პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
უროლოგიური საშუალებები

კადმირონი

KADMIRON

რეცეპტით0,5მგ+0,4მგინსტრუქცია ქართულადესპანეთი
რისთვის გამოიყენება

კადმირონი გამოიყენება გადიდებული პროსტატის სამკურნალოდ მამაკაცებში (პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზია) - წინამდებარე ჯირკვლის არასიმსივნური წარმონაქმნი, რომელიც გამოწვეულია ჰორმონის დიჰიდროტესტოსტერონის ჭარბი გამომუშავებით. კადმირონი არის ორი სხვადასხვა პრეპარატის დუტასტერიდის და ტამსულოზინის კომბინაცია. …

სრულად
ფორმა და შეფუთვა
0,5მგ+0,4მგ მყარი კაფსულა (0,5მგ დუტასტერიდის რბილი კაფსულა + 0,4მგ ტამსულოზინის მოდიფიცირებული გამოთავისუფლების პელეტები) №30 მაღალი სიმკვრივის პოლიეთილენის ფლაკონში
მწარმოებელი
Laboratorios LEON FARMA, SA, ესპანეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
უროლოგიური საშუალებები, ალფა-ადრენორეცეპტორების ანტაგონისტები
ATC კოდი
G04CA52
რეგისტრაციის ნომერი
რ-041141
რეგისტრირებულია
28 მაისი 2024, მოქმედებს 28 მაისი 2029-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
D&FISHER CO LTD (კვიპროსი)
განმცხადებელი
შპს „საფ ფარმა“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაკადმირონი და სხვა წამალი ერთად

კადმირონი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

კადმირონი გამოიყენება გადიდებული პროსტატის სამკურნალოდ მამაკაცებში (პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზია) - წინამდებარე ჯირკვლის არასიმსივნური წარმონაქმნი, რომელიც გამოწვეულია ჰორმონის დიჰიდროტესტოსტერონის ჭარბი გამომუშავებით.

კადმირონი არის ორი სხვადასხვა პრეპარატის დუტასტერიდის და ტამსულოზინის კომბინაცია. დუტასტერიდი მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს სახელწოდებით 5-ალფა რედუქტაზას ინჰიბიტორები, ხოლო ტამსულოზინი მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს სახელწოდებით ალფა-ბლოკატორები.

პროსტატის ზრდასთან ერთად შეიძლება განვითარდეს შარდვის პრობლემები, როგორიცაა შარდის გამოყოფის გაძნელება და ტუალეტში ხშირი სიარული. ასევე შეიძლება გამოიწვიოს შარდის ნაკადის შენელება და ნაკლები სიძლიერე. მკურნალობის გარეშე არსებობს შარდის ნაკადის სრული დაბლოკვის რისკი (შარდის მწვავე შეკავება). ეს მოითხოვს სასწრაფო სამედიცინო მკურნალობას. ზოგჯერ საჭიროა ოპერაცია წინამდებარე ჯირკვლის მოსაცილებლად ან მისი ზომის შესამცირებლად.

დუტასტერიდი აქვეითებს ჰორმონ დიჰიდროტესტოსტერონის გამომუშავებას, რომელიც ხელს უწყობს პროსტატის შემცირებას და სიმპტომების შემსუბუქებას. ეს შეამცირებს შარდის მწვავე შეკავების რისკს და ოპერაციის საჭიროებას. ტამსულოზინი მოქმედებს პროსტატის ჯირკვლის კუნთების მოდუნების გზით, რაც აადვილებს შარდის გამოყოფას და სწრაფად აუმჯობესებს სიმპტომებს.

მიღების წესი და დოზირება

ყოველთვის მიიღეთ კადმირონი ზუსტად ისე, როგორც თქვენმა ექიმმა ან ფარმაცევტმა გირჩიათ. თუ რეგულარულად არ მიიღებთ, ამან შეიძლება გავლენა მოახდინოს „პსა“-ს დონის მონიტორინგზე. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

რამდენი უნდა მიიღოთ

რეკომენდებული დოზა არის ერთი კაფსულა დღეში ერთხელ, ჭამიდან 30 წუთის შემდეგ ყოველდღე.

როგორ უნდა მიიღოთ

გადაყლაპეთ კაფსულები მთლიანად წყლის მიყოლებით. არ დაღეჭოთ ან არ გატეხოთ კაფსულა. კაფსულების შიგთავსთან კონტაქტმა შეიძლება გამოიწვიოს პირის ან ყელის ტკივილი.

თუ მიიღეტ იმაზე მეტი კადმირონი, ვიდრე საჭიროა

რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ მიიღეთ კადმირონის ძალიან ბევრი კაფსულა.

თუ დაგავიწყდათ კადმირონის მიღება

არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის კომპენსირების მიზნით. მიიღეთ შემდეგი დოზა ჩვეულებრივ დროს.

არ შეწყვიტოთ კადმირონის მიღება რჩევის გარეშე

არ შეწყვიტოთ კადმირონის მიღება ექიმთან წინასწარ გასაუბრების გარეშე.

თუ გაქვთ დამატებითი შეკითხვები ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

უკუჩვენებები

  • სხვა ალფა ბლოკატორები (გამოიყენება გადიდებული პროსტატის ან მაღალი წნევის დროს)

კადმირონი რეკომენდებული არ არის ამ მედიკამენტებთან ერთად:

  • კეტოკონაზოლი (გამოიყენება სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ)

შეიძლება აღინიშნოს ზოგიერთი მედიკამენტის რეაგირება კადმირონზე და შესაძლოა გაზარდონ გვერდითი ეფექტების განვითარების ალბათობა. ეს მედიკამენტებია:

  • PDE5 ინჰიბიტორები (გამოიყენება ერექციის მისაღწევად ან შესანარჩუნებლად), როგორიცაა ვარდენაფილი, სილდენაფილის ციტრატი და ტადალაფილი
  • ვერაპამილი ან დილთიაზემი (მაღალი წნევის დროს)
  • რიტონავირი ან ინდინავირი (შიდსისთვის)
  • იტრაკონაზოლი ან კეტაკონაზოლი (სოკოვანი ინფექციებისთვის)
  • ნეფაზოდონი (ანტიდეპრესანტი)
  • ციმეტიდინი (კუჭის წყლულის დროს)
  • ვარფარინი (სისხლის შედედებისთვის)
  • ერითრომიცინი (ანტიბიოტიკი, რომელიც გამოიყენება ინფექციების სამკურნალოდ)
  • პაროქსეტინი (ანტიდეპრესანტი)
  • ტერბინაფინი (გამოიყენება სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ)
  • დიკლოფენაკი (გამოიყენება ტკივილისა და ანთების სამკურნალოდ)

აცნობეთ ექიმს, თუ იღებთ რომელიმე ამ მედიკამენტს.

კადმირონი საკვებთან ერთად

კადმირონი უნდა მიიღოთ ყოველდღე ერთი და იგივე კვებიდან 30 წუთის შემდეგ.

სიფრთხილის ზომები

კადმირონის მიღებამდე გაესაუბრეთ ექიმს

  • ზოგიერთ კლინიკურ კვლევაში უფრო მეტ პაციენტს, რომლებიც იღებდნენ დუტასტერიდს და სხვა პრეპარატს სახელწოდებით ალფა-ბლოკატორი, როგორიცაა ტამსულოზინი, განუვითარდა გულის უკმარისობა, ვიდრე იმ პაციენტებს, რომლებიც იღებდნენ მხოლოდ დუსტასტერიდს ან მხოლოდ ალფა-ბლოკატორს. გულის უკმარისობა ნიშნავს, რომ თქვენი გული სათანადოდ არ ახდენს სისხლის გადატუმბვას.
  • დარწმუნდით, რომ ექიმმა იცის თქვენი ღვიძლის პრობლემების შესახებ. თუ გქონდათ ღვიძლის რაიმე დაავადება, შეიძლება დაგჭირდეთ დამატებითი გამოკვლევები კადმირონის მიღებისას.
  • დარწმუნდით, რომ ექიმმა იცის, რომ გაქვთ თირკმელების სერიოზული პრობლემები.
  • კატარაქტის (ლინზების დაბინდვა) ოპერაცია. თუ აპირებთ ოპერაციის გაკეთებას კატარაქტის მოსაცილებლად, ექიმმა შეიძლება მოგთხოვოთ კადმირონის მიღების შეწყვეტა ოპერაციამდე გარკვეული ხნით ადრე. უთხარით თქვენს თვალის სპეციალისტს ოპერაციამდე, რომ იღებთ კადმირონს ან ტამსულზინს (ან ადრე მიიღეთ). თქვენმა სპეციალისტმა უნდა მიიღოს შესაბამისი ზომები ოპერაციის დროს გართულებების თავიდან ასაცილებლად.
  • ქალები, ბავშვები და მოზარდები არ დაიშვებიან გაჟონილ კადმირონის კაფსულებთან, რადგან შეიძლება მოხდეს აქტიური ნივთიერების კანში შეწოვა. კანთან შეხების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ დაიბანეთ შესაბამისი ადგილი საპნითა და წყლით.
  • გამოიყენეთ პრეზერვატივი სქესობრივი აქტის დროს. დუტასტერიდი აღმოაჩინეს მამაკაცების სპერმაში, რომლებიც იღებდნენ კადმირონს. თუ თქვენი პარტნიორი არის ან შეიძლება იყოს ორსულად, ის უნდა მოერიდოს სპერმის ექსპოზიციას, რადგან დუტასტერიდმა შეიძლება გავლენა მოახდინოს მამრობითი სქესის ბავშვის ნორმალურ განვითარებაზე. ნაჩვენებია, რომ დუტასტერიდი ამცირებს სპერმის რაოდენობას, სპერმის მოცულობას და სპერმის მოძრაობას. ამან შეიძლება შეამციროს ნაყოფიერება.
  • კადმირონი გავლენას ახდენს სისხლის „პსა“ (პროსტატის სპეციფიკური ანტიგენი) ანალიზზე, რომელიც ზოგჯერ გამოიყენება პროსტატის კიბოს გამოსავლენად. თქვენმა ექიმმა უნდა იცოდეს ამ მოქმედების შესახებ და მაინც შეუძლია გამოიყენოს ტესტი პროსტატის კიბოს გამოსავლენად. თუ იტარებთ სისხლის ანალიზს „პსა“-ზე, აცნობეთ ექიმს, რომ იღებთ კადმირონს. მამაკაცებს, რომლებიც იღებენ კადმირონს, რეგულარულად უნდა ჩაუტარდეთ „პსა“ ტესტირება.
  • პროსტატის კიბოს გაზრდილი რისკის მქონე მამაკაცების კლინიკურ კვლევაში, მამაკაცებს, რომლებიც იღებდნენ დუტასტერიდს, უფრო ხშირად აღენიშნებოდათ პროსტატის კიბოს სერიოზული ფორმა, ვიდრე მამაკაცებს, რომლებიც არ იღებდნენ დუტასტერიდს. დუტასტერიდის ეფექტი პროსტატის კიბოს ამ სერიოზულ ფორმაზე არ არის მკაფიო.
  • კადმირონმა შესაძლოა გამოიწვიოს მკერდის გადიდება და მგრძნობელობა. თუ ეს შემაშფოთებელი ხდება, ან თუ შეამჩნევთ ძუძუში სიმაგრეს ან ძუძუდან გამონადენს, უნდა მიმართოთ ექიმს ამ ცვლილებების გამო, რადგან ეს შეიძლება იყოს ისეთი სერიოზული მდგომარეობის ნიშნები, როგორიცაა ძუძუს კიბო.

მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ გაქვთ რაიმე შეკითხვა კადმირონის მიღებასთან დაკავშირებით.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ცოტა ხნის წინ მიიღეთ ან შესაძლოა მიიღოთ სხვა მედიკამენტები.

ორსულობა და ძუძუთი კვება

კადმირონი არ უნდა მიიღონ ქალებმა.

ორსული ქალები (ან ქალები, რომლებიც შეიძლება ორსულად იყვნენ) არ უნდა შეეხონ გაჟონილ კაფსულებს. დუტასტერიდი შეიწოვება კანში და შეიძლება გავლენა იქონიოს მამრობითი სქესის ბავშვის ნორმალურ განვითარებაზე. ეს განსაკუთრებული რისკია ორსულობის პირველ 16 კვირაში.

გამოიყენეთ პრეზერვატივი სქესობრივი აქტის დროს. დუტასტერიდი აღმოაჩინეს მამაკაცების სპერმაში, რომლებიც იღებდნენ კადმირონს. თუ თქვენი პარტნიორი არის ან შეიძლება იყოს ორსულად, მოერიდეთ სპერმის ექსპოზიციას.

ნაჩვენებია, რომ კადმირონი ამცირებს სპერმის რაოდენობას, სპერმის მოცულობას და სპერმის მოძრაობას. ამიტომ მამაკაცის ნაყოფიერება შეიძლება დაქვეითედეს.

რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს, თუ ორსულის შეხება მოხდა კადმირონთან.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

ზოგიერთ ადამიანში კადმირონმა შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა, ამიტომ შეიძლება გავლენა იქონიოს ავტომობილის მართვის ან მექანიზმებთან უსაფრთხოდ მუშაობის უნარზე.

არ მართოთ ავტომობილი და მექანიზმები, თუ ეს მოვლენები გაქვთ,

კადმირონი შეიცავს სოიოს ლეციტინს, პროპილენ გლიკოლს და ნატრიუმს

ეს პრეპარატი შეიცავს სოიოს ლეციტინს, რომელიც შეიძლება შეიცავდეს სოიოს ზეთს. თუ ალერგიული ხართ არაქისის ან სოიოს მიმართ, არ გამოიყენოთ ეს სამკურნალო პროდუქტი.

ეს პრეპარატი შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ) თითოეულ კაფსულაში, ანუ არსებითად "არ შეიცავს ნატრიუმს"

ეს პრეპარატი შეიცავს 299 მგ პროპილენ გლიკოლს თითოეულ კაფსულაში.

გვერდითი მოვლენები

ყველა პრეპარატის მსგავსად, ამ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

ალერგიული რეაქცია

ალერგიული რეაქციების ნიშნები შეიძლება იყოს:

  • კანის გამონაყარი (შეიძლება ქავილით)
  • ჭინჭრის ციება (ჭინჭრის გამონაყარის მსგავსი)
  • ქუთუთოების, სახის, ტუჩების, ხელების ან ფეხების შეშუპება.

დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ გაქვთ რომელიმე ჩამოთვლილი სიმპტომი და შეწყვიტეთ კადმირონის გამოყენება.

თავბრუსხვევა და სისუსტე

კადმირონმა შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა და იშვიათ შემთხვევებში გონების დაკარგვა. ფრთხილად იყავით მწოლიარე ან მჯდომარე პოზიციიდან დაჯდომის ან ადგომის დროს, განსაკუთრებით თუ ღამით იღვიძებთ, სანამ არ გაიგებთ, როგორ მოქმედებს ეს პრეპარატი თქვენზე. თუ მკურნალობის პერიოდში ნებისმიერ დროს იგრძნობთ თავბრუსხვევას, დაჯექით ან დაწექით, სანამ სიმპტომები არ გაქრება.

კანის სერიოზული რეაქციები

კანის სერიოზული რეაქციების ნიშნები შეიძლება იყოს:

  • ფართოდ გავრცელებული გამონაყარი ბუშტუკებით და კანის აქერცვლა, განსაკუთრებით პირის ღრუს, ცხვირის, თვალების და სასქესო ორგანოების ირგვლივ (სტივენს-ჯონსონის სინდრომი).

ამ სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს და შეწყვიტეთ კადმირონის გამოყენება.

ხშირი გვერდითი ეფექტები

შეიძლება განვითარდეს 10-დან 1 მამაკაცში კადმირონის მიღებისას:

  • იმპოტენცია (როდესაც მამაკაცს არ შეუძლია ერექციის მიღწევა ან შენარჩუნება)*
  • დაქვეითებული სქესობრივი ლტოლვა (ლიბიდო)*
  • ეაკულაციის გაძნელება, როგორიცაა სექსის დროს გამოთავისუფლებული სპერმის რაოდენობის შემცირება*
  • მკერდის გადიდება ან მგრძნობელობა (გინეკომასტია)
  • თავბრუსხვევა.
  • * ადამიანთა მცირე რაოდენობაში ზოგიერთი ეს მოვლენა შეიძლება გაგრძელდეს კადმირონის მიღების შეწყვეტის შემდეგაც.

არახშირი გვერდითი ეფექტები

შეიძლება განვითარდეს 100-დან 1 მამაკაცში

  • გულის უკმარისობა (გული ხდება ნაკლებად ეფექტური ორგანიზმში სისხლის გადატუმბვისთვის. შეიძლება აღინიშნოს სიმპტომები, როგორიცაა ქოშინი, უკიდურესი დაღლილობა და შეშუპება ტერფებსა და ფეხებში)
  • დაბალი არტერიული წნევა დგომისას
  • სწრაფი გულისცემა (პალპიტაცია)
  • ყაბზობა, დიარეა, ღებინება, ღებინების შეგრძნება (გულისრევა)
  • სისუსტე ან ძალის დაკარგვა
  • თავის ტკივილი
  • ცხვირის ქავილი, შეგუბება ან გამონადენი (რინიტი)
  • გამონაყარი კანზე, ჭინჭრის ციება, ქავილი
  • თმის ცვენა (ჩვეულებრივ სხეულიდან) ან თმის ზრდა.

იშვიათი გვერდითი ეფექტები

შეიძლება განვითარდეს 1,000-დან 1 მამაკაცში

  • ქუთუთოების, სახის, ტუჩების, ხელების ან ფეხების შეშუპება (ანგიოედემა)
  • გონების დაკარგვა.

ძალიან იშვიათი გვერდითი ეფექტები

შეიძლება განვითარდეს 10,000-დან 1 მამაკაცში

  • პენისის მუდმივი მტკივნეული ერექცია (პრიაპიზმი)
  • კანის სერიოზული რეაქციები (სტივენს-ჯონსონის სინდრომი)

სხვა გვერდითი ეფექტები

სხვა გვერდითი ეფექტები დაფიქსირდა მამაკაცების მცირე რაოდენობაში, მაგრამ მათი ზუსტი სიხშირე უცნობია (სიხშირის შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემებით):

  • უჩვეულო ან სწრაფი გულისცემა (არითმია ან ტაქიკარდია ან წინაგულების ფიბრილაცია)
  • ქოშინი (დისპნოე)
  • დეპრესია
  • ტკივილი და შეშუპება სათესლე ჯირკვლებში
  • ცხვირიდან სისხლდენა
  • ძლიერი გამონაყარი კანზე
  • მხედველობის ცვლილებები (მხედველობის დაბინდვა ან მხედველობის დაქვეითება)
  • პირის სიმშრალე

გვერდითი ეფექტების შეტყობინება

თუ განვითარდა რაიმე გვერდითი ეფექტი, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში. თქვენ ასევე შეგიძლიათ შეატყობინოთ გვერდითი ეფექტები პირდაპირ ეროვნული შეტყობინების სისტემის მეშვეობით ან უშუალოდ სავაჭრო ნებართვის მფლობელს. გვერდითი ეფექტების შეტყობინებით თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოწოდებას.

ჭარბი დოზა

არ არსებობს მონაცემები დუტასტერიდის/ტამსულოზინის დოზის გადაჭარბების შესახებ. შემდეგი განცხადებები ასახავს ინფორმაციას ცალკეულ კომპონენტებზე.

დუტასტერიდი

მოხალისეებში ჩატარებულ კვლევებში, დუტასტერიდის ერთჯერადი დღიური დოზა 40 მგ/დღეში (თერაპიულ დოზაზე 80-ჯერ მეტი) შეყვანილი იყო 7 დღის განმავლობაში უსაფრთხოების მხრივ მნიშვნელოვანი პრობლემის გარეშე. კლინიკურ კვლევებში, 5 მგ დოზები დღეში შეყვანილი იყო სუბიექტებში 6 თვის განმავლობაში, დამატებითი გვერდითი ეფექტების გარეშე, რაც აღინიშნება 0,5 მგ თერაპიული დოზებზე. დუტასტერიდის სპეციფიური ანტიდოტი არ არსებობს, ამიტომ ჭარბი დოზირების საეჭვო შემთხვევაში უნდა ჩატარდეს შესაბამისი სიმპტომური და შემანარჩუნებელი მკურნალობა.

ტამსულოზინი

დაფიქსირდა 5 მგ ტამსულოზინის ჰიდროქლორიდით დოზის მწვავე გადაჭარბება. დაფიქსირდა მწვავე ჰიპოტენზია (სისტოლური არტერიული წნევა 70 მმ ვცხ.წყ.), ღებინება და დიარეა, რისთვისაც ჩატარდა სითხის ჩანაცვლება და პაციენტის გაწერა შესაძლებელი იყო იმავე დღეს. მწვავე ჰიპოტენზიის შემთხვევაში, რომელიც ვითარდება დოზის გადაჭარბების შემდეგ, საჭიროა გულ-სისხლძარღვთა მხარდაჭერა. არტერიული წნევის აღდგენა და გულისცემის ნორმალიზება შესაძლებელია პაციენტის მწოლიარე მდგომარეობაში მოთავსებით. თუ ეს არ იქნება საკმარისი, მაშინ შეიძლება მოცულობის გამაფართოებელის და საჭიროების შემთხვევაში, ვაზოპრესორების გამოყენება. საჭიროა თირკმლის ფუნქციის მონიტორინგი და ზოგადი დამხმარე ზომების გამოყენება. ნაკლებად სავარაუდოა, რომ დიალიზი ეფექტიანი იყოს, რადგან ტამსულოზინი ძალიან ძლიერად უკავშირდება პლაზმის ცილებს.

შეწოვის შეფერხების მიზნით შეიძლება ისეთი ზომების მიღება, როგორიცაა ღებინება. დიდი რაოდენობის შემთხვევაში, შეიძლება ჩატარდეს კუჭის ამორეცხვა და გამოყენებული იყოს გააქტიურებული ნახშირი და ოსმოსური საფაღარათო საშუალება, როგორიცაა ნატრიუმის სულფატი.

  • ფარმა კოლოგიური თვისებები

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერებებია დუტასტერიდი და ტამსულოზინის ჰიდროქლორიდი. თითოეული მყარი კაფსულა შეიცავს 0,5 მგ დუტასტერიდს და 0,4 მგ ტამსულოზინის ჰიდროქლორიდს (ექვივალენტურია 0,367 მგ ტამსულოზინი). სხვა ინგრედიენტებია:

მყარი კაფსულის გარსი:

შავი რკინის ოქსიდი (E172)

წითელი რკინის ოქსიდი (E172)

ტიტანის დიოქსიდი (E171)

ყვითელი რკინის ოქსიდი (E172)

ჟელატინი

დუტასტერიდის რბილი კაფსულის შემცველობა:

პროპილენ გლიკოლის მონოკაპრილატი, ტიპი II

ბუტილჰიდროქსიტოლუენი (E321)

რბილი კაფსულის გარსი:

ჟელატინი

გლიცერინი

ტიტანის დიოქსიდი (E171)

ტრიგლიცერიდები (საშუალო ჯაჭვი)

ლეციტინი (შეიძლება შეიცავდეს სოიოს ზეთს) (იხ. ნაწილი 2)

ტამსულოზინის პელეტები:

მეთაკრილის მჟავა - ეთილის აკრილატის კოპოლიმერი (1:1) დისპერსია 30 პროცენტი (შეიცავს ნატრიუმის ლაურილსულფატს, პოლისორბარტს 80)

მიკროკრისტალური ცელულოზა

დიბუტილის სებაკატი

პოლისორბატი 80

კოლოიდური ჰიდრატირებული სილიციუმი

კალციუმის სტეარატი

შავი მელანი:

შელაკი (E904)

შავი რკინის ოქსიდი (E172)

პროპილენ გლიკოლი (E1520)

კონცენტრირებული ამიაკის ხსნარი, (E527)

კალიუმის ჰიდროქსიდი (E525)

იხილეთ ნაწილი 2 „კადმირონი შეიცავს სოიოს ლეციტინს და პროპილენ გლიკოლს“.

  • კადმირონის გარეგნული აღწერა და შეფუთვის შიგთავსი

ეს პრეპარატი არის მოგრძო ფორმის მყარი ჟელატინის კაფსულა, ყავისფერი კორპუსით და კრემისფერი თავსახურით, რომელზეც დაბეჭდილია C001 შავი მელნით.

თითოეული მყარი კაფსულა შეიცავს ტამსულოზინის ჰიდროქლორიდის მოდიფიცირებული გამოთავისუფლების პელეტებს და ერთ დუტასტერიდის რბილ ჟელატინის კაფსულას.

ხელმისაწვდომია 30 კაფსულის შეფუთვაში.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

შენახვის პირობები

შეინახეთ ეს პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია მუყაოს კოლოფზე და ბოთლზე EXP-ის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ეხება ამ თვის ბოლო დღეს.

ეს სამკურნალო პროდუქტი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.

არ გადაყაროთ პრეპარატები ჩამდინარე წყალში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გადაყაროთ პრეპარატები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას

  • ვარგისობის ვადა

2 წელი

ფარმაკოლოგიური თვისებები

უროლოგიური საშუალებები, ალფა-ადრენორეცეპტორების ანტაგონისტები, ათქ კოდი: G04CA52

დუტასტერიდი/ტამსულოზინი არის ორი პრეპარატის კომბინაცია: დუტასტერიდი, ორმაგი 5 α-რედუქტაზას ინჰიბიტორი (5 ARI) და ტამსულოზინის ჰიდროქლორიდი, α1a და α1d ადრენორეცეპტორების ანტაგონისტი. ამ პრეპარატებს აქვთ მოქმედების დამატებითი მექანიზმები, რომლებიც სწრაფად აუმჯობესებენ სიმპტომებს, შარდის ნაკადს და ამცირებენ შარდის მწვავე შეკავების რისკს და პროსტატის კეთილთვისებიან ჰიპერპლაზიასთან დაკავშირებული ქირურგიის საჭიროებას.

დუტასტერიდი აინჰიბირებს როგორც 1, ასევე 2 ტიპის 5 ალფა-რედუქტაზას იზოფერმენტებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ტესტოსტერონის დიჰიდროტესტოსტერონად (DHT) გარდაქმნაზე. დიჰიდროტესტოსტერონი არის ანდროგენი, რომელიც ძირითადად პასუხისმგებელია პროსტატის ზრდასა და პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის განვითარებაზე. ტამსულოზინი აინჰიბირებს α1a და α1d ადრენერგულ რეცეპტორებს პროსტატის გლუვ კუნთში და შარდის ბუშტის კისერში. პროსტატის α1 რეცეპტორების დაახლოებით 75% არის α1a ქვეტიპის.

დუტასტერიდის ტამსულოზინთან ერთად მიღება

შემდეგი განცხადებები ასახავს ხელმისაწვდომ ინფორმაციას დუტასტერიდის და ტამსულოზინის ერთდროული გამოყენების შესახებ.

დუტასტერიდი 0,5 მგ/დღეში (n = 1,623), ტამსულოზინი 0,4 მგ/დღეში (n = 1,611) ან დუტასტერიდი 0,5 მგ პლუს ტამსულოზინი 0,4 მგ (n = 1,610) ერთდროული მიღებისას შეფასებული იყო მამაკაცებში პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის ზომიერი და მძიმე სიმპტომებით, რომლებსაც ჰქონდათ პროსტატის ≥30მლ და პროსტატის სპეციფიკური ანტიგენის მნიშვნელობა 1,5 - 10 ნგ/მლ დიაპაზონში, 4 წლიან მულტიცენტრულ, მრავალეროვნულ, რანდომიზებულ ორმაგად ბრმა, პარალელური ჯგუფის კვლევაში. სუბიექტების დაახლოებით 53%-ში აღინიშნებოდა წინა ექსპოზიცია 5-ალფა რედუქტაზას ინჰიბიტორით ან ალფა1-ადრენორეცეპტორების ანტაგონისტით. პირველადი ეფექტურობის საბოლოო წერტილი მკურნალობის პირველი 2 წლის განმავლობაში იყო პროსტატის სიმპტომების საერთაშორისო ქულის (IPSS) ცვლილება, რომელიც არის 8-პუნქტიანი ინსტრუმენტი, რომელიც დაფუძნებულია AUA-SI-ზე, დამატებით კითხვით ცხოვრების ხარისხზე.

მეორადი ეფექტურობის საბოლოო წერტილები 2 წლის განმავლობაში მოიცავდა შარდის მაქსიმალურ ნაკადის სიჩქარეს (Qmax) და პროსტატის მოცულობას. კომბინაციამ მიაღწია მნიშვნელობას პროსტატის სიმპტომების საერთაშორისო ქულისთვის მე-3 თვიდან დუტასტერიდთან შედარებით და 9 თვიდან ტამსულოზინთან შედარებით. Qmax-ისთვის კომბინაციამ მიაღწია მნიშვნელობას მე-6 თვიდან როგორც დუტასტერიდთან, ასევე ტამსულოზინთან შედარებით.

დუტასტერიდის და ტამსულოზინის კომბინაცია უზრუნველყოფს სიმპტომების უფრო მეტად გაუმჯობესებას, ვიდრე რომელიმე კომპონენტი ცალკე. 2 წლის მკურნალობის შემდეგ, ერთდროულმა თერაპიამ აჩვენა სიმპტომების ქულების სტატისტიკურად მნიშვნელოვანი შესწორებული საშუალო გაუმჯობესება საწყისი -6.2 ერთეულიდან.

ნაკადის სიჩქარის კორექტირებული საშუალო გაუმჯობესება საწყისიდან იყო 2.4 მლ/წმ ერთდროული მიღებისას, 1.9 მლ/წმ დუტასტერიდისთვის და 0.9 მლ/წმ ტამსულოზინისთვის. პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის ზემოქმედების ინდექსის (BII) კორექტირებული საშუალო გაუმჯობესება საწყისიდან იყო -2.1 ერთეული ერთად მიღების თერაპიისთვის, -1.7 დუტასტერიდისთვის და -1.5 ტამსულოზინისთვის. ნაკადის სიჩქარისა და პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის ზემოქმედების ინდექსის ეს გაუმჯობესება სტატისტიკურად მნიშვნელოვანი იყო ერთობლივი მიღების თერაპიისთვის ორივე მონოთერაპიასთან შედარებით.

პროსტატის მთლიანი მოცულობის და გარდამავალი ზონის მოცულობის შემცირება მკურნალობის 2 წლის შემდეგ სტატისტიკურად მნიშვნელოვანი იყო ერთობლივი თერაპიისთვის მხოლოდ ტამსულოზინით მონოთერაპიასთან შედარებით.

პირველადი ეფექტურობის საბოლოო წერტილი მკურნალობის 4 წლის განმავლობაში იყო დრო შარდის მწავე შეკავების ან პროსტატის კეთილთვისებიან ჰიპერპლაზიასთან დაკავშირებული ოპერაციის პირველ მოვლენამდე. 4 წლის მკურნალობის შემდეგ კომბინირებულმა თერაპიამ სტატისტიკურად მნიშვნელოვნად შეამცირა შარდის მწავე შეკავების ან პროსტატის კეთილთვისებიან ჰიპერპლაზიასთან დაკავშირებული ოპერაციის რისკი (65.8% რისკის შემცირება p<0.001 [95% CI 54.7% - 74.1%]) ტამსულოზინის მონოთერაპიასთან შედარებით. შარდის მწავე შეკავებასთან ან პროსტატის კეთილთვისებიან ჰიპერპლაზიასთან დაკავშირებული ოპერაციის სიხშირე მე-4 წლისთვის იყო 4.2% კომბინირებული თერაპიისთვის და 11.9% ტამსულოზინისთვის (p<0.001). დუტასტერიდის მონოთერაპიასთან შედარებით, კომბინირებულმა თერაპიამ შეამცირა შარდის მწავე შეკავებასთან ან პროსტატის კეთილთვისებიან ჰიპერპლაზიასთან დაკავშირებული ოპერაციის რისკი 19.6%-ით (p=0.18 [95% CI -10.9% - 41.7%]). შარდის მწავე შეკავებასთან ან პროსტატის კეთილთვისებიან ჰიპერპლაზიასთან დაკავშირებული ოპერაციის სიხშირე მე-4 წლისთვის იყო 5.2% დუტასტერიდისთვის.

მეორადი ეფექტურობის საბოლოო წერტილები 4 წლის მკურნალობის შემდეგ მოიცავდა დროს კლინიკურ პროგრესირებამდე (განისაზღვრება, როგორც კომპოზიტი: პროსტატის სიმპტომების საერთაშორისო ქულის გაუარესება ≥4 ქულით, პროსტატის კეთილთვისებიან ჰიპერპლაზიასთან დაკავშირებული მოვლენები, შარდის მწავე შეკავება, შეუკავებლობა, საშარდე გზების ინფექცია და თირკმლის უკმარისობა) ცვლილებას პროსტატის სიმპტომების საერთაშორისოში ქულაში, შარდის მაქსიმალურ სიჩქარეს (Qmax) და პროსტატის მოცულობას. პროსტატის სიმპტომების საერთაშორისოში ქულა არის 8 პუნქტიანი ინსტრუმენტი, რომელიც დაფუძნებულია AUA-SI-ზე, დამატებითი კითხვით ცხოვრების ხარისხზე. 4 წლის მკურნალობის შედეგები წარმოდგენილია ქვემოთ:

პარამეტრი

დროის წერტილი

კომბინაცია

დუტასტერიდი

ტამსულოზინი

შარდის მწვავე შეკავება ან პროსტატის კეთილთვისებიან ჰიპერპლაზიასთან დაკავშირებული ქირურგიული ოპერაცია (%)

ინციდენტობა 48 თვისთვუს

  • 2
  • 2
  • 9a

კლინიკური პროგრესირება* (%)

თვე 48

  • 6
  • 8b
  • 5a

პროსტატის სიმპტომების საერთაშორისო ქულა (ერთეული)

[საწისი]

თვე 48 (ცვლილება საწყისიდან)

[16.6]

  • 6.3

[16.4]

  • 5.3b

[16.4]

  • 3.8a

Qmax (მლ/წ)

[საწისი]

თვე 48 (ცვლილება საწყისიდან)

[10.9]

  • 4

[10.6]

  • 0

[10.7]

  • 7a

პროსტატის მოცულობა (მლ)

[საწისი]

თვე 48 (%ცვლილება საწყისიდან)

[54.7]

  • 27.3

[54.6]

  • 28.0

[55.8] +4.6a

პროსტატის გარდამავალი ზონის მოცულობა (მლ)#

[საწისი]

თვე 48 (%ცვლილება საწყისიდან)

[27.7]

  • 17.9

[30.3]

  • 26.5

[30.5]

  • 2a

პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის ზემოქმედების (BII) (ერთეული)

[[საწისი]

თვე 48 (ცვლილება საწყისიდან)

[5.3]

  • 2.2

[5.3]

  • 1.8b

[5.3]

  • 1.2a

პროსტატის სიმპტომების საერთაშორისო ქულის კითხვა 8

(პროსტატის კეთილთვისებიან ჰიპერპლაზიასთან დაკავშირებული ჯანმრთელობის სტატუსი) (ერთეული)

[საწისი]

თვე 48 (ცვლილება საწყისიდან)

[3.6]

  • 1.5

[3.6]

  • 1.3b

[3.6]

  • 1.1a

საწყისი მნიშვნელობები არის საშუალო მნიშვნელობები და ცვლილებები საწყისიდან არის მორგებული საშუალო ცვლილებები.

  • კლინიკური პროგრესირება განისაზღვრა, როგორც კომპოზიტი: პროსტატის სიმპტომების საერთაშორისო ქულის გაუარესება ≥ 4 ქულით, პროსტატის კეთილთისებიან ჰიპერპლაზიასთან დაკავშირებული მოვლენები, შარდის მწვავე შეკავება, შეუკავებლობა, საშარდე ტრაქტის ინფექციები და თირკმლის უკმარისობა.

# გაზომილი შერჩეულ ადგილებში (რანდომიზებული პაციენტების 13%)

ა. კომბინაციის მიღწეული მნიშვნელობა (p<0.001) vs ტამსულოზინი 48 თვეში

ბ. კომბინაციის მიღწეული მნიშვნელობა (p<0.001) vs დუტასტერიდი 48 თვეში

დუტასტერიდი

დუტასტერიდი 0.5 მგ/დღეში ან პლაცებო შეფასდა 4325 მამრობითი სქესის სუბიექტში პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის ზომიერი და მძიმე სიმპტომებით, რომლებსაც ჰქონდათ პროსტატის ≥30მლ და პროსტატის სპეციფიკური ანტიგენის მნიშვნელობები 1.5 - 10 ნგ/მლ ფარგლებში სამ ძირითადი ეფექტურობის 2-წლიან მულტიცენტრულ, მრავალეროვნულ, პლაცებო-კონტროლირებად, ორმაგად ბრმა კვლევაში. შემდეგ კვლევები გაგრძელდა ღია ეტიკეტირებით 4 წლამდე ყველა პაციენტით, რომლებიც დარჩნენ კვლევაში და იღებდნენ დუტასტერიდს იმავე 0.5 მგ დოზით. თავდაპირველად პლაცებოთი რანდომიზირებული პაციენტების 37% და დუტასტერიდით რანდომიზებული პაციენტების 40% დარჩა კვლევაში 4 წლის განმავლობაში. 2,340 სუბიექტის უმრავლესობამ (71%) ღია ეტიკეტირების გაფართოებებში დაასრულა ღია ეტიკეტირების მკურნალობის 2 დამატებითი წელი.

ყველაზე მნიშვნელოვანი კლინიკური ეფექტურობის პარამეტრები იყო ამერიკის უროლოგიური ასოციაციის სიმპტომების ინდექსი (AUA-SI), შარდის მაქსიმალური ნაკადი (Qmax) და შარდის მწვავე შეკავების სიხშირე და პროსტატის კეთილთვისებიან ჰიპერპლაზიასთან დაკავშირებული ოპერაცია.

AUA-SI არის შვიდ პუნქტიანი კითხვარი პროსტატის კეთილთვისებიან ჰიპერპლაზიასთან დაკავშირებული სიმპტომების შესახებ მაქსიმალური ქულით 35. საწყის ეტაპზე საშუალო ქულა იყო დაახლ. 17. ექვსი თვის, ერთი და ორწლიანი მკურნალობის შემდეგ პლაცებო ჯგუფში დაფიქსირდა საშუალო გაუმჯობესება 2.5, 2.5 და 2.3 ქულით, ხოლო დუტასტერიდის ჯგუფში აღინიშნა გაუმჯობესება შესაბამისად 3.2, 3.8 და 4.5 ქულით. განსხვავებები ჯგუფებს შორის იყო სტატისტიკურად მნიშვნელოვანი. ორმაგად ბრმა მკურნალობის პირველი 2 წლის განმავლობაში დაფიქსირებული AUA-SI-ის გაუმჯობესება შენარჩუნებული იყო დამატებითი 2 წლის ღია გაფართოებული კვლევების დროს.

Qmax (შარდის მაქსიმალური ნაკადი)

საშუალო საწყისი Qmax კვლევებისთვის იყო დაახლოებით 10 მლ/წმ (ნორმალური Qmax ≥ 15 მლ/წმ). ერთი და ორი წლის მკურნალობის შემდეგ პლაცებოს ჯგუფში ნაკადი გაუმჯობესდა 0.8 და 0.9 მლ/წმ-ით შესაბამისად და 1.7 და 2.0 მლ/წმ-ით შესაბამისად დუტასტერიდის ჯგუფში. ჯგუფებს შორის სხვაობა სტატისტიკურად მნიშვნელოვანი იყო 1 თვიდან 24 თვემდე. შარდის მაქსიმალური ნაკადის სიჩქარის ზრდა, რომელიც დაფიქსირდა ორმაგად ბრმა მკურნალობის პირველი 2 წლის განმავლობაში, შენარჩუნებული იყო დამატებითი 2 წლის ღია ეტიკეტირების კვლევების დროს.

შარდის მწვავე შეკავება და ქირურგიული ჩარევა

ორი წლის მკურნალობის შემდეგ, შარდის მწავე შეკავების სიხშირე იყო 4.2% პლაცებოს ჯგუფში 1.8%-ის წინააღმდეგ დუტასტერიდის ჯგუფში (57% რისკის შემცირება). ეს განსხვავება სტატისტიკურად მნიშვნელოვანია და ნიშნავს, რომ 42 პაციენტს (95% CI 30-73) სჭირდება მკურნალობა ორი წლის განმავლობაში შარდის მწავე შეკავების ერთი შემთხვევის თავიდან ასაცილებლად.

პროსტატის კეთილთვისებიან ჰიპერპლაზიასთან დაკავშირებული ოპერაციის სიხშირე ორი წლის შემდეგ იყო 4.1% პლაცებოს ჯგუფში და 2.2% დუტასტერიდის ჯგუფში (48% რისკის შემცირება). ეს განსხვავება სტატისტიკურად მნიშვნელოვანია და ნიშნავს, რომ 51 პაციენტს (95% CI 33-109) სჭირდება მკურნალობა ორი წლის განმავლობაში, რათა თავიდან იქნას აცილებული ერთი ქირურგიული ჩარევა.

თმის განაწილება

დუტასტერიდის ეფექტი თმის განაწილებაზე ფორმალურად არ იყო შესწავლილი III ფაზის პროგრამის განმავლობაში, თუმცა, 5 ალფა-რედუქტაზას ინჰიბიტორს შეუძლია შეამციროს თმის ცვენა და შეიძლება გამოიწვიოს თმის ზრდა თმის ცვენის მოდელის მქონე მამაკაცებში (მამაკაცის ანდროგენული ალოპეცია).

ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია

ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია შეფასდა ერთწლიან კვლევაში ჯანმრთელ მამაკაცებში. თავისუფალი თიროქსინის დონეები სტაბილური იყო დუტასტერიდით მკურნალობისას, მაგრამ TSH დონე მსუბუქად გაიზარდა (0.4 MCIU/ml) პლაცებოსთან შედარებით ერთი წლის მკურნალობის ბოლოს. თუმცა, რადგან TSH დონე ცვალებადი იყო, TSH-ის მედიანური დიაპაზონი (1.4 - 1.9 MCIU/ml) რჩებოდა ნორმალურ ფარგლებში (0.5 - 5/6 MCIU/ml), თავისუფალი თიროქსინის დონეები იყო სტაბილური ნორმალურ დიაპაზონში და მსგავსი იყო როგორც პლაცებოსთვის, ასევე დუტასტერიდისთვის. მკურნალობის დროს, TSH-ის ცვლილებები არ განიხილებოდა კლინიკურად მნიშვნელოვანად. არც ერთ კლინიკურ კვლევაში არ ყოფილა მტკიცებულება იმისა, რომ დუტასტერიდი უარყოფითად მოქმედებს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციაზე.

სარძევე ჯირკვლის ნეოპლაზია

2-წლიან კლინიკურ კვლევებში, 3374 პაციენტით წელიწადში დუტასტერიდის მიღებით და რეგისტრაციის დროს 2 წლიან ღია ეტიკეტით გაფართოებაში, დაფიქსირდა მამაკაცის სარძევე ჯირკვლის კიბოს 2 შემთხვევა დუტასტერიდით ნამკურნალებ პაციენტებში და 1 შემთხვევა პაციენტში, რომელმაც მიიღო პლაცებო. 4 წლიან CombAT და REDUCE კლინიკურ კვლევებში, 17489 პაციენტით წელიწადში დუტასტერიდის მიღებით და 5027 პაციენტით წელიწადში დუტასტერიდისა და ტამსულოზინის კომბინაციით, არ დაფიქსირებულა ძუძუს კიბოს შემთხვევები არცერთ სამკურნალო ჯგუფში.

ორი შემთხვევის კონტროლის ეპიდემიოლოგიური კვლევისას, რომელთაგან ერთი ჩატარდა აშშ-ში (n=339 ძუძუს კიბოს შემთხვევა და n=6,780 კონტროლი) და მეორე დიდ ბრიტანეთში (n=398 ძუძუს კიბოს შემთხვევა და n=3,930 კონტროლი), ჯანდაცვის მონაცემთა ბაზის მიხედვით, არ გამოვლენილა მამაკაცის სარძევე ჯირკვლის კიბოს განვითარების რისკი 5 α-რედუქტაზას ინჰიბიტორის გამოყენებით (იხ. პუნქტი 4.4).

პირველი კვლევის შედეგებმა არ გამოავლინა დადებითი ასოციაცია მამაკაცებშუ სარძევე ჯირკვლის კიბოსთანს (ფარდობითი რისკი ≥ 1 წლის განმავლობაში გამოყენებისას სარძევე ჯირკვლის კიბოს დიაგნოზამდე, < 1 წლის განმავლობაში გამოყენებასთან შედარებით: 0.70: 95% CI 0.34, 1.45). მეორე კვლევაში, სავარაუდო შანსების თანაფარდობა სარძევე ჯირკვლის კიბოსთვის, 5 -ალფა რედუქტაზას ინჰიბიტორების გამოყენებისას გამოუყენებლობასთან შედარებით, იყო 1.08: 95% CI 0.62, 1.87).

მიზეზობრივი კავშირი მამაკაცის სარძევე ჯირკვლის კიბოს განვითარებასა და დუტასტერიდის ხანგრძლივ გამოყენებას შორის არ არის დადგენილი.

ზემოქმედება მამაკაცის ნაყოფიერებაზე:

  • 5 მგ/დღეში დუტასტერიდის ეფექტი სპერმის მახასიათებლებზე შეფასდა 18-დან 52 წლამდე ასაკის ჯანმრთელ მოხალისეებში (n=27 დუტასტერიდი, n=23 პლაცებო) მკურნალობის 52 კვირის განმავლობაში და მკურნალობის შემდგომ 24 კვირის განმავლობაში. 52 კვირაზე, სპერმის მთლიანი რაოდენობის, სპერმის მოცულობის და სპერმის მოძრაობის საშუალო პროცენტული შემცირება საწყისიდან იყო 23%, 26% და 18%, შესაბამისად, დუტასტერიდის ჯგუფში, პლაცებოს ჯგუფში საწყისიდან ცვლილებების კორექტირებისას. სპერმის კონცენტრაცია და სპერმის მორფოლოგია უცვლელი იყო. შემდგომი 24 კვირიანი დაკვირვების პერიოდის შემდეგ, დუტასტერიდის ჯგუფში სპერმის საერთო რაოდენობის საშუალო პროცენტული ცვლილება იყო 23%-ით დაბალი საწყის დონესთან შედარებით. მიუხედავად იმისა, რომ ყველა პარამეტრის საშუალო მნიშვნელობები დროის ყველა მომენტში რჩებოდა ნორმალურ დიაპაზონში და არ აკმაყოფილებდა წინასწარ განსაზღვრულ კრიტერიუმებს კლინიკურად მნიშვნელოვანი ცვლილებისთვის (30%), დუტასტერიდის ჯგუფში ორ სუბიექტში აღინიშნა სპერმის რაოდენობის შემცირება საწყისიდან 90%-ზე მეტით 52 კვირაში, ნაწილობრივი გამოჯანმრთელებით 24 კვირის შემდგომი დაკვირვებით. არ არის გამორიცხული მამაკაცის ნაყოფიერების დაქვეითების შესაძლებლობა.

გულ-სისხლძარღვთა სისტემის გვერდითი მოვლენები

პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიისთვის 4 წლიან კვლევაში დუტასტერიდისა და ტამსულოზინის კომბინაციით 4844 მამაკაცში (CombAT კვლევა) კომპოზიციური ტერმინით გულის უკმარისობის სიხშირე კომბინირებულ ჯგუფში (14/1610, 0.9%) უფრო მაღალი იყო, ვიდრე მონოთერაპიის რომელიმე ჯგუფში: დუტასტერიდი, (4/1623, 0,2%) და ტამსულოზინი, (10/1611, 0,6%).

ცალკე 4-წლიან კვლევაში, რომელიც ჩატარდა 50-დან 75 წლამდე ასაკის 8231 მამაკაცში, პროსტატის კიბოს წინა უარყოფითი ბიოფსიით და საწყისი პროსტატის სპეციფიკური ანტიგენით 2,5 ნგ/მლ-დან 10,0 ნგ/მლ-მდ 50-დან 60 წლამდე მამაკაცების შემთხვევაში, ან 3 ნგ/მლ და 10,0 ნგ/მლ 60 წელზე უფროსი ასაკის მამაკაცების შემთხვევაში) (REDUCE კვლევა), კომპოზიტური ტერმინის გულის უკმარისობის უფრო მაღალი სიხშირე დაფიქსირდა სუბიექტებში, რომლებიც იღებდნენ დუტასტერიდს 0,5 მგ დღეში ერთხელ (30/4105, 0.7%) იმ სუბიექტებთან შედარებით, რომლებიც იღებდნენ პლაცებოს (16/4126, 0.4%). ამ კვლევის პოსტ-ჰოკ ანალიზმა აჩვენა კომპოზიტური ტერმინის გულის უკმარისობის უფრო მაღალი სიხშირე სუბიექტებში, რომლებიც ერთდროულად იღებდნენ დუტასტერიდს და ალფა1-ადრენორეცეპტორების ანტაგონისტს ერთდროულად (12/1152, 1.0%) იმ სუბიექტებთან შედარებით, რომლებიც იღებდნენ დუტასტერიდს და არა ალფა1-ადრენორეცეპტორების ანტაგონისტს (18/2953, 0.6%), პლაცებოს და ალფა1-ადრენორეცეპტორების ანტაგონისტს (1/1399, <0.1%), ან პლაცებოს და არა ალფა1-ადრენორეცეპტორების ანტაგონისტს (15/2727, 0.6%).

12-რანდომიზირებული, პლაცებო- ან კომპარატორით კონტროლირებადი კლინიკური კვლევების მეტა-ანალიზში (n=18802), რომლის დროსაც შეფასდა გულ-სისხლძარღვთა გვერდითი მოვლენების განვითარების რისკი დუტასტერიდის გამოყენებისას (კონტროლებთან შედარებით), არ დაფიქსირდა გულის უკმარისობის (RR 1.05; CI 95% 0.71, 1.57), მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის (RR 1.00; CI 95% 0.77, 1.30) ან ინსულტის (RR 1.20; CI 95% 0.88, 1.64) რისკის თანმიმდევრულად სტატისტიკურად მნიშვნელოვანი ზრდა.

პროსტატის კიბო და მაღალი ხარისხის სიმსივნეები

პლაცებოსა და დუტასტერიდის 4-წლიანი შედარებისას 50-დან 75 წლამდე ასაკის 8231 მამაკაცში, პროსტატის კიბოს წინა უარყოფითი ბიოფსიით და საწყისი პროსტატის ანტიგენით 2.5 ნგ/მლ-დან 10.0 ნგ/მლ-მდე 50-დან 60 წლამდე მამაკაცებში, ან 3 ნგ/მლ -დან 10.0 ნგ/მლ-მდე 60 წელზე უფროსი ასაკის მამაკაცების შემთხვევაში) (REDUCE კვლევა), 6,706 სუბიექტში მიღებული იყო პროსტატის ნემსით ბიოფსიის მონაცემები (ძირითადად პროტოკოლით სავალდებულო) ანალიზისთვის გლისონის ქულების დასადგენად. კვლევაში 1517 სუბიექტს ჰქონდა პროსტატის კიბოს დიაგნოზი. ბიოფსიით გამოვლენილი პროსტატის კიბოს უმეტესობა ორივე სამკურნალო ჯგუფში განისაზღვრა, როგორც დაბალი ხარისხის (გლისონი 5-6, 70%).

გლისონ 8-10 პროსტატის კიბოს უფრო მაღალი სიხშირე დაფიქსირდა დუტასტერიდის ჯგუფში (n=29, 0.9%) პლაცებოს ჯგუფთან შედარებით (n=19, 0.6%) (p=0.15). 1-2 წელში გლისონის 8-10 კიბოს მქონე სუბიექტების რაოდენობა მსგავსი იყო დუტასტერიდის ჯგუფში (n=17, 0.5%) და პლაცებოს ჯგუფში (n=18, 0.5%). 3-4 წელში უფრო მეტი გლისონის 8-10 კიბოს დიაგნოზი დაფიქსირდა დუტასტერიდის ჯგუფში (n=12, 0.5%) პლაცებოს ჯგუფთან შედარებით (n=1, <0.1%) (p=0.0035). არ არსებობს მონაცემები დუტასტერიდის მოქმედების შესახებ 4 წლის შემდეგ მამაკაცებში პროსტატის კიბოს რისკით. გლისონის 8-10 კიბოს დიაგნოზის მქონე სუბიექტების პროცენტი თანმიმდევრული იყო კვლევის დროის პერიოდებში (წლები 1-2 და წლები 3-4) დუტასტერიდის ჯგუფში (0.5% თითოეულ პერიოდში), ხოლო პლაცებოს ჯგუფში, გლისონის 8-10 კიბოს დიაგნოზის მქონე სუბიექტების პროცენტულობა უფრო დაბალი იყო 3-4 წლის განმავლობაში, ვიდრე 1-2 წლებში (<0.1% vs 0.5%-ის შესაბამისად) (იხ. პუნქტი 4.4). არ დაფიქსირდა განსხვავება გლისონის 7-10 კიბოს სიხშირის მხრივ (p=0.81).

REDUCE კვლევის დამატებითი 2-წლიანი შემდგომი კვლევით არ გამოვლენილა გლისონის 8-10 პროსტატის კიბოს ახალი შემთხვევები.

პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის 4-წლიან კვლევაში (CombAT), სადაც არ იყო პროტოკოლით სავალდებულო ბიოფსია და პროსტატის კიბოს ყველა დიაგნოზი დაფუძნებული იყო მიზეზობრივ ბიოფსიაზე, გლისონის 8-10 კიბოს სიხშირე იყო (n=8, 0.5%) დუტასტერიდისთვის, (n=11, 0.7%) ტამსულოზინისთვის და (n=5, 0.3%) კომბინირებული თერაპიისთვის.

ოთხი განსხვავებული ეპიდემიოლოგიური, პოპულაციაზე დაფუძნებული კვლევისას (რომელთაგან ორი ეფუძნებოდა 174,895 მთლიან პოპულაციას, ერთი 13,892 პოპულაციას და ერთი 38,058 პოპულაციას) გამოვლინდა, რომ 5-ალფა რედუქტაზას ინჰიბიტორების გამოყენება არ არის დაკავშირებული პროსტატის მაღალი ხარისხის კიბოს განვითარებასთან, არც პროსტატის კიბოსთან, ან საერთო სიკვდილიანობასთან.

კავშირი დუტასტერიდსა და პროსტატის მაღალი ხარისხის კიბოს შორის არ არის ნათელი.

ზემოქმედება სქესობრივ ფუნქციაზე:

დუტასტერიდის/ტამსულოზინის ეფექტი სქესობრივ ფუნქციაზე შეფასდა ორმაგად ბრმა, პლაცებო კონტროლირებად კვლევაში სქესობრივად აქტიურ მამაკაცებში პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიით (n=243 დუტასტერიდი/ტამსულოზინი, n=246 პლაცებო). სტატისტიკურად მნიშვნელოვანი (p<0.001) უფრო დიდი შემცირება (გაუარესება) მამაკაცის სექსუალური ჯანმრთელობის კითხვარის (MSHQ) ქულაში დაფიქსირდა 12 თვეში კომბინირებულ ჯგუფში. შემცირება ძირითადად უფრო დაკავშირებული იყო ეაკულაციისა და საერთო კმაყოფილების გაუარესებასთან, ვიდრე ერექციასთან. ეს ეფექტები გავლენას არ ახდენდა კვლევის მონაწილეთა მიერ დუტასტერიდის/ტამსულოზინის აღქმაზე, რომელიც შეფასდა სტატისტიკურად უფრო დიდი კმაყოფილებით 12 თვის განმავლობაში პლაცებოსთან შედარებით (p<0.05). ამ კვლევაში სქესობრივი გვერდითი მოვლენები განვითარდა მკურნალობის 12 თვის განმავლობაში და მათი დაახლოებით ნახევარი მოგვარდა მკურნალობიდან 6 თვის განმავლობაში.

ცნობილია, რომ დუტასტერიდის/ტამსულოზინის კომბინაცია და დუტასტერიდით მონოთერაპია იწვევს სქესობრივ ფუნქციაზე არასასურველ ეფექტებს (იხ. პუნქტი 4.8).

როგორც დაფიქსირდა სხვა კლინიკურ კვლევებში, მათ შორის CombAT და REDUCE კვლევებში, სქესობრივ ფუნქციასთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენების სიხშირე დროთა განმავლობაში მცირდება თერაპიის გაგრძელების ფონზე.

ტამსულოზინი

ტამსულოზინი ზრდის შარდის მაქსიმალურ სიჩქარეს. ის ხსნის ობსტრუქციას პროსტატისა და ურეთრის გლუვი კუნთების მოდუნების გზით, რითაც აუმჯობესებს შარდვის სიმპტომებს. ის ასევე აუმჯობესებს შენახვის სიმპტომებს, რომელშიც შარდის ბუშტის არასტაბილურობა მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ეს ეფექტები შენახვაზე და დაცლის სიმპტომებზე შენარჩუნებულია ხანგრძლივი თერაპიის დროს. ოპერაციის ან კათეტერიზაციის საჭიროება მნიშვნელოვნად შეფერხებულია.

α1-ადრენორეცეპტორების ანტაგონისტებს შეუძლიათ შეამცირონ არტერიული წნევა პერიფერიული წინააღმდეგობის შემცირებით. ტამსულოზინით კვლევების დროს არ დაფიქსირებულა რაიმე კლინიკური მნიშვნელობის არტერიული წნევის შემცირება.

  • 2 ფარმაკოკინეტიკური თვისებები

გამოვლინდა ბიოექვივალენტობა დუტასტერიდს/ტამსულოზინს და ცალ-ცალკე დუტასტერიდისა და ტამსულოზინის კაფსულებით ერთდროულ დოზირებას შორის.

ერთჯერადი დოზის ბიოეკვივალენტობის კვლევა ჩატარდა როგორც უზმოზე, ასევე ნაჭამ მდგომარეობაში. Cmax-ის 30%-ით შემცირება დაფიქსირდა დუტასტერიდის/ტამსულოზინის კომბინაციის ტამსულოზინის კომპონენტისთვს ნაჭამზე უზმოზე შედარებით. საკვებს არ ჰქონდა გავლენა ტამსულოზინის AUC-ზე.

აბსორბცია

დუტასტერიდი

0,5 მგ დუტასტერიდის ერთჯერადი დოზის პერორალური მიღების შემდეგ, შრატში …

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

შეფუთვის ფურცელი: ინფორმაცია მომხმარებლისთვის

კადმირონი 0,5 მგ / 0,4 მგ მყარი კაფსულები

დუტასტერიდი/ტამსულოზინის ჰიდროქლორიდი

ყურადღებით წაიკითხეთ ეს ინსტრუქცია სრულად, სანამ დაიწყებთ ამ პრეპარატის მიღებას, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

  • შეინახეთ ეს ფურცელი. შეიძლება დაგჭირდეთ ხელახლა წაკითხვა.
  • თუ გაქვთ დამატებითი შეკითხვები, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
  • ეს პრეპარატი გამოწერილია მხოლოდ თქვენთვის. არ გადასცეთ ის სხვებს. ამან შეიძლება ზიანი მიაყენოს მათ, მაშინაც კი, თუ მათი დაავადების ნიშნები იგივეა, რაც თქვენი.
  • თუ განვითარდა რაიმე გვერდითი ეფექტი, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში. იხილეთ ნაწილი 4.

რა წერია ამ ფურცელში:

  • რა არის კადმირონი და რისთვის გამოიყენება
  • რა უნდა იცოდეთ კადმირონის მიღებამდე
  • როგორ მიიღება კადმირონი
  • შესაძლო გვერდითი ეფექტები
  • როგორ ინახება კადმირონი
  • ვარგისობის ვადა
  • შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
  • კადმირონის გარეგნული აღწერა და შეფუთვის შიგთავსი
  • რა არის კადმირონი და რისთვის გამოიყენება

კადმირონი გამოიყენება გადიდებული პროსტატის სამკურნალოდ მამაკაცებში (პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზია) - წინამდებარე ჯირკვლის არასიმსივნური წარმონაქმნი, რომელიც გამოწვეულია ჰორმონის დიჰიდროტესტოსტერონის ჭარბი გამომუშავებით.

კადმირონი არის ორი სხვადასხვა პრეპარატის დუტასტერიდის და ტამსულოზინის კომბინაცია. დუტასტერიდი მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს სახელწოდებით 5-ალფა რედუქტაზას ინჰიბიტორები, ხოლო ტამსულოზინი მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს სახელწოდებით ალფა-ბლოკატორები.

პროსტატის ზრდასთან ერთად შეიძლება განვითარდეს შარდვის პრობლემები, როგორიცაა შარდის გამოყოფის გაძნელება და ტუალეტში ხშირი სიარული. ასევე შეიძლება გამოიწვიოს შარდის ნაკადის შენელება და ნაკლები სიძლიერე. მკურნალობის გარეშე არსებობს შარდის ნაკადის სრული დაბლოკვის რისკი (შარდის მწვავე შეკავება). ეს მოითხოვს სასწრაფო სამედიცინო მკურნალობას. ზოგჯერ საჭიროა ოპერაცია წინამდებარე ჯირკვლის მოსაცილებლად ან მისი ზომის შესამცირებლად.

დუტასტერიდი აქვეითებს ჰორმონ დიჰიდროტესტოსტერონის გამომუშავებას, რომელიც ხელს უწყობს პროსტატის შემცირებას და სიმპტომების შემსუბუქებას. ეს შეამცირებს შარდის მწვავე შეკავების რისკს და ოპერაციის საჭიროებას. ტამსულოზინი მოქმედებს პროსტატის ჯირკვლის კუნთების მოდუნების გზით, რაც აადვილებს შარდის გამოყოფას და სწრაფად აუმჯობესებს სიმპტომებს.

  • რა უნდა იცოდეთ კადმირონის მიღებამდე

არ მიიღოთ კადმირონი

  • თუ ხართ მდედრობითი სქესის (რადგან ეს პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ მამაკაცებისთვის).
  • თუ ხართ 18 წელზე ნაკლები ასაკის ბავშვი ან მოზარდი.
  • თუ ალერგიული ხართ დუტასტერიდის, 5-ალფა რედუქტაზას სხვა ინჰიბიტორების, ტამსულოზინის, სოიოს, არაქისის ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილია მე-6 ნაწილში).
  • თუ გაქვთ დაბალი წნევა, რომელიც იწვევს თავბრუსხვევას ან სისუსტეს (ორთოსტატული ჰიპოტენზია).
  • თუ გაქვთ ღვიძლის მძიმე დაავადება.

თუ ფიქრობთ, რომ რომელიმე ჩამოთვლილი თქვენ გეხებათ, არ მიიღოთ ეს პრეპარატი ექიმთან კონსულტაციის გარეშე.

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

კადმირონის მიღებამდე გაესაუბრეთ ექიმს

  • ზოგიერთ კლინიკურ კვლევაში უფრო მეტ პაციენტს, რომლებიც იღებდნენ დუტასტერიდს და სხვა პრეპარატს სახელწოდებით ალფა-ბლოკატორი, როგორიცაა ტამსულოზინი, განუვითარდა გულის უკმარისობა, ვიდრე იმ პაციენტებს, რომლებიც იღებდნენ მხოლოდ დუსტასტერიდს ან მხოლოდ ალფა-ბლოკატორს. გულის უკმარისობა ნიშნავს, რომ თქვენი გული სათანადოდ არ ახდენს სისხლის გადატუმბვას.
  • დარწმუნდით, რომ ექიმმა იცის თქვენი ღვიძლის პრობლემების შესახებ. თუ გქონდათ ღვიძლის რაიმე დაავადება, შეიძლება დაგჭირდეთ დამატებითი გამოკვლევები კადმირონის მიღებისას.
  • დარწმუნდით, რომ ექიმმა იცის, რომ გაქვთ თირკმელების სერიოზული პრობლემები.
  • კატარაქტის (ლინზების დაბინდვა) ოპერაცია. თუ აპირებთ ოპერაციის გაკეთებას კატარაქტის მოსაცილებლად, ექიმმა შეიძლება მოგთხოვოთ კადმირონის მიღების შეწყვეტა ოპერაციამდე გარკვეული ხნით ადრე. უთხარით თქვენს თვალის სპეციალისტს ოპერაციამდე, რომ იღებთ კადმირონს ან ტამსულზინს (ან ადრე მიიღეთ). თქვენმა სპეციალისტმა უნდა მიიღოს შესაბამისი ზომები ოპერაციის დროს გართულებების თავიდან ასაცილებლად.
  • ქალები, ბავშვები და მოზარდები არ დაიშვებიან გაჟონილ კადმირონის კაფსულებთან, რადგან შეიძლება მოხდეს აქტიური ნივთიერების კანში შეწოვა. კანთან შეხების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ დაიბანეთ შესაბამისი ადგილი საპნითა და წყლით.
  • გამოიყენეთ პრეზერვატივი სქესობრივი აქტის დროს. დუტასტერიდი აღმოაჩინეს მამაკაცების სპერმაში, რომლებიც იღებდნენ კადმირონს. თუ თქვენი პარტნიორი არის ან შეიძლება იყოს ორსულად, ის უნდა მოერიდოს სპერმის ექსპოზიციას, რადგან დუტასტერიდმა შეიძლება გავლენა მოახდინოს მამრობითი სქესის ბავშვის ნორმალურ განვითარებაზე. ნაჩვენებია, რომ დუტასტერიდი ამცირებს სპერმის რაოდენობას, სპერმის მოცულობას და სპერმის მოძრაობას. ამან შეიძლება შეამციროს ნაყოფიერება.
  • კადმირონი გავლენას ახდენს სისხლის „პსა“ (პროსტატის სპეციფიკური ანტიგენი) ანალიზზე, რომელიც ზოგჯერ გამოიყენება პროსტატის კიბოს გამოსავლენად. თქვენმა ექიმმა უნდა იცოდეს ამ მოქმედების შესახებ და მაინც შეუძლია გამოიყენოს ტესტი პროსტატის კიბოს გამოსავლენად. თუ იტარებთ სისხლის ანალიზს „პსა“-ზე, აცნობეთ ექიმს, რომ იღებთ კადმირონს. მამაკაცებს, რომლებიც იღებენ კადმირონს, რეგულარულად უნდა ჩაუტარდეთ „პსა“ ტესტირება.
  • პროსტატის კიბოს გაზრდილი რისკის მქონე მამაკაცების კლინიკურ კვლევაში, მამაკაცებს, რომლებიც იღებდნენ დუტასტერიდს, უფრო ხშირად აღენიშნებოდათ პროსტატის კიბოს სერიოზული ფორმა, ვიდრე მამაკაცებს, რომლებიც არ იღებდნენ დუტასტერიდს. დუტასტერიდის ეფექტი პროსტატის კიბოს ამ სერიოზულ ფორმაზე არ არის მკაფიო.
  • კადმირონმა შესაძლოა გამოიწვიოს მკერდის გადიდება და მგრძნობელობა. თუ ეს შემაშფოთებელი ხდება, ან თუ შეამჩნევთ ძუძუში სიმაგრეს ან ძუძუდან გამონადენს, უნდა მიმართოთ ექიმს ამ ცვლილებების გამო, რადგან ეს შეიძლება იყოს ისეთი სერიოზული მდგომარეობის ნიშნები, როგორიცაა ძუძუს კიბო.

მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ გაქვთ რაიმე შეკითხვა კადმირონის მიღებასთან დაკავშირებით.

სხვა პრეპარატები და კადმირონი

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ცოტა ხნის წინ მიიღეთ ან შესაძლოა მიიღოთ სხვა მედიკამენტები.

არ მიიღოთ კადმირონი ამ მედიკამენტებთან ერთად:

  • სხვა ალფა ბლოკატორები (გამოიყენება გადიდებული პროსტატის ან მაღალი წნევის დროს)

კადმირონი რეკომენდებული არ არის ამ მედიკამენტებთან ერთად:

  • კეტოკონაზოლი (გამოიყენება სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ)

შეიძლება აღინიშნოს ზოგიერთი მედიკამენტის რეაგირება კადმირონზე და შესაძლოა გაზარდონ გვერდითი ეფექტების განვითარების ალბათობა. ეს მედიკამენტებია:

  • PDE5 ინჰიბიტორები (გამოიყენება ერექციის მისაღწევად ან შესანარჩუნებლად), როგორიცაა ვარდენაფილი, სილდენაფილის ციტრატი და ტადალაფილი
  • ვერაპამილი ან დილთიაზემი (მაღალი წნევის დროს)
  • რიტონავირი ან ინდინავირი (შიდსისთვის)
  • იტრაკონაზოლი ან კეტაკონაზოლი (სოკოვანი ინფექციებისთვის)
  • ნეფაზოდონი (ანტიდეპრესანტი)
  • ციმეტიდინი (კუჭის წყლულის დროს)
  • ვარფარინი (სისხლის შედედებისთვის)
  • ერითრომიცინი (ანტიბიოტიკი, რომელიც გამოიყენება ინფექციების სამკურნალოდ)
  • პაროქსეტინი (ანტიდეპრესანტი)
  • ტერბინაფინი (გამოიყენება სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ)
  • დიკლოფენაკი (გამოიყენება ტკივილისა და ანთების სამკურნალოდ)

აცნობეთ ექიმს, თუ იღებთ რომელიმე ამ მედიკამენტს.

კადმირონი საკვებთან ერთად

კადმირონი უნდა მიიღოთ ყოველდღე ერთი და იგივე კვებიდან 30 წუთის შემდეგ.

ორსულობა, ძუძუთი კვება და ნაყოფიერება

კადმირონი არ უნდა მიიღონ ქალებმა.

ორსული ქალები (ან ქალები, რომლებიც შეიძლება ორსულად იყვნენ) არ უნდა შეეხონ გაჟონილ კაფსულებს. დუტასტერიდი შეიწოვება კანში და შეიძლება გავლენა იქონიოს მამრობითი სქესის ბავშვის ნორმალურ განვითარებაზე. ეს განსაკუთრებული რისკია ორსულობის პირველ 16 კვირაში.

გამოიყენეთ პრეზერვატივი სქესობრივი აქტის დროს. დუტასტერიდი აღმოაჩინეს მამაკაცების სპერმაში, რომლებიც იღებდნენ კადმირონს. თუ თქვენი პარტნიორი არის ან შეიძლება იყოს ორსულად, მოერიდეთ სპერმის ექსპოზიციას.

ნაჩვენებია, რომ კადმირონი ამცირებს სპერმის რაოდენობას, სპერმის მოცულობას და სპერმის მოძრაობას. ამიტომ მამაკაცის ნაყოფიერება შეიძლება დაქვეითედეს.

რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს, თუ ორსულის შეხება მოხდა კადმირონთან.

ავტომობილის და მექანიზმების მართვა

ზოგიერთ ადამიანში კადმირონმა შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა, ამიტომ შეიძლება გავლენა იქონიოს ავტომობილის მართვის ან მექანიზმებთან უსაფრთხოდ მუშაობის უნარზე.

არ მართოთ ავტომობილი და მექანიზმები, თუ ეს მოვლენები გაქვთ,

კადმირონი შეიცავს სოიოს ლეციტინს, პროპილენ გლიკოლს და ნატრიუმს

ეს პრეპარატი შეიცავს სოიოს ლეციტინს, რომელიც შეიძლება შეიცავდეს სოიოს ზეთს. თუ ალერგიული ხართ არაქისის ან სოიოს მიმართ, არ გამოიყენოთ ეს სამკურნალო პროდუქტი.

ეს პრეპარატი შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ) თითოეულ კაფსულაში, ანუ არსებითად "არ შეიცავს ნატრიუმს"

ეს პრეპარატი შეიცავს 299 მგ პროპილენ გლიკოლს თითოეულ კაფსულაში.

  • როგორ მიიღება კადმირონი

ყოველთვის მიიღეთ კადმირონი ზუსტად ისე, როგორც თქვენმა ექიმმა ან ფარმაცევტმა გირჩიათ. თუ რეგულარულად არ მიიღებთ, ამან შეიძლება გავლენა მოახდინოს „პსა“-ს დონის მონიტორინგზე. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

რამდენი უნდა მიიღოთ

რეკომენდებული დოზა არის ერთი კაფსულა დღეში ერთხელ, ჭამიდან 30 წუთის შემდეგ ყოველდღე.

როგორ უნდა მიიღოთ

გადაყლაპეთ კაფსულები მთლიანად წყლის მიყოლებით. არ დაღეჭოთ ან არ გატეხოთ კაფსულა. კაფსულების შიგთავსთან კონტაქტმა შეიძლება გამოიწვიოს პირის ან ყელის ტკივილი.

თუ მიიღეტ იმაზე მეტი კადმირონი, ვიდრე საჭიროა

რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ მიიღეთ კადმირონის ძალიან ბევრი კაფსულა.

თუ დაგავიწყდათ კადმირონის მიღება

არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის კომპენსირების მიზნით. მიიღეთ შემდეგი დოზა ჩვეულებრივ დროს.

არ შეწყვიტოთ კადმირონის მიღება რჩევის გარეშე

არ შეწყვიტოთ კადმირონის მიღება ექიმთან წინასწარ გასაუბრების გარეშე.

თუ გაქვთ დამატებითი შეკითხვები ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

  • შესაძლო გვერდითი ეფექტები

ყველა პრეპარატის მსგავსად, ამ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

ალერგიული რეაქცია

ალერგიული რეაქციების ნიშნები შეიძლება იყოს:

  • კანის გამონაყარი (შეიძლება ქავილით)
  • ჭინჭრის ციება (ჭინჭრის გამონაყარის მსგავსი)
  • ქუთუთოების, სახის, ტუჩების, ხელების ან ფეხების შეშუპება.

დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ გაქვთ რომელიმე ჩამოთვლილი სიმპტომი და შეწყვიტეთ კადმირონის გამოყენება.

თავბრუსხვევა და სისუსტე

კადმირონმა შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა და იშვიათ შემთხვევებში გონების დაკარგვა. ფრთხილად იყავით მწოლიარე ან მჯდომარე პოზიციიდან დაჯდომის ან ადგომის დროს, განსაკუთრებით თუ ღამით იღვიძებთ, სანამ არ გაიგებთ, როგორ მოქმედებს ეს პრეპარატი თქვენზე. თუ მკურნალობის პერიოდში ნებისმიერ დროს იგრძნობთ თავბრუსხვევას, დაჯექით ან დაწექით, სანამ სიმპტომები არ გაქრება.

კანის სერიოზული რეაქციები

კანის სერიოზული რეაქციების ნიშნები შეიძლება იყოს:

  • ფართოდ გავრცელებული გამონაყარი ბუშტუკებით და კანის აქერცვლა, განსაკუთრებით პირის ღრუს, ცხვირის, თვალების და სასქესო ორგანოების ირგვლივ (სტივენს-ჯონსონის სინდრომი).

ამ სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს და შეწყვიტეთ კადმირონის გამოყენება.

ხშირი გვერდითი ეფექტები

შეიძლება განვითარდეს 10-დან 1 მამაკაცში კადმირონის მიღებისას:

  • იმპოტენცია (როდესაც მამაკაცს არ შეუძლია ერექციის მიღწევა ან შენარჩუნება)*
  • დაქვეითებული სქესობრივი ლტოლვა (ლიბიდო)*
  • ეაკულაციის გაძნელება, როგორიცაა სექსის დროს გამოთავისუფლებული სპერმის რაოდენობის შემცირება*
  • მკერდის გადიდება ან მგრძნობელობა (გინეკომასტია)
  • თავბრუსხვევა.
  • * ადამიანთა მცირე რაოდენობაში ზოგიერთი ეს მოვლენა შეიძლება გაგრძელდეს კადმირონის მიღების შეწყვეტის შემდეგაც.

არახშირი გვერდითი ეფექტები

შეიძლება განვითარდეს 100-დან 1 მამაკაცში

  • გულის უკმარისობა (გული ხდება ნაკლებად ეფექტური ორგანიზმში სისხლის გადატუმბვისთვის. შეიძლება აღინიშნოს სიმპტომები, როგორიცაა ქოშინი, უკიდურესი დაღლილობა და შეშუპება ტერფებსა და ფეხებში)
  • დაბალი არტერიული წნევა დგომისას
  • სწრაფი გულისცემა (პალპიტაცია)
  • ყაბზობა, დიარეა, ღებინება, ღებინების შეგრძნება (გულისრევა)
  • სისუსტე ან ძალის დაკარგვა
  • თავის ტკივილი
  • ცხვირის ქავილი, შეგუბება ან გამონადენი (რინიტი)
  • გამონაყარი კანზე, ჭინჭრის ციება, ქავილი
  • თმის ცვენა (ჩვეულებრივ სხეულიდან) ან თმის ზრდა.

იშვიათი გვერდითი ეფექტები

შეიძლება განვითარდეს 1,000-დან 1 მამაკაცში

  • ქუთუთოების, სახის, ტუჩების, ხელების ან ფეხების შეშუპება (ანგიოედემა)
  • გონების დაკარგვა.

ძალიან იშვიათი გვერდითი ეფექტები

შეიძლება განვითარდეს 10,000-დან 1 მამაკაცში

  • პენისის მუდმივი მტკივნეული ერექცია (პრიაპიზმი)
  • კანის სერიოზული რეაქციები (სტივენს-ჯონსონის სინდრომი)

სხვა გვერდითი ეფექტები

სხვა გვერდითი ეფექტები დაფიქსირდა მამაკაცების მცირე რაოდენობაში, მაგრამ მათი ზუსტი სიხშირე უცნობია (სიხშირის შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემებით):

  • უჩვეულო ან სწრაფი გულისცემა (არითმია ან ტაქიკარდია ან წინაგულების ფიბრილაცია)
  • ქოშინი (დისპნოე)
  • დეპრესია
  • ტკივილი და შეშუპება სათესლე ჯირკვლებში
  • ცხვირიდან სისხლდენა
  • ძლიერი გამონაყარი კანზე
  • მხედველობის ცვლილებები (მხედველობის დაბინდვა ან მხედველობის დაქვეითება)
  • პირის სიმშრალე

გვერდითი ეფექტების შეტყობინება

თუ განვითარდა რაიმე გვერდითი ეფექტი, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში. თქვენ ასევე შეგიძლიათ შეატყობინოთ გვერდითი ეფექტები პირდაპირ ეროვნული შეტყობინების სისტემის მეშვეობით ან უშუალოდ სავაჭრო ნებართვის მფლობელს. გვერდითი ეფექტების შეტყობინებით თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოწოდებას.

  • როგორ ინახება კადმირონი

შეინახეთ ეს პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია მუყაოს კოლოფზე და ბოთლზე EXP-ის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ეხება ამ თვის ბოლო დღეს.

ეს სამკურნალო პროდუქტი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.

არ გადაყაროთ პრეპარატები ჩამდინარე წყალში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გადაყაროთ პრეპარატები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას

  • ვარგისობის ვადა

2 წელი

  • შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს კადმირონი

აქტიური ნივთიერებებია დუტასტერიდი და ტამსულოზინის ჰიდროქლორიდი. თითოეული მყარი კაფსულა შეიცავს 0,5 მგ დუტასტერიდს და 0,4 მგ ტამსულოზინის ჰიდროქლორიდს (ექვივალენტურია 0,367 მგ ტამსულოზინი). სხვა ინგრედიენტებია:

მყარი კაფსულის გარსი:

შავი რკინის ოქსიდი (E172)

წითელი რკინის ოქსიდი (E172)

ტიტანის დიოქსიდი (E171)

ყვითელი რკინის ოქსიდი (E172)

ჟელატინი

დუტასტერიდის რბილი კაფსულის შემცველობა:

პროპილენ გლიკოლის მონოკაპრილატი, ტიპი II

ბუტილჰიდროქსიტოლუენი (E321)

რბილი კაფსულის გარსი:

ჟელატინი

გლიცერინი

ტიტანის დიოქსიდი (E171)

ტრიგლიცერიდები (საშუალო ჯაჭვი)

ლეციტინი (შეიძლება შეიცავდეს სოიოს ზეთს) (იხ. ნაწილი 2)

ტამსულოზინის პელეტები:

მეთაკრილის მჟავა - ეთილის აკრილატის კოპოლიმერი (1:1) დისპერსია 30 პროცენტი (შეიცავს ნატრიუმის ლაურილსულფატს, პოლისორბარტს 80)

მიკროკრისტალური ცელულოზა

დიბუტილის სებაკატი

პოლისორბატი 80

კოლოიდური ჰიდრატირებული სილიციუმი

კალციუმის სტეარატი

შავი მელანი:

შელაკი (E904)

შავი რკინის ოქსიდი (E172)

პროპილენ გლიკოლი (E1520)

კონცენტრირებული ამიაკის ხსნარი, (E527)

კალიუმის ჰიდროქსიდი (E525)

იხილეთ ნაწილი 2 „კადმირონი შეიცავს სოიოს ლეციტინს და პროპილენ გლიკოლს“.

  • კადმირონის გარეგნული აღწერა და შეფუთვის შიგთავსი

ეს პრეპარატი არის მოგრძო ფორმის მყარი ჟელატინის კაფსულა, ყავისფერი კორპუსით და კრემისფერი თავსახურით, რომელზეც დაბეჭდილია C001 შავი მელნით.

თითოეული მყარი კაფსულა შეიცავს ტამსულოზინის ჰიდროქლორიდის მოდიფიცირებული გამოთავისუფლების პელეტებს და ერთ დუტასტერიდის რბილ ჟელატინის კაფსულას.

ხელმისაწვდომია 30 კაფსულის შეფუთვაში.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

  • სავაჭრო ნებართვის მფლობელი:

D&FISHER CO LTD

Niriidon 5, Strovolos, Nicosia 2045, Cyprus

E-mail: [email protected]

  • მწარმოებელი:

Laboratorios LEÓN FARMA, SA

Polígono Industrial Navatejera, C/La Vallina, s/n,

Villaquilambre-24193 León, Spain

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა