1. ეპითელური წარმოშობის საკვერცხის შორსწასული კარცინომის (1) პირველი ხაზის თერაპია (2) მეორე ხაზის თერაპია მას შემდეგ, რაც სხვა მკურნალობები წარუმატებელი აღმოჩნდა 2. ფილტვის წვრილუჯრედოვანი კარცინომა
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- კარბოპლატინი (carboplatin)
- ფორმა და შეფუთვა
- 150მგ/15მლ (10მგ/მლ) 15მლ კონცენტრატი ი.ვ. საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონი №1
- მწარმოებელი
- KOREA UNITED PHARM. INC, კორეა
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანტინეოპლაზური საშუალებები, პლატინის ნაერთები
- ATC კოდი
- L01XA02
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-039679
- რეგისტრირებულია
- 5 დეკემბერი 2023, მოქმედებს 5 დეკემბერი 2028-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- განმცხადებელი
- შპს „მერმისი”
- GMP
- -
კარბოტინოლი საინექციო — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
- ეპითელური წარმოშობის საკვერცხის შორსწასული კარცინომის
(1) პირველი ხაზის თერაპია
(2) მეორე ხაზის თერაპია მას შემდეგ, რაც სხვა მკურნალობები წარუმატებელი აღმოჩნდა
- ფილტვის წვრილუჯრედოვანი კარცინომა
მიღების წესი და დოზირება
კარბოტინოლის მიღება უნდა მოხდეს მხოლოდ ინტრავენური გზით. კარბოტინოლის რეკომენდებული დოზა წარსულში არანამკურნალევ მოზრდილ პაციენტებში თირკმლის ნორმალური ფუნქციის დროს არის 400 მგ/მ2, როგორც ერთჯერადი ინტრავენური (I.V.) დოზა შეყვანილი ხანმოკლე (15-60 წუთი) ინფუზიით. მკურნალობა არ უნდა განმეორდეს, ვიდრე 4 კვირა არ გავა კარბოტინოლის წინა კურსიდან.
საწყისი დოზის შემცირება 20-25%-ით რეკომენდებულია იმ პაციენტებისთვის, რომლებსაც აღენიშნებათ რისკ-ფაქტორები, როგორიცაა წარსულში ჩატარებული მიელოსუპრესიული მკურნალობა და დაბალი ფუნქციური სტატუსი (ECOG-Zubrod 2-4 ან Karnofsky 80-ზე ქვემოთ).
განზავება: პროდუქტი შეიძლება განზავდეს 5%-იან საინექციო გლუკოზის ხსნარში ან 0.9% საინექციო ნატრიუმის ქლორიდის ხსნარში ქვემოთ ცხრილში მითითებულის შესაბამისად:
ფლაკონის სიმძლავრე
გამხსნელის რაოდენობა
10 მგ
1 მლ
50 მგ
5 მლ
150 მგ
15 მლ
450 მგ
45 მლ
ხსნარები განზავებული საინექციო 5% გლუკოზით ან საინექციო 0,9% ნატრიუმის ქლორიდით შეიძლება შემდგომ განზავდეს იმავე გამხსნელით 0,5 მგ/მლ კონცენტრაციამდე. საინექციო წყლით განზავებული ხსნარები შეიძლება შემდგომ განზავდეს ან 5% საინექციო გლუკოზით ან საინექციო 0,9% ნატრიუმის ქლორიდით 0,5 მგ/მლ-მდე.
ინსტრუქციის მიხედვით განზავებისას კარბოტინოლის ხსნარი მდგრადია 8 საათის განმავლობაში, თუ შენახულია ოთახის ტემპერატურაზე (25°C) ან 24 საათის განმავლობაში, როცა ინახება მაცივარში. ვინაიდან, პრეპარატი არ შეიცავს ანტიბაქტერიულ კონსერვანტებს, რეკომენდებულია კარბოტინოლის ნებისმიერი ხსნარის გადაგდება განზავებიდან 8 საათის შემდეგ ოთახის ტემპერატურაზე შენახვის დროს, ან 24 საათის შემდეგ მაცივარში შენახვის დროს.
უკუჩვენებები
კარბოტინოლი არ უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში თირკმელების მძიმე უკმარისობით. (კრეატინინის კლირენსი 20 მლ/წთ ან ნაკლები)
კარბოტინოლი არ უნდა იქნას გამოყენებული მძიმე მიელოსუპრესიის მქონე პაციენტებში.
კარბოტინოლი ასევე უკუნაჩვენებია პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში ჰქონდათ მძიმე ალერგიული რეაქციები პარაპლატინის, მანიტოლის ან პლატინის შემცველ სხვა ნაერთებზე.
პაციენტები სისხლმდენი სიმსივნეებით
სმენის დარღვევის მქონე პაციენტები
სიფრთხილის ზომები
თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტები: საჭიროა პერიფერიული სისხლის ანალიზის და თირკმლის ფუნქციური ტესტების მჭიდრო მონიტორინგი. სისხლის ანალიზი თერაპიის დასაწყისში და ყოველკვირეულად, რათა შეფასდეს ჰემატოლოგიური ყველაზე დაბალი დონე დოზის შემდგომი რეგულირებისთვის. აგრეთვე საჭიროა, რომ რეგულარულად ჩატარდეს ნევროლოგიური შეფასებები.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
გვერდითი ეფექტები ძვლის ტვინის დათრგუნვის ჩათვლით, შეიძლება იცვლებოდეს სხვა ანტინეოპლაზიურ საშუალებებთან ან რადიოთერაპიასთან ერთად გამოყენებიდან გამომდინარე.
ამინოგლიკოზიდების თანმხლებმა გამოყენებამ შეიძლება შედეგად მოიტანოს მომატებული ნეფროტოქსიკურობა.
კარბოტინოლმა შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის დაზიანება. არ არსებობს კლინიკური მტკიცებულება, რომ კარბოტინოლი ზრდის თირკმელების ტოქსიკურობას, მაგრამ არ უნდა იქნას გამოყენებული სხვა პრეპარატებთან ერთად, რომლებიც ზრდის თირკმლის ტოქსიკურობას.
გამოყენება ორსულებში
ორსულობის დროს კარბოტინოლის უსაფრთხო გამოყენება დადგენილი არ არის; კარბოტინოლმა გამოავლინა, რომ არის ემბრიოტოქსინი და მუტაგენი რამდენიმე ექსპერიმენტულ სისტემაში. კარბოპლატინმა აჩვენა, რომ არის ემბრიოტოქსიკური და აქვს ტერატოგენული ეფექტი ვირთაგვებში.
გამოყენება ლაქტაციის დროს
აღწერილია, რომ კარბოპლატინი გადადის დედის რძეში; შესაბამისად, მეძუძურ დედებში არ უნდა მოხდეს პრეპარატის მიღება.
ბავშვებში გამოყენება
ბავშვებში რეკომენდებული დოზირება არ არის დადგენილი.
სიფრთხილე გამოყენებისას
პრეპარატი არ უნდა განზავდეს გოგირდის შემცველი ამინომჟავით (მეთიონინი, ცისტინი).
როდესაც პრეპარატი განზავებულია წყალში, რომელიც შეიცავს NaCl, KCl, CaCl2, როგორიცაა ფიზიოლოგიური მარილხსნარი, რეკომენდებულია კარბოტინოლის ხსნარის შეყვანა 8 საათის განმავლობაში განზავების შემდეგ.
კარბოპლატინის მომზადებისა და მიღებისას არ უნდა იქნას გამოყენებული ალუმინის შემცველი აღჭურვილობა. ალუმინს შეუძლია რეაქციაში შევიდეს კარბოპლატინთან და წარმოქმნას ნალექი და შეამციროს მისი მოქმედება.
პრეპარატის შეყვანა ინექციის სახით არ შეიძლება სიმსივნის საწინააღმდეგო სხვა საშუალებებთან ერთად.
პრეპარატი უნდა მოარიდოთ სინათლეს ან მაღალი ტემპერატურას.
ინდურაცია, ნეკრობიოზი შეიძლება განვითარდეს ხსნარის ექსტრავაზაციის გამო ინტრავენური ინექციისას. შესაბამისად, ინტრავენური შეყვანა საჭიროა სიფრთხილით, რათა არ მოხდეს ხსნარის გაჟონვა.
ფარმაცევტული უსაფრთხოების ზომები
განზავებული ხსნარი დაუყოვნებლივ უნდა იქნას გამოყენებული.
ვინაიდან სხვა პრეპარატებთან შერევამ ან მაცივარში შენახვამ შეიძლება გამოიწვიოს კრისტალების წარმოქმნა ან აშკარა ცვლილება, ნარევის ინექცია თავიდან უნდა იქნას არიდებული.
სხვა
იმ შემთხვევებში, როდესაც ცისპლატინის ეფექტურობა არ არის მიღებული, კარბოპლატინის ეფექტურობა ასევე არ არის მიღებული.
კარბოპლატინმა გამოავლინა მუტაგენობა ბაქტერიებსა და ადამიანის ლიმფოციტურ უჯრედებში. მან ასევე აჩვენა კლასტოგენობა ზაზუნებში.
ვირთაგვებში ჩატარებულ ქრონიკული ტოქსიკურობის (I.V.) ტესტებში ყურის მიმდებარე ჯირკვლის და სარძევე ჯირკვლის ადენოკარცინომა და პროსტატის პრენეოპლაზიური დაზიანება დაფიქსირდა.
სხვა ანტინეოპლაზიურ საშუალებებთან ერთდროული გამოყენებისას გამოვლინდა გულის ინფარქტის, ცერებრალური ინფარქტის განვითარება.
შენახვა
პრეპარატი შეინახეთ მჭიდროდ დახურულ შეფუთვაში, სინათლისგან დაცულ ადგილას.
ინახება 2-დან 8°C ტემპერატურაზე.
შეფუთვა
1 ფლაკონი/კოლოფი
გვერდითი მოვლენები
ჰემატოლოგიური: ძვლის ტვინის სუპრესია არის კარბოტინოლის დოზის შემზღუდველი ტოქსიკურობა. თრომბოციტოპენია თრომბოციტების რაოდენობით 50,000/მმ3-ზე ქვემოთ ვითარდება წარსულში ნამკურნალევი საკვერცხის კიბოს მქონე პაციენტების 34%-ში. ყველაზე დაბალი დონე ჩვეულებრივ გხვდება 14-დან 21 დღემდე შუალედში, გამოჯანმრთელება ფიქსირდება 35 დღის განმავლობაში მკურნალობის დაწყებიდან.
ლეიკოპენია (2000/მმ3-ზე ქვემოთ) ასევე გამოვლინდა პაციენტების დაახლოებით 20%-ში, მაგრამ გამოჯანმრთელება ყველაზე დაბალი დონის დაფიქსირების დღიდან (14 - 28 დღე) შეიძლება იყოს უფრო ნელი და ჩვეულებრივ ხდება 42 დღის განმავლობაში მკურნალობის დაწყებიდან. ზოგიერთ პაციენტში შეიძლება შეინიშნოს ჰემოგლობინის დაქვეითება.
მიელოსუპრესია შეიძლება იყოს უფრო მძიმე და გახანგრძლივებული პაციენტებში, რომელთაც აქვთ თირკმლის ფუნქციის დარღვევა, ცუდი ფუნქციური სტატუსი, წარსულში ჩაუტარდათ სრული მკურნალობა და არიან 65 წელზე უფროსი ასაკის. მიელოსუპრესია აგრეთვე უარესდება კარბოტინოლის კომბინირებული გამოყენებისას სხვა მიელოსუპრესიულ ნაერთებთან.
მიელოსუპრესია ჩვეულებრივ შექცევადია და არა კუმულაციური, როდესაც კარბოტინოლი გამოიყენება ერთჯერადი პრეპარატის სახით და რეკომენდებული დოზით და სიხშირით.
ზოგიერთ შემთხვევაში აღწერილია ინფექციური გართულებები. ასევე აღწერილია ჰემორაგიული გართულებები, როგორც წესი, მსუბუქი.
ნეფროტოქსიკურობა: თირკმლის ტოქსკიურობა ჩვეულებრივ არ არის დოზის შემზღუდველი პაციენტებში, რომლებიც იღებენ კარბოპლატინს და ასევე არ საჭიროებს პრევენციული ზომების მიღებას, როგორიცაა მაღალი მოცულობის სითხით ჰიდრატაცია ან ფორსირებული დიურეზი. მიუხედავად ამისა, სისხლში შარდოვანას ან შრატში კრეატინინის დონის მატება შეიძლება გამოვლინდეს. თირკმლის ფუნქციის გაუარესება, რაც განისაზღვრება კრეატინინის კლირენსის დაქვეითებით 60 მოლ/წთ-ზე ქვემოთ, შეიძლება ასევე დაფიქსირდეს. ნეფროტოქსიკურობის სიხშირე და სიმძიმე შეიძლება გაიზარდოს პაციენტებში, რომლებსაც აქვთ თირკმლის ფუნქციის დარღვევა კარბოტინოლით მკურნალობამდე. არ არის გარკვეული, შეუძლია თუ არა შესაბამისი ჰიდრატაციის პროგრამას დაძლიოს ეს ეფექტი, მაგრამ საჭიროა დოზის შემცირება ან თერაპიის შეწყვეტა თირკმლის ფუნქციური ტესტებში მძიმე ცვლილების გამოვლენისას.
კარბოტინოლით მკურნალობის შემდეგ შეინიშნა შრატში ელექტროლიტების (მაგნიუმის, კალიუმის და იშვიათად კალციუმის) დაქვეითება, მაგრამ არ დაფიქსირდა როგორც საკმარისად მძიმე, რომ გამოეწვია კლინიკური ნიშნების ან სიმპტომების გამოვლენა.
კუჭ-ნაწლავის მხრივ: გულისრევა ღებინების გარეშე ვითარდება პაციენტების დაახლოებით 1/4-ში, რომლებიც იღებენ კარბოტინოლს; ღებინება აღინიშნა პაციენტების ნახევარში და მათგან 1/3-ში დაფიქსირდა მძიმე ღებინება. გულისრევა და ღებინება ჩვეულებრივ ქრება მკურნალობიდან 24 საათის განმავლობაში და რეაგირებს ღებინების საწინააღმდეგო მედიკამენტებზე (და შესაძლებელია მათი პრევენციაც). პაციენტების 1/4-ს არ აღენიშნება გულისრევა ან ღებინება.
ალერგიული რეაქციები: ჰიპერმგრძნობელობა კარბოტინოლის მიმართ აღინიშნა პაციენტების 2%-ში. ეს ალერგიული რეაქციები ბუნებით და სიმძიმით პლატინის შემცველ სხვა ნაერთებთან გამოვლენილი რეაქციების მსგავსი იყო, როგორიცაა გამონაყარი, ჭინჭრის ციება, ერითემა, ქავილი და იშვიათად ბრონქოსპაზმი და ჰიპოტენზია. ასევე დაფიქსირდა ანაფილაქსიური რეაქციები.
ოტოტოქსიკურობა: სმენის სიმახვილის სუბკლინიკური დაქვეითება, რომელიც მოიცავს მაღალი სიხშირის (4000-8000 ჰც) სმენის დაქვეითებას აუდიოგრამის მიხედვით, დაფიქსირდა კარბოტინოლით ნამკურნალევი პაციენტების 15%-ში. თუმცა, პაციენტების მხოლოდ 1%-ს აღენიშნება კლინიკური სიმპტომები, რომლებიც უმეტეს შემთხვევაში გამოვლინდა ყურებში ხმაურით. პაციენტებში, რომლებიც წარსულში მკურნალობდნენ ცისპლატინით და აღენიშნათ სმენის დაქვეითება ამ მკურნალობის გამო, სმენის დაქვეითება შეიძლება გაგრძელდეს ან გაუარესდეს.
ნეიროტოქსიკურობა: პერიფერიული ნეიროპათიების ინციდენტობა კარბოტინოლით მკურნალობის შემდეგ არის 6%. პაციენტთა უმრავლესობაში ნეიროტოქსიკურობა შემოიფარგლება პარესთეზიით და დაქვეითებული ღრმა მყესის რეფლექსებით. ამ გვერდითი ეფექტის სიხშირე და ინტენსივობა იზრდება პაციენტებში, რომლებიც ადრე მკურნალობდნენ ცისპლატინით.
მხედვეელობის დარღვევები: მხედველობის დარღვევა, მათ შორის მხედველობის დაქვეითება, ჩვეულებრივ ასოცირდება მაღალი დოზებით თერაპიასთან თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში.
ღვიძლისმიერი: ღვიძლის ფუნქციური ტესტების ნორმიდან გადახრილი მაჩვენებლები (ჩვეულებრივ მსუბუქიდან ზომიერამდე) დაფიქსირდა კარბოტინოლის გამოყენებისას პაციენტების დაახლოებით 1/3-ში, რომელთაც ჰქონდათ ნორმალური ბაზისური მნიშვნელობები. ალკალინ ფოსფატაზას დონე უფრო ხშირად იზრდება SGOT-თან, SGPT-თან ან საერთო ბილირუბინთან შედარებით. ამ დარღვევების უმეტესობა რეგრესს განიცდის სპონტანურად მკურნალობის მიმდინარეობის პროცესში.
სხვა: ტკივილი და ასთენია იყო ყველაზე ხშირად დაფიქსირებული გვერდითი ეფექტები; სავარაუდო იყო მათი კავშირი სიმსივნესთან და ანემიასთან. გამოვლინდა ალოპეცია (3%). გულ-სისხლძარღვთა, რესპირატორული, შარდ-სასქესო სისტემის და ლორწოვანის მხრივ გვერდითი ეფექტები აღინიშნებოდა პაციენტების 6%-ში ან ნაკლებში. გულ-სისხლძარღვთა მოვლენები (გულის უკმარისობა, ემბოლია, ცერებროვასკულური შემთხვევები) ფატალური იყო პაციენტების 1%-ზე ნაკლებში და, როგორც ჩანს, არ იყო დაკავშირებული ქიმიოთერაპიასთან. სიმსივნესთან ასოცირებული ჰემოლიზური ურემიული სინდრომი იშვიათად აღინიშნა.
ზოგადი უსაფრთხოების ზომები
ჰემატოლოგიური ტესტები და თირკმლის ფუნქციური ტესტები უნდა იყოს მჭიდრო მონიტორინგის ქვეშ. სისხლის ანალიზი უნდა ჩატარდეს კარბოპლატინით თერაპიის დაწყებამდე და შემდეგ ყოველკვირეული ინტერვალებით.
ნევროლოგიური და სმენის შეფასება რეგულარულად უნდა ჩატარდეს. ხანგრძლივმა თერაპიამ შეიძლება გამოიწვიოს მძიმე გვერდითი რეაქციები და გახდეს ქრონიკული, ამიტომ სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო.
კარბოტინოლით გამოწვეული მიელოსუპრესია მჭიდროდ არის დაკავშირებული მის თირკმლის კლირენსთან: პაციენტებს, რომელთაც აქვთ თირკმლის დისფუნქცია ან ერთდროულად იღებენ ნეფროტოქსიკური პოტენციალის მქონე სხვა სამკურნალო საშუალებებს, სავარაუდოდ აქვთ უფრო მძიმე და გახანგრძლივებული მიელოტოქსიკურობა. შესაბამისად, თირკმლის ფუნქციის პარამეტრები ყურადღებით უნდა შეფასდეს თერაპიის დაწყებამდე და მისი მიმდინარეობისას. ნორმალურ გარემოებებში კარბოტინოლით მკურნალობის კურსი არ უნდა განმეორდეს უფრო ხშირად, ვიდრე თვეში ერთხელ. თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია და ანემია ვითარდება კარბოტინოლის მიღების შემდეგ. პერიფერიული სისხლის ანალიზის ხშირი ჩატარება რეკომენდებულია კარბოტინოლით მკურნალობის პერიოდში და მის შემდეგ. კარბოტინოლის კომბინირებული თერაპია სხვა მიელოსუპრესიულ ნაერთებთან უნდა დაიგეგმოს ძალიან ფრთხილად დოზებისა და დროის მიხედვით დამატებითი ეფექტის მინიმიზების მიზნით. პაციენტებში, რომლებსაც აქვთ მძიმე მიელოსუპრესია, შეიძლება საჭირო გახდეს დამხმარე ტრანსფუზიური თერაპია.
კარბოპლატინი უნდა დაინიშნოს მხოლოდ კვალიფიციური ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, რომელსაც აქვს ქიმიოთერაპიული საშუალებების გამოყენების მხრივ გამოცდილება. დიაგნოსტიკური და სამკურნალო საშუალებები უნდა იყოს იოლად ხელმისაწვდომი თერაპიისა და შესაძლო გართულებების მართვისთვის.
კარბოტინოლმა შეიძლება გამოიწვიოს გულისრევა და ღებინება. ცნობილია, რომ პრემედიკაცია ღებინების საწინააღმდეგო საშუალებებით სასარგებლოა ამ ეფექტების სიხშირისა და ინტენსივობის შესამცირებლად.
კარბოტინოლის გამოყენებისას შეიძლება გამოვლინდეს თირკმლის ფუნქციის დარღვევა. მიუხედავად იმისა, რომ არ არის დაგროვილი კლინიკური მტკიცებულება ნაერთების ნეფროტოქსიკურობის შესახებ, რეკომენდებულია რომ არ მოხდეს კარბოტინოლის გამოყენება ამინოგლიკოზიდებთან ან სხვა ნეფროტოქსიკურ ნაერთებთან ერთად.
რაც შეეხება სხვა პლატინის კომპლექსურ ნაერთებს, დაფიქსირდა ალერგიული რეაქციები კარბოპლატინის მიმართ. ეს შეიძლება მოხდეს მიღებიდან რამდენიმე წუთის განმავლობაში და მათი მართვა საჭიროა შესაბამისი დამხმარე თერაპიის საშუალებით.
საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა ინფექციების გამოვლინების ან გამწვავების, სისხლდენის ტენდენციის მიმართ.
ბავშვებში ან ხანდაზმულ პაციენტებში გამოყენებისას, რომლებიც შესაძლოა მშობლები იყვნენ, გასათვალისწინებელია ზემოქმედება სასქესო ჯირკვალზე.
შემადგენლობა
თითოეული ფლაკონი (15 მლ) შეიცავს
კარბოპლატინი‥‥‥‥‥‥‥‥‥‥‥‥‥‥‥‥‥‥‥‥‥‥‥‥‥‥‥‥‥150 მგ
თითოეული ფლაკონი (45 მლ) შეიცავს
კარბოპლატინი‥‥‥‥‥‥‥‥‥‥‥‥‥‥‥‥‥‥‥‥‥‥‥‥‥‥‥‥‥ 450 მგ
აღწერა
გამჭვირვალე, უფერო ხსნარი ქარვისფერ ფლაკონში
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
სარეკომენდაციო ვერსია
გამოყენების ინსტრუქცია
კარბოტინოლი საინექციო
კარბოპლატინი 10 მგ/მლ
ანტინეოპლაზიური საშუალება
შემადგენლობა
თითოეული ფლაკონი (15 მლ) შეიცავს
კარბოპლატინი‥‥‥‥‥‥‥‥‥‥‥‥‥‥‥‥‥‥‥‥‥‥‥‥‥‥‥‥‥150 მგ
თითოეული ფლაკონი (45 მლ) შეიცავს
კარბოპლატინი‥‥‥‥‥‥‥‥‥‥‥‥‥‥‥‥‥‥‥‥‥‥‥‥‥‥‥‥‥ 450 მგ
აღწერა
გამჭვირვალე, უფერო ხსნარი ქარვისფერ ფლაკონში
ჩვენებები
- ეპითელური წარმოშობის საკვერცხის შორსწასული კარცინომის
(1) პირველი ხაზის თერაპია
(2) მეორე ხაზის თერაპია მას შემდეგ, რაც სხვა მკურნალობები წარუმატებელი აღმოჩნდა
- ფილტვის წვრილუჯრედოვანი კარცინომა
დოზირება და მიღება
კარბოტინოლის მიღება უნდა მოხდეს მხოლოდ ინტრავენური გზით. კარბოტინოლის რეკომენდებული დოზა წარსულში არანამკურნალევ მოზრდილ პაციენტებში თირკმლის ნორმალური ფუნქციის დროს არის 400 მგ/მ2, როგორც ერთჯერადი ინტრავენური (I.V.) დოზა შეყვანილი ხანმოკლე (15-60 წუთი) ინფუზიით. მკურნალობა არ უნდა განმეორდეს, ვიდრე 4 კვირა არ გავა კარბოტინოლის წინა კურსიდან.
საწყისი დოზის შემცირება 20-25%-ით რეკომენდებულია იმ პაციენტებისთვის, რომლებსაც აღენიშნებათ რისკ-ფაქტორები, როგორიცაა წარსულში ჩატარებული მიელოსუპრესიული მკურნალობა და დაბალი ფუნქციური სტატუსი (ECOG-Zubrod 2-4 ან Karnofsky 80-ზე ქვემოთ).
განზავება: პროდუქტი შეიძლება განზავდეს 5%-იან საინექციო გლუკოზის ხსნარში ან 0.9% საინექციო ნატრიუმის ქლორიდის ხსნარში ქვემოთ ცხრილში მითითებულის შესაბამისად:
ფლაკონის სიმძლავრე
გამხსნელის რაოდენობა
10 მგ
1 მლ
50 მგ
5 მლ
150 მგ
15 მლ
450 მგ
45 მლ
ხსნარები განზავებული საინექციო 5% გლუკოზით ან საინექციო 0,9% ნატრიუმის ქლორიდით შეიძლება შემდგომ განზავდეს იმავე გამხსნელით 0,5 მგ/მლ კონცენტრაციამდე. საინექციო წყლით განზავებული ხსნარები შეიძლება შემდგომ განზავდეს ან 5% საინექციო გლუკოზით ან საინექციო 0,9% ნატრიუმის ქლორიდით 0,5 მგ/მლ-მდე.
ინსტრუქციის მიხედვით განზავებისას კარბოტინოლის ხსნარი მდგრადია 8 საათის განმავლობაში, თუ შენახულია ოთახის ტემპერატურაზე (25°C) ან 24 საათის განმავლობაში, როცა ინახება მაცივარში. ვინაიდან, პრეპარატი არ შეიცავს ანტიბაქტერიულ კონსერვანტებს, რეკომენდებულია კარბოტინოლის ნებისმიერი ხსნარის გადაგდება განზავებიდან 8 საათის შემდეგ ოთახის ტემპერატურაზე შენახვის დროს, ან 24 საათის შემდეგ მაცივარში შენახვის დროს.
უკუჩვენებები
კარბოტინოლი არ უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში თირკმელების მძიმე უკმარისობით. (კრეატინინის კლირენსი 20 მლ/წთ ან ნაკლები)
კარბოტინოლი არ უნდა იქნას გამოყენებული მძიმე მიელოსუპრესიის მქონე პაციენტებში.
კარბოტინოლი ასევე უკუნაჩვენებია პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში ჰქონდათ მძიმე ალერგიული რეაქციები პარაპლატინის, მანიტოლის ან პლატინის შემცველ სხვა ნაერთებზე.
პაციენტები სისხლმდენი სიმსივნეებით
სმენის დარღვევის მქონე პაციენტები
სიფრთხილის ზომები
თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტები: საჭიროა პერიფერიული სისხლის ანალიზის და თირკმლის ფუნქციური ტესტების მჭიდრო მონიტორინგი. სისხლის ანალიზი თერაპიის დასაწყისში და ყოველკვირეულად, რათა შეფასდეს ჰემატოლოგიური ყველაზე დაბალი დონე დოზის შემდგომი რეგულირებისთვის. აგრეთვე საჭიროა, რომ რეგულარულად ჩატარდეს ნევროლოგიური შეფასებები.
გვერდითი რეაქციები
ჰემატოლოგიური: ძვლის ტვინის სუპრესია არის კარბოტინოლის დოზის შემზღუდველი ტოქსიკურობა. თრომბოციტოპენია თრომბოციტების რაოდენობით 50,000/მმ3-ზე ქვემოთ ვითარდება წარსულში ნამკურნალევი საკვერცხის კიბოს მქონე პაციენტების 34%-ში. ყველაზე დაბალი დონე ჩვეულებრივ გხვდება 14-დან 21 დღემდე შუალედში, გამოჯანმრთელება ფიქსირდება 35 დღის განმავლობაში მკურნალობის დაწყებიდან.
ლეიკოპენია (2000/მმ3-ზე ქვემოთ) ასევე გამოვლინდა პაციენტების დაახლოებით 20%-ში, მაგრამ გამოჯანმრთელება ყველაზე დაბალი დონის დაფიქსირების დღიდან (14 - 28 დღე) შეიძლება იყოს უფრო ნელი და ჩვეულებრივ ხდება 42 დღის განმავლობაში მკურნალობის დაწყებიდან. ზოგიერთ პაციენტში შეიძლება შეინიშნოს ჰემოგლობინის დაქვეითება.
მიელოსუპრესია შეიძლება იყოს უფრო მძიმე და გახანგრძლივებული პაციენტებში, რომელთაც აქვთ თირკმლის ფუნქციის დარღვევა, ცუდი ფუნქციური სტატუსი, წარსულში ჩაუტარდათ სრული მკურნალობა და არიან 65 წელზე უფროსი ასაკის. მიელოსუპრესია აგრეთვე უარესდება კარბოტინოლის კომბინირებული გამოყენებისას სხვა მიელოსუპრესიულ ნაერთებთან.
მიელოსუპრესია ჩვეულებრივ შექცევადია და არა კუმულაციური, როდესაც კარბოტინოლი გამოიყენება ერთჯერადი პრეპარატის სახით და რეკომენდებული დოზით და სიხშირით.
ზოგიერთ შემთხვევაში აღწერილია ინფექციური გართულებები. ასევე აღწერილია ჰემორაგიული გართულებები, როგორც წესი, მსუბუქი.
ნეფროტოქსიკურობა: თირკმლის ტოქსკიურობა ჩვეულებრივ არ არის დოზის შემზღუდველი პაციენტებში, რომლებიც იღებენ კარბოპლატინს და ასევე არ საჭიროებს პრევენციული ზომების მიღებას, როგორიცაა მაღალი მოცულობის სითხით ჰიდრატაცია ან ფორსირებული დიურეზი. მიუხედავად ამისა, სისხლში შარდოვანას ან შრატში კრეატინინის დონის მატება შეიძლება გამოვლინდეს. თირკმლის ფუნქციის გაუარესება, რაც განისაზღვრება კრეატინინის კლირენსის დაქვეითებით 60 მოლ/წთ-ზე ქვემოთ, შეიძლება ასევე დაფიქსირდეს. ნეფროტოქსიკურობის სიხშირე და სიმძიმე შეიძლება გაიზარდოს პაციენტებში, რომლებსაც აქვთ თირკმლის ფუნქციის დარღვევა კარბოტინოლით მკურნალობამდე. არ არის გარკვეული, შეუძლია თუ არა შესაბამისი ჰიდრატაციის პროგრამას დაძლიოს ეს ეფექტი, მაგრამ საჭიროა დოზის შემცირება ან თერაპიის შეწყვეტა თირკმლის ფუნქციური ტესტებში მძიმე ცვლილების გამოვლენისას.
კარბოტინოლით მკურნალობის შემდეგ შეინიშნა შრატში ელექტროლიტების (მაგნიუმის, კალიუმის და იშვიათად კალციუმის) დაქვეითება, მაგრამ არ დაფიქსირდა როგორც საკმარისად მძიმე, რომ გამოეწვია კლინიკური ნიშნების ან სიმპტომების გამოვლენა.
კუჭ-ნაწლავის მხრივ: გულისრევა ღებინების გარეშე ვითარდება პაციენტების დაახლოებით 1/4-ში, რომლებიც იღებენ კარბოტინოლს; ღებინება აღინიშნა პაციენტების ნახევარში და მათგან 1/3-ში დაფიქსირდა მძიმე ღებინება. გულისრევა და ღებინება ჩვეულებრივ ქრება მკურნალობიდან 24 საათის განმავლობაში და რეაგირებს ღებინების საწინააღმდეგო მედიკამენტებზე (და შესაძლებელია მათი პრევენციაც). პაციენტების 1/4-ს არ აღენიშნება გულისრევა ან ღებინება.
ალერგიული რეაქციები: ჰიპერმგრძნობელობა კარბოტინოლის მიმართ აღინიშნა პაციენტების 2%-ში. ეს ალერგიული რეაქციები ბუნებით და სიმძიმით პლატინის შემცველ სხვა ნაერთებთან გამოვლენილი რეაქციების მსგავსი იყო, როგორიცაა გამონაყარი, ჭინჭრის ციება, ერითემა, ქავილი და იშვიათად ბრონქოსპაზმი და ჰიპოტენზია. ასევე დაფიქსირდა ანაფილაქსიური რეაქციები.
ოტოტოქსიკურობა: სმენის სიმახვილის სუბკლინიკური დაქვეითება, რომელიც მოიცავს მაღალი სიხშირის (4000-8000 ჰც) სმენის დაქვეითებას აუდიოგრამის მიხედვით, დაფიქსირდა კარბოტინოლით ნამკურნალევი პაციენტების 15%-ში. თუმცა, პაციენტების მხოლოდ 1%-ს აღენიშნება კლინიკური სიმპტომები, რომლებიც უმეტეს შემთხვევაში გამოვლინდა ყურებში ხმაურით. პაციენტებში, რომლებიც წარსულში მკურნალობდნენ ცისპლატინით და აღენიშნათ სმენის დაქვეითება ამ მკურნალობის გამო, სმენის დაქვეითება შეიძლება გაგრძელდეს ან გაუარესდეს.
ნეიროტოქსიკურობა: პერიფერიული ნეიროპათიების ინციდენტობა კარბოტინოლით მკურნალობის შემდეგ არის 6%. პაციენტთა უმრავლესობაში ნეიროტოქსიკურობა შემოიფარგლება პარესთეზიით და დაქვეითებული ღრმა მყესის რეფლექსებით. ამ გვერდითი ეფექტის სიხშირე და ინტენსივობა იზრდება პაციენტებში, რომლებიც ადრე მკურნალობდნენ ცისპლატინით.
მხედვეელობის დარღვევები: მხედველობის დარღვევა, მათ შორის მხედველობის დაქვეითება, ჩვეულებრივ ასოცირდება მაღალი დოზებით თერაპიასთან თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში.
ღვიძლისმიერი: ღვიძლის ფუნქციური ტესტების ნორმიდან გადახრილი მაჩვენებლები (ჩვეულებრივ მსუბუქიდან ზომიერამდე) დაფიქსირდა კარბოტინოლის გამოყენებისას პაციენტების დაახლოებით 1/3-ში, რომელთაც ჰქონდათ ნორმალური ბაზისური მნიშვნელობები. ალკალინ ფოსფატაზას დონე უფრო ხშირად იზრდება SGOT-თან, SGPT-თან ან საერთო ბილირუბინთან შედარებით. ამ დარღვევების უმეტესობა რეგრესს განიცდის სპონტანურად მკურნალობის მიმდინარეობის პროცესში.
სხვა: ტკივილი და ასთენია იყო ყველაზე ხშირად დაფიქსირებული გვერდითი ეფექტები; სავარაუდო იყო მათი კავშირი სიმსივნესთან და ანემიასთან. გამოვლინდა ალოპეცია (3%). გულ-სისხლძარღვთა, რესპირატორული, შარდ-სასქესო სისტემის და ლორწოვანის მხრივ გვერდითი ეფექტები აღინიშნებოდა პაციენტების 6%-ში ან ნაკლებში. გულ-სისხლძარღვთა მოვლენები (გულის უკმარისობა, ემბოლია, ცერებროვასკულური შემთხვევები) ფატალური იყო პაციენტების 1%-ზე ნაკლებში და, როგორც ჩანს, არ იყო დაკავშირებული ქიმიოთერაპიასთან. სიმსივნესთან ასოცირებული ჰემოლიზური ურემიული სინდრომი იშვიათად აღინიშნა.
ზოგადი უსაფრთხოების ზომები
ჰემატოლოგიური ტესტები და თირკმლის ფუნქციური ტესტები უნდა იყოს მჭიდრო მონიტორინგის ქვეშ. სისხლის ანალიზი უნდა ჩატარდეს კარბოპლატინით თერაპიის დაწყებამდე და შემდეგ ყოველკვირეული ინტერვალებით.
ნევროლოგიური და სმენის შეფასება რეგულარულად უნდა ჩატარდეს. ხანგრძლივმა თერაპიამ შეიძლება გამოიწვიოს მძიმე გვერდითი რეაქციები და გახდეს ქრონიკული, ამიტომ სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო.
კარბოტინოლით გამოწვეული მიელოსუპრესია მჭიდროდ არის დაკავშირებული მის თირკმლის კლირენსთან: პაციენტებს, რომელთაც აქვთ თირკმლის დისფუნქცია ან ერთდროულად იღებენ ნეფროტოქსიკური პოტენციალის მქონე სხვა სამკურნალო საშუალებებს, სავარაუდოდ აქვთ უფრო მძიმე და გახანგრძლივებული მიელოტოქსიკურობა. შესაბამისად, თირკმლის ფუნქციის პარამეტრები ყურადღებით უნდა შეფასდეს თერაპიის დაწყებამდე და მისი მიმდინარეობისას. ნორმალურ გარემოებებში კარბოტინოლით მკურნალობის კურსი არ უნდა განმეორდეს უფრო ხშირად, ვიდრე თვეში ერთხელ. თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია და ანემია ვითარდება კარბოტინოლის მიღების შემდეგ. პერიფერიული სისხლის ანალიზის ხშირი ჩატარება რეკომენდებულია კარბოტინოლით მკურნალობის პერიოდში და მის შემდეგ. კარბოტინოლის კომბინირებული თერაპია სხვა მიელოსუპრესიულ ნაერთებთან უნდა დაიგეგმოს ძალიან ფრთხილად დოზებისა და დროის მიხედვით დამატებითი ეფექტის მინიმიზების მიზნით. პაციენტებში, რომლებსაც აქვთ მძიმე მიელოსუპრესია, შეიძლება საჭირო გახდეს დამხმარე ტრანსფუზიური თერაპია.
კარბოპლატინი უნდა დაინიშნოს მხოლოდ კვალიფიციური ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, რომელსაც აქვს ქიმიოთერაპიული საშუალებების გამოყენების მხრივ გამოცდილება. დიაგნოსტიკური და სამკურნალო საშუალებები უნდა იყოს იოლად ხელმისაწვდომი თერაპიისა და შესაძლო გართულებების მართვისთვის.
კარბოტინოლმა შეიძლება გამოიწვიოს გულისრევა და ღებინება. ცნობილია, რომ პრემედიკაცია ღებინების საწინააღმდეგო საშუალებებით სასარგებლოა ამ ეფექტების სიხშირისა და ინტენსივობის შესამცირებლად.
კარბოტინოლის გამოყენებისას შეიძლება გამოვლინდეს თირკმლის ფუნქციის დარღვევა. მიუხედავად იმისა, რომ არ არის დაგროვილი კლინიკური მტკიცებულება ნაერთების ნეფროტოქსიკურობის შესახებ, რეკომენდებულია რომ არ მოხდეს კარბოტინოლის გამოყენება ამინოგლიკოზიდებთან ან სხვა ნეფროტოქსიკურ ნაერთებთან ერთად.
რაც შეეხება სხვა პლატინის კომპლექსურ ნაერთებს, დაფიქსირდა ალერგიული რეაქციები კარბოპლატინის მიმართ. ეს შეიძლება მოხდეს მიღებიდან რამდენიმე წუთის განმავლობაში და მათი მართვა საჭიროა შესაბამისი დამხმარე თერაპიის საშუალებით.
საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა ინფექციების გამოვლინების ან გამწვავების, სისხლდენის ტენდენციის მიმართ.
ბავშვებში ან ხანდაზმულ პაციენტებში გამოყენებისას, რომლებიც შესაძლოა მშობლები იყვნენ, გასათვალისწინებელია ზემოქმედება სასქესო ჯირკვალზე.
წამალთაშორისი ურთიერთქმედება
გვერდითი ეფექტები ძვლის ტვინის დათრგუნვის ჩათვლით, შეიძლება იცვლებოდეს სხვა ანტინეოპლაზიურ საშუალებებთან ან რადიოთერაპიასთან ერთად გამოყენებიდან გამომდინარე.
ამინოგლიკოზიდების თანმხლებმა გამოყენებამ შეიძლება შედეგად მოიტანოს მომატებული ნეფროტოქსიკურობა.
კარბოტინოლმა შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის დაზიანება. არ არსებობს კლინიკური მტკიცებულება, რომ კარბოტინოლი ზრდის თირკმელების ტოქსიკურობას, მაგრამ არ უნდა იქნას გამოყენებული სხვა პრეპარატებთან ერთად, რომლებიც ზრდის თირკმლის ტოქსიკურობას.
გამოყენება ორსულებში
ორსულობის დროს კარბოტინოლის უსაფრთხო გამოყენება დადგენილი არ არის; კარბოტინოლმა გამოავლინა, რომ არის ემბრიოტოქსინი და მუტაგენი რამდენიმე ექსპერიმენტულ სისტემაში. კარბოპლატინმა აჩვენა, რომ არის ემბრიოტოქსიკური და აქვს ტერატოგენული ეფექტი ვირთაგვებში.
გამოყენება ლაქტაციის დროს
აღწერილია, რომ კარბოპლატინი გადადის დედის რძეში; შესაბამისად, მეძუძურ დედებში არ უნდა მოხდეს პრეპარატის მიღება.
ბავშვებში გამოყენება
ბავშვებში რეკომენდებული დოზირება არ არის დადგენილი.
სიფრთხილე გამოყენებისას
პრეპარატი არ უნდა განზავდეს გოგირდის შემცველი ამინომჟავით (მეთიონინი, ცისტინი).
როდესაც პრეპარატი განზავებულია წყალში, რომელიც შეიცავს NaCl, KCl, CaCl2, როგორიცაა ფიზიოლოგიური მარილხსნარი, რეკომენდებულია კარბოტინოლის ხსნარის შეყვანა 8 საათის განმავლობაში განზავების შემდეგ.
კარბოპლატინის მომზადებისა და მიღებისას არ უნდა იქნას გამოყენებული ალუმინის შემცველი აღჭურვილობა. ალუმინს შეუძლია რეაქციაში შევიდეს კარბოპლატინთან და წარმოქმნას ნალექი და შეამციროს მისი მოქმედება.
პრეპარატის შეყვანა ინექციის სახით არ შეიძლება სიმსივნის საწინააღმდეგო სხვა საშუალებებთან ერთად.
პრეპარატი უნდა მოარიდოთ სინათლეს ან მაღალი ტემპერატურას.
ინდურაცია, ნეკრობიოზი შეიძლება განვითარდეს ხსნარის ექსტრავაზაციის გამო ინტრავენური ინექციისას. შესაბამისად, ინტრავენური შეყვანა საჭიროა სიფრთხილით, რათა არ მოხდეს ხსნარის გაჟონვა.
ფარმაცევტული უსაფრთხოების ზომები
განზავებული ხსნარი დაუყოვნებლივ უნდა იქნას გამოყენებული.
ვინაიდან სხვა პრეპარატებთან შერევამ ან მაცივარში შენახვამ შეიძლება გამოიწვიოს კრისტალების წარმოქმნა ან აშკარა ცვლილება, ნარევის ინექცია თავიდან უნდა იქნას არიდებული.
სხვა
იმ შემთხვევებში, როდესაც ცისპლატინის ეფექტურობა არ არის მიღებული, კარბოპლატინის ეფექტურობა ასევე არ არის მიღებული.
კარბოპლატინმა გამოავლინა მუტაგენობა ბაქტერიებსა და ადამიანის ლიმფოციტურ უჯრედებში. მან ასევე აჩვენა კლასტოგენობა ზაზუნებში.
ვირთაგვებში ჩატარებულ ქრონიკული ტოქსიკურობის (I.V.) ტესტებში ყურის მიმდებარე ჯირკვლის და სარძევე ჯირკვლის ადენოკარცინომა და პროსტატის პრენეოპლაზიური დაზიანება დაფიქსირდა.
სხვა ანტინეოპლაზიურ საშუალებებთან ერთდროული გამოყენებისას გამოვლინდა გულის ინფარქტის, ცერებრალური ინფარქტის განვითარება.
შენახვა
პრეპარატი შეინახეთ მჭიდროდ დახურულ შეფუთვაში, სინათლისგან დაცულ ადგილას.
ინახება 2-დან 8°C ტემპერატურაზე.
შეფუთვა
1 ფლაკონი/კოლოფი
ინსტრუქციის გადახედვის თარიღი: 2008 წლის 2 იანვარი.
KOREA UNITED PHARM. INC.
107, Gongdan-ro, Yeonseo-myeon, Sejong, კორეა
3410201965-70306
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


