პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანტინეოპლაზური საშუალებები

ზოლსკეტილი

ZOLSKETIL®

რეცეპტით20მგინსტრუქცია ქართულადპოლონეთი
რისთვის გამოიყენება

პეგილირებული ლიპოსომური ზოლსკეტილი არის სიმსივნის საწინააღმდეგო საშუალება. პეგილირებული ლიპოსომური ზოლსკეტილი გამოიყენება სარძევე ჯირკვლის კიბოს სამკურნალოდ, გულის პრობლემების რისკის მქონე პაციენტებში. პეგილირებული ლიპოსომური ზოლსკეტილი ასევე გამოიყენება საკვერცხის კიბოს სამკურნალოდ. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
დოქსორუბიცინი (doxorubicin)
ფორმა და შეფუთვა
20მგ/10მლ (2მგ/მლ) 10მლ პეგილირებული ლიპოსომური კონცენტრატი ი.ვ. საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად მინის ფლაკონი №1
მწარმოებელი
Synoptis Industrial Sp. z.o.o., პოლონეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტინეოპლაზური საშუალებები, ანთრაციკლინები და მონათესავე სუბსტანციები
ATC კოდი
L01DB01
რეგისტრაციის ნომერი
რ-041948
რეგისტრირებულია
4 სექტემბერი 2024, მოქმედებს 31 მაისი 2027-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
სს „გეფა“
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებაზოლსკეტილი და სხვა წამალი ერთად

ზოლსკეტილი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

პეგილირებული ლიპოსომური ზოლსკეტილი არის სიმსივნის საწინააღმდეგო საშუალება.

პეგილირებული ლიპოსომური ზოლსკეტილი გამოიყენება სარძევე ჯირკვლის კიბოს სამკურნალოდ, გულის პრობლემების რისკის მქონე პაციენტებში. პეგილირებული ლიპოსომური ზოლსკეტილი ასევე გამოიყენება საკვერცხის კიბოს სამკურნალოდ. პრეპარატი გამოიყენება კიბოს უჯრედების მოსაკლავად, სიმსივნის ზომის შესამცირებლად, სიმსივნის ზრდის შეფერხებისთვის და პაციენტის გადარჩენის გასახანგრძლივებლად.

პეგილირებული ლიპოსომური ზოლსკეტილი ასევე გამოიყენება სხვა მედიკამენტთან - ბორტეზომიბთან ერთად, მრავლობითი მიელომის (სისხლის უჯრედების კიბო) სამკურნალოდ პაციენტებში, რომლებსაც ჩატარებული აქვთ მინიმუმ 1 თერაპიის კურსი.

პეგილირებული ლიპოსომური ზოლსკეტილი ასევე გამოიყენება კაპოშის სარკომის შესამსუბუქებლად, მათ შორის კიბოსთან ასოცირებული დაზიანებების გაბრტყელების, გაღიავების ან თუნდაც კიბოს დაპატარებების გზით. კაპოშის სარკომის სხვა სიმპტომები, როგორიცაა სიმსივნის ირგვლივ შეშუპება, ასევე შეიძლება გაუმჯობესდეს ან გაქრეს.

პეგილირებული ლიპოსომური ზოლსკეტილი შეიცავს პრეპარატს რომელიც შერჩევითად კლავს კიბოს უჯრედებს. პეგილირებულ ლიპოსომურ ზოლსკეტილში შემავალი დოქსორუბიცინის ჰიდროქლორიდი მოქცეულია მცირე ზომის სფეროებში – პეგილირებულ ლიპოსომებში, რომელთა დახმარებითაც, პრეპარატი სისხლძარღვებიდან ჯანმრთელი ქსოვილის ნაცვლად კიბოს უჯრედებში ხვდება.

მიღების წესი და დოზირება

პეგილირებული ლიპოსომური ზოლსკეტილი უნიკალური ფორმულაციაა. მისი გამოყენება არ უნდა მოხდეს დოქსორუბუცინის ჰიდროქლორიდის სხვა ფორმულაციების ნაცვლად.

რა დოზით ინიშნება პეგილირებული ლიპოსომური ზოლსკეტილი

სარძევე ჯირკვლის ან საკვერცხის კიბოს სამკურნალოდ, პეგილირებული ლიპოსომური ზოლსკეტილი ინიშნება დოზით 50 მგ/მ2 სხეულის ზედაპირის ფართობზე (გამოითვლება სიმაღლის და წონის მიხედვით). დოზა მეორდება ყოველ 4 კვირაში ერთხელ თუ დაავადება არ პროგრესირებს და პაციენტი გუობს აღნიშნულ დოზას.

მრავლობითი მოელომის სამკურნალოდ, როდესაც პაციენტს უკვე ჩატარებული აქვს სულ მცირე 1 მკურნალობის კურსი, პეგილირებული ლიპოსომური ზოლსკეტილი ინიშნება დოზით 30 მგ/მ2 სხეულის ზედაპირის ფართობზე (გამოითვლება სიმაღლის და წონის მიხედვით), 1 საათიანი ინტრავენური ინფუზიის სახით, ბორტეზომიბის 3 კვირიანი რეჟიმის მე-4 დღეს, უშუალოდ ბორტეზომიბის ინფუზიის შემდეგ. დოზა გამეორდება თუ შედეგი დამაკმაყოფილებელია და პაციენტი გუობს მკურნალობას.

კაპოშის სარკომის სამკურნალოდ, პეგილირებული ლიპოსომური ზოლსკეტილი ინიშნება დოზით 20 მგ/მ2 სხეულის ზედაპირის ფართობზე (გამოითვლება სიმაღლის და წონის მიხედვით). დოზა მეორდება ყოველ 2-3 კვირაში ერთხელ 2-3 თვის განმავლობაში, შემდეგ საჭიროებისამებრ, მდგომარეობის პროგრესირების შესანარჩუნებლად.

როგორ გამოიყენება პეგილირებული ლიპოსომური ზოლსკეტილი

პეგილირებული ლიპოსომური ზოლსკეტილი შეიყვანება მკურნალი ექიმის მიერ, წვეთოვანი (ინფუზიის) სახით ვენაში. დოზისა და ჩვენებიდან გამომდინარე, ინფუზია შესაძლოა გაგრძელდეს 30 წთ-დან >1 სთ-მდე (ანუ 90 წთ).

სიფრთხილის ზომები

პეგილირებული ლიპოსომური ზოლსკეტილი არ გამოიყენება

თუ პაციენტი ალერგიულია დოქსორუბიცინის ჰიდროქლორიდის, არაქისის ან სოიოს ან პრეპარატში შემავალი რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ (ჩამონათვალი იხ. მე-6 პუნქტში).

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს შემდეგ შემთხვევებში:

თუ უტარდება ნებისმიერი სახის მკურნალობა გულის ან ღვიძლის დაავადებების სამკურნალოდ;

თუ აქვს დიაბეტი – ვინაიდან პეგილირებული ლიპოსომური ზოლსკეტილი შეიცავს შაქარს, რამაც შეიძლება საჭირო გახადოს ანტიდიაბეტური მკურნალობის კორექცია;

თუ პაციენტს აქვს კაპოშის სარკომა და ამოკვეთილი აქვს ელენთა;

თუ ვითარდება წყლულები, ფერის ცვლილებები ან დისკომფორტი პირის ღრუში;

თუ ძვლის ტვინში არ წარმოიქმნება საკმარისი რაოდენობით სისხლის უჯრედები;

თუ პაციენტს აქვს კიბო, რომლის გამოც, ძვლის ტვინში წარმოიქმნება პათოლოგიური სისხლის უჯრედები;

თუ პაციენტს აქვს მტკივნეული, წითელი მაკულარული გამონაყარი კანზე;

თუ ადგილი აქვს ვეზიკანტური სითხეების ან პრეპარატების გაჟონვას ვენიდან მიმდებარე ქსოვილებში;

თუ პაციენტს აქვს მტევან-ტერფის სინდრომი (სიწითლე, შეშუპება და დაწყლულება (სითხე კანის ზედა ფენებს შორის) ხელის მტევნების და ფეხის ტერფების მიდამოში)

სტრატეგიები მტევან-ტერფის სინდრომის თავიდან ასაცილებლად:

ხელების და/ან ფეხების ცივ წყალში დასველება, როდესაც ეს შესაძლებელია (მაგ. ტელევიზორის ყურებისას, კითხვისას ან რადიოს მოსმენისას);

ხელების და ფეხების ღიად დატოვება (არ შეიძლება ხელთათმანები, წინდები და ა.შ.);

გრილ ადგილებში ყოფნა;

ცხელ ამინდში გრილი აბაზანების მიღება;

მძიმე ვარჯიშის თავიდან აცილება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ფეხის ტრავმა (მაგ., სირბილი);

ძალიან ცხელ წყალთან კანის ზემოქმედების თავიდან აცილება (მაგ. ჯაკუზი, საუნა);

მოერიდეთ მჭიდრო ფეხსაცმელს ან მაღალქუსლიან ფეხსაცმელს.

პირიდოქსინი (ვიტამინი B6):

  • ვიტამინი B6 გაიცემა რეცეპტის გარეშე;
  • მიიღება 50-150 მგ დღეში, სიწითლის ან ჩხვლეტის პირველი ნიშნების გამოვლენისას.

ბავშვები და მოზარდები

პეგილირებული ლიპოსომური ზოლსკეტილი არ გამოიყენება მოზარდებსა და ბავშვებში, რადგან აღნიშნულ ასაკობრივ ჯგუფში მისი მოქმედება არასათანადოდ არის შესწავლილი.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

უნდა მიემართოს ექიმს ან ფარმაცევტს:

თუ პაციენტი იღებს ან ახლო წარსულში იღებდა ნებისმიერ სხვა პრეპარატს, მათ შორის ურეცეპტოდ გასაცემს;

კიბოს საწინააღმდეგო ნებისმიერი სხვა მკურნალობის შესახებ, რომელიც უტარდება ან უტარდებოდა პაციენტს, ვინაიდან განსაკუთრებული ყურადღებაა საჭირო იმ პრეპარატების გამოყენებისას, რომლებიც ამცირებენ სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობას, რათა არ მოხდეს მათი რაოდენობის კიდევ უფრო დაქვეითება. პაციენტმა კონსულტაცია უნდა გაიაროს ექიმთან თუ არ აქვს დაზუსტებული ინფორმაცია იმ მკურნალობის შესახებ რომელიც უტარდებოდა ან იმ დაავადების შესახებ რომლის გამოც უტარდებოდა მკურნალობა.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ამ პრეპარატის მიღებამდე უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

პაციენტმა აუცილებლად უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს თუ ფიქრობს, რომ შესაძლოა იყოს ორსულად, ვინაიდან პეგილირებულ ლიპოსომურ ზოლსკეტილში შემავალმა აქტიურმა ნივთიერებამ – დოქსორუბიცინის ჰიდროქლორიდმა შეიძლება გამოიწვიოს თანდაყოლილი მანკები. პეგილირებული ლიპოსომური ზოლსკეტილით მკურნალობის პერიოდში (მათ შორის პარტნიორის მიერ) და მისი დასრულებიდან 6 თვის განმავლობაში თავიდან უნდა იქნეს აცილებული ორსულობა.

ვინაიდან დოქსორუბიცინის ჰიდროქლორიდი შესაძლოა საზიანო იყოს ძუძუზე მყოფი ჩვილისთვის, დედებმა პეგილირებული ლიპოსომური ზოლსკეტილით მკურნალობის დაწყებამდე უნდა შეწყვიტონ ძუძუთი კვება. ჯანდაცვის ექსპერტების რეკომენდაციის მიხედვით, აივ-ინფიცირებულმა ქალებმა არ უნდა კვებონ ბავშვი ძუძუთი არც ერთ შემთხვევაში, ბავშვის დაინფიცირების თავიდან ასაცილებლად.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

პეგილირებული ლიპოსომური ზოლსკეტილით მკურნალობის პერიოდში დაღლილობის ან ძილიანობის განვითარების შემთხვევაში, პაციენტმა არ უნდა მართოს ავტომობილი და სხვა მექანიზმები.

პეგილირებული ლიპოსომური ზოლსკეტილი შეიცავს სოიოს ზეთს და ნატრიუმს

პეგილირებული ლიპოსომური ზოლსკეტილი შეიცავს სოიოს ზეთს. პრეპარატი არ გამოიყენება თუ პაციენტი ალერგიულია არაქისის ან სოიოს მიმართ.

პეგილირებული ლიპოსომური ზოლსკეტილი შეიცავს < 1 მმოლ (23 მგ) ნატრიუმს თითოეულ დოზაზე, რაც პრაქტიკულად უმნიშვნელო რაოდენობაა.

გვერდითი მოვლენები

როგორც ყველა წამალს, ამ პრეპარატსაც შეუძლია გვერდითი მოვლენების გამოწვევა, თუმცა ისინი ყველა პაციენტს არ უვითარდება.

პეგილირებული ლიპოსომური ზოლსკეტილი-ს ინფუზიისას შეიძლება განვითარდეს შემდეგი გვერდითი მოვლენები, რა შემთხვევაშიც, დაუყოვნებლივ უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს:

მძიმე ალერგიული რეაქცია, რომელიც შეიძლება მოიცავდეს შეშუპებულ სახეს, ტუჩებს, პირს, ენას ან ყელს; ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელება; ქავანა გამონაყარი (ჭინჭრის ციება)

ფილტვებში სასუნთქი გზების ანთება და შევიწროება, რაც იწვევს ხველას, ხიხინს და ქოშინს (ასთმა)

სიწითლე, ოფლიანობა, შემცივნება ან ცხელება

გულმკერდის ტკივილი ან დისკომფორტი

ზურგის ტკივილი

მაღალი ან დაბალი არტერიული წნევა

აჩქარებული გულისცემა

კრუნჩხვები

შესაძლოა განვითარდეს საინცფუზიო სითხის გაჟონვა ვენიდან, მიმდებარე კანქვეშა ქსოვილებში. პეგილირებული ლიპოსომური ზოლსკეტილი-ს ინფუზიისას წვის ან ტკივილის განვითარების შემთხვევაში, პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს

შემდეგი საშიში გვერდითი მოვლენებიდან ნებისმიერის განვითრების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს:

ვითარდება ცხელება, დაღლილობა ან სისხლჩაქცევების ან სისხლდენის ნიშნები (ძალიან ხშირი)

სიწითლე, შეშუპება, აქერცვლა ან შეხებაზე ტკივილი, ძირითადად ხელებზე ან ფეხებზე („მტევან-ტერფის“ სინდრომი). აღნიშნული მოვლენები ძალიან ხშირად იქნა ნანახი და ზოგჯერ მძიმე ხასიათისაა. მძიმე შემთხვევებში, ამ მოვლენებმა შეიძლება ხელი შეუშალოს პაციენტის ყოველდღიურ საქმიანობას და შეიძლება გაგრძელდეს 4 კვირის ან მეტი ხნის განმავლობაში, სანამ მთლიანად გაქრება. ექიმმა შეიძლება საჭიროდ ჩათვალოს შემდგომი მკურნალობის კურსის გადადება და/ან დოზის შემცირება (იხ. მტევან-ტერფის სინდრომის პროფილაქტიკისა და მკურნალობის სტრატეგიები ქვემოთ)

წყლულები პირში, მძიმე დიარეა ან ღებინება ან გულისრევა (ძალიან ხშირი)

ინფექციები (ხშირად), მათ შორის ფილტვის ინფექციები (პნევმონია) ან ინფექციები, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინონ მხედველობაზე

ქოშინი (ხშირად)

მუცლის ძლიერი ტკივილი (ხშირად)

ძლიერი სისუსტე (ხშირად)

მძიმე ალერგიული რეაქცია, რომელიც შეიძლება მოიცავდეს შეშუპებულ სახეს, ტუჩებს, პირს, ენას ან ყელს; ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელება; ქავანა გამონაყარი (ჭინჭრის ციება) (არახშირი)

გულის გაჩერება (გული წყვეტს მუშაობას); გულის უკმარისობა, რომლის დროსაც გული ვერ გადატუმბავს საკმარის სისხლს სხეულის დანარჩენ ნაწილში, რაც იწვევს ქოშინს და შეიძლება გამოიწვიოს ფეხების შეშუპება (არახშირი)

სისხლის შედედება, რომელიც გადადის ფილტვებში, იწვევს გულმკერდის ტკივილს და ქოშინს (არახშირი)

შეშუპება, ცხელება ან მგრძნობელობა ფეხის რბილ ქსოვილებში, ზოგჯერ ტკივილით, რომელიც ძლიერდება დგომისას ან სიარულის დროს (იშვიათად)

მძიმე ან სიცოცხლისათვის საშიში გამონაყარი ბუშტუკებით და აქერცლილი კანით, განსაკუთრებით პირის ღრუს, ცხვირის, თვალების და სასქესო ორგანოების მიდამოებში (სტივენს-ჯონსონის სინდრომი) ან სხეულის უფრო ფართო მიდამოზე (ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი) (იშვიათად)

სხვა გვერდითი მოვლენები

შემდეგი მოვლენები შეიძლება განვითარდეს ინფუზიათა შორის:

ძალიან ხშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1-ზე მეტ შემთხვევაში):

სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება, რამაც შეიძლება გაზარდოს ინფექციის ალბათობა. იშვიათ შემთხვევებში, სისხლის თეთრი უჯრედების დაბალმა რაოდენობამ შეიძლება გამოიწვიოს მძიმე ინფექცია.

ანემია (სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობის შემცირება), შეიძლება გამოიწვიოს დაღლილობა, ხოლო სისხლში თრომბოციტების რაოდენობის შემცირებამ შეიძლება გაზარდოს სისხლდენის რისკი. სისხლის უჯრედებში პოტენციური ცვლილებების გამო ხდება რეგულარული სისხლის ანალიზების ჩატარება.

მადის დაქვეითება;

ყაბზობა

კანზე გამონაყარი, მათ შორის კანის სიწითლე, ალერგიული გამონაყარი კანზე, წითელი ან კანიდან წამოწეული გამონაყარი

თმის ცვენა

ტკივილი კუნთებისა და გულმკერდის, სახსრების, მკლავების ან ფეხების ჩათვლით

ძლიერი დაღლილობის შეგრძნება.

ხშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება განვითარდეს 10-დან არაუმეტეს 1 შემთხვევაში):

ინფექციები, მათ შორის მძიმე ინფექცია გავრცელებული მთელს სხეულში (სეფსისი), ფილტვების ინფექციები, ჰერპესის ვირუსული ინფექციები, ბაქტერიული ინფექციის ტიპი (mycobacterium avium-ით ინფექცია), საშარდე გზების ინფექცია, სოკოვანი ინფექციები (კანდიდიაზის და პირის ღრუს კანდიდიაზის ჩათვლით), თმის ფოლიკულების ინფექცია, ინფიცირებული ან გაღიზიანებული ყელი, ცხვირის, სინუსების ან ყელის ინფექცია (გაციება)

სისხლის თეთრი უჯრედების შემცირებული რაოდენობა (ნეიტროფილების), ცხელებით

წონის მკვეთრი დაკლება და კუნთების განლევა, ორგანიზმში წყლის ნაკლებობა (დეჰიდრატაცია), კალიუმის, ნატრიუმის ან კალციუმის დაბალი დონე სისხლში.

დაბნეულობის შეგრძნება, შფოთვა, დეპრესია, ძილის გაძნელება

ნერვის დაზიანება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ჩხვლეტის, დაბუჟების, ტკივილის გრძნობა ან ტკივილის შეგრძნების დაკარგვა, ნერვის ტკივილი, უჩვეულო შეგრძნება კანში (როგორიცაა ჩხვლეტა ან მცოცავი შეგრძნება), შეგრძნების ან მგრძნობელობის დაქვეითება, განსაკუთრებით კანში

გემოს შეგრძნების ცვლილება, თავის ტკივილი, ძლიერი ძილიანობა ენერგიის დაქვეითებით, თავბრუსხვევა;

კონიუნქტივიტი

აჩქარებული გულისცემა

მაღალი ან დაბალი არტერიული წნევა, ალები

ქოშინი, რომელიც შეიძლება გამოწვეული იყოს ფიზიკური აქტივობით, ცხვირიდან სისხლდენით, ხველებით

კუჭის ლორწოვანი გარსის ან საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ანთება, წყლულები პირის ღრუში, მოუნელებლობა, ყლაპვის გაძნელება, პირის ღრუს ტკივილი, პირის სიმშრალე

კანის პრობლემები, მათ შორის ქერცლიანი ან მშრალი კანი, კანის სიწითლე, ბუშტუკები ან წყლულები კანზე, ქავილი, კანის მუქი ლაქები

ჭარბი ოფლიანობა

კუნთების სპაზმი ან ტკივილი

ტკივილი, მათ შორის კუნთებში, ძვლებში ან ზურგში

ტკივილი შარდვისას

ალერგიული რეაქცია წამლის ინფუზიის მიმართ, გრიპის მაგვარი დაავადება, შემცივნება, ღრუების და ლორწოვანი გარსების გაღიზიანება, როგორიცაა ცხვირი, პირი ან სასუნთქი მილი, სისუსტის შეგრძნება, უსიამოვნო თვითშეგრძნება, სითხის დაგროვებით გამოწვეული შეშუპება, შეშუპებული ხელები, ტერფები ან ფეხები

წონის კლება.

პეგილირებული ლიპოსომური ზოლსკეტილი-ს დამოუკიდებლად გამოყენების შემთხვევაში, ზოგიერთი აღნიშნული გვერდითი მოვლენა შესაძლოა გაცილებით ნაკლები სიხშირით განვითარდეს, ხოლო ზოგიერთი მათგანი შესაძლოა საერთოდ არ განვითარდეს.

ნაკლებად ხშირი გვერდითი მოვლენები (შესაძლოა განვითარდეს 100-დან არაუმეტეს 1 შემთხვევაში):

მარტივი ჰერპესით განპირობებული ვირუსული ინფექციები (ტუჩის ჰერპესი ან გენიტალური ჰერპესი), სოკოვანი ინფექცია

ყველა ტიპის სისხლის უჯრედების დაქვეითებული რაოდენობა, "თრომბოციტების" (უჯრედები, რომლებიც ხელს უწყობენ სისხლის შედედებას) ჭარბი რაოდენობა

ალერგიული რეაქცია

სისხლში კალიუმის მაღალი დონე, სისხლში მაგნიუმის დაბალი დონე

ნერვის დაზიანება, რომელიც გავლენას ახდენს სხეულის ერთზე მეტ უბანზე

კრუნჩხვები, გულისწასვლა

უსიამოვნო ან ტკივილის შეგრძნება, განსაკუთრებით შეხებისას, ძილიანობა

მხედველობის დაბინდვა, წყლიანი თვალები

სწრაფი ან არათანაბარი გულისცემის შეგრძნება (პალპიტაცია), გულის კუნთის დაავადება, გულის დაზიანება

ქსოვილის დაზიანება (ნეკროზი) ინექციაის ადგილას, ვენების ანთება, რაც იწვევს შეშუპებას და ტკივილს, თავბრუსხვევის შეგრძნება წამოჯდომის ან ადგომისას

დისკომფორტი გულმკერდის არეში

მეტეორიზმი, ღრძილების ანთება (გინგივიტი)

კანის პრობლემები ან გამონაყარი, მათ შორის ქერცლიანი ან აშრევებული კანი, ალერგიული გამონაყარი, დაწყლულება (წყლული) ან ჭინჭრის ციება კანზე, კანის ფერის შეცვლა, კანის ბუნებრივი ფერის (პიგმენტის) ცვლილება, მცირე ზომის წითელი ან მეწამული ლაქები გამოწვეული სისხლდენით. კანის, ფრჩხილების პრობლემები, აკნე

კუნთების სისუსტე

მკერდის ტკივილი

გაღიზიანება ან ტკივილი ინექციის ადგილზე

შეშუპებული სახე, სხეულის მაღალი ტემპერატურა

სიმპტომების (როგორიცაა ანთება, სიწითლე ან ტკივილი) რეციდივი სხეულის იმ ნაწილზე, რომელიც ადრე ექსპონირებულ იყო სხივური თერაპიის მიმართ ან დაზიანდა ვენაში ქიმიოთერაპიის ინექციის გამო.

იშვიათი გვერდითი მოვლენები (შესაძლოა განვითარდეს 1000-დან არაუმეტეს 1 შემთხვევაში):

ინფექცია, რომელიც ვითარდება სუსტი იმუნური სისტემის მქონე ადამიანებში

ძვლის ტვინში წარმოქმნილი სისხლის უჯრედების დაბალი რაოდენობა

ბადურის ანთება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მხედველობის ცვლილებები ან სიბრმავე

პათოლოგიური გულის რითმი, გულის პათოლოგიური ცვლილებები ეკგ-ზე (ელექტროკარდიოგრამა) და შესაძლოა შენელებული გულისცემით, გულის პრობლემა, რომელიც გავლენას ახდენს გულისცემაზე და რიტმზე, კანისა და ლორწოვანი გარსის ცისფერი შეფერილობა, გამოწვეული სისხლში ჟანგბადის ნაკლებობით

სისხლძარღვების გაფართოება

მოჭერის შეგრძნება ყელში

მტკივნეული და შეშუპებული ენა, წყლული ტუჩზე

კანის გამონაყარი სითხით სავსე ბუშტუკებით

ვაგინალური ინფექცია, სკროტუმის სიწითლე

სხეულის ღრუების და გამდინარე გზების ამომფენი შრეების პრობლემები, როგორიცაა ცხვირი, პირი ან სასუნთქი მილი

  • ღვიძლის ფუნქციური სინჯების პათოლოგიური შედეგები, სისხლში კრეატინინის დონის მომატება

უცნობი სიხშირის (სიხშირის დაზუსტება შეუძლებელია არსებული მონაცემების საფუძველზე)

სისხლის კიბო, რომელიც ვითარდება სწრაფად და აზიანებს სისხლის უჯრედებს (მწვავე მიელოიდური ლეიკემია), ძვლის ტვინის დაავადება, რომელიც აზიანებს სისხლის უჯრედებს (მიელოდისპლაზიური სინდრომი), პირის ღრუს ან ტუჩების კიბო.

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინებ

ნებისმიერი სახის გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. აღნიშნული ეხება იმ გვერდით მოვლენებსაც, რომლებიც შესაძლოა არ იყოს მითითებული ამ ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შეტყობინება ასევე შესაძლებელია უშუალოდ: სამედიცინო და ბიოლოგიურ პროდუქტთა ფარმაკოუსაფრთოხების დეპარტამენტის სამედიცინო პროდუქტთა რეგისტრაციის ოფისი

Al. Jerozolimskie 181C

PL-02-222 ვარშავა

ტელ: + 48 22 49 21 301

ფაქს: + 48 22 49 21 309

ვებ-გვერდი: https://smz.ezdrowie.gov.pl.

გვერდითი მოვლენების შეტყობინებით, თითოეულ პაციენტს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ დამატებითი ცნობების შეგროვებაში.

ჭარბი დოზა

დოზის მწვავე გადაჭარბება აუარესებს გვერდით მოვლენებს, როგორიცაა წყლულები პირის ღრუში ან სისხლის თეთრი უჯრედების და თრომბოიტების რაოდენობის დაქვეითება სისხლში. მკურნალობის სახით გამოიყენება ანტიბიოტიკები, თრომბოციტების ტრანსფუზია, სისხლის თეთრი უჯრედების მასტიმულირებელი საშუალებები და პირის ღრუს წყლულების სიმპტომური მკურნალობა.

პროდუქტის გამოყენებასთან დაკავშირებული დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

შემადგენლობა

პეგილირებული ლიპოსომური ზოლსკეტილი-ს შემადგენლობა

აქტიური ნივთიერებაა დოქსორუბიცინის ჰიდროქლორიდი. ერთი მლ შეიცავს 2 მგ დოქსორუბიცინის ჰიდროქლორიდს, პეგილირებულ ლიპოსომებში.

დამხმარე ნივთიერებები: სოიოს ფოსფატიდილქოლინი ჰიდროგენირებული, ნატრიუმის N-(კარბონილმეთოქსიპოლიეთილენ გლიკოლ-2000)-1,2-დისტეაროილ-sn-გლიცერო-3-ფოსფოეთანოლამინი (MPEG 2000-DSPE), ქოლესტერინი, ამონიუმის სულფატი, ჰისტიდინი, საქაროზა, საინექციო წყალი, კონცენტრირებული მარილმჟავა (pH-ის რეგულირებისთვის), ნატრიუმის ჰიდროქსიდი (pH-ის რეგულირებისთვის). იხილეთ პუნქტი 2.

პეგილირებული ლიპოსომური ზოლსკეტილი 2 მგ/მლ: ფლაკონები 10 მლ-ანი (20მგ) ან 25 მლ-ანი (50 მგ) მოცულობით.

შენახვის პირობები

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია ფლაკონის ეტიკეტზე და მუყაოს კოლოფზე. ინახება მაცივარში (2ºC – 8ºC). არ შეიძლება გაყინვა.

განზავების შემდეგ:

გამოყენებისას ქიმიური და ფიზიკური სტაბილურობა ნაჩვენებია 24 საათის განმავლობაში 2°C-დან 8°C-მდე. მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით, პროდუქტი დაუყოვნებლივ უნდა იქნას გამოყენებული. წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებამდე შენახვის პირობებსა და ვადაზე პასუხისმგებელია მომხმარებელი და არ უნდა აჭარბებდეს 24 საათს, 2°C-დან 8°C-მდე ტემპერატურაზე. ნაწილობრივ გამოყენებული ფლაკონები უნდა განადგურდეს.

არ გამოიყენება თუ შეუმჩნევა ნალექი ან სხვა ხილული ნაწილაკები.

დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. გამოუყენებელი პრეპარატის გადაგდების შესახებ ინფორმაციისთვის უნდა მიემართოს ფარმაცევტს. აღნიშნული ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია პაციენტისთვის

ზოლსკეტილი® პეგილირებული ლიპოსომური 2 მგ/მლ საინფუზიო დისპერსიის მოსამზადებლად

დოქსორუბიცინის ჰიდროქლორიდი

პრეპარატის გამოყენებამდე საჭიროა ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა, რადგან ის პაციენტისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს.

საჭიროა ინსტრუქციის შენახვა. შესაძლოა წარმოიშვას მისი ხელახალი გაცნობის აუცილებლობა.

დამატებითი კითხვებისთვის პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

ეს პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ პირადი მოხმარებისთვის. დაუშვებელია პრეპარატის სხვისთვის მიცემა იმ შემთხვევაშიც კი, თუ სიმპტომები ერთნაირია.

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. აღნიშნული ეხება იმ გვერდით მოვლენებსაც, რომლებიც შესაძლოა არ იყოს მითითებული ამ ინსტრუქციაში. იხ. ნაწილი 4.

ინსტრუქციაში მოცემულია:

რას წარმოადგენს პეგილირებული ლიპოსომური ზოლსკეტილი და მისი გამოყენება

რა უნდა იცოდეს პაციენტმა პეგილირებული ლიპოსომური ზოლსკეტილი-ს გამოყენებამდე

პეგილირებული ლიპოსომური ზოლსკეტილი-ს გამოყენების წესი

შესაძლო გვერდითი მოვლენები

პეგილირებული ლიპოსომური ზოლსკეტილი-ს შენახვის წესი

შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია

  • რას წარმოადგენს პეგილირებული ლიპოსომური ზოლსკეტილი და მისი გამოყენება

პეგილირებული ლიპოსომური ზოლსკეტილი არის სიმსივნის საწინააღმდეგო საშუალება.

პეგილირებული ლიპოსომური ზოლსკეტილი გამოიყენება სარძევე ჯირკვლის კიბოს სამკურნალოდ, გულის პრობლემების რისკის მქონე პაციენტებში. პეგილირებული ლიპოსომური ზოლსკეტილი ასევე გამოიყენება საკვერცხის კიბოს სამკურნალოდ. პრეპარატი გამოიყენება კიბოს უჯრედების მოსაკლავად, სიმსივნის ზომის შესამცირებლად, სიმსივნის ზრდის შეფერხებისთვის და პაციენტის გადარჩენის გასახანგრძლივებლად.

პეგილირებული ლიპოსომური ზოლსკეტილი ასევე გამოიყენება სხვა მედიკამენტთან - ბორტეზომიბთან ერთად, მრავლობითი მიელომის (სისხლის უჯრედების კიბო) სამკურნალოდ პაციენტებში, რომლებსაც ჩატარებული აქვთ მინიმუმ 1 თერაპიის კურსი.

პეგილირებული ლიპოსომური ზოლსკეტილი ასევე გამოიყენება კაპოშის სარკომის შესამსუბუქებლად, მათ შორის კიბოსთან ასოცირებული დაზიანებების გაბრტყელების, გაღიავების ან თუნდაც კიბოს დაპატარებების გზით. კაპოშის სარკომის სხვა სიმპტომები, როგორიცაა სიმსივნის ირგვლივ შეშუპება, ასევე შეიძლება გაუმჯობესდეს ან გაქრეს.

პეგილირებული ლიპოსომური ზოლსკეტილი შეიცავს პრეპარატს რომელიც შერჩევითად კლავს კიბოს უჯრედებს. პეგილირებულ ლიპოსომურ ზოლსკეტილში შემავალი დოქსორუბიცინის ჰიდროქლორიდი მოქცეულია მცირე ზომის სფეროებში – პეგილირებულ ლიპოსომებში, რომელთა დახმარებითაც, პრეპარატი სისხლძარღვებიდან ჯანმრთელი ქსოვილის ნაცვლად კიბოს უჯრედებში ხვდება.

  • რა უნდა იცოდეს პაციენტმა პეგილირებული ლიპოსომური ზოლსკეტილი-ს გამოყენებამდე

პეგილირებული ლიპოსომური ზოლსკეტილი არ გამოიყენება

თუ პაციენტი ალერგიულია დოქსორუბიცინის ჰიდროქლორიდის, არაქისის ან სოიოს ან პრეპარატში შემავალი რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ (ჩამონათვალი იხ. მე-6 პუნქტში).

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს შემდეგ შემთხვევებში:

თუ უტარდება ნებისმიერი სახის მკურნალობა გულის ან ღვიძლის დაავადებების სამკურნალოდ;

თუ აქვს დიაბეტი – ვინაიდან პეგილირებული ლიპოსომური ზოლსკეტილი შეიცავს შაქარს, რამაც შეიძლება საჭირო გახადოს ანტიდიაბეტური მკურნალობის კორექცია;

თუ პაციენტს აქვს კაპოშის სარკომა და ამოკვეთილი აქვს ელენთა;

თუ ვითარდება წყლულები, ფერის ცვლილებები ან დისკომფორტი პირის ღრუში;

თუ ძვლის ტვინში არ წარმოიქმნება საკმარისი რაოდენობით სისხლის უჯრედები;

თუ პაციენტს აქვს კიბო, რომლის გამოც, ძვლის ტვინში წარმოიქმნება პათოლოგიური სისხლის უჯრედები;

თუ პაციენტს აქვს მტკივნეული, წითელი მაკულარული გამონაყარი კანზე;

თუ ადგილი აქვს ვეზიკანტური სითხეების ან პრეპარატების გაჟონვას ვენიდან მიმდებარე ქსოვილებში;

თუ პაციენტს აქვს მტევან-ტერფის სინდრომი (სიწითლე, შეშუპება და დაწყლულება (სითხე კანის ზედა ფენებს შორის) ხელის მტევნების და ფეხის ტერფების მიდამოში)

სტრატეგიები მტევან-ტერფის სინდრომის თავიდან ასაცილებლად:

ხელების და/ან ფეხების ცივ წყალში დასველება, როდესაც ეს შესაძლებელია (მაგ. ტელევიზორის ყურებისას, კითხვისას ან რადიოს მოსმენისას);

ხელების და ფეხების ღიად დატოვება (არ შეიძლება ხელთათმანები, წინდები და ა.შ.);

გრილ ადგილებში ყოფნა;

ცხელ ამინდში გრილი აბაზანების მიღება;

მძიმე ვარჯიშის თავიდან აცილება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ფეხის ტრავმა (მაგ., სირბილი);

ძალიან ცხელ წყალთან კანის ზემოქმედების თავიდან აცილება (მაგ. ჯაკუზი, საუნა);

მოერიდეთ მჭიდრო ფეხსაცმელს ან მაღალქუსლიან ფეხსაცმელს.

პირიდოქსინი (ვიტამინი B6):

  • ვიტამინი B6 გაიცემა რეცეპტის გარეშე;
  • მიიღება 50-150 მგ დღეში, სიწითლის ან ჩხვლეტის პირველი ნიშნების გამოვლენისას.

ბავშვები და მოზარდები

პეგილირებული ლიპოსომური ზოლსკეტილი არ გამოიყენება მოზარდებსა და ბავშვებში, რადგან აღნიშნულ ასაკობრივ ჯგუფში მისი მოქმედება არასათანადოდ არის შესწავლილი.

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან

უნდა მიემართოს ექიმს ან ფარმაცევტს:

თუ პაციენტი იღებს ან ახლო წარსულში იღებდა ნებისმიერ სხვა პრეპარატს, მათ შორის ურეცეპტოდ გასაცემს;

კიბოს საწინააღმდეგო ნებისმიერი სხვა მკურნალობის შესახებ, რომელიც უტარდება ან უტარდებოდა პაციენტს, ვინაიდან განსაკუთრებული ყურადღებაა საჭირო იმ პრეპარატების გამოყენებისას, რომლებიც ამცირებენ სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობას, რათა არ მოხდეს მათი რაოდენობის კიდევ უფრო დაქვეითება. პაციენტმა კონსულტაცია უნდა გაიაროს ექიმთან თუ არ აქვს დაზუსტებული ინფორმაცია იმ მკურნალობის შესახებ რომელიც უტარდებოდა ან იმ დაავადების შესახებ რომლის გამოც უტარდებოდა მკურნალობა.

ორსულობა და ლაქტაცია

ამ პრეპარატის მიღებამდე უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

პაციენტმა აუცილებლად უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს თუ ფიქრობს, რომ შესაძლოა იყოს ორსულად, ვინაიდან პეგილირებულ ლიპოსომურ ზოლსკეტილში შემავალმა აქტიურმა ნივთიერებამ – დოქსორუბიცინის ჰიდროქლორიდმა შეიძლება გამოიწვიოს თანდაყოლილი მანკები. პეგილირებული ლიპოსომური ზოლსკეტილით მკურნალობის პერიოდში (მათ შორის პარტნიორის მიერ) და მისი დასრულებიდან 6 თვის განმავლობაში თავიდან უნდა იქნეს აცილებული ორსულობა.

ვინაიდან დოქსორუბიცინის ჰიდროქლორიდი შესაძლოა საზიანო იყოს ძუძუზე მყოფი ჩვილისთვის, დედებმა პეგილირებული ლიპოსომური ზოლსკეტილით მკურნალობის დაწყებამდე უნდა შეწყვიტონ ძუძუთი კვება. ჯანდაცვის ექსპერტების რეკომენდაციის მიხედვით, აივ-ინფიცირებულმა ქალებმა არ უნდა კვებონ ბავშვი ძუძუთი არც ერთ შემთხვევაში, ბავშვის დაინფიცირების თავიდან ასაცილებლად.

ავტომობილის და სხვა მექანიზმების მართვა

პეგილირებული ლიპოსომური ზოლსკეტილით მკურნალობის პერიოდში დაღლილობის ან ძილიანობის განვითარების შემთხვევაში, პაციენტმა არ უნდა მართოს ავტომობილი და სხვა მექანიზმები.

პეგილირებული ლიპოსომური ზოლსკეტილი შეიცავს სოიოს ზეთს და ნატრიუმს

პეგილირებული ლიპოსომური ზოლსკეტილი შეიცავს სოიოს ზეთს. პრეპარატი არ გამოიყენება თუ პაციენტი ალერგიულია არაქისის ან სოიოს მიმართ.

პეგილირებული ლიპოსომური ზოლსკეტილი შეიცავს < 1 მმოლ (23 მგ) ნატრიუმს თითოეულ დოზაზე, რაც პრაქტიკულად უმნიშვნელო რაოდენობაა.

  • პეგილირებული ლიპოსომური ზოლსკეტილი-ს გამოყენების წესი

პეგილირებული ლიპოსომური ზოლსკეტილი უნიკალური ფორმულაციაა. მისი გამოყენება არ უნდა მოხდეს დოქსორუბუცინის ჰიდროქლორიდის სხვა ფორმულაციების ნაცვლად.

რა დოზით ინიშნება პეგილირებული ლიპოსომური ზოლსკეტილი

სარძევე ჯირკვლის ან საკვერცხის კიბოს სამკურნალოდ, პეგილირებული ლიპოსომური ზოლსკეტილი ინიშნება დოზით 50 მგ/მ2 სხეულის ზედაპირის ფართობზე (გამოითვლება სიმაღლის და წონის მიხედვით). დოზა მეორდება ყოველ 4 კვირაში ერთხელ თუ დაავადება არ პროგრესირებს და პაციენტი გუობს აღნიშნულ დოზას.

მრავლობითი მოელომის სამკურნალოდ, როდესაც პაციენტს უკვე ჩატარებული აქვს სულ მცირე 1 მკურნალობის კურსი, პეგილირებული ლიპოსომური ზოლსკეტილი ინიშნება დოზით 30 მგ/მ2 სხეულის ზედაპირის ფართობზე (გამოითვლება სიმაღლის და წონის მიხედვით), 1 საათიანი ინტრავენური ინფუზიის სახით, ბორტეზომიბის 3 კვირიანი რეჟიმის მე-4 დღეს, უშუალოდ ბორტეზომიბის ინფუზიის შემდეგ. დოზა გამეორდება თუ შედეგი დამაკმაყოფილებელია და პაციენტი გუობს მკურნალობას.

კაპოშის სარკომის სამკურნალოდ, პეგილირებული ლიპოსომური ზოლსკეტილი ინიშნება დოზით 20 მგ/მ2 სხეულის ზედაპირის ფართობზე (გამოითვლება სიმაღლის და წონის მიხედვით). დოზა მეორდება ყოველ 2-3 კვირაში ერთხელ 2-3 თვის განმავლობაში, შემდეგ საჭიროებისამებრ, მდგომარეობის პროგრესირების შესანარჩუნებლად.

როგორ გამოიყენება პეგილირებული ლიპოსომური ზოლსკეტილი

პეგილირებული ლიპოსომური ზოლსკეტილი შეიყვანება მკურნალი ექიმის მიერ, წვეთოვანი (ინფუზიის) სახით ვენაში. დოზისა და ჩვენებიდან გამომდინარე, ინფუზია შესაძლოა გაგრძელდეს 30 წთ-დან >1 სთ-მდე (ანუ 90 წთ).

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში

დოზის მწვავე გადაჭარბება აუარესებს გვერდით მოვლენებს, როგორიცაა წყლულები პირის ღრუში ან სისხლის თეთრი უჯრედების და თრომბოიტების რაოდენობის დაქვეითება სისხლში. მკურნალობის სახით გამოიყენება ანტიბიოტიკები, თრომბოციტების ტრანსფუზია, სისხლის თეთრი უჯრედების მასტიმულირებელი საშუალებები და პირის ღრუს წყლულების სიმპტომური მკურნალობა.

პროდუქტის გამოყენებასთან დაკავშირებული დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

  • შესაძლო გვერდითი მოვლენები

როგორც ყველა წამალს, ამ პრეპარატსაც შეუძლია გვერდითი მოვლენების გამოწვევა, თუმცა ისინი ყველა პაციენტს არ უვითარდება.

პეგილირებული ლიპოსომური ზოლსკეტილი-ს ინფუზიისას შეიძლება განვითარდეს შემდეგი გვერდითი მოვლენები, რა შემთხვევაშიც, დაუყოვნებლივ უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს:

მძიმე ალერგიული რეაქცია, რომელიც შეიძლება მოიცავდეს შეშუპებულ სახეს, ტუჩებს, პირს, ენას ან ყელს; ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელება; ქავანა გამონაყარი (ჭინჭრის ციება)

ფილტვებში სასუნთქი გზების ანთება და შევიწროება, რაც იწვევს ხველას, ხიხინს და ქოშინს (ასთმა)

სიწითლე, ოფლიანობა, შემცივნება ან ცხელება

გულმკერდის ტკივილი ან დისკომფორტი

ზურგის ტკივილი

მაღალი ან დაბალი არტერიული წნევა

აჩქარებული გულისცემა

კრუნჩხვები

შესაძლოა განვითარდეს საინცფუზიო სითხის გაჟონვა ვენიდან, მიმდებარე კანქვეშა ქსოვილებში. პეგილირებული ლიპოსომური ზოლსკეტილი-ს ინფუზიისას წვის ან ტკივილის განვითარების შემთხვევაში, პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს

შემდეგი საშიში გვერდითი მოვლენებიდან ნებისმიერის განვითრების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს:

ვითარდება ცხელება, დაღლილობა ან სისხლჩაქცევების ან სისხლდენის ნიშნები (ძალიან ხშირი)

სიწითლე, შეშუპება, აქერცვლა ან შეხებაზე ტკივილი, ძირითადად ხელებზე ან ფეხებზე („მტევან-ტერფის“ სინდრომი). აღნიშნული მოვლენები ძალიან ხშირად იქნა ნანახი და ზოგჯერ მძიმე ხასიათისაა. მძიმე შემთხვევებში, ამ მოვლენებმა შეიძლება ხელი შეუშალოს პაციენტის ყოველდღიურ საქმიანობას და შეიძლება გაგრძელდეს 4 კვირის ან მეტი ხნის განმავლობაში, სანამ მთლიანად გაქრება. ექიმმა შეიძლება საჭიროდ ჩათვალოს შემდგომი მკურნალობის კურსის გადადება და/ან დოზის შემცირება (იხ. მტევან-ტერფის სინდრომის პროფილაქტიკისა და მკურნალობის სტრატეგიები ქვემოთ)

წყლულები პირში, მძიმე დიარეა ან ღებინება ან გულისრევა (ძალიან ხშირი)

ინფექციები (ხშირად), მათ შორის ფილტვის ინფექციები (პნევმონია) ან ინფექციები, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინონ მხედველობაზე

ქოშინი (ხშირად)

მუცლის ძლიერი ტკივილი (ხშირად)

ძლიერი სისუსტე (ხშირად)

მძიმე ალერგიული რეაქცია, რომელიც შეიძლება მოიცავდეს შეშუპებულ სახეს, ტუჩებს, პირს, ენას ან ყელს; ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელება; ქავანა გამონაყარი (ჭინჭრის ციება) (არახშირი)

გულის გაჩერება (გული წყვეტს მუშაობას); გულის უკმარისობა, რომლის დროსაც გული ვერ გადატუმბავს საკმარის სისხლს სხეულის დანარჩენ ნაწილში, რაც იწვევს ქოშინს და შეიძლება გამოიწვიოს ფეხების შეშუპება (არახშირი)

სისხლის შედედება, რომელიც გადადის ფილტვებში, იწვევს გულმკერდის ტკივილს და ქოშინს (არახშირი)

შეშუპება, ცხელება ან მგრძნობელობა ფეხის რბილ ქსოვილებში, ზოგჯერ ტკივილით, რომელიც ძლიერდება დგომისას ან სიარულის დროს (იშვიათად)

მძიმე ან სიცოცხლისათვის საშიში გამონაყარი ბუშტუკებით და აქერცლილი კანით, განსაკუთრებით პირის ღრუს, ცხვირის, თვალების და სასქესო ორგანოების მიდამოებში (სტივენს-ჯონსონის სინდრომი) ან სხეულის უფრო ფართო მიდამოზე (ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი) (იშვიათად)

სხვა გვერდითი მოვლენები

შემდეგი მოვლენები შეიძლება განვითარდეს ინფუზიათა შორის:

ძალიან ხშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1-ზე მეტ შემთხვევაში):

სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება, რამაც შეიძლება გაზარდოს ინფექციის ალბათობა. იშვიათ შემთხვევებში, სისხლის თეთრი უჯრედების დაბალმა რაოდენობამ შეიძლება გამოიწვიოს მძიმე ინფექცია.

ანემია (სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობის შემცირება), შეიძლება გამოიწვიოს დაღლილობა, ხოლო სისხლში თრომბოციტების რაოდენობის შემცირებამ შეიძლება გაზარდოს სისხლდენის რისკი. სისხლის უჯრედებში პოტენციური ცვლილებების გამო ხდება რეგულარული სისხლის ანალიზების ჩატარება.

მადის დაქვეითება;

ყაბზობა

კანზე გამონაყარი, მათ შორის კანის სიწითლე, ალერგიული გამონაყარი კანზე, წითელი ან კანიდან წამოწეული გამონაყარი

თმის ცვენა

ტკივილი კუნთებისა და გულმკერდის, სახსრების, მკლავების ან ფეხების ჩათვლით

ძლიერი დაღლილობის შეგრძნება.

ხშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება განვითარდეს 10-დან არაუმეტეს 1 შემთხვევაში):

ინფექციები, მათ შორის მძიმე ინფექცია გავრცელებული მთელს სხეულში (სეფსისი), ფილტვების ინფექციები, ჰერპესის ვირუსული ინფექციები, ბაქტერიული ინფექციის ტიპი (mycobacterium avium-ით ინფექცია), საშარდე გზების ინფექცია, სოკოვანი ინფექციები (კანდიდიაზის და პირის ღრუს კანდიდიაზის ჩათვლით), თმის ფოლიკულების ინფექცია, ინფიცირებული ან გაღიზიანებული ყელი, ცხვირის, სინუსების ან ყელის ინფექცია (გაციება)

სისხლის თეთრი უჯრედების შემცირებული რაოდენობა (ნეიტროფილების), ცხელებით

წონის მკვეთრი დაკლება და კუნთების განლევა, ორგანიზმში წყლის ნაკლებობა (დეჰიდრატაცია), კალიუმის, ნატრიუმის ან კალციუმის დაბალი დონე სისხლში.

დაბნეულობის შეგრძნება, შფოთვა, დეპრესია, ძილის გაძნელება

ნერვის დაზიანება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ჩხვლეტის, დაბუჟების, ტკივილის გრძნობა ან ტკივილის შეგრძნების დაკარგვა, ნერვის ტკივილი, უჩვეულო შეგრძნება კანში (როგორიცაა ჩხვლეტა ან მცოცავი შეგრძნება), შეგრძნების ან მგრძნობელობის დაქვეითება, განსაკუთრებით კანში

გემოს შეგრძნების ცვლილება, თავის ტკივილი, ძლიერი ძილიანობა ენერგიის დაქვეითებით, თავბრუსხვევა;

კონიუნქტივიტი

აჩქარებული გულისცემა

მაღალი ან დაბალი არტერიული წნევა, ალები

ქოშინი, რომელიც შეიძლება გამოწვეული იყოს ფიზიკური აქტივობით, ცხვირიდან სისხლდენით, ხველებით

კუჭის ლორწოვანი გარსის ან საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ანთება, წყლულები პირის ღრუში, მოუნელებლობა, ყლაპვის გაძნელება, პირის ღრუს ტკივილი, პირის სიმშრალე

კანის პრობლემები, მათ შორის ქერცლიანი ან მშრალი კანი, კანის სიწითლე, ბუშტუკები ან წყლულები კანზე, ქავილი, კანის მუქი ლაქები

ჭარბი ოფლიანობა

კუნთების სპაზმი ან ტკივილი

ტკივილი, მათ შორის კუნთებში, ძვლებში ან ზურგში

ტკივილი შარდვისას

ალერგიული რეაქცია წამლის ინფუზიის მიმართ, გრიპის მაგვარი დაავადება, შემცივნება, ღრუების და ლორწოვანი გარსების გაღიზიანება, როგორიცაა ცხვირი, პირი ან სასუნთქი მილი, სისუსტის შეგრძნება, უსიამოვნო თვითშეგრძნება, სითხის დაგროვებით გამოწვეული შეშუპება, შეშუპებული ხელები, ტერფები ან ფეხები

წონის კლება.

პეგილირებული ლიპოსომური ზოლსკეტილი-ს დამოუკიდებლად გამოყენების შემთხვევაში, ზოგიერთი აღნიშნული გვერდითი მოვლენა შესაძლოა გაცილებით ნაკლები სიხშირით განვითარდეს, ხოლო ზოგიერთი მათგანი შესაძლოა საერთოდ არ განვითარდეს.

ნაკლებად ხშირი გვერდითი მოვლენები (შესაძლოა განვითარდეს 100-დან არაუმეტეს 1 შემთხვევაში):

მარტივი ჰერპესით განპირობებული ვირუსული ინფექციები (ტუჩის ჰერპესი ან გენიტალური ჰერპესი), სოკოვანი ინფექცია

ყველა ტიპის სისხლის უჯრედების დაქვეითებული რაოდენობა, "თრომბოციტების" (უჯრედები, რომლებიც ხელს უწყობენ სისხლის შედედებას) ჭარბი რაოდენობა

ალერგიული რეაქცია

სისხლში კალიუმის მაღალი დონე, სისხლში მაგნიუმის დაბალი დონე

ნერვის დაზიანება, რომელიც გავლენას ახდენს სხეულის ერთზე მეტ უბანზე

კრუნჩხვები, გულისწასვლა

უსიამოვნო ან ტკივილის შეგრძნება, განსაკუთრებით შეხებისას, ძილიანობა

მხედველობის დაბინდვა, წყლიანი თვალები

სწრაფი ან არათანაბარი გულისცემის შეგრძნება (პალპიტაცია), გულის კუნთის დაავადება, გულის დაზიანება

ქსოვილის დაზიანება (ნეკროზი) ინექციაის ადგილას, ვენების ანთება, რაც იწვევს შეშუპებას და ტკივილს, თავბრუსხვევის შეგრძნება წამოჯდომის ან ადგომისას

დისკომფორტი გულმკერდის არეში

მეტეორიზმი, ღრძილების ანთება (გინგივიტი)

კანის პრობლემები ან გამონაყარი, მათ შორის ქერცლიანი ან აშრევებული კანი, ალერგიული გამონაყარი, დაწყლულება (წყლული) ან ჭინჭრის ციება კანზე, კანის ფერის შეცვლა, კანის ბუნებრივი ფერის (პიგმენტის) ცვლილება, მცირე ზომის წითელი ან მეწამული ლაქები გამოწვეული სისხლდენით. კანის, ფრჩხილების პრობლემები, აკნე

კუნთების სისუსტე

მკერდის ტკივილი

გაღიზიანება ან ტკივილი ინექციის ადგილზე

შეშუპებული სახე, სხეულის მაღალი ტემპერატურა

სიმპტომების (როგორიცაა ანთება, სიწითლე ან ტკივილი) რეციდივი სხეულის იმ ნაწილზე, რომელიც ადრე ექსპონირებულ იყო სხივური თერაპიის მიმართ ან დაზიანდა ვენაში ქიმიოთერაპიის ინექციის გამო.

იშვიათი გვერდითი მოვლენები (შესაძლოა განვითარდეს 1000-დან არაუმეტეს 1 შემთხვევაში):

ინფექცია, რომელიც ვითარდება სუსტი იმუნური სისტემის მქონე ადამიანებში

ძვლის ტვინში წარმოქმნილი სისხლის უჯრედების დაბალი რაოდენობა

ბადურის ანთება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მხედველობის ცვლილებები ან სიბრმავე

პათოლოგიური გულის რითმი, გულის პათოლოგიური ცვლილებები ეკგ-ზე (ელექტროკარდიოგრამა) და შესაძლოა შენელებული გულისცემით, გულის პრობლემა, რომელიც გავლენას ახდენს გულისცემაზე და რიტმზე, კანისა და ლორწოვანი გარსის ცისფერი შეფერილობა, გამოწვეული სისხლში ჟანგბადის ნაკლებობით

სისხლძარღვების გაფართოება

მოჭერის შეგრძნება ყელში

მტკივნეული და შეშუპებული ენა, წყლული ტუჩზე

კანის გამონაყარი სითხით სავსე ბუშტუკებით

ვაგინალური ინფექცია, სკროტუმის სიწითლე

სხეულის ღრუების და გამდინარე გზების ამომფენი შრეების პრობლემები, როგორიცაა ცხვირი, პირი ან სასუნთქი მილი

  • ღვიძლის ფუნქციური სინჯების პათოლოგიური შედეგები, სისხლში კრეატინინის დონის მომატება

უცნობი სიხშირის (სიხშირის დაზუსტება შეუძლებელია არსებული მონაცემების საფუძველზე)

სისხლის კიბო, რომელიც ვითარდება სწრაფად და აზიანებს სისხლის უჯრედებს (მწვავე მიელოიდური ლეიკემია), ძვლის ტვინის დაავადება, რომელიც აზიანებს სისხლის უჯრედებს (მიელოდისპლაზიური სინდრომი), პირის ღრუს ან ტუჩების კიბო.

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინებ

ნებისმიერი სახის გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. აღნიშნული ეხება იმ გვერდით მოვლენებსაც, რომლებიც შესაძლოა არ იყოს მითითებული ამ ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შეტყობინება ასევე შესაძლებელია უშუალოდ: სამედიცინო და ბიოლოგიურ პროდუქტთა ფარმაკოუსაფრთოხების დეპარტამენტის სამედიცინო პროდუქტთა რეგისტრაციის ოფისი

Al. Jerozolimskie 181C

PL-02-222 ვარშავა

ტელ: + 48 22 49 21 301

ფაქს: + 48 22 49 21 309

ვებ-გვერდი: https://smz.ezdrowie.gov.pl.

გვერდითი მოვლენების შეტყობინებით, თითოეულ პაციენტს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ დამატებითი ცნობების შეგროვებაში.

  • პეგილირებული ლიპოსომური ზოლსკეტილი-ს შენახვის წესი

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია ფლაკონის ეტიკეტზე და მუყაოს კოლოფზე. ინახება მაცივარში (2ºC – 8ºC). არ შეიძლება გაყინვა.

განზავების შემდეგ:

გამოყენებისას ქიმიური და ფიზიკური სტაბილურობა ნაჩვენებია 24 საათის განმავლობაში 2°C-დან 8°C-მდე. მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით, პროდუქტი დაუყოვნებლივ უნდა იქნას გამოყენებული. წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებამდე შენახვის პირობებსა და ვადაზე პასუხისმგებელია მომხმარებელი და არ უნდა აჭარბებდეს 24 საათს, 2°C-დან 8°C-მდე ტემპერატურაზე. ნაწილობრივ გამოყენებული ფლაკონები უნდა განადგურდეს.

არ გამოიყენება თუ შეუმჩნევა ნალექი ან სხვა ხილული ნაწილაკები.

დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. გამოუყენებელი პრეპარატის გადაგდების შესახებ ინფორმაციისთვის უნდა მიემართოს ფარმაცევტს. აღნიშნული ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

  • შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია

პეგილირებული ლიპოსომური ზოლსკეტილი-ს შემადგენლობა

აქტიური ნივთიერებაა დოქსორუბიცინის ჰიდროქლორიდი. ერთი მლ შეიცავს 2 მგ დოქსორუბიცინის ჰიდროქლორიდს, პეგილირებულ ლიპოსომებში.

დამხმარე ნივთიერებები: სოიოს ფოსფატიდილქოლინი ჰიდროგენირებული, ნატრიუმის N-(კარბონილმეთოქსიპოლიეთილენ გლიკოლ-2000)-1,2-დისტეაროილ-sn-გლიცერო-3-ფოსფოეთანოლამინი (MPEG 2000-DSPE), ქოლესტერინი, ამონიუმის სულფატი, ჰისტიდინი, საქაროზა, საინექციო წყალი, კონცენტრირებული მარილმჟავა (pH-ის რეგულირებისთვის), ნატრიუმის ჰიდროქსიდი (pH-ის რეგულირებისთვის). იხილეთ პუნქტი 2.

პეგილირებული ლიპოსომური ზოლსკეტილი 2 მგ/მლ: ფლაკონები 10 მლ-ანი (20მგ) ან 25 მლ-ანი (50 მგ) მოცულობით.

გამოშვების ფორმა და შეფუთვის შემადგენლობა

პეგილირებული ლიპოსომური ზოლსკეტილი არის გამჭვირვალე წითელი დისპერსია გამჭვირვალე მინის ფლაკონში. შეფუთვა შედგება 1 ან 10 მინის ფლაკონისგან.

ყველა ზომის შეფუთვა შესაძლოა არ იყოს სარეალიზაციოდ წარმოდგენილი.

ვაჭრობის ლიცენზიის მფლობელი

Accord Healthcare S.L.U.

World Trade Center, Moll de Barcelona, s/n, Edifici Est 6ª planta,

08039 Barcelona,

Spain

აკორდ ჰელსქეა ს.ლ.უ.

მსოფლიო სავაჭრო ცენტრი, ბარსელონა მოლი, ს/ნ,

ედიფიცი ესტ 6ა პლანტა,

08039 ბარსელონა,

ესპანეთი

მწარმოებელი

Accord Healthcare Polska Sp.z o.o.,

ul. Lutomierska 50, 95-200 Pabianice, Poland

შპს აკორდ ჰელსქეა პოლსკა,

ლუტომიერსკას ქ. 50, 95-200 პაბიანიცე, პოლონეთი

ინსტრუქციის განახლების უკანასკნელი თარიღი: 05/2022

ამ პრეპარატის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ევროპის წამლის სააგენტოს ვებ-გვერდზე: http://www.ema.europa.eu

შემდეგი ინფორმაცია განკუთვნილია მხოლოდ ჯანდაცვის პროფესიონალთათვის (იხ. მე-3 პუნქტი):

სიფრთხილეა საჭირო პეგილირებული ლიპოსომური ზოლსკეტილი-ს ხსნარის გამოყენებისას. აუცილებელია ხელთათმანების გამოყენება. პეგილირებული ლიპოსომური ზოლსკეტილი-ს კანთან ან ლორწოვან გარსბთან კონტაქტის შემთხვევაში, შესაბამისი მიდამო დაუყოვნებლივ ჩამობანილ უნდა იქნას საპნითა და წყლით. პეგილირებული ლიპოსომური ზოლსკეტილი-ს დამუშავება და განადგურება უნდა მოხდეს სხვა კიბოს საწინააღმდეგო საშუალებების მსგავსად.

განსაზღვრეთ პეგილირებული ლიპოსომური ზოლსკეტილი-ს დოზა (რეკომენდებული დოზის და პაციენტის სხეულის ზედაპირის ფართობის საფუძველზე). გადაიტანეთ პეგილირებული ლიპოსომური ზოლსკეტილი-ს შესაბამისი მოცულობა სტერილურ შპრიცში. ასეპტიკური ტექნიკა მკაცრად უნდა იყოს დაცული, რადგან პეგილირებული ლიპოსომური ზოლსკეტილი არ შეიცავს კონსერვანტებს ან ბაქტერიოსტატიკურ საშუალებებს. შეყვანამდე, პეგილირებული ლიპოსომური ზოლსკეტილის შესაბამისი დოზა უნდა განზავდეს გლუკოზის 50 მგ/მლ (5%) საინფუზიო ხსნარში. 90 მგ-ზე ნაკლები დოზისთვის, განზავება უნდა მოხდეს 250 მლ, ხოლო ≥ 90 მგ დოზებისთვის - 500 მლ-ში.

ინფუზიასთან ასოცირებული რეაქციების რისკის შესამცირებლად, საწყისი დოზა ინიშნება არაუმეტეს 1 მგ/წთ სიჩქარით. თუ ინფუზიასთან ასოცირებული რეაქციები არ ვლინდება, შემდგომი ინფუზიები შეიძლება შესრულდეს 60 წუთის ხანგრძლივობით.

სარძევე ჯირკვლის კიბოს საცდელ პროგრამაში, ინფუზიის მოდიფიკაცია ნებადართული იყო იმ პაციენტებისთვის, რომლებსაც აღენიშნებოდათ ინფუზიასთან ასოცირებული რეაქცია შემდეგნაირად: მთლიანი დოზის 5% შეჰყავდათ ნელა, პირველი 15 წუთის განმავლობაში. თუ რეაქცია არ ვლინდებოდა, ინფუზიის სიჩქარე ორმაგდებოდა მომდევნო 15 წუთის განმავლობაში. კარგად ატანის შემთხვევაში, ინფუზია სრულდებოდა მომდევნო საათის განმავლობაში. ინფუზიის საერთო დრო შეადგენდა 90 წუთს.

თუ პაციენტს აღენიშნება ადრეული სიმპტომები ან ინფუზიასთან ასოცირებული რეაქციის ნიშნები, დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს ინფუზია და გამოყენებულ იქნას შესაბამისი პრემედიკაცია (ანტიჰისტამინები და/ან ხანმოკლე მოქმედების კორტიკოსტეროიდი), შემდეგ ინფუზია უნდა განახლდეს ნელი სიჩქარით.

გლუკოზის 50 მგ/მლ (5%) საინფუზიო ხსნარის გარდა სხვა გამხსნელის გამოყენებამ ან რაიმე ბაქტერიოსტატიკური აგენტის, როგორიცაა ბენზილის სპირტის არსებობამ, შეიძლება გამოიწვიოს პეგილირებული ლიპოსომური ზოლსკეტილი-ს დალექვა.

რეკომენდირებულია პეგილირებული ლიპოსომური ზოლსკეტილი-ს საინფუზიო მილის მიერთება გლუკოზის 50 მგ/მლ (5%) ხსნარის ინტრავენური ინფუზიის გვერდით პორტზე. ინფუზია შეიძლება განხორციელდეს პერიფერიული ვენის მეშვეობით. არ გამოიყენება შიდა ფილტრებთან ერთად.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა