პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანტინეოპლაზური საშუალებები

ირონტუ 100მგ/5მლ ი.ვ. საინფუზიო ხსნარი

Irontu 100mg/5ml IV Solution for Infusion

რეცეპტითინსტრუქცია ქართულადთურქეთი
რისთვის გამოიყენება

ირონტუ ნაჩვენებია შორს წასული კოლორექტალური კიბოს სამკურნალოდ. კომბინაციაში 5-ფტორურაცილთან და ფოლინის მჟავასთან პაციენტებში, შორსწასული დაავადების გამო წინასწარ ჩატარებული ქიმიოთერაპიის გარეშე. მონოთერაპიის სახით პაციენტებში, რომლებშიც 5-ფტორურაცილის შემცველმა მკურნალობის რეჟიმმა მარცხი განიცადა. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ირინოტეკანი (irinotecan)
ფორმა და შეფუთვა
100მგ/5მლ 5მლ კონცენტრატი ი.ვ. საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად ქარვისფერი მინის ფლაკონი №1
მწარმოებელი
Onko Ilaç Sanayi ve Ticaret A.Ş., თურქეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტინეოპლაზური საშუალებები, ტოპოიზომერაზა 1 -ის (TOP1) ინჰიბიტორები
ATC კოდი
L01CE02
რეგისტრაციის ნომერი
რ-043802
რეგისტრირებულია
7 აგვისტო 2025, მოქმედებს 7 აგვისტო 2030-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
Onko Ilaç Sanayi ve Ticaret A.Ş. (თურქეთი)
განმცხადებელი
შპს „ავერსი-ფარმა“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაირონტუ 100მგ/5მლ ი.ვ. საინფუზიო ხსნარი და სხვა წამალი ერთად

ირონტუ 100მგ/5მლ ი.ვ. საინფუზიო ხსნარი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ირონტუ ნაჩვენებია შორს წასული კოლორექტალური კიბოს სამკურნალოდ.

კომბინაციაში 5-ფტორურაცილთან და ფოლინის მჟავასთან პაციენტებში, შორსწასული დაავადების გამო წინასწარ ჩატარებული ქიმიოთერაპიის გარეშე.

მონოთერაპიის სახით პაციენტებში, რომლებშიც 5-ფტორურაცილის შემცველმა მკურნალობის რეჟიმმა მარცხი განიცადა.

ირონტუ კომბინაციაში ცეტუქსიმაბთან ნაჩვენებია ეპიდერმული ზრდის ფაქტორის რეცეპტორის (EGFR)-ექსპრესიული, KRAS ველური ტიპის მეტასტაზური კოლორექტალური კიბოს სამკურნალოდ პაციენტებში, რომლებსაც არ ჩაუტარებიათ წინარე მკურნალობა მეტასტაზური დაავადების გამო ან ირინოტეკანის შემცველი ციტოტოქსიური თერაპიის მარცხის შემდე (იხ. პუნქტი 5.1).

ირონტუ კომბინაციაში 5-ფტორურაცილთან, ფოლინის მჟავასთან და ბევაციზუმაბთან ნაჩვენებია მსხვილი ან სწორი ნაწლავის კიბოს მქონე პაციენტების პირველი-რიგის მკურნალობისათვის.

ირონტუ კომბინაციაში კაპეციტაბინთან ბევაციზუმაბით ან ბევაციზუმაბის გარეშე ნაჩვენებია პირველი რიგის მკურნალობისათვის პაციენტებში მეტასტაზური კოლორექტალური კარცინომით.

მიღების წესი და დოზირება

მონოთერაპიაში (ადრე ნამკურნალევი პაციენტებისათვის):

ირონტუს რეკომენდებული დოზა არის 350 მგ/მ2 ინტრავენური ინფუზიის სახით შეყვანილი 30-90 წუთის განმავლობაში სამ კვირაში ერთხელ (იხ. ქვემოთ „გამოყენების წესი“ და პუნქტები 4.4 და 6.6).

კომბინაციურ თერაპიაში (ადრე არანამკურნალევი პაციენტებისათვის):

ირინოტეკანის უსაფრთხოება და ეფექტურობა კომბინაციაში 5-ფტორურაცილთან (5FU)და ფოლინის მჟავასთან (FA)შეფასდა შემდეგი სქემით (იხ. პუნქტი 5.1):

ირონტუ პლიუს 5-FU/FA 2 კვირაში ერთხელ სქემით.

ირონტუს რეკომენდებული დოზა არის 180 მგ/მ2 2 კვირაში ერთხელ ინტრავენური ინფუზიის სახით შეყვანილი 30-90 წუთის განმავლობაში, რასაც მოსდევს ფოლინის მჟავისა და 5-ფტორურაცილის ინფუზია.

თანმხლები ცეტუქსიმაბის დოზირებისა და გამოყენების წესის სანახავად, იხილეთ აღნიშნული სამკურნალო პროდუქტის შესახებ ინფორმაცია.

ჩვეულებრივ, გამოიყენება ირინოტეკანის იგივე დოზა, რაც გამოყენებული იყო ირინოტეკანის შემცველი წინა რეჟიმის ბოლო ციკლებში. ირინოტეკანი შეყვანია შეიძლება ცეტუქსიმაბის ინფუზიის დასრულებიდან 1 საათის შემდეგ.

ბევაციზუმაბის დოზირებისა და გამოყენების წესის სანახავად, იხილეთ აღნიშნული სამკურნალო პროდუქტის შესახებ ინფორმაცია.

კაპეციტაბინის კომბინაციის დოზირებისა და გამოყენების წესის სნახავად, იხ. პუნქტი 5.1 და შესაბამისი პუნქტები კაპეციტაბინის პრეპარატის მახასიათებლების რეზიუმეშ.

დოზის კორექცია

ირონტუს შეყვანა უნდა მოხდეს ყველა გვერდითი მოვლენის NCI-CTC გრეიდინგის მიხედვით 0 ან 1 ხარისხამდე გამოსწორების (ეროვნული ონკოლოგიის ინსტიტუტის ტოქსიურობის საერთო კრიტერიუმები) და მკურნალობასთან დაკავშირებული ფაღარათის ალაგების შემდეგ.

მომდევნო საინფუზიო თერაპიის დასაწყისში, ირონტუს და 5-FU-ს დოზა, საჭიროების მიხედვით, უნდა შემცირდეს წინა ინფუზიის დროს აღნიშნული, ყველაზე არახელსაყრელი ხარისხის გვერდითი მოვლენის მიხედვით. მკურნალობა უნდა გადაიდოს 1-2 კვირით, მკურნალობასთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენების ალაგებისათვის.

შემდეგი გვერდითი მოვლენების დროს, საჭიროების მიხედვით გამოიყენება ირონტუს და/ან 5-FU-ს დოზის 15%-20%-იანი შემცირება.

ჰემატოლოგიური ტოქსიურობა [ნეიტროპენია მე-4 ხარისხი, ფებრილურინეიტროპენია (ნეიტროპენია ხარისხი 3-4 და ცხელების ხარისხი 2-4), თრომბოციტოპენია და ლეიკოპენია (ხარისხი 4)],

არა-ჰემატოლოგიური ტოქსიურობა (ხარისხი 3-4).

ირინოტეკანთან კომბინაციაში, ცეტუქსიმაბის დოზის მოდიფიკაციის რეკომენდაციები უნდა შესრულდეს სამკურნალო საშუალებისათვისპროდუქციის შესახებ ინფორმაციის შესაბამისად.

ირონტუ/5-FU/FA კომბინაციაში გამოყენებისას ბევაციზუმაბის დოზის კორექციისათვის იხილეთ ბევაციზუმაბის პრეპარატის მახასიათებლების რეზიუმე.

კაპეციტბინთან კომბინაციაში, პაციენტებისათვის 65 წლის ზემოთ, კაპეციტაბინის საწყისი დოზის 800 მგ/მ2-მდე შემცირება რეკომენდებულია პრეპარატ კაპეციტაბინის მახასიათებლების რეზიუმეს მიხედვით. კომბინაციური რეჟიმში დოზის კორექციის რეკომენდაციები იხილეთ კაპეციტაბინის მახასიათებლების რეზიუმეში.

მკურნალობის ხანგრძლივობა

ირონტუთი მკურნალობა უნდა გაგრძელდეს სანამ აღინიშნება დაავადების ობიექტური პროგრესი ან მიურებელი ტოქსიურობა.

განსაკუთრებული პოპულაცია

პაციენტების ღვიძლის დარღვეული ფუნქციით:

მონოთერაპიაში: სისხლში ბილირუბინის დონე (ნორმის ზედა ზღვარზე 3-ჯერ მეტი) (ULN)პაციენტებში ეფექტურობის მაჩვენებლებით ≤2, განსაზღვრავს ირონტუს საწყის დოზას. აღნიშნულ პაციენტებში, ჰიპერბილირუბინემიით და 50%-ზე მაღალი პროთრომბინის დროით, ირინოტეკანის დოზა შემცირებულია (იხ. 5.2) და მაშასადამე ჰეპატოტოქსიურობის რისკი გზარდილია. ამრიგად, პაციენტების აღნიშნულ პოპულაციაში აუცილებელია სისხლის საერთო სანალიზის ყოველკვირეული მონიტორინგი.

პაციენტებში ბილურიბუნის დონით, რომელიც 1.5-ჯერ აღემატება ნორმის ზედა ზღვარს (ULN), ირონტუს რეკომენდებული დოზა არის 350 მგ/მ2,

პაციენტებში, ბილირუბინის დონით, რომელიც1,5-3-ჯერ აღემატება ULN-ს, ირონტუს რეკომენდებული დოზა არის 200 მგ/მ2,

პაციენტებში, ბილირუბინის დონით, რომელიც 3-ჯერ აღემატება ULN-ს ირონტუთი მკურნალობა დაუშვებელია (იხ. 4.3 და 4.4).

ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში, კომბინაციაში ირონტუთი მკურნალობის მონაცემები ხელმისაწვდომი არ არის.

პაციენტები თირკმლის ფუნქციის დარღვევებით: ირონტუს გამოყენება თირკმლის ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტებში რეკომენდებული არ არის, რადგანაც აღნიშნულ პოპულაციაში კვლევები არ ჩატარებულა (იხ. 4.4 და 5.2).

ხანდაზმულები:

ხანდაზმულებში სპეციფიკური ფარმაკოკინეტიკური კვლევები არ ჩატარებულა. თუმცა, აღნიშნულ პოპულაციაში დოზის შერჩევისას სიფრთხილე არის საჭირო, დაქვეითებული ბიოლოგიური ფუნქციების მომატებული სიხშირის გამო. ამ პოპულაციაში უფრო ინტენსიური დაკვირვება არის საჭირო (იხ. 4.4).

პედიატრიული პოპულაცია

ირინოტეკანის გამოყენება ბავშვებში არ შეიძლება. ბავშვებში ირონტუს გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა ჯერ დადგენილი არ არის. მონაცემები ხელმისაწვდომი არ არის.

გამოყენები წესი

სამკურნალო საშუალების შეყვანამდე და მოხმარებამდე აუცილებელი უსაფრთხოების ზომები.

ირონტუ ნაჩვენები მოზრდილებისათვის. განზავების შემდეგ ირონტუს ინფუზია ხდება პერიფერულ ან ცენტრალურ ვენაში.

ირონტუს შეყვანა არ უნდა მოხდეს ინტრავენური ბოლუსური ან ინტრავენური ინფუზიის სახით 30 წუთზე ნაკლები ან 90 წუთზე მეტი დროის განმავლობაში.

ირონტუ ციტოტოქსიურია. განზავებასთან, ლიკვიდაციის განსაკუთრებული ზომებისა და მოხმარების სხვა წესებთან დაკავშირებული ინფორმაციის მისაღებად იხ. პუნქტი 6.6.

უკუჩვენებები

ნაწლავების ქრონიკული ანთებითი დაავადება და/ან ნაწლავების ობსტრუქცია (იხ. 4.4).

ანამნეზში ირინოტეკან ჰიდროქლორიდ ტრიჰიდრატის ან ირონტუს შემადგენლობაში შემავალი ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ მძიმე ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების არსებობა

სიფრთხილის ზომები

ირონტუს გამოყენება შემოიფარგლება მხოლოდ განყოფილებებით, რომლებიც სპეციალიზებულია ციტოტოქსიური ქიმიოთერაპიის გამოყენებაში და მისი შეყვანა ხდება მხოლოდ იმ ექიმის ზედამხედველობის ქვეშ,რომელიც კვალიფიციურია კიბოს საწინააღმდეგო ქიმიოთერაპიის გამოყენებაში.

გვერდითი მოვლენების ბუნებისა და სიხშირის გათვალისწინებით, ირონტუ შემდეგი მოვლენების დროს დაინიშნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსალოდნელი სარგებელი აჭარბებს შესაძლო თერაპიულ რისკებს:

პაციენტებში რისკ ფაქტორით, განსაკუთრებით ისინი მჯო-ს ეფექტურობის მაჩვენებლით = 2.

იშვიათ შემთხვევებში, როდესაც ნაკლებად სავარაუდოა მოხდეს გვერდითი მოვლენების მართვასთან დაკავშირებით რეკომენდაციების გათვალისწინება (სასწრაფო და ხანგრძლივი ფაღარათის საწინააღმდეგო მკურნალობა კომბინირებული სითხის მიღებასთან დაყოვნებული ფაღარათის დაწყებისას). ასეთი პაციენტებისათვის რეკომენდებულია მკაცრი ჰოსპიტალური მეთვალყურეობა.

ირონტუს გამოყენებისას მონოთერაპიის დრის, ის ხშირად ინიშნება 3 კვირაში ერთჯერადი სქემით. მიუხედავად ამისა, ყოველკვირეული დოზის სქემა (იხ. 5.1) შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პაციენტებში, რომელბის უფრო ახლო დაკვირვებას საჭიროებენ და არის მძიმე ნეიტროპენიის განვითარების მაღალი რისკის ქვეშ.

დაყოვნებული ფაღარათი

პაციენტებმა უნდა იცოდნენ ირონტუს შეყვანიდან >24 საათის შემდეგ ან მომდევნო ციკლამდე ნებისმიერ დროს დაყოვნებული ფაღარათის განვითარების რისკის შესახებ. მონოთერაპიაში, პირველი თხევადი განავალის გამოვლენის საშუალო დრო იყო ირონტუს ინფუზიიდან მე-5 დღეს. პაციენტებმა სასწრაფოდ უნდა აცნობონ მკურნალ ექიმს მისი განვითარების შესახებ და დაუყოვნებლივ უნდა დაიწყონ შესაფერისი მკურნალობა.

პაციენტები, ფაღარათის მომატებული რისკით, არიან ისინი, ვისაც ჩატარებული აქვს ადრე მუცლის ღრუს/მენჯის ღრუს რადიოთერაპია, ვისაც აქვს საწყისი ჰიპერლეიკოციტოზი, ეფექტურობის მაჩვენებლით ≥2 და ქალები. სათანადო მკურნალობის გარეშე, ფაღარათი შეიძლება იყოს სიცოცხლისათვი საშიში, განსაკუთრებით თუ პაციენტი არის ნეიტროპენიული.

როგორც კი თხელი განავალი გამოვლინდება, პაციენტბმა უნდა დაიწყოს ელექტროლიტების შემცველი დიდი მოცულობით სითხეების მიღება და შესაფერისი ფაღარათის საწინააღმდეგო თერაპია. ფაღარათის საწინააღმდეგო მკურნალობას დანიშნავს განყოფილება, სადაც ირონტუს შეყვანა მოხდა. საავადმყოფოდან გამოწერის შემდეგ, პაციენტმა უნდა შეიძინოს დანიშნული პრეპარატები, რომ შეძლოს ფაღარათის მკურნალობა მისი გამოვლენისთანავე. გარდა ამისა, პაციენტებმაფაღარათის განვითარების შესახებ უნდა აცნობონ მკურნალ ექიმს ან განყოფილებას, სადაც ირონტუს შეყვანა ხდება.

დღეისათვის რეკომენდებული ანტი-საფაღარათო მკურნალობა მოიცავს მაღალი დოზებით ლოპერამიდს (4 მგ პირველი მიღებისათვის და შემდეგ 2მგ 2 საათში ერთხელ). აღნიშნული თერაპია უნდა გაგრძელდეს 12 საათი ბოლო თხევადი განავლიდან და არ უნდა დაკორექტირდეს. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ლოპერამიდის გამოყენება აღნიშნული დოზებითმომდევნო 48 საათის, პარალიზური გაუვალობის რისკის გამო, ან 12 საათზე ნაკლები პერიოდის განმავლობაში.

გარდა ანტი-საფაღარათო მკურნალობისა, გამოიყენება პროფილაქტიკური ფართო სპექტრის ანტიბიოტიკებით მკურნალობა, როდესაც ფაღარათი მძიმე ნეიტოპრენიასთან არის კავშირში (ნეიტროფილების რაოდენობა <500 უჯრედი/მმ3).

გარდა ანტიბიოტიკებით მკურნალობისა, ფაღარათის მართვისათვის ჰოსპიტალიზაცია რეკომენდებულია შემდეგ შემთხვევებში:

ცხელებასთან ასოცირებული ფაღარათი,

მძიმე ფაღარათი (ინტრავენური ჰიდრატაციის საჭიროებით),

ფაღარათი, რომელიც 48 საათზე მეტ ხანს გრძელდება, მაღალი დოზების ლოპერამიდით თერაპიის დაწყების შემდეგ.

ლოპერამიდი არ გამოიყენება პროფილაქტიკურად, იმ პაციენტებშიც კი, რომლბესაც წინა ციკლების დროსდაყოვნებული ფაღარათი აღენიშნებოდათ.

პაციენტებში მძიმე ფაღარათით, მომდევნო ციკლებისათვის რეკომენდებულია დოზის შემდეცირება (იხ. 4.2).

ჰემატოლოგია

კლინიკურ კვლევებში, NCI CTC 3 და 4 ხარისხის ნეიტროპენიის სიხშირე გაცილებით მაღალი იყო პაციენტებში, რომლებსაც ჩაუტარდაღ მენჯი/მუცლის ღრუს დასხივება, ვიდრე მათში, ვისაც მსგავსი დასხივება არ ჩაუტარებიათ. პაციენტებში, შრატის საერთო ბილირუბინის საწყისი დონით 1.0 მგ/დლ ან მეტი, პირველი ციკლის შემდეგ მე-3 ან მე-4 ხარისხის ნეიტროპენიის განვითარების უფრო დიდი ალბათობა იყო, ვიდრე პაციენტებში, რომელთა ბილირუბინის დონე იყო < 1.0 მგ/დლ.

ირონტუს მკურნალობის დროს რეკომენდებული სისხლის საერთო ანალიზის ყოველკვირეული მონიტორინგი. პაციენტებმა უნდა იცოდნენ ნეიტროპენიის რისკისა და ცხელების მნშვნელობის შესახებ. ფებრილური ნეიტროპენიის (>38oC და ნეიტროფილების რაოდენობა ≤1,000 უჯრედი/მმ3) მკურნალობა სასწრაფოდ უნდა მოხდეს საავადმყოფოშო ფართო სპექტრის ინტრავენური ანტიბიოტიკებით.

პაციენტებში, მძიმე ჰემატოლოგიური მოვლენებით, შემდგომი გამოყენებისათვის რეკომენდებულია დოზის შემცირება (იხ. 4.2).

პაციენტებში მძიმე ფაღარათით არსებობს ინფექციებისა და ჰემატოლოგიური ტოქსიურობის მომატებული რისკი. პაციენტებში მძიმე ფაღარათით, უნდა გაკეთდეს სისხლის საერთო ანალიზი.

ღვიძლის უკმარისობა

უნდა განისაზღვროს ღვიძლის ფუნქციური სინჯების საწყისი დონე და ყოველი ციკლის დაწყებამდე.

პაციენტებში, რომელთა ბილირუბინის მაჩვენებელი აღემატება 1.5-3-ჯერ ULN-ს, კვირაში ერთხელ უნდა გაკეთდეს სისხლის საერთო ანალიზი (იხ. 5.2), აღნიშნულ პოპულაციაში ირონტეკანის კლირენსის შემცირების და ჰემატოტოქსიურობის რისკის მომატების გამო. პაციენტებისათვის ბილირუბინით >3-ჯერ ULN (იხ. 4.3).

გულისრევა და ღებინება

ირონტუთი ყოველი მკურნალობის წინ რეკომენდებულია ღებინების საწინააღმდეგო საშუალებებით პროფილაქტიკური მკურნალობა. გულისრევა და ღებინება ხშირად აღინიშნება. დაყოვნებულ ფაღარათთან დაკავშირებული ღებინების მქონე პაციენტები სასწრაფო უნდა იქნვნენ ჰოსპიტალიზებულნი მკურნალობისათვის.

მწვავე ქოლინერგული სინდრომი

მწვავე ქოლინერგული სინდრომის განვითარებისას (ვლინდება როგორც ადრეული ფაღარათი და სხვადასხვა ნიშანი და სიმპტომი, როგორიცაა ოფლიანობა, სპაზმი მუცელში, მიოზი და ნერწყვდენა), გამოიყენება ატროპინური სულფატი (0.25 მგ კანქვეშ), უკუჩვენების არარსებობის შემთხვევაში (იხ. 4.8).

აღნიშნული სიმპტომები შეიძლება აღინიშნებოდეს ირინოტეკანის ინფუზიის დროს ან მას შემდეგ, და შეიძლება დაკავშირებული იყოს ირინოტეკანის მშობელი ნაერთის ანტიქოლინესტერაზის აქტივობასთან, და მოსალოდნელია განვითარდეს უფრო ხშირად ირინოტეკანის უფრო მაღალი დოზების დროს.

სიფრთხილე აუცილებელია ასთმის მქონე პაციენტებში. პაციენტებში, მწვავე და მძიმე ქოლინერგული სინდრომით, პროფილაქტიკური ატროპინ სულფატის გამოყენება რეკომენდებულია ირონტუს შემდგომ დოზებთან.

სასუნთქი სისტემის დარღვევები

ფილტვების ინტერსტიციული დაავადება, წარმოდგენილი პულმონალური ინფილტრატების სახით არ არის ხშირი ირინოტეკანით მკურნალობის დროს. ფილტვების ინტერსტიციული დაავადება შეიძლება ფატალური იყოს. ფილტვების ინტერსტიციული დაავადების განვიტარებასთან დაკავშირებული რისკ ფაქტორები შეიძლება იყოს პნევმოტოქსიური პრეპაარატების გამოყენება, რადიაციული თერაპია და კოლონია მასტიმულირებელი ფაქტოირები.

აუცილებელია რისკ ფაქტორების მქონე პაციენტების მონიტორინგი რესპირატორული სიმპტომების განვითარებაზე ირინოტეკანის მკურნალობამდე და მკურნალობის დროს.

ექსტრავაზაცია

მაშინ როდესაც ირინოტეკანი არ არის ცნობილი ვეზიკანტი, სიფრთხილე არის საჭირო ექსტრავაზაციის თავიდან ასაცილებლად, ხოლო ინფუზიის ადგილის მონიტორინგი აუცილებელია ანთების ნიშნების განვითარებაზე. ექსტრავაზაციის განვითარების შემთხვევაში, ადგილის გამორეცხვა და ყინულის დადება არის რეკომენდებული.

ხანდაზმულები

დაქვეითებული ბიოლოგიური ფუნქციების მაღალი ალბათობის გამო, განსაკუთრებით ღვიძლის ფუნქციისა, ხანდაზმულ პაციენტებში ირონტუს დოზის შერჩევისას განსაკუთრებული სიფრთხილე არის აუცილებელი (იხ. 4.2).

ნაწლავების ქრონიკული ანთებითი დაავადება და/ან პაციენტების ნაწლავების ობსტრუქციით

ნაწლავების ობსტრუქციის ალაგებამდე არ შეიძლება პაციენტების მკურნალობა ირონტუთი (იხ. 4.3).

თირკმლის ფუნქცია

აღინიშნება შრატის კრეატინინის ან სისხლში შარდოვანა აზოტის მომატება. ფიქსირდება თირკმლის მწვავე უკმარისობის შემთხვევები. აღნიშნული მოვლენები ზოგადად უკავშირდედბა ინფექციის გართულებას ან გულისრევის, ღებინების ან ფაღარათის შედეგად განვითარებულ დეჰიდრატაციას. ასევე აღინიშნება სიმსივნის ლიზისის სინდრომით გამოწვეული თირკმლის ფუნქციის დარღვევის იშვიათი შემთხვევები.

ირადიაციული თერაპია

პაციენტები, რომლებსაც ადრე ჩატარებული აქვთ მეჯის/მუცლის ღრუს დასხივება, ირონტეკანის გამოყენების შემდეგ არიან მიელოსუპრესიის განვითარების მომატებული რისკის ქვეშ. ექიმებმა განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ პაციენტებში, რომლებსაც ადრე აქვთ ჩატარებული ძლირი დასხივება (მაგ. ძვლის ტვინის >25% დასხივება და 6 კვირის განმავლობაში ირინოტეკანით მკურნალობის დაწყება,დე). აღნიშნული პოპულაციაში აუცილებელია დოზის კორექცია (იხ. 4.2).

გულის დარღვევები

ირინოტეკანით მკურნალობის შემდეგ შეიძლება აღინიშნებოდეს მიოკარდიული იშემიის მოვლენები, განსაკუთრებით პაციენტებში გულის არსებული კარდიული დაავადებით, გულის დაავადების სხვა რისკ ფაქტორებით, ან წინა ციტოტოქსიური ქიმიოთერაპიით (იხ. 4.8).

შესაბამისად, რისკ ფაქტორების მქონე პაციენტებში აუცილებელია სათანადო მონიტორინგიმ და ყველა შესაძლო რისკ ფაქტორის (მაგ. სიგარეტის მოწევა, ჰიპერტენზია და ჰიპერლიპიდემია) შესამცირებლად ქმედებები უნდა იქნეს განხორციელებული.

სისხლძარღვოვანი დარღვევები

ირინოტეკანი იშვიათად უკავშირდება თრომბოემბოლიურ მოვლენებს (ფილტვის ემბოლია, ვენური თრომბოზი, და არტერიული თრომბოემბოლი) პაციენტებში მრავლობითი რისკ ფაქტორებით ძირითად სიმსივნესთან ერთად.

იმუნოსუპრესიული ეფექტები/მომატებული მგრძნობელობა ინფექციების მიმართ

ცოცხალი ან ცოცხალი-შესუსტებული ვაქცინების გამოყენებამ, ქიმიოთერაპიული საშუალებებით, ირინოტეკანის ჩათვლით, შესუსტებული იმუნიტეტის მქონე პაციენტებში, შეიძლება გამოიწვიოს მძიმე ან ფატალური ინფექციები. ვაქცინაცია ცოცხალი ვაქცინით მოსარიდებელია პაციენტებში, რომლებიც ირინოტეკანს ღებულობდნენ. შესაძლებელია მკვდარი ან ინაქტივირებული ვაქცინების შეყვანა; თუმცა, მსგავსი ვაქცინების მიმართ პასუხი შეიძლება იყოს შემცირებული.

ტერაპიის დროს და დასრულებიდან სულ მცირე სამი თვის განმავლობაში აუცილებელია კონტრაცეპტული ზომები მიღება (იხ. 4.6).

ირინოტეკანის თანმხლები გამოყენებამ CYP34-ის ძლიერ ინჰიბიტორებთან (მაგ. კეტოკონაზოლი) ან სტიმულატორებთან (მაგ. რიფამპიცინი, კარბამაზეპინი, ფენობარბიტალი, ფენიტოინი, St John’s Wort)შეიძლება შეცვალოს ირინოტეკანის მეტაბოლიზმი და ამიტომ დაუშვებელია (იხ. 4.5).

ირონტუ შეიცავს სორბიტოლს, მისი გამოყენება ფრუქტოზას აუტანლობის დროს არ არის რეკომენდებული. პაციენტებში, ფაღარათთან და/ან ღებინებასთან, ან სეფსისთან დაკავშირებული დეჰიდრატაციის მოვლენებით, აღინიშნებოდა თირკმლის უკმარისობის, ჰიპოტენზიისა და სისხლის მიმოქცევის უკმარისობის იშვიათი შემხვევებით.

არსებული სამკურნალო საშუალების 1 დოზა შეიცავს <1 მმოლ ნატრიუმს, ანუ თითქმის „ნატრიუმის გარეშეა“.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

უკუნაჩვენები თანმხლები გამოყენება (იხ. 4.3)

ყვითელი ცხელების ვაქცინა: ვაქცინების მიმართ ფატალური გენერალიზებული რეაქციების რისკი.

St John’s Wort: ირინოტეკანის აქტიური მეტაბოლიტის, SN-38 პლაზმური დონის დაქვეითება. მცირე ფარმაკოკინეტიკურ კვლევაში (n=5), რომლშიც ირინოტეკანი 350 მგ/მ2 გამოყენებული იყო St John’s Wort (Hypericum perforatum) 900 მგ, 42% აღინიშნებოდა ირინოტეკანის აქტიური მეტაბოლიტის, SN-38 პლაზმური კონცენტრაციების შემცირება. ამრიგად, ირინოტეკანის გამოყენება St John’s Wort-თან ერთად არ შეიძლება.

ცოცხლი შესუსტებული ვაქცინები: ვაქცინების მიმართ გენერალიზებული რეაქციების რისკი, შესაძლოა ფატალური. თანმხლები გამოყენება უკუნაჩვენებია ირინოტეკანით მკურნალობის დროს და ქიმიოთერაპიის შეწყვეტიდან 6 თვის განმავლობაში; თუმცა მსგავსი ვაქცინების მიმართ საპასუხო რეაქცია შეიძლება შემცირდეს.

თანმხლები გამოყენება, რომელიც რეკომენდებული არ არის

ციტოქრომ P450 3A4 (CYP3A4)ძლიერ ინჰიბიტორებთან ან სტიმულატორებთან ერთად გამოყენებამ შეიძლება შეცვალოს ირინოტეკანის მეტაბოლიზმი და ამიტომ უნდა მოვერიდოთ (იხ. 4.4).

ძლიერი CYP3A4 და/ან UGT1A1 მასტიმულირებელი სამედიცინო პრეპარატები: (მაგ. რიფამპიცინი, კარბამაზეპინი, ფენობარბიტალი ან ფენიტოინი):

ირინოტეკანის, SN-38 და SN-38 გლუკურონიდის შემცირებული ექსპოზიციის და შემცირებული ფარმაკოდინამიკური ეფექტების რისკი. რამდენიმე კვლევამ უჩვენა, რომ CYP3A4-მასტიმულირებელი ანტიკონვულსიური სამკურნალო რეპარატების თანმხლები გამოყენება იწვევს ირინოტეკანის, SN-38 და SN-38 გლუკურონიდის შემცირებულ ექსპოზიციას და შემცირებულ ფარმაკოდინამიკურ ეფექტებს. მსგავსი ანტიკონვულსიური სამკურნალო პრეპარატების ეფექტები აისახებოდა SN-39 და SN-38G-ს AUC-ის შემცირებით 50%-ით ან მეტი. გარდა CYP3A4 ფერმენტების სტიმულირებისა, გაძლიერებულმა გლუკურონიდაციამ და გაძლიერებულმა ბილიარულმა სეკრეციამ შეიძლება მნიშვნელოვანი როლი ითაშამოს ირინოტეკანისი და მისი მეტაბოლიტების ექსპოზიციის შემირებაში. ფენიტოინი: კრუნჩხვების გამწვავების რისკი, რაც გამოწვეულია ციტოტოქსიური სამკურნალო პრეპარატებით ფენიტოინის საჭმლის-მომნელებელ ტრაქტში შეწოვის შემცირებით.

ძლიერი CYP3A4 ინჰიბიტორები (მაგ. კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი, ვორიკონაზოლი, პოსაკონაზოლი, პროტეაზა ინჰიბიტორები, კლარიტრომიცინი, ერითრომიცინი, ტელითრომიცინი):

კვლევამ უჩვენა, რომ კეტოკონაზოლის თანმხლებმა გამოყენებამ გამოიწვია APC-ს AUC-ის შემცირება 87%-ით და SN-38-ის AUC-ის მომატება 109%-ით მარტო ირინოტეკანის გამოყენებასთან შედარებით.

UGT1A1 ინჰიბიტორები: (მაგ. ატაზანავირი, კეტოკონაზოლი, რეგორაფენიდი)

SN-38-ის, ირინოტეკანის აქტიური მეტაბოლიტის სისტემური ექსპოზიციის მომატების რისკი. ექიმებმა მხედველობაში უნდა მიიღონ, იმ შემთხვევაში, თუ კომბინირების თავიდან აცილება შეუძლებელია.

სხვა CYP3A4 ინჰიბიტორები (მაგ. კრიზოტინიბი, იდელალისიბი)

ირინოტეკანის ტოქსიურობის მომატებული რისკი, კრიზოტინიბით ან იდელალისიბით ირინოტეკანის დაქვეითებული მეტაბოლიზმის გამო.

გამოიყენება სიფრთხილით

K ვიტამინის ანტაგონისტები: სისხლდენებისა და თრომბოზული მოვლენების მომატებული რისკი სიმსივნური დაავადებების დროს. K ვიტამინის ანტაგონისტების ჩვენებისას, საჭიროა INR (საერთაშორისო ნორმალიზებული თანაფარდობა) ხშირი მონიტორინგი.

გასათვალისწინებეკუ თანმხლები გამოყენება

იმუდეპრესანტები: (მაგ. ციკლოსპორინი, ტაკროლიმუსი): ჭარბი იმუნოსუპრესია ლიმფოროლიერაციის რისკით.

ნეიროკუნთოვანი მაბლოკირებელი საშუალებები: ირინოტეკანსა და ნეიროკუნთოვან მაბლოკირებელ საშუალებებს შორის ურთიერთქმედების გამორიცხვა არ შეიძლება. ვინაიდან ირონტუს გააჩნია ანტიქოლინესტერაზული აქტივობა, ანტიქოლინესტერაზული აქტივობის მქონე სამკურნალო საშუალებებს შეუძლიათ გაახანგრძლივონ სუქსამეთონიუმის ნეიროკუნთოვანი მაბლოკირებელი ეფექტი და გამოიწვიონ არა-მადეპოლარიზებელი სამკურნალო საშუალებების ნეიროკუნთოვანი ბლოკადის ანტაგონზმი.

სხვა კომბინაციები

5-ფტორურაცილი/ფოლინის მჟავა: 5-ფტორურაცილის/ფოლინის მჟავას დამატება კომბინაციურ რეჟიმში არ ცვლის ირინოტეკანის ფარმაკოკინეტიკას.

ბევაციზუმაბი: წამლების ურთიერთქმების კვლევიდან მიღებულმა შედეგებმა უჩვენეს, რომ ირინოტეკანისა და მისი აქტიური SN-38 მეტაბოლიტის ფარმაკოკინეტიკაზე ბევაციზუმაბის მნიშვნელოვან გავლენას არ ახდენს. თუმცა, ეს არ გამორიცხავსმათი ფარმაკოლოგიური თვისებებით განპირობებული ტოქსიურობის მომატებას.

ცეტუქსიმაბი: არ არსებობს დამადასტურებელი ფაქტი იმისა, რომ ირინოტეკანის უსაფრთხოების პროფილზე ზეგავლენას ახდენს ცეტუქსიმაბი ან პირიქით.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ზოგადი რეკომენდაცია

ორსულობის კატეგორია: D

რეპროდუქციული უნარის მქონე ქალები/ კონტრაცეფცია კაცებსა და ქალებში

რეპროდუქციული ასაკის ქალებმა და კაცემბა, მკურნალობის დროს და მკურნალობიდან 1-3 თვის შემდეგ უნდა გამოიყენონ ეფექტური კონტრაცეფცია.

ორსულობა:

ორსულ ქალებში ირინოტეკანის გამოყენების შესახებ ინფორმაცია არ მოიპოვება. ცხოველებში, ირინოტეკანი ავლენს ემბრიოტოქსიურობასა ტერატოგენობას. ამიტომ, ცხოველებზე ჩატარებული კვლევებისა და ირინოტეკანის მოქმედების მექანიზმის საფუძველზე, ირინოტეკანის გამოყენება ორსულობის დროს არ შეიძლება, თუ ამის აუცილებლობა არ არის.

ძუძუთი კვება

ლაქტაციურ ვირთხებში, 14C -ირინოტეკანი ვლინდება რძეში. არ არის ცნობილი გამოიყოფა, თუ არა ირინოტეკანი ადამიანის რძეში. შესაბამისად, მეძუძურ ჩვილებში გვერდითი მოვლენების განვითარების შესაძლებლობის გამო, ირინოტეკანით მკურნალობის პერიოდში ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს (იხ. 4.3).

ფერტილობა

ადამიანებში ფერტილობაზე ირინოტეკანის ზეგავლენის შესახებ მონაცემები არ არსებობს. ცხოველებში ირინოტეკანის მავნე ზეგალენა ნაშიერის ფერტილობაზე დასაბუთებულია (ი. 5.3).

გავლენა ავტომობილის მართვაზე

ირონტუს გააჩნია ზომიერი ზეგალენა ავტომობილის მართასა და მექანიზმებთან მუშაობაზე. პაციენტები გაფრთხილებულნი უნდა იყვნენ თავბრუს და მხედველობის დარღვევის შესაძლებლობის შესახებ, რომლებიც შეიძლება განვითარდეს ირონტუს გამოყენებიდან 24 საათის განმავლობაში. აღნიშნული სიმპტომების განვითარების შემთხვევაში, ავტომობილის მართვა და მექანიზმებთან მუშაობა რეკომენდებული არ არის.

გვერდითი მოვლენები

კლინიკური კვლევები

გვერდითი მოვლენების მონაცემები ინტენსიურად გროვდება მეტასტაზური კოლორექტალური კიბოს კვლევებიდან; სიხშირე ქვემოთ არის წარმოდგენილი.

ყველაზე ხშირი (≥1/10), ირინოტეკანის დოზა-შეზღუდული გვერდითი მოვლენები არის დაყოვნებული ფაღარათი (განვითარებული შეყვანიდან >24 საათში) და სისხლის დარღვევები ნეიტროპენიის, ანემიისა და თრომბოციტოპენიის ჩათვლით.

ნეიტროპენია არის დოზა-შეზღუდული ტოქსიური ეფექტი. ნეიტროპენია იყო შექცევადი და არა კუმულაციური; ყველაზე დაბალი მაჩვენებლის მიღწევის საშუალო დრო იყო 8 დღე, მონოთერაპიასა თუ კომბინაციურ თერაპიაში.

ძალიან ხშირად აღინიშნებოდა მძიმე ტრანზიტორული მწვაე ქოლინერგული სინდრომი. ძირითადი სიმპტომები, როგორც ადრე აღინიშნდა იყო ფაღარათი და სხვა სიმპტომები, როგორიცაა მუცლის ტკივილი, ოფლიანობა, მიოზი და მომატებული ნერწყვდენა ირინოტეკანის ინფუზიის დროს ან ინფუზიიდან 24 საათში განვითარებული. აღნიშნული სიმპტომები გაქრება ატროპინის გამოყენების შემდეგ (იხ. 4.4).

მონოთერაპია

შემდეგი გვერდითი მოვლენები, რომელთა განვითარება შესაძლოა ან სავაურაუდოა დაკავშრებული იყოს ირინოტეკანის გამოყენებასთან, აღინიშნებოდა 765 პაციენტში რეკომენდებულ დოზებზე 350 მგ/მ2 მონოთერაპიის დროს. სიხშირის ჯგუფში, გვერდითი მოვლენები წარმოდგენილია სიმძიმის კლების მიხედვით.

სიხშირე განისაზღვრება შემდეგნაირად: ძალიან ხშირი (≥1/10,), ხშირი (≥1/100; <1/10), არახშირი (≥1/1,000; <1/100), იშვიათი (≥1/10,000; <1/1,000), და ძალიან იშვიათი (<1/10,000); უცნობი (არსებული მონაცემებით დადგენა ვერ ხერხდება).

ირინოტეკანის მონოთერაპიის დროს დაფიქსირებული გვერდითი მოვლენები (350 მგ/მ2 3 კვირაში ერთხელ სქემით)

MedDRA სისტემათა ორგანოების კლასები

სიხშირის კატეგორია

განვითარებული მოვლენები

ინფექციები და ინვაზიები

ხშირი

ინფექცია

უცნობი

ფსევდომემბრანული კოლიტი, სეფსისი

სისხლისა და ლიმფური სისტემის დარღვევები

ძალიან ხშირი

ნეიტროპენია, ანემია

ხშირი

თრომბოციტოპენია, ფებრილური ნეიტროპენია

იმუნური სისტემის დარღვევები

უცნობი

ჰიპერმგრძნობელობის რეაქცია, ანაფილაქსიური რეაქცია

მეტაბოლიზმისა და კვების დარღვევები

ძალიან ხშირი

დეჰიდრატაცია (ფაღარათითა და ღებინებით გამოწვეული), ჰიპოვოლემია, ჰიპომაგნიემია, სიმსივნის ლიზისის სინდრომი, ჰიპოკალიემია, ჰიპონატრიემია

უცნობი

ცნობიერების აშლილობა

ფსიქიატრიული დარღვევები

უცნობი

ქოლინერგული სინდრომი

ნერვული სისტემის დარღვევები

ძალიან ხშირი

მეტყველების ტრანზიტორული დარღვევა, პარესთეზია, სინკოპე

გულის მხრივ დარღვევები

უცნობია

ჰიპერტენზია (ინფუზიის დროს ან შემდეგ); კარდიო ცირკულატორული უკმარისობა*, გულსისხლძარღვოვანი დარღვევები (სტენოკარდია, გულის გაჩერება, მიოკრადიუმის ინფარქტი, მიოკარდიუმის იშემია, ბრადიკარდია)

სისხლძარღვოვანი დარღვევები

უცნობი

ჰიპოტენზია, ალები, თრომბოემბოლიური მოვლენები (არტერიული თრომბოზი, ცერებრალური ინფარქტი, ცერებროვასკულარული მოვლენები, ღრმა თრომბოფლებიტი, ქვედა კიდურების ემბოლია, ფილტვის ემბოლია, თრომბოფლებიტი, ტრომბოზი და უეცარი სიკვდილი), პერიფერული სისხლძარღვოვანი დარღვევა

სასუნთი სისტემის, გულმკერდის, შუასაყრის დარღვევები

უცნობი

ინტერსტიციული ფილტვის დაავადება წარმოდგენილია პულმონალური ინფილტრატების სახით, ქოშინი, სლოკინი

კუჭ-ნაწლავის დარღვევები

ძალიან ხშირი

ფაღარათი, ღებინება, გულისრევა, მუცლის ტკივილი

ხშირი

შეკრულობა

უცნობი

ნაწლავების ობსტრუქცია, გაუვალობა, მეგაკოლონი, კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენები, კოლიტი, ტიფილიტის ჩათვლით, იშემიური და წყლულოვანი კოლიტი, კუჭ-ნაწლავიდან სისხლჩაქცევები, პანკრეასული ფერმენტების სიმპტომატური ან ასიმპტომატური მომატება, ნაწლავების პერფორაცია, კუჭ-ნაწლავის მონილია

ჰეპატობილიარული დარღვევები

ხშირი

სისხლის კრეატინინის, ტრანსამინაზების (SGPT და SGOT)მომატება, ბილირუბინის მომატება, სისხლში ტუტე ფოსფატაზას მომატება

უცნობი

შრატის ტრანსამინაზების (AST და ALT)დონეების მომატება, მომატებული GGTP

კანისა და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები

ძალიან ხშირი

ალოპეცია (შექცევადი)

უცნობი

კანის რეაქციები, გამონაყარი

ჩონჩხკუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის დარღვევები

უცნობი

კუნთების შეკუმშვები და სპაზმები

თირკმლისა და საშარდე გზების დარღვევები

უცნობი

თირკმლის ფუნქციის დარღვევა და თირკმლის მწვავე უკმარისობა, საშარდე გზების ინფექცია

რეპროდუქციული სისტემისა დასარძევე ჯირკვლების დარღვევები

უცნობი

სარძევე ჯირკვლების ტკივილი

ზოგადი დარღვევები და მოვლენები შეყვანის ადგილზე

ძალიან ხშირი

ლორწოვანის ანთება, პირექსია

უცნობი

ინფუზიის ადგილის რეაქციები, ტკივილი, არანორმალური სიარულის მანერა, ექსტრავაზაცია

  • პაციენტებში, ფაღარათთან და/ან ღებინებასთან, ან სეფსისთან დაკავშირებული დეჰიდრატაციის ეპიზოდებით აღინიშნებოდა თირკმლის უკმარისობის, ჰიპოტენზიისა თუ კარდიო ცირკულატორული უკმარისობის არახშირი შემთხვევები.

შერჩეული გვერდითი მოვლენების აღწერილობა (მონოთერაპია)

მძიმე ფაღარათი აღინიშნებოდა პაცინტების 20%-ში, რომლებმაც შეასრულეს ფაღარათის მართვის რეკომენდაციები. შესწავლილი ციკლებიდან, 14% ჰქონდა მძიმე ფაღარათი. საშუალო დრო პირველი თხევადი განავლის დაწყებიდან იყო ირინოტეკანის ინფუზიიდან მე-5 დღეს.

გულისრევა და ღებინება იყო მძიმე პაციენტების დაახლოებით 10%-ში, რომლებიც გულისრევის საწინააღმდეგო საშუალებებით მკურნალობდნენ.

შეკრულობა აღინიშნებოდა პაციენტების <10%-ში.

ნეიტროპენია აღინიშნება 78.7%-ში და მძიმე იყო (ნეიტროფილების რაოდენობა <500 უჯრედი/მმ3) პაციენტების 226%-ში. შეფასებული ციკლებიდა, 18%-ს ჰქონდა ნეიტროფილების რაოდენობა < 1,000 უჯრედი/მმ3 7.6%-ის ჩათვლით ნეიტროფილების რაოდენობით <500 უჯრედი/მმ3. სრული აღდგენა ჩვეულებრივ მიღწეული იყო 22-ე დღისათვის.

ფებრილური ნეიტროპენია აღინიშნებოდა პაციენტების 6.2%-სა და ციკლების 1.7%-ში.

ინფექციები განვითარდა პაციენტების 10.3%-ში (ციკლების 2.5%) და დაკავშირებული იყო მძიმე ნეიტროპენიასთან პაციენტების დაახლოებით 5.3%-ში (ციკლების 1.1%) და გამოიწვია ლეტალური გამოსავალი 2 შემთხვევაში.

ანემია აღინიშნებოდა პაციენტების დაახლოებით 58.7%-ში (8% ჰემოგლობინით <8გ/დლ და 0.9% ჰემოგლობინით <6.5 გ/დლ).

თრომბოციტოპენია (<100,000 უჯრედი/მმ3) აღინიშნებოდა პაციენტების 7.4%-ში და ციკლების 1.8%-ში 0.9% თრომბოციტების რაოდენობით ≤50,000 უჯრედი/მმ3 და ციკლების 0.2%. დაახლოებით ყველა პაციენტმა უჩვენა გაუმჯობესება 22-ე დღისათვის.

მწვავე ქოლინერგული სინდრომი

მძიმე ტრანზიტორული მწვავე ქოლინერგული სინდრომი აღინიშნებოდა პაციენტების 9%-ში, მონოთერაპიით მკურნალობისას.

ასთენია იყო მძმე პაციენტების 10% ნაკლებში მონოთერაპიით მკურნალობისას. ირინოტეკანთან მიზეზობრივი კავშირი დადგენილი არ არის.

პირექსია ინფექციის არარსებობისას და თანმხლები მძიმე ნეიტროპენიის გარეშე, აღინიშნებოდა პაციენტების 12%-ში მონოთერაპიით მკურნალობის დროს.

ლაბორატორიული სინჯები

ტრანსამინაზების, ტუტე ფოსფატაზის ან ბილირუბინის შრატის დონეების ტრანზიტორული და მსუბუქი და ზომიერი მომატება აღინიშნებოდა პაციენტების შესაბამისად 9.2%, 8.1% და 1.8%-ში, ღვიძლის პროგრესული მეტასტაზების არარსებობისას. შრატის კრეატინინის დონის მსუბუქი ან ზომიერი ტრანზიტორული მომატება აღინიშნებოდა პაციენტების 7.3%-ში.

კომბბინაციური თერაპია

არ არსებობს ფაქტები, რომ ირინოტეკანის უსაფრთხოების პროფილზე ზეგავლენას ახდენს ცეტუქსიმაბი ან პირიქით. ცეტუქსიმაბტან კომბინირებისას, დამატებითი გვერდითი მოვლენები იყო ისეთები, რომლებიც მოსალოდნელი იყო ცეტუქსიმაბის დროს (აკნეს მსგავსი გამონაყარი 88%). ცეტუქსიმაბტან კომბინაციაში ირინოტეკანის გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმაციის მისაღებად, იხილეთ პრეპარატების მახასიათებლების რეზიუმეები.

გვერდითი მოვლენები, რომლებიც აღინიშნება პაციენტებში, კაპეციტაბინით მკურნალობისას კომბინაციაში ირინოტეკანთან გარდა კაპეცატბინით მონოთერაპიის დროს განვითარებული მოვლენებისა ან კაპეციტაბინის მონოთერაპიასთან შედარებით უფრო მაღალი სხიშირით გამოვლენილი არის: ძალიან ხშირი, ყველა ხარისხის გვერდითი მოვლენები: თრომბოზი/ემბოლია; ხშირი, ყველა ხარისხის გვერდითი მოვლენები: ჰიპერმგრძნობელობის რეაქცია, გულის იშემია/ინფარქტი; ხშირი, ხარისხი 3 და ხარისხი 4 გვერდითი რეაქციები: ფებრილური ნეიტროპენია. კაპეციტაბინის გვერითი მოვლენების შესახებ სრული ინფორმაციის სანახავად იხილეთ კაპეციტაბინის პრეპარატის მახასიათებლების რეზიუმე.

მე-3 და მე-4 ხარისხის გვერდითი მოვლენები, რომლებიც აღინიშნება პაციენტებში კაპეციტაბინით მკურნალობისას კომბინაციაში ირინოტეკანთან და ბევაციზუმაბთან, იმ მოვლენებთან ერთად, რომლებიც ვლინდება კაპეცატინით მონოთერაპიის დროს ან კაპეციტაბინით მონოთერაპიასთან შედარებით უფრო მაღალი სიხშირით აღინიშნება არის შემდეგ: ხშირი, მე-3 და მე-4 ხარისხის გვერდითი მოვლენები: ნეიტროპენია, თრომბოზი/ემბოლია, ჰიპერტენზია, და გულის იშემია/ ინფარქტი. კაპეციტაბინისა და ბევაციზუმაბისგვერდითი მოვლენების შესახებ სრული ინფორმაციისათვის, იხილეთ კაპეციტაბინისა და ბევაციზუმაბის შესაბამისი პრეპარატის მახასიათებლების რეზიუმეები.

მე-3 ხარისხის ჰიპერტენზია ძირითადი მნინშვნელოვანი რისკი იყო, რომელიც აღინიშნებოდა ბევაციზუმაბის დამატებისას ბოლუსურ ირინოტეკანი/5-FU/FA-სთან.

გარდა ამისა, აღნიშნული რეჟიმით მკურნალობისას, ბოლუსურ ირინოტეკანი/5-FU/FA-თან შედარებით აღინიშნებოდა ქიმიოთერაპიის მე-3/4 ხარისხის გვერდითი მოვლენების, ფაღარათისა და ლეიკოპენიის მცირე მომატება. ბევაციზუმაბთან კომბინაციის დროს განვითარებული გვერდითი მოვლენების შესახებ სრული ინფორმაციისათვის, იხილეთ ბევაციზუმაბის პრეპარატის მახასიათებლების რეზიუმე.

ირინოტეკანი შესწავლილია 5-FU და FA-სთან კომბინაციაში მეტასტაზური კოლორექტალური კიბოს გამო. კლინიკური კვლევებიდან მიღებული გვერდითი მოვლენების უსაფრთხოების მონაცემები უჩვენებენ ძალიან ხშირად განვითარებულ NCI მე-3 და მე-4 ხარისხის შესაძლო ან სავარაუდოდ დაკავშრებულ, MedDRA სისტემათა ორგანოთა კლასების გვერდით მოვლენებს სისხლსა და ლიმფური სისტემის დარღვევებში, კუჭ-ნაწლავის დარღვევებში, და კანისა და კანქვეშა ქსოვილის დარღვევებში.

შემდეგი გვერდითი მოვლენები, რომლებიც შესაძლოა და სავარაუდოდა დაკავშირებული იყოს ირინოტეკანის გამოყენებასთან, აღინიშნებოდა 145 პაციენტში ირინოტეკანით მკურნალობისას 5FU/FA-სთან კომბინაციაში, 2 კვირაში ერთხელ სქემით, რეკომენდებულ დოზაზე 180 მგ/მ2.

ირინოტეკანის კომბინაციური თერაპიის დროს დაფიქსირებული გვერდითი მოვლენები (180 მგ/მ2 2 კვირაში ერთხელ სქემით)

MedDRA სისტემათა ორგანოების კლასები

სიხშირის კატეგორია

განვითარებული მოვლენები

ინფექციები და ინვაზიები

ხშირი

ინფექცია

სისხლისა და ლიმფური სისტემის დარღვევები

ძალიან ხშირი

თრომბოციტოპენია,

ნეიტროპენია, ანემია

ხშირი

ფებრილური ნეიტროპენია

მეტაბოლიზმისა და კვების დარღვევები

ძალიან ხშირი

დაქვეითებული მადა

ნერვული სისტემის დარღვევები

ძალიან ხშრი

ქოლინერგული სინდრომი

კუჭ-ნაწლავის დარღვევები

ძალიან ხშირი

ფაღარათი, ღებინება, გულისრევა

ხშირი

მუცლის ტკივილი, შეკრულობა

კანისა და კაქვეშა ქსოვილის დარღვევები

ძალიან ხშირი

ალოპეცია (შექცევადი)

ზოგადი დარღვევები და მოვლენები შეყვანის ადგილსდ

ძალიან ხშირი

ლორწოვანი ანთება, ასთენია

ხშირი

პირექსია

კვლევები

ძალიან ხშირი

მომატებული ტრანსამინაზები (ალტ და ასტ), სისხლში ბილირუბინის, ტუტე ფოსფატაზის მომატება

შერჩეული გვერდითი მოვლენების აღწერილობა (კომბინაციური თერაპია)

მძიმმე ფაღარათი აღინიშნებოდა პაციენტებიწ 13.1%-ში, რომლებიც იცავდნენ ფაღარათის მართვის რეკომენდაციებს.

შესწავლილი ციკლებიდან, 3.9%-ს ჰქონდა მძიმე ფაღარათი. აღინიშნებოდა ძლიერი გულისრევისა და ღებინების უფრო დაბალი სიხშირე (პაციენტების 2.1% და 2.8% შესაბამისად).

შეკრულობა დაკავშირებული ირინოტეკანთან და ლოპერამიდთან აღინიშნებოდა პაციენტების 3.4%-ში.

ნეიტროპენია აღინიშნებოდაპაციენტების 82.5% და იყო მძიმე (ნეიტროფილების რაოდენობა <500 უჯრედი/მმ3) პაციენტების 9.8%-ში. შესწავლილი ციკლებიდამ. 67.3%-ს ჰქონდათ ნეიტროფილების რაოდენობა < 1,000 უჯრედი/მმ3 ჩათვლით 2.7%-ისა ნეიტროფილების რაოდენობით <500 უჯრედი/მმ3. საერთო აღდგენა ჩვეულებრივ აღინიშნებოდა 7-8 დღის განმავლობაში.

ცხელება მძიმე ნეიტროპენიით აღინიშნებოდა პაციენტების 3.4%-ში და ციკლების 0.9%-ში.

ინფექციები აღინიშნებოდა პაციენტების 2%-ში (ციკლების 0,5%) და დაკავშირებული იყო მძიმე ნეიტროპენიასთან პაციენტების დაახლოებით 2.1%-ში (ციკლების 0.5%) დაგამოიწვია ლეტალური შედეგი 1 შემთხვევაში.

ანემია აღინიშნებოდა პაციენტების 97.2%-ში (2.1% ჰემოგლობინით <8 გ/დლ).

თრომბოციტოპენია (<100,000 უჯრედი/მმ3) აღინიშნებოდა პაციენტების 32.6%-სა და ციკლების 21.8%-ში. მძიმე თრომბოციტოპენია (<500,000 უჯრედი/მმ3) არ აღინიშნებოდა.

მწვავე ქოლინერგული სინდრომი

მძიმე ტრანზიტორული მწვავე ქოლლინერგული სინდრომი აღინიშნებოდა პაციენტების 1.4%-ში კომბინაციურ თერაპიის დროს.

ასთენია იყო მძიმე პაციენტების 6.2%-ში კომბინაციური თერაპიის დროს. ირინოტეკანთან მიზეზობრივი კავშირი დადგენილი არ არის.

პირექსია ინფექციის არარსებობისას და მძიმე თანმხლები ნეიტროპენიის გარეშე, აღინიშნებოდა პაციენტების 6.2%-ში კომბინაციური თერაპიის დროს.

ლაბორატორიული სინჯები

შრატში SGPT, SGOT, ტუტე ფოსფატაზის ან ბილირუბინის დონეების ტრანზიტორულ მომატება (ხარისხი 1 და 2) აღინიშნებოდა პაციენტებში შესაბამისად 15%, 11%, 11% და 10%-ში, ღვიძლის მძიმე პროგრესული მეტასტაზების გარეშე. მე-3 ხარისხის ტრანზიტორული მომატება აღინიშნებოდა პაციენტების შესაბამისად 0%, 0%, 0% და 1%-ში. მე-4 ხარისხის მატება არ აღინიშნებოდა.

ამილაზას და/ან ლიპაზას მომატება ძალიან იშვიათად აღინიშნებოდა.

ასევე აღინიშნებოდა, უმეტესად ფაღარათთან და ღებინებასთან დაკავშირებული ჰიპოკალიემიისა და ჰიპონატრიემიის იშვიათი შემთხვევები.

კლინიკურ კვლევებში, ირინოტეკანის გამოყენებისას აღინიშნებოდა წამალთან დაკავშირებული შემდეგი მოვლენები: ტკივილი, სეფსისი, ანორექტალური დაზიანება, კუჭ-ნაწლავის კანდიდოზური ინფექცია, ჰიპომაგნიემია, გამონაყარი, კანის ნიშნები, სიარულის მანერის დარღვევა, ცნობიერების აშლილობს, თავის ტკივილი, სინკოპე, ალები, ბრადიკარდია, საშარდე გზების ინფექცია, ტკივილი გულმკერდში, მომატებული გამა-გლუტამილტრანსფერაზა, ექსტრავაზაცია, და სიმსივნის ლიზისის სინდრომი, გულ-სისხლძარღოვანი დაავადება (სტენოკარდია, გულის გაჩერება, მიოკარდიუმის ინფარქტი, მიოკარდიუმის იშემია, პერიფერული სისხლძარღვოვანი დაავადება, სისხლძარღვოვანი დაავადება) და თრომბოემბოლიური მოვლენები (არტერიული თრომბოზი, თავის ტვინის ინფარქტი, ცერებროვასკულარული მოვლენა, ღრმავენის თრომბოზი, პერიფერული ემბოლია, ფილტვის ემბოლია, თრომბოფლებიტი, თრომბოზი, და უეცარი სიკვდილი) (იხ. 4.4).

პოსტ-მარკეტინგული დაკვირვება

პოსტ-მარკეტინგული დაკვირვებიდან მიღებული სიხშირეები უცნობია (არსებული მონაცემებით შეფასება ვერ ხერხდება).

MedDRA სისტემათა ორგანოების კლასები

მოვლენები

ინფექციები და ინვაზიები

ფსევდომემბრანული კოლიტი, რომელიც ბაქტერიოლოგიურად დადასტურდა (Clostridium difficile)

187452015684500სეფსისი

199834515367000სოკოვანი ინფექციები

ვირუსული ინფექციები

სისხლისა და ლიმფური სისტემის დარღვევები

თრომბოციტოპენია ანტითრომბოციტური ანტისხეულებით

იმუნური სისტემის დარღვევები

ჰიპერმგრძნობელობა

ანაფილაქსიური რეაქცია

მეტაბოლიზმისა და კვების დარღვევები

დეჰიდრატაცია (ფაღარათით და ღებინებით გამოწვეული)

ჰიპოვოლემია

ნერვული სისტემის დარღვევები

მეტყველების დარღვევა, ტრანზიტორული, ზოგიერთ შემთხვევაში მოვლენა დაკავშირებული იყო ქოლინერგულ სინდრომთან, რომელიც აღინიშნებოდა ირინოტეკანის ინფუზიის დროს ან მას შემდეგ

პარესთეზიები

კუნთების უნებლიე შეკუმშვები

გულის დარღვევები

28651201016000გულ-სისხლძარღვოვანი უკმარისობა

ჰიპერტენზია (ინფუზიის დროს ან მას შემდეგ)

სისხლძარღვოვანი დარღვევები

130175013970000

ჰიპოტენზია

სუსუნთქი სისტემის, გულმკერდისა და შუასაყრის დარღვევები

ფილტვების ინტერსტიციული დაავადება, წარმოდგენილი ფილტვების ინფილტრაციის სახით ხშირი არ არის ირინოტეკანის თერაპიის დრო; აღინიშნებოდა ადრეული მოვლენები, როგორიცაა ქოშინი (იხ. 4.4).

ქოშინი (იხ. 4.4)

კუჭ-ნაწლავის დარღვევები

ნაწლავების ობსტრუქცია

გაუვალობა: გაუვალობის შემთხვევები, რომელიც წინ უსწრებდა კოლიტს

მეგაკოლონი

გასტროინტესტინალური სისხლჩაქცევები

კოლიტი; ზოგიერთ შემთხვევაში, კოლიტი გართულდა დაწყლულებით, სისხლდენით, გაუვალობით ან ინფექციით.

ტიფილიტი

იშემიური კოლიტი

წყლულოვანი კოლიტი

ჰეპატობილიარული დარღვევები

სტეატოჰეპატიტი

ღვიძლის სტეატოზი

კანი და კანქვეშქ ქსოვილის დარღვევები

კანის რეაქცია

სპაზმები

თირკმლისა და საშარდე გზების დარღვევები

135890056070500202565070675500თირკმლის დისფუნქცია და თირკმლის მწვავე უკმარისობა პაციენტებში, რომლებიც დაინფიცირდნენ და/ან აღენიშნებათ დეჰიდრატაცია მძიმე გასტროინტესტინალური ტოქსიურობის გამო

თირკმლის უკმარისობა

ზოგადი დარღვევები და მოვლენების შეყვანის ადგილას

რეაქციების ინფუზიის ადგილას

გამოკვლევები

ამილაზას მომატება

ლიპაზას მომატება

ჰიპოკალიემია

ფაღარათთან და ღებინებასთან დაკავშირებული ჰიპონატრიემია

ტრანსამინაზის მომატება (მაგ. ასტ და ალტ)

  • 203201206500 მაგ. Pneumocystis jirovecii პნევმონია, ბრონქოპულმონალური ასპერგილოზი, სისტემური კადიდოზი.

მაგ. ჰერპეს ზოსტერი, influenza, B ჰეპატიტის რეაქტივაცია, ციტომეგალოვირუსული კოლიტი.

  • 12701206500აღინიშნებოდა თირკმლის უკმარისობის, ჰიპოტენზიის ან კარდიო ცირკულატორული უკმარისობის იშვიათი შემთხვევები

საეჭვო გვერდითი მოვლენების შეტყობინება

სამკურნალო პრეპარატის ავტორიზაციის შემდეგ საეჭვო გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება მნიშვნელოვანია. ის სამედიცინო პრეპარატის სარგებელი/რისკის ბალანსის მონიტორინგის გაგრძელების საშუალებას იძლევა.

ჭარბი დოზა

აღინიშნებოდა ჭარბი დოზირების შემთხვევები დოზებზე, რომლებიც დაახლოებით ორჯერ აღემატებოდა რეკომენდებულ თერაპიულ დოზებს, და შეიძლება იყოს ფატალური. ყველზე მნიშვნელოვანი გვერდითი მოვლენა იყო მძიმე ნეიტროპენია და მძიმე ფაღარათი. ირინოტეკანის ანტიდოტი ცნობილი არ არის.აუცილებელია დაიწყოს ფაღარათით გამოწვეული დეჰიდრატაციის პრევენცია და ნებისმიერი ინფექციური გართულების მკურნალობა.

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერება არის ირინოტეკან ჰიდროქლორიდ ტრიჰიდრატი.

კონცენტრატის 1 მლ შეიცავს 20 მგ ირინოტეკან ჰიდროქლორიდ ტრიჰიდრატს (17.33 მგ ირინოტეკანის ექვივალენტური)

ერთი 5 მლ-იანი ფლაკონი შეიცავს 100 მგ ირინოტეკან ჰიდროქლორიდ ტრიჰიდრატი.

სხვა ინგრედიენტები არის სორბიტოლი (E420), რძემჟავა, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, ჰიდროქლორმჟავა და საინიექციო წყალი.

როგორ გამოიყურება ირონტუ 100 მგ/5 მლ ინტრავენური საინფუზიო ხსნარი და შედის შეფუთვაში:

ირონტუ 100 მგ/5 მლ საინფუზიო ინტრავენური ხსნარი არის გამჭვირვალე, ღია ყვითელი ფერის, 1 ტიპის ქარვისფერი შუშის ფლაკონი დახურული ნაცრისფერი ქლორობუტილ რეზინის საცობით და ალუმინის მოსახევი წითელ პლომბიანი ფლაკონები 5 მლ ხსნარით.

შეფუთვის ზომა: 5 მლ

გაცემის რეჟიმი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

მარკეტინგული ავტორიზაციის მფლობელი და მწარმოებელი

მარკეტინგული ავტორიზაციის მფლობელი

Onko İlaç Sanayi ve Ticaret A.Ş

Gebze OSB2 Mah. 1700. Sk. No: 1703/2

Çayırova/Kocaeli/თურქეთი

ტელეფონი: 0850 250 66 56

ელ-ფოსტა: [email protected]

შენახვის პირობები

ინახება არა უმეტეს 250C ტემერატურაზე. ინახეთ ორიგინალურ შეფუთვაში, სინათლისაგან დაცულ ადგილას.

სამკურნალო პრეპარატის შენახვის პირობები იხ. 6.3.

კონტეინერი

ირონტუ შევსებულია 6 R ტიპის I ქარვისფერ შუშაში ნაცრისფერი ქლორობუტილ რეზინის საცობით და ალუმინის მოსახევი ფორთოხლისფერი პლომბით.

მოხმარებისა და ლიკვიდაციის განსაკუთრებული მითითებანი

სხვა ანტინეოპლატიური პრეპარატების მსგავსად, ირონტუს მომზადება და მოხმარება სიფრთხილიღ უნდა მოხდეს. გამოიტენება დამცავი საკანი და დამცავი ხელთათმანები, ისევე როგორც დამცავი წინსაფარი. თუ დამცავი საკანი ხელმისაწვდომი არ არის, გამოიყენება პირის დასაფარი საშუალება და დამცავი სათვალეები.

ირინოტეკანი ხსნარის ან საინფუზიო ხსნარის კანთან კონტაქტის შემთხვევაში, კარგად დაიბანეთ საპნითა და წყლით. ირინოტეკანის ხსნარის ან საინფუზიო ხსნარის ლორწოვან გარსებთან კონტაქტის შემთხვევაში, სასწრაფოდ ჩამოიბანეთ წყლით.

მომზადება ვენაში შესაყვანად

სხვა საინიექციო პრეპარატის მსგავსად, ირინოტეკანის ხსნარი მზადდება ასეპტიკურად (იხ. 6.3).

ფლაკონში ნალექის არსებობისას პრეპარატი ლიკვიდირებულ უნდა იქნეს ციტოტოქსიური პრეპარატების ლიკვიდაციის სტანდარტების შესაბამისად.

ფლაკონიდან, ასეპტიკური წესების დაცვით ამოიღეთ ირინოტეკანის საჭირო რაოდენობა კალიბრირებული შპრიცით და შეიყვანეთ 250 მლ საინფუზიო პარკში ან ბოთლში, რომელიც შეიცავს 0.9%-იან ნატრიუმის ქლორიდის ხსნარს ან 5%-იან გლუკოზის ხსნარს. შემდეგ ხელით როტაციით აურიეთ.

ლიკვიდაცია

ერთჯერადი გამოყენებია

ნებისმიერი გამოუყენებელი სამკურნალო პრეპარატის თუ ნარჩენი მასალის ლიკვიდაცია უნდა მოხდეა ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.

განზავებისა და შეყვანისათვის გამოყენებული ყველა მასალა უნდა განადგურდეს ციტოტოქსიური საშუალებებისათვის გამოყენებული საავადმყოფოს სტანდარტული პროცედურების შესაბამისად.

გაცემის რეჟიმი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

საბაზრო ნებართვის მფლობელი

Onko İlaç Sanayi ve Ticaret A.Ş

Gebze OSB2 Mah. 1700. Sk. No: 1703/2

Çayırova/Kocaeli/თურქეთი

ტელეფონი: 0850 250 66 56

ელ-ფოსტა: [email protected]

საბაზრო ნებართვის ნომრები

პირველი ნებართვის თარიღი / განახლების ნებართვის თარიღი

პირველი ნებართვის თარიღი

ნებართვის განახლების თარიღი

ტექსტის განახლების თარიღი

ფარმაკოლოგიური თვისებები

სიმსივნის საწინააღმდეგო სხვა საშუალებები

ათქ კოდი: L01XX19

კვლევების მონაცემები

ირინოტეკანი არის კამპტოთეკინის ნახევრად-სინთეზური წარმოებული. ის არის სიმსივნის საწინააღმდეგო საშუალება, რომელიც მოქმედებს დნმ ტოპოიზომერაზა I-ს სპეციფიკური ინჰიბიტორის სახით. ის მეტაბოლიზდება კარბოქსილესთერაზათი ქსოვილების უმრავლესობაში SN-38-მდე, რომელიც უფრო აქტიურია ვიდრე ირინოტეკანი გასუფთავებულ ტოპოიზომერაზას I-ში და უფრო ციტოტოქსიური, ვიდრე ირინოტეკანი ვირთხის და ადამიანის რამდენიმე სიმსივნური უჯრედების ხაზის წინააღმდეგ. ირინოტეკანით ან SN-38-ით დნმ ტოპოიზომერაზა I-ს ინჰიბირება ასტიმულირებს ერთ-ჯაჭვიანი დნმ-ის კერებს, რომლებიც აბლოკირებენ დნმ-ის რეპლიკაციას და ციტოტოქსიურობაზე არიან პასუხისმგებელნი. ციტოტოქსიური აქტივობა არის დამოკიდებული დროზე და სპეციფიკური იყო S ფაზისათვის.

In vitro, ირინოტეკანი და SN-38 მნიშვნელოვნად შეცნობილი არ არის P-გლიკოპროტეინ MDR-ის მიერ, და ავლენს ციტოტოქსიურ აქტივობას დოქსორუბიცინისა და ვინბლასტინის რეზისტენტული უჯრედული ხაზის წინააღმდეგ.

გარდა ამისა, ირინოტეკანს გააჩნია ფართო სპექტრის სიმსივნის საწინააღმდეგო აქტივობა in vivo ვირთხის სიმსივნური მოდელების წინააღმდეგ (P03 პანკრეასის სადინროვანი ადენოკარცინომა, MA16/C ძუძუმწოვართა ადენოკარცინომა, C38 და C51 მსხვილი ნაწლავის ადენოკარცინომები) და ადამიანის ქსენოგრაფტების წინააღმდეგ (Co-4 მსხვილი ნაწლავის ადენოკარცინომა, Mx1 ძუძუმწოვრების ადენოკარცინომა, ST-15 და SC-16 კუჭის ადენოკარცინომები). ირინოტეკანი ასევე აქტიურია P გლიკოპროტეინის ექსპრესიის მქონე სიმსივნეების წინააღმდეგ (ვინკრისტინ- და დოქსორუბიცინ- რეზისტენტული P388 ლეიკემიები).

ირინოტეკანი ანტისიმსივნური აქტივობის გარდა, ყველაზე მნიშვნელოვანი ფარმაკოლოგიური ეფექტები არის აცეტილქოლინესტერაზას ინჰიბირება.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

პროდუქტის შემაჯამებელი დახასიათება

სამკურნალო პრეპარატის დასახელება

ირონტუ 100 მგ / 5 მლ ინტრავენური საინფუზიო ხსნარი

სტერილური, ციტოტოქსიური

რაოდენობრივი და ხარისხობრივი შემადგენლობა

ერთი მლ კონცენტრატის შეიცავს 20 მგ ირინოტეკანის ჰიდროქლორიდის ტრიჰიდრატს, რაც 17.33 მგ ირინოტეკანის ექვივალენტურია.

თითოეული 5 მლ-იანი ფლაკონი შეიცავს 100 მგ ირინოტეკანის ჰიდროქლორიდის ტრიჰიდრატს (100 მგ / 5 მლ).

დამხმარე ნივთიერებები ცნობილი ეფექტით

1 მლ შეიცავს 45 მგ სორბიტოლს.

დამხმარე ნივთიერებების სრული სია იხ. პუნქტი 6.1.

ფარმაცევტული ფორმა

კონცენტრატი საინფუზიო ხსნარისათვის.

ღია ყვითელი ფერის გამჭვირვალე ხსნარი, პრაქტიკულად ნაწილაკების გარეშე. pH დაახლოებით 3.0-დან 3.8-მდე ფარგლებში.

კლინიკური მახასიათებლები

თერაპიული ჩვენებები

ირონტუ ნაჩვენებია შორს წასული კოლორექტალური კიბოს სამკურნალოდ.

კომბინაციაში 5-ფტორურაცილთან და ფოლინის მჟავასთან პაციენტებში, შორსწასული დაავადების გამო წინასწარ ჩატარებული ქიმიოთერაპიის გარეშე.

მონოთერაპიის სახით პაციენტებში, რომლებშიც 5-ფტორურაცილის შემცველმა მკურნალობის რეჟიმმა მარცხი განიცადა.

ირონტუ კომბინაციაში ცეტუქსიმაბთან ნაჩვენებია ეპიდერმული ზრდის ფაქტორის რეცეპტორის (EGFR)-ექსპრესიული, KRAS ველური ტიპის მეტასტაზური კოლორექტალური კიბოს სამკურნალოდ პაციენტებში, რომლებსაც არ ჩაუტარებიათ წინარე მკურნალობა მეტასტაზური დაავადების გამო ან ირინოტეკანის შემცველი ციტოტოქსიური თერაპიის მარცხის შემდე (იხ. პუნქტი 5.1).

ირონტუ კომბინაციაში 5-ფტორურაცილთან, ფოლინის მჟავასთან და ბევაციზუმაბთან ნაჩვენებია მსხვილი ან სწორი ნაწლავის კიბოს მქონე პაციენტების პირველი-რიგის მკურნალობისათვის.

ირონტუ კომბინაციაში კაპეციტაბინთან ბევაციზუმაბით ან ბევაციზუმაბის გარეშე ნაჩვენებია პირველი რიგის მკურნალობისათვის პაციენტებში მეტასტაზური კოლორექტალური კარცინომით.

პოსოლოგია და გამოყენების წესი

რეკომენდებული დოზირება

მონოთერაპიაში (ადრე ნამკურნალევი პაციენტებისათვის):

ირონტუს რეკომენდებული დოზა არის 350 მგ/მ2 ინტრავენური ინფუზიის სახით შეყვანილი 30-90 წუთის განმავლობაში სამ კვირაში ერთხელ (იხ. ქვემოთ „გამოყენების წესი“ და პუნქტები 4.4 და 6.6).

კომბინაციურ თერაპიაში (ადრე არანამკურნალევი პაციენტებისათვის):

ირინოტეკანის უსაფრთხოება და ეფექტურობა კომბინაციაში 5-ფტორურაცილთან (5FU)და ფოლინის მჟავასთან (FA)შეფასდა შემდეგი სქემით (იხ. პუნქტი 5.1):

ირონტუ პლიუს 5-FU/FA 2 კვირაში ერთხელ სქემით.

ირონტუს რეკომენდებული დოზა არის 180 მგ/მ2 2 კვირაში ერთხელ ინტრავენური ინფუზიის სახით შეყვანილი 30-90 წუთის განმავლობაში, რასაც მოსდევს ფოლინის მჟავისა და 5-ფტორურაცილის ინფუზია.

თანმხლები ცეტუქსიმაბის დოზირებისა და გამოყენების წესის სანახავად, იხილეთ აღნიშნული სამკურნალო პროდუქტის შესახებ ინფორმაცია.

ჩვეულებრივ, გამოიყენება ირინოტეკანის იგივე დოზა, რაც გამოყენებული იყო ირინოტეკანის შემცველი წინა რეჟიმის ბოლო ციკლებში. ირინოტეკანი შეყვანია შეიძლება ცეტუქსიმაბის ინფუზიის დასრულებიდან 1 საათის შემდეგ.

ბევაციზუმაბის დოზირებისა და გამოყენების წესის სანახავად, იხილეთ აღნიშნული სამკურნალო პროდუქტის შესახებ ინფორმაცია.

კაპეციტაბინის კომბინაციის დოზირებისა და გამოყენების წესის სნახავად, იხ. პუნქტი 5.1 და შესაბამისი პუნქტები კაპეციტაბინის პრეპარატის მახასიათებლების რეზიუმეშ.

დოზის კორექცია

ირონტუს შეყვანა უნდა მოხდეს ყველა გვერდითი მოვლენის NCI-CTC გრეიდინგის მიხედვით 0 ან 1 ხარისხამდე გამოსწორების (ეროვნული ონკოლოგიის ინსტიტუტის ტოქსიურობის საერთო კრიტერიუმები) და მკურნალობასთან დაკავშირებული ფაღარათის ალაგების შემდეგ.

მომდევნო საინფუზიო თერაპიის დასაწყისში, ირონტუს და 5-FU-ს დოზა, საჭიროების მიხედვით, უნდა შემცირდეს წინა ინფუზიის დროს აღნიშნული, ყველაზე არახელსაყრელი ხარისხის გვერდითი მოვლენის მიხედვით. მკურნალობა უნდა გადაიდოს 1-2 კვირით, მკურნალობასთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენების ალაგებისათვის.

შემდეგი გვერდითი მოვლენების დროს, საჭიროების მიხედვით გამოიყენება ირონტუს და/ან 5-FU-ს დოზის 15%-20%-იანი შემცირება.

ჰემატოლოგიური ტოქსიურობა [ნეიტროპენია მე-4 ხარისხი, ფებრილურინეიტროპენია (ნეიტროპენია ხარისხი 3-4 და ცხელების ხარისხი 2-4), თრომბოციტოპენია და ლეიკოპენია (ხარისხი 4)],

არა-ჰემატოლოგიური ტოქსიურობა (ხარისხი 3-4).

ირინოტეკანთან კომბინაციაში, ცეტუქსიმაბის დოზის მოდიფიკაციის რეკომენდაციები უნდა შესრულდეს სამკურნალო საშუალებისათვისპროდუქციის შესახებ ინფორმაციის შესაბამისად.

ირონტუ/5-FU/FA კომბინაციაში გამოყენებისას ბევაციზუმაბის დოზის კორექციისათვის იხილეთ ბევაციზუმაბის პრეპარატის მახასიათებლების რეზიუმე.

კაპეციტბინთან კომბინაციაში, პაციენტებისათვის 65 წლის ზემოთ, კაპეციტაბინის საწყისი დოზის 800 მგ/მ2-მდე შემცირება რეკომენდებულია პრეპარატ კაპეციტაბინის მახასიათებლების რეზიუმეს მიხედვით. კომბინაციური რეჟიმში დოზის კორექციის რეკომენდაციები იხილეთ კაპეციტაბინის მახასიათებლების რეზიუმეში.

მკურნალობის ხანგრძლივობა

ირონტუთი მკურნალობა უნდა გაგრძელდეს სანამ აღინიშნება დაავადების ობიექტური პროგრესი ან მიურებელი ტოქსიურობა.

განსაკუთრებული პოპულაცია

პაციენტების ღვიძლის დარღვეული ფუნქციით:

მონოთერაპიაში: სისხლში ბილირუბინის დონე (ნორმის ზედა ზღვარზე 3-ჯერ მეტი) (ULN)პაციენტებში ეფექტურობის მაჩვენებლებით ≤2, განსაზღვრავს ირონტუს საწყის დოზას. აღნიშნულ პაციენტებში, ჰიპერბილირუბინემიით და 50%-ზე მაღალი პროთრომბინის დროით, ირინოტეკანის დოზა შემცირებულია (იხ. 5.2) და მაშასადამე ჰეპატოტოქსიურობის რისკი გზარდილია. ამრიგად, პაციენტების აღნიშნულ პოპულაციაში აუცილებელია სისხლის საერთო სანალიზის ყოველკვირეული მონიტორინგი.

პაციენტებში ბილურიბუნის დონით, რომელიც 1.5-ჯერ აღემატება ნორმის ზედა ზღვარს (ULN), ირონტუს რეკომენდებული დოზა არის 350 მგ/მ2,

პაციენტებში, ბილირუბინის დონით, რომელიც1,5-3-ჯერ აღემატება ULN-ს, ირონტუს რეკომენდებული დოზა არის 200 მგ/მ2,

პაციენტებში, ბილირუბინის დონით, რომელიც 3-ჯერ აღემატება ULN-ს ირონტუთი მკურნალობა დაუშვებელია (იხ. 4.3 და 4.4).

ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში, კომბინაციაში ირონტუთი მკურნალობის მონაცემები ხელმისაწვდომი არ არის.

პაციენტები თირკმლის ფუნქციის დარღვევებით: ირონტუს გამოყენება თირკმლის ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტებში რეკომენდებული არ არის, რადგანაც აღნიშნულ პოპულაციაში კვლევები არ ჩატარებულა (იხ. 4.4 და 5.2).

ხანდაზმულები:

ხანდაზმულებში სპეციფიკური ფარმაკოკინეტიკური კვლევები არ ჩატარებულა. თუმცა, აღნიშნულ პოპულაციაში დოზის შერჩევისას სიფრთხილე არის საჭირო, დაქვეითებული ბიოლოგიური ფუნქციების მომატებული სიხშირის გამო. ამ პოპულაციაში უფრო ინტენსიური დაკვირვება არის საჭირო (იხ. 4.4).

პედიატრიული პოპულაცია

ირინოტეკანის გამოყენება ბავშვებში არ შეიძლება. ბავშვებში ირონტუს გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა ჯერ დადგენილი არ არის. მონაცემები ხელმისაწვდომი არ არის.

გამოყენები წესი

სამკურნალო საშუალების შეყვანამდე და მოხმარებამდე აუცილებელი უსაფრთხოების ზომები.

ირონტუ ნაჩვენები მოზრდილებისათვის. განზავების შემდეგ ირონტუს ინფუზია ხდება პერიფერულ ან ცენტრალურ ვენაში.

ირონტუს შეყვანა არ უნდა მოხდეს ინტრავენური ბოლუსური ან ინტრავენური ინფუზიის სახით 30 წუთზე ნაკლები ან 90 წუთზე მეტი დროის განმავლობაში.

ირონტუ ციტოტოქსიურია. განზავებასთან, ლიკვიდაციის განსაკუთრებული ზომებისა და მოხმარების სხვა წესებთან დაკავშირებული ინფორმაციის მისაღებად იხ. პუნქტი 6.6.

უკუჩვენებები

ნაწლავების ქრონიკული ანთებითი დაავადება და/ან ნაწლავების ობსტრუქცია (იხ. 4.4).

ანამნეზში ირინოტეკან ჰიდროქლორიდ ტრიჰიდრატის ან ირონტუს შემადგენლობაში შემავალი ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ მძიმე ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების არსებობა

ორსულობა (იხ. 4.4 და 4.6)

ლაქტაცია (იხ. 4.4 და 4.6)

ბილირუბინი, ULN-ზე > 3-ჯერ მაღალი (იხ. 4.4)

ძვლის ტვინის მძიმე უკმარისობა

WHO მჯოეფექტურობის მაჩვენებელი >2

კრაზანას პრეპარატების (St. John’s Wort)თანმხლები გამოყენება (იხ. 4.5)

ცეტუქსიმაბის ან ბევაციზუმაბის ან კაპეციტაბინის დამატებითი უკუჩვენებების შეგიძლიათ იხილოთ აღნიშნული სამკურნალო პრეპარატების გამოყენების ინსტრუქციაში.

განსაკუთრებული მითითებანი და უსაფრთხოების ზომები

ირონტუს გამოყენება შემოიფარგლება მხოლოდ განყოფილებებით, რომლებიც სპეციალიზებულია ციტოტოქსიური ქიმიოთერაპიის გამოყენებაში და მისი შეყვანა ხდება მხოლოდ იმ ექიმის ზედამხედველობის ქვეშ,რომელიც კვალიფიციურია კიბოს საწინააღმდეგო ქიმიოთერაპიის გამოყენებაში.

გვერდითი მოვლენების ბუნებისა და სიხშირის გათვალისწინებით, ირონტუ შემდეგი მოვლენების დროს დაინიშნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსალოდნელი სარგებელი აჭარბებს შესაძლო თერაპიულ რისკებს:

პაციენტებში რისკ ფაქტორით, განსაკუთრებით ისინი მჯო-ს ეფექტურობის მაჩვენებლით = 2.

იშვიათ შემთხვევებში, როდესაც ნაკლებად სავარაუდოა მოხდეს გვერდითი მოვლენების მართვასთან დაკავშირებით რეკომენდაციების გათვალისწინება (სასწრაფო და ხანგრძლივი ფაღარათის საწინააღმდეგო მკურნალობა კომბინირებული სითხის მიღებასთან დაყოვნებული ფაღარათის დაწყებისას). ასეთი პაციენტებისათვის რეკომენდებულია მკაცრი ჰოსპიტალური მეთვალყურეობა.

ირონტუს გამოყენებისას მონოთერაპიის დრის, ის ხშირად ინიშნება 3 კვირაში ერთჯერადი სქემით. მიუხედავად ამისა, ყოველკვირეული დოზის სქემა (იხ. 5.1) შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პაციენტებში, რომელბის უფრო ახლო დაკვირვებას საჭიროებენ და არის მძიმე ნეიტროპენიის განვითარების მაღალი რისკის ქვეშ.

დაყოვნებული ფაღარათი

პაციენტებმა უნდა იცოდნენ ირონტუს შეყვანიდან >24 საათის შემდეგ ან მომდევნო ციკლამდე ნებისმიერ დროს დაყოვნებული ფაღარათის განვითარების რისკის შესახებ. მონოთერაპიაში, პირველი თხევადი განავალის გამოვლენის საშუალო დრო იყო ირონტუს ინფუზიიდან მე-5 დღეს. პაციენტებმა სასწრაფოდ უნდა აცნობონ მკურნალ ექიმს მისი განვითარების შესახებ და დაუყოვნებლივ უნდა დაიწყონ შესაფერისი მკურნალობა.

პაციენტები, ფაღარათის მომატებული რისკით, არიან ისინი, ვისაც ჩატარებული აქვს ადრე მუცლის ღრუს/მენჯის ღრუს რადიოთერაპია, ვისაც აქვს საწყისი ჰიპერლეიკოციტოზი, ეფექტურობის მაჩვენებლით ≥2 და ქალები. სათანადო მკურნალობის გარეშე, ფაღარათი შეიძლება იყოს სიცოცხლისათვი საშიში, განსაკუთრებით თუ პაციენტი არის ნეიტროპენიული.

როგორც კი თხელი განავალი გამოვლინდება, პაციენტბმა უნდა დაიწყოს ელექტროლიტების შემცველი დიდი მოცულობით სითხეების მიღება და შესაფერისი ფაღარათის საწინააღმდეგო თერაპია. ფაღარათის საწინააღმდეგო მკურნალობას დანიშნავს განყოფილება, სადაც ირონტუს შეყვანა მოხდა. საავადმყოფოდან გამოწერის შემდეგ, პაციენტმა უნდა შეიძინოს დანიშნული პრეპარატები, რომ შეძლოს ფაღარათის მკურნალობა მისი გამოვლენისთანავე. გარდა ამისა, პაციენტებმაფაღარათის განვითარების შესახებ უნდა აცნობონ მკურნალ ექიმს ან განყოფილებას, სადაც ირონტუს შეყვანა ხდება.

დღეისათვის რეკომენდებული ანტი-საფაღარათო მკურნალობა მოიცავს მაღალი დოზებით ლოპერამიდს (4 მგ პირველი მიღებისათვის და შემდეგ 2მგ 2 საათში ერთხელ). აღნიშნული თერაპია უნდა გაგრძელდეს 12 საათი ბოლო თხევადი განავლიდან და არ უნდა დაკორექტირდეს. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ლოპერამიდის გამოყენება აღნიშნული დოზებითმომდევნო 48 საათის, პარალიზური გაუვალობის რისკის გამო, ან 12 საათზე ნაკლები პერიოდის განმავლობაში.

გარდა ანტი-საფაღარათო მკურნალობისა, გამოიყენება პროფილაქტიკური ფართო სპექტრის ანტიბიოტიკებით მკურნალობა, როდესაც ფაღარათი მძიმე ნეიტოპრენიასთან არის კავშირში (ნეიტროფილების რაოდენობა <500 უჯრედი/მმ3).

გარდა ანტიბიოტიკებით მკურნალობისა, ფაღარათის მართვისათვის ჰოსპიტალიზაცია რეკომენდებულია შემდეგ შემთხვევებში:

ცხელებასთან ასოცირებული ფაღარათი,

მძიმე ფაღარათი (ინტრავენური ჰიდრატაციის საჭიროებით),

ფაღარათი, რომელიც 48 საათზე მეტ ხანს გრძელდება, მაღალი დოზების ლოპერამიდით თერაპიის დაწყების შემდეგ.

ლოპერამიდი არ გამოიყენება პროფილაქტიკურად, იმ პაციენტებშიც კი, რომლბესაც წინა ციკლების დროსდაყოვნებული ფაღარათი აღენიშნებოდათ.

პაციენტებში მძიმე ფაღარათით, მომდევნო ციკლებისათვის რეკომენდებულია დოზის შემდეცირება (იხ. 4.2).

ჰემატოლოგია

კლინიკურ კვლევებში, NCI CTC 3 და 4 ხარისხის ნეიტროპენიის სიხშირე გაცილებით მაღალი იყო პაციენტებში, რომლებსაც ჩაუტარდაღ მენჯი/მუცლის ღრუს დასხივება, ვიდრე მათში, ვისაც მსგავსი დასხივება არ ჩაუტარებიათ. პაციენტებში, შრატის საერთო ბილირუბინის საწყისი დონით 1.0 მგ/დლ ან მეტი, პირველი ციკლის შემდეგ მე-3 ან მე-4 ხარისხის ნეიტროპენიის განვითარების უფრო დიდი ალბათობა იყო, ვიდრე პაციენტებში, რომელთა ბილირუბინის დონე იყო < 1.0 მგ/დლ.

ირონტუს მკურნალობის დროს რეკომენდებული სისხლის საერთო ანალიზის ყოველკვირეული მონიტორინგი. პაციენტებმა უნდა იცოდნენ ნეიტროპენიის რისკისა და ცხელების მნშვნელობის შესახებ. ფებრილური ნეიტროპენიის (>38oC და ნეიტროფილების რაოდენობა ≤1,000 უჯრედი/მმ3) მკურნალობა სასწრაფოდ უნდა მოხდეს საავადმყოფოშო ფართო სპექტრის ინტრავენური ანტიბიოტიკებით.

პაციენტებში, მძიმე ჰემატოლოგიური მოვლენებით, შემდგომი გამოყენებისათვის რეკომენდებულია დოზის შემცირება (იხ. 4.2).

პაციენტებში მძიმე ფაღარათით არსებობს ინფექციებისა და ჰემატოლოგიური ტოქსიურობის მომატებული რისკი. პაციენტებში მძიმე ფაღარათით, უნდა გაკეთდეს სისხლის საერთო ანალიზი.

ღვიძლის უკმარისობა

უნდა განისაზღვროს ღვიძლის ფუნქციური სინჯების საწყისი დონე და ყოველი ციკლის დაწყებამდე.

პაციენტებში, რომელთა ბილირუბინის მაჩვენებელი აღემატება 1.5-3-ჯერ ULN-ს, კვირაში ერთხელ უნდა გაკეთდეს სისხლის საერთო ანალიზი (იხ. 5.2), აღნიშნულ პოპულაციაში ირონტეკანის კლირენსის შემცირების და ჰემატოტოქსიურობის რისკის მომატების გამო. პაციენტებისათვის ბილირუბინით >3-ჯერ ULN (იხ. 4.3).

გულისრევა და ღებინება

ირონტუთი ყოველი მკურნალობის წინ რეკომენდებულია ღებინების საწინააღმდეგო საშუალებებით პროფილაქტიკური მკურნალობა. გულისრევა და ღებინება ხშირად აღინიშნება. დაყოვნებულ ფაღარათთან დაკავშირებული ღებინების მქონე პაციენტები სასწრაფო უნდა იქნვნენ ჰოსპიტალიზებულნი მკურნალობისათვის.

მწვავე ქოლინერგული სინდრომი

მწვავე ქოლინერგული სინდრომის განვითარებისას (ვლინდება როგორც ადრეული ფაღარათი და სხვადასხვა ნიშანი და სიმპტომი, როგორიცაა ოფლიანობა, სპაზმი მუცელში, მიოზი და ნერწყვდენა), გამოიყენება ატროპინური სულფატი (0.25 მგ კანქვეშ), უკუჩვენების არარსებობის შემთხვევაში (იხ. 4.8).

აღნიშნული სიმპტომები შეიძლება აღინიშნებოდეს ირინოტეკანის ინფუზიის დროს ან მას შემდეგ, და შეიძლება დაკავშირებული იყოს ირინოტეკანის მშობელი ნაერთის ანტიქოლინესტერაზის აქტივობასთან, და მოსალოდნელია განვითარდეს უფრო ხშირად ირინოტეკანის უფრო მაღალი დოზების დროს.

სიფრთხილე აუცილებელია ასთმის მქონე პაციენტებში. პაციენტებში, მწვავე და მძიმე ქოლინერგული სინდრომით, პროფილაქტიკური ატროპინ სულფატის გამოყენება რეკომენდებულია ირონტუს შემდგომ დოზებთან.

სასუნთქი სისტემის დარღვევები

ფილტვების ინტერსტიციული დაავადება, წარმოდგენილი პულმონალური ინფილტრატების სახით არ არის ხშირი ირინოტეკანით მკურნალობის დროს. ფილტვების ინტერსტიციული დაავადება შეიძლება ფატალური იყოს. ფილტვების ინტერსტიციული დაავადების განვიტარებასთან დაკავშირებული რისკ ფაქტორები შეიძლება იყოს პნევმოტოქსიური პრეპაარატების გამოყენება, რადიაციული თერაპია და კოლონია მასტიმულირებელი ფაქტოირები.

აუცილებელია რისკ ფაქტორების მქონე პაციენტების მონიტორინგი რესპირატორული სიმპტომების განვითარებაზე ირინოტეკანის მკურნალობამდე და მკურნალობის დროს.

ექსტრავაზაცია

მაშინ როდესაც ირინოტეკანი არ არის ცნობილი ვეზიკანტი, სიფრთხილე არის საჭირო ექსტრავაზაციის თავიდან ასაცილებლად, ხოლო ინფუზიის ადგილის მონიტორინგი აუცილებელია ანთების ნიშნების განვითარებაზე. ექსტრავაზაციის განვითარების შემთხვევაში, ადგილის გამორეცხვა და ყინულის დადება არის რეკომენდებული.

ხანდაზმულები

დაქვეითებული ბიოლოგიური ფუნქციების მაღალი ალბათობის გამო, განსაკუთრებით ღვიძლის ფუნქციისა, ხანდაზმულ პაციენტებში ირონტუს დოზის შერჩევისას განსაკუთრებული სიფრთხილე არის აუცილებელი (იხ. 4.2).

ნაწლავების ქრონიკული ანთებითი დაავადება და/ან პაციენტების ნაწლავების ობსტრუქციით

ნაწლავების ობსტრუქციის ალაგებამდე არ შეიძლება პაციენტების მკურნალობა ირონტუთი (იხ. 4.3).

თირკმლის ფუნქცია

აღინიშნება შრატის კრეატინინის ან სისხლში შარდოვანა აზოტის მომატება. ფიქსირდება თირკმლის მწვავე უკმარისობის შემთხვევები. აღნიშნული მოვლენები ზოგადად უკავშირდედბა ინფექციის გართულებას ან გულისრევის, ღებინების ან ფაღარათის შედეგად განვითარებულ დეჰიდრატაციას. ასევე აღინიშნება სიმსივნის ლიზისის სინდრომით გამოწვეული თირკმლის ფუნქციის დარღვევის იშვიათი შემთხვევები.

ირადიაციული თერაპია

პაციენტები, რომლებსაც ადრე ჩატარებული აქვთ მეჯის/მუცლის ღრუს დასხივება, ირონტეკანის გამოყენების შემდეგ არიან მიელოსუპრესიის განვითარების მომატებული რისკის ქვეშ. ექიმებმა განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ პაციენტებში, რომლებსაც ადრე აქვთ ჩატარებული ძლირი დასხივება (მაგ. ძვლის ტვინის >25% დასხივება და 6 კვირის განმავლობაში ირინოტეკანით მკურნალობის დაწყება,დე). აღნიშნული პოპულაციაში აუცილებელია დოზის კორექცია (იხ. 4.2).

გულის დარღვევები

ირინოტეკანით მკურნალობის შემდეგ შეიძლება აღინიშნებოდეს მიოკარდიული იშემიის მოვლენები, განსაკუთრებით პაციენტებში გულის არსებული კარდიული დაავადებით, გულის დაავადების სხვა რისკ ფაქტორებით, ან წინა ციტოტოქსიური ქიმიოთერაპიით (იხ. 4.8).

შესაბამისად, რისკ ფაქტორების მქონე პაციენტებში აუცილებელია სათანადო მონიტორინგიმ და ყველა შესაძლო რისკ ფაქტორის (მაგ. სიგარეტის მოწევა, ჰიპერტენზია და ჰიპერლიპიდემია) შესამცირებლად ქმედებები უნდა იქნეს განხორციელებული.

სისხლძარღვოვანი დარღვევები

ირინოტეკანი იშვიათად უკავშირდება თრომბოემბოლიურ მოვლენებს (ფილტვის ემბოლია, ვენური თრომბოზი, და არტერიული თრომბოემბოლი) პაციენტებში მრავლობითი რისკ ფაქტორებით ძირითად სიმსივნესთან ერთად.

იმუნოსუპრესიული ეფექტები/მომატებული მგრძნობელობა ინფექციების მიმართ

ცოცხალი ან ცოცხალი-შესუსტებული ვაქცინების გამოყენებამ, ქიმიოთერაპიული საშუალებებით, ირინოტეკანის ჩათვლით, შესუსტებული იმუნიტეტის მქონე პაციენტებში, შეიძლება გამოიწვიოს მძიმე ან ფატალური ინფექციები. ვაქცინაცია ცოცხალი ვაქცინით მოსარიდებელია პაციენტებში, რომლებიც ირინოტეკანს ღებულობდნენ. შესაძლებელია მკვდარი ან ინაქტივირებული ვაქცინების შეყვანა; თუმცა, მსგავსი ვაქცინების მიმართ პასუხი შეიძლება იყოს შემცირებული.

ტერაპიის დროს და დასრულებიდან სულ მცირე სამი თვის განმავლობაში აუცილებელია კონტრაცეპტული ზომები მიღება (იხ. 4.6).

ირინოტეკანის თანმხლები გამოყენებამ CYP34-ის ძლიერ ინჰიბიტორებთან (მაგ. კეტოკონაზოლი) ან სტიმულატორებთან (მაგ. რიფამპიცინი, კარბამაზეპინი, ფენობარბიტალი, ფენიტოინი, St John’s Wort)შეიძლება შეცვალოს ირინოტეკანის მეტაბოლიზმი და ამიტომ დაუშვებელია (იხ. 4.5).

ირონტუ შეიცავს სორბიტოლს, მისი გამოყენება ფრუქტოზას აუტანლობის დროს არ არის რეკომენდებული. პაციენტებში, ფაღარათთან და/ან ღებინებასთან, ან სეფსისთან დაკავშირებული დეჰიდრატაციის მოვლენებით, აღინიშნებოდა თირკმლის უკმარისობის, ჰიპოტენზიისა და სისხლის მიმოქცევის უკმარისობის იშვიათი შემხვევებით.

არსებული სამკურნალო საშუალების 1 დოზა შეიცავს <1 მმოლ ნატრიუმს, ანუ თითქმის „ნატრიუმის გარეშეა“.

სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება და სხვა ფორმის ურთიერთქმედებანი

უკუნაჩვენები თანმხლები გამოყენება (იხ. 4.3)

ყვითელი ცხელების ვაქცინა: ვაქცინების მიმართ ფატალური გენერალიზებული რეაქციების რისკი.

St John’s Wort: ირინოტეკანის აქტიური მეტაბოლიტის, SN-38 პლაზმური დონის დაქვეითება. მცირე ფარმაკოკინეტიკურ კვლევაში (n=5), რომლშიც ირინოტეკანი 350 მგ/მ2 გამოყენებული იყო St John’s Wort (Hypericum perforatum) 900 მგ, 42% აღინიშნებოდა ირინოტეკანის აქტიური მეტაბოლიტის, SN-38 პლაზმური კონცენტრაციების შემცირება. ამრიგად, ირინოტეკანის გამოყენება St John’s Wort-თან ერთად არ შეიძლება.

ცოცხლი შესუსტებული ვაქცინები: ვაქცინების მიმართ გენერალიზებული რეაქციების რისკი, შესაძლოა ფატალური. თანმხლები გამოყენება უკუნაჩვენებია ირინოტეკანით მკურნალობის დროს და ქიმიოთერაპიის შეწყვეტიდან 6 თვის განმავლობაში; თუმცა მსგავსი ვაქცინების მიმართ საპასუხო რეაქცია შეიძლება შემცირდეს.

თანმხლები გამოყენება, რომელიც რეკომენდებული არ არის

ციტოქრომ P450 3A4 (CYP3A4)ძლიერ ინჰიბიტორებთან ან სტიმულატორებთან ერთად გამოყენებამ შეიძლება შეცვალოს ირინოტეკანის მეტაბოლიზმი და ამიტომ უნდა მოვერიდოთ (იხ. 4.4).

ძლიერი CYP3A4 და/ან UGT1A1 მასტიმულირებელი სამედიცინო პრეპარატები: (მაგ. რიფამპიცინი, კარბამაზეპინი, ფენობარბიტალი ან ფენიტოინი):

ირინოტეკანის, SN-38 და SN-38 გლუკურონიდის შემცირებული ექსპოზიციის და შემცირებული ფარმაკოდინამიკური ეფექტების რისკი. რამდენიმე კვლევამ უჩვენა, რომ CYP3A4-მასტიმულირებელი ანტიკონვულსიური სამკურნალო რეპარატების თანმხლები გამოყენება იწვევს ირინოტეკანის, SN-38 და SN-38 გლუკურონიდის შემცირებულ ექსპოზიციას და შემცირებულ ფარმაკოდინამიკურ ეფექტებს. მსგავსი ანტიკონვულსიური სამკურნალო პრეპარატების ეფექტები აისახებოდა SN-39 და SN-38G-ს AUC-ის შემცირებით 50%-ით ან მეტი. გარდა CYP3A4 ფერმენტების სტიმულირებისა, გაძლიერებულმა გლუკურონიდაციამ და გაძლიერებულმა ბილიარულმა სეკრეციამ შეიძლება მნიშვნელოვანი როლი ითაშამოს ირინოტეკანისი და მისი მეტაბოლიტების ექსპოზიციის შემირებაში. ფენიტოინი: კრუნჩხვების გამწვავების რისკი, რაც გამოწვეულია ციტოტოქსიური სამკურნალო პრეპარატებით ფენიტოინის საჭმლის-მომნელებელ ტრაქტში შეწოვის შემცირებით.

ძლიერი CYP3A4 ინჰიბიტორები (მაგ. კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი, ვორიკონაზოლი, პოსაკონაზოლი, პროტეაზა ინჰიბიტორები, კლარიტრომიცინი, ერითრომიცინი, ტელითრომიცინი):

კვლევამ უჩვენა, რომ კეტოკონაზოლის თანმხლებმა გამოყენებამ გამოიწვია APC-ს AUC-ის შემცირება 87%-ით და SN-38-ის AUC-ის მომატება 109%-ით მარტო ირინოტეკანის გამოყენებასთან შედარებით.

UGT1A1 ინჰიბიტორები: (მაგ. ატაზანავირი, კეტოკონაზოლი, რეგორაფენიდი)

SN-38-ის, ირინოტეკანის აქტიური მეტაბოლიტის სისტემური ექსპოზიციის მომატების რისკი. ექიმებმა მხედველობაში უნდა მიიღონ, იმ შემთხვევაში, თუ კომბინირების თავიდან აცილება შეუძლებელია.

სხვა CYP3A4 ინჰიბიტორები (მაგ. კრიზოტინიბი, იდელალისიბი)

ირინოტეკანის ტოქსიურობის მომატებული რისკი, კრიზოტინიბით ან იდელალისიბით ირინოტეკანის დაქვეითებული მეტაბოლიზმის გამო.

გამოიყენება სიფრთხილით

K ვიტამინის ანტაგონისტები: სისხლდენებისა და თრომბოზული მოვლენების მომატებული რისკი სიმსივნური დაავადებების დროს. K ვიტამინის ანტაგონისტების ჩვენებისას, საჭიროა INR (საერთაშორისო ნორმალიზებული თანაფარდობა) ხშირი მონიტორინგი.

გასათვალისწინებეკუ თანმხლები გამოყენება

იმუდეპრესანტები: (მაგ. ციკლოსპორინი, ტაკროლიმუსი): ჭარბი იმუნოსუპრესია ლიმფოროლიერაციის რისკით.

ნეიროკუნთოვანი მაბლოკირებელი საშუალებები: ირინოტეკანსა და ნეიროკუნთოვან მაბლოკირებელ საშუალებებს შორის ურთიერთქმედების გამორიცხვა არ შეიძლება. ვინაიდან ირონტუს გააჩნია ანტიქოლინესტერაზული აქტივობა, ანტიქოლინესტერაზული აქტივობის მქონე სამკურნალო საშუალებებს შეუძლიათ გაახანგრძლივონ სუქსამეთონიუმის ნეიროკუნთოვანი მაბლოკირებელი ეფექტი და გამოიწვიონ არა-მადეპოლარიზებელი სამკურნალო საშუალებების ნეიროკუნთოვანი ბლოკადის ანტაგონზმი.

სხვა კომბინაციები

5-ფტორურაცილი/ფოლინის მჟავა: 5-ფტორურაცილის/ფოლინის მჟავას დამატება კომბინაციურ რეჟიმში არ ცვლის ირინოტეკანის ფარმაკოკინეტიკას.

ბევაციზუმაბი: წამლების ურთიერთქმების კვლევიდან მიღებულმა შედეგებმა უჩვენეს, რომ ირინოტეკანისა და მისი აქტიური SN-38 მეტაბოლიტის ფარმაკოკინეტიკაზე ბევაციზუმაბის მნიშვნელოვან გავლენას არ ახდენს. თუმცა, ეს არ გამორიცხავსმათი ფარმაკოლოგიური თვისებებით განპირობებული ტოქსიურობის მომატებას.

ცეტუქსიმაბი: არ არსებობს დამადასტურებელი ფაქტი იმისა, რომ ირინოტეკანის უსაფრთხოების პროფილზე ზეგავლენას ახდენს ცეტუქსიმაბი ან პირიქით.

ორსულობა და ლაქტაცია

ზოგადი რეკომენდაცია

ორსულობის კატეგორია: D

რეპროდუქციული უნარის მქონე ქალები/ კონტრაცეფცია კაცებსა და ქალებში

რეპროდუქციული ასაკის ქალებმა და კაცემბა, მკურნალობის დროს და მკურნალობიდან 1-3 თვის შემდეგ უნდა გამოიყენონ ეფექტური კონტრაცეფცია.

ორსულობა:

ორსულ ქალებში ირინოტეკანის გამოყენების შესახებ ინფორმაცია არ მოიპოვება. ცხოველებში, ირინოტეკანი ავლენს ემბრიოტოქსიურობასა ტერატოგენობას. ამიტომ, ცხოველებზე ჩატარებული კვლევებისა და ირინოტეკანის მოქმედების მექანიზმის საფუძველზე, ირინოტეკანის გამოყენება ორსულობის დროს არ შეიძლება, თუ ამის აუცილებლობა არ არის.

ძუძუთი კვება

ლაქტაციურ ვირთხებში, 14C -ირინოტეკანი ვლინდება რძეში. არ არის ცნობილი გამოიყოფა, თუ არა ირინოტეკანი ადამიანის რძეში. შესაბამისად, მეძუძურ ჩვილებში გვერდითი მოვლენების განვითარების შესაძლებლობის გამო, ირინოტეკანით მკურნალობის პერიოდში ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს (იხ. 4.3).

ფერტილობა

ადამიანებში ფერტილობაზე ირინოტეკანის ზეგავლენის შესახებ მონაცემები არ არსებობს. ცხოველებში ირინოტეკანის მავნე ზეგალენა ნაშიერის ფერტილობაზე დასაბუთებულია (ი. 5.3).

ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე ზეგავლენა

ირონტუს გააჩნია ზომიერი ზეგალენა ავტომობილის მართასა და მექანიზმებთან მუშაობაზე. პაციენტები გაფრთხილებულნი უნდა იყვნენ თავბრუს და მხედველობის დარღვევის შესაძლებლობის შესახებ, რომლებიც შეიძლება განვითარდეს ირონტუს გამოყენებიდან 24 საათის განმავლობაში. აღნიშნული სიმპტომების განვითარების შემთხვევაში, ავტომობილის მართვა და მექანიზმებთან მუშაობა რეკომენდებული არ არის.

გვერდითი მოვლენები

კლინიკური კვლევები

გვერდითი მოვლენების მონაცემები ინტენსიურად გროვდება მეტასტაზური კოლორექტალური კიბოს კვლევებიდან; სიხშირე ქვემოთ არის წარმოდგენილი.

ყველაზე ხშირი (≥1/10), ირინოტეკანის დოზა-შეზღუდული გვერდითი მოვლენები არის დაყოვნებული ფაღარათი (განვითარებული შეყვანიდან >24 საათში) და სისხლის დარღვევები ნეიტროპენიის, ანემიისა და თრომბოციტოპენიის ჩათვლით.

ნეიტროპენია არის დოზა-შეზღუდული ტოქსიური ეფექტი. ნეიტროპენია იყო შექცევადი და არა კუმულაციური; ყველაზე დაბალი მაჩვენებლის მიღწევის საშუალო დრო იყო 8 დღე, მონოთერაპიასა თუ კომბინაციურ თერაპიაში.

ძალიან ხშირად აღინიშნებოდა მძიმე ტრანზიტორული მწვაე ქოლინერგული სინდრომი. ძირითადი სიმპტომები, როგორც ადრე აღინიშნდა იყო ფაღარათი და სხვა სიმპტომები, როგორიცაა მუცლის ტკივილი, ოფლიანობა, მიოზი და მომატებული ნერწყვდენა ირინოტეკანის ინფუზიის დროს ან ინფუზიიდან 24 საათში განვითარებული. აღნიშნული სიმპტომები გაქრება ატროპინის გამოყენების შემდეგ (იხ. 4.4).

მონოთერაპია

შემდეგი გვერდითი მოვლენები, რომელთა განვითარება შესაძლოა ან სავაურაუდოა დაკავშრებული იყოს ირინოტეკანის გამოყენებასთან, აღინიშნებოდა 765 პაციენტში რეკომენდებულ დოზებზე 350 მგ/მ2 მონოთერაპიის დროს. სიხშირის ჯგუფში, გვერდითი მოვლენები წარმოდგენილია სიმძიმის კლების მიხედვით.

სიხშირე განისაზღვრება შემდეგნაირად: ძალიან ხშირი (≥1/10,), ხშირი (≥1/100; <1/10), არახშირი (≥1/1,000; <1/100), იშვიათი (≥1/10,000; <1/1,000), და ძალიან იშვიათი (<1/10,000); უცნობი (არსებული მონაცემებით დადგენა ვერ ხერხდება).

ირინოტეკანის მონოთერაპიის დროს დაფიქსირებული გვერდითი მოვლენები (350 მგ/მ2 3 კვირაში ერთხელ სქემით)

MedDRA სისტემათა ორგანოების კლასები

სიხშირის კატეგორია

განვითარებული მოვლენები

ინფექციები და ინვაზიები

ხშირი

ინფექცია

უცნობი

ფსევდომემბრანული კოლიტი, სეფსისი

სისხლისა და ლიმფური სისტემის დარღვევები

ძალიან ხშირი

ნეიტროპენია, ანემია

ხშირი

თრომბოციტოპენია, ფებრილური ნეიტროპენია

იმუნური სისტემის დარღვევები

უცნობი

ჰიპერმგრძნობელობის რეაქცია, ანაფილაქსიური რეაქცია

მეტაბოლიზმისა და კვების დარღვევები

ძალიან ხშირი

დეჰიდრატაცია (ფაღარათითა და ღებინებით გამოწვეული), ჰიპოვოლემია, ჰიპომაგნიემია, სიმსივნის ლიზისის სინდრომი, ჰიპოკალიემია, ჰიპონატრიემია

უცნობი

ცნობიერების აშლილობა

ფსიქიატრიული დარღვევები

უცნობი

ქოლინერგული სინდრომი

ნერვული სისტემის დარღვევები

ძალიან ხშირი

მეტყველების ტრანზიტორული დარღვევა, პარესთეზია, სინკოპე

გულის მხრივ დარღვევები

უცნობია

ჰიპერტენზია (ინფუზიის დროს ან შემდეგ); კარდიო ცირკულატორული უკმარისობა*, გულსისხლძარღვოვანი დარღვევები (სტენოკარდია, გულის გაჩერება, მიოკრადიუმის ინფარქტი, მიოკარდიუმის იშემია, ბრადიკარდია)

სისხლძარღვოვანი დარღვევები

უცნობი

ჰიპოტენზია, ალები, თრომბოემბოლიური მოვლენები (არტერიული თრომბოზი, ცერებრალური ინფარქტი, ცერებროვასკულარული მოვლენები, ღრმა თრომბოფლებიტი, ქვედა კიდურების ემბოლია, ფილტვის ემბოლია, თრომბოფლებიტი, ტრომბოზი და უეცარი სიკვდილი), პერიფერული სისხლძარღვოვანი დარღვევა

სასუნთი სისტემის, გულმკერდის, შუასაყრის დარღვევები

უცნობი

ინტერსტიციული ფილტვის დაავადება წარმოდგენილია პულმონალური ინფილტრატების სახით, ქოშინი, სლოკინი

კუჭ-ნაწლავის დარღვევები

ძალიან ხშირი

ფაღარათი, ღებინება, გულისრევა, მუცლის ტკივილი

ხშირი

შეკრულობა

უცნობი

ნაწლავების ობსტრუქცია, გაუვალობა, მეგაკოლონი, კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენები, კოლიტი, ტიფილიტის ჩათვლით, იშემიური და წყლულოვანი კოლიტი, კუჭ-ნაწლავიდან სისხლჩაქცევები, პანკრეასული ფერმენტების სიმპტომატური ან ასიმპტომატური მომატება, ნაწლავების პერფორაცია, კუჭ-ნაწლავის მონილია

ჰეპატობილიარული დარღვევები

ხშირი

სისხლის კრეატინინის, ტრანსამინაზების (SGPT და SGOT)მომატება, ბილირუბინის მომატება, სისხლში ტუტე ფოსფატაზას მომატება

უცნობი

შრატის ტრანსამინაზების (AST და ALT)დონეების მომატება, მომატებული GGTP

კანისა და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები

ძალიან ხშირი

ალოპეცია (შექცევადი)

უცნობი

კანის რეაქციები, გამონაყარი

ჩონჩხკუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის დარღვევები

უცნობი

კუნთების შეკუმშვები და სპაზმები

თირკმლისა და საშარდე გზების დარღვევები

უცნობი

თირკმლის ფუნქციის დარღვევა და თირკმლის მწვავე უკმარისობა, საშარდე გზების ინფექცია

რეპროდუქციული სისტემისა დასარძევე ჯირკვლების დარღვევები

უცნობი

სარძევე ჯირკვლების ტკივილი

ზოგადი დარღვევები და მოვლენები შეყვანის ადგილზე

ძალიან ხშირი

ლორწოვანის ანთება, პირექსია

უცნობი

ინფუზიის ადგილის რეაქციები, ტკივილი, არანორმალური სიარულის მანერა, ექსტრავაზაცია

  • პაციენტებში, ფაღარათთან და/ან ღებინებასთან, ან სეფსისთან დაკავშირებული დეჰიდრატაციის ეპიზოდებით აღინიშნებოდა თირკმლის უკმარისობის, ჰიპოტენზიისა თუ კარდიო ცირკულატორული უკმარისობის არახშირი შემთხვევები.

შერჩეული გვერდითი მოვლენების აღწერილობა (მონოთერაპია)

მძიმე ფაღარათი აღინიშნებოდა პაცინტების 20%-ში, რომლებმაც შეასრულეს ფაღარათის მართვის რეკომენდაციები. შესწავლილი ციკლებიდან, 14% ჰქონდა მძიმე ფაღარათი. საშუალო დრო პირველი თხევადი განავლის დაწყებიდან იყო ირინოტეკანის ინფუზიიდან მე-5 დღეს.

გულისრევა და ღებინება იყო მძიმე პაციენტების დაახლოებით 10%-ში, რომლებიც გულისრევის საწინააღმდეგო საშუალებებით მკურნალობდნენ.

შეკრულობა აღინიშნებოდა პაციენტების <10%-ში.

ნეიტროპენია აღინიშნება 78.7%-ში და მძიმე იყო (ნეიტროფილების რაოდენობა <500 უჯრედი/მმ3) პაციენტების 226%-ში. შეფასებული ციკლებიდა, 18%-ს ჰქონდა ნეიტროფილების რაოდენობა < 1,000 უჯრედი/მმ3 7.6%-ის ჩათვლით ნეიტროფილების რაოდენობით <500 უჯრედი/მმ3. სრული აღდგენა ჩვეულებრივ მიღწეული იყო 22-ე დღისათვის.

ფებრილური ნეიტროპენია აღინიშნებოდა პაციენტების 6.2%-სა და ციკლების 1.7%-ში.

ინფექციები განვითარდა პაციენტების 10.3%-ში (ციკლების 2.5%) და დაკავშირებული იყო მძიმე ნეიტროპენიასთან პაციენტების დაახლოებით 5.3%-ში (ციკლების 1.1%) და გამოიწვია ლეტალური გამოსავალი 2 შემთხვევაში.

ანემია აღინიშნებოდა პაციენტების დაახლოებით 58.7%-ში (8% ჰემოგლობინით <8გ/დლ და 0.9% ჰემოგლობინით <6.5 გ/დლ).

თრომბოციტოპენია (<100,000 უჯრედი/მმ3) აღინიშნებოდა პაციენტების 7.4%-ში და ციკლების 1.8%-ში 0.9% თრომბოციტების რაოდენობით ≤50,000 უჯრედი/მმ3 და ციკლების 0.2%. დაახლოებით ყველა პაციენტმა უჩვენა გაუმჯობესება 22-ე დღისათვის.

მწვავე ქოლინერგული სინდრომი

მძიმე ტრანზიტორული მწვავე ქოლინერგული სინდრომი აღინიშნებოდა პაციენტების 9%-ში, მონოთერაპიით მკურნალობისას.

ასთენია იყო მძმე პაციენტების 10% ნაკლებში მონოთერაპიით მკურნალობისას. ირინოტეკანთან მიზეზობრივი კავშირი დადგენილი არ არის.

პირექსია ინფექციის არარსებობისას და თანმხლები მძიმე ნეიტროპენიის გარეშე, აღინიშნებოდა პაციენტების 12%-ში მონოთერაპიით მკურნალობის დროს.

ლაბორატორიული სინჯები

ტრანსამინაზების, ტუტე ფოსფატაზის ან ბილირუბინის შრატის დონეების ტრანზიტორული და მსუბუქი და ზომიერი მომატება აღინიშნებოდა პაციენტების შესაბამისად 9.2%, 8.1% და 1.8%-ში, ღვიძლის პროგრესული მეტასტაზების არარსებობისას. შრატის კრეატინინის დონის მსუბუქი ან ზომიერი ტრანზიტორული მომატება აღინიშნებოდა პაციენტების 7.3%-ში.

კომბბინაციური თერაპია

არ არსებობს ფაქტები, რომ ირინოტეკანის უსაფრთხოების პროფილზე ზეგავლენას ახდენს ცეტუქსიმაბი ან პირიქით. ცეტუქსიმაბტან კომბინირებისას, დამატებითი გვერდითი მოვლენები იყო ისეთები, რომლებიც მოსალოდნელი იყო ცეტუქსიმაბის დროს (აკნეს მსგავსი გამონაყარი 88%). ცეტუქსიმაბტან კომბინაციაში ირინოტეკანის გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმაციის მისაღებად, იხილეთ პრეპარატების მახასიათებლების რეზიუმეები.

გვერდითი მოვლენები, რომლებიც აღინიშნება პაციენტებში, კაპეციტაბინით მკურნალობისას კომბინაციაში ირინოტეკანთან გარდა კაპეცატბინით მონოთერაპიის დროს განვითარებული მოვლენებისა ან კაპეციტაბინის მონოთერაპიასთან შედარებით უფრო მაღალი სხიშირით გამოვლენილი არის: ძალიან ხშირი, ყველა ხარისხის გვერდითი მოვლენები: თრომბოზი/ემბოლია; ხშირი, ყველა ხარისხის გვერდითი მოვლენები: ჰიპერმგრძნობელობის რეაქცია, გულის იშემია/ინფარქტი; ხშირი, ხარისხი 3 და ხარისხი 4 გვერდითი რეაქციები: ფებრილური ნეიტროპენია. კაპეციტაბინის გვერითი მოვლენების შესახებ სრული ინფორმაციის სანახავად იხილეთ კაპეციტაბინის პრეპარატის მახასიათებლების რეზიუმე.

მე-3 და მე-4 ხარისხის გვერდითი მოვლენები, რომლებიც აღინიშნება პაციენტებში კაპეციტაბინით მკურნალობისას კომბინაციაში ირინოტეკანთან და ბევაციზუმაბთან, იმ მოვლენებთან ერთად, რომლებიც ვლინდება კაპეცატინით მონოთერაპიის დროს ან კაპეციტაბინით მონოთერაპიასთან შედარებით უფრო მაღალი სიხშირით აღინიშნება არის შემდეგ: ხშირი, მე-3 და მე-4 ხარისხის გვერდითი მოვლენები: ნეიტროპენია, თრომბოზი/ემბოლია, ჰიპერტენზია, და გულის იშემია/ ინფარქტი. კაპეციტაბინისა და ბევაციზუმაბისგვერდითი მოვლენების შესახებ სრული ინფორმაციისათვის, იხილეთ კაპეციტაბინისა და ბევაციზუმაბის შესაბამისი პრეპარატის მახასიათებლების რეზიუმეები.

მე-3 ხარისხის ჰიპერტენზია ძირითადი მნინშვნელოვანი რისკი იყო, რომელიც აღინიშნებოდა ბევაციზუმაბის დამატებისას ბოლუსურ ირინოტეკანი/5-FU/FA-სთან.

გარდა ამისა, აღნიშნული რეჟიმით მკურნალობისას, ბოლუსურ ირინოტეკანი/5-FU/FA-თან შედარებით აღინიშნებოდა ქიმიოთერაპიის მე-3/4 ხარისხის გვერდითი მოვლენების, ფაღარათისა და ლეიკოპენიის მცირე მომატება. ბევაციზუმაბთან კომბინაციის დროს განვითარებული გვერდითი მოვლენების შესახებ სრული ინფორმაციისათვის, იხილეთ ბევაციზუმაბის პრეპარატის მახასიათებლების რეზიუმე.

ირინოტეკანი შესწავლილია 5-FU და FA-სთან კომბინაციაში მეტასტაზური კოლორექტალური კიბოს გამო. კლინიკური კვლევებიდან მიღებული გვერდითი მოვლენების უსაფრთხოების მონაცემები უჩვენებენ ძალიან ხშირად განვითარებულ NCI მე-3 და მე-4 ხარისხის შესაძლო ან სავარაუდოდ დაკავშრებულ, MedDRA სისტემათა ორგანოთა კლასების გვერდით მოვლენებს სისხლსა და ლიმფური სისტემის დარღვევებში, კუჭ-ნაწლავის დარღვევებში, და კანისა და კანქვეშა ქსოვილის დარღვევებში.

შემდეგი გვერდითი მოვლენები, რომლებიც შესაძლოა და სავარაუდოდა დაკავშირებული იყოს ირინოტეკანის გამოყენებასთან, აღინიშნებოდა 145 პაციენტში ირინოტეკანით მკურნალობისას 5FU/FA-სთან კომბინაციაში, 2 კვირაში ერთხელ სქემით, რეკომენდებულ დოზაზე 180 მგ/მ2.

ირინოტეკანის კომბინაციური თერაპიის დროს დაფიქსირებული გვერდითი მოვლენები (180 მგ/მ2 2 კვირაში ერთხელ სქემით)

MedDRA სისტემათა ორგანოების კლასები

სიხშირის კატეგორია

განვითარებული მოვლენები

ინფექციები და ინვაზიები

ხშირი

ინფექცია

სისხლისა და ლიმფური სისტემის დარღვევები

ძალიან ხშირი

თრომბოციტოპენია,

ნეიტროპენია, ანემია

ხშირი

ფებრილური ნეიტროპენია

მეტაბოლიზმისა და კვების დარღვევები

ძალიან ხშირი

დაქვეითებული მადა

ნერვული სისტემის დარღვევები

ძალიან ხშრი

ქოლინერგული სინდრომი

კუჭ-ნაწლავის დარღვევები

ძალიან ხშირი

ფაღარათი, ღებინება, გულისრევა

ხშირი

მუცლის ტკივილი, შეკრულობა

კანისა და კაქვეშა ქსოვილის დარღვევები

ძალიან ხშირი

ალოპეცია (შექცევადი)

ზოგადი დარღვევები და მოვლენები შეყვანის ადგილსდ

ძალიან ხშირი

ლორწოვანი ანთება, ასთენია

ხშირი

პირექსია

კვლევები

ძალიან ხშირი

მომატებული ტრანსამინაზები (ალტ და ასტ), სისხლში ბილირუბინის, ტუტე ფოსფატაზის მომატება

შერჩეული გვერდითი მოვლენების აღწერილობა (კომბინაციური თერაპია)

მძიმმე ფაღარათი აღინიშნებოდა პაციენტებიწ 13.1%-ში, რომლებიც იცავდნენ ფაღარათის მართვის რეკომენდაციებს.

შესწავლილი ციკლებიდან, 3.9%-ს ჰქონდა მძიმე ფაღარათი. აღინიშნებოდა ძლიერი გულისრევისა და ღებინების უფრო დაბალი სიხშირე (პაციენტების 2.1% და 2.8% შესაბამისად).

შეკრულობა დაკავშირებული ირინოტეკანთან და ლოპერამიდთან აღინიშნებოდა პაციენტების 3.4%-ში.

ნეიტროპენია აღინიშნებოდაპაციენტების 82.5% და იყო მძიმე (ნეიტროფილების რაოდენობა <500 უჯრედი/მმ3) პაციენტების 9.8%-ში. შესწავლილი ციკლებიდამ. 67.3%-ს ჰქონდათ ნეიტროფილების რაოდენობა < 1,000 უჯრედი/მმ3 ჩათვლით 2.7%-ისა ნეიტროფილების რაოდენობით <500 უჯრედი/მმ3. საერთო აღდგენა ჩვეულებრივ აღინიშნებოდა 7-8 დღის განმავლობაში.

ცხელება მძიმე ნეიტროპენიით აღინიშნებოდა პაციენტების 3.4%-ში და ციკლების 0.9%-ში.

ინფექციები აღინიშნებოდა პაციენტების 2%-ში (ციკლების 0,5%) და დაკავშირებული იყო მძიმე ნეიტროპენიასთან პაციენტების დაახლოებით 2.1%-ში (ციკლების 0.5%) დაგამოიწვია ლეტალური შედეგი 1 შემთხვევაში.

ანემია აღინიშნებოდა პაციენტების 97.2%-ში (2.1% ჰემოგლობინით <8 გ/დლ).

თრომბოციტოპენია (<100,000 უჯრედი/მმ3) აღინიშნებოდა პაციენტების 32.6%-სა და ციკლების 21.8%-ში. მძიმე თრომბოციტოპენია (<500,000 უჯრედი/მმ3) არ აღინიშნებოდა.

მწვავე ქოლინერგული სინდრომი

მძიმე ტრანზიტორული მწვავე ქოლლინერგული სინდრომი აღინიშნებოდა პაციენტების 1.4%-ში კომბინაციურ თერაპიის დროს.

ასთენია იყო მძიმე პაციენტების 6.2%-ში კომბინაციური თერაპიის დროს. ირინოტეკანთან მიზეზობრივი კავშირი დადგენილი არ არის.

პირექსია ინფექციის არარსებობისას და მძიმე თანმხლები ნეიტროპენიის გარეშე, აღინიშნებოდა პაციენტების 6.2%-ში კომბინაციური თერაპიის დროს.

ლაბორატორიული სინჯები

შრატში SGPT, SGOT, ტუტე ფოსფატაზის ან ბილირუბინის დონეების ტრანზიტორულ მომატება (ხარისხი 1 და 2) აღინიშნებოდა პაციენტებში შესაბამისად 15%, 11%, 11% და 10%-ში, ღვიძლის მძიმე პროგრესული მეტასტაზების გარეშე. მე-3 ხარისხის ტრანზიტორული მომატება აღინიშნებოდა პაციენტების შესაბამისად 0%, 0%, 0% და 1%-ში. მე-4 ხარისხის მატება არ აღინიშნებოდა.

ამილაზას და/ან ლიპაზას მომატება ძალიან იშვიათად აღინიშნებოდა.

ასევე აღინიშნებოდა, უმეტესად ფაღარათთან და ღებინებასთან დაკავშირებული ჰიპოკალიემიისა და ჰიპონატრიემიის იშვიათი შემთხვევები.

კლინიკურ კვლევებში, ირინოტეკანის გამოყენებისას აღინიშნებოდა წამალთან დაკავშირებული შემდეგი მოვლენები: ტკივილი, სეფსისი, ანორექტალური დაზიანება, კუჭ-ნაწლავის კანდიდოზური ინფექცია, ჰიპომაგნიემია, გამონაყარი, კანის ნიშნები, სიარულის მანერის დარღვევა, ცნობიერების აშლილობს, თავის ტკივილი, სინკოპე, ალები, ბრადიკარდია, საშარდე გზების ინფექცია, ტკივილი გულმკერდში, მომატებული გამა-გლუტამილტრანსფერაზა, ექსტრავაზაცია, და სიმსივნის ლიზისის სინდრომი, გულ-სისხლძარღოვანი დაავადება (სტენოკარდია, გულის გაჩერება, მიოკარდიუმის ინფარქტი, მიოკარდიუმის იშემია, პერიფერული სისხლძარღვოვანი დაავადება, სისხლძარღვოვანი დაავადება) და თრომბოემბოლიური მოვლენები (არტერიული თრომბოზი, თავის ტვინის ინფარქტი, ცერებროვასკულარული მოვლენა, ღრმავენის თრომბოზი, პერიფერული ემბოლია, ფილტვის ემბოლია, თრომბოფლებიტი, თრომბოზი, და უეცარი სიკვდილი) (იხ. 4.4).

პოსტ-მარკეტინგული დაკვირვება

პოსტ-მარკეტინგული დაკვირვებიდან მიღებული სიხშირეები უცნობია (არსებული მონაცემებით შეფასება ვერ ხერხდება).

MedDRA სისტემათა ორგანოების კლასები

მოვლენები

ინფექციები და ინვაზიები

ფსევდომემბრანული კოლიტი, რომელიც ბაქტერიოლოგიურად დადასტურდა (Clostridium difficile)

187452015684500სეფსისი

199834515367000სოკოვანი ინფექციები

ვირუსული ინფექციები

სისხლისა და ლიმფური სისტემის დარღვევები

თრომბოციტოპენია ანტითრომბოციტური ანტისხეულებით

იმუნური სისტემის დარღვევები

ჰიპერმგრძნობელობა

ანაფილაქსიური რეაქცია

მეტაბოლიზმისა და კვების დარღვევები

დეჰიდრატაცია (ფაღარათით და ღებინებით გამოწვეული)

ჰიპოვოლემია

ნერვული სისტემის დარღვევები

მეტყველების დარღვევა, ტრანზიტორული, ზოგიერთ შემთხვევაში მოვლენა დაკავშირებული იყო ქოლინერგულ სინდრომთან, რომელიც აღინიშნებოდა ირინოტეკანის ინფუზიის დროს ან მას შემდეგ

პარესთეზიები

კუნთების უნებლიე შეკუმშვები

გულის დარღვევები

28651201016000გულ-სისხლძარღვოვანი უკმარისობა

ჰიპერტენზია (ინფუზიის დროს ან მას შემდეგ)

სისხლძარღვოვანი დარღვევები

130175013970000

ჰიპოტენზია

სუსუნთქი სისტემის, გულმკერდისა და შუასაყრის დარღვევები

ფილტვების ინტერსტიციული დაავადება, წარმოდგენილი ფილტვების ინფილტრაციის სახით ხშირი არ არის ირინოტეკანის თერაპიის დრო; აღინიშნებოდა ადრეული მოვლენები, როგორიცაა ქოშინი (იხ. 4.4).

ქოშინი (იხ. 4.4)

კუჭ-ნაწლავის დარღვევები

ნაწლავების ობსტრუქცია

გაუვალობა: გაუვალობის შემთხვევები, რომელიც წინ უსწრებდა კოლიტს

მეგაკოლონი

გასტროინტესტინალური სისხლჩაქცევები

კოლიტი; ზოგიერთ შემთხვევაში, კოლიტი გართულდა დაწყლულებით, სისხლდენით, გაუვალობით ან ინფექციით.

ტიფილიტი

იშემიური კოლიტი

წყლულოვანი კოლიტი

ჰეპატობილიარული დარღვევები

სტეატოჰეპატიტი

ღვიძლის სტეატოზი

კანი და კანქვეშქ ქსოვილის დარღვევები

კანის რეაქცია

ჩონჩხკუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის დარღვევები

სპაზმები

თირკმლისა და საშარდე გზების დარღვევები

135890056070500202565070675500თირკმლის დისფუნქცია და თირკმლის მწვავე უკმარისობა პაციენტებში, რომლებიც დაინფიცირდნენ და/ან აღენიშნებათ დეჰიდრატაცია მძიმე გასტროინტესტინალური ტოქსიურობის გამო

თირკმლის უკმარისობა

ზოგადი დარღვევები და მოვლენების შეყვანის ადგილას

რეაქციების ინფუზიის ადგილას

გამოკვლევები

ამილაზას მომატება

ლიპაზას მომატება

ჰიპოკალიემია

ფაღარათთან და ღებინებასთან დაკავშირებული ჰიპონატრიემია

ტრანსამინაზის მომატება (მაგ. ასტ და ალტ)

  • 203201206500 მაგ. Pneumocystis jirovecii პნევმონია, ბრონქოპულმონალური ასპერგილოზი, სისტემური კადიდოზი.

მაგ. ჰერპეს ზოსტერი, influenza, B ჰეპატიტის რეაქტივაცია, ციტომეგალოვირუსული კოლიტი.

  • 12701206500აღინიშნებოდა თირკმლის უკმარისობის, ჰიპოტენზიის ან კარდიო ცირკულატორული უკმარისობის იშვიათი შემთხვევები

საეჭვო გვერდითი მოვლენების შეტყობინება

სამკურნალო პრეპარატის ავტორიზაციის შემდეგ საეჭვო გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება მნიშვნელოვანია. ის სამედიცინო პრეპარატის სარგებელი/რისკის ბალანსის მონიტორინგის გაგრძელების საშუალებას იძლევა.

ჭარბი დოზირება

აღინიშნებოდა ჭარბი დოზირების შემთხვევები დოზებზე, რომლებიც დაახლოებით ორჯერ აღემატებოდა რეკომენდებულ თერაპიულ დოზებს, და შეიძლება იყოს ფატალური. ყველზე მნიშვნელოვანი გვერდითი მოვლენა იყო მძიმე ნეიტროპენია და მძიმე ფაღარათი. ირინოტეკანის ანტიდოტი ცნობილი არ არის.აუცილებელია დაიწყოს ფაღარათით გამოწვეული დეჰიდრატაციის პრევენცია და ნებისმიერი ინფექციური გართულების მკურნალობა.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკური თვისებები

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: სიმსივნის საწინააღმდეგო სხვა საშუალებები

ათქ კოდი: L01XX19

კვლევების მონაცემები

ირინოტეკანი არის კამპტოთეკინის ნახევრად-სინთეზური წარმოებული. ის არის სიმსივნის საწინააღმდეგო საშუალება, რომელიც მოქმედებს დნმ ტოპოიზომერაზა I-ს სპეციფიკური ინჰიბიტორის სახით. ის მეტაბოლიზდება კარბოქსილესთერაზათი ქსოვილების უმრავლესობაში SN-38-მდე, რომელიც უფრო აქტიურია ვიდრე ირინოტეკანი გასუფთავებულ ტოპოიზომერაზას I-ში და უფრო ციტოტოქსიური, ვიდრე ირინოტეკანი ვირთხის და ადამიანის რამდენიმე სიმსივნური უჯრედების ხაზის წინააღმდეგ. ირინოტეკანით ან SN-38-ით დნმ ტოპოიზომერაზა I-ს ინჰიბირება ასტიმულირებს ერთ-ჯაჭვიანი დნმ-ის კერებს, რომლებიც აბლოკირებენ დნმ-ის რეპლიკაციას და ციტოტოქსიურობაზე არიან პასუხისმგებელნი. ციტოტოქსიური აქტივობა არის დამოკიდებული დროზე და სპეციფიკური იყო S ფაზისათვის.

In vitro, ირინოტეკანი და SN-38 მნიშვნელოვნად შეცნობილი არ არის P-გლიკოპროტეინ MDR-ის მიერ, და ავლენს ციტოტოქსიურ აქტივობას დოქსორუბიცინისა და ვინბლასტინის რეზისტენტული უჯრედული ხაზის წინააღმდეგ.

გარდა ამისა, ირინოტეკანს გააჩნია ფართო სპექტრის სიმსივნის საწინააღმდეგო აქტივობა in vivo ვირთხის სიმსივნური მოდელების წინააღმდეგ (P03 პანკრეასის სადინროვანი ადენოკარცინომა, MA16/C ძუძუმწოვართა ადენოკარცინომა, C38 და C51 მსხვილი ნაწლავის ადენოკარცინომები) და ადამიანის ქსენოგრაფტების წინააღმდეგ (Co-4 მსხვილი ნაწლავის ადენოკარცინომა, Mx1 ძუძუმწოვრების ადენოკარცინომა, ST-15 და SC-16 კუჭის ადენოკარცინომები). ირინოტეკანი ასევე აქტიურია P გლიკოპროტეინის ექსპრესიის მქონე სიმსივნეების წინააღმდეგ (ვინკრისტინ- და დოქსორუბიცინ- რეზისტენტული P388 ლეიკემიები).

ირინოტეკანი ანტისიმსივნური აქტივობის გარდა, ყველაზე მნიშვნელოვანი ფარმაკოლოგიური ეფექტები არის აცეტილქოლინესტერაზას ინჰიბირება.

კლინიკური მონაცემები

კომბინაციურ თერაპიაში მეტასტაზური კოლორექტალური კარცინომის პირველი რიგის კურნალობისათვის

ფოლინის მჟავასთან და 5-ფტორურაცილთან კომბინაციურ თერაპიაში.

III ფაზის კვლევა ჩატარდა 385 პაციენტში, ადრე არანამკურნალევი მეტასტაზური კოლორექტალური კიბოთი 2 კვირაში ერთჯერადი სქემით (იხ. 4.2) და ყოველკვირეული რეჟიმით. 2 კვირაში ერთხელ სქემით, 1-ლ დღეს, ირინოტეკანის 180მგ/მ2 დოზას 2 კვირაში ერთხელ მოსდევს ფოლინის მჟავას (200 მგ/მ3 2 საათიანი ინტრავენური ინფუზია) და 5-ფტორურაცილის (400 მგ/მ3 ინტრავენური ბოლუსის სახით, შემდეგ 600 მგ/მ3 22-საათიანი ინტრავენური ინფუზია) ინფუზია. მე-2 დღეს, ფოლინის მჟავა და 5-ფტორურაცილი შეიყვანება იმავე დოზით და სქემით. ყოველკვირეულ სქემაში, ირინოტეკანის 80 მგ/მ3 -ს მოსდევს გოლინის მჟავას ინფუზია (500 მგ/მ3 2 საათიანი ინტრავენური ინფუზია) და შემდეგ 5-ფტორურაცილი (2300 მგ/მ3 24 საათიანი ინტრავენური ინფუზია) 6 კვირის განმავლობაში.

კომბინაციური თერაპიის კვლევაში ზემოთ აღწერილი 2 რეჟიმით, ირინოტეკანის ეფექტურობა შეფასდა 198 მკურნალ პაციენტში:

კომბინირებული რეჟიმი

ყოველკვირეული სქემა

(n=50)

2 კვირაში ერთხელ

(n=148)

ირინოტეკანი

+5FU/FA

5FU/FA

ირინოტეკანი

+5FU/FA

5FU/FA

ირინოტეკანი

+5FU/FA

5FU/FA

გადახრის სიჩქარე (%)

  • 8*
  • 1*
  • 2*
  • 6*
  • 5*
  • 6*

p-სიდიდე

p<0.001

p=0.045

p=0.005

საშუალო დრო პროგრესირებამდე (თვეები)

  • 7
  • 4
  • 2
  • 5
  • 5
  • 7

p-სიდიდე

p<0.001

p=0.045

p=0.005

საპასუხო რეაქციის საშუალო ხანგრძლივობა (თვეები)

  • 3
  • 8
  • 9
  • 7
  • 3
  • 5

p-სიდიდე

NS

p=0.043

NS

საპასუხო რეაქციის საშუალო ხანგრძლივობა და სტაბილიზაცია (თვეები)

  • 6
  • 2
  • 3
  • 7
  • 5
  • 6

p-სიდიდე

p<0.001

NS

p=0.003

საშუალო დრო მკურნალობის მარცხამდე (თვეები)

  • 3
  • 8
  • 4
  • 0
  • 1
  • 0

p-სიდიდე

p<0.0014

NS

p=0.001

საშუალო სიცოცხლის ხანგრძლივობა

  • 8
  • 0
  • 2
  • 1
  • 6
  • 0

p-სიდიდე

p=0.028

NS

p=0.041

5FU: 5-ფტორურაცილი

FA: ფოლინის მჟავა

NS: უმნიშვნელო

  • : პოპულაციის ანალიზის პროტოკოლის მიხედვით

ყოველკვირეულ სქემაში, მძიმე ფაღარათის სიხშირე იყო 44.4% პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ ირინოტეკანით კომბინაციაში 5FU/FA-სთან და პაციენტების 25.6%-ში, რომლებიც მხოლოდ 5FU/FA-ით მკურნალობდნენ. მძიმე ნეიტროპენიის სიხშირე (ნეიტროფილების რაოდენობა <500 უჯრედი/მმ3) იყო 5.8%-ში პაციენტებში, რომლებიც ირინოტეკანის მკურნალობდნენ კომბინაციაში 5FU/FA-თან და პაციენტების 2.4%-ში 5FU/FA-თი მკურნალობისას.

გარდა ამისა, მოქმედების სტატუსის საშუალო დროის გაუარესება აღინიშნებოდა უფრო დიდხანს 5FU/FA თან ირინოტეკანის კომბინირების დროს, ვიდრე ცალკე 5FU/FA-ს ჯგუფში (p=0.046).

სიცოცხლის ხარისხი აღნიშნული III ფაზაში შეფასდა EORT QLQ-C30 კითხვარის გამოყენებით. დრო საბოლოო გაუარესებამდე ირინოტეკანის ჯგუფში მუდმივად მოგვიანებით ვითარდებოდა. გლობალური ჯანმრთელობის სტატუსის/სიცოცხლის ხარისხის ევოლუცია ოდნავ უკეთესი იყო ირინოტეკანის კომბინაციურ ჯგუფში, თუმცა არა მნიშვნელოვანი; რაც უჩვენებდა იმას, რომ კომბინაციაში ირინოტეკანის ეფექტურობის მიღწევა შესაძლებელია სიცოცხლის ხარისხზე ზეგავლენის გარეშე.

ბევაციზუმაბთან კომბინაციურ თერაპიაში

III ფაზის რანდომიზებულმა ორმაგმა-ბრმამ, აქტიურ-კონტროლირებადმა კლინიკურმა კვლევამ ბევაციზუმაბი შეისწავლა კომბინაციაში ირინოტეკანი/5FU/FA-თან, როგორც პირველი-რიგის მკურნალობა მსხვილი და სწორი ნაწლავის მეტასტაზური კარცინომის დროს (კვლევა AVF2107g). ირინოტეკანი/5FU/FA კომბინაციაში ბევაციზუმაბის დამატებამ გამოიწვია საერთო სიცოცხლის ხანგრძლივობის სტატისტიკურად მნიშვნელოვანი მომატება. კლინიკკური სარგებელი, საერთო სიცოცხლის ხანგრძლივობით დადგენილი, აღინიშნებოდა პაციენტების ყველა ქვეჯგუფში, ასაკის, სქესის, სიმშიმის სასტუსის, პირველადი სიმსივნის მდებარეობის, ჩატრეული ორგანოთა რაოდენობის და მეტასტაზური დაავადების მიხედვი განაწილებული ჯგუფების ჩათვლით. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ პრეპარატების მახასიათებლების რეზიუმე. AVF2107g კვლევის ეფექტურობის შედები შეჯამებულია ქვემოთ მოცემულ ცხრილში.

AVF2107g

ჯგუფი 1

ირინოტეკანი/5FU/FA

პლაცებო

ჯგუფი 2

ირინოტეკანი/5FU/FA

ბევაციზუმაბია

პაციენტების რაოდენობა

411

402

საერთო სიცოცხლის ხანგრძლივობა

საშუალო დრო (თვეები)

  • 6
  • 3

95% სანდოობის ინტერვალი

  • 29-16.99
  • 46-24.18

რისკების თანაფარდობაბ

  • 660

p-სიდიდე

  • 00004

სიცოცხლის ხანგრძლივობა პროგრესირების გარეშე

საშუალო დრო (თვეები)

  • 2
  • 6

რისკების თანაფარდობა

  • 54

p-სიდიდე

<0.0001

პასუხის საერთო კოეფიციენტი

კოეფიციენტი

  • 8
  • 8

95% სანდოობის ინტერვალი

  • 2-39.6
  • 9-49.8

p-სიდიდე

  • 0036

პასუხის ხანგრძლივობს

საშუალო დრო (თვეები)

  • 1
  • 4

25-27 პროცენტილი (თვეები)

  • 7-11.8
  • 7-15.0

ა 5 მგ/გკ 2 კვირაში ერთხელ

ბ საკონტროლო ჯგუფთან შედარებით

კომბინაციურ თერაპიაში ცეტუქსიმაბთან

EMR 62 202-013: აღნიშნულმა რანდომიზებულმა კვლევამ მეტასტაზური კოლორექტალური კიბოს მქონე პაციენტებში, რომლებსაც არ ჩაუტარებიათ მკურნალობა მეტასტაზური დაავადების გამო, შეადარა ცეტუქსიმაბისა და ირინოტეკანის კომბინაცია პლიუს საინფუზიო 5-ფტორურაცილი/ფოლინის მჟავა (5-FU/FA) (599 პაციენტი) იმავე მონო- ქიმიოთერაპიასთან (599 პაციენტი). პაციენტების პროპორცია KRAS ველური ტიპის სიმსივნეებით შესწავლილი პოპულაციიდან KRAS სტატუსისათვის 64% შეადგინა.

აღნიშნულ კვლევაში მიღებული შედეგები დაჯამებულია ქვემოთ ცხრილში:

საერთო პოპულაცია

KRAS ველური-ტიპის პოპულაცია

ცვლადი/სტატისტიკა

ცეტუქსიმაბი პლიუს ფოლფირი

(N=599)

ფოლფირი

(N=599)

ცეტუქსიმაბი პლიუს ფოლფირი

(N=172)

ფოლფირი

(N=176)

ORR

%(95% CI)

  • 9 (42.9, 51.0)
  • 7 (34.8, 42.8)
  • 3 (51.6, 66.7)
  • 2 (35.8, 50.9)

p-სიდიდე

  • 0038
  • 0025

PFS

რისკების თანაფარდობა

(95% CI)

  • 85 (0.726, 0.998)
  • 68 (0.501, 0.934)

p-სიდიდე

  • 0479
  • 0167

CI = სანდოობის ინტერვალი; FOLFIRI - ირინოტეკანი პლიუს საინფუზიო 5-FU/FA; ORR-ობიექტური პასუხის კოეფიციენტი (პაციენტები სრული საპასუხო რეაქციით ან ნაწილობრივი საპასუხო რეაქციით); PFS - სიცოცხლის ხანგრძლივობა პროგრესირების გარეშე.

კაპეციტაბინთან კომბინაციურ თერაპიაში

რანდომიზებული, III ფაზის კონტროლირებული კვლევიდან (CAIRO)მიღებული მონაცემები მხარს უჭერს კაპეციტაბინის გამოყენებას საწყისი დოზით 100მგ/მ2 2 კვირის განმავლობაში ყოველ 3 კვირაში კომბინაციაში ირინოტეკანთან პირველი რიგის მკურნალობის სახით პაციენტებში მეტასტაზური კოლორექტალური კიბოტი. 820 პაციენტი რანდომიზებული იყო მიეღო თანმიმდევრული მკურნალობა (n=410)ან კომბინაციური მკურნალობა (n=410). თანმიმდევრობითი მკურნალობა მოიცავდა პირველი რიგის მკურნალობა კაპეციტაბინით (1250 მგ/მ2 დღეში ორჯერ 14 დღის განმავლობაში), მეორე -ხაზის ირინოტეკანი (350 მგ/მ2 1 დღეს), კაპეციტაბინის მესამე-რიგის კომბინაცია (1000მგ/მ2 დღეში ორჯერ 14 დღის განმავლობაში) ოქსიპლატინით (130 მგ/მ2 პირველ დღეს). კომბინაციური მკურნალობა მოიცავდა კაპეციტაბინით პირველი რიგის მკურნალობა (1000 მგ/მ2 დღეში ორჯერ 14 დღის განმავლობაში) კომბინირებული ირონტეკანთან (250 მგ/მ2 1 დღეს) (ქსელირი) და მეორე-რიგის კაპეციტაბინი (1000 მგ/მ2 დღეში ორჯერ 14 დღის განმავლობაში) პლიუს ოქსალიპლატინი (130 მგ/მ2პირველ დღეს). მკურნალობის ყველა ციკლი გამოიყენებოდა 3 კვირიანი ინტერვალით. პირველი-რიგის მკურნალობაში პროგრესირების გარეშე სიცოცხლის ხანგრძლივობის საშუალო პერიოდი მკურნალობის სურვილის მქონე პაციენტებში იყო 5.8 თვე (95% CI, 5.1-6.2 თვე) კაპეციტაბინით მონოთერაპიისათვის და 7.8 თვე (95% CI, 7.0-8.3 თვე) ქსელირისათვის (p=0.0002).

II ფაზის კონტროლირებული, რანდოზმიებული, მულტიცენტრული კვლევის შუალედური ანალიზის მონაცემები (AIO KRK 0604)მხარს უჭერენ კაპეციტაბინის გამოყენება საწყისი დოზის 800 მგ/მ2 2 კვირის განმავლობაში ყოველ 3 კვირას კომბინაციაში ირინოტეკანთან და ბევაციზუმაბთან პირველი-რიგის მკურნალობისათვის პაციენტებში კოლორექტალური კიბოთი. 115 პაციენტი რანდომულად შეირჩნენა კაპეციტაბინი პლიუს ირინოტეკანითა (XELERI) და ბევაციზუმაბის მკურნალობისათვის: კაპეციტაბინი (800 მგ/მ2 დღეში ორჯერ ორი კვირის განმავლობაში 7-დღიანი დასვენების პერიოდით), ირინოტეკანი (200 მგ/მ2 30-წუთიანი ინფუზიით 1-ლ დღეს 3 კვირაში ერთხელ), და ბევაციზუმაბი (7.5 მგ/კგ 30-90 წუთიანი ინფუზიის სახით 1-ლ დღეს 3 კვირაში ერთხელ); 118 პაციენტი შეირჩა მკურნალობისათვის კაპეციტაბინით კომბინირებული ოქსალიპლატინთან და ბევაციზუმაბთან: კაპეციტაბინი (1000 მგ/მ2 დღეში ორჯერ ორი კვირის განმავლობაში 7-დღიანი დასვენების პერიოდით), ოქსალიპლატინი (130 მგ/მ2 2 საათიანი ინფუზიის სახით 1-ლ დღეს 3 კვირაში ერთხელ) და ბევაციზუმაბი (7.5 მგ/კგ 30-90 წუთიანი ინფუზიის სახით 1-ლ დღეს 3 კვირაში ერთხელ). პროგრესირების გარეშე სიცოცხლის ხანგრძლივობა 6 თვეზე მკურნალობის სურვილის (ITT) მქონე პოპულაციაში იყო 80% (XELIRI პლიუს ბევაციზუმაბი) 74%-თან შედარებით (XELOX პლიუს ბევაციზუმაბი). საერთო საპახუსო რეაქცია იყო (სრული პასუხი პლიუს ნაწილობრივი პასუხი) იყო 45% (XELOX პლიუს ბევაციზუმაბი) 47%-თან შედარებით (XELIRI პლიუს ბევაციზუმაბი).

მეტასტაზური კოლორექტალური კარცინომის მონოთერაპიაში მეორე რიგის მკურნალობისათვის

კლინიკური ფაზის II/III კვლევები ჩატარდა 980-ზე მეტ პაციენტში 3 კვირაში ერთჯერადი დოზირებით, მეტასტაზური კოლორექტალური კიბოთი, ვისთვისაც 5-FU რეჟიმი არაეფექტური იყო. ირინოტეკანი ეფექტურობა შეფასდა 765 პაციენტში დოკუმენტირებული პროგრესირებით 5-FU-ით კვლევაში ჩართვისას.

ფაზა III

ირინოტეკანისა და დამატებითი თერაპიის შედარება

ირინოტეკანი და 5-FU შედარება

ირინოტეკანი

n=183

დამატებითი თერაპია

n=90

p-სიდიდე

ირინოტეკანი

n=127

5-FU

n=129

p-სიდიდე

პროგრესირების გარეშე სიცოცხლის ხანგრძლივობა 6 თვეზე (%

NA

NA

  • 5*
  • 7

p=0.03

სიცოცხლის ხანგრძლივობა 12 თვეზე (%)

  • 2*
  • 8

p=0.0001

  • 8*
  • 4

p=0.0351

საშუალო სიცოცხლის ხანგრძლივობა

(თვეები)

  • 2*
  • 5

p=0.0001

  • 8*
  • 5

p=0.0351

NA: არ გამოიყენება

  • : სტასტისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება

II ფაზის კვლევაში, რომელიც ჩატარდა 455 პაციენტში, სქემით 3 კვირაში ერთხელ, პროგრესის გარეშე სიცოცხლის ხანგრძლივობა 6 თვეზე იყო 30% და საშუალო სიცოცხლის ხანგრძლივობა იყო 9 თვე. საშუალო დრო პროგრესირებამდე იყო 18 კვირა.

გარდა ამისა, არა-შედარებითი II ფაზის კვლევები ჩატარდა 304 პაციენტში ყოველკვირეული დოზირებით რეჟიმით, დოზით 125 მგ/მ2 შეყვანილი ინტრავენური ინფუზიის სახით 90 წუთის განმავლობაში 4 მომდევნო კვირა, შემდეგ 2 კვირიანი დასვენებით. აღნიშნულ კვლევებში საშუალო დრო პროგრესირებამდე იყო 17 კვირა და საშუალო სიცოცხლის ხანგრძლივობა იყო 10 თვე. მსგავსი უსაფრთხოების პროფილი აღინიშნებოდა ყოველკვირეული დოზირების სქემაში 193 პაციენტში საწყისი დოზით 125 მგ/მ2, 3 კვირაში ერთხელ სქემასთან შედარებით.პირველი თხევადი განავალის დაწყების საშუალო დროს იყო 11-ე დღეს.

ცეტუქსიმაბთან კომბინაციაში ირინოტეკანის-შემცველი ციტოტოქსიური თერაპიის მარცხის შემდეგ:

ცეტუქსიმაბის ირინოტეკანტან კომბინირების ეფექტურობა შესწავლილ იქნა ორ კლინიკურ კვლევაში. 356 პაციენტმა EGFR-ექსპრესირებული მეტასტაზური კოლორექტალური კიბოთი, ირინოტეკანის შემცველი თერაპიის მარცხით, რომლებსაც ჰქონდათ სულ მცირე კარნოფსკის ზოგადი მდგომარეობის მაჩვენებელი 60, რომელთა უმრავლესობას ჰქონდა კარნოფსის ზოგადი მდგომარეობის მაჩვენებლი ≥80-მა კომბინაციური თერაპია ჩაიტარა.

EMR 62 202-007: რანდომიზებულმა კვლევამ შეადარა ცეტუქსიმაბისა და ირინოტეკანის კომბინაცია (218 პაციენტი) ცეტუქსიმაბის მონოთერაპიასთან (111 პაციენტი).

IMCL CP02-9923: ერთ ჯგუფიანი ღია კვლევა, რომელიც იკვლევდა კომბინაციურ თერაპიას 138 პაციენტში.

ეფექტურობის მონაცემები აღნიშნული კვლევებიდან ქვემოთ არის შეჯამებული:

კვლევა

N

ORR

DCR

PFS (თვეები)

OS (თვეები)

n(%)

95%CI

n(%)

95%CI

n(%)

95%CI

n(%)

95%CI

ცეტუქსიმაბი+ირინოტეკანი

EMR

62

202-007

218

50

(22.9)

  • 5,
  • 1

121

(55.5)

  • 6,
  • 2
  • 1
  • 8, 4.3
  • 6
  • 6, 9.6

IMCL

CP02-9923

138

21

(15.2)

  • 7,
  • 3

84

(60.9)

  • 2,
  • 1
  • 9
  • 6, 4.1
  • 4
  • 2, 10

ცეტუქსიმაბი

EMR

62

202-007

111

12

(10.8)

  • 7,
  • 1

36

(32.4)

  • 9,
  • 0
  • 5
  • 4, 2.0
  • 9
  • 6, 9.1

CI = სანდოობის ინტერვალი, DCR = დაავადების კონტროლის კოეფიციენტი (პაციენტები სრული საპასუხო რეაქციით, ნაწილობრივი საპასუხო რეაქციით, ან სტაბილური დაავადებით სულ მცირე 6 კვირით), ORR = ობიექტური საპასუხო რეაქცია (პაციენტები სრული ან ნაწილობრივი საპასუხო რეაქციით), OS = საერთო სიცოცხლის ხანგრძლივობა, PFS - პროგრესირების გარეშე სიცოცხლის ხანგრძლივობა.

ცეტუქსიმაბის კომბინაცია ირინოტეკანთან აღემატებოდა ცეტუქსიმაბის მონოთერაპიას, ობიექტური საპასუხო რეაქციის (ORR), დაავადების კონტროლის კოეფიციენტის (DCR)და პროგრესირების გარეშე სიცოცხლის ხანგრძლივობის (PFS) თვალსაზრისით. რანდომიზებულ კვლევაში, ზეგავლენა საერთო სიცოცხლის ხანგრძლივობაზე არ გამოვლენილა (რისკების თანაფარდობა 0.91, p=0.48).

პაციენტები შემცირებული UGT1A1 აქტივობით

ურიდინ დიფოსფატგლუკურონილ ტრანსფერაზა 1A1 (UGT1A1) ჩართულია ირინოტეკანის აქტიური მეტაბოლიტის SN-38-ის მეტაბოლურ დეაქტივაციაში არა-აქტიურ SN-38 გლუკურონიდად (SN-38G). UGT1A1 გენი ძალზედ პოლიმორფულია, და პირებში იწვევს სხვადასხვა მეტაბოლურ შესაძლებლობებს. UGT1A1 გენის ერთი სპეციფიკური ვარიანტი მოიცავს პოლიმორფიზმს პრომოუტერის უბანში, როგორიცაა UGT1A1*28 ვარიანტი. ეს სახეობა და სხვა თანდაყოლილი დეფექტები UGT1A1 ექსპრესიაში (როგორიცაა კრიგლერ-ნაიარი და ჟილბერტის სინდრომი), დაკავშირებული აღნიშნული ფერმენტის შემცირებულ აქტივობასთან. მეტა-ანალიზის მონაცემები უჩვენებენ, რომ პაციენტები კრიგლერ-ნაიარის სინდრომით (ტიპი 1 და 2) ან UGT1A1*28 ალელისთვის ჰომოზიგოტური პაციენტები (ჟილბერტის სინდრომი) არიან ჰემატოლოგიური ტოქსიურობის მომატებული რისკის ქვეშ (ხარისხი 3 და 4) საშუალო ან მაღალი დოზებით (>150 მგ/მ2) ირინოტეკანის შეყვანის შემდეგ. UGT1A1 გენოტიპსა და ირინოტეკანით გამოწვეულ ფაღარათს შორის კავშირი დადგენილი არ არის.

UGT1A1*28 ალელისთვის ჰომოზიგოტური პაციენტებში გამოიყენება ირინოტეკანის ნორმალური საწყისი დოზა. თუმცა, აუცილებელია აღნიშნული პაციენტების მონიტორინგი ჰემატოლოგიურ ტოქსიურობაზე. პაციენტებისათვის, რომლებსაც წინა მკურნალობის დროს აღენიშნებოდათ ჰემატოლოგიური ტოქსიურობა, გასათვალისწინებელია ირონოტეკანის შემცირებული საწყისი დოზა. საწყისი დოზის ზუსტი შემცირება პაციენტების აღნიშნულ პოპულაციაში დადგენილი არ არის და ნებისმიერი შემდგომი მოდიფიკაცია დაფუძნებული უნდა იყოს პაციენტის ტოლენტანტობაზე მკურნალობის მიმართ (იხ. 4.2 და 4.4).

ამ დროისათვის UGT1A1 გენოტიპირების კლინიკური გამოყენებისათვის საჭირო მონაცემები არასაკმარისია.

ფარმაკოკინეტიკურ თვისებები

შეწოვა:

ინფუზიის ბოლოს, რეკომენდებულ დოზაზე 350მგ/მ2, ირინოტეკანისა და SN-38-ის საშუალო მაქს. კონცენტრაცია იყო 7.7 მკგ/მლ და 56 ნგ/მლ, შესაბამისად, ხოლო საშუალო ფართი მრუდის ქვეშ (AUC)იყო 34 მკგ.სთ/მლ და 451 მკგ.სთ/მლ, შესაბამისად. ფარმაკოკინეტიკური პარამეტრების ფართო ინდივიდთაშორისი ვარიებელობა აღინიშნებოდა SN-38-სათვის.

განაწილება

I ფაზის კვლევა 60 პაციენტში 100-დან 750 მგ/მ2-ის სამ კვირაში ერთხელ 30-წუთიანი ინტრავენური ინფუზიის დოზირების რეჟიმით, განაწილების მოცულობა წონასწორობის მდგომარეობაში (Vss): 157 ლ/მ2.

In vitro, ირინოტეკანისა და SN-38-სათვის პლაზმის ცილებთან შეკავშირება შესაბამისად იყო დაახლოებით 65% და 95%.

ბიოტრანსფორმაცია

მას წონასწორობისა და მეტაბოლიზმის კვლევებმა 14C-მარკირებული პრეარატით უჩვენა, რომ ირინოტეკანის ვენაში შეყვანილი დოზის 50% გამოიყოფა შეუცვლელი პრეპარატის სახით, 33% განავალში ნაღველის გზით და 22% შარდში.

ორი მეტაბოლური გზა ითვლის თითოეულისათვის დოზის სულ მცირე 12%:

ჰიდროლიზი კარბოქსილესტერაზათი აქტიურ მეტაბოლიტად SN-38, SN-38 ძირითადად გამოიყოფა გლუკურონიდაციით, და შემდეგ ბილიარული და თირკმლების ექსკრეციით (ირინოტეკანის დოზის 0.5%-ზე ნაკლები). SN-38 გლუკურონიტი სავარაუდოდ შემდეგში ჰიდროლიზდება ნაწლავებში.

ციტოქრომ P450-3A ფერმენტ-დამოკიდებული დაჟანგვა იწვევს გარეთა პიპერიდინის რგოლის გახსნას APC (ამინოპენტანოის მჟავას წარმოებულის) და NPC (პირველადი ამინის წარმოებულის) წარმოქმნით (იხ. 4.5).

შეუცვლელი ირინოტეკანი არის მთავარი ობიექტი პლაზმაში, რომელსაც მოჰყვება APC, SN-38 გლუკურონიდი და SN-38. მხოლოდ SN-38-ს გააჩნია მნიშვნელოვანი ციტოტოქსიური აქტივობა.

გამოყოფა

I ფაზის კვლევა 60 პაციენტში 100-დან 750 მგ/მ2-ის სამ კვირაში ერთხელ 30-წუთიანი ინტრავენური ინფუზიის დოზირების რეჟიმით, ირინოტეკანმა გამოავლინა ორფაზიანი ან სამფაზიანი გამოყოფის პროფილი. საშუალო პლაზმური კლირენსი იყო 15 ლ/სთ/მ2.

სამფაზიანი მოდელის პირველი ფაზის საშუალო პლაზმური ნახევრად დაშლის პერიოდი იყო 12 წუთი, მეორე ფაზის 2,5 საათი, და ტერმინალური ფაზის ნახევრად დაშლის პერიოდი იყო 14.2 საათი. SN-38-მა უჩვენა ორფაზიანი გამოყოფის პროფილი, საშუალო ტერმინალური ნახევრად დაშლის პერიოდით 13,8 საათი.

ირინოტეკანის კლირენსი, ბილირუბინემიის მქონე პაციენტებში, რომლის მაჩვენებელი 1,5-3-ჯერ აღემატებოდა ნორმის ზედა ზღვარს შემცირდა დაახლოებით 40%-ით. აღნიშნულ პაციენტებში 200 მგ/მ2 დოზა იწვევდა პლაზმაში წამლის ექსპოზიციას, შედარებით იმასთან, რაც აღინიშნებოდა 350 მგ/მ2 დოზაზე კიბოს მქონე პაციენტებში ღვიძლის ნორმალური პარამეტრების არსებობისას.

ხაზოვნება/არახაზოვნება

ირინოტეკანის პოპულაციური ფარმაკოკინეტიკური ანალიზი ჩატარდა 148 პაციენტში მეტასტაზური კოლორექტალური კიბოთი, რომლებიც მკურნალობდნენ სხვადასხვა სქემებით და სხვადასხვა დოზებზე II ფაზის კვლევებში. ფარმაკოკინეტიკური პარამეტრები შეფასებული სამ განყოფილებიანი მოდელით მსგავსი იყო იმისი, რაც I ფაზის კვლევებში აღინიშნებოდა. ყველა კვლევამ უჩვენა, რომ ირინოტეკანი (CPT-11) და

SN-38 ექსპოზიცია СPT-11 შეყანილი დოზის პროპორციულად იზრდება.

ფარმაკოკინეტიკა/ფარმაკოდინამიკური კავშირები(ები)

ირონტუს გამოყენების დროს განვითარებული ძირითადი ტოქსიურობების (მაგ. ლეიკონეიტროპენია და ფაღარათი) ინტენსიურობა დაკავშირებულია საწყისი პრეპარატისა და SN-38 მეტაბოლიტის მიმართ ექსპოზიციასთან. მნიშვნელოვანი კავშირები აღნიშნებოდა ჰემატოლოგიურ ტოქსიურობას (სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობისა და ნეიტროფილების შემცირება) და ფაღარათის სიძლიერეს და ირინოტეკანისა და SN_38 მეტაბოლიტის AUC მაჩვენებლებს შორის მონოთერაპიაში.

უსაფრთხოების პრეკლინიკური მონაცემები

In vitro ქრომოსომული აბერაციის ტესტში ირინოტეკანი და SN-38 მეტაბოლიტი მუტაგენურია CHO-უჯრედებზე ისევე როგორც in vivo მიკრონუკლეუსის ტესტში თაგვებში.

თუმცა, AMES ტესტში ისინი მოკლებულნი არიან მუტაგენურ პოტენციალს.

ვირთხებში, კვირაში ერთხელ დოზირებით 13 კვირის განმავლობაში მაქსიმალურ დოზაზე 150 მგ/მ2 (რაც ადამიანის რეკომენდებული დოზის ნახევარზე ნაკლებია), მკურნალობასთან დაკავშირებული სიმსივნეები არ აღინიშნებოდა მკურნალობის დასრულებიდან 91 დღე.

თაგვებში, ვირთხებსა და ძაღლებში ირინოტეკანით ჩატარდა ერთჯერადი და მრავაკჯერადი დოზირების ტოქსიურობის კვლევები. ძირითადი ტოქსიკური მოვლენები აღინიშნებოდა ჰემატოპოიეზურ და ლიმფურ სისტემებში. ძაღლებში, აღინიშნებოდა დაყოვნებული ფაღარათი ატროფიით და ნაწლავების ლორწოვანის კეროვანი ნეკროზით. ძაღლებში აღინიშნებოდა ალოპეცია.

აღნიშნული მოვლენების სიმძიმე იყო დოზა-დამოკიდებული და შექცევადი.

რეპროდუქცია

ირინოტეკანი ტერატოგენული იყო ვირთხებსა და კურდღლებში დოზებზე, რომლებიც ადამიანის თერაპიულ დოზაზე ნაკლები იყო. ვირთხებში, ნამკურნალევი ცხოველებისაგან დაბადებულ ნაშიერებში გარე პათოლოგიებით აღინიშნებოდა ფერტილობის შემცირება. ეს არ აღინიშნებოდა მორფოლოგიურად ნორმალ ნაშიერებში. ორსულ ვირთხებში, აღინიშნებოდა პლაცენტის წონის დაკლება ნაშიერში ნაყოფის სიცოცოცხლისუნარიანობის დაქვეითება და ქცევითი დარღვევების მატება.

ფარმაცევტული მახასიათებლები

დამხმარე ნივთიერებები

სორბიტოლი (E420)

რძემჟავა

ნატრიუმის ჰიდროქსიდი (pH-ის კორექციისათვის)

ჰიდროქლორმჟავა (pH-ის კორექციისათვის)

საინიექციო წყალი

შეუთავსებლობა

აღიშნული სამკურნალო პრეპარატის შერევა სხვა სამკურნალო პრეარატებთან არ შეიძლება, გარდა როგორც ეს აღნიშნულია 6.6-ში (იხ. 4.2).

ვარგისიანობა

გაუხსნელი ფლაკონის ვარგისიანობის ვადა არის 3 წელი.

ირონტუ ფიზიკურად და ქიმიურად სტაბილურია საინფუზიო ხსნარებთან (0.9% w/v ნატრიუმის ქლორიდის ხსნარი და 5% w/v გლუკოზას ხსნარი) 48 საათი 2-80C ტემერატურის პირობებში შენახვისას და 24 საათი 250C-ზე და სინთალისგან დაცულ ადგილას შენახვისას.

მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით, განზავებული ხსნარი გამოიყენება მომზადებისთანავე. თუ მისი გამოყენება მაშინათვე არ მოხდა, მიხი შენახვის ვადისა და პირობები არის მომხარებლის პასუხისმგებლობა და ჩვეულებრივ არ უნდა იყო 24 საათზე მეტი 2-80C ტემერატურაზე, გარდა შემთხვევებისა, როდესაც განზავება ხდება კარგად კონტროლირებულ და ასეპტიკურ პირობებში.

შენახვის განსაკუთრებული პირობები

ინახება არა უმეტეს 250C ტემერატურაზე. ინახეთ ორიგინალურ შეფუთვაში, სინათლისაგან დაცულ ადგილას.

სამკურნალო პრეპარატის შენახვის პირობები იხ. 6.3.

კონტეინერი

ირონტუ შევსებულია 6 R ტიპის I ქარვისფერ შუშაში ნაცრისფერი ქლორობუტილ რეზინის საცობით და ალუმინის მოსახევი ფორთოხლისფერი პლომბით.

მოხმარებისა და ლიკვიდაციის განსაკუთრებული მითითებანი

სხვა ანტინეოპლატიური პრეპარატების მსგავსად, ირონტუს მომზადება და მოხმარება სიფრთხილიღ უნდა მოხდეს. გამოიტენება დამცავი საკანი და დამცავი ხელთათმანები, ისევე როგორც დამცავი წინსაფარი. თუ დამცავი საკანი ხელმისაწვდომი არ არის, გამოიყენება პირის დასაფარი საშუალება და დამცავი სათვალეები.

ირინოტეკანი ხსნარის ან საინფუზიო ხსნარის კანთან კონტაქტის შემთხვევაში, კარგად დაიბანეთ საპნითა და წყლით. ირინოტეკანის ხსნარის ან საინფუზიო ხსნარის ლორწოვან გარსებთან კონტაქტის შემთხვევაში, სასწრაფოდ ჩამოიბანეთ წყლით.

მომზადება ვენაში შესაყვანად

სხვა საინიექციო პრეპარატის მსგავსად, ირინოტეკანის ხსნარი მზადდება ასეპტიკურად (იხ. 6.3).

ფლაკონში ნალექის არსებობისას პრეპარატი ლიკვიდირებულ უნდა იქნეს ციტოტოქსიური პრეპარატების ლიკვიდაციის სტანდარტების შესაბამისად.

ფლაკონიდან, ასეპტიკური წესების დაცვით ამოიღეთ ირინოტეკანის საჭირო რაოდენობა კალიბრირებული შპრიცით და შეიყვანეთ 250 მლ საინფუზიო პარკში ან ბოთლში, რომელიც შეიცავს 0.9%-იან ნატრიუმის ქლორიდის ხსნარს ან 5%-იან გლუკოზის ხსნარს. შემდეგ ხელით როტაციით აურიეთ.

ლიკვიდაცია

ერთჯერადი გამოყენებია

ნებისმიერი გამოუყენებელი სამკურნალო პრეპარატის თუ ნარჩენი მასალის ლიკვიდაცია უნდა მოხდეა ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.

განზავებისა და შეყვანისათვის გამოყენებული ყველა მასალა უნდა განადგურდეს ციტოტოქსიური საშუალებებისათვის გამოყენებული საავადმყოფოს სტანდარტული პროცედურების შესაბამისად.

გაცემის რეჟიმი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

საბაზრო ნებართვის მფლობელი

Onko İlaç Sanayi ve Ticaret A.Ş

Gebze OSB2 Mah. 1700. Sk. No: 1703/2

Çayırova/Kocaeli/თურქეთი

ტელეფონი: 0850 250 66 56

ელ-ფოსტა: [email protected]

საბაზრო ნებართვის ნომრები

პირველი ნებართვის თარიღი / განახლების ნებართვის თარიღი

პირველი ნებართვის თარიღი

ნებართვის განახლების თარიღი

ტექსტის განახლების თარიღი

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა