პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
უროლოგიური საშუალებები

დუტასტერიდი/ტამსულოზინი ბიოგარანი

DUTASTÉRIDE/TAMSULOSINE BIOGARAN®

რეცეპტითინსტრუქცია ქართულადესპანეთი
ფორმა და შეფუთვა
მყარი კაფსულა (0,5მგ დუტასტერიდის რბილი კაფსულა + 0,4მგ ტამსულოზინის მოდიფიცირებული გამოთავისუფლების პელეტები) №30 ფლაკონში
მწარმოებელი
Sag Manufacturing S.L., ესპანეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
უროლოგიური საშუალებები, ალფა ადრენორეცეპტორების ანტაგონისტები
ATC კოდი
G04CA52
რეგისტრაციის ნომერი
რ-043060
რეგისტრირებულია
28 მარტი 2025, მოქმედებს 28 მარტი 2030-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
სს „გეფა“
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებადუტასტერიდი/ტამსულოზინი ბიოგარანი და სხვა წამალი ერთად

დუტასტერიდი/ტამსულოზინი ბიოგარანი — ინსტრუქცია ქართულად

მიღების წესი და დოზირება

მიიღეთ დუტასტერიდ/ტამსულოზინი ბიოგარანი® ყოველთვის თქვენი ექიმის ან ფარმაცევტის მითითების შესაბამისად. თუ მას რეგულარულად არ იღებთ, ამან შეიძლება გავლენა მოახდინოს თქვენი PSA დონის მონიტორინგზე. ნებისმიერი ეჭვის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

რა დოზით უნდა იქნას მიღებული

რეკომენდებული დოზაა ერთი კაფსულა დღეში ერთხელ, ჭამიდან 30 წუთის შემდეგ ყოველდღე.

როგორ მიიღება დოზა

გადაყლაპეთ კაფსულები მთლიანად წყალთან ერთად. არ დაღეჭოთ და არ გახსნათ კაფსულა. კაფსულების შიგთავსთან კონტაქტმა შეიძლება გამოიწვიოს პირის ღრუსა და ყელის გაღიზიანება.

თუ მიიღეთ დუტასტერიდ/ტამსულოზინი ბიოგარანის® საჭირო დოზაზე მეტი

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ მიიღეთ დუტასტერიდ/ტამსულოზინი ბიოგარანის® კაფსულის საჭირო დოზაზე მეტი.

თუ დაგავიწყდათ დუტასტერიდ/ტამსულოზინი ბიოგარანის® მიღება

გამოტოვებული დოზის კომპენსირებისთვის არ მიიღოთ ორმაგი დოზა. მიიღეთ შემდეგი დოზა იგივე დროს.

თუ შეწყვეტთ დუტასტერიდ/ტამსულოზინი ბიოგარანის® მიღებას

ნუ შეწყვეტთ დუტასტერიდ/ტამსულოზინი ბიოგარანის® მიღებას ექიმთან შეუთანხმებლად.

აღნიშნული მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების შემთხვევაში, ინფორმაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

  • რა შესაძლო გვერდითი მოვლენები შეიძლება გამოვლინდეს?

როგორც ყველა სამკურნალო პრეპარატს, ამ პრეპარატსაც აქვს გვერდითი მოვლენები, თუმცა ეს მოვლენები ყველა ადამიანში სისტემატიურად არ იჩენს თავს.

ალერგიული რეაქციები

ალერგიული რეაქციების ნიშნები შეიძლება მოიცავდეს:

  • გამონაყარი კანზე (შესაძლო ქავილი);
  • ჭინჭრის ციება (ჭინჭრის გამონაყარის მსგავსი);
  • ქუთუთოების, სახის, ტუჩების, მკლავების ან ფეხების შეშუპება.

დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს თუ გამოგივლინდათ ერთ-ერთი სიმპტომი და შეწყვიტეთ დუტასტერიდ/ტამსულოზინი ბიოგარანის® მიღება.

გაბრუება, თავბრუსხვევა და გულყრა

დუტასტერიდ/ტამსულოზინი ბიოგარანმა® შეიძლება გამოიწვიოს გაბრუება, თავბრუსხვევები, იშვიათ შემთხვევებში გულყრები. გამოიჩინეთ სიფრთხილე მწოლიარე ან მჯდომარე პოზიციიდან მდგომარე პოზიციაზე გადასვლისას, განსაკუთრებით თუ ღამით დგებით, ვიდრე არ გაიგებთ როგორ რეაგირებთ ამ პრეპარატზე. თუ მკურნალობის პერიოდში ნებისმიერ დროს იგრძნობთ გაბრუებას ან თავბრუსხვევას, დაჯექით ან წამოწექით, სანამ სიმპტომები არ გაქრება.

კანის მძიმე რეაქციები

კანის მძიმე რეაქციების ნიშნები შეიძლება მოიცავდეს:

ფართოდ გავრცელებულ ბუშტუკებიან გამონაყარს კანზე და აქერცლილ კანს, ძირითადად პირის ღრუს, ცხვირის, თვალების და სასქესო ორგანოების ირგვლივ (სტივენ ჯონსონის სინდრომი).

დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს თუ გამოგივლინდებათ ეს სიმპტომი და შეწყვიტეთ დუტასტერიდ/ტამსულოზინი ბიოგარანის® მიღება.

გავრცელებული გვერდითი მოვლენები (შეიძლება გამოვლინდეს 10-დან 1 პაციენტში)

  • იმპოტენცია (ერექციის მიღწევის ან შენარჩუნების შეუძლებლობა)*;
  • ლიბიდოს დაქვეითება*;
  • ეაკულაციის დარღვევა, როგორიცაა სქესობრივი აქტის დროს გამოთავისუფლებული (გამოდენილი) სპერმის მოცულობის შემცირება*;
  • მკერდის გადიდება ან მგრძნობელობა (გინეკომასტია);
  • თავბრუსხვევის შეგრძნება;
  • ადამიანთა მცირე რაოდენობაში, გარკვეული მოვლენები შეიძლება გაგრძელდეს დუტასტერიდ/ტამსულოზინი ბიოგარანის® მიღების შეწყვეტის შემდეგ.

ნაკლებად გავრცელებული გვერდითი მოვლენები (შეიძლება გამოვლინდეს 100-დან 1 პაციენტში)

  • გულის უკმარისობა (გული ხდება ნაკლებად ეფექტური მთელ სხეულში სისხლის გადატუმბვისას. შეიძლება გამოგივლინდეთ ისეთი სიმპტომები, როგორიცაა: ქოშინი, საშინელი დაღლილობა და ტერფის და ფეხების შეშუპება);
  • დაბალი არტერიული წნევა მდგომარე პოზიციაში;
  • აჩქარებული გულისცემა (პალპიტაცია);
  • ყაბზობა, დიარეა, ღებინება, გულისრევა;
  • სისუსტე ან ძალის დაკარგვა;
  • თავის ტკივილი;
  • ცხვირის ქავილი, ცხვირის გაჭედვა ან სურდო (რინიტი);
  • გამონაყარი კანზე, ჭინჭრის ციება, ქავილი;
  • ბეწვის და/ან თმის ცვენა (უფრო ხშირად ბეწვის) ან ბეწვის და/ან თმის გადაჭარბებული ზრდა.

იშვიათი გვერდითი მოვლენები (შეიძლება გამოვლინდეს 1000-დან 1 პაციენტში)

  • ქუთუთოების, სახის, ტუჩების, მკლავების ან ფეხების შეშუპება (ანგიოედემა);
  • გულყრა.

ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენები (შეიძლება გამოვლინდეს 10 000-დან 1 პაციენტში)

პენისის ხანგრძიცი და მტკივნეული ერექცია (პრიაპიზმი);

მძიმე გამონაყარი კანზე (სტივენ ჯონსონის სინდრომი).

სხვა გვერდითი მოვლენები

სხვა გვერდითი მოვლენები შეიძლება გამოვლინდეს მამაკაცთა მცირე რაოდენობაში, მაგრამ მათი ზუსტი სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემებით სიხშირის შეფასება შეუძლებელია):

  • ანომალიები ან გულისცემის სიხშირის მატება (არითმია ან ტაქიკარდია ან წინაგულების ფიბრილაცია);
  • ქოშინი (დისპნეა);
  • დეპრესია;
  • სათესლე ჯირკვლების ტკივილი ან შეშუპება;
  • სისხლდენა ცხვირიდან;
  • მწვავე გამონაყარი კანზე;
  • მხედველობის ცვლილებები (ბუნდოვანი ხედვა ან მხედველობის დაქვეითება);
  • პირის სიმშრალე.

ინფორმაცია გვერდითი მოვლენების შესახებ

თუ გამოვლინდება რომელიმე გვერდითი მოვლენა, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება ასევე ყველა იმ გვერდით მოვლენებს, რომელის აღნიშნული არაა ამ ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შესახებ განცხადება პირდაპირ შეგიძლიათ გააკეთოთ ასევე ეროვნული განცხადებების სისტემის გზით: მედიკამენტებისა და ჯანმრთელობის პროდუქტების (ANSM) უსაფრთხოების ეროვნული სააგენტო და Pharmacovigilance რეგიონული ცენტრების ქსელი. ინტერნეტ საიტი: https://signalement,social-sante.gov.fr/

გვერდითი მოვლენების მითითებით, თქვენ მიიღებთ მეტ ინფორმაციას პრეპარატის უსაფრთხოებაზე.

უკუჩვენებები

  • სხვა ალფა-ბლოკატორები (პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერტროფიის ან მაღალი წნევის დროს).

დუტასტერიდ/ტამსულოზინი ბიოგარანის® მიღება რეკომენდირებული არ არის ამ პრეპარატებთან:

  • კეტოკონაზოლი (გამოიყენება სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ).

ზოგიერთმა მედიკამენტმა შეიძლება რეაქცია მოახდინოს დუტასტერიდ/ტამსულოზინი ბიოგარანთან® და გაზარდოს გვერდითი ეფექტების განვითარების ალბათობა. ამ მედიკამენტებში შედის:

  • PDE5 ინჰიბიტორები (გამოიყენება ერექციის მისაღებად ან შესანარჩუნებლად), როგორიცაა ვარდენაფილი, სილდენაფილის ციტრატი და ტადალაფინი;
  • ვერაპამილი ან დილთიაზემი (მაღალი არტერიული წნევისთვის);
  • რიტონავირი ან ინდინავირი (HIV-თვის);
  • იტრაკონაზოლი ან კეტოკონაზოლი (სოკოვანი ინფექციებისთვის);
  • ნეფაზოდონი (ანტიდეპრესანტი);
  • ციმეტიდინი (კუჭის წყლულისთვის);
  • ვარფარინი (ანტიკოაგულანტი);
  • ერითრომიცინი (ინფექციების სამკურნალოდ გამოყენებული ანტიბიოტიკი);
  • პაროქსეტინი (ანტიდეპრესანტი);
  • ტერბინაფინი (გამოიყენება სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ);
  • დიკლოფენაკი (გამოიყენება ტკივილისა და ანთების სამკურნალოდ).

თუ იღებთ რომელიმე ამ პრეპარატს, აცნობეთ თქვენს ექიმს.

დუტასტერიდ/ტამსულოსინ ბიოგარანი® საკვებთან და სასმელთან:

დუტასტერიდ/ტამსულოსინ ბიოგარანი® უნდა მიიღოთ ყოველდრე ერთი და იგივე დროს ჭამიდან 30 წუთის შემდეგ.

სიფრთხილის ზომები

დუტასტერიდ/ტამსულოზინი ბიოგარანის® მიღებამდე გაესაუბრეთ თქვენს ექიმს.

  • ზოგიერთ კლინიკურ კვლევაში, პაციენტების უმეტესობას, რომლებიც იღებდნენ დუტასტერიდს სხვა ალფა-ბლოკატორთან ერთად (როგორიცაა ტამსულოზინი) აღენიშნებოდათ გულის უკმარისობა, ვიდრე იმ პაციენტებს, რომლებიც იღებდნენ მხოლოდ დუტასტერიდს ან ალფა-ბლოკატორს. გულის უკმარისობა ნიშნავს, რომ თქვენი გული არ ტუმბავსს სისხლს ისე, როგორც საჭიროა.

დარწმუნდით, რომ ექიმმა იცის თქვენი ღვიძლის პრობლემების შესახებ (ღვიძლის დაავადება). თუ გქონიათ დაავადებები, რომლებმაც დააზიანა ღვიძლი, შეიძლება დაგჭირდეთ დამატებითი გამოკვლევების ჩატარება დუტასტერიდ/ტამსულოზინი ბიოგარანი®-ით მკურნალობის დროს.

დარწმუნდით, რომ რომ ექიმი ინფორმირებულია თქვენი თირკმლების მწვავე დაავადებების შესახებ.

კატარაქტის ოპერაცია (ლინზების დაბინდვა). თუ აპირებთ კატარაქტის ოპერაციას, ექიმმა შეიძლება მოგთხოვოთ დუტასტერიდ/ტამსულოზინი ბიოგარანი®-ის მიღების შეწყვეტა ოპერაციამდე გარკვეული დროით. ოპერაციის დაწყებამდე აცნობეთ თქვენს ოფთალმოლოგს, რომ მკურნალობთ დუტასტერიდ/ტამსულოზინი ბიოგარანი®-ით ან ტამსულოზინით (ან ადრე მკურნალობდით). თქვენმა სპეციალისტმა უნდა მიიღოს აუცილებელი ზომები ქირურგიული პროცედურის დროს რაიმე გართულების თავიდან ასაცილებლად.

ქალები, ბავშვები და მოზარდები არ უნდა შეეხონ დუტასტერიდ/ტამსულოზინი ბიოგარანის® დაზიანებულ კაფსულებს, რადგან აქტიური ნივთიერება შეიძლება შეიწოვოს კანში. კანზე მოხვედრის შემთხვევაში, დაზიანებული ადგილი დაუყოვნებლივ დაიბანეთ საპნით და წყლით.

სექსის დროს გამოიყენეთ პრეზერვატივი. დუტასტერიდი გამოვლინდა მამაკაცების სპერმაში, რომლებიც იღებდნენ დუტასტერიდ/ტამსულოზინის კომბინაციას. თუ თქვენი პარტნიორი ორსულად არის ან შესაძლოა ორსულად იყოს, თქვენ უნდა მოერიდოთ სპერმის გამოყოფას, რადგან დუტასტერიდმა შეიძლება გავლენა იქონიოს მამრობითი სქესის ნაყოფის ნორმალურ განვითარებაზე. ნაჩვენებია, რომ დუტასტერიდი ამცირებს სპერმატოზოიდების რაოდენობას, ეაკულაციის მოცულობას და სპერმის მოძრაობას. მამაკაცის ნაყოფიერება შეიძლება შემცირდეს.

დუტასტერიდი/ტამსულოზინი ბიოგარანი გავლენას ახდენს სისხლის ანალიზში PSA -ზე (პროსტატის სპეციფიკური ანტიგენი), რომელიც ზოგჯერ გამოიყენება პროსტატის კიბოს გამოსავლენად. თქვენი ექიმი ინფორმირებული უნდა იყოს ამ ფაქტის შესახებ, თუმცა შეუძლია გამოიყენოს ტესტი პროსტატის კიბოს გამოსავლენად. თუ თქვენ ჩაიტარეთ სისხლის ანალიზი PSA-ზე, აცნობეთ ექიმს, რომ იღებთ დუტასტერიდს/ტამსულოზინ ბიოგარანს®. მამაკაცები, რომლებიც იღებენ დუტასტერიდ/ტამსულოზინ ბიოგარანს® რეგულარულად უნდა ჩაიტარონ ანალიზი PSA-ზე.

პროსტატის კიბოს გაზრდილი რისკის მქონე მამაკაცების კლინიკურ კვლევაში, მამაკაცებს, რომლებიც იღებდნენ დუტასტერიდს, უფრო ხშირად აღენიშნებოდათ პროსტატის კიბოს მძიმე ფორმა, ვიდრე იმ მამაკაცებს, რომლებიც არ იღებდნენ დუტასტერიდს. დუტასტერიდის ეფექტი პროსტატის კიბოს ამ მძიმე ფორმაზე გაურკვეველია.

დუტასტერიდ/ტამსულოზინი ბიოგარანმა® შეიძლება გამოიწვიოს მკერდის გადიდება და დაჭიმულობა. თუ ის შემაწუხებელი ხდება, ან თუ შეამჩნევთ შესიებას სარძევე ჯირკვალში ან გამონადენს ძუძუდან, უნდა აცნობეთ ექიმს ამ ცვლილებების შესახებ, რადგან ეს შეიძლება იყოს უფრო სერიოზული მდგომარეობის ნიშნები, როგორიცაა ძუძუს კიბო.

დუტასტერიდ/ტამსულოზინი ბიოგარანის® გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, მეტი ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

აცნობეთ თქვენ ექიმს ან ფარმაცევტს თუ იღებთ ან ცოტა ხნის წინ იღებდით ან შეიძლება მიიღოთ სხვა პრეპარატები.

ორსულობა და ძუძუთი კვება

დუტასტერიდ/ტამსულოზინი ბიოგარანი® არ უნდა მიიღონ ქალებმა.

ორსული ქალები (ან რომლებიც შეიძლება იყვნენ ორსულად) არ უნდა შეეხონ დაზიანებულ კაფსულებს. დუტასტერიდი შეიწოვება კანში და შეიძლება გავლენა იქონიოს მამრობითი სქესის ნაყოფის ნორმალურ განვითარებაზე. ეს რისკი განსაკუთრებით არსებობს უფრო ორსულობის პირველი 16 კვირის განმავლობაში.

რჩევისათვის მიმართეთ ექიმს თუ ორსულ ქალს შეხება ქონდა დუტასტერიდ/ტამსულოზინი ბიოგარანთან®.

სექსუალური ურთიერთობის დროს გამოიყენეთ პრეზერვატივი. დუტასტერიდი აღმოჩნდა მამაკაცების სპერმაში, რომლებიც მკურნალობდნენ დუტასტერიდ/ტამსულოზინის კომბინაციით. თუ თქვენი პარტნიორი ორსულადაა ან შესაძლოა ორსულად იყოს, მოერიდეთ მასში თქვენი სპერმის შედინებას.

ნაჩვენებია, რომ დუტასტერიდ/ტამსულოზინის კომბინაცია ამცირებს სპერმის რაოდენობას, ეაკულაციის მოცულობას და სპერმის მოძრაობას. აი, რატომ შეიძლება შემცირდეს მამაკაცის ნაყოფიერება.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

დუტასტერიდ/ტამსულოზინი ბიოგარანი® ზოგიერთ ადამიანში იწვევს თავბრუსხვევას და შესაბამისად, შეიძლება გავლენა იქონიოს სატრანსპორტო საშუალებების ან მექანიზმების უსაფრთხოდ მართვის უნარზე.

არ მართოთ სატრანსპორტო საშუალებები ან არ გამოიყენოთ მექანიზმები თუ იღებთ ამ პრეპარატს.

დუტასტერიდ/ტამსულოზინი ბიოგარანი® შეიცავს ნარინჯისფერ ყვითელ S-ს (E110), ლეციტინს (რომელიც შეიძლება შეიცავდეს სოიოს ზეთს) და არსებითად "ნატრიუმის გარეშეა".

დუტასტერიდ/ტამსულოზინი ბიოგარანი® შეიცავს შემფერავ საშუალებას ნარინჯისფერ ყვითელ S-ს (E110) რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები.

დუტასტერიდ/ტამსულოზინი ბიოგარანი® შეიცავს ლეციტინს (რომელიც შესაძლოა შეიცავდეს სოიოს ზეთს) . თუ თქვენ ალერგიული ხართ არაქისის ან სოიოს მიმართ, არ გამოიყენოთ ეს მედიკამენტი.

დუტასტერიდ/ტამსულოზინი ბიოგარანი® 1 კაფსულა შეიცავს 1მმოლ (23 მგ) ნატრიუმს, ანუ არის არსებითად "ნატრიუმის გარეშე".

შემადგენლობა

  • რა არის დუტასტერიდ/ტამსულოზინი ბიოგარანი® 0,5 მგ/0,4 მგ კაფსულა და რა შემთხვევაში გამოიყენება ის?

დუტასტერიდ/ტამსულოზინი ბიოგარანი® გამოიყენება პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერტროფიის (პროსტატის გადიდების) სამკურნალოდ მამაკაცებში. ეს არის პროსტატის ჯირკვლის არასიმსივნური გადიდება გამოწვეული დიჰიდროტესტოსტერონის ჰორმონის გადაჭარბებული წარმოებით.

დუტასტერიდ/ტამსულოზინი ბიოგარანი® არის ორი განსხვავებული მედიკამენტის კომბინაცია: დუტასტერიდი და ტამსულოზინი.

დუტასტერიდი მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, რომელსაც ეწოდება 5-ალფა-რედუქტაზას ინჰიბიტორები, ხოლო ტამსულოზინი მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, რომელსაც ეწოდება ალფა-ბლოკატორები.

პროსტატის მოცულობის გაზრდამ შეიძლება გამოიწვიოს შარდვის პრობლემები, როგორიცაა შარდვის გაძნელება და შარდვის ხშირი სურვილი. შარდის ნაკადი ასევე შეიძლება იყოს შენელებული და ნაკლებად ძლიერი. მკურნალობის გარეშე, არსებობს შარდის დინების სრული დაბლოკვის რისკი (შარდის მწვავე შეკავება). ეს მოითხოვს დაუყოვნებლივ სამედიცინო ჩარევას. ზოგიერთ შემთხვევაში აუცილებელია ოპერაციის ჩატარება პროსტატის ჯირკვლის მოსაცილებლად ან ზომის შესამცირებლად.

დუტასტერიდი ამცირებს დიჰიდროტესტოსტერონის წარმოქმნას, რაც ხელს უწყობს პროსტატის ზომის შემცირებას და სიმპტომების გაუმჯობესებას. ეს ამცირებს შარდის მწვავე შეკავების რისკს და ოპერაციის საჭიროებას. ტამსულოზინი ადუნებს პროსტატის კუნთებს, აადვილებს შარდვას და სწრაფად აუმჯობესებს სიმპტომებს.

  • რა ინფორმაციას უნდა ფლობდეთ დუტასტერიდ/ტამსულოზინი ბიოგარანი® 0,5 მგ/0,4 მგ კაფსულის მიღებამდე?

არასოდეს მიიღოთ დუტასტერიდ/ტამსულოზინი ბიოგარანი®

თუ ხართ ქალი (რადგან ეს პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ მამაკაცებისთვის);

თუ ხართ ბავშვი ან 18 წლამდე მოზარდი;

თუ ალერგიული ხართ დუტასტერიდზე, სხვა 5-ალფა-რედუქტაზას ინჰიბიტორებზე, ტამსულოზინზე, სოიოზე, არაქისზე ან ამ პრეპარატში შემავალ ერთ - ერთ კომპონენტზე (რომელიც მითითებულია რუბრიკა 6-ში);

თუ გაქვთ დაბალი არტერიული წნევა, რომელიც იწვევს გაბრუებას, თავბრუსხვევას ან სისუსტეს (ორთოსტატული ჰიპოტენზია);

თუ გაქვთ ღვიძლის მძიმე დაავადება;

თუ რომელიმე მათგანი გეხებათ, არ მიიღოთ ეს პრეპარატი ექიმთან გასაუბრების გარეშე.

შენახვის პირობები

შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისათვის შეუმჩნეველ და მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ პრეპარატი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადის ამოწურვის თარიღად ითვლება მითითებული თვის ბოლო დღე.

არ გამოიყენოთ პირველი გახსნიდან 6 კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში.

ინახება არაუმეტეს 300C ტემპერატურაზე.

არ ჩაყაროთ სამკურნალო საშუალებები საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ან საკანალიზაციო სისტემაში. მიიღეთ ფარმაცევტის რჩევა თუ როგორ მოიშოროთ ვადაგასული მედიკამენტი. ასეთი სახის ზომები ხელს შეუშლის გარემოს დაბინძურებას.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

დუტასტერიდ/ტამსულოზინი ბიოგარანი® (Dutasteride/Tamsulosine Biogaran®)

0,5 მგ/0,4 მგ კაფსულა

პრეპარატის მიღებამდე ყურადღებით წაიკითხეთ ეს ინსტრუქცია, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

შეინახეთ ეს ინსტრუქცია, რადგანაც შესაძლებელია დაგჭირდეთ მისი ხელმეორედ გადაკითხვა.

ნებისმიერი სახის რჩევის ან ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

პრეპარატი დანიშნულია პირადად თქვენთვის. არ მისცეთ ის სხვა ადამიანებს. ეს შეიძლება საზიანო იყოს მათთვის მაშინაც კი, თუ მათი დაავადების ნიშნები თქვენის მსგავსია.

რაიმე სახის გვერდითი მოვლენების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ასევე ეხება ნებისმიერ გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის ნახსენები ამ ინსტრუქციაში. იხილეთ პუნქტი 4.

რას შეიცავს ინსტრუქცია?

  • რა არის დუტასტერიდ/ტამსულოზინი ბიოგარანი® 0,5 მგ/0,4 მგ კაფსულა და რა შემთხვევაში გამოიყენება ის?
  • რა ინფორმაციას უნდა ფლობდეთ დუტასტერიდ/ტამსულოზინი ბიოგარანი® 0,5 მგ/0,4 მგ კაფსულის მიღებამდე?
  • როგორ მიიღება დუტასტერიდ/ტამსულოზინი ბიოგარანი® 0,5 მგ/0,4 მგ კაფსულა?
  • რა შესაძლო გვერდითი მოვლენები შეიძლება გამოვლინდეს?
  • როგორ შევინახოთ დუტასტერიდ/ტამსულოზინი ბიოგარანი® 0,5 მგ/0,4 მგ კაფსულა?
  • შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია.
  • რა არის დუტასტერიდ/ტამსულოზინი ბიოგარანი® 0,5 მგ/0,4 მგ კაფსულა და რა შემთხვევაში გამოიყენება ის?

დუტასტერიდ/ტამსულოზინი ბიოგარანი® გამოიყენება პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერტროფიის (პროსტატის გადიდების) სამკურნალოდ მამაკაცებში. ეს არის პროსტატის ჯირკვლის არასიმსივნური გადიდება გამოწვეული დიჰიდროტესტოსტერონის ჰორმონის გადაჭარბებული წარმოებით.

დუტასტერიდ/ტამსულოზინი ბიოგარანი® არის ორი განსხვავებული მედიკამენტის კომბინაცია: დუტასტერიდი და ტამსულოზინი.

დუტასტერიდი მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, რომელსაც ეწოდება 5-ალფა-რედუქტაზას ინჰიბიტორები, ხოლო ტამსულოზინი მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, რომელსაც ეწოდება ალფა-ბლოკატორები.

პროსტატის მოცულობის გაზრდამ შეიძლება გამოიწვიოს შარდვის პრობლემები, როგორიცაა შარდვის გაძნელება და შარდვის ხშირი სურვილი. შარდის ნაკადი ასევე შეიძლება იყოს შენელებული და ნაკლებად ძლიერი. მკურნალობის გარეშე, არსებობს შარდის დინების სრული დაბლოკვის რისკი (შარდის მწვავე შეკავება). ეს მოითხოვს დაუყოვნებლივ სამედიცინო ჩარევას. ზოგიერთ შემთხვევაში აუცილებელია ოპერაციის ჩატარება პროსტატის ჯირკვლის მოსაცილებლად ან ზომის შესამცირებლად.

დუტასტერიდი ამცირებს დიჰიდროტესტოსტერონის წარმოქმნას, რაც ხელს უწყობს პროსტატის ზომის შემცირებას და სიმპტომების გაუმჯობესებას. ეს ამცირებს შარდის მწვავე შეკავების რისკს და ოპერაციის საჭიროებას. ტამსულოზინი ადუნებს პროსტატის კუნთებს, აადვილებს შარდვას და სწრაფად აუმჯობესებს სიმპტომებს.

  • რა ინფორმაციას უნდა ფლობდეთ დუტასტერიდ/ტამსულოზინი ბიოგარანი® 0,5 მგ/0,4 მგ კაფსულის მიღებამდე?

არასოდეს მიიღოთ დუტასტერიდ/ტამსულოზინი ბიოგარანი®

თუ ხართ ქალი (რადგან ეს პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ მამაკაცებისთვის);

თუ ხართ ბავშვი ან 18 წლამდე მოზარდი;

თუ ალერგიული ხართ დუტასტერიდზე, სხვა 5-ალფა-რედუქტაზას ინჰიბიტორებზე, ტამსულოზინზე, სოიოზე, არაქისზე ან ამ პრეპარატში შემავალ ერთ - ერთ კომპონენტზე (რომელიც მითითებულია რუბრიკა 6-ში);

თუ გაქვთ დაბალი არტერიული წნევა, რომელიც იწვევს გაბრუებას, თავბრუსხვევას ან სისუსტეს (ორთოსტატული ჰიპოტენზია);

თუ გაქვთ ღვიძლის მძიმე დაავადება;

თუ რომელიმე მათგანი გეხებათ, არ მიიღოთ ეს პრეპარატი ექიმთან გასაუბრების გარეშე.

გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები

დუტასტერიდ/ტამსულოზინი ბიოგარანის® მიღებამდე გაესაუბრეთ თქვენს ექიმს.

  • ზოგიერთ კლინიკურ კვლევაში, პაციენტების უმეტესობას, რომლებიც იღებდნენ დუტასტერიდს სხვა ალფა-ბლოკატორთან ერთად (როგორიცაა ტამსულოზინი) აღენიშნებოდათ გულის უკმარისობა, ვიდრე იმ პაციენტებს, რომლებიც იღებდნენ მხოლოდ დუტასტერიდს ან ალფა-ბლოკატორს. გულის უკმარისობა ნიშნავს, რომ თქვენი გული არ ტუმბავსს სისხლს ისე, როგორც საჭიროა.

დარწმუნდით, რომ ექიმმა იცის თქვენი ღვიძლის პრობლემების შესახებ (ღვიძლის დაავადება). თუ გქონიათ დაავადებები, რომლებმაც დააზიანა ღვიძლი, შეიძლება დაგჭირდეთ დამატებითი გამოკვლევების ჩატარება დუტასტერიდ/ტამსულოზინი ბიოგარანი®-ით მკურნალობის დროს.

დარწმუნდით, რომ რომ ექიმი ინფორმირებულია თქვენი თირკმლების მწვავე დაავადებების შესახებ.

კატარაქტის ოპერაცია (ლინზების დაბინდვა). თუ აპირებთ კატარაქტის ოპერაციას, ექიმმა შეიძლება მოგთხოვოთ დუტასტერიდ/ტამსულოზინი ბიოგარანი®-ის მიღების შეწყვეტა ოპერაციამდე გარკვეული დროით. ოპერაციის დაწყებამდე აცნობეთ თქვენს ოფთალმოლოგს, რომ მკურნალობთ დუტასტერიდ/ტამსულოზინი ბიოგარანი®-ით ან ტამსულოზინით (ან ადრე მკურნალობდით). თქვენმა სპეციალისტმა უნდა მიიღოს აუცილებელი ზომები ქირურგიული პროცედურის დროს რაიმე გართულების თავიდან ასაცილებლად.

ქალები, ბავშვები და მოზარდები არ უნდა შეეხონ დუტასტერიდ/ტამსულოზინი ბიოგარანის® დაზიანებულ კაფსულებს, რადგან აქტიური ნივთიერება შეიძლება შეიწოვოს კანში. კანზე მოხვედრის შემთხვევაში, დაზიანებული ადგილი დაუყოვნებლივ დაიბანეთ საპნით და წყლით.

სექსის დროს გამოიყენეთ პრეზერვატივი. დუტასტერიდი გამოვლინდა მამაკაცების სპერმაში, რომლებიც იღებდნენ დუტასტერიდ/ტამსულოზინის კომბინაციას. თუ თქვენი პარტნიორი ორსულად არის ან შესაძლოა ორსულად იყოს, თქვენ უნდა მოერიდოთ სპერმის გამოყოფას, რადგან დუტასტერიდმა შეიძლება გავლენა იქონიოს მამრობითი სქესის ნაყოფის ნორმალურ განვითარებაზე. ნაჩვენებია, რომ დუტასტერიდი ამცირებს სპერმატოზოიდების რაოდენობას, ეაკულაციის მოცულობას და სპერმის მოძრაობას. მამაკაცის ნაყოფიერება შეიძლება შემცირდეს.

დუტასტერიდი/ტამსულოზინი ბიოგარანი გავლენას ახდენს სისხლის ანალიზში PSA -ზე (პროსტატის სპეციფიკური ანტიგენი), რომელიც ზოგჯერ გამოიყენება პროსტატის კიბოს გამოსავლენად. თქვენი ექიმი ინფორმირებული უნდა იყოს ამ ფაქტის შესახებ, თუმცა შეუძლია გამოიყენოს ტესტი პროსტატის კიბოს გამოსავლენად. თუ თქვენ ჩაიტარეთ სისხლის ანალიზი PSA-ზე, აცნობეთ ექიმს, რომ იღებთ დუტასტერიდს/ტამსულოზინ ბიოგარანს®. მამაკაცები, რომლებიც იღებენ დუტასტერიდ/ტამსულოზინ ბიოგარანს® რეგულარულად უნდა ჩაიტარონ ანალიზი PSA-ზე.

პროსტატის კიბოს გაზრდილი რისკის მქონე მამაკაცების კლინიკურ კვლევაში, მამაკაცებს, რომლებიც იღებდნენ დუტასტერიდს, უფრო ხშირად აღენიშნებოდათ პროსტატის კიბოს მძიმე ფორმა, ვიდრე იმ მამაკაცებს, რომლებიც არ იღებდნენ დუტასტერიდს. დუტასტერიდის ეფექტი პროსტატის კიბოს ამ მძიმე ფორმაზე გაურკვეველია.

დუტასტერიდ/ტამსულოზინი ბიოგარანმა® შეიძლება გამოიწვიოს მკერდის გადიდება და დაჭიმულობა. თუ ის შემაწუხებელი ხდება, ან თუ შეამჩნევთ შესიებას სარძევე ჯირკვალში ან გამონადენს ძუძუდან, უნდა აცნობეთ ექიმს ამ ცვლილებების შესახებ, რადგან ეს შეიძლება იყოს უფრო სერიოზული მდგომარეობის ნიშნები, როგორიცაა ძუძუს კიბო.

დუტასტერიდ/ტამსულოზინი ბიოგარანის® გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, მეტი ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

სხვა პრეპარატები და დუტასტერიდ/ტამსულოზინი ბიოგარანი®

აცნობეთ თქვენ ექიმს ან ფარმაცევტს თუ იღებთ ან ცოტა ხნის წინ იღებდით ან შეიძლება მიიღოთ სხვა პრეპარატები.

არ მიიღოთ დუტასტერიდ/ტამსულოზინი ბიოგარანი® ამ პრეპარატებთან ერთად:

  • სხვა ალფა-ბლოკატორები (პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერტროფიის ან მაღალი წნევის დროს).

დუტასტერიდ/ტამსულოზინი ბიოგარანის® მიღება რეკომენდირებული არ არის ამ პრეპარატებთან:

  • კეტოკონაზოლი (გამოიყენება სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ).

ზოგიერთმა მედიკამენტმა შეიძლება რეაქცია მოახდინოს დუტასტერიდ/ტამსულოზინი ბიოგარანთან® და გაზარდოს გვერდითი ეფექტების განვითარების ალბათობა. ამ მედიკამენტებში შედის:

  • PDE5 ინჰიბიტორები (გამოიყენება ერექციის მისაღებად ან შესანარჩუნებლად), როგორიცაა ვარდენაფილი, სილდენაფილის ციტრატი და ტადალაფინი;
  • ვერაპამილი ან დილთიაზემი (მაღალი არტერიული წნევისთვის);
  • რიტონავირი ან ინდინავირი (HIV-თვის);
  • იტრაკონაზოლი ან კეტოკონაზოლი (სოკოვანი ინფექციებისთვის);
  • ნეფაზოდონი (ანტიდეპრესანტი);
  • ციმეტიდინი (კუჭის წყლულისთვის);
  • ვარფარინი (ანტიკოაგულანტი);
  • ერითრომიცინი (ინფექციების სამკურნალოდ გამოყენებული ანტიბიოტიკი);
  • პაროქსეტინი (ანტიდეპრესანტი);
  • ტერბინაფინი (გამოიყენება სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ);
  • დიკლოფენაკი (გამოიყენება ტკივილისა და ანთების სამკურნალოდ).

თუ იღებთ რომელიმე ამ პრეპარატს, აცნობეთ თქვენს ექიმს.

დუტასტერიდ/ტამსულოსინ ბიოგარანი® საკვებთან და სასმელთან:

დუტასტერიდ/ტამსულოსინ ბიოგარანი® უნდა მიიღოთ ყოველდრე ერთი და იგივე დროს ჭამიდან 30 წუთის შემდეგ.

ორსულობა, ლაქტაცია და განაყოფიერება

დუტასტერიდ/ტამსულოზინი ბიოგარანი® არ უნდა მიიღონ ქალებმა.

ორსული ქალები (ან რომლებიც შეიძლება იყვნენ ორსულად) არ უნდა შეეხონ დაზიანებულ კაფსულებს. დუტასტერიდი შეიწოვება კანში და შეიძლება გავლენა იქონიოს მამრობითი სქესის ნაყოფის ნორმალურ განვითარებაზე. ეს რისკი განსაკუთრებით არსებობს უფრო ორსულობის პირველი 16 კვირის განმავლობაში.

რჩევისათვის მიმართეთ ექიმს თუ ორსულ ქალს შეხება ქონდა დუტასტერიდ/ტამსულოზინი ბიოგარანთან®.

სექსუალური ურთიერთობის დროს გამოიყენეთ პრეზერვატივი. დუტასტერიდი აღმოჩნდა მამაკაცების სპერმაში, რომლებიც მკურნალობდნენ დუტასტერიდ/ტამსულოზინის კომბინაციით. თუ თქვენი პარტნიორი ორსულადაა ან შესაძლოა ორსულად იყოს, მოერიდეთ მასში თქვენი სპერმის შედინებას.

ნაჩვენებია, რომ დუტასტერიდ/ტამსულოზინის კომბინაცია ამცირებს სპერმის რაოდენობას, ეაკულაციის მოცულობას და სპერმის მოძრაობას. აი, რატომ შეიძლება შემცირდეს მამაკაცის ნაყოფიერება.

სატრანსპორტო საშუალებების და მექანიზმების მართვა

დუტასტერიდ/ტამსულოზინი ბიოგარანი® ზოგიერთ ადამიანში იწვევს თავბრუსხვევას და შესაბამისად, შეიძლება გავლენა იქონიოს სატრანსპორტო საშუალებების ან მექანიზმების უსაფრთხოდ მართვის უნარზე.

არ მართოთ სატრანსპორტო საშუალებები ან არ გამოიყენოთ მექანიზმები თუ იღებთ ამ პრეპარატს.

დუტასტერიდ/ტამსულოზინი ბიოგარანი® შეიცავს ნარინჯისფერ ყვითელ S-ს (E110), ლეციტინს (რომელიც შეიძლება შეიცავდეს სოიოს ზეთს) და არსებითად "ნატრიუმის გარეშეა".

დუტასტერიდ/ტამსულოზინი ბიოგარანი® შეიცავს შემფერავ საშუალებას ნარინჯისფერ ყვითელ S-ს (E110) რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები.

დუტასტერიდ/ტამსულოზინი ბიოგარანი® შეიცავს ლეციტინს (რომელიც შესაძლოა შეიცავდეს სოიოს ზეთს) . თუ თქვენ ალერგიული ხართ არაქისის ან სოიოს მიმართ, არ გამოიყენოთ ეს მედიკამენტი.

დუტასტერიდ/ტამსულოზინი ბიოგარანი® 1 კაფსულა შეიცავს 1მმოლ (23 მგ) ნატრიუმს, ანუ არის არსებითად "ნატრიუმის გარეშე".

  • როგორ მიიღება დუტასტერიდ/ტამსულოზინი ბიოგარანი® 0,5 მგ/0,4 მგ კაფსულა?

მიიღეთ დუტასტერიდ/ტამსულოზინი ბიოგარანი® ყოველთვის თქვენი ექიმის ან ფარმაცევტის მითითების შესაბამისად. თუ მას რეგულარულად არ იღებთ, ამან შეიძლება გავლენა მოახდინოს თქვენი PSA დონის მონიტორინგზე. ნებისმიერი ეჭვის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

რა დოზით უნდა იქნას მიღებული

რეკომენდებული დოზაა ერთი კაფსულა დღეში ერთხელ, ჭამიდან 30 წუთის შემდეგ ყოველდღე.

როგორ მიიღება დოზა

გადაყლაპეთ კაფსულები მთლიანად წყალთან ერთად. არ დაღეჭოთ და არ გახსნათ კაფსულა. კაფსულების შიგთავსთან კონტაქტმა შეიძლება გამოიწვიოს პირის ღრუსა და ყელის გაღიზიანება.

თუ მიიღეთ დუტასტერიდ/ტამსულოზინი ბიოგარანის® საჭირო დოზაზე მეტი

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ მიიღეთ დუტასტერიდ/ტამსულოზინი ბიოგარანის® კაფსულის საჭირო დოზაზე მეტი.

თუ დაგავიწყდათ დუტასტერიდ/ტამსულოზინი ბიოგარანის® მიღება

გამოტოვებული დოზის კომპენსირებისთვის არ მიიღოთ ორმაგი დოზა. მიიღეთ შემდეგი დოზა იგივე დროს.

თუ შეწყვეტთ დუტასტერიდ/ტამსულოზინი ბიოგარანის® მიღებას

ნუ შეწყვეტთ დუტასტერიდ/ტამსულოზინი ბიოგარანის® მიღებას ექიმთან შეუთანხმებლად.

აღნიშნული მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების შემთხვევაში, ინფორმაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

  • რა შესაძლო გვერდითი მოვლენები შეიძლება გამოვლინდეს?

როგორც ყველა სამკურნალო პრეპარატს, ამ პრეპარატსაც აქვს გვერდითი მოვლენები, თუმცა ეს მოვლენები ყველა ადამიანში სისტემატიურად არ იჩენს თავს.

ალერგიული რეაქციები

ალერგიული რეაქციების ნიშნები შეიძლება მოიცავდეს:

  • გამონაყარი კანზე (შესაძლო ქავილი);
  • ჭინჭრის ციება (ჭინჭრის გამონაყარის მსგავსი);
  • ქუთუთოების, სახის, ტუჩების, მკლავების ან ფეხების შეშუპება.

დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს თუ გამოგივლინდათ ერთ-ერთი სიმპტომი და შეწყვიტეთ დუტასტერიდ/ტამსულოზინი ბიოგარანის® მიღება.

გაბრუება, თავბრუსხვევა და გულყრა

დუტასტერიდ/ტამსულოზინი ბიოგარანმა® შეიძლება გამოიწვიოს გაბრუება, თავბრუსხვევები, იშვიათ შემთხვევებში გულყრები. გამოიჩინეთ სიფრთხილე მწოლიარე ან მჯდომარე პოზიციიდან მდგომარე პოზიციაზე გადასვლისას, განსაკუთრებით თუ ღამით დგებით, ვიდრე არ გაიგებთ როგორ რეაგირებთ ამ პრეპარატზე. თუ მკურნალობის პერიოდში ნებისმიერ დროს იგრძნობთ გაბრუებას ან თავბრუსხვევას, დაჯექით ან წამოწექით, სანამ სიმპტომები არ გაქრება.

კანის მძიმე რეაქციები

კანის მძიმე რეაქციების ნიშნები შეიძლება მოიცავდეს:

ფართოდ გავრცელებულ ბუშტუკებიან გამონაყარს კანზე და აქერცლილ კანს, ძირითადად პირის ღრუს, ცხვირის, თვალების და სასქესო ორგანოების ირგვლივ (სტივენ ჯონსონის სინდრომი).

დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს თუ გამოგივლინდებათ ეს სიმპტომი და შეწყვიტეთ დუტასტერიდ/ტამსულოზინი ბიოგარანის® მიღება.

გავრცელებული გვერდითი მოვლენები (შეიძლება გამოვლინდეს 10-დან 1 პაციენტში)

  • იმპოტენცია (ერექციის მიღწევის ან შენარჩუნების შეუძლებლობა)*;
  • ლიბიდოს დაქვეითება*;
  • ეაკულაციის დარღვევა, როგორიცაა სქესობრივი აქტის დროს გამოთავისუფლებული (გამოდენილი) სპერმის მოცულობის შემცირება*;
  • მკერდის გადიდება ან მგრძნობელობა (გინეკომასტია);
  • თავბრუსხვევის შეგრძნება;
  • ადამიანთა მცირე რაოდენობაში, გარკვეული მოვლენები შეიძლება გაგრძელდეს დუტასტერიდ/ტამსულოზინი ბიოგარანის® მიღების შეწყვეტის შემდეგ.

ნაკლებად გავრცელებული გვერდითი მოვლენები (შეიძლება გამოვლინდეს 100-დან 1 პაციენტში)

  • გულის უკმარისობა (გული ხდება ნაკლებად ეფექტური მთელ სხეულში სისხლის გადატუმბვისას. შეიძლება გამოგივლინდეთ ისეთი სიმპტომები, როგორიცაა: ქოშინი, საშინელი დაღლილობა და ტერფის და ფეხების შეშუპება);
  • დაბალი არტერიული წნევა მდგომარე პოზიციაში;
  • აჩქარებული გულისცემა (პალპიტაცია);
  • ყაბზობა, დიარეა, ღებინება, გულისრევა;
  • სისუსტე ან ძალის დაკარგვა;
  • თავის ტკივილი;
  • ცხვირის ქავილი, ცხვირის გაჭედვა ან სურდო (რინიტი);
  • გამონაყარი კანზე, ჭინჭრის ციება, ქავილი;
  • ბეწვის და/ან თმის ცვენა (უფრო ხშირად ბეწვის) ან ბეწვის და/ან თმის გადაჭარბებული ზრდა.

იშვიათი გვერდითი მოვლენები (შეიძლება გამოვლინდეს 1000-დან 1 პაციენტში)

  • ქუთუთოების, სახის, ტუჩების, მკლავების ან ფეხების შეშუპება (ანგიოედემა);
  • გულყრა.

ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენები (შეიძლება გამოვლინდეს 10 000-დან 1 პაციენტში)

პენისის ხანგრძიცი და მტკივნეული ერექცია (პრიაპიზმი);

მძიმე გამონაყარი კანზე (სტივენ ჯონსონის სინდრომი).

სხვა გვერდითი მოვლენები

სხვა გვერდითი მოვლენები შეიძლება გამოვლინდეს მამაკაცთა მცირე რაოდენობაში, მაგრამ მათი ზუსტი სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემებით სიხშირის შეფასება შეუძლებელია):

  • ანომალიები ან გულისცემის სიხშირის მატება (არითმია ან ტაქიკარდია ან წინაგულების ფიბრილაცია);
  • ქოშინი (დისპნეა);
  • დეპრესია;
  • სათესლე ჯირკვლების ტკივილი ან შეშუპება;
  • სისხლდენა ცხვირიდან;
  • მწვავე გამონაყარი კანზე;
  • მხედველობის ცვლილებები (ბუნდოვანი ხედვა ან მხედველობის დაქვეითება);
  • პირის სიმშრალე.

ინფორმაცია გვერდითი მოვლენების შესახებ

თუ გამოვლინდება რომელიმე გვერდითი მოვლენა, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება ასევე ყველა იმ გვერდით მოვლენებს, რომელის აღნიშნული არაა ამ ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შესახებ განცხადება პირდაპირ შეგიძლიათ გააკეთოთ ასევე ეროვნული განცხადებების სისტემის გზით: მედიკამენტებისა და ჯანმრთელობის პროდუქტების (ANSM) უსაფრთხოების ეროვნული სააგენტო და Pharmacovigilance რეგიონული ცენტრების ქსელი. ინტერნეტ საიტი: https://signalement,social-sante.gov.fr/

გვერდითი მოვლენების მითითებით, თქვენ მიიღებთ მეტ ინფორმაციას პრეპარატის უსაფრთხოებაზე.

  • როგორ შევინახოთ დუტასტერიდ/ტამსულოზინი ბიოგარანი® 0,5 მგ/0,4 მგ კაფსულა?

შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისათვის შეუმჩნეველ და მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ პრეპარატი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადის ამოწურვის თარიღად ითვლება მითითებული თვის ბოლო დღე.

არ გამოიყენოთ პირველი გახსნიდან 6 კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში.

ინახება არაუმეტეს 300C ტემპერატურაზე.

არ ჩაყაროთ სამკურნალო საშუალებები საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ან საკანალიზაციო სისტემაში. მიიღეთ ფარმაცევტის რჩევა თუ როგორ მოიშოროთ ვადაგასული მედიკამენტი. ასეთი სახის ზომები ხელს შეუშლის გარემოს დაბინძურებას.

  • შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია.

რას შეიცავს დუტასტერიდ/ტამსულოზინი ბიოგარანი® 0,5 მგ/0,4 მგ კაფსულა?

  • აქტიური ნივთიერებაა:

დუტასტერიდი --------------------------------------------------------- 0,5 მგ.

ტამსულოზინის ჰიდროქლორიდი ----------------------------------- 0,4 მგ.

ერთი კაფსულისთვის.

  • სხვა დამხმარე ნივთიერებებია:

კაფსულის გარსი: ჰიპრომელოზა, კარაგენანი (E407), კალიუმის ქლორიდი, ტიტანის დიოქსიდი (E171), წითელი რკინის ოქსიდი (E172), ნარინჯისფერი ყვითელი S (E110),

კაფსულის შემადგენლობა: გლიცეროლის მონოკაპრილოკაპრატი და ბუტილჰიდროქსიტოლუენი (E321), ჟელატინი, გლიცეროლი, ტიტანის დიოქსიდი (E171), ყვითელი რკინის ოქსიდი (E172), ტრიგლიცერიდები (საშუალო ჯაჭვის), ლეციტინი (შეიძლება შეიცავდეს სოიოს ზეთს) (E322), მიკროკრისტალური ცელულოზა, დისპერსგირებული 30%-იანი მეთაკრილის მჟავისა და ეთილის აკრილატის კოპოლიმერი (1:1), მეტაკრილის მჟავისა და ეთილის აკრილატის კოპოლიმერი (1:1), მაგნიუმის სტეარატი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, ტრიაცეტინი, ტალკი, ტიტანის დიოქსიდი (E171).

რა არის დუტასტერიდ/ტამსულოზინი ბიოგარანი® 0,5 მგ/0,4 მგ კაფსულა და შეფუთვის შემადგენლობა?

პრეპარატი იწარმოება მოგრძო ფორმის კაფსულის სახით, დაახლოებით 24 მმ სიგრძით, ყავისფერი კორპუსით და ნარინჯისფერი თავით.

ხელმისაწვდომია 30 კაფსულა შეფუთული HDPE ფლაკონში, რომელიც მოთავსებულია ყუთში.

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი/ოპერატორი

ბიოგარანის ლაბორატორია

შარლ დე გოლის ბულვარი 15

92707 კოლომბი სედექსი

მწარმოებელი

SAG, SLUსარანის ქ. 905

Crta. NI, 36-ე კმ

სან აგუსტინ დე გადალიქს

მადრიდი, 28750

ესპანეთი

პრეპარატის გადასინჯვის ბოლო თარიღია 2020 წლის მარტი

დეტალური ინფორმაცია აღნიშნულ პრეპარატზე ხელმისაწვდომია ANSM-ის (საფრანგეთი) ინტერნეტ საიტზე.

415977/01

Biogaran

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა