პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანტინეოპლაზური საშუალებები

კაბაზიტაქსელი რომფარმი

CABAZITAXEL ROMPHARM

რეცეპტით60მგინსტრუქცია ქართულადრუმინეთი
რისთვის გამოიყენება

კაბაზიტაქსელი რომფარმი პრედნიზონთან ან პრედნიზოლონთან კომბინაციაში ნაჩვენებია პროსტატის მეტასტაზური კასტრაციული რეზისტენტული კიბოს მქონე მოზრდილი პაციენტების სამკურნალოდ, რომლებიც წინასწარ მკურნალობდნენ დოცეტაქსელის შემცველი სქემით.

სრულად
მოქმედი ნივთიერება
კაბაზიტაქსელი (cabazitaxel)
ფორმა და შეფუთვა
60მგ/3მლ (20მგ/მლ) 3მლ კონცენტრატი ი.ვ. საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად მინის ფლაკონი №1
მწარმოებელი
Rompharm Company S.R.L. (Str. Erioilor, nr. 1с) (შუალედური ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებელი -Rompharm Company S.R.L (Str. Drumul Garii, nr.32)(რუმინეთი)), რუმინეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტინეოპლაზური საშუალებები, ტაქსანები
ATC კოდი
L01CD04
რეგისტრაციის ნომერი
რ-043338
რეგისტრირებულია
3 ივნისი 2025, მოქმედებს 3 ივნისი 2030-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
„Rompharm Company Georgia“ LLC (საქართველო)
განმცხადებელი
შპს „რომფარმ კომპანი საქართველო“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაკაბაზიტაქსელი რომფარმი და სხვა წამალი ერთად

კაბაზიტაქსელი რომფარმი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

კაბაზიტაქსელი რომფარმი პრედნიზონთან ან პრედნიზოლონთან კომბინაციაში ნაჩვენებია პროსტატის მეტასტაზური კასტრაციული რეზისტენტული კიბოს მქონე მოზრდილი პაციენტების სამკურნალოდ, რომლებიც წინასწარ მკურნალობდნენ დოცეტაქსელის შემცველი სქემით.

მიღების წესი და დოზირება

კაბაზიტაქსელი რომფარმის გამოყენება უნდა შემოიფარგლოს განყოფილებებში, რომლებიც სპეციალიზირებულია ციტოტოქსიკური საშუალებების გამოყენებაში, და უნდა შეყვანილ იქნეს მხოლოდ იმ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, რომელსაც გააჩნია კიბოს საწინააღმდეგო ქიმიოთერაპიის გამოყენების გამოცდილება. ხელმისაწვდომი უნდა იყოს სერიოზული ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების, როგორიცაა ჰიპოტენზია და ბრონქოსპაზმი, საშუალებები და აღჭურვილობა (იხილეთ ნაწილი "განსაკუთრებული გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას").

პრემედიკაცია

რეკომენდებული პრემედიკაციის რეჟიმი უნდა ჩატარდეს კაბაზიტაქსელი რომფარმის ყოველი შეყვანის წინ სულ მცირე 30 წუთით ადრე შემდეგი ინტრავენური სამკურნალო საშუალებებით ჰიპერმგრძნობელობის რისკისა და სიმძიმის შესამცირებლად:

ანტიჰისტამინური საშუალება (5 მგ დექსქლორფენირამინი ან 25 მგ დიფენჰიდრამინი ან ექვივალენტური საშუალება),

კორტიკოსტეროიდული საშუალება (8 მგ დექსამეტაზონი ან ექვივალენტური საშუალება) და

H2 ანტაგონისტი (რანიტიდინი ან ექვივალენტი) (იხილეთ ნაწილი „განსაკუთრებული გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას“).

რეკომენდებულია ღებინების საწინააღმდეგო პროფილაქტიკა და საჭიროების შემთხვევაში მისი ჩატარება შესაძლებელია პერორალურად ან ინტრავენურად.

მკურნალობის მთელი პერიოდის განმავლობაში საჭიროა პაციენტის ადეკვატური ჰიდრატაციის უზრუნველყოფა, რათა თავიდან იქნეს აცილებული ისეთი გართულებები, როგორიცაა თირკმლის უკმარისობა.

დოზირება

კაბაზიტაქსელი რომფარმის რეკომენდებული დოზა შეადგენს 25 მგ/მ2, რომელიც შეჰყავთ 1– საათიანი ინტრავენური ინფუზიის სახით ყოველ 3 კვირაში ერთხელ 10 მგ პერორალურ პრედნიზონთან ან პრედნიზოლონთან კომბინაციაში, რომლებიც შეჰყავთ ყოველდღიურად მთელი მკურნალობის განმავლობაში.

დოზის კორექტირება

დოზის შეცვლა უნდა მოხდეს იმ შემთხვევაში, თუ პაციენტებს აღენიშნებათ შემდეგი გვერდითი რეაქციები (კლასები შეესაბამება გვერდითი მოვლენების საერთო ტერმინოლოგიის კრიტერიუმებს [CTCAE 4.0]):

ცხრილი 1 - დოზის რეკომენდებული ცვლილებები გვერდითი რეაქციისას პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ კაბაზიტაქსელით

უკუჩვენებები

ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ, რომლებიც ჩამოთვლილია ნაწილში 6.1.

ნეიტროფილების 1,500/მმ3-ზე ნაკლები რაოდენობა.

ღვიძლის მძიმე უკმარისობა (საერთო ბილირუბინი > 3 x ULN)

თანმხლები ვაქცინაცია ყვითელი ცხელების ვაქცინით (იხილეთ ნაწილი „ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო პრეპარატებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები“).

სიფრთხილის ზომები

ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები

ყველა პაციენტს კაბაზიტაქსელის ინფუზიის დაწყებამდე უნდა ჩაუტარდეს პრემედიკაცია (იხილეთ ნაწილი „დოზირება და გამოყენების წესი“).

პაციენტები საგულდაგულოდ უნდა გაკონტროლდნენ ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების გამო, განსაკუთრებით პირველი და მეორე ინფუზიის დროს. ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები შეიძლება განვითარდეს კაბაზიტაქსელის ინფუზიის დაწყებიდან რამდენიმე წუთში, ამიტომ ხელმისაწვდომი უნდა იყოს ჰიპოტენზიის და ბრონქოსპაზმის სამკურნალო საშუალებები და აღჭურვილობა. შეიძლება განვითარდეს მძიმე რეაქციები და მოიცავდეს გენერალიზებულ გამონაყარს/ერითემას, ჰიპოტენზიას და ბრონქოსპაზმს. მძიმე ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები მოითხოვს კაბაზიტაქსელის დაუყოვნებელ შეწყვეტას და შესაბამის თერაპიას. ჰიპერმგრძნობელობის რეაქციის მქონე პაციენტებმა უნდა შეწყვიტონ კაბაზიტაქსელით მკურნალობა (იხილეთ ნაწილი „უკუჩვენებები“).

ძვლის ტვინის დათრგუნვა

შეიძლება განვითარდეს ძვლის ტვინის სუპრესია, რომელიც გამოიხატება ნეიტროპენიის, ანემიის, თრომბოციტოპენიის ან პანციტოპენიის სახით (იხილეთ „ნეიტროპენიის რისკი“ და „ანემია“ ნაწილში „განსაკუთრებული გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას“).

ნეიტროპენიის რისკი

პაციენტებმა, რომლებიც მკურნალობდნენ კაბაზიტაქსელით, შეიძლება მიიღონ პროფილაქტიკური G-CSF, კლინიკური ონკოლოგიის ამერიკული საზოგადოების (ASCO) გაიდლაინების და/ან მიმდინარე ინსტიტუციური გაიდლაინების მიხედვით, რისკის შესამცირებლად ან ნეიტროპენიის გართულებების სამართავად (ფებრილური ნეიტროპენია, გახანგრძლივებული ნეიტროპენია ან ნეიტროპენიური ინფექცია). G-CSF-ით პირველადი პროფილაქტიკა უნდა განიხილებოდეს პაციენტებში მაღალი რისკის კლინიკური ნიშნებით (ასაკი > 65 წელზე მეტი, ცუდი ეფექტურობის სტატუსი, ფებრილური ნეიტროპენიის წინა ეპიზოდები, ფართო წინა რადიაციული პორტები, ცუდი კვების სტატუსი ან სხვა სერიოზული თანმხლები დაავადებები), რომლებიც გახანგრძლივებული ნეიტროპენიის გაზრდილი გართულებებისკენ მათ მიდრეკილებას იწვევს. ნაჩვენებია, რომ G-CSF-ის გამოყენება ზღუდავს ნეიტროპენიის სიხშირესა და სიმძიმეს.

ნეიტროპენია კაბაზიტაქსელის ყველაზე გავრცელებული გვერდითი რეაქციაა (იხილეთ ნაწილი „არასასურველი ეფექტები“). აუცილებელია სისხლის საერთო ანალიზის მონიტორინგი ყოველკვირეულად 1 ციკლის განმავლობაში და მკურნალობის ყოველი ციკლის შემდეგ, რათა საჭიროების შემთხვევაში დოზის კორექტირება მოხდეს.

დოზა უნდა შემცირდეს ფებრილური ნეიტროპენიის ან გახანგრძლივებული ნეიტროპენიის შემთხვევაში, შესაბამისი მკურნალობის მიუხედავად (იხილეთ ნაწილი „დოზირება და გამოყენების წესი“).

პაციენტებს ხელახალი მკურნალობა უნდა ჩაუტარდეთ მხოლოდ მაშინ, როდესაც ნეიტროფილები აღდგება ≥ 1500/მმ3 დონემდე (იხილეთ ნაწილი „უკუჩვენებები“).

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევები

სიმპტომები, როგორიცაა მუცლის ტკივილი და მტკივნეული მგრძნობელობა, ცხელება, მუდმივი ყაბზობა, დიარეა, ნეიტროპენიით ან მის გარეშე, შეიძლება იყოს კუჭ-ნაწლავის სერიოზული ტოქსიკურობის ადრეული გამოვლინება და უნდა შეფასდეს და დაუყონებლივ დაექვემდებაროს მკურნალობას. შესაძლოა საჭირო გახდეს კაბაზიტაქსელით მკურნალობის დაგვიანება ან შეწყვეტა.

გულისრევის, ღებინების, დიარეის და დეჰიდრატაციის რისკი

თუ პაციენტს აღენიშნება დიარეა კაბაზიტაქსელის მიღების შემდეგ, მათ შეიძლება ჩაუტარონ მკურნალობა ხშირად გამოყენებადი დიარეის საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალებებით. შესაბამისი ზომები უნდა იქნეს მიღებული პაციენტების რეჰიდრატაციის მიზნით. დიარეა შეიძლება უფრო ხშირად განვითარდეს იმ პაციენტებში, რომლებმაც ადრე მიიღეს მუცლის და მენჯის არეში რადიაცილი თერაპია. დეჰიდრატაცია უფრო ხშირია 65 წლის და უფროსი ასაკის პაციენტებში. შესაბამისი ზომები უნდა იქნეს მიღებული პაციენტების რეჰიდრატაციისთვის და შრატში ელექტროლიტების, განსაკუთრებით კალიუმის დონის მონიტორინგისა და კორექტირების მიზნით. მკურნალობის გადადება ან დოზის შემცირება შეიძლება საჭირო გახდეს ≥3 ხარისხის დიარეისთვის (იხილეთ ნაწილი „დოზირება და გამოყენების წესი“). თუ პაციენტებს აღენიშნებათ გულისრევა ან ღებინება, მათი მკურნალობა შეიძლება განხორციელდეს ხშირად გამოყენებადი ღებინების საწინააღმდეგო საშუალებებით.

კუჭ-ნაწლავის სერიოზული რეაქციების რისკი

კუჭ-ნაწლავის (GI) სისხლდენა და პერფორაცია, ილეუსი, კოლიტი, ფატალური შედეგის ჩათვლით, მოხსენებულია პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ კაბაზიტაქსელით (იხილეთ ნაწილი „არასასურველი ეფექტები“). სიფრთხილეა რეკომენდებული კუჭ-ნაწლავის გართულებების განვითარების დიდი რისკის ქვეშ მყოფი პაციენტების მკურნალობაში: ნეიტროპენიის მქონე პაციენტები, ხანდაზმულები, აასს-ის, ანტითრომბოციტური თერაპიის ან ანტიკოაგულანტების ერთდროული გამოყენება და ანამნეზში მენჯის ღრუს რადიოთერაპიის ან კუჭ-ნაწლავის დაავადებების, როგორიცაა წყლულები და კუჭ-ნაწლავის სისხლდენა, მქონე პაციენტები.

პერიფერიული ნეიროპათია

პერიფერიული ნეიროპათიის, პერიფერიული სენსორული ნეიროპათიის (მაგ., პარესთეზია, დიზესთეზია) და პერიფერიული მოტორული ნეიროპათიის შემთხვევები აღინიშნა პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ კაბაზიტაქსელს. პაციენტებს, რომლებიც მკურნალობენ კაბაზიტაქსელით, უნდა მიეცეთ რჩევა აცნობონ თავიანთ ექიმს მკურნალობის გაგრძელებამდე, თუ უვითარდებათ ნეიროპათიის სიმპტომები, როგორიცაა ტკივილი, წვა, ჩხვლეტა, დაბუჟება ან სისუსტე. ექიმებმა უნდა შეაფასონ ნეიროპათიის არსებობა ან გაუარესება ყოველი მკურნალობის წინ. მკურნალობა უნდა გადაიდოს სიმპტომების გაუმჯობესებამდე. კაბაზიტაქსელის დოზა უნდა შემცირდეს 25 მგ/მ2-დან 20 მგ/მ2-მდე მუდმივი > 2 ხარისხის პერიფერიული ნეიროპათიის დროს (იხილეთ ნაწილი „დოზირება და გამოყენების წესი“).

ანემია

პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ კაბაზიტაქსელს, ვლინდებოდა ანემია (იხილეთ ნაწილი „არასასურველი ეფექტები“). კაბაზიტაქსელით მკურნალობის დაწყებამდე და თუ პაციენტებს აღენიშნებათ ანემიის ან სისხლის დაკარგვის ნიშნები ან სიმპტომები უნდა შემოწმდეს ჰემოგლობინი და ჰემატოკრიტი. სიფრთხილეა რეკომენდებული პაციენტებში ჰემოგლობინის მაჩვენებლით < 10 გ/დლ და უნდა მოხდეს შესაბამისი ზომების მიღება კლინიკური ჩვენების მიხედვით.

თირკმლის უკმარისობის რისკი

მოხსენებული იყო თირკმლების დარღვევები სეფსისთან, დიარეის, ღებინების და ობსტრუქციული უროპათიის გამო ძლიერ დეჰიდრატაციასთან დაკავშირებით. აღინიშნა თირკმლის უკმარისობა ფატალური შედეგის შემთხვევების ჩათვლით. უნდა იქნეს მიღებული შესაბამისი ზომები მიზეზის დასადგენად და პაციენტების ინტენსიური მკურნალობის შემთხვევაში, თუ ეს მოხდება.

კაბაზიტაქსელით მკურნალობის განმავლობაში უნდა იყოს უზრუნველყოფილი ადეკვატური ჰიდრატაცია. პაციენტს უნდა მიეცეს რჩევა, დაუყოვნებლივ მოახდინოს შეატყობინება შარდის ყოველდღიური მოცულობის ნებისმიერი მნიშვნელოვანი ცვლილების შესახებ. შრატისმიერი კრეატინინი უნდა გაიზომოს საწყის ეტაპზე, ყოველი სისხლის ანალიზისას და როცა პაციენტი აღნიშნავს შარდის გამოყოფის ცვლილებას. კაბაზიტაქსელით მკურნალობა უნდა შეწყდეს თირკმლის ფუნქციის ნებისმიერი დაქვეითების შემთხვევაში ≥CTCAE 4.0 მე-3 ხარისხის თირკმლის უკმარისობამდე.

სუნთქვის დარღვევები

მოხსენებულია ინტერსტიციული პნევმონია/პნევმონიტი და ფილტვის ინტერსტიციული დაავადება, რომლებიც შესაძლოა ასოცირებული იყოს ფატალურ შედეგთან (იხილეთ ნაწილი „არასასურველი ეფექტები“).

თუ ფილტვის მხრივ ახალი ან გაუარესებული სიმპტომები განვითარდება, პაციენტებს უნდა ჩაუტარდეთ საგულდაგულო მონიტორინგი, სასწრაფო გამოკვლევა და სათანადო მკურნალობა. რეკომენდებულია კაბაზიტაქსელით თერაპიის შეწყვეტა დიაგნოზის დადგენამდე. შემანარჩუნებელი ზომების ადრეულმა გამოყენებამ შეიძლება ხელი შეუწყოს მდგომარეობის გაუმჯობესებას. კაბაზიტაქსელით მკურნალობის განახლების სარგებელი გულდასმით უნდა შეფასდეს.

გულის არითმიების რისკი

აღნიშნულია გულის არითმიები, ყველაზე ხშირად ტაქიკარდია და წინაგულების ფიბრილაცია (იხილეთ ნაწილი „არასასურველი ეფექტები“).

ხანდაზმულები

ხანდაზმულებში (≥65 წელზე მეტი ასაკის) შეიძლება უფრო მეტად განვითარდეს გარკვეული გვერდითი რეაქციები, მათ შორის ნეიტროპენია და ფებრილური ნეიტროპენია (იხილეთ ნაწილი „არასასურველი ეფექტები“).

ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტები

კაბაზიტაქსელი რომფარმით მკურნალობა უკუნაჩვენებია პაციენტებში ღვიძლის მძიმე უკმარისობით (საერთო ბილირუბინი >3 x ULN) (იხილეთ ნაწილები „უკუჩვენებები“ და „ფარმაკოკინეტიკური თვისებები“).

დოზა უნდა შემცირდეს პაციენტებისთვის ღვიძლის მსუბუქი (საერთო ბილირუბინი >1-დან ≤1.5 ​​x ULN–მდე ან AST >1.5 x ULN) უკმარისობით (იხილეთ ნაწილები „დოზირება და გამოყენების წესი“ და „ფარმაკოკინეტიკური თვისებები“).

ურთიერთქმედებები

თავიდან უნდა იქნეს აცილებული CYP3A ძლიერ ინჰიბიტორებთან ერთდროული მიღება, რადგან მათ შეუძლიათ გაზარდონ კაბაზიტაქსელის პლაზმური კონცენტრაციები (იხილეთ ნაწილები „დოზირება და გამოყენების წესი“ და ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები). თუ CYP3A-ს ძლიერ ინჰიბიტორთან ერთდროული მიღების თავიდან აცილება შეუძლებელია, უნდა განიხილებოდეს ტოქსიკურობის საგულდაგულო მონიტორინგი და კაბაზიტაქსელის დოზის შემცირება (იხილეთ ნაწილები „დოზირება და გამოყენების წესი“ და „ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო პრეპარატებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები“).

CYP3A-ს ძლიერ ინდუქტორებთან ერთდროული გამოყენება თავიდან უნდა იქნეს აცილებული, რადგან მათ შეუძლიათ შეამცირონ კაბაზიტაქსელის პლაზმური კონცენტრაციები (იხილეთ ნაწილები „დოზირება და გამოყენების წესი“ და „ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო პრეპარატებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები“).

დამხმარე ნივთიერებები

თითოეულ ფლაკონში ეს პრეპარატი შეიცავს 1185 მგ ალკოჰოლს (ეთანოლს), რაც 395 მგ/მლ–ის ექვივალენტურია.

თითოეულ ფლაკონში ამ პრეპარატის რაოდენობა 30 მლ ლუდის ან 12 მლ ღვინოს ექვივალენტურია.

ამ მედიკამენტში ალკოჰოლის რაოდენობა, სავარაუდოდ, გავლენას არ მოახდენს მოზრდილებში და მოზარდებში, და მისი ეფექტი ბავშვებში, სავარაუდოდ, არ იქნება შესამჩნევი. მას შეიძლება ჰქონდეს გარკვეული ეფექტი მცირეწლოვან ბავშვებზე, მაგალითად, ძილიანობა.

ამ მედიკამენტში შემავალ ალკოჰოლს შეუძლია შეცვალოს სხვა მედიკამენტების მოქმედება. აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ სხვა მედიკამენტებს.

თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს ამ პრეპარატის მიღებამდე.

თუ თქვენ ხართ დამოკიდებული ალკოჰოლზე, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს ამ პრეპარატის მიღებამდე.

ამ პრეპარატის დოზა 60 მგ, რომელიც მიიღება 70 კგ წონის მოზრდილის მიერ, გამოიწვევს 17 მგ/კგ ეთანოლის ზემოქმედებას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სისხლში ალკოჰოლის კონცენტრაციის (BAC) მატება დაახლოებით 2.8 მგ/100 მლ-ით. შედარებისთვის, მოზრდილი ადამიანისთვის, რომელიც სვამს ჭიქა ღვინოს ან 500 მლ ლუდს, BAC სავარაუდოდ იქნება დაახლოებით 50 მგ/100 მლ.

კონტრაცეფციის ზომები

მამაკაცებმა უნდა გამოიყენონ კონტრაცეფციის საშუალებები მკურნალობის დროს და კაბაზიტაქსელით მკურნალობის შეწყვეტიდან 4 თვის განმავლობაში (იხილეთ ნაწილი „ფერტილობა, ორსულობა და ლაქტაცია“).

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

In vitro კვლევებმა აჩვენა, რომ კაბაზიტაქსელი ძირითადად მეტაბოლიზდება CYP3A-ს მეშვეობით (80% - 90%) (იხილეთ ნაწილი "ფარმაკოკინეტიკური თვისებები").

CYP3A4 ინჰიბიტორები

კეტოკონაზოლის (400 მგ ერთხელ დღეში), CYP3A ძლიერი ინჰიბიტორის, განმეორებითმა მიღებამ გამოიწვია კაბაზიტაქსელის კლირენსის 20%-ით შემცირება, რაც შეესაბამება AUC-ის 25%-ით ზრდას. ამიტომ CYP3A ძლიერი ინჰიბიტორების (მაგ., კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი, კლარითრომიცინი, ინდინავირი, ნეფაზოდონი, ნელფინავირი, რიტონავირი, საქვინავირი, ტელითრომიცინი, ვორიკონაზოლი) ერთდროული მიღება თავიდან უნდა იქნეს აცილებული, რადგან შეიძლება მოხდეს პლაზმაში კაბაზიტაქსელის კონცენტრაციის მომატება (იხილეთ ნაწილები „დოზირება და გამოყენების წესი“ და „განსაკუთრებული გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას“).

აპრეპიტანტის, ზომიერი CYP3A ინჰიბიტორის, ერთდროულმა გამოყენებამ არ მოახდინა გავლენა კაბაზიტაქსელის კლირენსზე.

CYP3A4 ინდუქტორები

რიფამპინის (600 მგ ერთხელ დღეში), რომელიც CYP3A ძლიერი ინდუქტორია, განმეორებით მიღებამ გამოიწვია კაბაზიტაქსელის კლირენსის 21%-ით ზრდა, რაც შეესაბამება AUC-ის შემცირებას 17%-ით. ამიტომ CYP3A ძლიერი ინდუქტორების (მაგ., ფენიტოინი, კარბამაზეპინი, რიფამპინი, რიფაბუტინი, რიფაპენტინი, ფენობარბიტალი) ერთდროული გამოყენება თავიდან უნდა იქნეს აცილებული, რადგან შეიძლება მოხდეს კაბაზიტაქსელის პლაზმური კონცენტრაციის დაქვეითება (იხილეთ ნაწილები „დოზირება და გამოყენების წესი“ და „განსაკუთრებული გამფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას”). გარდა ამისა, პაციენტებმა ასევე თავი უნდა შეიკავონ კრაზანას მიღებისგან.

OATP1B1

In vitro კაბაზიტაქსელი ასევე აინჰიბირებს ორგანული ანიონური სატრანსპორტო პოლიპეპტიდების OATP1B1 სატრანსპორტო ცილებს. OATP1B1 სუბსტრატებთან (მაგ., სტატინები, ვალსარტანი, რეპაგლინიდი) ურთიერთქმედების რისკი შესაძლებელია, განსაკუთრებით ინფუზიის მსვლელობის დროს (1 საათი) და ინფუზიის დასრულებიდან 20 წუთამდე დროის განმავლობაში. რეკომენდებულია დროის ინტერვალი 12 საათი ინფუზიამდე და ინფუზიის დასრულებიდან მინიმუმ 3 საათი OATP1B1 სუბსტრატების გამოყენებამდე.

ვაქცინაციები

ქიმიოთერაპიული საშუალებებით გამოწვეული იმუნოდეფიციტის მქონე პაციენტებში ცოცხალი ან ცოცხალი ატენუირებული ვაქცინების შეყვანამ შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული ან ფატალური ინფექციები. პაციენტებში, რომლებიც იღებენ კაბაზიტაქსელს, თავიდან უნდა იქნას აცილებული ცოცხალი ატენუირებული ვაქცინით ვაქცინაცია. შესაძლებელია მოკლული ან ინაქტივირებული ვაქცინების შეყვანა; თუმცა, ასეთ ვაქცინებზე რეაგირება შეიძლება შემცირდეს.

ორსულობა და ძუძუთი კვება

კონტრაცეფციის ზომები

კაბაზიტაქსელის გენოტოქსიკური რისკის გამო (იხილეთ ნაწილი „პრეკლინიკური უსაფრთხოების მონაცემები“), მამაკაცებმა უნდა გამოიყენონ კონტრაცეფციის ეფექტური მეთოდი მკურნალობის დროს და კაბაზიტაქსელით მკურნალობის შეწყვეტიდან 4 თვის განმავლობაში.

ორსულობა

არ არსებობს მონაცემები კაბაზიტაქსელის ორსულ ქალებში გამოყენების შესახებ. ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა რეპროდუქციული ტოქსიკურობა მატერნოტოქსიკური დოზებით (იხილეთ ნაწილი „პრეკლინიკური უსაფრთხოების მონაცემები“) და რომ კაბაზიტაქსელი კვეთს პლაცენტურ ბარიერს (იხილეთ ნაწილი „პრეკლინიკური უსაფრთხოების მონაცემები“). სხვა ციტოტოქსიკური სამკურნალო საშუალებების მსგავსად, კაბაზიტაქსელმა შეიძლება გამოიწვიოს ნაყოფის დაზიანება ექსპოზიციის მქონე ორსულ ქალებში.

კაბაზიტაქსელი არ არის ნაჩვენები ქალებში გამოყენებისთვის.

ძუძუთი კვება

ცხოველებში არსებულმა ფარმაკოკინეტიკის მონაცემებმა აჩვენა კაბაზიტაქსელის და მისი მეტაბოლიტების ექსკრეცია რძეში (იხილეთ ნაწილი „პრეკლინიკური უსაფრთხოების მონაცემები“).

ფერტილობა

ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ კაბაზიტაქსელი მოქმედებდა რეპროდუქციულ სისტემაზე მამრ ვირთაგვებსა და ძაღლებში ფერტილობაზე რაიმე ფუნქციური ზემოქმედების გარეშე (იხილეთ ნაწილი „პრეკლინიკური უსაფრთხოების მონაცემები“). მიუხედავად ამისა, ტაქსანების ფარმაკოლოგიური აქტივობის, მათი გენოტოქსიკური პოტენციალის ანეუგენური მექანიზმის და ამ კლასის რამდენიმე ნაერთის ზემოქმედების გათვალისწინებით ფერტილობაზე ცხოველთა კვლევებში, მამაკაცის ფერტილობაზე ზემოქმედება არ იყო გამორიცხული ადამიანებში.

რეკომენდებულია, რომ მამაკაცებმა, რომლებიც მკურნალობენ კაბაზიტაქსელით, მკურნალობის დაწყებამდე გაიარონ კონსულტაცია სპერმის კონსერვაციის შესახებ.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

კაბაზიტაქსელს გააჩნია ზომიერი გავლენა სატრანსპორტო საშუალების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე, რადგან შეიძლება გამოიწვიოს დაღლილობა და თავბრუსხვევა. პაციენტებს უნდა ურჩიონ, რომ არ მართონ ავტომობილი ან არ გამოიყენონ მექანიზმები, თუ მკურნალობის დროს აღენიშნებათ ეს გვერდითი რეაქციები.

გვერდითი მოვლენები

უსაფრთხოების პროფილის შეჯამება

კაბაზიტაქსელის უსაფრთხოება პრედნიზონთან ან პრედნიზოლონთან კომბინაციაში შეფასებული იყო 3 რანდომიზებულ, ღია, კონტროლირებად კვლევაში (TROPIC, PROSELICA და CARD), რომლებშიც მონაწილეობდა 1092 პაციენტი პროსტატის მეტასტაზური კასტრაციული რეზისტენტული კიბოთი, რომლებიც მკურნალობდნენ 25 მგ/მ² კაბაზიტაქსელით ყოველ 3 კვირაში ერთხელ. პაციენტებმა მიიღეს კაბაზიტაქსელის საშუალოდ 6-7 ციკლი.

ამ 3 კვლევის გაერთიანებული ანალიზის შემთხვევები წარმოდგენილია ქვემოთ და ცხრილის ჩამონათვალში.

ყველაზე გავრცელებული ყველა ხარისხის გვერდითი რეაქციები იყო ანემია (99.0%), ლეიკოპენია (93.0%), ნეიტროპენია (87.9%), თრომბოციტოპენია (41.1%), დიარეა (42.1%), დაღლილობა (25.0%) და ასთენია (15.4%). ≥3 ხარისხის ყველაზე ხშირი გვერდითი რეაქციები, რომლებიც გამოვლინდა პაციენტების სულ მცირე 5%-ში, არის ნეიტროპენია (73.1%), ლეიკოპენია (59.5%), ანემია (12.0%), ფებრილური ნეიტროპენია (8.0%) და დიარეა (4.7%).

გვერდითი რეაქციების გამო მკურნალობის შეწყვეტა მსგავსი სიხშირით მოხდა 3 კვლევაში (18.3% TROPIC-ში, 19.5% PROSELICA-ში და 19.8% CARD-ში) პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ კაბაზიტაქსელს. ყველაზე ხშირი გვერდითი რეაქციები (> 1.0%), რომლებმაც გამოიწვია კაბაზიტაქსელის გამოყენების შეწყვეტა, იყო ჰემატურია, დაღლილობა და ნეიტროპენია.

გვერდითი რეაქციების ცხრილის სახით ჩამონათვალი

გვერდითი რეაქციები ჩამოთვლილია ცხრილში 2 ორგანოთა სისტემის კლასის MedDRA სისტემის და სიხშირის კატეგორიების მიხედვით. სიხშირის თითოეულ ჯგუფში, გვერდითი რეაქციები წარმოდგენილია სიმძიმის კლების მიხედვით. გვერდითი რეაქციების ინტენსივობა კლასიფიცირდება CTCAE 4.0-ის მიხედვით (ხარისხი ≥3 = G≥3). სიხშირეები ეფუძნება ყველა ხარისხს და განისაზღვრება, როგორც: ძალიან ხშირი (≥1/10), ხშირი (≥1/100-დან <1/10-მდე); არახშირი (≥1/1,000-დან <1/100-მდე); იშვიათი (≥1/10,000-დან <1/1,000-მდე); ძალიან იშვიათი (<1/10,000); უცნობია (არ შეიძლება შეფასდეს არსებული მონაცემებით).

ცხრილი 2: მოხსენებული გვერდითი რეაქციები და ჰემატოლოგიური დარღვევები კაბაზიტაქსელის გამოყენებისას პრედნიზონთან ან პრედნიზოლონთან კომბინაციაში გაერთიანებული ანალიზიდან (n=1092)

ორგანოთა სისტემის კლასი

გვერდითი რეაქცია

ყველა ხარისხი

ხარისხი ≥3

n (%)

ძალიან ხშირი

ხშირი

არახშირი

ინფექციები და ინვაზიები

ნეიტროპენიური ინფექციები/სეფსისი*

48 (4.4)

42 (3.8)

სეპტიკური შოკი

10 (0.9)

10 (0.9)

სეფსისი

13 (1.2)

13 (1.2)

ცელულიტი

8 (0.7)

3 (0.3)

საშარდე გზების ინფექცია

103 (9.4)

19 (1.7)

გრიპი

22 (2.0)

0

ცისტიტი

22 (2.0)

2 (0.2)

ზედა სასუნთქი გზების ინფექცია

23 (2.1)

0

ჰერპეს ზოსტერი

14 (1.3)

0

კანდიდოზი

11 (1.0)

1 (<0.1)

სისხლისა და ლიმფური სისტემის დარღვევები

ნეიტროპენიაა*

950 (87.9)

790 (73.1)

ანემია

1073 (99.0)

130 (12.0)

ლეიკოპენიაა

1008 (93.0)

645 (59.5)

თრომბოციტოპენიაა

478 (44.1)

44 (4.1)

ფებრილური ნეიტროპენია

87 (8.0)

87 (8.0)

იმუნური სისტემის დარღვევები

ჰიპერმგრძნობელობა

7 (0.6)

0

მეტაბოლიზმის და კვების დარღვევები

მადის დაქვეითება

192 (17.6)

11 (1.0)

დეჰიდრატაცია

27 (2.5)

11 (1.0)

ჰიპერგლიკემია

11 (1.0)

7 (0.6)

ჰიპოკალემია

8 (0.7)

2 (0.2)

ფსიქიატრიული დარღვევები

უძილობა

45 (4.1)

0

შფოთვა

13 (1.2)

0

დაბნეული

12 (1.1)

2 (0.2)

მდგომარეობა

ნერვული სისტემის დარღვევები

დისგევზია

64 (5.9)

0

გემოვნების დარღვევა

56 (5.1)

0

პერიფერიული ნეიროპათია

40 (3.7)

2 (0.2)

პერიფერიული სენსორული ნეიროპათია

89 (8.2)

6 (0.5)

პოლინეიროპათია

9 (0.8)

2 (0.2)

პარესთეზია

46 (4.2)

0

ჰიპესთეზია

18 (1.6)

1 (<0.1)

თავბრუსხვევა

63 (5.8)

0

თავის ტკივილი

56 (5.1)

1 (<0.1)

ლეთარგია

15 (1.4)

1 (<0.1)

იშიაზი

9 (0.8)

1 (<0.1)

თვალის მხრივ დარღვევები

კონიუნქტივიტი

11 (1.0)

0

მომატებული ცრემლდენა

22 (2.0)

0

ყურის და ლაბირინთის დარღვევები

ტინიტუსი

7 (0.6)

0

ვერტიგო

15 (1.4)

1 (<0.1)

გულის დარღვევები *

წინაგულების ფიბრილაცია

14 (1.3)

5 (0.5)

ტაქიკარდია

11 (1.0)

1 (<0.1)

ვასკულური დარღვევები

ჰიპოტენზია

38 (3.5)

5 (0.5)

ღრმა ვენების თრომბოზი

12 (1.1)

9 (0.8)

ჰიპერტენზია

29 (2.7)

12 (1.1)

ორთოსტატული ჰიპოტენზია

6 (0.5)

1 (<0.1)

სიცხის მოულოდნელი შეგრძნება

23 (2.1)

1 (<0.1)

სისხლის მოწოლა

9 (0.8)

0

რესპირატორული, გულმკერდის და შუასაყარის დარღვევები

დისპნოე

97 (8.9)

9 (0.8)

ხველა

79 (7.2)

0

ოროფარინგეალური ტკივილი

26 (2.4)

1 (<0.1)

პნევმონია

26 (2.4)

16 (1.5)

პულმონური ემბოლია

30 (2.7)

23 (2.1)

კუჭ-ნაწლავის დარღვევები

დიარეა

460 (42.1)

51 (4.7)

გულისრევა

347 (31.8)

14 (1.3)

ღებინება

207 (19.0)

14 (1.3)

ყაბზობა

202 (18.5)

8 (0.7)

მუცლის ტკივილი

105 (9.6)

15 (1.4)

დისპეფსია

53 (4.9)

0

მუცლის ზედა ნაწილში ტკივილი

46 (4.2)

1 (<0.1)

ბუასილი

22 (2.0)

0

გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადება

26 (2.4)

1 (<0.1)

რექტალური სისხლდენა

14 (1.3)

4 (0.4)

პირის სიმშრალე

19 (1.7)

2 (0.2)

მუცლის შებერილობა

14 (1.3)

1 (<0.1)

სტომატიტი

46 (4.2)

2 (0.2)

ილეუსი*

7 (0.6)

5 (0.5)

გასტრიტი

10 (0.9)

კოლიტი *

10 (0.9)

5 (0.5)

კუჭ-ნაწლავის პერფორაცია

3 (0.3)

1 (<0.1)

კუჭ-ნაწლავის სისხლდენა

2 (0.2)

1 (<0.1)

კანისა და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები

ალოპეცია

80 (7.3)

0

კანის სიმშრალე

23 (2.1)

0

ერითემა

8 (0.7)

0

ფრჩხილის დაზიანება

18 (1.6)

0

ჩონჩხ–კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის დარღვევები

ზურგის ტკივილი

166 (15.2)

24 (2.2)

ართრალგია

88 (8.1)

9 (0.8)

ტკივილი კიდურებში

76 (7.0)

9 (0.8)

კუნთების სპაზმები

51 (4.7)

0

მიალგია

40 (3.7)

2 (0.2)

გულმკერდის ჩონჩხ–კუნთოვანი ტკივილი

34 (3.1)

3 (0.3)

კუნთოვანი სისუსტე

31 (2.8)

1 (0.2)

გვერდითა არეში ტკივილი

17 (1.6)

5 (0.5)

თირკმლებისა და საშარდე გზების დარღვევები

თირკმლის მწვავე უკმარისობა

21 (1.9)

14 (1.3)

თირკმლის უკმარისობა

8 (0.7)

6 (0.5)

დიზურია

52 (4.8)

0

თირკმლის კოლიკა

14 (1.3)

2 (0.2)

ჰემატურია

205 (18.8)

33 (3.0)

პოლაკიურია

26 (2.4)

2 (0.2)

ჰიდრონეფროზი

25 (2.3)

13 (1.2)

შარდის შეკავება

36 (3.3)

4 (0.4)

შარდის შეუკავებლობა

22 (2.0

0

შარდსაწვეთის ობსტრუქცია

8 (0.7)

6 (0.5)

რეპროდუქციული სისტემის და სარძევე ჯირკვლის დარღვევები

ტკივილი მენჯის არეში

20 (1.8)

5 (0.5)

ზოგადი დარღვევები და შეყვანის ადგილის მდგომარეობები

დაღლილობა

333 (30.5)

42 (3.8)

ასთენია

227 (20.8)

32 (2.9)

პირექსია

90 (8.2)

5 (0.5)

პერიფერიული შეშუპება

96 (8.8)

2 (0.2 )

ლორწოვანის ანთება

23 (2.1)

1 (<0.1)

ტკივილი

36 (3.3)

7 (0.6)

გულმკერდის ტკივილი

11 (1.0)

2 (0.2)

შეშუპება

8 (0.7)

1 (<0.1)

შემცივნება

12 (1.1)

0

სისუსტე

21 (1.9)

0

გამოკვლევები

წონაში დაკლება

81 (7.4)

0

ასპარტატამინო–

ტრანსფერაზას მომატება

13 (1.2)

1 (<0.1)

ტრანსამინაზების მომატება

7 (0.6)

1 (<0.1)

ა დაფუძნებულია ლაბორატორიულ მნიშვნელობებზე

  • იხილეთ დეტალური ნაწილი ქვემოთ

შერჩეული გვერდითი რეაქციების აღწერა

ნეიტროპენია და მასთან დაკავშირებული კლინიკური მოვლენები

ნაჩვენებია, რომ G-CSF-ის გამოყენება ზღუდავს ნეიტროპენიის სიხშირეს და სიმძიმეს (იხილეთ ნაწილები „დოზირება და გამოყენების წესი“ და „განსაკუთრებული გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას“).

≥3 ხარისხის ნეიტროპენიის სიხშირე ლაბორატორიულ მონაცემებზე დაყრდნობით ვარირებდა G-CSF-ის გამოყენების მიხედვით 44.7%-დან 76.7%-მდე, ყველაზე დაბალი სიხშირით აღინიშნა G-CSF პროფილაქტიკის გამოყენებისას. ანალოგიურად, ≥ 3 ხარისხის ფებრილური ნეიტროპენიის სიხშირე მერყეობდა 3.2%-დან 8.6%-მდე.

ნეიტროპენიური გართულებები (მათ შორის ფებრილური ნეიტროპენია, ნეიტროპენიური ინფექცია/სეფსისი და ნეიტროპენიური კოლიტი), რომლებმაც ზოგიერთ შემთხვევაში გამოიწვია ფატალური შედეგი, აღინიშნა პაციენტთა 4.0%-ში პირველადი G-CSF პროფილაქტიკის გამოყენებისას, ხოლო პაციენტების 12.8%-ში – სხვაგვარად.

გულის დარღვევები და არითმიები

გაერთიანებულ ანალიზში, გულის მოვლენები აღინიშნა პაციენტების 5.5%-ში, რომელთაგან 1.1%-ს ჰქონდა ≥3 ხარისხის გულის არითმია. ტაქიკარდიის სიხშირე კაბაზიტაქსელის მიღებისას იყო 1.0%, საიდანაც 0.1%-ზე ნაკლები იყო ≥3 ხარისხის. წინაგულების ფიბრილაციის სიხშირე შეადგენდა 1.3%–ს. გულის უკმარისობის მოვლენები აღინიშნა 2 პაციენტში (0.2%), რომელთაგან ერთს მოჰყვა ფატალური შედეგი. ლეტალური პარკუჭოვანი ფიბრილაცია დაფიქსირდა 1 პაციენტში (0.3%) და გულის გაჩერება 3 პაციენტში (0.5%). მკლევარის მიერ არცერთი არ ჩაითვალა ერთმანეთთან დაკავშირებულად.

ჰემატურია

გაერთიანებულ ანალიზში ყველა ხარისხის ჰემატურიის სიხშირე შეადგენდა 18.8%–ს 25 მგ/მ2 დოზის გამოყენების დროს (იხილეთ ნაწილი „ფარმაკოდინამიკური თვისებები“). დოკუმენტირებისას დამამძიმებელი მიზეზები, როგორიცაა დაავადების პროგრესირება, ინსტრუმენტების გამოყენება, ინფექცია ან ანტიკოაგულაციური/აასს/აცეტილსალიცილის მჟავით თერაპია, გამოვლენილი იყო შემთხვევების თითქმის ნახევარში.

სხვა ლაბორატორიული დარღვევები

გაერთიანებულ ანალიზში, ≥3 ხარისხის სიხშირის ანემია, მომატებული AST, ALT და ბილირუბინი ლაბორატორიული მაჩვენებლების გადახრის საფუძველზე შეადგენდა 12.0%, 1.3%, 1.0% და 0.5%–ს, შესაბამისად.

კუჭ-ნაწლავის დარღვევები

აღინიშნა კოლიტი (ენტეროკოლიტის და ნეიტროპენიური ენტეროკოლიტის ჩათვლით) და გასტრიტი. ასევე მოხსენებულია კუჭ-ნაწლავის სისხლდენა, კუჭ-ნაწლავის პერფორაცია და ილეუსი (ნაწლავის გაუვალობა) (იხილეთ ნაწილი „განსაკუთრებული გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას“).

სუნთქვის დარღვევები

ინტერსტიციული პნევმონიის/პნევმონიტის და ფილტვის ინტერსტიციული დაავადების შემთხვევები, ზოგჯერ ფატალური, მოხსენებულია უცნობი სიხშირით (შეუძლებელია შეფასდეს არსებული მონაცემებით) (იხილეთ ნაწილი „განსაკუთრებული გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას“).

ცისტიტი „რადიაციული გახსენების ფენომენის“ გამო, ჰემორაგიული ცისტიტის ჩათვლით, არახშირად იყო მოხსენებული.

პედიატრიული პოპულაცია

იხილეთ ნაწილი „დოზირება და გამოყენების წესი“.

სხვა განსაკუთრებული პოპულაციები

ხანდაზმულთა პოპულაცია

1092 პაციენტიდან, რომლებიც მკურნალობდნენ 25 მგ/მ2 კაბაზიტაქსელით პროსტატის კიბოს კვლევებში, 755 პაციენტი იყო 65 წლის ან მეტი ასაკის, მათ შორის 75 წელზე უფროსი ასაკის 238 პაციენტი. შემდეგი არაჰემატოლოგიური გვერდითი რეაქციები მოხსენებულია ≥5%-ით მაღალი სიხშირით 65 წლის ან მეტი ასაკის პაციენტებში ახალგაზრდა პაციენტებთან შედარებით: დაღლილობა (33.5% შედარებით 23.7%–თან), ასთენია (23.7 შედარებით 14.2%–თან), ყაბზობა (20.4% შედარებით 14.2%-თან) და დისპნოე (10.3% შედარებით 5.6%-თან) შესაბამისად. ნეიტროპენია (90.9% შედარებით 81.2%-თან) და თრომბოციტოპენია (48.8% შედარებით 36.1%-თან) ასევე 5%-ით მაღალი იყო 65 წლის ან მეტი ასაკის პაციენტებში ახალგაზრდა პაციენტებთან შედარებით. ≥3 ხარისხის ნეიტროპენია და ფებრილური ნეიტროპენია მოხსენებული იყო ასაკის ორივე ჯგუფს შორის ყველაზე მაღალი სხვაობის მაჩვენებლებით (შესაბამისად 14% და 4% უფრო მაღალი ≥ 65 წლის პაციენტებში შედარებით < 65 ლის ასაკის პაციენტებთან) (იხილეთ ნაწილები“დოზირება და გამოყენების წესი“ და ”განსაკუთრებული გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას”).

საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინება

საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინება მნიშვნელოვანია პრეპარატის რეგისტრაციის შემდეგ. ის მუდმივი მონიტორინგის საშუალებას იძლევა სამკურნალო პროდუქტის სარგებელი/რისკის ბალანსზე. ჯანდაცვის სპეციალისტებს სთხოვენ შეატყობინონ ნებისმიერი საეჭვო გვერდითი რეაქცია ეროვნული მოხსენების სისტემის მეშვეობით.

ჭარბი დოზა

კაბაზიტაქსელის ანტიდოტი ცნობილი არ არის. დოზის გადაჭარბების მოსალოდნელი გართულებები მოიცავს გვერდითი რეაქციების გამწვავებას, როგორიცაა ძვლის ტვინის სუპრესია და კუჭ-ნაწლავის დარღვევები. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, პაციენტი უნდა იმყოფებოდეს სპეციალიზირებულ განყოფილებაში და საგულდაგულო მონიტორინგის ქვეშ. პაციენტებმა უნდა მიიღონ თერაპიული G-CSF რაც შეიძლება მალე დოზის გადაჭარბების აღმოჩენის შემდეგ. უნდა იქნეს მიღებული სხვა შესაბამისი სიმპტომური ზომები.

განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები განადგურებისას და სხვა მოხმარებისას

კაბაზიტაქსელი უნდა მომზადდეს და შეყვანილ იქნეს მხოლოდ ციტოტოქსიკურ საშუალებებთან მუშაობაში გაწვრთნილი პერსონალის მიერ. ორსული პერსონალი არ უნდა მუშაობდეს სამკურნალო პრეპარატთან. როგორც ნებისმიერი სხვა ანტინეოპლაზური საშუალების შემთხვევაში, სიფრთხილე უნდა იქნეს დაცული კაბაზიტაქსელის ხსნარების დამუშავებისა და მომზადებისას, შემაკავებელი მოწყობილობების, პირადი დამცავი აღჭურვილობის (მაგ., ხელთათმანების) და მომზადების პროცედურების გათვალისწინებით. თუ კაბაზიტაქსელი, მასთან მუშაობის ნებისმიერ ეტაპზე, მოხვდება კანთან კონტაქტში, დაუყოვნებლივ და საფუძვლიანად ჩამოიბანეთ საპნითა და წყლით. თუ მოხდება მისი კონტაქტი ლორწოვან გარსებთან, დაუყოვნებლივ და საფუძვლიანად ჩამოიბანეთ წყლით.

მომზადება ინტრავენური შეყვანისთვის

არ გამოიყენოთ კაბაზიტაქსელი სხვა სამკურნალო პრეპარატებთან ერთად კაბაზიტაქსელის განსხვავებული კონცენტრაციით. კაბაზიტაქსელი რომფარმი შეიცავს 20 მგ/მლ კაბაზიტაქსელს (შესაყვანი მოცულობის მინიმუმ 3 მლ). თითოეული ფლაკონი ერთჯერადი გამოყენებისაა და დაუყოვნებლივ უნდა იქნეს გამოყენებული. გაანადგურეთ ნებისმიერი გამოუყენებელი ხსნარი. დანიშნული დოზის შესაყვანად შეიძლება საჭირო გახდეს კაბაზიტაქსელი რომფარმის ერთზე მეტი ფლაკონი.

საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად განზავების პროცესი უნდა ჩატარდეს ასეპტიკური წესით.

საინფუზიო ხსნარის მომზადება

ნაბიჯი 1

ასეპტიკური წესით ამოიღეთ კაბაზიტაქსელი რომფარმის (რომელიც შეიცავს 20 მგ/მლ კაბაზიტაქსელს) საჭირო მოცულობა, ნემსით აღჭურვილი გრადუირებული შპრიცით. მაგალითად, 45 მგ კაბაზიტაქსელის დოზის მისაღებად საჭიროა 2.25 მლ კაბაზიტაქსელი რომფარმი.

ნაბიჯი 2

შეიყვანეთ 5% გლუკოზის ხსნარის ან ნატრიუმის ქლორიდის 9 მგ/მლ (0.9%) საინფუზიო ხსნარის სტერილურ კონტეინერში, რომელიც არ შეიცავს PVC-ს. საინფუზიო ხსნარის კონცენტრაცია უნდა იყოს 0.10 მგ/მლ-დან 0.26 მგ/მლ-მდე.

ნაბიჯი 3

გამოიღეთ შპრიცი და საინფუზიო ჩანთის ან ბოთლის შიგთავსი აურიეთ წრიული მოძრაობით. საინფუზიო ხსნარი არის გამჭვირვალე უფერო ხსნარი.

ნაბიჯი 4

როგორც ყველა პარენტერალური პროდუქტის შემთხვევაში, მიღებული საინფუზიო ხსნარი გამოყენებამდე ვიზუალურად უნდა შემოწმდეს. ვინაიდან საინფუზიო ხსნარი ზეგაჯერებულია, მან შეიძლება დროთა განმავლობაში განიცადოს კრისტალიზაცია. ამ შემთხვევაში ხსნარი არ უნდა იქნეს გამოყენებული და უნდა გადაგდებულ იქნეს.

საინფუზიო ხსნარი დაუყოვნებლივ უნდა იქნეს გამოყენებული. თუმცა, გამოყენებისას შენახვის დრო შეიძლება იყოს უფრო ხანგრძლივ სპეციფიკურ პირობებში, რომლებიც მითითებულია ნაწილში „ვარგისობის ვადა“.

შეყვანისას რეკომენდებულია 0.22 მიკრომეტრიანი ზომის (ასევე მოიხსენიება როგორც 0.2 მიკრომეტრი) ნომინალური ფოროვანი წვეთოვანშიგა ფილტრის გამოყენება.

არ გამოიყენოთ PVC–ის საინფუზიო კონტეინერები ან პოლიურეთანის საინფუზიო სისტემები კაბაზიტაქსელის მომზადებისა და გამოყენებისთვის.

კაბაზიტაქსელი არ უნდა იყოს შერეული სხვა სამკურნალო საშუალებებთან, გარდა მითითებულისა.

ნებისმიერი გამოუყენებელი სამკურნალო პროდუქტი ან ნარჩენი მასალა უნდა განადგურდეს ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.

შემადგენლობა

კონცენტრატის ერთი მლ შეიცავს 20 მგ კაბაზიტაქსელს.

კონცენტრატის ერთი 3 მლ ფლაკონი შეიცავს 60 მგ კაბაზიტაქსელს.

ცნობილი ეფექტის მქონე დამხმარე ნივთიერებები

სამკურნალო პრეპარატი შეიცავს 395 მგ/მლ უწყლო ეთანოლს, შესაბამისად, თითოეული 3 მლ ფლაკონი შეიცავს 1,185 მგ უწყლო ეთანოლს.

დამხმარე ნივთიერებების სრული ჩამონათვალითვის იხილეთ დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალი ქვემოთ.

დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალი

პოლისორბატი 80

ლიმონმჟავა

ეთანოლი, უწყლო

ფარმაცევტული ჯგუფი და ათქ კოდი

შენახვის პირობები

გაუხსნელი ფლაკონი

30 თვე

გახსნის შემდეგ

თითოეული ფლაკონი არის ერთჯერადი გამოყენებისთვის და უნდა იქნას გამოყენებული გახსნისთანავე. თუ დაუყოვნებლივ არ იქნა გამოყენებული, გამოყენებისას შენახვის დრო და პირობები მომხმარებლის პასუხისმგებლობას წარმოადგენს.

საინფუზიო ტომარაში/ბოთლში საბოლოო განზავების შემდეგ

საინფუზიო ხსნარის ქიმიური და ფიზიკური სტაბილურობა ნაჩვენებია 8 საათის განმავლობაში გარემოს ტემპერატურაზე (15°C - 30°C) 1–საათიანი ინფუზიის დროის ჩათვლით და 48 საათის განმავლობაში მაცივარში, 1–საათიანი ინფუზიის დროის ჩათვლით.

მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით, საინფუზიო ხსნარი დაუყოვნებლივ უნდა იქნეს გამოყენებული. თუ არ იქნა გამოყენებული დაუყოვნებლივ, გამოყენებისას შენახვის დრო და პირობები წარმოადგენს მომხმარებლის პასუხისმგებლობას და, როგორც წესი, არ უნდა აღემატებოდეს 24 საათს 2°C - 8°C ტემპერატურაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც განზავება მოხდა კონტროლირებად და ვალიდირებულ ასეპტიკურ პირობებში.

ლეგალური სტატუსი

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

მწარმოებლის დასახელება და მისამართი

Rompharm Company S.R.L.

Eroilor Street №1A, Otopeni 075100, Ilfov County

რუმინეთი

ფარმაკოლოგიური თვისებები

ანტინეოპლაზური საშუალებები, ტაქსანები; ათქ კოდი: L01CD04

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკური თვისებები

მოქმედების მექანიზმი

კაბაზიტაქსელი არის ანტინეოპლაზური საშუალება, რომელიც მოქმედებს უჯრედებში მიკროტუბულური ქსელის მოშლის გზით. კაბაზიტაქსელი უკავშირდება ტუბულინს და ხელს უწყობს ტუბულინის მიკროტუბულებში შეკრებას, ამავე დროს ერთდროულად აფერხებს მათ დაშლას. ეს იწვევს მიკროტუბულების სტაბილიზაციას, რაც იწვევს მიტოზური და ინტერფაზური უჯრედული ფუნქციების დათრგუნვას.

ფარმაკოდინამიკური ეფექტები

კაბაზიტაქსელმა აჩვენა ანტისიმსივნური აქტივობის ფართო სპექტრი ადამიანის პროგრესირებადი სიმსივნეების წინააღმდეგ ქსენოგრაფტულ თაგვებში. კაბაზიტაქსელი აქტიურია დოცეტაქსელის მიმართ მგრძნობიარე სიმსივნეებში. გარდა ამისა, კაბაზიტაქსელმა აჩვენა აქტივობა სიმსივნის მოდელებში, რომლებიც არ არიან მგრძნობიარე ქიმიოთერაპიის მიმართ, დოცეტაქსელის ჩათვლით.

კლინიკური ეფექტურობა და უსაფრთხოება

კაბაზიტაქსელის ეფექტურობა და უსაფრთხოება პრედნიზონთან ან პრედნიზოლონთან კომბინაციაში შეფასებული იყო რანდომიზებულ, ღია, საერთაშორისო, მულტიცენტრულ, III ფაზის კვლევაში (EFC6193 კვლევა), პაციენტებში პროსტატის მეტასტაზური კასტრაციული რეზისტენტული კიბოთი, რომლებიც წინასწარ მკურნალობდნენ დოცეტაქსელის შემცველი სქემით.

საერთო გადარჩენადობა (OS) იყო კვლევის პირველადი ეფექტურობის საბოლოო წერტილი.

მეორეული საბოლოო წერტილები მოიცავდა პროგრესირების გარეშე გადარჩენადობას [PFS (განისაზღვრება, როგორც დრო რანდომიზაციიდან სიმსივნის პროგრესირებამდე, პროსტატის სპეციფიკური ანტიგენის (PSA) პროგრესირებამდე, ტკივილის პროგრესირებამდე ან სიკვდილამდე ნებისმიერი მიზეზის გამო, იმის მიხედვით თუ რა მოხდა პირველი], სიმსივნის პასუხის სიხშირეს პასუხის შეფასების კრიტერიუმებზე დაყრდნობით სოლიდური სიმსივნეებისას (RECIST), PSA პროგრესირებას (განსაზღვრულია, როგორც ≥25% ან >50% მატება პაციენტებში, რომლებიც არ რეაგირებენ ან რეაგირებენ PSA–ზე, შესაბამისად), PSA პასუხს (მცირდება შრატში PSA-ს დონეები მინიმუმ 50%–ით), ტკივილის პროგრესირებას [შეფასებული ამჟამინდელი ტკივილის ინტენსივობის (PPI) სკალის მაკგილ-მელზაკის კითხვარიდან და ანალგეზიური სკალის (AS)] გამოყენებით და ტკივილის პასუხი (განისაზღვრება როგორც 2–ქულიანი უფრო დიდი შემცირება საწყისი მედიანური PPI-დან AS-ის თანმხლები მატების გარეშე, ან ანალგეტიკის გამოყენების ≥50%-ით შემცირება საწყისი საშუალო AS–დან ტკივილის თანმხლები მატების გარეშე).

მთლიანობაში იყო რანდომიზირებული 755 პაციენტი კაბაზიტაქსელის 25 მგ/მ2 ინტრავენურად მისაღებად ყოველ 3 კვირაში ერთხელ მაქსიმუმ 10 ციკლის განმავლობაში პრედნიზონთან ან პრედნიზოლონთან ერთად დოზით 10 მგ დღეში პერორალურად (n=378), ან მიტოქსანტრონის 12 მგ/მ2 ინტრავენურად მისაღებად ყოველ 3 კვირაში ერთხელ მაქსიმუმ 10 ციკლის განმავლობაში პრედნიზონით ან პრედნიზოლონით 10 მგ პერორალურად დღეში (n=377).

ეს კვლევა მოიცავდა 18 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებს პროსტატის მეტასტაზური კასტრაციული რეზისტენტული კიბოთი ან გაზომვადი RECIST კრიტერიუმებით ან არაგაზომვადი დაავადებით PSA დონის აწევით ან ახალი დაზიანებების გამოვლენით და აღმოსავლური კოოპერატიული ონკოლოგიური ჯგუფის (ECOG) ეფექტურობის სტატუსით 0-დან 2-მდე. პაციენტებს უნდა ჰქონდეთ ნეიტროფილების დონე >1,500/მმ3, თრომბოციტების დონე >100,000/მმ3, ჰემოგლობინის დონე >10 გ/დლ, კრეატინინის დონე <1,5 x ULN, საერთო ბილირუბინის დონე <1 x ULN, AST და ALT <1,5 x ULN.

პაციენტები გულის შეგუბებითი უკმარისობით ან მიოკარდიუმის ინფარქტით ანამნეზში ბოლო 6 თვის განმავლობაში, ან პაციენტები გულის უკონტროლო არითმიით, სტენოკარდიით და/ან ჰიპერტენზიით არ იყვნენ ჩართული კვლევაში.

დემოგრაფიული მონაცემები, მათ შორის ასაკი, რასა და ECOG ეფექტურობის სტატუსი (0-დან 2-მდე) დაბალანსებული იყო მკურნალობის ჯგუფებს შორის. კაბაზიტაქსელის ჯგუფში საშუალო ასაკი იყო 68 წელი, დიაპაზონი (46–92) და რასობრივი განაწილება იყო 83.9% კავკასიური რასის, 6.9% აზიური/აღმოსავლური რასის, 5.3% შავკანიანების და 4% სხვა.

ციკლების მედიანური რაოდენობა შეადგენდა 6 კაბაზიტაქსელის ჯგუფში და 4 მიტოქსანტრონის ჯგუფში. პაციენტების რაოდენობა, რომლებმაც დაასრულეს საკვლევი მკურნალობა (10 ციკლი), შეადგენდა შესაბამისად 29.4%–ს და 13.5%–ს კაბაზიტაქსელის ჯგუფში და შედარებით ჯგუფში.

საერთო გადარჩენანობა მნიშვნელოვნად უფრო გრძელი იყო კაბაზიტაქსელის გამოყენებისას მიტოქსანტრონთან შედარებით (15.1 თვე შედარებით 12.7–თან, შესაბამისად), სიკვდილის რისკის 30%-ით შემცირებით მიტოქსანტრონთან შედარებით (იხილეთ ცხრილი 3 და სურათი 1).

59 პაციენტის ქვეჯგუფმა, რომელმაც წინასწარ მიიღო დოცეტაქსელის კუმულაციური დოზა <225 მგ/მ² (29 პაციენტი კაბაზიტაქსელის ჯგუფში, 30 პაციენტი მიტოქსანტრონის ჯგუფში). მნიშვნელოვანი განსხვავება საერთო გადარჩენადობაში პაციენტების ამ ჯგუფში არ აღინიშნა (HR (95%CI) 0.96 (0.49–1.86)).

ცხრილი 3 – კაბაზიტაქსელის ეფექტურობა EFC6193 კვლევაში პროსტატის მეტასტაზური კასტრაციული რეზისტენტული კიბოს მქონე პაციენტების მკურნალობაში

კაბაზიტაქსელი + პრედნიზონი

n=378

მიტოქსანტრონი + პრედნიზონი

n=377

საერთო გადარჩენადობა

პაციენტთა რაოდენობა სასიკვდილო შედეგით (%)

234 (61.9%)

279 (74%)

საშუალო გადარჩენადობა (თვეები) (95% CI)

  • 4 (14.116.3)
  • 7 (11.6–13.7)

საფრთხეთა თანაფარდობა (HR)1 (95% CI)

  • 70 (0.590.83)

P– მნიშვნელობა

<0.0001

1HR შეფასებული კოქსის მოდელის გამოყენებით; 1-ზე ნაკლები საფრთხეთა თანაფარდობა ხელს უწყობს კაბაზიტაქსელს

სურათი 1: კაპლან მეიერის საერთო გადარჩენადობის მრუდები (EFC6139)

გადარჩენადობის პროპორცია

რისკების რაოდენობა

დრო (თვეები)

მიტოქსონტრონი

+პრედნიზონი

377

300

188

67

11

1

კაბაზიტაქსელი

+პრედნიზონი

378

321

231

90

28

4

კაბაზიტაქსელის ჯგუფში აღინიშნა PFS-ის გაუმჯობესება მიტოქსანტრონის ჯგუფთან შედარებით, 2.8 (2.4–3.0) თვე შედარებით 1.4–თან (1.4–1.7), შესაბამისად, HR (95%CI) 0.74 (0.64-0.86), p<0.0001.

დაფიქსირდა სიმსივნური პასუხის მნიშვნელოვანი უფრო მაღალი მაჩვენებელი 14.4% (95%CI: 9.6-19.3) პაციენტებში კაბაზიტაქსელის ჯგუფში, შედარებით 4.4%–თან (95%CI: 1.6-7.2) პაციენტებისთვის მიტოქსანტრონის ჯგუფში, p=0.0005.

PSA მეორეული საბოლოო წერტილები დადებითი იყო კაბაზიტაქსელის ჯგუფში. აღინიშნა PSA-ს მედიანური პროგრესირება 6.4 თვე (95%CI: 5.1-7.3) პაციენტებისთვის კაბაზიტაქსელის ჯგუფში, 3.1 თვესთან შედარებით (95%CI: 2.2 4.4) მიტოქსანტრონის ჯგუფში, HR 0.75 თვე (95%CI: 0.63–0.90), p=0.0010. PSA პასუხი აღინიშნა 39.2% პაციენტებში კაბაზიტაქსელის ჯგუფში (95 %CI: 33.9–44.5) შედარებით მიტოქსანტრონზე მყოფ 17.8% პაციენტთან (95% CI: 13.7–22.0), p=0.0002.

ორივე სამკურნალო ჯგუფს შორის ტკივილის პროგრესირებასა და ტკივილზე პასუხში სტატისტიკური განსხვავება არ აღინიშნა.

არანაკლები ეფექტურობის, მულტიცენტრულ, მრავალეროვნულ, რანდომიზებულ, ღია III ფაზის კვლევაში (EFC11785 კვლევა), 1200 პაციენტი პროსტატის მეტასტაზური კასტრაციული რეზისტენტული კიბოთი, რომლებიც ადრე მკურნალობდნენ დოცეტაქსელის შემცველი სქემით, რანდომიზებულ იქნა კაბაზიტაქსელის 25 მგ/მ2 (n=602) ან 20 მგ/მ2 (n=598) დოზის მისაღებად. საერთო გადარჩენადობა (OS) იყო ეფექტურობის პირველადი საბოლოო წერტილი.

კვლევამ მიაღწია თავის ძირითად მიზანს – კაბაზიტაქსელის 20 მგ/მ2 არანაკლები ეფექტურობის დემონსტრირება 25 მგ/მ2-თან შედარებით (იხილეთ ცხრილი 4). პაციენტების სტატისტიკურად მნიშვნელოვნად უფრო მაღალმა პროცენტმა (p <0.001) აჩვენა PSA პასუხი 25 მგ/მ2 ჯგუფში (42.9%) 20 მგ/მ2 ჯგუფთან შედარებით (29.5%). დაფიქსირდა PSA-ს პროგრესირების სტატისტიკურად მნიშვნელოვნად მაღალი რისკი პაციენტებში 20 მგ/მ2 დოზის გამოყენებისას 25 მგ/მ2 დოზასთან მიმართებაში (HR 1.195; 95%CI: 1.025-დან 1.393-მდე). არ აღინიშნა სტატისტიკურად განსხვავება სხვა მეორეულ საბოლოო წერტილებთან მიმართებაში (PFS, სიმსივნესა და ტკივილზე პასუხი, სიმსივნისა და ტკივილის პროგრესირება და FACT-P-ის ოთხი ქვეკატეგორია).

ცხრილი 4 – საერთო გადარჩენადობა EFC11785 კვლევაში კაბაზიტაქსელის 25 მგ/მ2 ჯგუფში შედარებით კაბაზიტაქსელის 20 მგ/მ2 ჯგუფთან (განზრახული მკურნალობის ანალიზი) - ეფექტურობის პირველადი საბოლოო წერტილი

CBZ20+PRED

n=598

CBZ25+PRED

n=602

საერთო გადარჩენადობა

სასიკვდილო შედეგების რაოდენობა (%)

497 (83.1 %)

501 (83.2%)

საშუალო გადარჩენადობა (95% CI) (თვეები)

  • 4 (12.19-დან 14.88-მდე)
  • 5 (13.47-დან 15.28-მდე)

საფრთხეთა თანაფარდობაა

შედარებით CBZ25+PRED

  • 024

-

ცალმხრივ 98.89 % UCI

  • 184

-

ცალმხრივ 95% LCI

  • 922

-

CBZ20=კაბაზიტაქსელი 20 მგ/მ2, CBZ25=კაბაზიტაქსელი 25 მგ/მ2, PRED=პრედნიზონი/ პრედნიზოლონი

CI = ნდობის ინტერვალი, LCI = ნდობის ინტერვალის ქვედა ზღვარი, UCI = ნდობის ინტერვალის ზედა ზღვარი

ა საფრთხეთა თანაფარდობა შეფასებულია კოქსის პროპორციული რისკების რეგრესიის მოდელის გამოყენებით. საფრთხეთა თანაფარდობა < 1 მიუთითებს კაბაზიტაქსელის 20 მგ/მ2 უფრო დაბალ რისკზე 25 მგ/მ2-თან შედარებით.

EFC11785 კვლევაში დაფიქსირებული კაბაზიტაქსელის 25 მგ/მ2 უსაფრთხოების პროფილი ხარისხობრივად და რაოდენობრივად მსგავსი იყო EFC6193 კვლევაში დაფიქსირებულის. კვლევამ EFC11785 აჩვენა უკეთესი უსაფრთხოების პროფილი კაბაზიტაქსელის 20 მგ/მ2 დოზისთვის.

ცხრილი 5 კაბაზიტაქსელის 25 მგ/მ2 ჯგუფის უსაფრთხოების მონაცემების შეჯამება კაბაზიტაქსელის 20 მგ/მ2 ჯგუფთან შედარებით EFC11785 კვლევაში

CBZ20+PRED

n=598

CBZ25+PRED

n=602

ციკლების საშუალო რაოდენობა/ მკურნალობის საშუალო ხანგრძლივობა

6/ 18 კვირა

7/ 21 კვირა

პაციენტთა რაოდენობა დოზის შემცირებით n (%)

20-დან 15 მგ/მ2-მდე: 58 (10.0%)

15-დან 12 მგ/მ2-მდე: 9 (1.6%)

25-დან 20 მგ/მ2-მდე: 128 (21.5%)

20-დან 15 მგ/მ2-მდე: 19 (3.2%)

15-დან 12 მგ/მ2–მდე: 1 (0.2%)

ყველა ხარისხის გვერდითი რეაქცია ა (%)

დიარეა

  • 7
  • 8

გულისრევა

  • 5
  • 1

დაღლილობა

  • 7
  • 1

ჰემატურია

  • 1
  • 8

ასთენია

  • 3
  • 7

მადის დაქვეითება

  • 1
  • 5

ღებინება

  • 5
  • 2

ყაბზობა

  • 6
  • 0

ზურგის ტკივილი

  • 0
  • 9

კლინიკური ნეიტროპენია

  • 1
  • 9

საშარდე გზების ინფექცია

  • 9
  • 8

პერიფერიული სენსორული ნეიროპათია

  • 6
  • 6

დისგევზია

  • 1
  • 6

≥ 3 ხარისხის გვერდითი რეაქციები ბ (%)

კლინიკური ნეიტროპენია

  • 4
  • 6

ფებრილური ნეიტროპენია

  • 1
  • 2

ჰემატოლოგიური პათოლოგიები გ (%)

≥ 3 ხარისხის ნეიტროპენია

  • 8
  • 3

≥ 3 ხარისხის ანემია

  • 9
  • 7

≥ 3 ხარისხის თრომბოციტოპენია

  • 6
  • 2

CBZ20=კაბაზიტაქსელი 20 მგ/მ2, CBZ25=კაბაზიტაქსელი 25 მგ/მ2, PRED=პრედნიზონი /პრედნიზოლონი

ა ყველა ხარისხის გვერდითი რეაქციები 10%-ზე მაღალი სიხშირით

ბ ≥ 3 ხარისხის გვერდითი რეაქციები 5%-ზე მაღალი სიხშირით

გ ლაბორატორიული მნიშვნელობების საფუძველზე

პროსპექტულ, მრავალეროვნულ, რანდომიზებულ, აქტიურ კონტროლირებად და ღია IV ფაზის კვლევაში (LPS14201/CARD კვლევა) 255 პაციენტი პროსტატის მეტასტაზური კასტრაციული რეზისტენტული კიბოთი (mCRPC), რომლებიც ადრე მკურნალობდნენ ნებისმიერი რიგის დოცეტაქსელის შემცველი სქემით და AR–სამიზნე აგენტით (აბირატერონი ან ენზალუტამიდი, დაავადების პროგრესირებით 12 თვის განმავლობაში მკურნალობის დაწყებიდან), რანდომიზებული იყო კაბაზიტაქსელის 25 მგ/მ2 ყოველ 3 კვირაში ერთხელ პლუს პრედნიზონი/პრედნიზოლონი 10 მგ დღეში (n = 129) ან AR-სამიზნე აგენტების მისაღებად (აბირატერონი 1000 მგ ერთხელ დღეში პლუს პრედნიზონი/პრედნიზოლონი 5 მგ ორჯერ დღეში ან ენზალუტამიდი 160 მგ დღეში ერთხელ) (n=126). რადიოგრაფიული პროგრესირების თავისუფალი გადარჩენადობა (rPFS), როგორც ეს განსაზღვრულია პროსტატის კიბოს სამუშაო ჯგუფი–2-ის (PCWG2) მიერ, იყო პირველადი საბოლოო წერტილი. მეორეული საბოლოო წერტილები მოიცავდა საერთო გადარჩენადობას, პროგრესირების გარეშე გადარჩენადობას, PSA პასუხს და სიმსივნის პასუხს.

დემოგრაფიული და დაავადების მახასიათებლები დაბალანსებული იყო მკურნალობის ჯგუფებს შორის. საწყის ეტაპზე საერთო საშუალო ასაკი იყო 70 წელი, პაციენტების 95%-ს ჰქონდა ECOG PS 0-დან 1-მდე და მედიანური გლისონის ქულა შეადგენდა 8. პაციენტების სამოცდაერთ პროცენტს (61%) ჰქონდა წინა მკურნალობა AR-სამიზნე აგენტით წინა დოცეტაქსელის შემდეგ.

კვლევამ დააკმაყოფილა მისი პირველადი საბოლოო წერტილი: rPFS მნიშვნელოვნად უფრო გრძელი იყო კაბაზიტაქსელის გამოყენებისას AR–სამიზნე აგენტთან შედარებით (8.0 თვე 3.7-თან შედარებით), რენტგენოგრაფიული პროგრესირების რისკის მხრივ 46%-ით შემცირებით AR-სამიზნე აგენტთან შედარებით (იხილეთ ცხრილი 6 და სურათი 2 )

ცხრილი 6 - კაბაზიტაქსელის ეფექტურობა CARD კვლევაში პროსტატის მეტასტაზური კასტრაციული რეზისტენტული კიბოს მქონე პაციენტების მკურნალობაში (განზრახული მკურნალობის ანალიზი) - რენტგენოგრაფიული პროგრესირების გარეშე გადარჩენადობა

(rPFS)

კაბაზიტაქსელი + პრედნიზონი/პრედნიზოლონი

+ G-CSF

n=129

AR-სამიზნე აგენტი:

აბირეტარონი + პრედნიზონი/პრედნიზოლონი

ან

ენზალუტამიდი

n=126

მოვლენების რაოდენობა საბოლოო თარიღზე (%)

95 (73.6%)

101 (80.2%)

საშუალო rPFS (თვეები) (95% CI)

  • 0 (5.7-დან 9.2-მდე)
  • 7 (2.8-დან 5.1-მდე)

საფრთხეთა თანაფარდობა (HR) (95% CI)

  • 54 (0.40-დან 0.73-მდე)

p-მნიშვნელობა1

<0.0001

1 სტრატიფიცირებული ლოგ-რანგის ტესტი, მნიშვნელოვნების ზღურბლი = 0.05

სურათი 2 - პირველადი საბოლოო წერტილი: რენტგენოგრაფიული PFS (ITT პოპულაცია) კაპლან-მეიერის დიაგრამა

rPFS (თვეები) - კაპლან-მეიერის მრუდები მკურნალობის ჯგუფებად - ITT პოპულაცია

კაპლან-მეიერის შეფასება

დრო (თვეები)

კაბაზიტაქსელი ენზულამიდი ან აბირატერონი

რისკების რაოდენობა

1

129

91

64

41

23

9

2

1

2

126

61

36

22

7

3

1

0

მონიშვნები მიუთითებს ცენზურულ მონაცემებზე.

რანდომიზაციისას სტრატიფიკაციის ფაქტორებზე დაფუძნებული rPFS-სთვის ქვეჯგუფების დაგეგმილმა ანალიზებმა გამოიღო საფრთხეთა თანაფარდობა 0.61 (95% CI: 0.39-დან 0.96-მდე) პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ წინასწარ AR-სამიზნე აგენტს დოცეტაქსელამდე და საფრთხეთა თანაფარდობა 0.48 (95% CI: 0.32-დან 0.70-მდე) პაციენტებში, რომლებმაც მიიღეს წინასწარ AR-სამიზნე აგენტი დოცეტაქსელის შემდეგ.

კაბაზიტაქსელი სტატისტიკურად აღემატებოდა AR-სამიზნე კომპარატორებს ალფა-დაცული საკვანძო მეორეული საბოლოო წერტილებიდან თითოეულზე, საერთო გადარჩენადობის ჩათვლით (13.6 თვე კაბაზიტაქსელის ჯგუფისთვის შედარებით 11.0 თვესთან AR-სამიზნე აგენტის ჯგუფისთვის, HR 0.64, 95% CI: 0.46-დან 0.89-მდე; p=0.008), პროგრესირების გარეშე გადარჩენადობის (4.4 თვე კაბაზიტაქსელის ჯგუფისთვის შედარებით 2.7 თვესთან AR-სამიზნე აგენტის ჯგუფისთვის, HR 0.52; 95% CI: 0.40-დან 0.68-მდე), დადასტურებული PSA პასუხის (36.3% კაბაზიტაქსელის ჯგუფისთვის შედარებით 14.3%-თან AR-სამიზნე აგენტის ჯგუფისთვის, p=0.0003) და სიმსივნის საუკეთესო პასუხის (36.5% კაბაზიტაქსელის ჯგუფისთვის შედარებით 11.5%-თან AR-სამიზნე აგენტისთვის, p=0.004) ჩათვლით.

კაბაზიტაქსელის 25 მგ/მ2 უსაფრთხოების პროფილი, რომელიც აღნიშნულია CARD კვლევაში, მთლიანობაში შეესაბამებოდა TROPIC და PROSELICA კვლევებში დაფიქსირებულს (იხილეთ ნაწილი „არასასურველი ეფექტები“). ≥ 3 ხარისხის გვერდითი მოვლენების სიხშირე შეადგენდა 53.2%-ს კაბაზიტაქსელის ჯგუფში, შედარებით 46.0%-თან AR-სამიზნე აგენტის ჯგუფში. ≥ 3 ხარისხის სერიოზული გვერდითი მოვლენების სიხშირე შეადგენდა 31.7%-ს კაბაზიტაქსელის ჯგუფში შედარებით 37.1%-თან AR-სამიზნე აგენტის ჯგუფში. პაციენტთა სიხშირე, რომლებმაც სამუდამოდ შეწყვიტეს საკვლევი მკურნალობა გვერდითი მოვლენების გამო, იყო 19.8% კაბაზიტაქსელის ჯგუფში შედარებით 8.1%-თან AR-სამიზნე აგენტის ჯგუფში. პაციენტების სიხშირე, რომლებსაც აღენიშნებოდათ გვერდითი მოვლენა, რომელმაც გამოიწვია სიკვდილი, შეადგენდა 5.6%-ს კაბაზიტაქსელის ჯგუფში, შედარებით 10.5%-თან AR-სამიზნე აგენტის ჯგუფში.

პედიატრიული პოპულაცია

მედიკამენტების ევროპული სააგენტო უარს აცხადებს პროსტატის კიბოს ჩვენებით პედიატრიული პოპულაციის ყველა ქვეჯგუფში კაბაზიტაქსელის შემცველი რეფერენტული სამკურნალო პროდუქტით ჩატარებული კვლევების შედეგების წარდგენის ვალდებულებაზე (იხილეთ ნაწილი „დოზირება და გამოყენების წესი“ პედიატრიული გამოყენების შესახებ ინფორმაციისთვის).

კაბაზიტაქსელი შეფასებული იყო ღია, მულტიცენტრული ფაზის 1/2 კვლევაში, რომელიც ჩატარდა მთლიანობაში 39 პედიატრიულ პაციენტში (4-დან 18 წლამდე ასაკის კვლევის ფაზის 1 ნაწილში და 3-დან 16 წლამდე კვლევის ფაზის 2 ნაწილში). ფაზის 2 ნაწილმა არ აჩვენა კაბაზიტაქსელის, როგორც ერთჯერადი აგენტის, ეფექტურობა პედიატრიულ პოპულაციაში მორეციდივე ან რეფრაქტერული ხიდის დიფუზური შიდა გლიომით (DIPG) და მაღალი ხარისხის ავთვისებიანობის გლიომით (HGG), რასაც მკურნალობდნენ 30 მგ/მ²-ით.

ფარმაკოკინეტიკური თვისებები

პოპულაციის ფარმაკოკინეტიკური ანალიზი ჩატარდა 170 პაციენტში, მათ შორის პაციენტებში პროგრესირებადი მყარი სიმსივნეებით (n=69), ძუძუს მეტასტაზური კიბოთი (n=34) და პროსტატის მეტასტაზური კიბოთი (n=67). ეს პაციენტები იღებდნენ კაბაზიტაქსელს 10-დან 30 მგ/მ2-მდე დოზით კვირაში ან ყოველ 3 კვირაში.

აბსორბცია

25 მგ/მ2 კაბაზიტაქსელის 1 საათიანი ინტრავენური შეყვანის შემდეგ პაციენტებში პროსტატის მეტასტაზური კიბოთი (n=67), Cmax შეადგენდა 226 ნგ/მლ (ვარიაციის კოეფიციენტი (CV): 107 %) და მიღწეული იყო 1 საათიანი ინფუზიის ბოლოს (Tmax). საშუალო AUC იყო 991 ნგ∙სთ/მლ (CV: 34 %).

დოზის პროპორციულობის მნიშვნელოვანი გადახრები 10-დან 30 მგ/მ²-მდე არ აღინიშნა პაციენტებში, რომლებსაც აქვთ პროგრესირებადი მყარი სიმსივნეები (n=126).

განაწილება

განაწილების მოცულობა (Vss) შეადგენდა 4870 ლ (2640 ლ/მ² პაციენტისთვის საშუალო BSA-ით 1.84 მ²) წონასწორულ მდგომარეობაში.

In vitro, კაბაზიტაქსელის შეკავშირება ადამიანის შრატის ცილებთან შეადგენდა 89.92%-ს და არ იყო გაჯერებული 50.000 ნგ/მლ-მდე, რაც მოიცავს კლინიკურ კვლევებში დაფიქსირებულ მაქსიმალურ კონცენტრაციას. კაბაზიტაქსელი ძირითადად უკავშირდება ადამიანის შრატის ალბუმინს (82.0%) და ლიპოპროტეინებს (87.9% HDL-სთვის, 69.8% LDL-სთვის და 55.8% VLDL-სთვის). In vitro სისხლსა და პლაზმაში კონცენტრაციების თანაფარდობა ადამიანის სისხლში მერყეობდა 0.90-დან 0.99-მდე, რაც მიუთითებს იმაზე, რომ კაბაზიტაქსელი თანაბრად იყო განაწილებული სისხლსა და პლაზმას შორის.

ბიოტრანსფორმაცია

კაბაზიტაქსელი ინტენსიურად მეტაბოლიზდება ღვიძლში (>95%), ძირითადად CYP3A იზოენზიმით (80%-დან 90%-მდე). კაბაზიტაქსელი არის მთავარი მოცირკულირე ნაერთი ადამიანის პლაზმაში. პლაზმაში განისაზღვრა შვიდი მეტაბოლიტი (მათ შორის 3 აქტიური მეტაბოლიტი, რომლებიც გამოთავისუფლდება O-დემეთილაციის შედეგად), ამავე დროს, ძირითადი მეტაბოლიტი წარმოადგენს საწყისი ექსპოზიციის 5%-ს. კაბაზიტაქსელის დაახლოებით 20 მეტაბოლიტი გამოიყოფა ადამიანის შარდში და განავალში.

In vitro კვლევებზე დაყრდნობით, კაბაზიტაქსელის მიერ კლინიკურად რელევანტურ კონცენტრაციებში ინჰიბირების პოტენციური რისკი შესაძლებელია იმ სამკურნალო პრეპარატების მიმართ, რომლებიც ძირითადად CYP3A-ს სუბსტრატს წარმოადგენს. თუმცა კლინიკურმა კვლევამ აჩვენა, რომ კაბაზიტაქსელი (25 მგ/მ2 შეყვანილი ერთჯერადი 1 საათიანი ინფუზიის სახით) არ ცვლიდა მიდაზოლამის, CYP3A-ს სინჯის სუბსტრატის, პლაზმურ დონეს. ამიტომ, თერაპიულ დოზებში, პაციენტებში CYP3A სუბსტრატების კაბაზიტაქსელთან ერთად მიღებისას არ არის მოსალოდნელი კლინიკური გავლენა.

არ არსებობს იმ სამკურნალო პრეპარატების ინჰიბირების პოტენციური რისკი, რომლებიც წარმოადგენენ სხვა CYP ფერმენტების (1A2, 2B6, 2C9, 2C8, 2C19, 2E1 და 2D6) სუბსტრატებს, ისევე როგორც კაბაზიტაქსელის მიერ ინდუქციის პოტენციური რისკი იმ სამკურნალო საშუალებებზე, რომლებიც წარმოადგენენ CYP1A, CYP2C9 და CYP3A სუბსტრატებს. კაბაზიტაქსელი არ აინჰიბირებს in vitro ვარფარინის 7-ჰიდროქსივარფარინში ბიოტრანსფორმაციის ძირითად გზას, რომელიც განპირობებულია CYP2C9-ით. ამიტომ კაბაზიტაქსელის ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედება ვარფარინთან in vivo მოსალოდნელი არ არის. In vitro კაბაზიტაქსელი არ აინჰიბირებს მულტირეზისტენტულ პროტეინებს (MRP): MRP1 და MRP2 ან ორგანული კატიონური ტრანსპორტერი (OCT1). კაბაზიტაქსელი თრგუნავს P-გლიკოპროტეინის (PgP) (დიგოქსინი, ვინბლასტინი), სარძევე ჯირკვლის კიბოსადმი რეზისტენტული პროტეინების (BCRP) (მეტოტრექსატი) და ორგანული ანიონური ტრანსპორტული პოლიპეპტიდის OATP1B3 (CCK8) ტრანსპორტირებას კონცენტრაციებში, რომლებიც სულ მცირე 15-ჯერ აღემატება კლინიკურ პირობებში არსებულს, ხოლო ის აინჰიბირებდა OATP1B1-ის (ესტრადიოლ-17β-გლუკურონიდი) ტრანსპორტირებას კონცენტრაციებში, რომლებიც მხოლოდ 5-ჯერ აღემატება კლინიკურ პირობებში არსებულს. ამიტომ MRP, OCT1, PgP, BCRP და OATP1B3 სუბსტრატებთან ურთიერთქმედების რისკი ნაკლებად სავარაუდოა in vivo დოზით 25 მგ/მ2. OATP1B1 ტრანსპორტერთან ურთიერთქმედების რისკი შესაძლებელია, განსაკუთრებით ინფუზიის მიმდინარეობიის დროს (1 საათი) და ინფუზიის დასრულებიდან 20 წუთამდე პერიოდის განმავლობაში (იხილეთ ნაწილი „ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო პრეპარატებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები“).

ელიმინაცია

[14C]-კაბაზიტაქსელის 25 მგ/მ2 1-საათიანი ინტრავენური ინფუზიის შემდეგ პაციენტებში შეყვანილი დოზის დაახლოებით 80% ელიმინირდა 2 კვირის განმავლობაში. კაბაზიტაქსელი ძირითადად გამოიყოფა განავლით მრავალი მეტაბოლიტის სახით (დოზის 76%); ხოლო კაბაზიტაქსელის და მეტაბოლიტების თირკმლებით გამოყოფა შეადგენს დოზის 4%-ზე ნაკლებს (2.3% როგორც უცვლელი სამკურნალო საშუალება შარდში).

კაბაზიტაქსელს ჰქონდა მაღალი პლაზმური კლირენსი 48.5 ლ/სთ (26.4 ლ/სთ/მ² პაციენტისთვის საშუალო BSA-ით 1.84 მ²) და ხანგრძლივი ტერმინალური ნახევარგამოყოფის პერიოდი 95 საათი.

განსაკუთრებული პოპულაციები

ხანდაზმული პაციენტები

პოპულაციის ფარმაკოკინეტიკური ანალიზისას 65 წლის და უფროსი ასაკის 70 პაციენტში (57 65-დან 75 წლამდე და 13 პაციენტი 75 წელზე უფროსი ასაკის) კაბაზიტაქსელის ფარმაკოკინეტიკაზე ასაკობრივი ზემოქმედება არ დაფიქსირებულა.

პედიატრიული პაციენტები

კაბაზიტაქსელის უსაფრთხოება და ეფექტურობა არ არის დადგენილი 18 წლამდე ასაკის ბავშვებში და მოზარდებში.

ღვიძლის უკმარისობა

კაბაზიტაქსელი გამოიყოფა ძირითადად ღვიძლის მეტაბოლიზმის გზით.

ღვიძლის უკმარისობის მქონე კიბოს მქონე 43 პაციენტში ჩატარებულმა სპეციალურმა კვლევამ არ აჩვენა ღვიძლის მსუბუქი (საერთო ბილირუბინი >1-დან ≤1.5 ​​x ULN -მდე ან AST >1.5 x ULN) ან ზომიერი (საერთო ბილირუბინი >1.5-დან ≤3.0 x ULN-მდე) …

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

ფურცელი-ჩანართი

სამკურნალო პრეპარატის დასახელება

კაბაზიტაქსელი რომფარმი

20 მგ/მლ კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება

კაბაზიტაქსელი

ფარმაცევტული ფორმა

კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად (სტერილური კონცენტრატი).

შემადგენლობა

კონცენტრატის ერთი მლ შეიცავს 20 მგ კაბაზიტაქსელს.

კონცენტრატის ერთი 3 მლ ფლაკონი შეიცავს 60 მგ კაბაზიტაქსელს.

ცნობილი ეფექტის მქონე დამხმარე ნივთიერებები

სამკურნალო პრეპარატი შეიცავს 395 მგ/მლ უწყლო ეთანოლს, შესაბამისად, თითოეული 3 მლ ფლაკონი შეიცავს 1,185 მგ უწყლო ეთანოლს.

დამხმარე ნივთიერებების სრული ჩამონათვალითვის იხილეთ დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალი ქვემოთ.

დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალი

პოლისორბატი 80

ლიმონმჟავა

ეთანოლი, უწყლო

ფარმაცევტული ჯგუფი და ათქ კოდი

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტინეოპლაზური საშუალებები, ტაქსანები; ათქ კოდი: L01CD04

ღვიძლის უკმარისობის მქონე კიბოს მქონე 43 პაციენტში ჩატარებულმა სპეციალურმა კვლევამ არ აჩვენა ღვიძლის მსუბუქი (საერთო ბილირუბინი >1-დან ≤1.5 ​​x ULN -მდე ან AST >1.5 x ULN) ან ზომიერი (საერთო ბილირუბინი >1.5-დან ≤3.0 x ULN-მდე) ღვიძლის უკმარისობის ფარმაკოკინეტიკაზე გავლენა. კაბაზიტაქსელის მაქსიმალური ტოლერანტული დოზა (MTD) იყო 20 და 15 მგ/მ2, შესაბამისად.

ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე 3 პაციენტში (საერთო ბილირუბინი >3 ULN), დაფიქსირდა კლირენსის 39%–ით შემცირება ღვიძლის მსუბუქი უკმარისობის მქონე პაციენტებთან შედარებით, რაც მიუთითებს ღვიძლის მძიმე უკმარისობის გარკვეულ ეფექტზე კაბაზიტაქსელის ფარმაკოკინეტიკაზე. ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში კაბაზიტაქსელის MTD არ იყო დადგენილი.

უსაფრთხოებისა და ტოლერანტობის მონაცემებზე დაყრდნობით, კაბაზიტაქსელის დოზა უნდა შემცირდეს ღვიძლის მსუბუქი უკმარისობის მქონე პაციენტებში (იხილეთ ნაწილები „დოზირება და გამოყენების წესი“, „განსაკუთრებული გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას“). კაბაზიტაქსელი უკუნაჩვენებია ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში (იხილეთ ნაწილი „უკუჩვენებები“).

თირკმლის უკმარისობა

კაბაზიტაქსელი მინიმალურად გამოიყოფა თირკმლებით (დოზის 2.3%). პოპულაციის ფარმაკოკინეტიკური ანალიზი ჩატარდა 170 პაციენტში, რომლებიც მოიცავდა 14 პაციენტს თირკმლების ზომიერი უკმარისობით (კრეატინინის კლირენსი 30-დან 50 მლ/წთ-მდე) და 59 პაციენტს თირკმლის მსუბუქი უკმარისობით (კრეატინინის კლირენსი 50-დან 80 მლ/წთ დიაპაზონში), აჩვენა, რომ თირკმლების მსუბუქი და ზომიერი უკმარისობა არ ახდენს მნიშვნელოვან ეფექტს კაბაზიტაქსელის ფარმაკოკინეტიკაზე. ეს დადასტურდა სპეციალური შედარებითი ფარმაკოკინეტიკური კვლევით სოლიდური კიბოს მქონე პაციენტებში თირკმლის ნორმალური ფუნქციით (8 პაციენტი), ზომიერი (8 პაციენტი) და მძიმე (9 პაციენტი) თირკმლის უკმარისობით, რომლებმაც მიიღეს კაბაზიტაქსელის რამდენიმე ციკლი ერთჯერადი ი.ვ. ინფუზიით 25 მგ-მდე/მ2.

პრეკლინიკური უსაფრთხოების მონაცემები

გვერდითი რეაქციები არ შეინიშნებოდა კლინიკურ კვლევებში, მაგრამ გამოვლინდა ძაღლებში ერთჯერადი დოზის, 5-დღიანი და ყოველკვირეული შეყვანის შემდეგ ექსპოზიციის უფრო დაბალ დონეზე, ვიდრე კლინიკური ექსპოზიციის დონე, და ჰქონდათ შესაძლო შესაბამისობა კლინიკურ გამოყენებასთან, მოიცავდნენ არტერიოლურ/ პერიარტერიოლურ ნეკროზს ღვიძლში, ნაღვლის სადინარების ჰიპერპლაზიას და/ან ჰეპატოცელულურ ნეკროზს (იხილეთ ნაწილი „დოზირება და გამოყენების წესი“).

გვერდითი რეაქციები, რომლებიც არ გამოვლენილა კლინიკურ კვლევებში, მაგრამ ვირთაგვებში გამოვლინდა განმეორებითი დოზის ტოქსიკურობის კვლევების დროს, კლინიკური ექსპოზიციის დონეებზე მაღალი ექსპოზიციის დონეზე და კლინიკურ გამოყენებასთან შესაძლო შესაბამისობით, მოიცავდა თვალის დარღვევებს, რომლებიც ხასიათდება სუბკაფსულური ლინზის ბოჭკოების შეშუპებით/დეგენერაციით. ეს ეფექტები ნაწილობრივ შექცევადი იყო 8 კვირის შემდეგ.

კაბაზიტაქსელის გამოყენებისას კანცეროგენობის კვლევები არ ჩატარებულა.

კაბაზიტაქსელმა არ გამოიწვია მუტაციები ბაქტერიული რევერსული მუტაციის (Ames) ტესტში. In vitro ტესტში ადამიანის ლიმფოციტებზე მან არ აჩვენა კლასტოგენური აქტივობა (არ აღინიშნა სტრუქტურული ქრომოსომული აბერაციის ინდუქცია, მაგრამ გაიზარდა პოლიპლოიდური უჯრედების რაოდენობა) და გამოიწვია მიკრონუკლეუსის ზრდა in vivo ტესტში ვირთაგვებზე. გენოტოქსიკურობის ეს შედეგები (ანეუგენური მექანიზმით) დამახასიათებელია ნაერთის ფარმაკოლოგიური აქტივობისთვის (ტუბულინის დეპოლიმერიზაციის ინჰიბირება).

კაბაზიტაქსელი არ ახდენდა გავლენას ნამკურნალები მამრი ვირთაგვების შეჯვარებაზე ან ფერტილობაზე. თუმცა, განმეორებითი დოზის ტოქსიკურობის კვლევებში, სათესლე ჯირკვალში სათესლე ბუშტუკის დეგენერაცია და სათესლე ჯირკვლის მილაკების ატროფია დაფიქსირდა ვირთაგვებში, ხოლო სათესლე ჯირკვლის დეგენერაცია (მინიმალური ეპითელური ერთუჯრედიანი ნეკროზი ეპიდიდიმისში) განვითარდა ძაღლებში. ცხოველებში ექსპოზიცია იყო მსგავსი ან უფრო დაბალი, ვიდრე ადამიანებში, რომლებიც იღებდნენ კაბაზიტაქსელის კლინიკურად შესაბამის დოზებს.

კაბაზიტაქსელით გამოწვეული ემბრიოფეტალური ტოქსიკურობა მდედრობითი სქესის ვირთაგვებში, რომლებშიც შეჰყავდათ პრეპარატი ინტრავენურად დღეში ერთხელ ორსულობის მე–6 დღიდან მე–17 დღემდე, რაც დაკავშირებულია დედის ტოქსიკურობასთან და მოიცავდა ნაყოფის სიკვდილს და ნაყოფის საშუალო წონის შემცირებას, რომელიც დაკავშირებულია ჩონჩხის ოსიფიკაციის შეფერხებასთან. ცხოველებში ექსპოზიცია უფრო დაბალი იყო ვიდრე ადამიანებში, რომლებიც იღებდნენ კაბაზიტაქსელის კლინიკურად რელევანტურ დოზებს. კაბაზიტაქსელმა გადაკვეთა პლაცენტური ბარიერი ვირთაგვებში.

ვირთაგვებში კაბაზიტაქსელი და მისი მეტაბოლიტები გამოიყოფა დედის რძეში შეყვანილი დოზის 1.5%-მდე 24 საათის განმავლობაში.

თერაპიული ჩვენებები

კაბაზიტაქსელი რომფარმი პრედნიზონთან ან პრედნიზოლონთან კომბინაციაში ნაჩვენებია პროსტატის მეტასტაზური კასტრაციული რეზისტენტული კიბოს მქონე მოზრდილი პაციენტების სამკურნალოდ, რომლებიც წინასწარ მკურნალობდნენ დოცეტაქსელის შემცველი სქემით.

დოზირება და გამოყენების წესი

კაბაზიტაქსელი რომფარმის გამოყენება უნდა შემოიფარგლოს განყოფილებებში, რომლებიც სპეციალიზირებულია ციტოტოქსიკური საშუალებების გამოყენებაში, და უნდა შეყვანილ იქნეს მხოლოდ იმ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, რომელსაც გააჩნია კიბოს საწინააღმდეგო ქიმიოთერაპიის გამოყენების გამოცდილება. ხელმისაწვდომი უნდა იყოს სერიოზული ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების, როგორიცაა ჰიპოტენზია და ბრონქოსპაზმი, საშუალებები და აღჭურვილობა (იხილეთ ნაწილი "განსაკუთრებული გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას").

პრემედიკაცია

რეკომენდებული პრემედიკაციის რეჟიმი უნდა ჩატარდეს კაბაზიტაქსელი რომფარმის ყოველი შეყვანის წინ სულ მცირე 30 წუთით ადრე შემდეგი ინტრავენური სამკურნალო საშუალებებით ჰიპერმგრძნობელობის რისკისა და სიმძიმის შესამცირებლად:

ანტიჰისტამინური საშუალება (5 მგ დექსქლორფენირამინი ან 25 მგ დიფენჰიდრამინი ან ექვივალენტური საშუალება),

კორტიკოსტეროიდული საშუალება (8 მგ დექსამეტაზონი ან ექვივალენტური საშუალება) და

H2 ანტაგონისტი (რანიტიდინი ან ექვივალენტი) (იხილეთ ნაწილი „განსაკუთრებული გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას“).

რეკომენდებულია ღებინების საწინააღმდეგო პროფილაქტიკა და საჭიროების შემთხვევაში მისი ჩატარება შესაძლებელია პერორალურად ან ინტრავენურად.

მკურნალობის მთელი პერიოდის განმავლობაში საჭიროა პაციენტის ადეკვატური ჰიდრატაციის უზრუნველყოფა, რათა თავიდან იქნეს აცილებული ისეთი გართულებები, როგორიცაა თირკმლის უკმარისობა.

დოზირება

კაბაზიტაქსელი რომფარმის რეკომენდებული დოზა შეადგენს 25 მგ/მ2, რომელიც შეჰყავთ 1– საათიანი ინტრავენური ინფუზიის სახით ყოველ 3 კვირაში ერთხელ 10 მგ პერორალურ პრედნიზონთან ან პრედნიზოლონთან კომბინაციაში, რომლებიც შეჰყავთ ყოველდღიურად მთელი მკურნალობის განმავლობაში.

დოზის კორექტირება

დოზის შეცვლა უნდა მოხდეს იმ შემთხვევაში, თუ პაციენტებს აღენიშნებათ შემდეგი გვერდითი რეაქციები (კლასები შეესაბამება გვერდითი მოვლენების საერთო ტერმინოლოგიის კრიტერიუმებს [CTCAE 4.0]):

ცხრილი 1 - დოზის რეკომენდებული ცვლილებები გვერდითი რეაქციისას პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ კაბაზიტაქსელით

გვერდითი რეაქცია

დოზის ცვლილება

გახანგრძლივებული ≥3 ხარისხის ნეიტროპენია (1 კვირაზე მეტი) მიუხედავად შესაბამისი მკურნალობისა G-CSF-ის ჩათვლით

მკურნალობის გადადება მანამ, სანამ ნეიტროფილების რაოდენობა არ იქნება >1,500 უჯრედი/მმ3, შემდეგ კაბაზიტაქსელის დოზის შემცირება 25 მგ/მ2-დან 20 მგ/მ2-მდე.

ფებრილური ნეიტროპენია ან ნეიტროპენიური ინფექცია

მკურნალობის გადადება გაუმჯობესებამდე ან პრობლემის მოხსნამდე და სანამ ნეიტროფილების რაოდენობა არ იქნება >1,500 უჯრედი/მმ3, შემდეგ კაბაზიტაქსელის დოზის შემცირება 25 მგ/მ2-დან 20 მგ/მ2-მდე.

≥3 ხარისხის დიარეა ან პერსისტული დიარეა მიუხედავად შესაბამისი მკურნალობისა, სითხისა და ელექტროლიტების ჩანაცვლების ჩათვლით

მკურნალობის გადადება გაუმჯობესებამდე ან პრობლემის მოხსნამდე, შემდეგ კაბაზიტაქსელის დოზის შემცირება 25 მგ/მ2-დან 20 მგ/მ2-მდე.

≥2 ხარისხის პერიფერიული ნეიროპათია

მკურნალობის გადადება გაუმჯობესებამდე, შემდეგ კაბაზიტაქსელის დოზის შემცირება 25 მგ/მ2-დან 20 მგ/მ2-მდე.

თუ პაციენტებს უგრძელდებათ რომელიმე ამ რეაქციებიდან 20 მგ/მ2 დოზისას, შეიძლება განიხილებოდეს დოზის შემდგომი შემცირება 15 მგ/მ2-მდე ან კაბაზიტაქსელი რომფარმის მიღების შეწყვეტა. 20 მგ/მ2 დოზის ქვემოთ გამოყენებისას პაციენტებში მონაცემები შეზღუდულია.

სამკურნალო პრეპარატის ერთდროული გამოყენება

თავიდან უნდა იქნეს აცილებული თანმხლები მედიკამენტების გამოყენება, რომლებიც წარმოადგენენ CYP3A-ს ძლიერ ინდუქტორებს ან ძლიერ ინჰიბიტორებს. თუმცა, თუ პაციენტებს ესაჭიროებათ CYP3A ძლიერი ინჰიბიტორის ერთდროული მიღება, უნდა განიხილებოდეს კაბაზიტაქსელის დოზის შემცირება 25%-ით (იხილეთ ნაწილები „განსაკუთრებული გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას“ და „ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო პრეპარატებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები“).

განსაკუთრებული პოპულაციები

ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტები

კაბაზიტაქსელი ინტენსიურად მეტაბოლიზდება ღვიძლში. პაციენტებში ღვიძლის მსუბუქი უკმარისობით (საერთო ბილირუბინი >1-დან ≤1.5–მდე ​​x ნორმის ზედა ზღვარზე (ULN) ან ასპარტატამინოტრანსფერაზა (AST) > 1.5 x ULN) უნდა შემცირდეს კაბაზიტაქსელის დოზა 20 მგ/მ2-მდე. კაბაზიტაქსელის დანიშვნა ღვიძლის მსუბუქი უკმარისობის მქონე პაციენტებში უნდა განხორციელდეს სიფრთხილით და უსაფრთხოების საგულდაგულო მონიტორინგით.

პაციენტებში ღვიძლის ზომიერი უკმარისობით (საერთო ბილირუბინი >1.5-დან ≤ 3.0–მდე x ULN), მაქსიმალური ტოლერანტული დოზა (MTD) შეადგენდა 15 მგ/მ2. თუ მკურნალობა იგეგმება ღვიძლის ზომიერი უკმარისობის მქონე პაციენტებში, კაბაზიტაქსელის დოზა არ უნდა აღემატებოდეს 15 მგ/მ2-ს. თუმცა, ამ დოზის გამოყენებისას ხელმისაწვდომია შეზღუდული ეფექტურობის მონაცემები.

კაბაზიტაქსელი რომფარმი არ უნდა მიეცეს პაციენტებს ღვიძლის მძიმე უკმარისობით (საერთო ბილირუბინი >3 x ULN) (იხილეთ ნაწილები „უკუჩვენებები“, „განსაკუთრებული გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას“ და „ფარმაკოკინეტიკური თვისებები“).

თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტები

კაბაზიტაქსელი მინიმალურად გამოიყოფა თირკმლებით. არ არის საჭირო დოზის კორექცია თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში, რომლებიც არ საჭიროებენ ჰემოდიალიზს. პაციენტებს, რომლებსაც აღენიშნებათ თირკმლის დაავადების ბოლო სტადია (კრეატინინის კლირენსი CLCR< 15 მლ/წთ/1.73 მ2), მათი მდგომარეობის და ხელმისაწვდომი მონაცემების შეზღუდული რაოდენობის გამო, სიფრთხილით უნდა უმკურნალონ და მკურნალობის დროს საგულდაგულოდ დააკვირდნენ (იხილეთ ნაწილი „განსაკუთრებული გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას“ და „ფარმაკოკინეტიკური თვისებები“).

ხანდაზმულები

ხანდაზმულ პაციენტებში კაბაზიტაქსელის გამოყენებისას დოზის სპეციფიკური კორექცია არ არის რეკომენდებული (იხილეთ აგრეთვე ნაწილები „განსაკუთრებული გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას“, „არასასურველი ეფექტები“ და „ფარმაკოკინეტიკური თვისებები“).

პედიატრიული პოპულაცია

არ არსებობს კაბაზიტაქსელი რომფარმის რელევანტური გამოყენება პედიატრიულ პოპულაციაში.

კაბაზიტაქსელი რომფარმის უსაფრთხოება და ეფექტურობა 18 წლამდე ასაკის ბავშვებში და მოზარდებში ჯერ არ არის დადგენილი.

გამოყენების წესი

კაბაზიტაქსელი რომფარმი განკუთვნილია ინტრავენური გამოყენებისთვის.

სამკურნალო პრეპარატის მიღებამდე განზავების შესახებ ინსტრუქციებისთვის იხილეთ ნაწილი „განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები განადგურებისას და სხვა მოხმარებისას“.

PVC საინფუზიო კონტეინერები და პოლიურეთანის საინფუზიო ნაკრებები არ უნდა იქნეს გამოყენებული.

კაბაზიტაქსელი რომფარმი არ უნდა იყოს შერეული სხვა სამკურნალო საშუალებებთან, გარდა იმ პრეპარატებისა, რომლებიც აღნიშნულია ნაწილში „განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები განადგურებისას და სხვა მოხმარებისას“.

უკუჩვენებები

ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ, რომლებიც ჩამოთვლილია ნაწილში 6.1.

ნეიტროფილების 1,500/მმ3-ზე ნაკლები რაოდენობა.

ღვიძლის მძიმე უკმარისობა (საერთო ბილირუბინი > 3 x ULN)

თანმხლები ვაქცინაცია ყვითელი ცხელების ვაქცინით (იხილეთ ნაწილი „ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო პრეპარატებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები“).

არასასურველი ეფექტები

უსაფრთხოების პროფილის შეჯამება

კაბაზიტაქსელის უსაფრთხოება პრედნიზონთან ან პრედნიზოლონთან კომბინაციაში შეფასებული იყო 3 რანდომიზებულ, ღია, კონტროლირებად კვლევაში (TROPIC, PROSELICA და CARD), რომლებშიც მონაწილეობდა 1092 პაციენტი პროსტატის მეტასტაზური კასტრაციული რეზისტენტული კიბოთი, რომლებიც მკურნალობდნენ 25 მგ/მ² კაბაზიტაქსელით ყოველ 3 კვირაში ერთხელ. პაციენტებმა მიიღეს კაბაზიტაქსელის საშუალოდ 6-7 ციკლი.

ამ 3 კვლევის გაერთიანებული ანალიზის შემთხვევები წარმოდგენილია ქვემოთ და ცხრილის ჩამონათვალში.

ყველაზე გავრცელებული ყველა ხარისხის გვერდითი რეაქციები იყო ანემია (99.0%), ლეიკოპენია (93.0%), ნეიტროპენია (87.9%), თრომბოციტოპენია (41.1%), დიარეა (42.1%), დაღლილობა (25.0%) და ასთენია (15.4%). ≥3 ხარისხის ყველაზე ხშირი გვერდითი რეაქციები, რომლებიც გამოვლინდა პაციენტების სულ მცირე 5%-ში, არის ნეიტროპენია (73.1%), ლეიკოპენია (59.5%), ანემია (12.0%), ფებრილური ნეიტროპენია (8.0%) და დიარეა (4.7%).

გვერდითი რეაქციების გამო მკურნალობის შეწყვეტა მსგავსი სიხშირით მოხდა 3 კვლევაში (18.3% TROPIC-ში, 19.5% PROSELICA-ში და 19.8% CARD-ში) პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ კაბაზიტაქსელს. ყველაზე ხშირი გვერდითი რეაქციები (> 1.0%), რომლებმაც გამოიწვია კაბაზიტაქსელის გამოყენების შეწყვეტა, იყო ჰემატურია, დაღლილობა და ნეიტროპენია.

გვერდითი რეაქციების ცხრილის სახით ჩამონათვალი

გვერდითი რეაქციები ჩამოთვლილია ცხრილში 2 ორგანოთა სისტემის კლასის MedDRA სისტემის და სიხშირის კატეგორიების მიხედვით. სიხშირის თითოეულ ჯგუფში, გვერდითი რეაქციები წარმოდგენილია სიმძიმის კლების მიხედვით. გვერდითი რეაქციების ინტენსივობა კლასიფიცირდება CTCAE 4.0-ის მიხედვით (ხარისხი ≥3 = G≥3). სიხშირეები ეფუძნება ყველა ხარისხს და განისაზღვრება, როგორც: ძალიან ხშირი (≥1/10), ხშირი (≥1/100-დან <1/10-მდე); არახშირი (≥1/1,000-დან <1/100-მდე); იშვიათი (≥1/10,000-დან <1/1,000-მდე); ძალიან იშვიათი (<1/10,000); უცნობია (არ შეიძლება შეფასდეს არსებული მონაცემებით).

ცხრილი 2: მოხსენებული გვერდითი რეაქციები და ჰემატოლოგიური დარღვევები კაბაზიტაქსელის გამოყენებისას პრედნიზონთან ან პრედნიზოლონთან კომბინაციაში გაერთიანებული ანალიზიდან (n=1092)

ორგანოთა სისტემის კლასი

გვერდითი რეაქცია

ყველა ხარისხი

ხარისხი ≥3

n (%)

ძალიან ხშირი

ხშირი

არახშირი

ინფექციები და ინვაზიები

ნეიტროპენიური ინფექციები/სეფსისი*

48 (4.4)

42 (3.8)

სეპტიკური შოკი

10 (0.9)

10 (0.9)

სეფსისი

13 (1.2)

13 (1.2)

ცელულიტი

8 (0.7)

3 (0.3)

საშარდე გზების ინფექცია

103 (9.4)

19 (1.7)

გრიპი

22 (2.0)

0

ცისტიტი

22 (2.0)

2 (0.2)

ზედა სასუნთქი გზების ინფექცია

23 (2.1)

0

ჰერპეს ზოსტერი

14 (1.3)

0

კანდიდოზი

11 (1.0)

1 (<0.1)

სისხლისა და ლიმფური სისტემის დარღვევები

ნეიტროპენიაა*

950 (87.9)

790 (73.1)

ანემია

1073 (99.0)

130 (12.0)

ლეიკოპენიაა

1008 (93.0)

645 (59.5)

თრომბოციტოპენიაა

478 (44.1)

44 (4.1)

ფებრილური ნეიტროპენია

87 (8.0)

87 (8.0)

იმუნური სისტემის დარღვევები

ჰიპერმგრძნობელობა

7 (0.6)

0

მეტაბოლიზმის და კვების დარღვევები

მადის დაქვეითება

192 (17.6)

11 (1.0)

დეჰიდრატაცია

27 (2.5)

11 (1.0)

ჰიპერგლიკემია

11 (1.0)

7 (0.6)

ჰიპოკალემია

8 (0.7)

2 (0.2)

ფსიქიატრიული დარღვევები

უძილობა

45 (4.1)

0

შფოთვა

13 (1.2)

0

დაბნეული

12 (1.1)

2 (0.2)

მდგომარეობა

ნერვული სისტემის დარღვევები

დისგევზია

64 (5.9)

0

გემოვნების დარღვევა

56 (5.1)

0

პერიფერიული ნეიროპათია

40 (3.7)

2 (0.2)

პერიფერიული სენსორული ნეიროპათია

89 (8.2)

6 (0.5)

პოლინეიროპათია

9 (0.8)

2 (0.2)

პარესთეზია

46 (4.2)

0

ჰიპესთეზია

18 (1.6)

1 (<0.1)

თავბრუსხვევა

63 (5.8)

0

თავის ტკივილი

56 (5.1)

1 (<0.1)

ლეთარგია

15 (1.4)

1 (<0.1)

იშიაზი

9 (0.8)

1 (<0.1)

თვალის მხრივ დარღვევები

კონიუნქტივიტი

11 (1.0)

0

მომატებული ცრემლდენა

22 (2.0)

0

ყურის და ლაბირინთის დარღვევები

ტინიტუსი

7 (0.6)

0

ვერტიგო

15 (1.4)

1 (<0.1)

გულის დარღვევები *

წინაგულების ფიბრილაცია

14 (1.3)

5 (0.5)

ტაქიკარდია

11 (1.0)

1 (<0.1)

ვასკულური დარღვევები

ჰიპოტენზია

38 (3.5)

5 (0.5)

ღრმა ვენების თრომბოზი

12 (1.1)

9 (0.8)

ჰიპერტენზია

29 (2.7)

12 (1.1)

ორთოსტატული ჰიპოტენზია

6 (0.5)

1 (<0.1)

სიცხის მოულოდნელი შეგრძნება

23 (2.1)

1 (<0.1)

სისხლის მოწოლა

9 (0.8)

0

რესპირატორული, გულმკერდის და შუასაყარის დარღვევები

დისპნოე

97 (8.9)

9 (0.8)

ხველა

79 (7.2)

0

ოროფარინგეალური ტკივილი

26 (2.4)

1 (<0.1)

პნევმონია

26 (2.4)

16 (1.5)

პულმონური ემბოლია

30 (2.7)

23 (2.1)

კუჭ-ნაწლავის დარღვევები

დიარეა

460 (42.1)

51 (4.7)

გულისრევა

347 (31.8)

14 (1.3)

ღებინება

207 (19.0)

14 (1.3)

ყაბზობა

202 (18.5)

8 (0.7)

მუცლის ტკივილი

105 (9.6)

15 (1.4)

დისპეფსია

53 (4.9)

0

მუცლის ზედა ნაწილში ტკივილი

46 (4.2)

1 (<0.1)

ბუასილი

22 (2.0)

0

გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადება

26 (2.4)

1 (<0.1)

რექტალური სისხლდენა

14 (1.3)

4 (0.4)

პირის სიმშრალე

19 (1.7)

2 (0.2)

მუცლის შებერილობა

14 (1.3)

1 (<0.1)

სტომატიტი

46 (4.2)

2 (0.2)

ილეუსი*

7 (0.6)

5 (0.5)

გასტრიტი

10 (0.9)

კოლიტი *

10 (0.9)

5 (0.5)

კუჭ-ნაწლავის პერფორაცია

3 (0.3)

1 (<0.1)

კუჭ-ნაწლავის სისხლდენა

2 (0.2)

1 (<0.1)

კანისა და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები

ალოპეცია

80 (7.3)

0

კანის სიმშრალე

23 (2.1)

0

ერითემა

8 (0.7)

0

ფრჩხილის დაზიანება

18 (1.6)

0

ჩონჩხ–კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის დარღვევები

ზურგის ტკივილი

166 (15.2)

24 (2.2)

ართრალგია

88 (8.1)

9 (0.8)

ტკივილი კიდურებში

76 (7.0)

9 (0.8)

კუნთების სპაზმები

51 (4.7)

0

მიალგია

40 (3.7)

2 (0.2)

გულმკერდის ჩონჩხ–კუნთოვანი ტკივილი

34 (3.1)

3 (0.3)

კუნთოვანი სისუსტე

31 (2.8)

1 (0.2)

გვერდითა არეში ტკივილი

17 (1.6)

5 (0.5)

თირკმლებისა და საშარდე გზების დარღვევები

თირკმლის მწვავე უკმარისობა

21 (1.9)

14 (1.3)

თირკმლის უკმარისობა

8 (0.7)

6 (0.5)

დიზურია

52 (4.8)

0

თირკმლის კოლიკა

14 (1.3)

2 (0.2)

ჰემატურია

205 (18.8)

33 (3.0)

პოლაკიურია

26 (2.4)

2 (0.2)

ჰიდრონეფროზი

25 (2.3)

13 (1.2)

შარდის შეკავება

36 (3.3)

4 (0.4)

შარდის შეუკავებლობა

22 (2.0

0

შარდსაწვეთის ობსტრუქცია

8 (0.7)

6 (0.5)

რეპროდუქციული სისტემის და სარძევე ჯირკვლის დარღვევები

ტკივილი მენჯის არეში

20 (1.8)

5 (0.5)

ზოგადი დარღვევები და შეყვანის ადგილის მდგომარეობები

დაღლილობა

333 (30.5)

42 (3.8)

ასთენია

227 (20.8)

32 (2.9)

პირექსია

90 (8.2)

5 (0.5)

პერიფერიული შეშუპება

96 (8.8)

2 (0.2 )

ლორწოვანის ანთება

23 (2.1)

1 (<0.1)

ტკივილი

36 (3.3)

7 (0.6)

გულმკერდის ტკივილი

11 (1.0)

2 (0.2)

შეშუპება

8 (0.7)

1 (<0.1)

შემცივნება

12 (1.1)

0

სისუსტე

21 (1.9)

0

გამოკვლევები

წონაში დაკლება

81 (7.4)

0

ასპარტატამინო–

ტრანსფერაზას მომატება

13 (1.2)

1 (<0.1)

ტრანსამინაზების მომატება

7 (0.6)

1 (<0.1)

ა დაფუძნებულია ლაბორატორიულ მნიშვნელობებზე

  • იხილეთ დეტალური ნაწილი ქვემოთ

შერჩეული გვერდითი რეაქციების აღწერა

ნეიტროპენია და მასთან დაკავშირებული კლინიკური მოვლენები

ნაჩვენებია, რომ G-CSF-ის გამოყენება ზღუდავს ნეიტროპენიის სიხშირეს და სიმძიმეს (იხილეთ ნაწილები „დოზირება და გამოყენების წესი“ და „განსაკუთრებული გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას“).

≥3 ხარისხის ნეიტროპენიის სიხშირე ლაბორატორიულ მონაცემებზე დაყრდნობით ვარირებდა G-CSF-ის გამოყენების მიხედვით 44.7%-დან 76.7%-მდე, ყველაზე დაბალი სიხშირით აღინიშნა G-CSF პროფილაქტიკის გამოყენებისას. ანალოგიურად, ≥ 3 ხარისხის ფებრილური ნეიტროპენიის სიხშირე მერყეობდა 3.2%-დან 8.6%-მდე.

ნეიტროპენიური გართულებები (მათ შორის ფებრილური ნეიტროპენია, ნეიტროპენიური ინფექცია/სეფსისი და ნეიტროპენიური კოლიტი), რომლებმაც ზოგიერთ შემთხვევაში გამოიწვია ფატალური შედეგი, აღინიშნა პაციენტთა 4.0%-ში პირველადი G-CSF პროფილაქტიკის გამოყენებისას, ხოლო პაციენტების 12.8%-ში – სხვაგვარად.

გულის დარღვევები და არითმიები

გაერთიანებულ ანალიზში, გულის მოვლენები აღინიშნა პაციენტების 5.5%-ში, რომელთაგან 1.1%-ს ჰქონდა ≥3 ხარისხის გულის არითმია. ტაქიკარდიის სიხშირე კაბაზიტაქსელის მიღებისას იყო 1.0%, საიდანაც 0.1%-ზე ნაკლები იყო ≥3 ხარისხის. წინაგულების ფიბრილაციის სიხშირე შეადგენდა 1.3%–ს. გულის უკმარისობის მოვლენები აღინიშნა 2 პაციენტში (0.2%), რომელთაგან ერთს მოჰყვა ფატალური შედეგი. ლეტალური პარკუჭოვანი ფიბრილაცია დაფიქსირდა 1 პაციენტში (0.3%) და გულის გაჩერება 3 პაციენტში (0.5%). მკლევარის მიერ არცერთი არ ჩაითვალა ერთმანეთთან დაკავშირებულად.

ჰემატურია

გაერთიანებულ ანალიზში ყველა ხარისხის ჰემატურიის სიხშირე შეადგენდა 18.8%–ს 25 მგ/მ2 დოზის გამოყენების დროს (იხილეთ ნაწილი „ფარმაკოდინამიკური თვისებები“). დოკუმენტირებისას დამამძიმებელი მიზეზები, როგორიცაა დაავადების პროგრესირება, ინსტრუმენტების გამოყენება, ინფექცია ან ანტიკოაგულაციური/აასს/აცეტილსალიცილის მჟავით თერაპია, გამოვლენილი იყო შემთხვევების თითქმის ნახევარში.

სხვა ლაბორატორიული დარღვევები

გაერთიანებულ ანალიზში, ≥3 ხარისხის სიხშირის ანემია, მომატებული AST, ALT და ბილირუბინი ლაბორატორიული მაჩვენებლების გადახრის საფუძველზე შეადგენდა 12.0%, 1.3%, 1.0% და 0.5%–ს, შესაბამისად.

კუჭ-ნაწლავის დარღვევები

აღინიშნა კოლიტი (ენტეროკოლიტის და ნეიტროპენიური ენტეროკოლიტის ჩათვლით) და გასტრიტი. ასევე მოხსენებულია კუჭ-ნაწლავის სისხლდენა, კუჭ-ნაწლავის პერფორაცია და ილეუსი (ნაწლავის გაუვალობა) (იხილეთ ნაწილი „განსაკუთრებული გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას“).

სუნთქვის დარღვევები

ინტერსტიციული პნევმონიის/პნევმონიტის და ფილტვის ინტერსტიციული დაავადების შემთხვევები, ზოგჯერ ფატალური, მოხსენებულია უცნობი სიხშირით (შეუძლებელია შეფასდეს არსებული მონაცემებით) (იხილეთ ნაწილი „განსაკუთრებული გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას“).

თირკმლებისა და საშარდე გზების დარღვევები

ცისტიტი „რადიაციული გახსენების ფენომენის“ გამო, ჰემორაგიული ცისტიტის ჩათვლით, არახშირად იყო მოხსენებული.

პედიატრიული პოპულაცია

იხილეთ ნაწილი „დოზირება და გამოყენების წესი“.

სხვა განსაკუთრებული პოპულაციები

ხანდაზმულთა პოპულაცია

1092 პაციენტიდან, რომლებიც მკურნალობდნენ 25 მგ/მ2 კაბაზიტაქსელით პროსტატის კიბოს კვლევებში, 755 პაციენტი იყო 65 წლის ან მეტი ასაკის, მათ შორის 75 წელზე უფროსი ასაკის 238 პაციენტი. შემდეგი არაჰემატოლოგიური გვერდითი რეაქციები მოხსენებულია ≥5%-ით მაღალი სიხშირით 65 წლის ან მეტი ასაკის პაციენტებში ახალგაზრდა პაციენტებთან შედარებით: დაღლილობა (33.5% შედარებით 23.7%–თან), ასთენია (23.7 შედარებით 14.2%–თან), ყაბზობა (20.4% შედარებით 14.2%-თან) და დისპნოე (10.3% შედარებით 5.6%-თან) შესაბამისად. ნეიტროპენია (90.9% შედარებით 81.2%-თან) და თრომბოციტოპენია (48.8% შედარებით 36.1%-თან) ასევე 5%-ით მაღალი იყო 65 წლის ან მეტი ასაკის პაციენტებში ახალგაზრდა პაციენტებთან შედარებით. ≥3 ხარისხის ნეიტროპენია და ფებრილური ნეიტროპენია მოხსენებული იყო ასაკის ორივე ჯგუფს შორის ყველაზე მაღალი სხვაობის მაჩვენებლებით (შესაბამისად 14% და 4% უფრო მაღალი ≥ 65 წლის პაციენტებში შედარებით < 65 ლის ასაკის პაციენტებთან) (იხილეთ ნაწილები“დოზირება და გამოყენების წესი“ და ”განსაკუთრებული გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას”).

საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინება

საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინება მნიშვნელოვანია პრეპარატის რეგისტრაციის შემდეგ. ის მუდმივი მონიტორინგის საშუალებას იძლევა სამკურნალო პროდუქტის სარგებელი/რისკის ბალანსზე. ჯანდაცვის სპეციალისტებს სთხოვენ შეატყობინონ ნებისმიერი საეჭვო გვერდითი რეაქცია ეროვნული მოხსენების სისტემის მეშვეობით.

განსაკუთრებული გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას

ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები

ყველა პაციენტს კაბაზიტაქსელის ინფუზიის დაწყებამდე უნდა ჩაუტარდეს პრემედიკაცია (იხილეთ ნაწილი „დოზირება და გამოყენების წესი“).

პაციენტები საგულდაგულოდ უნდა გაკონტროლდნენ ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების გამო, განსაკუთრებით პირველი და მეორე ინფუზიის დროს. ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები შეიძლება განვითარდეს კაბაზიტაქსელის ინფუზიის დაწყებიდან რამდენიმე წუთში, ამიტომ ხელმისაწვდომი უნდა იყოს ჰიპოტენზიის და ბრონქოსპაზმის სამკურნალო საშუალებები და აღჭურვილობა. შეიძლება განვითარდეს მძიმე რეაქციები და მოიცავდეს გენერალიზებულ გამონაყარს/ერითემას, ჰიპოტენზიას და ბრონქოსპაზმს. მძიმე ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები მოითხოვს კაბაზიტაქსელის დაუყოვნებელ შეწყვეტას და შესაბამის თერაპიას. ჰიპერმგრძნობელობის რეაქციის მქონე პაციენტებმა უნდა შეწყვიტონ კაბაზიტაქსელით მკურნალობა (იხილეთ ნაწილი „უკუჩვენებები“).

ძვლის ტვინის დათრგუნვა

შეიძლება განვითარდეს ძვლის ტვინის სუპრესია, რომელიც გამოიხატება ნეიტროპენიის, ანემიის, თრომბოციტოპენიის ან პანციტოპენიის სახით (იხილეთ „ნეიტროპენიის რისკი“ და „ანემია“ ნაწილში „განსაკუთრებული გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას“).

ნეიტროპენიის რისკი

პაციენტებმა, რომლებიც მკურნალობდნენ კაბაზიტაქსელით, შეიძლება მიიღონ პროფილაქტიკური G-CSF, კლინიკური ონკოლოგიის ამერიკული საზოგადოების (ASCO) გაიდლაინების და/ან მიმდინარე ინსტიტუციური გაიდლაინების მიხედვით, რისკის შესამცირებლად ან ნეიტროპენიის გართულებების სამართავად (ფებრილური ნეიტროპენია, გახანგრძლივებული ნეიტროპენია ან ნეიტროპენიური ინფექცია). G-CSF-ით პირველადი პროფილაქტიკა უნდა განიხილებოდეს პაციენტებში მაღალი რისკის კლინიკური ნიშნებით (ასაკი > 65 წელზე მეტი, ცუდი ეფექტურობის სტატუსი, ფებრილური ნეიტროპენიის წინა ეპიზოდები, ფართო წინა რადიაციული პორტები, ცუდი კვების სტატუსი ან სხვა სერიოზული თანმხლები დაავადებები), რომლებიც გახანგრძლივებული ნეიტროპენიის გაზრდილი გართულებებისკენ მათ მიდრეკილებას იწვევს. ნაჩვენებია, რომ G-CSF-ის გამოყენება ზღუდავს ნეიტროპენიის სიხშირესა და სიმძიმეს.

ნეიტროპენია კაბაზიტაქსელის ყველაზე გავრცელებული გვერდითი რეაქციაა (იხილეთ ნაწილი „არასასურველი ეფექტები“). აუცილებელია სისხლის საერთო ანალიზის მონიტორინგი ყოველკვირეულად 1 ციკლის განმავლობაში და მკურნალობის ყოველი ციკლის შემდეგ, რათა საჭიროების შემთხვევაში დოზის კორექტირება მოხდეს.

დოზა უნდა შემცირდეს ფებრილური ნეიტროპენიის ან გახანგრძლივებული ნეიტროპენიის შემთხვევაში, შესაბამისი მკურნალობის მიუხედავად (იხილეთ ნაწილი „დოზირება და გამოყენების წესი“).

პაციენტებს ხელახალი მკურნალობა უნდა ჩაუტარდეთ მხოლოდ მაშინ, როდესაც ნეიტროფილები აღდგება ≥ 1500/მმ3 დონემდე (იხილეთ ნაწილი „უკუჩვენებები“).

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევები

სიმპტომები, როგორიცაა მუცლის ტკივილი და მტკივნეული მგრძნობელობა, ცხელება, მუდმივი ყაბზობა, დიარეა, ნეიტროპენიით ან მის გარეშე, შეიძლება იყოს კუჭ-ნაწლავის სერიოზული ტოქსიკურობის ადრეული გამოვლინება და უნდა შეფასდეს და დაუყონებლივ დაექვემდებაროს მკურნალობას. შესაძლოა საჭირო გახდეს კაბაზიტაქსელით მკურნალობის დაგვიანება ან შეწყვეტა.

გულისრევის, ღებინების, დიარეის და დეჰიდრატაციის რისკი

თუ პაციენტს აღენიშნება დიარეა კაბაზიტაქსელის მიღების შემდეგ, მათ შეიძლება ჩაუტარონ მკურნალობა ხშირად გამოყენებადი დიარეის საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალებებით. შესაბამისი ზომები უნდა იქნეს მიღებული პაციენტების რეჰიდრატაციის მიზნით. დიარეა შეიძლება უფრო ხშირად განვითარდეს იმ პაციენტებში, რომლებმაც ადრე მიიღეს მუცლის და მენჯის არეში რადიაცილი თერაპია. დეჰიდრატაცია უფრო ხშირია 65 წლის და უფროსი ასაკის პაციენტებში. შესაბამისი ზომები უნდა იქნეს მიღებული პაციენტების რეჰიდრატაციისთვის და შრატში ელექტროლიტების, განსაკუთრებით კალიუმის დონის მონიტორინგისა და კორექტირების მიზნით. მკურნალობის გადადება ან დოზის შემცირება შეიძლება საჭირო გახდეს ≥3 ხარისხის დიარეისთვის (იხილეთ ნაწილი „დოზირება და გამოყენების წესი“). თუ პაციენტებს აღენიშნებათ გულისრევა ან ღებინება, მათი მკურნალობა შეიძლება განხორციელდეს ხშირად გამოყენებადი ღებინების საწინააღმდეგო საშუალებებით.

კუჭ-ნაწლავის სერიოზული რეაქციების რისკი

კუჭ-ნაწლავის (GI) სისხლდენა და პერფორაცია, ილეუსი, კოლიტი, ფატალური შედეგის ჩათვლით, მოხსენებულია პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ კაბაზიტაქსელით (იხილეთ ნაწილი „არასასურველი ეფექტები“). სიფრთხილეა რეკომენდებული კუჭ-ნაწლავის გართულებების განვითარების დიდი რისკის ქვეშ მყოფი პაციენტების მკურნალობაში: ნეიტროპენიის მქონე პაციენტები, ხანდაზმულები, აასს-ის, ანტითრომბოციტური თერაპიის ან ანტიკოაგულანტების ერთდროული გამოყენება და ანამნეზში მენჯის ღრუს რადიოთერაპიის ან კუჭ-ნაწლავის დაავადებების, როგორიცაა წყლულები და კუჭ-ნაწლავის სისხლდენა, მქონე პაციენტები.

პერიფერიული ნეიროპათია

პერიფერიული ნეიროპათიის, პერიფერიული სენსორული ნეიროპათიის (მაგ., პარესთეზია, დიზესთეზია) და პერიფერიული მოტორული ნეიროპათიის შემთხვევები აღინიშნა პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ კაბაზიტაქსელს. პაციენტებს, რომლებიც მკურნალობენ კაბაზიტაქსელით, უნდა მიეცეთ რჩევა აცნობონ თავიანთ ექიმს მკურნალობის გაგრძელებამდე, თუ უვითარდებათ ნეიროპათიის სიმპტომები, როგორიცაა ტკივილი, წვა, ჩხვლეტა, დაბუჟება ან სისუსტე. ექიმებმა უნდა შეაფასონ ნეიროპათიის არსებობა ან გაუარესება ყოველი მკურნალობის წინ. მკურნალობა უნდა გადაიდოს სიმპტომების გაუმჯობესებამდე. კაბაზიტაქსელის დოზა უნდა შემცირდეს 25 მგ/მ2-დან 20 მგ/მ2-მდე მუდმივი > 2 ხარისხის პერიფერიული ნეიროპათიის დროს (იხილეთ ნაწილი „დოზირება და გამოყენების წესი“).

ანემია

პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ კაბაზიტაქსელს, ვლინდებოდა ანემია (იხილეთ ნაწილი „არასასურველი ეფექტები“). კაბაზიტაქსელით მკურნალობის დაწყებამდე და თუ პაციენტებს აღენიშნებათ ანემიის ან სისხლის დაკარგვის ნიშნები ან სიმპტომები უნდა შემოწმდეს ჰემოგლობინი და ჰემატოკრიტი. სიფრთხილეა რეკომენდებული პაციენტებში ჰემოგლობინის მაჩვენებლით < 10 გ/დლ და უნდა მოხდეს შესაბამისი ზომების მიღება კლინიკური ჩვენების მიხედვით.

თირკმლის უკმარისობის რისკი

მოხსენებული იყო თირკმლების დარღვევები სეფსისთან, დიარეის, ღებინების და ობსტრუქციული უროპათიის გამო ძლიერ დეჰიდრატაციასთან დაკავშირებით. აღინიშნა თირკმლის უკმარისობა ფატალური შედეგის შემთხვევების ჩათვლით. უნდა იქნეს მიღებული შესაბამისი ზომები მიზეზის დასადგენად და პაციენტების ინტენსიური მკურნალობის შემთხვევაში, თუ ეს მოხდება.

კაბაზიტაქსელით მკურნალობის განმავლობაში უნდა იყოს უზრუნველყოფილი ადეკვატური ჰიდრატაცია. პაციენტს უნდა მიეცეს რჩევა, დაუყოვნებლივ მოახდინოს შეატყობინება შარდის ყოველდღიური მოცულობის ნებისმიერი მნიშვნელოვანი ცვლილების შესახებ. შრატისმიერი კრეატინინი უნდა გაიზომოს საწყის ეტაპზე, ყოველი სისხლის ანალიზისას და როცა პაციენტი აღნიშნავს შარდის გამოყოფის ცვლილებას. კაბაზიტაქსელით მკურნალობა უნდა შეწყდეს თირკმლის ფუნქციის ნებისმიერი დაქვეითების შემთხვევაში ≥CTCAE 4.0 მე-3 ხარისხის თირკმლის უკმარისობამდე.

სუნთქვის დარღვევები

მოხსენებულია ინტერსტიციული პნევმონია/პნევმონიტი და ფილტვის ინტერსტიციული დაავადება, რომლებიც შესაძლოა ასოცირებული იყოს ფატალურ შედეგთან (იხილეთ ნაწილი „არასასურველი ეფექტები“).

თუ ფილტვის მხრივ ახალი ან გაუარესებული სიმპტომები განვითარდება, პაციენტებს უნდა ჩაუტარდეთ საგულდაგულო მონიტორინგი, სასწრაფო გამოკვლევა და სათანადო მკურნალობა. რეკომენდებულია კაბაზიტაქსელით თერაპიის შეწყვეტა დიაგნოზის დადგენამდე. შემანარჩუნებელი ზომების ადრეულმა გამოყენებამ შეიძლება ხელი შეუწყოს მდგომარეობის გაუმჯობესებას. კაბაზიტაქსელით მკურნალობის განახლების სარგებელი გულდასმით უნდა შეფასდეს.

გულის არითმიების რისკი

აღნიშნულია გულის არითმიები, ყველაზე ხშირად ტაქიკარდია და წინაგულების ფიბრილაცია (იხილეთ ნაწილი „არასასურველი ეფექტები“).

ხანდაზმულები

ხანდაზმულებში (≥65 წელზე მეტი ასაკის) შეიძლება უფრო მეტად განვითარდეს გარკვეული გვერდითი რეაქციები, მათ შორის ნეიტროპენია და ფებრილური ნეიტროპენია (იხილეთ ნაწილი „არასასურველი ეფექტები“).

ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტები

კაბაზიტაქსელი რომფარმით მკურნალობა უკუნაჩვენებია პაციენტებში ღვიძლის მძიმე უკმარისობით (საერთო ბილირუბინი >3 x ULN) (იხილეთ ნაწილები „უკუჩვენებები“ და „ფარმაკოკინეტიკური თვისებები“).

დოზა უნდა შემცირდეს პაციენტებისთვის ღვიძლის მსუბუქი (საერთო ბილირუბინი >1-დან ≤1.5 ​​x ULN–მდე ან AST >1.5 x ULN) უკმარისობით (იხილეთ ნაწილები „დოზირება და გამოყენების წესი“ და „ფარმაკოკინეტიკური თვისებები“).

ურთიერთქმედებები

თავიდან უნდა იქნეს აცილებული CYP3A ძლიერ ინჰიბიტორებთან ერთდროული მიღება, რადგან მათ შეუძლიათ გაზარდონ კაბაზიტაქსელის პლაზმური კონცენტრაციები (იხილეთ ნაწილები „დოზირება და გამოყენების წესი“ და ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები). თუ CYP3A-ს ძლიერ ინჰიბიტორთან ერთდროული მიღების თავიდან აცილება შეუძლებელია, უნდა განიხილებოდეს ტოქსიკურობის საგულდაგულო მონიტორინგი და კაბაზიტაქსელის დოზის შემცირება (იხილეთ ნაწილები „დოზირება და გამოყენების წესი“ და „ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო პრეპარატებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები“).

CYP3A-ს ძლიერ ინდუქტორებთან ერთდროული გამოყენება თავიდან უნდა იქნეს აცილებული, რადგან მათ შეუძლიათ შეამცირონ კაბაზიტაქსელის პლაზმური კონცენტრაციები (იხილეთ ნაწილები „დოზირება და გამოყენების წესი“ და „ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო პრეპარატებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები“).

დამხმარე ნივთიერებები

თითოეულ ფლაკონში ეს პრეპარატი შეიცავს 1185 მგ ალკოჰოლს (ეთანოლს), რაც 395 მგ/მლ–ის ექვივალენტურია.

თითოეულ ფლაკონში ამ პრეპარატის რაოდენობა 30 მლ ლუდის ან 12 მლ ღვინოს ექვივალენტურია.

ამ მედიკამენტში ალკოჰოლის რაოდენობა, სავარაუდოდ, გავლენას არ მოახდენს მოზრდილებში და მოზარდებში, და მისი ეფექტი ბავშვებში, სავარაუდოდ, არ იქნება შესამჩნევი. მას შეიძლება ჰქონდეს გარკვეული ეფექტი მცირეწლოვან ბავშვებზე, მაგალითად, ძილიანობა.

ამ მედიკამენტში შემავალ ალკოჰოლს შეუძლია შეცვალოს სხვა მედიკამენტების მოქმედება. აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ სხვა მედიკამენტებს.

თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს ამ პრეპარატის მიღებამდე.

თუ თქვენ ხართ დამოკიდებული ალკოჰოლზე, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს ამ პრეპარატის მიღებამდე.

ამ პრეპარატის დოზა 60 მგ, რომელიც მიიღება 70 კგ წონის მოზრდილის მიერ, გამოიწვევს 17 მგ/კგ ეთანოლის ზემოქმედებას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სისხლში ალკოჰოლის კონცენტრაციის (BAC) მატება დაახლოებით 2.8 მგ/100 მლ-ით. შედარებისთვის, მოზრდილი ადამიანისთვის, რომელიც სვამს ჭიქა ღვინოს ან 500 მლ ლუდს, BAC სავარაუდოდ იქნება დაახლოებით 50 მგ/100 მლ.

კონტრაცეფციის ზომები

მამაკაცებმა უნდა გამოიყენონ კონტრაცეფციის საშუალებები მკურნალობის დროს და კაბაზიტაქსელით მკურნალობის შეწყვეტიდან 4 თვის განმავლობაში (იხილეთ ნაწილი „ფერტილობა, ორსულობა და ლაქტაცია“).

გავლენა ავტოტრანსპორტის მართვისა და მექანიზმების გამოყენების უნარზე

კაბაზიტაქსელს გააჩნია ზომიერი გავლენა სატრანსპორტო საშუალების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე, რადგან შეიძლება გამოიწვიოს დაღლილობა და თავბრუსხვევა. პაციენტებს უნდა ურჩიონ, რომ არ მართონ ავტომობილი ან არ გამოიყენონ მექანიზმები, თუ მკურნალობის დროს აღენიშნებათ ეს გვერდითი რეაქციები.

ფერტილობა, ორსულობა და ლაქტაცია

კონტრაცეფციის ზომები

კაბაზიტაქსელის გენოტოქსიკური რისკის გამო (იხილეთ ნაწილი „პრეკლინიკური უსაფრთხოების მონაცემები“), მამაკაცებმა უნდა გამოიყენონ კონტრაცეფციის ეფექტური მეთოდი მკურნალობის დროს და კაბაზიტაქსელით მკურნალობის შეწყვეტიდან 4 თვის განმავლობაში.

ორსულობა

არ არსებობს მონაცემები კაბაზიტაქსელის ორსულ ქალებში გამოყენების შესახებ. ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა რეპროდუქციული ტოქსიკურობა მატერნოტოქსიკური დოზებით (იხილეთ ნაწილი „პრეკლინიკური უსაფრთხოების მონაცემები“) და რომ კაბაზიტაქსელი კვეთს პლაცენტურ ბარიერს (იხილეთ ნაწილი „პრეკლინიკური უსაფრთხოების მონაცემები“). სხვა ციტოტოქსიკური სამკურნალო საშუალებების მსგავსად, კაბაზიტაქსელმა შეიძლება გამოიწვიოს ნაყოფის დაზიანება ექსპოზიციის მქონე ორსულ ქალებში.

კაბაზიტაქსელი არ არის ნაჩვენები ქალებში გამოყენებისთვის.

ძუძუთი კვება

ცხოველებში არსებულმა ფარმაკოკინეტიკის მონაცემებმა აჩვენა კაბაზიტაქსელის და მისი მეტაბოლიტების ექსკრეცია რძეში (იხილეთ ნაწილი „პრეკლინიკური უსაფრთხოების მონაცემები“).

ფერტილობა

ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ კაბაზიტაქსელი მოქმედებდა რეპროდუქციულ სისტემაზე მამრ ვირთაგვებსა და ძაღლებში ფერტილობაზე რაიმე ფუნქციური ზემოქმედების გარეშე (იხილეთ ნაწილი „პრეკლინიკური უსაფრთხოების მონაცემები“). მიუხედავად ამისა, ტაქსანების ფარმაკოლოგიური აქტივობის, მათი გენოტოქსიკური პოტენციალის ანეუგენური მექანიზმის და ამ კლასის რამდენიმე ნაერთის ზემოქმედების გათვალისწინებით ფერტილობაზე ცხოველთა კვლევებში, მამაკაცის ფერტილობაზე ზემოქმედება არ იყო გამორიცხული ადამიანებში.

რეკომენდებულია, რომ მამაკაცებმა, რომლებიც მკურნალობენ კაბაზიტაქსელით, მკურნალობის დაწყებამდე გაიარონ კონსულტაცია სპერმის კონსერვაციის შესახებ.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო პრეპარატებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები

In vitro კვლევებმა აჩვენა, რომ კაბაზიტაქსელი ძირითადად მეტაბოლიზდება CYP3A-ს მეშვეობით (80% - 90%) (იხილეთ ნაწილი "ფარმაკოკინეტიკური თვისებები").

CYP3A4 ინჰიბიტორები

კეტოკონაზოლის (400 მგ ერთხელ დღეში), CYP3A ძლიერი ინჰიბიტორის, განმეორებითმა მიღებამ გამოიწვია კაბაზიტაქსელის კლირენსის 20%-ით შემცირება, რაც შეესაბამება AUC-ის 25%-ით ზრდას. ამიტომ CYP3A ძლიერი ინჰიბიტორების (მაგ., კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი, კლარითრომიცინი, ინდინავირი, ნეფაზოდონი, ნელფინავირი, რიტონავირი, საქვინავირი, ტელითრომიცინი, ვორიკონაზოლი) ერთდროული მიღება თავიდან უნდა იქნეს აცილებული, რადგან შეიძლება მოხდეს პლაზმაში კაბაზიტაქსელის კონცენტრაციის მომატება (იხილეთ ნაწილები „დოზირება და გამოყენების წესი“ და „განსაკუთრებული გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას“).

აპრეპიტანტის, ზომიერი CYP3A ინჰიბიტორის, ერთდროულმა გამოყენებამ არ მოახდინა გავლენა კაბაზიტაქსელის კლირენსზე.

CYP3A4 ინდუქტორები

რიფამპინის (600 მგ ერთხელ დღეში), რომელიც CYP3A ძლიერი ინდუქტორია, განმეორებით მიღებამ გამოიწვია კაბაზიტაქსელის კლირენსის 21%-ით ზრდა, რაც შეესაბამება AUC-ის შემცირებას 17%-ით. ამიტომ CYP3A ძლიერი ინდუქტორების (მაგ., ფენიტოინი, კარბამაზეპინი, რიფამპინი, რიფაბუტინი, რიფაპენტინი, ფენობარბიტალი) ერთდროული გამოყენება თავიდან უნდა იქნეს აცილებული, რადგან შეიძლება მოხდეს კაბაზიტაქსელის პლაზმური კონცენტრაციის დაქვეითება (იხილეთ ნაწილები „დოზირება და გამოყენების წესი“ და „განსაკუთრებული გამფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას”). გარდა ამისა, პაციენტებმა ასევე თავი უნდა შეიკავონ კრაზანას მიღებისგან.

OATP1B1

In vitro კაბაზიტაქსელი ასევე აინჰიბირებს ორგანული ანიონური სატრანსპორტო პოლიპეპტიდების OATP1B1 სატრანსპორტო ცილებს. OATP1B1 სუბსტრატებთან (მაგ., სტატინები, ვალსარტანი, რეპაგლინიდი) ურთიერთქმედების რისკი შესაძლებელია, განსაკუთრებით ინფუზიის მსვლელობის დროს (1 საათი) და ინფუზიის დასრულებიდან 20 წუთამდე დროის განმავლობაში. რეკომენდებულია დროის ინტერვალი 12 საათი ინფუზიამდე და ინფუზიის დასრულებიდან მინიმუმ 3 საათი OATP1B1 სუბსტრატების გამოყენებამდე.

ვაქცინაციები

ქიმიოთერაპიული საშუალებებით გამოწვეული იმუნოდეფიციტის მქონე პაციენტებში ცოცხალი ან ცოცხალი ატენუირებული ვაქცინების შეყვანამ შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული ან ფატალური ინფექციები. პაციენტებში, რომლებიც იღებენ კაბაზიტაქსელს, თავიდან უნდა იქნას აცილებული ცოცხალი ატენუირებული ვაქცინით ვაქცინაცია. შესაძლებელია მოკლული ან ინაქტივირებული ვაქცინების შეყვანა; თუმცა, ასეთ ვაქცინებზე რეაგირება შეიძლება შემცირდეს.

ჭარბი დოზირება

კაბაზიტაქსელის ანტიდოტი ცნობილი არ არის. დოზის გადაჭარბების მოსალოდნელი გართულებები მოიცავს გვერდითი რეაქციების გამწვავებას, როგორიცაა ძვლის ტვინის სუპრესია და კუჭ-ნაწლავის დარღვევები. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, პაციენტი უნდა იმყოფებოდეს სპეციალიზირებულ განყოფილებაში და საგულდაგულო მონიტორინგის ქვეშ. პაციენტებმა უნდა მიიღონ თერაპიული G-CSF რაც შეიძლება მალე დოზის გადაჭარბების აღმოჩენის შემდეგ. უნდა იქნეს მიღებული სხვა შესაბამისი სიმპტომური ზომები.

განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები განადგურებისას და სხვა მოხმარებისას

კაბაზიტაქსელი უნდა მომზადდეს და შეყვანილ იქნეს მხოლოდ ციტოტოქსიკურ საშუალებებთან მუშაობაში გაწვრთნილი პერსონალის მიერ. ორსული პერსონალი არ უნდა მუშაობდეს სამკურნალო პრეპარატთან. როგორც ნებისმიერი სხვა ანტინეოპლაზური საშუალების შემთხვევაში, სიფრთხილე უნდა იქნეს დაცული კაბაზიტაქსელის ხსნარების დამუშავებისა და მომზადებისას, შემაკავებელი მოწყობილობების, პირადი დამცავი აღჭურვილობის (მაგ., ხელთათმანების) და მომზადების პროცედურების გათვალისწინებით. თუ კაბაზიტაქსელი, მასთან მუშაობის ნებისმიერ ეტაპზე, მოხვდება კანთან კონტაქტში, დაუყოვნებლივ და საფუძვლიანად ჩამოიბანეთ საპნითა და წყლით. თუ მოხდება მისი კონტაქტი ლორწოვან გარსებთან, დაუყოვნებლივ და საფუძვლიანად ჩამოიბანეთ წყლით.

მომზადება ინტრავენური შეყვანისთვის

არ გამოიყენოთ კაბაზიტაქსელი სხვა სამკურნალო პრეპარატებთან ერთად კაბაზიტაქსელის განსხვავებული კონცენტრაციით. კაბაზიტაქსელი რომფარმი შეიცავს 20 მგ/მლ კაბაზიტაქსელს (შესაყვანი მოცულობის მინიმუმ 3 მლ). თითოეული ფლაკონი ერთჯერადი გამოყენებისაა და დაუყოვნებლივ უნდა იქნეს გამოყენებული. გაანადგურეთ ნებისმიერი გამოუყენებელი ხსნარი. დანიშნული დოზის შესაყვანად შეიძლება საჭირო გახდეს კაბაზიტაქსელი რომფარმის ერთზე მეტი ფლაკონი.

საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად განზავების პროცესი უნდა ჩატარდეს ასეპტიკური წესით.

საინფუზიო ხსნარის მომზადება

ნაბიჯი 1

ასეპტიკური წესით ამოიღეთ კაბაზიტაქსელი რომფარმის (რომელიც შეიცავს 20 მგ/მლ კაბაზიტაქსელს) საჭირო მოცულობა, ნემსით აღჭურვილი გრადუირებული შპრიცით. მაგალითად, 45 მგ კაბაზიტაქსელის დოზის მისაღებად საჭიროა 2.25 მლ კაბაზიტაქსელი რომფარმი.

ნაბიჯი 2

შეიყვანეთ 5% გლუკოზის ხსნარის ან ნატრიუმის ქლორიდის 9 მგ/მლ (0.9%) საინფუზიო ხსნარის სტერილურ კონტეინერში, რომელიც არ შეიცავს PVC-ს. საინფუზიო ხსნარის კონცენტრაცია უნდა იყოს 0.10 მგ/მლ-დან 0.26 მგ/მლ-მდე.

ნაბიჯი 3

გამოიღეთ შპრიცი და საინფუზიო ჩანთის ან ბოთლის შიგთავსი აურიეთ წრიული მოძრაობით. საინფუზიო ხსნარი არის გამჭვირვალე უფერო ხსნარი.

ნაბიჯი 4

როგორც ყველა პარენტერალური პროდუქტის შემთხვევაში, მიღებული საინფუზიო ხსნარი გამოყენებამდე ვიზუალურად უნდა შემოწმდეს. ვინაიდან საინფუზიო ხსნარი ზეგაჯერებულია, მან შეიძლება დროთა განმავლობაში განიცადოს კრისტალიზაცია. ამ შემთხვევაში ხსნარი არ უნდა იქნეს გამოყენებული და უნდა გადაგდებულ იქნეს.

საინფუზიო ხსნარი დაუყოვნებლივ უნდა იქნეს გამოყენებული. თუმცა, გამოყენებისას შენახვის დრო შეიძლება იყოს უფრო ხანგრძლივ სპეციფიკურ პირობებში, რომლებიც მითითებულია ნაწილში „ვარგისობის ვადა“.

შეყვანისას რეკომენდებულია 0.22 მიკრომეტრიანი ზომის (ასევე მოიხსენიება როგორც 0.2 მიკრომეტრი) ნომინალური ფოროვანი წვეთოვანშიგა ფილტრის გამოყენება.

არ გამოიყენოთ PVC–ის საინფუზიო კონტეინერები ან პოლიურეთანის საინფუზიო სისტემები კაბაზიტაქსელის მომზადებისა და გამოყენებისთვის.

კაბაზიტაქსელი არ უნდა იყოს შერეული სხვა სამკურნალო საშუალებებთან, გარდა მითითებულისა.

ნებისმიერი გამოუყენებელი სამკურნალო პროდუქტი ან ნარჩენი მასალა უნდა განადგურდეს ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.

შეუთავსებლობა

ეს სამკურნალო პროდუქტი არ უნდა იყოს შერეული სხვა სამკურნალო საშუალებებთან, გარდა იმ პროდუქტებისა, რომლებიც მითითებულია ნაწილში „განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები განადგურებისას და სხვა მოხმარებისას“.

საინფუზიო ხსნარის მომზადებისა და შეყვანისთვის არ უნდა იქნეს გამოყენებული PVC–ის საინფუზიო კონტეინერები ან პოლიურეთანის საინფუზიო სისტემები.

კონტეინერის სახეობა და შიგთავსი

კონცენტრატის 3 მლ უფერო ჰიდროლიზურ I ტიპის მინის ფლაკონში, რომელიც დალუქულია რეზინის საცობით (ბრომობუტილი) და ალუმინის თავსახურით თეთრი პლასტიკური დისკით.

თითოეული მუყაოს კოლოფი შეიცავს ერთჯერადი გამოყენების ფლაკონს.

განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები შენახვისას

ეს სამკურნალო პრეპარატი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ ტემპერატურულ პირობებს.

ვარგისობის ვადა

გაუხსნელი ფლაკონი

30 თვე

გახსნის შემდეგ

თითოეული ფლაკონი არის ერთჯერადი გამოყენებისთვის და უნდა იქნას გამოყენებული გახსნისთანავე. თუ დაუყოვნებლივ არ იქნა გამოყენებული, გამოყენებისას შენახვის დრო და პირობები მომხმარებლის პასუხისმგებლობას წარმოადგენს.

საინფუზიო ტომარაში/ბოთლში საბოლოო განზავების შემდეგ

საინფუზიო ხსნარის ქიმიური და ფიზიკური სტაბილურობა ნაჩვენებია 8 საათის განმავლობაში გარემოს ტემპერატურაზე (15°C - 30°C) 1–საათიანი ინფუზიის დროის ჩათვლით და 48 საათის განმავლობაში მაცივარში, 1–საათიანი ინფუზიის დროის ჩათვლით.

მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით, საინფუზიო ხსნარი დაუყოვნებლივ უნდა იქნეს გამოყენებული. თუ არ იქნა გამოყენებული დაუყოვნებლივ, გამოყენებისას შენახვის დრო და პირობები წარმოადგენს მომხმარებლის პასუხისმგებლობას და, როგორც წესი, არ უნდა აღემატებოდეს 24 საათს 2°C - 8°C ტემპერატურაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც განზავება მოხდა კონტროლირებად და ვალიდირებულ ასეპტიკურ პირობებში.

ლეგალური სტატუსი

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

მწარმოებლის დასახელება და მისამართი

Rompharm Company S.R.L.

Eroilor Street №1A, Otopeni 075100, Ilfov County

რუმინეთი

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი

შპს რომფარმი კომპანი საქართველო

საქართველო, თბილისი, სააკაძის დაღმართი N8, ოფისი N7a

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა