პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ენდოკრინული თერაპია

კასოდექსი

CASODEX

რეცეპტით50მგინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება

მრგვალი, ორმაგად ამოზნექილი, თეთრი, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები. ტაბლეტების ცალ მხარეს ამოტვიფრულია “50”, ხოლო მეორე მხარეს - ლოგო. კასოდექსის აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები ხელმისაწვდომია #28 შეფუთვებში. კასოდექსის აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს ბიკალუტამიდს. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ბიკალუტამიდი (bicalutamide)
ფორმა და შეფუთვა
50მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი
მწარმოებელი
_
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ენდოკრინული თერაპია, ანტიანდროგენები
ATC კოდი
L02BB03
რეგისტრაციის ნომერი
რ/ა-P-0217
რეგისტრირებულია
3 ივნისი 2022, მოქმედებს 3 ივნისი 2027-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებაკასოდექსი და სხვა წამალი ერთად

კასოდექსი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

მრგვალი, ორმაგად ამოზნექილი, თეთრი, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.

ტაბლეტების ცალ მხარეს ამოტვიფრულია “50”, ხოლო მეორე მხარეს - ლოგო. კასოდექსის აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები ხელმისაწვდომია #28 შეფუთვებში.

კასოდექსის აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს ბიკალუტამიდს. იგი მიეკუთვნება ანტიანდროგენული პრეპარატების ჯგუფს.

კასოდექსი გამოიყენება წინამდებარე ჯირკვალის კიბოს სამკურნალოდ.

მისი ეფექტი განპირობებულია მამაკაცის ჰორმონების, მათ შორის ტესტოსტერონის მოქმედების დათრგუნვით.

მიღების წესი და დოზირება

სწორი გამოყენების ინსტრუქციები და დოზირება/მიღების სიხშირე:

პრეპარატის მიღება უნდა მოხდეს ემხოლოდ ქიმის მითითებების მიხედვით. პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს თუ არ არის დარწმუნებული, რომ წესისამებრ იღებს პრეპარატს.

მიღების გზა და მიღების წესი

მოზრდილთათვის რეკომენდებულ დოზას შეადგენს ერთი ტაბლეტი ერთხელ დღეში.

ტაბლეტები იყლაპება მთლიანად, ჭიქა წყალთან ერთად.

ტაბლეტების მიღება უმჯობესია დღის ერთსა და იმავე დროს.

მკურნალობის შეწყვეტა არ უნდა მოხდეს ექიმისგან დამოუკიდებლად, მაშინაც კი, როდესაც პაციენტის მდგომარეობა უმჯობესდება.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:

გამოყენება ბავშვებში:

კასოდექსი არ გამოიყენება ბავშვთა ასაკში.

გამოყენება პაციენტებში 65 წლის ასაკიდან:

დოზის კორექცია რეკომენდებული არ არის. გამოიყენება ზრდასრულთათვის განკუთვნილი სტანდარტული დოზები.

გამოყენება განსაკუთრებული მდგომარეობების დროს:

თირკმელების უკმარისობა/ ღვიძლის უკმარისობა:

თირკმელების უკმარისობის დროს დოზის კორექცია საჭირო არ არის. ღვიძლის საშუალო ან მძიმე უკმარისობის დროს, პრეპარატი გამოიყენება განსაკუთრებული სიფრთხილით.

პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს თუ ფიქრობს, რომ კასოდექსის მოქმედება არასათანადოდ სუსტი ან ზედმეტად ძლიერია.

უკუჩვენებები

ქალებსა და ბავშვებში;

თუ პაციენტი ალერგიულია აქტიური ნივთიერების – ბიკალუტამიდის ან პრეპარატში შემავალი რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ;

თუ პაციენტი ღებულობს ტერფენადინს, ასტემიზოლს (ანტიჰისტამინები) ან ცისაპრიდს (გამოიყენება კუჭში მჟავიანობის შესამცირებლად).

კასოდექსი გამოიყენება განსაკუთრებული სიფრთხილით:

თუ პაციენტს აწუხებს შემდეგი მდგომარეობები ან ღებულობს პრეპარატებს მათ სამკურნალოდ: ნებისმიერი ტიპის გულის ან სისხლძარღვების პრობლემა, მათ შორის გულის რიტმის დარღვევა (არითმია). კასოდექსის გამოყენების პერიოდში გულის რიტმის პრობლემების განვითარების რისკი შესაძლოა გაიზარდოს;

თუ პაციენტი ღებულობს სისხლის გამათხიერებელ პრეპარატებს ან ანტიკოაგულანტებს;

თუ პაციენტს აქვს ღვიძლის უკმარისობა. მკურნალმა ექიმმა, კასოდექსით მკურნალობის დაწყებამდე და მისი მიმდინარეობისას, შესაძლოა ჩაატაროს სისხლის ანალიზები;

თუ პაციენტს აქვს შაქრიანი დიაბეტი და ღებულობს მალუტეინიზირებელი ჰორმონის გამომყოფი ჰორმონის (LHRH) ანალოგებს. აღნიშნული მოიცავს შემდეგ პრეპარატებს: გოსერელინი, ბუსერელინი, ლეიპრორელინი და ტრიპტორელინი;

კლინიკაში მოხვედრისას, პაციენტმა უნდა აცნობოს ექიმს ან ფარმაცევტს კასოდექსის გამოყენების შესახებ;

კასოდექსით მკურნალობის პერიოდში და მისი დასრულებიდან არაუმცირეს 130 დღის განმავლობაში, პაციენტმა და/ან მისმა პარტნიორმა აუცილებლად უნდა გამოიყენონ კონტრაცეფციის საშუალებები. კონტრაცეფციის შესახებ სრული ინფორმაციის მისაღებად, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.

პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს თუ ზემოთ მოცემულიდან რომელიმე ეხება მას ან ეხებოდა წარსულში.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

კასოდექსი არ გამოიყენება შემდეგ პრეპარატებთან:

ცისაპრიდი (გამოიყენება ზოგიერთი ტიპის მოუნელებლობის სამკურნალოდ);

ზოგიერთი ანტიჰისტამინი (ტერფენადინი ან ასტემიზოლი).

კასოდექსმა შესაძლოა გავლენა იქონიოს ზოგიერთი ანტიარითმული პრეპარატის (მაგ. ქინიდინის, პროკაინამიდის და სოტალოლის) ნორმალურ მოქმედებაზე ან, ზოგიერთ სხვა პრეპარატთან ერთად გამოყენების შემთხვევაში (მაგ. მეთადონთან (გამოიყენება ტკივილის სამკურნალოდ და წამალდამოკიდებულების დროს, დეტოქსიკაციის მიზნით), მოქსიფლოქსაცინთან (ანტიბიოტიკი), ანტიფსიქოზურ პრეპარატებთან (გამოიყენება ძლიერი ფსიქიკური აშლილობების სამკურნალოდ)), შესაძლოა გაზარდოს არითმიების განვითარების რისკი.

პაციენტმა ასევე უნდა მიაწოდოს ინფორმაცია მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს შემდეგი პრეპარატების გამოყენების შესახებ:

პრეპარატები, რომლებიც მიიღება შიგნით და გამოიყენება სისხლის შედედების საწინააღმდეგოდ (პერორალური ანტიკოაგულანტები) - მაგ ვარფარინი. სისხლის გამათხიერებლები ან ანტიკოაგულანტები;

ციკლოსპორინი (გამოიყენება ტრანსპლანტაციის შემდგომი იმუნოსუპრესიის მიზნით);

კალციუმის არხის ბლოკატორები (გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის და გულის ზოგიერთი დაავადების სამკურნალოდ);

ციმეტიდინი (გამოიყენება კუჭის პრობლემების სამკურნალოდ);

კეტოკონაზოლი (გამოიყენება სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ).

პაციენტმა უნდა აცნობოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს იმ პრეპარატების (მათ შორის ურეცეპტოდ გასაცემი) შესახებ, რომლებსაც იღებს ან იღებდა უახლოეს წარსულში.

ორსულობა და ძუძუთი კვება

კასოდექსი არ არის განკუთვნილი ქალებისთვის.

ძუძუთი კვება

გავლენა ავტომობილის მართვაზე

ზოგჯერ, კასოდექსმა შესაძლოა გამოიწვიოს თავბრუსხვევა. აღნიშნულის განვითარების შემთხვევაში, ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვისას საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილე.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია კასოდექსში შემავალი ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ

კასოდექსი შეიცავს ლაქტოზას მონოჰიდრატს. ზოგიერთი ტიპის შაქრის აუტანლობის არსებობის შემთხვევაში, პაციენტმა კასოდექსის მიღებამდე უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.

გვერდითი მოვლენები

ზოგიერთ შემთხვევაში, კასოდექსით მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ, შესაძლოა განვითარდეს ანტიანდროგენული პრეპარატის მოხსის კლინიკური სინდრომი.

პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებული დამატებითი კითხვებისთვის, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.

  • შესაძლო გვერდითი მოვლენები

სხვა პრეპარატების მსგავსად, კასოდექსმა შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები პაციენტებში, რომლებიც მგრძნობიარენი არიან პრეპარატში შემავალი ნივთიერებების მიმართ.

შემდეგი გვერდითი მოვლენებიდან რომელიმეს განვითარების შემთხვევაში, პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს ავოდარტის მიღება და მიმართოს ექიმს ან მიაკითხოს უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებას.

ალერგიული რეაქციები:

ნაკლებად ხშირი: მათი განვითარება მოსალოდნელია 100-დან 1-ზე ნაკლებ და 1000-დან 1-ზე მეტ შემთხვევაში:

სიმპტომები შესაძლოა მოიცავდეს უეცრად განვითარებულ შემდეგ მოვლენებს:

გამონაყარი კანზე, ქავილი ან ჩხვლეტის შეგრძნება;

სახის, ტუჩების, ენის, ხახის, ან სხეულის სხვა ნაწილების შეშუპება;

ქოშინი, ვიზინგი ან სუნთქვის გაძნელება.

ზემოთ აღნიშნულიდან თითოეული წარმოადგენს სერიოზულ გვერდით მოვლენას. ისინი შესაძლოა მიანიშნებდნენ კასოდექსის მიმართ საშიშ ალერგიულ რეაქციაზე. შესაძლოა საჭირო გახდეს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ან ჰოსპიტალიზაცია.

გვერდითი მოვლენები მოცემულია განვითარების სიხშირის მიხედვით:

ძალიან ხშირი: მათი განვითარება მოსალოდნელია 10-დან 1-ზე მეტ შემთხვევაში

ხშირი: მათი განვითარება მოსალოდნელია 10-დან 1-ზე ნაკლებ და 100-დან 1-ზე მეტ შემთხვევაში

ნაკლებად ხშირი: მათი განვითარება მოსალოდნელია 100-დან 1-ზე ნაკლებ და 1000-დან 1-ზე მეტ შემთხვევაში

იშვიათი: მათი განვითარება მოსალოდნელია 1000-დან 1-ზე ნაკლებ და 10 000-დან 1-ზე მეტ შემთხვევაში

ძალიან იშვიათი: მათი განვითარება მოსალოდნელია 10 000-დან 1-ზე ნაკლებ შემთხვევაში

უცნობი სიხშირის: არსებული მონაცემების საფუძველზე სიხშირის დადგენა ვერ ხერხდება

ძალიან ხშირი:

ტკივილი მუცლის არეში;

სისხლი შარდში;

თავბრუსხვევა;

ყაბზობა;

გულისრევა;

შეხებისას ტკივილის შეგრძნება სარძევე ჯირკვლების არეში;

ალები;

უკიდურესი დაღლილობა;

შეშუპება;

სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობის შემცირება (ანემია); აღნიშნულმა შესაძლოა განაპირობოს დაღლილობა ან კანის სიფერმკრთალე.

ხშირი:

კანისა და სკლერების მოყვითალო შეფერილობა (სიყვითლე). აღნიშნული შესაძლოა მიანიშნებდეს ღვიძლის პრობლემაზე ან, იშვიათ (1000-დან 1) შემთხვევაში – ღვიძლის უკმარისობაზე;

ანორექსია;

სქესობრივი ლტოლვის დაქვეითება;

დეპრესია;

ძილიანობის შეგრძნება;

მოუნელებლობა;

მეტეორიზმი;

თმის ცვენა;

თმის კვლავ ამოსვლა ან ჭარბთმიანობა;

კანის სიმშრალე;

ქავილი;

გამონაყარი;

ერექციული დისფუნქცია (იმპოტენცია);

წონის მომატება;

ტკივილი გულ-მკერდის არეში;

გულის ფუნქციის დაქვეითება;

გულის შეტევა.

ნაკლებად ხშირი:

ძლიერი სუნთქვის უკმარისობა ან სუნთქვის უკმარისობა, რომელიც სწრაფად უარესდება. აღნიშნული შესაძლოა თანხლებული იყოს ხველებით ან ცხელებით. აღნიშნული ასევე შესაძლოა წარმოადგენდეს ფილტვების ანთების ერთერთი ტიპის – “ფილტვების ინტერსტიციული დაავადების” ნიშნებს.

ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, მათ შორის ანგიონევროზული შეშუპება და ურტიკარია.

იშვიათი:

კანის მომატებული მგრძნობელობა მზის სხივების მიმართ;

ღვიძლის უკმარისობა.

უცნობი სიხშირის:

ცვლილებები ეკგ-ზე (QT ინტერვალის პროლონგაცია).

მკურნალმა ექიმმა შესაძლოა ჩაატაროს სისხლის ანალიზები ჰემატოლოგიური ცვლილებების მონიტორინგის მიზნით.

პაციენტი არ უნდა შეაშფოთოს გვერდითი მოვლენების ჩამონათვალმა. შესაძლოა არც ერთი მათგანი არ განვითარდეს.

გვერდითი მოვლენების შეტყობინება

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შესახებ, პაციენტმა უნდა აცნობოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. გვერდითი მოვლენების შეტყობინება ასევე შესაძლებელია თურქეთის ფარმაკოუსაფრთხოების ცენტრის (TÜFAM) მეშვეობით, ვებ-გვერდზე - www.titck.gov.tr არსებულ “Reporting Drug Side Effects” გრაფაზე მიყოლით ან სატელეფონო ზარით ნომერზე - 0 800 314 00 08.

გვერდითი მოვლენების შეტყობინებით, თითოეულ პაციენტს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ დამატებითი ცნობების შეგროვებაში.

ისეთი გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში, რომლებიც არ არის მოცემული ამ ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

ჭარბი დოზა

ჭარბი დოზის მიღების შემთხვევაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

დოზის გამოტოვების შემთხვევაში

გამოტოვებული დოზის ნაცვლად უნდა მოხდეს შემდეგი დოზის მიღება, ჩვეულ დროს.

გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად ორმაგი დოზის მიღება დაუშვებელია.

შენახვის პირობები

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, თავისივე კოლოფში.

ინახება ოთახის (არაუმეტეს 30C) ტემპერატურაზე.

გამოიყენება შენახვის ვადის გასვლამდე.

დაუშვებელია პრეპარატის გამოყენება შენახვის ვადის გასვლის შემდეგ. შენახვის ვადა მითითებულია კოლოფზე. შენახვის ვადად იგულისხმება მითითებული თვის ბოლო დღე. ავოდარტის გამოუყენებელი კაფსულები არ უნდა გადაიყაროს საყოფაცხოვრებო ნაგავში ან კანალიზაციაში. ნარჩენების უტილიზაციის შესახებ ინფორმაციის მისაღებად უნდა მიემართოს ფარმაცევტს. აღნიშნული ზომები ემსახურება გარემოს დაცვას.

დაუშვებელია გამოუყენებელი ან ვადაგასული პრეპარატის გადაგდება! ნარჩენები უნდა ჩაბარდეს გარემოსა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ გამოყოფილ სპეციალურ პუნქტში.

ლიცენზიის მფლობელი:

AstraZeneca İlaç San. ve Tic. Ltd. Şti.

Büyükdere Cad. Yapi Kredi Plaza

B Blok, Kat: 3-4 Levent/Istanbul

ასტრაზენეკა ილაკ სან. ვე ტიკ. ლტდ. სტი.

ბუიუკდერე კად. იაპი კრედი პლაზა

ბ ბლოკი, ნომ: 3-4 ლევენტი/სტამბული

წარმოების ადგილი:

Corden Pharma GmbH Plankstadt, Almanya

კორდენ ფარმა შპს პლანკსტადტ, გერმანია

ინსტრუქციის დამტკიცების თარიღი: 28/05/2019

ინფორმაცია მეორად შეფუთვაზე

კოლოფი

  • პროდუქტის დასახელება

კასოდექსი 50 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

ბიკალუტამიდი

  • აქტიური ნივთიერება

თითოეული ტაბლეტი შეიცავს 50 მგ ბიკალუტამიდს.

  • დამხმარე ნივთიერებების სია

შეიცავს ლაქტოზას მონოჰიდრატს.

დამატებითი ინფორმაციისთვის გაეცანით გამოყენების ინსტრუქციას.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

გამოყენების ინსტრუქცია

კასოდექსი 50 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

პერორალური გამოყენებისთვის

აქტიური ნივთიერება: 50 მგ ბიკალუტამიდი.

დამხმარე ნივთიერება(ები): ლაქტოზას მონოჰიდრატი (მიღებული საქონლის რძისგან), მაგნიუმის სტეარატი, პოვიდონი, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, მეთილ ჰიდროქსიპროპილ ცელულოზა, პოლიეთილენ გლიკოლი 300 და ტიტანის დიოქსიდი.

პრეპარატის გამოყენებამდე საჭიროა ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა, რადგან ის პაციენტისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს

საჭიროა ინსტრუქციის შენახვა. შესაძლოა წარმოიშვას მისი ხელახალი გაცნობის აუცილებლობა.

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

ეს პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ პირადი მოხმარებისთვის. დაუშვებელია პრეპარატის სხვისთვის მიცემა.

კლინიკაში ვიზიტისას ან ექიმთან კონსულტაციისას, პაციენტმა უნდა აცნობოს ექიმს ამ პრეპარატის გამოყენების შესახებ.

პრეპარატის მიღება უნდა მოხდეს ინსტრუქციაში მოცემული წესით. დაუშვებელია რეკომენდებულზე მაღალი ან დაბალი დოზის გამოყენება.

ინსტრუქციაში მოცემულია:

რას წარმოადგენს კასოდექსი და რისთვის გამოიყენება იგი

რა უნდა იცოდეს პაციენტმა კასოდექსის გამოყენებამდე

კასოდექსის მიღების წესი

შესაძლო გვერდითი მოვლენები

კასოდექსის შენახვის წესი

სათაურები მოცემულია.

რას წარმოადგენს კასოდექსი და რისთვის გამოიყენება იგი

მრგვალი, ორმაგად ამოზნექილი, თეთრი, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.

ტაბლეტების ცალ მხარეს ამოტვიფრულია “50”, ხოლო მეორე მხარეს - ლოგო. კასოდექსის აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები ხელმისაწვდომია #28 შეფუთვებში.

კასოდექსის აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს ბიკალუტამიდს. იგი მიეკუთვნება ანტიანდროგენული პრეპარატების ჯგუფს.

კასოდექსი გამოიყენება წინამდებარე ჯირკვალის კიბოს სამკურნალოდ.

მისი ეფექტი განპირობებულია მამაკაცის ჰორმონების, მათ შორის ტესტოსტერონის მოქმედების დათრგუნვით.

  • რა უნდა იცოდეს პაციენტმა კასოდექსის გამოყენებამდე

კასოდექსი არ გამოიყენება:

ქალებსა და ბავშვებში;

თუ პაციენტი ალერგიულია აქტიური ნივთიერების – ბიკალუტამიდის ან პრეპარატში შემავალი რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ;

თუ პაციენტი ღებულობს ტერფენადინს, ასტემიზოლს (ანტიჰისტამინები) ან ცისაპრიდს (გამოიყენება კუჭში მჟავიანობის შესამცირებლად).

კასოდექსი გამოიყენება განსაკუთრებული სიფრთხილით:

თუ პაციენტს აწუხებს შემდეგი მდგომარეობები ან ღებულობს პრეპარატებს მათ სამკურნალოდ: ნებისმიერი ტიპის გულის ან სისხლძარღვების პრობლემა, მათ შორის გულის რიტმის დარღვევა (არითმია). კასოდექსის გამოყენების პერიოდში გულის რიტმის პრობლემების განვითარების რისკი შესაძლოა გაიზარდოს;

თუ პაციენტი ღებულობს სისხლის გამათხიერებელ პრეპარატებს ან ანტიკოაგულანტებს;

თუ პაციენტს აქვს ღვიძლის უკმარისობა. მკურნალმა ექიმმა, კასოდექსით მკურნალობის დაწყებამდე და მისი მიმდინარეობისას, შესაძლოა ჩაატაროს სისხლის ანალიზები;

თუ პაციენტს აქვს შაქრიანი დიაბეტი და ღებულობს მალუტეინიზირებელი ჰორმონის გამომყოფი ჰორმონის (LHRH) ანალოგებს. აღნიშნული მოიცავს შემდეგ პრეპარატებს: გოსერელინი, ბუსერელინი, ლეიპრორელინი და ტრიპტორელინი;

კლინიკაში მოხვედრისას, პაციენტმა უნდა აცნობოს ექიმს ან ფარმაცევტს კასოდექსის გამოყენების შესახებ;

კასოდექსით მკურნალობის პერიოდში და მისი დასრულებიდან არაუმცირეს 130 დღის განმავლობაში, პაციენტმა და/ან მისმა პარტნიორმა აუცილებლად უნდა გამოიყენონ კონტრაცეფციის საშუალებები. კონტრაცეფციის შესახებ სრული ინფორმაციის მისაღებად, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.

პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს თუ ზემოთ მოცემულიდან რომელიმე ეხება მას ან ეხებოდა წარსულში.

ურთიერთქმედება საკვებთან და სასმელთან

საკვები გავლენას არ ახდენს კასოდექსზე.

ორსულობა

კასოდექსი არ არის განკუთვნილი ქალებისთვის.

ძუძუთი კვება

კასოდექსი არ არის განკუთვნილი ქალებისთვის.

ავტომობილის და სხვა მექანიზმების მართვა

ზოგჯერ, კასოდექსმა შესაძლოა გამოიწვიოს თავბრუსხვევა. აღნიშნულის განვითარების შემთხვევაში, ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვისას საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილე.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია კასოდექსში შემავალი ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ

კასოდექსი შეიცავს ლაქტოზას მონოჰიდრატს. ზოგიერთი ტიპის შაქრის აუტანლობის არსებობის შემთხვევაში, პაციენტმა კასოდექსის მიღებამდე უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.

გამოყენება სხვა პრეპარატებთან ერთად

კასოდექსი არ გამოიყენება შემდეგ პრეპარატებთან:

ცისაპრიდი (გამოიყენება ზოგიერთი ტიპის მოუნელებლობის სამკურნალოდ);

ზოგიერთი ანტიჰისტამინი (ტერფენადინი ან ასტემიზოლი).

კასოდექსმა შესაძლოა გავლენა იქონიოს ზოგიერთი ანტიარითმული პრეპარატის (მაგ. ქინიდინის, პროკაინამიდის და სოტალოლის) ნორმალურ მოქმედებაზე ან, ზოგიერთ სხვა პრეპარატთან ერთად გამოყენების შემთხვევაში (მაგ. მეთადონთან (გამოიყენება ტკივილის სამკურნალოდ და წამალდამოკიდებულების დროს, დეტოქსიკაციის მიზნით), მოქსიფლოქსაცინთან (ანტიბიოტიკი), ანტიფსიქოზურ პრეპარატებთან (გამოიყენება ძლიერი ფსიქიკური აშლილობების სამკურნალოდ)), შესაძლოა გაზარდოს არითმიების განვითარების რისკი.

პაციენტმა ასევე უნდა მიაწოდოს ინფორმაცია მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს შემდეგი პრეპარატების გამოყენების შესახებ:

პრეპარატები, რომლებიც მიიღება შიგნით და გამოიყენება სისხლის შედედების საწინააღმდეგოდ (პერორალური ანტიკოაგულანტები) - მაგ ვარფარინი. სისხლის გამათხიერებლები ან ანტიკოაგულანტები;

ციკლოსპორინი (გამოიყენება ტრანსპლანტაციის შემდგომი იმუნოსუპრესიის მიზნით);

კალციუმის არხის ბლოკატორები (გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის და გულის ზოგიერთი დაავადების სამკურნალოდ);

ციმეტიდინი (გამოიყენება კუჭის პრობლემების სამკურნალოდ);

კეტოკონაზოლი (გამოიყენება სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ).

პაციენტმა უნდა აცნობოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს იმ პრეპარატების (მათ შორის ურეცეპტოდ გასაცემი) შესახებ, რომლებსაც იღებს ან იღებდა უახლოეს წარსულში.

  • კასოდექსის მიღების წესი

სწორი გამოყენების ინსტრუქციები და დოზირება/მიღების სიხშირე:

პრეპარატის მიღება უნდა მოხდეს ემხოლოდ ქიმის მითითებების მიხედვით. პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს თუ არ არის დარწმუნებული, რომ წესისამებრ იღებს პრეპარატს.

მიღების გზა და მიღების წესი

მოზრდილთათვის რეკომენდებულ დოზას შეადგენს ერთი ტაბლეტი ერთხელ დღეში.

ტაბლეტები იყლაპება მთლიანად, ჭიქა წყალთან ერთად.

ტაბლეტების მიღება უმჯობესია დღის ერთსა და იმავე დროს.

მკურნალობის შეწყვეტა არ უნდა მოხდეს ექიმისგან დამოუკიდებლად, მაშინაც კი, როდესაც პაციენტის მდგომარეობა უმჯობესდება.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:

გამოყენება ბავშვებში:

კასოდექსი არ გამოიყენება ბავშვთა ასაკში.

გამოყენება პაციენტებში 65 წლის ასაკიდან:

დოზის კორექცია რეკომენდებული არ არის. გამოიყენება ზრდასრულთათვის განკუთვნილი სტანდარტული დოზები.

გამოყენება განსაკუთრებული მდგომარეობების დროს:

თირკმელების უკმარისობა/ ღვიძლის უკმარისობა:

თირკმელების უკმარისობის დროს დოზის კორექცია საჭირო არ არის. ღვიძლის საშუალო ან მძიმე უკმარისობის დროს, პრეპარატი გამოიყენება განსაკუთრებული სიფრთხილით.

პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს თუ ფიქრობს, რომ კასოდექსის მოქმედება არასათანადოდ სუსტი ან ზედმეტად ძლიერია.

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში

ჭარბი დოზის მიღების შემთხვევაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

დოზის გამოტოვების შემთხვევაში

გამოტოვებული დოზის ნაცვლად უნდა მოხდეს შემდეგი დოზის მიღება, ჩვეულ დროს.

გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად ორმაგი დოზის მიღება დაუშვებელია.

შესაძლო გვერდითი მოვლენები კასოდექსით მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ

ზოგიერთ შემთხვევაში, კასოდექსით მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ, შესაძლოა განვითარდეს ანტიანდროგენული პრეპარატის მოხსის კლინიკური სინდრომი.

პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებული დამატებითი კითხვებისთვის, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.

  • შესაძლო გვერდითი მოვლენები

სხვა პრეპარატების მსგავსად, კასოდექსმა შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები პაციენტებში, რომლებიც მგრძნობიარენი არიან პრეპარატში შემავალი ნივთიერებების მიმართ.

შემდეგი გვერდითი მოვლენებიდან რომელიმეს განვითარების შემთხვევაში, პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს ავოდარტის მიღება და მიმართოს ექიმს ან მიაკითხოს უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებას.

ალერგიული რეაქციები:

ნაკლებად ხშირი: მათი განვითარება მოსალოდნელია 100-დან 1-ზე ნაკლებ და 1000-დან 1-ზე მეტ შემთხვევაში:

სიმპტომები შესაძლოა მოიცავდეს უეცრად განვითარებულ შემდეგ მოვლენებს:

გამონაყარი კანზე, ქავილი ან ჩხვლეტის შეგრძნება;

სახის, ტუჩების, ენის, ხახის, ან სხეულის სხვა ნაწილების შეშუპება;

ქოშინი, ვიზინგი ან სუნთქვის გაძნელება.

ზემოთ აღნიშნულიდან თითოეული წარმოადგენს სერიოზულ გვერდით მოვლენას. ისინი შესაძლოა მიანიშნებდნენ კასოდექსის მიმართ საშიშ ალერგიულ რეაქციაზე. შესაძლოა საჭირო გახდეს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ან ჰოსპიტალიზაცია.

გვერდითი მოვლენები მოცემულია განვითარების სიხშირის მიხედვით:

ძალიან ხშირი: მათი განვითარება მოსალოდნელია 10-დან 1-ზე მეტ შემთხვევაში

ხშირი: მათი განვითარება მოსალოდნელია 10-დან 1-ზე ნაკლებ და 100-დან 1-ზე მეტ შემთხვევაში

ნაკლებად ხშირი: მათი განვითარება მოსალოდნელია 100-დან 1-ზე ნაკლებ და 1000-დან 1-ზე მეტ შემთხვევაში

იშვიათი: მათი განვითარება მოსალოდნელია 1000-დან 1-ზე ნაკლებ და 10 000-დან 1-ზე მეტ შემთხვევაში

ძალიან იშვიათი: მათი განვითარება მოსალოდნელია 10 000-დან 1-ზე ნაკლებ შემთხვევაში

უცნობი სიხშირის: არსებული მონაცემების საფუძველზე სიხშირის დადგენა ვერ ხერხდება

ძალიან ხშირი:

ტკივილი მუცლის არეში;

სისხლი შარდში;

თავბრუსხვევა;

ყაბზობა;

გულისრევა;

შეხებისას ტკივილის შეგრძნება სარძევე ჯირკვლების არეში;

ალები;

უკიდურესი დაღლილობა;

შეშუპება;

სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობის შემცირება (ანემია); აღნიშნულმა შესაძლოა განაპირობოს დაღლილობა ან კანის სიფერმკრთალე.

ხშირი:

კანისა და სკლერების მოყვითალო შეფერილობა (სიყვითლე). აღნიშნული შესაძლოა მიანიშნებდეს ღვიძლის პრობლემაზე ან, იშვიათ (1000-დან 1) შემთხვევაში – ღვიძლის უკმარისობაზე;

ანორექსია;

სქესობრივი ლტოლვის დაქვეითება;

დეპრესია;

ძილიანობის შეგრძნება;

მოუნელებლობა;

მეტეორიზმი;

თმის ცვენა;

თმის კვლავ ამოსვლა ან ჭარბთმიანობა;

კანის სიმშრალე;

ქავილი;

გამონაყარი;

ერექციული დისფუნქცია (იმპოტენცია);

წონის მომატება;

ტკივილი გულ-მკერდის არეში;

გულის ფუნქციის დაქვეითება;

გულის შეტევა.

ნაკლებად ხშირი:

ძლიერი სუნთქვის უკმარისობა ან სუნთქვის უკმარისობა, რომელიც სწრაფად უარესდება. აღნიშნული შესაძლოა თანხლებული იყოს ხველებით ან ცხელებით. აღნიშნული ასევე შესაძლოა წარმოადგენდეს ფილტვების ანთების ერთერთი ტიპის – “ფილტვების ინტერსტიციული დაავადების” ნიშნებს.

ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, მათ შორის ანგიონევროზული შეშუპება და ურტიკარია.

იშვიათი:

კანის მომატებული მგრძნობელობა მზის სხივების მიმართ;

ღვიძლის უკმარისობა.

უცნობი სიხშირის:

ცვლილებები ეკგ-ზე (QT ინტერვალის პროლონგაცია).

მკურნალმა ექიმმა შესაძლოა ჩაატაროს სისხლის ანალიზები ჰემატოლოგიური ცვლილებების მონიტორინგის მიზნით.

პაციენტი არ უნდა შეაშფოთოს გვერდითი მოვლენების ჩამონათვალმა. შესაძლოა არც ერთი მათგანი არ განვითარდეს.

გვერდითი მოვლენების შეტყობინება

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შესახებ, პაციენტმა უნდა აცნობოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. გვერდითი მოვლენების შეტყობინება ასევე შესაძლებელია თურქეთის ფარმაკოუსაფრთხოების ცენტრის (TÜFAM) მეშვეობით, ვებ-გვერდზე - www.titck.gov.tr არსებულ “Reporting Drug Side Effects” გრაფაზე მიყოლით ან სატელეფონო ზარით ნომერზე - 0 800 314 00 08.

გვერდითი მოვლენების შეტყობინებით, თითოეულ პაციენტს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ დამატებითი ცნობების შეგროვებაში.

ისეთი გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში, რომლებიც არ არის მოცემული ამ ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

  • კასოდექსის შენახვის წესი

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, თავისივე კოლოფში.

ინახება ოთახის (არაუმეტეს 30C) ტემპერატურაზე.

გამოიყენება შენახვის ვადის გასვლამდე.

დაუშვებელია პრეპარატის გამოყენება შენახვის ვადის გასვლის შემდეგ. შენახვის ვადა მითითებულია კოლოფზე. შენახვის ვადად იგულისხმება მითითებული თვის ბოლო დღე. ავოდარტის გამოუყენებელი კაფსულები არ უნდა გადაიყაროს საყოფაცხოვრებო ნაგავში ან კანალიზაციაში. ნარჩენების უტილიზაციის შესახებ ინფორმაციის მისაღებად უნდა მიემართოს ფარმაცევტს. აღნიშნული ზომები ემსახურება გარემოს დაცვას.

დაუშვებელია გამოუყენებელი ან ვადაგასული პრეპარატის გადაგდება! ნარჩენები უნდა ჩაბარდეს გარემოსა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ გამოყოფილ სპეციალურ პუნქტში.

ლიცენზიის მფლობელი:

AstraZeneca İlaç San. ve Tic. Ltd. Şti.

Büyükdere Cad. Yapi Kredi Plaza

B Blok, Kat: 3-4 Levent/Istanbul

ასტრაზენეკა ილაკ სან. ვე ტიკ. ლტდ. სტი.

ბუიუკდერე კად. იაპი კრედი პლაზა

ბ ბლოკი, ნომ: 3-4 ლევენტი/სტამბული

წარმოების ადგილი:

Corden Pharma GmbH Plankstadt, Almanya

კორდენ ფარმა შპს პლანკსტადტ, გერმანია

ინსტრუქციის დამტკიცების თარიღი: 28/05/2019

ინფორმაცია მეორად შეფუთვაზე

კოლოფი

  • პროდუქტის დასახელება

კასოდექსი 50 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

ბიკალუტამიდი

  • აქტიური ნივთიერება

თითოეული ტაბლეტი შეიცავს 50 მგ ბიკალუტამიდს.

  • დამხმარე ნივთიერებების სია

შეიცავს ლაქტოზას მონოჰიდრატს.

დამატებითი ინფორმაციისთვის გაეცანით გამოყენების ინსტრუქციას.

  • ფარმაცევტული ფორმა და შემადგენლობა

28 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი, 50 მგ

  • მიღების წესი და მეთოდი

პერორალური მიღებისთვის.

გამოყენებამდე დაკვირვებით გაეცანით ინსტრუქციას.

  • განსაკუთრებული მითითება, რომ პრეპარატი უნდა ინახებოდეს ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, თავისივე კოლოფში.

  • დამატებითი განსაკუთრებული მითითება(ები), მათი არსებობის შემთხვევაში

გამოყენების ინსტრუქციის გაცნობამდე არ უნდა მოხდეს ავტომობილის/სხვა მექანიზმების მართვა.

  • შენახვის ვადა:

EXP:

  • შენახვის განსაკუთრებული პირობები:

ინახება ოთახის (არაუმეტეს 30C) ტემპერატურაზე, მშრად ადგილას.

დაუშვებელია დაზიანებული ან გახსნილი შეფუთვის ყიდვა. ნებისმიერი უეცარი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.

  • წარმოების ლიცენზიის მფლობელი

AstraZeneca İlaç San. ve Tic. Ltd. Şti.

Büyükdere Cad. Yapi Kredi Plaza

B Blok, Kat: 3-4 Levent/Istanbul

ასტრაზენეკა ილაკ სან. ვე ტიკ. ლტდ. სტი.

ბუიუკდერე კად. იაპი კრედი პლაზა

ბ ბლოკი, ნომ: 3-4 ლევენტი/სტამბული

წარმოების ადგილი:

Corden Pharma GmbH Plankstadt, Almanya

®რეგისტრირებული სავაჭრო ნიშანი.

  • ლიცენზიის ნომერი
  • 03.2000 – 107/58
  • სერიული ნომერი
  • გაცემის წესი

გაიცემა ექიმის რეცეპტით.

ინფორმაცია პირველად შეფუთვაზე

ფირფიტა

  • პროდუქტის დასახელება

კასოდექსი 50 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

ბიკალუტამიდი

  • ფარმაცევტული ფორმა

28 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი, 50 მგ.

ფირფიტაზე აღნიშნულია კვირის დღეები – ორშაბათი, სამშაბათი, ოთხშაბათი, ხუთშაბათი, პარასკევი, შაბათი, კვირა.

  • მიღების წესი
  • შენახვის ვადა:

EXP:

  • სერიული ნომერი

სერია:

  • სავაჭრო ლიცენზიის მფლობელის ლოგო

AstraZeneca

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა