ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ყაბზობის სამკურნალო პრეპარატები

კანოვა ბავშვები 2,25გ რექტალური ხსნარი

Kanova niños 2,25g solución rectal

ურეცეპტოდინსტრუქცია ქართულადესპანეთი
რისთვის გამოიყენება

რა უნდა იცოდეს პაციენტმა კანოვა ბავშვების გამოყენებამდე; კანოვა ბავშვების გამოყენების წესი;

სრულად
მოქმედი ნივთიერება
გლიცეროლი (glycerol)
ფორმა და შეფუთვა
2,25გ/2,5მლ 2,5მლ რექტალური ხსნარი ბავშვებისათვის ერთდოზიანი კონტეინერი №6
მწარმოებელი
LAINCO, S.A., ესპანეთი
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ყაბზობის საწინააღმდეგო საშუალებები, ყაბზობის საწინააღმდეგო სხვა საშუალებები
ATC კოდი
A06AX01
რეგისტრაციის ნომერი
რ-045739
რეგისტრირებულია
22 ივნისი 2026, მოქმედებს 22 ივნისი 2031-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
სს „გეფა“
ურთიერთქმედების შემოწმებაკანოვა ბავშვები 2,25გ რექტალური ხსნარი და სხვა წამალი ერთად

კანოვა ბავშვები 2,25გ რექტალური ხსნარი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

რა უნდა იცოდეს პაციენტმა კანოვა ბავშვების გამოყენებამდე;

კანოვა ბავშვების გამოყენების წესი;

მიღების წესი და დოზირება

მედიკამენტის გამოყენება უნდა მოხდეს ზუსტად ინსტრუქციის მიხედვით ან ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულების შესაბამისად. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.

რეკომენდებული დოზებია:

2-12 წლის ასაკის ბავშვები: 1 კონტეინერი ერთხელ დღეში საჭიროების შემთხვევაში, ან ექიმის დანიშნულების მიხედვით.

მედიკამენტი განკუთვნილია რექტალური გამოყენებისათვის და არა შიგნით მისაღებად.

სწორად გამოყენების ინსტრუქციები:

გამოყენების მომენტში, როგორც კი მოიხსნება კანულას ფორმის კონტეინერის თავსახური, კონტეინერი უნდა მოთავსდეს ვერტიკალურ პოზიციაში წვეროთი ზემოთ და უნდა მოხდეს ნელი ზეწოლა, რათა კანოვა ბავშვების რამდენიმე წვეთმა დაასველოს კანულის ბოლო სწორ ნაწლავში მისი მოთავსების გასაადვილებლად. კანულის დაბოლოების მოთავსებისას სწორ ნაწლავში, კონტეინერზე ხელის მოჭერით უნდა დაიცალოს მისი მთლიანი შიგთავსი და შემდეგ ნელა უნდა იქნას გამოღებული, კონტეინერის კედლებზე ზეწოლის გარეშე.

ევაკუაციის შესამცირებლად, უნდა მოხდეს დუნდულა კუნთების დაჭიმვა რამდენ ხანსაც შესაძლებელია, რათა მედიკამენტის მოქმედება სრულად გამოვლინდეს.

პრეპარატის შეყვანის შემდეგ კონტეინერში ნარჩენი მედიკამენტის არსებობის მიუხედავად, მითითებული დოზის მიღება გარანტირებულია. ყოველი ერთჯერადი კონტეინერის გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ ერთხელ. გამოყენების შემდეგ ის უნდა იქნას გადაგდებული.

თუ პრეპარატის შეყვანისას აღინიშნება დაბრკოლება, პრეპარატის გამოყენება უნდა შეწყდეს, რადგან შეიძლება საზიანო იყოს და საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.

თუ სიმპტომები არ უმჯობესდება 7 დღეში, მკურნალობა უნდა შეწყდეს და საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.

კანოვა ბავშვების დოზის გადაჭარბებისას

არ არის მოსალოდნელი ინსტოქსიკაციის განვითარება დოზის გადაჭარბებისას.

მედიკამენტის დიდი რაოდენობით და ხანგრძლივად გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს გაღიზიანებული მსხვილი ნაწლავის სინდრომი (სიმპტომები ან დისკომფორტი, როგორიცაა ყაბზობის და დიარეის მონაცვლეობა, ნაწლავის სპაზმები, მუცლის შებერილობა, გულისრევა და მეტეორიზმი).

დოზის გადაჭარბებისას ან შემთხვევით გადაყლაპვისას, საჭიროა დაუყოვნებლივ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა, ან ტოქსიკოლოგიის საინფორმაციო სამსახურში დარეკვა, ტელ.: 91.562.04.20, მედიკამენტის სახელწოდებისა და მიღებული რაოდენობის მითითებით.

უკუჩვენებები

თუ პაციენტი ალერგიულია (ჰიპერმგრძნობიარეა) გლიცერინის ან მედიკამენტის სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (იხ. მე-6 პარაგრაფი);

თუ პაციენტს აღენიშნება ანორექტლური დაავადებები, ჰემორაგიული რექტოკოლიტი (ნაწლავის ქრონიკული ანთების ტიპი) ან ჰემოროიდული კვანძების ანთება;

თუ პაციენტს აღენიშნება ნაწლავების სპაზმები, კოლიკა, გულისრევა, ღებინება ან აპენდიციტის, ნაწლავების ობსტრუქციის, ნაწლავების მწვავე ანთების სხვა ნიშნები ან ზოგადად, ნებისმიერი მდგომარეობა, რომელიც მიმდინარეობს დაუდგენელი ეტიოლოგიის მუცლის ტკივილით;

2 წლამდე ასაკის ბავშვები.

სიფრთხილის ზომები

კანოვა ბავშვების გამოყენებამდე საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.

განავალში სისხლის არსებობის, გაღიზიანების, ტკივილის შემთხვევაში, ან თუ პაციენტის მდგომარეობა არ უმჯობესდება, მკურნალობა უნდა შეწყდეს და პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს;

მედიკამენტის გამოყენება არ უნდა მოხდეს 7 დღეზე მეტხანს, თუ ექიმის მიერ არ არის დანიშნული;

მედიკამენტის გამოყენება უნდა მოხდეს ექიმის მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ მძიმე დაავადებების, განსაკუთრებით კარდიოვასკულარული (გულ-სისხლძარღვთა) დაავადების მქონე პაციენტებში.

ბავშვები

კანოვა ბავშვები უკუნაჩვენებია 2 წლამდე ასაკის ბავშვებში.

კანოვა ბავშვების გამოყენება სხვა მედიკამენტებთან ერთად

მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს, უახლოეს წარსულში იღებდა ან აპირებს, მიიღოს ნებისმიერი სხვა მედიკამენტი.

კანოვა ბავშვების გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად

საკვები და სასმელი გავლენას არ ახდენს მედიკამენტის ეფექტურობაზე.

ფეხმძიმობა, ძუძუთი კვება და რეპროდუქციულ უნარზე გავლენა

ფეხმძიმობის ან ძუძუთი კვების, შესაძლო ფეხმძიმობის ან ფეხმძიმობის დაგეგმვის შემთხვევაში საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა ამ მედიკამენტის გამოყენებამდე.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

მედიკამენტის გამოყენება არ ახდენს გავლენას ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.

გვერდითი მოვლენები

კანოვა ბავშვების შენახვის წესი;

შეფუთვა და დამატებითი ინფორმაცია.

შენახვის პირობები

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ საჭიროებს შენახვის სპეციალურ პირობებს.

დაუშვებელია პრეპარატის გამოყენება შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.

დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება საყოფაცხოვრებო ნაგავში ან საკანალიზაციო წყალში. ნებისმიერი გამოუყენებელი შეფუთვის ან პრეპარატის გადაგდება უნდა მოხდეს აფთიაქებში არსებულ SIGRE+ სიმბოლოთი აღნიშნულ ადგილას. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, ნებისმიერი გამოუყენებელი პრეპარატის განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად უნდა მიმართოს ფარმაცევტს. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.

შეფუთვა და დამატებითი ინფორმაცია

კანოვა ბავშვების შემადგენლობა

აქტიური ნივთიერებაა გლიცერინი. თითოეული კონტეინერი შეიცავს 2.25 გ გლიცერინს.

სხვა დამხმარე ნივთიერებებია: ბალბის თხევადი ექსტრაქტი, სამკურნალო გვირილის თხევადი ექსტრაქტი, ნატრიუმის კარმელოზა და გამოხდილი წყალი.

პროდუქტის ფორმა და კონტეინერის შემცველობა

გამჭვირვალე და მოყვითალო ფერის ხსნარი. წარმოდგენილია ერთდოზიანი 2.5 მლ შემცველობის პოლიეთილენის კონტეინერის სახით, რომელიც არის კანულის ფორმის და აქვს თავსახური. შეფუთვაში მოთავსებულია 6 ან 12 ერთდოზიანი კონტეინერი. ასევე ხელმისაწვდომია ჰოსპიტალური შეფუთვა, რომელიც შეიცავს 200 ერთდოზიან კონტეინერს.

ყველა შეფუთვა ბაზარზე შეიძლება არ იყოს წარმოდგენილი.

სხვა ფარმაცევტული ფორმები

კანოვა მოზრდილები 6.75 გ რექტალური ხსნარი: წარმოდგენილია შეფუთვით, რომელიც შეიცავს 6 ან 12 ერთდოზიან კონტეინერს ან ჰოსპიტალური შეფუთვით, რომელიც შეიცავს 200 ერთდოზიან კონტეინერს.

გაცემის რეჟიმი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი და წარმოებაზე პასუხისმგებელი:

LAINCO, S.A. Avda. Bizet, 8-12 08191 RUBI (Barcelona)

ლაინკო, ს.ა. ავდა. ბიზე, 8-12 08191 - რუბი (ბარსელონა)

ინსტრუქციის შესწორების უკანასკნელი თარიღია: 2010 წლის ივლისი

ინფორმაციის სხვა წყაროები

პრეპარატის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ესპანეთის წამლებისა და სამედიცინო პროდუქტების სააგენტოს (AEMPS) ვებგვერდზე (http://www.aemps.gob.es/ ).

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

სარეკომენდაციო ვერსია

გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია პაციენტისათვის

კანოვა ბავშვები 2.25 გ რექტალური ხსნარი

გლიცერინი

მედიკამენტის გამოყენებამდე საჭიროა გამოყენების ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა, რადგან შეიცავს პაციენტისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

მედიკამენტის გამოყენება უნდა მოხდეს ზუსტად ინსტრუქციის მიხედვით ან ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულების შესაბამისად.

საჭიროა ინსტრუქციის შენახვა. შესაძლოა, წარმოიშვას მისი ხელახალი გაცნობის აუცილებლობა.

დამატებითი კითხვების არსებობისას საჭიროა ფარმაცევტთან მიმართვა.

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა, მათ შორის, ისეთი გვერდითი ეფექტების განვითარებისას, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში. იხ. პარაგრაფი 4.

საჭიროა ექიმთან კონსულტაცია, თუ პაციენტის მდგომარეობა უარესდება, ან არ უმჯობესდება მკურნალობის 7 დღის შემდეგ.

ინსტრუქციაში მოცემულია:

რას წარმოადგენს კანოვა ბავშვები და მისი გამოყენება;

რა უნდა იცოდეს პაციენტმა კანოვა ბავშვების გამოყენებამდე;

კანოვა ბავშვების გამოყენების წესი;

შესაძლო გვერდითი მოვლენები;

კანოვა ბავშვების შენახვის წესი;

შეფუთვა და დამატებითი ინფორმაცია.

რას წარმოადგენს კანოვა ბავშვებიდა მისი გამოყენება

გლიცერინი, მედიკამენტის აქტიური ნივთიერება, წარმოადგენს საფაღარათო საშუალებას, რომელიც ინიშნება რექტალურად. საფაღარათო ეფექტი მიიღწევა გლიცერინის უნარით, მოახდინოს განავლის დარბილება და ადგილობრივი მსუბუქი გამაღიზიანებელი მოქმედებით მოახდიონოს დეფეკაციის სტიმულაცია.

მედიკამენტი ნაჩვენებია დროებითი ან ხანგამოშვებითი ყაბზობის სიმპტომების ადგილობრივი მკურნალობისათვის 2-12 წლის ასაკის ბავშვებში.

საჭიროა ექიმთან კონსულტაცია, თუ პაციენტის მდგომარეობა უარესდება, ან არ უმჯობესდება მკურნალობის 7 დღის შემდეგ.

რა უნდა იცოდეს პაციენტმა კანოვა ბავშვების გამოყენებამდე

დაუშვებელია კანოვა ბავშვების გამოყენება:

თუ პაციენტი ალერგიულია (ჰიპერმგრძნობიარეა) გლიცერინის ან მედიკამენტის სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (იხ. მე-6 პარაგრაფი);

თუ პაციენტს აღენიშნება ანორექტლური დაავადებები, ჰემორაგიული რექტოკოლიტი (ნაწლავის ქრონიკული ანთების ტიპი) ან ჰემოროიდული კვანძების ანთება;

თუ პაციენტს აღენიშნება ნაწლავების სპაზმები, კოლიკა, გულისრევა, ღებინება ან აპენდიციტის, ნაწლავების ობსტრუქციის, ნაწლავების მწვავე ანთების სხვა ნიშნები ან ზოგადად, ნებისმიერი მდგომარეობა, რომელიც მიმდინარეობს დაუდგენელი ეტიოლოგიის მუცლის ტკივილით;

2 წლამდე ასაკის ბავშვები.

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

კანოვა ბავშვების გამოყენებამდე საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.

განავალში სისხლის არსებობის, გაღიზიანების, ტკივილის შემთხვევაში, ან თუ პაციენტის მდგომარეობა არ უმჯობესდება, მკურნალობა უნდა შეწყდეს და პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს;

მედიკამენტის გამოყენება არ უნდა მოხდეს 7 დღეზე მეტხანს, თუ ექიმის მიერ არ არის დანიშნული;

მედიკამენტის გამოყენება უნდა მოხდეს ექიმის მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ მძიმე დაავადებების, განსაკუთრებით კარდიოვასკულარული (გულ-სისხლძარღვთა) დაავადების მქონე პაციენტებში.

ბავშვები

კანოვა ბავშვები უკუნაჩვენებია 2 წლამდე ასაკის ბავშვებში.

კანოვა ბავშვების გამოყენება სხვა მედიკამენტებთან ერთად

მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს, უახლოეს წარსულში იღებდა ან აპირებს, მიიღოს ნებისმიერი სხვა მედიკამენტი.

კანოვა ბავშვების გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად

საკვები და სასმელი გავლენას არ ახდენს მედიკამენტის ეფექტურობაზე.

ფეხმძიმობა, ძუძუთი კვება და რეპროდუქციულ უნარზე გავლენა

ფეხმძიმობის ან ძუძუთი კვების, შესაძლო ფეხმძიმობის ან ფეხმძიმობის დაგეგმვის შემთხვევაში საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა ამ მედიკამენტის გამოყენებამდე.

ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვა

მედიკამენტის გამოყენება არ ახდენს გავლენას ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.

კანოვა ბავშვების გამოყენების წესი

მედიკამენტის გამოყენება უნდა მოხდეს ზუსტად ინსტრუქციის მიხედვით ან ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულების შესაბამისად. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.

რეკომენდებული დოზებია:

2-12 წლის ასაკის ბავშვები: 1 კონტეინერი ერთხელ დღეში საჭიროების შემთხვევაში, ან ექიმის დანიშნულების მიხედვით.

მედიკამენტი განკუთვნილია რექტალური გამოყენებისათვის და არა შიგნით მისაღებად.

სწორად გამოყენების ინსტრუქციები:

გამოყენების მომენტში, როგორც კი მოიხსნება კანულას ფორმის კონტეინერის თავსახური, კონტეინერი უნდა მოთავსდეს ვერტიკალურ პოზიციაში წვეროთი ზემოთ და უნდა მოხდეს ნელი ზეწოლა, რათა კანოვა ბავშვების რამდენიმე წვეთმა დაასველოს კანულის ბოლო სწორ ნაწლავში მისი მოთავსების გასაადვილებლად. კანულის დაბოლოების მოთავსებისას სწორ ნაწლავში, კონტეინერზე ხელის მოჭერით უნდა დაიცალოს მისი მთლიანი შიგთავსი და შემდეგ ნელა უნდა იქნას გამოღებული, კონტეინერის კედლებზე ზეწოლის გარეშე.

ევაკუაციის შესამცირებლად, უნდა მოხდეს დუნდულა კუნთების დაჭიმვა რამდენ ხანსაც შესაძლებელია, რათა მედიკამენტის მოქმედება სრულად გამოვლინდეს.

პრეპარატის შეყვანის შემდეგ კონტეინერში ნარჩენი მედიკამენტის არსებობის მიუხედავად, მითითებული დოზის მიღება გარანტირებულია. ყოველი ერთჯერადი კონტეინერის გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ ერთხელ. გამოყენების შემდეგ ის უნდა იქნას გადაგდებული.

თუ პრეპარატის შეყვანისას აღინიშნება დაბრკოლება, პრეპარატის გამოყენება უნდა შეწყდეს, რადგან შეიძლება საზიანო იყოს და საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.

თუ სიმპტომები არ უმჯობესდება 7 დღეში, მკურნალობა უნდა შეწყდეს და საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.

კანოვა ბავშვების დოზის გადაჭარბებისას

არ არის მოსალოდნელი ინსტოქსიკაციის განვითარება დოზის გადაჭარბებისას.

მედიკამენტის დიდი რაოდენობით და ხანგრძლივად გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს გაღიზიანებული მსხვილი ნაწლავის სინდრომი (სიმპტომები ან დისკომფორტი, როგორიცაა ყაბზობის და დიარეის მონაცვლეობა, ნაწლავის სპაზმები, მუცლის შებერილობა, გულისრევა და მეტეორიზმი).

დოზის გადაჭარბებისას ან შემთხვევით გადაყლაპვისას, საჭიროა დაუყოვნებლივ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა, ან ტოქსიკოლოგიის საინფორმაციო სამსახურში დარეკვა, ტელ.: 91.562.04.20, მედიკამენტის სახელწოდებისა და მიღებული რაოდენობის მითითებით.

შესაძლო გვერდითი მოვლენები

სხვა მედიკამენტების მსგავსად, ეს მედიკამენტიც იწვევს გვერდით მოვლენებს, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

გლიცერინის, როგორც საფაღარათო საშუალების, რექტალური ხსნარის გამოყენების პერიოდში აღინიშნა გვერდითი მოვლენები, რომელთა სიხშირე უცნობია (სიხშირის შეფასება ვერ ხერხდება არსებული მონაცემების საფუძველზე): ანუსის ქავილი, ტკივილი და გაღიზიანება.

ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენები (შეიძლება აღინიშნოს 10.000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):

ალერგიული რეაქცია გვირილის მიმართ (მაგ.: კონტაქტური დერმატიტი). ჯვარედინი რეაქციები შეიძლება განვითარდეს პაციენტებში, რომლებიც ალერგიულები არიან ამავე ოჯახის მცენარეების მიმართ. შიგნით მიღებისას შეიძლება განვითარდეს მძიმე ალერგიული რეაქციები, მათ შორის: სახის, ტუჩების, პირის, ენის ან ხორხის შეშუპება, რაც იწვევს ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელებას.

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას, მათ შორის, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში, საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება შესაძლებელია ესპანეთის ადამიანისათვის განკუთვნილი სამკურნალო საშუალებების ფარმაკოზედამხედევლობის სისტემის საშუალებით: www.noificaram.es

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ხელს უწყობს წამლის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.

კანოვა ბავშვებისშენახვის წესი

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ საჭიროებს შენახვის სპეციალურ პირობებს.

დაუშვებელია პრეპარატის გამოყენება შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.

დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება საყოფაცხოვრებო ნაგავში ან საკანალიზაციო წყალში. ნებისმიერი გამოუყენებელი შეფუთვის ან პრეპარატის გადაგდება უნდა მოხდეს აფთიაქებში არსებულ SIGRE+ სიმბოლოთი აღნიშნულ ადგილას. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, ნებისმიერი გამოუყენებელი პრეპარატის განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად უნდა მიმართოს ფარმაცევტს. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.

შეფუთვა და დამატებითი ინფორმაცია

კანოვა ბავშვების შემადგენლობა

აქტიური ნივთიერებაა გლიცერინი. თითოეული კონტეინერი შეიცავს 2.25 გ გლიცერინს.

სხვა დამხმარე ნივთიერებებია: ბალბის თხევადი ექსტრაქტი, სამკურნალო გვირილის თხევადი ექსტრაქტი, ნატრიუმის კარმელოზა და გამოხდილი წყალი.

პროდუქტის ფორმა და კონტეინერის შემცველობა

გამჭვირვალე და მოყვითალო ფერის ხსნარი. წარმოდგენილია ერთდოზიანი 2.5 მლ შემცველობის პოლიეთილენის კონტეინერის სახით, რომელიც არის კანულის ფორმის და აქვს თავსახური. შეფუთვაში მოთავსებულია 6 ან 12 ერთდოზიანი კონტეინერი. ასევე ხელმისაწვდომია ჰოსპიტალური შეფუთვა, რომელიც შეიცავს 200 ერთდოზიან კონტეინერს.

ყველა შეფუთვა ბაზარზე შეიძლება არ იყოს წარმოდგენილი.

სხვა ფარმაცევტული ფორმები

კანოვა მოზრდილები 6.75 გ რექტალური ხსნარი: წარმოდგენილია შეფუთვით, რომელიც შეიცავს 6 ან 12 ერთდოზიან კონტეინერს ან ჰოსპიტალური შეფუთვით, რომელიც შეიცავს 200 ერთდოზიან კონტეინერს.

გაცემის რეჟიმი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი და წარმოებაზე პასუხისმგებელი:

LAINCO, S.A. Avda. Bizet, 8-12 08191 RUBI (Barcelona)

ლაინკო, ს.ა. ავდა. ბიზე, 8-12 08191 - რუბი (ბარსელონა)

ინსტრუქციის შესწორების უკანასკნელი თარიღია: 2010 წლის ივლისი

ინფორმაციის სხვა წყაროები

პრეპარატის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ესპანეთის წამლებისა და სამედიცინო პროდუქტების სააგენტოს (AEMPS) ვებგვერდზე (http://www.aemps.gob.es/ ).

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახეთ ორიგინალი ან ჰკითხეთ ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა