პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ენდოკრინული თერაპია

კასოდექსი

Casodex

რეცეპტით50მგინსტრუქცია ქართულადდიდი ბრიტანეთი
რისთვის გამოიყენება

- კასოდექსი 50მგ დოზით გნრჰ ანალოგთან კომბინაციაში (გონადოტროპინ-რილიზინგ ჰორმონი) ან ქირურგიულ კასტრაციასთან ერთად ნაჩვენებია წინამდებარე ჯირკვლის გავრცელებული კიბოს მკურნალობისთვის. - კასოდექსი 150მგ დოზით ნაჩვენებია წინამდებარე ჯირკვლის ადგილობრივად გავრცელებული კიბოს მკურნალობისთვის (T3-T4, ნებისმიერი N, М0; …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ბიკალუტამიდი (bicalutamide)
ფორმა და შეფუთვა
50მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28 (2X14) კალენდარული შეფუთვით
მწარმოებელი
AstraZeneca UK Ltd (შუალედური ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებელი -Corden Pharma GmbH(გერმანია)), დიდი ბრიტანეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ენდოკრინული თერაპია, ანტიანდროგენები
ATC კოდი
L02BB03
რეგისტრაციის ნომერი
რ-035144
რეგისტრირებულია
6 მაისი 2022, მოქმედებს 6 მაისი 2027-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
AstraZeneca UK Limited (დიდი ბრიტანეთი)
განმცხადებელი
ასტრაზენეკა იუქეი ლიმითედის წარმომადგენლობა საქართველოში
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაკასოდექსი და სხვა წამალი ერთად

კასოდექსი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

  • კასოდექსი 50მგ დოზით გნრჰ ანალოგთან კომბინაციაში (გონადოტროპინ-რილიზინგ ჰორმონი) ან ქირურგიულ კასტრაციასთან ერთად ნაჩვენებია წინამდებარე ჯირკვლის გავრცელებული კიბოს მკურნალობისთვის.
  • კასოდექსი 150მგ დოზით ნაჩვენებია წინამდებარე ჯირკვლის ადგილობრივად გავრცელებული კიბოს მკურნალობისთვის (T3-T4, ნებისმიერი N, М0; Т1-Т2, N+, М0) მონოთერაპიის ან დამხმარე თერაპიის სახით რადიკალურ პროსტატექტომიასთან ან რადიოთერაპიასთან ერთად.
  • კასოდექსი 150მგ დოზით აგრეთვე ნაჩვენებია წინამდებარე ჯირკვლის ადგილობრივად გავრცელებული, არამეტასტაზირებული კიბოს სამკურნალოდ, როდესაც ქირურგიული კასტრაცია ან სხვა სამედიცინო ჩარევა ვერ გამოიყენება ან არ არის ეფექტური პაციენტისათვის.

მიღების წესი და დოზირება

მოზრდილი მამაკაცები (მათ შორის ხანდაზმულები):

წინამდებარე ჯირკვლის გავრცელებული კიბოს დროს გნრჰ ანალოგთან ან ქირურგიულ კასტრაციასთან კომბინაციაში: შიგნით 50მგ დღეში ერთხელ. პრეპარატ კასოდექსით მკურნალობის დაწყება აუცილებელია გნრჰ ანალოგის მიღების დაწყებასთან ან ქირურგიულ კასტრაციასთან ერთად.

წინამდებარე ჯირკვლის ადგილობრივად გავრცელებული კიბოს დროს: შიგნით 150მგ დღეში ერხელ. კასოდექსის გამოყენება საჭიროა ხანგრძლივად, მინიმუმ 2 წლის განმავლობაში. დაავადების პროგრესირების ნიშნების შემთხვევაში პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს.

თირკმლის ფუნქციის დარღვევა: დოზის კორექცია საჭირო არ არის.

ღვიძლის ფუნქციის დარღვევა: ღვიძლის ფუნქციის მსუბუქი დარღვევისას დოზის კორექცია საჭირო არ არის. პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის საშუალო და მძიმე დარღვევით, შესაძლებელია აღინიშნოს პრეპარატ კასოდექსის მომატებული კუმულაცია (იხ. პარაგრაფი “განსაკუთრებული მითითებები”).

უკუჩვენებები

  • მომატებული მგრძნობელობა ბიკალუტამიდის ან პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ.
  • ტერფენადინის, ასტემიზოლის და ციზაპრიდის ერთდროული გამოყენება.
  • კასოდექსი არ უნდა დაინიშნოს ქალებსა და ბავშვებში.

სიფრთხილით: ღვიძლის ფუნქციის საშუალო და მძიმე დარღვევისას; QT ინტერვალის გაზრდის ცნობილი რისკ-ფაქტორების მქონე პაციენტებში, ან ისეთი პრეპარატების მიღების დროს, რომლებიც ზრდიან QT ინტერვალს; ერდროულად მიღებისას: ციკლოსპორინებთან ან კალციუმის „ნელი“ არხების ბლოკერებთან, სამკურნალო საშუალებების მიკროსომალური ჟანგვის ინჰიბიტორებთან (ციმეტიდინი და კეტოკონაზოლი), ისეთ პრეპარატებთან, რომლებიც ძირითადად მეტაბოლიზდება იზოფერმენტ CYP 3A4-ის მონაწილეობით; ლაქტაზის დეფიციტის დროს, ლაქტოზის აუტანლობის დროს, გლუკოზა-გალაქტოზის მალაბსორბციის დროს.

სიფრთხილის ზომები

კასოდექსი ინტენსიურად მეტაბოლიზდება ღვიძლში. ღვიძლის ფუნქციის გამოხატული დარღვევის მქონე პაციენტებში ბიკალუტამიდის გამოყოფის შენელების და კუმულაციის შესაძლებლობის გათვალისწინებით, მიზანშეწონილია ღვიძლის ფუნქციის პერიოდული შეფასება. ღვიძლის ფუნქციის ცვლილებების უმრავლესობა აღინიშნება პრეპარატ კასოდექსით მკურნალობის პირველი 6 თვის განმავლობაში.

კასოდექსი სიფრთხილით უნდა გამოიყენონ ავადმყოფებში ღვიძლის ფუნქციის საშუალო და მძიმე დარღვევებით.

პრეპარატ კასოდექსის გამოყენებისას ღვიძლის მძიმე ცვლილებები იშვიათად აღინიშნება (იხ. პარაგრაფი “გვერდითი მოქმედება”), აღწერილია ფატალური გამოსავლის შემთხვევები. ღვიძლის ფუნქციის გამოხატული ცვლილების განვითარებისას პრეპარატ კასოდექსის მიღება უნდა შეწყდეს.

პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ დაავადების პროგრესირება პროსტატასპეციფიური ანტიგენის (პსა) მომატების ფონზე, აუცილებლად უნდა განიხილონ პრეპარატ კასოდექსით მკურნალობის შეწყვეტის საკითხი.

პრეპარატ კასოდექსით ციტოქრომ Р450-ის (CYP 3A4 იზოფერმენტი) აქტივობის ინჰიბირების შესაძლებლობის გამო, სიფრთხილეა საჭირო ისეთ საშუალებებთან ერთად გამოყენებისას, რომლებიც უპირატესად იზოფერმენტ CYP 3A4 – ის მონაწილეობით მეტაბოლიზდება (იხ. პარაგრაფი “უკუჩვენებები” და “ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და წამლისმიერი ურთიერთქმედების სხვა ფორმები”).

პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ კასოდექსით თანმხლებ თერაპიას, აღწერილია კუმარინის წარმოებულების ანტიკოაგულანტური ეფექტის პოტენცირება, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს პროტრომბინის დროის (PT) და საერთაშორისო ნორმალიზებული შეფარდების (INR) გაზრდა. ზოგიერთი შემთხვევა დაკავშირებული იყო სისხლდენის რისკთან. რეკომენდებულია PT/INR -ის დეტალური მონიტორინგი და ანტიკოაგულანტის დოზის კორექცია (იხ. პარაგრაფი „ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და წამლისმიერი ურთიერთქმედების სხვა ფორმები” და „გვერდითი მოქმედება“).

(პრეპარატ კასოდექსის დანიშვნისას პაციენტებში, რომლებიც იღებენ კუმარინის რიგის არაპირდაპირ ანტიკოაგულანტებს, რეკომენდებულია პროთრომბინის დროის რეგულარული კონტროლი.)

პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ გნრჰ აგონისტებს, აღინიშნა გლუკოზის ამტანობის დაქვეითება. ამ ეფექტმა შეიძლება გამოიწვიოს შაქრიანი დიაბეტი ან გლუკოზისადმი ტოლერანტობის დაქვეითება შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში, რის გამოც იმ პირებში, რომლებიც კასოდექსს გნრჰ აგონისტებთან ერთად იღებენ, აუცილებელია სისხლში გლუკოზის კონცენტრაციის კონტროლი.

ანდროგენულმა დეპრივაციამ შესაძლოა გამოიწვიოს QT ინტერვალის გაზრდა, თუმცა მიზეზ-შედეგობრივი კავშირი კასოდექსის გამოყენების დროს დადგენილი არ არის. პაციენტებში, გაზრდილი QT ინტერვალით ანამნეზში ან მისი განვითარების რისკ-ფაქტორით და აგრეთვე პაციენტებში, რომლებიც იღებენ ისეთ სამკურნალო საშუალებებს, რომლებიც იწვევენ QT ინტერვალის გაზრდას (იხ. თავი „ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან ან წამლისმიერი ურთიერთქმედების სხვა ფორმები“), კასოდექსის მიღების დაწყებამდე უნდა შეფასდეს მოსალოდნელი სარგებლისა და პოტენციური რისკის ფარდობა, „პირუეტის“ტიპის პარკუჭოვანი ტაქისისტოლური არითმიის განვითარების რისკის ჩათვლით.

ანტიანდროგენულმა თერაპიამ შესაძლოა გამოიწვიოს სპერმატოზოიდების მორფოლოგიური ცვლილებები. თუმცა სპერმატოზოიდების მორფოლოგიაზე ბიკალუტამიდის გავლენის შეფასება არ ჩატარებულა, და ასეთი ცვლილებები არ არის აღწერილი პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ კასოდექსს, პაციენტებმა და/ან მათმა პარტნიორებმა მკურნალობის დროს და მისი დასრულებიდან 130 დღის განმავლობაში უნდა გამოიყენონ კონტრაცეფციის საიმედო მეთოდები.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

პრეპარატ კასოდექსს და გნრჰ ანალოგებს შორის ფარმაკოკინეტიკური და ფარმაკოდინამიური ურთიერთქმედების მტკიცებულებები მიღებული არ არის.

in vitro კვლევებში ნაჩვენებია, რომ ბიკალუტამიდის (R)-ენანთიომერი წარმოადგენს იზოფერმენტ CYP 3A4 ინჰიბიტორს, მცირე ხარისხით მოქმედებს იზოფერმენტების CYP 2C9, 2C19 და 2D6 აქტივობაზე. კლინიკურ კვლევებში, რომლებშიც ფენაზონი გამოიყენებოდა ციტოქრომ Р450 (CYP)-ის აქტივობის მარკერის სახით, აღმოჩენილი არ არის პრეპარატ კასოდექსის სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედების პოტენციური შესაძლებლობა, თუმცა მიდაზოლამის მიღების ფონზე მისი გამოყენებისას 28 დღის განმავლობაში, მიდაზოლამის “კონცენტრაცია-დროის” მრუდი (AUC) იზრდებოდა 80%-ით. პრეპარატ კასოდექსის გამოყენება უკუნაჩვენებია ისეთ საშუალებებთან ერთად, როგორიცაა ტერფენადინი, ასტემიზოლი და ცისაპრიდი. პრეპარატ კასოდექსის ციკლოსპორინებთან ან კალციუმის “ნელი” არხების ბლოკერებთან ერთად გამოყენებისას საჭიროა სიფრთხილის დაცვა. შეიძლება საჭირო გახდეს ამ პრეპარატების დოზის შემცირება, განსაკუთრებით - გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში. პრეპარატ კასოდექსის მიღების დაწყების ან მოხსნის შემდეგ რეკომენდებულია პლაზმაში ციკლოსპორინის კონცენტრაციის და პაციენტის კლინიკური მდგომარეობის ინტენსიური მონიტორინგი. პრეპარატ კასოდექსის და ღვიძლის მიკროსომული ფერმენტების მაინჰიბირებელი საშუალებების ერთად გამოყენებისას (როგორიცაა მაგ. ციმეტიდინი ან კეტოკონაზოლი) საჭიროა სიფრთხილე.

ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს პლაზმაში ბიკალუტამიდის კონცენტრაციის მომატება და გვერდითი ეფექტების სიხშირის ზრდა.

In vitro კვლევებმა აჩვენა, რომ ბიკალუტამიდი აძლიერებს კუმარინული რიგის ანტიკოაგულანტების, მათ შორის ვარფარინის (კონკურენცია ცილებთან შეკავშირებაზე) მოქმედებას, როდესაც მათ იღებდნენ კასოდექსთან ერთად.

ამიტომ, პრეპარატ კასოდექსის მიღებისას პაციენტებში, რომლებიც კასოდექსთან ერთად იღებენ კუმარინული რიგის ანტიკოაგულანტებს, რეკომენდებულია PT/INR რეგულარული კონტროლი (იხ. „განსაკუთრებული მითითებები“ და „გვერდითი მოქმედება”).

ვინაიდან ანდროგენულმა დეპრივაციამ შესაძლოა გამოიწვიოს QT ინტერვალის გაზრდა, საჭიროა სიფრთხილის დაცვა პრეპარატ კასოდექსის გამოყენებისას ისეთ სამკურნალო საშუალებებთან ერთად, რომლებიც იწვევენ QT ინტერვალის გაზრდას ან „პირუეტის“ (Torsade de Pointes) ტიპის პარკუჭოვანი ტაქისისტოლურ არითმიას, როგორიცაა IA კლასის ანტიარითმიული პრეპარატები (მაგალითად, ქინიდინი, დიზოპირამიდი), მეთადონი, მოქსიფლოქსაცინი, ანტიფსიქოლიტური პრეპარატების (იხ. თავი „განსაკუთრებული მითითებები“).

ორსულობა და ძუძუთი კვება

ბიკალუტამიდი უკუნაჩვენებია ქალებში და არ უნდა დაინიშნოს ორსულობის პერიოდში.

ლაქტაცია

ბიკალუტამიდი უკუნაჩვენებია ლაქტაციის პერიოდში.

ფერტილობა

ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა მამრებში ფერტილობის რევერსული გაუარესება.

საჭიროა მამაკაცებში დაქვეითებული ფერტილობის ან უნაყოფობის პერიოდის შეფასება.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

პრეპარატ კასოდექსის გამოყენების დროს შეიძლება აღინიშნოს ძილიანობა და თავბრუსხვევა, რის გამოც ავტოტრანსპორტის ან სხვა მოძრავი მექანიზმების მართვის დროს საჭიროა სიფრთხილის დაცვა.

გვერდითი მოვლენები

საერთო ჯამში კასოდექსი კარგად აიტანება, მხოლოდ იშვიათ შემთხვევებში ხსნიან პრეპარატს გვერდითი ეფექტების გამო.

ბიკალუტამიდის ფარმაკოლოგიურმა მოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს შემდეგი გვერდითი ეფექტები:

  • ძალიან ხშირი (>10%): გინეკომასტია (შეიძლება შენარჩუნდეს თერაპიის შეწყვეტის შემდეგაც, განსაკუთრებით პრეპარატის ხანგრძლივი დროის განმავლობაში გამოყენებისას), სარძევე ჯირკვლების ტკივილი, ასთენია, გამონაყარი.
  • ხშირი: (≥1% – < 10%): წამოხურების “შეტევები”*, ანემია*, თავბრუსხვევა*. მუცლის ტკივილი*, შეკრულობა*, გულისრევა*, პერიფერიული შეშუპება*, ჰემატურია*, ჰეპატოტოქსიურობა, “ღვიძლის” ტრანსამინაზების აქტივობის ტრანზიტული მომატება, სიყვითლე (ღვიძლის ფუნქციის აღწერილი ცვლილებები იშვიათად იყო სერიოზული, ატარებდა ტრანზიტულ ხასიათს, სრულად ქრებოდა ან მცირდებოდა თერაპიის გაგრძელებისას ან პრეპარატის მოხსნის შემდეგ), მადის დაქვეითება, ლიბიდოს დაქვეითება, დეპრესია, ძილიანობა, დისპეფსია, მეტეორიზმი, ალოპეცია, ჰირსუტიზმი ან თმის ზრდის აღდგენა, კანის სიმშრალე, კანის ქავილი, ერექტილური დისფუნქცია, მკერდის ტკივილი, სხეულის მასის მომატება, მიოკარდიუმის ინფარქტი (აღწერილია შემთხვევები ლეტალური გამოსავლით)**, გულის უკმარისობა**.
  • არახშირი (≥0,1% – <1%): მომატებული მგრძნობელობის რეაქციები, ანგიონევროზული შეშუპება, ჭინჭრის ციება, ფილტვის ინტერსტიციალური დაავადება (აღწერილია ფატალური გამოსავალიც)***.
  • იშვიათი (≥0,01% – <0,1%): ფოტომგრძნობელობის რეაქციები, ღვიძლის უკმარისობა (აღწერილია ფატალური გამოსავლის შემთხვევებიც)***.
  • სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემებით შეუძლებელია შეფასება): QT ინტერვალის გაზრდა (იხ. თავი „ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და წამლისმიერი ურთერთქმედების სხვა ფორმები“ და „განსაკუთრებული მითითებები“)

PT/INR გაზრდა: კუმარინის ჯგუფის ანტიკოაგულანტების ურთიერთქმედება კასოდექსთან აღწერილია პოსტმარკეტინგული დაკვირვების პერიოდში (იხ. „განსაკუთრებული მითითებები“ და „ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და წამლისმიერი ურთერთქმედების სხვა ფორმები“).

  • პრეპარატ კასოდექსის 50მგ დოზით მიღების დროს გნრჰ-ს ანალოგებთან ერთად გვერდითი ეფექტი აღინიშნება ძალიან ხშირად.
  • * გვერდითი ეფექტი აღწერილია პრეპარატ კასოდექსის 50მგ დოზით მიღების დროს გნრჰ-ს ანალოგებთან კომბინაციაში.
  • ** პრეპარატის პოსტმარკეტინგულ პერიოდში გამოყენების დროს მიღებული მონაცემებით.

ჭარბი დოზა

ადამიანში დოზის გადაჭარბების შემთხვევები აღწერილი არ არის. სპეციფიური ანტიდოტი არ არსებობს, მკურნალობა სიმპტომურია. დიალიზი არაეფექტურია, რადგან ბიკალუტამიდი მტკიცედ უკავშირდება ცილებს და არ გამოიყოფა შარდთან ერთად უცვლელი სახით. ნაჩვენებია ზოგადი დამხმარე თერაპია და ორგანიზმის სასიცოცხლო მნიშვნელობის ფუნქციების მონიტორინგი.

შემადგენლობა

აპკიანი გარსით დაფარული 1 ტაბლეტი შეიცავს:

აქტიური ნივთიერება - ბიკალუტამიდი 50მგ;

დამხმარე ნივთიერებები - ლაქტოზის მონოჰიდრატი 61მგ, ნატრიუმის კარბოქსიმეთილსახამებელი 7,5მგ, პოვიდონი 5,0მგ, მაგნიუმის სტეარატი 1,5მგ; გარსის შემადგენლობა - ჰიპრომელოზა 2,5მგ; მაკროგოლი 300 - 5მგ, ტიტანის დიოქსიდი (E171) 0,77 მგ

აღწერა

მრგვალი, ორმხრივამოზნექილი, თეთრი ფერის აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები; მომრგვალებული ისრის ფორმის ლოგოტიპის გრავირებით ერთ მხარეს და

Cdx

50

  • მეორე მხარეს.

შენახვის პირობები

ინახება არა უმეტეს 30°С ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისობის ვადა

5 წელი.

არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

გაცემის პირობები:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

ფარმაკოლოგიური თვისებები

სიმსივნისსაწინააღმდეგო საშუალება, ანტიანდროგენი

ათქ კოდი: L02BB03

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა

კასოდექსი წარმოადგენს უპირატესად (R)-ენანთიომერის რაცემიულ ნარევს არასტეროიდული ანტიანდროგენური აქტივობით, არ ახასიათებს სხვა ენდოკრინული მოქმედება. კასოდექსი უკავშირდება ანდროგენურ რეცეპტორებს და გენების ექსპრესიის აქტივაციის გარეშე თრგუნავს ანდროგენების მასტიმულირებელ გავლენას. ამის შედეგს წარმოადგენს წინამდებარე ჯირკვლის ავთვისებიანი ახალწარმონაქმნების რეგრესი. ზოგიერთ პაციენტში პრეპარატ კასოდექსის მიღების შეწყვეტამ შეიძლება გამოიწვიოს ანტიანდროგენების “მოხსნის” კლინიკური სინდრომი.

ფარმაკოკინეტიკა

შიგნით მიღების შემდეგ სწრაფად და სრულად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. საკვების მიღება გავლენას არ ახდენს შეწოვაზე.

(S)-ენანთიომერი ორგანიზმიდან გამოიყოფა (R)-ენანთიომერზე გაცილებით სწრაფად ამ უკანასკნელის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 7 დღეს.

ბიკალუტამიდის ყოველდღიური მიღებისას პლაზმაში (R)-ენანთიომერის კონცენტრაცია იზრდება დაახლოებით ათჯერ ნახევარგამოყოფის ხანგრძლივი პერიოდის გამო, რაც იძლევა პრეპარატის დღეში ერთხელ მიღების შესაძლებლობას.

ბიკალუტამიდის ყოველდღიური მიღებისას 50მგ დოზით (R)- ენანთიომერის წონასწორული კონცენტრაცია შეადგენს დაახლოებით 9მკგ/მლ-ს. 150მგ ბიკალუტამიდის ყოველდღე მიღებისას (R)-ენანთიომერის წონასწორული კონცენტრაცია შეადგენს დაახლოებით 22მკგ/მლ-ს. წონასწორული მდგომარეობისას სისხლში მოცირკულირე ყველა ენანთიომერის დაახლოებით 99%- ს აქტიური (R)-ენანთიომერი შეადგენს.

(R)-ენანთიომერის ფარმაკოკინეტიკაზე გავლენას არ ახდენს ასაკი, თირკმლის ფუნქციის დარღვევა, ღვიძლის ფუნქციის ზომიერი და მსუბუქი დარღვვები. არსებობს მონაცემები, რომ ავადმყოფებში, რომლებსაც აღენიშნებათ ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევა, ნელდება პლაზმიდან (R)-ენანთიომერის ელიმინაცია. პლაზმის ცილებთან კავშირი მაღალია (რაცემიული ნარევისთვის 96%, (R)- ენანთიომერისთვის 99,6%). ინტენსიურად მეტაბოლიზდება ღვიძლში (დაჟანგვის და გლუკურონის მჟავასთან კონიუგატების წარმოქმნის გზით).

მეტაბოლიტები დაახლოებით ერთნაირი შეფარდებით გამოიყოფა შარდით და ნაღვლით.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

სამკურნალო საშუალების სამედიცინო გამოყენების ინსტრუქცია

კასოდექსი

Casodex

სამკურნალო საშუალების დასახელება

აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები 50მგ

წამლის ფორმა, დოზირება

პრეპარატის სავაჭრო დასახელება: კასოდექსი (Casodex)

საერთაშორისო არაპატენტური დასახელება: ბიკალუტამიდი (bicalutamide)

წამლის ფორმა: აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

შემადგენლობა

აპკიანი გარსით დაფარული 1 ტაბლეტი შეიცავს:

აქტიური ნივთიერება - ბიკალუტამიდი 50მგ;

დამხმარე ნივთიერებები - ლაქტოზის მონოჰიდრატი 61მგ, ნატრიუმის კარბოქსიმეთილსახამებელი 7,5მგ, პოვიდონი 5,0მგ, მაგნიუმის სტეარატი 1,5მგ; გარსის შემადგენლობა - ჰიპრომელოზა 2,5მგ; მაკროგოლი 300 - 5მგ, ტიტანის დიოქსიდი (E171) 0,77 მგ

აღწერა

მრგვალი, ორმხრივამოზნექილი, თეთრი ფერის აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები; მომრგვალებული ისრის ფორმის ლოგოტიპის გრავირებით ერთ მხარეს და

Cdx

50

  • მეორე მხარეს.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

სიმსივნისსაწინააღმდეგო საშუალება, ანტიანდროგენი

ათქ კოდი: L02BB03

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა

კასოდექსი წარმოადგენს უპირატესად (R)-ენანთიომერის რაცემიულ ნარევს არასტეროიდული ანტიანდროგენური აქტივობით, არ ახასიათებს სხვა ენდოკრინული მოქმედება. კასოდექსი უკავშირდება ანდროგენურ რეცეპტორებს და გენების ექსპრესიის აქტივაციის გარეშე თრგუნავს ანდროგენების მასტიმულირებელ გავლენას. ამის შედეგს წარმოადგენს წინამდებარე ჯირკვლის ავთვისებიანი ახალწარმონაქმნების რეგრესი. ზოგიერთ პაციენტში პრეპარატ კასოდექსის მიღების შეწყვეტამ შეიძლება გამოიწვიოს ანტიანდროგენების “მოხსნის” კლინიკური სინდრომი.

ფარმაკოკინეტიკა

შიგნით მიღების შემდეგ სწრაფად და სრულად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. საკვების მიღება გავლენას არ ახდენს შეწოვაზე.

(S)-ენანთიომერი ორგანიზმიდან გამოიყოფა (R)-ენანთიომერზე გაცილებით სწრაფად ამ უკანასკნელის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 7 დღეს.

ბიკალუტამიდის ყოველდღიური მიღებისას პლაზმაში (R)-ენანთიომერის კონცენტრაცია იზრდება დაახლოებით ათჯერ ნახევარგამოყოფის ხანგრძლივი პერიოდის გამო, რაც იძლევა პრეპარატის დღეში ერთხელ მიღების შესაძლებლობას.

ბიკალუტამიდის ყოველდღიური მიღებისას 50მგ დოზით (R)- ენანთიომერის წონასწორული კონცენტრაცია შეადგენს დაახლოებით 9მკგ/მლ-ს. 150მგ ბიკალუტამიდის ყოველდღე მიღებისას (R)-ენანთიომერის წონასწორული კონცენტრაცია შეადგენს დაახლოებით 22მკგ/მლ-ს. წონასწორული მდგომარეობისას სისხლში მოცირკულირე ყველა ენანთიომერის დაახლოებით 99%- ს აქტიური (R)-ენანთიომერი შეადგენს.

(R)-ენანთიომერის ფარმაკოკინეტიკაზე გავლენას არ ახდენს ასაკი, თირკმლის ფუნქციის დარღვევა, ღვიძლის ფუნქციის ზომიერი და მსუბუქი დარღვვები. არსებობს მონაცემები, რომ ავადმყოფებში, რომლებსაც აღენიშნებათ ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევა, ნელდება პლაზმიდან (R)-ენანთიომერის ელიმინაცია. პლაზმის ცილებთან კავშირი მაღალია (რაცემიული ნარევისთვის 96%, (R)- ენანთიომერისთვის 99,6%). ინტენსიურად მეტაბოლიზდება ღვიძლში (დაჟანგვის და გლუკურონის მჟავასთან კონიუგატების წარმოქმნის გზით).

მეტაბოლიტები დაახლოებით ერთნაირი შეფარდებით გამოიყოფა შარდით და ნაღვლით.

მიღების ჩვენება

  • კასოდექსი 50მგ დოზით გნრჰ ანალოგთან კომბინაციაში (გონადოტროპინ-რილიზინგ ჰორმონი) ან ქირურგიულ კასტრაციასთან ერთად ნაჩვენებია წინამდებარე ჯირკვლის გავრცელებული კიბოს მკურნალობისთვის.
  • კასოდექსი 150მგ დოზით ნაჩვენებია წინამდებარე ჯირკვლის ადგილობრივად გავრცელებული კიბოს მკურნალობისთვის (T3-T4, ნებისმიერი N, М0; Т1-Т2, N+, М0) მონოთერაპიის ან დამხმარე თერაპიის სახით რადიკალურ პროსტატექტომიასთან ან რადიოთერაპიასთან ერთად.
  • კასოდექსი 150მგ დოზით აგრეთვე ნაჩვენებია წინამდებარე ჯირკვლის ადგილობრივად გავრცელებული, არამეტასტაზირებული კიბოს სამკურნალოდ, როდესაც ქირურგიული კასტრაცია ან სხვა სამედიცინო ჩარევა ვერ გამოიყენება ან არ არის ეფექტური პაციენტისათვის.

უკუჩვენება

  • მომატებული მგრძნობელობა ბიკალუტამიდის ან პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ.
  • ტერფენადინის, ასტემიზოლის და ციზაპრიდის ერთდროული გამოყენება.
  • კასოდექსი არ უნდა დაინიშნოს ქალებსა და ბავშვებში.

სიფრთხილით: ღვიძლის ფუნქციის საშუალო და მძიმე დარღვევისას; QT ინტერვალის გაზრდის ცნობილი რისკ-ფაქტორების მქონე პაციენტებში, ან ისეთი პრეპარატების მიღების დროს, რომლებიც ზრდიან QT ინტერვალს; ერდროულად მიღებისას: ციკლოსპორინებთან ან კალციუმის „ნელი“ არხების ბლოკერებთან, სამკურნალო საშუალებების მიკროსომალური ჟანგვის ინჰიბიტორებთან (ციმეტიდინი და კეტოკონაზოლი), ისეთ პრეპარატებთან, რომლებიც ძირითადად მეტაბოლიზდება იზოფერმენტ CYP 3A4-ის მონაწილეობით; ლაქტაზის დეფიციტის დროს, ლაქტოზის აუტანლობის დროს, გლუკოზა-გალაქტოზის მალაბსორბციის დროს.

ფერტილობა, ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობა

ბიკალუტამიდი უკუნაჩვენებია ქალებში და არ უნდა დაინიშნოს ორსულობის პერიოდში.

ლაქტაცია

ბიკალუტამიდი უკუნაჩვენებია ლაქტაციის პერიოდში.

ფერტილობა

ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა მამრებში ფერტილობის რევერსული გაუარესება.

საჭიროა მამაკაცებში დაქვეითებული ფერტილობის ან უნაყოფობის პერიოდის შეფასება.

გამოყენების მეთოდი და დოზები

მოზრდილი მამაკაცები (მათ შორის ხანდაზმულები):

წინამდებარე ჯირკვლის გავრცელებული კიბოს დროს გნრჰ ანალოგთან ან ქირურგიულ კასტრაციასთან კომბინაციაში: შიგნით 50მგ დღეში ერთხელ. პრეპარატ კასოდექსით მკურნალობის დაწყება აუცილებელია გნრჰ ანალოგის მიღების დაწყებასთან ან ქირურგიულ კასტრაციასთან ერთად.

წინამდებარე ჯირკვლის ადგილობრივად გავრცელებული კიბოს დროს: შიგნით 150მგ დღეში ერხელ. კასოდექსის გამოყენება საჭიროა ხანგრძლივად, მინიმუმ 2 წლის განმავლობაში. დაავადების პროგრესირების ნიშნების შემთხვევაში პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს.

თირკმლის ფუნქციის დარღვევა: დოზის კორექცია საჭირო არ არის.

ღვიძლის ფუნქციის დარღვევა: ღვიძლის ფუნქციის მსუბუქი დარღვევისას დოზის კორექცია საჭირო არ არის. პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის საშუალო და მძიმე დარღვევით, შესაძლებელია აღინიშნოს პრეპარატ კასოდექსის მომატებული კუმულაცია (იხ. პარაგრაფი “განსაკუთრებული მითითებები”).

გვერდითი მოქმედება

საერთო ჯამში კასოდექსი კარგად აიტანება, მხოლოდ იშვიათ შემთხვევებში ხსნიან პრეპარატს გვერდითი ეფექტების გამო.

ბიკალუტამიდის ფარმაკოლოგიურმა მოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს შემდეგი გვერდითი ეფექტები:

  • ძალიან ხშირი (>10%): გინეკომასტია (შეიძლება შენარჩუნდეს თერაპიის შეწყვეტის შემდეგაც, განსაკუთრებით პრეპარატის ხანგრძლივი დროის განმავლობაში გამოყენებისას), სარძევე ჯირკვლების ტკივილი, ასთენია, გამონაყარი.
  • ხშირი: (≥1% – < 10%): წამოხურების “შეტევები”*, ანემია*, თავბრუსხვევა*. მუცლის ტკივილი*, შეკრულობა*, გულისრევა*, პერიფერიული შეშუპება*, ჰემატურია*, ჰეპატოტოქსიურობა, “ღვიძლის” ტრანსამინაზების აქტივობის ტრანზიტული მომატება, სიყვითლე (ღვიძლის ფუნქციის აღწერილი ცვლილებები იშვიათად იყო სერიოზული, ატარებდა ტრანზიტულ ხასიათს, სრულად ქრებოდა ან მცირდებოდა თერაპიის გაგრძელებისას ან პრეპარატის მოხსნის შემდეგ), მადის დაქვეითება, ლიბიდოს დაქვეითება, დეპრესია, ძილიანობა, დისპეფსია, მეტეორიზმი, ალოპეცია, ჰირსუტიზმი ან თმის ზრდის აღდგენა, კანის სიმშრალე, კანის ქავილი, ერექტილური დისფუნქცია, მკერდის ტკივილი, სხეულის მასის მომატება, მიოკარდიუმის ინფარქტი (აღწერილია შემთხვევები ლეტალური გამოსავლით)**, გულის უკმარისობა**.
  • არახშირი (≥0,1% – <1%): მომატებული მგრძნობელობის რეაქციები, ანგიონევროზული შეშუპება, ჭინჭრის ციება, ფილტვის ინტერსტიციალური დაავადება (აღწერილია ფატალური გამოსავალიც)***.
  • იშვიათი (≥0,01% – <0,1%): ფოტომგრძნობელობის რეაქციები, ღვიძლის უკმარისობა (აღწერილია ფატალური გამოსავლის შემთხვევებიც)***.
  • სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემებით შეუძლებელია შეფასება): QT ინტერვალის გაზრდა (იხ. თავი „ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და წამლისმიერი ურთერთქმედების სხვა ფორმები“ და „განსაკუთრებული მითითებები“)

PT/INR გაზრდა: კუმარინის ჯგუფის ანტიკოაგულანტების ურთიერთქმედება კასოდექსთან აღწერილია პოსტმარკეტინგული დაკვირვების პერიოდში (იხ. „განსაკუთრებული მითითებები“ და „ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და წამლისმიერი ურთერთქმედების სხვა ფორმები“).

  • პრეპარატ კასოდექსის 50მგ დოზით მიღების დროს გნრჰ-ს ანალოგებთან ერთად გვერდითი ეფექტი აღინიშნება ძალიან ხშირად.
  • * გვერდითი ეფექტი აღწერილია პრეპარატ კასოდექსის 50მგ დოზით მიღების დროს გნრჰ-ს ანალოგებთან კომბინაციაში.
  • ** პრეპარატის პოსტმარკეტინგულ პერიოდში გამოყენების დროს მიღებული მონაცემებით.

დოზის გადაჭარბება

ადამიანში დოზის გადაჭარბების შემთხვევები აღწერილი არ არის. სპეციფიური ანტიდოტი არ არსებობს, მკურნალობა სიმპტომურია. დიალიზი არაეფექტურია, რადგან ბიკალუტამიდი მტკიცედ უკავშირდება ცილებს და არ გამოიყოფა შარდთან ერთად უცვლელი სახით. ნაჩვენებია ზოგადი დამხმარე თერაპია და ორგანიზმის სასიცოცხლო მნიშვნელობის ფუნქციების მონიტორინგი.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და წამლისმიერი ურთიერთქმედების სხვა ფორმები

პრეპარატ კასოდექსს და გნრჰ ანალოგებს შორის ფარმაკოკინეტიკური და ფარმაკოდინამიური ურთიერთქმედების მტკიცებულებები მიღებული არ არის.

in vitro კვლევებში ნაჩვენებია, რომ ბიკალუტამიდის (R)-ენანთიომერი წარმოადგენს იზოფერმენტ CYP 3A4 ინჰიბიტორს, მცირე ხარისხით მოქმედებს იზოფერმენტების CYP 2C9, 2C19 და 2D6 აქტივობაზე. კლინიკურ კვლევებში, რომლებშიც ფენაზონი გამოიყენებოდა ციტოქრომ Р450 (CYP)-ის აქტივობის მარკერის სახით, აღმოჩენილი არ არის პრეპარატ კასოდექსის სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედების პოტენციური შესაძლებლობა, თუმცა მიდაზოლამის მიღების ფონზე მისი გამოყენებისას 28 დღის განმავლობაში, მიდაზოლამის “კონცენტრაცია-დროის” მრუდი (AUC) იზრდებოდა 80%-ით. პრეპარატ კასოდექსის გამოყენება უკუნაჩვენებია ისეთ საშუალებებთან ერთად, როგორიცაა ტერფენადინი, ასტემიზოლი და ცისაპრიდი. პრეპარატ კასოდექსის ციკლოსპორინებთან ან კალციუმის “ნელი” არხების ბლოკერებთან ერთად გამოყენებისას საჭიროა სიფრთხილის დაცვა. შეიძლება საჭირო გახდეს ამ პრეპარატების დოზის შემცირება, განსაკუთრებით - გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში. პრეპარატ კასოდექსის მიღების დაწყების ან მოხსნის შემდეგ რეკომენდებულია პლაზმაში ციკლოსპორინის კონცენტრაციის და პაციენტის კლინიკური მდგომარეობის ინტენსიური მონიტორინგი. პრეპარატ კასოდექსის და ღვიძლის მიკროსომული ფერმენტების მაინჰიბირებელი საშუალებების ერთად გამოყენებისას (როგორიცაა მაგ. ციმეტიდინი ან კეტოკონაზოლი) საჭიროა სიფრთხილე.

ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს პლაზმაში ბიკალუტამიდის კონცენტრაციის მომატება და გვერდითი ეფექტების სიხშირის ზრდა.

In vitro კვლევებმა აჩვენა, რომ ბიკალუტამიდი აძლიერებს კუმარინული რიგის ანტიკოაგულანტების, მათ შორის ვარფარინის (კონკურენცია ცილებთან შეკავშირებაზე) მოქმედებას, როდესაც მათ იღებდნენ კასოდექსთან ერთად.

ამიტომ, პრეპარატ კასოდექსის მიღებისას პაციენტებში, რომლებიც კასოდექსთან ერთად იღებენ კუმარინული რიგის ანტიკოაგულანტებს, რეკომენდებულია PT/INR რეგულარული კონტროლი (იხ. „განსაკუთრებული მითითებები“ და „გვერდითი მოქმედება”).

ვინაიდან ანდროგენულმა დეპრივაციამ შესაძლოა გამოიწვიოს QT ინტერვალის გაზრდა, საჭიროა სიფრთხილის დაცვა პრეპარატ კასოდექსის გამოყენებისას ისეთ სამკურნალო საშუალებებთან ერთად, რომლებიც იწვევენ QT ინტერვალის გაზრდას ან „პირუეტის“ (Torsade de Pointes) ტიპის პარკუჭოვანი ტაქისისტოლურ არითმიას, როგორიცაა IA კლასის ანტიარითმიული პრეპარატები (მაგალითად, ქინიდინი, დიზოპირამიდი), მეთადონი, მოქსიფლოქსაცინი, ანტიფსიქოლიტური პრეპარატების (იხ. თავი „განსაკუთრებული მითითებები“).

განსაკუთრებული მითითებები

კასოდექსი ინტენსიურად მეტაბოლიზდება ღვიძლში. ღვიძლის ფუნქციის გამოხატული დარღვევის მქონე პაციენტებში ბიკალუტამიდის გამოყოფის შენელების და კუმულაციის შესაძლებლობის გათვალისწინებით, მიზანშეწონილია ღვიძლის ფუნქციის პერიოდული შეფასება. ღვიძლის ფუნქციის ცვლილებების უმრავლესობა აღინიშნება პრეპარატ კასოდექსით მკურნალობის პირველი 6 თვის განმავლობაში.

კასოდექსი სიფრთხილით უნდა გამოიყენონ ავადმყოფებში ღვიძლის ფუნქციის საშუალო და მძიმე დარღვევებით.

პრეპარატ კასოდექსის გამოყენებისას ღვიძლის მძიმე ცვლილებები იშვიათად აღინიშნება (იხ. პარაგრაფი “გვერდითი მოქმედება”), აღწერილია ფატალური გამოსავლის შემთხვევები. ღვიძლის ფუნქციის გამოხატული ცვლილების განვითარებისას პრეპარატ კასოდექსის მიღება უნდა შეწყდეს.

პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ დაავადების პროგრესირება პროსტატასპეციფიური ანტიგენის (პსა) მომატების ფონზე, აუცილებლად უნდა განიხილონ პრეპარატ კასოდექსით მკურნალობის შეწყვეტის საკითხი.

პრეპარატ კასოდექსით ციტოქრომ Р450-ის (CYP 3A4 იზოფერმენტი) აქტივობის ინჰიბირების შესაძლებლობის გამო, სიფრთხილეა საჭირო ისეთ საშუალებებთან ერთად გამოყენებისას, რომლებიც უპირატესად იზოფერმენტ CYP 3A4 – ის მონაწილეობით მეტაბოლიზდება (იხ. პარაგრაფი “უკუჩვენებები” და “ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და წამლისმიერი ურთიერთქმედების სხვა ფორმები”).

პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ კასოდექსით თანმხლებ თერაპიას, აღწერილია კუმარინის წარმოებულების ანტიკოაგულანტური ეფექტის პოტენცირება, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს პროტრომბინის დროის (PT) და საერთაშორისო ნორმალიზებული შეფარდების (INR) გაზრდა. ზოგიერთი შემთხვევა დაკავშირებული იყო სისხლდენის რისკთან. რეკომენდებულია PT/INR -ის დეტალური მონიტორინგი და ანტიკოაგულანტის დოზის კორექცია (იხ. პარაგრაფი „ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და წამლისმიერი ურთიერთქმედების სხვა ფორმები” და „გვერდითი მოქმედება“).

(პრეპარატ კასოდექსის დანიშვნისას პაციენტებში, რომლებიც იღებენ კუმარინის რიგის არაპირდაპირ ანტიკოაგულანტებს, რეკომენდებულია პროთრომბინის დროის რეგულარული კონტროლი.)

პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ გნრჰ აგონისტებს, აღინიშნა გლუკოზის ამტანობის დაქვეითება. ამ ეფექტმა შეიძლება გამოიწვიოს შაქრიანი დიაბეტი ან გლუკოზისადმი ტოლერანტობის დაქვეითება შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში, რის გამოც იმ პირებში, რომლებიც კასოდექსს გნრჰ აგონისტებთან ერთად იღებენ, აუცილებელია სისხლში გლუკოზის კონცენტრაციის კონტროლი.

ანდროგენულმა დეპრივაციამ შესაძლოა გამოიწვიოს QT ინტერვალის გაზრდა, თუმცა მიზეზ-შედეგობრივი კავშირი კასოდექსის გამოყენების დროს დადგენილი არ არის. პაციენტებში, გაზრდილი QT ინტერვალით ანამნეზში ან მისი განვითარების რისკ-ფაქტორით და აგრეთვე პაციენტებში, რომლებიც იღებენ ისეთ სამკურნალო საშუალებებს, რომლებიც იწვევენ QT ინტერვალის გაზრდას (იხ. თავი „ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან ან წამლისმიერი ურთიერთქმედების სხვა ფორმები“), კასოდექსის მიღების დაწყებამდე უნდა შეფასდეს მოსალოდნელი სარგებლისა და პოტენციური რისკის ფარდობა, „პირუეტის“ტიპის პარკუჭოვანი ტაქისისტოლური არითმიის განვითარების რისკის ჩათვლით.

ანტიანდროგენულმა თერაპიამ შესაძლოა გამოიწვიოს სპერმატოზოიდების მორფოლოგიური ცვლილებები. თუმცა სპერმატოზოიდების მორფოლოგიაზე ბიკალუტამიდის გავლენის შეფასება არ ჩატარებულა, და ასეთი ცვლილებები არ არის აღწერილი პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ კასოდექსს, პაციენტებმა და/ან მათმა პარტნიორებმა მკურნალობის დროს და მისი დასრულებიდან 130 დღის განმავლობაში უნდა გამოიყენონ კონტრაცეფციის საიმედო მეთოდები.

გავლენა ავტომობილის და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე

პრეპარატ კასოდექსის გამოყენების დროს შეიძლება აღინიშნოს ძილიანობა და თავბრუსხვევა, რის გამოც ავტოტრანსპორტის ან სხვა მოძრავი მექანიზმების მართვის დროს საჭიროა სიფრთხილის დაცვა.

გამოშვების ფორმა

აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, 50მგ.

14 ტაბლეტი ალუ/პვქ ბლისტერზე, 2 ბლისტერი მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

შენახვის პირობები

ინახება არა უმეტეს 30°С ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისობის ვადა

5 წელი.

არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

გაცემის პირობები:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი

ასტრაზენეკა იუქეი ლიმითედი, გაერთიანებული სამეფო

მწარმოებელი ფირმის დასახელება და მისამართი:

კორდენ ფარმა გმბჰ. გერმანია

ოტო-ჰან-შტრასსე 68723, პლანკშტადტი, გერმანია

მეორეული შეფუთვა:

ასტრაზენეკა იუქეი ლიმითედი

სილკ როუდ ბიზნეს პარკი, მაკლსფილდი, ჩეშირი SK 10 2NA, გაერთიანებული სამეფო.

დამატებითი ინფორმაცია გაიცემა მოთხოვნის შესაბამისად:

ასტრაზენეკა იუქეი ლიმითედის (დიდი ბრიტანეთი) წარმომადგენლობა საქართველოში

ქ. თბილისი, გამრეკელის ქუჩა #19

ტელ.+ 995 322 386898

კასოდექსი - სავაჭრო ნიშანი, ასტრაზენეკას კომპანიების ჯგუფის საკუთრება

© Astrazeneca 2018

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა