პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანტინეოპლაზური საშუალებები

კარბოტინოლი საინექციო

CARBOTINOL Inj.

რეცეპტით450მგინსტრუქცია ქართულადკორეა
რისთვის გამოიყენება

1. ეპითელური წარმოშობის საკვერცხის შორსწასული კარცინომა (1) პირველი ხაზის თერაპია (2) მეორე ხაზის თერაპია მას შემდეგ, რაც სხვა მკურნალობები წარუმატებელი აღმოჩნდა 2. ფილტვის წვრილუჯრედოვანი კარცინომა პრეპარატის დოზირება და მიღება კარბოტინოლი გამოიყენება მხოლოდ ინტრავენური გზით. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
კარბოპლატინი (carboplatin)
ფორმა და შეფუთვა
450მგ/45მლ (10მგ/მლ) 45მლ კონცენტრატი ი.ვ. საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონი №1
მწარმოებელი
KOREA UNITED PHARM. INC, კორეა
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტინეოპლაზური საშუალებები, პლატინის ნაერთები
ATC კოდი
L01XA02
რეგისტრაციის ნომერი
რ-039680
რეგისტრირებულია
5 დეკემბერი 2023, მოქმედებს 5 დეკემბერი 2028-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
შპს „მერმისი”
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებაკარბოტინოლი საინექციო და სხვა წამალი ერთად

კარბოტინოლი საინექციო — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

  • ეპითელური წარმოშობის საკვერცხის შორსწასული კარცინომა

(1) პირველი ხაზის თერაპია

(2) მეორე ხაზის თერაპია მას შემდეგ, რაც სხვა მკურნალობები წარუმატებელი აღმოჩნდა

  • ფილტვის წვრილუჯრედოვანი კარცინომა

პრეპარატის დოზირება და მიღება

კარბოტინოლი გამოიყენება მხოლოდ ინტრავენური გზით. კარბოტინოლის რეკომენდებული დოზა წარსულში არანამკურნალევ მოზრდილ პაციენტებში თირკმლის ნორმალური ფუნქციის პირობებში არის 400 მგ/მ2, როგორც ერთჯერადი ინტრავენური (I.V.) დოზა შეყვანილი ხანმოკლე (15-60 წუთი) ინფუზიით. მკურნალობა არ უნდა განმეორდეს, ვიდრე 4 კვირა არ გავა კარბოტინოლის წინა კურსიდან.

საწყისი დოზის შემცირება 20-25%-ით რეკომენდებულია იმ პაციენტებისთვის, რომლებსაც აღენიშნებათ რისკ-ფაქტორები, როგორიცაა წარსულში ჩატარებული მიელოსუპრესიული მკურნალობა და დაბალი ფუნქციური სტატუსი (ECOG-Zubrod 2-4 ან კარნოფსკი 80-ზე ქვემოთ).

განზავება: პროდუქტი შეიძლება განზავდეს 5%-იან საინექციო გლუკოზის ხსნარში ან 0.9% საინექციო ნატრიუმის ქლორიდის ხსნარში 0.5 მგ/მლ კონცენტრაციამდე.

ინსტრუქციის მიხედვით განზავებისას კარბოტინოლის ხსნარი მდგრადია 8 საათის განმავლობაში, თუ შენახულია ოთახის ტემპერატურაზე (25°C) ან 24 საათის განმავლობაში. როცა ინახება მაცივარში. ვინაიდან პრეპარატი არ შეიცავს ანტიბაქტერიულ კონსერვანტებს, რეკომენდებულია კარბოტინოლის ნებისმიერი ხსნარის გადაგდება განზავებიდან 8 საათის შემდეგ, თუ ინახება ოთახის ტემპერატურაზე ან 24 საათის შემდეგ, თუ ინახება მაცივარში.

უკუჩვენებები

კარბოტინოლი არ უნდა გამოიყენონ თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში.

კარბოტინოლი არ უნდა გამოიყენონ მძიმე მიელოსუპრესიის მქონე პაციენტებში.

კარბოტინოლი ასევე უკუნაჩვენებია პაციენტებში, რომელთაც აქვთ მძიმე ალერგიული რეაქციები ანამნეზში პარაპლატინის, მანიტოლის ან პლატინის შემცველი სხვა ნაერთების მიმართ.

სიფრთხილის ზომები

თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტები: უნდა ჩატარდეს პერიფერიული სისხლის ანალიზი და თირკმლის ფუნქციის ტესტების მჭიდრო მონიტორინგი აუცილებელია. სისხლის ანალიზი თერაპიის დასაწყისში და ყოველკვირეულად, რათა შეფასდეს ჰემატოლოგიური ყველაზე დაბალი დონე დოზის შემდგომი რეგულირებისთვის. ნევროლოგიური შეფასებები აგრეთვე საჭიროა რეგულარულად.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

გვერდითი ეფექტები ძვლის ტვინის დათრგუნვის ჩათვლით, შეიძლება იცვლებოდეს სხვა ანტინეოპლაზიურ საშუალებებთან ან რადიოთერაპიასთან ერთად გამოყენებიდან გამომდინარე.

ამინოგლიკოზიდების თანმხლებმა გამოყენებამ შეიძლება შედეგად მოიტანოს მომატებული ნეფროტოქსიურობა.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ორსულობის დროს კარბოტინოლის უსაფრთხო გამოყენება დადგენილი არ არის; კარბოტინოლმა გამოავლინა რომ არის ემბრიოტოქსინი და მუტაგენი რამდენიმე ექსპერიმენტულ სისტემაში. კარბოპლატინმა აჩვენა რომ არის ემბრიოტოქსიური და აქვს ტერატოგენული ეფექტი ვირთხებში.

გამოყენება ლაქტაციის დროს

აღწერილია, რომ კარბოპლატინი გადადის დედის რძეში; შესაბამისად, მეძუძურ დედებში არ უნდა მოხდეს პრეპარატის მიღება.

გამოყენება ბავშვებში

ბავშვებში რეკომენდებული დოზირება არ არის დადგენილი.

სიფრთხილე გამოყენებისას

პრეპარატი არ უნდა განზავდეს გოგირდის შემცველი ამინომჟავით (მეთიონინი, ცისტინი).

როდესაც პრეპარატი განზავებულია წყალში, რომელიც შეიცავს NaCl, KCl, CaCl2, როგორიცაა ფიზიოლოგიური მარილხსნარი, რეკომენდებულია კარბოტინოლის ხსნარის შეყვანა 8 საათის განმავლობაში განზავების შემდეგ.

კარბოპლატინის მომზადებისა და მიღებისას არ უნდა იქნას გამოყენებული ალუმინის შემცველი აღჭურვილობა. ალუმინს შეუძლია რეაქციაში შევიდეს კარბოპლატინთან და წარმოქმნას ნალექი და შეამციროს მისი მოქმედება.

პრეპარატის შეყვანა ინექციის სახით არ შეიძლება სიმსივნის საწინააღმდეგო სხვა საშუალებებთან ერთად.

პრეპარატი უნდა მოარიდოთ სინათლეს ან მაღალი ტემპერატურას.

ინდურაცია, ნეკრობიოზი შეიძლება განვითარდეს ხსნარის ექსტრავაზაციის გამო ინტრავენური ინექციისას.

შესაბამისად, ინტრავენური შეყვანა საჭიროა სიფრთხილით, რათა არ მოხდეს ხსნარის გაჟონვა.

ფარმაცევტული უსაფრთხოების ზომები

განზავებული ხსნარი დაუყოვნებლივ უნდა იქნას გამოყენებული.

ვინაიდან სხვა პრეპარატებთან შერევამ ან მაცივარში შენახვამ შეიძლება გამოიწვიოს კრისტალების წარმოქმნა ან აშკარა ცვლილება, ნარევის ინექცია თავიდან უნდა იქნას არიდებული.

სხვა

იმ შემთხვევებში, როდესაც ცისპლატინის ეფექტურობა არ არის მიღებული, კარბოპლატინის ეფექტურობა ასევე არ არის მიღებული.

კარბოპლატინმა გამოავლინა მუტაგენობა ბაქტერიებსა და ადამიანის ლიმფოციტურ უჯრედებში. მან ასევე აჩვენა კლასტოგენობა ზაზუნებში.

ვირთხებში ჩატარებულ ქრონიკული ტოქსიურობის (I.V.) ტესტებში ყურის მიმდებარე ჯირკვლის და სარძევე ჯირკვლის ადენოკარცინომა და პროსტატის პრენეოპლაზიური დაზიანება დაფიქსირდა.

სხვა ანტინეოპლაზიურ საშუალებებთან ერთდროული გამოყენებისას გამოვლინდა გულის ინფარქტის, ცერებრალური ინფარქტის განვითარება.

შენახვა

პრეპარატი შეინახეთ მჭიდროდ დახურულ შეფუთვაში, სინათლისგან დაცულ ადგილას.

ინახება 2-დან 8°C ტემპერატურაზე.

შეფუთვა

1 ფლაკონი/კოლოფი

გვერდითი მოვლენები

ჰემატოლოგიური: ძვლის ტვინის სუპრესია არის კარბოტინოლის დოზის შემზღუდველი ტოქსიურობა. თრომბოციტოპენია თრომბოციტების რაოდენობით 50,000/მმ3-ზე ქვემოთ ვითარდება წარსულში ნამკურნალევი საკვერცხის კიბოს მქონე პაციენტების 34%-ში. ყველაზე დაბალი დონე ჩვეულებრივ გხვდება 14-დან 21 დღემდე შუალედში, გამოჯანმრთელება ფიქსირდება 35 დღის განმავლობაში მკურნალობის დაწყებიდან.

ლეიკოპენია (2000/მმ3-ზე ქვემოთ) ასევე გამოვლინდა პაციენტების დაახლოებით 20%-ში, მაგრამ გამოჯანმრთელება ყველაზე დაბალი დონის დაფიქსირების დღიდან (14 - 28 დღე) შეიძლება იყოს უფრო ნელი და ჩვეულებრივ ხდება 42 დღის განმავლობაში მკურნალობის დაწყებიდან. ზოგიერთ პაციენტში შეიძლება შეინიშნოს ჰემოგლობინის დაქვეითება.

მიელოსუპრესია შეიძლება იყოს უფრო მძიმე და გახანგრძლივებული პაციენტებში, რომელთაც აქვთ თირკმლის ფუნქციის დარღვევა, ცუდი ფუნქციური სტატუსი, წარსულში ჩაუტარდათ სრული მკურნალობა და არიან 65 წელზე მეტი ასაკის. მიელოსუპრესია აგრეთვე უარესდება კარბოტინოლის კომბინირებული გამოყენებისას სხვა მიელოსუპრესიულ ნაერთებთან. მიელოსუპრესია ჩვეულებრივ შექცევადია და არა კუმულაციური, როდესაც კარბოტინოლი გამოიყენება ერთჯერადი პრეპარატის სახით და რეკომენდებული დოზით და სიხშირით.

ზოგჯერ დაფიქსირდა ინფექციური გართულებები. ჰემორაგიული გართულებები, ჩვეულებრივ მცირე, ასევე გამოვლინდა.

ნეფროტოქსიურობა: თირკმლის ტოქსიურობა ჩვეულებრივ არ არის დოზის შემზღუდველი პაციენტებში, რომლებიც იღებენ კარბოპლატინს და ასევე არ საჭიროებს პრევენციული ზომების მიღებას, როგორიცაა მაღალი მოცულობის სითხით ჰიდრატაცია ან ფორსირებული დიურეზი.

მიუხედავად ამისა, სისხლში შარდოვანას ან შრატში კრეატინინის დონის მატება შეიძლება გამოვლინდეს. თირკმლის ფუნქციის გაუარესება, რაც განისაზღვრება კრეატინინის კლირენსის დაქვეითებით 60 მოლ/წთ-ზე ქვემოთ, შეიძლება ასევე დაფიქსირდეს. ნეფროტოქსიურობის სიხშირე და სიმძიმე შეიძლება გაიზარდოს პაციენტებში, რომლებსაც აქვთ თირკმლის ფუნქციის დარღვევა კარბოტინოლით მკურნალობამდე. არ არის გარკვეული, შეუძლია თუ არა შესაბამისი ჰიდრატაციის პროგრამას დაძლიოს ეს ეფექტი, მაგრამ საჭიროა დოზის შემცირება ან თერაპიის შეწყვეტა თირკმლის ფუნქციური ტესტებში მძიმე ცვლილების გამოვლენისას.

კარბოტინოლით მკურნალობის შემდეგ შეინიშნა შრატში ელექტროლიტების (მაგნიუმის, კალიუმის და იშვიათად კალციუმის) დაქვეითება, მაგრამ არ დაფიქსირდა როგორც საკმარისად მძიმე, რომ გამოეწვია კლინიკური ნიშნების ან სიმპტომების გამოვლენა.

გასტროინტესტინური: გულისრევა ღებინების გარეშე ვითარდება პაციენტების დაახლოებით 1/4-ში, რომლებიც იღებენ კარბოტინოლს; ღებინება აღინიშნა პაციენტების ნახევარში და მათგან 1/3-ში დაფიქსირდა მძიმე ღებინება. გულისრევა და ღებინება ჩვეულებრივ ქრება მკურნალობიდან 24 საათის განმავლობაში და რეაგირებს ღებინების საწინააღმდეგო მედიკამენტებზე (და შესაძლებელია მათი პრევენციაც). პაციენტების 1/4-ს არ აღენიშნება გულისრევა ან ღებინება.

ალერგიული რეაქციები: ჰიპერმგრძნობელობა კარბოტინოლის მიმართ აღინიშნა პაციენტების 2%-ში. ეს ალერგიული რეაქციები ბუნებით და სიმძიმით პლატინის შემცველ სხვა ნაერთებთან გამოვლენილი რეაქციების მსგავსი იყო, როგორიცაა გამონაყარი, ჭინჭრის ციება, ერითემა, ქავილი და იშვიათად ბრონქოსპაზმი და ჰიპოტენზია. ასევე დაფიქსირდა ანაფილაქსიური რეაქციები.

ოტოტოქსიურობა: სმენის სიმახვილის სუბკლინიკური დაქვეითება, რომელიც მოიცავს მაღალი სიხშირის (4000-8000 ჰც) სმენის დაქვეითებას აუდიოგრამის მიხედვით, დაფიქსირდა კარბოტინოლით ნამკურნალევი პაციენტების 15%-ში. თუმცა, პაციენტების მხოლოდ 1%-ს აღენიშნება კლინიკური სიმპტომები, რომლებიც უმეტეს შემთხვევაში გამოვლინდა ყურებში ხმაურით. პაციენტებში, რომლებიც წარსულში მკურნალობდნენ ცისპლატინით და აღენიშნათ სმენის დაქვეითება ამ მკურნალობის გამო, სმენის დაქვეითება შეიძლება გაგრძელდეს ან გაუარესდეს.

ნეიროტოქსიურობა: პერიფერიული ნეიროპათიების ინციდენტობა კარბოტინოლით მკურნალობის შემდეგ არის 6%. პაციენტთა უმრავლესობაში ნეიროტოქსიურობა შემოიფარგლება პარესთეზიით და დაქვეითებული ღრმა მყესის რეფლექსებით. ამ გვერდითი ეფექტის სიხშირე და ინტენსივობა იზრდება პაციენტებში, რომლებიც ადრე მკურნალობდნენ ცისპლატინით.

ღვიძლისმიერი: ღვიძლის ფუნქციური ტესტების ნორმიდან გადახრილი მაჩვენებლები (ჩვეულებრივ მსუბუქიდან ზომიერამდე) დაფიქსირდა კარბოტინოლის გამოყენებისას პაციენტების დაახლოებით 1/3-ში, რომელთაც ჰქონდათ ნორმალური ბაზისური მნიშვნელობები. ალკალინ ფოსფატაზას დონე უფრო ხშირად იზრდება SGOT-თან, SGPT-თან ან საერთო ბილირუბინთან შედარებით. ამ დარღვევების უმეტესობა რეგრესს განიცდის სპონტანურად მკურნალობის მიმდინარეობის პროცესში.

სხვა: ტკივილი და ასთენია იყო ყველაზე ხშირად დაფიქსირებული გვერდითი ეფექტები; სავარაუდო იყო მათი კავშირი სიმსივნესთან და ანემიასთან. გამოვლინდა ალოპეცია (3%). გულ-სისხლძარღვთა, რესპირატორული, შარდ-სასქესო სისტემის და ლორწოვანის გვერდითი ეფექტები აღინიშნებოდა პაციენტების 6%-ში ან ნაკლებში.

გულ-სისხლძარღვთა მოვლენები (გულის უკმარისობა, ემბოლია, ცერებროვასკულური შემთხვევები) ფატალური იყო პაციენტების 1%-ზე ნაკლებში და, როგორც ჩანს, არ იყო დაკავშირებული ქიმიოთერაპიასთან. სიმსივნესთან ასოცირებული ჰემოლიზური ურემიული სინდრომი იშვიათად აღინიშნა.

ზოგადი უსაფრთხოების ზომები

ჰემატოლოგიური ტესტები და თირკმლის ფუნქციური ტესტები უნდა იყოს მჭიდრო მონიტორინგის ქვეშ. სისხლის ანალიზი უნდა ჩატარდეს კარბოპლატინით თერაპიის დაწყებამდე და შემდეგ ყოველკვირეული ინტერვალებით.

ნევროლოგიური და სმენის შეფასება რეგულარულად უნდა ჩატარდეს. ხანგრძლივმა თერაპიამ შეიძლება გამოიწვიოს მძიმე გვერდითი რეაქციები და გახდეს ქრონიკული, ამიტომ სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო.

კარბოტინოლით გამოწვეული მიელოსუპრესია მჭიდროდ არის დაკავშირებული მის თირკმლის კლირენსთან: პაციენტებს, რომელთაც აქვთ თირკმლის დისფუნქცია ან ერთდროულად იღებენ ნეფროტოქსიური პოტენციალის მქონე სხვა სამკურნალო საშუალებებს, სავარაუდოდ აქვთ უფრო მძიმე და გახანგრძლივებული მიელოტოქსიურობა. შესაბამისად, თირკმლის ფუნქციის პარამეტრები ყურადღებით უნდა შეფასდეს თერაპიის დაწყებამდე და მისი მიმდინარეობისას. ნორმალურ გარემოებებში კარბოტინოლით მკურნალობის კურსი არ უნდა განმეორდეს უფრო ხშირად, ვიდრე თვეში ერთხელ. თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია და ანემია ვითარდება კარბოტინოლის მიღების შემდეგ. პერიფერიული სისხლის ანალიზის ხშირი ჩატარება რეკომენდებულია კარბოტინოლით მკურნალობის პერიოდში და მის შემდეგ.

კარბოტინოლის კომბინირებული თერაპია სხვა მიელოსუპრესიულ ნაერთებთან უნდა დაიგეგმოს ძალიან ფრთხილად დოზებისა და დროის მიხედვით დამატებითი ეფექტის მინიმიზების მიზნით. პაციენტებში, რომლებსაც აქვთ მძიმე მიელოსუპრესია, შეიძლება საჭირო გახდეს დამხმარე ტრანსფუზიური თერაპია.

კარბოპლატინის შეყვანა უნდა მოხდეს მხოლოდ კვალიფიციური ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, რომელსაც აქვს ქიმიოთერაპიული საშუალებების გამოყენების მხრივ გამოცდილება. დიაგნოსტიკური და სამკურნალო საშუალებები უნდა იყოს იოლად ხელმისაწვდომი თერაპიისა და შესაძლო გართულებების მართვისთვის.

კარბოტინოლმა შეიძლება გამოიწვიოს გულისრევა და ღებინება. ცნობილია, რომ პრემედიკაცია ღებინების საწინააღმდეგო საშუალებებით სასარგებლოა ამ ეფექტების სიხშირისა და ინტენსივობის შესამცირებლად.

კარბოტინოლის გამოყენებისას შეიძლება გამოვლინდეს თირკმლის ფუნქციის დარღვევა. მიუხედავად იმისა, რომ არ არის დაგროვილი კლინიკური მტკიცებულება ნაერთების ნეფროტოქსიურობის შესახებ, რეკომენდებულია რომ არ მოხდეს კარბოტინოლის გამოყენება ამინოგლიკოზიდებთან ან სხვა ნეფროტოქსიურ ნაერთებთან ერთად.

რაც შეეხება პლატინის სხვა კომპლექსურ ნაერთებს, დაფიქსირდა ალერგიული რეაქციები კარბოპლატინის მიმართ. ეს შეიძლება მოხდეს მიღებიდან რამდენიმე წუთის განმავლობაში და მათი მართვა საჭიროა შესაბამისი დამხმარე თერაპიის საშუალებით.

საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა ინფექციების გამოვლინების ან გამწვავების, სისხლდენის ტენდენციის მიმართ.

ბავშვებში ან ხანდაზმულ პაციენტებში გამოყენებისას, რომლებიც შესაძლოა მშობლები იყვნენ, გასათვალისწინებელია ზემოქმედება სასქესო ჯირკვალზე.

შემადგენლობა

თითოეული ფლაკონი (15მლ) შეიცავს

კარბოპლატინი‥‥‥‥‥‥‥‥‥‥‥‥‥‥‥‥‥‥‥‥‥‥‥‥‥‥‥‥‥150მგ

თითოეული ფლაკონი (45 მლ) შეიცავს

კარბოპლატინი‥‥‥‥‥‥‥‥‥‥‥‥‥‥‥‥‥‥‥‥‥‥‥‥‥‥‥‥‥ 450მგ

აღწერა

გამჭვირვალე, უფერო ხსნარი ქარვისფერ ფლაკონში

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

კარბოტინოლი საინექციო

კარბოპლატინი 10მგ/მლ

ანტინეოპლაზიური საშუალება

შემადგენლობა

თითოეული ფლაკონი (15მლ) შეიცავს

კარბოპლატინი‥‥‥‥‥‥‥‥‥‥‥‥‥‥‥‥‥‥‥‥‥‥‥‥‥‥‥‥‥150მგ

თითოეული ფლაკონი (45 მლ) შეიცავს

კარბოპლატინი‥‥‥‥‥‥‥‥‥‥‥‥‥‥‥‥‥‥‥‥‥‥‥‥‥‥‥‥‥ 450მგ

აღწერა

გამჭვირვალე, უფერო ხსნარი ქარვისფერ ფლაკონში

ჩვენებები

  • ეპითელური წარმოშობის საკვერცხის შორსწასული კარცინომა

(1) პირველი ხაზის თერაპია

(2) მეორე ხაზის თერაპია მას შემდეგ, რაც სხვა მკურნალობები წარუმატებელი აღმოჩნდა

  • ფილტვის წვრილუჯრედოვანი კარცინომა

პრეპარატის დოზირება და მიღება

კარბოტინოლი გამოიყენება მხოლოდ ინტრავენური გზით. კარბოტინოლის რეკომენდებული დოზა წარსულში არანამკურნალევ მოზრდილ პაციენტებში თირკმლის ნორმალური ფუნქციის პირობებში არის 400 მგ/მ2, როგორც ერთჯერადი ინტრავენური (I.V.) დოზა შეყვანილი ხანმოკლე (15-60 წუთი) ინფუზიით. მკურნალობა არ უნდა განმეორდეს, ვიდრე 4 კვირა არ გავა კარბოტინოლის წინა კურსიდან.

საწყისი დოზის შემცირება 20-25%-ით რეკომენდებულია იმ პაციენტებისთვის, რომლებსაც აღენიშნებათ რისკ-ფაქტორები, როგორიცაა წარსულში ჩატარებული მიელოსუპრესიული მკურნალობა და დაბალი ფუნქციური სტატუსი (ECOG-Zubrod 2-4 ან კარნოფსკი 80-ზე ქვემოთ).

განზავება: პროდუქტი შეიძლება განზავდეს 5%-იან საინექციო გლუკოზის ხსნარში ან 0.9% საინექციო ნატრიუმის ქლორიდის ხსნარში 0.5 მგ/მლ კონცენტრაციამდე.

ინსტრუქციის მიხედვით განზავებისას კარბოტინოლის ხსნარი მდგრადია 8 საათის განმავლობაში, თუ შენახულია ოთახის ტემპერატურაზე (25°C) ან 24 საათის განმავლობაში. როცა ინახება მაცივარში. ვინაიდან პრეპარატი არ შეიცავს ანტიბაქტერიულ კონსერვანტებს, რეკომენდებულია კარბოტინოლის ნებისმიერი ხსნარის გადაგდება განზავებიდან 8 საათის შემდეგ, თუ ინახება ოთახის ტემპერატურაზე ან 24 საათის შემდეგ, თუ ინახება მაცივარში.

უკუჩვენებები

კარბოტინოლი არ უნდა გამოიყენონ თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში.

კარბოტინოლი არ უნდა გამოიყენონ მძიმე მიელოსუპრესიის მქონე პაციენტებში.

კარბოტინოლი ასევე უკუნაჩვენებია პაციენტებში, რომელთაც აქვთ მძიმე ალერგიული რეაქციები ანამნეზში პარაპლატინის, მანიტოლის ან პლატინის შემცველი სხვა ნაერთების მიმართ.

უსაფრთხოების ზომები

თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტები: უნდა ჩატარდეს პერიფერიული სისხლის ანალიზი და თირკმლის ფუნქციის ტესტების მჭიდრო მონიტორინგი აუცილებელია. სისხლის ანალიზი თერაპიის დასაწყისში და ყოველკვირეულად, რათა შეფასდეს ჰემატოლოგიური ყველაზე დაბალი დონე დოზის შემდგომი რეგულირებისთვის. ნევროლოგიური შეფასებები აგრეთვე საჭიროა რეგულარულად.

გვერდითი რეაქციები

ჰემატოლოგიური: ძვლის ტვინის სუპრესია არის კარბოტინოლის დოზის შემზღუდველი ტოქსიურობა. თრომბოციტოპენია თრომბოციტების რაოდენობით 50,000/მმ3-ზე ქვემოთ ვითარდება წარსულში ნამკურნალევი საკვერცხის კიბოს მქონე პაციენტების 34%-ში. ყველაზე დაბალი დონე ჩვეულებრივ გხვდება 14-დან 21 დღემდე შუალედში, გამოჯანმრთელება ფიქსირდება 35 დღის განმავლობაში მკურნალობის დაწყებიდან.

ლეიკოპენია (2000/მმ3-ზე ქვემოთ) ასევე გამოვლინდა პაციენტების დაახლოებით 20%-ში, მაგრამ გამოჯანმრთელება ყველაზე დაბალი დონის დაფიქსირების დღიდან (14 - 28 დღე) შეიძლება იყოს უფრო ნელი და ჩვეულებრივ ხდება 42 დღის განმავლობაში მკურნალობის დაწყებიდან. ზოგიერთ პაციენტში შეიძლება შეინიშნოს ჰემოგლობინის დაქვეითება.

მიელოსუპრესია შეიძლება იყოს უფრო მძიმე და გახანგრძლივებული პაციენტებში, რომელთაც აქვთ თირკმლის ფუნქციის დარღვევა, ცუდი ფუნქციური სტატუსი, წარსულში ჩაუტარდათ სრული მკურნალობა და არიან 65 წელზე მეტი ასაკის. მიელოსუპრესია აგრეთვე უარესდება კარბოტინოლის კომბინირებული გამოყენებისას სხვა მიელოსუპრესიულ ნაერთებთან. მიელოსუპრესია ჩვეულებრივ შექცევადია და არა კუმულაციური, როდესაც კარბოტინოლი გამოიყენება ერთჯერადი პრეპარატის სახით და რეკომენდებული დოზით და სიხშირით.

ზოგჯერ დაფიქსირდა ინფექციური გართულებები. ჰემორაგიული გართულებები, ჩვეულებრივ მცირე, ასევე გამოვლინდა.

ნეფროტოქსიურობა: თირკმლის ტოქსიურობა ჩვეულებრივ არ არის დოზის შემზღუდველი პაციენტებში, რომლებიც იღებენ კარბოპლატინს და ასევე არ საჭიროებს პრევენციული ზომების მიღებას, როგორიცაა მაღალი მოცულობის სითხით ჰიდრატაცია ან ფორსირებული დიურეზი.

მიუხედავად ამისა, სისხლში შარდოვანას ან შრატში კრეატინინის დონის მატება შეიძლება გამოვლინდეს. თირკმლის ფუნქციის გაუარესება, რაც განისაზღვრება კრეატინინის კლირენსის დაქვეითებით 60 მოლ/წთ-ზე ქვემოთ, შეიძლება ასევე დაფიქსირდეს. ნეფროტოქსიურობის სიხშირე და სიმძიმე შეიძლება გაიზარდოს პაციენტებში, რომლებსაც აქვთ თირკმლის ფუნქციის დარღვევა კარბოტინოლით მკურნალობამდე. არ არის გარკვეული, შეუძლია თუ არა შესაბამისი ჰიდრატაციის პროგრამას დაძლიოს ეს ეფექტი, მაგრამ საჭიროა დოზის შემცირება ან თერაპიის შეწყვეტა თირკმლის ფუნქციური ტესტებში მძიმე ცვლილების გამოვლენისას.

კარბოტინოლით მკურნალობის შემდეგ შეინიშნა შრატში ელექტროლიტების (მაგნიუმის, კალიუმის და იშვიათად კალციუმის) დაქვეითება, მაგრამ არ დაფიქსირდა როგორც საკმარისად მძიმე, რომ გამოეწვია კლინიკური ნიშნების ან სიმპტომების გამოვლენა.

გასტროინტესტინური: გულისრევა ღებინების გარეშე ვითარდება პაციენტების დაახლოებით 1/4-ში, რომლებიც იღებენ კარბოტინოლს; ღებინება აღინიშნა პაციენტების ნახევარში და მათგან 1/3-ში დაფიქსირდა მძიმე ღებინება. გულისრევა და ღებინება ჩვეულებრივ ქრება მკურნალობიდან 24 საათის განმავლობაში და რეაგირებს ღებინების საწინააღმდეგო მედიკამენტებზე (და შესაძლებელია მათი პრევენციაც). პაციენტების 1/4-ს არ აღენიშნება გულისრევა ან ღებინება.

ალერგიული რეაქციები: ჰიპერმგრძნობელობა კარბოტინოლის მიმართ აღინიშნა პაციენტების 2%-ში. ეს ალერგიული რეაქციები ბუნებით და სიმძიმით პლატინის შემცველ სხვა ნაერთებთან გამოვლენილი რეაქციების მსგავსი იყო, როგორიცაა გამონაყარი, ჭინჭრის ციება, ერითემა, ქავილი და იშვიათად ბრონქოსპაზმი და ჰიპოტენზია. ასევე დაფიქსირდა ანაფილაქსიური რეაქციები.

ოტოტოქსიურობა: სმენის სიმახვილის სუბკლინიკური დაქვეითება, რომელიც მოიცავს მაღალი სიხშირის (4000-8000 ჰც) სმენის დაქვეითებას აუდიოგრამის მიხედვით, დაფიქსირდა კარბოტინოლით ნამკურნალევი პაციენტების 15%-ში. თუმცა, პაციენტების მხოლოდ 1%-ს აღენიშნება კლინიკური სიმპტომები, რომლებიც უმეტეს შემთხვევაში გამოვლინდა ყურებში ხმაურით. პაციენტებში, რომლებიც წარსულში მკურნალობდნენ ცისპლატინით და აღენიშნათ სმენის დაქვეითება ამ მკურნალობის გამო, სმენის დაქვეითება შეიძლება გაგრძელდეს ან გაუარესდეს.

ნეიროტოქსიურობა: პერიფერიული ნეიროპათიების ინციდენტობა კარბოტინოლით მკურნალობის შემდეგ არის 6%. პაციენტთა უმრავლესობაში ნეიროტოქსიურობა შემოიფარგლება პარესთეზიით და დაქვეითებული ღრმა მყესის რეფლექსებით. ამ გვერდითი ეფექტის სიხშირე და ინტენსივობა იზრდება პაციენტებში, რომლებიც ადრე მკურნალობდნენ ცისპლატინით.

ღვიძლისმიერი: ღვიძლის ფუნქციური ტესტების ნორმიდან გადახრილი მაჩვენებლები (ჩვეულებრივ მსუბუქიდან ზომიერამდე) დაფიქსირდა კარბოტინოლის გამოყენებისას პაციენტების დაახლოებით 1/3-ში, რომელთაც ჰქონდათ ნორმალური ბაზისური მნიშვნელობები. ალკალინ ფოსფატაზას დონე უფრო ხშირად იზრდება SGOT-თან, SGPT-თან ან საერთო ბილირუბინთან შედარებით. ამ დარღვევების უმეტესობა რეგრესს განიცდის სპონტანურად მკურნალობის მიმდინარეობის პროცესში.

სხვა: ტკივილი და ასთენია იყო ყველაზე ხშირად დაფიქსირებული გვერდითი ეფექტები; სავარაუდო იყო მათი კავშირი სიმსივნესთან და ანემიასთან. გამოვლინდა ალოპეცია (3%). გულ-სისხლძარღვთა, რესპირატორული, შარდ-სასქესო სისტემის და ლორწოვანის გვერდითი ეფექტები აღინიშნებოდა პაციენტების 6%-ში ან ნაკლებში.

გულ-სისხლძარღვთა მოვლენები (გულის უკმარისობა, ემბოლია, ცერებროვასკულური შემთხვევები) ფატალური იყო პაციენტების 1%-ზე ნაკლებში და, როგორც ჩანს, არ იყო დაკავშირებული ქიმიოთერაპიასთან. სიმსივნესთან ასოცირებული ჰემოლიზური ურემიული სინდრომი იშვიათად აღინიშნა.

ზოგადი უსაფრთხოების ზომები

ჰემატოლოგიური ტესტები და თირკმლის ფუნქციური ტესტები უნდა იყოს მჭიდრო მონიტორინგის ქვეშ. სისხლის ანალიზი უნდა ჩატარდეს კარბოპლატინით თერაპიის დაწყებამდე და შემდეგ ყოველკვირეული ინტერვალებით.

ნევროლოგიური და სმენის შეფასება რეგულარულად უნდა ჩატარდეს. ხანგრძლივმა თერაპიამ შეიძლება გამოიწვიოს მძიმე გვერდითი რეაქციები და გახდეს ქრონიკული, ამიტომ სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო.

კარბოტინოლით გამოწვეული მიელოსუპრესია მჭიდროდ არის დაკავშირებული მის თირკმლის კლირენსთან: პაციენტებს, რომელთაც აქვთ თირკმლის დისფუნქცია ან ერთდროულად იღებენ ნეფროტოქსიური პოტენციალის მქონე სხვა სამკურნალო საშუალებებს, სავარაუდოდ აქვთ უფრო მძიმე და გახანგრძლივებული მიელოტოქსიურობა. შესაბამისად, თირკმლის ფუნქციის პარამეტრები ყურადღებით უნდა შეფასდეს თერაპიის დაწყებამდე და მისი მიმდინარეობისას. ნორმალურ გარემოებებში კარბოტინოლით მკურნალობის კურსი არ უნდა განმეორდეს უფრო ხშირად, ვიდრე თვეში ერთხელ. თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია და ანემია ვითარდება კარბოტინოლის მიღების შემდეგ. პერიფერიული სისხლის ანალიზის ხშირი ჩატარება რეკომენდებულია კარბოტინოლით მკურნალობის პერიოდში და მის შემდეგ.

კარბოტინოლის კომბინირებული თერაპია სხვა მიელოსუპრესიულ ნაერთებთან უნდა დაიგეგმოს ძალიან ფრთხილად დოზებისა და დროის მიხედვით დამატებითი ეფექტის მინიმიზების მიზნით. პაციენტებში, რომლებსაც აქვთ მძიმე მიელოსუპრესია, შეიძლება საჭირო გახდეს დამხმარე ტრანსფუზიური თერაპია.

კარბოპლატინის შეყვანა უნდა მოხდეს მხოლოდ კვალიფიციური ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, რომელსაც აქვს ქიმიოთერაპიული საშუალებების გამოყენების მხრივ გამოცდილება. დიაგნოსტიკური და სამკურნალო საშუალებები უნდა იყოს იოლად ხელმისაწვდომი თერაპიისა და შესაძლო გართულებების მართვისთვის.

კარბოტინოლმა შეიძლება გამოიწვიოს გულისრევა და ღებინება. ცნობილია, რომ პრემედიკაცია ღებინების საწინააღმდეგო საშუალებებით სასარგებლოა ამ ეფექტების სიხშირისა და ინტენსივობის შესამცირებლად.

კარბოტინოლის გამოყენებისას შეიძლება გამოვლინდეს თირკმლის ფუნქციის დარღვევა. მიუხედავად იმისა, რომ არ არის დაგროვილი კლინიკური მტკიცებულება ნაერთების ნეფროტოქსიურობის შესახებ, რეკომენდებულია რომ არ მოხდეს კარბოტინოლის გამოყენება ამინოგლიკოზიდებთან ან სხვა ნეფროტოქსიურ ნაერთებთან ერთად.

რაც შეეხება პლატინის სხვა კომპლექსურ ნაერთებს, დაფიქსირდა ალერგიული რეაქციები კარბოპლატინის მიმართ. ეს შეიძლება მოხდეს მიღებიდან რამდენიმე წუთის განმავლობაში და მათი მართვა საჭიროა შესაბამისი დამხმარე თერაპიის საშუალებით.

საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა ინფექციების გამოვლინების ან გამწვავების, სისხლდენის ტენდენციის მიმართ.

ბავშვებში ან ხანდაზმულ პაციენტებში გამოყენებისას, რომლებიც შესაძლოა მშობლები იყვნენ, გასათვალისწინებელია ზემოქმედება სასქესო ჯირკვალზე.

წამალთაშორისი ურთიერთქმედება

გვერდითი ეფექტები ძვლის ტვინის დათრგუნვის ჩათვლით, შეიძლება იცვლებოდეს სხვა ანტინეოპლაზიურ საშუალებებთან ან რადიოთერაპიასთან ერთად გამოყენებიდან გამომდინარე.

ამინოგლიკოზიდების თანმხლებმა გამოყენებამ შეიძლება შედეგად მოიტანოს მომატებული ნეფროტოქსიურობა.

გამოყენება ორსულობის დროს

ორსულობის დროს კარბოტინოლის უსაფრთხო გამოყენება დადგენილი არ არის; კარბოტინოლმა გამოავლინა რომ არის ემბრიოტოქსინი და მუტაგენი რამდენიმე ექსპერიმენტულ სისტემაში. კარბოპლატინმა აჩვენა რომ არის ემბრიოტოქსიური და აქვს ტერატოგენული ეფექტი ვირთხებში.

გამოყენება ლაქტაციის დროს

აღწერილია, რომ კარბოპლატინი გადადის დედის რძეში; შესაბამისად, მეძუძურ დედებში არ უნდა მოხდეს პრეპარატის მიღება.

გამოყენება ბავშვებში

ბავშვებში რეკომენდებული დოზირება არ არის დადგენილი.

სიფრთხილე გამოყენებისას

პრეპარატი არ უნდა განზავდეს გოგირდის შემცველი ამინომჟავით (მეთიონინი, ცისტინი).

როდესაც პრეპარატი განზავებულია წყალში, რომელიც შეიცავს NaCl, KCl, CaCl2, როგორიცაა ფიზიოლოგიური მარილხსნარი, რეკომენდებულია კარბოტინოლის ხსნარის შეყვანა 8 საათის განმავლობაში განზავების შემდეგ.

კარბოპლატინის მომზადებისა და მიღებისას არ უნდა იქნას გამოყენებული ალუმინის შემცველი აღჭურვილობა. ალუმინს შეუძლია რეაქციაში შევიდეს კარბოპლატინთან და წარმოქმნას ნალექი და შეამციროს მისი მოქმედება.

პრეპარატის შეყვანა ინექციის სახით არ შეიძლება სიმსივნის საწინააღმდეგო სხვა საშუალებებთან ერთად.

პრეპარატი უნდა მოარიდოთ სინათლეს ან მაღალი ტემპერატურას.

ინდურაცია, ნეკრობიოზი შეიძლება განვითარდეს ხსნარის ექსტრავაზაციის გამო ინტრავენური ინექციისას.

შესაბამისად, ინტრავენური შეყვანა საჭიროა სიფრთხილით, რათა არ მოხდეს ხსნარის გაჟონვა.

ფარმაცევტული უსაფრთხოების ზომები

განზავებული ხსნარი დაუყოვნებლივ უნდა იქნას გამოყენებული.

ვინაიდან სხვა პრეპარატებთან შერევამ ან მაცივარში შენახვამ შეიძლება გამოიწვიოს კრისტალების წარმოქმნა ან აშკარა ცვლილება, ნარევის ინექცია თავიდან უნდა იქნას არიდებული.

სხვა

იმ შემთხვევებში, როდესაც ცისპლატინის ეფექტურობა არ არის მიღებული, კარბოპლატინის ეფექტურობა ასევე არ არის მიღებული.

კარბოპლატინმა გამოავლინა მუტაგენობა ბაქტერიებსა და ადამიანის ლიმფოციტურ უჯრედებში. მან ასევე აჩვენა კლასტოგენობა ზაზუნებში.

ვირთხებში ჩატარებულ ქრონიკული ტოქსიურობის (I.V.) ტესტებში ყურის მიმდებარე ჯირკვლის და სარძევე ჯირკვლის ადენოკარცინომა და პროსტატის პრენეოპლაზიური დაზიანება დაფიქსირდა.

სხვა ანტინეოპლაზიურ საშუალებებთან ერთდროული გამოყენებისას გამოვლინდა გულის ინფარქტის, ცერებრალური ინფარქტის განვითარება.

შენახვა

პრეპარატი შეინახეთ მჭიდროდ დახურულ შეფუთვაში, სინათლისგან დაცულ ადგილას.

ინახება 2-დან 8°C ტემპერატურაზე.

შეფუთვა

1 ფლაკონი/კოლოფი

ინსტრუქციის გადახედვის თარიღი: 1999 წლის 03 აგვისტო

KOREA UNITED PHARM. INC.

107, Gongdan-ro, Yeonseo-myeon, Sejong, კორეა

3410201966-20104

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა