ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანტინეოპლაზური საშუალებები

ირინოტეკანი HCI აქვიდა

Irinotecan HCl AqVida

რეცეპტით100მგინსტრუქცია ქართულადგერმანია
მოქმედი ნივთიერება
ირინოტეკანი (irinotecan)
ფორმა და შეფუთვა
100მგ/5მლ (20მგ/მლ) 5მლ კონცენტრატი ი.ვ. საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონი №1
მწარმოებელი
AqVida GmbH, გერმანია
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტინეოპლაზური საშუალებები, ტოპოიზომერაზა 1-ის (TOP1) ინჰიბიტორები
ATC კოდი
L01CE02
რეგისტრაციის ნომერი
რ-045547
რეგისტრირებულია
27 მაისი 2026, მოქმედებს 27 მაისი 2031-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
შპს „ავერსი-ფარმა“
ურთიერთქმედების შემოწმებაირინოტეკანი HCI აქვიდა და სხვა წამალი ერთად

ირინოტეკანი HCI აქვიდა — ინსტრუქცია ქართულად

მიღების წესი და დოზირება

ეს სამკურნალო საშუალება ყოველთვის გამოიყენეთ ზუსტად ისე, როგორც დაგინიშნათ ექიმმა. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ ექიმს.

ირინოტეკანი HCl აქვიდა შეიყვანება ექიმის ან ჯანდაცვის სპეციალისტის მიერ. ირინოტეკანი HCl აქვიდას პირველი დოზის შეყვანამდე ექიმმა შეიძლება გირჩიოთ დნმ-ის ტესტის ჩატარება. ზოგიერთ პირებში შესაძლოა ადგილი ჰქონდეს გენეტიკურ ალბათობას, რომ მათ გამოუვლინდეთ გვერდითი მოვლენები ამ მედიკამენტის მიმართ.

თქვენ შესაძლოა დაგენიშნოთ სხვა მედიკამენტებიც, რომ თავიდან იქნეს აცილებული ირინოტეკანი HCI აქვიდათი გამოწვეული ღებინება, გულისრევა, ფაღარათი და სხვა გვერდითი მოვლენები. ეს მედიკამენტები როგორც წესი მიიღება სულ მცირე ერთი დღით ადრე ირინოტეკანი HCI აქვიდათი მკურნალობის დაწყებამდე.

თუ ირინოტეკანის ჰიდროქლორიდის ინფუზიის დროს ინფუზიის ნემსის გარშემო წვის შეგრძნებას, ტკივილს ან შეშუპებას განიცდით, დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს. თუ ეს სამკურნალო საშუალება შემთხვევით ვენიდან გამოჟონავს, ამან შეიძლება გამოიწვიოს ქსოვილების დაზიანება. თუ ირინოტეკანი HCI აქვიდათი მკურნალობის დროს ინფუზიის ადგილას ტკივილს განიცდით ან შეამჩნევთ სიწითლეს ან შეშუპებას, დაუყოვნებლივ აცნობეთ ამის შესახებ ექიმს ან ჯანდაცვის სპეციალისტს.

ირინოტეკანი HCI აქვიდა შეიყვანება ვენაში ინფუზიის გზით 30 -დან 90 წუთამდე დროის განმავლობაში. ინფუზიის რაოდენობა, რომელსაც თქვენ მიიღებთ, დამოკიდებულია თქვენს ასაკზე, სხეულის სიმაღლეზე და თქვენი ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობაზე. ის ასევე დამოკიდებულია სხვა შესაძლო მკურნალობებზე, რომელსაც თქვენ სავარაუდოდ დაგენიშნათ კიბოს დაავადების სამკურნალოდ. ექიმი დაიანგარიშებს თქვენი სხეულის ფართობს კვადრატულ მეტრებში (მ2) თქვენი სიმაღლისა და წონის მიხედვით.

თუ ადრე ჩაგიტარდათ მკურნალობა 5-ფტორურაცილით, მაშინ ჩვეულებრივ, დაგენიშნებათ მხოლოდ ირინოტეკანი HCI აქვიდა, საწყისი დოზით 350 მგ/მ2 ყოველ 3 კვირაში ერთხელ.

თუ ადრე არ მიგიღიათ ქიმიოთერაპიული მკურნალობა, მაშინ ჩვეულებრივ დაგენიშებათ 180 მგ/მ2 ირინოტეკანი HCI აქვიდა ყოველ 2 კვირაში ერთხელ, რასაც მოსდევს ფოლიუმის მჟავა ან 5 - ფტორურაცილი.

თუ ირინოტეკანს იღებთ ცეტუქსიმაბთან ერთად კომბინაციაში, როგორც წესი, დაგენიშნებათ ირინოტეკანი HCI აქვიდას იგივე დოზა, რაც ირინოტეკანის შემცველი წინა მკურნალობის რეჟიმის ბოლო ციკლებში მიიღეთ. ირინოტეკანი HCI აქვიდას მიღება უნდა მოხდეს ცეტუქსიმაბის ინფუზიის დასრულებიდან არანაკლებ 1 საათის შემდეგ.

ეს დოზები შეიძლება დაარეგულიროს ექიმმა თქვენი მდგომარეობისა და გვერდითი მოვლენების მიხედვით.

თუ მიიღეთ ირინოტეკანი HCI აქვიდას საჭიროზე მეტი დოზა

ნაკლებად სავარაუდოა, რომ თქვენ მიიღოთ ირინოტეკანი HCI აქვიდას ჭარბი დოზირება. თუ ეს მაინც მოხდება, ასეთ შემთხვევაში, შესაძლოა ადგილი ჰქონდეს სისხლის სისტემის დარღვევების და ფაღარათის გამოვლენას.

დიარეით გამოწვეული დეჰიდრატაციის თავიდან ასაცილებლად და ნებისმიერი პოტენციური ინფექციური გართულების სამკურნალოდ საჭიროა საუკეთესო დამხმარე მკურნალობა. მიმართეთ ექიმს, რომელიც გიკეთებთ მედიკამენტს.

თუ დაგავიწყდათ ირინოტეკანი HCI აქვიდას გამოყენება

მკურნალობის რეჟიმის დაცვას ძალაინ დიდი მნიშვნელობა აქვს. თუ გამოტოვეთ დოზის მიღება, მიმართეთ დაუყონებლივ თქვენს მკურნალ ექიმს.

უკუჩვენებები

გაქვთ ალერგია აქტიური ნივთიერების ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ, რომლებიც ჩამოთვლილია ნაწილში 6.

გაქვთ ან გქონიათ ქრონიკული ანთებითი ნაწლავის დაავადება ან ნაწლავის გაუვალობა

თუ ძუძუთი კვებავთ ჩვილს

თუ გაქვთ ღვიძლის მძიმე დისფუნქცია (ბილირუბინის დონე ნორმის ზედა ზღვარზე 3-ჯერ მეტი)

ძვლის ტვინის ფუნქციის მძიმე დარღვევა

თუ გახასიათებთ ცუდი ზოგადი ჯანმრთელობის მდგომარეობა (შეფასებულია საერთაშორისო სტანდარტის საფუძველზე [Performance Status WHO-კრიტერიუმების მიხედვით >2])

თუ იყენებთ ბუნებრივ სამკურნალო საშუალებას, რომელსაც ეწოდება წმ. იოანეს ვორტი (Hypericum perforatum).

პირები, რომლებსაც უნდა ჩაუტარდეთ ვაქცინაცია შესუსტებული ცოცხალი ვაქცინებით ან ახლახანს ჩაუტარდათ ვაქცინაცია (ყვითელი ცხელების, ჩუტყვავილას, ჰერპეს ზოსტერის, წითელას, ყბაყურას, წითურას, ტუბერკულოზის, როტავირუსის, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინები), ასევე ქიმიოთერაპიის დროს და დასრულებიდან 6 თვის შემდეგ.

თუ იღებთ ირინოტეკანი HCI აქვიდას სხვა მედიკამენტებთან კომბინაციაში, გთხოვთ, ასევე წაიკითხოთ სხვა მედიკამენტების ინსტრუქცია დამატებითი უკუჩვენებების შესახებ.

სიფრთხილის ზომები

განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო ხანდაზმულ პაციენტებში.

რადგან ირინოტეკანი HCI აქვიდა კიბოს სამკურნალო საშუალებაა, მისი გამოყენება განხორციელდება სპეციალიზებულ განყოფილებაში, კიბოს სამკურნალო პრეპარატების გამოყენების გამოცდილების მქონე ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. განყოფილების თანამშრომლები აგიხსნიან, თუ რა უნდა გააკეთოთ მკურნალობის დროს და მის შემდეგ. წინამდებარე გამოყენების ინსტრუქციაში მოცემული ინფორმაცია დაგეხმარებათ წესების დაცვაში.

გთხოვთ აცნობოთ თქვენს ექიმს ირინოტეკანი HCI აქვიდას გამოყენებამდე,

თუ გაქვთ ღვიძლის პრობლემები

თუ გაქვთ თირკმელების პრობლემები

თუ გაქვთ ასთმა

თუ წარსულში მიიღეთ სხივური თერაპია

თუ წარსულში ირინოტეკანი HCI აქვიდათი მკურნალობის დროს გამოვლინდა ძლიერი დიარეა ან ცხელება

თუ გაწუხებთ გულის პრობლემები

თუ ხართ მწეველი, გაქვთ სისხლის მაღალი წნევა ან ქოლესტერინის მაღალი დონე, რადგან ამ გარემოებებმა შესაძლოა გამოიწვიონ გულის პრობლემების რისკის გაზრდა ირინოტეკანი HCI აქვიდათი მკურნალობის პერიოდში

თუ ჩაგიტარდათ ვაქცინაცია ან მალე უნდა ჩატარდეს ისინი

თუ იღებთ სხვა სამკურნალო საშუალებებს. გთხოვთ გაეცნოთ ნაწილს ,,ირინოტეკანი HCI აქვიდას გამოყენება სხვა მედიკამენტებთან ერთად“.

თუ გაქვთ გილბერტის-სინდრომი, დაავადება, რომელიც იწვევს ბილირუბინის მაჩვენებლების გაზრდას და სიყვითლეს (კანისა და თვალების სიყვითლეს).

  • ირინოტეკანი HCI აქვიდას შეყვანიდან პირველი 24 საათი

ირინოტეკანი HCI აქვიდას მიღების პერიოდში (30-90 წთ) და მიღებიდან მალევე, შეიძლება განიცადოთ შემდეგი სიმპტომებიდან ზოგიერთი:

ფაღარათი

თვალების ცრემლიანობა

ოფლიანობა

მხედველობის დარღვევები

მუცლის ტკივილი

ჭარბი ნერწყვდენა.

მწვავე ქოლინერგული სინდრომი

ამ მედიკამენტს შეუძლია გავლენა მოახდინოს ნერვული სისტემის იმ ნაწილზე, რომელიც პასუხისმგებელია ელიმინაციაზე. შედეგად ვითარდება ე.წ. „ქოლინერგული სინდრომი“. ეს მოიცავს ისეთ სიმპტომებს, როგორიცაა სურდო, ნერწყვის მომატება, თვალების ცრემლდენა, ოფლიანობა, კანის სიწითლე, მუცლის სპაზმები და დიარეა. დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ან ჯანდაცვის სპეციალისტს, თუ შეამჩნევთ რომელიმე ამ სიმპტომს, რადგან არსებობს მათი სამკურნალო მედიკამენტები.

  • ირინოტეკანი HCI აქვიდათი მკურნალობის დღიდან შემდეგ მკურნალობამდე.

ამ პერიოდში შეიძლება განიცადოთ სხვადასხვა სიმპტომები, რომლებიც შეიძლება სერიოზული იყოს და საჭიროებს დაუყოვნებლივ მკურნალობას და მკაცრ მონიტორინგს.

ფაღარათი

თუ თქვენი დიარეა გამოვლინდა ირინოტეკანი HCI აქვიდას მიღებიდან 24 საათზე მეტი ხნის შემდეგ („დაგვიანებული დიარეა“), ის შეიძლება მძიმე იყოს.

ეს ხშირად აღინიშნება მიღებიდან დაახლოებით 5 დღის შემდეგ. აუციელებელია დიარეის დაუყონებლივი მკურნალობა და მკაცრი მონიტორინგი

მკურნალობის გარეშე, ამან შეიძლება გამოიწვიოს დეჰიდრატაცია და ორგანიზმის ქიმიური ბალანსის სერიოზული დარღვევა, რაც შეიძლება სიცოცხლისთვის საშიში იყოს. ექიმი დაგინიშნავთ მედიკამენტებს ამ გვერდითი ეფექტის თავიდან ასაცილებლად ან კონტროლისთვის. დარწმუნდით, რომ მედიკამენტი დაუყოვნებლივ მიიღებთ, რათა ის სახლში გქონდეთ საჭიროების შემთხვევაში. პირველი ფაღარათის შემდეგ დაუყოვნებლივ, გააკეთეთ შემდეგი:

ჩაიტარეთ ფაღარათის საწინააღმდეგო ყველა ის მკურნალობა, რაც კი დაგინიშნათ ექიმმა, ზუსტად ისე, როგორც აგიხსნათ მან. მკურნალობის შეცვლა არ შეიძლება ექიმთან კონსულტაციის გარეშე. დიარეის სამკურნალოდ რეკომენდებულია ლოპერამიდი (პირველ მიღებაზე 4 მგ, შემდეგ 2 მგ ყოველ 2 საათში, ასევე ღამის განმავლობაში). ეს მკურნალობა უნდა გაგრძელდეს ბოლო ფაღარათიდან სულ მცირე 12 საათის განმავლობაში. ლოპერამიდის რეკომენდებული დოზა არ უნდა იქნას მიღებული 48 საათზე მეტხანს.

დაუყოვნებლივ დალიეთ დიდი რაოდენობით წყალი და რეჰიდრატაციული სითხეები (მაგ., წყალი, გაზიანი წყალი, გაზიანი სასმელები, ბულიონი ან ორალური რეჰიდრატაციული თერაპიული საშუალებები).

დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს, რომელიც ზედამხედველობს თქვენს მკურნალობას და აცნობეთ მას დიარეის შესახებ. თუ ვერ დაუკავშირდებით ექიმს, დაუკავშირდით საავადმყოფოს იმ განყოფილებას, რომელიც ზედამხედველობს ირინოტეკანი HCI აქვიდათი მკურნალობას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ისინი ინფორმირებულნი იყვნენ დიარეის შესახებ.

დაუყოვნებლივ უნდა აცნობოთ ექიმს ან განყოფილებას, რომელიც თქვენს მკურნალობას აკონტროლებს, თუ:

დიარეასთან ერთად აღინიშნება გულისრევა, ღებინება ან სიცხე.

დიარეის საწინააღმდეგო მკურნალობის დაწყებიდან 48 საათის შემდეგაც კი დიარეა გაქვთ.

მითითება: არ მიიღოთ სხვა მედიკამენტები გარდა ექიმის მიერ დანიშნული დიარეის საწინააღმდეგო მედიკამენტებისა და ზემოთ აღწერილი სითხეებისა. დაიცავით ექიმის მითითებები. დიარეის საწინააღმდეგო მედიკამენტები არ უნდა იქნას გამოყენებული პროფილაქტიკისთვის დიარეის განმეორებითი ეპიზოდის თავიდან აცილების მიზნით, მაშინაც კი, თუ წინა ციკლებში გქონდათ დაგვიანებული დიარეა.

ცხელება

თუ თქვენი სხეულის ტემპერატურა 38°C-ზე მეტად მოიმატებს, ეს შეიძლება ინფექციის ნიშანი იყოს, განსაკუთრებით თუ დიარეასაც გაწუხებთ. თუ გაქვთ ცხელება (38°C-ზე მეტი), დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ექიმს ან საავადმყოფოს განყოფილებას, რათა მიიღოთ საჭირო მკურნალობა.

გულისრევა და ღებინება

თუ განიცდით გულისრევას და/ან ღებინებას, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ექიმს ან საავადმყოფოს განყოფილებას. ექიმი მკურნალობამდე დაგინიშნავთ მედიკამენტებს გულისრევისა და ღებინების თავიდან ასაცილებლად.

ექიმი, სავარაუდოდ, გულისრევის საწინააღმდეგო მედიკამენტებს დაგინიშნავთ სახლში მისაღებად. ეს მედიკამენტი ხელთ გქონდეთ საჭიროების შემთხვევაში. თუ გულისრევისა და ღებინების გამო სითხეების მიღება არ შეგიძლიათ, დაუკავშირდით ექიმს.

ნეიტროპენია

ირინოტეკანი HCI აქვიდამ შეიძლება გამოიწვიოს გარკვეული სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ინფექციებთან ბრძოლაში. ამ მდგომარეობას ეწოდება ნეიტროპენია. ნეიტროპენია ხშირად აღინიშნება ირინოტეკანი HCI აქვიდათი მკურნალობის დროს და შექცევადია. ექიმმა უნდა ჩაატაროს სისხლის რეგულარული ანალიზები სისხლის თეთრი უჯრედების მონიტორინგის მიზნით.

ნეიტროპენია სერიოზული დაავადებაა და საჭიროებს დაუყოვნებლივ მკურნალობას და მკაცრ მონიტორინგს. დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ან ჯანდაცვის სპეციალისტს, თუ შეამჩნევთ ინფექციის რაიმე ნიშანს, როგორიცაა სიცხე (38°C ან მეტი), შემცივნება, ტკივილი შარდვის დროს, ახალი ხველა ან ნახველით გამოწვეული ხველა. მოერიდეთ კონტაქტს ავადმყოფ ან ინფექციით დაავადებულ ადამიანებთან. დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს, თუ ინფექციის რაიმე ნიშანი განვითარდება.

სისხლის მაჩვენებლების მონიტორინგი

ექიმი, სავარაუდოდ, შეამოწმებს თქვენს სისხლის მაჩვენებლებს მკურნალობის დაწყებამდე და მკურნალობის დროს, რათა დააკვირდეს, თუ როგორ მოქმედებს მედიკამენტი თქვენი სისხლის მაჩვენებლებზე და სისხლის ქიმიაზე. ანალიზის შედეგების საფუძველზე შეიძლება დაგენიშნოთ მედიკამენტები ამ ეფექტების სამკურნალოდ. თქვენს ექიმს ასევე შეიძლება დასჭირდეს მედიკამენტის შემდეგი დოზის შემცირება ან გაზრდა, ან მკურნალობის საერთოდ შეწყვეტა. აუცილებლად შეასრულეთ ექიმთან და ლაბორატორიული ტესტებისთვის დანიშნულ ყველა ვიზიტი. ამ პრეპარატმა შეიძლება შეამციროს თრომბოციტების რაოდენობა მიღებიდან რამდენიმე კვირაში, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სისხლდენის რისკის მომატება. სისხლის შედედებაზე მოქმედი ნებისმიერი მედიკამენტის ან დანამატის მიღებამდე, როგორიცაა ასპირინი ან ასპირინის შემცველი მედიკამენტები, ვარფარინი ან E ვიტამინი, მიმართეთ ექიმს. დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს, თუ შენიშნავთ უჩვეულო სისხლჩაქცევებს ან სისხლდენას, როგორიცაა ცხვირიდან სისხლდენა, ღრძილებიდან სისხლდენა კბილების გახეხვისას ან შავი ფერის განავალი (ფისისებრი განავალი).

ფილტვების პრობლემები

იშვიათ შემთხვევებში, ამ მედიკამენტით მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს ფილტვების სერიოზული პრობლემები. დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს, თუ განგივითარდებათ ან გაუარესდება ხველა, ან თუ გაქვთ სუნთქვის გაძნელება და სიცხე. ამ პრობლემის მოსაგვარებლად ექიმს შეიძლება დასჭირდეს მკურნალობის შეწყვეტა.

ამ მედიკამენტმა შეიძლება გაზარდოს ფეხების ან ფილტვების ვენებში სერიოზული სისხლის კოლტების წარმოქმნის რისკი. ამ სისხლის კოლტებს შეუძლიათ სხეულის სხვა ნაწილებში, მაგალითად, ფილტვებში ან ტვინში გადაადგილება. დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს, თუ განიცდით ტკივილს გულმკერდის არეში, ქოშინს ან შეშუპებას, ტკივილს, სიწითლეს ან სითბოს ხელში ან ფეხში.

ქრონიკული ნაწლავის ანთება და/ან ნაწლავის ობსტრუქცია

მიმართეთ ექიმს, თუ გაქვთ მუცლის ტკივილი და ვერ ახერხებთ ნაწლავების დაცლას, განსაკუთრებით თუ ასევე გაწუხებთ შებერილობა და მადის დაკარგვა.

სხივური თერაპია

თუ ცოტა ხნის წინ გაიარეთ მენჯის ან მუცლის არეში სხივური თერაპია, შესაძლოა გამოვლინდეს ძვლის ტვინის სუპრესიის მომატებული რისკი. ირინოტეკანი HCI აქვიდას მკურნალობის დაწყებამდე მიმართეთ ექიმს.

თირკმლის ფუნქცია

დაფიქსირდა თირკმლის ფუნქციის დარღვევის შემთხვევები.

გულის დაავადებები

აცნობეთ ექიმს, თუ გაქვთ ან გქონიათ გულის დაავადება, ან თუ ადრე იღებდით კიბოს სამკურნალო მედიკამენტებს. ექიმი ყურადღებით გააკონტროლებს თქვენ მდგომარეობას და განიხილავს თქვენთან რისკ-ფაქტორების (მაგ., მოწევა, მაღალი არტერიული წნევა და ცხიმის ჭარბი მოხმარება) შემცირების გზებს.

სისხლძარღვების დარღვევები

ირინოტეკანი HCI აქვიდას გამოყენება ასოცირდება სისხლის მიმოქცევის დარღვევების იშვიათ შემთხვევებთან (სისხლის კოლტები ფეხებსა და ფილტვის სისხლძარღვებში) და იშვიათად შეიძლება განვითარდეს პაციენტებში, რომლებსაც აქვთ მრავალი რისკ-ფაქტორი.

ღვიძლის ფუნქციის დარღვევა

ირინოტეკანი HCI აქვიდათი მკურნალობის დაწყებამდე და ყოველი შემდგომი მკურნალობის ციკლის წინ უნდა მოხდეს ღვიძლის ფუნქციის მონიტორინგი (სისხლის ანალიზების მეშვეობით).

იმუნოსუპრესანტების ეფექტები/ინფექციების მიმართ მომატებული მგრძნობელობა

თუ თქვენი იმუნური სისტემა დათრგუნულია ქიმიოთერაპიული პრეპარატებით, მათ შორის ირინოტეკანით, გარკვეული ვაქცინების (ცოცხალი ან შესუსტებული ცოცხალი ვაქცინები) გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული ან ფატალური ინფექციები. შესუსტებული ცოცხალი ვაქცინები არ უნდა იქნას გამოყენებული ქიმიოთერაპიის დროს და მისი დასრულებიდან 6 თვის განმავლობაში. შეიძლება გამოყენებულ იქნას მკვდარი ან ინაქტივირებული ვაქცინები; თუმცა, ასეთ ვაქცინებზე რეაქცია შეიძლება შესუსტებული იყოს.

სხვა

ამ მედიკამენტმა შეიძლება გამოიწვიოს პირის ღრუს ან ტუჩის წყლულები. ისინი ხშირად ვითარდება მკურნალობის დაწყებიდან პირველი რამდენიმე კვირის განმავლობაში. ამან შეიძლება გამოიწვიოს პირის ღრუს ტკივილი, სისხლდენა ან კვების გაძნელება. თქვენს ექიმს ან ჯანდაცვის სპეციალისტს შეუძლია მოგცეთ რჩევა, თუ როგორ შეამციროთ დისკომფორტი, მაგალითად, კვების წესის შეცვლით ან კბილების გახეხვით. საჭიროების შემთხვევაში, ექიმს შეუძლია დაგინიშნოთ მედიკამენტები ტკივილის შესამსუბუქებლად.

კონტრაცეფციისა და ძუძუთი კვების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ, განყოფილებაში „კონტრაცეფცია, ორსულობა, ძუძუთი კვება და რეპროდუქციული უნარი“.

აცნობეთ თქვენს ექიმს ან სტომატოლოგს, თუ დაგეგმილია ოპერაცია ან სხვა სახის ქირურგიული ჩარევა.

ამ მედიკამენტის სხვა კიბოს სამკურნალო საშუალებებთან კომბინაციაში გამოყენებისას აუცილებლად წაიკითხეთ სხვა მედიკამენტების გამოყენების ინსტრუქცია. ეს მედიკამენტი უნდა მიიღოთ მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ, თუკი თქვენთვის ცნობილია, რომ გახასიათებთ აუტანლობა ნებისმიერი შაქრის მიმართ.

თუ საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ ზემოთ აღწერილი სიმპტომებიდან გამოვლინდა ერთი ან მეტი, დაუყოვნებლივ უნდა აცნობოთ ექიმს, რომელმაც დაგინიშნათ ირინოტეკანი HCI აქვიდა ან თუ მათთან დაკავშირება შეუძლებელია, საავადმყოფოს იმ განყოფილებას, სადაც მიიღეთ ინფუზია, რათა მიიღოთ რჩევა სწორი მოქმედების შესახებ და, საჭიროების შემთხვევაში, სწორი მკურნალობის შესახებ.

ირინოტეკანი HCI აქვიდას გამოყენება სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად

გთხოვთ, აცნობოთ ექიმს, თუ იღებთ, ბოლო დროს იღებდით ან აპირებთ მიიღოთ სხვა მედიკამენტები, მათ შორის რეცეპტის გარეშე გაცემული პრეპარატებიც. ეს ასევე ეხება მცენარეულ მედიკამენტებს და ძლიერ ვიტამინურ-მინერალურ დანამატებს.

კრუნჩხვების სამკურნალო მედიკამენტები (კარბამაზეპინი, ფენობარბიტალი, ფენიტოინი და ფოსფენიტოინი)

სოკოვანი ინფექციების სამკურნალო პრეპარატები (კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი, ვორიკონაზოლი და პოსაკონაზოლი)

ბაქტერიული ინფექციების სამკურნალო მედიკამენტები (კლარითრომიცინი, ერითრომიცინი და ტელითრომიცინი)

ტუბერკულოზის სამკურნალო მედიკამენტები (რიფამპიცინი და რიფაბუტინი)

კრაზანას პრეპარატები (მცენარეული დანამატი)

ცოცხალი დასუსტებული ვაქცინები

აივ ინფექციის სამკურნალო მედიკამენტები (ინდინავირი, რიტონავირი, ამპრენავირი, ფოსამპრენავირი, ნელფინავირი, ატაზანავირი და სხვა)

ორგანოს ტრანსპლანტაციის შემდეგ მოცილების თავიდან ასაცილებლად განკუთვნილი იმუნოსუპრესანტები (ციკლოსპორინი და ტაკროლიმუსი)

კიბოს სამკურნალო მედიკამენტები (რეგორაფენიბი, კრიზოტინიბი, იდეალისიბი და აპალუტამიდი)

K ვიტამინის ანტაგონისტები (ტიპიური სისხლის გამათხელებლები, მაგ., ვარფარინი)

ზოგადი ანესთეზიის და ქირურგიული ჩარევის დროს გამოყენებული მედიკამენტები კუნთების რელაქსაციისთვის (სუქსამეთონიუმი)

5-ფტორურაცილი/ფოლინის მჟავა

ბევაციზუმაბი (პრეპარატი, რომელიც აფერხებს სისხლის ზრდას) სისხლძარღვები)

ცეტუქსიმაბი (EGF რეცეპტორის ინჰიბიტორი)

ირინოტეკანი HCl აქვიდას მიღებამდე მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან ჯანდაცვის სპეციალისტს, თუ ამჟამად იღებთ ან ცოტა ხნის წინ მიიღეთ ქიმიოთერაპია (და სხივური თერაპია).

თუ გესაჭიროებათ ოპერაცია, გთხოვთ, აცნობოთ თქვენს ექიმს ან ანესთეზიოლოგს, რომ ირინოტეკანით მკურნალობთ, რადგან მას შეუძლია შეცვალოს ოპერაციის დროს გამოყენებული ზოგიერთი მედიკამენტის ეფექტი.

ირინოტეკანი HCl აქვიდათი მკურნალობის პერიოდში არ დაიწყოთ მკურნალობა სხვა მედიკამენტებით და არ შეწყვიტოთ ნებისმიერი მედიკამენტის მიღება ექიმთან კონსულტაციის გარეშე. ამ მედიკამენტმა შეიძლება გამოიწვიოს ძლიერი დიარეა. ამ მედიკამენტის გამოყენებისას ეცადეთ, თავი აარიდოთ საფაღარათო და განავლის დამარბილებელ საშუალებების გამოყენებას.

შესაძლოა, სხვა მედიკამენტებიც ურთიერთქმედებდეს ირინოტეკანი HCl აქვიდასთან. განიხილეთ თქვენს მიერ მიღებული სხვა მედიკამენტები, მცენარეული პრეპარატები და საკვები დანამატები ექიმთან, ფარმაცევტთან ან ჯანდაცვის სპეციალისტთან და ჰკითხეთ, შეიძლება თუ არა ალკოჰოლის მიღებამ ამ მედიკამენტის მიღებისას პრობლემები გამოიწვიოს.

კონტრაცეფცია, ორსულობა, ძუძუთი კვება და ნაყოფიერება

კონტრაცეფცია

თუ თქვენ ხართ რეპროდუქციული ასაკის ქალი, მკურნალობის დროს და მისი დასრულებიდან 6 თვის განმავლობაში უნდა გამოიყენოთ ეფექტური კონტრაცეფციული საშუალებები.

მამაკაცმა პაციენტებმა მკურნალობის დროს და მისი დასრულებიდან 3 თვის განმავლობაში უნდა გამოიყენოთ ეფექტური კონტრაცეფცია. მნიშვნელოვანია, რომ ექიმთან განიხილოთ, თუ რომელი კონტრაცეპტივების გამოყენება შეიძლება ამ მედიკამენტთან ერთად.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ამ პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს ნაყოფზე პრობლემები, თუ მას მიიღებთ ჩასახვის დროს ან ორსულობის დროს. მკურნალობის დაწყებამდე ექიმი დარწმუნდება, რომ არ ხართ ორსულად. თუ ხართ ორსულად, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას, ამ პრეპარატის გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს რჩევისთვის.

ძუძუთი კვება

ირინოტეკანი და მისი მეტაბოლიტი აღმოჩენილია ადამიანის დედის რძეში. ირინოტეკანი HCl აქვიდათი მკურნალობის დროს ძუძუთი კვება არ შეიძლება. ნებისმიერი მედიკამენტის მიღებამდე მიმართეთ ექიმს.

ფერტილობა

კვლევები არ ჩატარებულა. თუმცა, ცნობილია, რომ ამ პრეპარატმა შესაძლოა გავლენა მოახდინოს ფერტილობაზე. ამ პრეპარატის გამოყენებამდე, გაესაუბრეთ ექიმს მასთან დაკავშირებული შესაძლო რისკებისა და შვილების გაჩენის შესაძლებლობის არსებული ვარიანტების შესახებ.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

ზოგიერთ შემთხვევაში, ირინოტეკანი HCl აქვიდამ შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, რომლებმაც შეიძლება შეაფერხოს ავტომობილის მართვის, ხელსაწყოების გამოყენების და მექანიზმებთან მუშაობის უნარი. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ ექიმს. ირინოტეკანი HCl აქვიდას მიღებიდან პირველი 24 საათის განმავლობაში შეიძლება განვითარდეს თავბრუსხვევა ან მხედველობის დარღვევა. ამ შემთხვევაში, არ მართოთ ავტომობილი და არ იმუშაოთ მექანიზმებთან.

ირინოტეკანი HCl აქვიდა შეიცავს სორბიტოლს

ეს მედიკამენტი შეიცავს 45 მგ სორბიტოლს ყოველ მლ-ზე.

სორბიტოლი წარმოადგენს ფრუქტოზის წყაროს. თუ თქვენ (ან თქვენს შვილს) გაქვთ მემკვიდრეობითი ფრუქტოზის აუტანლობა (HFI), იშვიათი მემკვიდრეობითი დაავადება, თქვენ (ან თქვენმა შვილმა) არ უნდა მიიღოთ ეს მედიკამენტი. HFI-ით დაავადებულ პაციენტებს არ შეუძლიათ ფრუქტოზის ათვისება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული გვერდითი მოვლენები.

ამ მედიკამენტის მიღებამდე უნდა აცნობოთ ექიმს, თუ თქვენ (ან თქვენს შვილს) გაწუხებთ გულისრევის სინდრომი ან თუ თქვენს შვილს აღარ შეუძლია ტკბილი საკვების ან სასმელების მიღება გულისრევის, ღებინების ან ისეთი უსიამოვნო სიმპტომების გამო, როგორიცაა შებერილობა, კუჭის სპაზმები ან დიარეა.

ირინოტეკანი HCl აქვიდა შეიცავს ნატრიუმს

ეს მედიკამენტი შეიცავს 0,1 მმოლ (ანუ 2,4 მგ) ნატრიუმს საინექციო ხსნარის ყოველ მლ-ში. ირინოტეკანი HCl აქვიდას სხვადასხვა შეფუთვის ზომები შეიცავენ ნატრიუმის შემდეგ რაოდენობას:

2 მლ საჩვლეტი ფლაკონი

სამკურნალო საშუალების შეფუთვის ეს ზომა შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ (23 მგ) ნატრიუმს, რაც ნიშნავს, რომ ის თითქმის ,,უნატრიემოა“.

5 მლ საჩხვლეტი ფლაკონი

15 მლ საჩხვლეტი ფლაკონი

სამკურნალო საშუალების შეფუთვის ეს ზომა შეიცავს 36 მგ ნატრიუმს (სუფრის მარილის მთავარი კომპონენტი), ეს შეესაბამება ზრდასრული ადამიანისთვის საკვებიდან რეკომენდებული მაქსიმალური დღიური ნორმის 1.8%-ს.

25 მლ საჩხვლეტი ფლაკონი

სამკურნალო საშუალების შეფუთვის ეს ზომა შეიცავს 60 მგ ნატრიუმს (სუფრის მარილის მთავარი კომპონენტი), ეს შეესაბამება ზრდასრული ადამიანისთვის საკვებიდან რეკომენდებული მაქსიმალური დღიური ნორმის 3%-ს.

გვერდითი მოვლენები

  • ირინოტეკანი HCI აქვიდას შენახვის პირობები
  • შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაციები
  • რას წარმოადგენს ირინოტეკანი HCI აქვიდა და რისთვის გამოიყენება?

ირინოტეკანი HCI აქვიდა მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, რომლებთაც ეწოდებათ ციტოსტაზურები (კიბოს საწინააღმდეგო პრეპარატები).

ირინოტეკანი HCI აქვიდა გამოიყენება მსხვილი ნაწლავის ან სწორი ნაწლავის კიბოს შორსწასული სტადიის სამკურნალოდ მოზრდილებში, სხვა მედიკამენტებთან კომბინაციაში ან მონოთერაპიის სახით. ირინოტეკანი HCI აქვიდა არის კიბოს საწინააღმდეგო პრეპარატი, რომელიც შეიცავს აქტიურ ინგრედიენტს ირინოტეკანის ჰიდროქლორიდის ტრიჰიდრატს. ირინოტეკანის ჰიდროქლორიდის ტრიჰიდრატი აფერხებს კიბოს უჯრედების ზრდას და გავრცელებას ორგანიზმში. კოლორექტალური კიბოს (მსხვილი ან სწორი ნაწლავის) სამკურნალოდ ექიმმა შეიძლება გამოიყენოს ირინოტეკანი HCI აქვიდა 5-ფტორურაცილის/ფოლიუმის მჟავასთან (5-FU/FA) და ბევაციზუმაბთან კომბინაციაში.

მსხვილი ნაწლავის ან სწორი ნაწლავის კიბოს სამკურნალოდ ექიმმა შეიძლება გამოიყენოს ირინოტეკანი HCI აქვიდასა და კაპეციტაბინის კომბინაცია, ბევაციზუმაბთან ერთად ან მის გარეშე.

ექიმმა შეიძლება გამოიყენოს ირინოტეკანი HCI აქვიდასა და ცეტუქსიმაბის კომბინაცია მსხვილი ნაწლავის კიბოს კონკრეტული ტიპის (RAS ველური ტიპი) სამკურნალოდ, რომელიც გამოიმუშავებს ცილას, რომელსაც EGFR ეწოდება.

  • ინფორმაცია ირინოტეკანი HCI აქვიდას გამოყენებამდე

შემადგენლობა

აქტიური ინგრედიენტია ირინოტეკანის ჰიდროქლორიდის ტრიჰიდრატი 3 H2O.

საინფუზიო ხსნარის დასამზადებელი კონცენტრატის 2 მლ, 5 მლ, 15 მლ ან 25 მლ შემცველი ერთი ფლაკონი შეიცავს 40 მგ, 100 მგ, 300 მგ ან 500 მგ ირინოტეკანის ჰიდროქლორიდის ტრიჰიდრატს 3 H2O.

დამხმარე ნივთიერებებია სორბიტოლი (Ph. Eur.), რძემჟავა, ნატრიუმის ჰიდროქსიდი და საინექციო წყალი.

ირინოტეკანი HCI აქვიდას გარეგნული სახე და შეფუთვის შემცველობა

ირინოტეკანი HCI აქვიდა არის ღია ყვითელი, გამჭვირვალე საინფუზიო ხსნარის დასამზადებელი კონცენტრატი.

ირინოტეკანი HCI აქვიდა ხელმისაწვდომია ერთჯერად შეფუთვაში და ხუთ ან ათ მრავალშეკვრიან შეფუთვაში, თითოეული შეფუთვა შეიცავს ერთ ქარვისფერი შუშის ფლაკონს 2 მლ, 5 მლ, 15 მლ ან 25 მლ ხსნარით.

შესაძლოა, ყველა შეფუთვის ზომა არ იყოს ბაზარზე.

ფარმაცევტული კომპანია და მწარმოებელი

შპს აქვიდა / AqVida GmbH

კაიზერ-ვილჰელმ-შტრ. 89

20355 ჰამბურგი

გერმანია

წინამდებარე ინსტრუქციის ტექსტის ბოლო გადახედვის თარიღია 2024 წლის ოქტომბერი.

  • ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

შემდეგი ინფორმაცია განკუთვნილია ჯანდაცვის სპეციალისტებისათვის:

ინსტრუქცია მოხმარების შესახებ

ირინოტეკანი HCI აქვიდა 20 მგ/მლ საინფუზიო ხსნარის დასამზადებელი კონცენტრატი

შემდეგში მოცემულია ინფორმაცია, რომელიც მოიცავს ირინოტეკანი HCI აქვიდას 20 მგ/მლ საინფუზიო ხსნარის მოსამზადებელი კონცენტრატის მომზადების, შენახვისა და მიღების წესებს.

მნიშვნელოვანია, რომ მედიკამენტის მომზადების დაწყებამდე წაიკითხოთ სრული ინსტრუქცია.

სრული აღწერილობისა და დამატებითი ინფორმაციისთვის ასევე იხილეთ პროდუქტის საინფორმაციო ფურცელი.

  • ფარმაცევტული ფორმა

ირინოტეკანი HCI აქვიდას ინტრავენური საინფუზიო ხსნარის მოსამზადებელი კონცენტრატის სახით გამოდის ყავისფერ შუშის ფლაკონებში, რომლებიც შეიცავენ 2 მლ, 5 მლ, 15 მლ ან 25 მლ სტერილურ, გამჭვირვალე, ღია ყვითელ ხსნარს.

  • გამოსაყენებლად მზა საინფუზიო ხსნარის მომზადება

ირინოტეკანი HCI აქვიდა წარმოადგენს ციტოტოქსიკური პროდუქტს. გთხოვთ, დაიცვათ თქვენი ადგილობრივი რეგულაციები ციტოტოქსიკური პრეპარატების უსაფრთხოდ გამოყენებისა და განადგურების შესახებ.

უსაფრთხო გამოყენება

ყველა სიმსივნის საწინააღმდეგო საშუალების მსგავსად, ირინოტეკანი სიფრთხილით უნდა მომზადდეს და დამუშავდეს. აუცილებელია სათვალის, ნიღბის და ხელთათმანების ტარება. თუ ირინოტეკანის ხსნარი ან საინფუზიო ხსნარი კანთან კონტაქტში მოხვდება, დაუყოვნებლივ და კარგად ჩამოიბანეთ საპნითა და წყლით. თუ ირინოტეკანის ხსნარი ან საინფუზიო ხსნარი ლორწოვან გარსებთან კონტაქტში მოხვდება, დაუყოვნებლივ და კარგად ჩამოიბანეთ წყლით.

ინსტრუქცია გაზავების შესახებ

ირინოტეკანის HCI აქვიდას ხსნარები უნდა მომზადდეს კონტროლირებად და შემოწმებულ ასეპტიკურ პირობებში. თუ ფლაკონში ან განზავების შემდეგ შეინიშნება ნალექი, პრეპარატი უნდა განადგურდეს ციტოტოქსიკური საშუალებების სტანდარტული წესების შესაბამისად.

ირინოტეკანის HCI აქვიდა თავსებადია 0.9%-იან ნატრიუმის ქლორიდის ხსნართან და 5%-იან გლუკოზის ხსნართან და არ უნდა განზავდეს სხვა სამკურნალო საშუალებებთან. ხსნარის მოსამზადებლად, ასეპტიკურ პირობებში, ფლაკონიდან ამოიღეთ ირინოტეკანის HCI აქვიდას საჭირო რაოდენობა და შეიყვანეთ 250 მლ საინფუზიო ტომარაში/ბოთლში, რომელიც შეიცავს 0.9%-იან ნატრიუმის ქლორიდის ხსნარს ან 5%-იან გლუკოზის ხსნარს. შემდეგ კარგად აურიეთ მანუალური მოძრაობების დახმარებით.

უტილიზაცია

ირინოტეკანი HCI აქვიდას მომზადებისა და მიღებისთვის გამოყენებული ყველა ნივთი, ან რომელიც სხვაგვარად მოხვდა მასთან კონტაქტში, უნდა გადამუშავდეს ციტოტოქსიკური პრეპარატების გამოყენების ეროვნული გაიდლაინების შესაბამისად.

მზა საინფუზიო ხსნარის შენახვის ინსტრუქცია

  • 9%-იანი ნატრიუმის ქლორიდის ხსნარით ან 5%-იანი გლუკოზის ხსნარით მომზადების შემდეგ, გამოსაყენებლად მზა საინფუზიო ხსნარის ქიმიური და ფიზიკური სტაბილურობა დადასტურდა 12 საათის განმავლობაში 15-25°C ტემპერატურაზე და 48 საათის განმავლობაში სინათლისგან დაცულ ადგილას 2-8°C ტემპერატურაზე.

მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით, გამოსაყენებლად მზა საინფუზიო ხსნარი დაუყოვნებლივ უნდა იქნას გამოყენებული. თუ ის დაუყოვნებლივ არ გამოიყენება, გამოყენებამდე შენახვის დროსა და პირობებზე პასუხისმგებელია თავად მომხმარებელი და არ უნდა აღემატებოდეს 24 საათს 2-დან 8°C-მდე ტემპერატურაზე, გარდა იმ შემთხვევისა, თუ განზავება განხორციელდა კონტროლირებად და დამოწმებულ ასეპტიკურ პირობებში.

შენახვის პირობები

საჩხვლეტი ფლაკონი უნდა შეინახოთ საწყის კოლოფში სინათლისაგან დაცვის მიზნით.

არ გაყინოთ.

უტილიზაცია

არასდროს გადააგდოთ მედიკამენტები გამდინარე წყლებში (მაგალითად, უნიტაზში ან ნიჟარაში). ჰკითხეთ ფარმაცევტს, თუ როგორ უნდა გადააგდოთ მედიკამენტი, როდესაც ის აღარ გჭირდებათ. ამით თქვენ ხელს უწყობთ გარემოს დაცვას. დამატებითი ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია ვებ-გვერდზე www.bfarm.de/arzneimittelentsorgung.

  • შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაციები

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

ინსტრუქცია პრეპარატის სამედიცინო გამოყენების შესახებ:

ინფორმაცია მომხმარებლისათვის

ირინოტეკანი HCI აქვიდა 20 მგ/მლ საინფუზიო ხსნარის დასამზადებელი კონცენტრატი

ირინოტეკანის ჰიდროქლორიდი 3 H2O

ამ მედიკამენტის გამოყენების დაწყებამდე ყურადღებით გაეცანით გამოყენების ინსტრუქციას, რადგან ის შეიცავს მნიშვნელოვან ინფორმაციებს.

შეინახეთ ეს ინსტრუქცია. შესაძლოა მოგვიანებით ხელახლა დაგჭირდეთ მისი წაკითხვა.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან ჯანდაცვის სპეციალისტს.

თუ შეამჩნევთ რაიმე გვერდით მოვლენას, მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან ჯანდაცვის სპეციალისტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში. იხილეთ ნაწილი 4.

გამოყენების ინსტრუქცია შეიცავს

  • რას წარმოადგენს ირინოტეკანი HCI აქვიდა და რისთვის გამოიყენება?
  • ინფორმაცია ირინოტეკანი HCI აქვიდას გამოყენებამდე
  • ირინოტეკანი HCI აქვიდას გამოყენების წესი
  • შესაძლო გვერდითი მოვლენები
  • ირინოტეკანი HCI აქვიდას შენახვის პირობები
  • შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაციები
  • რას წარმოადგენს ირინოტეკანი HCI აქვიდა და რისთვის გამოიყენება?

ირინოტეკანი HCI აქვიდა მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, რომლებთაც ეწოდებათ ციტოსტაზურები (კიბოს საწინააღმდეგო პრეპარატები).

ირინოტეკანი HCI აქვიდა გამოიყენება მსხვილი ნაწლავის ან სწორი ნაწლავის კიბოს შორსწასული სტადიის სამკურნალოდ მოზრდილებში, სხვა მედიკამენტებთან კომბინაციაში ან მონოთერაპიის სახით. ირინოტეკანი HCI აქვიდა არის კიბოს საწინააღმდეგო პრეპარატი, რომელიც შეიცავს აქტიურ ინგრედიენტს ირინოტეკანის ჰიდროქლორიდის ტრიჰიდრატს. ირინოტეკანის ჰიდროქლორიდის ტრიჰიდრატი აფერხებს კიბოს უჯრედების ზრდას და გავრცელებას ორგანიზმში. კოლორექტალური კიბოს (მსხვილი ან სწორი ნაწლავის) სამკურნალოდ ექიმმა შეიძლება გამოიყენოს ირინოტეკანი HCI აქვიდა 5-ფტორურაცილის/ფოლიუმის მჟავასთან (5-FU/FA) და ბევაციზუმაბთან კომბინაციაში.

მსხვილი ნაწლავის ან სწორი ნაწლავის კიბოს სამკურნალოდ ექიმმა შეიძლება გამოიყენოს ირინოტეკანი HCI აქვიდასა და კაპეციტაბინის კომბინაცია, ბევაციზუმაბთან ერთად ან მის გარეშე.

ექიმმა შეიძლება გამოიყენოს ირინოტეკანი HCI აქვიდასა და ცეტუქსიმაბის კომბინაცია მსხვილი ნაწლავის კიბოს კონკრეტული ტიპის (RAS ველური ტიპი) სამკურნალოდ, რომელიც გამოიმუშავებს ცილას, რომელსაც EGFR ეწოდება.

  • ინფორმაცია ირინოტეკანი HCI აქვიდას გამოყენებამდე

არ გამოიყენოთ ირინოტეკანი HCI აქვიდა, თუ

გაქვთ ალერგია აქტიური ნივთიერების ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ, რომლებიც ჩამოთვლილია ნაწილში 6.

გაქვთ ან გქონიათ ქრონიკული ანთებითი ნაწლავის დაავადება ან ნაწლავის გაუვალობა

თუ ძუძუთი კვებავთ ჩვილს

თუ გაქვთ ღვიძლის მძიმე დისფუნქცია (ბილირუბინის დონე ნორმის ზედა ზღვარზე 3-ჯერ მეტი)

ძვლის ტვინის ფუნქციის მძიმე დარღვევა

თუ გახასიათებთ ცუდი ზოგადი ჯანმრთელობის მდგომარეობა (შეფასებულია საერთაშორისო სტანდარტის საფუძველზე [Performance Status WHO-კრიტერიუმების მიხედვით >2])

თუ იყენებთ ბუნებრივ სამკურნალო საშუალებას, რომელსაც ეწოდება წმ. იოანეს ვორტი (Hypericum perforatum).

პირები, რომლებსაც უნდა ჩაუტარდეთ ვაქცინაცია შესუსტებული ცოცხალი ვაქცინებით ან ახლახანს ჩაუტარდათ ვაქცინაცია (ყვითელი ცხელების, ჩუტყვავილას, ჰერპეს ზოსტერის, წითელას, ყბაყურას, წითურას, ტუბერკულოზის, როტავირუსის, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინები), ასევე ქიმიოთერაპიის დროს და დასრულებიდან 6 თვის შემდეგ.

თუ იღებთ ირინოტეკანი HCI აქვიდას სხვა მედიკამენტებთან კომბინაციაში, გთხოვთ, ასევე წაიკითხოთ სხვა მედიკამენტების ინსტრუქცია დამატებითი უკუჩვენებების შესახებ.

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო ხანდაზმულ პაციენტებში.

რადგან ირინოტეკანი HCI აქვიდა კიბოს სამკურნალო საშუალებაა, მისი გამოყენება განხორციელდება სპეციალიზებულ განყოფილებაში, კიბოს სამკურნალო პრეპარატების გამოყენების გამოცდილების მქონე ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. განყოფილების თანამშრომლები აგიხსნიან, თუ რა უნდა გააკეთოთ მკურნალობის დროს და მის შემდეგ. წინამდებარე გამოყენების ინსტრუქციაში მოცემული ინფორმაცია დაგეხმარებათ წესების დაცვაში.

გთხოვთ აცნობოთ თქვენს ექიმს ირინოტეკანი HCI აქვიდას გამოყენებამდე,

თუ გაქვთ ღვიძლის პრობლემები

თუ გაქვთ თირკმელების პრობლემები

თუ გაქვთ ასთმა

თუ წარსულში მიიღეთ სხივური თერაპია

თუ წარსულში ირინოტეკანი HCI აქვიდათი მკურნალობის დროს გამოვლინდა ძლიერი დიარეა ან ცხელება

თუ გაწუხებთ გულის პრობლემები

თუ ხართ მწეველი, გაქვთ სისხლის მაღალი წნევა ან ქოლესტერინის მაღალი დონე, რადგან ამ გარემოებებმა შესაძლოა გამოიწვიონ გულის პრობლემების რისკის გაზრდა ირინოტეკანი HCI აქვიდათი მკურნალობის პერიოდში

თუ ჩაგიტარდათ ვაქცინაცია ან მალე უნდა ჩატარდეს ისინი

თუ იღებთ სხვა სამკურნალო საშუალებებს. გთხოვთ გაეცნოთ ნაწილს ,,ირინოტეკანი HCI აქვიდას გამოყენება სხვა მედიკამენტებთან ერთად“.

თუ გაქვთ გილბერტის-სინდრომი, დაავადება, რომელიც იწვევს ბილირუბინის მაჩვენებლების გაზრდას და სიყვითლეს (კანისა და თვალების სიყვითლეს).

  • ირინოტეკანი HCI აქვიდას შეყვანიდან პირველი 24 საათი

ირინოტეკანი HCI აქვიდას მიღების პერიოდში (30-90 წთ) და მიღებიდან მალევე, შეიძლება განიცადოთ შემდეგი სიმპტომებიდან ზოგიერთი:

ფაღარათი

თვალების ცრემლიანობა

ოფლიანობა

მხედველობის დარღვევები

მუცლის ტკივილი

ჭარბი ნერწყვდენა.

მწვავე ქოლინერგული სინდრომი

ამ მედიკამენტს შეუძლია გავლენა მოახდინოს ნერვული სისტემის იმ ნაწილზე, რომელიც პასუხისმგებელია ელიმინაციაზე. შედეგად ვითარდება ე.წ. „ქოლინერგული სინდრომი“. ეს მოიცავს ისეთ სიმპტომებს, როგორიცაა სურდო, ნერწყვის მომატება, თვალების ცრემლდენა, ოფლიანობა, კანის სიწითლე, მუცლის სპაზმები და დიარეა. დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ან ჯანდაცვის სპეციალისტს, თუ შეამჩნევთ რომელიმე ამ სიმპტომს, რადგან არსებობს მათი სამკურნალო მედიკამენტები.

  • ირინოტეკანი HCI აქვიდათი მკურნალობის დღიდან შემდეგ მკურნალობამდე.

ამ პერიოდში შეიძლება განიცადოთ სხვადასხვა სიმპტომები, რომლებიც შეიძლება სერიოზული იყოს და საჭიროებს დაუყოვნებლივ მკურნალობას და მკაცრ მონიტორინგს.

ფაღარათი

თუ თქვენი დიარეა გამოვლინდა ირინოტეკანი HCI აქვიდას მიღებიდან 24 საათზე მეტი ხნის შემდეგ („დაგვიანებული დიარეა“), ის შეიძლება მძიმე იყოს.

ეს ხშირად აღინიშნება მიღებიდან დაახლოებით 5 დღის შემდეგ. აუციელებელია დიარეის დაუყონებლივი მკურნალობა და მკაცრი მონიტორინგი

მკურნალობის გარეშე, ამან შეიძლება გამოიწვიოს დეჰიდრატაცია და ორგანიზმის ქიმიური ბალანსის სერიოზული დარღვევა, რაც შეიძლება სიცოცხლისთვის საშიში იყოს. ექიმი დაგინიშნავთ მედიკამენტებს ამ გვერდითი ეფექტის თავიდან ასაცილებლად ან კონტროლისთვის. დარწმუნდით, რომ მედიკამენტი დაუყოვნებლივ მიიღებთ, რათა ის სახლში გქონდეთ საჭიროების შემთხვევაში. პირველი ფაღარათის შემდეგ დაუყოვნებლივ, გააკეთეთ შემდეგი:

ჩაიტარეთ ფაღარათის საწინააღმდეგო ყველა ის მკურნალობა, რაც კი დაგინიშნათ ექიმმა, ზუსტად ისე, როგორც აგიხსნათ მან. მკურნალობის შეცვლა არ შეიძლება ექიმთან კონსულტაციის გარეშე. დიარეის სამკურნალოდ რეკომენდებულია ლოპერამიდი (პირველ მიღებაზე 4 მგ, შემდეგ 2 მგ ყოველ 2 საათში, ასევე ღამის განმავლობაში). ეს მკურნალობა უნდა გაგრძელდეს ბოლო ფაღარათიდან სულ მცირე 12 საათის განმავლობაში. ლოპერამიდის რეკომენდებული დოზა არ უნდა იქნას მიღებული 48 საათზე მეტხანს.

დაუყოვნებლივ დალიეთ დიდი რაოდენობით წყალი და რეჰიდრატაციული სითხეები (მაგ., წყალი, გაზიანი წყალი, გაზიანი სასმელები, ბულიონი ან ორალური რეჰიდრატაციული თერაპიული საშუალებები).

დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს, რომელიც ზედამხედველობს თქვენს მკურნალობას და აცნობეთ მას დიარეის შესახებ. თუ ვერ დაუკავშირდებით ექიმს, დაუკავშირდით საავადმყოფოს იმ განყოფილებას, რომელიც ზედამხედველობს ირინოტეკანი HCI აქვიდათი მკურნალობას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ისინი ინფორმირებულნი იყვნენ დიარეის შესახებ.

დაუყოვნებლივ უნდა აცნობოთ ექიმს ან განყოფილებას, რომელიც თქვენს მკურნალობას აკონტროლებს, თუ:

დიარეასთან ერთად აღინიშნება გულისრევა, ღებინება ან სიცხე.

დიარეის საწინააღმდეგო მკურნალობის დაწყებიდან 48 საათის შემდეგაც კი დიარეა გაქვთ.

მითითება: არ მიიღოთ სხვა მედიკამენტები გარდა ექიმის მიერ დანიშნული დიარეის საწინააღმდეგო მედიკამენტებისა და ზემოთ აღწერილი სითხეებისა. დაიცავით ექიმის მითითებები. დიარეის საწინააღმდეგო მედიკამენტები არ უნდა იქნას გამოყენებული პროფილაქტიკისთვის დიარეის განმეორებითი ეპიზოდის თავიდან აცილების მიზნით, მაშინაც კი, თუ წინა ციკლებში გქონდათ დაგვიანებული დიარეა.

ცხელება

თუ თქვენი სხეულის ტემპერატურა 38°C-ზე მეტად მოიმატებს, ეს შეიძლება ინფექციის ნიშანი იყოს, განსაკუთრებით თუ დიარეასაც გაწუხებთ. თუ გაქვთ ცხელება (38°C-ზე მეტი), დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ექიმს ან საავადმყოფოს განყოფილებას, რათა მიიღოთ საჭირო მკურნალობა.

გულისრევა და ღებინება

თუ განიცდით გულისრევას და/ან ღებინებას, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ექიმს ან საავადმყოფოს განყოფილებას. ექიმი მკურნალობამდე დაგინიშნავთ მედიკამენტებს გულისრევისა და ღებინების თავიდან ასაცილებლად.

ექიმი, სავარაუდოდ, გულისრევის საწინააღმდეგო მედიკამენტებს დაგინიშნავთ სახლში მისაღებად. ეს მედიკამენტი ხელთ გქონდეთ საჭიროების შემთხვევაში. თუ გულისრევისა და ღებინების გამო სითხეების მიღება არ შეგიძლიათ, დაუკავშირდით ექიმს.

ნეიტროპენია

ირინოტეკანი HCI აქვიდამ შეიძლება გამოიწვიოს გარკვეული სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ინფექციებთან ბრძოლაში. ამ მდგომარეობას ეწოდება ნეიტროპენია. ნეიტროპენია ხშირად აღინიშნება ირინოტეკანი HCI აქვიდათი მკურნალობის დროს და შექცევადია. ექიმმა უნდა ჩაატაროს სისხლის რეგულარული ანალიზები სისხლის თეთრი უჯრედების მონიტორინგის მიზნით.

ნეიტროპენია სერიოზული დაავადებაა და საჭიროებს დაუყოვნებლივ მკურნალობას და მკაცრ მონიტორინგს. დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ან ჯანდაცვის სპეციალისტს, თუ შეამჩნევთ ინფექციის რაიმე ნიშანს, როგორიცაა სიცხე (38°C ან მეტი), შემცივნება, ტკივილი შარდვის დროს, ახალი ხველა ან ნახველით გამოწვეული ხველა. მოერიდეთ კონტაქტს ავადმყოფ ან ინფექციით დაავადებულ ადამიანებთან. დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს, თუ ინფექციის რაიმე ნიშანი განვითარდება.

სისხლის მაჩვენებლების მონიტორინგი

ექიმი, სავარაუდოდ, შეამოწმებს თქვენს სისხლის მაჩვენებლებს მკურნალობის დაწყებამდე და მკურნალობის დროს, რათა დააკვირდეს, თუ როგორ მოქმედებს მედიკამენტი თქვენი სისხლის მაჩვენებლებზე და სისხლის ქიმიაზე. ანალიზის შედეგების საფუძველზე შეიძლება დაგენიშნოთ მედიკამენტები ამ ეფექტების სამკურნალოდ. თქვენს ექიმს ასევე შეიძლება დასჭირდეს მედიკამენტის შემდეგი დოზის შემცირება ან გაზრდა, ან მკურნალობის საერთოდ შეწყვეტა. აუცილებლად შეასრულეთ ექიმთან და ლაბორატორიული ტესტებისთვის დანიშნულ ყველა ვიზიტი. ამ პრეპარატმა შეიძლება შეამციროს თრომბოციტების რაოდენობა მიღებიდან რამდენიმე კვირაში, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სისხლდენის რისკის მომატება. სისხლის შედედებაზე მოქმედი ნებისმიერი მედიკამენტის ან დანამატის მიღებამდე, როგორიცაა ასპირინი ან ასპირინის შემცველი მედიკამენტები, ვარფარინი ან E ვიტამინი, მიმართეთ ექიმს. დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს, თუ შენიშნავთ უჩვეულო სისხლჩაქცევებს ან სისხლდენას, როგორიცაა ცხვირიდან სისხლდენა, ღრძილებიდან სისხლდენა კბილების გახეხვისას ან შავი ფერის განავალი (ფისისებრი განავალი).

ფილტვების პრობლემები

იშვიათ შემთხვევებში, ამ მედიკამენტით მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს ფილტვების სერიოზული პრობლემები. დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს, თუ განგივითარდებათ ან გაუარესდება ხველა, ან თუ გაქვთ სუნთქვის გაძნელება და სიცხე. ამ პრობლემის მოსაგვარებლად ექიმს შეიძლება დასჭირდეს მკურნალობის შეწყვეტა.

ამ მედიკამენტმა შეიძლება გაზარდოს ფეხების ან ფილტვების ვენებში სერიოზული სისხლის კოლტების წარმოქმნის რისკი. ამ სისხლის კოლტებს შეუძლიათ სხეულის სხვა ნაწილებში, მაგალითად, ფილტვებში ან ტვინში გადაადგილება. დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს, თუ განიცდით ტკივილს გულმკერდის არეში, ქოშინს ან შეშუპებას, ტკივილს, სიწითლეს ან სითბოს ხელში ან ფეხში.

ქრონიკული ნაწლავის ანთება და/ან ნაწლავის ობსტრუქცია

მიმართეთ ექიმს, თუ გაქვთ მუცლის ტკივილი და ვერ ახერხებთ ნაწლავების დაცლას, განსაკუთრებით თუ ასევე გაწუხებთ შებერილობა და მადის დაკარგვა.

სხივური თერაპია

თუ ცოტა ხნის წინ გაიარეთ მენჯის ან მუცლის არეში სხივური თერაპია, შესაძლოა გამოვლინდეს ძვლის ტვინის სუპრესიის მომატებული რისკი. ირინოტეკანი HCI აქვიდას მკურნალობის დაწყებამდე მიმართეთ ექიმს.

თირკმლის ფუნქცია

დაფიქსირდა თირკმლის ფუნქციის დარღვევის შემთხვევები.

გულის დაავადებები

აცნობეთ ექიმს, თუ გაქვთ ან გქონიათ გულის დაავადება, ან თუ ადრე იღებდით კიბოს სამკურნალო მედიკამენტებს. ექიმი ყურადღებით გააკონტროლებს თქვენ მდგომარეობას და განიხილავს თქვენთან რისკ-ფაქტორების (მაგ., მოწევა, მაღალი არტერიული წნევა და ცხიმის ჭარბი მოხმარება) შემცირების გზებს.

სისხლძარღვების დარღვევები

ირინოტეკანი HCI აქვიდას გამოყენება ასოცირდება სისხლის მიმოქცევის დარღვევების იშვიათ შემთხვევებთან (სისხლის კოლტები ფეხებსა და ფილტვის სისხლძარღვებში) და იშვიათად შეიძლება განვითარდეს პაციენტებში, რომლებსაც აქვთ მრავალი რისკ-ფაქტორი.

ღვიძლის ფუნქციის დარღვევა

ირინოტეკანი HCI აქვიდათი მკურნალობის დაწყებამდე და ყოველი შემდგომი მკურნალობის ციკლის წინ უნდა მოხდეს ღვიძლის ფუნქციის მონიტორინგი (სისხლის ანალიზების მეშვეობით).

იმუნოსუპრესანტების ეფექტები/ინფექციების მიმართ მომატებული მგრძნობელობა

თუ თქვენი იმუნური სისტემა დათრგუნულია ქიმიოთერაპიული პრეპარატებით, მათ შორის ირინოტეკანით, გარკვეული ვაქცინების (ცოცხალი ან შესუსტებული ცოცხალი ვაქცინები) გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული ან ფატალური ინფექციები. შესუსტებული ცოცხალი ვაქცინები არ უნდა იქნას გამოყენებული ქიმიოთერაპიის დროს და მისი დასრულებიდან 6 თვის განმავლობაში. შეიძლება გამოყენებულ იქნას მკვდარი ან ინაქტივირებული ვაქცინები; თუმცა, ასეთ ვაქცინებზე რეაქცია შეიძლება შესუსტებული იყოს.

სხვა

ამ მედიკამენტმა შეიძლება გამოიწვიოს პირის ღრუს ან ტუჩის წყლულები. ისინი ხშირად ვითარდება მკურნალობის დაწყებიდან პირველი რამდენიმე კვირის განმავლობაში. ამან შეიძლება გამოიწვიოს პირის ღრუს ტკივილი, სისხლდენა ან კვების გაძნელება. თქვენს ექიმს ან ჯანდაცვის სპეციალისტს შეუძლია მოგცეთ რჩევა, თუ როგორ შეამციროთ დისკომფორტი, მაგალითად, კვების წესის შეცვლით ან კბილების გახეხვით. საჭიროების შემთხვევაში, ექიმს შეუძლია დაგინიშნოთ მედიკამენტები ტკივილის შესამსუბუქებლად.

კონტრაცეფციისა და ძუძუთი კვების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ, განყოფილებაში „კონტრაცეფცია, ორსულობა, ძუძუთი კვება და რეპროდუქციული უნარი“.

აცნობეთ თქვენს ექიმს ან სტომატოლოგს, თუ დაგეგმილია ოპერაცია ან სხვა სახის ქირურგიული ჩარევა.

ამ მედიკამენტის სხვა კიბოს სამკურნალო საშუალებებთან კომბინაციაში გამოყენებისას აუცილებლად წაიკითხეთ სხვა მედიკამენტების გამოყენების ინსტრუქცია. ეს მედიკამენტი უნდა მიიღოთ მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ, თუკი თქვენთვის ცნობილია, რომ გახასიათებთ აუტანლობა ნებისმიერი შაქრის მიმართ.

თუ საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ ზემოთ აღწერილი სიმპტომებიდან გამოვლინდა ერთი ან მეტი, დაუყოვნებლივ უნდა აცნობოთ ექიმს, რომელმაც დაგინიშნათ ირინოტეკანი HCI აქვიდა ან თუ მათთან დაკავშირება შეუძლებელია, საავადმყოფოს იმ განყოფილებას, სადაც მიიღეთ ინფუზია, რათა მიიღოთ რჩევა სწორი მოქმედების შესახებ და, საჭიროების შემთხვევაში, სწორი მკურნალობის შესახებ.

ირინოტეკანი HCI აქვიდას გამოყენება სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად

გთხოვთ, აცნობოთ ექიმს, თუ იღებთ, ბოლო დროს იღებდით ან აპირებთ მიიღოთ სხვა მედიკამენტები, მათ შორის რეცეპტის გარეშე გაცემული პრეპარატებიც. ეს ასევე ეხება მცენარეულ მედიკამენტებს და ძლიერ ვიტამინურ-მინერალურ დანამატებს.

კრუნჩხვების სამკურნალო მედიკამენტები (კარბამაზეპინი, ფენობარბიტალი, ფენიტოინი და ფოსფენიტოინი)

სოკოვანი ინფექციების სამკურნალო პრეპარატები (კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი, ვორიკონაზოლი და პოსაკონაზოლი)

ბაქტერიული ინფექციების სამკურნალო მედიკამენტები (კლარითრომიცინი, ერითრომიცინი და ტელითრომიცინი)

ტუბერკულოზის სამკურნალო მედიკამენტები (რიფამპიცინი და რიფაბუტინი)

კრაზანას პრეპარატები (მცენარეული დანამატი)

ცოცხალი დასუსტებული ვაქცინები

აივ ინფექციის სამკურნალო მედიკამენტები (ინდინავირი, რიტონავირი, ამპრენავირი, ფოსამპრენავირი, ნელფინავირი, ატაზანავირი და სხვა)

ორგანოს ტრანსპლანტაციის შემდეგ მოცილების თავიდან ასაცილებლად განკუთვნილი იმუნოსუპრესანტები (ციკლოსპორინი და ტაკროლიმუსი)

კიბოს სამკურნალო მედიკამენტები (რეგორაფენიბი, კრიზოტინიბი, იდეალისიბი და აპალუტამიდი)

K ვიტამინის ანტაგონისტები (ტიპიური სისხლის გამათხელებლები, მაგ., ვარფარინი)

ზოგადი ანესთეზიის და ქირურგიული ჩარევის დროს გამოყენებული მედიკამენტები კუნთების რელაქსაციისთვის (სუქსამეთონიუმი)

5-ფტორურაცილი/ფოლინის მჟავა

ბევაციზუმაბი (პრეპარატი, რომელიც აფერხებს სისხლის ზრდას) სისხლძარღვები)

ცეტუქსიმაბი (EGF რეცეპტორის ინჰიბიტორი)

ირინოტეკანი HCl აქვიდას მიღებამდე მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან ჯანდაცვის სპეციალისტს, თუ ამჟამად იღებთ ან ცოტა ხნის წინ მიიღეთ ქიმიოთერაპია (და სხივური თერაპია).

თუ გესაჭიროებათ ოპერაცია, გთხოვთ, აცნობოთ თქვენს ექიმს ან ანესთეზიოლოგს, რომ ირინოტეკანით მკურნალობთ, რადგან მას შეუძლია შეცვალოს ოპერაციის დროს გამოყენებული ზოგიერთი მედიკამენტის ეფექტი.

ირინოტეკანი HCl აქვიდათი მკურნალობის პერიოდში არ დაიწყოთ მკურნალობა სხვა მედიკამენტებით და არ შეწყვიტოთ ნებისმიერი მედიკამენტის მიღება ექიმთან კონსულტაციის გარეშე. ამ მედიკამენტმა შეიძლება გამოიწვიოს ძლიერი დიარეა. ამ მედიკამენტის გამოყენებისას ეცადეთ, თავი აარიდოთ საფაღარათო და განავლის დამარბილებელ საშუალებების გამოყენებას.

შესაძლოა, სხვა მედიკამენტებიც ურთიერთქმედებდეს ირინოტეკანი HCl აქვიდასთან. განიხილეთ თქვენს მიერ მიღებული სხვა მედიკამენტები, მცენარეული პრეპარატები და საკვები დანამატები ექიმთან, ფარმაცევტთან ან ჯანდაცვის სპეციალისტთან და ჰკითხეთ, შეიძლება თუ არა ალკოჰოლის მიღებამ ამ მედიკამენტის მიღებისას პრობლემები გამოიწვიოს.

კონტრაცეფცია, ორსულობა, ძუძუთი კვება და ნაყოფიერება

კონტრაცეფცია

თუ თქვენ ხართ რეპროდუქციული ასაკის ქალი, მკურნალობის დროს და მისი დასრულებიდან 6 თვის განმავლობაში უნდა გამოიყენოთ ეფექტური კონტრაცეფციული საშუალებები.

მამაკაცმა პაციენტებმა მკურნალობის დროს და მისი დასრულებიდან 3 თვის განმავლობაში უნდა გამოიყენოთ ეფექტური კონტრაცეფცია. მნიშვნელოვანია, რომ ექიმთან განიხილოთ, თუ რომელი კონტრაცეპტივების გამოყენება შეიძლება ამ მედიკამენტთან ერთად.

ორსულობა

ამ პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს ნაყოფზე პრობლემები, თუ მას მიიღებთ ჩასახვის დროს ან ორსულობის დროს. მკურნალობის დაწყებამდე ექიმი დარწმუნდება, რომ არ ხართ ორსულად. თუ ხართ ორსულად, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას, ამ პრეპარატის გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს რჩევისთვის.

ძუძუთი კვება

ირინოტეკანი და მისი მეტაბოლიტი აღმოჩენილია ადამიანის დედის რძეში. ირინოტეკანი HCl აქვიდათი მკურნალობის დროს ძუძუთი კვება არ შეიძლება. ნებისმიერი მედიკამენტის მიღებამდე მიმართეთ ექიმს.

ფერტილობა

კვლევები არ ჩატარებულა. თუმცა, ცნობილია, რომ ამ პრეპარატმა შესაძლოა გავლენა მოახდინოს ფერტილობაზე. ამ პრეპარატის გამოყენებამდე, გაესაუბრეთ ექიმს მასთან დაკავშირებული შესაძლო რისკებისა და შვილების გაჩენის შესაძლებლობის არსებული ვარიანტების შესახებ.

ზეგავლენა ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარი

ზოგიერთ შემთხვევაში, ირინოტეკანი HCl აქვიდამ შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, რომლებმაც შეიძლება შეაფერხოს ავტომობილის მართვის, ხელსაწყოების გამოყენების და მექანიზმებთან მუშაობის უნარი. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ ექიმს. ირინოტეკანი HCl აქვიდას მიღებიდან პირველი 24 საათის განმავლობაში შეიძლება განვითარდეს თავბრუსხვევა ან მხედველობის დარღვევა. ამ შემთხვევაში, არ მართოთ ავტომობილი და არ იმუშაოთ მექანიზმებთან.

ირინოტეკანი HCl აქვიდა შეიცავს სორბიტოლს

ეს მედიკამენტი შეიცავს 45 მგ სორბიტოლს ყოველ მლ-ზე.

სორბიტოლი წარმოადგენს ფრუქტოზის წყაროს. თუ თქვენ (ან თქვენს შვილს) გაქვთ მემკვიდრეობითი ფრუქტოზის აუტანლობა (HFI), იშვიათი მემკვიდრეობითი დაავადება, თქვენ (ან თქვენმა შვილმა) არ უნდა მიიღოთ ეს მედიკამენტი. HFI-ით დაავადებულ პაციენტებს არ შეუძლიათ ფრუქტოზის ათვისება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული გვერდითი მოვლენები.

ამ მედიკამენტის მიღებამდე უნდა აცნობოთ ექიმს, თუ თქვენ (ან თქვენს შვილს) გაწუხებთ გულისრევის სინდრომი ან თუ თქვენს შვილს აღარ შეუძლია ტკბილი საკვების ან სასმელების მიღება გულისრევის, ღებინების ან ისეთი უსიამოვნო სიმპტომების გამო, როგორიცაა შებერილობა, კუჭის სპაზმები ან დიარეა.

ირინოტეკანი HCl აქვიდა შეიცავს ნატრიუმს

ეს მედიკამენტი შეიცავს 0,1 მმოლ (ანუ 2,4 მგ) ნატრიუმს საინექციო ხსნარის ყოველ მლ-ში. ირინოტეკანი HCl აქვიდას სხვადასხვა შეფუთვის ზომები შეიცავენ ნატრიუმის შემდეგ რაოდენობას:

2 მლ საჩვლეტი ფლაკონი

სამკურნალო საშუალების შეფუთვის ეს ზომა შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ (23 მგ) ნატრიუმს, რაც ნიშნავს, რომ ის თითქმის ,,უნატრიემოა“.

5 მლ საჩხვლეტი ფლაკონი

სამკურნალო საშუალების შეფუთვის ეს ზომა შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ (23 მგ) ნატრიუმს, რაც ნიშნავს, რომ ის თითქმის ,,უნატრიემოა“.

15 მლ საჩხვლეტი ფლაკონი

სამკურნალო საშუალების შეფუთვის ეს ზომა შეიცავს 36 მგ ნატრიუმს (სუფრის მარილის მთავარი კომპონენტი), ეს შეესაბამება ზრდასრული ადამიანისთვის საკვებიდან რეკომენდებული მაქსიმალური დღიური ნორმის 1.8%-ს.

25 მლ საჩხვლეტი ფლაკონი

სამკურნალო საშუალების შეფუთვის ეს ზომა შეიცავს 60 მგ ნატრიუმს (სუფრის მარილის მთავარი კომპონენტი), ეს შეესაბამება ზრდასრული ადამიანისთვის საკვებიდან რეკომენდებული მაქსიმალური დღიური ნორმის 3%-ს.

  • ირინოტეკანი HCI აქვიდას გამოყენების წესი

ეს სამკურნალო საშუალება ყოველთვის გამოიყენეთ ზუსტად ისე, როგორც დაგინიშნათ ექიმმა. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ ექიმს.

ირინოტეკანი HCl აქვიდა შეიყვანება ექიმის ან ჯანდაცვის სპეციალისტის მიერ. ირინოტეკანი HCl აქვიდას პირველი დოზის შეყვანამდე ექიმმა შეიძლება გირჩიოთ დნმ-ის ტესტის ჩატარება. ზოგიერთ პირებში შესაძლოა ადგილი ჰქონდეს გენეტიკურ ალბათობას, რომ მათ გამოუვლინდეთ გვერდითი მოვლენები ამ მედიკამენტის მიმართ.

თქვენ შესაძლოა დაგენიშნოთ სხვა მედიკამენტებიც, რომ თავიდან იქნეს აცილებული ირინოტეკანი HCI აქვიდათი გამოწვეული ღებინება, გულისრევა, ფაღარათი და სხვა გვერდითი მოვლენები. ეს მედიკამენტები როგორც წესი მიიღება სულ მცირე ერთი დღით ადრე ირინოტეკანი HCI აქვიდათი მკურნალობის დაწყებამდე.

თუ ირინოტეკანის ჰიდროქლორიდის ინფუზიის დროს ინფუზიის ნემსის გარშემო წვის შეგრძნებას, ტკივილს ან შეშუპებას განიცდით, დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს. თუ ეს სამკურნალო საშუალება შემთხვევით ვენიდან გამოჟონავს, ამან შეიძლება გამოიწვიოს ქსოვილების დაზიანება. თუ ირინოტეკანი HCI აქვიდათი მკურნალობის დროს ინფუზიის ადგილას ტკივილს განიცდით ან შეამჩნევთ სიწითლეს ან შეშუპებას, დაუყოვნებლივ აცნობეთ ამის შესახებ ექიმს ან ჯანდაცვის სპეციალისტს.

ირინოტეკანი HCI აქვიდა შეიყვანება ვენაში ინფუზიის გზით 30 -დან 90 წუთამდე დროის განმავლობაში. ინფუზიის რაოდენობა, რომელსაც თქვენ მიიღებთ, დამოკიდებულია თქვენს ასაკზე, სხეულის სიმაღლეზე და თქვენი ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობაზე. ის ასევე დამოკიდებულია სხვა შესაძლო მკურნალობებზე, რომელსაც თქვენ სავარაუდოდ დაგენიშნათ კიბოს დაავადების სამკურნალოდ. ექიმი დაიანგარიშებს თქვენი სხეულის ფართობს კვადრატულ მეტრებში (მ2) თქვენი სიმაღლისა და წონის მიხედვით.

თუ ადრე ჩაგიტარდათ მკურნალობა 5-ფტორურაცილით, მაშინ ჩვეულებრივ, დაგენიშნებათ მხოლოდ ირინოტეკანი HCI აქვიდა, საწყისი დოზით 350 მგ/მ2 ყოველ 3 კვირაში ერთხელ.

თუ ადრე არ მიგიღიათ ქიმიოთერაპიული მკურნალობა, მაშინ ჩვეულებრივ დაგენიშებათ 180 მგ/მ2 ირინოტეკანი HCI აქვიდა ყოველ 2 კვირაში ერთხელ, რასაც მოსდევს ფოლიუმის მჟავა ან 5 - ფტორურაცილი.

თუ ირინოტეკანს იღებთ ცეტუქსიმაბთან ერთად კომბინაციაში, როგორც წესი, დაგენიშნებათ ირინოტეკანი HCI აქვიდას იგივე დოზა, რაც ირინოტეკანის შემცველი წინა მკურნალობის რეჟიმის ბოლო ციკლებში მიიღეთ. ირინოტეკანი HCI აქვიდას მიღება უნდა მოხდეს ცეტუქსიმაბის ინფუზიის დასრულებიდან არანაკლებ 1 საათის შემდეგ.

ეს დოზები შეიძლება დაარეგულიროს ექიმმა თქვენი მდგომარეობისა და გვერდითი მოვლენების მიხედვით.

თუ მიიღეთ ირინოტეკანი HCI აქვიდას საჭიროზე მეტი დოზა

ნაკლებად სავარაუდოა, რომ თქვენ მიიღოთ ირინოტეკანი HCI აქვიდას ჭარბი დოზირება. თუ ეს მაინც მოხდება, ასეთ შემთხვევაში, შესაძლოა ადგილი ჰქონდეს სისხლის სისტემის დარღვევების და ფაღარათის გამოვლენას.

დიარეით გამოწვეული დეჰიდრატაციის თავიდან ასაცილებლად და ნებისმიერი პოტენციური ინფექციური გართულების სამკურნალოდ საჭიროა საუკეთესო დამხმარე მკურნალობა. მიმართეთ ექიმს, რომელიც გიკეთებთ მედიკამენტს.

თუ დაგავიწყდათ ირინოტეკანი HCI აქვიდას გამოყენება

მკურნალობის რეჟიმის დაცვას ძალაინ დიდი მნიშვნელობა აქვს. თუ გამოტოვეთ დოზის მიღება, მიმართეთ დაუყონებლივ თქვენს მკურნალ ექიმს.

  • შესაძლო გვერდითი მოვლენები

ნებისმიერი მედიკამენტის მსგავსად ამ პრეპარატმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ნებისმიერ პაციენტში. ექიმი განიხილავს თქვენთან ამ გვერდით მოვლენებს და აგიხსნით თქვენი მკურნალობის რისკებსა და სარგებელს. ზოგიერთი ასეთი გვერდითი მოვლენა საჭიროებს დაუყოვნებლივ მკურნალობას. ასევე იხილეთ ინფორმაცია ნაწილში „გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები“. თუ ამ პრეპარატის მიღების შემდეგ შენიშნავთ შემდეგი გვერდითი მოვლენებიდან ერთს ან რამდენიმეს, დაუყოვნებლივ აცნობეთ ამის შესახებ ექიმს. თუ თქვენ არ იმყოფებით კლინიკაში, მაშინ აუცილებლად უნდა მიმართოთ საავადმყოფოს.

ალერგიული რეაქციები. თუ შენიშნავთ სტვენით სუნთქვას, სუნთქვის გაძნელებას, შეშუპებას, გამონაყარს ან ქავილს (განსაკუთრებით თუ ეს ვრცელდება მთელ სხეულზე), დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ჯანდაცვის სპეციალისტს.

მწვავე ალერგიული რეაქციები (ანაფილაქსიური/ანაფილაქტოიდური რეაქციები) ყველაზე ხშირად შეიძლება განვითარდეს პრეპარატის ინექციიდან რამდენიმე წუთში: კანზე გამონაყარი ქავილით და კანის სიწითლით, ხელების, ფეხების, კოჭების, სახის, ტუჩების, პირის ან ყელის შეშუპება (რამაც შეიძლება გამოიწვიოს ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელება) და შესაძლოა აღინიშნოს თითქმის გონების დაკარგვა.

ფაღარათი (იხ. ნაწილი 2).

ნაადრევად გამოვლენილი ფაღარათი: ეს ეფექტი ვლინდება ამ მედიკამენტის მიღებიდან 24 საათის განმავლობაში და მოიცავს სიმპტომებს, როგორიცაა სურდო, ჭარბი ნერწყვდენა, თვალების ცრემლიანობა, ოფლიანობა, სახის სიწითლე და მუცლის სპაზმები. (ეს ეფექტი შესაძლოა გამოვლინდეს მედიკამენტის შეყვანის პერიოდში. ასეთ შემთხვევაში დაუყონებლივ აცნობეთ ექიმს ან ჯანდაცვის სპეციალისტს. შესაძლოა მათ დაგინიშნონ მედიკამენტები ნაადრევი გვერდითი ეფექტების გამოვლენის აღმოსაფხვრელად ან შესამსუბუქებლად).

დაგვიანებული ფაღარათი: ვლინდება მედიკამენტის შეყვანიდან 24 საათის შემდეგ. ვინაიდან ფაღარათი იწვევს დეჰიდრატაციას და ელექტროლიტების ბალანსის დაარღვევას, ძალიან მნიშვნელოვანია თქვენს მკურნალ ექიმთან ან ჯანდაცვის სპეციალისტთან კონტაქტი მონიტორინგისა და მედიკაციის დანიშვნასთან ერთად ასევე კვების რჩევების მიღების მიზნით.

ძალიან ხშირი (შესაძლოა გამოვლინდეს 10 პაციენტიდან 1-ზე მეტში)

სისხლის ანალიზის ცვლილებები: ნეიტროპენია (გარკვეული სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება), თრომბოციტოპენია (თრომბოციტების რაოდენობის შემცირება), ანემია

დაგვიანებული დიარეის გამოვლენა

გულისრევა და ღებინება

თმის ცვენა (მკურნალობის დასრულების შემდეგ თმა ისევ იზრდება)

კომბინირებული თერაპიის დროს შეიძლება განვითარდეს ღვიძლის გარკვეული ფერმენტების ან ბილირუბინის შრატის დონის დროებით მომატება.

ხშირი (შესაძლოა გამოვლინდეს 10 -დან 1-მდე პაციენტში)

მწვავე ქოლინერგული სინდრომი: ძირითადი სიმპტომებია ადრეული დიარეა და სხვადასხვა სიმპტომები, როგორიცაა მუცლის ტკივილი, თვალების სიწითლე, ტკივილი, ქავილი ან ცრემლდენა (კონიუნქტივიტი); სურდო (რინიტი); დაბალი არტერიული წნევა; ვაზოდილატაცია; ოფლიანობა, შემცივნება; ზოგადი სისუსტე; თავბრუსხვევა; მხედველობის დარღვევები, შევიწროებული გუგები; თვალების ცრემლდენა და გაძლიერებული ნერწყვდენა, რაც ვლინდება ირინოტეკანი HCI აქვიდას ინფუზიიდან პირველი 24 საათის განმავლობაში.

ცხელება, ინფექციები (სეფსისის ჩათვლით)

ცხელება სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის ძლიერი შემცირების თანხლებით

დეჰიდრატაცია, უმეტეს წილად გამოწვეულია ფაღარათით და/ან ღებინებით

ყაბზობა

დაღლილობა

სისხლში ღვიძლის ფერმენტებისა და კრეატინინის დონის გაზრდა.

არახშირი (შესაძლოა გამოვლინდეს 100-დან 1-მდე პაციენტში)

ალერგიული რეაქციები. თუ ვლინდება სტვენითი სუნთქვა, სუნთქვის გართულება, შეშუპება, გამონაყარი ან ქავილი (განსაკუთრებით თუ ვრცელდება მთელ სხეულზე), დაუყონებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან სამედიცინო პერსონალს.

მსუბუქი კანის რეაქციები; მსუბუქი რეაქციები ინფუზიის ადგილას

ქოშინი

ფილტვების დარღვევები (ინტერსტიციალური ფილტვების დაავადება)

ნაწლავის ჩაკეტვა

მუცლის ტკივილები და ანთებები, რომლებიც იწვევენ ფაღარათს (დაავადება, რომელიც ცხნობილია როგორც ფსევდომემბრანული კოლიტი)

აღინიშნა თირკმელების უკმარისობის, არტერიული წნევის დაცემის ან გულ-სისხლძარღვთა კოლაფსის არახშირი შემთხვევები იმ პაციენტებში, რომლებშიც ფაღარათის და/ან ღებინების ან სეფსისი შედეგად განვითარდა დეჰიდრატაცია.

იშვიათი (შესაძლოა გამოვლინდეს 1000-დან 1-მდე პაციენტში)

მწვავე ალერგიული რეაქციები (ანაფილაქსიური/ანაფილაქტოიდური რეაქციები) შეიძლება ყველაზე ხშირად განვითარდეს პრეპარატის ინექციიდან რამდენიმე წუთში: კანზე გამონაყარი კანის სიწითლით და ქავილით; ხელების, ფეხების, კოჭების, სახის, ტუჩების, პირის ღრუს ან ყელის შეშუპება (რამაც შეიძლება გამოიწვიოს ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელება) და შესაძლოა განიცადოთ თითქმის გონების დაკარგვა. ამ შემთხვევაში, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს.

ნაადრევად გამოვლენილი ეფექტები, როგორიცაა კუნთების შეკუმშვა ან სპაზმები და შეგრძნების დაკარგვა (პარესთეზია);

კუჭ-ნაწლავის სისხლდენა და მსხვილი ნაწლავის ანთება, აპენდიქსის ჩათვლით;

ნაწლავის პერფორაცია; ანორექსია; მუცლის ტკივილი; ლორწოვანი გარსების ანთება;

პანკრეასის ანთება;

არტერიული წნევის მომატება მიღების დროს და მის შემდეგ;

სისხლში კალიუმის და ნატრიუმის დონის შემცირება, განსაკუთრებით დიარეასთან და ღებინებასთან ერთად.

ძალიან იშვიათი (შესაძლოა გამოვლინდეს 10 000 -დან 1-მდე პაციენტში)

გარდამავალი მეტყველების დარღვევა

გარკვეული საჭმლის მომნელებელი ფერმენტების მომატებული დონე, რომლებიც შლიან შაქარს და ცხიმს.

უცნობია სიხშირე (სიხშირის შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემების მიხედვით)

მწვავე, შენარჩუნებადი ან სისხლიანი დიარეა (რომელსაც შეიძლება თან ახლდეს კუჭის ტკივილი ან ცხელება), გამოწვეული ბაქტერიით, რომელსაც ეწოდება Clostridium difficile.

სისხლის ინფექცია

დეჰიდრატაცია (ფაღარათის და ღებინების გამო)

თავბრუსხვევა, აჩქარებული გულისცემა და კანის სიფერმკრთალე (დაავადება, რომელსაც ეწოდება ჰიპოვოლემია)

ალერგიული რეაქციები

მეტყველების გარდამავალი დარღვევები მკურნალობის დროს და მისი დასრულებიდან მოკლე დროში

კანზე ჩხვლეტის შეგრძნება

სისხლის მაღალი წნევა (ინფუზიის დროს ან მისი დასრულების შემდეგ)

გულის პრობლემები*

ფილტვების დაავადება, რომელიც იწვევს ხიხინს და ქოშინს (იხილეთ ნაწილი 2)

სლოკინი

ნაწლავის ბლოკადა

მსხვილი ნაწლავის გადიდება

ნაწლავური სისხლდენა

მსხვილი ნაწლავის ანთება

ლაბორატორიული ტესტების პათოლოგიური შედეგები

ნაწლავის პერფორაცია

ცხიმოვანი ღვიძლი

კანის რეაქციები

რეაქციები პრეპარატის მიღების ადგილას

სისხლში კალიუმის დაბალი დონე

სისხლში მარილის დაბალი დონე, ძირითადად დიარეასთან და ღებინებასთან ასოცირებული

კუნთების სპაზმები

თირკმლის პრობლემები*

დაბალი არტერიული წნევა*

სოკოვანი ინფექციები

ვირუსული ინფექციები.

  • იშვიათ შემთხვევებში, ეს მოვლენები დაფიქსირდა პაციენტებში, რომლებსაც განუვითარდათ დეჰიდრატაციის ეპიზოდები, რომლებიც დაკავშირებული იყო დიარეასთან და/ან ღებინებასთან ან სისხლის ინფექციებთან.

თუ თქვენ იღებთ ირინოტეკანის HCI აქვიდას ცეტუქსიმაბთან ერთად, ზოგიერთი გვერდითი მოვლენა, რომელსაც განიცდით, შეიძლება დაკავშირებული იყოს ამ კომბინაციასთან. ასეთ გვერდით მოვლენებს შეიძლება მიეკუთვნებოდეს აკნეს მსგავსი გამონაყარი. ამიტომ, ასევე უნდა წაიკითხოთ ცეტუქსიმაბის გამოყენების ინსტრუქცია.

თუ იღებთ ირინოტეკან HCI აქვიდას კაპეციტაბინთან კომბინაციაში, შესაძლოა ზოგიერთი გვერდითი ეფექტის გამოვლენა ასოცირდებოდეს ამ კომბინაციასთან. მსგავსი გვერდითი მოვლენები შესაძლოა მოიცავდეს ეფექტებს, როგორიცაა: სისხლის კოლტები (ძალიან ხშირი), ალერგიული რეაქციები, გულის შეტევა და ცხელება ლეიკოციტების დაბალი რაოდენობის მქონე პაციენტებში (ხშირი). ამიტომ, ასევე უნდა წაიკითხოთ კაპეციტაბინის გამოყენების ინსტრუქცია.

თუ თქვენ იღებთ ირინოტეკანის ჰიდროქლორიდს კაპეციტაბინთან და ბევაციზუმაბთან ერთად, ზოგიერთი გვერდითი მოვლენა, რომელსაც განიცდით, შეიძლება გამოწვეული იყოს ამ კომბინაციით. ასეთი გვერდითი მოვლენები მოიცავს: ლეიკოციტების დაბალ რაოდენობას, სისხლის შედედებას, მაღალ არტერიულ წნევას და გულის შეტევას. ამიტომ, ასევე უნდა წაიკითხოთ კაპეციტაბინის და ბევაციზუმაბის გამოყენების ინსტრუქცია.

თუ შენიშნავთ ნებისმიერ გვერდით მოვლენას, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

გვერდითი მოვლენების შეტყობინება

თუ თქვენ შენიშნეთ რაიმე გვერდითი მოვლენა, გთხოვთ, მიმართოთ ექიმს, ფარმაცევტს ან სხვა ჯანდაცვის სპეციალისტს. ეს ასევე ეხება ნებისმიერ გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის აღწერილი ამ ინსტრუქციაში. ასევე შეგიძლიათ გვერდითი მოვლენების შესახებ პირდაპირ შეატყობინოთ მედიკამენტებისა და სამედიცინო პროდუქტის ფედერალურ ინსტიტუტს, ფარმაკოზედამხედველობის დეპარტამენტს, კურტ-გეორგ-კიზინგერ-ალე 3, D-53175 ბონი, ვებ-გვერდი: www.bfarm.de. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინებით, თქვენ ხელს შეუწყობთ ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვებას.

  • ირინოტეკანი HCI აქვიდას შენახვის პირობები

ეს მედიკამენტი უნდა შეინახოთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ ეს სამკურნალო საშუალება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია ეტიკეტსა და კოლოფზე წარწერით „ვარგისია“ (EXP) შემდეგ. ვარგისიანობის ვადა გულისხმობს აღნიშნული თვის ბოლო დღეს.

შენახვის პირობები

საჩხვლეტი ფლაკონი უნდა შეინახოთ საწყის კოლოფში სინათლისაგან დაცვის მიზნით.

არ გაყინოთ.

უტილიზაცია

არასდროს გადააგდოთ მედიკამენტები გამდინარე წყლებში (მაგალითად, უნიტაზში ან ნიჟარაში). ჰკითხეთ ფარმაცევტს, თუ როგორ უნდა გადააგდოთ მედიკამენტი, როდესაც ის აღარ გჭირდებათ. ამით თქვენ ხელს უწყობთ გარემოს დაცვას. დამატებითი ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია ვებ-გვერდზე www.bfarm.de/arzneimittelentsorgung.

  • შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაციები

რას შეიცავს ირინოტეკანი HCI აქვიდა

აქტიური ინგრედიენტია ირინოტეკანის ჰიდროქლორიდის ტრიჰიდრატი 3 H2O.

საინფუზიო ხსნარის დასამზადებელი კონცენტრატის 2 მლ, 5 მლ, 15 მლ ან 25 მლ შემცველი ერთი ფლაკონი შეიცავს 40 მგ, 100 მგ, 300 მგ ან 500 მგ ირინოტეკანის ჰიდროქლორიდის ტრიჰიდრატს 3 H2O.

დამხმარე ნივთიერებებია სორბიტოლი (Ph. Eur.), რძემჟავა, ნატრიუმის ჰიდროქსიდი და საინექციო წყალი.

ირინოტეკანი HCI აქვიდას გარეგნული სახე და შეფუთვის შემცველობა

ირინოტეკანი HCI აქვიდა არის ღია ყვითელი, გამჭვირვალე საინფუზიო ხსნარის დასამზადებელი კონცენტრატი.

ირინოტეკანი HCI აქვიდა ხელმისაწვდომია ერთჯერად შეფუთვაში და ხუთ ან ათ მრავალშეკვრიან შეფუთვაში, თითოეული შეფუთვა შეიცავს ერთ ქარვისფერი შუშის ფლაკონს 2 მლ, 5 მლ, 15 მლ ან 25 მლ ხსნარით.

შესაძლოა, ყველა შეფუთვის ზომა არ იყოს ბაზარზე.

ფარმაცევტული კომპანია და მწარმოებელი

შპს აქვიდა / AqVida GmbH

კაიზერ-ვილჰელმ-შტრ. 89

20355 ჰამბურგი

გერმანია

წინამდებარე ინსტრუქციის ტექსტის ბოლო გადახედვის თარიღია 2024 წლის ოქტომბერი.

  • ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

შემდეგი ინფორმაცია განკუთვნილია ჯანდაცვის სპეციალისტებისათვის:

ინსტრუქცია მოხმარების შესახებ

ირინოტეკანი HCI აქვიდა 20 მგ/მლ საინფუზიო ხსნარის დასამზადებელი კონცენტრატი

შემდეგში მოცემულია ინფორმაცია, რომელიც მოიცავს ირინოტეკანი HCI აქვიდას 20 მგ/მლ საინფუზიო ხსნარის მოსამზადებელი კონცენტრატის მომზადების, შენახვისა და მიღების წესებს.

მნიშვნელოვანია, რომ მედიკამენტის მომზადების დაწყებამდე წაიკითხოთ სრული ინსტრუქცია.

სრული აღწერილობისა და დამატებითი ინფორმაციისთვის ასევე იხილეთ პროდუქტის საინფორმაციო ფურცელი.

  • ფარმაცევტული ფორმა

ირინოტეკანი HCI აქვიდას ინტრავენური საინფუზიო ხსნარის მოსამზადებელი კონცენტრატის სახით გამოდის ყავისფერ შუშის ფლაკონებში, რომლებიც შეიცავენ 2 მლ, 5 მლ, 15 მლ ან 25 მლ სტერილურ, გამჭვირვალე, ღია ყვითელ ხსნარს.

  • გამოსაყენებლად მზა საინფუზიო ხსნარის მომზადება

ირინოტეკანი HCI აქვიდა წარმოადგენს ციტოტოქსიკური პროდუქტს. გთხოვთ, დაიცვათ თქვენი ადგილობრივი რეგულაციები ციტოტოქსიკური პრეპარატების უსაფრთხოდ გამოყენებისა და განადგურების შესახებ.

უსაფრთხო გამოყენება

ყველა სიმსივნის საწინააღმდეგო საშუალების მსგავსად, ირინოტეკანი სიფრთხილით უნდა მომზადდეს და დამუშავდეს. აუცილებელია სათვალის, ნიღბის და ხელთათმანების ტარება. თუ ირინოტეკანის ხსნარი ან საინფუზიო ხსნარი კანთან კონტაქტში მოხვდება, დაუყოვნებლივ და კარგად ჩამოიბანეთ საპნითა და წყლით. თუ ირინოტეკანის ხსნარი ან საინფუზიო ხსნარი ლორწოვან გარსებთან კონტაქტში მოხვდება, დაუყოვნებლივ და კარგად ჩამოიბანეთ წყლით.

ინსტრუქცია გაზავების შესახებ

ირინოტეკანის HCI აქვიდას ხსნარები უნდა მომზადდეს კონტროლირებად და შემოწმებულ ასეპტიკურ პირობებში. თუ ფლაკონში ან განზავების შემდეგ შეინიშნება ნალექი, პრეპარატი უნდა განადგურდეს ციტოტოქსიკური საშუალებების სტანდარტული წესების შესაბამისად.

ირინოტეკანის HCI აქვიდა თავსებადია 0.9%-იან ნატრიუმის ქლორიდის ხსნართან და 5%-იან გლუკოზის ხსნართან და არ უნდა განზავდეს სხვა სამკურნალო საშუალებებთან. ხსნარის მოსამზადებლად, ასეპტიკურ პირობებში, ფლაკონიდან ამოიღეთ ირინოტეკანის HCI აქვიდას საჭირო რაოდენობა და შეიყვანეთ 250 მლ საინფუზიო ტომარაში/ბოთლში, რომელიც შეიცავს 0.9%-იან ნატრიუმის ქლორიდის ხსნარს ან 5%-იან გლუკოზის ხსნარს. შემდეგ კარგად აურიეთ მანუალური მოძრაობების დახმარებით.

უტილიზაცია

ირინოტეკანი HCI აქვიდას მომზადებისა და მიღებისთვის გამოყენებული ყველა ნივთი, ან რომელიც სხვაგვარად მოხვდა მასთან კონტაქტში, უნდა გადამუშავდეს ციტოტოქსიკური პრეპარატების გამოყენების ეროვნული გაიდლაინების შესაბამისად.

მზა საინფუზიო ხსნარის შენახვის ინსტრუქცია

  • 9%-იანი ნატრიუმის ქლორიდის ხსნარით ან 5%-იანი გლუკოზის ხსნარით მომზადების შემდეგ, გამოსაყენებლად მზა საინფუზიო ხსნარის ქიმიური და ფიზიკური სტაბილურობა დადასტურდა 12 საათის განმავლობაში 15-25°C ტემპერატურაზე და 48 საათის განმავლობაში სინათლისგან დაცულ ადგილას 2-8°C ტემპერატურაზე.

მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით, გამოსაყენებლად მზა საინფუზიო ხსნარი დაუყოვნებლივ უნდა იქნას გამოყენებული. თუ ის დაუყოვნებლივ არ გამოიყენება, გამოყენებამდე შენახვის დროსა და პირობებზე პასუხისმგებელია თავად მომხმარებელი და არ უნდა აღემატებოდეს 24 საათს 2-დან 8°C-მდე ტემპერატურაზე, გარდა იმ შემთხვევისა, თუ განზავება განხორციელდა კონტროლირებად და დამოწმებულ ასეპტიკურ პირობებში.

დოზირება და გამოყენების წესი

გამოიყენება მხოლოდ უფროსებში.

ირინოტეკანი HCI აქვიდა უნდა განზავდეს ზემოთ მოცემული ინსტრუქციის შესაბამისად და შეიყვანოთ პერიფერიულ ან ცენტრალურ ვენაში.

არ უნდა შეიყვანოთ ინტრავენური ბოლუსის სახით ან ინტრავენური ინფუზიის სახით 30 წუთზე ნაკლები ან 90 წუთზე მეტი ხანგრძლივობით.

დოზირების რეკომენდაციებისთვის, გთხოვთ, იხილოთ დანიშნულებასთან დაკავშირებული ინფორმაცია.

თარგმანი შეესაბამება ორიგინალს.

თარჯიმანი:

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახეთ ორიგინალი ან ჰკითხეთ ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა