მგ).
  • პრეპარატი სახელწოდებით კალციუმის არხის ბლოკატორი მაგ. დილთიაზემი ან ვერაპამილი. ისინი გამოიყენება გულის პრობლემების, სტენოკარდიის და მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ.
  • სისხლის გასათხელებელი მედიკამენტები მაგ. ვარფარინი.
  • ციმეტიდინი მჟავას რეფლუქსის ან კუჭის წყლულის დროს.
  • კეტოკონაზოლი სოკოს საწინააღმდეგო საშუალება.
  • მეტაპროსტმა 150 მგ შესაძლოა ხელი შეუშალოს ზოგიერთ მედიკამენტს, რომლებიც გამოიყენება გულის რითმის პრობლემების სამკურნალოდ (მაგ. ქინიდინი, პროკაინამიდი, ამიოდარონი და სოტალოლი) ან შეიძლება გაზარდოს გულის რითმის პრობლემების რისკი ზოგიერთ სხვა პრეპარატთან ერთად გამოყენებისას (მაგ. მეტადონი (გამოიყენება ტკივილის შესამსუბუქებლად და ნარკომანიის დეტოქსიკაციის დროს), მოქსიფლოქსაცინი (ანტიბიოტიკი), ანტიფსიქოზური საშუალებები, რომლებიც გამოიყენება სერიოზული ფსიქიკური დაავადებების დროს).

ბიკალუტამიდის ერთდროულმა მიღებამ გარკვეული სისხლის გამათხელებლებთან ან ანტიკოაგულანტებთან (როგორიცაა კუმარინის წარმოებულები) შეიძლება გავლენა მოახდინოს სისხლის შედედებაზე. მნიშვნელოვანია თქვენმა ექიმმა იცოდეს ამის თაობაზე, რომ აკონტროლოს სისხლის შედედება.

მეტაპროსტი 150 მგ საკვებთან და სასმელთან ერთად

საჭირო არ არის ტაბლეტების მიღება საკვებთან ერთად, მაგრამ უნდა გადაიყლაპოს მთლიანად ჭიქა წყალთან ერთად.

ორსულობა, ძუძუთი კვება და ნაყოფიერება

ეს პრეპარატი არასდროს გამოიყენება ქალებში.

ბიკალუტამიდს შეუძლია გავლენა მოახდინოს მამაკაცის ნაყოფიერებაზე, რაც შეიძლება შექცევადი იყოს.

ავტომობილის და მექანიზმების მართვა

ამ პრეპარატმა არ უნდა იმოქმედოს ავტომობილის მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის უნარზე, თუმცა ზოგჯერ შეიძლება აღინიშნოს ძილიანობა ამ მედიკამენტის მიღებისას. თუ ფიქრობთ, რომ ეს პრეპარატუი იწვევს ძილიანობას, უნდა მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს ავტომობილის მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის დაწყებამდე.

მეტაპროსტი 150 მგ შეიცავს ლაქტოზას

თუ ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ აუტანლობა ზოგიერთი შაქრის მიმართ, ამ სამკურნალო პროდუქტის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს.

მეტაპროსტი 150 მგ შეიცავს ნატრიუმს

ეს პრეპარატი შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ) თითო ტაბლეტზე, ანუ არსებითად "არ შეიცავს ნატრიუმს“.

  • როგორ მიიღება მეტაპროსტი 150 მგ

ყოველთვის მიიღეთ ეს პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც თქვენმა ექიმმა ან ფარმაცევტმა გითხრათ. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

რეკომენდებული დოზა არის ერთი ტაბლეტი, დღეში ერთხელ. ტაბლეტი უნდა გადაიყლაპოს მთლიანად ჭიქა წყლის მიყოლებით. შეეცადეთ მიიღოთ სამკურნალო საშუალება ყოველდღე დაახლოებით ერთსა და იმავე დროს.

თუ იღებთ საჭიროზე მეტ მეტაპროსტს 150 მგ

თუ ფიქრობთ, რომ შესაძლოა მიიღეთ საჭიროზე მეტი ტაბლეტი, დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან უახლოეს საავადმყოფოს რაც შეიძლება მალე. თან იქონიეთ დარჩენილი ტაბლეტები ან შეფუთვა, რათა ექიმმა დაადგინოს, რა მიიღეთ. მან შეიძლება გადაწყვიტოს თქვენი ორგანიზმის ფუნქციონირების მონიტორინგი მანამ, სანამ ბიკალუტამიდის მოქმედება არ გავა.

თუ დაგავიწყდათ მეტაპროსტის 150 მგ მიღება

თუ ფიქრობთ, რომ შესაძლოა გამოგრჩათ ბიკალუტამიდის დოზა, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის კომპენსირების მიზნით. უბრალოდ მიიღეთ ჩვეულებრივი დოზა ჩვეულ დროს.

თუ შეწყვეტთ მეტაპროსტის 150 მგ მიღებას

არ შეწყვიტოთ ამ პრეპარატის მიღება მაშინაც კი, თუ თავს კარგად გრძნობთ, თუ ამას თქვენი ექიმი არ გირჩევთ.

თუ გაქვთ დამატებითი შეკითხვები ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

4 შესაძლო გვერდითი ეფექტები

ყველა მედიკამენტის მსგავსად, ამ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

თუ გაქვთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომი, დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს ან მიმართეთ უახლოეს საავადმყოფოს. ეს ძალიან სერიოზული გვერდითი ეფექტებია.

  • კანზე გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრის ციება, აქერცვლა, ბუშტუკები ან ქერქით დაფარვა
  • სახის ან კისრის, ტუჩების, ენის ან ყელის შეშუპება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვის ან ყლაპვის გაძნელება
  • სუნთქვის პრობლემები ხველით და ცხელებით ან მათ გარეშე
  • კანის ან თვალების ყვითელი შეფერილობა

პრეპარატის სხვა შესაძლო გვერდითი ეფექტებია:

ძალიან ხშირი გვერდითი ეფექტები (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანში):

გამონაყარი • მკერდის ტკივილი • სარძევე ჯირკვლის გადიდება მამაკაცებში • სისუსტის შეგრძნება

ხშირი გვერდითი ეფექტები (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1 ადამიანში):

სიცხის მოწოლა • სისხლის წითელი უჯრედების დაბალი რაოდენობა (ანემია) • მადის დაქვეითება • სექსუალური სურვილის დაქვეითება • დეპრესია • თავბრუსხვევა • ძილიანობა • ტკივილი მუცელში ან გულმკერდის არეში • ყაბზობა და შებერილობა • მონელების დარღვევა • გულისრევა • ღვიძლის ფუნქციის ცვლილებები კანის და თვალის თეთრი გარსის გაყვითლებით (სიყვითლე) • ჰეპატო-ბილიარული დარღვევები • თმის ცვენა • თმის ზრდის მატება • კანის სიმშრალე • კანის ქავილი • შარდში სისხლის არსებობა (ჰემატურია) • ერექციის გაძნელება • ხელების, ფეხების, მკლავების ან ფეხების შესიება (შეშუპება) • წონის მატება

არახშირი გვერდითი ეფექტები (შეიძლება განვითარდეს 100-დან 1-მდე ადამიანში):

ალერგიული რეაქციები (ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები), რომლის სიმპტომები შეიძლება იყოს: კანზე გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრის ციება, კანის აქერცვლა, კანზე ბუშტუკების გამონაყარი, სახის ან კისრის, ტუჩების, ენის ან ყელის შეშუპება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვის ან ყლაპვის გაძნელება • ფილტვების ანთება სახელწოდებით ფილტვის ინტერსტიციული დაავადება (დაფიქსირებულია ფატალური შედეგები). ამ მდგომარეობის სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს მძიმე ქოშინს ხველით ან ცხელებით

იშვიათი გვერდითი ეფექტები (შეიძლება განვითარდეს 1000-დან 1-მდე ადამიანში):

ღვიძლის უკმარისობა (დაფიქსირებულია ფატალური შედეგები), კანის მომატებული მგრძნობელობა მზის სხივების მიმართ.

უცნობი გვერდითი ეფექტები (არ შეიძლება შეფასდეს არსებული მონაცემებით):

ცვლილებები ეკგ-ზე (QT გახანგრძლივება)

გვერდითი ეფექტების ინფორმირება

თუ განვითარდა რაიმე გვერდითი ეფექტი, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში. თქვენ ასევე შეგიძლიათ შეატყობინოთ გვერდითი ეფექტების შესახებ პირდაპირ შეტყობინების სისტემის საშუალებით, რომელიც ჩამოთვლილია დანართში V.

  • როგორ ინახება მეტაპროსტი 150 მგ

შეინახეთ ეს პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი ბლისტერსა და მუყაოს კოლოფზე „EXP“-ის შემდეგ მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. პირველი ორი ციფრი აღნიშნავს თვეს, ხოლო ბოლო ოთხი ციფრი - წელს. ვარგისიანობის ვადა ეხება ამ თვის ბოლო დღეს.

ეს სამკურნალო პროდუქტი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.

არ გადაყაროთ პრეპარატები კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გაანადგუროთ პრეპარატები რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

  • შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს მეტაპროსტი 150 მგ

  • აქტიური ნივთიერება არის ბიკალუტამიდი. თითოეული ტაბლეტი შეიცავს 150 მგ ბიკალუტამიდს.
  • ტაბლეტის ბირთვის სხვა ინგრედიენტებია: ლაქტოზას მონოჰიდრატი, მაგნიუმის სტეარატი, კროსპოვიდონი, პოვიდონი K-29/32, ნატრიუმის ლაურილსულფატი.

ტაბლეტის გარსის ინგრედიენტებია: ლაქტოზას მონოჰიდრატი, ჰიპრომელოზა, მაკროგოლი 4000, ტიტანის დიოქსიდი (E171).

მეტაპროსტის 150 მგ გარეგნული აღწერა და შეფუთვის შიგთავსი

ტაბლეტები არის თეთრი, მრგვალი, ორმხრივ ამოზნექილი, გარსით დაფარული, ერთ მხარეს წარწერით BCM150.

შეიძლება ყველა ზომის შეფუთვა არ იყოს გაყიდვაში.

გაცემის რეჟიმი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

სავაჭრო ნებართვის მფლობელი

შპს "ავერსი-ფარმა"

აღმაშენებლის გამზ. 148

0112 თბილისი. საქართველო

ლიცენზიის მფლობელი:

Synthon BV

მიკროვეგი 22

6545 CM ნეიმეგენი

ნიდერლანდები

მწარმოებელი:

Synthon Hispania, S.L.

C/Castelló, 1

08830 Sant Boi de Llobregat

ბარსელონა

ესპანეთი

დანართი-ფურცელი შესწორებულია 27.09.2022 წელს

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა