პრეპარატ კარდილოპინის® მოქმედი ნივთიერება - ამლოდიპინი - წარმოადგენს კალციუმის არხების ბლოკატორს. კარდილოპინი® გამოიყენება შემდეგი მდგომარეობების სამკურნალოდ: მაღალი არტერიული წნევა (არტერიული ჰიპერტენზია); …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ამლოდიპინი (amlodipine)
- ფორმა და შეფუთვა
- 5მგ ტაბლეტი №30 (3X10)
- მწარმოებელი
- EGIS Pharmaceuticals PLC, უნგრეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- კალციუმის არხების ბლოკატორები, დიჰიდროპირიდინის წარმოებულები
- ATC კოდი
- C08CA01
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-044004
- რეგისტრირებულია
- 18 სექტემბერი 2025, მოქმედებს 18 სექტემბერი 2030-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- EGIS Pharmaceuticals PLC (უნგრეთი)
- განმცხადებელი
- დსს „ეგის ფარმაცეუტიკალს“ წარმომადგენლობა საქართველოში
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
კარდილოპინი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
პრეპარატ კარდილოპინის® მოქმედი ნივთიერება - ამლოდიპინი - წარმოადგენს კალციუმის არხების ბლოკატორს.
კარდილოპინი® გამოიყენება შემდეგი მდგომარეობების სამკურნალოდ:
მაღალი არტერიული წნევა (არტერიული ჰიპერტენზია);
გულ-მკერდის არეში განსაზღვრული ფორმის ტკივილი - სტენოკარდია, ასევე მისი იშვიათი ფორმა - ვარიანტული სტენოკარდია (პრინცმეტალის სტენოკარდია).
თუ გაქვთ მომატებული არტერიული წნევა, მაშინ ეს პრეპარატი გააფართოვებს სისხლძარღვებს, შეამსუბუქებს რა მათში სისხლის გამავლობას. სტენოკარდიის მქონე პაციენტებში კარდილოპინი® აუმჯობესებს გულის კუნთების სისხლით მომარაგებას, რის შედეგადაც ის იღებს მეტ ჟანგბადს, რაც ხელს უშლის რეტროსტერნალური ტკივილის განვითარებას. თქვენი სამკურნალო საშუალება არ იწვევს სტენოკარდიით გამოწვეული რეტროსტერნალური ტკივილის დაუყოვნებლივ მოხსნას.
- რა უნდა ვიცოდეთ პრეპარატ კარდილოპინის® ტაბლეტების მიღებამდე
მიღების წესი და დოზირება
ეს პრეპარატი მიიღება ექიმის დანიშნულების მკაცრი დაცვით. თუ გაქვთ შეკითხვები, მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
დოზირების რეჟიმი
რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 5 მგ-ს დღეში ერთხელ. ავადმყოფის რეაქციის გათვალისწინებით, საწყისი დოზა შეიძლება გაიზარდოს 10 მგ-მდე დღეში ერთხელ.
ბავშვები და მოზარდები
6-18 წლის ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 2.5 მგ-ს/დღე-ღამეში. მაქსიმალური რეკომენდებული დოზაა - 5 მგ/დღე-ღამეში.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ შეწყდეს ტაბლეტების მიღება. მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს, ნუ დაელოდებით, სანამ თქვენი ტაბლეტები არ დამთავრდება.
მიღების წესი
ტაბლეტები შიგნით (პერორალურად) მისაღებად.
კარდილოპინის® ტაბლეტების მიღება რეკომენდებულია დღის ერთსადაიმავე დროს.
ამ სამკურნალო საშუალების მიღება შეიძლება ჭამის წინ ან ჭამის შემდეგ, წყლის დაყოლებით. კარდილოპინი® არ მიიღოთ გრეიპფრუტის წვენთან ერთად.
თუ მიიღეთ დანიშნულზე მეტი კარდილოპინის® ტაბლეტი
საჭიროზე მეტი რაოდენობის ტაბლეტების მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის მნიშვნელოვანი ან საშიში დაწევაც კი. თქვენ შეიძლება აღგენიშნოთ: თავბრუსხვევა, გულის წასვლა ან სისუსტე. თქვენი კანი შეიძლება გახდეს ცივი და წებოვანი და შეიძლება დაკარგოთ გონება. პრეპარატის მიღების შემდეგ შეიძლება განვითარდეს ფილტვებში სითხის დაგროვება (ფილტვის შეშუპება), რაც იწვევს ქოშინს; ეს ეფექტი შეიძლება განვითარდეს მოგვიანებით - მიღებიდან 24-48 საათის შემდეგ. თუ მიიღეთ ძალიან ბევრი კარდილოპინის® ტაბლეტი, დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას.
თუ დაგავიწყდათ კარდილოპინის® ტაბლეტების მიღება
არ ინერვიულოთ - თუ დაგავიწყდათ ტაბლეტის მიღება, გამოტოვეთ ეს დოზა. მიიღეთ შემდეგი დოზა საჭირო დროს. თუ უკვე მოახლოებულია შემდეგი დოზის მიღების დრო, არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ანაზღაურების მიზნით, ვინაიდან ამ გზით ვერ მიაღწევთ ანაზღაურებას, მაგრამ შეიძლება გაზარდოთ დოზის გადაჭარბების რისკი.
თუ შეწყვეტთ კარდილოპინის® ტაბლეტების მიღებას
თქვენი მკურნალი ექიმი გირჩევთ, რამდენ ხანს უნდა მიიღოთ ეს პრეპარატი. არ შეწყვიტოთ სამკურნალო საშუალების მიღება თქვენს მკურნალ ექიმთან კონსულტაციის გარეშე, ვინაიდან თქვენი მდგომარეობა შეიძლება გაუარესდეს.
ამ პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
უკუჩვენებები
თუ გაქვთ ალერგია ამლოდიპინზე, კალციუმის არხების სხვა ანტაგონისტებზე და/ან მე-8 პარაგრაფში ჩამოთვლილ ნებისმიერ სხვა დამხმარე ნივთიერებებზე. ამასთან შეიძლება განვითარდეს ქავილი, კანის გაწითლება ან სუნთქვის გაძნელება.
თუ მკვეთრად დაგიქვეითდათ არტერიული წნევა (ჰიპოტენზია);
თუ აღგენიშნებათ მარცხენა პარკუჭიდან სისხლის გადინების ბლოკირება (გულის აორტალური სარქვლის შევიწროება (აორტის სტენოზი)) ან კარდიოგენური შოკი (მდგომარეობა, რომლის დროსაც გულს არ შეუძლია საკმარისი სისხლი მიაწოდოს ქსოვილებს).
თუ განგივითარდათ გულის უკმარისობა მიოკარდიუმის ინფარქტის შემდეგ.
სიფრთხილის ზომები
პრეპარატ კარდილოპინის® მიღების დაწყებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს, თუ გაქვთ ან გქონდათ შემდეგი მდგომარეობები:
ცოტა ხნის წინ გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტი;
გულის უკმარისობა;
არტერიული წნევის მკვეთრი მომატება (ჰიპერტონული კრიზი);
ღვიძლის დაავადება;
თუ ხართ ხანდაზმული ასაკის და თქვენთვის აუცილებელია დოზის მომატება.
ბავშვები და 18 წლამდე ასაკის მოზარდები
ეს სამკურნალო საშუალება არ გამოიყენება 6 წლამდე ასაკის ბავშვებში. ჰიპერტონიის სამკურნალოდ კარდილოპინის® ტაბლეტები შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ 6-17 წლის ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში.
კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს ნებისმიერი სამკურნალო საშუალების შესახებ, რომელსაც იღებთ, ცოტა ხნის წინ ან გეგმავთ, რომ მიიღოთ.
კარდილოპინმა® შეიძლება გავლენა იქონიოს სხვა სამკურნალო საშუალებების მოქმედებაზე, ხოლო სხვა პრეპარატებმა შეიძლება იმოქმედონ კარდილოპინის® ტაბლეტების ეფექტზე. მათ რიცხვს მიეკუთვნება შემდეგი სამკურნალო საშუალებები:
კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი (სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატები);
რიტონავირი, ინდინავირი, ნელფინავირი (ე.წ. პროტეაზას ინჰიბიტორები, რომლებიც გამოიყენება აივ-ის სამკურნალოდ);
რიფამპიცინი, ერითრომიცინი, კლარითრომიცინი (ბაქტერიული ინფექციის სამკურნალო ანტიბიოტიკები);
კრაზანას (Hypericum perforatum) შემცველი პრეპარატები;
ვერაპამილი, დილთიაზემი (გულის დაავადებების სამკურნალო საშუალებები);
დანტროლენი (სხეულის ტემპერატურის მძიმე ცვლილებების სამკურნალო ინფუზიები);
სიმვასტატინი (სისხლში ქოლესტერინის დონის შემამცირებელი პრეპარატი);
ტაკროლიმუსი, სიროლიმუსი, ტემსიროლიმუსი, ევეროლიმუსი (პრეპარატები, რომლებიც ცვლიან იმუნური სისტემების ფუნქციას);
ციკლოსპორინი (იმუნოდეპრესანტი).
კარდილოპინმა® შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის უფრო გამოხატული შემცირება, თუ თქვენ ერთდროულად იღებთ მაღალი არტერიული წნევის სამკურნალო სხვა პრეპარატებსაც.
პრეპარატ კარდილოპინის® მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად
პაციენტებმა, რომლებიც იღებენ კარდილოპინს®, არ უნდა მიირთვან გრეიპფრუტი ან დალიონ გრეიპფრუტის წვენი, ვინაიდან გრეიპფრუტმა და მისმა წვენმა შეიძლება გაზარდონ მოქმედი ნივთიერების (ამლოდიპინის) პლაზმური დონე, რამაც შეიძლება გამოიწვიოს კარდილოპინის® ტაბლეტების მიერ არტერიული წნევის შემცრების ეფექტის არაპროგნოზირებადი გაძლიერება.
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ხართ ორსულად, ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ვარაუდობთ, რომ ხართ ორსულად ან გეგმავთ დაორსულებას, აცნობეთ ამის შესახებ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს ამ პრეპარატის გამოყენების დაწყებამდე.
ორსულობა
ორსულობის დროს ამლოდიპინის გამოყენების უსაფრთხოება შესწავლილი არ არის.
ძუძუთი კვება
ამლოდიპინი გამოიყოფა დედის რძეში.
თუ ძუძუთი კვებავთ ბავშვს ან გეგმავთ ძუძუთი კვებას, მაშინ ამლოდიპინით მკურნალობის დაწყებამდე მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს.
ნებისმიერი სამკურნალო საშუალების მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს, თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
კარდილოპინმა® შეიძლება გავლენა იქონიოს სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე. თუ ტაბლეტების მიღების დროს გრძნობთ გულისრევას, თავბრუსხვევას, დაღლილობას ან თავის ტკივილს, თავი შეიკავეთ სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობისგან და დაუყოვნებლივ აცნობეთ ამის შესახებ თქვენს მკურნალ ექიმს.
კარდილოპინი შეიცავს ნატრიუმს
პრეპარატი შეიცავს 1 მმოლზე ნაკლებ (23 მგ) ნატრიუმს თითო ტაბლეტში, ანუ პრაქტიკულად არ შეიცავს ნატრიუმს.
გვერდითი მოვლენები
როგორც ყველა სამკურნალო საშუალებამ, ამ პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი რეაქციები, თუმცა არა ყველა პაციენტში.
დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს, თუ აღგენიშნებათ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი ძალიან იშვიათი გვერდითი ეფექტი:
უეცარი მსტვენავი სუნთქვა, ტკივილი გულ-მკერდის არეში, ქოშინი ან სუნთქვის გაძნელება;
ქუთუთოების, სახის ან ტუჩების შეშუპება;
ენის ან ყელის შეშუპება, რაც მნიშვნელოვნად აძნელებს სუნთქვას;
მძიმე კანისმიერი რეაქციები. მათ შორის გამოხატული გამონაყარი, ჭინჭრის ციება, კანის გაწითლება სხეულის მთელ ზედაპირზე, ძლიერი ქავილი, ბუშტუკები, კანის საფარის აქერცვლა და შეშუპება, ლორწოვანი გარსების ანთება (სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი) ან სხვა ალერგიული რეაქციები;
მიოკარდიუმის ინფარქტი, პათოლოგიური გულისცემა (მაგ., გულისცემის შემცირება, სიხშირის მომატება ან არარეგულარული გულისცემა (ტაქიკარდია ან მოციმციმე არითმია);
კუჭქვეშა ჯირკვლის ანთებამ შეიძლება გამოიწვიოს მკვეთრი ტკივილი მუცელში ან ზურგში, შეუძლოდ ყოფნასთან ერთად.
აღინიშნა შემდეგი ძალიან ხშირი გვერდითი ეფექტების შესახებ. თუ აღგენიშნებათ რომელიმე ეს რეაქცია, ან თუ ის გაგრძელდა ერთ კვირაზე მეტხანს, მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს.
ძალიან ხშირი (ვითარდება 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში):
შეშუპება (სითხის შეკავება).
აღინიშნა შემდეგი ხშირი გვერდითი რეაქციების შესახებ. თუ რომელიმე ეს რეაქცია, გაგრძელდა ერთ კვირაზე მეტხანს, მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს.
ხშირი (ვითარდება 10-დან არაუმეტეს 1 პაციენტში):
თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ძილიანობა (განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში);
გულისცემის გაძლიერების შეგრძნება (არარეგულარული გულისცემა), სახის გაწითლება;
ტკივილი მუცლის არეში, გულისრევა, ნაწლავური დისფუნქცია, ყაბზობა, საჭმლის მონელების დარღვევა;
დაღლილობა, სისუსტე;
მხედველობის დარღვევა; მხედველობის გაორება;
კუნთების კრუნჩხვა;
ხელის გულების შეშუპება.
სხვა გვერდითი ეფექტები მოცემულია ქვემოთ:
თუ რომელიმე ჩამოთვლილი გვერდითი რეაქცია გახდება სერიოზული ან აღგენიშნებათ გვერდითი რეაქცია, რომელიც არ არის ჩამოთვლილი წინამდებარე ფურცელ-ჩანართში, აუცილებლად აცნობეთ ამის შესახებ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
არახშირი (ვითარდება 100-დან არაუმეტეს 1 პაციენტში):
ხასიათის ცვლილება, შფოთვა, დეპრესია, ძილიანობა;
კანკალი, გემოს შეგრძნებების ცვლილებები, გულის წასვლა;
კიდურებში დაბუჟების ან ჩხვლეტის შეგრძნება, ტკივილის შეგრძნებების დაკარგვა;
ხმაური ყურებში;
დაბალი არტერიული წნევა;
ცემინება, ცხვირიდან გამონადენი, რომელიც გამოწვეულია ცხვირის ლორწოვანას ანთებით (რინიტი), ხველა;
პირის სიმშრალე, ღებინება;
თმის ცვენა, მომატებული ოფლიანობა, კანის ქავილი, წერტილოვანი სისხლჩაქცევები კანზე, კანის ფერის ცვლილება;
შარდის გამოყოფის დარღვევა, შარდის გამოყოფის მომატება ღამით, უფრო ხშირი შარდვის სურვილი;
ერექციის შეუძლებლობა (იმპოტენცია), დისკომფორტი ან სარძევე ჯირკვლების გადიდება მამაკაცებში;
ტკივილი, შეუძლოდ ყოფნა;
სახსრების ან კუნთების ტკივილი, ზურგის ტკივილი;
სხეულის მასის მომატება ან შემცირება
იშვიათი (ვითარდება 1000-დან არაუმეტეს 1 პაციენტში):
ცნობიერების არევა
ძალიან იშვიათი (ვითარდება 10000-დან არაუმეტეს 1 პაციენტში):
სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება, სისხლის ფირფიტების რაოდენობის შემცირება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს უჩვეულო კანქვეშა სისხლჩაქცევები ან სისხლდენა;
სისხლში შაქრის დონის მომატება (ჰიპერგლიკემია);
ცვლილებები ნერვული სისტემის მხრივ, რამაც შეიძლება გამოიწვიოს: ტკივილი, კუნთების სისუსტე, კიდურებში ჩხვლეტის ან დაბუჟების შეგრძნება;
ღრძილების შეშუპება;
გაზების დაგროვება (გასტრიტი);
ღვიძლის ფუნქციის ცვლილება, ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი), კანის გაყვითლება (სიყვითლე), ღვიძლისმიერი ფერმენტების დონის მომატება, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს ზოგიერთ სამედიცინო ტესტზე;
კუნთების ტონუსის მომატება;
სისხლძარღვები ანთება, ხშირად კანზე გამონაყარით;
სინათლის მიმართ მგრძნობელობა;
ისეთი დარღვევები, როგორიცაა რიგიდულობა, კანკალი (ტრემორი) და/ან მოძრაობის დარღვევა.
შეტყობინება გვერდითი ეფექტების შესახებ
თუ გამოგივლინდათ ჩამოთვლილი გვერდითი ეფექტი ან რაიმე გვერდითი ეფექტი, რომელიც არ არის აღნიშნული წინამდებარე ინსტრუქციაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ასევე შეგიძლიათ შეატყობინოთ ნებისმიერი გვერდითი ეფექტის შესახებ უშუალოდ გვერდითი ეფექტების რეგისტრაციის ეროვნულ სისტემას.
გვერდითი ეფექტების შესახებ შეტყობინებით თქვენ მოგვაწოდებთ დამატებით ინფორმაციას ამ სამკურნალო საშუალების უსაფრთხოების შესახებ.
- როგორ უნდა იქნას შენახული პრეპარატი კარდილოპინის® ტაბლეტები
ინახება არაუმეტეს 25оС ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ ადგილას.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ პრეპარატი, თუ შენიშნავთ დაზიანების ხილულ ნიშნებს (მაგ. ფერის შეცვლას).
ჭარბი დოზა
ადამიანებში ამლოდიპინით დოზის განზრახ გადაჭარბების შესახებ გამოცდილება ძალიან შეზღუდულია.
დოზის გადაჭარბების სიმპტომები
არსებული მონაცემების საფუძველზე, მოსალოდნელია, რომ დოზის გადაჭარბება გამოიწვევს პერიფერიული სისხლძარღვების გამოხატულ გაფართოებას, შესალო რეფლექტორული ტაქიკარდიით. არსებობს შეტყობინებები გამოხატული და შესაძლოა, ხანგრძლივი ჰიპოტენზიის შესახებ, მათ შორის შოკი ლეტალური შედეგით.
იშვიათად, ამლოდიპინის დოზის გადაჭარბების შედეგად აღინიშნა არაკარდიოგენული ფილტვის შეშუპება, რომელიც შეიძლება გამოვლინდეს დაგვიანებული დაწყებით (მიღებიდან 24-48 საათის შემდეგ) და საჭირო გახდეს ფილტვების ხელოვნური ვენტილაცია. არაკარდიოგენული ფილტვის შეშუპების განვითარების ხელშემწყობი ფაქტორები შეიძლება მოიცავდეს პერფუზიისა და გულის გამოტყორცნის შენარჩუნების მიზნით ჩატარებულ ადრეულ რეანიმაციულ ზომებს (მათ შორის სითხით გადატვირთვას).
დოზის გადაჭარბების მკურნალობა
ამლოდიპინით დოზის გადაჭარბების შედეგად კლინიკურად მნიშვნელოვანი არტერიული ჰიპოტენზიის შემთხვევაში, უკიდურესად აუცილებელია გულ-სისხლძარღვთა ფუნქციის აქტიური მხარდაჭერა, გულის და ფილტვების მოქმედების მონიტორინგი, კიდურების აწევის უზრუნველყოფა, მოცირკულირე სისხლის და დიურეზის მოცულობის კონტროლი.
მიუხედავად კონსერვატიული მკურნალობის ჩატარებისა, თუ ჰიპოტენზია ნარჩუნდება, შეიძლება სასარგებლო აღმოჩნდეს სისხლძარღვთა შემავიწროებელი პრეპარატების მიღება, სისხლძარღვების ტონუსის და არტერიული წნვის აღდგენის მიზნით, თუ არ არსებობს მათი მიღების უკუჩვენება.
ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება სასარგებლო იყოს კუჭის ამორეცხვა. ახალგაზრდა მოხალისეებში აქტივირებული ნახშირის მიღებამ ამლოდიპინის მიღებიდან 2 საათის განმავლობაში, შეამცირა მისი შეწოვა. ამლოდიპინი მნიშვნელოვანი ხარისხით უკავშირდება პლაზმურ ცილებს, ამიტომ ჰემოდიალიზი არ არის ეფექტური.
შემადგენლობა
მოქმედი ნივთიერება:
კარდილოპინი® 2.5 მგ ტაბლეტები:
- 5 მგ ამლოდიპინი 3.475 მგ ამლოდიპინის ბესილატის სახით ყოველ ტაბლეტში.
კარდილოპინი® 5 მგ ტაბლეტები:
5 მგ ამლოდიპინი 6.95 მგ ამლოდიპინის ბესილატის სახით ყოველ ტაბლეტში.
კარდილოპინი® 10 მგ ტაბლეტები:
10 მგ ამლოდიპინი 13.90 მგ ამლოდიპინის ბესილატის სახით ყოველ ტაბლეტში.
დამხმარე ნივთიერებები:
მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, მაგნიუმის სტეარატი, კოლოიდური უწყლო სილიციუმი.
პრეპარატ კარდილოპინის® ტაბლეტების გარეგანი სახე და შეფუთვის შიგთავსი
გარეგანი სახე
კარდილოპინი® 2.5 მგ ტაბლეტები:
თეთრი, თითქმის თეთრი ან მოყვითალო-თეთრი ფერის, მრგვალი ბრტყელი ტაბლეტები ნაჭდევით, სუნის გარეშე ან თითქმის სუნის გარეშე; ერთ მხარს გრავირებულია სტილიზებული ასო Е, ხოლო მეორე მხარეს ნომრი „251“.
კარდილოპინი® 5 მგ ტაბლეტები:
თეთრი, თითქმის თეთრი ან მოყვითალო-თეთრი ფერის, მრგვალი ბრტყელი ტაბლეტები ნაჭდევით, სუნის გარეშე ან თითქმის სუნის გარეშე; ერთ მხარს გრავირებულია სტილიზებული ასო Е, ხოლო მეორე მხარეს ნომრი „252“.
კარდილოპინი® 10 მგ ტაბლეტები:
თეთრი, თითქმის თეთრი ან მოყვითალო-თეთრი ფერის, მრგვალი ბრტყელი ტაბლეტები ნაჭდევით, სუნის გარეშე ან თითქმის სუნის გარეშე; ერთ მხარს გრავირებულია სტილიზებული ასო Е, ხოლო მეორე მხარეს ნომრი „253“.
შეფუთვა
10 ტაბლეტი ბლისტერზე, 3 ბლისტერი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
მარკეგინგული ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი
დსს “ფარმაცევტული ქარხანა ეგსი”
1106 ბუდაპეშტი, კერესტურის ქ. 30-38
უნგრეთი
საწარმოო მოედანი:
დსს “ფარმაცევტული ქარხანა ეგსი”
1165 ბუდაპეშტი, ბიოკენფიოლდის ქ. 118-120
უნგრეთი
შენახვის პირობები
არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ (წელი/თვე).
ვარგისობის ვადის გასვლის თარიღად ითვლება მითითებული თვის ბოლო დღე.
არ შეიძლება სამკურნალო საშუალებების გადაყრა საყოფაცხოვრებო ნარჩენებში ან ჩამდინარე წყლებში. თუ აუცილებელია პრეპარატის ნარჩენებში გადაგდება, რომელიც აღარ არის საჭირო, გაიარეთ კონსულტაცია ფარმაცევტთან. ეს ზომები დაგვეხმარება გარემოს დაბინძურების თავიდან აცილებაში.
- აფთიაქიდან გაცემის პირობები
გაიცემა რეცეპტით.
ფარმაკოლოგიური თვისებები
- 1 ფარმაკოდინამიური თვისებები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: კალციუმის არხების ინჰიბიტორები, კალციუმის არხების სელექტიური ინჰიბიტორები, სისხლძარღვებზე უპირატესი მოქმედებით, დიჰიდროპირიდონის წარმოებულები.
ათქ კოდი: C08C A01
მოქმედების მექანიზმი:
ამლოდიპინი (კალციუმის არხების ნელი ბლოკატორი ან კალციუმის დიჰიდროპირიდონის ჯგუფის ანტაგონისტი) თრგუნავს კალციუმის იონების ტრანსმემბრანულ გადასვლას კარდიომიოციტებში და სისხლძარღვების გლუვკუნთოვან უჯრედებში.
ამლოდიპინის ანტიჰიპერტენზიული მოქმედების მექანიზმი განპირობებულია სისხლძარღვების გლუვ კუნთებზე პირდაპირი რელაქსაციური მოქმედებით, რაც იწვევს საერთო პერიფერიული წინააღმდეგობის შემცირებას.
ანტისტენოკარდიული მოქმედების მექანიზმი სრულად არ არის შესწავლილი, თუმცა უმეტესწილად სავარაუდოდ უკავშირდება შემდეგ ორ ეფექტს:
პერიფერიული არტერიოლების გაფართოება და სისხლძარღვების საერთო პერიფერიული წინააღმდეგობის (ანუ, პოსტდატვირთვის) შემცირება. ვინაიდან ამლოდიპინი არ იწვევს რეფლექტორულ ტაქიკარდიას, ამიტომ აღნიშნული იწვევს მიოკარდიუმის მიერ ენერგიასა და ჟანგბადზე მოთხოვნილების შემცირებას.
ძირითადი კორონარული არტერიების და კორონარული არტერიოლების გაფართოება, როგორც ნორმალურ ასევე იშემიზირებულ უბნებზე, აუმჯობესებს ჟანგბადის მიწოდებას მიოკარდიუმის ნორმალურ და იშემიზირებულ უბნებზე. ამ ეფექტების მეშვეობით უმჯობესდება მიოკარდიუმში ჟანგბადის მიწოდება, კორონარული არტერიების სპაზმის დროსაც კი (ვარიანტული სტენოკარდია და პრინცმეტალის სტენოკარდია).
ფარმაკოდინამიკა
არტერიული ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში პრეპარატის მიღება დღეში ერთხელ უზრუნველყოფს არტერიული წნევის კლინიკურად მნიშნველოვან შემცირებას (მწოლიარე და მდგომიარე პოზიციაში) 24 საათის განმავლობაში. მოქმედების ნელი დაწყების გამო, ამლოდიპინი არ იწვევს უეცარ არტერიულ ჰიპოტენზიას.
სტენოკარდიის მქონე პაციენტებში ამლოდიპინის დღე-ღამური ერთჯერადი მიღება ახანგრძლივებს ფიზიკური დატვირთვების შესრულების დროს, აფერხებს სტენოკარდიის შემდეგი შეტევის განვითარებას და ST სეგმენტის მნიშვნელოვან დეპრესიას (1მმ), ამცირებს სტენოკარდიის შეტევების და ნიტროგლიცერინის ტაბლეტების მოხმარების სიხშირეს.
არ გამოვლენილა ამლოდიპინის გვერდითი მოვლენები ნივთიერებათა ცვლაზე ან პლაზმური ლიპიდების დონეზე, შაქრის დონეზე სისხლში და შარდმჟავას დონეზე შრატში, ამრიგად, შესაძლებელია ამლოდიპინის უსაფრთხოდ გამოყენება ბრონქული ასთმის, დიაბეტის ან პოდაგრის მქონე პაციენტებში.
კლინიკური ეფექტურობა და უსაფრთხოება
ამლოდიპინის გამოყენება კორონარული სისხლძარღვების დაავადებების მქონე პაციენტებში
ამლოდიპინის ეფექტურობის შესასწავლად, კლინიკური ეპიზოდების თავიდან აცილების მიზნით ჩატარდა დამოუკიდებელი, მულტიცენტრული, რანდომიზებული, ორმაგად-ბრმა, პლაცებო-კონტროლირებადი კვლევა კორონარული არტერიების დაავადების მქონე 1997 პაციენტის მონაწილეობით (CAMELOT - Comparison of Amlodipine vs. Enalapril to Limit Occurrences of Thrombosis). ორი წლის მანძილზე 663 პაციენტი იღებდა ამლოდიპინს 5-10მგ დოზით, 673 პაციენტი ენალაპრილს - 10-20მგ დოზით, ხოლო 655 პაციენტი იღებდა პლაცებოს სტატინებით, ბეტა-ბლოკატორებით, დიურეზული საშულალებებით და ასპირინით სტანდარტულ თერაპიაზე დამატების სახით. ეფეტურობის ძირითადი შედეგები წარმოდგენილია 1-ლ ცხრილში. კორონარული არტერიების დაავადების მქონე პაციენტების ჯგუფში, რომლებიც იღებდნენ ამლოდიპინს, გამოვლინდა ჰოსპიტალიზაციის ნაკლები შემთხვევა სტენოკარდიისა და რევასკულარიზაციის მხრივ.
ცხრილი 1. კლინიკურად მნიშვნელოვანი შედეგების სიხშირე კვლევაში CAMELOT
გულ-სისხლძარღვთა მოვლენების სიხშირე, # (%)
ამლოდიპინი vs. პლაცებო
შედეგები
ამლოდიპინი
პლაცებო
ენალაპრილი
რთ რისკების თანაფარდობა (95% CI)
P-ის მნიშვნელობა
პირველადი საბოლოო წერტილი
დარღვევები გულის მხრივ
110 (16,6)
151 (23,1)
136 (20,2)
0,69 (0,54-0,88)
0,003
ინდივიდუალური კომპონენტები
კორონარული სისხლძარღვების რევასკულარიზაცია
78 (11,8)
103 (15,7)
95 (14,1)
0,73 (0,54-0,98)
0,03
ჰოსპიტალიზაცია სტენოკარდიის გამო
51 (7,7)
84 (12,8)
86 (12,8)
0,58 (0,41-0,82)
0,002
მიოკარდიუმის ინფარქტი ლეტალური შედეგის გარეშე
14 (2,1)
19 (2,9)
11 (1,6)
0,73 (0,37-1,46)
0,37
ინსულტი ან თავის ტვინში სისხლის მომოქცევის ტრანზიტორული დარღვევები
6 (0,9)
12 (1,8)
8 (1,2)
0,50 (0,19-1,32)
0,15
სიკვდილიანობა გულ- სისხლძარღვთა
მიზეზით
5 (0,8)
2 (0,3)
5 (0,7)
2,46 (0,48-12,7)
0,27
ჰოსპიტალიზაცია გულის ქრონიკული უკმარისობის გამო
3 (0,5)
5 (0,8)
4 (0,6)
0,59 (0,14-2,47)
0,46
გულის გაჩერება რეანიმაციით
0
4 (0,6)
1 (0,1)
არ გამოიყენება
0,04
პერიფერიული
სისხლძარღვების
კვლავ
გამოვლენილი
დაავადება
5 (0,8)
2 (0,3)
8 (1,2)
2,6 (0,50-13,4)
0,24
ამლოდიპინის გამოყენება გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში
ჰემოდინამიკურმა კვლევებმა და კონტოლირებულმა კლინიკურმა კველვებმა ფიზიკური დატვირთვის საფუძველზე, NYHA-ის კლასიფიკაციით II-IV ფუნქციური კლასების გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში აჩვენა, რომ ამლოდიპინის მიღება არ იწევდა ფიზიკური მდგომარეობის გაუარესებას, რაზეც მიუთითებს ტოლერანტობა ფიზიკური დატვირთვის მიმართ, გადასროლის ფრაქციის მნიშვნელობა და კლინიკური სიმპტომატიკა.
პლაცებო-კონტროლირებადი კვლევისას PRAISE, რომელიც ჩატარდა NYHA-ის კლასიფიკაციით III-IV ფუნქციური კლასების გულის უკმრისობის მქონე პაციენტების მდგომარეობის შესაფასებლად, რომლებიც იღებდნენ დიგოქსინს, დიურეზულ საშუალებებს და აგფ-ის ინჰიბიტორებს, გამოვლინდა რომ გულის უკმარისობის დროს ამლოდიპინი არ იწვევდა სიკვდილიანობის მომატებას ან სიკვდილიანობისა და ავადობის კომბინირებულ მომატებას.
ხანგრძლივ, პლაცებო-კონტროლირებად კვლევაში შემდგომი დაკვირვებით (PRAISE-2), გამოვლინდა, რომ NYHA-ის კლასიფიკაციით III-IV ფუნქციური კლასების გულის უკმრისობის მქონე პაციენტებში, რომელთაც არ აღენიშნებოდათ იშემიური დაავადებების კლინიკური სიმპტომები ან ობიექტური ნიშნები და იღებდნენ აგფ-ის ინჰიბიტორების, გლიკოზიდების და დიურეზული საშუალებების სტაბილურ დოზებს, ამლოდიპინის მიღება არ მოქმედებდა გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით გამოწვეულ სიკვდილიანობაზე. თუმცა, პაციენტთა ამავე პოპულაციაში ამლოდიპინის მიღებისას ხშირად ვლინდებოდა ფილტვის შეშუპების განვითარება.
კლინიკური კვლევა ALLHAT (Antihypertensive and Lipid-Lowering Treatment to Prevent Heart Attack Trial)
ამ რანდომიზებულ, ორმაგად-ბრმა ავადობისა და სიკვდილიანობის კვლევაში, ერთმანეთს ედრებოდა ფარმაკოთერაპიის შედარებით ახალი მეთოდები: ამლოდიპინი- 2,5-10 მგ/დღე-ღამეში (კალციუმის არხების ანტაგონისტი) ან ლიზინოპრილი - 10-40 მგ/დღეშ-ღამეში (აგფ-ის ინჰიბიტორი), რომლებიც გამოიყენებოდა პირველ რიგოს თერაპიის სახით, თიაზიდურ დიურეზულ საშუალებებთან, ქლორტალიდონის 12,5-25მგ/დღე-ღამეში დოზით მკურნალობასთან შედარებით, მსუბუქი ან ზომიერი ჰიპერტენზიის მქონე პაცენტებში.
ჰიპერტენზიის მქონე 55 წელზე უფროსი ასაკის 33 357 პაციენტი რანდომიზირდა და იმყოფებოდნენ დაკვირვების ქვეშ 4,9 წლის განმავლობაში. ყველა პაციენტს აღენიშნებოდა გულის იშემიური დაავადების მინიმუმ ერთი რისკ-ფაქტორი: მიოკარდიუმის ინფარქტი ან ინსულტი ანამნეზში (კვლევაში ჩართვამდე >6 თვით ადრე) ან სხვა დადასტურებული ათეროსკლეროზული გულ-სისხლძარღვთა დაავადება (სულ 51,5%), ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტი (36,1%), მსლპ (მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინი) <35მგ/100მლ (11,6%), მარცხენა პარკუჭის ჰიპერტროფია, დადგენილი ელექტროკარდიოგრამით ან ექოკარდიოგრაფიით (20,9%), თამბაქოს მოწევა კვლევაში ჩართვის მომენტისთვის (21,9%).
კომბინირებულ პირველად წერტილს წარმოადგენს გიდ ლეტალური შედეგით ან მიოკარდიუმის ინფარქტი ლეტალური შედეგის გარეშე. პირველადი წერტილის მიხედვით არ გამოვლინდა მნიშვნელოვანი დადასტურებული განსხვავება ამლოდიპინით და ქლორტალიდონით მკურნალობის დროს (რისკების თანაფარდობა რთ 0,98; 95% ნი (ნდობის ინტერვალი) [0,90-1,07] p=0,65). რაც შეეხება მეორად საბოლოო წერტილს, გულის უკმარისობის სიხშირე (კომბინირებული გულ-სისხლძარღვთა მოვლენების საბოლოო წეტილის ერთერთი კომპონენტი) მნიშვნელოვნად უფრო მაღალი იყო ამლოდიპინის ჯგუფში (10,2% და 7,7%, რთ 1,38; 95% ნი [1,25-1,52] p<0,001). თუმცა, არ აღინიშნა ნებისმიერი მიზეზით სიკვდილიანობის მაჩვენებლების მნიშვნელოვანი განსხვავება ამლოდიპინის და ქლორტალიდონის ჯგუფებში (რთ 0,96; 95% ნი [0,89-1,02] p=0,20).
გამოყენება 6 წლიდან და უფროსი ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში
6-17 წლის 268 ბავშვი, რომელთაც ძირითადად აღენიშნებოდათ მეორადი ჰიპერტენზია, მონაწილეობდა პლაცები-კონტროლირებად ამლოდიპინის 2,5მგ და 5მგ დოზების შედარების კვლევაში. შედეგებმა აჩვენა, რომ ორივე დოზა მნიშვნელოვნად უკეთ ამცირებს სისტოლურ წნევას პლაცებოსთან შედარებით, თუმცა სხვაობა არ იყო სტატისტიკურად დადასტურებული.
ზრდაზე, სქესობრივ მომწიფებაზე და ბავშვების საერთო განვითარებაზე ამლოდიპინის ზემოქმედების ხანგრძლივი კვლევები არ ჩატარებულა. ასევე არ ჩატარებულა კვლევები ამლოდიპინით მკურნალობის ხანგრძლივ ეფექტზე ბავშვებში, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების და ამ პაციენტების ზრდასრულ ასაკში სიკვდილიანობის შემცირების შესწავლის მხრივ.
- 2 ფარმაკოკინეტიკური თვისებები
შეწოვა:
თერაპიული დოზების პერორალურად მიღების შემდეგ, ამლოდიპინი კარგად შეიწოვება. მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაცია მიიღწევა 6-12 საათის შემდეგ.
საკვების მიღება არ მოქმედებს ამლოდიპინის შეწოვაზე.
აბსოლუტური ბიოშეღწევადობა შეადგენს 64-80%-ს.
განაწილება:
განაწილების მოცულობა უდრის 21 ლ/კგ-ს. In vitro კვლევებმა აჩვენა, რომ სისხლის მიმოქცევაში მოცირკულირე ამლოდიპინის 97,5% უკავშირდება პლაზმურ ცილებს.
ბიოგარდაქმნა და გამოყოფა:
ამლოდიპინი მნიშვნელოვანწილად მეტაბოლიზირდება ღვიძლში არააქტიური მეტაბოლიტების წარმოქმნით. მიღებული დოზის დაახლოებით 10% გამოყოფა შეუცვლელი პრეპარატის სახით. არააქტიური მეტაბოლიტების დაახლოებით 60% გამოიყოფა თირკმელებით. ნახევარგამოყოფის პერიოდი ტერმინალურ ფაზაში შეადგენს 35-50 საათს, რაც შეესაბამება ერთჯერად დოზირებას დღეში.
პაციენტთა სპეციალური ჯგუფები
პაციენტები ღვიძლის ფუნქციის დარღვევით:
მოიპოვება მხოლოდ შეზღუდული მონაცემები ამლოდიპინის გამოყენების შესახებ ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში. ასეთ პაციენტებში მცირდება ამლოდიპინის კლირენსი, რაც იწვევს ნახევარგამოყოფის პერიოდის გახანგრძლივებას და AUC-ის მომატებას დაახლოებით 40-60%-ით.
ხანდაზმული პაციენტები
Tmax-ის მნიშვნელობა ხანდაზმულ და ახალგაზრდა პაციენტებში არის ერთნაირი. ხანდაზმულ პაციენტებს უმცირდებათ ამლოდიპინის კლირენი, რაც იწვევს AUC-ის მომატებას და ნახევარგამოყოფის პერიოდის გახანგრძლივებას. გულის შეგუბებითი უკმაროსობის მქონე პაციენტებში AUC-ის მომატება და ნახევარგამოყოფის პერიოდის გახანგრძლივება შეესაბამებოდა მაჩვენებელს, რომელიც მოსალოდნელი იყო ასაკობრივი ჯგუფებისთვის.
პაციენტები თირკმლის ფუნქციის დარღვევით
ამლოდიპინის ფარმაკოკინეტიკა არ იცვლება თირკმლის ფუნქციის დარღვევისას.
ბავშვები და მოზარდები
პოპულაციური ფარმაკოკინეტიკური კვლევები ჩატარდა ჰიპერტენზიის მქონე 74 ბავშვის მონაწილეობით (34 მონაწილე 6-12 წლის ასაკში და 28 მონაწილე -13-17 წლის ასაკში), რომელთაც ენიშნებოდათ ამლოდიპინი 1,25-20მგ/დღე-ღამეში დოზით ერთ ან ორ მიღებად. ორივე ასაკობრივი ჯგუფის პაცირნტებში ტიპიური საერთო კლირენსი (CL/F) შესაბამისად შეადგენდა 22,5 და 27,4ლ/სთ-ს, 16,4ლ/სთ-ს - ბიჭებში და 21,3ლ/სთ-ს - გოგოებში. ასევე, აღინიშნებოდა ინდივიდუალური სხვაობა პრეპარატის პაზმური კონცენტრაციის მხრივ. 6 წელზე ნაკლები ასაკის ბავშვეში მოიპოება მხოლოდ შეზღუდული მონაცემები ამლოდიპინის ფარაკოკინეტიკასთან დაკავშირებით.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
გამოყენების ინსტრუქცია
პრეპარატის სამედიცინო გამოყენების შესახებ
(ინფორმაცია პაციენტებისთვის)
კარდილოპინი® ტაბლეტები 2.5 მგ, 5 მგ და 10 მგ
(ამლოდიპინი)
მთლიანად და ყურადღებით წაიკითხეთ ეს ინსტრუქცია პრეპარატის მიღების დაწყებამდე, რადგანაც ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
შეინახეთ წინამდებარე ფურცელი-ჩანართი, შეიძლება დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.
თუ გაგიჩნდებათ დამატებითი კითხვები, მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
ეს სამკურნალო საშუალება დაგენიშნეთ პირადად თქვენ. არ გადასცეთ ის სხვა პირებს. მან შეიძლება ავნოს მათ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათ დაავადების ისეთივე სიმპტომები აქვთ, როგორიც თქვენ.
ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლენის, ან ისეთი გვერდითი ეფექტების განვითარების შემთხვევაში, რომლებიც არ არის მითითებული წინამდებარე ინსტრუქციაში, აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს (იხ. პარაგრაფი 4).
მოცემული ფურცელი-ჩანართი შეიცავს შემდეგ ინფორმაციას:
რას წარმოადგენს პრეპარატი კარდილოპინის® ტაბლეტები და რისთვის გამოიყენება
რა უნდა ვიცოდეთ პრეპარატ კარდილოპინის® ტაბლეტების მიღებამდე
როგორ მიიღება პრეპარატი კარდილოპინის® ტაბლეტები
შესაძლო გვერდითი ეფექტები
როგორ უნდა იქნას შენახული პრეპარატი კარდილოპინის® ტაბლეტები
ვარგისობის ვადა
აფთიაქიდან გაცემის პირობები
შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
- რას წარმოადგენს პრეპარატი კარდილოპინის® ტაბლეტები და რისთვის გამოიყენება
პრეპარატ კარდილოპინის® მოქმედი ნივთიერება - ამლოდიპინი - წარმოადგენს კალციუმის არხების ბლოკატორს.
კარდილოპინი® გამოიყენება შემდეგი მდგომარეობების სამკურნალოდ:
მაღალი არტერიული წნევა (არტერიული ჰიპერტენზია);
გულ-მკერდის არეში განსაზღვრული ფორმის ტკივილი - სტენოკარდია, ასევე მისი იშვიათი ფორმა - ვარიანტული სტენოკარდია (პრინცმეტალის სტენოკარდია).
თუ გაქვთ მომატებული არტერიული წნევა, მაშინ ეს პრეპარატი გააფართოვებს სისხლძარღვებს, შეამსუბუქებს რა მათში სისხლის გამავლობას. სტენოკარდიის მქონე პაციენტებში კარდილოპინი® აუმჯობესებს გულის კუნთების სისხლით მომარაგებას, რის შედეგადაც ის იღებს მეტ ჟანგბადს, რაც ხელს უშლის რეტროსტერნალური ტკივილის განვითარებას. თქვენი სამკურნალო საშუალება არ იწვევს სტენოკარდიით გამოწვეული რეტროსტერნალური ტკივილის დაუყოვნებლივ მოხსნას.
- რა უნდა ვიცოდეთ პრეპარატ კარდილოპინის® ტაბლეტების მიღებამდე
არ მიიღოთ კარდილოპინის® ტაბლეტები
თუ გაქვთ ალერგია ამლოდიპინზე, კალციუმის არხების სხვა ანტაგონისტებზე და/ან მე-8 პარაგრაფში ჩამოთვლილ ნებისმიერ სხვა დამხმარე ნივთიერებებზე. ამასთან შეიძლება განვითარდეს ქავილი, კანის გაწითლება ან სუნთქვის გაძნელება.
თუ მკვეთრად დაგიქვეითდათ არტერიული წნევა (ჰიპოტენზია);
თუ აღგენიშნებათ მარცხენა პარკუჭიდან სისხლის გადინების ბლოკირება (გულის აორტალური სარქვლის შევიწროება (აორტის სტენოზი)) ან კარდიოგენური შოკი (მდგომარეობა, რომლის დროსაც გულს არ შეუძლია საკმარისი სისხლი მიაწოდოს ქსოვილებს).
თუ განგივითარდათ გულის უკმარისობა მიოკარდიუმის ინფარქტის შემდეგ.
სიფრთხილის ზომები სამედიცინო გამოყენებისას
პრეპარატ კარდილოპინის® მიღების დაწყებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს, თუ გაქვთ ან გქონდათ შემდეგი მდგომარეობები:
ცოტა ხნის წინ გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტი;
გულის უკმარისობა;
არტერიული წნევის მკვეთრი მომატება (ჰიპერტონული კრიზი);
ღვიძლის დაავადება;
თუ ხართ ხანდაზმული ასაკის და თქვენთვის აუცილებელია დოზის მომატება.
ბავშვები და 18 წლამდე ასაკის მოზარდები
ეს სამკურნალო საშუალება არ გამოიყენება 6 წლამდე ასაკის ბავშვებში. ჰიპერტონიის სამკურნალოდ კარდილოპინის® ტაბლეტები შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ 6-17 წლის ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში.
კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
სხვა სამკურნალო საშუალებები და პრეპარატი კარდილოპინის® ტაბლეტები
აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს ნებისმიერი სამკურნალო საშუალების შესახებ, რომელსაც იღებთ, ცოტა ხნის წინ ან გეგმავთ, რომ მიიღოთ.
კარდილოპინმა® შეიძლება გავლენა იქონიოს სხვა სამკურნალო საშუალებების მოქმედებაზე, ხოლო სხვა პრეპარატებმა შეიძლება იმოქმედონ კარდილოპინის® ტაბლეტების ეფექტზე. მათ რიცხვს მიეკუთვნება შემდეგი სამკურნალო საშუალებები:
კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი (სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატები);
რიტონავირი, ინდინავირი, ნელფინავირი (ე.წ. პროტეაზას ინჰიბიტორები, რომლებიც გამოიყენება აივ-ის სამკურნალოდ);
რიფამპიცინი, ერითრომიცინი, კლარითრომიცინი (ბაქტერიული ინფექციის სამკურნალო ანტიბიოტიკები);
კრაზანას (Hypericum perforatum) შემცველი პრეპარატები;
ვერაპამილი, დილთიაზემი (გულის დაავადებების სამკურნალო საშუალებები);
დანტროლენი (სხეულის ტემპერატურის მძიმე ცვლილებების სამკურნალო ინფუზიები);
სიმვასტატინი (სისხლში ქოლესტერინის დონის შემამცირებელი პრეპარატი);
ტაკროლიმუსი, სიროლიმუსი, ტემსიროლიმუსი, ევეროლიმუსი (პრეპარატები, რომლებიც ცვლიან იმუნური სისტემების ფუნქციას);
ციკლოსპორინი (იმუნოდეპრესანტი).
კარდილოპინმა® შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის უფრო გამოხატული შემცირება, თუ თქვენ ერთდროულად იღებთ მაღალი არტერიული წნევის სამკურნალო სხვა პრეპარატებსაც.
პრეპარატ კარდილოპინის® მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად
პაციენტებმა, რომლებიც იღებენ კარდილოპინს®, არ უნდა მიირთვან გრეიპფრუტი ან დალიონ გრეიპფრუტის წვენი, ვინაიდან გრეიპფრუტმა და მისმა წვენმა შეიძლება გაზარდონ მოქმედი ნივთიერების (ამლოდიპინის) პლაზმური დონე, რამაც შეიძლება გამოიწვიოს კარდილოპინის® ტაბლეტების მიერ არტერიული წნევის შემცრების ეფექტის არაპროგნოზირებადი გაძლიერება.
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ხართ ორსულად, ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ვარაუდობთ, რომ ხართ ორსულად ან გეგმავთ დაორსულებას, აცნობეთ ამის შესახებ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს ამ პრეპარატის გამოყენების დაწყებამდე.
ორსულობა
ორსულობის დროს ამლოდიპინის გამოყენების უსაფრთხოება შესწავლილი არ არის.
ძუძუთი კვება
ამლოდიპინი გამოიყოფა დედის რძეში.
თუ ძუძუთი კვებავთ ბავშვს ან გეგმავთ ძუძუთი კვებას, მაშინ ამლოდიპინით მკურნალობის დაწყებამდე მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს.
ნებისმიერი სამკურნალო საშუალების მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს, თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს.
ზემოქმედება სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე
კარდილოპინმა® შეიძლება გავლენა იქონიოს სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე. თუ ტაბლეტების მიღების დროს გრძნობთ გულისრევას, თავბრუსხვევას, დაღლილობას ან თავის ტკივილს, თავი შეიკავეთ სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობისგან და დაუყოვნებლივ აცნობეთ ამის შესახებ თქვენს მკურნალ ექიმს.
კარდილოპინი შეიცავს ნატრიუმს
პრეპარატი შეიცავს 1 მმოლზე ნაკლებ (23 მგ) ნატრიუმს თითო ტაბლეტში, ანუ პრაქტიკულად არ შეიცავს ნატრიუმს.
- როგორ მიიღება პრეპარატი კარდილოპინის® ტაბლეტები
ეს პრეპარატი მიიღება ექიმის დანიშნულების მკაცრი დაცვით. თუ გაქვთ შეკითხვები, მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
დოზირების რეჟიმი
რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 5 მგ-ს დღეში ერთხელ. ავადმყოფის რეაქციის გათვალისწინებით, საწყისი დოზა შეიძლება გაიზარდოს 10 მგ-მდე დღეში ერთხელ.
ბავშვები და მოზარდები
6-18 წლის ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 2.5 მგ-ს/დღე-ღამეში. მაქსიმალური რეკომენდებული დოზაა - 5 მგ/დღე-ღამეში.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ შეწყდეს ტაბლეტების მიღება. მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს, ნუ დაელოდებით, სანამ თქვენი ტაბლეტები არ დამთავრდება.
მიღების წესი
ტაბლეტები შიგნით (პერორალურად) მისაღებად.
კარდილოპინის® ტაბლეტების მიღება რეკომენდებულია დღის ერთსადაიმავე დროს.
ამ სამკურნალო საშუალების მიღება შეიძლება ჭამის წინ ან ჭამის შემდეგ, წყლის დაყოლებით. კარდილოპინი® არ მიიღოთ გრეიპფრუტის წვენთან ერთად.
თუ მიიღეთ დანიშნულზე მეტი კარდილოპინის® ტაბლეტი
საჭიროზე მეტი რაოდენობის ტაბლეტების მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის მნიშვნელოვანი ან საშიში დაწევაც კი. თქვენ შეიძლება აღგენიშნოთ: თავბრუსხვევა, გულის წასვლა ან სისუსტე. თქვენი კანი შეიძლება გახდეს ცივი და წებოვანი და შეიძლება დაკარგოთ გონება. პრეპარატის მიღების შემდეგ შეიძლება განვითარდეს ფილტვებში სითხის დაგროვება (ფილტვის შეშუპება), რაც იწვევს ქოშინს; ეს ეფექტი შეიძლება განვითარდეს მოგვიანებით - მიღებიდან 24-48 საათის შემდეგ. თუ მიიღეთ ძალიან ბევრი კარდილოპინის® ტაბლეტი, დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას.
თუ დაგავიწყდათ კარდილოპინის® ტაბლეტების მიღება
არ ინერვიულოთ - თუ დაგავიწყდათ ტაბლეტის მიღება, გამოტოვეთ ეს დოზა. მიიღეთ შემდეგი დოზა საჭირო დროს. თუ უკვე მოახლოებულია შემდეგი დოზის მიღების დრო, არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ანაზღაურების მიზნით, ვინაიდან ამ გზით ვერ მიაღწევთ ანაზღაურებას, მაგრამ შეიძლება გაზარდოთ დოზის გადაჭარბების რისკი.
თუ შეწყვეტთ კარდილოპინის® ტაბლეტების მიღებას
თქვენი მკურნალი ექიმი გირჩევთ, რამდენ ხანს უნდა მიიღოთ ეს პრეპარატი. არ შეწყვიტოთ სამკურნალო საშუალების მიღება თქვენს მკურნალ ექიმთან კონსულტაციის გარეშე, ვინაიდან თქვენი მდგომარეობა შეიძლება გაუარესდეს.
ამ პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
- შესაძლო გვერდითი ეფექტები
როგორც ყველა სამკურნალო საშუალებამ, ამ პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი რეაქციები, თუმცა არა ყველა პაციენტში.
დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს, თუ აღგენიშნებათ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი ძალიან იშვიათი გვერდითი ეფექტი:
უეცარი მსტვენავი სუნთქვა, ტკივილი გულ-მკერდის არეში, ქოშინი ან სუნთქვის გაძნელება;
ქუთუთოების, სახის ან ტუჩების შეშუპება;
ენის ან ყელის შეშუპება, რაც მნიშვნელოვნად აძნელებს სუნთქვას;
მძიმე კანისმიერი რეაქციები. მათ შორის გამოხატული გამონაყარი, ჭინჭრის ციება, კანის გაწითლება სხეულის მთელ ზედაპირზე, ძლიერი ქავილი, ბუშტუკები, კანის საფარის აქერცვლა და შეშუპება, ლორწოვანი გარსების ანთება (სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი) ან სხვა ალერგიული რეაქციები;
მიოკარდიუმის ინფარქტი, პათოლოგიური გულისცემა (მაგ., გულისცემის შემცირება, სიხშირის მომატება ან არარეგულარული გულისცემა (ტაქიკარდია ან მოციმციმე არითმია);
კუჭქვეშა ჯირკვლის ანთებამ შეიძლება გამოიწვიოს მკვეთრი ტკივილი მუცელში ან ზურგში, შეუძლოდ ყოფნასთან ერთად.
აღინიშნა შემდეგი ძალიან ხშირი გვერდითი ეფექტების შესახებ. თუ აღგენიშნებათ რომელიმე ეს რეაქცია, ან თუ ის გაგრძელდა ერთ კვირაზე მეტხანს, მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს.
ძალიან ხშირი (ვითარდება 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში):
შეშუპება (სითხის შეკავება).
აღინიშნა შემდეგი ხშირი გვერდითი რეაქციების შესახებ. თუ რომელიმე ეს რეაქცია, გაგრძელდა ერთ კვირაზე მეტხანს, მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს.
ხშირი (ვითარდება 10-დან არაუმეტეს 1 პაციენტში):
თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ძილიანობა (განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში);
გულისცემის გაძლიერების შეგრძნება (არარეგულარული გულისცემა), სახის გაწითლება;
ტკივილი მუცლის არეში, გულისრევა, ნაწლავური დისფუნქცია, ყაბზობა, საჭმლის მონელების დარღვევა;
დაღლილობა, სისუსტე;
მხედველობის დარღვევა; მხედველობის გაორება;
კუნთების კრუნჩხვა;
ხელის გულების შეშუპება.
სხვა გვერდითი ეფექტები მოცემულია ქვემოთ:
თუ რომელიმე ჩამოთვლილი გვერდითი რეაქცია გახდება სერიოზული ან აღგენიშნებათ გვერდითი რეაქცია, რომელიც არ არის ჩამოთვლილი წინამდებარე ფურცელ-ჩანართში, აუცილებლად აცნობეთ ამის შესახებ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
არახშირი (ვითარდება 100-დან არაუმეტეს 1 პაციენტში):
ხასიათის ცვლილება, შფოთვა, დეპრესია, ძილიანობა;
კანკალი, გემოს შეგრძნებების ცვლილებები, გულის წასვლა;
კიდურებში დაბუჟების ან ჩხვლეტის შეგრძნება, ტკივილის შეგრძნებების დაკარგვა;
ხმაური ყურებში;
დაბალი არტერიული წნევა;
ცემინება, ცხვირიდან გამონადენი, რომელიც გამოწვეულია ცხვირის ლორწოვანას ანთებით (რინიტი), ხველა;
პირის სიმშრალე, ღებინება;
თმის ცვენა, მომატებული ოფლიანობა, კანის ქავილი, წერტილოვანი სისხლჩაქცევები კანზე, კანის ფერის ცვლილება;
შარდის გამოყოფის დარღვევა, შარდის გამოყოფის მომატება ღამით, უფრო ხშირი შარდვის სურვილი;
ერექციის შეუძლებლობა (იმპოტენცია), დისკომფორტი ან სარძევე ჯირკვლების გადიდება მამაკაცებში;
ტკივილი, შეუძლოდ ყოფნა;
სახსრების ან კუნთების ტკივილი, ზურგის ტკივილი;
სხეულის მასის მომატება ან შემცირება
იშვიათი (ვითარდება 1000-დან არაუმეტეს 1 პაციენტში):
ცნობიერების არევა
ძალიან იშვიათი (ვითარდება 10000-დან არაუმეტეს 1 პაციენტში):
სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება, სისხლის ფირფიტების რაოდენობის შემცირება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს უჩვეულო კანქვეშა სისხლჩაქცევები ან სისხლდენა;
სისხლში შაქრის დონის მომატება (ჰიპერგლიკემია);
ცვლილებები ნერვული სისტემის მხრივ, რამაც შეიძლება გამოიწვიოს: ტკივილი, კუნთების სისუსტე, კიდურებში ჩხვლეტის ან დაბუჟების შეგრძნება;
ღრძილების შეშუპება;
გაზების დაგროვება (გასტრიტი);
ღვიძლის ფუნქციის ცვლილება, ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი), კანის გაყვითლება (სიყვითლე), ღვიძლისმიერი ფერმენტების დონის მომატება, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს ზოგიერთ სამედიცინო ტესტზე;
კუნთების ტონუსის მომატება;
სისხლძარღვები ანთება, ხშირად კანზე გამონაყარით;
სინათლის მიმართ მგრძნობელობა;
ისეთი დარღვევები, როგორიცაა რიგიდულობა, კანკალი (ტრემორი) და/ან მოძრაობის დარღვევა.
შეტყობინება გვერდითი ეფექტების შესახებ
თუ გამოგივლინდათ ჩამოთვლილი გვერდითი ეფექტი ან რაიმე გვერდითი ეფექტი, რომელიც არ არის აღნიშნული წინამდებარე ინსტრუქციაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ასევე შეგიძლიათ შეატყობინოთ ნებისმიერი გვერდითი ეფექტის შესახებ უშუალოდ გვერდითი ეფექტების რეგისტრაციის ეროვნულ სისტემას.
გვერდითი ეფექტების შესახებ შეტყობინებით თქვენ მოგვაწოდებთ დამატებით ინფორმაციას ამ სამკურნალო საშუალების უსაფრთხოების შესახებ.
- როგორ უნდა იქნას შენახული პრეპარატი კარდილოპინის® ტაბლეტები
ინახება არაუმეტეს 25оС ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ ადგილას.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ პრეპარატი, თუ შენიშნავთ დაზიანების ხილულ ნიშნებს (მაგ. ფერის შეცვლას).
- ვარგისობის ვადა
ვარგისობის ვადა მითითებულია შეფუთვაზე.
არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ (წელი/თვე).
ვარგისობის ვადის გასვლის თარიღად ითვლება მითითებული თვის ბოლო დღე.
არ შეიძლება სამკურნალო საშუალებების გადაყრა საყოფაცხოვრებო ნარჩენებში ან ჩამდინარე წყლებში. თუ აუცილებელია პრეპარატის ნარჩენებში გადაგდება, რომელიც აღარ არის საჭირო, გაიარეთ კონსულტაცია ფარმაცევტთან. ეს ზომები დაგვეხმარება გარემოს დაბინძურების თავიდან აცილებაში.
- აფთიაქიდან გაცემის პირობები
გაიცემა რეცეპტით.
- შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს კარდილოპინის® ტაბლეტი
მოქმედი ნივთიერება:
კარდილოპინი® 2.5 მგ ტაბლეტები:
- 5 მგ ამლოდიპინი 3.475 მგ ამლოდიპინის ბესილატის სახით ყოველ ტაბლეტში.
კარდილოპინი® 5 მგ ტაბლეტები:
5 მგ ამლოდიპინი 6.95 მგ ამლოდიპინის ბესილატის სახით ყოველ ტაბლეტში.
კარდილოპინი® 10 მგ ტაბლეტები:
10 მგ ამლოდიპინი 13.90 მგ ამლოდიპინის ბესილატის სახით ყოველ ტაბლეტში.
დამხმარე ნივთიერებები:
მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, მაგნიუმის სტეარატი, კოლოიდური უწყლო სილიციუმი.
პრეპარატ კარდილოპინის® ტაბლეტების გარეგანი სახე და შეფუთვის შიგთავსი
გარეგანი სახე
კარდილოპინი® 2.5 მგ ტაბლეტები:
თეთრი, თითქმის თეთრი ან მოყვითალო-თეთრი ფერის, მრგვალი ბრტყელი ტაბლეტები ნაჭდევით, სუნის გარეშე ან თითქმის სუნის გარეშე; ერთ მხარს გრავირებულია სტილიზებული ასო Е, ხოლო მეორე მხარეს ნომრი „251“.
კარდილოპინი® 5 მგ ტაბლეტები:
თეთრი, თითქმის თეთრი ან მოყვითალო-თეთრი ფერის, მრგვალი ბრტყელი ტაბლეტები ნაჭდევით, სუნის გარეშე ან თითქმის სუნის გარეშე; ერთ მხარს გრავირებულია სტილიზებული ასო Е, ხოლო მეორე მხარეს ნომრი „252“.
კარდილოპინი® 10 მგ ტაბლეტები:
თეთრი, თითქმის თეთრი ან მოყვითალო-თეთრი ფერის, მრგვალი ბრტყელი ტაბლეტები ნაჭდევით, სუნის გარეშე ან თითქმის სუნის გარეშე; ერთ მხარს გრავირებულია სტილიზებული ასო Е, ხოლო მეორე მხარეს ნომრი „253“.
შეფუთვა
10 ტაბლეტი ბლისტერზე, 3 ბლისტერი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
მარკეგინგული ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი
დსს “ფარმაცევტული ქარხანა ეგსი”
1106 ბუდაპეშტი, კერესტურის ქ. 30-38
უნგრეთი
საწარმოო მოედანი:
დსს “ფარმაცევტული ქარხანა ეგსი”
1165 ბუდაპეშტი, ბიოკენფიოლდის ქ. 118-120
უნგრეთი
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


