პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანტინეოპლაზური საშუალებები

კაბაზიტაქსელი ევერ ფარმა 10მგ/მლ

Cabazitaxel EVER Pharma 10mg/ml

რეცეპტითინსტრუქცია ქართულადგერმანია
რისთვის გამოიყენება

სამკურნალო საშუალების სახელწოდებაა კაბაზიტაქსელი ევერ ფარმა. საერთაშორისოდ გამოყენებული სახელია "კაბაზიტაქსელი". ის მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, რომლებთაც ეწოდებათ "ტაქსანები", რომლებიც გამოიყენება კიბოს სამკურნალოდ. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
კაბაზიტაქსელი (cabazitaxel)
ფორმა და შეფუთვა
60მგ/6მლ (10მგ/მლ) 6მლ კონცენტრატი ი.ვ. საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონი №1
მწარმოებელი
EVER Pharma Jena GmbH, გერმანია
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტინეოპლაზური საშუალებები, ტაქსანები
ATC კოდი
L01CD04
რეგისტრაციის ნომერი
რ-043412
რეგისტრირებულია
12 ივნისი 2025, მოქმედებს 12 ივნისი 2030-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
შპს „შორე“
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებაკაბაზიტაქსელი ევერ ფარმა 10მგ/მლ და სხვა წამალი ერთად

კაბაზიტაქსელი ევერ ფარმა 10მგ/მლ — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

სამკურნალო საშუალების სახელწოდებაა კაბაზიტაქსელი ევერ ფარმა. საერთაშორისოდ გამოყენებული სახელია "კაბაზიტაქსელი".

ის მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, რომლებთაც ეწოდებათ "ტაქსანები", რომლებიც გამოიყენება კიბოს სამკურნალოდ. კაბაზიტაქსელი ევერ ფარმა გამოიყენება პროსტატის კიბოს სამკურნალოდ, რომელიც პროგრესირებს სხვა ქიმიოთერაპიით მკურნალობის შემდეგ. ის მოქმედებს უჯრედების ზრდისა და გამრავლების შეჩერების გზით. გარდა ამისა თქვენი მკურნალობის ფარგლებში ასევე დაგენიშნებათ კორტიზონის შემცველი მედიკამენტი (პრედნიზონი ან პრედნიზოლონი) ყოველდღე. ამ დამატებითი მედიკამენტების შესახებ ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ თქვენს ექიმს.

მიღების წესი და დოზირება

მითითებები გამოყენების შესახებ

კაბაზიტაქსელი ევერ ფარმას მიღებამდე, თქვენ დაგენიშნებათ ალერგიის საწინააღმდეგო საშუალებები ალერგიული რეაქციების რისკის შემცირების მიზნით.

კაბაზიტაქსელი ევერ ფარმა კეთდება ექიმის ან სამედიცინო სპეციალისტის მიერ.

კაბაზიტაქსელი ევერ ფარმა გამოყენებამდე უნდა მომზადდეს (გაზავდეს). წინამდებარე გამოყენების ინსტრუქცია ასევე შეიცავს პრაქტიკულ ინფორმაციებს ექიმების, სამედიცინო პერსონალისა და ფარმაცევტებისათვის კაბაციტაქსელი ევერ ფარმას მომზადების შესახებ.

კაბაზიტაქსელი ევერ ფარმა შეიყვანება საავადმყოფოში წყვეთოვანის (ინფუზიის) საშუალებით ვენაში (ინტრავენური გამოყენება) დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში.

როგორც მკურნალობის შემადგენელი ნაწილი ასევე დაგენიშნებათ ყოველდღე კორტიზონის შემცველი მედიკამენტი (პრედნიზონი ან პრედნიზოლონი).

რაოდენობა და გამოყენების სიხშირე

ჩვეულებრივი დოზა დამოკიდებულია სხეულის ზედაპირის ფართობზე. ექიმი დაიანგარიშებს თქვენი სხეულის ზედაპირის ფართობს კვადრატულ მეტრობით (მ2) და განსაზღვრავს შესაბამის დოზას, რომელიც უნდა მიიღოთ თქვენ.

ჩვეულებრივ კეთდება ინფუზია ყოველ 3 კვირაში ერთხელ.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში აღნიშნული სამკურნალო საშუალების გამოყენების შესახებ, მიმართეთ თქვენ სექიმს, ფარმაცევტს ან სამედიცინო პერსონალს.

სიფრთხილის ზომები

კაბაციტაქსელი ევერ ფარმას მიღება არ შეიძლება,

თუ გაქვთ ალერგია კაბაზიტაქსელის, სხვა ტაქსანების, პოლისორბატი 80 ან ნაწილში 6 აღნიშნული ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ,

თუ აღინიშნება სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება (ნეიტროფილების რაოდენობა 1.500/მმ3 ან უფრო ნაკლები),

თუ გახასიათებთ ღვიძლის ფუნქციის ძლიერი შეზღუდვა,

თუ თქვენ ახლახან მიიღეთ ან აპირებთ მიიღოთ ყვითელი ცხელების ვაქცინა.

თქვენ არ უნდა მიიღოთ კაბაციტაქსელი ევერ ფარმა, თუ რომელიმე ზემოაღნიშნული მოვლენა ვლინდება თქვენს შემთხვევაში. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ ექიმს კაბაციტაქსელ ევერ ფარმას გამოყენებამდე.

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

კაბაზიტაქსელი ევერ ფარმათი ყოველი მკურნალობის წინ, თქვენ უნდა გაიკეთთ სისხლის ანალიზი, რათა შეამოწმოთ საკმარისი სისხლის უჯრედები და ღვიძლისა და თირკმელების ადეკვატური ფუნქცია, რომ შეძლოთ კაბაციტაქსელი ევერ ფარმას მიღება.

აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ

გაქვთ სიცხე. კაბაზიტაქსელი ევერ ფარმათი მკურნალობის პერიოდში მოსალოდნელია, რომ აღინიშნოს სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება. თქვენი ექიმი ჩაატარებს სისხლის ზოგად ანალიზს და შეამოწმებს ზოგად ჯანმრთელობის მდგომარეობას ინფექციის ნიშნებზე. სისხლის უჯრედების რაოდენობის კორექციისა და შენარჩუნების მიზნით მან შესაძლოა დანიშნოს სხვა მედიკამენტებიც. პირებში, რომლებთაც აღენიშნებათ სისხლის უჯრედების შემცირებული რაოდენობა შესაძლოა განვითარდეს სიცოცხლისათვის საშიში ინფექციები. ინფექციების ადრეული სიმპტომი შესაძლოა იყოს ცხელება. ამიტომ უნდა აცნობოთ ექიმს სასწრაფოდ, თუკი განვითარდება სხეულის ტემპერატურის მატება.

თუ ოდესმე აღინიშნა ალერგიები. კაბაზიტაქსელი ევერ ფარმათი მკურნალობის პერიოდში შესაძლოა განვითარდეს რთული ალერგიული რეაქციები.

თუ თქვენ გაქვთ რთული და ხანგრძლივი ფაღარათი, ღებინება ან გულისრევა. ნებისმიერმა ამ მოვლენამ შესაძლოა გამოიწვიოს რთული სითხის ნაკლებობა. ექიმმა უნდა ჩაატაროს შესაბამისი მკურნალობა.

თუ აღინიშნება შეგრძნების დაკარგვა, ჩხვლეტა, წვა ან შეგრძნების დარღვევა თქვენს ხელებზე ან ფეხებზე.

თუ გაქვთ ნაწლავში სისხლდენის პრობლემები ან აღინშნება განავლის ფერის ცვლილება ან კუჭის ტკივილები. თუ სისხლდენა ან ტკივილი რთული სახისაა, ექიმი დაასრულებს კაბაციტაქსელი ევერ ფარმათი მკურნალობას, რადგან კაბაციტაქსელი ევერ ფარმამ შესაძლოა გამოიწვიოს სისხლდენების რისკისა ან ნაწლავის კედელში ხვრელის წარმოქმნის რისკის გაძლიერება.

თუ გაქვთ თირკმელების პრობლემები.

თუ აღინშნება კანისა და თვალების სიყვითლე ან მუქი ფერის შარდი ან ძლიერი ღებინება ან გულისრევა, ეს შესაძლოა იყოს ღვიძლის პრობლემების ნიშნები ან სიმპტომები.

თუ ღვიძლის პრობლემები ვითარდება მკურნალობის პერიოდში

თუ თქვენ შენიშნავთ ყოველდღიური შარდის რაოდენობის საგრძნობლად მომატებას ან შემცირებას

თუ შენიშნავთ სისხლს შარდში.

თუ აღნშნული პუნქტებიდან რომელიმე შეგესაბამებათ თქვენ, უნდა აცნობოთ დაუყონებლივ ექიმს. ექიმმა შესაძლოა შეამციროს კაბაციტაქსელი ევერ ფარმას დოზა ან შეწყვიტოს მკურნლობა.

კაბაზიტაქსელი ევერ ფარმას გამოყენება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

აცნობეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან სამედიცინო სპეციალისტს, თუ იღებთ ან ცოტა ხნის წინ მიიღეთ სხვა ნებისმიერი სამკურნალო საშუალება ან აპირებთ მათ მიღებას. ეს ეხება ასევე ურეცეპტოდ გაცემულ სამკურნალო საშუალებებსაც. ეს საკმაოდ მნიშვნელოვანია, რადგან ზოგიერთმა მედიკამენტმა შესაძლოა ზეგავლენა მოახდინონ კაბაციტაქსელი ევერ ფარმას მოქმედებაზე ან პირიქით კაბაციტაქსელი ევერ ფარმამ შესაძლოა იმოქმედოს სხვა მედიკამენტებზე. ამ მედიკამენტებს მიეკუთვნებიან შემდეგი:

კეტოკონაზოლი, რიფამპიცინი - ინფექციებისას,

კარბამაზეპინი, ფენობარბიტალი ან ფენიტოინი - კრუნჩხვებისას (ეპილეფსია),

წმინდა იოანეს ვორტი (Hypericum perforatum) - მცენარეული საშუალება დეპრესიისა და სხვა დაავადებების დროს,

სტატინები (როგორიცაა სიმვასტატინი, ლოვასტატინი, ატორვასტატინი, როზუვასტატინი ან პრავასტატინი) - სისხლში ქოლესტერინის დონის დასაწევად,

ვალსარტანი - სისხლის მაღალი წნევისას,

რეპაგლინიდი - დიაბეტის დროს.

მიმართეთ ექიმს რჩევისთვის ვაქცინაციის გაკეთებამდე კაბაციტაქსელი ევერ ფარმათი მკურნალობის პერიოდში.

ორსულობა და ძუძუთი კვება

კაბაზიტაქსელი ევერ ფარმას დანიშვნა არ შეიძლება ორსულ ქალებში და ნაყოფიერების ასაკში მყოფ ქალებში, რომლებიც არ იყენებენ კონტრაცეპტულ საშუალებებს.

კაბაზიტაქსელი ევერ ფარმას გამოყენება არ შეიძლება ლაქტაციის პერიოდში.

მამაკაცებმა უნდა გამოიყენონ სქესობრივი კონტაქტის დროს კონდომი, თუ მათი პარტნიორი არის ორსულად ან შესაძლოა დაორსულდეს. კაბაციტაქსელი ევერ ფარმა შესაძლოა აღინიშნოს სპერმაში და დააზიანოს ნაყოფი. თქვენ მოგეცემათ გაფრთხილება, რომ არ მოახდინოთ განაყოფიერება მკურნალობის პერიოდში და მისი დასრულებიდან 6 თვის განმავლობაში. რეკომენდებულია გაიაროთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან თერაპიის დაწყებამდე სპერმის კონსერვაციის შესახებ, რადგან კარბაციტაქსელი ევერ ფარმამ შესაძლოა გამოიწვიოს მამაკაცის ფერტილობის უნარის ცვლილებები.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

ყურადღება: ამ მედიკამენტმა შეიძლება დააქვეითოს რეაქციისა და ავტოსანტრანსპორტო საშუალებების მართვის უნარი.

შესაძლოა აღინიშნოს დაღლილობა და თავბრუსხვევა ამ მედიკამენტის მიღებისას. ასეთ შემთხვევაში არ უნდა მართოთ ავტომობილი და გამოიყენოთ ინსტრუმენტები ან მექანიზმები, სანამ არ გაუმჯობესდება თქვენ მდგომარეობა.

კაბაზიტაქსელი ევერ ფარმა შეიცავს ეთანოლს (ალკოჰოლს)

საჩხვლეტი ფლაკონი 4,5 მლ-ით

ეს მედიკამენტი შეიცავს 888,8 მგ ალკოჰოლს (ეთანოლს) ყოველ საჩხვლეტ ფლაკონზე. ამ მედიკამენტში მოცემული 4,5 მლ რაოდენობა შეესაბამება 22,5 მლ ლუდს ან 9,4 მლ ღვინოს.

საჩხვლეტი ფლაკონი 5 მლ-ით

ეს მედიკამენტი შეიცავს 987,5 მგ ალკოჰოლს (ეთანოლს) ყოველ საჩხვლეტ ფლაკონზე. ამ მედიკამენტში მოცემული 5 მლ რაოდენობა შეესაბამება 25 მლ ლუდს ან 10,4 მლ ღვინოს.

საჩხვლეტი ფლაკონი 6 მლ-ით

ეს მედიკამენტი შეიცავს 1.185 მგ ალკოჰოლს (ეთანოლს) ყოველ საჩხვლეტ ფლაკონზე. ამ მედიკამენტში მოცემული 6 მლ რაოდენობა შეესაბამება 30 მლ ლუდს ან 12,5 მლ ღვინოს.

ნაკლებად სავარაუდოა, რომ ალკოჰოლის ამ რაოდენობამ ზეგავლენა მოახდინოს უფროსებზე ან მოზრდილებზე. ამ მედიკამენტში არსებულმა ალკოჰოლის რაოდენობამ შესაძლოა შეცვალოს სხვა მედიკამენტების ეფექტი. მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ სხვა მედიკამენტებსაც.

თუ ხართ ალკოჰოლზე დამოკიდებული, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს ამ მედიკამენტის მიღებამდე.

გვერდითი მოვლენები

ნებისმიერი მედიკამენტის მსგავსად ამ პრეპარატმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ნებისმიერ პაციენტში. თქვენი მკურნალი ექიმი განიხილავს მათ და მოგცემთ განმარტებებს მკურნალობის შესაძლო რისკ-სარგებელის შესახებ.

დაუყონებლივ მიმართეთ ექიმს, თუ შემდეგი გვერდითი მოვლენებიდან შენიშნავთ რომელიმეს:

ცხელება (მაღალი ტემპერატურა). ეს ეფექტი ვლინდება ხშირად (შესაძლოა აღინიშნოს 10-დან 1-მდე პაციენტში).

ძლიერი სითხის დაკარგვა (დეჰიდრატაცია). ეს ეფექტი ვლინდება ხშირად (შესაძლოა აღინიშნოს 10-დან 1-მდე პაციენტში). ეს მდგომარეობა შესაძლოა გამოიწვიოს ძლიერმა ან ხანგრძლივმა ფაღარათმა ან ცხელებან ან ღებინებამ.

ძლიერი კუჭის ტკივილები ან კუჭის ტკივილები, რომლებიც არ ქრება. ეს შესაძლოა გამოწვეული იყოს კუჭში, საყლაპავში ან ნაწლავში ხვრელის არსებობით (გასტროინტესტინალური პერფორაცია). ამ მდგომარეობამ შესაძლოა გამოიწვიოს სიკვდილი.

თუ აღნიშნული პუნქტებიდან რომელიმე შეგესაბამებათ თქვენ, სასწრაფოთ აცნობეთ ექიმს.

სხვა გვერდითი მოვლენები

ძალიან ხშირი (შესაძლოა გამოვლინდეს 10 -პაციენტიდან 1-ზე მეტში)

სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობის შემცირება (ანემია) ან სისხლის თეთრი უჯრედების შემცირება (რომელიც მნიშვნელოვანია ინფექციების მიმართ იმუნიტეტისათვის).

თრომბოციტების რაოდენობის შემცირება (რაც იწვევს სისხლდენის გაზრდილ რისკს)

მადის დაკარგვა (ანორექსია)

კუჭ-ნაწლავის დარღვევები, მათ შორის ღებინება, გულისრევა, ფაღარათი ან ყაბზობა

ზურგის ტკივილები

სისხლი შარდში

დაღლილობა, აქტივობის დაქვეითება ან დაკარგვა

ხშირი (შესაძლოა გამოვლინდეს 10 პაციენტიდან 1-მდე)

გემოს ცვლილებები

სუნთქვის გახშირება

ხველა

მუცლის ტკივილები

დროებით თმის დაცვენა (ხშირ შემთხვევებში კვლავ უბრუნდება თმა ნორმულ ზრდას)

სახსრების ტკივილები

საშარდე გზების ინფექციები

სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის დეფიციტი, რაც კავშირშია ცხელებასთან და ინფექციებთან

დაბუჟების შეგრძნება, ჩხვლეტა, წვა ან შეგრძნების დარღვევები ხელებსა და ფეხებში

თავბრუსხვევა

თავის ტკივილები

სისხლის წნევის დაცემა ან გაზრდა

არასასიამოვნო შეგრძნება კუჭში, გულძმარვა ან რეფლუქსი

კუჭის ტკივილები

ჰემოროიდი

კუნთების სპაზმი

მტკივნეული ან ხშირი შარდვა

შარდის შეუკავებლობა

თირკმელების დაავადებები ან მათი ფუნქციის დარღვევები

ანთებები პირის ღრუში და ტუჩებზე

ინფექციები ან ინფექციის რისკი

სისხლში შაქრის მაღალი დონე

უძილობა

სულიერი აღლილობა

შიშის შეგრძნებები

ანომალიური შეგრძნებები ან გრძნობის დაკარგვა ან ტკივილი ხელებსა და ფეხებში

წონასწორობის დარღვევები

აჩქარებული ან არარეგულარული გულისცემა

ფეხებსა და ფილტვებში სისხლის შეკოლტება

კანის გადახურვება

ტკივილი პირის ღრუში და ხორხში

რექტალური სისხლდენა

კუნთების ჩივილები ან კუნთების ტკივილები ან კუნთების სისუსტე

ფეხებისა და ტერფების შეშუპება

ციებ-ცხელება

ფრჩხილების დაავადებები (ფრჩხილების ფერის ცვლილებები, შესაძლოა ფრჩხილების აძრობა)

არახშირი (შესაძლოა გამოვლინდეს 100 პაციენტიდან 1-მდე)

სისხლში კალიუმის დაბალი დონე

ხმაური ყურებში

კანზე ცხელების შეგრძნება

კანის სიწითლე

შარდის ბუშტის ანთება, რომელიც შესაძლოა გამოვლინდეს თუ მანამდე გაკეთდა შარდის ბუშტზე სხივური თერაპია (ცისტიტი, რომელიც გამოწვეულია დასხივებით გამოწვეული რეაქციებით [ეგრეთ წოდებული რადიაციული-რეკოლის-ფენომენი]).

უცნობია სიხშირე (სიხშირის დადგენა შეუძლებელია არსებული მონაცემების მიხედვით)

ინტერსტიციალური ფილტვების დაავადება (ფილტვების ანთება, რომელიც კავშირშია ხველასთან და სუნთქვის გართულებასთან)

გვერდითი ეფექტების შეტყობინება

თუ შენიშნავთ ნებისმიერ გვერდით მოვლენას, მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან სამედიცინო პერსონალს. ეს ეხება ასევე გვერდით ეფექტებს, რომლებიც არ არის აღწერილი ამ ინსტრუქციაში. გვერდითი ეფექტების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ მიაწოდოთ უშუალოდ ჯანდაცვის უსაფრთხოების ფედერაციულ სამსახურს

ტრაიზენგასე 5

1200 ვენა

ავსტრია

ფაქსი: + 43 (0) 50 555 36207

ვებ-გვერდი: http://www.basg.gv.at/

გვერდითი ეფექტების შეტყობინებით თქვენ ხელს შეუწყობთ ამ მედიკამენტის უსაფრთხო გამოყენების შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვებას.

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერება არის: კაბაზიტაქსელი. 1 მლ საინფუზიო ხსნარის დასამზადებელი კონცენტრატი შეიცავს კაბაციტაქსელის მონოჰიდრატს ან უწყლო 10 მგ კაბაზიტაქსელის ექვივალენტს.

ყოველი საჩხვლეტი ფლაკონი 4,5 მლ საინფუზიო ხსნარის დასამზადებელი კონცენტრატით შეიცავს კაბაციტაქსელის მონიჰიდრატს ან უწყლო 45 მგ კაბაციტაქსელის ექვივალენტს.

ყოველი საჩხვლეტი ფლაკონი 5 მლ საინფუზიო ხსნარის დასამზადებელი კონცენტრატით შეიცავს კაბაზიტაქსელის მონიჰიდრატს ან უწყლო 50 მგ კაბაზიტაქსელის ექვივალენტს.

ყოველი საჩხვლეტი ფლაკონი 6 მლ საინფუზიო ხსნარის დასამზადებელი კონცენტრატით შეიცავს კაბაციტაქსელის მონიჰიდრატს ან უწყლო 60 მგ კაბაციტაქსელის ექვივალენტს.

კაბაზიტაქსელი ევერ ფარმა 10 მგ/მლ საინფუზიო ხსნარის დასამზადებელი კონცენტრატი მოცემულია გადავსებული შემცველობით. ეს გადავსებული მოცულობა უზრუნველყოფს 4,5 მლ, 5 მლ ან 6 მლ მოცულობის მიღებას 10 მგ/მლ კაბაზიტაქსელისგან.

დამხმარე ნივთერებებია: პოლისორბატი 80, მაკროგოლი 300, ლიმონმჟავა და ეთანოლი, უწყლო (იხ. ნაწილი 2. ,,კაბაციტაქსელი ევერ ფარმა შეიცავს ეთანოლს (ალკოჰოლი)“).

კაბაზიტაქსელი ევერ ფარმას გარეგნული სახე და შეფუთვის შემადგენლობა

კაბაციტაქსელი ევერ ფარმა წარმოადგენს საინფუზიო ხსნარის დასამზადებელ კონცენტრატს (სტერილური კონცენტრატი).

კონცენტრატი არის გამჭვირვალე, ოდნავ ყვითელი, ზეთოვანი ხსნარი.

ერთი შეფუთვა კაბაციტაქსელი ევერ ფარმა შეიცავს გამჭვირვალე შუშისგან დამზადებულ ერთ საჩხვლეტ ფლაკონს, რომელიც დახურულია რუხი ფერის ბრომბუთლის რეზინის საცობით, დალუქულია ალუმინის Flip-off-თავსახურით და შეიცავს 4,5 მლ, 5 მლ ან 6 მლ კონცენტრანტს. საჩხვლეტი ფლაკონები შესაძლოა შეფუთული იყოს დამცავ გარსში ან მის გარეშე. შესაძლოა ყველა შეფუთვის ზომა არ იყოს გაყიდვაში.

ფარმაცევტული საწარმო

ევერ ვალინჯეკტ გმბჰ

ობერბურგაუ 3

4866 უნტერახ ამ ატერზეე

ავსტრია

შენახვის პირობები

ეს მედიკამენტი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.

არ გაყინოთ.

ფლაკონის გახსნის შემდეგ

მრალაჯერადი დოზირების საჩხვლეტი ფლაკონი: ქიმიური, ფიზიკური და მიკრობიოლოგიური სტაბილურობა ხსნარის პირველადი გახსნის შემდეგ დადასტურებულია 28 დღის განმავლობაში არაუმეტეს 25˚C ტემპერატურის პირობებში. კაბაციტაქსელი ევერ ფარმა განკუთვნილია მრავალჯერადი დოზირების გამოყენებისათვის.

გაზავების შემდეგ საინფუზიო ტომარაში/-ფლაკონში

გამოყენებისათვის მზა საინფუზიო ხსნარის ქიმიური და ფიზიკური სტაბილურობა დადასტურდა 48 საათის განმავლობაში ერთსაათიანი ინფუზიის ხანგრძლივობის ჩათვლით არაუმეტეს 25˚C ტემპერატურის პირობებში და 14 დღის განმავლობაში ერთსაათიანი ინფუზიის ხანგრძლივობის ჩათვლით მაცივარში შენახვის პირობებში.

მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით საინფუზიო ხსნარი უნდა იქნეს დაუყონებლივ გამოყენებული. თუ შეუძლებელია მისი დროული გამოყენება, მაშინ თავად მომხმარებელია პასუხისმგებელი მისი შენახვის დროსა და პირობებზე, რომლებიც ჩვეულებრივ არ უნდა აღემატებოდეს 24 საათს არაუმეტეს 25˚C ტემპერატურის პირობებში, გარდა იმ შემთხვევისა, თუ გაზავება განხორციელდა კონტროლირებად და ვალიდურ ასეპტიურ პირობებში.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

სარეკომენდაციო

ინფორმაცია პაციენტებისათვის

კაბაზიტაქსელი ევერ ფარმა 10 მგ/მლ

საინფუზიო ხსნარის დასამზადებელი კონცენტრატი

აქტიური ნივთიერება: კაბაციტაქსელი

პრეპარატის გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთ ეს ინსტრუქცია, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციებს.

შეინახეთ ეს ინსტრუქცია. შესაძლოა კიდევ დაგჭირდეთ მისი წაკითხვა მოგვიანებით.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან სამედიცინო სპეციალისტს.

თუ შენიშნავთ გვერდით მოვლენებს, მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან სამედიცინო სპეციალისტს. ეს ეხება ასევე გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის აღწერილი ამ ინსტრუქციაში. იხილეთ ნაწილი 4.

გამოყენების ინსტრუქცია შეიცავს

რას წარმოადგენს კაბაზიტაქსელი ევერ ფარმა და რისთვის გამოიყენება?

ინფორმაცია კაბაზიტაქსელი ევერ ფარმას გამოყენებამდე

კაბაზიტაქსელი ევერ ფარმას მიღების წესი

მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები

კაბაზიტაქსელი ევერ ფარმას შენახვის პირობები

შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაციები

  • რას წარმოადგენს კაბაციტაქსელი ევერ ფარმა და რისთვის გამოიყენება?

სამკურნალო საშუალების სახელწოდებაა კაბაზიტაქსელი ევერ ფარმა. საერთაშორისოდ გამოყენებული სახელია "კაბაზიტაქსელი".

ის მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, რომლებთაც ეწოდებათ "ტაქსანები", რომლებიც გამოიყენება კიბოს სამკურნალოდ. კაბაზიტაქსელი ევერ ფარმა გამოიყენება პროსტატის კიბოს სამკურნალოდ, რომელიც პროგრესირებს სხვა ქიმიოთერაპიით მკურნალობის შემდეგ. ის მოქმედებს უჯრედების ზრდისა და გამრავლების შეჩერების გზით. გარდა ამისა თქვენი მკურნალობის ფარგლებში ასევე დაგენიშნებათ კორტიზონის შემცველი მედიკამენტი (პრედნიზონი ან პრედნიზოლონი) ყოველდღე. ამ დამატებითი მედიკამენტების შესახებ ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ თქვენს ექიმს.

  • ინფორმაცია კაბაციტაქსელი ევერ ფარმას გამოყენებამდე

კაბაციტაქსელი ევერ ფარმას მიღება არ შეიძლება,

თუ გაქვთ ალერგია კაბაზიტაქსელის, სხვა ტაქსანების, პოლისორბატი 80 ან ნაწილში 6 აღნიშნული ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ,

თუ აღინიშნება სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება (ნეიტროფილების რაოდენობა 1.500/მმ3 ან უფრო ნაკლები),

თუ გახასიათებთ ღვიძლის ფუნქციის ძლიერი შეზღუდვა,

თუ თქვენ ახლახან მიიღეთ ან აპირებთ მიიღოთ ყვითელი ცხელების ვაქცინა.

თქვენ არ უნდა მიიღოთ კაბაციტაქსელი ევერ ფარმა, თუ რომელიმე ზემოაღნიშნული მოვლენა ვლინდება თქვენს შემთხვევაში. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ ექიმს კაბაციტაქსელ ევერ ფარმას გამოყენებამდე.

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

კაბაზიტაქსელი ევერ ფარმათი ყოველი მკურნალობის წინ, თქვენ უნდა გაიკეთთ სისხლის ანალიზი, რათა შეამოწმოთ საკმარისი სისხლის უჯრედები და ღვიძლისა და თირკმელების ადეკვატური ფუნქცია, რომ შეძლოთ კაბაციტაქსელი ევერ ფარმას მიღება.

აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ

გაქვთ სიცხე. კაბაზიტაქსელი ევერ ფარმათი მკურნალობის პერიოდში მოსალოდნელია, რომ აღინიშნოს სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება. თქვენი ექიმი ჩაატარებს სისხლის ზოგად ანალიზს და შეამოწმებს ზოგად ჯანმრთელობის მდგომარეობას ინფექციის ნიშნებზე. სისხლის უჯრედების რაოდენობის კორექციისა და შენარჩუნების მიზნით მან შესაძლოა დანიშნოს სხვა მედიკამენტებიც. პირებში, რომლებთაც აღენიშნებათ სისხლის უჯრედების შემცირებული რაოდენობა შესაძლოა განვითარდეს სიცოცხლისათვის საშიში ინფექციები. ინფექციების ადრეული სიმპტომი შესაძლოა იყოს ცხელება. ამიტომ უნდა აცნობოთ ექიმს სასწრაფოდ, თუკი განვითარდება სხეულის ტემპერატურის მატება.

თუ ოდესმე აღინიშნა ალერგიები. კაბაზიტაქსელი ევერ ფარმათი მკურნალობის პერიოდში შესაძლოა განვითარდეს რთული ალერგიული რეაქციები.

თუ თქვენ გაქვთ რთული და ხანგრძლივი ფაღარათი, ღებინება ან გულისრევა. ნებისმიერმა ამ მოვლენამ შესაძლოა გამოიწვიოს რთული სითხის ნაკლებობა. ექიმმა უნდა ჩაატაროს შესაბამისი მკურნალობა.

თუ აღინიშნება შეგრძნების დაკარგვა, ჩხვლეტა, წვა ან შეგრძნების დარღვევა თქვენს ხელებზე ან ფეხებზე.

თუ გაქვთ ნაწლავში სისხლდენის პრობლემები ან აღინშნება განავლის ფერის ცვლილება ან კუჭის ტკივილები. თუ სისხლდენა ან ტკივილი რთული სახისაა, ექიმი დაასრულებს კაბაციტაქსელი ევერ ფარმათი მკურნალობას, რადგან კაბაციტაქსელი ევერ ფარმამ შესაძლოა გამოიწვიოს სისხლდენების რისკისა ან ნაწლავის კედელში ხვრელის წარმოქმნის რისკის გაძლიერება.

თუ გაქვთ თირკმელების პრობლემები.

თუ აღინშნება კანისა და თვალების სიყვითლე ან მუქი ფერის შარდი ან ძლიერი ღებინება ან გულისრევა, ეს შესაძლოა იყოს ღვიძლის პრობლემების ნიშნები ან სიმპტომები.

თუ ღვიძლის პრობლემები ვითარდება მკურნალობის პერიოდში

თუ თქვენ შენიშნავთ ყოველდღიური შარდის რაოდენობის საგრძნობლად მომატებას ან შემცირებას

თუ შენიშნავთ სისხლს შარდში.

თუ აღნშნული პუნქტებიდან რომელიმე შეგესაბამებათ თქვენ, უნდა აცნობოთ დაუყონებლივ ექიმს. ექიმმა შესაძლოა შეამციროს კაბაციტაქსელი ევერ ფარმას დოზა ან შეწყვიტოს მკურნლობა.

კაბაზიტაქსელი ევერ ფარმას გამოყენება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

აცნობეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან სამედიცინო სპეციალისტს, თუ იღებთ ან ცოტა ხნის წინ მიიღეთ სხვა ნებისმიერი სამკურნალო საშუალება ან აპირებთ მათ მიღებას. ეს ეხება ასევე ურეცეპტოდ გაცემულ სამკურნალო საშუალებებსაც. ეს საკმაოდ მნიშვნელოვანია, რადგან ზოგიერთმა მედიკამენტმა შესაძლოა ზეგავლენა მოახდინონ კაბაციტაქსელი ევერ ფარმას მოქმედებაზე ან პირიქით კაბაციტაქსელი ევერ ფარმამ შესაძლოა იმოქმედოს სხვა მედიკამენტებზე. ამ მედიკამენტებს მიეკუთვნებიან შემდეგი:

კეტოკონაზოლი, რიფამპიცინი - ინფექციებისას,

კარბამაზეპინი, ფენობარბიტალი ან ფენიტოინი - კრუნჩხვებისას (ეპილეფსია),

წმინდა იოანეს ვორტი (Hypericum perforatum) - მცენარეული საშუალება დეპრესიისა და სხვა დაავადებების დროს,

სტატინები (როგორიცაა სიმვასტატინი, ლოვასტატინი, ატორვასტატინი, როზუვასტატინი ან პრავასტატინი) - სისხლში ქოლესტერინის დონის დასაწევად,

ვალსარტანი - სისხლის მაღალი წნევისას,

რეპაგლინიდი - დიაბეტის დროს.

მიმართეთ ექიმს რჩევისთვის ვაქცინაციის გაკეთებამდე კაბაციტაქსელი ევერ ფარმათი მკურნალობის პერიოდში.

ორსულობა, ლაქტაცია და ნაყოფიერების უნარი

კაბაზიტაქსელი ევერ ფარმას დანიშვნა არ შეიძლება ორსულ ქალებში და ნაყოფიერების ასაკში მყოფ ქალებში, რომლებიც არ იყენებენ კონტრაცეპტულ საშუალებებს.

კაბაზიტაქსელი ევერ ფარმას გამოყენება არ შეიძლება ლაქტაციის პერიოდში.

მამაკაცებმა უნდა გამოიყენონ სქესობრივი კონტაქტის დროს კონდომი, თუ მათი პარტნიორი არის ორსულად ან შესაძლოა დაორსულდეს. კაბაციტაქსელი ევერ ფარმა შესაძლოა აღინიშნოს სპერმაში და დააზიანოს ნაყოფი. თქვენ მოგეცემათ გაფრთხილება, რომ არ მოახდინოთ განაყოფიერება მკურნალობის პერიოდში და მისი დასრულებიდან 6 თვის განმავლობაში. რეკომენდებულია გაიაროთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან თერაპიის დაწყებამდე სპერმის კონსერვაციის შესახებ, რადგან კარბაციტაქსელი ევერ ფარმამ შესაძლოა გამოიწვიოს მამაკაცის ფერტილობის უნარის ცვლილებები.

ზეგავლენა ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე

ყურადღება: ამ მედიკამენტმა შეიძლება დააქვეითოს რეაქციისა და ავტოსანტრანსპორტო საშუალებების მართვის უნარი.

შესაძლოა აღინიშნოს დაღლილობა და თავბრუსხვევა ამ მედიკამენტის მიღებისას. ასეთ შემთხვევაში არ უნდა მართოთ ავტომობილი და გამოიყენოთ ინსტრუმენტები ან მექანიზმები, სანამ არ გაუმჯობესდება თქვენ მდგომარეობა.

კაბაზიტაქსელი ევერ ფარმა შეიცავს ეთანოლს (ალკოჰოლს)

საჩხვლეტი ფლაკონი 4,5 მლ-ით

ეს მედიკამენტი შეიცავს 888,8 მგ ალკოჰოლს (ეთანოლს) ყოველ საჩხვლეტ ფლაკონზე. ამ მედიკამენტში მოცემული 4,5 მლ რაოდენობა შეესაბამება 22,5 მლ ლუდს ან 9,4 მლ ღვინოს.

საჩხვლეტი ფლაკონი 5 მლ-ით

ეს მედიკამენტი შეიცავს 987,5 მგ ალკოჰოლს (ეთანოლს) ყოველ საჩხვლეტ ფლაკონზე. ამ მედიკამენტში მოცემული 5 მლ რაოდენობა შეესაბამება 25 მლ ლუდს ან 10,4 მლ ღვინოს.

საჩხვლეტი ფლაკონი 6 მლ-ით

ეს მედიკამენტი შეიცავს 1.185 მგ ალკოჰოლს (ეთანოლს) ყოველ საჩხვლეტ ფლაკონზე. ამ მედიკამენტში მოცემული 6 მლ რაოდენობა შეესაბამება 30 მლ ლუდს ან 12,5 მლ ღვინოს.

ნაკლებად სავარაუდოა, რომ ალკოჰოლის ამ რაოდენობამ ზეგავლენა მოახდინოს უფროსებზე ან მოზრდილებზე. ამ მედიკამენტში არსებულმა ალკოჰოლის რაოდენობამ შესაძლოა შეცვალოს სხვა მედიკამენტების ეფექტი. მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ სხვა მედიკამენტებსაც.

თუ ხართ ალკოჰოლზე დამოკიდებული, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს ამ მედიკამენტის მიღებამდე.

  • კაბაციტაქსელი ევერ ფარმას მიღების წესი

მითითებები გამოყენების შესახებ

კაბაზიტაქსელი ევერ ფარმას მიღებამდე, თქვენ დაგენიშნებათ ალერგიის საწინააღმდეგო საშუალებები ალერგიული რეაქციების რისკის შემცირების მიზნით.

კაბაზიტაქსელი ევერ ფარმა კეთდება ექიმის ან სამედიცინო სპეციალისტის მიერ.

კაბაზიტაქსელი ევერ ფარმა გამოყენებამდე უნდა მომზადდეს (გაზავდეს). წინამდებარე გამოყენების ინსტრუქცია ასევე შეიცავს პრაქტიკულ ინფორმაციებს ექიმების, სამედიცინო პერსონალისა და ფარმაცევტებისათვის კაბაციტაქსელი ევერ ფარმას მომზადების შესახებ.

კაბაზიტაქსელი ევერ ფარმა შეიყვანება საავადმყოფოში წყვეთოვანის (ინფუზიის) საშუალებით ვენაში (ინტრავენური გამოყენება) დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში.

როგორც მკურნალობის შემადგენელი ნაწილი ასევე დაგენიშნებათ ყოველდღე კორტიზონის შემცველი მედიკამენტი (პრედნიზონი ან პრედნიზოლონი).

რაოდენობა და გამოყენების სიხშირე

ჩვეულებრივი დოზა დამოკიდებულია სხეულის ზედაპირის ფართობზე. ექიმი დაიანგარიშებს თქვენი სხეულის ზედაპირის ფართობს კვადრატულ მეტრობით (მ2) და განსაზღვრავს შესაბამის დოზას, რომელიც უნდა მიიღოთ თქვენ.

ჩვეულებრივ კეთდება ინფუზია ყოველ 3 კვირაში ერთხელ.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში აღნიშნული სამკურნალო საშუალების გამოყენების შესახებ, მიმართეთ თქვენ სექიმს, ფარმაცევტს ან სამედიცინო პერსონალს.

  • მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები

ნებისმიერი მედიკამენტის მსგავსად ამ პრეპარატმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ნებისმიერ პაციენტში. თქვენი მკურნალი ექიმი განიხილავს მათ და მოგცემთ განმარტებებს მკურნალობის შესაძლო რისკ-სარგებელის შესახებ.

დაუყონებლივ მიმართეთ ექიმს, თუ შემდეგი გვერდითი მოვლენებიდან შენიშნავთ რომელიმეს:

ცხელება (მაღალი ტემპერატურა). ეს ეფექტი ვლინდება ხშირად (შესაძლოა აღინიშნოს 10-დან 1-მდე პაციენტში).

ძლიერი სითხის დაკარგვა (დეჰიდრატაცია). ეს ეფექტი ვლინდება ხშირად (შესაძლოა აღინიშნოს 10-დან 1-მდე პაციენტში). ეს მდგომარეობა შესაძლოა გამოიწვიოს ძლიერმა ან ხანგრძლივმა ფაღარათმა ან ცხელებან ან ღებინებამ.

ძლიერი კუჭის ტკივილები ან კუჭის ტკივილები, რომლებიც არ ქრება. ეს შესაძლოა გამოწვეული იყოს კუჭში, საყლაპავში ან ნაწლავში ხვრელის არსებობით (გასტროინტესტინალური პერფორაცია). ამ მდგომარეობამ შესაძლოა გამოიწვიოს სიკვდილი.

თუ აღნიშნული პუნქტებიდან რომელიმე შეგესაბამებათ თქვენ, სასწრაფოთ აცნობეთ ექიმს.

სხვა გვერდითი მოვლენები

ძალიან ხშირი (შესაძლოა გამოვლინდეს 10 -პაციენტიდან 1-ზე მეტში)

სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობის შემცირება (ანემია) ან სისხლის თეთრი უჯრედების შემცირება (რომელიც მნიშვნელოვანია ინფექციების მიმართ იმუნიტეტისათვის).

თრომბოციტების რაოდენობის შემცირება (რაც იწვევს სისხლდენის გაზრდილ რისკს)

მადის დაკარგვა (ანორექსია)

კუჭ-ნაწლავის დარღვევები, მათ შორის ღებინება, გულისრევა, ფაღარათი ან ყაბზობა

ზურგის ტკივილები

სისხლი შარდში

დაღლილობა, აქტივობის დაქვეითება ან დაკარგვა

ხშირი (შესაძლოა გამოვლინდეს 10 პაციენტიდან 1-მდე)

გემოს ცვლილებები

სუნთქვის გახშირება

ხველა

მუცლის ტკივილები

დროებით თმის დაცვენა (ხშირ შემთხვევებში კვლავ უბრუნდება თმა ნორმულ ზრდას)

სახსრების ტკივილები

საშარდე გზების ინფექციები

სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის დეფიციტი, რაც კავშირშია ცხელებასთან და ინფექციებთან

დაბუჟების შეგრძნება, ჩხვლეტა, წვა ან შეგრძნების დარღვევები ხელებსა და ფეხებში

თავბრუსხვევა

თავის ტკივილები

სისხლის წნევის დაცემა ან გაზრდა

არასასიამოვნო შეგრძნება კუჭში, გულძმარვა ან რეფლუქსი

კუჭის ტკივილები

ჰემოროიდი

კუნთების სპაზმი

მტკივნეული ან ხშირი შარდვა

შარდის შეუკავებლობა

თირკმელების დაავადებები ან მათი ფუნქციის დარღვევები

ანთებები პირის ღრუში და ტუჩებზე

ინფექციები ან ინფექციის რისკი

სისხლში შაქრის მაღალი დონე

უძილობა

სულიერი აღლილობა

შიშის შეგრძნებები

ანომალიური შეგრძნებები ან გრძნობის დაკარგვა ან ტკივილი ხელებსა და ფეხებში

წონასწორობის დარღვევები

აჩქარებული ან არარეგულარული გულისცემა

ფეხებსა და ფილტვებში სისხლის შეკოლტება

კანის გადახურვება

ტკივილი პირის ღრუში და ხორხში

რექტალური სისხლდენა

კუნთების ჩივილები ან კუნთების ტკივილები ან კუნთების სისუსტე

ფეხებისა და ტერფების შეშუპება

ციებ-ცხელება

ფრჩხილების დაავადებები (ფრჩხილების ფერის ცვლილებები, შესაძლოა ფრჩხილების აძრობა)

არახშირი (შესაძლოა გამოვლინდეს 100 პაციენტიდან 1-მდე)

სისხლში კალიუმის დაბალი დონე

ხმაური ყურებში

კანზე ცხელების შეგრძნება

კანის სიწითლე

შარდის ბუშტის ანთება, რომელიც შესაძლოა გამოვლინდეს თუ მანამდე გაკეთდა შარდის ბუშტზე სხივური თერაპია (ცისტიტი, რომელიც გამოწვეულია დასხივებით გამოწვეული რეაქციებით [ეგრეთ წოდებული რადიაციული-რეკოლის-ფენომენი]).

უცნობია სიხშირე (სიხშირის დადგენა შეუძლებელია არსებული მონაცემების მიხედვით)

ინტერსტიციალური ფილტვების დაავადება (ფილტვების ანთება, რომელიც კავშირშია ხველასთან და სუნთქვის გართულებასთან)

გვერდითი ეფექტების შეტყობინება

თუ შენიშნავთ ნებისმიერ გვერდით მოვლენას, მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან სამედიცინო პერსონალს. ეს ეხება ასევე გვერდით ეფექტებს, რომლებიც არ არის აღწერილი ამ ინსტრუქციაში. გვერდითი ეფექტების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ მიაწოდოთ უშუალოდ ჯანდაცვის უსაფრთხოების ფედერაციულ სამსახურს

ტრაიზენგასე 5

1200 ვენა

ავსტრია

ფაქსი: + 43 (0) 50 555 36207

ვებ-გვერდი: http://www.basg.gv.at/

გვერდითი ეფექტების შეტყობინებით თქვენ ხელს შეუწყობთ ამ მედიკამენტის უსაფრთხო გამოყენების შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვებას.

  • კაბაციტაქსელი ევერ ფარმას შენახვის პირობები

ეს მედიკამენტი უნდა შეინახოთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

არ შეიძლება მედიკამენტის გამოყენება შეფუთვაზე/საჩხვლეტ ფლაკონზე აღნიშნული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ვრცელდება აღნიშნული თვის ბოლო დღემდე.

ეს მედიკამენტი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.

არ გაყინოთ.

მრავალდოზირებადი-საჩხვლეტი ფლაკონები: ხსნარის ქიმიური, ფიზიკური და მიკრობიოლოგიური სტაბილურობა პირველადი გახსნის შემდეგ აღინიშნა 28 დღის განმავლობაში არაუმეტეს 25˚C ტემპერატურაზე შენახვის პირობებში. კაბაციტაქსელი ევერ ფარმა განკუთვნილია მრავალჯერადი დოზირებით გამოყენებისათვის.

ინფორმაციები კაბაციტაქსელი ევერ ფარმას შენახვისა და გარკვეული დროის განმავლობაში შენახვის შესახებ, მისი მზა ხსნარის სახით გაზავების შემდეგ, მოცემულია ნაწილში ,,პრაქტიკული ინფორმაცია ექიმებისა და სამედიცინო პერსონალისათვის კაბაციტაქსელი ევერ ფარმას მომზადების, გამოყენების და მოხმარების“ შესახებ.

არ გადააგდოთ ეს მედიკამენტი გამდინარე წყალში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან.

ჰკითხეთ ფარმაცევტს არასაჭირო მედიკამენტის უტილიზაციის შესახებ. ეს ღონისძიებები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

  • შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაციები

რას შეიცავს კაბაციტაქსელი ევერ ფარმა

აქტიური ნივთიერება არის: კაბაზიტაქსელი. 1 მლ საინფუზიო ხსნარის დასამზადებელი კონცენტრატი შეიცავს კაბაციტაქსელის მონოჰიდრატს ან უწყლო 10 მგ კაბაზიტაქსელის ექვივალენტს.

ყოველი საჩხვლეტი ფლაკონი 4,5 მლ საინფუზიო ხსნარის დასამზადებელი კონცენტრატით შეიცავს კაბაციტაქსელის მონიჰიდრატს ან უწყლო 45 მგ კაბაციტაქსელის ექვივალენტს.

ყოველი საჩხვლეტი ფლაკონი 5 მლ საინფუზიო ხსნარის დასამზადებელი კონცენტრატით შეიცავს კაბაზიტაქსელის მონიჰიდრატს ან უწყლო 50 მგ კაბაზიტაქსელის ექვივალენტს.

ყოველი საჩხვლეტი ფლაკონი 6 მლ საინფუზიო ხსნარის დასამზადებელი კონცენტრატით შეიცავს კაბაციტაქსელის მონიჰიდრატს ან უწყლო 60 მგ კაბაციტაქსელის ექვივალენტს.

კაბაზიტაქსელი ევერ ფარმა 10 მგ/მლ საინფუზიო ხსნარის დასამზადებელი კონცენტრატი მოცემულია გადავსებული შემცველობით. ეს გადავსებული მოცულობა უზრუნველყოფს 4,5 მლ, 5 მლ ან 6 მლ მოცულობის მიღებას 10 მგ/მლ კაბაზიტაქსელისგან.

დამხმარე ნივთერებებია: პოლისორბატი 80, მაკროგოლი 300, ლიმონმჟავა და ეთანოლი, უწყლო (იხ. ნაწილი 2. ,,კაბაციტაქსელი ევერ ფარმა შეიცავს ეთანოლს (ალკოჰოლი)“).

კაბაზიტაქსელი ევერ ფარმას გარეგნული სახე და შეფუთვის შემადგენლობა

კაბაციტაქსელი ევერ ფარმა წარმოადგენს საინფუზიო ხსნარის დასამზადებელ კონცენტრატს (სტერილური კონცენტრატი).

კონცენტრატი არის გამჭვირვალე, ოდნავ ყვითელი, ზეთოვანი ხსნარი.

ერთი შეფუთვა კაბაციტაქსელი ევერ ფარმა შეიცავს გამჭვირვალე შუშისგან დამზადებულ ერთ საჩხვლეტ ფლაკონს, რომელიც დახურულია რუხი ფერის ბრომბუთლის რეზინის საცობით, დალუქულია ალუმინის Flip-off-თავსახურით და შეიცავს 4,5 მლ, 5 მლ ან 6 მლ კონცენტრანტს. საჩხვლეტი ფლაკონები შესაძლოა შეფუთული იყოს დამცავ გარსში ან მის გარეშე. შესაძლოა ყველა შეფუთვის ზომა არ იყოს გაყიდვაში.

ფარმაცევტული საწარმო

ევერ ვალინჯეკტ გმბჰ

ობერბურგაუ 3

4866 უნტერახ ამ ატერზეე

ავსტრია

მწარმოებელი

ევერ ფარმა იენა გმბჰ

ბრუეზელერ შტრ. 18

07747 იენა

გერმანია

ნებართვის ნომერი: 140294

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

წინამდებარე ინსტრუქციის ბოლო გადამოწმების თარიღია 2023 წლის ივლისი.

_ _ _ __ _ _ __ _ _ __ _ _ __ _ _ __ _ _ __ _ _ __ _ _ __ _ _ __ _ _ __ _ _ __ _ _ __ _ _ __

შემდეგში მოცემული ინფორმაციები განკუთვნილია სამედიცინო პერსონალისათვის:

პრაქტიკული ინფორმაციები ექიმებისა და სამედიცინო პერსონალისათვის კაბაზიტაქსელი ევერ ფარმა 10 მგ/მლ საინფუზიო ხსნარი დასამზადებელი კონცენტრატის მომზადების, გამოყენების და მომხარების შესახებ.

ეს ნაწილი განავრცობს მომხმარებლისთვის განკუთვნილ პუნქტებში 3 და 5 მოცემულ ინფორმაციებს. მნიშვნელოვანია, რომ წაიკითხოთ ამ საინფუზიო ხსნარის მომზადებამდე მთლიანი შინაარსი მითითებების შესახებ.

შეუთავსებლობა

არ შეიძლება ამ მედიკამენტის შერევა სხვა სამკურნალო საშუალებებთან, გარდა იმ ნივთიერებებისა, რომლებიც საჭიროა გაზავებისათვის.

ვარგისობის ვადა და განსაკუთრებული უსაფრთხოების ზომები შენახვის შესახებ

ეს მედიკამენტი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.

არ გაყინოთ.

ფლაკონის გახსნის შემდეგ

მრალაჯერადი დოზირების საჩხვლეტი ფლაკონი: ქიმიური, ფიზიკური და მიკრობიოლოგიური სტაბილურობა ხსნარის პირველადი გახსნის შემდეგ დადასტურებულია 28 დღის განმავლობაში არაუმეტეს 25˚C ტემპერატურის პირობებში. კაბაციტაქსელი ევერ ფარმა განკუთვნილია მრავალჯერადი დოზირების გამოყენებისათვის.

გაზავების შემდეგ საინფუზიო ტომარაში/-ფლაკონში

გამოყენებისათვის მზა საინფუზიო ხსნარის ქიმიური და ფიზიკური სტაბილურობა დადასტურდა 48 საათის განმავლობაში ერთსაათიანი ინფუზიის ხანგრძლივობის ჩათვლით არაუმეტეს 25˚C ტემპერატურის პირობებში და 14 დღის განმავლობაში ერთსაათიანი ინფუზიის ხანგრძლივობის ჩათვლით მაცივარში შენახვის პირობებში.

მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით საინფუზიო ხსნარი უნდა იქნეს დაუყონებლივ გამოყენებული. თუ შეუძლებელია მისი დროული გამოყენება, მაშინ თავად მომხმარებელია პასუხისმგებელი მისი შენახვის დროსა და პირობებზე, რომლებიც ჩვეულებრივ არ უნდა აღემატებოდეს 24 საათს არაუმეტეს 25˚C ტემპერატურის პირობებში, გარდა იმ შემთხვევისა, თუ გაზავება განხორციელდა კონტროლირებად და ვალიდურ ასეპტიურ პირობებში.

უსაფრთხოების ზომები მომზადებისა და გამოყენების შესახებ

კაბაზიტაქსელი ევერ ფარმა უნდა მომზადდეს და გამოყენებული იქნეს პერსონალის მიერ, რომელსაც გააჩნია ციტოსტაზურ საშუალებებთან მუშაობის გამოცდილება. ორსულ პერსონალს არ უნდა ჰქონდეს შეხება ამ მედიკამენტთან.

სხვა ციტოსტაზური ნივთიერებების მსგავსად კაბაციტაქსელი ევერ ფარმას ხსნარის დამზადებისა და გამოყენებისას უნდა იქნეს დაცული უსაფრთხოების ზომები, როგორიცაა დახურული სისტემის გამოყენება (Containment-Transfersysteme) და პერსონალმა უნდა ატაროს დამცავი სამოსი (მაგ., ხელთათმანები) ასევე უნდა იქნეს დაცული პროცედურული მითითებები მომზადებისას.

კაბაზიტაქსელი ევერ ფარმათი მუშაობის დროს მისი კანზე მოხვედრის შემთხვევაში ეს ადგილი სასწრაფოდ უნდა გასუფთავდეს საპნით და წყლით. ლორწოვან გარსთან კონტაქტისას აუცილებელია ამ ადგილის საფუძვლიანად წყლით გავლება.

მითითებები მომზადების შესახებ

ყურადღებით წაიკითხეთ ინსტრუქციის ეს მთლიანი ნაწილი. კაბაზიტაქსელი ევერ ფარმა საჭიროებს გაზავებას გამოყენებამდე. დაიცავით შემდეგში მოცემული მომზადების მითითებები.

გაზავების პროცედურა საინფუზიო ხსნარის დამზადებისათვის უნდა განხორციელდეს ასეპტიურ პირობებში. საჭირო დოზის მისაღებად შესაძლოა საჭირო გახდეს ერთზე მეტი საჩხვლეტი ფლაკონის კონცენტრატის გამოყენება.

გაზავება ინფუზიისათვის

ნაბიჯი 1: ასეპტიურ პირობებში ამოიღეთ კონცენტრატის საჭირო რაოდენობა (10 მგ/მლ კაბაციტაქსელი) ნემსით აღჭურვილი დანაყოფებიანი შპრიცით. მაგალითად 45 მგ კაბაციტაქსელი ევერ ფარმას დოზისათვის თქვენ გესაჭიროებათ 4,5 მლ კონცენტრატი.

კაბაციტაქსელი ევერ ფარმა 10 მგ/მლ საინფუზიო ხსნარის დასამზადებელი კონცენტრატი მოცემულია გადავსებული შემცველობით. ეს გადავსებული მოცულობა უზრუნველყოფს 4,5 მლ, 5 მლ ან 6 მლ მოცულობის მიღებას 10 მგ/მლ კაბაციტაქსელისგან.

ნაბიჯი 2: გადაიტანეთ ხსნარი შპრიცით სტერილურ PVC-სგან თავისუფალ საინფუზიო ტომარაში, რომელიც შეიცავს ან 5%-იან გლუკოზის ხსნარს ან იზოტონურ ნატრიუმის ქლორიდის საინფუზიო ხსნარის (0,9%). საინფუზიო ხსნარის კონცენტრაცია უნდა შეადგენდეს 0,10მგ/მლ და 0,26 მგ/მლ შორის მოცულობას.

ნაბიჯი 3: მოხსენით შპრიცი და შეურიეთ საინფუზიო ტომარის ან საინფუზიო ფლაკონის შემადგენლობა ხელით იქეთ-აქეთ გადატრიალებით.

ნაბიჯი 4: ისევე როგორც ნებისმიერი პარენტერალურად გამოსაყენებელი მედიკამენტების შემთხვევაში, მზა საინფუზიო ხსნარი უნდა შეამოწმოთ ვიზუალურად გამოყენებამდე. ვინაიდან საინფუზიო ხსნარი გაჯერებულია, შესაძლოა გარკვეული დროის შემდეგ აღინშნოს კრისტალიზაცია. თუკი ამას აქვს ადგილი, მაშინ ხსნარის გამოყენება აღარ შეიძლება და ის უნდა გადააგდოთ.

საინფუზიო ხსნარის გამოყენება უნდა მოხდეს გაზავებისთანავე დროულად. თუმცა კონკრეტულ შემთხვევებში გამოყენებისათვის მზა ხსნარის შენახვა შესაძლებელია უფრო ხანგრძლივი დროის მანძილზე გარკვეული პირობების დაცვით, რომლებიც აღწერილია ნაწილში ,,ვარგისიანობის ხანგრძლივობა და განსაკუთრებული უსაფრთხოების ზომები შენახვის შესახებ“.

კაბაზიტაქსელი ევერ ფარმას შერევა არ შეიძლება დასახელებულის გარდა სხვა მედიკამენტებთან. გამოუყენებელი მედიკამენტი ან ნარჩენი მასალები უნდა განადგურდეს ეროვნული მოთხოვნების მიხედვით.

გამოყენების გზა

კაბაზიტაქსელი ევერ ფარმა შეიყვანება 1 საათიანი ინფუზიის გზით.

არ შეიძლება PVC-საინფუზიო ტომარების ან პოლიურეთანის საინფუზიო სისტემის გამოყენება საინფუზიო ხსნარის მომზადებისა ან შეყვანისათვის.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა