პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანტინეოპლაზური საშუალებები

კაელიქსი

CAELYX

რეცეპტით2მგ/მლინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება

კაელიქსი წარმოადგენს სტერილურ, ნახევრად გამჭვირვალე, წითელი ფერის ხსნარს, რომელიც განკუთვნილია ვენაში ინფუზიისთვის, მოთავსებულია ერთჯერადი გამოყენების ფლაკონებში 20 მგ/ 10 მლ კონცენტრაციით და შეფუთულია მუყაოს კოლოფში. კაელიქსი მიეკუთვნება ათრაციკლინების ჯგუფის სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატებს. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
დოქსორუბიცინი (doxorubicin)
ფორმა და შეფუთვა
2მგ/მლ კონცენტრული საინფუზიო ხსნარი №1
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტინეოპლაზური საშუალებები, ანთრაციკლინები და მონათესავე სუბსტანციები
ATC კოდი
L01DB01
რეგისტრაციის ნომერი
რ/ა-P-0119
რეგისტრირებულია
1 აპრილი 2022, მოქმედებს 1 აპრილი 2027-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებაკაელიქსი და სხვა წამალი ერთად

კაელიქსი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

კაელიქსი წარმოადგენს სტერილურ, ნახევრად გამჭვირვალე, წითელი ფერის ხსნარს, რომელიც განკუთვნილია ვენაში ინფუზიისთვის, მოთავსებულია ერთჯერადი გამოყენების ფლაკონებში 20 მგ/ 10 მლ კონცენტრაციით და შეფუთულია მუყაოს კოლოფში. კაელიქსი მიეკუთვნება ათრაციკლინების ჯგუფის სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატებს.

კაელიქსი გამოიყენება ქალებში, საკვერცხის კიბოს შორსწასული ფორმების სამკურნალოდ. კაელიქსი კლავს კიბოს უჯრედებს, ამცირებს სიმსივნის ზომას, აფერხებს სიმსივნის ახალწარმოქმნას და ზრდის სიცოცხლის მოსალოდნელ ხანგრძლივობას.

კაელიქსს ასევე გააჩნია დადებითი თერაპიული ეფექტი აივ/შიდს-თან ასოცირებულ კაპოშის სარკომას (AIDS-KS) დროს, მათ შორის სიმსივნის სისქის შემცირების, გათხელების ან დაპატარავების გზით. კაპოშის სარკომასთან ასოცირებული სხვა სიმპტომები, როგორიცაა მაგ. სიმსივნური წარმონაქმნის გარშემო შეშუპება, შესაძლოა ასევე გაუმჯობესდეს ან გაქრეს.

კაელიქსში შემავალ აქტიურ ნივთიერებას შეუძლია გაარჩიოს კიბოს უჯრედები ჯანმრთელი უჯრედებისგან და სელექტიურად გაანადგუროს ისინი. დოქსორუბიცინის ჰიდროქლორიდი (აქტიური ნივთიერება) “ჩამაგრებულია” მცირე ზომის სფერულ ნაწილაკებში - პეგილირებულ ლიპოსომებში, რომელთა საშუალებითაც, პრეპარატი სისხლძარღვებიდან ხვდება მხოლოდ კიბოს უჯრედებში (ჯანმრთელი უჯრედების ნაცვლად).

მიღების წესი და დოზირება

სწორი გამოყენების და დოზირების ინსტრუქციები:

კაელიქსის გამოშვების ფორმა უნიკალურია, ამიტომ, იგი არ გამოიყენება დოქსორუბიცინის ჰიდროქლორიდის სხვა ფორმებთან შენაცვლებით.

მიღების გზა და მეთოდი:

პრეპარატი შეიყვანება ნელი ინტრავენური ინფუზიის სახით, მკურნალი ექიმის მიერ. დოზისა და დაავადების სპეციფიკიდან გამომდინარე, ინფუზია შესაძლოა გაგრძელდეს 30 წთ-დან >1 სთ-მდე (მაგ. 90 წუთი).

საკვერცხის კიბოს სამკურნალოდ, გამოიყენება 50 მგ კაელიქსი სხეულის ზედაპირის ფართობის თითოეულ მ2-ზე. სხეულის ზედაპირის ფართობი გამოითვლება სიმაღლის და წონის მიხედვით. აღნიშნული დოზა გამეორდება ყოველ 4 კვირაში ერთხელ თუ დაავადება არ პროგრესირებს და ორგანიზმი ახერხებს მის ატანას.

კაპოშის სარკომას სამკურნალოდ, გამოიყენება 20 მგ კაელიქსი სხეულის ზედაპირის ფართობის თითოეულ მ2-ზე. სხეულის ზედაპირის ფართობი გამოითვლება სიმაღლის და წონის მიხედვით. დოზა გამეორდება 2-3 კვირაში ერთხელ, 2-3 თვის განმავლობაში. აღნიშნული პერიოდის შემდეგ, პრეპარატის მიღების სიხშირე განისაზღვრება საჭიროებისამებრ, მდგომარეობის პროგრესის შესანარჩუნებლად.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:

გამოყენება ბავშვებში:

ვინაიდან პრეპარატის უსაფრთხოება და ეფექტურობა ბავშვებში დადგენილი არ არის, კაელიქსი არ გამოიყენება 18 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში.

გამოყენება ხანდაზმულ ასაკში:

21-დან 75 წლამდე ასაკის პაციენტებში დოზირება და გამოყენების მეთოდი განსხვავებული არ არის.

გამოყენება განსაკუთრებული მდგომარეობების დროს:

კაელიქსის გამოყენება დასაშვებია, როდესაც დაავადება მეტასტაზირებს ღვიძლში და ბილირუბინის დონე (ნივთიერება, რომელიც გამოიყოფა ღვიძლის მიერ) იმატებს ნორმაზე არაუმეტეს 4-ჯერ. თუმცა, აღნიშნულ შემთხვევაში, პრეპარატის დოზა უნდა შემცირდეს ბილირუბინის დონის მიხედვით, რისი მონიტორინგიც უნდა მოხდეს მკურნალობის დაწყებისას და მისი მიმდინარეობისას. მკურნალი ექიმი დაადგენს საჭირო დოზას ბილირუბინის დონის შესაბამისად.

თირკმელების უკმარისობის მქონე პაციენტებში დოზის შემცირება საჭირო არ არის.

პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს თუ ფიქრობს, რომ კაელიქსის მოქმედება არასათანადოდ სუსტი ან ზედმეტად ძლიერია.

უკუჩვენებები

თუ პაციენტი ალერგიულია (ჰიპერმგრძნობიარეა) დოქსორუბიცინის ჰიდროქლორიდის ან პრეპარატში შემავალი რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ (იხ. დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალი).

კაელიქსი არ უნდა იქნეს გამოყნებული თუ აივ/შიდს-თან ასოცირებულ კაპოშის სარკომას (AIDS-KS) ეფექტური მკურნალობა ხერხდება ადგილობრიბი (ლოკალური) თერაპიით ან სისტემური ალფა-ინტერფერონით.

კაელიქსი შეიცავს სოიოს ზეთს. პაციენტმა არ უნდა მიიღოს კაელიქსი თუ იგი ალერგიულია სოიოს ან მიწის თხილის მიმართ.

შემდეგ შემთხვევებში, კაელიქსი გამოიყენება განსაკუთრებული სიფრთხილით:

თუ პაციენტი მკურნალობს გულის ან ღვიძლის დაავადების გამო;

თუ პაციენტს აქვს შაქრიანი დიაბეტი – ვინაიდან, კაელიქსი შეიცავს შაქარს და შეყვანამდე ზავდება შაქრის შემცველ დექსტროზას ხსნარში;

აღნიშნულის გათვალისწინებით, შესაძლოა საჭირო გახდეს ანტიდიაბეტური მკურნალობის კორექცია.

თუ პაციენტს აქვს კაპოშის სარკომა და ამოკვეთილი აქვს ელენთა;

თუ პაციენტს აღენიშნება წყლულები, ფერის ცვლილება ან ნებისმიერი სახის დისკომფორტი პირის ღრუში.

პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს თუ ზემოთ მოცემულიდან რომელიმე ეხება მას ან ეხებოდა წარსულში.

სიფრთხილის ზომები

ღვიძლის გავრცელებული სიმსივნის და ბილირუბინის (ღვიძლში გამოყოფილი ნივთიერება) ნორმაზე 4-ჯერ უფრო მაღალი მაჩვენებლის მქონე ავადმყოფებში, კელიქსი გამოიყენება. მაგრამ, მკურნალობის დასაწყისში და შემდეგი მკურნალობის განმავლობაში, ბილირუბინის დონე უნდა გაკონტროლდეს და შესაბამისად თუ საჭიროა იქნება, წამლის დოზა უნდა შემცირდეს. ექიმი, ბილირუბინის დონის შესაბამისად, საჭირო დოზას შეგირჩევთ.

თირკმლების უკმრისობის მქონე ავადმყოფებში, წამლის დოზის შემცირება არ არის საჭირო.

თუ,ფიქრობთ, რომ კელიქსის ეფექტი ძალიან ძლიერი ანდა ძალიან სუსტია, თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

თუ, კელიქსის საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ:

უეცრად მიღებული ჭარბი დოზის დროს, შეიძლება გამოვლინდეს პირის ღრუში არსებული იარების და მსგავსი დაზიანებების უფრო დამძიმება ანდა სისხლში სისხლის თეთრი უჯრედების და თრომბოციტების რაოდენობის შემცირება. აღნიშნული მდგომარეობის მკურნალობაში შედის: ანტიბიოტიკოთერაპია, თრომბოციტების ტრანსფუზია, სისხლის თეთრი უჯრედების წარმოების მასტიმულირებელი წამლების გამოყენება და პირის ღრუს იარების სამკურნალოდ მიმართული მოქმედებები.

თუ, კელიქსის საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ, თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს გაესაუბრეთ.

თუ, კელიქსის მიღება დაგავიწყდებათ:

დავიწყებული დოზების აღდგენისთვის ორმაგი დოზა არ მიიღოთ.

მოვლენები, რომელიც კელიქსით მკურნალობის დასრულებისას შეიძლება გამოვლინდეს:

წამლის, ხანგრძლივი გამოყენების შემდეგ შეწყვეტისას, ძირითადი დაავადების ნიშნები ისევ გამოვლინდება და საჭირო იქნება დაკვირვება და კონტროლი.

  • რა შეიძლება იყოს შესაძლო გვერდითი ეფექტები:

როგორც ყველა წამლის შემთხვევაში, კელიქსის შემადგენლობაში არსებული ნივთიერებების მიმართაც შეიძლება გამოვლინდეს მომატებული მგრძნობელობა და გვერდითი ეფექტები.

თუ, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება, კელიქსის გამოყენება შეწყვიტეთ და მაშინვე თქვენს ექიმს აცნოებთ ანდა თქვენთან ყველაზე ახლო საავადმყოფოს ემერჯენსის განყოფილებას მიმართეთ:

სახის გაწითლება, სუნთქვის გაძნელება, თავის ტკივილი, შემცივნება-კანკალი, ზურგის ტკივილი, ტკივილი მკერდში ანდა ყელში მოჭერის შეგრძნება, ყელის ტკივილი, სისხლის არტერიული წნევის დაცემა ანდა მომატება, გულის ცემის გახშირება, სახის შესივება, ცხელება, თავბრუსხვევა, გულისრევა, დისპეფსიური მოვლენები, ქავილი, კანზე გამონაყარი და ოფლიანობა. ძალიან იშვიათ შემთხვევებში გულყრებიც (კონვულსია) დაფისირდა. ინექციის ადგილას ტკივილი და წვა, შეშუპება შეიძლება გამოვლინდეს. კელიქსის ინფუზიის გაკეთების დროს თუ ინექციის ადგილას წვას ანდა ჩხვლეტას იგრძნობთ, სასწრაფოდ ექიმს აცნობეთ.

ეს ყველა ჩამოთვლილი სერიოზული გვერდითი ეფექტებია.

თუ, ჩამოთვლილი პრობლემებიდან რომელიმე თქვენთან ვლინდება, ეს ნიშნავს, რომ თქვენ კელიქსის მიმართ ალერგია გაქვთ. ამ დროს სასწრაფო სამედიცინო დახმარება ანდა საავადმყოფოში დაწოლა შეიძლება დაგჭირდეთ.

თუ, ქვემოთ ჩამოთვლილი დარღვევები გამოვლინდება, სასწრაფოდ ექიმს აცნოებთ:

ხელებსა და ფეხებზე მტკივნეული სიწითლეების განვითრებისას,

სხეულზე ანდა პირის ღრუში მტკივნეული სიწითლეები და/ ანდა ბუშტუკები გამოვლენა,

გულთან დაკაშირებული პრობლემები გამოვლინება,

პირის ღრუში იარების გაჩენა,

ტემპერატურის მომატება ანდა ინფექციასთან დაკავშირებული სხვა სიმპტომის გამოვლინება,

უეცრად განვითრებული სუნთქვის გაძნელება ანდა ღრმა სუნთქვა ანდა გულმკერდში ხველით გართულებული მწვავე ტკივილი,

ფეხების რბილ ქსოვილებში ტკივილთან ერთად ძლიერი შეშუპება, შეხურება ანდა მგრძნობელობის მომატება, რომელიც მატულობს ფეხზე დგომისა ანდა სიარულის დროს

დანარჩენი გვერდითი ეფექტები:

ინფუზიებს შორის პერიოდში გამოვლენილი გვერდითი ეფექტები ქვემოთაა კლასიფიცირებული:

ძალიან გავრცელებული:10 ავადმყოფიდან სულ ცოტა 1 ავადმყოფთან ვლინდება.

გავრცელებული: 10 ავადმყოფიდან სულ ცოტა 1 ავადმყოფთან ვლინდება, მაგრამ 100 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.

ნაკლებად გავრცელებული: 100 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან, მაგრამ 1.000 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.

იშვიათი:1.000 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან და 10.000 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.

ძალიან იშვიათი: 10.000 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.

უცნობი: ხელთ არსებული მონაცემებით ვარაუდი შეუძლებელია.

ძალიან გავრცელებული (10 ავადმყოფიდან სულ ცოტა 1 ავადმყოფთან ვლინდება):

ხელის გულებისა და ფეხის გულების სიწითლე, შესივება და იარები. ეს გვერდითი ეფექტები ხშირად ვლინდება და ზოგჯერ შეიძლება ძალიან მკვეთრი იყოს. მძიმე ფორმების განვითარება ზემოქმედებას ახდენს ავადმყოფის დღიურ აქტივობაზე და სრულ გამოჯანმრთელებამდე შეიძლება 4 კვირა ანდა მეტი დრო გაგრძელდეს. ამ დროს ექიმმა, შეიძლება მკურნალობის შემდეგი ეტაპი გადადოს ანდა დოზა შეამციროს (ქვემოთ იხილეთ ნაწილი ,,ხელ-ფეხის სინდრომებისგან დაცვა და მკურნალობის სტრატეგიები’’).

პირის ღრუში ანდა ხახაში ტკივილი ანდა იარები, გულისრევა, ღებინება, დიარეა, ყაბზობა, მადის დაკარგვა, წონის დაკარგვა.

სისხლში თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება (ეს მდგომარეობა შეიძლება ინფექციის ალბათობას გაზრდის), ანემია (სისხლში წითელი უჯრედების რაოდენობის შემცირება, შეიძლება გამოიწვიოს სისუსტე), სისხლში თრომბოციტების რაოდენობის შემცირება(სისხლდენის რისკი მატულობს). იშვიათ შემთხვევებში, სისხლის თეთრი უჯრედების შემცირებამ შეიძლება გამოიწვიოს მძიმე ინფექციების განვითარება. სისხლის უჯრედების აღნიშნული პოტენციური ცვლილებების გამო, საჭიროა სისხლის ანალიზების რეგულარული კონტროლი. კელიქსის და ბლეომიცინის და ვინკრისტინის კომბინაციური თერაპიის შედარებისას, აივ ინექციასთან დაკაშირებული კაპოშის სარკომის მქონე ავადმყოფებზე განხორციელბული კლინიკური კვლევის შედეგად დაფიქსირდა, რომ ზოგიერთი ინფექციის გამოვლენა კელიქსით მკურნალობისას უფრო მაღალია, აღნიშნულის საპირისპიროდ, საკვერცხის პროგრესირებადი სიმსივნის ტოპოტეკანის სახელით ცნობილი წამლით მკურნალობასთან შედარებისას, ავადმყოფები, რომლებიც კელიქსით მკურნალობენ, ინფექციის რისკის მაჩვენებელი მშივნელოვნად დაბალია.

ზოგადად დაღლილობის შეგრძნება, სისუსტე, ხელებსა და ფეხებში დაბუჟება ანდა ტკივილი.

თმის ცვენა

გავრცელებული (10 ავადმყოფიდან სულ ცოტა 1 ავადმყოფთან ვლინდება, მაგრამ 100 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს):

კუჭის ტკივილი.

პირის ღრუში რძიანა (პირის ღრუს სოკოვანი ინფექცია), ცხვირის ღრუში იარები, ცხირიდან სისხლდენა, ტუჩის ჰერპესი, ენის ჩირქოვანი ანთება.

კელიქსის ზემოქმედების შედეგად, ღვიძლის ფუნქციებთან დაკაშირებით ზოგიერთი ლაბორატორიული მაჩვენებლის მომატება ანდა შემცირება.

ძილიანობა, თავბრუსხვევა, გონების დაკარგვა, ძვლების ტკივილი, სარძევე ჯირკვლების ტკივილი, კუნთების ანორმალური დაჭიმვა, კუნთების ტკივილი, ფეხებში კრუნჩხვები ანდა შეშუპება, სხეულის ზოგადი შეშუპება, ბადურის (თვალის სინათლის მიმართ მგრძნობიარე შრე) ანთება, ცრემლის მომატება, მხედველობის შემღვრევა, ხელებსა და ფეხების დაბუჟება ანდა ტკივილი.

თმის ფესვების ჩირქოვანი ანთება, კანზე ფოლაქოვანი გამონაყარი, კანის ჩირქოვანი ანთება ანდა გამონაყარი, კანის ანორმალური ფერი, ფრჩხილების დაზიანება.

გულის ცემის არარეგულარობა და გულის პრობლემები, სისხლძრღვების გაფართოება.

ცხელება, სხეულის ტემპერატურის მომატება ანდა სხვა ნებისმიერი ინფექციის სიმპტპომები (ეს შეიძლება თქვენს დაავადებასთანაც იყოს დაკავშირებული).

სუნთქვის გაძნელება ანდა ხველის მსგავსი, სასუნთქი გზების სხვა პრობლემები (ეს სიმპტომები შეიძლება თქვენს დაავადებასთან იყოს დაკავშირებული ანდა თქვენი დაავადების შედეგი იყოს).

სხეულში სითხის დეფიციტი(დეჰიდრატაცია), წონის სერიოზული დაკლება ანდა კუნთების ატროფია, სისხლში კალციუმის, მაგნიუმის, კალიუმის და ნატრიუმის დონის დაცემა, სისხლში კალიუმის დონის მომატება.

საყლაპავის ჩირქოვანი ანთება, კუჭის გარსების ჩირქოვანი ანთება, ყლაპვის გაძნელება, პირის სიმშრალე, მეტეორიზმი, ღრძილების ჩირქოვანი ანთება (გინგივიტი), გემოს მგრძნობელობის ცვლილება.

საშოს ანთება.

მტკივნეული შარდვა.

თუ, ადრე გაკეთებული რადიოთერაპიული მკურნალობის დროს კანზე ტკივილი, სიწითლე, სიმშრალის მსგავსი რეაქციები განვითარდა, ყველა აღნიშნული შეიძლება კელიქსით მკურნალობის დროსაც გამოვლინდეს.

ნაკლებად გავრცელებული (100 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან, მაგრამ 1.000 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს):

გონების არევა.

ვენების ჩირქოვანი ანთება და სისხლის თრომბების განვითარება. ამ დროს შეიძლება გამოვლინდეს ფილტვებში სისხლის დინების შეფერხება, რასაც თან ახლავს ტკივილი მკერდში და გულის ფრიალი.

გულის ცემის რითმის დარღვევა, აჩქარებული ანდა არარეგულარული გულის ცემა (გულის ფრიალი), გულის უკმარისობა. ამ დროს, სუნთქვის გაძნელების გამო შეიძლება გამოვლინდეს ფეხების შეშუპება და გულის გაჩერებაც კი.

იშვიათი (1.000 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან და 10.000 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს):

სისხლში ჟანგვადის დონის შემცირების გამო კანის დალორწოვანის გალურჯება

კანის კეროვანი, შემოსაზღვრული გასქელება, მიკერილი ფრაგმენტის მსგავსი

ძალიან იშვიათი (10.000 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს):

კანზე გავრცელებული აშრევება, ბუშტუკები, პირის ღრუს მსგავსი ლორწოვანი გარსების იარები (სტევენს-ჯონსონის სინდრომი/ტოქსიკური ეპიდერმალური ნეკროლიზი).

კელიქსის ხანგრძლივი (1 წელზე მეტი დრო) გამოყენებისას, შეიძლება პირის ღრუს სიმსივნე განვითრდეს.

ქვემოთ ჩამოთლილი ეფექტები შეიძლება არა კელიქსის ზემოქმედებით, არამედ თქვენი დაავადებით იყოს გამოწვეული:

ზოგადი დაღლილობის და სისუსტის შეგრძნება, ხელებსა და ფეხებში დაბუჟება და ტკივილი.

ხელ-ფეხის სინდრომისგან დაცვა და მკურნალობის სტრატეგიები:

თუ, შეძლებთ ხელების და/ანდა ფეხების ცივი წყლით აბაზანა გაიკეთეთ (მაგ.ტელევიზორზე ყურების დროს, კითხვისას ანდა რადიოს მოსმენისას).

ხელები და ფეხები ღიად/შიშველი გქონდეთ (წინდა, თათმანი და სხვა რამე არ ჩაიცვათ).

გრილ ადგილას იცხოვრეთ.

თბილი ამინდის დროს შხაპი გრილი წყლით მიიღეთ.

ისეთ ინტენსიურ ვარჯიშს მოერიდეთ, რომელიც ფეხებზე ტრავმის განვითრებას გამოიწვევს (მაგ. სწრაფი ტემპით სიარული/ნელი სირბილი).

კანის ზედმეტად თბილ წყალთან კონტაქტს მოერიდეთ.(მაგ.ჯაკუზი, საუნა).

მჭიდრო წინდა და ფეხსაცმელი არ ჩაიცვათ, მაღალ ქუსლიანი ფეხსაცმელი არ ჩაიცვათ.

პირიდოქსინი(ვიტამინი B6):

B6 ვიტამინი აფთიაქში იქონიეთ.

სიწითლის ანდა დაბუჟების მსგავსი სხვა ნიშნების გამოვლენისას, ყოველდღე, 50-150 მგ დოზა B6 ვიტამინი მიიღეთ.

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს.

გვერდი ეფექტების შესახებ მოხსენება

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ექთანს ანდა ფარმაცევტს. ასევე, გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შესახებ აცნობეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: www.titck.gov.tr ,,წამლის გვერდითი ეფექტის შესახებ შეტყობინების’’ გრაფაში დაკლიკებით ანდა დარეკეთ ტელეფონის ნომერზე:0 800 314 00 08 თურქეთის ფარმაკოლოგიის სააგენტოს ცენტრს(TUFAM).

გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შეტყობინებით წვლილს შეიტანთ გამოყენებული მედიკამენტის შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის მიღებასა და უსაფრთხოებაზე.

  • კელიქსის შენახვა

კელიქსი, ბავშვებისგან შორს, მიუწვდომელ ადგილას, შეფუთვაში შეინახეთ.

შეინახეთ 20 C -80 C ტემპერატურას შორის, (მაცივარში). არ გაყინოთ.

წამლის გაზავებით გახსნის შემდეგ:

ცნობილია, რომ წამლის 20 C 80 C ტემპერატურას შორის, 24 საათის განმავლობაში დაყოვნებისას ფიზიკური და ქიმიური მაჩვენებლები არ იცვლება, გამძლეა. მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით, პროდუქტი მაშინვე უნდა იქნას გამოყენებული. თუ, წამალი მაშინვე არ უნდა იქნას გამოყენებული, გამოყენებამდე გასული შენახვის დრო და პირობები მომხმარებლის პასუხისმგებლობაშია და 20 C 80 C ტემპერატურას შორის, 24 საათზე მეტი დროით არ უნდა დაყოვნდეს. ნაწილობრივ გამოყენებული ფლაკონები გადაგდებული უნდა იქნას.

გამოიყენეთ გამოყენების ბოლო ვადის შესაბამისად.

შეფუთვაზე მითითებული გამოყენების ბოლო ვადის შემდეგ კელიქსი არ გამოიყენოთ.

გამოყენების ბოლო ვადა, აღნიშნული თვის ბოლო დღეა.

თუ, პრეპარატში ნალექს ანდა ნაწილაკებს შეამნევთ, წამალი არ გამოიყენოთ.

წამლის ნარჩენები გამდინარე წყლებსა და საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად არ გადააგდოთ. წამლის გადაგდების შესახებ ინფორმაციის მისაღებად ფარმაცევტს მიმართეთ. აღნიშნული სიფრთხილის ზომების დაცვა დაგვეხმარება გარემოს დაცვაში.

ვადა გასული ანდა გამოუყენებელი წამლები ნაგავში არ ჩააგდოთ, გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შემკრებ სისტემას ჩააბარეთ.

ადამიანებისთვის განკუთვნილი ციტოტოქსიკური და ციტოსტატიკური სამედიცინო პრეპარატების გამოყენების შედეგად დაცლილი შიგა შეფუთვების ნარჩენები საშიში ნარჩენებია და ამ ნარჩენების მართვა 2/4/2015 დათარიღებული და ოფიცილურ გაზეთში გამოქვეყნებული ნარჩენების მართვის 29314-ე რეგულაციის მოთხოვნების შესაბამისად უნდა მოხდეს.

ლიცენზიის მფლობელი:

შპს. Jonson and Jonson სანიტარული სიჰჰი მალ სან ვე თიჯ

ერთურქის ქ.ქეჩერი პლაზა N:13. 34810. ქავაჯიქი/ბეიქოზი/სტამბული

ტელეფონი:0216 538 20 00

წარმოების ადგილი: GlaxoSmıthKlıne manufactured S.p.A. - სან პოლო/ტორილი/იტალია

აღნიშნული გამოყენების ინსტრუქცია 08.04.2020-ში დამოწმებულია.

JANSSEN

ქვემოთ მოცემული ინფორმაცია განკუთვნილია მხოლოდ ექიმებისა და სამედიცინო პერსონალისთვის

დეტალები, რომელიც გათვალისწინებული უნდა იქნას კელიქსის ხსნარის გამოყენების დროს: საჭიროა ხელთათმანის გამოყენება. კელიქსის, კანთან ანდა ლორწოვანთან კონტაქტის შემთხვევაში, საჭიროა მაშინვე საპნიანი წყლით გულდასმით ჩამობანა. კელიქსის გამოყენება და შენახვა ისევე უნდა მოხდეს, როგორც სიმსივნის სამკურნალო სხვა წამლების შემთვევაში.

კელიქსის გამოსაყენებლი დოზა განსაზღვრეთ (რეკომენდირებული დოზის და სხეული ზედაპირის ფართის მიხედვით). კელიქსი, შესაბამისი მოცულობით სტერიულ შპრიცში ამოქაჩეთ. კელიქსის შიგნით დამცავი ანდა ბაქტერიოსტატიკული ნივთიერება არ არის, ამიტომ ასეპტიკური წესების დაცვა მკაცრი მოთხოვნით აუცილებელია. კელიქსი, შესაბამისი დოზის გაკეთებამდე უნდა გაზავდეს 5% (50მგ/მლ) გლუკოზის ხსნარში. <90მგ დოზისთვის 250 მლ, ≥90 მგ დოზისთვის 500 მლ 5% დექსტროზის ხსნარში უნდა გაზავდეს.

ინფუზიის დროს, რეაქციის რისკის შემცირების მიზნით, პირველი დოზა 1მგ/წთ უფრო ნაკლები სიჩქარით უნდა შეიყვანოს. თუ, ინფუზიის დროს არანაირი რეაქცია არ გამოვლინდება, კელიქსის შემდეგი დოზის ინფუზია 60 წუთში შეიძლება განხორციელდეს.

საკვერცხის სიმსივნის მქონე ავადმყოფებში, რომლებთანაც ინფუზიის დროს რეაქცია განვითარდა, ინფუზია შემდეგი მეთოდით უნდა განხორციელდეს: ჯამური დოზის 5% პირველ 15 წთ-ის განმავლობაში ნელა უნდა შეიყვანოს. თუ რეაქცია არ გამოლინდება და ტოლერანტობა უზრუნველყოფილი იქნება, შემდეგი 15 წუთი ინფუზია შეიძლება უფრო სწრაფად განხოციელდეს, თუ რეაქცია არ განვითარდება, ავადმყოფი კარგად აიტანს წამალს, ჯამური დოზის ინფუზია შემდეგი 1 საათის განმავლობაში (90 წუთი) უნდა დასრულდეს.

თუ, ადრეული ინფუზიის რეაქციის სიმპტომები და ნიშნები გამოვლინდება, ინფუზია მაშინვე უნდა შეჩერდეს და შესაბამისი სამკურნალო აგენტები (ანტიჰისტამინური და/ანდა ხანმოკლე მოქმედების კორტიკოსტეროიდები) მიეცეს და ინფუზია უფრო ნელა, განმეორებით დაწყებული იქნას.

ინფუზიისთვსი საჭირო 5% (50მგ/მლ) გლუკოზის ხსნარის გარდა სხვა გამხსნელის გამოყენებამ ანდა ბენზილის სპირტის მსგავსი ნებისმიერი ბაქტერიოსტატიკური აგენტის არსებობამ, შეიძლება კელიქსის დალექვა გამოიწვიოს.

რეკომენდირებულია, რომ კელიქსის ინფუზიის სისტემა 5%(50მგ/მლ) გლუკოზის ხსნარის ინტრავენური ინფუზიის სისტემასთან იყოს დაკავშირებული. ინფუზია, პერიფერიულ ვენაში კეთდება. სისტემის შიგა ფილტრები არ გამოიყენოთ.

დალქვის ნიშნების ანდა ნებისმიერი უცხო ნაწილაკების გამოვლენისას, სამედიცინო პროდუქტი არ გამოიყენოთ.

თარჯიმანი ნაილა იდნოევი

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

უნდა მიემართოს ექიმს:

თუ პაციენტს უტარდება ან ახლო წარსულში აქვს ჩატარებული კიბოს საწინააღმდეგო სხვა მკურნალობა; განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს პრეპარტებს, რომლებიც ამცირებენ სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობას, აღნიშნულ შემთხვევაში კი სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობა შესაძლოა მეტად დაქვეითდეს. პაციენტმა კონსულტაცია უნდა გაიაროს ექიმთან თუ ზუსტად არ იცნობს მისთვის ჩატარებულ მკურნალობას ან არ აქვს სრული ინფორმაცია მისი დაავადების შესახებ.

პაციენტმა უნდა მიაწოდოს ინფორმაცია ექიმს ან ფარმაცევტს იმ პრეპარატების შესახებ, რომლებსაც იღებს ან იღებდა უახლოეს წარსულში, მათ შორის რეცეპტით ან ურეცეპტოდ გასაცემ მედიკამენტებზე.

ორსულობა და ძუძუთი კვება

პრეპარატის მიღებამდე აუცილებელია ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაცია.

კაელიქსში შემავალმა აქტიურმა ნივთიერებამ – დოქსორუბიცინის ჰიდროქლორიდმა შესალოა გამოიწვიოს თანდაყოლილი მანკების განვითარება ნაყოფში. მნიშვნელოვანია, რომ მკურნალ ექიმს ეცნობოს ორსულობის შესახებ. თუ პაციენტი ან მისი პარტნიორი მკურნალობს კაელიქსით, საჭიროა ორსულობისგან თავის არიდება და ჩასახვის საწინააღმდეგო ეფექტური საშუელბების გამოყენება მკურნალობის პერიოდში და მისი დასრულებიდან 6 თვის მანძილზე.

პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს ან ფარმაცევტს თუ კაელიქსით მკურნალობის პერიოდში შეიტყობს, რომ არის ორსულად.

ძუძუთი კვება

პრეპარატის მიღებამდე აუცილებელია ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაცია.

დოქსორუბიცინის ჰიდროქლორიდმა შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს ბავშვის ჯანმრთელობაზე ძუძუთი კვების პერიოდში; ამრიგად, კაელიქსით მკურნალობის დაწყებამდე ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს. ჯანდაცვის ექსპერტთა რეკომენდაციით, აივ-დადებითმა დედებმა არ უნდა კვებონ ძუძუთი ახალშობილები, რათა გამოირიცხოს აივ-ინფექციის გადადება.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

კაელიქსით მკურნალობის პერიოდში პაციენტმა არ უნდა მართოს ავტომობილი და სხვა მექანიზმები, რადგან პრეპარატმა შესაძლოა გამოიწვიოს დაღლილობა და ძილიანობა.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია კაელიქსის ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ:

ამ სამედიცინო პროდუქტის თითოეული მლ შეიცავს 1 მმოლ(23 მგ)-ზე ნაკლებ ნატრიუმს, რაც უმნიშვნელო რაოდენობაა. (შეიცავს 3.19 მგ/მლ N-(კარბამოილ-მეთოქსიპოლიეთილენ გლიკოლი 2000)-1,2-დისტაერიოლ-sn-გლიცერო-3-ფოსფოეთანოლამინის ნატრიუმის მარილს (MPEG-DSPE) და ნატრიუმის ჰიდროქსიდის კვალს).

ეს სამედიცინო პროდუქტი შეიცავს სრულად ნაჯერ სოიოს ფოსფატიდილქოლინს (HSPC). პრეპარატი არ გამოიყენება თუ პაციენტი ალერგიულია სოიოს ან მიწის თხილის მიმართ.

შეიცავს 940 მგ შაქარს 10 მლ-ან დოზაში. აღნიშნული გასათვალისწინებელია შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებისთვის.

ზოგიერთი ტიპის შაქრის აუთვისებლობის შემთხვევაში, პაციენტმა პრეპარატის მიღებამდე უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.

გვერდითი მოვლენები

სხვა პრეპარატების მსგავსად, კაელიქსმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები პაციენტებში, რომლებიც მგრძნობიარენი არიან პრეპარატში შემავალი ნივთიერებების მიმართ.

შემდეგი გვერდითი მოვლენებიდან რომელიმეს განვითარების შემთხვევაში, პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს ლატიქსას მიღება და მიმართოს ექიმს ან მიაკითხოს უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებას:

ალები სახეზე, ქოშინი, თავის ტკივილი, შემცივნება/კანკალი, ზურგის ტკივილი, შებოჭილობის შეგრძნება გულმკერდის და/ან ხახის არეში, ყელის ტკივილი, არტერიული წნევის დაქვეითება ან მომატება, აჩქარებული გულისცემა, სახის შეშუპება, ცხელება, თავბრუსხვევა, გულისრევა, მოუნელებლობა, ქავილი, გამონაყარი კანზე და ოფლიანობა. ძალიან იშვიათად, არსებობს გულყრების განვითარების შემთხვევები. ასევე, შესაძლოა განვითარდეს ჩხვლეტის შეგრძნება კანზე და შეშუპება პრეპარატის შეყვანის ადგილას. პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს ექიმს თუ კაელიქსის ინფუზიის დროს ვითარდება ჩხვლეტის ან დასუსხვის შეგრძნება.

ზემოთ მოცემული თითოეული გვერდითი მოვლენა ძალიან საშიში ხასიათისაა. მათგან რომელიმეს განვითარების შემთხვევაში, შესაძლოა საჭირო გახდეს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ან ჰოსპიტალიზაცია.

პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს თუ:

ვითარდება მტკივნეული სიწითლე ხელებსა და ფეხებზე;

ვითარდება მტკივნეული გამონაყარი და/ან დაწყლულება სხეულის ან პირის ღრუს მიდამოში;

პაციენტს აქვს გულთან ასოცირებული პრობლემები;

ვითარდება პირის ღრუს დაწყლულება;

პაციენტს აქვს ცხელება ან ინფექციის სხვა რომელიმე ნიშანი;

ვითარდება უეცარი ქოშინი ან მჭრელი ტკივილი გულმკერდის მიდამოში, რომელიც შესაძლოა უარესდებოდეს ღრმა ჩასუნთქვისას ან ხველისას;

ვითარდება შეშუპება, სითბოს შეგრძნება და შეხებისას ტკივილი ფეხის რბილ ქსოვილებში. აღნიშნული ზოგჯერ თანხლებულია ტკივილით, რომელიც უარესდება წამოდგომის ან სიარულის დროს.

გვერდითი მოვლენები მოცემულია განვითარების სიხშირის მიხედვით:

ძალიან ხშირი: მათი განვითარება მოსალოდნელია 10-დან 1-ზე მეტ შემთხვევაში

ხშირი: მათი განვითარება მოსალოდნელია 10-დან 1-ზე ნაკლებ და 100-დან 1-ზე მეტ შემთხვევაში

ნაკლებად ხშირი: მათი განვითარება მოსალოდნელია 100-დან 1-ზე ნაკლებ და 1000-დან 1-ზე მეტ შემთხვევაში

იშვიათი: მათი განვითარება მოსალოდნელია 1000-დან 1-ზე ნაკლებ და 10 000-დან 1-ზე მეტ შემთხვევაში

ძალიან იშვიათი: მათი განვითარება მოსალოდნელია 10 000-დან 1-ზე ნაკლებ შემთხვევაში

უცნობი სიხშირის: არსებული მონაცემების საფუძველზე სიხშირის დადგენა ვერ ხერხდება

ძალიან ხშირი (მათი განვითარება მოსალოდნელია 10-დან 1-ზე მეტ შემთხვევაში):

სიწითლე, შეშუპება და წყლულები ხელის და ფეხის გულებზე. აღნიშნული მოვლენები ხშირია და ზოგჯერ შესაძლოა მიიღოს მძიმე ხასიათი, რა შემთხვევაშიც, შესაძლოა გავლენა იქონიოს ყოველდღიური საქმიანობის შესრულებაზე. მსგავსი დაზიანებების სრულად ალაგებას შესაძლოა დაჭირდეს 4 კვირა. ექიმმა შესაძლოა გადაავადოს მკურნალობის მომდევნო კურსი ან შეამციროს დოზა (ასევე იხ. ქვემოთ – “მტევნის და ტერფის სინდრომის პრევენცია და მკურნალობის სტრატეგიები”).

ტკივილი ან წყლულები პირის ღრუში ან ხახაში, გულისრევა, ღებინება, ფაღარათი, ყაბზობა, უმადობა, წონაში კლება;

სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის დაქვეითება (აღნიშნულს შესაძლოა თან ახლდეს მიდრეკილება ინფექციებისადმი), ანემია (სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობის დაქვეითება, რასაც შესაძლოა თან ახლდეს სისუსტე), თრომბოციტების რაოდენობის დაქვეითება (შესაძლოა გაიზარდოს სისხლდენების რისკი). იშვიათ შემთხვევებში, სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის დაქვეითებამ შესაძლოა განაპირობოს ძლიერი ინფექციების განვითარება. აღნიშნული ჰემატოლოგიური გვერდითი მოვლენების რისკის არსებობის გამო, მკურნალობის პერიოდში, რეგულარულად შემოწმდება სისხლი. აივ/შიდს-თან ასოცირებულ კაპოშის სარკომას (AIDS-KS) მქონე პაციენტებში ჩატრებული კლინიკური კვლევის დროს, რომელიც ერთმანეთს ადარებდა კაელიქსის მონოთერაპიას და ბლეომიცინი/ვინკრისტინის კომბინაციურ თერაპიას, ზოგიერთი ტიპის ინფექცია შედარებით ხშირი იყო კაელიქსით მონოთერაპიის დროს. თუმცა, კაელიქსით მონოთერაპიის დროს ინფექციების განვითარების რისკი საგრძნობლად დაბალი იყო ტოპოტოკანით თერაპიასთან შედარებით (საკვერცხის შორსწასული კიბოს სამკურნალოდ);

დაღლილობა, ზოგადი სისუსტე, ჩხვლეტის და ტკივილის შეგრძნება ხელებსა და ფეხებში;

თმის ცვენა.

ხშირი (მათი განვითარება მოსალოდნელია 10-დან 1-ზე ნაკლებ და 100-დან 1-ზე მეტ შემთხვევაში):

კუჭის ტკივილი;

კანდიდოზური სტომატიტი (პირის ღრუს სოკოვანი ინფექცია), წყლულები ცხვირის ღრუში, სისხლდენა ცხვირიდან, ჰერპესი, ენის ანთება;

კაელიქსით მკურნალობის პერიოდში ღვიძლის ფუნქციის ზოგიერთი ლაბორატორიული პარამეტრი შესაძლოა გაიზარდოს ან დაქვეითდეს;

ძილიანობა, თავბრუსხვევა, გულის წასვლა, ძვლების ტკივილი, სარძევე ჯირკვლების ტკივილი, კუნთების უჩვეულო დაჭიმულობა, კუნთების ტკივილი, ფეხების კრამპები ან შეშუპება, სხეულის ზოგადი შეშუპება, თვალის ბადურას (თვალის შრე, რომელიც აღიქვამს სინათლეს) ანთება, ჭარბი ცრემლდენა, მხედველობის დაბინდვა, ჩხვლეტის ან ტკივილის შეგრძნება ფეხებში;

თმის ფოლიკულების ანთება, კანის აქერცვლა, კანის ანთება ან სიწითლე, კანის ფერის უჩვეულო ცვლილება, ფრჩხილების დაზიანებები;

გულის პრობლემები, მათ შორის არარეგულარული გულისცემა, სისხლძარღვების გაფართოება;

ცხელება, სხეულის ტემპერატურის მატება ან ინფექციის ნებისმიერი სხვა ნიშანი (აღნიშნული ასევე შესაძლოა განპირობებული იყოს ძირითადი დაავადებით);

რესპირატორული პრობლემები, მათ შორის სუნთქვის გაძნელება ან ხველება (აღნიშნული ასევე შესაძლოა განპირობებული იყოს ძირითადი დაავადებით გამოწვეული ინფექციებით);

გაუწყლოვნება (სითხის ნაკლებობა ორგანიზმში), წონის მკვეთრი კლება და კუნთების ატროფია; კალციუმის, მაგნიუმის, კალიუმის და ნატრიუმის რაოდენობის დაქვეითება სისხლში; კალიუმის რაოდენობის მომატება სისხლში;

საყლაპავი მილის ანთება, კუჭის ამომფენი შრის ანთება, ყლაპვის გაძნელება, პირის სიმშრალე, მეტეორიზმი, გინგივიტი, გემოვნების ცვლილებები;

საშოს ანთება;

ტკივილი შარდვისას;

თუ უწინ ჩატარებულ სხივურ თერაპიას მოჰყვა ისეთი რექციები, როგორიცაა ტკივილი, სიწითლე და კანის სიმშრალე, აღნიშნული ასევე შესაძლოა განვითარდეს კაელიქსით მკურნალობისას.

ნაკლებად ხშირი (მათი განვითარება მოსალოდნელია 100-დან 1-ზე ნაკლებ და 1000-დან 1-ზე მეტ შემთხვევაში):

კონფუზია;

ვენების სანათურის ანთება და კოლტების წარმოქმნა ვენებში. აღნიშნულმა შესაძლოა დააქვეითოს სისხლის მიწოდება ფილტვებში და გამოიწვიოს სუნთქვის პრობლემები, ტკივილი გულ-მკერდის არეში და პალპიტაციები;

გულის რითმის დარღვევები, აჩქარებული ან არარეგულარული გულისცემა, გულის უკმარისობა. აღნიშნულმა შესაძლოა გამოიწვიოს სუნთქვის გაძნელება, შეშუპება ფეხებში და გულის გაჩერება.

იშვიათი (მათი განვითარება მოსალოდნელია 1000-დან 1-ზე ნაკლებ და 10 000-დან 1-ზე მეტ შემთხვევაში):

კანის და ლორწოვანი გარსების მოლურჯო შეფერილობა სისხლში ჟანგბადის შემცველობის დაქვეითების გამო;

კანის ლაქოვანი შესქელება.

ძალიან იშვიათი (მათი განვითარება მოსალოდნელია 10 000-დან 1-ზე ნაკლებ შემთხვევაში):

კანის ძლიერი აშრევება, ლორწოვანი გარსების, მათ შორის პირის ღრუს დაწყლულება (სტივენს-ჯონსონის სინდრომი/ტოქსიური ეპიდერმული ნეკროლიზი);

კაელიქსით ხანგრძლივი მკურნალობისას (> 1 წ) შესაძლოა განვითარდეს პირის ღრუს კიბო.

შემდეგი მოვლენები შესაძლოა განპირობებული იყოს ძირითადი დაავადებით:

ზოგადი სისუსტე და დაღლილობა, ჩხვლეტის ან ტკივილის შეგრძნება ხელებსა და ფეხებში.

მტევნის და ტერფის სინდრომის პრევენცია და მკურნალობის სტრატეგიები:

შესაძლებლობის შემთხვევაში, ხელები და/ან ფეხები უნდა მოთავსდეს გრილ წყალში (მაგ. ტელევიზორის ყურებისას, კითხვისას ან რადიოს მოსმენისას);

ხელები და ფეხები უნდა იყოს დაუფარავ მდგომარეობაში (წინდების, ხელთათმანების და მსგავსი აქსესუარების გარეშე);

უპირატესობა უნდა მიენიჭოს გრილ გარემოში ყოფნას;

ცხელ ამინდშისასარგებლოა გრილი შხაპის მიღება;

არ შეიძლება მძიმე ვარჯიში, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს ფეხის ტრავმა (მაგ. სირბილი, სწრაფი სიარული);

ძალიან ცხელ წყალთან კანის კონტაქტი უნდა გამოირიცხოს (მაგ. ჯაკუზი, საუნა);

არ უნდა მოხდეს ვიწრო წინდების ან ფეხსაცმლის ან მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ტარება.

პირიდოქსინი (ვიტამინი B6):

ვიტამინი B6 ხელმისაწვდომია აფთიაქებში;

პირველი ნიშნების (მაგ. სიწითლე ან ჩხვლეტის შეგრძნება) გამოვლენისას საჭიროა 50-150 მგ B6 ვიტამინის მიღება ყოველდღიურად.

ისეთი გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში, რომლებიც არ არის მოცემული ამ ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს ან ფარმაცევტს.

გვერდითი მოვლენების შეტყობინება

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შესახებ, პაციენტმა უნდა აცნობოს მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. გვერდითი მოვლენების შეტყობინება ასევე შესაძლებელია თურქეთის ფარმაკოუსაფრთხოების ცენტრის (TÜFAM) მეშვეობით, ვებ-გვერდზე - www.titck.gov.tr არსებულ “Reporting Drug Side Effects” გრაფაზე მიყოლით ან სატელეფონო ზარით ნომერზე - 0 800 314 00 08.

გვერდითი მოვლენების შეტყობინებით, თითოეულ პაციენტს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ დამატებითი ცნობების შეგროვებაში.

ჭარბი დოზა

უეცარი ზედოზირებისას იზრდება ისეთი გვერდითი მოვლენების განვითარების რისკი, როგორიცაა წყლულები პირის ღრუში ან სისხლის თეთრი უჯრედების ან თრომბოციტების რაოდენობის დაქვეითება. აღნიშნულის მკურნალობა გულისხმობს ანტიბიოტიკებს, თრომბომასის ტრანსფუზიას, სისხლის თეთრი უჯრედების მასტიმულირებელ პრეპარატებს და პირის ღრუს წყლულების სამკურნალო ზედაპირულ საშუალებებს.

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

დოზის გამოტოვების შემთხვევაში

გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად ორმაგი დოზის მიღება დაუშვებელია.

მკურნალობის შეწყვეტასთან ასოცირებული შესაძლო გვერდითი მოვლენები:

ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ პრეპარატის მოხსნის შემდეგ შესაძლოა გამოვლინდეს არსებული დაავადების სიმპტომები, რასაც შესაძლოა დაჭირდეს დამატებითი მკურნალობა.

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერება: თითოეული საჩხვლეტი ფლაკონი შეიცავს 20 მგ პელიგირებულ ლიპოსომურ დოქსორუბიცინის ჰიდროქლორიდს.

დამხმარე ნივთიერებები

N-(კარბამოილ-მეთოქსიპოლიეთილენ გლიკოლი 2000)-1,2-დისტეაროილსნ-გლიცეროლი-3-ფოსფოეთანოლამინის ნატრიუმის მარილი (MPEG-DSPE)

  • 9 მგ

სრულად გაჯერებული სოიოს ფოსფატიდილქოლინი (HSPC)

  • 8 მგ

საქაროზა

940 მგ

ნატრიუმის ჰიდროქსიდი

მიკრო რაოდენობა (საკმარისი pH 6.5-ის

შესანარჩუნებლად)

კაელიქსი არის ლიპოსომური დოქსორუბიცინის ჰიდროქლორიდი, რომელიც ზედაპირულად შეკრულია მეთოქსიპოლიეთილენის გლიკოლით (MPEG). ეს პროცესი ცნობილია როგორც პეგილირება და ზრდის სისხლის მიმოქცევის დროს, რომლის დროსაც იცავს ლიპოსომას მონონუკლეარული ფაგოციტური სისტემის მიერ გამოვლენისგან.

დამხმარე ნივთიერებებისთვის იხილეთ 6.1.

  • წამლის ფორმა

საინფუზიო ხსნარის კონცენტრატი (სტერილური კონცენტრატი).

დისპერსია არის სტერილური, გამჭვირვალე და წითელი.

შენახვის პირობები

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, თავისივე კოლოფში.

ინახება 2-8C ტემპერატურაზე (მაცივარში). დაუშვებელია გაყინვა.

განზავების შემდეგ:

პრეპარატი ქიმიურ და ფიზიკურ მდგრადობას ინარჩუნებს 24 საათის განმავლობაში, 2-8oC ტემპერატურაზე.

მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით, პრეპარატის გამოყენება უნდა მოხდეს დაუყოვნებლივ, წინააღმდეგ შემთხვევაში, შენახვის პირობებზე და პროდუქტის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მომხმარებელს. განზავებიდან მის გამოყენებამდე პერიოდი არ უნდა აჭარბებდეს 24 საათს, 2-8oC ტემპერატურაზე შენახვის პირობებში. ნაწილობრივ გამოყენებული ფლაკონის შიგთავსი უნდა განადგურდეს.

გამოიყენება შენახვის ვადის შესაბამისად.

დაუშვებელია პრეპარატის გამოყენება შენახვის ვადის გასვლის შემდეგ. შენახვის ვადა მითითებულია კოლოფზე. იგულისხმება მითითებული თვის ბოლო დღე.

დაუშვებელია პროდუქტის გამოყენება თუ შეიმჩნევა ნალექის ან უცხო ნივთიერების კვალი მცირედი ნაწილაკების სახით.

დაუშვებელია გამოუყენებელი ან ვადაგასული პრეპარატის გადაგდება! ნარჩენები უნდა ჩაბარდეს გარემოსა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ გამოყოფილ სპეციალურ პუნქტში.

ციტოტოქსიური და ციტოსტატიკური სამედიცინო პროდუქტების შიდა შეფუთვის ნარჩენები წარმოადგენს საშიშ ნარჩენებს და მათი უტილიზაცია უნდა მოხდეს ნარჩენებთან მოპყრობის რეგულაციების შესაბამისად, რომელიც გამოქვეყნებულია ოფიციალურ ჟურნალში, თარიღით 2/4/2015 და ნომრით 29314.

ლიცენზიის მფლობელი:

Johnson and Johnson Sıhhi Mal. San. ve Tic. Ltd. Şti.

Ertürk Sok. Keçeli Plaza No: 13 34810

Kavacık/Beykoz/istanbul

Tel: 0 216 538 20 00

ჯონსონ ენდ ჯონსონ სიჰი მალ. სან. ვე ტიკ. ლტდ. სტი.

ერტურკ სოკ. კეცელი პლაზა ნო: 13 34810

კავაციკ/ბეიკოზ/სტამბული

წარმოების ადგილი:

GlaxoSmithKline Manufacturing S.p.A - San Polo/Torrile/Italy

გლაქსოსმითკლაინ მანუფაქტურინგ ს.პ.ა – სან პოლო/ტორილე/იტალია

ინსტრუქციის დამტკიცების თარიღი: 08/04/2020.

შემდგომი ინფორმაცია განკუთვნილია მხოლოდ ექიმების და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებისთვის

კაელიქსის მომზადებისას გასათვალისწინებელი საკითხები: აუცილებელია ხელთათმანების გამოყენება. კანთან ან ლორწოვან გარსებთან კონტაქტის შემთხვევაში, შესაბამისი მიდამო უნდა ჩამოიბანოს დაუყოვნებლივ, წლით და საპონით. კაელიქსის შენახვა და მასთან მოპყრობა უნდა მოხდეს კიბოს საწინააღმდეგო სხვა საშუალებების მსგავსად.

კაელიქსის საჭირო დოზის განსაზღვრის შემდეგ (რეკომენდებული დოზა განისაზღვრება პაციენტის სხეულის ზედაპირის ფართობის მიხედვით), შესაბამისი მოცულობა თავსდება სტერილურ შპრიცში. ვინაიდან კაელიქსი არ შეიცავს კონსერვანტებს და ბაქტერიოსტატულ ნივთიერებებს, საჭიროა ასეპტიური ზომების მკაცრი დაცვა.

ინფუზიის დაწყებამდე, კაელიქსის შესაბამისი დოზა ზავდება 5% (50 მგ/მლ) გლუკოზას ხსნარში. < 90 მგ დოზა იხსნება 250 მგ გლიკოზას 5 % ხსნარში; ≥ 90 მგ დოზა იხსნება 500 მლ 5% დექსტროზას ხსნარში. ინფუზიასთან ასოცირებული არასასურველი რეაქციების თავიდან ასაცილებლად, პირველი ინფუზიის ხანგრძლივობა არ უნდა იყოს 1 მგ/წთ-ზე სწრაფი. თუ ინფუზიასთან ასოცირებული არასასურველი რეაქციები არ გამოვლინდება, შემდგომი ინფუზიის ხანგრძლივობა შესაძლოა იყოს 60 წუთამდე.

თუ საკვერცხის კიბოს მქონე პაციენტებში ვითარდება ინფუზიასთან ასოცირებული არასასურველი რეაქციები, ინფუზიის მეთოდი უნდა შეიცვალოს შემდეგნაირად: საერთო დოზის 5 %-ის შეყვანა უნდა მოხდეს საწყის 15 წუთში. თუ აღნიშნულ პერიოდში არ ვითარდება არასასურველი რეაქციები, ინფუზიის სიჩქარე უნდა გაორმაგდეს მომდევნო 15 წუთის განმავლობაში. თუ კვლავ არ ვითარდება არასასურველი რეაქციები, დარჩენილი დოზის ინფუზია უნდა მოხდეს მომდევნო 1 საათის განმავლობაში (საერთო ჯამში ინფუზიის ხანგრძლივობა - 90 წუთი).

ინფუზიასთან ასოცირებული ადრეული არასასურველი რეაქციების განვითარების შემთხვევაში, ინფუზია დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და გამოყენებულ იქნეს შესაბამისი თერაპიული საშუალებები (ანტიჰისტამინები და/ან ხანმოკლე მოქმედების კორტიკოსტეროიდები). ინფუზია უნდა გაგრძელდეს შედარებით ნელი ტემპით.

განზავებისას ნებისმიერმა ხსნარმა გარდა 5% გლუკოზას ხსნარისა (50 მგ/მლ) ან ბაქტერიოსტატურმა ნივთიერებებმა შესაძლოა განაპირობოს ნალექის განვითარება კაელიქსში.

რეკომენდებულია, რომ კაელიქსის საინფუზიო მილი შეუერთდეს 5% გლუკოზას ხსნარის (50 მგ/მლ) ინტრავენური ინფუზიის მილს. ინფუზია უნდა წარმოებდეს პერიფერიულ ვენაში. მილშიდა ფილტრების გამოყენება არ უნდა მოხდეს.

დაუშვებელია პროდუქტის გამოყენება თუ შეიმჩნევა ნალექის ან უცხო ნივთიერების კვალი მცირედი ნაწილაკების სახით.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ციტოტოქსიური ანტიბიოტიკები და ანალოგები (ანტრაციკლინები და ანალოგები)

ათქ კოდი: L01DB01

მოქმედების მექანიზმი

კაელიქსის აქტიური ნივთიერება, დოქსორუბიცინის ჰიდროქლორიდი წარმოადგენს Streptomyces peucetius var. caesius, რომელიც არის ციტოტოქსიური ანტრაციკლინის ანტიბიოტიკი.

დოქსორუბიცინის სიმსივნის საწინააღმდეგო ეფექტის მექანიზმი ბოლომდე არ არის ცნობილი.

ზოგადად ითვლება, რომ დნმ-ის, რნმ-ის და ცილის სინთეზის დათრგუნვა პასუხისმგებელია ციტოტოქსიური ეფექტის მნიშვნელოვან ნაწილზე. ეს, სავარაუდოდ არის ანტრაციკლინის დნმ-ის ორმაგი სპირალის დაპირისპირებულ ფუძე წყვილებს შორის ინსერციის შედეგი, რაც ხელს უშლის რეპლიკაციისთვის აუცილებელ დაშლას.

კლინიკური ეფექტურობა და უსაფრთხოება

საკვერცხის ეპითელური კიბოს მქონე პაციენტებში, რომლებშიც ვერ მოხერხდა პირველი რიგის პლატინაზე დაფუძნებული ქიმიოთერაპიის ჩატარება, დასრულდა 3 ფაზიანი შედარებითი კვლევა, რომელშიც შედარებული იქნა კაელიქსის და ტოპოტეკანის გამოყენება, რომლებშიც მონაწილეობდა 474 პაციენტი. პაციენტებში, რომლებსაც მკურნალობდნენ კაელიქსით, აღინიშნა სარგებელი საერთო გადარჩენაში პაციენტებთან შედარებით, რომლებიც მკურნალობდნენ ტოპოტეკანით, Hazard Ratio (CR) 1216 (95% ნდობის კოეფიციენტი 1000, 1.478), p=0.050. გადარჩენის მაჩვენებლები კაელიქსით 1, 2 და 3 წლის განმავლობაში იყო 56.3%, 34.7% და 20.2%, შესაბამისად, 54.0, 23.6% და 13.2% გადარჩენის მაჩვენებლებთან შედარებით, რომლებიც დაფიქსირდა ტოპოტეკანით. სხვაობა კიდევ უფრო დიდი იყო პლატინისადმი მგრძნობიარე პაციენტების ქვეჯგუფში: Hazard Ratio (CR) 1.432 (95% ნდობის კოეფიციენტი; 1.066, 1.923), p=0.017. კაელიქსით გადარჩენის მაჩვენებლები 1, 2 და 3 წლის განმავლობაში იყო 74.1%, 51.2% და 28.4%, შესაბამისად, 66.2%, 31.0% და 17.5% გადარჩენის მაჩვენებლებთან შედარებით, რომლებიც დაფიქსირდა ტოპოტეკანით.

მკურნალობა პლატინ-რეფრაქტორული პაციენტების ქვეჯგუფში იყო მსგავსი: Hazard Ratio (CR) 1.069 (95% ნდობის კოეფიციენტი; 0.823, 1.387), p=0.618. კაელიქსით გადარჩენის მაჩვენებლები 1, 2 და 3 წლებში იყო 41.5%, 21.1% და 13.8%, შესაბამისად, 43.2%, 17.2% და 9.5% გადარჩენის მაჩვენებლებთან შედარებით, რომლებიც დაფიქსირდა ტოპოტეკანით.

  • 2. ფარმაკოკინეტიკური თვისებები

ზოგადი მახასიათებლები

ეკვივალენტური დოზებით, პლაზმური კონცენტრაცია და ფართობი კაელიქსის მრუდის ქვეშ (შეიცავს გაზომილი დოქსორუბიცინის 90%-95%) მნიშვნელოვნად აღემატება კონცენტრაციას, რომელიც მიიღწევა ჩვეულებრივი დოქსორუბიცინის ჰიდროქლორიდის პრეპარატებით. ამიტომ, ის არ უნდა იქნას გამოყენებული სხვა დოქსორუბიცინის პრეპარატებთან ურთიერთშენაცვლებით.

აბსორბცია

კაელიქსი შეიყვანება ინტრავენური გზით.

განაწილება

კაელიქსი გააჩნია დოქსორუბიცინის ხანგრძლივი მოცირკულირე პეგილირებული ლიპოსომური აგებულება. პოლიეთილენის გლიკოლით დაფარული ლიპოსომები შეიცავენ ზედაპირზე დამაკავშირებელ ჰიდროფილურ პოლიმერულ მეთოქსიპოლიეთილენ გლიკოლის (MPEG) ფრაგმენტებს. ეს ხაზოვანი MPEG ჯგუფები ვრცელდებიან ლიპოსომის ზედაპირიდან გარეთ, ქმნიან დამცავ ფენას, რომელიც ამცირებს ურთიერთქმედებას ლიპიდურ ორ შრეს და პლაზმურ ნაერთებს შორის. ეს საშუალებას აძლევს კაელიქსის ლიპოსომებს შენარჩუნდნენ სისხლში დიდი ხნის განმავლობაში. პოლიეთილენ გლიკოლით დაფარული ლიპოსომები საკმარისად მცირეა (საშუალო დიამეტრი დაახლოებით 100 ნმ) დაზიანებული სისხლძარღვებიდან ექსტრავაზაციისთვის, რომლებიც კვებავენ სიმსივნეებს. სისხლძარღვებიდან პეგილირებული ლიპოსომების შესვლა და დაგროვება სიმსივნეებში დაფიქსირდა ტრანსგენურ თაგვებში KS მსგავსი დაზიანებებით და თაგვებში C-26 მსხვილი ნაწლავის კიბოს სიმსივნეებით. პოლიეთილენ გლიკოლით დაფარულ ლიპოსომებს ასევე აქვთ დაბალი გამტარიანობის ლიპიდური მატრიცა და შიდა წყლიანი ბუფერული სისტემა, რომელიც საშუალებას აძლევს დოქსორუბიცინის ჰიდროქლორიდს შენარჩუნდეს ლიპოსომაში ლიპოსომის მიმოქცევაში სიცოცხლის განმავლობაში.

სტანდარტული დოქსორუბიცინის ჰიდროქლორიდს ახასიათებს ქსოვილის მკვრივი განაწილება (განაწილების მოცულობა: 700-1100 ლ/მ2).

კაელიქსის ფარმაკოკინეტიკური პროფილი მიუთითებს, რომ ეს ნივთიერება იმყოფება სისხლძარღვთა სითხის მოცულობაში და რომ დოქსორუბიცინის სისხლის კლირენსი დამოკიდებულია ლიპოსომურ გადამზიდველზე. დოქსორუბიცინი გამოიყოფა ლიპოსომების ექსტრავაზაციის შემდეგ და ქსოვილში გადასვლის შემდეგ.

ბიოტრანსფორმაცია

დოქსორუბიცინოლი, დოქსორუბიცინის მთავარი მეტაბოლიტი, რომელიც მეტაბოლიზდება ღვიძლში, აღმოჩნდა ძალიან დაბალ დონეზე (0,8-26,2 ნგ/მლ) პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ 10 მგ/მ2 ან 20 მგ/მ2 კაელიქსს.

ელიმინაცია

სტანდარტულ დოქსორუბიცინის ჰიდროქლორიდს, რომელიც გამოიყოფა ნაღველში, ახასიათებს სწრაფი ელიმინაციის კლირენსი (კლირენსი: 24-73 ლ/სთ/მ2). სტანდარტული დოქსორუბიცინის ჰიდროქლორიდისგან განსხვავებით, კაელიქსის ფარმაკოკინეტიკური პროფილი მიუთითებს, რომ დოქსორუბიცინის სისხლის კლირენსი დამოკიდებულია სისხლში ლიპოსომურ გადამზიდველზე და, შესაბამისად, ელიმინაციის კლირენსი გაცილებით დაბალია (საშუალო მნიშვნელობა 0.041 ლ/სთ/მ2 20 მგ/მ2-ისთვის).

წრფივობა/არაწრფივობა

კაელიქსის პლაზმური ფარმაკოკინეტიკა ადამიანებში მნიშვნელოვნად განსხვავდება დოქსორუბიცინის სტანდარტული პრეპარატებისგან, რომლებიც მოიხსენიება ლიტერატურაში. კაელიქსმა აჩვენა ხაზოვანი ფარმაკოკინეტიკა დაბალი დოზებისას 10მგ/მ2-20მგ/მ2 და არაწრფივი ფარმაკოკინეტიკა დოზის დიაპაზონში 10მგ/მ2-60მგ/მ2.

პოპულაციის ფარმაკოკინეტიკა

კაელიქსის ფარმაკოკინეტიკა შეფასებული იყო პოპულაციის ფარმაკოკინეტიკური მეთოდის გამოყენებით 120 პაციენტში 10 სხვადასხვა კლინიკური გამოკვლევიდან. კაელიქსის ფარმაკოკინეტიკა 10 მგ/მ2-60 მგ/მ2 დოზის დიაპაზონში ვლინდება ორნაწილიანი არაწრფივი მოდელის სახით, რომელიც შეესაბამება ნულოვანი რიგის კინეტიკას და მაიკლის-მენტენის ელიმინაციას.

კაელიქსის საშუალო შიდა კლირენსი შეადგენს 0,030 ლ/სთ/მ2 (დიაპაზონი 0,008-დან 0,152 ლ/სთ/მ2-მდე) და განაწილების საშუალო ცენტრალური მოცულობა არის დაახლოებით 1,93 ლ/მ2 (დიაპაზონი 0,96-3,85 ლ/სთ/მ2-მდე) პლაზმურ მოცულობასთან მიმართებაში.

ვირტუალური ნახევარგამოყოფის პერიოდი მერყეობს 24-დან 231 საათამდე, 73.9 საათიანი საშუალო მნიშვნელობით.

მახასიათებლები პაციენტებში

საკვერცხის კიბოს მქონე პაციენტები

საკვერცხის კიბოს მქონე 11 პაციენტში გამოვლენილი კაელიქსის ფარმაკოკინეტიკა ანალოგიური იყო უფრო დიდ პოპულაციაში 120 პაციენტში გამოვლენილის, რომელთაც აღენისნებოდათ სხვადასხვა ტიპის კიბო. საშუალო შიდა კლირენსი არის 0,021 ლ/სთ/მ2 (0,009-0,041 ლ/სთ/მ2), განაწილების საშუალო ცენტრალური მოცულობა არის 1,95 ლ/მ2 (1,67-2,40 ლ/მ2). საშუალო ვირტუალური ნახევარგამოყოფის პერიოდი იყო 75 საათი (36.1-125 საათი).

Aids-Ks პაციენტები

კაელიქსის პლაზმური ფარმაკოკინეტიკა შეფასებული იყო 23 პაციენტში, რომლებთაც აღენიშნებოდათ კაპოშის სარკომა და რომლებშიც გამოიყენებოდა ერთჯერადი 20 მგ/მ2 დოზა 30 წუთიანი ინფუზიის სახით. კაელიქსის ფარმაკოკინეტიკური პარამეტრები (ძირითადად ლიპოსომით ინკაფსულირებული დოქსორუბიცინის ჰიდროქლორიდი და დაბალი დონის არაკაფსულირებული დოქსორუბიცინის ჰიდროქლორიდი), რომლებიც დაფიქსირდა 20 მგ/მ2 დოზების მიღების შემდეგ, წარმოდგენილია ქვემოთ მოცემულ ცხრილში.

ცხრილი 5: ფარმაკოკინეტიკური პარამეტრები AIDS-KS პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ კაელიქსით

საშუალო დონე ± სტანდარტული ცდომილება

პარამეტრები

20 მგ/მ2 (n=23)

მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაცია* (მიკროგრამი/მლ)

8,34 ± 0,49

პლაზმური კლირენსი (ლ/სთ/მ2)

  • 041 ± 0.004

განაწილების მოცულობა (ლ/მ2)

  • 72 ± 0.120

AUC (მგ/მლ.საათი)

590.00 ± 58.7

λl1 ნახევარგამოყოფის პერიოდი (საათი)

  • 2 ± 1.4

λ2 ნახევარგამოყოფის პერიოდი (საათი)

  • 0 ± 4.8
  • იზომება 30 წუთიანი ინფუზიის შემდეგ

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

გამოყენების ინსტრუქცია

კაელიქსი 2 მგ/მლ კონცენტრატი საინფუზიო ხსნარისთვის

სტერილური – არაპიროგენური – ციტოტოქსიური

პრეპარატი შეიყვანება ვენაში ნელი ინფუზიის სახით.

აქტიური ნივთიერება: თითოეული ფლაკონი შეიცავს 20 მგ პეგილირებულ ლიპოსომურ დოქსორუბიცინის ჰიდროქლორიდს.

დამხმარე ნივთიერებები: N-(კარბამოილ-მეთოქსიპოლიეთილენ გლიკოლი 2000)-1,2-დისტაერიოლ-sn-გლიცერო-3-ფოსფოეთანოლამინის ნატრიუმის მარილი (MPEG-DSPE), სრულად ნაჯერი სოიოს ფოსფატიდილქოლინი (HSPC), ქოლესტეროლი, ამონიუმის სულფატი, საქაროზა (შაქარი), ჰისტიდინი, საინექციო წყალი, ქლორწყალბადის მჟავა და ნატრიუმის ჰიდროქსიდი.

პრეპარატის გამოყენებამდე საჭიროა ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა, რადგან ის პაციენტისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს

საჭიროა ინსტრუქციის შენახვა. შესაძლოა წარმოიშვას მისი ხელახალი გაცნობის აუცილებლობა.

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

ეს პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ პირადი.

მოხმარებისთვის. დაუშვებელია პრეპარატის სხვისთვის მიცემა.

კლინიკაში ვიზიტისას ან ექიმთან კონსულტაციისას, პაციენტმა უნდა აცნობოს ექიმს ამ პრეპარატის გამოყენების შესახებ.

პრეპარატის მიღება უნდა მოხდეს ინსტრუქციაში მოცემული წესით. დაუშვებელია რეკომენდებულზე მაღალი ან დაბალი დოზის გამოყენება.

ინსტრუქციაში მოცემულია:

რას წარმოადგენს კაელიქსი და რისთვის გამოიყენება იგი

რა უნდა იცოდეს პაციენტმა კაელიქსის გამოყენებამდე

კაელიქსის მიღების წესი

შესაძლო გვერდითი მოვლენები

კაელიქსის შენახვის წესი

სათაურები მოცემულია.

რას წარმოადგენს კაელიქსი და რისთვის გამოიყენება იგი

კაელიქსი წარმოადგენს სტერილურ, ნახევრად გამჭვირვალე, წითელი ფერის ხსნარს, რომელიც განკუთვნილია ვენაში ინფუზიისთვის, მოთავსებულია ერთჯერადი გამოყენების ფლაკონებში 20 მგ/ 10 მლ კონცენტრაციით და შეფუთულია მუყაოს კოლოფში. კაელიქსი მიეკუთვნება ათრაციკლინების ჯგუფის სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატებს.

კაელიქსი გამოიყენება ქალებში, საკვერცხის კიბოს შორსწასული ფორმების სამკურნალოდ. კაელიქსი კლავს კიბოს უჯრედებს, ამცირებს სიმსივნის ზომას, აფერხებს სიმსივნის ახალწარმოქმნას და ზრდის სიცოცხლის მოსალოდნელ ხანგრძლივობას.

კაელიქსს ასევე გააჩნია დადებითი თერაპიული ეფექტი აივ/შიდს-თან ასოცირებულ კაპოშის სარკომას (AIDS-KS) დროს, მათ შორის სიმსივნის სისქის შემცირების, გათხელების ან დაპატარავების გზით. კაპოშის სარკომასთან ასოცირებული სხვა სიმპტომები, როგორიცაა მაგ. სიმსივნური წარმონაქმნის გარშემო შეშუპება, შესაძლოა ასევე გაუმჯობესდეს ან გაქრეს.

კაელიქსში შემავალ აქტიურ ნივთიერებას შეუძლია გაარჩიოს კიბოს უჯრედები ჯანმრთელი უჯრედებისგან და სელექტიურად გაანადგუროს ისინი. დოქსორუბიცინის ჰიდროქლორიდი (აქტიური ნივთიერება) “ჩამაგრებულია” მცირე ზომის სფერულ ნაწილაკებში - პეგილირებულ ლიპოსომებში, რომელთა საშუალებითაც, პრეპარატი სისხლძარღვებიდან ხვდება მხოლოდ კიბოს უჯრედებში (ჯანმრთელი უჯრედების ნაცვლად).

  • რა უნდა იცოდეს პაციენტმა კაელიქსის გამოყენებამდე

კაელიქსი არ გამოიყენება შემდეგ შემთხვევებში:

თუ პაციენტი ალერგიულია (ჰიპერმგრძნობიარეა) დოქსორუბიცინის ჰიდროქლორიდის ან პრეპარატში შემავალი რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ (იხ. დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალი).

კაელიქსი არ უნდა იქნეს გამოყნებული თუ აივ/შიდს-თან ასოცირებულ კაპოშის სარკომას (AIDS-KS) ეფექტური მკურნალობა ხერხდება ადგილობრიბი (ლოკალური) თერაპიით ან სისტემური ალფა-ინტერფერონით.

კაელიქსი შეიცავს სოიოს ზეთს. პაციენტმა არ უნდა მიიღოს კაელიქსი თუ იგი ალერგიულია სოიოს ან მიწის თხილის მიმართ.

შემდეგ შემთხვევებში, კაელიქსი გამოიყენება განსაკუთრებული სიფრთხილით:

თუ პაციენტი მკურნალობს გულის ან ღვიძლის დაავადების გამო;

თუ პაციენტს აქვს შაქრიანი დიაბეტი – ვინაიდან, კაელიქსი შეიცავს შაქარს და შეყვანამდე ზავდება შაქრის შემცველ დექსტროზას ხსნარში;

აღნიშნულის გათვალისწინებით, შესაძლოა საჭირო გახდეს ანტიდიაბეტური მკურნალობის კორექცია.

თუ პაციენტს აქვს კაპოშის სარკომა და ამოკვეთილი აქვს ელენთა;

თუ პაციენტს აღენიშნება წყლულები, ფერის ცვლილება ან ნებისმიერი სახის დისკომფორტი პირის ღრუში.

პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს თუ ზემოთ მოცემულიდან რომელიმე ეხება მას ან ეხებოდა წარსულში.

ურთიერთქმედება საკვებთან და სასმელთან

პრეპარატის მიღების გზიდან გამომდინარე, საკვები და სასმელი მის მოქმედებაზე გავლენას არ ახდენს.

ორსულობა

პრეპარატის მიღებამდე აუცილებელია ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაცია.

კაელიქსში შემავალმა აქტიურმა ნივთიერებამ – დოქსორუბიცინის ჰიდროქლორიდმა შესალოა გამოიწვიოს თანდაყოლილი მანკების განვითარება ნაყოფში. მნიშვნელოვანია, რომ მკურნალ ექიმს ეცნობოს ორსულობის შესახებ. თუ პაციენტი ან მისი პარტნიორი მკურნალობს კაელიქსით, საჭიროა ორსულობისგან თავის არიდება და ჩასახვის საწინააღმდეგო ეფექტური საშუელბების გამოყენება მკურნალობის პერიოდში და მისი დასრულებიდან 6 თვის მანძილზე.

პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს ან ფარმაცევტს თუ კაელიქსით მკურნალობის პერიოდში შეიტყობს, რომ არის ორსულად.

ძუძუთი კვება

პრეპარატის მიღებამდე აუცილებელია ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაცია.

დოქსორუბიცინის ჰიდროქლორიდმა შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს ბავშვის ჯანმრთელობაზე ძუძუთი კვების პერიოდში; ამრიგად, კაელიქსით მკურნალობის დაწყებამდე ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს. ჯანდაცვის ექსპერტთა რეკომენდაციით, აივ-დადებითმა დედებმა არ უნდა კვებონ ძუძუთი ახალშობილები, რათა გამოირიცხოს აივ-ინფექციის გადადება.

ავტომობილის და სხვა მექანიზმების მართვა

კაელიქსით მკურნალობის პერიოდში პაციენტმა არ უნდა მართოს ავტომობილი და სხვა მექანიზმები, რადგან პრეპარატმა შესაძლოა გამოიწვიოს დაღლილობა და ძილიანობა.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია კაელიქსის ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ:

ამ სამედიცინო პროდუქტის თითოეული მლ შეიცავს 1 მმოლ(23 მგ)-ზე ნაკლებ ნატრიუმს, რაც უმნიშვნელო რაოდენობაა. (შეიცავს 3.19 მგ/მლ N-(კარბამოილ-მეთოქსიპოლიეთილენ გლიკოლი 2000)-1,2-დისტაერიოლ-sn-გლიცერო-3-ფოსფოეთანოლამინის ნატრიუმის მარილს (MPEG-DSPE) და ნატრიუმის ჰიდროქსიდის კვალს).

ეს სამედიცინო პროდუქტი შეიცავს სრულად ნაჯერ სოიოს ფოსფატიდილქოლინს (HSPC). პრეპარატი არ გამოიყენება თუ პაციენტი ალერგიულია სოიოს ან მიწის თხილის მიმართ.

შეიცავს 940 მგ შაქარს 10 მლ-ან დოზაში. აღნიშნული გასათვალისწინებელია შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებისთვის.

ზოგიერთი ტიპის შაქრის აუთვისებლობის შემთხვევაში, პაციენტმა პრეპარატის მიღებამდე უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან

უნდა მიემართოს ექიმს:

თუ პაციენტს უტარდება ან ახლო წარსულში აქვს ჩატარებული კიბოს საწინააღმდეგო სხვა მკურნალობა; განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს პრეპარტებს, რომლებიც ამცირებენ სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობას, აღნიშნულ შემთხვევაში კი სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობა შესაძლოა მეტად დაქვეითდეს. პაციენტმა კონსულტაცია უნდა გაიაროს ექიმთან თუ ზუსტად არ იცნობს მისთვის ჩატარებულ მკურნალობას ან არ აქვს სრული ინფორმაცია მისი დაავადების შესახებ.

პაციენტმა უნდა მიაწოდოს ინფორმაცია ექიმს ან ფარმაცევტს იმ პრეპარატების შესახებ, რომლებსაც იღებს ან იღებდა უახლოეს წარსულში, მათ შორის რეცეპტით ან ურეცეპტოდ გასაცემ მედიკამენტებზე.

  • კაელიქსის მიღების წესი

სწორი გამოყენების და დოზირების ინსტრუქციები:

კაელიქსის გამოშვების ფორმა უნიკალურია, ამიტომ, იგი არ გამოიყენება დოქსორუბიცინის ჰიდროქლორიდის სხვა ფორმებთან შენაცვლებით.

მიღების გზა და მეთოდი:

პრეპარატი შეიყვანება ნელი ინტრავენური ინფუზიის სახით, მკურნალი ექიმის მიერ. დოზისა და დაავადების სპეციფიკიდან გამომდინარე, ინფუზია შესაძლოა გაგრძელდეს 30 წთ-დან >1 სთ-მდე (მაგ. 90 წუთი).

საკვერცხის კიბოს სამკურნალოდ, გამოიყენება 50 მგ კაელიქსი სხეულის ზედაპირის ფართობის თითოეულ მ2-ზე. სხეულის ზედაპირის ფართობი გამოითვლება სიმაღლის და წონის მიხედვით. აღნიშნული დოზა გამეორდება ყოველ 4 კვირაში ერთხელ თუ დაავადება არ პროგრესირებს და ორგანიზმი ახერხებს მის ატანას.

კაპოშის სარკომას სამკურნალოდ, გამოიყენება 20 მგ კაელიქსი სხეულის ზედაპირის ფართობის თითოეულ მ2-ზე. სხეულის ზედაპირის ფართობი გამოითვლება სიმაღლის და წონის მიხედვით. დოზა გამეორდება 2-3 კვირაში ერთხელ, 2-3 თვის განმავლობაში. აღნიშნული პერიოდის შემდეგ, პრეპარატის მიღების სიხშირე განისაზღვრება საჭიროებისამებრ, მდგომარეობის პროგრესის შესანარჩუნებლად.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:

გამოყენება ბავშვებში:

ვინაიდან პრეპარატის უსაფრთხოება და ეფექტურობა ბავშვებში დადგენილი არ არის, კაელიქსი არ გამოიყენება 18 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში.

გამოყენება ხანდაზმულ ასაკში:

21-დან 75 წლამდე ასაკის პაციენტებში დოზირება და გამოყენების მეთოდი განსხვავებული არ არის.

გამოყენება განსაკუთრებული მდგომარეობების დროს:

კაელიქსის გამოყენება დასაშვებია, როდესაც დაავადება მეტასტაზირებს ღვიძლში და ბილირუბინის დონე (ნივთიერება, რომელიც გამოიყოფა ღვიძლის მიერ) იმატებს ნორმაზე არაუმეტეს 4-ჯერ. თუმცა, აღნიშნულ შემთხვევაში, პრეპარატის დოზა უნდა შემცირდეს ბილირუბინის დონის მიხედვით, რისი მონიტორინგიც უნდა მოხდეს მკურნალობის დაწყებისას და მისი მიმდინარეობისას. მკურნალი ექიმი დაადგენს საჭირო დოზას ბილირუბინის დონის შესაბამისად.

თირკმელების უკმარისობის მქონე პაციენტებში დოზის შემცირება საჭირო არ არის.

პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს თუ ფიქრობს, რომ კაელიქსის მოქმედება არასათანადოდ სუსტი ან ზედმეტად ძლიერია.

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში

უეცარი ზედოზირებისას იზრდება ისეთი გვერდითი მოვლენების განვითარების რისკი, როგორიცაა წყლულები პირის ღრუში ან სისხლის თეთრი უჯრედების ან თრომბოციტების რაოდენობის დაქვეითება. აღნიშნულის მკურნალობა გულისხმობს ანტიბიოტიკებს, თრომბომასის ტრანსფუზიას, სისხლის თეთრი უჯრედების მასტიმულირებელ პრეპარატებს და პირის ღრუს წყლულების სამკურნალო ზედაპირულ საშუალებებს.

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

დოზის გამოტოვების შემთხვევაში

გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად ორმაგი დოზის მიღება დაუშვებელია.

მკურნალობის შეწყვეტასთან ასოცირებული შესაძლო გვერდითი მოვლენები:

ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ პრეპარატის მოხსნის შემდეგ შესაძლოა გამოვლინდეს არსებული დაავადების სიმპტომები, რასაც შესაძლოა დაჭირდეს დამატებითი მკურნალობა.

  • შესაძლო გვერდითი მოვლენები

სხვა პრეპარატების მსგავსად, კაელიქსმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები პაციენტებში, რომლებიც მგრძნობიარენი არიან პრეპარატში შემავალი ნივთიერებების მიმართ.

შემდეგი გვერდითი მოვლენებიდან რომელიმეს განვითარების შემთხვევაში, პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს ლატიქსას მიღება და მიმართოს ექიმს ან მიაკითხოს უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებას:

ალები სახეზე, ქოშინი, თავის ტკივილი, შემცივნება/კანკალი, ზურგის ტკივილი, შებოჭილობის შეგრძნება გულმკერდის და/ან ხახის არეში, ყელის ტკივილი, არტერიული წნევის დაქვეითება ან მომატება, აჩქარებული გულისცემა, სახის შეშუპება, ცხელება, თავბრუსხვევა, გულისრევა, მოუნელებლობა, ქავილი, გამონაყარი კანზე და ოფლიანობა. ძალიან იშვიათად, არსებობს გულყრების განვითარების შემთხვევები. ასევე, შესაძლოა განვითარდეს ჩხვლეტის შეგრძნება კანზე და შეშუპება პრეპარატის შეყვანის ადგილას. პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს ექიმს თუ კაელიქსის ინფუზიის დროს ვითარდება ჩხვლეტის ან დასუსხვის შეგრძნება.

ზემოთ მოცემული თითოეული გვერდითი მოვლენა ძალიან საშიში ხასიათისაა. მათგან რომელიმეს განვითარების შემთხვევაში, შესაძლოა საჭირო გახდეს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ან ჰოსპიტალიზაცია.

პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს თუ:

ვითარდება მტკივნეული სიწითლე ხელებსა და ფეხებზე;

ვითარდება მტკივნეული გამონაყარი და/ან დაწყლულება სხეულის ან პირის ღრუს მიდამოში;

პაციენტს აქვს გულთან ასოცირებული პრობლემები;

ვითარდება პირის ღრუს დაწყლულება;

პაციენტს აქვს ცხელება ან ინფექციის სხვა რომელიმე ნიშანი;

ვითარდება უეცარი ქოშინი ან მჭრელი ტკივილი გულმკერდის მიდამოში, რომელიც შესაძლოა უარესდებოდეს ღრმა ჩასუნთქვისას ან ხველისას;

ვითარდება შეშუპება, სითბოს შეგრძნება და შეხებისას ტკივილი ფეხის რბილ ქსოვილებში. აღნიშნული ზოგჯერ თანხლებულია ტკივილით, რომელიც უარესდება წამოდგომის ან სიარულის დროს.

გვერდითი მოვლენები მოცემულია განვითარების სიხშირის მიხედვით:

ძალიან ხშირი: მათი განვითარება მოსალოდნელია 10-დან 1-ზე მეტ შემთხვევაში

ხშირი: მათი განვითარება მოსალოდნელია 10-დან 1-ზე ნაკლებ და 100-დან 1-ზე მეტ შემთხვევაში

ნაკლებად ხშირი: მათი განვითარება მოსალოდნელია 100-დან 1-ზე ნაკლებ და 1000-დან 1-ზე მეტ შემთხვევაში

იშვიათი: მათი განვითარება მოსალოდნელია 1000-დან 1-ზე ნაკლებ და 10 000-დან 1-ზე მეტ შემთხვევაში

ძალიან იშვიათი: მათი განვითარება მოსალოდნელია 10 000-დან 1-ზე ნაკლებ შემთხვევაში

უცნობი სიხშირის: არსებული მონაცემების საფუძველზე სიხშირის დადგენა ვერ ხერხდება

ძალიან ხშირი (მათი განვითარება მოსალოდნელია 10-დან 1-ზე მეტ შემთხვევაში):

სიწითლე, შეშუპება და წყლულები ხელის და ფეხის გულებზე. აღნიშნული მოვლენები ხშირია და ზოგჯერ შესაძლოა მიიღოს მძიმე ხასიათი, რა შემთხვევაშიც, შესაძლოა გავლენა იქონიოს ყოველდღიური საქმიანობის შესრულებაზე. მსგავსი დაზიანებების სრულად ალაგებას შესაძლოა დაჭირდეს 4 კვირა. ექიმმა შესაძლოა გადაავადოს მკურნალობის მომდევნო კურსი ან შეამციროს დოზა (ასევე იხ. ქვემოთ – “მტევნის და ტერფის სინდრომის პრევენცია და მკურნალობის სტრატეგიები”).

ტკივილი ან წყლულები პირის ღრუში ან ხახაში, გულისრევა, ღებინება, ფაღარათი, ყაბზობა, უმადობა, წონაში კლება;

სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის დაქვეითება (აღნიშნულს შესაძლოა თან ახლდეს მიდრეკილება ინფექციებისადმი), ანემია (სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობის დაქვეითება, რასაც შესაძლოა თან ახლდეს სისუსტე), თრომბოციტების რაოდენობის დაქვეითება (შესაძლოა გაიზარდოს სისხლდენების რისკი). იშვიათ შემთხვევებში, სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის დაქვეითებამ შესაძლოა განაპირობოს ძლიერი ინფექციების განვითარება. აღნიშნული ჰემატოლოგიური გვერდითი მოვლენების რისკის არსებობის გამო, მკურნალობის პერიოდში, რეგულარულად შემოწმდება სისხლი. აივ/შიდს-თან ასოცირებულ კაპოშის სარკომას (AIDS-KS) მქონე პაციენტებში ჩატრებული კლინიკური კვლევის დროს, რომელიც ერთმანეთს ადარებდა კაელიქსის მონოთერაპიას და ბლეომიცინი/ვინკრისტინის კომბინაციურ თერაპიას, ზოგიერთი ტიპის ინფექცია შედარებით ხშირი იყო კაელიქსით მონოთერაპიის დროს. თუმცა, კაელიქსით მონოთერაპიის დროს ინფექციების განვითარების რისკი საგრძნობლად დაბალი იყო ტოპოტოკანით თერაპიასთან შედარებით (საკვერცხის შორსწასული კიბოს სამკურნალოდ);

დაღლილობა, ზოგადი სისუსტე, ჩხვლეტის და ტკივილის შეგრძნება ხელებსა და ფეხებში;

თმის ცვენა.

ხშირი (მათი განვითარება მოსალოდნელია 10-დან 1-ზე ნაკლებ და 100-დან 1-ზე მეტ შემთხვევაში):

კუჭის ტკივილი;

კანდიდოზური სტომატიტი (პირის ღრუს სოკოვანი ინფექცია), წყლულები ცხვირის ღრუში, სისხლდენა ცხვირიდან, ჰერპესი, ენის ანთება;

კაელიქსით მკურნალობის პერიოდში ღვიძლის ფუნქციის ზოგიერთი ლაბორატორიული პარამეტრი შესაძლოა გაიზარდოს ან დაქვეითდეს;

ძილიანობა, თავბრუსხვევა, გულის წასვლა, ძვლების ტკივილი, სარძევე ჯირკვლების ტკივილი, კუნთების უჩვეულო დაჭიმულობა, კუნთების ტკივილი, ფეხების კრამპები ან შეშუპება, სხეულის ზოგადი შეშუპება, თვალის ბადურას (თვალის შრე, რომელიც აღიქვამს სინათლეს) ანთება, ჭარბი ცრემლდენა, მხედველობის დაბინდვა, ჩხვლეტის ან ტკივილის შეგრძნება ფეხებში;

თმის ფოლიკულების ანთება, კანის აქერცვლა, კანის ანთება ან სიწითლე, კანის ფერის უჩვეულო ცვლილება, ფრჩხილების დაზიანებები;

გულის პრობლემები, მათ შორის არარეგულარული გულისცემა, სისხლძარღვების გაფართოება;

ცხელება, სხეულის ტემპერატურის მატება ან ინფექციის ნებისმიერი სხვა ნიშანი (აღნიშნული ასევე შესაძლოა განპირობებული იყოს ძირითადი დაავადებით);

რესპირატორული პრობლემები, მათ შორის სუნთქვის გაძნელება ან ხველება (აღნიშნული ასევე შესაძლოა განპირობებული იყოს ძირითადი დაავადებით გამოწვეული ინფექციებით);

გაუწყლოვნება (სითხის ნაკლებობა ორგანიზმში), წონის მკვეთრი კლება და კუნთების ატროფია; კალციუმის, მაგნიუმის, კალიუმის და ნატრიუმის რაოდენობის დაქვეითება სისხლში; კალიუმის რაოდენობის მომატება სისხლში;

საყლაპავი მილის ანთება, კუჭის ამომფენი შრის ანთება, ყლაპვის გაძნელება, პირის სიმშრალე, მეტეორიზმი, გინგივიტი, გემოვნების ცვლილებები;

საშოს ანთება;

ტკივილი შარდვისას;

თუ უწინ ჩატარებულ სხივურ თერაპიას მოჰყვა ისეთი რექციები, როგორიცაა ტკივილი, სიწითლე და კანის სიმშრალე, აღნიშნული ასევე შესაძლოა განვითარდეს კაელიქსით მკურნალობისას.

ნაკლებად ხშირი (მათი განვითარება მოსალოდნელია 100-დან 1-ზე ნაკლებ და 1000-დან 1-ზე მეტ შემთხვევაში):

კონფუზია;

ვენების სანათურის ანთება და კოლტების წარმოქმნა ვენებში. აღნიშნულმა შესაძლოა დააქვეითოს სისხლის მიწოდება ფილტვებში და გამოიწვიოს სუნთქვის პრობლემები, ტკივილი გულ-მკერდის არეში და პალპიტაციები;

გულის რითმის დარღვევები, აჩქარებული ან არარეგულარული გულისცემა, გულის უკმარისობა. აღნიშნულმა შესაძლოა გამოიწვიოს სუნთქვის გაძნელება, შეშუპება ფეხებში და გულის გაჩერება.

იშვიათი (მათი განვითარება მოსალოდნელია 1000-დან 1-ზე ნაკლებ და 10 000-დან 1-ზე მეტ შემთხვევაში):

კანის და ლორწოვანი გარსების მოლურჯო შეფერილობა სისხლში ჟანგბადის შემცველობის დაქვეითების გამო;

კანის ლაქოვანი შესქელება.

ძალიან იშვიათი (მათი განვითარება მოსალოდნელია 10 000-დან 1-ზე ნაკლებ შემთხვევაში):

კანის ძლიერი აშრევება, ლორწოვანი გარსების, მათ შორის პირის ღრუს დაწყლულება (სტივენს-ჯონსონის სინდრომი/ტოქსიური ეპიდერმული ნეკროლიზი);

კაელიქსით ხანგრძლივი მკურნალობისას (> 1 წ) შესაძლოა განვითარდეს პირის ღრუს კიბო.

შემდეგი მოვლენები შესაძლოა განპირობებული იყოს ძირითადი დაავადებით:

ზოგადი სისუსტე და დაღლილობა, ჩხვლეტის ან ტკივილის შეგრძნება ხელებსა და ფეხებში.

მტევნის და ტერფის სინდრომის პრევენცია და მკურნალობის სტრატეგიები:

შესაძლებლობის შემთხვევაში, ხელები და/ან ფეხები უნდა მოთავსდეს გრილ წყალში (მაგ. ტელევიზორის ყურებისას, კითხვისას ან რადიოს მოსმენისას);

ხელები და ფეხები უნდა იყოს დაუფარავ მდგომარეობაში (წინდების, ხელთათმანების და მსგავსი აქსესუარების გარეშე);

უპირატესობა უნდა მიენიჭოს გრილ გარემოში ყოფნას;

ცხელ ამინდშისასარგებლოა გრილი შხაპის მიღება;

არ შეიძლება მძიმე ვარჯიში, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს ფეხის ტრავმა (მაგ. სირბილი, სწრაფი სიარული);

ძალიან ცხელ წყალთან კანის კონტაქტი უნდა გამოირიცხოს (მაგ. ჯაკუზი, საუნა);

არ უნდა მოხდეს ვიწრო წინდების ან ფეხსაცმლის ან მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ტარება.

პირიდოქსინი (ვიტამინი B6):

ვიტამინი B6 ხელმისაწვდომია აფთიაქებში;

პირველი ნიშნების (მაგ. სიწითლე ან ჩხვლეტის შეგრძნება) გამოვლენისას საჭიროა 50-150 მგ B6 ვიტამინის მიღება ყოველდღიურად.

ისეთი გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში, რომლებიც არ არის მოცემული ამ ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს ან ფარმაცევტს.

გვერდითი მოვლენების შეტყობინება

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შესახებ, პაციენტმა უნდა აცნობოს მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. გვერდითი მოვლენების შეტყობინება ასევე შესაძლებელია თურქეთის ფარმაკოუსაფრთხოების ცენტრის (TÜFAM) მეშვეობით, ვებ-გვერდზე - www.titck.gov.tr არსებულ “Reporting Drug Side Effects” გრაფაზე მიყოლით ან სატელეფონო ზარით ნომერზე - 0 800 314 00 08.

გვერდითი მოვლენების შეტყობინებით, თითოეულ პაციენტს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ დამატებითი ცნობების შეგროვებაში.

  • კაელიქსის შენახვის წესი

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, თავისივე კოლოფში.

ინახება 2-8C ტემპერატურაზე (მაცივარში). დაუშვებელია გაყინვა.

განზავების შემდეგ:

პრეპარატი ქიმიურ და ფიზიკურ მდგრადობას ინარჩუნებს 24 საათის განმავლობაში, 2-8oC ტემპერატურაზე.

მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით, პრეპარატის გამოყენება უნდა მოხდეს დაუყოვნებლივ, წინააღმდეგ შემთხვევაში, შენახვის პირობებზე და პროდუქტის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მომხმარებელს. განზავებიდან მის გამოყენებამდე პერიოდი არ უნდა აჭარბებდეს 24 საათს, 2-8oC ტემპერატურაზე შენახვის პირობებში. ნაწილობრივ გამოყენებული ფლაკონის შიგთავსი უნდა განადგურდეს.

გამოიყენება შენახვის ვადის შესაბამისად.

დაუშვებელია პრეპარატის გამოყენება შენახვის ვადის გასვლის შემდეგ. შენახვის ვადა მითითებულია კოლოფზე. იგულისხმება მითითებული თვის ბოლო დღე.

დაუშვებელია პროდუქტის გამოყენება თუ შეიმჩნევა ნალექის ან უცხო ნივთიერების კვალი მცირედი ნაწილაკების სახით.

დაუშვებელია გამოუყენებელი ან ვადაგასული პრეპარატის გადაგდება! ნარჩენები უნდა ჩაბარდეს გარემოსა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ გამოყოფილ სპეციალურ პუნქტში.

ციტოტოქსიური და ციტოსტატიკური სამედიცინო პროდუქტების შიდა შეფუთვის ნარჩენები წარმოადგენს საშიშ ნარჩენებს და მათი უტილიზაცია უნდა მოხდეს ნარჩენებთან მოპყრობის რეგულაციების შესაბამისად, რომელიც გამოქვეყნებულია ოფიციალურ ჟურნალში, თარიღით 2/4/2015 და ნომრით 29314.

ლიცენზიის მფლობელი:

Johnson and Johnson Sıhhi Mal. San. ve Tic. Ltd. Şti.

Ertürk Sok. Keçeli Plaza No: 13 34810

Kavacık/Beykoz/istanbul

Tel: 0 216 538 20 00

ჯონსონ ენდ ჯონსონ სიჰი მალ. სან. ვე ტიკ. ლტდ. სტი.

ერტურკ სოკ. კეცელი პლაზა ნო: 13 34810

კავაციკ/ბეიკოზ/სტამბული

წარმოების ადგილი:

GlaxoSmithKline Manufacturing S.p.A - San Polo/Torrile/Italy

გლაქსოსმითკლაინ მანუფაქტურინგ ს.პ.ა – სან პოლო/ტორილე/იტალია

ინსტრუქციის დამტკიცების თარიღი: 08/04/2020.

შემდგომი ინფორმაცია განკუთვნილია მხოლოდ ექიმების და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებისთვის

კაელიქსის მომზადებისას გასათვალისწინებელი საკითხები: აუცილებელია ხელთათმანების გამოყენება. კანთან ან ლორწოვან გარსებთან კონტაქტის შემთხვევაში, შესაბამისი მიდამო უნდა ჩამოიბანოს დაუყოვნებლივ, წლით და საპონით. კაელიქსის შენახვა და მასთან მოპყრობა უნდა მოხდეს კიბოს საწინააღმდეგო სხვა საშუალებების მსგავსად.

კაელიქსის საჭირო დოზის განსაზღვრის შემდეგ (რეკომენდებული დოზა განისაზღვრება პაციენტის სხეულის ზედაპირის ფართობის მიხედვით), შესაბამისი მოცულობა თავსდება სტერილურ შპრიცში. ვინაიდან კაელიქსი არ შეიცავს კონსერვანტებს და ბაქტერიოსტატულ ნივთიერებებს, საჭიროა ასეპტიური ზომების მკაცრი დაცვა.

ინფუზიის დაწყებამდე, კაელიქსის შესაბამისი დოზა ზავდება 5% (50 მგ/მლ) გლუკოზას ხსნარში. < 90 მგ დოზა იხსნება 250 მგ გლიკოზას 5 % ხსნარში; ≥ 90 მგ დოზა იხსნება 500 მლ 5% დექსტროზას ხსნარში. ინფუზიასთან ასოცირებული არასასურველი რეაქციების თავიდან ასაცილებლად, პირველი ინფუზიის ხანგრძლივობა არ უნდა იყოს 1 მგ/წთ-ზე სწრაფი. თუ ინფუზიასთან ასოცირებული არასასურველი რეაქციები არ გამოვლინდება, შემდგომი ინფუზიის ხანგრძლივობა შესაძლოა იყოს 60 წუთამდე.

თუ საკვერცხის კიბოს მქონე პაციენტებში ვითარდება ინფუზიასთან ასოცირებული არასასურველი რეაქციები, ინფუზიის მეთოდი უნდა შეიცვალოს შემდეგნაირად: საერთო დოზის 5 %-ის შეყვანა უნდა მოხდეს საწყის 15 წუთში. თუ აღნიშნულ პერიოდში არ ვითარდება არასასურველი რეაქციები, ინფუზიის სიჩქარე უნდა გაორმაგდეს მომდევნო 15 წუთის განმავლობაში. თუ კვლავ არ ვითარდება არასასურველი რეაქციები, დარჩენილი დოზის ინფუზია უნდა მოხდეს მომდევნო 1 საათის განმავლობაში (საერთო ჯამში ინფუზიის ხანგრძლივობა - 90 წუთი).

ინფუზიასთან ასოცირებული ადრეული არასასურველი რეაქციების განვითარების შემთხვევაში, ინფუზია დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და გამოყენებულ იქნეს შესაბამისი თერაპიული საშუალებები (ანტიჰისტამინები და/ან ხანმოკლე მოქმედების კორტიკოსტეროიდები). ინფუზია უნდა გაგრძელდეს შედარებით ნელი ტემპით.

განზავებისას ნებისმიერმა ხსნარმა გარდა 5% გლუკოზას ხსნარისა (50 მგ/მლ) ან ბაქტერიოსტატურმა ნივთიერებებმა შესაძლოა განაპირობოს ნალექის განვითარება კაელიქსში.

რეკომენდებულია, რომ კაელიქსის საინფუზიო მილი შეუერთდეს 5% გლუკოზას ხსნარის (50 მგ/მლ) ინტრავენური ინფუზიის მილს. ინფუზია უნდა წარმოებდეს პერიფერიულ ვენაში. მილშიდა ფილტრების გამოყენება არ უნდა მოხდეს.

დაუშვებელია პროდუქტის გამოყენება თუ შეიმჩნევა ნალექის ან უცხო ნივთიერების კვალი მცირედი ნაწილაკების სახით.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა